You are on page 1of 42

ბილეთი 1

1. ჯაინიზმის ფილოსოფია

ჯაინიზმის დამფუძნებელია ვარდაჰამანა, რომელსაც შემდეგ ეწოდა მაჰავირა და


ჯინი, ცხოვრობდა ძვ.წ 6-5 სში. მან 30 წლისამ მიატოვა ოჯახი და ჭეშმარიტების
საძიებლად დაიწყო ასკეტური ყოფით ცხოვრება, შექმნა მოძღვრება და დაიწყო მისი
გავრცელება. მან გარშემო შემოიკრიბა მისი მიმდევრები და ამ მიმართულებას
ჯაინიზმი ეწოდა, მიმდევრებს ჯაინისტები, ისინი ვარდაჰამანას შედგენილი
წესებითა და კანონებით ცხოვრობდნენ.

ჯაინისტების მოძღვრებაში პირველად გაჩნდა მოთხოვნილება ჭეშმარიტების სრული


რწმენის აუცილებლობის შესახებ. ჯაინისტებისთვის ეს ნიშნავდა იმის რწმენას რომ
ყველა ადამიანის სული - „ჯივა“ სხეულზე დამოკიდებული შეძლებს მიბაძოს ჯინებს
და სცადოს მიაღწიოს სრულყოფილ ცოდნასა და ბედნიერებას. მეორე მთავარი
მოთხოვნა იყო ჯაინისტური მოძღვრებების შემეცნების აუცილებლობა. ამ
მოძღვრებების მიხედვით, ყოველ ადამიანს, ვინც რწმენად მიიღებს თავის თავზე
გამარჯვების ძალას, თავისთავშივე აღმოაჩენს ძლიერების უნარს და შეძლებს გახდეს
ჯაინისტების მიმდევარი არა მხოლოდ გონებით, არამედ პრაქტიკულადაც.

ჯაინიზმი გარკვეულ პრინციპებს ემყარება: სინამდვილე დაყოფილია უსულო


მატერიად და ცოცხალ, სულიერე არსებებად. ყოველ საგანს მრავალი თვისება
ახასიათებს, დადებითი და უარყოფითი. ყოველი ყოფიერი განიხილება დროსთან
მიმართებაში, სადაც იძენენ კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას.

ჯაინისტები აღიარებდნენ როგორც ცვალებადის ასევე უცვლელის რეალურობას.

ყოფიერებისგან, არსებულის ცნებისგან საკმაოდ მკვეთრადაა გამოყოფილი


ჯაინისტების სუბსტანციის ცნება. აღიარებულია ორგვარი სუბსტანცია (განფენილი
და განუფენელი) (განუფენელი კიდევ ორგვარია; სრულყოფამდე ამაღლებული
სულიერი ან არა). ყველაზე დაბალი ყოფიერია ხუთი სტიქია : ცეცხლი, ჰაერი, მიწა,
წყალი, ხე.

ჯაინიზმში სულის ჭეშმარიტი არსება ცნობიერებაში ვლინდება. იგი მუდმივია და


მარადიულობის მიუხედავად გარდაქმნებსა და ცვლილებებს განიცდის. ამ
მოძღვრებაში ზოგჯერ სული ისეა წარმოდგენილი თითქოს იგი არ ელტვის
უკვდავებას.

სულის არსებობის უეჭველობის საბუთად მოჰყავთ შემდეგი არგუმენტი:


შერგრძნებები ორგვარია, შინაგანი და გარეგანი. სული მოქმედი აქტიური და
მამოძრავებელი ძალაა, რომელიც სხეულს სჭირდება. ამიტომ სული არის
უპირველესი მიზეზი და არა სხეული, მას შეუძლია სხეულიდან გასვლა და უკან
დაბრუნება.

ხშირად ადამიანის სული ეცემა, ანუ ის მატერიას ერწყმის. ასეთი სული თავისი
გრძნობებით და აზრებით ცუდ მიდრეკილებებს იჩენს. ბუნებრივია, სული რომ
განთავისუფლდეს, პირველ რიგში, მატერიალური უნდა ჩამოიშოროს. როცა
განცდები ავსებს სულს მას სჭირდება რომ მატერეიას შეერწყას, მაგრამ როდესაც
განცდებს უგულველყოფთ მაშინ იგი თავისუფლდება, რაც ჩვენი სულის
სიძლიერეზე მიუთითებს.

ადამიანის ზნეობრივ ქცევებზე ჯაინისტების მოძღვრება ემყარება სამ მარგალიტს:


სწორი შემეცნება, სწორი რწმენა, სწორი მოქმედება. მხოლოდ ამ სამი მოთხოვნის
შესრულებით შეიძლება თავისუფლების და ზნეობრივი სრულყოფილების მოპოვება.

შემეცნება რწმენის რაიმე ელემენტის გარეშე ვერ დაიწყება, ამიტომ პირველადი


რწმენა ემყარება ჩვენს გონიერ მიმართებას ჭეშმარიტებასთან. სწორი რწმენა იწყება
ცოდნის თანდათანობითი სრულყოფით, შესაბამისად რწმენა ძლიერდება და
საბოლოოდ ყალიბდება ჯაინიზმის რწმენად. ამ მოძღვრების ღრმად შესასწავლად
საჭირიოა „პანჩა-მაჰავრატას“ მცნებების ზუსტი დაცვა.

სამივე მათგანი რწმენა, ცოდნა, მოქმედება ერთმანეთზეა დამოკიდებული, ისინი


ერთგვარად განსაზღვრავენ ერთმანეთს და ხელს უწყობენ ერთმანეთის ფორმირებას.

ჯაინისტები არ უარყოფენ ღმერთების არსებობას, თუმცა დიდ ყურადღებას აქცევენ


ღმერთის არსებობის არგუმენტების საფუძვლიანობას. ზუსტად ამიტომ მათ
გამოავლინეს ლოგიკური არგუმენტებისა და ლოგიკური ფორმების გამოყენების
მაღალი დონე.

ჯაინისტებს გამოკვლეული აქვთ საკითხი პირობითო მსჯელობების


თავისებურებათა შესახებ. მათ აღმოაჩნეს, რომ ყოველი მსჯელობა შეფარდებით
გამოხატავს საგნის თვისებებს და ამდენად შეფარდებითი შინაარსისაა, ამიტომ
მსჯელობის კატეგორიული ფორმა უნდა შეიცვალოს პირობითი ფორმით. (მაგ: დოქი
საოჯახო ნივთია - გარკვეული სახით დოქი საოჯახო ნივთია).

აქედან ჯაინისტი აკეთებს ზოგად დასკვნას: არც ერთ ფილოსოფიურ თეორიას არ


შეუძლია გამოხატოს რეალური სინამდვილის სხვადასხვაობის ყველა მხარე და
სწორად ამიტომ არის განსხვავება და კამათი ფილოსოფიურ მოძღვრებებს შორის.

მართალია ჯაინიზმი თავისი მკაცრი წესებით რთულად ვრცელდებოდა თუმცა მან


პოპულარობა ძირითადად ქალაქებში მოიპოვა, ამ მოძღვრებას მდიდარი და
ელეგანტური საზოგადოება ყოველთვის ეტანებოდა. ჯაინიზმს ასევე დიდი გავლენა
ჰქონდა ფერწერასა და ხელოვნებაზე.
2. ბუდიზმი: ძირითადი ფილოსოფიური იდეები

ბუდისტური გადმოცემის თანახმად, ამ რელიგიის დამფუძნებლად ითვლება


სიდჰარტა გაუტამა. 33 წლის ასაკში სიდჰარტა ტოვებს სასახლეს.

ამის მიზეზი კი გახლდათ „ ოთხი შეხვედრა“. ერთხელ ბუდა სასახლეს მოცილდა და


იხილა : ავადმყოფობა, სიბერე, სიკვდილი, სულიერი გზა. პირველმმა სამმა მძიმე,
შეძრწუნებული ზეგავლენა მოახდინა მასზე და გაუჩინა თანმაგრძნობისა და
ტანჯვისაგან გამოუვალობის შეგრძნება. თუმცა მეოთხებ იმედი ჩაუსახა.

საბოლოოდ მან დატოვა სამეფო რათა ეძია ტანჯვისაგან გათავისუფლების გზები.

თუმცა პასუხი კითხვაზე თუ რატომ არის ცხოვრება ტანჯვა - ვერსად იპოვა.


დაღლილმა ერთი ხის ქვეშ მიიძინა და მეოთხე დღეს გონება გაუნათდა ანუ ის
გადაიქცა ბუდა შაკიამუნად - ღვთაებრივი გამოცხადებით მოაზროვნედ.

ბუდამ თავისი მოძღვრებების ზეპირად გავრცელება დაიწყო, ჰყავდა მომხრეები და


რა თქმა უნდა მოწინააღმდეგეებიც. მან უარყო ვედების ავტორიტეტი და დაამკვიდრა
ახალი მოძღვრება. ბუდამ მოიპოვა არჰატის მდგომარეობა, გახდა სულიერად
თავისუფალი, ეზიარა ნირვანას და 80 წელი იცოცხლა ნაყოფიერი ცხოვრებით.

ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში ბუდიზმში ჩამოყალიბდა ორი მიმართულება -


ჰინაიანა და მაჰაიანა. ამის შემდეგ დამთავრდა ბუდიზმის ადრეული პერიოდი და
დაიწყო მისი რელიგიურ მსოფლმხედველობად გაფორმება 1 საუკუნიდან მე-5
საუკუნემდე.

ისტორიულად ბუდიზმის წარტმოშობას წინ უძღვოდა ბრაჰმანიზმი, რომელიც


ბრაჰმანს როგორც სამყაროს შემოქმედს აღიარებდა. ბუდიზმმა ბრაჰმანიზმის
თავისებური გავლენა მალევე დაძლია და მას ზოგადად ადამიანისთვის ზრუნვის,
ჰუმანური იდეებით დაუპირისპირდა. ბრაჰმანიზმი აცხადებდა რომ ცხოვრება
ტანჯვა იყო თუმცა ამბობდა რომ ყოველივე ეს თვითონ ადამიანთა ცოდვების ბრალი
იყო. ბუდისტური თვალსაზრისით მთავარია ადამიანების ტანჯვისაგან ხსნა, მაგრამ
ტანჯვად ითვლება ადამიანის მთელი მიწიერი ცხოვრება და ტანჯვის მოხსნის გზად
მიწიერი ყოფისგან დახსნა. აქ უარყოფილია რიტუალები, წესები,
მსხვერპლშეწირვები.

ბუდიზმი უარყოფს მეტაფიზიკურ პრობლემებს. ბუდიზმში კანონია დჰარმა, იგივე


მიზეზობრივი რიგი, რომელიც ემსგავსება კიბეს და ვინც ამ კიბეს აივლის და
მიაღწევს მწვერვალს ის სამყაროს ბუდას თვალებით იხილავს.
ბუდიზმში მთავარი ცნებაა „კარმა“. ბუდიზმში კარმა ნიშნავს მისწრაფებას, რაც
ადამიანს მუდმივი ტანჯვის მდგომარეობაში აყენებს და ამ შემთხვევაში მას
უარყოფითი დატვირთვა აქვს. ბუდას ქადაგების მიხედვით კარმა არ ეხება საგანთა,
მოვლენათა მიზეზობრივ კავშირს.

ბუდას სიტყვებით რასაც აქვს საწყის აქვს ბოლოც, რაც იბადება შემდეგ ნადგურდება,
კვდება. ყველაფერი მხოლოდ დროის გარკვეულ მონაკვეთში არსებობს, ერთ
გაელვებაში და თავისი სახით არასოდეს აღარ განმეორდება.

ადამიანი, მე, არის სული, რომელიც გონებას, ცნობიერებას და სხეულს აერთიანებს.


ბუდიზმში ჯერ კიდევ ბუნდოვანია წარმოდგენები სულის რაობაზე, მის
უკვდავებაზე, არ არის აღიარებული ღმერთის უკვდავება, არსებობა თუმცა ის მაინც
გადაიქცა მსოფლიოში აღიარებულ რელიგიად.

ბუდას ქადაგებების მიხედვით გადაუჭრადია საკითხები სამყარო სასრულია თუ


უსასრულო, რა განსხვავებაა სულსა და სხეულს შორის ამიტომ ასეთი კმითხვები
უნდა უარიყოს. ბუდა ქადაგებს რომ უნდა გადაიჭრას და მოიძებნოს პასუხები
კითხვაზე თუ რატომ იტანჯება ადამიანი.

ბუდამ ქადაგებებში განავრცო და ჩამოაყალიბა კეთილშობილი ჭეშმარიტების


დედაარსი, რომ სიცოცხლე და ადამიანის ცხოვრება არის ტანჯვა, სრული ტანჯვა.
ერთი სიტყვით ადამიანი თავიდან ბოლომდე, დაბადებიდან სიკვდილამდე მხოლოდ
იტანჯება.

ბუდამ მეორე ჭეშმარიტებაც აღმოაჩინა, რომ ჩვენი ცხოვრების მოვლენათა


მიზეზობრივი კავშირების აშიფვრით მივდივართ საბოლოო მიზეზამდე. ტანჯვის
მიზეზია სიცოცხლის წყურვილი, მისკენ ლტოლვა.

მესამე ჭეშმარიტება ბუდას ქადაგებაში ფორმულირებულია გზის დადგენით,


რომლის მიღწევითაც მოხდება ადამიანის სიცოცხლის ტანჯვისაგან ხსნა.

მეოთხე ჭეშმარიტება იმ გზის ჩვენებაა რომელიც გრძნობად ყოფიერიდან,


სანსარადან ნირვანაში გადადის. ბუდას განმარტებით ნირვანაში გადასვლა ის აქტია
როცა საპყრობილიდან თავისუფალი ხარ, აღარ ხარ ტყვე, მოვალე ვინმეს წინაშე,
გაჯანსაღებული ხარ სულითა და ხორცით.

ნირვანაში განხორციელებულია სიბრძნე, ანუ ჭეშმარიტება, სრული ზნეობრიობა, ანუ


სათნოება და სიმშვიდე, აბსოლუტური სრულყოფა, ბუნებრივია, მოხსნილია
ყოველგვარი ტანჯვა და მისი გამომწვევი მიზეზები, შესრულებულია ადამიანური
არსებობის უმაღლესი იდეალი.
შესაბამისად - ბუდიზმის ძირითადი თემაა ადამიანის არსებობა, მისი ყოფიერების
რაობა, მიზანია - ადამიანის ყოფიერების არსებობის წვდომა და მისგან გასვლის
გზები - წეშმარიტი ყოფიერის წვდომის შესაძლებლობები ნირვანში.

3. სანქჰია სამი გუნას შესახებ

სანქჰიას მოძღვრებაში ყველაზე რთულია პურუშას და პრაკრიტის მიმართების


გარკვევა. პრაკრიტი მომდინარეობს სიტყვიდან პრა- ადრე და კრიტი - შემოქმედება.
ამით ჰგავს მატერიას, რომელსაც არ აქვს ფორმა, არ აქვს მიზანი, გონიერება
აქტივობა. ამიტომ სანქჰიას მიმდევრებს უნდა ეზრუნათ რომ პრაკრიტსა და პურუშას
შორის შუამავალი დაედგინათ.

ამას ემსახურება მოძღვრება გუნას შესახებ.

ინდოეთის ვედურ მითოლოგიურ აზროვნებაში გუნას გაგება სხვადასხვა ვარიანტში


ფიგურირებს. იგი იქ თვისებების, სიკეთის გამომხატველი სიტყვაა, შემდეგ კი გუნას
ფილოსოფიაში დამკვიდრდა ატრიბუტის, თანამოქმედის, თანათვისებადის
მნიშვნელობა. ამ გაგებით იგი არ არის თავისთავად ობიექტური რეალობის და არც
სუბიექტური შინაარსის შემცველი.

სანქჰიას მოძღვრებით, პრაკრიტის ამოქმედება დამოკიდებულია სამ გუნაზე ;


სატვაზე, რაჯაზე და ტამასზე. ისინი ის ძალებია, რომელთა არსებითაც შეიცნობა
პრაკრიტის შედეგი და იგი გამოდის იმ მატერიალური ნაერთის მსგავსის სათავედ,
რომლისგანაც ქსოვილის სამი ძაფი უნდა ამოქმედდეს.

სამი გუნას აღწერილობას სანქჰიას ფილოსოფიურ ინტერპრეტაციაში ასეთი ახსნა


აქვს: სატვა - პოტენციური ცნობიერების თანაფარდია, რომელსაც სიამოვნების
მიზეზად გამოვლინების თვისება აქვს, სატ - რეალობას ნიშნავს და სატვა
რეალობიდან მომდინარეა, სათნოებისა და ბედნიერების თვისებაა. რაჯასი -
აქტივობაა, ყველანაირი მოქმედება, რომელსაც უკავშირდება ცხოვრების
უსიამოვნებაც და სიამოვნებაც. ტამასთან - დაკავშირებულია მოქმედების შეკავება,
აპათია, გულგრილობა, რაც იწვევს სიზარმაცეს, უმეცრებას. ეს სამი გუნა ყოველთვის
მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, ისინი ერთმანეთს ხელს უწყობენ და
ასევე ეწინააღმდეგებიან კიდეც. „სანქჰია-კარიკას“ მიხედვით სამი გუნა ქმნის
პრაკრიტის კომპონენტების სამ ფაქტურას.

ყოველი არსებული, მატერიალური და ფსიქიკური, სულიერი და გონით სამი


თვისებით ხასიათდება, რომელიც რეალიზდება გუნათა გამოვლენაში -
სიამოვნებაში, ტანჯვა-ტკივილში, გულგრილობაში. ერთიდაიმავე რამემ შეიძლება
ერთ ადამიანს ტკივილი მოუტანოს, მეორეს სიამოვნება, მესამე კი გულგრილად
განაწყოს.

ბილეთი 2

1. დაახასიათე იოგას ფილოსოფია იოგას მოძღვრების რომელიმე სფეროს


მაგალითზე
2. არაორთოდოქსული მოძღვრებები ძველ ინდოეთში. ჯაინიზმი

ჯაინიზმის დამფუძნებელია ვარდაჰამანა, რომელსაც შემდეგ ეწოდა მაჰავირა და


ჯინი, ცხოვრობდა ძვ.წ 6-5 სში. მან 30 წლისამ მიატოვა ოჯახი და ჭეშმარიტების
საძიებლად დაიწყო ასკეტური ყოფით ცხოვრება, შექმნა მოძღვრება და დაიწყო მისი
გავრცელება. მან გარშემო შემოიკრიბა მისი მიმდევრები და ამ მიმართულებას
ჯაინიზმი ეწოდა, მიმდევრებს ჯაინისტები, ისინი ვარდაჰამანას შედგენილი
წესებითა და კანონებით ცხოვრობდნენ.

ჯაინისტების მოძღვრებაში პირველად გაჩნდა მოთხოვნილება ჭეშმარიტების სრული


რწმენის აუცილებლობის შესახებ. ჯაინისტებისთვის ეს ნიშნავდა იმის რწმენას რომ
ყველა ადამიანის სული - „ჯივა“ სხეულზე დამოკიდებული შეძლებს მიბაძოს ჯინებს
და სცადოს მიაღწიოს სრულყოფილ ცოდნასა და ბედნიერებას. მეორე მთავარი
მოთხოვნა იყო ჯაინისტური მოძღვრებების შემეცნების აუცილებლობა. ამ
მოძღვრებების მიხედვით, ყოველ ადამიანს, ვინც რწმენად მიიღებს თავის თავზე
გამარჯვების ძალას, თავისთავშივე აღმოაჩენს ძლიერების უნარს და შეძლებს გახდეს
ჯაინისტების მიმდევარი არა მხოლოდ გონებით, არამედ პრაქტიკულადაც.

ჯაინიზმი გარკვეულ პრინციპებს ემყარება: სინამდვილე დაყოფილია უსულო


მატერიად და ცოცხალ, სულიერე არსებებად. ყოველ საგანს მრავალი თვისება
ახასიათებს, დადებითი და უარყოფითი. ყოველი ყოფიერი განიხილება დროსთან
მიმართებაში, სადაც იძენენ კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას.

ჯაინისტები აღიარებდნენ როგორც ცვალებადის ასევე უცვლელის რეალურობას.

ყოფიერებისგან, არსებულის ცნებისგან საკმაოდ მკვეთრადაა გამოყოფილი


ჯაინისტების სუბსტანციის ცნება. აღიარებულია ორგვარი სუბსტანცია (განფენილი
და განუფენელი) (განუფენელი კიდევ ორგვარია; სრულყოფამდე ამაღლებული
სულიერი ან არა). ყველაზე დაბალი ყოფიერია ხუთი სტიქია : ცეცხლი, ჰაერი, მიწა,
წყალი, ხე.
ჯაინიზმში სულის ჭეშმარიტი არსება ცნობიერებაში ვლინდება. იგი მუდმივია და
მარადიულობის მიუხედავად გარდაქმნებსა და ცვლილებებს განიცდის. ამ
მოძღვრებაში ზოგჯერ სული ისეა წარმოდგენილი თითქოს იგი არ ელტვის
უკვდავებას.

სულის არსებობის უეჭველობის საბუთად მოჰყავთ შემდეგი არგუმენტი:


შერგრძნებები ორგვარია, შინაგანი და გარეგანი. სული მოქმედი აქტიური და
მამოძრავებელი ძალაა, რომელიც სხეულს სჭირდება. ამიტომ სული არის
უპირველესი მიზეზი და არა სხეული, მას შეუძლია სხეულიდან გასვლა და უკან
დაბრუნება.

ხშირად ადამიანის სული ეცემა, ანუ ის მატერიას ერწყმის. ასეთი სული თავისი
გრძნობებით და აზრებით ცუდ მიდრეკილებებს იჩენს. ბუნებრივია, სული რომ
განთავისუფლდეს, პირველ რიგში, მატერიალური უნდა ჩამოიშოროს. როცა
განცდები ავსებს სულს მას სჭირდება რომ მატერეიას შეერწყას, მაგრამ როდესაც
განცდებს უგულველყოფთ მაშინ იგი თავისუფლდება, რაც ჩვენი სულის
სიძლიერეზე მიუთითებს.

ადამიანის ზნეობრივ ქცევებზე ჯაინისტების მოძღვრება ემყარება სამ მარგალიტს:


სწორი შემეცნება, სწორი რწმენა, სწორი მოქმედება. მხოლოდ ამ სამი მოთხოვნის
შესრულებით შეიძლება თავისუფლების და ზნეობრივი სრულყოფილების მოპოვება.

შემეცნება რწმენის რაიმე ელემენტის გარეშე ვერ დაიწყება, ამიტომ პირველადი


რწმენა ემყარება ჩვენს გონიერ მიმართებას ჭეშმარიტებასთან. სწორი რწმენა იწყება
ცოდნის თანდათანობითი სრულყოფით, შესაბამისად რწმენა ძლიერდება და
საბოლოოდ ყალიბდება ჯაინიზმის რწმენად. ამ მოძღვრების ღრმად შესასწავლად
საჭირიოა „პანჩა-მაჰავრატას“ მცნებების ზუსტი დაცვა.

სამივე მათგანი რწმენა, ცოდნა, მოქმედება ერთმანეთზეა დამოკიდებული, ისინი


ერთგვარად განსაზღვრავენ ერთმანეთს და ხელს უწყობენ ერთმანეთის ფორმირებას.

ჯაინისტები არ უარყოფენ ღმერთების არსებობას, თუმცა დიდ ყურადღებას აქცევენ


ღმერთის არსებობის არგუმენტების საფუძვლიანობას. ზუსტად ამიტომ მათ
გამოავლინეს ლოგიკური არგუმენტებისა და ლოგიკური ფორმების გამოყენების
მაღალი დონე.

ჯაინისტებს გამოკვლეული აქვთ საკითხი პირობითო მსჯელობების


თავისებურებათა შესახებ. მათ აღმოაჩნეს, რომ ყოველი მსჯელობა შეფარდებით
გამოხატავს საგნის თვისებებს და ამდენად შეფარდებითი შინაარსისაა, ამიტომ
მსჯელობის კატეგორიული ფორმა უნდა შეიცვალოს პირობითი ფორმით. (მაგ: დოქი
საოჯახო ნივთია - გარკვეული სახით დოქი საოჯახო ნივთია).
აქედან ჯაინისტი აკეთებს ზოგად დასკვნას: არც ერთ ფილოსოფიურ თეორიას არ
შეუძლია გამოხატოს რეალური სინამდვილის სხვადასხვაობის ყველა მხარე და
სწორად ამიტომ არის განსხვავება და კამათი ფილოსოფიურ მოძღვრებებს შორის.

მართალია ჯაინიზმი თავისი მკაცრი წესებით რთულად ვრცელდებოდა თუმცა მან


პოპულარობა ძირითადად ქალაქებში მოიპოვა, ამ მოძღვრებას მდიდარი და
ელეგანტური საზოგადოება ყოველთვის ეტანებოდა. ჯაინიზმს ასევე დიდი გავლენა
ჰქონდა ფერწერასა და ხელოვნებაზე.

3. მიმანსას შემეცნების თეორია

გნოსეოლოგიური პრობლემების დაყენებაში მიმანსიკები ნიაიას სისტემას


უპირისპირდებოდნენ. რადგან ნიაიები გატაცებით იკვლევდნენ ლოგიკურ ფორმებს,
მიმართებებს მეთოდებს ხოლო მიმანსიკების შემეცნებითი თეორია საბოლოოდ
ვედებით და რიტუალებით აღმოჩნდა გამართლებული.

ცოდნის საფუძვლის შესახებ მიმანსას მოძღვრება ემყარება შემეცნების ორ წყაროს :


არსებობს გრძნობად-აღქმადი და გაშუალებული ანუ ლოგიკური ცოდნა. აღქმითი
შემეცნება პირველ რიგში, საგნის, ობიექტის რეალურ არსებობას აფიქსირებს, შემდეგ
კი ცნობიერება არკვევს ფიქსირებულის რაობას და გამოითქმებს მსჯელობები. აქედან
ჩანს რომ არქმა ობიექტურობიტ ხასიათდება იძლევა საგანთა შესახებ ცოდნას.

შემეცნების მეორე სანდო წყარო გულისხმობს ლოგიკურ დასკვნას, შედარებას,


ვედების ავტორიტეტს ანუ რაიმე ფაქტის წინასწარ დაშვებას დასაბუთების სისწორის
შემოწმებისთვის. ამ შემთხვევაში გაშუალებული შემეცნების სახეობად
დასახელებულია არარსებობის დასაბუთება უშუალოდ იმით, რომ რაც არ არის
აღქმაში, მაშასადამე არ არსებობს.

ბილეთი 3

1. ვედანტას ფილოსოფია

ვედანტა გამორჩეულია თავისი პრინციპების უძველესი წარმოშობით და მთელი


არსებობის მანძილზე სხვა თორიებზე გავლენის მოცდენით.

ვედანტა, როგორც სკოლის სახელწოდება ნიშნავს ვედების დასრულებას, ხოლო


შინაარსობრივად - ვედური სიბრძნის დოქტრინად ჩამოყალიბებას.
ვედანტამ მიზნად დაისახა უფრო მეტი - უპანიშადებში ასახული ვედური სიბრძნის
თვალსაზრისით სისტემატიზაცია ერთი აბსოლუტური ღვთაებრივი არსიდან
სინამდვილი ახსნის მიზნით.

ვედანტას ფუძემდებელია ბადარაიანა. ძვ.წ 4-3 საუკუნე.

ბადარაიანას „ვედანტა-სუტრა“ ანუ „ბრაჰმა-სუტრა“, ოთხთავია, რომლის პირველ


თავში გადმოცემულია ბრაჰმანის შესახებ მეტაფიზიკური მოძღვრება, რომელშიც
წარმოდგენილია ბრაჰმანის დახასიათება, მისი მიმართება სამყაროსთან,
ინდივიდუალურ სულთან. მეორე თავი მოწინააღმდეგე მოძღვრების კრიტიკულ
განხილვას ეთმობა, აქ გადმოცემულია ჩარვაკა, ჯაინიზმი, ბუდიზმი. ამ მიზანს
ემსახურება მსჯელობა სამყაროსა და ღმერთის დამოკიდებულების, უნივერსალური
სულის შესახებ. მესამე თავი ეხება ბრაჰმანის წვდომის გზებსა და საშუალებების
აღწერას. მეოთხე თავში შეჯამებულია შედეგები ბრაჰმანის შემეცნების
შესაძლებლობათა შესახებ, უკვდავი სულის სხეულისგან დაშორების შემდეგ
წინაპრებთან და ბრაჰმანთან მიმართებაზე. ყოველი ეს თავი თავის მხრივ ოთხ
ნაწილად იყოფა და შესაბამისადაა საკითხები განხილული.

ბადარაიანის შეფასებით, ვედები მარადიულნი არიას, ხოლო ვედებზე აგებული


ტრაქტატები ნამდვილად სარწმუნოები არიან.

ვედანტას მოძღვრების ცენტრში დგას ბრაჰმანის ცნება, რომელზეც ითქმის რომ იგი
არის უმაღლესი რეალობა, მთელი სინამდვილის საწყისი, ბოლო და არსება.

ბრაჰმა სუტრა ბრაფმანის რაობის ახსნისას გადის წმინდა მეტაფიზიკის საზრვრებს


გარეთ და მინიშნებულია მის როლზე კოსმიური მაშტაბით, რომ იგი ვლინდება
ერთიანი მსოფლიო სულის, გონის მოქმედებაში. ისიცაა აღნიშნული რომ ყოველი
ელემენტი მის მიერაა შექმნილი, ყოველი გარდაქმნა განვითარება მისი წყალობით
ხდება. ამ წიგნში ასევე გამოყენებულია ანალოგიის მეთოდი - მიზეზისა და შედეგის
მიმართებით აიხსნას ბრაჰმანისა და სამყაროს დამოკიდებულება. ამასთან
დაკავშირებით არსებობს დასკვნა : მიზეზი და შედეგი იგივეობრივია.

ბადარაიანის ვედანტაში მნიშვნელოვანია დებულება - ბრაჰმანი სამყაროს ქმნის


წმინდა, შეუბღალავი მიზნით. თითქოს მანს გართობის მიზნით თავისი თავი
სამყაროდ გადააქცია. ამიტომ ამ მოძღვრებაში მნიშვნელოვანია ასევე სამყაროს
შემოქმედების საკითხი.

რა მიზნით რატომ შექმნა ბრაჰმანმა სამყარო, ვედანტას ფილოსოფიაში საკვლევი და


ფართოდ საკამათო საკითხი გახდა.

ბრაჰმა სუტრას ბოლო თავის დანიშნულება სისტემის შეკვრა-დასრულებაა. მაგრამ


ბადარაიანმა ეს ვერ შეძლო. მისი ვედანტიზმი უპანიშადურ აზროვნებაში ერტი
ღმერთის - ბრაჰმანის უნივერსალობის დასაბუთებით უნდა დასრულებულიყო.
ყოველივე ამან განსაზღვრა ვედანტას შემდგომი განვითარება.

2. ძველი ინდოეთის ორთოდოქსული ფილოსოფიური მოძღვრებები. ვაიშეშიკა

ვაიშეშიკა იმდენად ახლოსაა ნიაიას თეორიულ დებულებებთან, რომ მკვლევართა


აზრით, ისინი ერთი მოძღვრების ორ განშტოებად განვითარდნენ.

ვაიშეშიკას სახელწოდების წარმოშობას უკავშირებენ სანსკრიტის სიტყვას - ვიშეშა,


რაც ნიშნავს განსაკუთრებულს რადგანაც ამ მოძღვრებაში განსაკუთრებულის ცნებამ
დიდი მნიშვნელობა დაიმკვიდრა.

მისი თეორიული პრინციპების სისტემატიზაცია მიეწერება კანადას, როგორც


ვაიშეშიკა-სუტრას ავტორს. ცხოვრობდა ძვ,წ 3 სში. ნამდვილი სახელი იყო ულუკა.

„ვაიშეშიკა-სუტრა“ 10 თავისაგან შედგება, თითო თავი ორი ნაწილისგან.


თხზულებაში ჩამოყალიბებულია რეალური სინამდვილის განმსაზღვრელი შვიდი
კატეგორია, ანუ „ზოგადი მნიშვნელობები“ (სუბსტანცია, თვისება, მოქმედება,
საყოველთაობა, განსაკუთრებულობა, თანაარსებობა/შეერთება, არარსი)

ვაიშეშიკას კატეგორიებში ნაგულისხმებია ზოგადი სიტყვებით გამოთქმული


ობიექტები. მთელი სინამდვილე ორად იყოფა : არსი და არარსი. არსი ანუ ის რაც
არის, ყველა დადებითი განსაზღვრულობის საგანი, ცნობიერი, სული. არარსის
ცნებაში გამოხატულია ყველა უარყოფითი ფაქტი, არარსებული. არსებულის ექვსი
სახეობაა: სუბსტანციური,თვისებრივი, მოქმედებით, საყოველთაო-ზოგადობითი,
განსაკუთრებითი და თანაარსებითი.

სუბსტანცია ყველა საგანთა წარმომქმნელი მიზეზია. მისი ცხრა სახეობა არსებობს :


მიწა, წყალი, ჰაერი, სინათგლე, ეთერი, დრო, სივრცე, სული, გონი ანუ მანასი.
პირველი ხუთი გამოხატავს მატერიალურ ფიზიკურ მოვლენებს. ჩამოთვლილი
ხუთი ელემენტი შედგება ატომებისგან და მათი ატომები მარადიულად არსებობენ,
არ დაიშლებიან, და არ გაქრებიან . ყველა სხვა რთული ნაერთებია და მათი დაშლა და
გაქრობა შეიძლება.

ყველა არსებული საგანი რთულია, მათი დანაწილება შეიძლება იქამდე სანამ არ


მივიღებთ უმცირეს ერთეულს, რომელსაც ვერარ დავშლით. ატომების ოთხი გვარი
არსებობს: მიწა, წყალი, ჰაერი, სინათლე-ცეცხლი. ასევე შეგვიძლია მივიჩნიოთ
ეთერიც.

სულიერი სუბსტანცია მარადიული, ყოვლისმომცველი, ინდივიდუალური და


უმარლესი ცნობიერების საფუძველია. სული სამყაროს შემოქმედია, ინდივიდუალურ
სულს განაგებს მანასი, რომელიც მთლიანი ატომის მსგავსია, დაუნაწევრებელია.
სწორედ ამის საფუძველია ჩვენი შეგრძნებების ერთმანეთისაგან გამორჩეულობა,
განსხვავებულობა.

ვაიშეშიკას მოძღვრების მიხედვით თვისება დამოუკიდებელი კატეგორიაა, მაგრამ


იგი არსებობს, როგორც სუბსტანციიის თავისებურებათა განმსაზღვრელი და
საგნობრივი ბუნებისსა და როგორობისაა. მთელი სინამდვილე თვისებების
მიხედვითაა განხილული და ყოველი არსებულისზ რაოდენობრივი მხარე მასზეა
დაყვანილი. თვისებები თავისი რაოდენობით, კატეგორიით მრავალფეროვანია.
შეგვიძლია 24 ამდე თვისებათა მოდალობა დავასახელოტ: ფერი, სუნი, გემო, ხმაური,
რიცხვი და ა.შ

ვაიშეშიკას მოძღვრების სიახლედ შეგვიძლია დავასახელოთ განსაკუთრებულის


კატეგორიის აღმოჩენა. ნამდვილი რეალობა განსაკუთრებულობაა, ზოგადი
აზროვნების მიერაა დადგენილი, იგი ახასიათებს საგანთა გარკვეულ კლასს,
შედგენილს ძირითადი ანუ არსებითი ნიშნის მიხედვით, ე.ი ზოგადისა და კერძოს
შორის კავშირი განსაკუთრებულში გამოიხატება. ზოგადისა და განსაკუთრებულის
დადგენა გულისხმობს ანალიზს. ზოგადის მიღწევისთვის ანალიზი კერძოდან
განსაკუთრებულის მეშვეობით იწყება.

ვაიშეშიკას მოძღვრებაში მნიშვნელოვანია არაარსის ცნების ანალიზი. იგი


უარყოფითი შინაარსის კატეგორიაა. აღნიშნავს ყველა უარყოფით ფაქტობრივ
ვითარებას, გაგებულია როგორც არსებულის წინწამძღვარებული, აღნიშნავს აგრეთვე
არსებულის დაშლისა და მოსპობის შედეგს. და ბოლოს, რაიმეს არარსებობას სხვისი
სახით. მაშასადამე არარსი იმდენად არსებობს რამდენადაც დაკავშირებულია არსთან,
არსებულთან. არარსის სამი გაგების გამო არსებობს მისი სამი განხორციელება

1. პრაგ-აბჰავა - საგნის მოვლენის არსებობა მის წარმოშობამდე


2. აბჰავა - აღნიშნავს არსის მომდევნო არარსს (მოსპობის, დაშლის შემდგობს)
3. დჰვანსა-აბჰავა - გამორიცხულია რაიმის არსებობა სხვა სახით

ვაიშეშიკას ატომისტიკა დაქვემდებარებულია მოქმედი სულების მიზეზობრივი


აქტივობისაადმი, რაც თავის მხრივ, უფრო მაღალი ღვთაებრივი ძალის ნებას
გამოხატავენ. სამყაროში ფიზიკურთან ერთად მოქმედებს სულიერი ძალა. ამ
ძალების ერთიანობა განსაზღვრავს ზნეობრივ პრინციპებს.

ვაიშეშიკას მოძღვრებაში მკვეთრად არის განსაძღვრული სამყაროს შემოქმედის


რაობა, მაგრამ სამყაროში ქმნადობა და ნგრევა რომ არსებობს, არ არის ახსნილი ბრა
სტიქიური ძალებით, არამედ ინდივიდუალური სულების აქტივობით. უფრო მეტიც
ღვთაებრივი ძალაც კი ბრაჰმადაა გამოცხადებული, გაკვრითაა საუბარი ბრაჰმაზე,
როგორც სამყაროს წესრისგის შემოქმედზე, რომელიც აერთიანებს დადებითს,
უარყოფითს, ბედნიერებას, უბედურებას და ა.შ. ვაიშეშიკას მოძღვრების
უნიკალურობა აქ იმაში ჩანს რომ სამყარო რომელშიც წინააღმდეგობებია, არ არის
მიჩნეული მუდმივად, იგი უნდა გარდაიქმნას დადებითის საპირისპირო
უარყოფითის დაძლევიტ, ბედნიერების გვერდით უნდა იყოს უბედურტებაც.
წინააღმდეგობით სავსე სამყაროს დასვენების ნება უნდა მ,იეცეს ისევე როგორც
ადამიანებს. სამყაროსთვის მოსვენება არის დაშლა, დაშლა შექმნის წესრიგს და
შემდეგ მოხდება მსისი ხელახალი დაბადება.

ვაიშეშიკა უფრო მეტად რეალისტური პოზიციის მოძღვრებად შეგვიძლია


განვიხილოთ, რადგან აქ ღვთაებრივობაზე, სულიერებაზე შედარებით
თავშეკავებული პასუხებია გამოკვეთილი.

3. სანქჰიას ეთიკური მოძღვრება

სანქჰიას ეთიკური მოძღვრება ემყარება ძვ. ინდოეთსი საკმაოდ ფართოდ აღიარებულ


დებულებას ტანჯვის უნივერსალობის შესახებ. სიცოცხლე თუმცა გულისხმობს
სიხარურისა და ტანჯვის მონაცვლეობას, მაგრამ ეს დროებითია, ცოცხალი
არსებისთვის მუდმივად თანმდევია ავადმყოფობა, სიბერე, სიკვდილი. ტანჯვის ამ
სახეთაგან ერთი ცოცხალი არსების ფსიქო-ფიზიკური არსებიდან მომდინარეობს,
მეორე - გარემო-სინამდვილის ზემოქმედებიდან. მესამეს მიზეზი ზებუნებრივი
უჩვეულო მოვლენებია. ყველა ადამიანი ცდილობს გათავისუფლდეს ტკივილისგან,
ტანჯვისაგან, ძლიერი ემოციისაგან, რომ როგორმე შეიმსუბუქოს ტანჯვა, თუმცა მას
ამაში არაფერი ეხმარება.

ტანჯვისგან განთავისუფლება არ შეუძლია არც სიკეთის ქმნას, არც სიკვდილს


რადგან ბედი სიკვდილის შემდეგაც მოგდევს და თუ ტანჯვის მიზეზი
შემთხვევითია, ჩვენ შეგვიძლია მისი წარმომქმნელი წყარო გავიგოთ და მოვერიდოთ.
თუმცა ყოველი ცდა ტანჯვისგან განთავისუფლების უშედეგო და უიმედოა,
დროებითია.

ტანჯვა სხეულებრივი არსებობის ნაწილია, ამიტომაა პურუშა მისგან თავისუფალი,


ამიტომ არ აქვს მას არც სურვილები და არც სიძულვილი.

სანქჰია ეთუიკურ-ზნეობრივი ყოფის მიღწევისთვის მოუწოდებს ადამიანებს არა


ხელახლა დაბადებისკენ, არამედ საკუთარ თავში იმის აღმოჩენისკენ, წარმოჩენისკენ
რანიც ვართ, თავისი თავისა და იმის ხელახლა განცდისკენ რაც დავივიწყეთ. ამ
გაგებით თავისუფლება დაბრუნებაა ჭეშმარიტ მეში. თავისუფლება მოითხოვს
შემეცნებას, ცოდნას მაგრამ თეორიული ცოდნა არასაკმარისია, აუცილებელია
პრაქტიკულად განხორციელება, რომ მოიპოვო შედეგი, სიმშვიდე.
ეთიკურის სფეროში დიდი მნიშვნელობა ენიშჭება გუნათა როლსაც, სანქჰია
გვაუწყებს რომ თუ რომელიმე გუნა ადამიანში მეტია მაშინ ადამიანთა განსხვავებულ
სახეებს ვიღებთ, ისინი შეიძლება იყვნენ ბოროტები, მამაცები., კეთილმოსურნეები,
დეპრესიულები, დაკარგულები და ა.შ.

ბილეთი 4

1. ნირვანა ბუდუზმში

ბუდიზმის მოძღვრებაში ცენტრალური ადგილი უწირავს ნირვანას, ადამიანის


სულიერი მდგომარეობის განსაკუთრებულ ექსტაზურ განცდას. ეს ტერმინი
სანსკრიტული წარმოშობისაა. შედგება ორი ნაწილისგან „ნირ“ და „ვანა“, პირველი
უარყოფითი პრეფიქსია, მეორე კი ნიშნავს წვას. შესაბამისად, ნირვანა შეგვიძლია
გავიგოთ როგორც ჩაქრობა. ეს ტერმინი ბუდიზმში ნიშნავს ადამიანური
სურვილებისა და ვნებების ჩაქრობას, ლტოლვაზე კონტროლსა და ამაღლებას.

ნირვანა ადამიანთა სამყარო-ტანჯვისაგან თავდახსნის ურთულესი და უძნელესი


გზაა, რომელიც ინდივიდის სულიერი, შინაგანი ქმნადობის მრავალწახნაგა,
ურთულეს გადასალახავ საფეხურებს მოიცავს. მხოლოდ ნირვანის მიღწევის
ერთადერთი გზით მიდის ადამიანი გარდასახვის აუცილებელი კარმისეული
ჯაჭვიდან - სანსარიდან სრულ და საბოლოო განთავისუფლებამდე.

ბუდისტური ნირვანა არის ადამიანური განსჯის ენით გამოუთქმელი ექსტაზური


მდგომარეობა. ამ უნიკალური ექსტაზური სულიერი განცდის გადმოცემა
მეცნიერულად შეუძლებელია. ის გასაგებია ბოლომდე მათთვის ვინც უშუალოდ
თავის თავზე გამოსცადა ის. ბუდა ამ ფენომენს თავის მოწაფეებთან არ განმარტავდა,
უფრო მოიშველიებდა ხოლმე მხატრულ შედარებებს, ანალოგიებს და ა.შ.

ბუდიზმში ნირვანას ექსტაზი მოიაზრება, როგორც ადამიანთა ამქვეყნიური


ცხოვრების უმაღლესი მიზანი, სულიერი ქმნადობის უმაღლესი საფეხური,
რომელიშიც ურთიერთშერწყმულია ინტელექტის, გრძნობისა და ნების ადამიანური
უნარები. ნირვანა ამ უნართა არაჩვეულებრივი, უმაღლესი გამოვლინებაა.

ბუდისტურ ნირვანას წინ ოთხი მოსამზადებელი საფეხური უსწრებს:

1.შილა

2. სამადჰი

3. პრაინა
4. დჰიანა.

ისინი ერთმანეთს ეყრდდნობიან და ერთიან ზეაღმავლობას ქმნიან, რაც ნირვანასთან


გვაახლოვებს. პირველში იგულისხმება კეთილზნეობა, მორალური სიწმინდე.
მეორეში - ცნობიერების, ყურადრების კონცენტრაცია. მესამეში - შემეცნებითი
ჩაღრმავება. ხოლო მეოთხე თავის მხრივ კიდევ ქვესაფეხურებისგან შედება და
ყველაზე რთული გასავლელია, აქ ადამიანი კარგავს საკუთარ ეგოსთან კავშირს.

2. ძველი ინდოეთის ორთოდოქსული ფილოსოფიური მოძღვრებები. ნიაია

ნიაია სანსკრიტზე ნიშნავს ლოგიკას, წესებს, დასკვნას. ხშირად ინდოელები


ყოველგვარ ცოდნასაც ნიაიას უწოდებდნენ. რადგან ცოდნის შინაარსი
განიმარტებოდა როგორც საგნის შინაარსში შეჭრა და მისი ანალიზი.

ძველ ინდოეთში ძვ.წ 3 საუკუნეში ცხოვრობდა გაუტამა, რომელმაც შეადგინა „ნიაია-


სუტრა“ და ასე სათავე დაუდო ამ ფილოსოფიურ მიმართულებას. ამით დაფუძვნდა
ინდოეთში ლოგიკის მეცნიერება.

ნიაია-სუტრას პირველი თავიდან ჩანს წინამძღვართა მნიშვნელობა, მასში


განხილულია 16 საკამათო თემა და მინიშნებულია იმაზე, რომ ჭეშმარიტი ცოდნა
სწორედ კამათში იბადება.

ნიაია-სუტრა 5 თავისაგან შედგება და ყოველი ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველში


ზოგადადაა განხილული 16 თემა. მეორე თავი ეხება შეეჭვების მეთოდის
თავისებურებას და დასაბუთების საშუალებებს. მესამე თავში გადმოცემულია
მოძღვრება მეს და სხეულის, შეგრძნებების და მათი ობიექტების შესახებ. მეოთხეში
განხილულია ნებისყოფის, წუხილის, ტანჯვისა და თავისუფლების პრობლემები.
ხოლო მეხუთე თავი ეხება ყალბი კამათის თავისებურებებს და ადგენს კამათის
საბაბის რაობას.

ნიაიას ფილოსოფიის მთავარი ამოცანაა ადამიანის ამქვეყნიური ტანჯვისაგან


განთავისუფლება. თავისუფლების მიღწევა რასაც უნდა ემსახურებოდეს შემეცნება,
ლოგიკის გზით ჭეშმარიტი შემეცნების გზაზე დადგომა. ნიაია არ არის
აბსტრაქტული მოძღვრება ლოგიკური აზროვნების ფორმირებისა და მეთოდების
შესახებ, არამედ მისი მთავარი მიზანი ინდური ფილოსოფიისთვის ტრადიციული
პრობლემის გადაწყვეტაა, ადამიანის ცხოვრების შეცვლა, გამოყვანა ტანჯვიდან და
თავისუფლების გზაზე დაყენება. ამ მოძღვრების მიხედვით აუცილებელია
ობიექტური სინამდვილის, ე.ი ონტოლოგიური პრინციპების გადმოცემა, საიდანაც
გამომდინარეობს ცოდნისა და ლოგიკის შესახებ თვალსაზრისი.
ნიაია ემყარება თეორიას რეალური სამყაროს მთლიანობის შესახებ, რომელიც
შედგენილია ოთხი ელემენტისაგან: მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი.

ნიაია უშვებს მეს ანუ სულის დამოუკიდებელ სუბსტანციად არსებობას, რომელსაც


გააჩნია ატრიბუტები: სიამოვნება, ტკივილი, სურვილი, ოცნება და ა.შ. ნიაიას
მოძღვრება ინდივიდუალურ და საყოველთაო მეს ანსხვავებს, ანუ სულს დროსა და
სივრცის გარეშე არსებულს.

მეს გაგებისგან განსხავებულია ცნობიერების ცნება. ნიაია უარყოფს ცნობიერების


არსებობას სხეულის გარეშე. ნიაიკებისთვის ცნობიერება ყოველთვის
დაკავშირებულია სხეულთან და არ არსებობს როგორც ინდივიდუალური მეს
კუთვნილება, იგი სულის ატრიბუტია და სულის სხვადასხვა მდგომარეობასთან არის
დაკავშირებული. ცნობიერება ვლინდება სხვადასხვა სულიერ პროცესში: გარეგან
შეგრძნებებსა და შინაგას გრძნობებში, ეს აღქმაა და აუცილებლობით გულისხმობს
სულისა და სხეულის ერთიანობას. გარდა ამისა ცნობიერებაში ყოველთვის
იგულისხმება გონება, აზროვნების უნარი, ცნებები. ცნობიერების ეს გამოვლინებანი
მუდამ არ არსებობენ, ყოველთვის არ არის შეგრძნებები, აზროვნების აქტები, მაგრამ
ყოველთვის არსებობს მე, როგორც სუბსტანცია.

ნაიაკებმა გაარკვიეს რომ მეს შემეცნება საკუთარი ცნობიერების თვითანალიზით


მხოლოდ ნაწილობრივი იქნება, რადგან შემმეცნებელ ადამიანს საქმე აქვს არა
ფაქტობრივად მეს სუბსტანციასტან, არამედ საკუთარი შემეცნების უნართან,
გრძნობებთან, ნებასტან, ანუ საყოველთაო მეს მაგივრად გვაქვს მგძნობიარე მე.
გამოდის რომ თვითშემეცნება ვერ წვდება მეს რაობას.

ამ პრობლემის გადაწყვეტისთვის გამოყენებულია ორი ცნება - ატმა და მანასი. ატმა


მართავს ადამიანის გრძნობელობის სფეროს მანასი აზროვნების მმართველია. ისინი
მარადიულები არიან და ერთად ქმნიან კარმას. ადამიანის თავისუფლება სწორად
კარმაზეა დამოკიდებული. მის გარეშე არ არსებობს თავისუფლება, რაც სამი გზით
მიირწევა.

საბოლოოდ გაირკვა რომ ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საჭიროა


ინდივიდუალური ცნობიერების დაგმობა და წმინდა ცნობიერებამდე ამღლება.
ტანჯვისაგან ხსნა შეგრძნებებისაგან განთავისუფლება, ყოველგვარი განცდისა
უარყოფას გულისხმობს. თავისუფლება სული ის მდგომარეობაა, რომელიც
აუცილებლობით გულისხმობს შემეცნების სრულყოფილ განხორციელებას,
გარესამყაროს ცოდნას და თვითშემეცნებას.

ნიაია თავდაპირველად არ ემხრობოდა ღმერთისს არსებობას და მისი შემოქმედების


საკითხებს. თუმცა გვიანდელ პერიოდში გაჩნდა არგუმენტები ღმერთის არსებობის
დასამტკიცებლად.
ნათქვამია რომ ნიაია სუტრაში, გაუტამას ლოგიკა მჭიდროდაა დაკავშირებული
შემეცნების პროცესთან, შემეცნების საფუძვლად კი ოთხი წყაროა განხილული: ღქმა,
დასკვნა, შედარება და დადასტურება. შემეცნება არის ობიექტების წვდომა, აღმოჩენა.

ჭეშმარიტია ცოდნა, რომელიც თავისი ობიექტის რაობას გაარკვევს. წეშმარიტი


ცოდნის საზომი ორგვარია: შესაბამისობა შემეცნებულსა და ფატობრივ ვითარებას
შორის და მეორე, რამდენაც უწყობს ხელს შემეცნება დასახული მიზნის
განხორციელებას. გიტამა აღქმას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ის აღქმის ორ სახეს
გვთავაზობს: უშუალო- ადამიანური, ზეგრძნობადი ანუ ღვთიური.

გაუტამას მოძღვრების მიხედვით ჭეშმარიტი შემეცნების სახეობაა დასკვნა, ნიაიკების


თქმით - ანუმანა. (ანუ - შემდეგ, მანა- ცოდნა) - ეს გაშუალებული ცოდნაა, წინა
ცოდნიდან გამომდინარე. დასკვნა ისეთი ცოდნაა, რომელიც მიიღება აღქმით
დადგენილში რაიმე ნიშნით სხვასთან მუდმივი კავშირის აღმოჩენის შედეგად. ეს
კავშირი დასკვნაში თვალნათლივ არ აღიქმება. დასკვნა სამი ტერმინისგან შედგემა -
დიდი, მცირე, საშუალო და ძირითადად სამ მსჯელობაში გაიშლება. ამოსავალი,
დასასაბუთებელი და ბოლოს დასაბუთებული მსჯელობა.

ინდურ ლოგიკაში სილოგიზმი იწყება დასკვნითი მსჯელობით, ხოლო დიდი


წინამძღვარი ბოლოა, ამის შესაბამიკსად გვაქვს დასკვნის ხუთნაწილიანი სისტემა.

ნიაიაში დასკვნის ფორმების ასეთი სირთულის გამო საჭირო იყო დასკვნაში


შეცდომების მიზეზების საითხის გარკვევაც. ნიაიკების მიხედვით დასკვნაში არ
შეიძლება იყოს ფორმის მიზეზით შეცდომა, რადგან ყოველი დასკვნა გულისხმობს
ლოგიკური გამომდინარეობის სტრუქტურის დაცვას, ამიტომ შეცდომების მთავარი
მიზეზი მატერიალური საფუძვლებია, რომელნიც ფაქტიურად განსაზრცრავენ
დასკვნაში წინამძღვართა ჭეშმარიტება-მცდარობას.

ჭეშმარიტების შემეცნების მესამე წყაროდ ნიაიკებვს მიაჩნიათ მსგავსება, რაც ნიშნავს


შემდეგს : შემეცნება ჭეშმარიტია, როცა ჩვენს ცოდნას, მის საგანსა და ამის
გამომხატველ სიტყვას შორის არსებიბს მსგავსება, თანხმობა.

მეოთხე წყაროდ დასახელებულია დამოწმება. ანუ დასაბუთება, საგანთა


შემეცნებისას სხვა პირთა მიერ თქმული სიტყებისა და მსჯელობების მომარჯვებით.

ნიაია მნიშვნელოვნად გასცდა აღმოსავლეთის ფილოსოფიურ ხედვებს, აზროვნების


სპეციფიკას. ნიაია ახლო მივიდა ადამიანის, როგორც ჩვეულებრივი მენტალობის და
ამავდროულად აზროვნებით ყველასგან გამორჩეულის იდეამდე.

3. სამი მარგალიტის მოძღვრება ჯაინიზმში


ადამიანის ზნეობრივ ქცევებზე ჯაინისტების მოძღვრება ემყარება სამ მარგალიტს:
სწორი შემეცნება, სწორი რწმენა, სწორი მოქმედება. მხოლოდ ამ სამი მოთხოვნის
შესრულებით შეიძლება თავისუფლების და ზნეობრივი სრულყოფილების მოპოვება.

შემეცნება რწმენის რაიმე ელემენტის გარეშე ვერ დაიწყება, ამიტომ პირველადი


რწმენა ემყარება ჩვენს გონიერ მიმართებას ჭეშმარიტებასთან. სწორი რწმენა იწყება
ცოდნის თანდათანობითი სრულყოფით, შესაბამისად რწმენა ძლიერდება და
საბოლოოდ ყალიბდება ჯაინიზმის რწმენად. ამ მოძღვრების ღრმად შესასწავლად
საჭირიოა „პანჩა-მაჰავრატას“ მცნებების ზუსტი დაცვა.

სამივე მათგანი რწმენა, ცოდნა, მოქმედება ერთმანეთზეა დამოკიდებული, ისინი


ერთგვარად განსაზღვრავენ ერთმანეთს და ხელს უწყობენ ერთმანეთის ფორმირებას.

ჯაინისტების სამი ძირითადი დებულება - სწორი შემეცნება, სწორი რწმენა, სწორი


ქცევა და მასთან დაკავშირებული ხუთი მცნება, ყოველდღიური ცხოვრების წესის
გარკვეულწილად შეცვლას მოითხოვს, მკაცრი შეზრუდვები, წესების დაცვები და
უამრავი სხვა რამ.

ბილეთი 5

1. მიმანსიკების ფილოსოფიური შეხედულებები

მიმანსას მოძღვრების ჩამოყალიბების თარიღად ითვლება ძვ.ს 5-4 ს. სახელწოდება


სანსკრიტის ენაზე ნიშნავს - გააზრებას, საფუძვლების გამოკვლევას, რომელშიც
იგულისხმება ვედების განხილვა, კრიტიკა. მიმანსას ფილოსოფიური თეორია
უპირველეს მიზნად ისახავს ვედებისა და რიტუალების დაცვას, თეორიულ
გამართლებას და მათი მნიშვნელობის დასაბუთებას.

მიმანსიკების მიხედვით ვედები მარადიული აზრებია, რომელთაც შემოქმედი არა


ჰყავთ არც ბრძენისა და არც ღმერთის სახით. მათზე არ ითქმება სიტყვა შექმნა. არც
იმის დასაბუთება შეიძლება რომ ბრძენმა ადამიანმა შეძლო მათი გააზრება და რომ
ისინი ადამიანის გონებით დადგენილნი არიან. ამის მიზეზი კი ის არის რომ
ადამიანის გონება მერყეობს ცოდნასა და არცოდნას, ჭეშმარიტებასა და მცდარობას
შორის, ამიტომ ცხადია მათი შემქმნელი არ შეიძლება იყოს მარადიული სიბრძნე.
მაშასადამე ვედები ყოველთვის არსებობდნენ, მხოლოდ გვიან დაიწყეს მათი ზეპირი
გავრცელება შემდეგ კი ჩაწერა. თუმცა მათში გადმოიცემული სიბრძნე ვერ გაიგეს
ბოლომდე, ამიტომ ჩამოყალიბდა მიმანსას მიმართულება რთა მათ გამოიკვლიონ და
დაასაბუთონ ის რაც ვედებშია გადმოცემული.
მიმანსას მოძღვრებაში მიზეზ-შედეგობრიობის ტრადიციული გაგება შევსებულია
ახალი თვალსაზრისით. დადგენილია პოტენციური ენერგიის არსებობა, რომელიც
მიზეზშია მოცემული.

პოტენციური ენერგიის ცნება მიმანსიკებმა მათი მოძღვრების ძირითადი დოქტრინის


ახსნისათვის გამოიყენეს, კერძოდ ვედური რიტუალების თუ წეს-ჩვეულებების
გამართლებისათვის. მათ უნდა აეხსნათ თუ როგორი შედეგი მოჰყვებოდა წეს
ჩვეულებებისა და რიტუალების შესრულებას დიდი ხნის შემდეგ.

მიმანსა ამ საკითხთან დაკავშირებით დამაიმედებელ პასუხებს იძლევა, რომ


რიტუალი ჩვენს სულში წარმოქმნის პოტენციურ ძალას რომელიც ადრე თუ ვიან
აუცილებლად გამოავლენს თავის სახეს და მოგვცემს შედეგს.

მიმანსას მიძღვრება ლოგიკურ აზროვნებას გამოცდილებით მიღებულ ცოდნაზე


მაღლა აყენებს და უფრო მეტად რაციონალიზმისკენ იხრება, მაგრამ რწმენის წინაშე
როგორც რაციონალურის ისე ირაციონალურის შეზრუდვებზე მითითებით ვედების
ავტორიტეტს უფრო დიდ მნიშვნელობას ანისჭებს. ამ კონტექსტიდან ლოგიკისა და
ფილოსოფიის პოზიციიდან საყურადღებოა დასკვნები.

მიმანსიკები ამტკიცებდნენ რომ წმინდა ლოგიკურ დასკვნებისა და დასაბუთების


გზით სვლა არც საიმედოა და არც სასარგებლო. დასკვნას თავისი შემეცნებითი
ღირებულება აქავს და მიმანსიკები ამას კატეგორიულობით ამტკიცებენ, მსჯელობე
იმაზე რომ ცოდნის უკმარისობის, საეჭვობის შემთხვევაში აუცილებელია დასკვნის
გამოყენება, რომელიც თავიდან აგვაცილებს წინააღმდეგობებს, მაგრამ ამასთან
ერთად შედარებით ყველზე უტყუარია რწმენა, რომელიც თან უნდა სდევდეს
ჭეშმარიტ შემეცნებას.

მიმანსა ასევე დიდ ყურადღებას აქცევს იმ საშიშროებას რაც ფაქტებისა და ფორმების


აცდენამ შეიძლება გამოიწვიოს, რადგან ასე ჩვენი ცოდნა არასწორად წარიმართება
რაც ვნებს ჩვენს სიცოცხლეს, ცხოვრებას. არ ცდება ის ვინც ვედების სიბრძნეს
მისდევს. რადგან ისინი არავის შეუქმნია, ისინი ისევე მარადიულია როგორც
სიტყვები და ბგერები. როგორც სინათლე გვინათებს გზას ასევე გვეხმარება ვედებში
გადმოცემული სიბრძნე.

2. რაჯა-იოგას ფილოსოფიური პრინციპები

რაჯა იოგა სანსკრიტულად ნიშნავს ცნობიერების-იოგას. იგი გვასწავლის ადამიანის


ცნობიერების ზეცნობიერად გარდაქმნის, პიროვნების შინაგანი, სულიერი ჭვრეტის,
მედიტაციის პროცესის გზებსა და მეთოდებს. იგი ადამინიანის ფსიქიკური მართვის,
თვითკონტროლის მკაცრი ტექნიკაა.
რაჯა იოგას უმთავრესი მიზანი ემთხვევა იოგის საერთო მიზანდასახულობას. ეს
მიზანი მდგომარეობს ადამიანის ამქვეყნიური, მიწიერი ცხოვრების დაძლევაში,
პიროვნების ცხოვრების საზრისის გარკვევაში, ადამიანის ყოველდღიური,
ჩვეულებრივი ცნობიერების გაფართოებაში, სულიერი განვითარების აღმავლობაში,
ცნობიერების ზეცნობიერებად გადაქცევაში. მისი საბოლოო მიზანია სამადჰის
უმაღლესი შემეცნებითი მდგომარეობის მოპოვება.

სამადჰის ექსტაზური მდგომარეობა ადამიანის სულიერი განვითარების ბოლო,


მერვე საფეხურია.

ზოგადად ექსტაზი გამოხატავს პიროვნების მდგომარეობას, როდესაც ადამიანი


აღწევს მაქსიმალურ ფსიქიკურ სინათლეს, შედის კონტაქტში და ზოგჯერ ეზიარება
აბსოლუტურ ყოფიერებას. ექსტაზის მდგომარეობა ცხადყოფს პიროვნების
ცხოვრების უმაღლეს საზრისს.

სამადჰი თავისებური სულიერი გასხივოსნებაა. იგი ადამიანის მუდმივად თანხლები


არცოდნის დაძლევა-გადალახვაა და ეს ხდება უჩვეულო შინაგანი სულიერი განცდის
დაუფლების გზით.

სამადჰი როგორც ადამიანის შინაგანი მენტალურობის ბოლო საფეხურია, ეს არის


ადამიანის ყველაზე დიდი გამარჯვება, რომელიც შეიძლება ოდესმე მოიპოვოს.

თვითონ პატანჯალი რაჯა იოგაში სამადჰის უკავშირებს რიტმული სუნქვის


განსაკუთრებულ სახეს - იოგატა გონით სუნთქვას. ასეთი სუნთქვის მეშვეობით
ხდება პიროვნების მიერ მსოფლიო სულის დიადი თვისებების მიწერა საკუთარი
თავისადმი. ამ დროს ადამიანი თითქოს მართლა მიმართავს თვითჰიპნოზს,
თვითშთაგონებით დგება საკუთარი სულისა და მსოფლიო სულის იგივეობის
თვალსაზრისზე. უმტკიცესი ნებისყოფისა და რიტმული სუნთქვის სინთეზით კი
ადამიანი ამჟღავნებს და ავითარებს თავის თავში მისსსავე არსებას - გონითობას,
ღვთიურობას.

რაჯა იოგა დღესაც ერთგულია მისი პრინციპების. იგი მკაცრად იცავს სხეულისა და
სულის წვრთნის ტრადიციულ წესებს. რადგან იოგას ყველა მიმდევარი არ აქვს
მნიშვნელობა რა მიმართულება იქნება ვალდებულია პატანჯალის მიერ
ჩამოყალიბებული წესები მკაცრად დაიცვას.

3. ვაიშეშიკას კატეგორიები

„ვაიშეშიკა-სუტრა“ 10 თავისაგან შედგება, თითო თავი ორი ნაწილისგან.


თხზულებაში ჩამოყალიბებულია რეალური სინამდვილის განმსაზღვრელი შვიდი
კატეგორია, ანუ „ზოგადი მნიშვნელობები“ (სუბსტანცია, თვისება, მოქმედება,
საყოველთაობა, განსაკუთრებულობა, თანაარსებობა/შეერთება, არარსი)

ვაიშეშიკას კატეგორიებში ნაგულისხმებია ზოგადი სიტყვებით გამოთქმული


ობიექტები. მთელი სინამდვილე ორად იყოფა : არსი და არარსი. არსი ანუ ის რაც
არის, ყველა დადებითი განსაზღვრულობის საგანი, ცნობიერი, სული. არარსის
ცნებაში გამოხატულია ყველა უარყოფითი ფაქტი, არარსებული. არსებულის ექვსი
სახეობაა: სუბსტანციური,თვისებრივი, მოქმედებით, საყოველთაო-ზოგადობითი,
განსაკუთრებითი და თანაარსებითი.

სუბსტანცია ყველა საგანთა წარმომქმნელი მიზეზია. მისი ცხრა სახეობა არსებობს :


მიწა, წყალი, ჰაერი, სინათგლე, ეთერი, დრო, სივრცე, სული, გონი ანუ მანასი.
პირველი ხუთი გამოხატავს მატერიალურ ფიზიკურ მოვლენებს. ჩამოთვლილი
ხუთი ელემენტი შედგება ატომებისგან და მათი ატომები მარადიულად არსებობენ,
არ დაიშლებიან, და არ გაქრებიან . ყველა სხვა რთული ნაერთებია და მათი დაშლა და
გაქრობა შეიძლება.

მნიშვნელოვანია სულიერი სუბსტანცია, რომელიც მარადიული, ყოვლისმომცველი,


ინდივიდუალური და უმარლესი ცნობიერების საფუძველია. სული სამყაროს
შემოქმედია, ინდივიდუალურ სულს განაგებს მანასი, რომელიც მთლიანი ატომის
მსგავსია, დაუნაწევრებელია. სწორედ ამის საფუძველია ჩვენი შეგრძნებების
ერთმანეთისაგან გამორჩეულობა, განსხვავებულობა.

ვაიშეშიკას მოძღვრების მიხედვით თვისება დამოუკიდებელი კატეგორიაა, მაგრამ


იგი არსებობს, როგორც სუბსტანციიის თავისებურებათა განმსაზღვრელი და
საგნობრივი ბუნებისსა და როგორობისაა. მთელი სინამდვილე თვისებების
მიხედვითაა განხილული და ყოველი არსებულისზ რაოდენობრივი მხარე მასზეა
დაყვანილი. თვისებები თავისი რაოდენობით, კატეგორიით მრავალფეროვანია.
შეგვიძლია 24 ამდე თვისებათა მოდალობა დავასახელოტ: ფერი, სუნი, გემო, ხმაური,
რიცხვი და ა.შ

ვაიშეშიკას მოძღვრების სიახლედ შეგვიძლია დავასახელოთ განსაკუთრებულის


კატეგორიის აღმოჩენა. ნამდვილი რეალობა განსაკუთრებულობაა, ზოგადი
აზროვნების მიერაა დადგენილი, იგი ახასიათებს საგანთა გარკვეულ კლასს,
შედგენილს ძირითადი ანუ არსებითი ნიშნის მიხედვით, ე.ი ზოგადისა და კერძოს
შორის კავშირი განსაკუთრებულში გამოიხატება.

ზოგადისა და განსაკუთრებულის დადგენა გულისხმობს ანალიზს. ზოგადის


მიღწევისთვის ანალიზი კერძოდან განსაკუთრებულის მეშვეობით იწყება.
განსაკუთრებული წარმოიშობა და ისპობა ეს კარგად ჩანს კერძოში. ხოლო ზოგადის
განსაკუთრებული მუდმივია.
ვაიშეშიკას მოძღვრებაში მნიშვნელოვანია არაარსის ცნების ანალიზი. იგი
უარყოფითი შინაარსის კატეგორიაა. აღნიშნავს ყველა უარყოფით ფაქტობრივ
ვითარებას, გაგებულია როგორც არსებულის წინწამძღვარებული, აღნიშნავს აგრეტვე
არსებულის დაშლისა და მოსპობის შედეგს. და ბოლოს, რაიმეს არარსებობას სხვისი
სახით. მაშასადამე არარსი იმდენად არსებობს რამდენადაც დაკავშირებულია არსთან,
არსებულთან.

ბილეთი 6

1. ძველი ინდოეთის ორთოდოქსული ფილოსოფიური მოლძღვრებები. მიმანსა

მიმანსამ ძვ. ინდოეთში განვითარების ორი პერიოდი გაიარა : ადრეული მიმანსა ანუ
„პურვა-მიმანსა“ და გვიანდელი - „უტტარა-მიმანსა“. მოძღვრების ჩამოყალიბების
თარიღად ითვლება ძვ.ს 5-4 ს. სახელწოდება სანსკრიტის ენაზე ნიშნავს - გააზრებას,
საფუძვლების გამოკვლევას, რომელშიც იგულისხმება ვედების განხილვა, კრიტიკა.
მიმანსას ფილოსოფიური თეორია უპირველეს მიზნად ისახავს ვედებისა და
რიტუალების დაცვას, თეორიულ გამართლებას და მათი მნიშვნელობის
დასაბუთებას.

მიმანსიკების მიხედვით ვედები მარადიული აზრებია, რომელთაც შემოქმედი არა


ჰყავთ არც ბრძენისა და არც ღმერთის სახით. მათზე არ ითქმება სიტყვა შექმნა. არც
იმის დასაბუთება შეიძლება რომ ბრძენმა ადამიანმა შეძლო მათი გააზრება და რომ
ისინი ადამიანის გონებით დადგენილნი არიან. ამის მიზეზი კი ის არის რომ
ადამიანის გონება მერყეობს ცოდნასა და არცოდნას, ჭეშმარიტებასა და მცდარობას
შორის, ამიტომ ცხადია მათი შემქმნელი არ შეიძლება იყოს მარადიული სიბრძნე.
მაშასადამე ვედები ყოველთვის არსებობდნენ, მხოლოდ გვიან დაიწყეს მათი ზეპირი
გავრცელება შემდეგ კი ჩაწერა. თუმცა მათში გადმოიცემული სიბრძნე ვერ გაიგეს
ბოლომდე, ამიტომ ჩამოყალიბდა მიმანსას მიმართულება რთა მათ გამოიკვლიონ და
დაასაბუთონ ის რაც ვედებშია გადმოცემული.

მიმანსას სისტემას გნოსეოლოგიური ორიენტაცია აქვს, რომელსაც საფუძვლად აქვს


უკვე მოცემული ცოდნა.

ვედური სიბრძნის დაცვისთვის მიმანსა ორ პირობას აყენებს

1. ვედების გაგების, ახსნის, ინტეერპრეტაციის ისეთი მეთოდი უნდა შემუშავდეს


რომლის დახმარებითაც აიხსნება მათში ჩადებული სიბრძნე და რიტუალები
2. ფილოსოფიამ უნდა გაამართლოს ვედების რწმენა და მათში დარწმუნების
საფუძველი. უნდა მოხდეს ყველაფრის სწორი ახსნა.
მიმანსას მოძღვრებაში მიზეზ-შედეგობრიობის ტრადიციული გაგება შევსებულია
ახალი თვალსაზრისით. დადგენილია პოტენციური ენერგიის არსებობა, რომელიც
მიზეზშია მოცემული და სწორედ ამგვარი შინაგანი ძალის მიერ ხდება შედეგის
წარმოქმნა. (მაგ; თესლიდან არ განვითარდებოდა მცენარე მასში შინაგანი
პოტენციური ძალა რომ არ ყოფილიყო )

პოტენციური ენერგიის ცნება მიმანსიკებმა მათი მოძღვრების ძირითადი დოქტრინის


ახსნისათვის გამოიყენეს, კერძოდ ვედური რიტუალების თუ წეს-ჩვეულებების
გამართლებისათვის. მათ უნდა აეხსნათ თუ როგორი შედეგი მოჰყვებოდა წეს
ჩვეულებებისა და რიტუალების შესრულებას დიდი ხნის შემდეგ.

მიმანსა ამ საკითხთან დაკავშირებით დამაიმედებელ პასუხებს იძლევა, რომ


რიტუალი ჩვენს სულში წარმოქმნის პოტენციურ ძალას რომელიც ადრე თუ ვიან
აუცილებლად გამოავლენს თავის სახეს და მოგვცემს შედეგს.

ადამიანის ცხოვრების მიზანი სიკეთეა და მის განხორციელების საშუალებაა ვედების


დაცვა. აქედან გამომდინარეობნს მიმანსიკების ეთიკური კონცეფცია: ადამიანი
მოვალეა შეასრულოს ვედებით ნაკარნახევი წეს-ჩვეულებები, რადგან ისინი წინასწარ
არიან დადგენილნი მოქმედების პრინციპებად. ნაბრძანებია და ჩვენ უნდა
შევასრულოთ დავემორჩილოთ ამ ბრძანებას. რადგან აქ სხვადახვა რიტუალებია ჩვენ
უნდა მივყვეთ ვედურ კულტებს, არ აქვს მნიშვნელობა მათ სახელებს. მიმანსას
რჩევაა რიტუალი შესრულდეს არა რომელიმე ღვთაებისთვის არამედ მისთვის
ვისთვისაც ნაბრძანებია. ამით პატივს მივაგებთ ვედურ სიბრძნეს. ამით
განისაზღვრება ადამიანების მოვალეობა არა ღმერთების არამედ ვედური სიბრძნის
მიმართ. ეს არის გზა უმაღლესი ნეტარებისკენ, თავისუფლებისკენ, ტანჯვისგან
განთავისუფლებისკენ.

ცოდნის საფუძვლის შესახებ მიმანსას მოძღვრება ემყარება შემეცნების ორ წყაროს :


არსებობს გრძნობად-აღქმადი და გაშუალებული ანუ ლოგიკური ცოდნა. აღქმით
დასტურდება ობიექტის რეალურობა რომ ის ნამდვილად არსებობს. მეორე წყარო კი
გულისხმობს ლოგიკურ დასკვნას და შედარებას რათა არსებობა უფრო გამტკიცდეს.

მიმანსას მოძღვრებაში ვედების ავტორიტეტის გაგება სიტყვის მნიშვნელობის


ახსნასთანაა დაკავშირებული. ვედები სიტყვებშა გამოთქმული, სიტყვა არ შეიძლება
გავიგოთ როლგორც რეალურად აღქმული ბგერები, რომელიც გამოითქმებვა და
აღიქმება. როცა ჩვენ ცალკეული ბგერებით გამოვთქვამთ სიტყვას, ჩვენ არცერთ
მათგანს არ ვქმნით, ისინი ჩვენზე დამოკიდებულები არ არიან. ე.ი ბგერებიც და
მათგან შექმნილი სიტყვებიც მარადიულნი არიან. შესაბამისად სიტყვებისგან
შექმნილი ვედებიც მარადიულები არიან.
მიმანსა უპირისპირდება ნიაიას ლოგიციზმს, რომ ფილოსოფიის ამოცანად ითვლება
ვედური სიბრძნის ლოგიკური დასაბუთება. მიმანსა უფრო მეტად რწმენისაკენ
იხრება და არა ლოგიკური არგუმენტიზაციისკენ.

მიმანსას მიძღვრება ლოგიკურ აზროვნებას გამოცდილებით მიღებულ ცოდნაზე


მაღლა აყენებს და უფრო მეტად რაციონალიზმისკენ იხრება, მაგრამ რწმენის წინაშე
როგორც რაციონალურის ისე ირაციონალურის შეზრუდვებზე მითითებით ვედების
ავტორიტეტს უფრო დიდ მნიშვნელობას ანისჭებს. ამ კონტექსტიდან ლოგიკისა და
ფილოსოფიის პოზიციიდან საყურადღებოა დასკვნები.

მიმანსიკები ამტკიცებდნენ რომ წმინდა ლოგიკურ დასკვნებისა და დასაბუთების


გზით სვლა არც საიმედოა და არც სასარგებლო. დასკვნას თავისი შემეცნებითი
ღირებულება აქავს და მიმანსიკები ამას კატეგორიულობით ამტკიცებენ, მსჯელობე
იმაზე რომ ცოდნის უკმარისობის, საეჭვობის შემთხვევაში აუცილებელია დასკვნის
გამოყენება, რომელიც თავიდან აგვაცილებს წინააღმდეგობებს, მაგრამ ამასთან
ერთად შედარებით ყველზე უტყუარია რწმენა, რომელიც თან უნდა სდევდეს
ჭეშმარიტ შემეცნებას.

მიმანსა ასევე დიდ ყურადრებას ამახვილებს მეხსიერების შეცდომებზე, როცა


ფაქტობრივად რეალურად აღქმული და მეხსიერებით აღდგენილი არ დაემთხვა
ერთმანეთს, ან პირიქით.

მიმანსა დიდ ყურადღებას აქცევს იმ საშიშროებასაც რაც ფაქტებისა და ფორმების


აცდენამ შეიძლება გამოიწვიოს, რადგან ასე ჩვენი ცოდნა არასწორად წარიმართება
რაც ვნებს ჩვენს სიცოცხლეს, ცხოვრებას. არ ცდება ის ვინც ვედების სიბრძნეს
მისდევს. რადგან ისინი არავის შეუქმნია, ისინი ისევე მარადიულია როგორც
სიტყვები და ბგერები. როგორც სინათლე გვინათებს გზას ასევე გვეხმარება ვედებში
გადმოცემული სიბრძნე.

2. ვედანტას ფილოსოფიის ძირითადი პრინციპები

ვედანტა გამორჩეულია თავისი პრინციპების უძველესი წარმოშობით და მთელი


არსებობის მანძილზე სხვა თორიებზე გავლენის მოცდენით.

ვედანტა, როგორც სკოლის სახელწოდება ნიშნავს ვედების დასრულებას, ხოლო


შინაარსობრივად - ვედური სიბრძნის დოქტრინად ჩამოყალიბებას.

ვედანტამ მიზნად დაისახა უფრო მ ეტი - იპანიშადებში ასახული ვედური სიბრძნის


თვალსაზრისით სისტემატიზაცია ერტი აბსოლუტური ღვთაებრივი არსიდან
სინამდვილი ახსნის მიზნით.
ვედანტას ფუძემდებელია ბადარაიანა. ძვ.წ 4-3 საუკუნე.

ბადარაიანას „ვედანტა-სუტრა“ ანუ „ბრაჰმა-სუტრა“, ოთხთავია, რომლის პირველ


თავში გადმოცემულია ბრაჰმანის შესახებ მეტაფიზიკური მოძღვრება, რომელშიც
წარმოდგენილია ბრაჰმანის დახასიათება, მისი მიმართება სამყაროსთან,
ინდივიდუალურ სულთან. მეორე თავი მოწინააღმდეგე მოძღვრების კრიტიკულ
განხილვას ეთმობა, აქ გადმოცემულია ჩარვაკა, ჯაინიზმი, ბუდიზმი. ამ მიზანს
ემსახურება მსჯელობა სამყაროსა და ღმერთის დამოკიდებულების, უნივერსალური
სულის შესახებ. მესამე თავი ეხება ბრაჰმანის წვდომის გზებსა და საშუალებების
არწერას. მეოტხე თავში შეჯამებულია შედეგები ბრაჰმანის შემეცნების
შესაძლებლობატა შესახებ, უკვდავი სულის სხეულისგან დაშორების შემდეგ
წინაპრებთან და ბრაჰმანთან მიმართებაზე. ყოველი ეს თავი თავის მხრივ ოთხ
ნაწილად იყოფა და შესაბამისადაა საკითხები განხილული.

ბადარაიანის შეფასებით, ვედები მარადიულნი არიას, ხოლო ვედებზე აგებული


ტრაქტატები ნამდვილად სარწმუნოები არიან.

ვედანტას მოძღვრების ცენტრში დგას ბრაჰმანის ცნება, რომელზეც ითქმის რომ იგი
არის უმაღლესი რეალობა, მთელი სინამდვილის საწყისი, ბოლო და არსება.

ბრაჰმა სუტრა ბრაფმანის რაობის ახსნისას გადის წმინდა მეტაფიზიკის საზრვრებს


გარეტ და მინიშნებულია მის როლზე კოსმიური მაშტაბით, რომ იგი ვლინდება
ერთიანი მსოფლიო სულის, გონის მოქმედებაში. ისიცაა აღნიშნული რომ ყოველი
ელემენტი მის მიერაა შექმნილი, ყოველი გარდაქმნა განვითარება მისი წყალობით
ხდება. ამ წიგნში ასევე გამოყენებულია ანალოგიის მეთოდი - მიზეზისა და შედეგის
მიმართებით აიხსნას ბრაჰმანისა და სამყაროს დამოკიდებულება. ამასთან
დაკავშირებით არსებობს დასკვნა : მიზეზი და შედეგი იგივეობრივია.

ბადარაიანის ვედანტაში მნიშვნელოვანია დებულება - ბრაჰმანი სამყაროს ქმნის


წმინდა, შეუბღალავი მიზნით. თითქოს მანს გართობის მიზნით თავისი თავი
სამყაროდ გადააქცია. ამიტომ ამ მოძღვრებაში მნიშვნელოვანია ასევე სამყაროს
შემოქმედების საკითხი.

რა მიზნით რატომ შექმნა ბრაჰმანმა სამყარო, ვედანტას ფილოსოფიაში საკვლევი და


ფართოდ საკამათო საკითხი გახდა.

ბრაჰმა სუტრას ბოლო თავის დანიშნულება სისტემის შეკვრა-დასრულებაა. მაგრამ


ბადარაიანმა ეს ვერ შეძლო. მისი ვედანტიზმი უპანიშადურ აზროვნებაში ერტი
ღმერთის - ბრაჰმანის უნივერსალობის დასაბუთებით უნდა დასრულებულიყო.
ყოველივე ამან განსაზღვრა ვედანტას შემდგომი განვითარება.
3. სამადჰი რაჯა-იოგას რელიგიურ-ფილოსოფიურ სისტემაში

ბილეთი 7

1. ადრეული ბუდიზმი როგორც ფილოსოფიური მოძღვრება

ისტორიულად ბუდიზმის წარტმოშობას წინ უძღვოდა ბრაჰმანიზმი, რომელიც


ბრაჰმანს როგორც სამყაროს შემოქმედს აღიარებდა. ბუდიზმმა ბრაჰმანიზმის
თავისებური გავლენა მალევე დაძლია და მას ზოგადად ადამიანისთვის ზრუნვის,
ჰუმანური იდეებით დაუპირისპირდა. ბრაჰმანიზმი აცხადებდა რომ ცხოვრება
ტანჯვა იყო თუმცა ამბობდა რომ ყოველივე ეს თვითონ ადამიანთა ცოდვების ბრალი
იყო. ბუდისტური თვალსაზრისით მთავარია ადამიანების ტანჯვისაგან ხსნა, მაგრამ
ტანჯვად ითვლება ადამიანის მთელი მიწიერი ცხოვრება და ტანჯვის მოხსნის გზად
მიწიერი ყოფისგან დახსნა. აქ უარყოფილია რიტუალები, წესები,
მსხვერპლშეწირვები.

ბუდიზმი უარყოფს მეტაფიზიკურ პრობლემებს. ბუდიზმში კანონია დჰარმა, იგივე


მიზეზობრივი რიგი, რომელიც ემსგავსება კიბეს და ვინც ამ კიბეს აივლის და
მიაღწევს მწვერვალს ის სამყაროს ბუდას თვალებით იხილავს.

ბუდიზმში მთავარი ცნებაა „კარმა“. ბუდიზმში კარმა ნიშნავს მისწრაფებას, რაც


ადამიანს მუდმივი ტანჯვის მდგომარეობაში აყენებს და ამ შემთხვევაში მას
უარყოფითი დატვირთვა აქვს. ბუდას ქადაგების მიხედვით კარმა არ ეხება საგანთა,
მოვლენათა მიზეზობრივ კავშირს.

ბუდას სიტყვებით რასაც აქვს საწყის აქვს ბოლოც, რაც იბადება შემდეგ ნადგურდება,
კვდება. ყველაფერი მხოლოდ დროის გარკვეულ მონაკვეთში არსებობს, ერთ
გაელვებაში და თავისი სახით არასოდეს აღარ განმეორდება.

ადამიანი, მე, არის სული, რომელიც გონებას, ცნობიერებას და სხეულს აერთიანებს.


ბუდიზმში ჯერ კიდევ ბუნდოვანია წარმოდგენები სულის რაობაზე, მის
უკვდავებაზე, არ არის აღიარებული ღმერთის უკვდავება, არსებობა თუმცა ის მაინც
გადაიქცა მსოფლიოში აღიარებულ რელიგიად.

ბუდას ქადაგებების მიხედვით გადაუჭრადია საკითხები სამყარო სასრულია თუ


უსასრულო, რა განსხვავებაა სულსა და სხეულს შორის ამიტომ ასეთი კმითხვები
უნდა უარიყოს. ბუდა ქადაგებს რომ უნდა გადაიჭრას და მოიძებნოს პასუხები
კითხვაზე თუ რატომ იტანჯება ადამიანი.

ბუდამ ქადაგებებში განავრცო და ჩამოაყალიბა კეთილშობილი ჭეშმარიტების


დედაარსი, რომ სიცოცხლე და ადამიანის ცხოვრება არის ტანჯვა, სრული ტანჯვა.
ერთი სიტყვით ადამიანი თავიდან ბოლომდე, დაბადებიდან სიკვდილამდე მხოლოდ
იტანჯება.

ბუდამ მეორე ჭეშმარიტებაც აღმოაჩინა, რომ ჩვენი ცხოვრების მოვლენათა


მიზეზობრივი კავშირების აშიფვრით მივდივართ საბოლოო მიზეზამდე. ტანჯვის
მიზეზია სიცოცხლის წყურვილი, მისკენ ლტოლვა.

მესამე ჭეშმარიტება ბუდას ქადაგებაში ფორმულირებულია გზის დადგენით,


რომლის მიღწევითაც მოხდება ადამიანის სიცოცხლის ტანჯვისაგან ხსნა.

მეოთხე ჭეშმარიტება იმ გზის ჩვენებაა რომელიც გრძნობად ყოფიერიდან,


სანსარადან ნირვანაში გადადის. ბუდას განმარტებით ნირვანაში გადასვლა ის აქტია
როცა საპყრობილიდან თავისუფალი ხარ, აღარ ხარ ტყვე, მოვალე ვინმეს წინაშე,
გაჯანსაღებული ხარ სულითა და ხორცით.

ნირვანაში განხორციელებულია სიბრძნე, ანუ ჭეშმარიტება, სრული ზნეობრიობა, ანუ


სათნოება და სიმშვიდე, აბსოლუტური სრულყოფა, ბუნებრივია, მოხსნილია
ყოველგვარი ტანჯვა და მისი გამომწვევი მიზეზები, შესრულებულია ადამიანური
არსებობის უმაღლესი იდეალი.

შესაბამისად - ბუდიზმის ძირითადი თემაა ადამიანის არსებობა, მისი ყოფიერების


რაობა, მიზანია - ადამიანის ყოფიერების არსებობის წვდომა და მისგან გასვლის
გზები - წეშმარიტი ყოფიერის წვდომის შესაძლებლობები ნირვანში.

2. ძველი ინდოეთის ორთოდოქსული ფილოსოფიური მოძღვრებები. სანქჰია

სანქჰია დანარჩენი ორთოდოქსული სკოლებისგან გამორჩეულია ძვ ინდოეთის


აზროვნებისთვის დამახასიათებელი რელიგიურ ტრადიციებთან შედარებით
თავისუფალი აზრის განვითარების ტენდენციით.

სანქჰიას ფილოსოფიური მიმართულება შეიქმნა ძვ.წ 6 საუკუნეში, თუმცა მისი


პრინციპების მიხედვით უფრო ძველადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ. სანქჰია ნიშნავს
ხსნას განსჯის გზით.

სკოლის სახელწოდება მომდინარეობს სანსკრიტიდან რაც აღნიშნავს რიცხვს,


ათვალას. ს. რადჰაკრიშნანის მიხევით სანქჰია უფრო მეტია ვიდრე რიცხვი, ის
აღნიშნავს სისტემის ძირითადი პრინციპების ჩამონათვალს და თეორიული
კვლევებით დასკვნებამდე მისვლას.

სანქჰიას ფილოსოფიურ მოძღვრებაში უმთავრესია ზოგადი მეტაფიზიკური


საკითხები, რასაც მოსდევს მოწინააღმდეგე მოძღვრებების კრიტიკა მათი უარყოფის
მიზნით. აგრეთვე მოძღვრება შემეცნებისა და თავისუფლების მიღწევის გზებზე.
სანქჰია ადრე განიცდიდა ბუდიზმის გავლენას, მოგვიანებით მასზე იმოქმედა
ვედანტამაც.

მისი მთავარი ამოცანაა ფილოსოფიური შემეცნება დაექვემდებაროს ადამიანის


ტანჯვისაგან ხსნის გზების ძიებას, რაც შეიძლება განხორციელდეს არსებული
სინამდვილისა და ადამიანის მეს შემეცნებით. უწინარეს ყოვლისა უნდა გადაწყდეს
რეალობის საფუძველის პრობლემა. ამ მიზანს კი ემსახურება მიზეზობრიობის
საკითხის დაყენება და ვარიანტების ძიება. სანქჰიაში მეტაფიზიკური პრობლემების
გადაჭრა დიდ ყურადღებას იქცევს, რამდენადაც აქ უმაღლეს დონეზეა
გამოყენებული ლოგიკური არგუმენტაცია, სიზუსტე და დეტალიზება.

მიზეზობრიობის საკითხი გვაძლევს უფლებას ალტერნატიული ვარიანტები


დავუშვათ. საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველი შემოქმედება არის
პოტენციური გაშლა, მოსპობა კი მიზეზში დაბრუნება. სანქჰია მიზეზისა და შედეგის
იგივეობის შემდეგ მათ შორის განსხვავების გარკვევასაც მოითხოვს.

სანქჰიას მოძღვრება საბოლოოდ ორ განსხვავებულ მიზეზს გვთავაზობს -


მატერიალური და მოქმედი. შესაბამისად ის უშვებს ორი ერთნაირი შედეგის
არსებობას. ერთი ის შედეგია რომ არ იცვლება საგნის თვისება, მეორე - დროში
მიმდინარე პროცესების სახით ცვალებადობა მოძრაობაშია განხორციელებული. ეს
ის შედეგია სამყაროში ყველაფერი რომ იცვლება, ყოველივე გარდაქმნას რომ
ექვემდებარება.

სანქჰიას მოძღვრებაში ყველაზე რთულია პურუშას და პრაკრიტის მიმართების


გარკვევა. პრაკრიტი მომდინარეობს სიტყვიდან პრა- ადრე და კრიტი - შემოქმედება.
ამით ჰგავს მატერიას, რომელსაც არ აქვს ფორმა, არ აქვს მიზანი, გონიერება
აქტივობა. ამიტომ სანქჰიას მიმდევრებს უნდა ეზრუნათ რომ პრაკრიტსა და პურუშას
შორის შუამავალი დაედგინათ.

ამას ემსახურება მოძღვრება გუნას შესახებ.

ინდოეთის ვედურ მითოლოგიურ აზროვნებაში გუნას გაგება სხვადასხვა ვარიანტში


ფიგურირებს. იგი იქ თვისებების, სიკეთის გამომხატველი სიტყვაა, შემდეგ კი გუნას
ფილოსოფიაში დამკვიდრდა ატრიბუტის, თანამოქმედის, თანათვისებადის
მნიშვნელობა. ამ გაგებით იგი არ არის თავისთავად ობიექტური რეალობის და არც
სუბიექტური შინაარსის შემცველი.

სანქჰიას მოძღვრებით, პრაკრიტის ამოქმედება დამოკიდებულია სამ გუნაზე ;


სატვაზე, რაჯაზე და ტამასზე. ისინი ის ძალებია, რომელთა არსებითაც შეიცნობა
პრაკრიტის შედეგი და იგი გამოდის იმ მატერიალური ნაერთის მსგავსის სათავედ,
რომლისგანაც ქსოვილის სამი ძაფი უნდა ამოქმედდეს.

სამი გუნას აღწერილობას სანქჰიას ფილოსოფიურ ინტერპრეტაციაში ასეთი ახსნა


აქვს: სატვა - პოტენციური ცნობიერების თანაფარდია, რომელსაც სიამოვნების
მიზეზად გამოვლინების თვისება აქვს, სატ - რეალობას ნიშნავს და სატვა
რეალობიდან მომდინარეა, სათნოებისა და ბედნიერების თვისებაა. რაჯასი -
აქტივობაა, ყველანაირი მოქმედება, რომელსაც უკავშირდება ცხოვრების
უსიამოვნებაც და სიამოვნებაც. ტამასთან დაკავშირებულია მოქმედების შეკავება,
აპათია, გულგრილობა, რაც იწვევს სიზარმაცეს, უმეცრებას. ეს სამი გუნა ყოველთვის
მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, ისინი ერთმანეთს ხელს უწყობენ და
ასევე ეწინააღმდეგებიან კიდეც. „სანქჰია-კარიკას“ მიხედვით სამი გუნა ქმნის
პრაკრიტის კომპონენტების სამ ფაქტურას.

ყოველი არსებული, მატერიალური და ფსიქიკური, სულიერი და გონით სამი


თვისებით ხასიათდება, რომელიც რეალიზდება გუნათა გამოვლენაში -
სიამოვნებაში, ტანჯვა-ტკივილში, გულგრილობაში. ერთიდაიმავე რამემ შეიძლება
ერთ ადამიანს ტკივილი მოუტანოს, მეორეს სიამოვნება, მესამე კი გულგრილად
განაწყოს.

სამყარო არ არის შექმნილი, იგი ევოლუციის პროცესში ყალიბდება და ეს იწყება


პრაკრიტზე პურუშას გავლენით. როგორც ჩვენს სხეულს ამოძრავებს გონება, აზრები
ფიქრები, ასეთივე გავლენას ახდენს პურუშა პრაკრიტზე. ეს გრძელდება იქამდე სანამ
ყველა მე არ გახდება თავისუფალი, ე. ი ვიდრე არ მიიღწევა საბოლოო მიზანი -
ინდივიდუალური თავისუფლება.

არსებობს შემეცნების სამი წყარო : აღქმა, ლოგიკური დასკვნები და „წმინდა წიგნის“


დებულებები. შემეცნება რეალიზდება გრძნობებითა და გონებით. სარწმუნო ცოდნა
ობიექტის ასახვაა ინტელექტში. აღქმა ორგვარია გაურკვეველი ( ობიექტის უშუალო
განცდა, დამახასიათებელი ნიშნების შემჩნევა) გარკვეული (ობიექტის
თავისებურებების დადგენისთვისანალიზის და სინთეზის გამოყენება)

ლოგიკური დასკვნა ორგვარია მტკიცებითი -ვიტა და უარყოფითი ავიტა. შემეცნების


მესამე წყარო „პრამანა“ - რომ წმინდა წიგნები ადამიანებს არ შეუქმნიათ ყოველთვის
არსებობდნენ.

სანქჰიას ეთიკური მოძღვრება ემყარება ძვ. ინდოეთსი საკმაოდ ფართოდ აღიარებულ


დებულებას ტანჯვის უნივერსალობის შესახებ. სიცოცხლე თუმცა გულისხმობს
სიხარურისა და ტანჯვის მონაცვლეობას, მაგრამ ეს დროებითია, ცოცხალი
არსებისთვის მუდმივად თანმდევია ავადმყოფობა, სიბერე, სიკვდილი. ტანჯვის ამ
სახეთაგან ერთი ცოცხალი არსების ფსიქო-ფიზიკური არსებიდან მომდინარეობს,
მეორე - გარემო-სინამდვილის ზემოქმედებიდან. მესამეს მიზეზი ზებუნებრივი
უჩვეულო მოვლენებია. ყველა ადამიანი ცდილობს გათავისუფლდეს ტკივილისგან,
ტანჯვისაგან, ძლიერი ემოციისაგან, რომ როგორმე შეიმსუბუქოს ტანჯვა, თუმცა მას
ამაში არაფერი ეხმარება. ტანჯვისგან განთავისუფლება არ შეუძლია არც სიკეთის
ქმნას, არც სიკვდილს რადგან ბედი სიკვდილის შემდეგაც მოგდევს და თუ ტანჯვის
მიზეზი შემთხვევითია, ჩვენ შეგვიძლია მისი წარმომქმნელი წყარო გავიგოთ და
მოვერიდოთ. თუმცა ყოველი ცდა ტანჯვისგან განთავისუფლების უშედეგო და
უიმედოა, დროებითია.

ტანჯვა სხეულებრივი არსებობის ნაწილია, ამიტომაა პურუშა მისგან თავისუფალი,


ამიტომ არ აქვს მას არც სურვილები და არც სიძულვილი.

სანქჰია ეთუიკურ-ზნეობრივი ყოფის მიღწევისთვის მოუწოდებს ადამიანებს არა


ხელახლა დაბადებისკენ, არამედ საკუთარ თავში იმის აღმოჩენისკენ, წარმოჩენისკენ
რანიც ვართ, თავისი თავისა და იმის ხელახლა განცდისკენ რაც დავივიწყეთ. ამ
გაგებით თავისუფლება დაბრუნებაა ჭეშმარიტ მეში. თავისუფლება მოითხოვს
შემეცნებას, ცოდნას მაგრამ თეორიული ცოდნა არასაკმარისია, აუცილებელია
პრაქტიკულად განხორციელება, რომ მოიპოვო შედეგი, სიმშვიდე.

ეთიკურის სფეროში დიდი მნიშვნელობა ენიშჭება გუნათა როლსაც, სანქჰია


გვაუწყებს რომ თუ რომელიმე გუნა ადამიანში მეტია მაშინ ადამიანთა განსხვავებულ
სახეებს ვიღებთ, ისინი შეიძლება იყვნენ ბოროტები, მამაცები., კეთილმოსურნეები,
დეპრესიულები, დაკარგულები და ა.შ.

თავისუფლება სანქჰიაში უკავშირდება პურუშას და პრსკრიტის გათიშვა შეერთებას.


პრაკტიტი ზოგჯერ საკუთარ თავს ზღუდავს თუმცა პურუშა თავისუფალია,
უსასრულოა.

ს. რადჰარკრიშნანი: სანქჰია არც მატერიალისტური მოძღვრებაა და არც


იდეალისტური, მისი აზრით სანქჰია მრავალი ახალი პრობლემის წამოჭრიუთ ისეთ
თეორიად ჩამოყალიბდა რომელიც ვერ გაწვდა ამ პრობლემებ ის გადაჭრას და ვერ
გაირკვა ამიტომ პურუშას და პრაკრიტის ფუნქციები.

სანქჰია თავისი პირვანდელი სახით ასეთი დასკვნებისგან საჯკმაოდ შორს იდგა და


მონიზმად განვითარების მცდელობანი მასში მკვეთრად არ ჩანს. მის მიმდევრებს
სრულიად არ აწუხებდათ ის დუალისტური ტენდენცია, რომელიც ამ მოძღვრების
საფუძვლიდანვე ჩანდა.
3. ნიაიკები სულისა და ცნობიერების შესახებ

ნიაია უშვებს მეს ანუ სულის დამოუკიდებელ სუბსტანციად არსებობას, რომელსაც


გააჩნია ატრიბუტები: სიამოვნება, ტკივილი, სურვილი, ოცნება და ა.შ. ნიაიას
მოძღვრება ინდივიდუალურ და საყოველთაო მეს ანსხვავებს, ანუ სულს დროსა და
სივრცის გარეშე არსებულს.

მეს გაგებისგან განსხავებულია ცნობიერების ცნება. ნიაია უარყოფს ცნობიერების


არსებობას სხეულის გარეშე. ნიაიკებისთვის ცნობიერება ყოველთვის
დაკავშირებულია სხეულთან და არ არსებობს როგორც ინდივიდუალური მეს
კუთვნილება, იგი სულის ატრიბუტია და სულის სხვადასხვა მდგომარეობასტან არის
დაკავშირებული. ცნობიერება ვლინდება სხვადასხვა სულიერ პროცესში: გარეგან
შეგრძნებებსა და შინაგას გრძნობებში, ეს აღქმაა და აუცილებლობით გულისხმობს
სულისა და სხეულის ერთიანობას. გარდა ამისა ცნობიერებაში ყოველთვის
იგულისხმება გონება, აზროვნების უნარი, ცნებები. ცნობიერების ეს გამოვლინებანი
მუდამ არ არსებობენ, ყოველთვის არ არის შეგრძნებები, აზროვნების აქტები, მაგრამ
ყოველთვის არსებობს მე, როგორც სუბსტანცია.

ბილეთი 8

1. ბადარაიანას „ბრაჰმა-სუტრას“ ძირითადი პრინციპები

ბადარაიანას „ვედანტა-სუტრა“ ანუ „ბრაჰმა-სუტრა“, ოთხთავია, რომლის პირველ


თავში გადმოცემულია ბრაჰმანის შესახებ მეტაფიზიკური მოძღვრება, რომელშიც
წარმოდგენილია ბრაჰმანის დახასიათება, მისი მიმართება სამყაროსთან,
ინდივიდუალურ სულთან. მეორე თავი მოწინააღმდეგე მოძღვრების კრიტიკულ
განხილვას ეთმობა, აქ გადმოცემულია ჩარვაკა, ჯაინიზმი, ბუდიზმი. ამ მიზანს
ემსახურება მსჯელობა სამყაროსა და ღმერთის დამოკიდებულების, უნივერსალური
სულის შესახებ. მესამე თავი ეხება ბრაჰმანის წვდომის გზებსა და საშუალებების
არწერას. მეოტხე თავში შეჯამებულია შედეგები ბრაჰმანის შემეცნების
შესაძლებლობატა შესახებ, უკვდავი სულის სხეულისგან დაშორების შემდეგ
წინაპრებთან და ბრაჰმანთან მიმართებაზე. ყოველი ეს თავი თავის მხრივ ოთხ
ნაწილად იყოფა და შესაბამისადაა საკითხები განხილული.

ბადარაიანის შეფასებით, ვედები მარადიულნი არიას, ხოლო ვედებზე აგებული


ტრაქტატები ნამდვილად სარწმუნოები არიან.
ვედანტას მოძღვრების ცენტრში დგას ბრაჰმანის ცნება, რომელზეც ითქმის რომ იგი
არის უმაღლესი რეალობა, მთელი სინამდვილის საწყისი, ბოლო და არსება.

ბრაჰმა სუტრა ბრაფმანის რაობის ახსნისას გადის წმინდა მეტაფიზიკის საზრვრებს


გარეტ და მინიშნებულია მის როლზე კოსმიური მაშტაბით, რომ იგი ვლინდება
ერთიანი მსოფლიო სულის, გონის მოქმედებაში. ისიცაა აღნიშნული რომ ყოველი
ელემენტი მის მიერაა შექმნილი, ყოველი გარდაქმნა განვითარება მისი წყალობით
ხდება. ამ წიგნში ასევე გამოყენებულია ანალოგიის მეთოდი - მიზეზისა და შედეგის
მიმართებით აიხსნას ბრაჰმანისა და სამყაროს დამოკიდებულება. ამასთან
დაკავშირებით არსებობს დასკვნა : მიზეზი და შედეგი იგივეობრივია.

ბადარაიანის ვედანტაში მნიშვნელოვანია დებულება - ბრაჰმანი სამყაროს ქმნის


წმინდა, შეუბღალავი მიზნით. თითქოს მანს გართობის მიზნით თავისი თავი
სამყაროდ გადააქცია. ამიტომ ამ მოძღვრებაში მნიშვნელოვანია ასევე სამყაროს
შემოქმედების საკითხი.

რა მიზნით რატომ შექმნა ბრაჰმანმა სამყარო, ვედანტას ფილოსოფიაში საკვლევი და


ფართოდ საკამათო საკითხი გახდა.

ბრაჰმა სუტრას ბოლო თავის დანიშნულება სისტემის შეკვრა-დასრულებაა. მაგრამ


ბადარაიანმა ეს ვერ შეძლო. მისი ვედანტიზმი უპანიშადურ აზროვნებაში ერტი
ღმერთის - ბრაჰმანის უნივერსალობის დასაბუთებით უნდა დასრულებულიყო.
ყოველივე ამან განსაზღვრა ვედანტას შემდგომი განვითარება.

2. ბუდიზმის ფილოსოფია

ისტორიულად ბუდიზმის წარტმოშობას წინ უძღვოდა ბრაჰმანიზმი, რომელიც


ბრაჰმანს როგორც სამყაროს შემოქმედს აღიარებდა. ბუდიზმმა ბრაჰმანიზმის
თავისებური გავლენა მალევე დაძლია და მას ზოგადად ადამიანისთვის ზრუნვის,
ჰუმანური იდეებით დაუპირისპირდა. ბრაჰმანიზმი აცხადებდა რომ ცხოვრება
ტანჯვა იყო თუმცა ამბობდა რომ ყოველივე ეს თვითონ ადამიანთა ცოდვების ბრალი
იყო. ბუდისტური თვალსაზრისით მთავარია ადამიანების ტანჯვისაგან ხსნა, მაგრამ
ტანჯვად ითვლება ადამიანის მთელი მიწიერი ცხოვრება და ტანჯვის მოხსნის გზად
მიწიერი ყოფისგან დახსნა. აქ უარყოფილია რიტუალები, წესები,
მსხვერპლშეწირვები.

ბუდიზმი უარყოფს მეტაფიზიკურ პრობლემებს. ბუდიზმში კანონია დჰარმა, იგივე


მიზეზობრივი რიგი, რომელიც ემსგავსება კიბეს და ვინც ამ კიბეს აივლის და
მიაღწევს მწვერვალს ის სამყაროს ბუდას თვალებით იხილავს.
ბუდიზმში მთავარი ცნებაა „კარმა“. ბუდიზმში კარმა ნიშნავს მისწრაფებას, რაც
ადამიანს მუდმივი ტანჯვის მდგომარეობაში აყენებს და ამ შემთხვევაში მას
უარყოფითი დატვირთვა აქვს. ბუდას ქადაგების მიხედვით კარმა არ ეხება საგანთა,
მოვლენათა მიზეზობრივ კავშირს.

ბუდას სიტყვებით რასაც აქვს საწყის აქვს ბოლოც, რაც იბადება შემდეგ ნადგურდება,
კვდება. ყველაფერი მხოლოდ დროის გარკვეულ მონაკვეთში არსებობს, ერთ
გაელვებაში და თავისი სახით არასოდეს აღარ განმეორდება.

ადამიანი, მე, არის სული, რომელიც გონებას, ცნობიერებას და სხეულს აერთიანებს.


ბუდიზმში ჯერ კიდევ ბუნდოვანია წარმოდგენები სულის რაობაზე, მის
უკვდავებაზე, არ არის აღიარებული ღმერთის უკვდავება, არსებობა თუმცა ის მაინც
გადაიქცა მსოფლიოში აღიარებულ რელიგიად.

ბუდას ქადაგებების მიხედვით გადაუჭრადია საკითხები სამყარო სასრულია თუ


უსასრულო, რა განსხვავებაა სულსა და სხეულს შორის ამიტომ ასეთი კმითხვები
უნდა უარიყოს. ბუდა ქადაგებს რომ უნდა გადაიჭრას და მოიძებნოს პასუხები
კითხვაზე თუ რატომ იტანჯება ადამიანი.

ბუდამ ქადაგებებში განავრცო და ჩამოაყალიბა კეთილშობილი ჭეშმარიტების


დედაარსი, რომ სიცოცხლე და ადამიანის ცხოვრება არის ტანჯვა, სრული ტანჯვა.
ერთი სიტყვით ადამიანი თავიდან ბოლომდე, დაბადებიდან სიკვდილამდე მხოლოდ
იტანჯება.

ბუდამ მეორე ჭეშმარიტებაც აღმოაჩინა, რომ ჩვენი ცხოვრების მოვლენათა


მიზეზობრივი კავშირების აშიფვრით მივდივართ საბოლოო მიზეზამდე. ტანჯვის
მიზეზია სიცოცხლის წყურვილი, მისკენ ლტოლვა.

მესამე ჭეშმარიტება ბუდას ქადაგებაში ფორმულირებულია გზის დადგენით,


რომლის მიღწევითაც მოხდება ადამიანის სიცოცხლის ტანჯვისაგან ხსნა.

მეოთხე ჭეშმარიტება იმ გზის ჩვენებაა რომელიც გრძნობად ყოფიერიდან,


სანსარადან ნირვანაში გადადის. ბუდას განმარტებით ნირვანაში გადასვლა ის აქტია
როცა საპყრობილიდან თავისუფალი ხარ, აღარ ხარ ტყვე, მოვალე ვინმეს წინაშე,
გაჯანსაღებული ხარ სულითა და ხორცით.

ნირვანაში განხორციელებულია სიბრძნე, ანუ ჭეშმარიტება, სრული ზნეობრიობა, ანუ


სათნოება და სიმშვიდე, აბსოლუტური სრულყოფა, ბუნებრივია, მოხსნილია
ყოველგვარი ტანჯვა და მისი გამომწვევი მიზეზები, შესრულებულია ადამიანური
არსებობის უმაღლესი იდეალი.
შესაბამისად - ბუდიზმის ძირითადი თემაა ადამიანის არსებობა, მისი ყოფიერების
რაობა, მიზანია - ადამიანის ყოფიერების არსებობის წვდომა და მისგან გასვლის
გზები - წეშმარიტი ყოფიერის წვდომის შესაძლებლობები ნირვანში.

3. ვაიშეშიკას ატომისტიკა

ვაიშეშიკას მოძღვრებაში ატომისტიკას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და


მკვლევარები ხშირად პარალელს ატარებენ ხოლმე ბერძენი ატომისტის დემოკრიტეს
მოძღვრებასა და მაიშეშიკას შორის. მათ შორის ხვაობა უფრო მეტია. ეს ჩანს უკვვე
ატომის ნიშან თვისებების განსაძღვრაში. (რომ ვაიშეშიკას მოძღვრების მიხედვით
ატომებს 24 თვისება აქვთ, მათგან კანადას აზრით, 17 ძირითადია 7 კი
არარსებიოთადაა მიჩნეული.) მეორე განსახვავება ვაიშეშიკას მიერ აღიარებულ
სულიერ საწყისებსა და დემოკრიტეს ატომისტიკის მექანისტურ თავისებურებაშია. ამ
უკანასკნელში მატერიალური ატომების სიცარიელეში შეჯახეება და დაშორება
ითველბა სამყაროს წარმოშობის ან შეჯახების მიზეზად. ამისაგან განსხვავებით
ვაიშეშიკას ატომისტიკა დაქვემდებარებულია მოქმედი სულების მიზეზობრივი
აქტივობისაადმი, რაც თავის მხრივ, უფრო მაღალი ღვთაებრივი ძალის ნებას
გამოხატავენ. სამყაროში ფიზიკურთან ერთად მოქმედებს სულიერი ძალა. ეს
ერთიანი ძალა, წმინდა ფიზიკურში რომ ჩანს, იდეალურია და სიცოცხლისთვის
მახასიათებელ ზნეობრივ პრინციპოებსაც განსაზღვრავს, ხოლო ის რაც ფიზიკურს
ზნეობრივი მოქმედების საფუძველსა და მიმართულებას აძლევს კარმას კანონებია.

ბილეთი 9

1. ჯაინიზმის ფილოსოფია

ჯაინიზმის დამფუძნებელია ვარდაჰამანა, რომელსაც შემდეგ ეწოდა მაჰავირა და


ჯინი, ცხოვრობდა ძვ.წ 6-5 სში. მან 30 წლისამ მიატოვა ოჯახი და ჭეშმარიტების
საძიებლად დაიწყო ასკეტური ყოფით ცხოვრება, შექმნა მოძღვრება და დაიწყო მისი
გავრცელება. მან გარშემო შემოიკრიბა მისი მიმდევრები და ამ მიმართულებას
ჯაინიზმი ეწოდა, მიმდევრებს ჯაინისტები, ისინი ვარდაჰამანას შედგენილი
წესებითა და კანონებით ცხოვრობდნენ.

ჯაინისტების მოძღვრებაში პირველად გაჩნდა მოთხოვნილება ჭეშმარიტების სრული


რწმენის აუცილებლობის შესახებ. ჯაინისტებისთვის ეს ნიშნავდა იმის რწმენას რომ
ყველა ადამიანის სული - „ჯივა“ სხეულზე დამოკიდებული შეძლებს მიბაძოს ჯინებს
და სცადოს მიაღწიოს სრულყოფილ ცოდნასა და ბედნიერებას. მეორე მთავარი
მოთხოვნა იყო ჯაინისტური მოძღვრებების შემეცნების აუცილებლობა. ამ
მოძღვრებების მიხედვით, ყოველ ადამიანს, ვინც რწმენად მიიღებს თავის თავზე
გამარჯვების ძალას, თავისთავშივე აღმოაჩენს ძლიერების უნარს და შეძლებს გახდეს
ჯაინისტების მიმდევარი არა მხოლოდ გონებით, არამედ პრაქტიკულადაც.

ჯაინიზმი გარკვეულ პრინციპებს ემყარება: სინამდვილე დაყოფილია უსულო


მატერიად და ცოცხალ, სულიერე არსებებად. ყოველ საგანს მრავალი თვისება
ახასიათებს, დადებითი და უარყოფითი. ყოველი ყოფიერი განიხილება დროსთან
მიმართებაში, სადაც იძენენ კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას.

ჯაინისტები აღიარებდნენ როგორც ცვალებადის ასევე უცვლელის რეალურობას.

ყოფიერებისგან, არსებულის ცნებისგან საკმაოდ მკვეთრადაა გამოყოფილი


ჯაინისტების სუბსტანციის ცნება. აღიარებულია ორგვარი სუბსტანცია (განფენილი
და განუფენელი) (განუფენელი კიდევ ორგვარია; სრულყოფამდე ამაღლებული
სულიერი ან არა). ყველაზე დაბალი ყოფიერია ხუთი სტიქია : ცეცხლი, ჰაერი, მიწა,
წყალი, ხე.

ჯაინიზმში სულის ჭეშმარიტი არსება ცნობიერებაში ვლინდება. იგი მუდმივია და


მარადიულობის მიუხედავად გარდაქმნებსა და ცვლილებებს განიცდის. ამ
მოძღვრებაში ზოგჯერ სული ისეა წარმოდგენილი თითქოს იგი არ ელტვის
უკვდავებას.

სულის არსებობის უეჭველობის საბუთად მოჰყავთ შემდეგი არგუმენტი:


შერგრძნებები ორგვარია, შინაგანი და გარეგანი. სული მოქმედი აქტიური და
მამოძრავებელი ძალაა, რომელიც სხეულს სჭირდება. ამიტომ სული არის
უპირველესი მიზეზი და არა სხეული, მას შეუძლია სხეულიდან გასვლა და უკან
დაბრუნება.

ხშირად ადამიანის სული ეცემა, ანუ ის მატერიას ერწყმის. ასეთი სული თავისი
გრძნობებით და აზრებით ცუდ მიდრეკილებებს იჩენს. ბუნებრივია, სული რომ
განთავისუფლდეს, პირველ რიგში, მატერიალური უნდა ჩამოიშოროს. როცა
განცდები ავსებს სულს მას სჭირდება რომ მატერეიას შეერწყას, მაგრამ როდესაც
განცდებს უგულველყოფთ მაშინ იგი თავისუფლდება, რაც ჩვენი სულის
სიძლიერეზე მიუთითებს.

ადამიანის ზნეობრივ ქცევებზე ჯაინისტების მოძღვრება ემყარება სამ მარგალიტს:


სწორი შემეცნება, სწორი რწმენა, სწორი მოქმედება. მხოლოდ ამ სამი მოთხოვნის
შესრულებით შეიძლება თავისუფლების და ზნეობრივი სრულყოფილების მოპოვება.
შემეცნება რწმენის რაიმე ელემენტის გარეშე ვერ დაიწყება, ამიტომ პირველადი
რწმენა ემყარება ჩვენს გონიერ მიმართებას ჭეშმარიტებასთან. სწორი რწმენა იწყება
ცოდნის თანდათანობითი სრულყოფით, შესაბამისად რწმენა ძლიერდება და
საბოლოოდ ყალიბდება ჯაინიზმის რწმენად. ამ მოძღვრების ღრმად შესასწავლად
საჭირიოა „პანჩა-მაჰავრატას“ მცნებების ზუსტი დაცვა.

სამივე მათგანი რწმენა, ცოდნა, მოქმედება ერთმანეთზეა დამოკიდებული, ისინი


ერთგვარად განსაზღვრავენ ერთმანეთს და ხელს უწყობენ ერთმანეთის ფორმირებას.

ჯაინისტები არ უარყოფენ ღმერთების არსებობას, თუმცა დიდ ყურადღებას აქცევენ


ღმერთის არსებობის არგუმენტების საფუძვლიანობას. ზუსტად ამიტომ მათ
გამოავლინეს ლოგიკური არგუმენტებისა და ლოგიკური ფორმების გამოყენების
მაღალი დონე.

ჯაინისტებს გამოკვლეული აქვთ საკითხი პირობითო მსჯელობების


თავისებურებათა შესახებ. მათ აღმოაჩნეს, რომ ყოველი მსჯელობა შეფარდებით
გამოხატავს საგნის თვისებებს და ამდენად შეფარდებითი შინაარსისაა, ამიტომ
მსჯელობის კატეგორიული ფორმა უნდა შეიცვალოს პირობითი ფორმით. (მაგ: დოქი
საოჯახო ნივთია - გარკვეული სახით დოქი საოჯახო ნივთია).

აქედან ჯაინისტი აკეთებს ზოგად დასკვნას: არც ერთ ფილოსოფიურ თეორიას არ


შეუძლია გამოხატოს რეალური სინამდვილის სხვადასხვაობის ყველა მხარე და
სწორად ამიტომ არის განსხვავება და კამათი ფილოსოფიურ მოძღვრებებს შორის.

მართალია ჯაინიზმი თავისი მკაცრი წესებით რთულად ვრცელდებოდა თუმცა მან


პოპულარობა ძირითადად ქალაქებში მოიპოვა, ამ მოძღვრებას მდიდარი და
ელეგანტური საზოგადოება ყოველთვის ეტანებოდა. ჯაინიზმს ასევე დიდი გავლენა
ჰქონდა ფერწერასა და ხელოვნებაზე.

2. ძველი ინდოეთის ორთოდოქსული ფილოსოფიური მოძღვრებები. მიმანსა

მიმანსამ ძვ. ინდოეთში განვითარების ორი პერიოდი გაიარა : ადრეული მიმანსა ანუ
„პურვა-მიმანსა“ და გვიანდელი - „უტტარა-მიმანსა“. მოძღვრების ჩამოყალიბების
თარიღად ითვლება ძვ.ს 5-4 ს. სახელწოდება სანსკრიტის ენაზე ნიშნავს - გააზრებას,
საფუძვლების გამოკვლევას, რომელშიც იგულისხმება ვედების განხილვა, კრიტიკა.
მიმანსას ფილოსოფიური თეორია უპირველეს მიზნად ისახავს ვედებისა და
რიტუალების დაცვას, თეორიულ გამართლებას და მათი მნიშვნელობის
დასაბუთებას.
მიმანსიკების მიხედვით ვედები მარადიული აზრებია, რომელთაც შემოქმედი არა
ჰყავთ არც ბრძენისა და არც ღმერთის სახით. მათზე არ ითქმება სიტყვა შექმნა. არც
იმის დასაბუთება შეიძლება რომ ბრძენმა ადამიანმა შეძლო მათი გააზრება და რომ
ისინი ადამიანის გონებით დადგენილნი არიან. ამის მიზეზი კი ის არის რომ
ადამიანის გონება მერყეობს ცოდნასა და არცოდნას, ჭეშმარიტებასა და მცდარობას
შორის, ამიტომ ცხადია მათი შემქმნელი არ შეიძლება იყოს მარადიული სიბრძნე.
მაშასადამე ვედები ყოველთვის არსებობდნენ, მხოლოდ გვიან დაიწყეს მათი ზეპირი
გავრცელება შემდეგ კი ჩაწერა. თუმცა მათში გადმოიცემული სიბრძნე ვერ გაიგეს
ბოლომდე, ამიტომ ჩამოყალიბდა მიმანსას მიმართულება რთა მათ გამოიკვლიონ და
დაასაბუთონ ის რაც ვედებშია გადმოცემული.

მიმანსას სისტემას გნოსეოლოგიური ორიენტაცია აქვს, რომელსაც საფუძვლად აქვს


უკვე მოცემული ცოდნა.

ვედური სიბრძნის დაცვისთვის მიმანსა ორ პირობას აყენებს

1. ვედების გაგების, ახსნის, ინტეერპრეტაციის ისეთი მეთოდი უნდა შემუშავდეს


რომლის დახმარებითაც აიხსნება მათში ჩადებული სიბრძნე და რიტუალები
2. ფილოსოფიამ უნდა გაამართლოს ვედების რწმენა და მათში დარწმუნების
საფუძველი. უნდა მოხდეს ყველაფრის სწორი ახსნა.

მიმანსას მოძღვრებაში მიზეზ-შედეგობრიობის ტრადიციული გაგება შევსებულია


ახალი თვალსაზრისით. დადგენილია პოტენციური ენერგიის არსებობა, რომელიც
მიზეზშია მოცემული და სწორედ ამგვარი შინაგანი ძალის მიერ ხდება შედეგის
წარმოქმნა. (მაგ; თესლიდან არ განვითარდებოდა მცენარე მასში შინაგანი
პოტენციური ძალა რომ არ ყოფილიყო )

პოტენციური ენერგიის ცნება მიმანსიკებმა მათი მოძღვრების ძირითადი დოქტრინის


ახსნისათვის გამოიყენეს, კერძოდ ვედური რიტუალების თუ წეს-ჩვეულებების
გამართლებისათვის. მათ უნდა აეხსნათ თუ როგორი შედეგი მოჰყვებოდა წეს
ჩვეულებებისა და რიტუალების შესრულებას დიდი ხნის შემდეგ.

მიმანსა ამ საკითხთან დაკავშირებით დამაიმედებელ პასუხებს იძლევა, რომ


რიტუალი ჩვენს სულში წარმოქმნის პოტენციურ ძალას რომელიც ადრე თუ ვიან
აუცილებლად გამოავლენს თავის სახეს და მოგვცემს შედეგს.

ადამიანის ცხოვრების მიზანი სიკეთეა და მის განხორციელების საშუალებაა ვედების


დაცვა. აქედან გამომდინარეობნს მიმანსიკების ეთიკური კონცეფცია: ადამიანი
მოვალეა შეასრულოს ვედებით ნაკარნახევი წეს-ჩვეულებები, რადგან ისინი წინასწარ
არიან დადგენილნი მოქმედების პრინციპებად. ნაბრძანებია და ჩვენ უნდა
შევასრულოთ დავემორჩილოთ ამ ბრძანებას. რადგან აქ სხვადახვა რიტუალებია ჩვენ
უნდა მივყვეთ ვედურ კულტებს, არ აქვს მნიშვნელობა მათ სახელებს. მიმანსას
რჩევაა რიტუალი შესრულდეს არა რომელიმე ღვთაებისთვის არამედ მისთვის
ვისთვისაც ნაბრძანებია. ამით პატივს მივაგებთ ვედურ სიბრძნეს. ამით
განისაზღვრება ადამიანების მოვალეობა არა ღმერთების არამედ ვედური სიბრძნის
მიმართ. ეს არის გზა უმაღლესი ნეტარებისკენ, თავისუფლებისკენ, ტანჯვისგან
განთავისუფლებისკენ.

ცოდნის საფუძვლის შესახებ მიმანსას მოძღვრება ემყარება შემეცნების ორ წყაროს :


არსებობს გრძნობად-აღქმადი და გაშუალებული ანუ ლოგიკური ცოდნა. აღქმით
დასტურდება ობიექტის რეალურობა რომ ის ნამდვილად არსებობს. მეორე წყარო კი
გულისხმობს ლოგიკურ დასკვნას და შედარებას რათა არსებობა უფრო გამტკიცდეს.

მიმანსას მოძღვრებაში ვედების ავტორიტეტის გაგება სიტყვის მნიშვნელობის


ახსნასთანაა დაკავშირებული. ვედები სიტყვებშა გამოთქმული, სიტყვა არ შეიძლება
გავიგოთ როლგორც რეალურად აღქმული ბგერები, რომელიც გამოითქმებვა და
აღიქმება. როცა ჩვენ ცალკეული ბგერებით გამოვთქვამთ სიტყვას, ჩვენ არცერთ
მათგანს არ ვქმნით, ისინი ჩვენზე დამოკიდებულები არ არიან. ე.ი ბგერებიც და
მათგან შექმნილი სიტყვებიც მარადიულნი არიან. შესაბამისად სიტყვებისგან
შექმნილი ვედებიც მარადიულები არიან.

მიმანსა უპირისპირდება ნიაიას ლოგიციზმს, რომ ფილოსოფიის ამოცანად ითვლება


ვედური სიბრძნის ლოგიკური დასაბუთება. მიმანსა უფრო მეტად რწმენისაკენ
იხრება და არა ლოგიკური არგუმენტიზაციისკენ.

მიმანსას მიძღვრება ლოგიკურ აზროვნებას გამოცდილებით მიღებულ ცოდნაზე


მაღლა აყენებს და უფრო მეტად რაციონალიზმისკენ იხრება, მაგრამ რწმენის წინაშე
როგორც რაციონალურის ისე ირაციონალურის შეზრუდვებზე მითითებით ვედების
ავტორიტეტს უფრო დიდ მნიშვნელობას ანისჭებს. ამ კონტექსტიდან ლოგიკისა და
ფილოსოფიის პოზიციიდან საყურადღებოა დასკვნები.

მიმანსიკები ამტკიცებდნენ რომ წმინდა ლოგიკურ დასკვნებისა და დასაბუთების


გზით სვლა არც საიმედოა და არც სასარგებლო. დასკვნას თავისი შემეცნებითი
ღირებულება აქავს და მიმანსიკები ამას კატეგორიულობით ამტკიცებენ, მსჯელობე
იმაზე რომ ცოდნის უკმარისობის, საეჭვობის შემთხვევაში აუცილებელია დასკვნის
გამოყენება, რომელიც თავიდან აგვაცილებს წინააღმდეგობებს, მაგრამ ამასთან
ერთად შედარებით ყველზე უტყუარია რწმენა, რომელიც თან უნდა სდევდეს
ჭეშმარიტ შემეცნებას.

მიმანსა ასევე დიდ ყურადრებას ამახვილებს მეხსიერების შეცდომებზე, როცა


ფაქტობრივად რეალურად აღქმული და მეხსიერებით აღდგენილი არ დაემთხვა
ერთმანეთს, ან პირიქით.
მიმანსა დიდ ყურადღებას აქცევს იმ საშიშროებასაც რაც ფაქტებისა და ფორმების
აცდენამ შეიძლება გამოიწვიოს, რადგან ასე ჩვენი ცოდნა არასწორად წარიმართება
რაც ვნებს ჩვენს სიცოცხლეს, ცხოვრებას. არ ცდება ის ვინც ვედების სიბრძნეს
მისდევს. რადგან ისინი არავის შეუქმნია, ისინი ისევე მარადიულია როგორც
სიტყვები და ბგერები. როგორც სინათლე გვინათებს გზას ასევე გვეხმარება ვედებში
გადმოცემული სიბრძნე.

3. „ანუმანა“ გაუტამას მოძღვრების მიხედვით

გაუტამას მოძღვრების მიხედვით ჭეშმარიტი შემეცნების სახეობაა დასკვნა, ნიაიკების


თქმით - ანუმანა. (ანუ - შემდეგ, მანა- ცოდნა) - ეს გაშუალებული ცოდნაა, წინა
ცოდნიდან გამომდინარე. დასკვნა ისეთი ცოდნაა, რომელიც მიიღება აღქმით
დადგენილში რაიმე ნიშნით სხვასთან მუდმივი კავშირის აღმოჩენის შედეგად. ეს
კავშირი დასკვნაში თვალნათლივ არ აღიქმება. დასკვნა სამიკ ტერმინისგან შედგემა -
დიდი, მცირე, საშუალო და ძირითადად სამ მსჯელობაში გაიშლება. ამოსავალი,
დასასაბუთებელი და ბოლოს დასაბუთებული მსჯელობა.

ინდურ ლოგიკაში სილოგიზმი იწყება დასკვნითი მსჯელობით, ხოლო დიდი


წინამძღვარი ბოლოა, ამის შესაბამიკსად გვაქვს დასკვნის ხუთნაწილიანი სისტემა.

1 რამეს ადასტურებს

2 მეორე მიუთითებს დასტურის საფუძველს

3 ზოგადი მსჯელობა

4 ზოგადი მსჯელობის გამოყენება კწერძოს მიმართ

5 დანასკვი

გაუტამას მიერ დამუშავებული ეს ფორმა კატეგორიული სილოგიზმის ფორმადაა


მიჩნეული.

ნიაიაში დასკვნის ფორმების ასეთი სირთულის გამო საჭირო იყო დასკვნაში


შეცდომების მიზეზების საითხის გარკვევაც. ნიაიკების მიხედვით დასკვნაში არ
შეიძლება იყოს ფორმის მიზეზით შეცდომა, რადგან ყოველი დასკვნა გულისხმობს
ლოგიკური გამომდინარეობის სტრუქტურის დაცვას, ამიტომ შეცდომების მთავარი
მიზეზი მატერიალური საფუძვლებია, რომელნიც ფაქტიურად განსაზღვრავენ
დასკვნაში წინამძღვართა ჭეშმარიტება-მცდარობას.
ბილეთი 10

1. ვედანტას ფილოსოფია

ვედანტა გამორჩეულია თავისი პრინციპების უძველესი წარმოშობით და მთელი


არსებობის მანძილზე სხვა თორიებზე გავლენის მოცდენით.

ვედანტა, როგორც სკოლის სახელწოდება ნიშნავს ვედების დასრულებას, ხოლო


შინაარსობრივად - ვედური სიბრძნის დოქტრინად ჩამოყალიბებას.

ვედანტამ მიზნად დაისახა უფრო მ ეტი - იპანიშადებში ასახული ვედური სიბრძნის


თვალსაზრისით სისტემატიზაცია ერტი აბსოლუტური ღვთაებრივი არსიდან
სინამდვილი ახსნის მიზნით.

ვედანტას ფუძემდებელია ბადარაიანა. ძვ.წ 4-3 საუკუნე.

ბადარაიანას „ვედანტა-სუტრა“ ანუ „ბრაჰმა-სუტრა“, ოთხთავია, რომლის პირველ


თავში გადმოცემულია ბრაჰმანის შესახებ მეტაფიზიკური მოძღვრება, რომელშიც
წარმოდგენილია ბრაჰმანის დახასიათება, მისი მიმართება სამყაროსთან,
ინდივიდუალურ სულთან. მეორე თავი მოწინააღმდეგე მოძღვრების კრიტიკულ
განხილვას ეთმობა, აქ გადმოცემულია ჩარვაკა, ჯაინიზმი, ბუდიზმი. ამ მიზანს
ემსახურება მსჯელობა სამყაროსა და ღმერთის დამოკიდებულების, უნივერსალური
სულის შესახებ. მესამე თავი ეხება ბრაჰმანის წვდომის გზებსა და საშუალებების
არწერას. მეოტხე თავში შეჯამებულია შედეგები ბრაჰმანის შემეცნების
შესაძლებლობატა შესახებ, უკვდავი სულის სხეულისგან დაშორების შემდეგ
წინაპრებთან და ბრაჰმანთან მიმართებაზე. ყოველი ეს თავი თავის მხრივ ოთხ
ნაწილად იყოფა და შესაბამისადაა საკითხები განხილული.

ბადარაიანის შეფასებით, ვედები მარადიულნი არიას, ხოლო ვედებზე აგებული


ტრაქტატები ნამდვილად სარწმუნოები არიან.

ვედანტას მოძღვრების ცენტრში დგას ბრაჰმანის ცნება, რომელზეც ითქმის რომ იგი
არის უმაღლესი რეალობა, მთელი სინამდვილის საწყისი, ბოლო და არსება.

ბრაჰმა სუტრა ბრაფმანის რაობის ახსნისას გადის წმინდა მეტაფიზიკის საზრვრებს


გარეტ და მინიშნებულია მის როლზე კოსმიური მაშტაბით, რომ იგი ვლინდება
ერთიანი მსოფლიო სულის, გონის მოქმედებაში. ისიცაა აღნიშნული რომ ყოველი
ელემენტი მის მიერაა შექმნილი, ყოველი გარდაქმნა განვითარება მისი წყალობით
ხდება. ამ წიგნში ასევე გამოყენებულია ანალოგიის მეთოდი - მიზეზისა და შედეგის
მიმართებით აიხსნას ბრაჰმანისა და სამყაროს დამოკიდებულება. ამასთან
დაკავშირებით არსებობს დასკვნა : მიზეზი და შედეგი იგივეობრივია.
ბადარაიანის ვედანტაში მნიშვნელოვანია დებულება - ბრაჰმანი სამყაროს ქმნის
წმინდა, შეუბღალავი მიზნით. თითქოს მანს გართობის მიზნით თავისი თავი
სამყაროდ გადააქცია. ამიტომ ამ მოძღვრებაში მნიშვნელოვანია ასევე სამყაროს
შემოქმედების საკითხი.

რა მიზნით რატომ შექმნა ბრაჰმანმა სამყარო, ვედანტას ფილოსოფიაში საკვლევი და


ფართოდ საკამათო საკითხი გახდა.

ბრაჰმა სუტრას ბოლო თავის დანიშნულება სისტემის შეკვრა-დასრულებაა. მაგრამ


ბადარაიანმა ეს ვერ შეძლო. მისი ვედანტიზმი უპანიშადურ აზროვნებაში ერტი
ღმერთის - ბრაჰმანის უნივერსალობის დასაბუთებით უნდა დასრულებულიყო.
ყოველივე ამან განსაზღვრა ვედანტას შემდგომი განვითარება.

2. მიმანსიკების ფილოსოფიური შეხედულებები

მიმანსას მოძღვრების ჩამოყალიბების თარიღად ითვლება ძვ.ს 5-4 ს. სახელწოდება


სანსკრიტის ენაზე ნიშნავს - გააზრებას, საფუძვლების გამოკვლევას, რომელშიც
იგულისხმება ვედების განხილვა, კრიტიკა. მიმანსას ფილოსოფიური თეორია
უპირველეს მიზნად ისახავს ვედებისა და რიტუალების დაცვას, თეორიულ
გამართლებას და მათი მნიშვნელობის დასაბუთებას.

მიმანსიკების მიხედვით ვედები მარადიული აზრებია, რომელთაც შემოქმედი არა


ჰყავთ არც ბრძენისა და არც ღმერთის სახით. მათზე არ ითქმება სიტყვა შექმნა. არც
იმის დასაბუთება შეიძლება რომ ბრძენმა ადამიანმა შეძლო მათი გააზრება და რომ
ისინი ადამიანის გონებით დადგენილნი არიან. ამის მიზეზი კი ის არის რომ
ადამიანის გონება მერყეობს ცოდნასა და არცოდნას, ჭეშმარიტებასა და მცდარობას
შორის, ამიტომ ცხადია მათი შემქმნელი არ შეიძლება იყოს მარადიული სიბრძნე.
მაშასადამე ვედები ყოველთვის არსებობდნენ, მხოლოდ გვიან დაიწყეს მათი ზეპირი
გავრცელება შემდეგ კი ჩაწერა. თუმცა მათში გადმოიცემული სიბრძნე ვერ გაიგეს
ბოლომდე, ამიტომ ჩამოყალიბდა მიმანსას მიმართულება რთა მათ გამოიკვლიონ და
დაასაბუთონ ის რაც ვედებშია გადმოცემული.

მიმანსას მოძღვრებაში მიზეზ-შედეგობრიობის ტრადიციული გაგება შევსებულია


ახალი თვალსაზრისით. დადგენილია პოტენციური ენერგიის არსებობა, რომელიც
მიზეზშია მოცემული.

პოტენციური ენერგიის ცნება მიმანსიკებმა მათი მოძღვრების ძირითადი დოქტრინის


ახსნისათვის გამოიყენეს, კერძოდ ვედური რიტუალების თუ წეს-ჩვეულებების
გამართლებისათვის. მათ უნდა აეხსნათ თუ როგორი შედეგი მოჰყვებოდა წეს
ჩვეულებებისა და რიტუალების შესრულებას დიდი ხნის შემდეგ.
მიმანსა ამ საკითხთან დაკავშირებით დამაიმედებელ პასუხებს იძლევა, რომ
რიტუალი ჩვენს სულში წარმოქმნის პოტენციურ ძალას რომელიც ადრე თუ ვიან
აუცილებლად გამოავლენს თავის სახეს და მოგვცემს შედეგს.

მიმანსას მიძღვრება ლოგიკურ აზროვნებას გამოცდილებით მიღებულ ცოდნაზე


მაღლა აყენებს და უფრო მეტად რაციონალიზმისკენ იხრება, მაგრამ რწმენის წინაშე
როგორც რაციონალურის ისე ირაციონალურის შეზრუდვებზე მითითებით ვედების
ავტორიტეტს უფრო დიდ მნიშვნელობას ანისჭებს. ამ კონტექსტიდან ლოგიკისა და
ფილოსოფიის პოზიციიდან საყურადღებოა დასკვნები.

მიმანსიკები ამტკიცებდნენ რომ წმინდა ლოგიკურ დასკვნებისა და დასაბუთების


გზით სვლა არც საიმედოა და არც სასარგებლო. დასკვნას თავისი შემეცნებითი
ღირებულება აქავს და მიმანსიკები ამას კატეგორიულობით ამტკიცებენ, მსჯელობე
იმაზე რომ ცოდნის უკმარისობის, საეჭვობის შემთხვევაში აუცილებელია დასკვნის
გამოყენება, რომელიც თავიდან აგვაცილებს წინააღმდეგობებს, მაგრამ ამასთან
ერთად შედარებით ყველზე უტყუარია რწმენა, რომელიც თან უნდა სდევდეს
ჭეშმარიტ შემეცნებას.

მიმანსა ასევე დიდ ყურადღებას აქცევს იმ საშიშროებას რაც ფაქტებისა და ფორმების


აცდენამ შეიძლება გამოიწვიოს, რადგან ასე ჩვენი ცოდნა არასწორად წარიმართება
რაც ვნებს ჩვენს სიცოცხლეს, ცხოვრებას. არ ცდება ის ვინც ვედების სიბრძნეს
მისდევს. რადგან ისინი არავის შეუქმნია, ისინი ისევე მარადიულია როგორც
სიტყვები და ბგერები. როგორც სინათლე გვინათებს გზას ასევე გვეხმარება ვედებში
გადმოცემული სიბრძნე.

3. ჯაინიზმი სულის შესახებ

ჯაინიზმში სულის ჭეშმარიტი არსება ცნობიერებაში ვლინდება. იგი მუდმივია და


მარადიულობის მიუხედავად გარდაქმნებსა და ცვლილებებს განიცდის. ამ
მოძღვრებაში ზოგჯერ სული ისეა წარმოდგენილი თითქოს იგი არ ელტვის
უკვდავებას.

ჯაინისტები იმის გამო რომ საყოველთაო სულიერების დებულებას იცავდნენ


დაუპირისპირდნენ ჩარვაკა-ლოკაიატებს.

სულის არსებობის უეჭველობის საბუთად მოჰყავთ შემდეგი არგუმენტი:


შერგრძნებები ორგვარია, შინაგანი და გარეგანი. სული მოქმედი აქტიური და
მამოძრავებელი ძალაა, რომელიც სხეულს სჭირდება. ამიტომ სული არის
უპირველესი მიზეზი და არა სხეული, მას შეუძლია სხეულიდან გასვლა და უკან
დაბრუნება.
ხშირად ადამიანის სული ეცემა, ანუ ის მატერიას ერწყმის. ასეთი სული თავისი
გრძნობებით და აზრებით ცუდ მიდრეკილებებს იჩენს. ბუნებრივია, სული რომ
განთავისუფლდეს, პირველ რიგში, მატერიალური უნდა ჩამოიშოროს. როცა
განცდები ავსებს სულს მას სჭირდება რომ მატერეიას შეერწყას, მაგრამ როდესაც
განცდებს უგულველყოფთ მაშინ იგი თავისუფლდება, რაც ჩვენი სულის
სიძლიერეზე მიუთითებს.

You might also like