You are on page 1of 1

თანხმობა მონაცემების დამუშავების თაობაზე

მე, ---------------------------------------------------------------------------გამოვხატავ თანხმობას და უფლებას ვაძლევ სს ლიბერთი ბანკს, საქართველოს


კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, დაამუშაოს წინამდებარე განაცხადში, კრედიტორთან დაცული, ასევე, ჩემ შესახებ
საკრედიტო ბიუროებში დაცული და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩემი, როგორც მომავალი
მსესხებლის/თანამსესხებლის/თავდების/უზრუნველყოფის მიმწოდებლის გადახდისუნარიანობის ანალიზის მიზნით. გაცნობიერებული მაქვს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, რომ მომხმარებლის (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტი) მოთხოვნის შემთხვევაში,
მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი
არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. აღნიშნული
თანხმობა არის ერთჯერადი და მოქმედია ხელმოწერიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში (იურიდიული პირის შემთხვევაში 60 სამუშაო დღის
განმავლობაში);
განმცხადებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი/ორგანიზაციის დასახელება {არსებობის შემთხვევაში} ------------------------------------------------

თარიღი ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

განმცხადებლის ხელმოწერა ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

განაცხადი საბანკო მომსახურების მიღების შესახებ

გთხოვთ, ჩემი გადახდისუნარიანობის გათვალისწინებით გამომიყოთ სამომხმარებლო მიზნობრიობით, მაქსიმალური ოდენობის და ვადის,
არაუზრუნველყოფილი (საბლანკო) საკრედიტო ბარათი/კრედიტი.

წინამდებარე განაცხადზე ხელმოწერით ვადასტურებ და ვაცხადებ თანხმობას, რომ: (ა) განაცხადში მითითებული მონაცემები ან ბანკისთვის სხვა
ფორმით მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და ზუსტი, ხოლო განაცხადი სრულად გამოხატავს ჩემს ნებას; (ბ) ვარ საქართველოს მოქალაქე,
დავიბადე საქართველოს ტერიტორიაზე და არ ვფლობ ორმაგ მოქალაქეობას; (გ) ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს ჩემი პერსონალური
მონაცემების დამუშავება (მათ შორის შესაბამისი მესამე პირ(ებ)ისგან მონაცემების გამოთხოვა ან/და მათთვის გაზიარება) იმ მოცულობით და
ვადით, რაც აუცილებელია ჩემი განცხადების განხილვისა ან/და საბანკო მომსახურების გაწევის მიზნით, ასევე კანონმდებლობით დაკისრებული
მოვალეობების შესასრულებლად; ინფორმირებული ვარ ჩემი უფლების შესახებ მოვთხოვო ბანკს გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს,
წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; (დ) ბანკმა სხვადასხვა საბანკო პროდუქტების,
აქციების, ფასდაკლებების ან/და სხვა მარკეტინგული შემოთავაზებების მიზნით განახორციელოს ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავება,
ამასთან, ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია მოვითხოვო პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა;
(ე) ბანკმა, სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს (ს/ნ 204470740; შემდგომში - ბიურო) მეშვეობით მრავალჯერადად
მიიღოს და დაამუშაოს ჩემ შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებული ადმინისტრაციულ
სახდელდადებული ფიზიკური და იურიდიული პირებისა ან/და შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებების (ადმინისტრაციული სახდელების
ან/და დაკისრებული ჯარიმებისა და დარიცხული საურავების) შესახებ მონაცემები ჩემი გადამხდელუნარიანობის შეფასების მიზნით, მათ შორის
ბანკის მიმართ აქტიური საკრედიტო/სასესხო, გარესაბალანსო (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ვალდებულებების მოქმედების პერიოდში; (ვ)
ბანკმა ჩემი თანადაფინანსების განხილვის მიზნით და ამ მიზნისათვის საჭირო მოცულობით, ჩემთან დაკავშირებული ნებისმიერი
ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია თავდების, უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის შესახებ
(მათ შორის მათი პერსონალური მონაცემები) ან/და ნებისმიერი ფინანსური ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადასცეს შესაბამის მესამე პირ(ებ)ს, მათ
შორის სსიპ - აწარმოე საქართველოში, ფინანსურ ინსტიტუტს (მათ შორის ნებისმიერ კომერციულ ბანკს), შესაბამის სავაჭრო ობიექტ(ებ)ს (თუკი
განაცხადი ეხება აღნიშნულ სავაჭრო ობიექტ(ებ)ში ნივთ(ებ)ის განვადებით შეძენას) ან/და მიიღოს მათგან ზემოაღნიშნული
ინფორმაცია/დოკუმენტაცია; ამასთან, ვადასტურებ, რომ თავდებისგან ან/და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრისგან მოპოვებული მაქვს ყველა
საჭირო თანხმობა მათ შესახებ ინფორმაციის წინამდებარე პუნქტის შესაბამისად გადაცემასა და დამუშავებაზე; (ზ) ბანკმა, საჭიროების შემთხვევაში,
წინამდებარე დოკუმენტი გადასცეს ბიუროს, სსიპ - აწარმოე საქართველოში, „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ნებისმიერ პირს, მათ უფლებამონაცვლე(ებ)ს
ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მესამე პირ(ებ)ს; (თ) სრულად გავეცანი და ვეთანხმები ბანკის ვებ-გვერდზე www.libertybank.ge
განთავსებულ საკრედიტო ბარათის მომსახურების პირობებს და კრედიტის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, რომელიც ბანკის მიერ
შესაბამისად საკრედიტო ბარათის ან/და კრედიტის გაცემის შემთხვევაში, წინამდებარე განაცხადთან ერთად მიჩნეული იქნება ჩემსა და ბანკს შორის
დადებულ ერთიან ხელშეკრულებ(ებ)ად; (ი) ბანკი უფლებამოსილია ჩემ სახელზე გახსნას უნივერსალური ანგარიში ან/და გააქტიუროს მისი
დამატებითი სერვის(ებ)ი ან/და მოახდინოს მისი/მათი რედაქტირება განაცხადში მითითებული ინფორმაციის/წარდგენილი დოკუმენტაციის
შესაბამისად; (კ) სრულად გავეცანი და ვეთანხმები უნივერსალური ანგარიშის მომსახურების პირობებს (რომელიც განთავსებულია ბანკის ვებ-
გვერდზე www.libertybank.ge), მის დანართ(ებ)ს და ბანკის მიერ დადგენილ ტარიფებს, რომლებიც წინამდებარე განაცხადთან ერთად წარმოადგენს
ერთიან ხელშეკრულებას; (ლ) არ წარმოვადგენ მეწარმე ფიზიკურ პირს და არ გამოვიყენებ ანგარიშს ან/და ანგარიშის დამატებით სერვის(ებ)ს
სამეწარმეო საქმიანობისთვის; (მ) ბანკი უფლებამოსილია ჩემთან კომუნიკაციისა და ჩემთვის საბანკო მომსახურების გაწევის მიზნით გამოიყენოს
განაცხადში დაფიქსირებული ტელეფონის ნომერი. აღნიშნულ ნომერზე მიღებული ნებისმიერი შეტყობინება/შეთავაზება ან/და ნომრიდან
გაცხადებული ნებისმიერი თანხმობა ჩაითვლება ნამდვილად და არ შეიძლება სადავო გახდეს ნებისმიერი მიზეზით; (ნ) ვიღებ ვალდებულებას,
დაუყოვნებლივ შევატყობინო ბანკს ნომრის დაკარგვის, მფლობელობის გაუქმების, გასხვისების ან/და სხვა ცვლილების შესახებ, რამაც შეიძლება
გავლენა მოახდინოს ბანკის მხრიდან მომსახურების უსაფრთხო მიწოდებაზე; (ო) ბანკთან ურთიერთობისას ვისარგებლებ ჩემ მიერ წინამდებარე
განაცხადზე დატანილი ხელმოწერით:

სახელი გვარი -------------------------------------------------------------

პირადი ნომერი -----------------------------------------------------------

მობილურის ნომერი -----------------------------------------------------

განმცხადებლის ხელმოწერა --------------------------------------------

თარიღი ---------------------------------------------------------------------

You might also like