You are on page 1of 4

1.

ფილოსოფია, როგორც სულიერების ფორმა;

ფილოსოფია, როგორც ჭვრეტითი ცხოვრება, გულისხმობს გარკვეულ სულიერ


გამოცდილებას, რომელიც სხვადასხვაგვარი შეიძლება, იყოს, თუმცა ნებისმიერ
შემთხვევაში, არსებობს მისი გამოწვევისა და გადაცემის გზები და ფილოსოფიაც ერთ -
ერთ ასეთ გზად გვევლინება.

ფილოსოფიურმა აზროვნებამ რაციონალური სახე მიიღო მხოლოდ მე-17 საუკუნეში და


საბოლოოდ ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნეში, მანამდე კი აღიქმებოდა, როგორც
სულიერების ფორმა.

სულიერება 4 დისპოზიციით ხასიათდება: ფორმები - შესაბამისი მედიტაციურ-ჭვრეტითი


ხელოვნება; ტოპოსები - ჭვრეტის „ობიექტები“; მდგომარეობები - გარკვეული ეფექტები ,
რომლებსაც ზემოაღნიშნული მედიტაციურ-ჭვრეტითი პრაქსისი იწვევს გარკვეულ
ინდივიდებში; ტრადიციები - კონტექსტი, რომელიც სულიერების ქრონოტოპოსია .

ფილოსოფია, როგორც სულიერების ფორმა, სათავეს ძველ საბერძნეთში იღებს . თავად


ბერძნებს სჯეროდათ, რომ ფილოსოფია „ღმერთების საჩუქარია“ და რომ ის „ვინმე
პრომეთემ“ გადმოსცა ადამიანებს.

სულიერება, თავის მხრივ, მოისაზრება, როგორც ტრანსცენდენტურ სფეროსთან


ურთიერთობის გზა, რომელიც, ძირითადად, ჭვრეტასთან და ჭვრეტით ცხოვრებასთანაა
დაკავშირებული. ეს მჭვრეტელობა შეიძლება, იყოს გენეტიკურად განპირობებული და ამ
დროს ე.წ. „შამანიზმის“ ფენომენთან გვაქვს საქმე და, მეორე მხრივ, როდესაც იგი
კოდიფიცირებულია და შესაძლებელია მისი დასწავლა-გადაცემა, იგი არის მედიტაციურ -
ჭვრეტითი ტრადიცია, რომელსაც ეწოდება სულიერება.

ჭეშმარიტი ცოდნა - ესაა ჭეშმარიტი ყოფიერებისა და მისი ანარეკლის, ერთისა და


სიმრავლის განსხვავების უნარი, ამიტომ არისტოტელე „მეტაფიზიკაში “ მიუთითებს , რომ
ყოველი ოპოზიცია და დიქოტომია შეიძლება, აქციო ერთ ძირითად ოპოზიციად,
დიქოტომიად - ესაა ერთი და სიმრავლე. ამ აზრით, მთელი ფილოსოფია სხვა არაფერია ,
თუ არა - ვარიაციები ერთისა და სიმრავლის ურთიერთმიმართებაზე .

ერთ-ერთი ასეთი დიქოტომიაა „შინაგანი“-„გარეგანი“. „შინაგანი სიბნელე ამ დიქოტომიის


გაღრმავებაა, როდესაც გარეგნული სიბრმავე შინაგანი სინათლის გამოხატულებაა და
პირიქით. ამ თემას ეძღვნება იოანეს სახარების მერვე თავი მთლიანად და „ოიდიპოსის
მეფეც“ ამის ილუსტრაციაა - მისანი ტირესიასი ამის არტიკულაციას პირველად ახდენს ,
როდესაც ოიდიპოსს ეუბნება, რომ ის შეიძლება ბრმაა, მაგრამ ხედავს იმას , რასაც ვერ
ხედავს თვალხილული ოიდიპოსი.
2. ვედებიდან ბრაჰმანებისკენ;

პროტოინდური კულტურის გაქრობასა და ინდოეთში არიელების გამოჩენაზე ისტორიული


ცნობები მცირეა. დაახლოებით ორიათასწლეულის შუალედში ჩვენს წელთაღრიცხვამდე
ინდოეთში ჩრდილო-დასავლეთიდან მოვიდნენ არიელები და თან მოიტანეს
მსხვერპლშეწირვის ეფექტიანობაზე დაფუძნებული რელიგია, რომელსაც ვედურს
ვუწოდებთ იმიტომ, რომ ვედებით გავიცანით.

ვედების ეპოქაში ინდოელი მკაცრ ზღვარს არ ავლებდა ცოცხალსა და მკვდარს , სულსა და


მატერიას, კონკრეტულ და აბსტრაქტულ ცნებებს შორის. მას სწამდა, რომ მის ირგვლივ
ათასგვარი მისი მსგავსი არსებაა და რომ თითოეულ მათგანს შეუძლია , ზეგავლენა
იქონიოს მის ცხოვრებაზე. ძველ ინდოელს სწამდა იმდენად ღრმად , რომ „სულიერად “
მიიჩნევდა საკუთარი ხელით გაკეთებულ ნივთებსაც კი.

ვედურ ჰიმნებში გვხვდება სხვადასხვა სტიქიური მოვლენის ღმერთი , ანუ იმის , რასაც
ადამიანი ვერ ხსნიდა და შესაბამისად, რაც აშინებდა. თანდათან ფართოვდებოდა
ღვთაებათა არე, მაგრამ, ამასთან, მორწმუნეს ჯერ კიდევ არ გააჩნდა ჩამოყალიბებული
კონცეფცია მათზე. მაგალითად, არ არსებობდა მკვეთრი იერარქია: იქმნება
შთაბეჭდილება, რომ ვედების ყოველი თაყვანისმცემელი პირველ ადგილას იმ ღმერთს
აყენებდა, რომელსაც ადიდებდა და უზენაეს პატივს მიაგებდა. არ იყო გამოკვეთილი
ნათესაობრივი კავშირი. არიელთა ღმერთების წარმოშობაზე მრავალი მოსაზრება
არსებობს - დაუდგენელია, თუ რამდენ ღმერთს ეთაყვანებოდნენ, თუმცა ვედების
საფუძველზე შეგვიძლია, ძირითადად მაინც, აღვადგინოთ ვედური პანთეონის ცალკეული
სახეები.

გვიანდელ ვედურ ხანაში უკვე ინდური საზოგადოება 4 ძირიტად სოციალურ ჯგუფად ,


ვარნად, იყოფა. დიდი სახელმწიფოების ჩამოყალიბების პარალელურად, შესამჩნევლად
იზრდება მეფის ძალაუფლება და ამასთან, იკვეთება ქურუმტა სპეციალიზაციაც , ვინაიდან
მეფეს სჭირდებოდა ადამიანი, ვინც მის ძალაუფლებას მაგიური რიტუალებით დაიცავდა .

ფორმალურად, ქურუმები იყოფიან ათჰარვანებად - კეთილისმყოფელი ადათ-წესების


შემსრულებლად და - აგნირასებად - „ბოროტი მაგიის“ წეს-ჩვეულებებს რომ
ასრულებდნენ. ათჰარვანები ვედურ ღმერთებს ცნობდნენ, მაგრამ მთლიანად არ
ატარებდნენ მსხვერპშეწირვის რიტუალს, ვინაიდან ტრადიციული მსხვერპლშეწირვა
იმდენად ძვირი ჯდებოდა, რომ მხოლოდ ძალიან მდიდრებისთვის იყო ხელმისაწვდომი .
ამან წარმოშვა გაუბრალოებული წეს-ჩვეულებები - საფუძველი ჩაეყარა საშინაო
რიტუალს, რომელიც ჰინდუიზმში დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებს .

„ათჰარვავედაში“ შემონახულია მსხვერპლშეწირვის აღწერა, რომლის მიზანია , ადამიანმა


იპოვოს ადგილი ზეცაზე და ამგვარად, მიაღწიოს კეთილდღეობას დედამიწაზე . შემდგომ ,
ბრაჰმანულ სტადიაზე, ვხვდებით უკვე სიმბოლურ მსხვერპლშეწირვებს , რომელთა
შესრულებისას, მაგიური წესები მნიშვნელოვნად გაუბრალოვებულია. ასეთია ყველა
მსხვერპლშეწირვა „სავას“ სახელწოდებით. თუმცა, სიმბოლური მსხვერპლშეწირვა არ
წარმოადგენდა ათჰარვანების საკულტო რიტუალის ბოლო სიტყვას . მათი ტრადიციების
დამამთავრებელ სტადიაზე, წეს-ჩვეულებათა მაგიური ძალა, ბრაჰმანი რომ ეწოდებოდა ,
თვით მსხვერპლს გაუტოლდა და მსხვერპლშეწირვის ყოველ ელემენტს მოიცავდა .
ბრაჰმანის წეს-ჩვეულებაზე წარმოდგენა მოგვიანებით უპაშანიდებში განვითარდა და
დამუშავდა.

„ათჰარვავედის“ რელიგია მკვეთრად განსხვავდებოდა „რიგვედის“ მთელი სულიერი


ატმოსფეროსგან, სადაც რიშიები აღფრთოვანებით ადიდებდნენ ადამიანებისადმი
კეთილგანწყობილ ღვთაებებს. ათჰარვანებისთვის, უპირველეს ყოვლისა, მანტრები
მტრული ჯადოსნური ძალების მართვის იარაღად იქცა. ღვთის სიყვარული და ნდობა
შიშმა და უნდობლობამ ჩაანაცვლა - მორწმუნენი მათ ელაქუცებოდნენ. მანტრები
სასწაულმოქმედ არამეგობრულად განწყობილ ზეციურ მკვიდრთა გულის მოგების
საშუალებად იქცა.

„ათჰარვავედაში“ აისახა იმ ტიპის წეს-ჩვეულებებზე გადასვლა, ხშირად რომ მოიხსენიება


გვიანდელ რელიგიურ წყაროებში - ბრაჰმანებში. იმ ხანებში, მონოპოლია ქურუმ -
ბრაჰმანთა უმაღლესმა კასტამ ჩაიგდო ხელში. უკვე შეიძლება ლაპარაკი კასტური
სისტემის განმტკიცებაზე. უკიდურესად რთული და დახლართული რიტუალის ცოდნამ
ბრაჰმანთა მდგომარეობა განამტკიცა და მათაც თავი ღმერთებზე მაღლა წარმოადგინეს .
ბრაჰმანს ოთხი მოვალეობა ჰქონდა : 1) ჭეშმარიტად ბრაჰმანული წარმომავლობის უნდა
ყოფილიყო; 2) შესაფერისად უნდა მოქცეულიყო; 3) სწავლულის სახელი უნდა ჰქონოდა; 4)
ხელი უნდა შეეწყო „ადამიანთა სიმწიფისთვის“ - ჩაეტარებინა მსხვერპლშეწირვა .

ადამიანებსაც ეკისრებოდათ გარკვეული ვალდებულებები ბრაჰმანთა მიმართ - თაყვანი


უნდა ეცათ, ძღვენი ებოძებინათ, არ შეეწუხებინათ და არ მოეკლათ. მკვლელობად , ამ
სიტყვის პირდაპირი გაგებით, მხოლოდ ბრაჰმანის მკვლელობა ითვლებოდა. ბრაჰმანთა
ქონებას მეფეც კი ვერ შეეხებოდა.

მათ უმთავრეს ღმერთად პრაჯაპატი („არსებათა მეუფე“) იქცა. თავდაპირველად იყო


სიცარიელე, არც ზეცა არსებობდა, არც - მიწა და არც - ატმოსფერო. არარაობიდან სული
წარმოიშვა, სულიდან - პრაჯაპატი, პრაჯაპატიდან - დანარჩენი არსებები .

მსხვერპლი რელიგიური წეს-ჩვეულებებისა და წმინდა გამონათქვამთა ნაერთს


წარმოადგენდა, რომელთა კომბინაციისგან იქმნებოდა შეუმჩნეველი და უდიდესი ძალა -
ეს გამოთავისუფლებული ფლუიდი ან პრაჯაპატში იყო ხორცშესხმული, ან მოწრმუნის
არსებაში, ან საერთოდ - ორივეში. ამ წარმოდგენებიდან გამომდინარეობდა შეხედულება ,
რომ მსხვერპლი ღვთაებრივი აქტია, რომლის მიზანია ადამიანის ღმერთად ქცევა .
მსხვერპლმა მოსალოდნელი შედეგი მოიტანა - ქურუმს საზღაური თან უნდა ახლდეს .
ბრაჰმანებში ამ საკითხს დიდი ადგილი უკავია. საზღაურის 4 ფორმაა განსაზღვრული :
ცხენი, ოქრო, ძროხა ან სამოსელი, მსხვერპლის მნიშვნელობის შესაბამისად .

წეს-ჩვეულება, ბრაჰმანების გაგებით, ესაა სწორად შერჩეულ გარკვეულ დროსა და


განსაზღვრული ვადით წარმოებულ მოქმედებათა შეთანხმება. შესაბამისი ელემენტების
შესაბამის კომბინაციას იმის მიხედვით ირჩევენ, რისი მიღებაც სურთ . დადგენილი
წესებიდან უმცირეს გადახრასაც შეიძლება, გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს .
ბრაჰმანები პრინციპულად განასხვავებდნენ მსხვერპლშეწირვის 5 სახეს : ცოცხალი
არსებებისთვის, ადამიანებისთვის, ღმერთებისთვის, წინაპრებისთვის და
ბრაჰმანებისთვის. ბრაჰმანისთვის რაღაა შესაწირი? წმინდა მოძღვრების არსში
ჩაწვდომა. ვხედავთ სრულიად ახალი ორიენტაციის ჩასახვას, რაც უცხო და პირდაპირ
საპირისპიროა ბრაჰმანთა სულისთვის. ამან გზა გაუხსნა უპაშანიდების ბრძენკაცტა
სპეკულაციას, რომელთა მოძღვრების თანახმად, სულის განთავისუფლებისთვის არაა
აუცილებელი წეს-ჩვეულებების შესრულება და რომ სრულიად საკმარისია თვითშემეცნება
(ჯანანა).

You might also like