You are on page 1of 5

უნივერსიტეი: სოხუმის სახელმწიპო უნივერსიტეტი

თემა: ძველი ინდური ფილოსოფია


საგანი: ფილოსოპიის შესავალი
საგნის ხელმძღვანელი: თეიმურაზ ფაჩულია
ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
სპეციალობა: არქეოლოგია
სტუდენტი: ზურაბი მზარეულიშვილი
შესრულების
თარიღი:07.11.2020

ძველი ინდური ფილოსოფია


ინდური ფილოსოფიის უძველესი პერიოდი მოიცავს
საკულტო ტექსტების-ვედების განმარტების ცდას. ძვ.წ. I
ათასწლეულის დასაწყისში ქურუმ-ბრაჰმანებმა შექმენს
ვედების სისტემური კომენტირების სკოლები, სადაც შემდეგი
ძირითადი პრობლემები იქცევდა ყურადღებას: ყოფიერების
ბუნება( ყოფიერება ესმოდათ, როგორც ერთიანი სულიერი
არსი, რომლითაც გამსჭავლულია მთელი სამყარო),
შემეცნების შესაძლებლობა და ჭეშმარიტების ბუნება,
ზნეობრივი ქცევა, თავისუფლების არსი და
განთავისუფლების შესაძლებლობა, ენის ფილოსოფია. ამ
პრობლემატიკამ შექმნა ბრაჰმანიზმის იდეოლოგიის
საფუძველი, რომელსაც შემდგომ გადმოსცემდნენ
სანსკრიტულ ენაზე. ზეპირი ტექსტების სახით უპანიშადებში
ასახულია ინდოეთის მთელი შემდგომი ფილოსოფიისათვის
დამახასიათებელი შინაარსი: ყოფიერება, ჭეშმარიტება და
სიკეთე, როგორც უმაღლესი მიზნები და სულიერი
არსებობის ფორმები, ერთიანდება ბრაჰმანის ცნებაში, ხოლო
ინდივიდუალური, სიტყვები და მოქმედებანი - ატმანის
ცნებაში. იოგების პრაქტიკა განიხილება როგორც ფსიქიკური
აქტივობა, რომელიც ქმნის ბრაჰმან-ატმანას შემეცნების
შესაძლებლობა VII-IV საუკუნეებში განვითარდა ბრაჰმანურ-
ვედური იდეოლოგიის საპირისპირო მიმდინარეობები,
ლოკაიატა, ჯაინიზმი, ბუდიზმი და სხვ. ადრინდელ
კლასობრივ პერიოდში(ძვ.წ IV-I საუკუნეები) წარმოიშვა
ორთოდოქსული ფილოსოფიური სისტემები, რომლებიც
მთლიანობაში სავსებით ახასიათებდნენ ინდუიზმის
იდეოლოგიის ფილოოფიურ ასპექტს. დასმულ
პრობლემათაგან ყველაზე ნათლადაა წარმოდგენილი
რეალიზმის პრობლემა. ყველა ეს სისტემა მეტნაკლებად
აღიარებდა სულიერი ან მატერიალურ საწყისის უპირობო
რეალურ არსებობას. ფილოსოფიური განვითარების
გვიანდელ, კლასობრივ პერიოდში ( ახ.წ. I-VIII საუკუნეები)
გამოიკვეთა ორთოდოქსულ სისტემათა ძირითადი
დებულებები და განვითარდა ბუდიზმის ფილოსოფიური
გვიანდელი ფორმები. შუა საუკუნეების (VIII- XVII
საუკუნეები) კოლორიტული ფიგურაა შანკარა, რომელმაც
სინთეზურად განავითარა ორთოდოქსული ფილოსოფიური
ტრადიციები, სრულყო იგი ბუდისტური დიალექტიკის
გამოყენებით. შუა საუკუნეების დასასრულს დასასრულს
( XV-XVI საუკუნეები) ძლიერდება სინთეზური რელიგიურ -
ფილოსოფიური სისტემების შექმნის ტენდეცია. XVIII – XIX
საუკუნეებში ფილოსოფიაში ჭარბობდა რელიგიურ-
იდეალისტურ ტრადიციებთან დაკაშირებული
განმანათლებლური იდეები, თუმცა საზოგადოება
„ ახალგაზრდა ბენდალი“ ცდილობდა რელიგიური
რეფორმაციის იდეები შეერწყა მატერერიალურ იდეებთან.
XIX საუკუნის II ნახევარში ფილოსოფიური განვითარება
მჭიდროდ იყო დაკავშირებული ინდოეთის ეროვნული
განთავისუფლების გზების ძიებასთან. ლოზუნგი „უკან,
ვედებისაკენ“ უკავშირდებოდა რაციონალიზმისა და
მონოთეიზმის, პიროვნების აქტიურობისა და სოციალურ
პროგრესის იდეების პროპაგანდას. XIX საუკუნის
დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში ინდურ
ფილოსოფიაში ძირითად როლს თამაშობდა ს. ვივეკანანდას
განმათავისუფლებლური იდეები, რომლებიც, მიუხედავად
რელიგიასთან კავშირისა, ხელს უწყობდა მასების
გააქტიურებას. XX საუკუნეში გავრცელდა აგრეთვე მ.განდის
რელიგიურ-ფილოსოფიური და საზოგადოებრივ-
პოლიტიკური მოძღვრება, რომელიც იქცა ინდოეთის
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგიად.
XIX საუკუნიდან დასავლეთევროპული გავლენით ჩნდება
ისეთი სწავლებები, როგორიცაა მოდერნიზებული თეიზმი
და პანთეიზმი. ინდოელმა ფილოსოფოსმა, დევ ატმამ(1850-
1929) შექმა ფილოსოფიური ნატურალიზმის სისტემა.
თანამედროვე ინდური ფილოსოფოსები ცდილობდნენ
დაეკავშირებინათ ინდური და დასავლური ცნებები. 1925
წელს რაბინდრანათ თაგორისა და სარვეპალი
რადჰაკრიშნანის ინიციატივით შეიქმნა ინდური
ფილოსოფიური კონგრესი კონგრესი, რომლის ყოველწლიურ
სესიებზე განიხილავენ ინდური ფილოსოფიის განვითარების
განვითარების უმნიშვნელოვანეს პრობლემებს. XX საუკუნის
ინდური ფილოსოფიის წარმომადგენლები არიან: დაია
კრიშნუ(დ.1924) პრავასა ჯივანა ჩადუხური(1919-1961),
აბდულ რაჰმანი(დ.1923), მარ გრეგორიოსა(1922-1996). უნდა
აღინიშნოს, რომ ბევრია ისეთი თანამედროვე ინდოელი
ფილოსოფოსი, რომლებიც ინდოეთის გარეთ ცხოვრობენ და
მუშაობენ, მაგრამ მათ შეინარჩუნეს თავიანთი ფილოსოფიურ
ტრადიციებთან მჭირდრო კავშირი. მათგან ერთ-ერთი
ყველაზე მნიშვნელოვანია ჯიტენდრა ნათჰ მოჰმანტ(დ.1928).
იგი ცნობილია, როგორც ფილოსოფოფენომენოლოგი და
ინდური ფილოსოფიის ისტორიკოსი. დებიპრასად
ჩატოპადჰიაია(1918-1993), რომელმაც მნიშვნელოვანი
წვლილი შეიტანა უძველესი ინდური ფილოსოფიის
შესწავლაში. იგი ფართოდ ცნობილია ფილოსოფოსებს შორის,
რომლებიც იცავდნენ მარქსისტულ ტრადიციებს.
ტექსტში გამოყენენებული წყაროები მოძიებულია ინტერნეტ
ბმულზე: https://ka.ecotaf.net/1474-philosophy.html

You might also like