You are on page 1of 4

ლექცია 1

დავალება:

Mel Thompson, გვ. 7-14. გვ. 45-81

ჩრდილოეთ ინდოეთში, თანამედროვე ნეპალის სამხრეთ საზღვარზე მცხოვრები შაკიების


ტომის ბელადს (შუდხოდანა?) არ ყავდა შვილი, რაღაც დროის მერე ნათელმხილველური
სიზმრის მერე ჩაისახა ბავშვი. წინაწარმეტყველება: ვაჟი იქნება გამორჩეული _ ან უდიდესი
მეფე ან უდიდესი რელიგიური მოღვაწე/ასკეტი. მეფეს მემკვიდრე უნდა და ამიტომ მე-2
ვარიანტი არ აწყობს. გადაწყვეტენ, რომ ბავშვმა არ უნდა ნახოს 3 რამ _ ავადმყოფი, მოხუცი და
გარდაცვლილი (უნივერსალური მინიშნებები - ნებისმიერი ადამიანი გამოცდის).

მეფე აუგებს ბავშვს (სიდჰართჰა გაუტამა (სანამ ბუდა დაერქმევა) 3 სასახლეს წელიწადის
დროების მიხედვით. სასახლეები ჩაკეტილია, უცხო ვერ შევა, მხოლოდ გამრთობები,
მსახურები ა.შ. ყველა ჯანსაღი და ახალგაზრდაა. აქ ამზადებენ მას მეფობისთვის.

ცნობისმოყვარეობა დაძლევს სიდჰართჰას და მეეტლესთან ერთად იპარება სასახლიდან, 4-


ჯერ. პირველად მოხუცს ნახავს. მეორედ ავადმყოფს. მესამედ გარდაცვლილს (კრემაცია
საჯაროდ), მეოთხედ დაინახავს ასკეტს - სათჰუ/წმინდანი. სათჰუ ეძებს ამქვეყნიური
ტანჯვისაგან (ყველაფრის ეროზია, დაბერება..) განშორებას, მარადიულ ჭეშმარიტებას.
თვითონაც გადაწყვეტს საბოლოოდ რომ სათჰუ გახდეს. იპარება სასახლიდან და იწყებს
ასკეტურ მოღვაწეობას.

მოძებნა ერთ-ერთი სათჰუ, იოგი?. ვინაიდან ყველა მითითებას ასრულებდა და გულმოდგინე


მოწაფე იყო, მან დიდი პატივისცემა დაიმსახურა დანარჩენებისგან. რაღაც მომენტში, როცა
ასკიზისგან ძალიან დაძლურებული იყო, მიხვდა, რომ გადაჭარბებული ასკეზა აბრკოლებს
ფიქრის ნორმალურ პროცესს, მის ფუნქციონირებას. წავა, დალევს, შეჭამს და ისე გააგრძელებს
მედიტაციას. სხვა 5 მოწაფეს ამის ნახვის მერე გაუქრება მის მიმართ პატივისცემა _ გამოცდას,
ცდუნებას ვერ გაუძლოო. სიდჰართჰა აღწევს გასხივოსნებას (ბუდჰი) მედიტაციისას და
დაერქმევა ბუდა.

გასხივოსნება ახსნა მატრიცის მაგალითზე.

გასხივოსნების იდეა - ნირვანა. ასე პირობითათ ამბობენო. ნირვანა ნიშნავს რომ სანსარას (ეს
სამყარო ტანჯვით სავსე) უნდა დააღწიოს თავს. ნირვანა არის სრულყოფილი, მარადიული
მდგომარეობა ტანჯვის გარეშე, ჩვენებურად სასუფეველი, ინდუისტურად სვარგა (ცა).

გასხივოსნება იგივეა რაც გამოღვიძება. სინამდვილეს, რეალობას დაინახავს შემდეგ და არა


ილუზიას. ბუდამ შეიმეცნა სამყარო ისეთი როგორიც არის, ნამდვილი არსი და კავშირები.
ბუდიზმის ერთ-ერთი მთავარი იდეა არის ის, რომ თვითმყოფადი არაფერია, ყველაფერი
ურთიერთკავშირშია. ბუდამ უკვე იცის რა იწვევს სანსარულ არსებობას, ტანჯვას, შესაბამისად
შეუძლია მას თავი დააღწიოს, მაგრამ ყოყმანობს, ადამიანები ვერ გამიგებენო. საბოლოოდ
გადაწყვეტს, რომ ცოდნა მასთან ერთად არ უნდა გაქრეს და 40 წელი იქადაგებს. ქალებიც და
კაცებიც ყავდა მოწაფეებად. ბენარესის მახლობლად ჭალაში ის შეხვდა ძველ 5 მოძმეს - გული
რო აიცრუეს ვერ გაუძლო წყურვილს და შიმშილსო, მაგრამ საბოლოოდ დაუჯერებენ ბუდას.
ორგვარად ქადაგებდა - 1. მათთვის ვისაც მასავით ასკეტობა უნდოდა. 2. ერისკაცებისთვის,
ვინც ერში ცხოვრებას არჩევდა (ეს გზაც ღირსეულია და მასაც შეეძლო საბოლოოდ ხსნის
მოტანა). გასხივოსნების მიღწევა თეორიულად ნებისმიერ მდგომარეობაში შესაძლებელია _
ბერად ან ერისკაცად. აუცილებელი ჩარჩო არ აქვს, განსაზღვრული წესები არაა ასე და ასე
მოიქცე ან არ მოიქცე. ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის შინაგან
მდგომარეობაზე.

აშოკამ და მისმა ვაჟმა (მაჰინა?) მოძღვრება გაავრცელეს ფართოდ.

40 წლის მანძილზე მინიმუმ 500 კაციანი საძმო ყავდა (რეფერატისთვის ქალთა საკითხი
ბუდისზმში, ქალების გასხივოსნების პრობლემა შეგიძლიათ აიღოთო). ძალიან
პატრიარქალურ ქვეყნებში ვრცელდება. ბუდიზმს უწევდა ადაპტაცია გავრცელების არეალის
მიხედვით, მაგრამ ბუდისტურ წყაროებში არსადაა საუბარი ქალთა სისუსტეზე ან
დაკნინებულობაზე.

წამოიჭრება მოძღვრების კოდიფიკაციის აუცილებლობა ბუდისტური სანქჰას წინაშე (საძმო -


ქალები+კაცები). უნდა შეიქმნას ლიტერატურა. ბუდა გარდაცვალებიდან 2? წლის შემდეგ 1-
ელი ბუდისტური კრება, მეორე კრება 100 წლის შემდეგ. მეორე კრებაზე დაპირისპირება
მოხდა, სხვადასხვაგვარად ესმოდათ რაღაც საკითხები.

ძვ.წ. 29 წელს შრი-ლანკაზე (პალი), სადაც მაჰინამ გაიტანა ბუდიზმი, დაიწერა ბუდისტური
კანონი ტრიპიტაკა, პალიზე ტიპიტაკა (მგონი). პალმის ფოთლებზე დაიწერა, ჩაიყარა 3
კალათაში: 1. ვინაია პიტაკა - სამონასტრო განაწესი. სამონასტრო განაწესთან დაკავშირებული
ტექსტები (ყვ. ძველი ნაწილი), ბერებისათვის მითითებები. სულ 227 კანონი. გავრცელების
მიხედვით ლოკალურად რაღაც კანონები მიამატეს. 2. სუტრა პიტაკა - სუტრათა კალათა.
ლაკონური სტილით იყო, ერთმანეთზე მძივებივით აცმული სხვადახვა აზრები, ერთი
უწყვეტი აზრი. არი მოკლე და გრძელი სუტრები. ამ ნაწილში გადმოცემულია ბუდისტური
მოძღვრების ძირითადი დოქტრინა, საფუძველი. ამას ყველა სკოლა მიიღებს, რადგან
ტრადიციის მიხედვით მას თვითონ ბუდა ქადაგებდა. 3. აბჰიდჰარმა პიტაკა - ფილსოფიური
ტექსტები (მე მიყვარს ესო). სქოლასტიკად ვთარგმნით ხოლმეო, რადგან იმ მძიმე
შუასაუკუნეობრივ სტილს გავსო.

ბუდიზმი არ არის ერთი მოძღვრება, მასში არის სხვადასხვა სკოლა. ზოგი მნიშვნელოვნად
განსხვავდება ადრეულისგან. ზოგადად განირჩევა 3 ძირითადი შტო/მიმართულება _

1. მაჰაიანას შტო - ჩინეთი და ჩინეთის გავლით ვინც ღებულობს, ყველაზე მეტი


მიმდევარი ყავსო (დიდ ქვეყნებში ვრცელდება).
2. ვაჯრაიანას შტო - ტიბეტი, მონღოლეთი, რუსეთის შორეული აღმოსავლეთი
(სხვანაირად ტიბეტურ ბუდიზმს ეძახიანო)
3. თჰერავადას შტო - პრეტენზია აქვს რომ ყველაზე ავთენტური და ახლოა ბუდას
ქადაგებასთან. უფროსი ბერები ვინც ძველ შეხედულებებზე დარჩნენ.

ექსკლუზივიზმი არ აქვს ბუდიზმს. ქრისტიანობა გეუბნება რომ არ გყავდეს სხვა ღმერთი, სხვა
რწმენა არ გქონდეს, ხარ ქრისტიანი ან წარმართი. ბუდიზმი ამას არ მოითხოვს. შეგიძლია
მიიღო ახალი მრწამსი და ძველზე უარი არ თქვა.
4 კეთილშობილური ჭეშმარიტება (არიასაპიანი?)

ეს არის ყველაზე ლაკონურად, ოთხი სიტყვით გადმოცემული ბუდისტური თეორია.

1. დუჰქჰა - ტანჯვა. ყველაფერი არის ტანჯვა (სანსარაში). იგულისხმება ყველა ის


ემოციური მდგომარეობა, რომელიც არის გამოწვეული რაღაც ნაკლებობა-დანაკლისით.
რაღაც იყო, გვსიამოვნებდა, აღარ არის და გვსურს.
ორ დამატებით თეორიად იშლება -
1. ანიტია - არამუდმივობა. ბუდამ ჰომ შეიცნო კავშირები (არაფერი არაა
თავისთავადი და დამოუკიდებელი), ნებისმიერი მოვლენა, ხდომილება,
ფიზიკური არსი ერთმანეთზეა დამოკიდებული. ამასთან ყველაფერი იცვლება,
ურთიერთკავშირების გამო არაფერი რჩება მუდმივად ერთ მდგომარეობაში. მე
დღეს, ხვალ, 20 წლის წინ - ეს ყველაფერი მე ვარ? ეს ეხება არა მარტო სხეულებს,
არამდ ფასეულობებს. მინდა საკეთესო ტელეფონი - მექნება? თავისთავად
ტელეფონი არაა კარგი და ცუდი, განსაზღვრება იცვლება. დღეს ერთი ითვლება
საუკეთესოდ, ხვალ _ სხვა. ამიტომ დუქჰას მდგომარეობაში ვარ სულ, სულ
რაღაც გვინდა და რეალურად ვერასდროს ვაღწევთ მას.
2. ანატმა - არამე. ამით დაუპირისპირდა ბუდიზმი ჰინდუიზმს. ადამიანის არსი
და მე. ფართო მნიშვნელობით ესეც არა მარტო ადამიანს, არამედ ყველა
დანარჩენს შეეხება. არსი მენტალური შეთანხმებაა, მენტალური კონსტრუქცია.
თვითობა (ატმა სანსკრიტზე) არ გააჩნია რაიმეს, ვინაიდან მაშინ
დამოუკიდებელი უნდა იყოს, ბუდიზმში კი განყენებულობა არ არსებობს.
ბუდიზმი არაა ანთროპოცენტრული. ადამიანი შედგება 5 ელემენტისაგან
(სკანდჰა):
1. რუპა - ფიზიკური სხეული, მრავალი ელემენტის სიმრავლე. სიმრავლე
სხვაობს იმის მიხედვით რა ხარ - ძაღლს სხვანაირი აგებულება აქვს
ადამიანს სხვა.
2. ვედანა - შეგრძნებები. ასევე შეგრძნებებიც სხეულზეა დამოკიდებული.
ჩვეულებრივ 5 ძირითად შეგრძნებას დაამატებენ გონებასაც.
შეგრნებებზე დაყრდნობით ყალიბდება მენტალობაც, ვინაიდან
შეგრძნების ორგანოებით შესული ინფორმაციით იქმნება იდეები,
ერთგვარი მენტალური საცავი, რომლითაც მენტალურ პროცესებს
წავრმართავ.
3. სამჯნია - მენტალური ელემენტების ჯამი. ე.ი. შეგრძნება გადაიქცევა
იდეად. ვჭამე ვაშლი, შედეგად არა მარტო ვაშლის იდეა მაქვს, არამედ
ვაშლის გემოს იდეაც.
4. სანსკარა - მისწრაფება. შეგრძნება შეიძლება იყოს სასიამოვნო,
არასასიამოვნო ან ნეიტრალური. ამით ჩემი ცნბიერება პროგრამირდება
ერთგვარად, რომ ესწრაფოდეს სასიამოვნოს განმეორებას.
5. ვიჯნიანა - შემეცნება. სხვადასხვაგვარი ცნობიერება, დამოკიდებულია
იმაზე თუ რომელი შეგრძნების ორგანოთია ინფორმაცია მიღებული.
ამას გარდა არის ...?
ბუდიზმისთვის მე ვარ ეს ყველაფერი, ეს ხუთივე ელემენტი. არ შეიძლება
სხეულისგან დამოუკიდებლად განიხილო სული, როგორც ეს ქრისტიანობაშია.
2. სამუდაია - მიზეზები. გამომწვევი მიზეზები. ტანჯვის გამომწვევის მიზეზები
არსებობს.
3. ნიროდჰა - შეწყვეტა მიზეეზების შეწყვეტით შეწყდება ტანჯვა.
4. მარგა - გზა. არსებობს გზა, რომლითაც შესაძლებელია ამის მიღწევა.
ჩინეთში ამას ქვია ტაო (到 ეს ვითომ?). სინონიმია ბუდიზმისა, ბუდიზმი არის გზა.
ბუდამ თქვა: ჩემი მოძღვრება არის ტივი, რომ 1 ნაპირიდან (სანსარადან) გადავიდეთ
მეორე ნაპირზე (ნირვანა). არსებობს სტანდარტული გადმოცემა იმის შესახებ, რომ
არსებობს მითითებები იმისათვის, რომ ადამიანი იყოს ბუდისტი (მაგრამ ეს
ქრისტიანულ 10 მცნებასავით არაა, როგორც ითქვა ბუდიზმს ქცევის აუცილებელი
ჩარჩო არ აქვს, განსაზღვრული წესები არაა).

რვასაფეხურიანი გზა:

1. მართალი გაგება. ბუდა ამბობდა, რომ ბრმად არ იწამოთო, გაიაზრე და თუ ეთანხმები, მაშინ
იწამე.

2. მართალი განზრახვა, მოტივია მნიშვნელოვანი, მაგ. არ მოიპარო - რა არის მოტივაცია?


რატომ არ უნდა მოვიპარო...

3. მართალი სიტყვა. კარგი მეტყველება ტყუილისაგან არის დაცლილი. ლაკონურია, ზედმეტი


არ უნდა ილაპარაკოს. მართალი სიტყვა არის კეთილგანწყობილი (შეურაცხყოფისგან,
გინებისგან დაცლილი, გაღიზიანებით პასუხი არ არის კარგი, ყბედობა, ჭორაობა...).

4.მართალი საქმე. ზიანის მიყენება ცუდია.

5. მართალი ცხოვრება. აერთიანებს ყველაფერს, ცხოვრების წესში არამარტო პროფესია


იგულისხმება (ბუდისტისთვის მეცხოველეობა, ალკოჰოლის რეალიზება, სამხედრო
სამსახური არაა რეკომენდირებული), არამედ ცხოვრებისეული ღირებულაც (ძველი ბიჭი
მინდა ვიყო?)

6. მართალი ძალისხმევა. მიემართება მედიტაციურ პრაქტიკებს.

7. მართალი ფიქრი,

8. მართალი ჭვრეტა.

ზოგჯერ ამათ სამმაგ გზადაც მოიაზრებენ. ერთად აჯგუფებენ:

1. სიბრძნე = გაგება, განზრახვა.


2. ეთიკა = სიტყვა, საქმე, ცხოვრება
3. მედიტაცია = ძალისხმევა, ფიქრი, ჭვრეტა. (მხოლოდ მენტალურია - სხეულებრივი
ვარჯიშების ტრადიცია (იოგა) არ ისესხა ჰინდუისტურისგან. ესაა ცნობიერების
ვარჯიში - კონცენტაციის გაძლიერება, მენტალური შესაძლებლობების გაზრდა).
როგორც ქრისტიანობისთვისაა ლოცვა, ისეა ბუდისტებისთვის მედიტაციაო.

You might also like