You are on page 1of 18

სახელწიფო შესყიდვების პოლიტიკა

V თემა. სახელმწიფო შესყიდვების საშუალებები

 გამარტივებული შესყიდვა (პირდაპირი შესყიდვა) CMR –


 შესყიდვის საშუალების გამოყენების საფუძველი:
 5,000 ლარამდე შესყიდვა ერთგვაროვან საქონელზე ;
 კანონით ნებადართულ განსაკუთრებულ შემთხვევები.

ელექტრონულად არ ხორციელდება, თუმცა გამოქვეყნება ხდება eProcurement


სისტემის სპეციალურ მოდულში. ფუნქციონირებს 2012 წლის მარტიდან.

 ელექტრონული ტენდერი SPA


 შესყიდვის საშუალების გამოყენების საფუძველი:

 ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა 5,000-დან 150,000 ლარამდე


საქონელსა და მომსახურებაზე ან/ და 150,000 და მეტი;
 ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა 5,000-დან 300,000 ლარამდე
სამშენებლო სამუშაოები ან/და 300,000 ლარი და მეტი;

ელექტრონული სერვისი. ფუნქციონირებს 2010 წლის დეკემბრიდან.

 კონსოლიდირებული ტენდერი CON


 შესყიდვის საშუალების გამოყენების საფუძველი:

 ზოგიერთი ერთგვაროვანი პროდუქტის შესყიდვა აგრეგირებული


მოთხოვნის საფუძველზე: საწვავი, კომპიუტერები, A4 ფორმატის
ქაღალდები, სატელეფონო (მობილური) კომუნიკაციის სერვისი,
საბურავები, სატელემაუწყებლო მომსახურებები, უწყვეტი კვების
წყაროები (UPS), პრინტერები და კარტრიჯები.

ელექტრონული სერვისი. ფუნქციონირებს 2012 წლის დეკემბრიდან.

 კონკურსი CNT
 შესყიდვის საშუალების გამოყენების საფუძველი:
 დიზაინთან დაკავშირებული ობიექტების/ პროექტების შესყიდვა
შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ისეთები როგორიც

1
სახელწიფო შესყიდვების პოლიტიკა

არის არქიტექტურული, ინჟინრული დაგეგმარების, დიზაინერული


პროექტები.

ელექტრონული სერვისი. 2015 წლის პირველი ივლისიდან სახელმწიფო შესყიდვების


სააგენტომ კონკურსების პროცედურა 100 %-ით გააელექტრონულა

 ორეტაპიანი ტენდერი MEP


 შესყიდვის საშუალების გამოყენების საფუძველი:
 საქონლის, მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა ფასზე
და სხვა თვლად კრიტერიუმებზე დაყრდნობით. საუკეთესო
კანდიდატის გამოვლენა ხდება ფასი-ხარისხის თანაფარდობით,
რომელიც ითვლება სისტემაში ჩაშენებული უნიკალური ალგორითმის
მეშვეობით, ე.წ. MEAT მეთოდით.

ელექტრონული სერვისი. 2016 წლის პირველი აგვისტოდან სახელმწიფო


შესყიდვების სააგენტომ გაუშვა ეგრეთწოდებული „ორ ეტაპიანი“ ან როგორც
ევროპული კანონ-მდებლობა მოიხსენიებს „ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი
ელექტრონული ტენდერი“

 ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (ვაჭრობა დაფარული


მონაცემებით) NAT
 შესყიდვის საშუალების გამოყენების საფუძველი:
 ტენდერის ტიპი რომელიც მუშაობს როგორც ეგრეთ წოდებული
„დალუქული კონვერტის პრინციპი“. ყველა პროცედურა იგივეა
როგორც ელექტრონულ რევერსულ აუქციონში, თუმცა 3 დამატებითი
რაუნდის მაგივრად წინადადების წარდგენა ხდება მხოლოდ ერთხელ.
საუკეთესო შეთავაზების გარდა ყველა წინადადება რჩება დალუქული.

ელექტრონული სერვისი. 2016 წლის პირველ ივლისს სახელმწიფო შესყიდვების


სააგენტომ გაუშვა ახალი პროცედურა: „ელექტრონული ტენდერი აუქციონის
გარეშე“.

 შესყიდვის განსხვავებული პროცედურა სამშენებლო სამუშაოებზე DAP


 შესყიდვის საშუალების გამოყენების საფუძველი:
 პროცედურა მიმდინარეობს ე.წ. პრეკვალიფიკაციის გზით.
პრეტენდენტები წარმოადგენენ სატენდერო წინადადებებს,
საკვალიფიკაციო დოკუმენტებს და ხარჯთაღრიცხვას. მას შემდეგ, რაც
შემსყიდველი ორგანიზაცია შეაფასებს ყველა პრეტენდენტს, სატენდერო

2
სახელწიფო შესყიდვების პოლიტიკა

პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, იგი ყველაზე დაბალი ფასის


წინადადების მქონე პრეტენდენტს, დადგენილი წესით, მოიწვევს
ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

ელექტრონული სერვისი. 2016 წლის პირველ დეკემბერს ამოქმედდა სამშენებლო


სამუშაოების შესასყიდად გამოცხადებული ტენდერების განსხვავებული წესი

 ელექტრონული ტენდერი პრეკვალიფიკაციით TEP


 შესყიდვის საშუალების გამოყენების საფუძველი:
 ელექტრონული ტენდერი პრეკვალიფიკაციით, რევერსული აუქციონის
გზით. მას შემდეგ რაც პრეტენდენტები წარმოადგენენ სატენდერო
წინადადებებს და საკვალიფიკაციო დოკუმენტებს, შემსყიდველი
ორგანიზაცია აფასებს მიმწოდებლების დოკუმენტაციას, ხოლო მათი
დაკმაყოფილების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე იმართება
რევერსული აუქციონი, ხოლო გამარჯვებული გამოვლინდება ყველაზე
დაბალი ფასის მიხედვით.

ელექტრონული სერვისი. 2017 წლის სექტემბრიდან დაინერგა შესყიდვის ახალი


საშუალება, რომელიც ვრცელდება შესყიდვის ყველა ობიექტზე (საქონელი,
სამშენებლო სამუშაოები, მომსახურება).

eProcurement სისტემაში ჩაშენებული სხვა დამატებითი შესყიდვის საშუალებები

 ელექტრონული პროცედურა) GEO

 შესყიდვის საშუალების გამოყენების საფუძველი:


 საქონლის ან მომსახურების შესყიდვა დადგენილი სპეციალური წესით,
რომლის მოქმედების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 2 წელს.
 გამოიყენება ასევე საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების
განხორციელებისას; რეგლამენტირებულია საქართველოს მთავრობის
სპეციალური დადგენილებით.
 DEP ტენდერი (შესყიდვის ელ. პროცედურა დონორის სახსრებით) DEP

 შესყიდვის საშუალების გამოყენების საფუძველი:


 შესყიდვის პროცედურები დონორის სახსრებით (მსოფლიო ბანკი-WB,
ევროპის საინვესტიციო ბანკი-EIB, აზიის განვითარების ბანკი-ADB,
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -MCA Georgia, იაპონიის
საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო -JICA; UNHCR, სხვა).

3
სახელწიფო შესყიდვების პოლიტიკა

 GRA (საგრანტო კონკურსი) GRA

 შესყიდვის საშუალების გამოყენების საფუძველი:

შესყიდვის პროცედურა, რომელიც გამოიყენება სახელმწიფო


უწყებების/ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსების
ჩასატარებლად.

V.I გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის


ჩატარების წესი

ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კონკურსის, ელექტრონული


ტენდერისა და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით. გამარტივებული შესყიდვა,
კანონით განსაზღვრული მონეტარული ზღვრების ფარგლებში, შესაძლებელია:

ა) 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო


შესყიდვისას;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო


დაწესებულებების მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი
ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს,


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი შემსყიდველი
ორგანიზაციების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ
თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული
შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში 20 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის
ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას

2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შეიძლება


განხორციელდეს ელექტრონულად, ელექტრონული ტენდერისათვის დადგენილი
პროცედურებით.

3. სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, თუ: ა)


საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის
ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის
ობიექტის ჩასანაცვლებლად. ექსკლუზიურ უფლებად არ განიხილება შემთხვევა, როდესაც:

ა.ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000


ლარს, ხოლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს და ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ

4
სახელწიფო შესყიდვების პოლიტიკა

ფარგლებში, არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის


მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა;

ა.ბ) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 2 000 000


ლარს, ხოლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს და ქვეყნის შიგნით არსებობს სხვა პირი, რომელსაც
შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების
გაწევა;

ბ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა; ასეთ შემთხვევაში შესასყიდი საქონლის


რაოდენობა, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი
აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შესაბამის ვადებს;

გ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მიმწოდებლისაგან შესყიდული


ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის
უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა განხორციელდეს იმავე
მიმწოდებლისაგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება
თავდაპირველად შესყიდული ობიექტის ღირებულებას;

დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ


ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელება დადგინდა
საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, ავტონომიური რესპუბლიკების
რესპუბლიკური ბიუჯეტების ან/და ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ
საზღვრებში არსებული თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების სახსრებით
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში, აგრეთვე ავტონომიური
რესპუბლიკებისა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების
დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სხვა სახსრებით სახელმწიფო
შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში – ასევე ავტონომიური რესპუბლიკების
მთავრობების სამართლებრივი აქტებით, ხოლო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი
მნიშვნელობის ღონისძიების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შეუფერხებლად
ჩატარების საჭიროების შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
სამართლებრივი აქტით;

ე) (ამოღებულია - 15.06.2017, №1015);

ვ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა;

ზ) სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი


გადასახდელების გადახდის გზით;

5
სახელწიფო შესყიდვების პოლიტიკა

თ) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წლოვანების


ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური
მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და
საცხებ-საპოხი მასალების სახელმწიფო შესყიდვა;

ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება


ახორციელებს ლიტერატურის (ბეჭდურის, ელექტრონულ ან აუდიოვიზუალურ
მატარებელზე განთავსებულის), რეაქტივის, კომპიუტერული პროგრამის, ფარმაცევტული
პროდუქტის (სამკურნალო საშუალების), ლაბორატორიული აღჭურვილობისა და მონაცემთა
ბაზის შესყიდვას;

კ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის


განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
განვითარების ფონდი ახორციელებენ სახელმწიფო შესყიდვას რეგენტთა საბჭოს თანხმობით.
ასეთ შემთხვევაში რეგენტთა საბჭოს თანხმობა გაიცემა შემსყიდველი ორგანიზაციის
მოტივირებული მიმართვის საფუძველზე.

3.1 სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ


ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში
საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში 150 000 ლარის და მეტი ღირებულების, ხოლო
სამუშაოს შემთხვევაში – 300 000 ლარის და მეტი ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი
ობიექტების შესყიდვისას სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის
გასაცნობად, აგრეთვე სატენდერო წინადადების წარსადგენად საქართველოს მთავრობის
სამართლებრივი აქტით შეიძლება დადგინდეს ამ კანონის 15.1 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და
„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი ვადები. აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება იმ
შემთხვევაზე, როდესაც საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს სავარაუდო ღირებულება
შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის
დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.

3.2 საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლის 3. 1 პუნქტით


გათვალისწინებული უფლებამოსილების ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისათვის
არაუმეტეს 1 წლის ვადით დელეგირება (ავტონომიური რესპუბლიკებისა და მათ
ტერიტორიებზე არსებული თვითმმართველი ერთეულების სახსრებით, აგრეთვე
ავტონომიური რესპუბლიკებისა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების
დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით
განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებით).

3.3. შემსყიდველმა ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„დ“


ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვით
განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შესყიდვის განხორციელებამდე,

6
სახელწიფო შესყიდვების პოლიტიკა

კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით უნდა შეუთანხმოს სააგენტოს.


სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ
გადაწყვეტილება სააგენტოსთან სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული
სისტემის მეშვეობით თანხმდება. ამ სისტემაში შემსყიდველი ორგანიზაციის სააგენტოსადმი
მიმართვა საჯაროა და უზრუნველყოფილია დაინტერესებული პირების მიერ პოზიციის
დაფიქსირების შესაძლებლობა. სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას შემსყიდველი
ორგანიზაციის მიმართვასთან ერთად განიხილავს დაინტერესებული პირების მიერ მასთან
დაკავშირებით გამოხატულ მოსაზრებებს. სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული
შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების სააგენტოსთან შეთანხმების წესი და
პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

4. დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა ამ კანონით დადგენილი


მონეტარული ზღვრების შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის საშუალებებისა და ვადების
გამოყენებისათვის და სხვა მოთხოვნების შესრულებისათვის თავის არიდების მიზნით.

5. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის


განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს
ეტაპობრივად, შესყიდვის ობიექტების ჯამური ღირებულებისათვის ამ კანონით დადგენილი
მონეტარული ზღვრების შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის საშუალებისა და ვადების
გამოყენებით.

V.II ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი

1.სატენდერო წინადადების წარდგენიდან გამარჯვებულ პრეტენდენტთან


ხელშეკრულების დადებამდე განსახორციელებელი ელექტრონული ტენდერის
პროცედურები განისაზღვრება ამ მუხლითა და კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტით.
2. აფიდავიტი, სატენდერო წინადადება და მისი თანმხლები დოკუმენტები,
ნიმუში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და საკვალიფიკაციო მონაცემების
დამადასტურებელი დოკუმენტები სატენდერო კომისიას წარედგინება
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო
დოკუმენტაციის გასაცნობად,
აგრეთვე სატენდერო წინადადების წარსადგენად განისაზღვრება შემდეგი ვადები:
ა) 150 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლისა და მომსახურების
შესყიდვის შემთხვევაში –არანაკლებ 7 დღე, რომელთაგან სულ მცირე პირველი 5

7
სახელწიფო შესყიდვების პოლიტიკა

დღე განკუთვნილია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის


გასაცნობად, ხოლო მომდევნო 2 დღე – სატენდერო წინადადების წარსადგენად;
ბ) 150 000 ლარის და მეტი ღირებულების ერთგვაროვანი საქონლისა და
მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში – არანაკლებ 10 დღე, რომელთაგან სულ
მცირე პირველი 7 დღე განკუთვნილია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო
დოკუმენტაციის გასაცნობად, ხოლო მომდევნო 3 დღე – სატენდერო წინადადების
წარსადგენად. იმავდროულად, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების
სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში
მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს,
განისაზღვრება არანაკლებ 30 დღე, რომელთაგან სატენდერო განცხადებისა და
სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად განკუთვნილია სულ მცირე პირველი
25დღე, ხოლო სატენდერო წინადადების წარსადგენად – 5 დღე;
გ) 300 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს შესყიდვის
შემთხვევაში – არანაკლებ 10 დღე, რომელთაგან სულ მცირე პირველი 7 დღე
განკუთვნილია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის
გასაცნობად, ხოლო მომდევნო 3 დღე – სატენდერო წინადადების წარსადგენად;
დ) 300 000 ლარის და მეტი ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს შესყიდვის
შემთხვევაში – არანაკლებ 20 დღე, რომელთაგან სულ მცირე პირველი 15 დღე
განკუთვნილია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის
გასაცნობად, ხოლო მომდევნო 5 დღე – სატენდერო წინადადების წარსადგენად.მ
იმავდროულად, თუ შესასყიდი სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან
აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის
დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, განისაზღვრება არანაკლებ 30
დღე, რომელთაგან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის
გასაცნობად განკუთვნილია სულ მცირე პირველი 25 დღე, ხოლო სატენდერო
წინადადების წარსადგენად – 5დღე.
4. ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ დაუშვებელია სატენდერო
განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობისათვის განსაზღვრული
ვადის შემცირება.
5. პრეტენდენტს უფლება აქვს, სატენდერო წინადადების წარდგენისათვის
განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის
საშუალებით წარადგინოს სატენდერო წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის
გზით შეცვალოს წარდგენილი სატენდერო წინადადების ფასი. თუ გამოცხადებულ
ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულება
შაბათ-კვირას ან უქმე დღეს ემთხვევა, სატენდერო წინადადების მიღების ვადა
დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს.
6. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით
დადგენილი მონეტარული ზღვრები აისახება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში.
7. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ
სისტემაში განთავსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის

8
სახელწიფო შესყიდვების პოლიტიკა

ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება


კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
8. სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული
პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
9. სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ
პრეტენდენტთან დადებულ ხელშეკრულებას და ელექტრონულ ტენდერთან
დაკავშირებულ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ
დოკუმენტებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში აქვეყნებს
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი
წესით.

V.III ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი ზოგადი დებულებები

1. „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ (შემდგომში – წესი)


შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის
(შემდგომში – კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია ელექტრონული ტენდერის
საშუალებით, ორ ეტაპად – ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით, საუკეთესო
სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენა მასთან ხელშეკრულების
დადების მიზნით.

2. ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის (შემდგომში – ორეტაპიანი ტენდერი)


მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება ელექტრონული ტენდერისათვის
დადგენილი მონეტარული ზღვრების შესაბამისად.

3. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ორეტაპიანი ტენდერის მიმართ


გამოიყენება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12
ბრძანება.

4. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, ასევე,
ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, კანონის საფუძველზე გამოცემულ
სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ
აქტებში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 16 ივნისის
ბრძანება №26 - ვებგვერდი, 21.06.2017 წ.

ორეტაპიანი ტენდერის ჩატარება

9
სახელწიფო შესყიდვების პოლიტიკა

1. შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროების შესაბამისად, ორეტაპიანი ტენდერის


ჩატარება შესაძლებელია შესყიდვის ნებისმიერი ობიექტის შესასყიდად.

2. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო


კომისია.

სატენდერო დოკუმენტაცია

1. ორეტაპიანი ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია დამატებით უნდა შეიცავდეს


სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმებსა და მათ ხვედრით წონებს, ამ
წესის მე-4 მუხლის შესაბამისად.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სატენდერო დოკუმენტაციაში ნათლად


დააფიქსიროს სატენდერო წინადადების შეფასების გამოყენებული კრიტერიუმის
განზომილების ერთეული, რითაც იხელმძღვანელებენ პრეტენდენტები სატენდერო
წინადადებების წარდგენისას.

სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმები

1. შემსყიდველი ორგანიზაცია, ყოველი ორეტაპიანი ტენდერის შემთხვევაში,


განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის
სატენდერო წინადადება.

2. პრეტენდენტების მიმართ მოთხოვნები შესაძლებელია დაწესდეს მათი


პროფესიული კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და საქმიანობის სხვა საჭირო
საკითხებთან დაკავშირებით.

3. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, განსაზღვროს სატენდერო


წინადადების შეფასების კრიტერიუმების შემდეგი ტიპები:

ა) მოთხოვნები, რომლებსაც შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტი, მისი სატენდერო


წინადადება უპირობოდ უნდა აკმაყოფილებდეს და ამ მოთხოვნების
დაუკმაყოფილებლობა იწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;

ბ) თვლადი კრიტერიუმები, სადაც უპირატესობა ენიჭება მაღალ ციფრობრივ


მაჩვენებელს. ასეთ შემთხვევაში, ამ კრიტერიუმში, უმაღლეს შეფასებას ღებულობს ის
პრეტენდენტი, რომლის მიერ დაფიქსირებული სატენდერო წინადადების შეფასების
კრიტერიუმის მნიშვნელობა ყველაზე მეტად აღემატება სატენდერო პირობებით
განსაზღვრულ ამ კრიტერიუმისთვის დადგენილ მინიმალურ მოთხოვნას. ამასთან,
შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დაადგინოს ზღვრული ოდენობა, რომელზე

10
სახელწიფო შესყიდვების პოლიტიკა

მაღალი ციფრობრივი მაჩვენებლის მითითებაც აღარ ახდენს გავლენას


პრეტენდენტის ჯამურ შეფასებაზე;

გ) თვლადი კრიტერიუმები, სადაც უპირატესობა ენიჭება დაბალ ციფრობრივ


მაჩვენებელს. ასეთ შემთხვევაში, ამ კრიტერიუმში, უმაღლეს შეფასებას ღებულობს ის
პრეტენდენტი, რომლის მიერ დაფიქსირებული სატენდერო წინადადების შეფასების
კრიტერიუმის მნიშვნელობა ყველაზე მეტად სცილდება (მეტობიდან ნაკლებობისკენ)
სატენდერო პირობებით განსაზღვრულ ამ კრიტერიუმისთვის დადგენილ
მაქსიმალურ მოთხოვნას. ამასთან, შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დაადგინოს
ზღვრული ოდენობა (გარდა სატენდერო წინადადების ფასისა), რომელზე დაბალი
ციფრობრივი მაჩვენებლის მითითებაც აღარ ახდენს გავლენას პრეტენდენტის ჯამურ
შეფასებაზე;

დ) კრიტერიუმები, რომლებიც გულისხმობს სატენდერო დოკუმენტაციით


დადგენილი გარკვეული პირობის/პირობების შესრულებას და პრეტენდენტის მიერ
ამ პირობის/პირობების შეუსრულებლობა არ იწვევს მის დისკვალიფიკაციას. ასეთ
შემთხვევაში, თუ ტექნიკური დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ
პირობას/პირობებს, პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შეფასება კლებულობს
სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრული პროცენტული ოდენობის შესაბამისად,
მაგრამ თითოეულ კრიტერიუმზე არაუმეტეს სამი პროცენტისა.

4. სატენდერო წინადადების შეფასების თვლად კრიტერიუმს უნდა ჰქონდეს


ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა, რომელთა ჯამი უნდა შეადგენდეს ერთ
მთელს. ამასთან, სატენდერო წინადადების ფასის (რომელიც განეკუთვნება ამ
მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ თვლად
კრიტერიუმს და მისი გამოყენება სავალდებულოა ყოველ ორეტაპიან ტენდერში)
ხვედრითი წონა შესაძლებელია შეადგენდეს არანაკლებ 0,3-სა და არაუმეტეს 0,7-ს.

5. შემსყიდველი ორგანიზაცია, ყოველი კონკრეტული ორეტაპიანი ტენდერის


შემთხვევაში, უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტში
მითითებული კრიტერიუმების ცალკეული ტიპისთვის ჯამურად განსაზღვროს
არაუმეტეს ხუთი კრიტერიუმი, ხოლო „დ“ ქვეპუნქტში მითითებული
კრიტერიუმების ცალკეული ტიპისთვის – არაუმეტეს სამი კრიტერიუმი.

6. შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმებს


განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებიდან და შესყიდვის მიზნიდან
გამომდინარე.

11
სახელწიფო შესყიდვების პოლიტიკა

სატენდერო წინადადების წარდგენა

1. პრეტენდენტს სატენდერო წინადადების წარდგენა შეუძლია ორეტაპიანი


ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების ეტაპზე.

2. სატენდერო წინადადების წარდგენამდე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს


უფლება აქვს, გაეცნოს სატენდერო პირობებს.

3. სატენდერო წინადადების წარდგენა (ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვა და


სისტემის შესაბამის ველში სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმების
მნიშვნელობების მითითება) შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით,
აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და
საფასურის გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით.

4. პრეტენდენტების რანჟირების სისტემურად განსაზღვრის მიზნით, ორეტაპიან


ტენდერში პრეტენდენტი სატენდერო წინადადებას წარადგენს თვითდეკლარირების
პრინციპით, რაც გულისხმობს სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმების
მნიშვნელობების სისტემის შესაბამის ველში პრეტენდენტის მიერ მითითებას.
ამასთან, პრეტენდენტი აგრეთვე ვალდებულია, სისტემაში ატვირთოს ტექნიკური
დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად.

5. სატენდერო წინადადების ფასის წარდგენის შემდეგ, პრეტენდენტს უფლება არ


აქვს, შეცვალოს სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმების
მნიშვნელობები და ტექნიკური დოკუმენტაცია.

6. სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა რაოდენობის, მათი ვინაობისა და


სატენდერო წინადადებების ანონიმურობას ორეტაპიანი ტენდერისთვის სტატუსის
„წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე.

7. ორეტაპიანი ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“


მინიჭებისთანავე, საჯარო ხდება მხოლოდ საუკეთესო სატენდერო წინადადების
მქონე პრეტენდენტის ვინაობა და სატენდერო წინადადება. ორეტაპიან ტენდერში
პრეტენდენტთა რაოდენობა, სხვა პრეტენდენტების ვინაობა და მათი სატენდერო
წინადადებები საჯარო ხდება მხოლოდ ორეტაპიანი ტენდერისთვის სტატუსის
„ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭების შემთხვევაში, სტატუსის მინიჭებისთანავე.

8. ორეტაპიანი ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“


მინიჭებისთანავე აგრეთვე საჯარო ხდება იმ პრეტენდენტის ვინაობა და სატენდერო
წინადადება, რომელიც ორეტაპიანი ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების

12
სახელწიფო შესყიდვების პოლიტიკა

მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე


(ასეთის არსებობის შემთხვევაში).

9. ხელშეკრულების დასადებად მოწვევამდე, პრეტენდენტს უფლება აქვს, უარი თქვას


სატენდერო წინადადებაზე. სატენდერო წინადადებაზე უარის თქმა იწვევს ამ წესის
მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შედეგს.

გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა

1. პრეტენდენტების რანჟირების დადგენისა და, შესაბამისად, საუკეთესო სატენდერო


წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოსავლენად გამოიყენება სატენდერო
პირობებით განსაზღვრული სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმები და
მათი ხვედრითი წონები.

2. ორეტაპიანი ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“


მინიჭებისთანავე, სისტემა ავტომატურად, სატენდერო პირობებით დადგენილი
კრიტერიუმებისა და მათი წონების გათვალისწინებით, სისტემაში გენერირებული
საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენის ფორმულის
გამოყენებით, განსაზღვრავს პრეტენდენტების რანჟირებას და, შესაბამისად,
გამოავლენს საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტს. იმ
შემთხვევაში, თუ რამდენიმე პრეტენდენტი მიიღებს თანაბარ ქულას, სისტემა
ავტომატურად მიანიჭებს უპირატესობას იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა
წარადგინა სატენდერო წინადადების ფასი.

3. საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენიდან


არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, სატენდერო კომისია იხილავს სატენდერო
წინადადების სატენდერო პირობებთან შესაბამისობას. მითითებული ვადა
შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო
კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე.

4. საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტი, რომლის სატენდერო


წინადადება არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, ექვემდებარება
დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის
საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-5–მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.

5. სატენდერო კომისია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, საუკეთესო


სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტს მიმართავს სატენდერო წინადადების

13
სახელწიფო შესყიდვების პოლიტიკა

დაზუსტების მოთხოვნით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შეიცავს ისეთ


მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და
დაზუსტება არ გამოიწვევს სატენდერო წინადადების არსებით

ცვლილებას. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება სატენდერო წინადადება, თუ


არსებობს ერთ- ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა მაინც:

ა) პრეტენდენტი სისტემის შესაბამის ველში სატენდერო წინადადების შეფასების


კრიტერიუმების მნიშვნელობებს მიუთითებს სატენდერო პირობებით
გათვალისწინებულისგან განსხვავებულ, არასწორ განზომილებაში;

ბ) თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის


წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის
სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის
შესახებ;

გ) არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა.

6. იმ შემთხვევაში, თუ:

ა) პრეტენდენტის მიერ სისტემის შესაბამის ველში მითითებული სატენდერო


წინადადების შეფასების კრიტერიუმების მნიშვნელობები აღემატება ტექნიკურ
დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემებს, სატენდერო კომისია ვალდებულია,
მიმართოს პრეტენდენტს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით;

ბ) პრეტენდენტის მიერ სისტემის შესაბამის ველში მითითებული სატენდერო


წინადადების შეფასების კრიტერიუმების მნიშვნელობები ნაკლებია ტექნიკურ
დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებზე, სატენდერო კომისია არ ახდენს
პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და ასევე არ მიმართავს მას ტექნიკური
დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა სატენდერო წინადადების ფასისა.
ასეთ შემთხვევაში, სატენდერო კომისია მიმართავს პრეტენდენტს ტექნიკური
დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რის შედეგადაც, დაზუსტებულ
ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული ფასი არ უნდა აღემატებოდეს სისტემის
შესაბამის ველში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების ფასს;

გ) პრეტენდენტს სისტემის შესაბამის ველში მითითებული აქვს, რომ იგი ასრულებს


სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ გარკვეულ პირობას/პირობებს (რომელთა
შეუსრულებლობა არ იწვევს დისკვალიფიკაციას), ხოლო ტექნიკურ დოკუმენტაციაში
მითითებულია, რომ იგი ვერ ასრულებს ამ პირობას/პირობებს, სატენდერო კომისია

14
სახელწიფო შესყიდვების პოლიტიკა

ვალდებულია, მიმართოს პრეტენდენტს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების


მოთხოვნით;

დ) პრეტენდენტს სისტემის შესაბამის ველში მითითებული აქვს, რომ იგი ვერ


ასრულებს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ გარკვეულ პირობას/პირობებს
(რომელთა შეუსრულებლობა არ იწვევს დისკვალიფიკაციას), ხოლო ტექნიკურ
დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ იგი ასრულებს ამ პირობას/პირობებს,
სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და ასევე არ
მიმართავს მას ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით.

7. სატენდერო კომისია საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტს


სატენდერო წინადადების დასაზუსტებლად განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ
არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადას.

8. დაზუსტებულ სატენდერო წინადადებას სატენდერო კომისია აფასებს


დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადის
გასვლიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს
არაუმეტეს 2 სამუშაო დღით, სატენდერო კომისიის დასაბუთებული, სათანადო
ობიექტური მიზეზ(ებ)ის შემცველი გადაწყვეტილების საფუძველზე. იმ შემთხვევაში,
თუ:

ა) საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის სატენდერო


წინადადება(დაზუსტებული სატენდერო წინადადების გათვალისწინებით) არ
შეესაბამება სატენდერო პირობებს ან/და, ამ მუხლის მე-6 პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში, საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე
პრეტენდენტი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციით ვერ დაასაბუთებს
სისტემის შესაბამის ველში მითითებული სატენდერო წინადადების შეფასების
კრიტერიუმების მნიშვნელობ(ებ)ის/პირობ(ებ)ის მართებულობას, იგი ექვემდებარება
დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის
საფუძველზე;

ბ) საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტი არ დააზუსტებს


სატენდერო წინადადებას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს მას
ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის სატენდერო წინადადებას, იგი
ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“
ქვეპუნქტის საფუძველზე.

15
სახელწიფო შესყიდვების პოლიტიკა

9. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის ობიექტის ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის


ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ასეთი

მოთხოვნის/მოთხოვნების არსებობისას) წარმოდგენის მოთხოვნით მიმართავს


საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტს სატენდერო
დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ მხოლოდ ორეტაპიანი
ტენდერისთვის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებამდე.

10. შესყიდვის ობიექტის ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის


ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობა ან მისი/მათი
სატენდერო პირობებთან შეუსაბამობა იწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ
წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. დაუშვებელია
წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დაზუსტება.

11. შესყიდვის ობიექტის ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის


ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან
შესაბამისობის დადგენისთანავე, ხოლო თუ ტენდერში არ მოითხოვება შესყიდვის
ობიექტის ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის
დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა – საუკეთესო სატენდერო
წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, სატენდერო კომისია ამ
პრეტენდენტს ავლენს გამარჯვებულად და მიმართავს მას საკვალიფიკაციო
მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნით (ასეთი
მოთხოვნის არსებობისას).

12. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ


ტენდერში მოთხოვნილია საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი
დოკუმენტების წარმოდგენა – საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი
დოკუმენტების სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენისთანავე,
სატენდერო კომისია, დადგენილი წესით, იწვევს გამარჯვებულ პრეტენდენტს
ხელშეკრულების გასაფორმებლად.

13. თუ საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტი მიიღებს


დისკვალიფიკაციას, სატენდერო კომისია აფასებს სისტემის მიერ გამოვლენილ
მომდევნო საუკეთესო წინადადების მქონე პრეტენდენტს (ასეთის არსებობის
შემთხვევაში), რომლის მონაცემებიც საჯარო ხდება ტენდერიდან წინა
პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისთანავე.

16
სახელწიფო შესყიდვების პოლიტიკა

V.IV კონსოლიდირებული ტენდერი

1.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შესყიდვის ერთგვაროვანი


ობიექტების შესასყიდად განისაზღვროს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება.2. ამ
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის
მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე სააგენტო უზრუნველყოფს
კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებას და საუკეთესო სატენდერო წინადადების
გამოვლენას კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესისა და პირობების
შესაბამისად.

3. სააგენტო უზრუნველყოფს ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის შესახებ


კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო
შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებას.

4. შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია, ხოლო ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელმაც ამ


კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესყიდვების წლიურ
გეგმაში მიუთითა სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით
განხორციელების თაობაზე, ვალდებულია, დადოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით გამოვლენილ
მიმწოდებელთან.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატენდერო კომისიის შემადგენლობას


განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

V.V კონკურსის საკანონმდებლო საფუძვლები

1. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საპროექტო მომსახურების სახელმწიფო


შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვისა და ელექტრონული
ტენდერისგან განსხვავებული სახელმწიფო შესყიდვის – კონკურსის – საშუალებით.

2. საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა გამოქვეყნდეს სახელმწიფო


შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რის შედეგადაც საკონკურსო განცხადებას
ენიჭება უნიკალური ნომერი და საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია
ოფიციალურად გამოქვეყნებულად ითვლება. შემსყიდველი ორგანიზაცია საკონკურსო
განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის იხდის გამოქვეყნების
საფასურს. საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს
საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გავრცელების სხვა, დამატებითი
საშუალებები.
17
სახელწიფო შესყიდვების პოლიტიკა

3. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების წესი და


პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

4. კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და


პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

18

You might also like