Professional Documents
Culture Documents
Narilla
ძველი ინდოეთის ფილოსოფიური მოძღვრებანი დასაბამს იღებს მითოსური მსოფლმხედველობის
არქაული ფორმიდან, კერძოდ კი მისი საფუძველია ვედური ლიტერატურა. ინდური კულტურა თავის
არსებობას იწყებს ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრიდან, როდესაც ჩრდილო-დასავლეთიდან
მოსული არიელების ტომი დასახლდა ირანსა და ჩრდილოეთ ინდოეთის ტერიტორიაზე. ამ დროს
მოხდა არიელთა მაღალგანვითარებული კულტურის შერწყმა აბორიგენი ტომების პრიმიტიულ
კულტურასთან. პირველსამშობლოდან ინდოარიელებმა მოიტანეს რწმენა, მემკვიდრეობითაც შეიძინეს
ადგილობრივთაგან ბევრი რამ და შექმნეს სრულიად ახალი რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრებანი.
არიელებმა თან მოიტანეს თავიანთი თქმულებანი, ჰიმნები და რიტუალები, რომელთა შერწყმითაც
ადგილობრივ ხალხთა მითოსურ-რელიგიურ რწმენასთან დაიწყო ვედური აზროვნების ჩამოყალიბება
და განვითარება.