You are on page 1of 5

Georgia e-Health აპლიკაციის

გამოყენების ინსტრუქცია

Georgia e-Health არის მობილური აპლიკაცია, რომელშიც აისახება როგორც საქართველოს ისე
უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვაქცინაციის, გამოჯანმრთელებისა და კოვიდ ტესტირების შესახებ
საქართველოს ტერიტორიაზე დადასტურებული ინფორმაცია.

აღნიშნული ინფორმაცია ინტეგრირებულია ევროკავშირის ანალოგიურ სისტემასთან.

აპლიკაციაში რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი ველების შევსება:

 მოქალაქეობის ტიპი
o საქართველოს მოქალაქე
o არარეზიდენტი
 სახელი
 გვარი
 დაბადების წელი
 პირადი N
 ელ.ფოსტა - არასავალდებულო ველი
 პაროლი - პაროლი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 8 სიმბოლოსგან, 2 ციფრი, 1 მთავრული
და 1 სპეც სიმბოლოსგან
 გაიმეორეთ პაროლი
 მობილურის N - ვერიფიკაციის მიზნით
ყველა სავალდებულო ველის შევსების შემდგომ შესაბამისი ღილაკის „ვეთანხმები წესებს და
პირობებს“ მონიშვნით მომხმარებელი ეთანხმება აპლიკაციაში განთავსებულ წესებსა და
პირობებს.

გასათვალისწინებელია, რომ აპლიკაციაში მომხმარებლის რეგისტრაციისას ხორციელდება


პირის პირადი N- ისა და მობილურის N-ით ვაქცინაციის დაჯავშნის
(https://booking.moh.gov.ge) ელ.სისტემაში მონაცემების გადამოწმება.

იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაციაში რეგისტრაციისას მიეთითება ჯავშნის დროს მითითებული


მობილურის N-სგან განსხვავებული მობილურის ნომერი, მაშინ აპლიკაცია მოითხოვს
დამატებით ვერიფიკაციას შემდეგი პარამეტრებით:

 ვაქცინაციის ჯავშნის კოდი


 მობილურის N რომლითაც განხორციელდა პირის ვაქცინაციისთვის ჯავშნის
რეგისტრაცია
მომხმარებლის წარმატებით რეგისტრაციის შემდგომ პირი ავტომატურად დალოგინდება
აპლიკაციაში, სადაც განთავსებულია შემდეგი ინფორმაცია:

 სახელი და გვარი
 პირადი N
 კოვიდ სტატუსი
o მწვანე
o სტატუსის გარეშე / წითელი
 მონაცემების განახელბის თარიღი და საათი
 კოვიდ-19-ის ბარათის/სერტიფიკატის ჩამოტვირთვის ღილაკი
 QR კოდები:
o ვაქცინაცია
o ტესტები
o გამოჯანმრთელბა
 კოვიდ -19 ის ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია:
o ვაქცინის დასახელება
o ვაქცინაციის ჩატარებს თარიღი
 ბოლო PCR კვლევის შესახებ ინფორმაცია:
o კვლევის თარიღი
o კვლევის შედეგი
o კვლევის შედეგის ჩამოტვირთვის ღილაკი
 ბოლო სწრაფი/ანტიგენ ტესტის შესახებ ინფორმაცია:
o კვლევის თარიღი
o კვლევის შედეგი
o კვლევის შედეგის ჩამოტვირთვის ღილაკი
 კოვიდ - 19 ის ინფექციის ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანის შესახებ ინფორმაცია:
o დადასტურების თარიღი

დამატებით მომხმარებელს აპლიკაციაში აქვს საშუალება ნახოს 18 წლამდე არასრულწლოვანი


შვილი/ების შესახებ კოვიდ სტატუსის შესახებ ინფორმაცია.

გასათვალისწინებელია, რომ შვილი/ების კოვიდ სტატუსის შესახებ ინფორმაციის გამოტანა


ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი რეგისტრირებულია იმუნიზაციის
ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
აპლიკაციის ინტერფეისზე მომხმარებელს ასევე აქვს დამატებითი შესაძლებლობები:

 ენის ცვლილება
 პროფილის ცვლილება
o მობილურის N
o ელ.ფოსტა
 პაროლის ცვლილება
 კოვიდ სტატუსის მონაცემების განახლება

გისურვებთ ჯანმრთელობას!

You might also like