You are on page 1of 4

ლექცია 1

Supply Chain Management- ზოგადი მიმოხილვა

რა არის Supply Chain Management? კონცეფცია და განმარტება

Supply Chain ან თუ მას ქართულად გადმოვთარგმნით პირდაპირ, მიწოდების


ჯაჭვი, მოიცავს მიმწოდებლებს, მწარმოებლებს და საწარმოო ქარხნებს,
საწყობებს, სადისტრიბუციო ქსელებს, საცალო მაღაზიებს, ასევე ნედლეულ
პროდუქტს, დამუშავების პროცესში მყოფ ინვენტარს და ასევე საბოლოო
პროდუქტს რომელიც გადის სხვადასხვა ეტაპებს. ტიპიურ Supply Chain-ის
შემთხვევაში, ნედლეული პროდუქტი მოიპოვება და მუშავდება ერთ ან
რამოდენიმე ფაბრიკაში, შემდგომ ის გადაიზიდება საწყობში რის შემდეგაც
მოხდება მისი გადანაწილება სხვადასხვა გადამყიდველებსა თუ
მომხმარებლებზე.
ნებისმიერი კომპანიის Supply Chain-ი დგას ბაზრის მოთხოვნებისა და
ოპერაციული გამოწვევების წინაშე, რომლებიც აუცილებლად უნდა იყვნენ
გათვალისწინებულნი. მაგალითისთვის: კარგი სერვისისთვის კომპანიას
ესაჭიროება დიდი რაოდენობით სასაქონლო მარაგი თუმცაღა კომპანიის
ეფექტურად მართვისთვის ეს მარაგი უნდა იყოს შემცირებული.
ყველა კომპანიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგ 5 ფაქტორზე,
რომელიც განსაზღვრავს Supply Chain-ის სტრატეგიას. ეს 5 ფაქტორია:
➢ პროდუქცია- რა პროდუქტს მოითხოვს ბაზარი? რა რაოდენობის უნდა
ვაწარმოოთ ეს პროდუქტი და როდისთვის? ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას
განისაზღვრება Supply Chain-ის მოცულობა. ყველაზე მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილება რომელიც მენეჯერებმა უნდა მიიღონ პროდუქციის შესახებ
არის კომპრომისი სწრაფ რეაგირებასა და ეფექტურად მუშაობას შორის. თუ
საწარმოო ფაბრიკები არის აშენებული ისე, რომ აქვს დამატებით პროდუქციის
წარმოების შესაძლებლობა შეძლებს კარგად გაუმკლავდეს ბაზარზე ცვალებად
მოთხოვნებს. ისეთი ფაბრიკები კი რომლებიც სრულიად იყენებენ თავიანთ
შესაძლებლობებს მოკლებული არიან ამგვარ შესაძლებლობებს. თუმცაღა ეს
შესაძლებლობა აკარგვინებს კომპანიას ეფექტიანობას, რადგანაც
გამოუყენებელი შესაძლებლობა არის ხარჯი კომპანიისთვის. ასევე საწყობების
განლაგებაც არის სტრატეგიული მნიშვნელობის. შესაძლებელია კომპანიამ
ყველა ტიპის პროდუქტი ერთად დაასაწყობოს, ან დაალაგოს მომხმარებლის
მოთხოვნების მიხედვით. შესაძლებელია crossdocking-ის ტიპის საწყობების
ქონაც, რომელიც პირველად Wal-Mart -მა გამოიყენა. აქ მომწოდებლებიდან
შემოდის დიდი რაოდენობით პროდუქცია რომელიც შემდეგ გადანაწილდება
მოთხოვნის მიხედვით პატარა ლოტებად და მათი გადაზიდვა მოხდება უკვე
საბოლოო დანიშნულების ადგილას.

1
➢ ინვენტარი-ინვენტარი მოიცავს ნედლ პროდუქტს, დამუშავების პროცესში
მყოფ პროდუქტს და ასევე საბოლოო პროდუქტს რომელიც აქვთ
მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს, გადამყიდველებს. აქაც მენეჯმენტმა უნდა
გადაწყვიტოს იქონიოს თუ არა დიდი სასაწყობო მარაგი რომ ადვილად
უპასუხოს ბაზარზე რყევებს, თუ ხარჯების შემცირების მიზნით შეამციროს
ასევე ეს მარაგები. 3 მთავარი გადაწყვეტილება რასაც ირებენ ინვენტართან
დაკავშირებით არის: იქონიო ციკლური ინვენტარი- რაც მდგომარეობს იმაში
რომ იქონიო მხოლოდ იმ რაოდენობის მარაგი რაც დააკმაყოფილებს
მოთხოვნას რაღაც პერიოდის განმავლობაში. კომპანიები ხარჯების შემცირების
მიზნით ერთად ყიდულობენ დიდი რაოდენობით პროდუქციას, თუმცა ეს
წარმოქმნის მათი შენახვის ხარჯებს. თუ კომპანია გადაწყვეტს რომ შეკვეთები
მოხდეს ხშირ-ხშირი და უფრო მცირე რაოდენობაზე, ეს გაზრდის
ტრანსპორტირების ხარჯებს. ასევეა Safety (უსაფრთხო) ინვენტარი-ციკლურ
ინვენტარს დამატებული ის რაოდენობა რომელიც უზრუნველყოფს ბაზარზე
ცვლილებების გამკლავებას. ციკლური ინვენტარის დროს სტატისიკური
პროგნოზირება უნდა მოხდეს იდეალური სიზუსტით, მაგრამ რადგანაც
იდეალური სიზუსტით პროგნოზირება ძალიან რთულია, იყენებენ ეგრეთ
წოდებულ უსაფრთხო ინვენტარის სტრატეგიას. აქაც უნდა იქნეს
გადაწყვეტილება მირებული თუ რა უფრო მნიშვნელოვანია კომპანიისთვის:
ხარჯების შემცირება და ნაკლები სასაქონლო მარაგის ქონა თუ მოთხოვნის
ფლუქტუაციებთან გამკლავება და შედარებით დიდი რაოდენობის ინვენტარის
ქონა. სეზონური ინვენტარი- იმ კომპანიებისთვის რომლებიც სეზონურობით
ხასიათდებიან იქონიონ მარაგი რომელსაც რაღაც გარკვეული სეზონის
განმავლობაში გამოიყენებენ.
➢ ადგილმდებარეობა- Supply Chain-ის დაწესებულებების გეოგრაფიული
მდებარეობები. ასევე ეს მოიცავს იმ გადაწყვეტილებას: რომელი აქტივობები
უნდა განხორციელდეს რომელ დაწესებულებაში. კომპრომისის გაკეთება
სწრაფ რეაგირებასა და ეფექტიანად მუშაობას შორის აქაც უნდა გაკეთდეს.
შესაძლებელია ცენტრალიზებულად გაკეთდეს ყველა აქტივობა, ანუ გქონდეს
უფრო ნაკლები დაწესებულება, ან გქონდეს გადანაწილებული საქმიანობა
მრავალ ობიექტზე. პირველ შემთხვევაში შეიძლება მოიპოვო economies of scale
და მეორე შემთხვევაში გექნება შესაძლებლობა უფრო რეაგირებადი იყო
შეკვეთებზე და მალე შეძლო პროდუქციის მომხმარებლამდე მიტანა. ამ დროს
მრავალი ფაქტორი უნდა იქნას გათვალისწინებული: მათ შორის ობიექტების
ხარჯი, პერსონალის ხარჯი, ინფრასტრუქტურა, ბეგარა და ტარიფები,
მომწოდებლებისა და მომხმარებლების ახლო მდებარეობა და ასევე ის თუ
რამდენადაა იმ ადგილას იმ უნარებიანი მუშახელი ვინც ესაჭიროება ამ
ბიზნესს.
➢ ტრანსპორტირება- Supply Chain-ში მოძრაობა ყველაფრისა დაწყებული ნედლი
პროდუქტიდან საბოლოო პროდუქტამდე სხვადასხვა ობიექტებს შორის. 6

2
მთავარი ტრანსპორტირების გზა არსებობს: გემი- ნაკლები ხარჯები, მაგრამ
ნელი ტრანსპორტირების საშუალება. ასევე შეზღუდულია იმით რომ მხოლოდ
საზღვაო ქალაქებთანაა შესაძლებელი დაკავშირება; რკინიგზა-ასევე ნაკლები
დანახარჯები მაგრამ შედარებით ნელი და შეზღუდულია იმით რომ
რკინიგზის უნფრასტრუქტურის საჭიროებაა გადაზიდვისთვის; მილსადენი-
ძალიან ეფექტური მაგრამ გამოსადეგია მხოლოდ გაზის, წყლის, ნავთობისა და
ბუნებრივი აირების გადასაზიდად: სატვირთო- შედარებით სწრაფი და
მოხერხებული ტრანსპორტირების საშუალება. სატვირთოები მიდიან თითქმის
ყველგან მაგრამ მაინც საჭიროა რომ იმ ადგილებში იყოს საგზაო
ინფრასტრუტურა განვითარებული და ასევე მისი ხარჯები დამოკიდებულია
ბენზინის ფასზე; თვითმფრინავი-სწრაფი მაგრამ ძვირი საშუალება და
საჭიროებს აეროპორტების არსებობას გადაზიდვის ადგილებში;
ელექტრონული ტრანსპორტი- იაფი და ეფექტური საშუალება, მაგრამ
მხოლოდ ელექტრონული მონაცემების გადაგზავნაა შესაძლებელი.
➢ ინფორმაცია -მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე იღებენ მენეჯერები
გადაწყვეტილებას დანარჩენი 4 ფაქტორზე. სწორედ ინფორმაცია აკავშირებს
ყველა ქმედებას მიწოდების ჯაჭვში. და ინფორმაციის ხარისხზეა (ზუსტი,
დროული, სრულყოფილი და აშ.) დამოკიდებული რამდენად სწორ და კარგ
გადაწყვეტილებას მიიღებენ კომპანიები და გაზრდის თუ არა მთლიანი ჯაჭვის
მომგებიანობას. ინფორმაცია ძირითადად ორი მიზნისთვის გამოიყენება
კომპანიაში. ესენია: ყოველდღიური სამუშაობების კოორდინირება-ეს
დაკავშირებულია დანარჩენ 4 ფაქტორის (პროდუქცია, ინვენტარი,
ადგილმდებარეობა და ტრანსპორტირება) ფუნქციონირებასთან. კომპანიები
Supply Chain-ში იყენებენ არსებულ მონაცემებს პროდუქტის მოთხოვნაზე და
მიწოდებაზე და ადგენენ ყოველკვირეულ საწარმოო გეგმას, ინვენტარის
დონეს, ტრანსპორტირების გზებს, და დასაწყობების ადგილებს;
პროგნოზირება და დაგეგმარება- წინასწარ განსაზღვრო მომავალი მოთხოვნა,
რათა შეძლო მისი დაკმაყოფილება. არსებული ინფორმაცია გამოიყენება რომ
დადგინდეს ყოველთვიური ან ყოველკვარტლური წარმოების გეგმა. ასევე
ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებენ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებსაც,
როგორიცაა ახალი ობიქტის აშენება, ახალ ბაზარზე შესვლა, ან არსებული
ბაზრიდან გამოსვლა. აქაც კომპანია მიდის კომპრომისზე ეფექტიანობასა და
სწრაფ რეაგირებას შორის, რომელიც მოიცავს შედარებას ინფორმაციიდან
მიღებულ დადებით მხარეებისა და ამ ინფორმაციის მოპოვების ხარჯებს.
ზუსტი ინფორმაცია შესაძლებელს ხდის ძალიან ეფექტიან საოპერაციო
გადაწყვეტილებების მიღებას მაგრამ სისტემის დანერგვის ხარჯები რომელიც
ამ ინფორმაციას მოგვაწვდის შეიძლება იყოს ძალიან მაღალი. ასევე
კომპანიებმა ერთ Supply Chain-ში უნდა გადაწყვიტონ რა რაოდენობით
ინფორმაცია გაუზიარონ ერთმანეთ და რა დაიტოვონ დაფარულად.

3
ნათლად ჩანს Supply Chain-ის სწორი მართვის აუცილებელი მნიშვნელობა
კომპანიისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება ხარჯების შემცირება და
სერვისის გაუმჯობესება. Supply Chain Management (SCM)-ი კი შეიძლება
განვსაზღვროთ შემდეგნაირად: იგი მოიცავს მრავალ მიდგომებს და მეთოდებს
რომ ეფექტურად მოახდინოს მომწოდებლების, მწარმოებლების, საწყობების
და მაღაზიების ერთმანეთთან ინტეგრირება და თანამშრომლობა, იმისათვის
რომ პროდუქტი იწარმოებოდეს საჭირო რაოდენობით, მიწოდებული იყოს
საჭირო ადგილას და საჭირო დროს. ამ ყველაფრით კი შესაძლებელია მთელი
ამ სისტემის ხარჯების შემცირება და საჭირო სერვისის მიწოდება.
განმარტებიდან შეიძლება ორი დასკვნის გაკეთება. პირველი: Supply Chain
Management ითვალისწინებს ყველა იმ ობიექტს, რომელიც გავლენას ახდენს
ხარჯებზე და თამაშობს მნიშვნელოვან როლს მომხმარებლის მოთხოვნებზე
მორგებულ პროდუქციის წარმოებაში.
ასევე SCM-ის მიზანია ეფექტური და ეკონომიური მართვა მთელი ამ
სისტემისა, რომელიც არ გამოიხატება მხოლოდ ტრანსპორტირებისა თუ
ინვენტარის დონის შემცირებაში, არამედ იმაში რომ SCM-ი ცდილობს
სისტემურად მიუდგეს მთელ ამ პროცესს. ის აერთიანებს მრავალ ერთეულს
სხვადასხვა კომპანიების სახით საბოლოო შედეგის მისაღწევად. უფრო
სიმარტივისთვის, წარმოვიდგინოთ გრძელი პროცესი, რომელშიც ჩაბმულია
რამდენიმე ცალკეული კომპანია და მათი თანამშრომლობითა და საერთო
პროცესის სწორი მართვის შესაძლებელია თითოეულმა მათგანმა შეძლოს
ხარჟების შემცირება და სერვისის გაუმჯობესება.

You might also like