You are on page 1of 9

დამტკიცებულია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების


მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
2022 წლის 11 აგვისტოს №35/1 გადაწყვეტილებით

დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ

განცხადება

თარიღი ______/_______________/________წ.
(რიცხვი, თვე, წელი)

1. ზოგადი დებულებები

1.1. ამ განცხადებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც


„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონსა და
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის (შემდგომში - „კომისია“) „ელექტროენერგიის ბაზრის წესების
დამტკიცების შესახებ“ 2020 წლის 11 აგვისტოს N46 დადგენილების პირველი
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის საბალანსო და
დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებში“ (დანართი N2) (შემდგომში - „ბაზრის
წესები“).
1.2. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი არის კომისიის მიერ
ლიცენზირებული საწარმო, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის გადაცემის
საქმიანობას.
1.3. „ბაზრის წესების“ შესაბამისად განმცხადებლის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ
პირად რეგისტრაციის შემთხვევაში, ეს განცხადება მიიჩნევა ელექტროენერგიის
საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის შესახებ
განმცხადებელსა და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის
დადებულ გარიგებად.
1.4. თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც, ამ
გარიგების რომელიმე დებულების ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობა არ იწვევს
მთელი გარიგების ან მისი სხვა დებულებების ბათილობას ან ძალადაკარგულობას.
1.5. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ გარიგება წყდება
„ბაზრის წესების“ შესაბამისად, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის
შეწყვეტით.

2. ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ:

2.1. სახელწოდება ქართულად: __________________________________________________________

2.2. სახელწოდება ლათინური ასოებით:__________________________________________________

2.3. საიდენტიფიკაციო კოდი:___________________________________________________________

1
2.4. იურიდიული მისამართი: ___________________________________________________________

2.4.1.მისამართი:_______________________________________________________________

2.4.2. საფოსტო ინდექსი:_______________________________________________________

2.5. ფაქტობრივი მისამართი:_____________________________________________________________

2.5.1. მისამართი:______________________________________________________________

2.5.2. საფოსტო ინდექსი:_______________________________________________________

2.6. ელექტრონული ფოსტის მისამართი:__________________________________________________


შენიშვნა: ამ განცხადების (გარიგების) მე-2 პუნქტის 2.6 ქვეპუნქტში მითითებული ელექტრონული
ფოსტის მისამართი გამოიყენება განმცხადებელთან/დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირთან შემდგომი
კომუნიკაციისთვის

2.7. საქმიანობა/საქმიანობები, რომლისთვისაც/რომელთათვისაც განმცხადებელი ითხოვს


დაბალანსების ჯგუფის/ჯგუფების შექმნას:
☐ელექტროენერგიის განაწილება
☐ ელექტროენერგიის წარმოება
☐ ელექტროენერგიით ვაჭრობა (ტრეიდერი)
☐ ელექტროენერგიის მიწოდება
☐ ელექტროენერგიის მოხმარება (მსხვილი მომხმარებელი)
☐ საბითუმო საჯარო მომსახურების გაწევა

3. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთან ურთიერთობისთვის განმცხადებლის


წარმომადგენლის (უფლებამოსილი პირის) საკონტაქტო მონაცემები1:

3.1. სახელი და გვარი ქართულად:_______________________________________________________

3.2. სახელი და გვარი ლათინური ასოებით:_______________________________________________

3.3. პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი უცხო ქვეყნის მოქალაქის


შემთხვევაში:__________________________________________________________________________

3.4. მობილური ტელეფონის ნომერი (ქვეყნის კოდის მითითებით):_________________________

3.5. მობილური ტელეფონის ალტერნატიული ნომერი (ქვეყნის კოდის


მითითებით):_________________________________________________________________________

3.6. ელექტრონული ფოსტის მისამართი: _________________________________________________

4. განმცხადებელი თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ არეგისტრირებს ________ დაბალანსების


ჯგუფს (რაოდენობა)

1
განმცხადებელი უფლებამოსილია, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთან
ურთიერთობისათვის განსაზღვროს ერთი ან მეტი წარმომადგენელი. ასეთ შემთხვევაში, გთხოვთ ამ
განაცხადის ფორმას დაურთოთ მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით
2
5. განმცხადებელს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ
პირად მონაწილეობის დაწყება სურს: ______/___________/_________წ.
(რიცხვი, თვე, წელი)

შენიშვნა: ამ განცხადების (გარიგების) მე-5 პუნქტში განმცხადებელმა უნდა მიუთითოს


ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის
დაწყების თარიღი, რომელიც არ უნდა იყოს წინამდებარე განცხადების წარდგენის დღიდან 8 სამუშაო
დღით ადრე და მომდევნო საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე თარიღი.

6. განმცხადებლის ვალდებულებები:

დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შემთხვევაში, განმცხადებელი


ამ განცხადების წარდგენით იღებს ვალდებულებას:

ა) იმოქმედოს „ბაზრის წესებით“ დადგენილი მოთხოვნების დაცვით;

ბ) ამ განცხადების (გარიგების) მე-2 პუნქტის 2.1. - 2.6. ქვეპუნქტებში და მე-3 პუნქტში


მითითებული ინფორმაციის/მონაცემების ან/და განმცხადებლის საბანკო
რეკვიზიტების ცვლილების შემთხვევაში, უზრუნველყოს ელექტროენერგიის
გადამცემი სისტემის ოპერატორის ინფორმირება, ასეთი ცვლილებიდან არაუგვიანეს
1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში.

7. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის ვალდებულებები

ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი, ამ განცხადებაზე თანხმობით,


იღებს ვალდებულებას:

ა) შეასრულოს ამ განცხადებაში (გარიგებაში) მოცემული მოთხოვნები, მისცეს


განმცხადებელს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე
პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის დაწყების საშუალება ამ განცხადების
(გარიგების) მე-5 პუნქტში მითითებული თარიღიდან, „ბაზრის წესების“ შესაბამისად
მისი დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შემთხვევაში;

ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სხვა


ვალდებულება, რომელიც ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს
ეკისრება დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ.

8. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერება

8.1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერების „ბაზრის წესების“


მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის/საფუძვლების გამოვლენის
ან „ბაზრის წესებიდან“ გამომდინარე სხვა ვალდებულების დადგენილ ვადაში
შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში,
ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსებაზე პასუხისმგებელ
პირს უგზავნის წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვეული
ვალდებულების/ვალდებულებების სამართლებრივი საფუძველი („ბაზრის წესების“
შესაბამისი დათქმა/დათქმები) და ვალდებულების შესრულების მოთხოვნა.

8.2. ამ პუნქტის 8.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებული წერილობითი გაფრთხილებით


ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსებაზე პასუხისმგებელ
3
პირს შესაბამისი ვალდებულების შესრულებისათვის განუსაზღვრავს ვადას
არანაკლებ 72 (სამოცდათორმეტი) საათის ოდენობით, რომელიც აითვლება
წერილობითი გაფრთხილების დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ მიღების
მომენტიდან. წერილობითი გაფრთხილება უნდა შეიცავდეს მითითებას იმასთან
დაკავშირებით, რომ ამ გაფრთხილებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების
შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის
ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის შეჩერება.

8.3. თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი არ უზრუნველყოფს ვალდებულების


შესრულებას ამ პუნქტის 8.2 ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში, ელექტროენერგიის
გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს უგზავნის
განმეორებით წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვეული
ვალდებულების/ვალდებულებების სამართლებრივი საფუძველი („ბაზრის წესების“
შესაბამისი დათქმა/დათქმები) და ვალდებულების შესრულების მოთხოვნა.

8.4. ამ პუნქტის 8.3 ქვეპუნქტით გათვალისწინებული განმეორებითი წერილობითი


გაფრთხილებით ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი
დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს შესაბამისი ვალდებულების შესრულებისათვის
განუსაზღვრავს დამატებით ვადას არანაკლებ 48 (ორმოცდარვა) საათის ოდენობით,
რომელიც აითვლება განმეორებითი წერილობითი გაფრთხილების დაბალანსებაზე
პასუხისმგებელი პირის მიერ მიღების მომენტიდან. განმეორებითი წერილობითი
გაფრთხილება უნდა შეიცავდეს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ
გაფრთხილებით განსაზღვრულ დამატებით ვადაში ვალდებულების
შეუსრულებლობა გამოიწვევს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის
ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის შეჩერებას.

8.5. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ამ პუნქტის 8.2 ან 8.4


ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს შესაბამის
წერილობით გაფრთხილებაში მითითებული ვალდებულების/ვალდებულებების
შესრულებას, სტატუსის შეჩერების ან შეწყვეტის ღონისძიებები არ გამოიყენება.

8.6. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი არ უზრუნველყოფს


ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ამ პუნქტის 8.4. ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ დამატებით ვადაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირს
დაუყოვნებლივ უჩერდება დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი, რაც
იწვევს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მისი მონაწილეობის შეჩერებას.

8.7. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის


სტატუსი შეიძლება შეუჩერდეს ამ პუნქტის 8.4 ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ვადის დაწესების გარეშე, თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი უარს აცხადებს
„ბაზრის წესებით“ დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე და აშკარაა, რომ
დამატებითი ვადის დაწესებას არავითარი შედეგი არ ექნება.

4
8.8. ფინანსური გარანტიის „ბაზრის წესებით“ დადგენილ ვადაში ან/და პირობებით
წარუდგენლობის შემთხვევაში, „ბაზრის წესების“ შესაბამისად, დაბალანსებაზე
პასუხისმგებელ პირს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი უჩერდება
დაუყოვნებლივ, შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენამდე, დამატებითი და
განმეორებითი ვადის დაწესების გარეშე.

8.9. ამ პუნქტის 8.6., 8.7. და 8.8. ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში,


ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი დაუყოვნებლივ, დაბალანსებაზე
პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერების დღიდან, დაბალანსებაზე
პასუხისმგებელ პირს, კომისიას, ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის
შესაბამის ოპერატორს და ბირჟის ოპერატორს წერილობით აცნობებს დაბალანსებაზე
პასუხისმგებელი პირის სტატუსისა და ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მისი
მონაწილეობის შეჩერების შესახებ. წერილობით შეტყობინებაში უნდა მიეთითოს:

ა) გარემოებები, რამაც გამოიწვია დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ბაზარზე


მონაწილეობის შეჩერება, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის მითითებით;

ბ) ბაზარზე მონაწილეობის აღდგენის წინაპირობები (ასეთის არსებობისას).

8.10. პირს, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი უჩერდება შეჩერების


შესაბამისი საფუძვლის/საფუძვლების აღმოფხვრამდე ან „ბაზრის წესებიდან“
გამომდინარე სხვა ვალდებულების სრულად შესრულებამდე. იმ შემთხვევაში, თუ
დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ამ პუნქტის 8.9. ქვეპუნქტით
გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ან ამ პუნქტის 8.8.
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით დაბალანსებაზე პასუხისმგებელი
პირის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში აღმოფხვრის იმ გარემოებას/გარემოებებს,
რაც გახდა ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მისი მონაწილეობის შეჩერების
საფუძველი, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ პირს აღუდგენს
დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსს, შესაბამისი გარემოებების
აღმოფხვრასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი)
სამუშაო დღის ვადაში, რის შესახებაც, დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 1 (ერთი)
სამუშაო დღის ვადაში, აცნობებს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, კომისიას,
ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის შესაბამის ოპერატორს და ბირჟის
ოპერატორს.

9. პასუხისმგებლობის ფარგლები

9.1. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი და დაბალანსებაზე


პასუხისმგებელი პირი პასუხისმგებელი არიან საკუთარი ბრალით გამოწვეულ
პირდაპირ ზიანზე.

9.2. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი არ თავისუფლდება „ბაზრის წესებით“


გათვალისწინებული ვალდებულებისაგან/პასუხისმგებლობისაგან, თუ
ვალდებულების დარღვევა გამოწვეულია იმ მესამე პირის/პირების

5
ქმედებით/ქმედებებით, რომელსაც/რომლებსაც დაბალანსებაზე პასუხისმგებელი
პირი იყენებდა ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

10. ფორსმაჟორული გარემოება

10.1. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი და დაბალანსებაზე


პასუხისმგებელი პირი თავისუფლდებიან „ბაზრის წესებით“ განსაზღვრული
ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის
განსაზღვრული პასუხისმგებლობისგან, თუკი ვალდებულებების შეუსრულებლობა
ან/და არაჯეროვანი შესრულება გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებით.

10.2. ფორსმაჟორული გარემოება გულისხმობს ომს, ეპიდემიას, პანდემიას, ბუნებრივ


კატასტროფებს, საგანგებო მდგომარეობას ან სხვა ისეთ შეუქცევად და მხარეთა
კონტროლის მიღმა არსებულ აბსოლუტური ხასიათის გარემოებებს, რომელიც არ
არსებობს ამ განცხადების (გარიგების) ხელმოწერის მომენტში და რომელიც
შეუძლებელს ხდის შესაბამისი ვალდებულების ჯეროვან შესრულებას.

10.3. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი/ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის


ოპერატორი ვალდებულია, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ფორსმაჟორული
გარემოების აღმოფხვრისთანავე.

10.4. მხარე, რომელიც ფორს-მაჟორული გარემოების გამო ვერ ასრულებს შესაბამის


ვალდებულებას, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე
მხარეს წერილობით.

11. შეტყობინებები

11.1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მონაცემები გულისხმობს


ამ განცხადების (გარიგების) მე-2 პუნქტის 2.1. – 2.6. ქვეპუნქტებში და მე-3 პუნქტში
მითითებულ შესაბამის მონაცემებს.

11.2. ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც გადამცემის სისტემის ოპერატორი


ელექტრონული ფოსტის საშუალებით უგზავნის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ
პირს, ამ უკანასკნელის მიერ მიღებულად ითვლება შეტყობინების მე-2 პუნქტის 2.6.
ქვეპუნქტში განმცხადებლის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე
შეტყობინების გაგზავნის მომენტში.

12. დავების გადაწყვეტა და მოქმედი კანონმდებლობა

დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირსა და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის


ოპერატორს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყდება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მის შესაბამისად.

13. განცხადების (გარიგების) ფორმის ცვლილება

13.1. დაბალანსებაზე პასუხისმგებლად პირად რეგისტრაციის შესახებ წინამდებარე


განცხადების ფორმაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ძალაშია კომისიის მიერ
მისი დამტკიცების მომენტიდან, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის

6
ხელმოწერის გარეშე, თუ კომისიის შესაბამისი სამართლებრივი აქტით არ
განისაზღვრება მისი ძალაში შესვლის განსხვავებულ წესი ან/და თარიღი.

13.2. ამ პუნქტის 13.1. ქვეპუნქტის შესაბამისად განცხადების (გარიგების) ფორმის


ცვლილების შემთხვევაში, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი
ვალდებულია, ამგვარი ცვლილების ამოქმედების შესახებ, მისი ამოქმედებიდან
არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყოს დაბალანსებაზე
პასუხისმგებელი პირის ინფორმირება.

14. კონფიდენციალური ინფორმაცია

ა) განმცხადებელი მიიჩნევს, რომ შემდეგი ინფორმაცია წარმოადგენს მის კომერციულ


საიდუმლოებას და მოითხოვს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის
მხრიდან მის დაცვას (მონიშნეთ შესაბამისი მონაცემები ან/და დაამატეთ ახალი):

☐ განმცხადებლის უბალანსობის მოცულობა და უბალანსობისთვის გადასახდელი


საფასური;

☐ განმცხადებლის მიერ წარდგენილი ფინანსური გარანტიის ოდენობა და ფორმა;

☐ სხვა ინფორმაცია, რომლის საჯაროობა არ არის გათვალისწინებული


კანონმდებლობით და განმცხადებელს სურს, რომ იყოს
კონფიდენციალური:___________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________

ბ) განმცხადებელი აცნობიერებს, რომ:

ბ.ა) კომერციულ საიდუმლოებას არ წარმოადგენს უბალანსობების ჯამური მოცულობა


და უბალანსობის ფასი/ღირებულება და სხვა ინფორმაცია, რომელიც არ იძლევა
დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირების საშუალებას, აგრეთვე,
ინფორმაცია, რომელიც საჯაროა საქართველოს კანონმდებლობით.

ბ.ბ) კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, აგრეთვე, კომისიის ნორმატიული აქტებით


დადგენილ შემთხვევებში, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი
ვალდებულია, მიაწოდოს მას კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.
ასეთი ინფორმაციის მიწოდებისას, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის
ოპერატორი მიუთითებს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის შესაბამისი
ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებაზე.

ბ.გ) ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია,


კანონმდებლობის დაცვით გამოაქვეყნოს ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალურად
ცნობაც არ არის მოთხოვნილი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.

7
15. განცხადების დანართები:

☐ განმცხადებლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული


პირების რეესტრიდან;

☐ ობიექტის აღრიცხვის პერიმეტრის შესახებ მონაცემები (გარდა ტრეიდერისა და


მიმწოდებლისა, რომლის მომხმარებელსაც არ აქვს აღრიცხვის კვანძი ელექტროენერგიის
გადამცემ ქსელზე) დანართის შესაბამისად;

☐ „ბაზრის წესების“ 47-ე მუხლის პირველი პუნქტის Em კომპონენტით განსაზღვრული


საპროგნოზო მონაცემი (გარდა ტრეიდერისა);

☐ ობიექტის აღრიცხვის პერიმეტრში შემავალი აღრიცხვის წერტილებისა და ობიექტის


სახასიათო, ტიპიური დატვირთვის პროფილები (სურვილის შემთხვევაში);2

☐ განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

☐ განმცხადებლის წარმომადგენლის/წარმომადგენლების წარმომადგენლობითი


უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის
წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ დასტურდება მეწარმეთა და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის ამონაწერიდან);

☐ განმცხადებლის წარმომადგენლის/წარმომადგენლების პირადობის დამადასტურებელი


მოწმობის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, სათანადო წესით დამოწმებული).

სულ თანდართული ფურცლების რაოდენობა ___.

განმცხადებლის ხელმოწერა:______________________

სახელი და გვარი:

წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა:____________________

სახელი და გვარი:

2
სახასიათო, ტიპური დატვირთვის პროფილების წარმოუდგენლობის შემთხვევაში,
ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი თავად უზრუნველყოფს ობიექტის სახასიათო,
ტიპური დატვირთვის პროფილის გაანგარიშებასა და გამოყენებას.
8
დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადების დანართი 3
შენიშვნა: ცხრილით გათვალისწინებული ინფორმაცია ივსება თითოეული
დაბალანსების ჯგუფისთვის ცალ-ცალკე

ინფორმაცია დაბალანსების ჯგუფების შესახებ


№ ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ
პირის საქმიანობა ობიექტის იმ პირის მინაერთის / მინაერთის მრიცხველ რომელ მრიცხველ ელექტროენერ მრიცხველის შენიშვნა
სახელწოდება და (განაწილება, წარმოება, დასახელე სახელწოდებ აღრიცხვის ძაბვა ის ნომერი ქსელზე/სისტემა ის გიის სტატუსი
საიდენტიფიკაციო ვაჭრობა (ტრეიდერი), ბა (ასეთის ა და წერტილის (ასეთის ზეა სიზუსტის (სიმძლავრის) (საანგარიშსწორე
კოდი, რომელიც, მიწოდება ან არსებობის საიდენტიფი დასახელება არსებობისა) მიერთებული კლასი კონტროლისა ბო ან/და
ელექტროენერგიის მოხმარება, საბითუმო ას) კაციო კოდი, მინაერთი და აღრიცხვის საანგარიშსწორე
საბითუმო ბაზარზე საჯარო მომსახურების რომელიც (სისტემის ავტომატიზებ ბოდ
დაშვებული გაწევა) ახორციელებ ოპერატორის ულ გამოსაყენებელი)
საქმიანობისათვის ს ობიექტის სახელწოდება) სისტემასთან
ერთიანდება ოპერირებას (ესკაა) კავშირი
დაბალანსების (კი/არა)
ჯგუფში
1

3
ა) წინამდებარე დანართით გათვალისწინებული ინფორმაცია შესაძლოა წარდგენილ იქნეს MS Word/Excel-ის ფორმატში
ბ) ელექტროენერგიით ვაჭრობისა და ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობისათვის ივსება მხოლოდ ცხრილის „ა“ და „ბ“ გრაფები, თუმცა,
ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობის შემთხვევაში, თუ ამავე საქმიანობის ფარგლებში ელექტროენერგიის მიწოდება ხდება ისეთი ობიექტისათვის,
რომლის აღრიცხვის კვანძები მდებარეობს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე, წინამდებარე ცხრილი ივსება სრულად და მიეთითება ამ ობიექტის
აღრიცხვის პერიმეტრის შესახებ მონაცემები

You might also like