You are on page 1of 6

შესყიდვის ელექტრონული პროცედურა

შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია

მსუბუქი ავტომანქანების სხვადასხვა სახის ფილტრების შესყიდვა

ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია

წინამდებარე დოკუმენტაცია შედგენილია 2016 წლის 15 მარტის საქართველოს მთავრობის #121


დადგენილებით დამტკიცებული „შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ საქონლისა და
მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის“ საფუძველზე.

თბილისი
2016 წელი

1
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა

1. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება: 8 100 ლარი დღგ-ს ჩათვლით;


2. შესყიდვის ობიექტი: მსუბუქი ავტომანქანების სხვადასხვა სახის ფილტრები (დეტალური ინფორმაცია
შესასყიდ საქონელზე მოცემულია დოკუმენტაციის დანართი №1-ში).

3 წინადადების ფასი:
 წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული
ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
წინადადების ფასი შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) მითითებული უნდა
იქნეს დღგ-ს ჩათვლით;
 ხარჯები, რომლებიც წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესაბამის ველში
დაფიქსირებული ფასი;
 ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს
ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ
საბოლოო ფასს;
 პრეტენდენტის მიერ მექანიკური შეცდომის დაშვების შემთხვევაში, როგორიცაა არასწორი ჯამის ან ნამრავლის
მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, შესაძლებელია შესწორდეს დაზუსტების
გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული არ
აღემატება სისტემის შესაბამის ველში დაფიქსირებულ ფასს;
 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ეროვნულ ვალუტაში; ანგარიშსწორება
მიმწოდებელთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

4 შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა და ადგილი:


4.1 მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.
4.2 მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, ახვლედიანის ქ. №21 (შემსყიდველის მექანიზაციის ბაზა).

5 ანგარიშსწორების პირობები:
5.1 ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქონლის სრულად
მოწოდებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
5.2 წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება;

6. სხვა მოთხოვნები:
6.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი წინადადება;
6.2 ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია
ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ
(საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა);
6.3 წინადადება ძალაშია შემდეგი სტატუსების დადგომამდე: შესყიდვის ელექტრონული პროცედურა
დასრულებულია უარყოფითი შედეგით, შეწყვეტილია, ან ხელშეკრულება დადებულია;
6.4 შემსყიდველ ორგანიზაციასა და მომწოდებელს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება
სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება
სავალდებულო არ არის. მიმოწერა/ შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის
მომენტიდან.
6.5 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტ(ებ)ი
წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის
შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
6.6 დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო
ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი,“
,,ანალოგი“ ან „ეკვივალენტური“;

2
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა

7. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:


7.1 შესყიდვის ელექტრონული პროცედურის წინადადების უზრუნველყოფის გარანტია შესყიდვის ობიექტის
სავარაუდო ღირებულების 5%-ის (405 ლარი) ოდენობით (საბანკო, ან სადაზღვევო დაწესებულებიდან), რომლის
მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 120 კალენდარული დღე წინადადების მიღების დაწყების დღიდან
(დანართი №3-ის შესაბამისად, არსებითი პირობების დაცვით);

შენიშვნა!!!: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს წინადადების მიღების ვადის დასრულების დროისთვის არ ექნება


დოკუმენტაციის მოთხოვნათა სრული დაცვით ატვირთული გარანტია, მოხდება მისი დისკვალიფიკაცია.

7.2 ფასების ცხრილი დანართი №1-ის შესაბამისად (პუნქტი 2)


7.3 პრეტენდენტის რეკვიზიტები დანართი №2-ის შესაბამისად;
7.4 ა) შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელზე გაცემული ISO/TS16949 სერტიფიკატი;
ბ) ჰაერის ფილტრების ISO5011 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ჰიდრავლიკის ზეთის ფილტრების ISO16889 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ზეთის ფილტრების ISO 4548-12 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საწვავის ფილტრების SAE J2793 ან ISO 19438 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

8. შემსყიდველ ორგანიზაციაში დედნის სახით (ხელზე) წარმოსადგენი დოკუმენტაცია:


8.1 ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი ვალდებულია შესყიდვის ელექტრონული პროცედურის
წინადადების მიღების დამთავრებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველ
ორგანიზაციაში (მისამართი: ქ. თბილისი, ო. ჩხეიძის ქ. 10) წარმოადგინოს შესყიდვის ელექტრონული
პროცედურის წინადადების უზრუნველყოფის 5%-იანი გარანტია (ქვეპუნქტი 7.1.);
8.2 დაკორექტირებული ფასების ცხრილი, შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთული წერილობითი მოთხოვნის
შესაბამისად;

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ დედნის სახით წარმოსადგენი დოკუმენტების დადგენილ ვადებში


წარმოუდგენლობის შემთხვევაში კომისია მოახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

9. ინფორმაცია ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეთათვის:


9.1 შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია წარადგინოს
წინადადება, წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე;
9.2 დაინტერესებულმა პირმა, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად, პირველ რიგში
უნდა უზრუნველყოს აფიდავიტის ტექსტზე დათანხმება და შემდგომ გადაიხადოს ელექტრონულ შესყიდვებში
მონაწილეობის საფასური (50 ლარი) ელექტრონულად (სისტემის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად);
9.3. ზემოაღნიშნული 9.1 და 9.2 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელების შემდეგ
პრეტენდენტი ვალდებულია ატვირთოს (მხოლოდ სისტემის მეშვეობით) ამავე დოკუმენტაციის მე-7 პუნქტით
გათვალისწინებული ასატვირთი დოკუმენტები;
9.4. ამ პუნქტის 9.3 ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ პრეტენდენტმა სისტემის
შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის
სავარაუდო ღირებულებას, ან უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე სულ მცირე ერთი
ბიჯით ნაკლები.

10. საკონტაქტო ინფორმაცია და კომუნიკაციის ენა:


10.1. საკონტაქტო პირები: მიხეილ გიორგაძე, ტელ.: 599093737, e-mail: m.giorgadze@scc.ge
გორგასლან რაზმაძე, ტელ.: 591015542, e-mail: g.razmadze@scc.ge
10.2. კომუნიკაციის ენა - ქართული

3
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა

ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ


დანართი №2

1 პრეტენდენტის იურიდიული ფორმა და


დასახელება

2 ხელმძღვანელის სახელი და გვარი

3 პრეტენდენტის იურიდიული ან/და


ფაქტიური მისამართი

4 საიდენტიფიკაციო კოდი

5 პრეტენდენტის საკონტაქტო ტელეფონის


ნომერი

6 ელექტრონული მისამართი

7 საბანკო რეკვიზიტები (ბანკის კოდი,


ანგარიშის ნომერი და ა.შ.)

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ____________________ /________________________ /


ხელმომწერის სახელი, გვარი ბ.ა

4
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა

დანართი №3

ელექტრონული პროცედურის წინადადების უზრუნველყოფის გარანტია


(ნიმუში)

იმის გათვალისწინებით, რომ -------------------------------------------------- (შემდგომში „პრეტენდენტი“)


(პირი, რომელზეც გაიცემა საგარანტიო წერილი)

მზად არის წარმოადგინოს თავისი წინადადება ------------------------------------------------------ კომისიის


(შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)

მიერ --------------------------------------------- შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონულ პროცედურაში


(შესყიდვის ობიექტის დასახელება დასახელება)

მონაწილეობის მისაღებად, ჩვენ ---------------------------------------- (შემდგომში „ბანკი“) ვადასტურებთ,


(ბანკის დასახელება)

რომ ვიღებთ ვალდებულებას ---------------------------------------------------- (შემდგომში „შემსყიდველი“)


(შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)

წინაშე, რომლის მიხედვითაც დროულად და სრულად ვუზრუნველყოფთ შემსყიდველისათვის

----------------------------------------------------------------------------- გადახდას შემდეგ შემთხვევებში:


(თანხა გამოსახული ციფრებით, სიტყვიერად, ვალუტის მითითებით)

1. თუ წინადადების წარდგენის შემდეგ პრეტენდენტმა უარი განაცხადა ელექტრონულ პროცედურაში


მონაწილეობაზე, თავისი წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე;
2. თუ პრეტენდენტი გამარჯვების შემთხვევაში უარს განაცხადებს შემსყიდველთან „საქონლისა და
მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის“ საფუძველზე შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების
დადებაზე;
3. თუ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნა შესყიდვის პროცედურების დროს არაკეთილსინდისიერი
ქმედების ჩადენის გამო;

გარანტია ძალაში რჩება ------------------------------ მდე *


(თარიღი)

*გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 120 დღე ელექტრონულ პროცედურაში წინადადების მიღების
დაწყების დღიდან.
ბანკი უზრუნველყოფს საგარანტიო თანხის გადახდას შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე,
შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე, იმ პირობით, რომ შემსყიდველის
მოთხოვნაში მითითებული იქნება რომელი ზემოაღნიშნული შემთხვევის (შემთხვევების) დადგომის გამო ეკუთვნის
მას ეს თანხა და შემსყიდველის მოთხოვნა საგარანტიო თანხის გადახდაზე წარედგინება ბანკს გარანტიის მოქმედების
ვადის დასრულებამდე.

---------------------------------------------------
(ხელმოწერა)

--------------------------------------------------------------------- ------- ----------------------------- 2016 წ.


(სახელი, გვარი, თანამდებობა) (თარიღი)

5
მსუბუქი ავტომანქანების სხვადასხვა სახის ფილტრების შესყიდვა
დანართი № 1
ტექნიკის წარმოშობის
შემოთავაზებული ერთ. ფასი საერთო
გამოშვების მწრმოებლის ქვეყანა/
N ძირითადი საშუალებები ფილტრის კლასიფიკაცია საქონლის რაოდენობა დღგ-ს ღირებულება
წელი საკატალოგო მწარმოებელი
საკატალოგო ნომერი ჩათვლით დღგ-ს ჩათვლით
ნომერი ორგანიზაცია
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
ჰაერის ფილტრი AIR FILTER 6 610 580 5
Ford Transit (2.5L Diesel) საწვავის ფილტრი FUEL FILTER 6 202 100 1
1 1997
ზეთის ფილტრი LUBE FILTER 1 322 152 8

ჰაერის ფილტრი AIR FILTER 1 496 814 5


საწვავის ფილტრი
Ford Transit (2.4L Duratorq DI) FUEL FILTER, WATER SEPARATOR 4 352 681 1
2 2000
CARTRIDGE
ზეთის ფილტრი LUBE FILTER 1 088 179 8

ჰაერის ფილტრი AIR FILTER 1 496 814 5


საწვავის ფილტრი
Ford Transit (2.4L Duratorq DI) 2002 FUEL FILTER, WATER SEPARATOR 4 352 681 1
3
CARTRIDGE
ზეთის ფილტრი LUBE FILTER 1 349 745 8

ჰაერის ფილტრი AIR FILTER 1 496 814 5


საწვავის ფილტრი
Ford Transit (2.4L Duratorq DI) 2005 FUEL FILTER, WATER SEPARATOR 1 709 059 1
4
CARTRIDGE
ზეთის ფილტრი LUBE FILTER 1 349 745 8

ჰაერის ფილტრი AIR FILTER 1 496 814 5


საწვავის ფილტრი
Ford Transit (2.0L Duratorq TDCI) FUEL FILTER, WATER SEPARATOR 1 709 059 1
5 2006
CARTRIDGE
ზეთის ფილტრი LUBE FILTER 1 088 179 8

ჰაერის ფილტრი AIR FILTER 6 610 580 5


Ford Transit (2.5L Diesel T) საწვავის ფილტრი FUEL FILTER 1 208 300 1
6 1999
(სატვირთო) ზეთის ფილტრი LUBE FILTER 1 322 152 8

ჰაერის ფილტრი AIR FILTER 1 496 814 6


საწვავის ფილტრი
Ford Transit (2.4L Duratorq TDCI) FUEL FILTER, WATER SEPARATOR 1 709 059 2
7 2005
(სატვირთო) CARTRIDGE
ზეთის ფილტრი LUBE FILTER 1 349 745 10

ჰაერის ფილტრი AIR CLEANER FILTER 5 519 2012 5


8 Fiat Doblo Cargo 2012 ზეთის ფილტრი LUBE FILTER, SPIN-ON 5 523 082 5

ჰაერის ფილტრი
17220-P2P-A00 5
FILTER ASSEMBLY, AIR CLEANER
9 Honda CRV 2000 საწვავის ფილტრი FILTER SET, FUEL TANK 16010-S4K-A00 1
ზეთის ფილტრი CARTRIDGE, OIL FILTER 15400-PR3-305 5

ჰაერის ფილტრი AIR CLEANER FILTER 28113-08000 5


Hyundai Tucson საწვავის ფილტრი IN-TANK FUEL FILTER 31911-2E000 1
10 2008
ზეთის ფილტრი LUBE FILTER, SPIN-ON 26300-35502 5

ჰაერის ფილტრი AIR CLEANER FILTER 28113-3E000 5


საწვავის ფილტრი IN-TANK FUEL FILTER 31911-3E200 1
11 Kia Sorento 2005 ზეთის ფილტრი LUBE FILTER, SPIN-ON 26300-35501 5
ზეთის ფილტრი STRAINER ASSY-OIL 46240-4C000 1

ჰაერის ფილტრი AIR CLEANER FILTER 28113-2S000 5


საწვავის ფილტრი IN-TANK FUEL FILTER 31112-3Q500 5
12 Kia Sportage 2012 ზეთის ფილტრი
46321-3B600 1
FILTER ASSY-VALVE BODY OIL
ზეთის ფილტრი LUBE FILTER, SPIN-ON 26300-35503 5

ჰაერის ფილტრი AIR FILTER A0020943104 5


Mercedes Benz 230E ზეთის ფილტრი LUBE FILTER A1021840501 5
13 1990
საწვავის ფილტრი FUEL FILTER A0024774501 1

ჰაერის ფილტრი AIR CLEANER FILTER A0000901651 5


ზეთის ფილტრი OIL FILTER A6111800009 5
14 Mercedes Benz VITO 2004
საწვავის ფილტრი FUEL FILTER A6460920301 1

ჰაერის ფილტრი AIR CLEANER FILTER MD620472 20


საწვავის ფილტრი FUEL FILTER MB868462 4
15 Mitsubishi Delica minivan 2001 ზეთის ფილტრი
MD136790 20
LUBE FILTER, SPIN-ON FULL FLOW

ჰაერის ფილტრი AIR CLEANER FILTER MD620837 2


საწვავის ფილტრი FUEL FILTER MB868460 2
16 Mitsubishi Montero 1995 ზეთის ფილტრი
MD352626 2
LUBE FILTER, SPIN-ON FULL FLOW

ჰაერის ფილტრი AIR CLEANER FILTER 08 35 622 5


Opel Zafira ზეთის ფილტრი LUBE FILTER, SPIN-ON 06 50 104 5
17 2003
საწვავის ფილტრი FUEL FILTER 08 18 568 1

ჰაერის ფილტრი AIR FILTER PHE500020 5


ზეთის ფილტრი LUBE FILTER, SPIN-ON LR031439 5
გადაცემათა კოლოფის ზეთის ფიტრი
LR007474 1
TRANSMISSION OIL PAN FILTER
18 Range Rover Vogue 2006 ჰიდრავლიკის ფიტრი
QSRP10 1
HYDRAULIC FILTER, STEERING SYSTEM
საწვავის ფილტრი
LR006155 1
FUEL FILTER WITH PRESSURE REGULATOR

ჰაერის ფილტრი AIR FILTER 17801-28010 10


ზეთის ფილტრი
90915-10004 10
LUBE FILTER, SPIN-ON FULL FLOW
19 Toyota Estima 2000
საწვავის ფილტრი FILTER ASSY, FUEL 23300-0A020 2
ზეთის ფილტრი OIL FILTER GEAR BOX 35330-28010 2

ჰაერის ფილტრი AIR CLEANER FILTER 17801-21050 5


ჰაერის ფილტრი ELEMENT, AIR REFINER 87139-YZZ08 5
20 Toyota Corolla 2008 ზეთის ფილტრი
90915-YZZF2 5
LUBE FILTER, SPIN-ON FULL FLOW
საწვავის ფილტრი FUEL FILTER 77024-12050 1

ჰაერის ფილტრი
17801-50040 5
AIR FILTER, PANEL VENTILATION
ჰაერის ფილტრი ELEMENT, AIR REFINER 87139-YZZ05 5
21 Toyota Land Cruiser 100 2006 ზეთის ფილტრი
90915-YZZD3 6
LUBE FILTER, SPIN-ON FULL FLOW
საწვავის ფილტრი FUEL FILTER 23300-50090 2
ზეთის ფილტრი OIL FILTER GEAR BOX 35330-60050 2

ჰაერის ფილტრი
7801-38051 6
AIR FILTER, PANEL VENTILATION
ჰაერის ფილტრი ELEMENT, AIR REFINER 87139-YZZ08 5
ზეთის ფილტრი
Toyota Prado 200 04152-YZZA4 6
22 2011 LUBE FILTER, SPIN-ON FULL FLOW
ზეთის ფილტრი FILTER, OIL CONTROL 15678-46020 2
საწვავის ფილტრი FILTER ASSY, FUEL 23300-31160 6
ზეთის ფილტრი OIL FILTER GEAR BOX 35330-60060 2

ჰაერის ფილტრი Фильтр воздушный 2121-1109100 10


23 VAZ 21213 Niva 2002 ზეთის ფილტრი Фильтр масляный 2101-1012005 15

ჰაერის ფილტრი Фильтр воздушный 2121-1109100 12


24 VAZ 2329 Niva pickup 2002
ზეთის ფილტრი Фильтр масляный 2101-1012005 15
ჯამი :

შენიშვნა:
შემოთავაზებული საქონელი უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკის მწარმოებლის საკატალოგო ნომრებით (სვეტი 5) გათვალისწინებულ ფილტრებს;

You might also like