You are on page 1of 6

ბუდიზმი

პრეზენტატორი: ანა გზირიშვილი


ბუდიზმის წარმოშობა

• სახელწოდება დაკავშირებულია
დამაარსებელთან -სიდჰარტა
გაუტამასთან, რომელიც გახდა ბუდა -
გასხივოსნებული. ამიტომ ბუდას
მიმდევრები და თაყვანისმცემლები
ბუდისტებად (გასხივოსნებულებად)
იწოდებიან.
• წარმოიშვა ძვ. წ. VI-V საუკუნეების მიჯნაზე.
მისი სამშობლოა ინდოეთი, მაგრამ
ფართო ასპარეზი ამ ქვეყნის გარეთ პოვა,
განსაკუთრებით ჩინეთში, ჩინეთის გზით კი
- იაპონიაში, კორეასა და შორეული
აღმოსავლეთის ბევრ სხვა ქვეყანაში.
ბუდიზმის ძლიერი კერა არსებობდა
ტიბეტში, სადაც ტიბეტურ ენაზე შეიქმნა
უმდიდრესი ბუდისტური ლიტერატურა.
ერთხელ სიდჰარტა გაუტამა, რომელიც უკვე 35 წლისა
იყო, მდინარე საიას ნაპირას, აშვატჰას (ლეღვის) ხის ძირას
დაჯდა და დადო აღთქმა, რომ ადგილს არ მოიცვლიდა,
სანამ განსხივოსნებას არ მიაღწევდა. ორმოცდამეცხრე
დღეს ოთხი ჭეშმარიტება გამოეცხადა და ამის შემდეგ
დაერქვა ბუდჰა, რაც: „გასხივოსნებულს“,
„გამოღვიძებულს“ ნიშნავს, ხოლო ხეს, რომლის ქვეშაც ის
იჯდა, ეწოდა ბოდჰი (სიბრძნის ხე). ბუდას პირველი ზრახვა
იყო ხალხისათვის გაეცხადებინა ეს ჭეშმარიტებანი,
როგორც ტანჯვისგან დახსნის გზა, მაგრამ სიკვდილის
ღმერთი, მარა, შეუჩნდა მას და ოთხი თუ შვიდი კვირის
განმავლობაში ცდილობდა აეძულებინა იგი (ბუდა), ამ
მისიაზე უარი ეთქვა. ამის მიუხედავად ბუდამ დაძლია შიში,
ცდუნება და თავისი მოძღვრების ქადაგებას შეუდგა.
ბუდიზმის მოძღვრება
ოთხი კეთილშობილური ჭეშმარიტება:

ბუდა ოთხ კეთილშობილურ ჭეშმარიტებას •ტანჯვა


ასწავლიდა, რომლებიც ცენტრალურ ადგილს
ეს სამყარო დაუკმაყოფილებელი და ტანჯვით სავსეა.
იკავებენ მის სწავლებაში. ეს ოთხი
ჭეშმარიტება ბუდიზმის ფუნდამენტალურ •ტანჯვის მიზეზი
ფილოსოფიას წარმოადგენს. მათი სრული შეიძლება განისაზღვროს, როგორც მიჯაჭვულობა,
გაგების გარეშე, ჩვენ ვერ გავიგებთ ბუდას არასწორი საქმეების კეთების მგზნებარე სურვილი.
სწავლებას. ოთხი კეთილშობილური
ჭეშმარიტება ძალიან მნიშვნელოვანია, •ტანჯვის დასასრუული
რადგანაც ისინი რელიგიების საზღვრებს მედიტაციის და ლოცვის პრაქტიკით შესაძლებელია
მიღმა არიან, ისინი ძალიან მნიშვნელოვანია განთავისუფლება
ადამიანის ფსიქოლოგიისთვის და ჩვენი •ტანჯვის დასასრულისკენ მიმავალი
არსებისთვის. ისინი საშუალებას გვაძლევენ
გავიგოთ ჩვენი ტანჯვის მასშტაბი და ხასიათი
გზა
და ვიპოვოთ შესაფერისი “წამალი” ამისგან ტანჯვის გადაჭრის და მისი დასასრულამდე
განკურნებისა. მიყვანის პოვნის გზაა.
• მსოფლიო რელიგიაა, რომელსაც
შემოქმედი ღმერთის ცნება არ გააჩნია.
მას „შინაგან რელიგიას“, ანუ „შინაგანი
სამყაროს რელიგიას“ უწოდებენ,
რადგან მედიტაციის მეშვეობით
მორწმუნე არა ღმერთს, არამედ
საკუთარი სულის სიღრმეს
უკავშირდება.ბუდიზმს
ზოგჯერ ათეისტურ რელიგიას
უწოდებენ და არცთუ უსაფუძვლოდ.
ბუდისტებისათვის უცხოა პიროვნული
ღმერთის რწმენა.ბუდისტების საერთო
რიცხვი დღეს 359 მილიონს აღემატება.
ამ თვალსაზრისით, ბუდიზმი მეოთხე
მსოფლიო რელიგიაა.
გმადლობთ
ყურადღებისთვის!

You might also like