You are on page 1of 11

Silk Road

21–ე საუკუნეში ქართველი მომხმარებლები ყოველდღიურად სხვადასხვა ქვეყანაში


წარმოებულ უამრავ პროდუქტს მოიხამარენ – მედიკამენტებს თურქეთიდან ან ევროპიდან ,
ხორბალს უკრაინიდან, ხის მასალებს რუსეთიდან, ავტომობილებს ევროპიდან ან ამერიკიდან.
აქედან ჩამოთვლილ თითოეულ პროდუქტს საქართველოში მოსახვედრად ჭირდება
სარტანსპორტო კომპანიები, რომლებიც მოახდენენ ამ პროდუქტის საქართველოს საზღვრებში
შემოტანას.

ერთ–ერთ ასეთ კომპანიას წარმოადგენს სატრანსპორტო–საექსპედიტორო კომპანია Silk Road


,რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მრავალი სახის პროდუქტის იმპორტს.

SILK ROAD– ს ამ მიზნის მისაღწევდა ჭირდება უარმავი ფაქტროის გათვალისწინება

1. კომპანიის ფუნქციონირება – ტრანსპორტი,საწყობები, პერსონალი.

2. კანონები– მხედველობაში უნდა მივიღოთ არამარტო საქართველოს არამედ სხვა ქვეყნის კანონები.

3. ლოგისტიკა– ახლო და მარტივი გზის გამონახვა ზარალის შესამცირებლად.

4. ბუღალტერია– გამართული ბუღალტერიის გარეშე ვერცერთი კომპანია ვერ იფუნქციონირებს.

5. გაფართოება – კომპანიის მიზანი, გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე

1
1.კომპანიის ფუნქციონირება

კომპანიას სულის ჩასადგმელად სჭირდება სასტარტო კაპიტალი. სასტარტო კაპიტალი


განსაზღვრავს კომპანიის პირველ რამოდენიმე წელს და რაც უფრო დიდი იქნება იგი მით უფრო
პერსპექტიული მომავალი ექნება კომპანია

SILK ROAD–ის მფლობელმა თავისი პირადი სახსრებიდან გამოყო 1 000 000 ამერიკული დოლარი
და დაარეგისტრირა ‘“შპს,, სილკ როადი და ქალაქ ფოთში გახსნა სათაო ოფისი, ქალაქი ფოთი
სპეციალურად იყო შერჩეული რადგან მას ლოგისტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა
გააჩნია, იგი არის ინდუსტირალური და ამავდროულად საპორტო ქალაქი, ფოთს თან ახლავს
მაგისტრალები რომლებიც უკავშირდება ჩვენს ყველა მოსაზღვრე ქვეყანას

კომპანიის მფლობელმა შეიძინა საწყობი, საწყობის შემდეგ კი კომპანიისთვის ყველაზე საჭირო


გადამზიდი მანქანები რაოდენობით 12 (5 ცალი ჩვეულებრივი გადამზიდი,5ცალი მაცივრის ტიპის
გადამზიდი და 2 არაგაბარიტული მძიმე ტვირთის გადასაზიდად)

პირველ რიგში მფლობელმა დაიქირავა 12 მძღოლი, 6 დისპეჩერი და 2 ლოგისტი (ექსპედიტორი)

 პროცესი–დისპეჩერებს უწევეთ ყოველ საათში ერთხელ დაამყარონ კონტაქტი


მძღოლებთან,ამავდროულად ისინი უკავშირდებიან
ლოგისტებს(ექსპედიტორებს),რომლებიც განაგებენ პროცესს და წყვიტავენ ყველა სახის
პრობლემებს,ლოგისტებივე აწვდიან ინფორმაციას მფლობელს.
 ექსპედიტორი საქმე ამ ჯაჭვში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, ექსპედიტორი
არკვევს ყველა საკითხს საზღვრებზე ლოგისტებივე აკონტროლებენ მანქანებს jps–ის
მეშვეობით და ყოველ საათიან კავშირზე არიან დისპეჩერებთან.

 მფლობელს შეუძლია დაიქირაოს საექსპედიტორო კომპანიები, რომლებიც უფრო მეტად


შუამავლის როლს ასრულებენ დისპეჩერსა და მფლობელს შორის.ექსპედიტორი,
როგორც სატრანსპორტო ბაზარზე გამოცდილი მხარე, ვალდებულია გააფრთხილოს
შემკვეთი გადაზიდვასთან დაკავშირებული ყოველი მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ,
რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ხელშეკრულების შესრულებაზე.

2
მანქანები

სატრანსპორტო – სალოგისტიკო კომპანიის მთავარი დანიშნულებაა ტვირთის გადაზიდვა ახლო


თუ შორ მანძილზე. ყოველ კომპანიას აქვს თავისი მეთოდი, ზოგი იყენებს საზღვაო გზებს და
შესაბამისად გემებს, ზოგი კი თვითმფრინავებს, მაგრამ ჩვენი კომპანია იყენებს მანქანებს და ამას
რამდენიმე მიზეზი აქვს, ვისაუბრებთ 3 ძირითად მიზეზზე.
მიზეზები

1.ავტოტრანსპორტის ღირებულება – გადამზიდი ავტომობილები ბევრად იაფია ვიდრემ


გადამზიდი(cargo) თვითმფრინავები ან გემები ამავდროულად მათი შენახვა და მომსახურეობაც
უფრო ძვირი ჯდება ვიდრემ მანქანების.

2. პერსონალი – ავტოგადაზიდვებს ჭირდება მხოლოდ ერთი ადამიანი,მძღოლი.


კვალიფიკაციური მძღოლების აყვანა მუშათა ბაზარზე არ შეადგენს სიძნელეს, მაგრამ როდესაც
საქმე გემს თვითმფრინავს ან თუნდაც მატარებელს შეეხება, დაგვჭირდება არა ერთი არამედ
რამდენიმე კვალიფიკაციური კადრი, რომლებიც უფრო მაღალ ხელფას მოითხოვენ,რომლის
საშუალებაც დამწყებ ფირმას არ გვექნება, რომ არაფერი ვთქვათ გემების ან თვითმფრინავების
ფასსზე.

3. საჭიროება – SILK ROADს როგორც დამწყებ კომპატინიას არ გააჩნია საშუალება მიიღოს


შეკვეთები სხვა კონტინენტებიდან,რადგან იგი ჯერ მხოლოდ რეგიონალურ ბაზარზე
იმუშავებს, გაფართოების შემთხვევაში კი ევრაზიის ბაზარზე.

როგორც ამ თავის დასაწყისში ვახსენე,მფლობელმა იყიდა 12 ცალი სხვადასხვა ტიპის


ავტომობილი, ამ ფაქტზე ყურადღების გამახვილება უფრო კარგად გაგვაგებინებს თუ
როგორ მუშაობს გადამზიდი კომპანია. მფლობელმა იყიდა: 5 ცალი ჩვეულებრივი
გადამზიდი,5ცალი მაცივრის ტიპის გადამზიდი და 2 არაგაბარიტული მძიმე ტვირთის
გადასაზიდად გავამახვილოთ თითოეულ ტიპზე ყურადღება.

1. ჩვეულებრივი გადამზიდი – ასეთ გადამზიდვებს ვიყენებთ როდესაც გადაგვაქვს


არამალფუჭებადი და გაბარიტული პროდუქტი (ხის მასალა, საოჯახო ტექნიკა,
დანადგარები,მსუბუქი ავტომობილები,მეტალები)

3
2. მაცივრის ტიპის გადამზიდი – მაცივრის ტიპს ვიყენებთ როდესაც გადაგვაქვს
მალფუჭებადი და არაგაბარიტული პროდუქტი (მედიკამენტები,
ხორცეული,თევზეული, ბოსტნეული,საკვები პროდუქტები)

3. არაგაბარიტული– არაგაბარიტულებს ვიყენებთ როდესაც გადაგვყავს რაიმე


სპეცტექნიკა (ექსკავატორები, ვიბროსატკეპნები,ტრაქტორები ამწე კრანები)

4. ასევე არსებობს მეოთხე ტიპის,სითხის გადამზიდი მანქანები ანუ


ტანკერები,რომლებიც წყლის,ნავთობის, რძის და სხვადასხვა თხევადი პროდუქტის
გადასაზიდად მოიხმარება,მაგრამ ჩვენ არ გაგვაჩნია ასეთი მანქანა მისი ნაკლები
მოთხოვნისა და დიდი ხარჯების გამო.

მანქანების გარდა კომპანიას ესაჭიროება ადამიანები,რომლებიც მართავენ ამ მანქანებს,საწვავის


მიმწოდებელი კომპანიები,რომლებიც მოამარაგებენ კომპანიას საწვავით, ავტოშემკეთებელი
კომპანიები,რომლებიც მოაგვარებენ მანქანებთან დაკავშირებულ ტექნიკურ პრობლემებს და ასევე
მოგვამარაგებენ ავტონაწილებით, აქედან ჩამოთლილი თითოეული კომპონეტნი შეადგენს
SILKROAD–ის ბირთვს ამავდროულად კომპანიას სტაბილურად ფუნქციონირებისთვის ჭირდება
სხვადასხვა სახის კომპანიებთან კომუნიკაცია,როგორებიცაა სადაზღვევო კომპანიები,უძრავი
ქონების აგენტები,დამსაქმებელი კომპანიები.

მუშაობის პრინციპი

შევეცდები დაწვრილებით აღგიწეროთ SILKROAD–ის მუშაობის პრინციპი.

მართალია შემადგენლობაში გაგვაჩნია მანქანები, მძღოლები, საწყობები, მაგრამ არ გაგვაჩნია


მთავარი დეტალი, კლიენტი. კლიენტის მოპოვება ხდება სხვადასხვა გზით მაგრამ განვიხილავ
მთავარ გზას, მარკეტინგს. აუცილებელია დავიქირავოთ გაყიდვების მენეჯერები და მივმართოთ
სარეკლამო კომპანიებსა თუ სააგენტოებს. მათი დახმარებით ჩვენ შევიძენთ კლიენტებს,
რომლებთანაც შევძლებთ საქმის დაჭერას. კლიენტების გარდა შეიძლება მივმართოთ თავად
მწარმოებელ კომპანიებს რომლებიც აწარმოებენ პროდუქტს და გავხდეთ მათი
პარტნიორები,შეკვეთებს,როგორც ანაზღაურებას პირდაპირ მათგან მივიღებთ,მთავარი
მიზანია,რომ თითოეული გადამზიდი მანქანა დაკავებული იყოს საქმიანობით,რადგან მათი
უმოქმედების შემთხვევაში ისინი უბრალოდ ხაჯებს წარმოადგენენ კომპანიისთვის.

მომსახურეობის გაყიდვა ხდება შემდეგი გზით: გვიკავშირდება კლიენტი რომელსაც სურს რაიმე
ტვირთის მაგ: სამშენებლო მასალების ჩამოტანა უკრაინიდან,ჩვენ მოვითხოვთ თანხას რომელიც

4
დაფარავს ჩვენს ყველა ხარჯს და ამას დაემატება გადასახადი,რომელსაც თავად კლიენტთან
შევათანხმებთ. SILK ROAD ექნება ორი განყოფილება, გადამზიდი და საექსპედიტორო

ამ პროცესის შესრულებისას ვაწყდებით ერთ პრობლემას, რომლის მოგვარების გარეშე უფრო მეტი
პრობლემა შეგვექმნება, და ეს პრობლემა არამარტო ჩვენი არამედ სხვა ქვეყნების კანონებია.

2.კანონები

ნებისმიერ ბიზნესს ნებისმიერ ქვეყანაში ჭირდება კანონების გათვალისწინება, ვერცერთი კომპანია


ვერ იმუშავებს თუ იგი ვერ შეეწყობა ქვეყნის კანონმდებლობას.იგივეს თქმა შეგვიძლია ჩვენს
კომპანიაზე. SILK ROAD–მა უნდა გაითვალისწინოს არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა
ქვეყნებისა და ორგანიზაციის კანონმდებლობა. კომპანიამ გამართული მუშაობისთვის უნდა
დაიქირაოს იურისტი და უნდა გაითვალისწინოს თითოეული თავი ბიზნესს კანონმდებლობიდან.

 საქართველოს საგადასახადო კოდექსი

 საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ

 ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

 გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ

ჩვენი ბიზნესისთვის ეს 4 კანონია უმთავრესი რადგან მხოლოდ ამ ოთხს


ვექვემდებარებით.მაგრამ გადრა ამ 4 კანონისა არის ასევე საერთაშირისო ორგანიზაციების
კანონები რომლებიც საქართველოსაც ეხება, მათთან გაცნობის შედეგად შეიძლება ითქვას რომ
იგი დიდად არ განსხვავდება ზემოთ ჩამოთვილთაგან მაგრამ მათი გათვალისწინება
აუცილებელია.

გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტი რომ ეს კანონები ერთმანეთანაა დაკავშირებული.


მაგალითად თუ დავარღვიეთ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონი მთელი ჩვენი

5
საქმიანობა პარალიზირებული გახდება და მთელს ჩვენს მოძრავ თუ უძრავ ქონებას დაედება
ყადაღა, რაც გადახდისუუნარიანობის საქმის წარმოებაში გადადის.

ჩვენი სახის კომპანია ასევე შეიძლება ძალიან დიდ მოგებაში წავიდეს კანონ დარღვევის
მეშვეობით,საუბარი კონტრაბანდაზეა. ასეთ შემთხვევაში ფირმა ძალიან დიდ მოგებას ნახულობ
დიდი რისკთან ერთად, მაგალითად შეგვიძია მოვიყვანოთ სიგარეტის კონტრაბანდა უკრაინა–
პოლონეთის ან ბელარუსი–პოლონეთის საზღვარზე, ანდა იგივე სიგარეტის კონტრაბანდა ჩვენთან
უაქციზო სიგარეტები აფხაზეთიდან. ყველა ასეთი მაგალითი სატრანსპორტო კომპანიებთან არის
დაკავშირებული.

3.ლოგისტიკა

ლოგისტიკა ამ სახის ბიზნესისთვის ერთ–ერთი ყველაზე საჭირო და წამყვანი საქმინაობაა. რაც


უფრო გამართული ლოგისტიკა გვექნება მით უკეთესია ეს ფირმისათვის

ლოგისტიკა (ფართო გაგებით) არის მატერიალური პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება,


შესრულება და კონტროლი შესყიდვის მომენტიდან წარმოების და საქონელ მოძრაობის
(ტრანსპორტირება და სასაწყობო მეურნეობა) ჩათვლით, საბოლოო მომხმარებლამდე, ბაზრის
მოთხოვნების უკეთესად დაკმაყოფილების მიზნით, მინიმალური დანახარჯებითა და
საშუალებების რაციონალური გამოყენებით.

უფრო გამარტივებით რომ ვთქვათ ლოგისტიკა არის გზების გამონახვის საშუალება,მისი


მეშვეობით ჩვენ შევამცირებთ ხარჯებს და გავზრდით მოგებას.სადასფ ს ს ს ს ს ს ს ს ს ს ს ს ს სს ს
ს ს ს ს ს ს ს ს ს ს ს ს ს ს ს ს ს ს ს სს ს ს ს ს ს ს ს ს ს ს ს ს სს სს ს ს ს ს ს ს

საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობა ძალიან ხელსაყრელია და კარგ შესაძლებლობას


გვაძლევს სატრანსპორტო–საექსპედიტორო ბიზნესის განსავითარებლად. ხელსაყრელი
გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოს გააჩნია პოტენციალი,
კავკასიისა და ცენტრალური აზიის მთავარ ლოგისტიკურ ჰაბად იქცეს. ამ გარემოების გამო იყო
არჩეული სატრანსპორტო–საექსპედიტორო ბიზნესი, და სამუშაო ადგილად ფოთ, რადგან
ფოთის პორტი საქართველოს უდიდესი პორტია და სხვადასხვა ქვეყნის ყველა სერიოზული
სახის პროდუქციის რაღაც ნაწილი საქართველოში ფოთის პორტიდან შემოდის, იმ შემთხვევაში

6
თუ ეს სატრანზიტო ტვირთია, ისევ ფოთის პორტში მოხდება ტვირთის გადმოცლა და შემდეგ
აზიის ნებისმიერ ქვეყანაში მოსახვედრად ჩვენს საზღვრებს გადის.

ამავდროულად საქართველოში არის რამდენიმე პრობლემა დაკავშირებული ლოგისტიკასთან


და ერთ–ერთი მათგანია ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება.

ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება

ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, არამარტო ხელს შეუწყობს ჩვენის სახის


ბიზნესების განვითარებს არამედ დაეხმარება საქართველოში სხვადასხვა დარგების
განვითარებას, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, წარმოება, ვაჭრობა და ტურიზმი. მაგალითად,
საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტის დაახლოებით 50 პროცენტი
ლპობას განიცდის, რაც განპირობებულია შესაბამისი სასაწყობო ინფრასტრუქტურის
არარსებობითა და ამ მიმართულებით ტექნოლოგიური ჩამორჩენით. როდესაც ადამიანებმა
იციან ინფრასტრუქტურის დაბალი დონის შესახებ ისინი შედარებით ნაკლებად მიმართავენ
საქართველოში მომუშავე კომპანიებს. ამ ინფორმაციას კი ისინი მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის
ინდექსის მიხედვით იგებს სადაც საქართველოს 160 ქვეყანას შორის 119 ადგილი უჭირავს,
მაგრამ გაგვაჩნია პოტენციალი, რომელიც ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის შედეგად
გამოჩნდება. მსოფლიოს ბანკი ამ ინდექს 6 ინდიკატორის მიხედვით აფასებს ესენია:

1. საბაჟო პროცედურებისა და საზღვრის მართვის ეფექტურობა


2. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხი
3. კონკურენტუნარიანი საერთაშორისო გადაზიდვების წარმოების შესაძლებლობა
4. ლოგისტიკური მომსახურებების შესაძლებლობები და ხარისხი
5. ტვირთის თრექინგის შესაძლებლობა
6. ტვირთის განრიგის მიხედვით დანიშნულების ადგილამდე დროულად მიწოდება

უნდა აღინიშნოს რომ, დღეს საქართველოს ლოგისტიკის ბაზარის უმეტეს წილს საექსპედიტორო
კომპანიები წარმოადგენენ,რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები,
ექსპედიტორებსა და გადამზიდავებს შორის კოორდინირების დეფიციტია, რაც განაპირობებს
არაოპტიმალურ მიწოდების ქსელს, მაღალ ფასებს და ტვირთის გადაზიდვის მაღალ
ხანგრძლივობას. ამ მიზეზების გამო SILK ROAD ეცდება თავისი საქმიანობა ორ განყოფილებაში
გადაანაწილოს

7
1.გადამზიდი – პირველი განყოფილება, რომელიც მიიღებს შეკვეთებს და თავის საქმიანობას
სხვა ფირმის ექსპედიტორების გარეშე შეასრულებს.

2. საექსპედიტორო განყოფილება– ჩვენს კომპანიაში მომუშავე ადამიანები,რომლებიც იქნებიან


შუამავლები სხვა გადამზიდ კომპანიებსა და მათ კლიენტს შორის.

ამავდროულად აუცილებელია სხვადასხვა ორგანიზაციებში გაწევრიანება როგორიცაა


საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია (GLA) 2011 წელს დაარსდა და წარმოადგენს
არაკომერციულ ორგანიზაციას ლოგისტიკური, სატრანსპორტო და მიწოდების ჯაჭვის მართვის
სფეროში. მისი წევრები არიან სატრანსპორტო/ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვის სფეროებში
ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები. 2013 წლის ბოლოდან GLA აშშ-ს
ორგანიზაცია Supply Chain Council-ის (SCC) წარმომადგენელია საქართველოში, რომლის
ძირითადი მიზანია საქართველოში მოღვაწე კომპანიებში ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის
პროცესების ეფექტიანობის ამაღლება საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით და
მსოფლიოში არსებული მოწინავე გამოცდილების გაზიარებით.s s s s s s ss s s s s s s s s s s s s s s s s s
s s ss s s s s s s ss s s s s s ss s s s ss s s s s s s s s s s s s s s s s s s s s s s s s s s s s s s s s s s s s s s s s s s s s s

ბუღალტერია

ნებისმიერი სახეობის კომპანია 1 კვირასაც კი ვერ გაძლებს გამართული ბუღალტერიის გარეშე,


არც SILK ROAD–ია გამონაკლისი ამ საკითხში.
შევეცდები დაწვრილებით დაგანახოთ SILK ROAD–ის ხარჯები და მოგებები.
დავიწყოთ ხარჯებით– უნდა გავითვალისწინოთ ყველა სახის ხარჯი (3 თვის ხარჯები)
1. შპს–ს რეგისტრაცია–75$
2. ოფისის ყიდვა ქალაქ ფოთში–10 350$
3. გადამზიდი მანქანა–67.302$(4 ცალი თითო 16825.57$)
4. მაცივრის ტიპის მანქანა 200.000$ (4 ცალი თითო 50 000$)
5. არაგაბარიტული ტიპის მანქანა 70 000 (2 ცალი თითო 35 000$)
ასევე კომპანიისათვის საჭიროა დაზღვევა, შევეცდები უფრო თვალსაჩინოდ დაგანახოთ
სატრანსპორტო–საექსპედიტორო კომპანიებში როგორ მოქმედებს დაზღვევა.
ექსპედიტორის საქმიანობა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. მიუხედავად იმისა,
რომ გადამზიდავი კომპანიები, ტვირთის გადაზიდვას ახორციელებენ ტვირთის
უსაფრთხოებისა და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, საქონელს აგზავნიან შესაბამისი
სატრანსპორტო საშუალებით, ჩატვრთვისა და გადმოტვირთვის, ტვირთის განთავსებისათვის
დადგენილი სპეციალური წესებისს თუ რეფრეჟერატორული რეჟიმის დაცვით, გადაზიდვის
ორგანიზება ყოველთვის ვერ ხერხდება ზუსტად ისე, როგორც ამას ხელშეკრულების მხარეები,
განსაკუთრებით კი შემკვეთი ისურვებდნენ. ტვირთის ჩატვირთვის, გადატვირთვის თუ

8
გადმოტვირთვის პროცესში შესაძლოა დაიკარგოს ან დაზიანდეს ტვირთი. საქონლის ყიდვა-
გყიდვა, მისი ტრანსპორტირება მრავალ ქვეყნის ტერიტორიაზე ადიდებს ქონებრივი
დანაკარგების რისკს, ხოლო საზღვარო ტრანსპორტი საქონლის ტრანსპორტირების დროს ასეთი
დანაკარგების რისკი მეტია, ბიდრე გამყიდველის და მყიდველის საქმიანობის სხვა სფეროებში.
საერთაშორისო ტვირთების გადაგზავნაში გამოიყენება კანონები და კონვენციები რომლებშიც
განსაზღვრულია ტვირთის დაზღვევა ტვირთის დაზიანების თუ დაკარგვის შემთხვევაში,
(ზოგადი დაზღვევა), თუმცა, ეს კონვენციები მოიცავს მთელ რიგ შეზღუდვებს რის მიხედვითაც,
სადაზღვევო შემთხვევის დროს ზიანი ანაზღაურდება შეზღუდული მოცულობით და არა
ტვირთის საბაზრო ღირებულებით. ამ პირობებში, კონვენციით გათვალისწინებული
დაზღვევის ლიმიტი თითქმის ვერც ერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს ტვირთის
ღირებულების სრულ ანაზღაურებას. კონკრეტული ტვირთის დაზღვევის შემთხვევაში კი
მხარეს შესაძლებლობა აქვს მიიღოს სრული ზიანის შესაბამისი კომპენსაცია. სწორედ ამიტომ,
საექსპედიტორო საქმიანობაში უმიშვნელოვანესი ადგილი უკავია ტვირთის დაზღვევას.

გარდა ტვირთის დაზღვევისა ასევე ცალკე კომპანიებს ჭირდებათ დაზღვევა, დაზღვევაში


უნდა შედიოდეს
 ავტოტრანსპორტის დაზღვევა
 უძრავი ქონების დაზღვევა (საწყობი)
 მძღოლის უბედური შემთხვევისგან დაზღვევა
 ტვირთის დაზღვევა (ზემოთ ვახსენე რომ ტვირთის დაზღვევა აუცილებელია,იგი
შეგვიძლია დავაზღვიოთ ჩვენ, ან სადაზღვევო კომპანიამ)
 დასაქმებულების ჯანმრთელობის დაზღვევა

რაღაც დროის შემდეგ აღმოვაჩინეთ სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ რომელთანაც


მოლაპარაკების შემდეგ მთლიანად დავაზღვიეთ მთელი ბიზნესი.

 მძღოლები
SILKROAD ცდილობს კომპანიაში დასაქმებულ მძღოლებს კარგი გარემო მოუწყონ ამიტომაც მათ
ყოველთვიური ხელფასი 2500$ ექნებათ და ამავდროულად თითოეული გადაზიდვიდან 2%,
უნდა გავითვალისწინოთ, რომ გვყავს 12 მძღოლი ანუ თვეში მძღოლებს ჭირდებათ 30 000$ და +
თითოეულს 2% გადაზიდვიდან.

 ბუღალტერი
რადგანაც ჩვენი კომპანია სულ რაღაც რამდენიმე თვეა მუშაობს, ვერ გვექნება ძალიან ბევრი
პრობლემა საბუღალტრო საქმიანობაში, ამიტომაც ვქირაობთ 1 ბუღალტერს რომელსაც თვეში
2000 ლ ანუ 747$ ექნება.

 სარეკლამო სააგენტო

9
ჩვენს კომპანიას ჭირდება რეკლამა არამარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც,
ამიტომაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რადგან ჩვენი ფირმა ყველასათვის თვალსაჩინო
ადგილას იყოს.

 საწვავი
საწვავი მანქანას ჰაერივით სჭირდება ამიტომაც კომპანიამ დასაწყისში უნდა დააწესოს კვოტა
15000 ლიტრი საწვავი ყოველ 2 თვეში რაც დღევანდელი მაჩვენებლით 45 000 ლარი
დაგვიჯდება 2 თვეში ერთხელ, ნაკლებობის შემთხვევაში უბრალოდ გავზრდით კვოტას.
დაგვრჩა კიდევ ერთ გადასახადზე საასუბრო მაგრამ მას მოგების გარეშე ვერ გამოვითვლით, და
ეს გადასახადი სახელმწიფო გადასახადია, მაგრამ მის გამოსარკვევად ჯერ მოგება უნდა
გამოვითვალოთ.

მოგების ერთ მაგალითს მოვიყვან, და ეს არის ჩვეულებრივი ტრაილერის გადაზიდვა


 რუსეთის ქალაქ ტოლიათიდან მოვიდა შეკვეთა მარგანეცის გადმოზიდვაზე, ასევე იყო
მეორე შეკვეთა ქალაქ რუსთავიდან სადაც ჭირდებოდათ დანადგარები ერთ– ერთი
ქარხნისთვის. ორივე კლიენტისგან ავიღეთ შეკვეთა ამ შეკვეთებს შორის მანძილი იყო 1
კვირა. ქალაქ ტოლიატის შეკვეთას მოუნდა 3 ტრაილერი თითო გადაზიდვა კი 25 000 $
დაჯდა. აქეთობისას 2 სავსე და 1 ცარიელი ტრაილერი ბრუნდება დანადგარებით
დატვირთული და რადგან დრო 1 კვირააქვთ ტვირთს ქალაქ ფოთში საწყობში ტოვებენ.
ერთი კვირის შემდეგ კი ისევ გადაგვაქვს ტვირთი რუსთავში საიდანაც მხოლოდ 2
მანქნის შემოსავალი შემოგვდის 20–20 ათასი $ გამოვიდა რომ 2 კვირაში 115 000$
შემოსავალი მივიღეთ( იმ ფაქთის გაუთვალისწინებლად რომ 1 კვირა ტრაილერები
მუშაობდნენ)
 ამ 115 000$ დან უნდა გადავიხადოთ მოგების გადასახადი 15% (17250$)და ასევე დღგ
(დარჩენილის 18% ანუ 97795-ის 18% ანუ 17603$)გამოდის რომ კომპანიის სუფთა მოგებამ
შეადგინა 80 192$

თუ კომპანიამ ყოველ მეორე კვირას ასეთი მომგებიანი შედეგი მოიტანა იგი არა წლებში,
არამედ თვეებში ამოიღებს მთელ თავის ხარჯებს.

გაფართოება–კომანიის მომავალი

როგორც წინა მაგალითზე ვახსენე თუ თითოეული კვირა ჩვენთვის პროდუქტიული იქნება ჩვენ
რამდენიმე თვეში ამოვიღებთ მოგებას და შემდეგ კომპანია გაფართოვებაზე დაფიქრდება,

10
დავიმატებთ მანქანებს პერსონალის გაორმაგება, კომპანიის ბიუჯეტის გაზრდა,სახელმწიფო
ტენდერებში მონაწილეობა, სხვადასხვა ქვეყნებში ფილიალებისა და საწყობების გახსნა, ახალი
ტრანსპორტის მატარებლებისა და გემების შესყიდვა, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც გრძელვადიან
გათვლაზე უნდა მოვამზადოთ. იმედს ვიტოვებთ, რომ კომპანიის მომავალი მყარი იქნება და
კიდევ წლების მანძილზე შევძლებთ საქართველოს ბიუჯეტის შევსებას.

11

You might also like