You are on page 1of 2

ვინაიდან ტურისტულ ბაზარზე მუშაობს ორი განსხვავებული შინაარსის ტუროპერატორული

ფირმა: ინიციატიური (აუტგოინგის, რომელიც საქართველოდან უცხოეთში აგზავნის


ტურისტებს) და რეცეპტიული (ინქამინგის, რომელიც უცხოეთიდან საქართველოში იღებს
ტურისტებს) და შესაბამისად ისინი მუშაობენ სხვადასხვა სავიზო რეჟიმში, განვიხილოთ სავიზო
მხარდაჭერის წესები ორივე შემთხვევაში.

დიპლომატიური პასპორტი (ლურჯი) გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს


მიერ მხოლოდ დიპლომატიური სამსახურით საზღვარგარეთ მომუშავე საქართველოს
მოქალაქეებზე, აგრეთვე, მათ მეუღლეებზე.

სამოსამსახურეო პასპორტი (მწვანე) გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს


მიერ მხოლოდ სა[ელმწიფოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად იმ სახელმწიფო
მოხელეებზე. რომლებსაც აქვთ ეს უფლება მინიჭებული და მათ მხოლოდ სახელმწიფო
მილინების შემთხვევაში აქვთ მისი გამოყენების უფლება

ამიტომ ტურისტული ფირმა მუშაობს მხოლოდ საყოველთაო (შვინდისფერი) საზღვარგარეთის


პასპორტებით

ტურისტული ვიზა არის უცხოეთის ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის მიერ პასპორტში


ჩარტყმული აღნიშვნა, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ საქართველოს მოქალაქე
განსაზღვრული დროით შევიდეს და იმყოფებოდეს იმ ქვეყანაში ტურისტული მიზნებით. ვიზა
გაიცემა მოწვევის საფუძველზე. მოწვევა შესაძლებელია იყოს შემდეგი სახის:

სამსახურებრივი ან საქმიანი (როცა უცხოეთის ორგანიზაცია იწვევს ჩვენს მოქალაქეს ); ❖


კერძო (როცა უცხოელი მოქალაქე იწვევს ჩვენს მოქალაქეს); ❖ სასტუმრო (როცა
საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივი მივლინებით ცხოვრობს უცხოეთში იწვევს
თავის ნათესავს ან ნაცნობს); ❖ ტურისტული (როცა საქართველოს მოქალაქე მიემგზავრება
საზღვარგარეთ დასვენების, მოგზაურობის, მკურნალობის, მოკლევადიანი სასწალო
პროგრამით, ბიზნეს-სემინარებში ან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად).

მოწვევიდან გამომდინარე გაიცემა შემდეგი სახის ვიზები: საქმიანი, კერძო, ტურისტული,


სამუშაო და ტრანზიტული

საქმიანი ვიზა (ბიზნეს-ვიზა) - არის უცხოეთის ორგანიზაციის (იურიდიული პირის) მიერ


დამოწმებული მოწვევის საფუძველზე ჩვენს მოქალაქეზე, რომელიმე ორგანიზაციის
(იურიდიული პირის) კონკრეტულ თანამშრომელზე საქმიანობის მითითებით და მისი იქ
ყოფნის ვადით დადასტურებული ვიზა

კერძო ვიზა ეძლევა უცხოელი მოქალაქის მოწვევის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეს ,


როცა ეს მოწვევა რეგისტრირებულია უცხოეთში სახელმწიფო ორგანოს მიერ.

ტურისტული ვიზა ეძლევა საქართველოს მოქალაქეს განსაზღვრული ვადით , რაც


დამოკიდებულია ტურისტული საგზურის ხანგძლივობაზე ან სპორტული ღონისძიების ვადებზე ,
სემინარების, მკურნალობის, სწავლების ვადებზე
ნებისმიერი ვიზის გაცემისათვის აუცილებელია შემდეგი დოკუმენტები: 1. განმცხადებლის
პასპორტი –- პასპორტი უნდა მოქმედებდეს ვიზის გასვლიდან კიდევ სამი თვე, ამასთან
სასურველია, რომ პასპორტში სულ მცირე ორი გვერდი იყოს თავისუფალი. 2. განმცხადებლის
პასპორტის ზომის ორი ფერადი ფოტოსურათი. 3. განმცხადებლის მიერ სრულყოფილად
შევსებული და ხელმოწერილი სავიზო ანკეტა. 4. საკონსულო მოსაკრებელი. არსებობს ვიზის
სხვადასხვა ტიპი. აღნიშნული დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნით მიემგზავრებით
საქართველოში. სხვადასხვა ტიპის ვიზისათვის (გარდა აუცილებელი მოთხოვნებისა)
არსებობს განსხვავებული მოთხოვნები. კერძო ვიზის (სტუმრობა ნათესავებთან ან
მეგობრებთან) გაცემისათვის ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად საჭიროა ვიზის
მიღების მსურველი მოქალაქის პირადი შუამდგომლობა.

საქმიანი ვიზის (საქმიანი, კომერციული მიზნები, კონფერენციაზე, გამოფენაზე ან


საერთაშორისო ბაზრობებზე დასწრება, ჟურნალისტად ან სამუშაოდ ჩამოსვლა და ა.შ.)
გაცემისათვის ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად საჭიროა: 1. საქართველოში
რეგისტრირებული კომპანიის შუამდგომლობა; 2. განმცხადებლის შუამდგომლობა;

სატრანზიტო ვიზის გაცემისათვის ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად საჭიროა: 1.


მესამე ქვეყანაში გასამგზავრებლი ვიზა. 2. საქართველოში ჩასასვლელი და საქართველოდან
გასამგზავრებელი ბილეთის ასლი.

You might also like