You are on page 1of 2

AF-SM-04_05.2020.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

კურსის სახელწოდება: სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება


ლექტორი: მარიკა კიკნაძე

თემა 2, პრაქტიკული სამუშაო

სტუდენტის სახელი და გვარი: _________________________________________


ჯგუფი:

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, შესყიდვების სამმართველოში


შემოვიდა მოთხოვნა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-
თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის კმ7-კმ14 მონაკვეთის რეაბილიტაციის
შესყიდვის თაობაზე. შესყიდვების დეპარტამენტმა, ბაზრის კვლევის შედეგად,
აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის მოიძია ყველაზე დაბალი ფასი - 1 500 000
ლარი დღგ-ს ჩათვლით.
დავალება: რომელი შესყიდვის საშუალებებით არის შესყიდვის განხორციელება
შესაძლებელი? ჩამოთვალეთ ყველა შესაძლო ვარიანტი.
DAP, NAT,SPA ელექტრონული ტენდერების გამოყენება შეგვიძლია, თუმცა რადგან
სამშენებლო სამუშაოზეა ხაზგასმა DAP-ს გამოვიყენებთ

1. სსიპ “საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო” გეგმავს თბილისში კიდევ ერთი


ოფისის აშენებას. მშენებლობის დაწყებამდე, საჭიროა არქიტექტურული პროექტის
მომზადება, სავარაუდო ღირებულება დღგ-ს ჩათვლით 6500 ლარი. ეს უკანასკნელი
კი, თავის მხრივ შესყიდვას საჭიროებს.
დავალება: რომელი შესყიდვის საშუალებებით არის შესყიდვის განხორციელება
შესაძლებელი? ჩამოთვალეთ ყველა შესაძლო ვარიანტი, მიუთითეთ და დაასაბუთეთ
უპირატესობები.
CNT(კონკურსი) ელ.ტენდერს გამოვიყენებთ, რადგან არქიტექტურული პროექტია
ხაზგასმული

2. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ესაჭიროება ხელის


სადეზინფექციო ხსნარების შესყიდვა. რაოდენობა - 20 ცალი. ბაზრის კვლევის
შედეგებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ 1 ლიტრიანი შეფუთვებით - ერთი ცალი
ხსნარის ღირებულება არის 15 ლარი დღგ-ს ჩათვლით. ასევე, შესყიდვების
სამსახურმა გამოარკვია, რომ წლის განმავლობაში, მსგვასი შესყიდვის საჭიროება
აღარ დადგება.
დავალება: რომელი შესყიდვის საშუალებით არის მიზანშეწონილი შესყიდვის
განხორციელება? დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება.

სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება 1-2


ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

გამოვიყენებთ გამარტივებულ შესყიდვას, რადგან ღირებულება 5000 ლარზე


ნაკლებია. ასევე ხაზგასმაა, რომ წლის განმავლლობაში მსგავს შესყიდვას აღარ
განახორციელებს.

3. შპს GWP-ს ესაჭიროება თავის ბალანსზე არსებული დიზელ-გენერატორებისთვის


დეკემბრის თვის საწვავის შესყიდვა - 200 ლიტრი.
დავალება: რომელი შესყიდვის საშუალებით უნდა განხორციელდეს შესყიდვა და
რატომ?
CON (კონსოლიდირებული ტენდერი) გამოვიყენებთ, რადგან საწვავის შეძენა ამ
ტენდერით ხდება

4. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციას ესაჭიროებას ბროშურების, ბანერების,


ტრიპლეტების და ბუკლეტების ბეჭდვის მომსახურების შესყიდვა. სავარაუდო
ღირებულება 25 000 ლარი დღგ-ს ჩათვლით. შესყიდვის მიმდინარეობისას,
აუცილებელია პრეტენდენტის მიერ ნიმუშების წარმოდგენა. ასევე, პრეტენდენს
უნდა ქონდეს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ანალოგიური მომსახურების
სფეროში.
დავალება: რომელი შესყიდვის საშუალებებით არის შესყიდვის განხორციელება
შესაძლებელი? ჩამოთვალეთ ყველა შესაძლო ვარიანტი, მიუთითეთ და დაასაბუთეთ
უპირატესობები.
TEP (ელ. ტენდერი პრეკვალიფიკაციით), MEP( ორეტაპიანი ელ. ტენდერი), SPA(ელ.
ტენდერი რევერსული მეთოდით), NAT( ელ. ტენდერი აუქციონის გარეშე)
ელექტრონული ტენდერების გამოყენება შესაძლებელია. აქ უმჯობესია გამოვიყენოთ
NAT ელექტრონული ტენდერი, რადგან პარქტიკაში ყველაზე ოპტიმალურია. ტეპის
დროს ყველას წარმოადგენინებენ ნიმუშს და სხვადასხვა პრეტენდენტები ტყუილად
წევენ ხარჯს. ნატში ასე არ ხდება.

დავალების შეფასება: დავალებები ქულებით არ ფასდება.

სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება 2-2

You might also like