You are on page 1of 1

თანხმობა

ვაცხადებ უპირობო თანხმობას, წინამდებარე ავტო პასუხისმგებლობის დაზღვევის


განაცხადში მითითებული ინფორმაცია (მათ შორის ჩემი/დაზღვეულის პერსონალური
მონაცემები), ავტო პასუხისმგებლობის დაზღვევის მიზნებისთვის, დამუშავებულ იქნეს
აგენტის - სს საქართველოს ბანკის (ს/ნ 204378869) მიერ წინამდებარე ავტო
პასუხისმგებლობის დაზღვევის განაცხდში ჩემს მიერ მონიშნული სადაზღვევო
კომპანიისთვის გადასაცემად. ასევე ვაცხადებ თანხმობას, ამავე სადაზღვევო კომპანიის მიერ
წინამდებარე ავტო პასუხისმგებლობის დაზღვევის განაცხადში მითითებული ინფორმაცია
დამუშავებულ იქნეს მხოლოდ ავტო დაზღვევის მიზნებისთვის.

ვადასტურებ, რომ აგენტი - სს საქართველოს ბანკი (ს/ნ 204378869) პასუხს არ აგებს


მზღვეველის (წინამდებარე ავტო პასუხისმგებლობის დაზღვევის განაცხდში ჩემ მიერ
მონიშნული სადაზღვევო კომპანიის) მიერ ჩემი პერსონალური მონაცემების
არამიზნობრივი/უსაფუძვლო ან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის მოთხოვნათა დარღვევით დამუშავებისთვის. ჩემს პერსონალურ მონაცემთა
დამუშავებასთან და ავტო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე
ჩემს ნებისმიერ პრეტენზიასთან დაკავშირებით უნდა მივმართო მზღვეველს (წინამდებარე
ავტო პასუხისმგებლობის დაზღვევის განაცხდში ჩემ მიერ მონიშნულ სადაზღვევო
კომპანიას).

წინამდებარე განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი და მობილური


ტელეფონის ნომერი მეკუთვნის მე და დაცულია არაავტორიზებული წვდომისგან. ასევე
წინამდებარე განაცხადზე თანხმობით, ვადასტურებ, რომ მითითებულ ჩემს ელექტრონული
ფოსტის მისამართზე ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე მზღვეველის მიერ
გამოგზავნილ დაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია / დანართი /
კორესპონდენცია ითვლება დადგენილი წესით მოწოდებულად, ხოლო ჩემ მიერ
მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართიდან ან/და მობილური ტელეფონის
ნომრიდან მზღვეველისათვის მიწოდებული თანხმობა/კონფირმაცია დაზღვევასთან
დაკავშირებულ დოკუმენტაციაში/დანართში მითითებულ პირობებზე/ინფორმაციაზე ან/და
სხვა განცხადებაზე ჩაითვლება ჩემ მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის ხელმოწერად და
გამორიცხავს დამატებით წერილობით დოკუმენტის მხარეთა მიერ ხელმოწერის
აუცილებლობას.

You might also like