You are on page 1of 3

დასაქმება ისრაელში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის

პოზიციაზე

ისრაელის სახელმწიფო მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის


დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის
სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე
დასაქმებას შეძლებენ.

პოზიციის დასახელება: დამხმარე მუშაკი, ისრაელში, ხანგრძლივი მოვლის


საჭიროების მქონე პაციენტებისათვის განკუთვნილ სამკურნალო დაწესებულებებში .

ქვეყანა: ისრაელი

სამუშაოს აღწერა:

ისრაელში, ხანგრძლივი მოვლის სამკურნალო დაწესებულებების პაციენტებს


წარმოადგენენ ხანდაზმულები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები .

დამხმარე მუშაკის ფუნქცია-მოვალეობებია:

 პაციენტის მოვლა და საჭირო დახმარების გაწევა;


 პაციენტის ჰიგიენაზე ზრუნვა (მათ შორის, დაბანა, მოწესრიგება , საფენების
გამოცვლა);
 პაციენტის საკვებზე ზრუნვა (მათ შორის, გამოკვება);
 პაციენტთან კომუნიკაცია;
 პაციენტისა და პალატების სისუფთავის დაცვა;
 ექთნის ზედამხედველობისა და მითითებების შესაბამისად პაციენტებისათვის
საჭირო ყოველგვარი დახმარების გაწევა.

სამუშაო პირობები:

სამუშაოს ხანგრძლივობა: სრული განაკვეთი, 6 სამუშაო დღე კვირაში, 42 საათი


კვირაში.
შენიშვნა: ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში მუშაობა მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში და
განსაზღვრულია დღე-ღამეში 2 ან 3 ცვლა. იგი მოიცავს დილის-ღამის და დილის-საღამოს-
ღამის ცვლებს. ცვლების დრო განისაზღვრება კონკრეტული დამსაქმებლის მიერ.

ანაზღაურება:

თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით - 5300 შეკელი


(2021 წლის მარტის კურსის შესაბამისად, არის 1600 აშშ დოლარის ექვივალენტი).

დასაქმების ხანგრძლივობა:

ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში იქნება ერთი


წლის განმავლობაში, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია
მაქსიმუმ 63 (სამოცდასამი) თვემდე.
შენიშვნა: კანდიდატს უნდა ესმოდეს და ეთანხმებოდეს, რომ აუცილებლად უნდა დატოვოს
ქვეყანა სამუშაო ვიზის მაქსიმალური ნებადართული ვადის გასვლის შემდეგ. ასევე
აცნობიერებდეს, რომ იგი ვერ შეძლებს მომავალში ისრაელში მუშაობას.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

განათლება:
 საშუალო სკოლა დამთავრებული;
 სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო
დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი
დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი.
 ინგლისურ ან რუსულ ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა

შენიშვნა: გასაუბრებაზე მოხდება რუსული/ინგლისური ენის ცოდნის დონის ზოგადი


შეფასება.

ზოგადი მოთხოვნები:

 საქართველოს მოქალაქე;
 ასაკი: 25-დან 45 წლამდე;
 სიმაღლე: არა ნაკლებ 1.5 მეტრი. წონა: არა ნაკლებ 45 კგ;
 ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;
 ნასამართლეობის არ მქონე;
 ისრაელში მუშაობის ისტორიის არ მქონე;
 არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;
 არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან
ცხოვრობენ ისრაელში;
 კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს
COVID-19-ის ტესტი საქართველოში;
 კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის
ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში
სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების
შესაბამისად.
(აღნიშნული მოიცავს COVID-19 ვაქცინაციის 2 დოზის ჩატარებას, 3 კვირის
შუალედით).

შერჩევის და დასაქმების პროცედურები

ისრაელში დამხმარე მუშაკად დასაქმების მსურველ კანდიდატთა შერჩევა მოიცავს


შემდეგ პროცედურებს:

 ონლაინ რეგისტრაცია პორტალზე workabroad.moh.gov.ge


 მონაცემების გადამოწმება და კანდიდატთა შერჩევა;
 გასაუბრება;
 წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადგენა;
 შერჩეული კანდიდატების მიერ სამედიცინო შემოწმების გავლა და
ნასამართლეობის ცნობის წარმოდგენა;
შენიშვნა: სამედიცინო შემოწმების ჩატარებას ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

იმ განმცხადებლებს, რომლებიც ვერ გაივლიან გასაუბრებას, ან რომელთა


დოკუმენტაციის ვალიდურობა/ნამდვილობა ვერ იქნება დადასტურებული ამოღებულ
იქნებიან მონაცემთა ბაზიდან.
შერჩეული კანდიდატის მიერ გამგზავრებამდე გასაწევი ხარჯები:

 საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების ღირებულება (მოქმედი


ბიომეტრიული პასპორტის არ ქონის შემთხვევაში);
 მგზავრობის ხარჯები (ისრაელში გამგზავრება და უკან დაბრუნება );
 სამედიცინო გამოკვლევის საფასური;
 COVID-19-ზე PCR ტესტის საფასური;
 ნასამართლეობის ცნობა (უფასო).

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ხარჯებისა, შერჩევისა და დასაქმების არც ერთ ეტაპზე ,


განმცხადებლები არ გადაიხდიან დასაქმებასთან დაკავშირებულ სხვა საფასურს .

შერჩეული კანდიდატის მიერ მუშაობის პერიოდში გასაწევი ყოველთვიური


ხარჯები:

 სამედიცინო დაზღვევის ხარჯი, (დაახლოებით 125 შეკელი);


 საცხოვრებლის ხარჯი, (დაახლოებით, 264 - 485 შეკელი);
 კომუნალური და ქონების გადასახადი, (დაახლოებით 93 შეკელი);
 საშემოსავლო გადასახადი: 6330 შეკელამდე ხელფასი იბეგრება 10%
განაკვეთით, ხოლო ხელფასი 6631-9080 შეკელის ფარგლებში - 14%;
 დამსაქმებლის მიერ სამუშაო ადგილზე უზრუნველყოფილი საკვებისა და
სასმელის საფასური დაახლოებით 530 შეკელი), გარდა იმ შემთხვევისა, როცა
დასაქმებულმა წერილობით შეატყობინა დამსაქმებელს რომ არ სურს
დაწესებულებაში კვება;
 მიგრანტი მუშაკის დეპოზიტის ყოველთვიური გადასახადი ხელფასიდან სულ
მცირე 12.5%, რომელიც გამომგზავრების დროს უბრუნდება დასაქმებულს
შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით.

You might also like