You are on page 1of 14

ქ.

თბილისის მერია

A4 ფორმატის საოფისე ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის


ელექტრონული ტენდერი

სატენდერო დოკუმენტაცია

ქ. თბილისი

1
სარჩევი

1. ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის.....................................................................................................3

2. ტექნიკური მოთხოვნები.....................................................................................................................................4

3. სხვა მოთხოვნები..................................................................................................................................................5

4. ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია...............................................................................5

5. დამატებითი ინფორმაცია...................................................................................................................................5

6. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტი ....................................................................6

7. დანართი N1რეკვიზიტები................................................................................................................................12

8. დანართი N2 ფასების ცხრილი........................................................................................................................13

9. დანართი N3, გარანტიის ფორმა......................................................................................................................14

2
1. ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის
1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა)
შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და
„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის
ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის
7 აპრილის #9 ბრძანების შესაბამისად.
1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია
წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი)
ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა
დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ
ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
1.4 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა)
ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული (ბეჭდის
არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ
უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
1.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია
სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება
სატენდერო წინადადების შესაბამისად.

3
2. ტექნიკური მოთხოვნები:

2.1 შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პირობები და რაოდენობა:

1. A4 ფორმატის საოფისე ქაღალდი უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მახასიათებლებს:


 გრამაჟი ( გრ/მ2) – 80;
 მასა (ISO 534) (სმ3/გრ) –1.32;
 ხაოიანობა (ISO 8791-2) (მლგ/წთ) – არაუმეტეს 200;
 სითეთრე CIE – არანაკლებ 164;
 გამჭვირვალობა (ISO 2471) – არანაკლებ 94;
 სისქე (ISO 534) (um) –არაუმეტეს 106;
 შეკვრა: 500-ფურცლიანი;
 ქაღალდი უნდა იყოს ოპტიმიზებული ციფრული და ლაზერული ბეჭდვისთვის.

2. საოფისე ქაღალდი უნდა შეესაბამებოდეს გარემოსდაცვითი ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და


საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, რომლის მიზანია დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში
ქაღალდის ეკოლოგიური ანაბეჭდის შემცირება, კერძოდ კი, უნდა გააჩნდეს დადებითი რეიტინგი
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) Check Your Paper სქემაში.

3. საოფისე ქაღალდს ასევე უნდა გააჩნდეს შემდეგი სერტიფიკატები:


 გარემოსდაცვითი ეკო-მენეჯმენტისა და აუდიტის სქემასთან (EMAS) შესაბამისობისა და
გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სქემის ევროპულ/საერთაშორისო სტანდარტებთან (EN/ISO
14001, გარემოსდაცვითი მართვა) შესაბამისობის სერტიფიკატი;
 საერთაშორისო სტანდარტებთან (ISO 9706, ISO 9001) შესაბამისობის სერტიფიკატი;
 სატყეო სამეურვეო საბჭოს (Forest Stewardship Council) მიერ გაცემული სერტიფიკატი (FSC);
 ტყის სერტიფიცირების დამოწმების პროგრამა (PEFC) მიერ გაცემული
ლიცენზია/სერტიფიკატი;
 ECF სერტიფიკატი, რომელიც მიუთითებს რომ ქაღალდი დამზადებულია ქლორის გამოყენების
გარეშე;
 ევროკავშირის ეკო–ეტიკეტი (European Ecolabel), რომელიც იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ,
რომ პროდუქტი მისაღებია გარემოსდაცვითი კუთხით.

FSC სერტიფიკატი ტყის სერტიფიცირების დამოწმების ევროკავშირის ეკო–ეტიკეტი


პროგრამა (PEFC)

4. ელექტრონულ ტენდერზე ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი ვალდებულია


ელექტრონული ვაჭრობის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა ვადაში წარმოადგინოს
მისი ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებული ქაღალდის გაუხსნელი 1 შეკვრა.

4
3. სხვა მოთხოვნები:

3.1 მიწოდების ვადა და ადგილი:


3.1.1 მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის
ვადაში, ერთჯერადად – 30000 შეკვრა.
3.1.2 მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. #7.

3.2 სატენდერო წინადადების ფასი:


3.2.1 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან
დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
3.2.2 სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ
ლარებში.

3.3 ანგარიშსწორების პირობები:


3.3.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
3.3.2 ანგარიშსწორება მოხდება 2012 წლის ბიუჯეტის სახსრებით, საქონლის მიწოდებისა და
მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
3.3.3 წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება.

3.4 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:


3.4.1 რეკვიზიტები და ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა
დანართი #1–ის მიხედვით.
3.4.2 ფასების ცხრილი დანართი #2–ის მიხედვით.
3.4.3 A4 ფორმატის საოფისე ქაღალდის ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების სრული
აღწერა სატენდერო დოკუმენტაციის 2.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
3.4.4 სატენდერო დოკუმენტაციის 2.1 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საოფისე ქაღალდის
სერტიფიკატები (სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით).

4. ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია:


4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია,
ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2%–ის ოდენობით, დანართი #3–ის მიხედვით.
4.2 ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული
დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადას.

5. დამატებითი ინფორმაცია:
5.1 პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
5.2 სუბკონტრაქტორი არ გამოიყენება.
5.3 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს
შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში, წერილობითი მიმართვის შემთხვევაში. ქ. თბილისი, ჟ.
შარტავას ქუჩა #7, მე–15 სართული. საკონტაქტო პირი: მაია კვარაცხელია, ტელ: +99532 378568

5
6. ხელშეკრულება პროექტი
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #

ხელშეკრულების პირობების საბოლოო ვარიანტი შეიძლება დაზუსტდეს და დაიხვეწოს ტენდერში


გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმების
პროცესში.

ქ. თბილისი --. --. 2012 წ.

ერთის მხრივ ქ. თბილისის მერია, წარმოდგენილი ქ. თბილისის მერიის ------------ სახით


(შემდგომში “შემსყიდველი”) და მეორეს მხრივ შპს „--------------------“, წარმოდგენილი მისი
დირექტორის --------- სახით (შემდგომში `მიმწოდებელი~), საქართველოში მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად და მათი გათვალისწინებით, შეთანხმდნენ შემდეგზე:

შემსყიდველმა ჩაატარა ელექტრონული ტენდერი:

----------- სახელმწიფო შესყიდვაზე, რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მიმწოდებლის


სატენდერო წინადადება, რომლის თანახმად მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება მიაწოდოს
შემსყიდველს ზემოაღნიშნული ობიექტი შემდეგ თანხაზე: ------ (-----------) ლარი, ყველა
გადასახადის ჩათვლით (შემდგომში `ხელშეკრულების ღირებულება~).

1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები


ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1`ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ~ (შემდგომ _ `ხელშეკრულება~) _ შემსყიდველ
ორგანიზაციასა და ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის დადებული ხელშეკრულება,
რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და
დამატებებით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.
1.2`ხელშეკრულების ღირებულება~ ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს
შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების
სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;
1.3`შემსყიდველი ორგანიზაცია~ (შემდგომ `შემსყიდველი~) ნიშნავს ორგანიზაციას
(დაწესებულებას), რომელიც ახორციელებს შესყიდვას;
1.4 `მიმწოდებელი~ ნიშნავს პირს, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება ტენდერში და აწვდის საქონელს
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში;
1.5`დღე~, `კვირა~, `თვე~ ნიშნავს კალენდარულ დღეს, კვირას, თვეს.

2. ხელშეკრულების მოქმედების ვადა


2.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ზემოთ მითითებული თარიღიდან _____________.

3. შესყიდვის ობიექტი და კლასიფიკატორის კოდი


3.1 ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტი განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციის, კერძოდ
ტექნიკური დოკუმენტაციის 2.1 პუნქტში მოცემული ტექნიკური პირობების შესაბამისად, რომელიც
თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
3.2 კლასიფიკატოროს კოდი: 30197630.

4. საპატენტო უფლებები

6
4.1 საქონლის ან მისი ნებისმიერი ნაწილის გამოყენებისას საპატენტო უფლების დარღვევასთან,
ასევე სასაქონლო მარკის ან საწარმოო ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი
დავების ან მატერიალური პასუხისმგებლობის მოგვარება ეკისრება მიმწოდებელს.

5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი


5.1შემსყიდველს ან მის წარმომადგენლებს უფლება აქვთ განახორციელონ ტექნიკური კონტროლი
და/ან გამოცადონ საქონელი, რათა დარწმუნდნენ მათ შესაბამისობაში კონტრაქტით
გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებთან.
5.2მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის
(ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა
სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) მიზნით
გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით
შემსყიდველი.
5.3მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების)
შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა, წუნდებული საქონლის შეცვლა
და კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად დაზიანებული საცდელი ნიმუშების ღირებულების
დაფარვა.
5.4ამ მუხლის არც ერთი პუნქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს მოცემული ხელშეკრულების
სხვა ვალდებულებებისაგან.
5.5მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს
შემსყიდველის მხრიდან განახორციელებენ ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის
ქალაქგაფორმებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები.

6.შეფუთვა
6.1 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის ისეთი შეფუთვა, რომელიც დაიცავს მას
დაზიანების ან გაფუჭებისაგან დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების პროცესში.

7. საქონლის მიწოდების პირობები


7.1 საქონლის მიწოდება განხორციელდება ტექნიკური დოკუმენტაციის 3.1 პუნქტში
განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
7.2 მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო
საქონელი.
7.3 შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ.#7.

8. შესყიდვის ობიექტის ხარისხი


8.1 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ მიწოდებული ობიექტის ხარისხი უპასუხებს
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.
8.2 შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს და
ტექნიკურ ნორმებს.

9. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი


9.1 შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდება საქონლის მიწოდების შემდეგ
შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების
აქტის გაფორმებით (შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებაზე
უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების მეოთხე მუხლის
5.5 პუნქტში მითითებული პირები).
9.2 მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან ერთად, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოუდგინოს
შემსყიდველს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო
დოკუმენტაცია.

7
10. ანგარიშსწორება
10.1 ანგარიშსწორება მოხდება ლარებში.
10.2 გადახდის ფორმა – უნაღდო.
10.3 ანგარიშსწორება მოხდება 2012 წლის ქ. თბილისის ბიუჯეტიდან, საქონლის მოწოდებისა და
მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღის
განმავლობაში.

11. ფასები
11.1 შესყიდვის ობიექტის ფასი განისაზღვრება ლარებში.
11.2 შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულება შეადგენს ---- (------------) ლარს.
11.3 ხელშეკრულების ღირებულებითი პარამეტრების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების
შედეგად იზრდება ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი
ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი
შემთხვევებისა.
11.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების
დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური
ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობის გაზრდა.

12. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა


12.1არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება ორივე მხრის
მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების გარდა.
12.2თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების
პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია
წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
12.3ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან
შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა სახელმწიფო შესყიდვების
მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
12.4ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების
დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

13. უფლებების გადაცემა


13.1მიმწოდებელმა შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, არც მთლიანად და
არც ნაწილობრივ არ უნდა გადასცეს მოცემული ხელშეკრულებით არსებული თავისი უფლემბა-
მოვალეობები მესამე პირს.
13.2 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი განცხადება მესამე
პირისთვის მთლიანი ან დარჩენილი უფლება-მოვალეობების გადაცემის თაობაზე, აგრეთვე მესამე
პირის წერილობითი თანხმობა ხელშეკრულებით განსაზღვრული მთლიანი ან დარჩენილი
ვალდებულებების შესრულების თაობაზე.
13.3 შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში უფლება-მოვალეობების გადაცემა (მთლიანად ან
ნაწილობრივ) ფორმდება წერილობითი სახით შემსყიდველსა, მიმწოდებელსა და მესამე პირს
შორის.

14. სუბკონტრაქტორები
14.1ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს
შემსყიდველს სუბ-კონტრაქტორ(ებ)ის აყვანის ან შეცვლის შესახებ (სუბ-კონტრაქტორის აყვანის
აუცილებლობის მიზეზების დასაბუთებით). სუბ-კონტრაქტორ(ებ)ის დასაშვებობის საკითხს წყვეტს
შემსყიდველი და მიმწოდებელი ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე, რომელიც გაფორმდება
წერილობითი ფორმით წინადებარე ხელშეკრულების დამატების სახით.
14.2ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა სუბკონტრაქტის ასლი უნდა წარედგინოს
შემსყიდველს.

8
14.3ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული არც ერთი სუბკონტრაქტი არ ათავისუფლებს
მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან.

15. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა


15.1 ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების
შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო
სანქციები.
15.2 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის
გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, _ ყოველ
ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ხოლო, თუკი
ადგილი აქვს ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობას, პირგასამტეხლო შეადგენს
ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0.1 %-ს.
15.3 საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების
შესრულებისაგან.
15.3 საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა იქნას მხარისთვის (მიმწოდებელი)
აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების (წერილი ჯარიმის დაკისრების თაობაზე) გაცნობიდან
არაუგვიანეს 1 თვეში.

16. ხელშეკრულების შესრულების გარანტია


16.1 იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, ტენდერში გამოიყენება
გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე _ საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო
ღირებულების 2%-ის ოდენობით.
16.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის
(ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა,
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადების დარღვევა,
ვალდებულების უხარისხოდ, არაჯეროვნად, არასრულად შესრულება და სხვა) შემთხვევაში,
მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდება).
16.3 საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების
სესრულების საბოლოო ვადას.
16.4 მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო
გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული და ჯეროვანი
შესრულების შემთხვევაში, დაუბრუნდება მხარეთა შორის შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიღება-
ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
16.5 მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში
შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

17. ხელშეკრულების შეწყვეტა


17.1 შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, ასევე დააკისროს
მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით
გამოწვეული ზიანის ანაზღაურება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული
წესის შესაბამისად:
ა) თუ მიმწოდებელი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ
ვალდებულებებს;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მხრიდან საქონლის მიწოდების ვადების დარღვევის პერიოდი
აღემატება 10 კალენდარულ დღეს ან ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს
ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 1%-ს;
ე)თუ მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან შემსყიდველის მიერ გაგრძელებულ
ვადებში არ შეუძლია მიაწოდოს საქონელი ან მისი ნაწილი;

9
17.2ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს
დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
17.3 ხელშეკრულების შეწყვეტისას შემსყიდველს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც
მას მიადგა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით.
17.4შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აგრეთვე:
ა) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ
უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
ბ) მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
17.5 მე-17 მუხლის 17.1 და 17.4 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია
აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულება.

18. ფორს-მაჟორი
18.1ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების
შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და ხელშეკრულების
შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი
ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი.
18.2ამ მუხლის მიზნებისათვის `ფორს-მაჟორი~ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი
კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული
შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია
წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით,
სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით,
საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
18.3ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ,
რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა
გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი
მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან
წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა
მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს
გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც
დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.

19. სადაო საკითხების გადაწყვეტა


19.1შემსყიდველმა და მიმწოდებელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა პირდაპირი
არაოფიციალური მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმებით მოაგვარონ ყველა უთანხმოება და
დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტის
ირგვლივ.
19.2თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და
მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხრეს დავის
გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესის და მიხედვით მიმართოს საქართველოს
სასამართლოს, თუ ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.

20. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებთან


20.1ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა
ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი გზავნილი უნდა მოხდეს ფოსტის საშუალებით.
პერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისთვის
მიწოდება დეპეშის, ტელექსის ან ფაქსის სახით, ორიგინალის შემდგომი წარმოდგენით,
ხელშეკრულებაში მითითებული მეორე მხარის მისამართზე.
20.2შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში
შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
10
21. სხვა პირობები
21.1 არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და
მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
21.2 მესამე პირთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და
რისკით.
21.3 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს
აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან (ერთი პირი
მიმწოდებელთან და სამი პირი შემსყიდველთან). ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი
მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
21.4 წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას
შემდეგ, რაც ის წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილია მხარეთა მიერ.

შემსყიდველი: მიმწოდებელი:
––––––––––––– –––––––––––––––

11
დანართი #1

1. რეკვიზიტები:

პრეტენდენტის იურიდიული ფორმა და დასახელება:

ხელმძღვანელის სახელი და გვარი:

პრეტენდენტის იურიდიული მისამართი:

პრეტენდენტის ტელეფონის ნომერი:

ბანკის დასახელება და კოდი:

ანგარიშსწორების ანგარიში:

საიდენტიფიკაციო კოდი:

2. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოდგენილი იქნება


ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანო გარანტია ტენდერზე დაფიქსირებული საბოლოო ფასის 2%–
ის ოდენობით.

პრეტენდენტის ხელმოწერა ––––––––––––––––

ბ.ა.

12
დანართი #2
ფასების ცხრილი

პრეტენდენტის დასახელება__________________________

ქაღალდის ერთეულის საერთო საქონლის საქონლის


N შესყიდვის ობიექტი დასახელება განზომილება რაოდენობა ფასი ფასი მიწოდების მიწოდების
(ლარი) (ლარი) ვადები ადგილი

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული

ქ. თბილისი, შარტავას ქ. #7.


დღის ვადაში.
1 A4 ფორმატის საოფისე ქაღალდი შეკვრა 30000

პრეტენდენტის ხელმოწერა _______________

ბ.ა
13
დანართი #3

ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა


(საბანკო გარანტია)
ვის:___________________________________________________________________________________________
(შემსყიდველის დასახელება)

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ


___________________________________________________________________________________________
(მიმწოდებლის დასახელება)

შემდგომში „მიმწოდებელმა“____________________________________ ტენდერში წარდგენილი თავისი


(ტენდერის დასახელება)

სატენდერო წინადადების შესაბამისად იკისრა ვალდებულება წარმოადგინოს საბანკო გარანტია მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების
გარანტიის სახით ხელშეკრულებაში მითითებულ თანხაზე, ჩვენ თანახმა ვართ გავცეთ მიმწოდებლის სახელზე ზემოთ აღნიშნული გარანტია.
ამასთან დაკავშირებით, ვადასტურებთ, რომ ვართ გარანტები და პასუხისმგებლები თქვენს წინაშე მიმწოდებლის სახელით საერთო თანხაზე:
___________________________________________________________________________________________
(თანხა ციფრობრივად, სიტყვიერად, ვალუტის მითითებით)

და ვკისრულობთ ზემო აღნიშნული თანხის გადახდას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე თქვენი პირველივე
მოთხოვნისთანავე.
წინამდებარე გარანტია ძალაშია –––––––––––––––––
გარანტების ხელმოწერა და ბეჭედი
______________________________________
______________________________________
______________________________________
(თარიღი)

______________________________________
(მისამართი)

14

You might also like