You are on page 1of 15

1

ბუდიზმის გავრცელება ინდოეთში. (ძვ.წ. 332-185 წ.)

ძვ. წ 322 წელს ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შემდეგ იდოეთის


მკვიდრმა ჩანდრაგუფთა მაურიამ (ძვ. წ. 327-297) დააარსა მაურების იმპერია,
რომელმაც მთელი ინდოეთის კონტინენტი მოიცვა უკიდურესი სამხრეთის
გარდა (თამილები)და რომელიც ინდოეთის მთელი ისტორიის მანძლზე ერთ -
ერთი ყველაზე დიდი და ძლევამოსილი იმპერია იყო . ჩანდრაგუფთას
შვილიშვილის, იმპერატორ აშოკას ( ძვ.წ 268-232) პერიოდში ინდოეთში ახალი
რელიგიური სწავლება ბუდიზმი ვრცელდება და იგი სახელმწიფო რელიგია
ხდება. ამ დროს ვითარდება ქვის სკულპტურა და არქიტექტურა. ასევე იზრდება
სხვადასხვა ქვეყნების, განსაკუთრებით კი აქემენიდური ირანის კულტურული
გავლენები.

ბუდიზმის სწავლება ორი ძირითადი მიმართულებისგან შედგებოდა- ეს იყო


სწავლების ვიწრო (ჰინაიანა) და ფართო (მაჰაიანა ) გზა. ვიწრო გზა
მოიაზრებოდა როგორც თვითგადარჩენის ინდივიდუალური გზა, როდესაც ბუდა
გაიგივებული იყო მასწავლებელთან, თავად ინდივიდი კი მის რჩეულ
მოსწავლესთან. მაჰაიანას, ანუ გრძელი გზის შემთხვევაში ბუდა ღვთაებაა, მისი
ჭეშმარიტი მიმდევარი კი (ბოდჰისათვა) ცდილობს არა მხოლოდ
სიღრმისეულად ჩასწვდეს და შეერწყას ამ სწავლებას, არამედ თვითონაც
თავდადებულად იღვაწოს, აკეთოს კეთილი საქმე და თუ საჭიროა,
მსხვერპლადაც შეეწიროს, რათა ადამიანები განთავისუფლდნენ ამქვეყნიური
ილუზიური სამყაროსგან.
ბუდიზმის სწავლების ადრეულ ეტაპზე ინდოეთში გავრცელებული იყო ბუდიზმის
ვიწრო გზა –ჰინაიანა, რომელიც მეოთხე ბუდისტურ კრებაზე -78 წელს ახალი
სწავლებით, მაჰაიანით შეიცვალა. ადრეულ ბუდისტურ ხელოვნებაში გვხვდება
ბუდას მხოლოდ სიმბოლური გამოსახულებები ესაა-ხე ბოდჰა, წმინდა
ცხოველები, ბუდას ტერფის ანაბეჭდი, ბუდას თავსამკაული). იმპერატორ აშოკას
(ძვ.წ.272-232 წწ.) პერიოდში სწორედ ბუდიზმის ვიწრო, ე წ. ჰინაიანას სწავლება
მკვიდრედება როგორც ოფიციალური რელიგია.

იმპერატორმა არა ძალადობრივი, არამედ კანონების გამოცემის გზით დაიწყო


ბუდიზმის პროპაგანდა თავის ქვეყანაში. ამ დროს აიგო მრავალი ქვის
არქიტექტურული ძეგლი, რომელიც ბუდისტური არქიტექტურის პირველი
ძეგლებია.
2

ასეთი ძეგლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტიპი არის სტამბხა . იგი


თავისუფლად მდგარ სვეტს წარმოადგენს, რომელიც კაპიტელით
ბოლოვდებოდა, მასზე ბუდიზმის სიმბოლური ცხოველები –ლომი, სპილო, ხარი
და ცხენი იყო გამოსახული. ფაქტობრივად, ეს იყო პირველი ბუდისტური
საკურთხევლები, რომლებიც, ამავე დროს, ვერტიკალური სტრუქტურის
მეშვეობით სამყაროს ღერძისა და ქვეყნიერების საყრდენის სიმბოლურ
დატვირთვასაც ატარებდა და რომლებიც აშოკას ბრძანებით აღიმართებოდა
ბუდას ცხოვრებისეულ გზაზე მისი დედაქალაქი პატალიპუტრადან ბუდას
დაბადების ადგილამდე. ამ თავისუფლად მდგარ სტამბხებთან ჩერდებოდნენ
პილიგრიმები, ბუდისტი ბერები, ხშირად მათ გარშემო ბერების დასახლებებიც
ჩნდებოდა. ასეთი აღმართული 30 ძეგლიდან მთლიანად შემორჩენილია
მხოლოდ 10. ყველა ისინი ერთნაირი პრინციპითაა დამზადებული- ეს არის
მთლიანი ქვის მონოლითური სვეტი, კანელიურების გარეშე, კარგად
გაპრიალებული ზედაპირით. არის ვარაუდი, რომ საბოლოოდ მათ ზედაპირს
ოსტატები თავიანთი თითებით აპრიალებდნენ. თვითოეული ასეთი სვეტის წონა
50 ტონა, სიმაღლე კი 15 მეტრი იყო. ხშირად სტამბხებზე გამოსახულებების
გარდა ამოტვიფრული იყო იმპერატორ აშოკას დეკრეტები, ბრძანებები თუ
ქადაგებები. ასეთი წარწერები ადგილობრივ დიალექტებზეც სრულდებოდა,
რაც საშუალებას იძლეოდა, რომ ინდოეთის ნახევარკუნძულის
მრავალეთნიკური მოსახლეობის დიდი ნაწილი ზიარებოდა ბუდიზმს. ამ სვეტებს
შორის ყველაზე ცნობილი ძეგლი ე.წ. ლომის კაპიტელია, (შემორჩენილია
მხოლოდ სტამბხის კაპიტელი), რომელიც იმპერატორ აშოკას დროს არის
აღმართული ძვ.წ. 250-232 წლების შუალედში. იგი აღმართულია ე.წ. ირმების
პარკის ტერიტორიაზე, სადაც ბუდამ პირველად იქადაგა. იგი ყვითელი
ქვიშაქვისაა, 2.14 მ სიმაღლის. იგი საკურთხეველს წარმოადგენს და სამი
ნაწილისაგან შედგება-ქვედა ნაწილი გადმობრუნებული ლოტოსის ფორმისაა
და სამყაროს გუმბათის სიმბოლოა. ლოტოსი ბუდიზმში ბოდჰისატვა
ავალოკიტეშვარას სიმბოლოა, რომელიც ადამიანების დასახმარებლად
არის მოწოდებული. ასევე იგი თავად ბუდას სიმბოლოა, რომელიც ადამიანებს
ამქვეყნიურ ტანჯვას უმსუბუქებს. ზედა ნაწილს ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა
გადმოცემით ვიცით, რომ მასზე დამაგრებული იყო ბორბალი- ბუდისტური
სწავლების “კანონის ბორბლის” სიმბოლური გამოსახულება. კაპიტელის შუა
ნაწილი შესაქმის კვანძის სიმბოლური გამოსახულებაა, და მასზე რამდენიმე
წმინდა ცხოველია გამოსახული-ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი,
ოთხპროტომიანი ლომების სკულპტურაა, ძლიერი დაკუნთული სხეულით,
კლანჭებიანი თათებითა და ფაფარით. ოთხივე ლომი ქვეყნიერების ოთხ
სხვადასხვა მხარეს იყურება. ლომი ბუდას სიმბოლური ცხოველია, რომელსაც
სწავლულები “კანონის ლომს” უწოდებდნენ, რომელმაც სამყაროში გააგორა
3

(გაავრცელა) კანონის ბორბალი. კაპიტელის შუა ნაწილის კიდევ ერთი


მნიშვნელოვანი ელემენტია ცილიდრი, შემკული ოთხი ბუდისტური წმინდა
ცხოველის გამოსახულებით, რომლებიც ამავე დროს, ძველ ინდურ რწმენა-
წარმოდგენებში სამყაროს ოთხ მხარეს განასახიერებდნენ, ესენია ლომი-
ჩრდილოეთის სიმბოლო, ცხენი-სამხრეთი, სპილო-აღმოსავლეთი და ხარი-
დასავლეთი. ამავე დროს, ბუდიზმში ეს ცხოველები ბუდას ცხოვრების სხვადასხვა
ასპექტს განასახიერებდა-ბუდას დედას მაიას საშოში უფლისწული გაუტამა,
შემდგომში ბუდა, თეთრი სპილოს სახით შევიდა, ბუდა დაიბადა ზოდიაქოს
ხბოს-იგივე ხარის, ნიშნის ქვეშ, ბუდამ თავისი სწავლება ჩრდილოეთიდან
(ლომი) ჰიმალაებიდან გაავრცელა ინდოეთში, ბუდას სწავლება ინდოეთში
ისეთი მძლავრი იყო, როგორც სამხრეთის მზე (ცხენი). ყველა ეს ცხოველი და
სიმბოლო განასახიერებდა საერთო ინდურ სწრაფვას რათა მათ ბუდიზმი
მიეღოთ და გაევრცელებინათ. გარდა ამ სიმბოლოებისა კაპიტელზე ცხოველებს
შორის არის კიდევ ოთხი ბორბლის გამოსახულება. თვითოეულ ბორბალს აქვს
24 ღერძი, რაც დროის სიმბოლური გამოსახვაა, და რაც ამავე დროს ბუდისტური
სწავლების მუდმივობის სიმბოლოა.

იმპერატორ აშოკას ეპოქის მხოლოდ ეს ძეგლებია შემორჩენილი, თუმცა,


შემდგომ ბუდიზმის ფართოდ გავრცელებას ინდოეთში მოჰყვა ახალი
არქიტექტურული ფორმების ჩამოყალიბება- ეს არის ორი მთავარი
არქიტექტურული ფორმა-სტუპა და ჩაიტია.

სტუპა-მონოლითურ არქიტექტურულ-სკულპტურული ნახევარსფერული


კონსტურქციაა, რომელიც აგურისა და ქვისგან შენდებოდა და მათი ფუნქცია
ადრებუდისტურ პერიოდში იყო ბუდას და ბუდისტი ბერების სხვადასხვა
რელიქვიების შენახვა. მოგვიანო პერიოდში სტუპები აღიმართებოდა ბუდას
ცხოვრების სხვადასხვა მემორიალურ ადგილებში. ისინი ოთხკუთხა ან მრგვალ
ქვის პლატფორმაზე აღიმართებოდა ხოლმე ან ღია ცის ქვეშ, ან
გამოქვაბულებში. ღია ცის ქვეშ აგების შემთხვევაში მათ გარშემო ღობე
კეთდებოდა, სამყაროს ოთხივე მხარეს მიმართული სპეციალური კარიბჭეებით,
რომლებსაც თორანები ეწოდებოდა. ამ კარიბჭეების მეშვეობით რელიგიური
პროცესიები მიემართვბოდა სტუპასკენ, სადაც გარს შემოუვლიდნენ და თაყვანს
სცემდნენ იქ დაცულ რელიქვიებს. კლდეში ნაკვეთ ტაძრებში -ჩაიტაიებში
აღმართულ სტუპებს გარშემოსავლელები უკეთდებოდა იგივე
პროცესიებისთვის. სტუპები ბუდიზმის გავრცელებასთან ერთად სხვა ქვეყნებშიც
გადადის,თუმცა იქ იგი ხშირ შემთხვევაში ფორმას და სახელწოდებასაც იცვლის.
ნახევარსფერული ფორმის სალოცავები ჯერ კიდევ ბუდიზმამდე არსებობდა
დრავიდებთან, რომლებიც მიცვალებულებს მარხავდნენ და მათ საფლავებზე
4

ასეთი ნახევარგუმბათის ფორმის მიწაყრილებს აკეთებდნენ. ბუდიზმში არის ამ


ფორმის წარმოშობის განსხვავებული ვერსია-როდესაც ბუდას ჰკითხეს თუ
როგორი უნდა ყოფილიყო მისი საფლავი, მან უხმოდ გადმოაბრუნა თასი,
რომელიც მას ხელში ეჭირა და იგი დაკეცილ მოსასხამზე დადო.
კლასიკური, დღემდე შემორჩენილი ინდური სტუპა არის სტუპა # 1 სანჩიში. ეს
ჩრდილოეთ ინდოეთის ერ-ერთი უდიდესი, დღემდე შემორჩენილი უძველესი ამ
ტიპის ძეგლია. იგი გადმოცემით იმპერატორ აშოკას დროს აღიმართა ძვ.წ. 250
წელს. ძვ.წ. 180-150 წწ. ში. შუნგების მმართველობის დროს იგი გადააკეთეს და
ორჯერ გაზარდეს აგურის ფენების დადებით, რომლებიც შემდგომ თეთრი
ბათქაშით დაფარეს. ამჟამად სტუპას ზომებია სიმაღლე-16.5 მ და დიამეტრი-36,6
მ. როგორც აღვნიშნეთ, სანჩის სტუპა # 1 წრიული ფორმისაა, მას გარს
შემოსდევს ოთხკარიბჭიანი ღობე, რომლებიც სამყაროს ოთხ მხარეს არის
მიმართული. ისინი თაღოვანია, რომლებიც სამ-სამი მზიდავი არქიტრავებით
არის დამაგრებული. სტუპას კარბიჭეებს სხვადასხვა სკულპტურული დეკორი
ამკობს. ძირითად რეპერტუარს წარმოადგენს სცენები ჯატაკებიდან-ანუ
მოთხრობებიდან ბუდას შესახებ. აქ არის ხე ბოდჰის გამოსახულება, რის ქვეშაც
ბუდა გაცისკროვნდა. ასევე უხვადაა ეპიზოდები მისი ახალგაზრდობიდან, თუმცა
როგორც აღინიშნა, ადრეულ ბუდიზმში ბუდას ანტროპომორფული
გამოსახულება არ არსებობდა და იგი მხოლოდ ცალკეული სიმბოლოებით
გამოისახებოდა. მაგ. დიდი გამოსვლა ყოველთვის ასახავს ცხენს მხედრის
გარეშე, რომელიც ქალაქის კარიბჭიდან გადის, ასევე მისი პირველი დიდი
ქადაგება გამოისახება დიდი კანონის ბორბლის სახით, ხოლო თაყვანისცემა ანუ
პანნირვანა-სტუპას გამოსახულებით გადმოიცემა. ყველა გამოსახულება
მაღალ რელიეფში არის შესრულებული , ადამიანები, ცხოველები, მცენარეები
რთულ ერთმანეთზე გადახლართულ, დინამიურ კომპოზიციებს ქმნიან,
რომლებიც ბუდას ცხოვრებასა და მისი ქადაგების გზაზე მოგვითხრობენ.
განსაკუთრებით საინტერესოა სიუჟეტები სადაც ცხოველები და მცენარეები
თაყვანს სცემენ ბუდას და სტუპასთან იყრიან მუხლს, ან თხზულება უფლისწულ
ვიშვანტარზე, რომელიც ისეთი კეთილი იყო, რომ ყველაფერი გასცა სამეფოსა
და შვილების ჩათვლით. ამით გააკვირვა ღმერთები, რომლებმაც საბოლოოდ
მას ყველაფერი უკან დაუბრუნეს.
თავისი რელიეფური გამოსახულებებით ასევე ცნობილია სტუპას კარიბჭე
ბხარხუტიდან, ცნობილი სახელით სანჩა # 2. თავად სტუპა აშოკას დროს იყო
აღმართული, თუმცა მას ჩვენამდე არ მოუღწევია. სტუპას კარიბჭე ძვ.წ. 180-150
წწ. არის აგებული და მდიდრულადაა შემკული რელიეფებით. რომლებიც
ძირითადად ჯატაკების სიუჟეტებსა და სხვადასხვა ბუდისტურ სიმბოლოებს
ასახავს-ლოტოსის ყვავილი, განივ კვეთაში მოცემული სტუპა, შუაში ლოტოსის
ყვავილით. მთელს ამ რელიეფურ სკულპტურაში ნათლად ჩანს, თუ როგორ
5

აითვისა ბუდისტურმა ხელოვნებამ და რელიგიამ ძველი ინდური ტრადიციული


სახეები. ამის ნათელი მაგალითია იაკშების გამოსახულებები კარიბჭეებზე.
იაკშები ჯუჯების ინდური ვარიანტებია, რომლებიც დაბალი, ჯმუხი და დიდი
მუცლებით არიან გამოსახულნი. იაკშების მსგავსად გამოისახებოდნენ ასეთივე
ტყის არსება ქალები-იაკშინები-ოღონდ იაკშებისგან განსხვავებით, ისინი
მომხიბვლელი, გრაციოზული ქალიშვილები არიან თეძო სავსე და მკერდსავსე,
საოცრად სექსუალურები და მიმზიდველები, ხშირად ხის ქვეშ მდგომნი, ან ხეს
ხელშემოხვეულნი. ეს სახეები ბუდიზმამდელი, ჯერ კიდევ მდინარე ინდის
ცივილიზაციის საბეჭდავებსა და მცირე სკულპტურაშიც გვხვდება. ისინი
ნაყოფიერების ქალღმერთიდან უნდა მოდიოდეს, რომელიც თავი თავში
სიკვდილისა და სიცოცხლის პირველსაწყისებს აერთიანებდა და რადგანაც ეს
სახეები არიელებამდელი სახეებია, ისინი დაბალი კასტის სახეებად
განიხილებოდნენ და ბუდიზმი სწორედ მათ მიუბრუნდა რადგანაც იგი ინდური
საზოგადოების კასტური დაყოფის წინააღმდეგი იყო .

ჩაიტია- ბუდისტური სალოცავი, საკულტო ნაგებობაა, რომელიც ბუდიზმზე


ადრეც არსებობდა თუმცა ბუდიზმის ეპოქაში იგი სრულყოფილ არქიტექტურულ
ფორმად ჩამოყალიბდა. ჯერ კიდევ ვედურ პერიოდში წმინდა ადგილების თავზე
აღმართავდნენ ხოლმე ღია გადახურვის კონსტრუქციებს, რომლებსაც “ჩაიტიას”
უწოდებდნენ. სიტყვა წარმოსდგება არიული “ჩიტი” ან “ჩიტადან” რაც “ცეცხლის
საკურთხეველს”, “კოცონს” ნიშნავს.
ბუდისტურ ეპოქაში ეს იყო სალოცავი სივრცე, რომელიც ან კლდეში
გამოიკვეთებოდა, ან ხისგან შენდებოდა. ინტერიერში იგი წარმოადგენდა
გრძელ ნაგებობას, გაყოფილს სვეტების მეშვეობით ნავებად, შესასვლელის
მოპირდაპირე მხარეს საკურთხევლის აფსიდი თავსდებოდა, ხშირად სტუპას
კონსტრუქციით ცენტრში. სტუპას გვერდითი ნავებიდან გარშემოსავლელი
ჰქონდა ცერემონიალური გარშემოვლისთვის. სვეტების ბაზები და კაპიტელები,
ასევე ტაძარში შესასვლელები რელიეფური სკულპტურით ფორმდებოდა.
შესასვლელის თავზე იჭრებოდა მრგვალი ფორმის ფანჯარა, რომლიდანაც
ინტერიერი ნათდებოდა. ჩაიტიაში შესასვლელში დერეფანი და შიდა ეზო იყო
მოთავსებული. მთელი ეს ზედაპირები გარდა სკულპტურული
გამოსახულებებისა, მდიდრულად ფორმდებოდა ფრესკებით და ოქროთი.
თავდაპირველი ჩაიტიები არ იყო დიდი, მათი სიგრძე ორი სიგანისგან
შედგებოდა და სიმაღლე კი სიგანის ტოლი იყო, თუმცა მოგვიანებით (ძვ.წ. II-I
საუკუნეები) ისინი ზომაში იზრდება. თავიდან ასეთი სამლოცველოები ხისგან
შენდებოდა, შემდეგ კი მათი კლდეებში გამოკვეთა დაიწყეს. ეს პროცესი ასევე
უფრო ინტენსიური ხდება ძვ.წ. II-I საუკუნეებში). ჩაიტიები ზომაში იზრდება და
საბოლოოდ კლასიკურ სახეს იღებს- ეს არის კლდეში ნაკვეთი
6

სამლოცველოები, სამნავიანი, ცენტრალურ ნავში სტუპითა და მისი


გარშემოსავლელით. ასეთი ერთ-ერთი უძველესი კომპლექსი არის კლდეში
ნაკვეთი კომპლექსი ბჰაჯას გამოქვაბულებში . იგი წარმოადგენს კლდეში
ნაკვეთ 22 ქვაბულს, რომლებიც ძვ.წ. 2 საუკუნით თარიღდება. აქ დაცული
ისტორიული წარწერების მიხედვით გამოქვაბულებში ერთ-ერთი ბუდისტური
სექტის მიმდევარი წევრები ბინადრობდნენ. აქ არის რამდენიმე სტუპა და და
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩაიტია (ქვაბული 12), რომლის ქვის
არქიტექტურაში ხის ძელური გადახურვის ნიშნები იკითხება. ამ ქვაბულის
ბუდისტურ სალოცავს-ვიჰარას (ქვაბული 18) აქვს სვეტებიანი პორტალი,
რომლის ორივე მხარეს უნიკალური რელიეფებია მოცემული. გამოქვაბულებში
წარმოდგენილია რელიეფები სადაც ქალების სხვადასხვა ინსტრუმენტებით
ცეკვის მომენტებია გადმოცემული. განსაკუთრებით აღსანიშნავია წყვილი
დასარტყამი ინსტრუმენტი –ტაბლა, რომლებიც უკვე უძველესი ეპოქიდან
გვხდება და დღევანდლამდე ერთ-ერთი პოპულარული მუსიკალური საკრავია
ინდოეთში. აქ ასევე სხვა რელიეფებია ინდუისტური და ბუდისტური
მითოლოგიიდან. ფიგურები უხვად არიან შემკულნი თავსამკაულებითა და სხვა
ხელის, მკერდის ფეხის სამკაულებით. ბუდას გამოსახულება ჯერ კიდევ
სიმბოლურია, ანუ ამ პერიოდში ბუდას ფიზიკური გამოსახულება არ არსებობდა
და გამოისახებოდა მხოლოდ ცალკეული სიმბოლოები (ხე-ბოდჰისატვა, ბუდას
ფეხის ანაბეჭდი და სხვ.) აქვე არის 15 სტუპა, რომლებშიც აქ მცხოვრები
სხვადასხვა ბერების რელიქვიები არის დაცული. ზოგიერთ მათგანზე
შემორჩენილია შემომწირველთა წარწერებიც.
კლასიკურ ბუდისტურ ჩაიტიად ასევე ითვლება გამოქვაბულთა კომპლექსი
კარლიში, რომლებიც ძვ.წ. 1 საუკუნით თარიღდება. სატაძრო კომპლექსი
კარგად არის შემონახული შემოსასვლელის გარდა. რესტავრაციის დროს
გამოვლინდა რომ ფასადის ორივე მხარეს 15 მეტრიანი სვეტები იყო
აღმართული კანონის ბორბლებიანი გამოსახულებით. როგორც ჩანს, ეს სვეტები
იმპერატორ აშოკას ლომიანი კაპიტელის გარკვეული ვარიაცია იყო. კარლის
გამოქვაბულებში ტაძარში შესასვლელის წინ ხის მუსიკალური დერეფანი იყო,
რომლის მთელი კედლები დეკორირებულია სპილოების რელიეფური
პროტომებით, ბუდისტური მითოლოგიის გმირებითა და თავად ბუდას
გამოსახულებით. ასევე აქ არის 5 რიგად გაჭრილი თაღოვანი ფანჯრების რიგი.
დერეფანშივე არის თითქმის შიშველი მამაკაცებისა და ქალების წყვილი
რელიეფური გამოსახულებები. მამაკაცებს განიერი მხრები და წვრილი ე.წ.
ლომისებრი ტორსები აქვთ. ქალების ხორციელი, პროპორციული ფიგურები
დინამიურ პოზებსა და მაღალ რელიეფში არის გადმოცემული. ეს ფიგურები
ადამიანების წყვილების ერთმანეთთან და ბუდასთან სასიყვარულო შერწყმის
სიმბოლური გამოსახულებებია. ჩაიტაია ნათდება დიდი ცენტრალური მზის
7

სარკმელით. იგი სამნავიანია და უდიდეს ბუდისტურ ტაძარს წარმოადგენს. მისი


სიგრძე 37 .8 მეტრია, სიგანე 14,2მ, სიმაღლე კი 13 .7 მ. 15 სვეტი ორ რიგად
განლაგებული სივრცეს სამ ნავად ჰყოფს. 7 სვეტი კი სტუპას გარშემოა
განლაგებული საკურთხევლის აფსიდში. რვაწახნაგა სვეტები სპეციალური
სადგამებიდან იყო ამოზიდული და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა რომ
ბუნებრივი ხის სვეტებია. ხოლო მათი ზედა ნაწილები უხვად იყო მორთული
რელიეფებით. მამაკაცებისა და ქალების წყვილები აქაც გვხვდება , ოდესღაც
მათი თავსამკაულების-გვირგვინების შესამკობად ბუდეებში ნამდვილი ძვირფასი
ქვები იყო ჩასმული. ასევე საინტერესოა სპილოების რელიეფური
გამოსახულებები, რომელთა ეშვები ნამდვილი მოოქროვილი სპილოს ეშვები
იყო (ამჟამად აღარ არსებობს). ეს რელიეფური სვეტები ერთმანეთთან საკმაოდ
ახლოს იყო განლაგებული და ფაქტობრივად ერთ მთლიან რელიეფურ
კედელს ქმნიდნენ. ტაძარში შემოსული მლოცველი საოცარ ზემოქმედებას
განიცდიდა, როდესაც ნახევრადჩაბნელებული ნავებიდან აფსიდისკენ
მიემართებოდა სტუპას გარს შემოუვლიდა და ცენტრალური ნავში გადიოდა,
რომელიც მზის მეშვეობით ნათდებოდა.
ბუდიზმის გავრცელების ეპოქაში ინდოეთში არა მხოლოდ ხისა და კლდის,
არამედ სივრცითი არქიტექტურული კომპლექსებიც შენდებოდა. უკვე ძვ. წ III
საუკუნეში ჩრდილოეთ ინდოეთში ქვის დაგრძელებული ფორმის, ძირითადად
სამნავიანი ჩაიტიები შენდებოდა აფსიდიანი გარშემოსავლელით სტუპებისთვის.
სტუპებისა და ჩაიტიების გარდა შენდებოდა ვიჰარები. ვიჰარა (სანსკრიტზე
ქოხი, თავშესაფარი) ადრეული ბუდიზმის ეპოქაში თავშესაფარი იყო
მოხეტიალე ბერებისთვის. შემდგომ ეს იყო კლდეში ნაკვეთი სამონასტრო
კომპლექსი დიდი ცენტრალური დარბაზით და გარშემო ბერების
საცხოვრებელი კელიებით. ასეთივე ტიპის კომპლექსები შენდებოდა გაშლილ
ადგილებზე და ბერების საცხოვრებელი კელიების ორი და სამი რიგი სამი
მხრიდან სტუპას გარშემო იყო განლაგებული, მეოთხე მხარეს კი კარიბჭიანი
ღობე კეთდებოდა. ხშირად ვიჰარები სამ და ოთხ სართულად შენდებოდა. ისინი
შენდებოდა როგორც ქვის, კლდეში ნაკვეთი, ასევე ხისგანაც.

ქუშანის სახელმწიფოს პერიოდის ბუდისტური ხელოვნება (30-375 წწ)

ახალი წელთაღრიცხვის 78-226 წლებში ინდოეთში ავღანეთიდან თურქულ-


მონღოლური ტომები შემოდიან და სახლდებიან. ამ დროს ინდოეთი ფართო
ვაჭრობაში ებმება დასავლეთის სამყაროსთან, ამავე დროს, ქუშანთა სამეფო
ბაქტრიის, ანუ ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი ელინისტური სამეფოს
ნანგრევებზე შეიქმნა, ამდენად ამ ეპოქაში სრულიად ახალი მხატვრულ-
სტილისტური ნიშნები ჩნდება ინდურ ხელოვნებაში. უპირველეს ყოვლისა,
8

აღსანიშნავია ის, რომ მანამდე ადრეულ ბუდისტურ, პერიოდში როდესაც


ჰანაიანას ბუდიზმი იყო დამკვიდრებული, არ არსებობდა ბუდას
ანტროპომორფული გამოსახულება, იგი მხოლოდ ცალკეული სიმბოლოებით –
ხე, ნაფეხური, დიადემა და სხვ. გამოისახებოდა. ქუშანთა სამეფოს პერიოდში
ძლიერი ელინისტური ხელოვნების ზემოქმედებით ჩნდება ბუდას პირველი
ანტროპომორფული გამოსახულებები და მისი იკონოგრაფიაც მკაცრად
ყალიბდება . თავად ფორმები უფრო დეკორატიული ხდება, სტუპა ფორმაში
უფრო დაგრძელდა, იკარგება მონუმენტურობა და სისადავე, რელიეფური
სკულპტურით მთლიანად იფარება ზედაპირები და ძირითადი სიუჟეტები
ჯატაკების სხვადასხვა თემებია. ამ ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი
არქიტექტურლი ძეგლი ამარავატის სტუპაა (ა.წ. II საუკუნე) მართალია თავად
სტუპას ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ მის შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ
რელიეფური გამოსახულებებით, რომლებიც სტუპას ღობისა და კარიბჭიდან
შემორჩა (ბერლინის მუზეუმი). თუმცა ამ ეპოქის მხატვრული მახასიათებლები
ყველაზე კარგად ვლინდება განდჰარისა და მათჰურას ქანდაკების სკოლებში,
რომლებიც ინდური ადგილობრივი ტრადიციებისა და ელინისტურ-ანტიკური
მხატვრული ფორმების საოცარ კომბინაციას წარმოადგენენ. განდჰარა
ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონია, რომელიც მდ. ქაბულისა და
დასავლეთ პენჯაბის ველს მოიცავს. განდჰარას სკოლამ ბუდას
ანტროპომორფული იკონოგრაფია შეიმუშავა, რომლის ერთ-ერთი ადრეული
და საუკეთესო მაგალითი ბერლინის მუზეუმის ბუდაა. განდჰარადან ეს
იკონოგრაფია მთელს ინდოეთში გავრცელდა. ქანდაკების მეორე
მნიშვნელოვანი კერა მათჰურა იყო. აქაც ბუდას ანტროპომორფული სახე
შემუშავდა, მათჰურასგან განსხვავებული. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ
განდჰარას სკოლაში ეს კანონები უფრო ადრე ჩამოყალიბდა და აქ ბუდას
წმინდა ინდური ფორმათა ჩამოყალიბება მოხდა.

განდჰარას სკოლა და მაჰაიანას ბუდიზმის გავრცელება.

ქუშანთა სამეფოს ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი კანიშკა დიდის (127-


163) სახელს უკავშირდება. იგი მაჰაინას ბუდიზმის გავრცელებას უწყობდა ხელს,
სახელმწოფოს საზღვრები მნიშვნელოვანად გაფართოვდა ბაქრიიდან
თურანსა და ჩინეთამდე, დედაქალაქი განდჰარა იყო. მან მნიშვნელოვანი
როლი ითამაშა აბრეშუმის გზის გაფართოვებასა და განვითარებაში. ასევე
ბუდიზმის ჩინეთში გავრცელებას გარკვეულწილად მის საქმიანობას
უკავშირებენ. კანიშკას მონუმენტური სკულპტურის რამდენიმე ნიმუშია
შემორჩენილი, რომლებსაც ტორსები დაზიანებული აქვთ. მნიშვნელოვანია მისი
ოქროს მონეტა, რომლის ერთ მხარესაც ბუდაა გამოსახული, მეორე მხარეს კი
9

იმპერატორი კანიშკა. ე.წ. კანიშკას სტუპას გათხრების დროს იქ აღმოჩნდა


მნიშვნელოვანი ზარდახშა, რომლის სახურავიც შემკულია სამფიგურიანი
კომპოზიციით. კომპოზიციის იდეური ცენტრი არის ბუდას მჯდომარე
გამოსახულება , მის მარჯვნივ და მარცხივ კი არის ღმერთ ინდრას და ბრაჰმას
სკულპტურები.
ამ სკოლას და ამ ეპოქას უშუალოდ უკავშირდება ბუდას სახის იკონოგრაფიის
ჩამოყალიბება, რომელიც ბუდიზმის ფართე გზას, იგივე მაჰაიანას ბუდიზმის
პრინციპებს ეყდრონობოდა. ასეთი იკონოგრაფიის ჩამოყალიბებას ასევე ხელი
შუწყო ადგილობრივი რწმენების ჯაინიზმისა და ბრაჰმანიზმის გავლენამ არ
რეგიონზე.
გამოყოფენ ამ სკოლის სამ ეტაპს ადრეულ განდჰარას(ძვ.წ. I-ახალი I სს.) შუა
განდჰარა (1-2 სს.) და გვიანი განდჰარა (III-V სს.).
განდჰარას სკოლაში ბუდას ანტროპომორფული გამოსახულებოდა
ეფუზნებოდა გარკვეული ჟესტებისა(ჰასტები) და პოზების (მუდრა)
ერთიანობას. შემუშავდა 5 ძირითადი სახე ბუდას გამოსახულების:
1.აბჰაია მუდრა-კეთილგანწყობის პოზა-“მოდი ჩემთან შიშის გარეშე.” ამ
დროს ბუდა გამოსახულია ზეაღმართული მარჯვენა ხელით, რომელიც იდაყვშია
მოხრილი ხელისგულით გარეთ, თითები ვერტიკალურად ზევით აღმართული.
2. თჰიანა, იგივე სამანდჰი მუდრა-ჭეშმარიტების წვდომა ღრმა მედიტაციით.
ბუდა გამოსახულია მჯდომარე, მისი ხელის მტევნები ერთმანეთზე დადებული
ზევით არის აღმართული და დასვენებულია ფეხის ტერფებზე.
3. ბჰუმისპარშა მუდრა-მიწასთან შეხება, ფიცის დადება მიწით. როდესაც მარა
ცდილობდა ბუდას შეცდენას, ბუდამ დახმარება მიწას სთხოვა და მარჯვენა
ხელის თითებით მას შეეხო.
4. თხარმა ჩაკრა პრავარტანა მუდრა-კანონთა ბორბლის აღიარება. ბუდას
მარჯვენა ხელის დიდი და საჩვენებელი თითი რკალშია შეკრული და მარცხენა
ხელის შუა თითს ეხება.
5. ვარადა მუდრა-წყალობის მინიჭება. მარცხენა ხელი ჩამოშვებულია,
გახსნილი ხელისგულით წინ.

ამავე სკოლამ შეიმუშავა ბუდას სამი პოზა, რომლებიც მისი ცხოვრბის სამ
საკვანძო მომენტთან იყო დაკავშირებული. ესაა გაცისკროვნება, ქადაგება და
პარანირვანაში წასვლა. პირველ შემთხვევაში ბუდა მჯდომარე, ფეხზე მდოგმი
ქადაგების პოზაში, ხოლო პარანირვანაში წამოწოლილი, სიკვდილის
სარეცელზე გამოისახებოდა. ამ ბუდების აუცილებელი ატრიბუტი იყო
შარავანდენი-სადა ან მდიდრული ორნამენტით შემკული.
ამავე სკოლაში შემუშავდა ბოდჰისატვას იკონოგრაფიული კანონიც, რომელიც
ჰგავს ბუდას . ორივეს სწორი ლამაზი ნაკვთები აქვთ, ნახევრად დახუჭული
10

თვალები, ჩამოგრძელებული ყურები, ურნა . ისინიც ან მდგომარე, ან


მჯდომარენი გამოისახებოდნენ. ბუდასგან განსხვავებით, ბოდჰისატვას
უმაღლესი იერარქიის ინდური სამოსი აცვია წელსზევით შიშველი, ძვირფასი
სამკაულითა და ტიურბანით. ბოდჰისატვების ცალკეულ ტიპებს სხვადასხვა
აქსესუარი აქვთ მაგ. ავილოკიტშვარა ბოდჰისატვას ხელში ლოტოსი უჭირავს,
მაიტრეის კი გრძელი ხვეული, მხრებზე დაყრილი თმა ამშვენებს. განდჰარას
სკოლა აშკარად განიცდის მის დასავლეთით მდებარე კულტურების-ირანი,
ელინისტური საბერძნეთი, და რომი)გავლენას, ამდენად, მისი მხატვრული
სახეები და ფორმები აშკარად გამოხატულ ინდო-ელინურ ნიშნებს ატარებს.
ადრეულ ეტაპზე ჯერ კიდევ არ იყო მკაცრად ჩამოყალიბებული ბუდასა და
ბოდჰისატვას იკონოგრაფია, ამიტომ მათი მოძრაობები, პოზები, თავად
ფიგურები თავისუფლად დგანან და მოძრაობენ სივრცეში, პლასტიურები და
დინამიურები არიან და უფრო მეტად უახლოვდებიან ელინისტურ ბერძნულ და
უფრო რომაულ ქანდაკებას. მართალია, ცალკეულ ასეთ ქანდაკებებში
შეიძლება იგრძნობოდეს ხან რომაული ტოგის, ან თუნდაც იმპერატორ
ავგუსტუსის სამოსის გამოძახილი, მაგრამ ბუდასა და ბოდჰისატვას სახეები
უფრო შთაგონებული, თავის თავში ჩაღრმავებული და სულიერია.

მათჰურას სკოლა

განდჰარის სკოლისგან განსხვავებით მათჰურაში ჯერ კიდევ ბუდიზმამდე


არსებობდა ტერაკოტის მცირე პლასტიკის ნიმუშების შექმნის, და ზოგადად,
ანტროპომორფული ღვთაებების თაყვანისცემის ტრადიცია. გადმოცემით აქ
დაიბადა ინდური ღვთაება კრიშნა. მაჰაიანას ბუდიზმის დამკვიდრების შემდეგ აქ
მალევე დაიწყეს ანტროპომორფული ბუდას გამოსახულების შექმნა, მათ
მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ასევე განდჰარასთან და ქუშანთა სამეფოს სხვა
ქალაქებდთან, მაგრამ აქ ქანდაკების ადგილობრივი ტრადიციები მაინც
საკმაოდ ძლიერია და ბუდას პროტოტიპები სწორედ ადგილობრივი ღვთაებები
იაკშები არიან. მათჰურის სკოლის სახეები ძალზე მეტყველი, ემოციური,
ხორციანი, და პლასტიურებია. განდჰარისგან განსხვავებით, სადაც ფიგურები
ძალზე პროპორციული, მკაფიოდ ფორმებით გადმოცემით ხასაითდება
სხეულიც, სახეცა და სამოსი და აქსესუარებიც, აქ ყველაერი უფრო
“ფერწერული’, ემოციური და დინამიურია. ასეთი სკულპტურის საუკეთესო
ნიმუშია ბუდას გამოსახულება (II საუკუნე) სტელაზე კატრიდან. აქ ბუდა თავისი
მოწაფეებით გარშემორტყმულია გამოსახული. კომპოზიცია გამსჭვალულია
დინამიური მოძრაობით, რთული ურთიერთგადახლართული ფიგურებითა და
11

ამავე დროს, საოცარი სიმშვიდით. ეს სტელა მათჰურის სკოლის ერთ-ერთ


შედევრად არის აღიარებული.

გუფთების პერიოდის ხელოვნება (IV-V სს).

განდჰარისა და მათჰურას სკოლის მხატვრული მიღწევები სრულად გაიზიარა


გუფთების პერიოდის ინდორმა ხელოვნებამ, რომელმაც აყვავებას IV საუკუნეში
მიაღწია და დასრულდა ამ დინასტიის შეცვლის შემდეგ 533 წელს. ეს პერიოდი
ოქროს ხანად ითვლება ინდოეთის ისტორიაში. მნიშვნელოვანი იყო ძვრები
ლიტერატურის, მეცნიერების,ასევე სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის
დარგებშიც. ამავე დროს, ეს არის ეპოქა, როდესაც საფუძველი ეყრება
ეროვნულ ინდუისტურ პანთეონს და ჩამოყალიბებას იწყებს ამ ღვთაებების
იკონოგრაფია, ზოგადად, კი ეს არის ინდუიზმის კულტურის კრისტალიზების
ეპოქის დასაწყისი. თუმცა წამყვანი ჯერ კიდევ ბუდიზმია. სახელმწიფო აყვავებას
აღწევს ჩანდრაგუფთა I –ის , მისი შვილის სამუდრა გუთფტასა და
შვილისშვილის ჩანდრაგუფთა II ის პერიოდში. IV საუკუნის ცნობილი პოეტი
კალიდასი სანსკრიტზე ქმნის ნაწარმოებებს და მოგვითხრობს ამ მეფეთა
საგმირო საქმეების შესახებ. ინდოელთა მეცნიერებმა ამ პერიოდში
მათემატიკური ნული აღმოაჩინეს, ასევე დააფიქსირეს ფაქტი, რომ დედამიწა
მზის გარშემო ბრუნავს, ისინი შეისწავლიდნენ მზისა და მთვარის ელიფსებს. უკვე
ზემოთ აღნიშნული ავტორი კალიდასი სანსკრიტზე წერს პირველ პიესებს,
როგორიცაა მაგ. “შაკუნტალა”. ამ დროს იქმნება პირველი სამედიცინო წიგნები,
რომლებიც ვედური სამედიცინო ტრაქტატების სანსკრიტზე რედაქტირებული
ვერსიებია, სადაც ქირურგიული ნაწილებიც არის ჩართული. ჭადრაკი ასევე ამ
პერიოდში წარმოიქმნა. მას უსწრებდა მსგავსი თამაში კატურანგა, რომელიც
უკვე VI საუკუნეში იყო ცნობილი და რომლის ფიგურებიც 4 ნაწილად
იყოფოდნენ-კავალერია, ცხენები, ეტლები და ფეხოსანნი და რომლიდანაც
განვითარდა თანამედროვე ჭადრაკის პრინციპები. მათემატიკაში ინდოელების
თვლის სისტემა პირველი იყო, რომელიც ათეულების სისტემას ემყარებოდა.
ამავე პერიოდს ეკუთვნის ცნობილი ტრაქტატი კამასუტრა, რომელიც
სექსუალური ცხოვრებისა და ნორმების შესახებ ერთ-ერთი უადრესი ნაშრომია.
ინდოელ მათემატიკოსსა და ასტრონომს არიაბხატას ეკუთვნის იდეა იმაზე,
რომ დედამიწა მრგვალია, და თავის ღერძის გარშემო ბრუნავს. მან ასევე
აღმოაჩინა რომ მთვარე და სხვა პლანეტები ანათებენ მზის ზემოქმედების
შედეგად.
12

სახელმწიფოს აქტიური სავაჭრო ურთიერთობები აქვს მეზობელ ქვეყნებთან და


მათი კულტურული მიღწევები ვრცელდება მეზობელ ქვეყნებში-შრილანკაში,
ბირმაში, სამხრეთ აზიის სხვა რეგიონებშიც. ყველაზე ადრეული ინდური ეპოსის
ტექსტების ჩაწერაც სწორედ ამ პერიოდში ხდება. V საუკუნეში იმპერია
თანდათან დაღმავლობას განიცდის და საბოლოოდ ეცემა თეთრი ჰუნების
შემოსევების შემდეგ, რომლებიც ფაქტობრივად მთელ ჩრდილოეთ ინდოეთს
იკავებენ.
გუფთების პერიოდი როგორც აღინიშნა, კლასიკური ხელოვნების პიკად
ითვლება ჩრდილო ინდოეთის ყველა რელიგიური ეთნიკური ჯგუფებისთვის. ამ
დროს, ყველა ისინი თავისუფლად გამოხატავდნენ თავიანთ რელიგიურ
გრძნობებს. ამ პერიოდის უმნიშვნელოვანესი შემორჩენილი ძეგლებია აჯანტას,
უდაიგურის, ელეფანტასა და ელორას გამოქვაბულები სადაც ვხვდებით წმინდა
ბუდისტურ, ჰინდუისტურ და შერწყმულ კულტებს).
ამ პერიოდის ბუდას იკონოგრაფია საბოლოოდ იხვეწება, ყალიბდება და
იდეალიზაციის მწვერვალს აღწევს. ამის საუკეთესო მაგალითია ბუდას ფეხზე
მდგომი ლითონის ფიგურა სულთანგანჯადან (V საუკუნის დასაწყისი). V
საუკუნიდან ბუდიზმში ჰინდუისტური ელემენტები იწყებენ შეღწევას და ეს
ძირითადად ტანტრიზმის სწავლების გავლენით ხდებოდა, რომელიც
ღვთაებების გამოსახულებებში გრძნობადი საწყისების გაძლიერებას
გულისხმობდა. თუმცა ბუდას იკონოგრაფიაში ძლიერდება მისი ნირვანაში
ყოფნის გამოსახვის პოზები, ანუ ბუდა განყენებული და არაამქვეყნიურია უმეტეს
შემთხვევაში. ასეთი გამოსახულების კიდევ ერთი მაგალითია ლოტოსის პოზაში
მჯდომი ბუდას ფიგურა სარნათხადან (V ს., ყვითელი ქვისაქვა, 155-87 სმ.). ბუდა
ქადაგების პოზაშია, მას ხელები მაყურებლისკენ არის მიმართული. იგი ძალზე
მშვიდი და თავის თავში ჩაღრმავებულია. მისი დიდი მრგვალი შარავანდენი
მდიდრულადააა ორნამენტირებული მცენარეული მოტივებით. და ორივე
მხარეს არის მფრინავი გენიების გამოსახულებები, რომელთა დინამიური პოზები
ბუდას მშვიდი პოზის კონტრასტულია. საინტერესოა ბუდას ტახტის
გამოსახულებები-კომპოზიციის ცენტრში აქ მოცემულია კანონთა ბორბალი, მის
ორივე მხარეს სიმეტრიულად განლაგებულია ირმები, რაც მინიშნებაა პირველი
ქადაგების ადგილზე-ირმების პარკზე. ბორბლის ორივე მხარეს გამოსახულია
ბუდა 5 მოწაფე, რომელთაც მან პირველებს უქადაგა და ასევე ქალი და ბავშვი.

აჯანტის გამოქვაბეულები ამ ეპოქის საუკეთესო ნიმუშებია, სადაც


ურთიერთშერწყმულია არქიტექტურა, მონუმენტური სკულპტურა და ფრესკული
მხატვრობა. აჯანტა III საუკუნეში შემქნილი სამეცნიერო ცოდნის უდიდეს კერა
იყო, რომელიც უნივერსიტეტის ტიპის დაწესებულებას წარმაოდგენდა, სადაც
ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ბერები და ამავე დროს, აქ მრავალი
13

მომლოცველიც –პილიგრიმი მოდიოდა. ამ მონასტრების ფასადები, რომლებიც


გუფთთა პერიოდით თარიღდება, მდიდრულად იყო შემკული ქანდაკებით.
ბუდას გრანდიოზული გამოსახულებები მაღალ რელიეფში იყო გამოკვეთილი
და არეები ამ ფიგურებს შორის შევსებული იყო სცენებით მისი ცხოვრებიდან,
ასევე მოწაფეების გამოსახულებებით. ამ გამოქვაბულებში პირველი ფრესკის
მხატვრობის ნიმუშებია შემორჩენილი, რომელთა უმეტესობაც გუფთების
პერიოდიდ თარიღდება. ერთ –ერთი ყველაზე გამორჩეული მხატვრობის
ნიმუშები დაცულია # 1 ვიჰარაში. მხატვრობა 475-500 წწ-ით თარიღდება(აქვეა
გვიანდელი დამატებები VII საუკუნის) და როგორც მეცნიერები თვლიან, აჯანტას
მხატვრობის მწვერვალს წარმოადგენს. ვესტიბიულით შევდივართ სალოცავში,
რომელიც არს ისე დიდია, მის ცენტრში აფსიდში ბუდას გრანდიოზული
გორელიეფური გამოსახულებაა სწავლების პოზაში გარშემორტყმული
თანმხლები პირებით. მის ორივე მხარეს ციური არსებებია გამოსახული
ფარნებით ხელში. ერთ-ერთი მათგანი ბოდჰისატვაა, რომელსაც ხელში ვაჯრა-
სამყაროს მოდელი უჭირავს. ბუდას ზევით ორი მფრინავი გენიაა ყვავილების
გირლიანდებით ხელში. ცნობილია, რომ გამოქვაბული თავდაპირველად
მთლიანდ იყო მოხატული კარებები და სახელურებიც კი. აქ ძირითადად
გამოსახული იყო სცენები ჯატაკებიდან-ბუდას ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები.
აქ არის სცენები, რომლებიც მოგვითხრობს მასწავლებლის
მსხვერპლშეწირვისვის მზადყოფნას კაცობრიობის ხსნისათვის. ბევრია
ბოდჰისათვას ისტორიებიც. რადგანაც უმეტეს შემთხევაში მოქმედებები ამ
ისტორიებში ხდება სამეფო სასახლეებში, ქალაქების ქუჩებსა და მასობრივი
თავშეყრის ადგილებში, ფერწერაში უხვადაა სხვადასხვა ყოფითი დეტალები,
ინტერიერების გამოსახულებები, მოქმედებები, სხვადასხვა პოზები, , ასევე
სამოსისა თუ ყოფისა და აქსესუარების ამსახველი უამრავი დეტალები,
გრძნობათა ემოციური გადმოცემები-ყოველივე ეს საოცარ ფერადოვნებასა და
დეკორატიულობის შეგრძნებას იძლევა. ამ ვიხარის მოხატულობა სრულდება
სალოცავის შესასვლელში სადაც ბუდას ქანდაკებაა. შესასვლელის ორივე
მხარეს არის დიდი ზომის ბოდჰისატვების ფერწერული გამოსახულებები.
მარჯვენა არის ინდოეთში ძალზე პოპულარული ბოდჰისათვა ავალოკიტეშვარა,
რომელსაც ლოტოსი უჭირავს ხელში და “სამმაგი მოხრის” პოზაშია
(გზანექილია ოდნავ წელში და თავიც დახრილი აქვს). მისი ფიგურა მიუხედავად
დიდი ზომისა, ძალზე ჰაეროვანი და ელეგანტურია. ამავე დროს, ეს არ არის
უწონადი განყენებული ფიგურა, მხატვარი ფორმებს შუქ-ჩრდილების მეშვეობით
ამუშავებს, რითაც ბუდიზმის ამ რაინდს მატერიალურობას ანიჭებს. მის სხეულში
არაა ანატომიური სიზუსტე, არ არის გამოკვეთილი ცალკეული ფორმები,
სხეული გლუვია, მისი წელი ვიწროა და მხრები განიერი (ე.წ. ლომის აღნაგობა)
მაგრამ ეს არის არა ფიზიკური სიძლიერის, არამედ მისი ღვთაებრივი სიძლიერე.
14

მისი სახე პროპორციულად არის აგებული-მოშვილდული წარბები, სწორი


ცხვირი, ნახევრად დახუჭული ოდნავ ირიბი თვალების ჭრილი, ქვევით
მიმართული მზერა. მისი თმის ვარცხნილობა “ჯატა-მუკუტა” შემკულია ძვირფასი
ქვებითა და ყვავილებით და გვირგვინივით ადგას თავზე. იგი ძალზე
განყენებული, ამაღლებული და ზეციურია, ამავე დროს, ლოტოსი მის ხელში
მიწიერებაზე მიანიშნებს. ავალოკიტშვარა არის შუამავალი ზეცასა და დედამიწას
შორის, და ადამიანთა მოდგიმის მფარველი. მის ნაკვთებში იკვეთება სიბრძნე
და მოწყალება, ხოლო მისი გარეგნობა არის ხორციელი და სულიერი
საწყისების ჰარმონიული შერწმის საუკეთესო მაგალითი. ამ ფიგურის გარშემო
მთელი სიბრტყე შევსებულია მიწიერი და ზეციური ცხოვრების ამსახველი
ეპიზოდებით. კომპოზიცია ხალიჩისებრად ფარავს მთელ ზედაპირს, ადამიანები,
ცხოველები, მცენარეები, ისინი თითქოს არ არიან კავშირში ბოდჰისათვასთან,
თუმცა, იგი ამავე დროს მოიცავს ყოველივეს და შერწმულია მათთან. მისი
ფიგურა მნიშვნელოვანად გამოირჩევა ზომით ფონის ფიგურებისგან.
შესასვლელის მარჯვენა მხარეს არის ბოდჰისატვა ვაჯრაპანის გამოსახულება.
იგი ასევე თავისთავშია ჩაღრმავებული, თუმცა მისი პოზა ძალზე ენერგიულია.
მას თავზე ადგას ულამაზესი დიადემა მდიდრულად შემკული ოქროსა და
მარგალიტების ძაფებით. მის მარჯვნივ არის რაჯას და ასევე ქვევით ორი ქალის,
შესაძლოა ძველინდური ღვთაებების , გამოსახულებები, რომლეიც მას
შროშანებს სთავაზობენ.
დერეფნის გვერდითა კედლებზე არის სცენები უფლისწულ გაუტამას
ცხოვრებიდან (გაუტამა მომავალი ბუდა) მარცხენა მხარეს არის ბოდჰისათვას
მიწიერი გზის დასასრულის ამსახველის სცენები-აქ გადმოცემულია სცენა,
როდესაც დემონი მარა აცდუნებდა გაუტამას და ხე ბოდჰის ქვეშ მჯდომი
ბოდჰისატვა როგორ გაცისკროვნდა და გარდაიქმნა ბუდად. მარჯვენა კედელზე
გამოსახულია უკვე ეპიზოდი ბუდას ცხოვრებიდან, კერძოდ “საოცრება
შრავასტიში”. ამრიგად, სანამ მლოცველები ბუდას ქანდაკებიან სალოცავში
შევლენ თაყვანის საცემად, ისინი ეცნობიან მისი ცხოვრების მნიშვნელოვან
ეპიზოდებს-ცდუნების მცდელობას მარას მიერ, გაცისკროვნებასა და ქადაგების
ეპიზოდებს.
აჯანტას გამოქვაბულების ფერწერა არ არის სუფთა ფრესკა-მართალია, ისინი
შესრულებულია სველ ბათქაშზე, მაგრამ გამხსნელად ნახმარია არა წყალი, რაც
ტრადიციული ფრესკისთვისაა დამახასიატებებლი, არამედ ბრინჯის, კანაფისა
და წებოს ნაერთი ნივთიერება. ფერები გარშემო ბუნებაში არსებული
მინერალებიდან კეთდებოდა. ფერთა გამა არ იყო ძალზე მრავალფეროვანი და
ყავისფერის, თეთრის, წითელის, მწვანეს, ლურჯის (ლიაპის ლაზური) და
ყვითლის კომბინაციას წარმოადგენდა, ოსტატურად იყო შეხამებული
ურთიერთთან და კოლორიტში მოყავისფრო –ნარინჯისფერი ტონალობა
15

დომინირებდა. მთლიანობაში აჯანტის ფერწერა ძალზე დეკორატიულია, ისინი


არ არღვევენ კედლის სიბრტყეს და ხალიჩისებრად ფარავენ გამოქვაბულების
ზედაპირებს. არ არ არის ფიგურების პერსპექტიული ცვლილებები -დამოკლება
ან გაზრდა) , არ არის ხაზობრივი პერსპექტივა არც ფიგურათა ფორმები ოდნავ
არის დამუშავებული მოცულობითად-ფორმის ამოყვანა ხდება არა
ნახევარტონებით, არამედ გამოთეთრებებით. ფიგურები მოხაზულია მკაფიო,
პლასტიური კონტურული ხაზებით, პოზები, მოძრაობები და ჟესტები
ოსტატურადაა გადმოცემული. კომპოზიციათა უმრავლესობა ისეა აგებული, რომ
მლოცველმა მთლიანად, ერთიანობაში აღიქვას ორივე სამყარო ზეციურიც და
მიწიერიც, ეზიაროს მის მშვენიერებას, როგორც ღვთიურ, ასევე ადამიანურ
ემოციებსა და განცდებს. აქ არის სამყაროს ერთიანობა და მრავალფეროვნება,
ისინი გამსჭვალულია ყოველივე სულიერისა და არასულიერისადმი
სიყვარულით. მაჰაიანას ბუდიზმის ეს მხატვრობა ღრმად ხალხური და
ეროვნულია, ამავე დროს, მასში იგრძნობა დახვეწილი არისტოკრატიზმი და
რომანტიზმი.

You might also like