You are on page 1of 7

ბუდიზმი და რიტუალები მედიტაციაზე

მრავალ საკამათო თემასთან ერთად დღემდე აქტუალურ საკითხად რჩება ინდური


ფილოსოფია და მასში შემავალი მოძღვრებები. ბუდიზმი ძვ.წ VI-V საუკუნეებიდან
მომდინარეობს. იგი ხუთი საუკუნის განმავლობაში გავრცელდა ინდოეთის
სუბკონტინენტზე ბუდას გარდაცვალების შემდეგ. ამჟამად ბუდიზმი იყოფა სამ
ნაწილად: თერავადა, მაჰაიანა, და ვაჯრაიანა.ეს რელიგია მსოფლიოში მეხუთეა
ქრისტიანობის, ინდუიზმის, ისლამისა და ტრადიციული ჩინური რელიგიების
შემდეგ. დასავლურ კულტურაში ამ აღმოსავლურ მოძღვრებასთან ყველაზე ახლოს
ფსიქოთერაპია დგას , რადგან ბუდიზმის არსი მდგონარეობს არა რაიმეს რწმენაში,
იდეებსა და რიტუალურ პრაქტიკებში, არამედ შინაგანი გამოცდილების
მიღებაში.ბუდიზმი ფსიქოთერაპევტის მკურნალობის პროცესს ჰგავს რადგან
ბუდიმი გულისხმობს ტრანსფორმაციას ადამინების მიერ საკუთარი თავისა და
გარესამყაროს აღქმის რადიკალურ ტრანსფორმაციას. ბუდიზმს, რელიგიებისგან
განსხვავებით არ გააჩნია არც მრწამსი, არც რჯულის კანონი და არც კულტი. ბუდას
მიმდევრები არ არიან ვალდებულები რაინე ირწმუნონ.ბუდა ამბობდა, რომ
ადამიანებები თვლემენო, მათ თვალები გახელეილი აქვთ, მაგრამ ისე არ ღვიძავთო.
ბუდისტები არ იცავენ გარკვეულ მორალურ პრინციპებს.ბუდა ამბობდა, რომ
ტანჯვის გამომწვევი მიჯაჭვლობა განპირობებულია ჩვენი უგუნურობითა და
უმეცრებით. სანსკრიტზე უმეცრების გამომხატველ ამ მდგომარეობას ,,ავიდია“
ეწოდება, რაც სიტყვა სიტყვით ,,არცოდნას“ ნიშნავს.

ბუდიზმის თავდაპირველ მოძღვრებას მაჰაიანა ეწოდება. ,,მაჰა“ სანსკრიტზე დიდს


ნიშნავს, ხოლო ,, იანა“- ეტლის მსგავს საშუალებას. მაჰაიანა ჩრდილოეთ აზიაში-
ტიბეტში, ჩინეთსა და მონღოლეთშია გავრცელებული. მაჰაიანას სკოლა ინდოეთში
დაახლოებით ძვ.წ 100- 400 წლამდე ვითარდებოდა. ეს მონაკვეთი მოიცავს
განვითარების სხვადასხვა პერიოდს, როდესაც მაჰაიანა ფილოსოფიურად ხვეწდა
ბუდას თავდაპირველ სწავლებას. მაჰაიანას პრინციპი მდგმარეობს შემდეგში,
რომლის თანახმადაც საწყისი მოძღვრება, რომელიც თუ სიცოცხლისუნარია ზედ
იზრდება. არის ასევე შემთხვევები , როდესაც ხე აღარ ჰგავს მარცვალს. ბუდას
ტრადიციული მოძღვრების ეს ფორმა ჩრდილოეთ ინდოეთიდან ჩინეთსა და
ტიბეტში გავრცელდა. მაჰაიანას საგულდაგულოდ აქვს შესწავლილი ერთ-ერთი
ასეთი მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამყარო არის ის, რასაც ჩვენ სუბსტანციურს
ვუწოდებთ. მაჰაიანა -ბუდიზმში შემუშავებულია თეორია, რომელსაც ,,მხოლოდ
გონება’’ ეწოდება. ბუდა აღწერს ,, მარგას“- გზას, რომელსაც მივყავართ
გამოღვიძებამდე. ბუდა ,,მარგას“ შუალედურ გზას უწოდებს, თქვენც შეგიძლიათ
თქვათ, რომ ეს შუალედური გზაა. ბუდას დროინდელ ინდოეთში უამრავი ადამიანი
ასკეტიზმისა და თვითდამცირების უკიდურესი ფორმებით ეძიებდა ხსნას.

რაც შეეხება ძენის დისციპლინას, იგი გახლდათ ძველი ჩინელი ძენ-ბუდისტი


ოსტატების მეთოდი. მაჰაიანა-ბუდიზმმა სწორედ ჩინური ცხოვრების წესის
გავლენით შეიძინა განსაკუთრებული ელფერი და გამოხატვის სტილი, რაც ჩინეთში ,
ჩან ბუდიზმად, ხოლო იაპონიაში ძენ ბუდიზმად იქცა. საინტერესონა ძენის ბაღის
სტუმრობა. ძენის ბაღი გაწყობილია მხოლოდ ბუნებრივი ქვებით მოხატული
ქვიშით. ძენის მოძღვრების განვითარებაში დიდი როლი ითამაშა ჰუი-ნენგმა,
რომელიც მერვე საუკუნეში ცხოვრობდა და 713 წელს გარდაიცვალა.

მედიტაცია ეს არის კონცენტრაცია და ჭვრეტა. კონცენტრაცია წერტილოვანია


ჭვრეტას უფრო ფართო ველი აქვს. ამ დროს თქვენ ჭვრეტთ სილამაზეს.მედიტაცია
არის ძალა, რომელიც საშულაებას გვაძლევს, წინააღმდეგობა გავუწიოთ
ყველაფერს .მაგალითად ცხვირს ვეუბნები ,,არ დასუნო“ და ცხვირი არ ყნოსავს.
მოკლეს ვიღაც და ბუნება მეუბნება დაიტანჯეო. მე კი ვეუბნები ბუნებას არ ვარ
ვალდებული დავიტანჯოო. ნუ მისცემ შინაგან ბუნებას ტალღის აგორების უფლებას.
დამშვიდდით, ცოტა ხანში ის თავს დაგანებებთ. ღმერთი ჩვენშია, მაგრამ გონება ისეა
აფორიაქებული, რომ სულ გრძნობებს მისდევს. თუ დავიწყებთ ღმერთზე ფიქრს
გონება უცებ ლონდონში გადადის. მერე ნიუ-იორკში.ეს მედიტაციის სახით უნდა
შეჩერდეს.პირველი საფეხური არის ნეტარების კარიპჭე. მედიტაციას გადავყავართ
ნეტარებაში. ლოცვები, ცერემონიები, მედიტაციის საბავშვო ბაღია.. როდესაც
რაღაცაზე ვლოცულობთ, ამ ლოცვას რარაცას ვუძღვნით.არსებობდა აზრი, რომ ამ
ყველაფერმა ადამიანის სულიერი ძალები განავითარა. სანთლის ანთება, ყვავილების
სურნელი, სურათები, ამ ყველაფერს ადამიანი მედიტაციამდე მიჰყავს. იმისთვის რომ
მივაღწიოთ მედიტაციას უნდა დავიწყოთ ჭეშმარიტების ძიება. ამის ერთ-ერთი გზა
არის იოგა.იოგა არის კონცენტრაციის და ჭვრეტის საუკეთესო გზა. ამ დროს ღრმმად
ჩადიხარ საკუთარ თავში, ეძიებ მას და ცდილობ მიაღწიო მის თითოეულ
ელემენტამდე. მაქსიმალურად ცდილობ შენი გონების მოთოკვას.როდესაც ადამიანს
მორიელი უკბენს, ის მთელი დღის განმავლობაში ხტუნავს.ადამიანის გონება იმ
მაიმუნს ჰგავს, თავისი ბუნებით სულ მოუსვენარი რომაა. იოგების აზრით, არსებობს,
სამი ძირითადი ნერვული იმპულსი. ერთს იდას უწოდებენ, მეორე პინგალას, ხოლო
მესამეს, სუშუიმნას. იდა და პინგალა მარცხენა და მარჯვენა ნერვული
კვანძებიახოლო სუშუმნა ღრუა და მასში ნერვული კვანძები არ არის.
მედიტაციისთვის საჭიროა შესაბამისი გარემო.ვისაც საშუალება აქვს, უმჯობესია,
ქონდეს ოთახი მედიტაციის შესასრულებლად. ამ ოთახში არ დაიძინოთ. სანამ
აბაზანას არ მიიღებთ იქ არ შეხვიდეთ. ამ ოთახში მოათავსეთ ყვავილები და
სასიამოვნო სურათები.ისინი საუკეთესოა იოგისთვის.დილა-საღამო იქ საკმეველი
დაწვით.არ იჩხუბოთ, ამ ოთახში გაწმინდეთ გონება და მასში შესვლის უფლება
მიეცით მხოლოდ იმას ვინც თქვენნაირად ფიქრობს.ამის მერე ოთახში შეიქმნება
სიწმინდის ატმოსფერო.როდესაც მოწყენილი ან დამწუხრებული იქნებით, ამ ოთახში
შესვლა სიმშვიდეს მოგგვრით. ზოგ ტაძარსა თუ ეკლესიაშიც იგივე იგრძნობა.მინდა
გავიხსენო ქართული ლიტერატურიდან ნ.ბარათაშვილი. ის ხშირად მიმართავდა
მედიტაციას და საკითარ ლექსებშც ასახავდა ამას . ამის მაგალითებია,,ვპოვე ტაძარი“

,,ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;


მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი.
ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი,
და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი!“ ეს იყო მისთვის განსასვენებელი
ადგილი. ,, სად განისვენოს სულმა, სად მოიდრიკოს თავი“ ის ხშირად ფიქრობდა
ასე.ასევე აღსანიშნავია ლექსი,, ფიქრი მტკვრის პირას“ ,, წარველ წყაის პირს
სევდიანი ფიქრთ გასართველად...“, ,,შემოღამება მთაწმინდაზედ“. ზოგადად
რომანტიზმის წარმომდგენლები მიმართავდნენ ხშირად მედიტაციას.გ. ტაბიძე
წერდა ,,მხოლოდ ვარსკვლავთა თანამამდრავლთა ვამცნო გულისა მე საიდუმლო“
გამოდის მედიტაცია არის საკუთარი ხვედრის ძიება. უნდა მოიპოვო სიმშვიდე და
სიღრმავე. წადით კარგად დაფარულ ადგილას, სადაც არავინ შეგაწუხებთ, არ
აირჩიოთ ბინძური ადგილი. სჯობს აირჩიოთ მშვენიერი პეიზაჟი ან ლამაზი ოთახი.
ვარჯიშისას მიესალმეთ ყველა თქვენს ძველ იოგს, საკუთარ გურუს და ღმერთს,
შემდეგ კი დაიწყეთ. მედიტაციის სამი ეტაპი არსებობს. პირველი არის დჰარანა ანუ
გონების კონცენტრირება ობიექტზე , ვცდილობ ყურადღების მიბყრობას ამ მინაზე
და გამოვრიცხავ ჩემი გონებიდან ყველა სხვა საგანს.

ამას მოსდევს კიდევ უფრო მაღალი დონის მდგომარეობა, როდესაც მინასა და ჩემ
შორის განსხვავება იკარგება. ცნობიერრბა და მინა იდენტურია. ამ დროს ვერანაირ
განსხვავებას ვერ ვხედავთ. ყველა გრძნობა ჩერდება და ყველა ძალა, რომლებითაც
სხვა გრძნობებითა და არხებით მუშავდება. მაშინ ეს მინა მთლიანად გონებას
ემორჩილება.ამ უდუდეს პიესას თამაშობენ იოგები.

მედიტაცია სულიერ ცხოვრებაში ყველაზე დიდი დახმარიებაა, რასაც დჰიანა ჰქვია.


მედიტაციის დროს თავიდან ვიშორებთ მატერიალურ გარემოებებს და ვგრძნობთ
ჩვენს ღვთიურ ბუნებას. ამ დროს სულის შეხებას შეუძლია ყველაზე უღიმღამო
ადგილებიც კი უკაშკაშესი ფერებით მოხატოს. მას შეუძლია ბოროტი ღვთიურად
აქციოს და ყველანაირი მტრობა და ეგოიზმი აღმოფხვრას , რაც უფრო ნაკლებად
ფიქრობ სხეულზე, მით უკეთესია, რადგან სწორედ სხეული გვექაჩება
ქვემოთ.მედიტაციის საშუალებით ხდება ადამიანის სრული გარდასახვაც. ერთი კაცი
ვერანაირად ვერ არჩენდა ოჯახს.ის ძლიერი, ენერგიული იყო და ბოლოს შარაგზის
ყაჩაღი გახდა.ის თავს ესხმოდა გამვლელებს ქუჩაში , ძარცვავდა მათ და ამდაგვარად
არჩენდა ოჯახს.ეს მანამ გაგრძელდა სანამ ერთ დღეს წმინდანს ნარადას არ დაესხა
თავს. ბრძენმა ჰკითხა თუ რატომ აპირებდა მის გაძარცვას ეს ხომ დიდი ცოდვა
იყო.მან უპასუხა, რომ ამით ოჯახს არჩენდა. ბრძენმა ისევ ჰკითხა: როგორ ფიქრობ,
ისინიც აიღებენ შენი ცოდვის წილს?“ ,,რა თქმა უნდა“- მიუგო ყაჩაღმა. მან უთხრა,
რომ აქ დაება , სახლში წასულიყო და ოჯახის წევრებისთვის ეკითხა გაიზიარებდნენ
თუ არა ისინი მის ცოდვებს. მან დედას და მამას უთხრა საკუთარი საქციელის
შესახებ ისინი გაოცდნენ. ბოლოს დედას ჰკითხა : ,, გაიზიარებ ჩემს ცოდვებს?“ დედამ
უთხრა რომ არაო ვინაიდან არასდროს მიქნიაო. ამით კაცს თვალები აეხილა. ის
დაბრუნდა ბრძენთან მის ფეხებთან დაეცა და ჰკითხა რა ვქნაო. ბრძენმა უთხრა:,,
უარყავი ახლანდელი ყოფა ცხოვრებაო.ხედავ ყველა ოჯახის წევრს მხოლოდ ფულის
ფულისთვის უნდიხარო მათ შენ არ უყვარხარო, რცა დაჭირდებათ მიგატოვებენო.
არცერთი მათგანი არ გაიზიარებს შენს ბოროტებას მაგრამ სიკეთეში არ მიგატოვებენ.
თაყვანი ეცი იმათ ვინც სიკეთესა და ბოროტებაშიც შენთან იქნება, ისინი არასდროს
მიგატოვებენ. შემდეგ ბრძენმა მას ასწავლა ღვთის თაყვანისცემა. ამ კაცმა ყველაფერი
მიატოვა და ტყეში წავიდა.იქ განაგრძნობდა ლოცვასა და მედიტაციას ისეთ
თავდავიწყებამდე , რომ ჭიანჭველებმა მის გარშემო ბუდე აიშენეს ის კი ვერაფერს
მიხვდა. მრავალი წლის მერე ხმა მოესმა : ,, ადექი ბრძენო“. გამოფხიზლებულმა
წამოძახა რა ბრძენი მე ხომ ყაჩაღი ვარო. მოესმა ისევ ხმა აღარ არსებობს ყაჩაღი, შენ
განწმენდილი ბრძენი ხარო. შენ იმდენად ღრმად შეხვედი რომ ღიანღველებიც ვეღარ
შეამჩნიე და ამიერიდან გერქმევა ვალმიკი -,, ის, ვინც ჭიანჭველების ბუდეში
დაიბადა“ ასე გახდა ეს კაცი ბრძენი. მედიტაცია დასვენების საუკეთესო საშუალებაა.
მედიტაცია ნიშნავს, რომ ცნობიერება უბრუნდება თავის თავს. გონება წყვეტს ყველა
ფიქრ-ტალღას და სამყარო ჩერდება. ყოველი მედიტაციის დროს განვითარდებით,
ვეღარ იგრძნობთ სხეულს ან სხვა რამეს. როდესაც ერთი საათის შემდეგ გამოხვალთ
მედიტაციიდან , იგრძნობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ყვლაზე კარგად დაგისვენიათ.
რაც შეეხება მედიტაციის უნარს, მედიტაციის უნარი ყველაფერს გვაძლევს. თუ
გსურთ, გაბატონდეთ ბუნებაზე სწორედ მედიტაციის საშუალებით უნდა აღმოჩნდეს
ყველა სამეცნიერო ფაქტი. ისინი სწავლობენ საგანს და ივიწყებენ ყველაფერს,
საკუთარ ვინაობასაც კი.

მედიტაცია ეს არის მეცნიერება, სადაც ყოველი არსებული- ერთია. ის ბევრი ვერ


იქნება. სწორედ ეს იგულისხმება მეცნიერებასა და ცოდნაში. უმეცრება ხედავს
მრავალფეროვნებას. ცოდნა აცნობიერებს ერთს... მრავლის შემეცნება ერთამდე არის
მეცნიერება. მედიტაცია, მოგეხსენებათ, წარმოსახვის პროცესში მოდის. თქვენ
გაივლით ყველა ელემენტის განწმენდის პროცესს, საბოლოოდ გარდაიქცევით
სულად.

პავაჰარი ბაბა: იდეალური იოგი: ყველას სმენია იმ ქურდის შესახებ, ვინც აშრამას
გასაქურდად მივიდა და წმინდანის დანახვაზე შეშინებული გაიქცა, მოპარული
საქონელი კი შეკვრაში დატოვა. წმინდანმა აიღო შეკვრა. გაეკიდა ქურდს,
გაჭირვებით გაირბინა რამდენიმე კილომეტრი და მასთან მივიდა. წმინდანმა შეკვრა
ფეხებთან დაუდო ქურდს და გადაჯვარედინებული ხელებით შეწყალება თხოვა.

ინდურ ფილოსოფიაში ასევე საინტერესოა ზღაპარი ბუდას შესახებ. ახალშობილი


ბუდა იმდენად უმწიკვლო იყო, რომ ნებისმიერი, ვინც დაინახავდა მის სახეს
შორიდან, მაშინვე მიატოვებდა ხოლმე რიტუალურ რელიგიას, ბერად აღკვეცებოდა
და ხსნას აღწევდა. ამიტომ ღვთაებები შეიკრიბნენ. მათ თქვეს:,, ჩვენ
გავჩანაგდითო“.ღვთაებაღა უმრავლესობა ხომ რიტუალებით ცხოვრობს, ისინი
ძღვენს ღმერთებს მიართმებენ.ახლა ღმერთები შიმშილით კვდებოდნენ იმიტომ, რომ
ძალაუფლება დაეკარგათ.ღვღაებებმა თქვეს: ყველანაირად უნდა დავაკნინოთ ეს
კაცი“. ის მეტისმეტად უმწიკვლოა ჩვენი სიცოცოხლისთვისო. შემდეგ მივიდნენ
ბუდასთან და თხრეს: ,, ბატონო, რაღაცის სათხოვნელად მოვედითო დიდი
მსხვერპლის შეწირვა გვსურსო. მთელს მსოფლიოში ვეძებთ ცეცხლს დასანთებად და
მხოლოდ ახლა მოვძებნეთო.თუ დაწვებით, თქვენს მკერდზე უდიდეს ცეცხლს
დავანთებთო, ბუდამ უფლება მისცა.ღვთაებებამ მაღალი ცეცხლია აანთეს ბუდას
მკერდზე და ეგონათ, რომ ის გარდაიცვალა, ის კი ცოცხალი იყო. ბუდამ უთხრა
რატომ ცდილობთ ამაოდ, ვინც გიყურებს განიწმინდება და ხსნას აღწევს აღარავინ
აპირებს ჩვენს თაყვანისცემას. თქვენი მცდელობა ამაოა ვინაიდან სიწმინდის მოკვლა
შეუძლებელია.

დასკვნის დახით მინდა ვთქვა, რომ ზიგადად ბუდიზმი და მეიტაციები საკრმაოდ


ღრმა და ინსპორაცული თემებია. ისინი შთააგონებენ ადამიანს და ცვლიან ადამიანთა
ცხვორებას, გულებს.იგი იყო არის და იქნება ადამიანთა შთაგონების, სულის პოვნის
საშუალება. ზემოთხსენებული მსხელობა ადასტურებს ჩემი მოსაზრების
ჭეშმარიტებას.

გამოყენებული ლიტერატურა

Wikipedia. Ge ბუდიზმი

სვამი ვივეკანანდა, მედიტაცია და მისი მეთოდები. გამომცემლობა აქტი, თბილისი


2021

უოტსი, ბუდიზმი

ოშო, რა არის მედიტაცია.

You might also like