You are on page 1of 12

1.6.

2 სასაქონლო-მატერიალური მარაგების არსი და


მათი შექმნის მიზნები
მწარმოებლების საშუალო ხარჯები მარაგების შენახვაზე აშშ-ში, ამ
მარაჰების ღირებულების 30-35% შეადგენს. ეს არის დაძველებასთან და
ცვეთასთან დაკავშირებული დანახარჯები, დაზღვევის დანახარჯები,
გამოუყენებელ შესაძლებლობებთან დაკავშირებული დანახარჯები და ა.შ.
ამიტომ მარაგების შემცირებით მიღებული ეკონომია, მოგების მნიშვნელოვანი
გაზრდით ბრუნდება. ქვემოთ განხილულია სასაქონლო-მატერიალური
მარაგების სტანდარტულიო მოდელები, რომელთა გამოყენება ეხმარება
საწარმოთა ხელმძღვანელობას ხარჯების ნაწილის ეკონომიის შეთავსებაში
საწარმოო მოთხოვნათა და მომხმარებელთა მოლოდინების
დაკმაყოფილებასთან.
სასაქონლო-მატერიალური მარაგი (Inventory), ეს არის ორგანიზაციაში
გამოყენებული რომელიმე რესურსის, ან ნივთების მარაგი. სასაქონლო-
მატერიალური მარაგის მართვის სისტემა (Inventory System) - წესების და
რეგულირების მეთოდების ერთობლიობაა, რომელთა გამოყენებით ხდება მარაგების
დონის კონტროლი, განსაზღვრა იმისა, თუ რა დონე უნდა იყოს შენარჩუნებული,
რომელი მარაგი უნდა შეივსოს და შეკვეთის როგორი მოცულობა არის ამისთვის
საჭირო.
საწარმოო მარაგში შედის ნივთები, რომლებიც შემდეგ გამოშვებული
პროდუქციის ნაწილი ხდებიან, ან ახდენენ მასზე ამა თუ იმ ზეგავლენას. საწამოო
მარაგებს ყოფენ ნედლეულად (Raw Materials), საბოლოო პროდუქციად (Finished
Products), მაკომლექტებლებად (Component Parts), დამხმარე მასალებად (Supplies) და
დაუსრულებელ წარმოებად (Work In Process). სერვისულ სისტემებში სასაქონლო-
მატერიალურ მარაგებს შეადგენს გაყიდვისთვის განუთვნილი საქონელი და
დამხმარე მასალები, რომლებიც აუცილებელია მომსახურების
მიწოდებისთვის. სასაქონლო-მატერიალური მარაგების ანალიზის
დანიშნულებაა იმის განსაზღვრა, თუ როდის არის საჭირო ამა თუ იმ
კომპონენტის შეძენა და როგორი უნდა იყოს შეკვეთის მოცულობა.
მარაგების შექმნისას შემდეგი მოსაზრებებით ხელმძღვანელობენ:
1. საკუთარი საწარმოო საქმიანობის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
სამუშაო ადგილზე არსებული მასალების მარაგი გარკვეულ მოქნილობას
ანიჭებს წარმოებას. მაგალითად, ვინაიდან აღჭურვილობის გადაწყობა ყოველი
ახალი ტიპის ნაწარმისთვის უცილობლად იწვევს დროის კარგვას, მარაგის
არსებობა ამცირებს, ან საერთოდ გამორიცხავს მთლიანად წარმოების
შეყოვნებას.
2. სამუშაო ადგილების დამოუკიდებლობა ყოველთვის მისასალმებელია,
საამწყობო ხაზებზეც კი, სადაც ნაკეთობების შეცლისძლება შეიცვალოს
იდენტური ოპერაციების შესრულების დრო. ამიტო სასურველია, რომ სამუშაო
ადგილზე იყოს რამოდენიმე მზა დეტალის მარაგი, რათა კონკრეტულ
დეტალთან ოპერაციის შესრულების გეგმიური დროის გაზრდისას,
შესაძლებელი დამუშავების შეყოვნების კომპენსირება ამ მარაგიდან. ეს კი
მწარმოებლობის მაღალ მუდმივობას უზრუნველყოფს.
3. პროდუქციაზე მოთხოვნილების ცვალებადობის გათვალისწინება. როგორც
წესი, მოთხოვნილების პროგნოზირება აბსოლუტური სიზუსტით
შეუძლებელია. ამიტომ, მისი რყევების შერბილებისთვის აუცილებელია
გარკვეული რაოდენობის მზა ნაწარმის სარეზერვო (ბუფერული) მარაგის ქონა.
4. წარმოების მოქნილობის უზრუნველყოფა. სასაქონლო-მატერიალური
მარაგების არსებობა ასუსტებს პროდუქციის წარმოების მოცულობის
ზეგავლენას საწარმოო სისტემაზე. მარაგი ახალი პროდუქციის წარმოების
მომზადების დროის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა, რაც ხელს უწყობს
უფრო მდორე და იაფი საწარმოო პროცესის დაგეგმვას, ნაწარმის მსხვილი
პარტიებით წარმოებისთვის.
5. ნედლეულის მიწოდების არასტაბილურობისგან თავდაცვა.
6. შესყიდვაზე ეკონომიური დაკვეთის უპირატესობების გამოყენება. დაკვეთის
განთავსება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. რაც უფრო მსხვილია
დაკვეთა, მით ნაკლები სიხშირით მზადდება დაკვეთები და მით ნაკლების
შესაბამისი ხარჯები. ტრანსპორტირების ხარჯების ხასიათი ასევე მსხვილი
დაკვეთების სასარგებლოდ მოქმედებს: რაც უფრო დიდია მიწოდების
მოცულობა, მით ნაკლები ჯდება მიწოდებული პროდუქციის ერთეულის
ტრანსპორტირება.
ყველა ზემოაღნიშნულთან ერთად, აუცილებელია იმის გახსენებაც, რომ
მარაგების შენახვა საგრძნობ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გადაწყვეტილებების
მიღებისას სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოცულობების თაობაზე, საჭიროა
შემდეგი დანახარჯების მხედველობაში მიღება:
1. შენახვის დანახარჯები. ამ ფართო კატეგორიაში შედის ხარჯები სასაწყობო
სათავსოებსა და აღჭურვილობაზე, მარაგებთან მუშაობაზე, აგრეთვე ხარჯები
დაკავშირებული წვრილმან ქურდობასთან, დაძველებასთან, დაზიანებასთან
და გაუფასურებასთან, დანახარჯები დაზღვევასა და გადასახადების
დაფარვაზე, აგრეთვე კაპიტალის გამოუყენლობის დანახარჯები. გასაგებია,
რომ ამ ტიპის დანახარჯების არსებობა მარაგების მინიმიზაციისა და ხშირი
შევსებისკენ უბიძგებს მეწარმეს.
2. ახალი პროდუქციის ათვისების დანახარჯები. ყოველი ახალი ტიპის ნაწარმის
გამოშვება დაკავშირებულია საჭირო მასალების შეძენასთან, გარკვეული
ტექნოლოგიური კომპლექსების მოწყობათან და ა.შ., აგრეთვე წინა მარაგის
ამოღებასთან.
3. პროდუქციის შეცვლისთვის საჭირო გამშვებ-გასამართ სამუშაოებთან
დაკავშირებული დანახარჯები. ამ დანახარჯების გამორიცხვა, შემცირება
მაინც, შესაძლებელელს ხდის პროდუქციის გამოშვებას მცირე პარტიებით.
4. დაკვეთების განთავსების დანახარჯები. ესენია დაკვეთის მომზადების
მმართველობითი და საკანცელარიო დანახარჯები, აგრეთვე ხარჯების
დაკვეთების შესრულების მონიტორინგზე.
5. მარაგის უკმარობასთან (დეფიციტთან) დაკავშირებული დანახარჯები. თუ კი
რაიმე ნაკეთობის, ან მასალის მარაგი ამოიწურა, საჭირო ხდება ლოდინი სანამ
მარაგი არ შეივსება, ან სათანადო დაკვეთის ანულირებაც კი. ზოგჯერ
შესაძლებელია გარკვეული კომპრომისის მიღწევა მარაგის შენახვის ხარჯებსა
და მარაგის ამოწურვის ხარჯებს შორის და ზოგიერთ ვითარებებში მარაგის
ხანმოკლე უკმარისობებზე შეგნებული წასვლა.
სწორედ ზემოჩამოთვლილი დანახარჯების გათვალისწინებით პოულობენ
მასალებსა და კომლექტაციაზე დაკვეთების და პროდუქციის გამოშვების
რაციონალურ მოცულობებს, რომელთა პირობებში ხდება საწარმოს სიმძლავრის
სრული გამოყენება. რასაკვირველია, დანახარჯები მარაგის შენახვაზე ზეგავლენას
ახდენენ დაკვეთების მიწოდების გრაფიკების შედგენაზეც.

1.6.3 მოთხოვნილების ხასიათი და მარაგების


მართვის სისტემები
სასაქონლო-მატერიალური მარაგების მართვის ორგანიზებაზე უდიდეს
ზეგავლენას ახდენს მასალებსა და მაკომპლექტებლებზე მოთხოვნილების ხასიათი.
განარჩევენ მოთხოვნილების დამოკიდებულ და დამოუკიდებელ ნაისახეობებს,
განსხვავება რომელთა შორის შემდეგშია. როდესაც ვლაპარაკობთ დამოუკიდებელ
მოთხოვნილებაზე ((Independent Demand), იგულისხმობა მოთხოვნილებები
სხვადასხვა ნაკეთობებზე, რომლებიც არ არიან ერთმანეთზე დამოკიდებული.
მაგალითად, რაიმე სამუშაო ადგილზე შეიძლება იწარმოებოდეს მრავალი დეტალი,
რომლებიც არ არიან ერთმანეთზე დამოკიდებული, მაგრამ ყველა ერთად
აკმაყოფილებს გარკვეულ "გარე მოთხოვნილებას". როდესაც ლაპარაკია
დამოკიდებულ მოთხოვნილებაზე (Dependent Demand), იგულისხმება
მოთხოვნილება რაიმე ნაკეთობაზე, რომელიც უშუალო შედეგია მოთხოვნილების
არსებობისა სხვა, უფრო მაღალი დონის ნაკეთობაზე, რომლის ნაწილსაც ეს პირველი
წარმოადგენს.
კონცეპტუალური თვალსაზრისით, დამოკიდებული მოთხოვნილების
განსაზღვრა შედარებით მარტივ ამოცანას წარმოადგენს. ნაკეთობების რაოდენობას,
რომლებზეც არსებობს დამოკიდებული მოთხოვნილება, ვანგარიშობთ იმის
მიხედვით, თუ რა რაოდენობით შეიცავს მათ მომდევნო (მაღალი) დონის ნაკეთობის
თითოეული ერთეული. მაგალითად, თუ კი კომპანია აწარმოებს დღეში 500
ავტომანქანას, სრულიად ნათელია, რომ ამისთვის მას დასჭირდება 2000 საბურავი და
ბორბლის დისკი, პლუს სათადარიგო, ანუ მოთხოვნილება ბორბლებსა და
საბურავებზე მთლიანად დამოკიდებულია პროდუქციის გამოშვებაზე.
მოთხოვნილება ავტომანქანებზე კი დამოუკიდებელია და განისაზღვრება მრავალი,
კომპანიისთვის გარე ფაქტორის მოქმედებით. ამ მსჯელობაში ნაგულისხმევია, რომ
ავტომანქანა არ წარმოადგენს სხვა, უფრო მაღალი რიგის პროდუქციის ნაწილს.
დამოუკიდებელი ნაკეთობების საჭირო რაოდენობების დასადგენად იყენებენ
პროგოზირების მეთოდებს, ატარებენ მომხმარებელთა გამოკითხვებს და სოციო-
ეკონომიკური ტენდენციების შეფასებებს. ვინაიდან მათი მეშვეობით მიღებული
შედეგები ყოველთვის ალბათურია, საჭირო ხდება მარაგის მეტობით შედგენა. ის, თუ
როგორი მეტობით ხდება მარაგისთვის ნაკეთობების შეკვეთა, დამოკიდებულია
მარაგის მართვის მოდელზე, რომელსაც იყენებენ კომპანიაში, რათა უზრუნველყონ
მომხმარებელთა მომსახურების მათთვის მისაღები დონე. ქვემოთ მოკლედ
დავახასიათებთ მათგან ძირითადს.
მარაგების მართვის სისტემა ნაკეთობათა საჭირო მარაგის შენარჩუნების
მიმდინარე პოლიტიკას საორგანიზაციო სტრუქტურაში ასახავს და უზრუნველყოფს
მის ეფექტურ მართვას. მის მეშვეობით მუშავდება დაკვეთების განაწილების
გრაფიკები, ხდება დაკვეთების განთავსება და მასალების მიღება, ეწყობა დაკვეთების
შესრულების კონტროლი.
არსებობს სასაქონლო-მატერიალური მარაგების მართვის სისტემის ორი
ძირითადი მოდელი - მოდელი ფიქსირებული მოცულობით (მას აგრეთვე დაკვეთის
ეკონიმიური ზომის მოდელსაც, ან Q-მოდელსაც უწიდებენ) და მოდელი
ფიქსირებული პერიოდით (იგიცე პერიოდული მოდელი, პერიოდული კონტროლის
მოდელი, ან Р-მოდელი).
მათ შორის ძირითადი განსხვავება შემდეგშია. მოდელში ფიქსირებული
მოცულობით მორიგი დაკვეთა სრულდება მაშინ, როდესაც მასალის მარაგი
მცირდება გარკვეულ დონემდე. პრინციპში, ეს ნებისმიერ მომენტში შეიძლება
მოხდეს, გააჩნია, თუ რა ტემპით მოიხმარება მასალა. რაც შეეხება მოდელს
ფიქსირებული პერიოდით, მასში მორიგი შეკვეთის განთავსება დროის
განსაზღვრული (საკონტროლო) პერიოდის გავლისთანავე ხდება.
მოდელის ფიქსირებული მოცულობით გამოყენება გულისხმობს მარაგის
ნაშთის მუდმივ კონტროლს. ეს მოდელი უწყვეტად მოქმედ სისტემას, რომელიც
მოითხოვს, რომ ყოველთვის, როდესაც ხდება მასალების მარაგებიდან ამოღება, ან
პირიქით, მათი დამატება მარაგისთვის, საჭიროა სათანადო ჩანაწერების განახლება
და შემოწმება, ხომ არ არის მიღწეული მორიგი დაკვეთის წერტილი. მოდელში
ფიქსირებული პერიოდით მარაგის ნაშთის გამოთვლა მხოლოდ დროის
საკონტროლო პერიოდის გასვლის შემდეგ ხდება.
ქვემოთ ჩამოთვლილია დამატებითი განსხვავებები, რომელთა
გათვალისწინებაც ხშირად ზეგავლენას ახდენს ამა თუ იმ სისტემის ამორჩევაზე (იხ.
ნახ.):
 მოდელი ფიქსირებული პერიოდით საშუალოდ მეტ მარაგს მოითხოვს,
ვინაიდან მარაგი გარანტირებულად საკმარისად უნდა რცემოდეს მომდევნო
მიწოდების მომენტამდე. მოდელში ფიქსირებული მოცულობით დამატებითი
მარაგი საჭირო არ არის, ვინაიდან მორიგი მიწოდებები მოთხოვნილების
მიხედვით სრულდება.
 მოდელი ფიქსირებული მოცულობით ძვირადღირებული მასალების
მარაგების მართვისთვის გამოიყენება, ვინაიდან იგი მარაგის ნაკლებ
მოცულობას გულისხმობს.
 მოდელი ფიქსირებული მოცულობით უფრო გამოსადეგია საპასუხისმგებლო
მასალებისთვის, ვინაიდან მასში ნაგულისხმევია მარაგების უფრო მკაცრი
კონტროლი და, შესაბამისად, უფრო სწრაფი რეაკცია მარაგების შემდირებაზე.
 მოდელის ფიქსირებული მოცულობით მომსახურება უფრო შრომატევადია,
ვინაიდან მარაგში მასალების ყოველა შეტანა და ამოღება სათანადო
ჩანწერებით უნდა რეგისტრირდებოდეს.
.
ნახაზზე სქემატურად ნაჩვენებია თითოეული ამ სისტემის მოქმედება.

პროცედურულად, როდესაც მასალა ამოიღება სისტემიდან ფიქსირებული


მოცულობით, ეს ფაქტი რეგისტრირდება, ხოლო დარჩენილი მასალის რაოდენობა
დაუყოვნებლივ დარდება შემდეგი დაკვეთის წერტილს. თუ მარაგში დარჩენილი
მასალის რაოდენობა მასზე ნაკლებია, განთავსდება მორიგი დაკვეთა მასალის Q
რაოდენობაზე. თუ არა, სისტემა სიმშვიდეს ინარჩუნებს მომდევნო ამოღებამდე.
მოდელში ფიქსირებული პერიოდით გადაწყვეტილება დაკვეთის განთავსებაზე
მიიღება მარაგის შეფასების შედეგად ყოველი საკონტროლო პერიოდის ბოლოს.

1.6. 4 მოდელები შეკვეთის ფიქსირებული


მოცულობით
ასეთი სისტემების მოქმედების პრინციპი ემყარება დროის იმ კონრეტული
მომენტის განსაზღვრას, როდესაც საჭირო ხდება მარაგის მოცემული დონის
შესაბამისი R შეკვეთის განთავსება მიმწოდებელთან (შეკვეთის წერტილი), და ამ
შეკვეთის Q მოცულობის დადგენას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მოდელებში Q
მოცულობის შეკვეთის განთავსება ხდება მაშინათვე, როგორც კი მარაგის დონე R
წერტილამდე შემცირდება. შეკვეთის წერტილ R-ს ყოველთვის მასალის ზუსტად
მითითებული რაოდენობა შეესაბამება. ამ მოდელებში მარაგის მიმდინარე დონე
(Inventory Position) განისაზღვრება როგორც წინა მიწოდებამდე დარჩენილი
მასალების რაოდენობა, პლუს წინა მიწოდებისას მიღებული მასალები, მინუს
მომდევნო პერიოდში გახარჯული მასალები.
განვიხილოთ შეკვეთის ოპტიმალური ოდენობის განსაზღვრის ამოცანა, ნახ-ზე
მოყვანილი გამარტივებული მოდელის და ქვემოთ ჩამოთვლილი დაშვებების
გამოყენებით:
 მასალებზე მოთხოვნილება მუდმივია და თანაბრად განაწილებულია დროში;
 შეკვეთის შესრულების დრო (ინტერვალი შეკვეთის განთავსებიდან
შეკვეთილი მასალების მიღებამდე) უცვლელია;
 მასალათა ერთეულის ფასი მუდმივია;
 მარაგების შენახვის დანახარჯები მარაგის საშუალო სიდიდის მიხედვით
გამოითვლება;
 შეკვეთის განთავსების და გამშვებ-გამმართველი სამუშაოების დანახარჯები
უცვლელია;
 მასალების ნებისმიერი რაოდენობის შესასყიდად საჭირო რესურსები
ყოველთვის ხელმისაწვდომია, შეკვეთის შეუსრულებლობა გამორიცხულია.

ნახაზზე ჩანს, რომ მასალის მიმდინარე მარაგი "ხერხისებურად" იცვლება და


მისი R დონემდე შემცირებას (შეკვეთის დონე), მოყვება ხელმეორე შეკვეთის
განთავსება. შეკვეთილი ნაკეთობების მიღება დროის ერთი და იგივე L ინტერვალის
გავლის შემდეგ ხდება.
მარაგის მართვის მოდელის გასანვითარებლად უნდა გავარკვიოთ ფუნქციური
კავშირები ჩვენთვის საინტერესო ცვლადებს შორის. ამ ჯერზე, გვაინტერესებს
საერთო დანახარჯების მარაგების შექმნაზე, რომლებიც შემდეგნაირად შეიძლება
გამოვხატოთ:

ჯამური წლიური დანახარჯები=წლიური დანახარჯები შესყიდვებზე +


+ წლიური დანახარჯების შეკვეთების განთავსებაზე +
+ წლიური დანახარჯები მარაგების შენახვაზე

ან:

სადაც
ТС — ჯამური წლიური დანახარჯებია;
D — წლიური მოთხოვნილებაა მასალებზე;
С — შესასყიდი მასალის ერთეულის ფასია;
Q — მასალის შესაკვეთი რაოდენობაა. მის ოპტიმუმს შეკვეთის ეკონომიურ
მოცულობას (Economic Order Quantity — EOQ, или Qопт) უწოდებენ;
S — ცალკეული შეკვეთის განთავსების დანახარჯებია;
R — განმეორებითი შეკვეთის განთავსების წერტილია;
L — შეკვეთის შესრულების პერიოდია;
Н — საშუალო მარაგის ერთეულის შენახვის წლიური დანახარჯია. ხშირად მას
წარმოადგენენ, როგორც პროცენტს მასალის ფასისგან, ანუ Н = iC სადაც i პროცენტის
ა ფასის.
სიდიდე DC განტოლების მარჯვენა ნაწილში, მასალის წლიური
მოთხოვნილების შესყიდვის ხარჯია; (D/Q)S — შეკვეთების განთავსების წლიური
ხარჯია (განთავსებული შეკვეთების ფაქტიური რაოდენობა D/Q, გამრავლებული
ერთი შეკვეთის განთავსების ხარჯზე S); (Q/2)H — მარაგის შენახვის წლიური ხარჯია
(საშუალო-წლიური მარაგი Q/2, გამრავებული ერთი ნაკეთობის შენახვის H ხარჯზე.
ნახაზზე გრაფიკული სახით წარმოდგენილია დამოკიდებულება ამ სიდიდეებს
შორის.

ეხლა განვსაზღვროთ მასალის შეკვეთის ის Qopi მოცულობა, რომლისთვისაც


ჯამური დანახარჯები მინიმალურია. ზედა ნახაზიდან ჩანს, რომ ჯამური
დანახარჯები მინიმუმს აღწევს წერტილში, რომლისთვისაც წლიური ჯამური
დანახარჯების მრუდის დახრილობის კუთხის ტანგენსი ნულის ტოლია. ამიტომ,
მინიმალური დანახარჯების წერტილის საპოვნელად ვიღებთ ჯამური წლიური
დანახარჯების წარმოებულს Q-ს მიხედვით და უტოლებთ მას ნულს:
ვინაიდან, ჩვენ დაუშვით, რომ მოთხოვნილება და შეკვეთის შესრულების დრო
უცვლელია, სარეზერვო (ბუფერული) მარაგის შექმნა აღარ არის საჭირო და
განმეორებითი შეკვეთის წერტილი R განისაზღვრება როგორც:
R = davL
სადაც

dav — მასალებზე საშუალო-დღიური მოთხოვნილებაა;


L — შეკვეთის შესრულების დროა (დღეებში).
ზემოთ ჩვენ მივიღეთ, რომ მოთხოვნილება ცნობილია და არ ივლება.
უმრავლეს შემთხვევებში კი მოთხოვნილება საკმარისად ხშირად ცვალებადი
სიდიდეა. ამიტომ საჭირო ხდება ე.წ. სარეზერვო (ბუფერული) მარაგის შექმნა და
შენარჩუნება, როგორც დეფიციტისგან თავის დაღწევის საშუალების.
ბუფერული მარაგი (Safety Stock) შეიძლება წარმოვადგინოთ, როგორც
მოსალოდნელი მოთხოვნილების დამატებით შენარჩუნებული მარაგის ოდენობა. თუ
მოთხოვნილების ცვლილება ნორმალური კანონით არის განაწილებული, ეს იქნება
გადახრების საშუალო მნიშვნელობა. მაგალითად, თუ საშუალო-თვიური
მოთხოვნილებაა 100 ნაკეთობა და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მომდევნო თვეში იგი
უცვლელი დარჩება, ხოლო მარაგი 120 ნაკეთობას შეადგენს, 20 ნაკეთობა იქნება მაშინ
სარეზერვო მარაგი.
ცნობილია დეფიციტისგან დაცვის უზრუნველმყოფელი სარეზერვო მარაგის
დადგენის ორი გზა. პირველია გათვლა მოთხოვნილების გარკვეულ მნიშვნელობაზე
გადაჭარბების ალბათობის გამოყენებით. შესაბამისი ამოცანების მაგალითია:
შენარჩუნდეს სარეზერვო მარაგის ისეთი დონე, რომლისთვისაც ალბათობა 300
ნაკეთობაზე მეტი მოთხოვნილებისა, 5 პროცენტი, ან ნაკლები იქნება.
მეორე მიდგომა ეფუძნება ნაკეთობათა იმ სავარაუდო რაოდენობის
განსაზღვრას, რომლის დანაკლისი შეიძლება წარმოიქმნას. მაგალითად, შეიძლება
დასახელდეს ამოცანა: შენარჩუნდეს მარაგის ისეთი დონე, რომ შესაძლებელი იყოს
მოცემულ პროდუქციაზე მოთხოვნების არანაკლებ 95%-ს დაკმაყოფილება. ასეთ
შემთხვევაში ნაკეთობათა დეფიციტი მთელის დროის მხოლოდ 5%-ს განმავლობაში
იარსებებს.

1.6.5 მოდელები შესრულების ფიქსირებული პერიოდით


მარაგების მართვის შესაბამის სისტემებში, მარაგი იანგარიშება მხოლოდ
დროის გარკვეულ მომენტებში, მაგალითად კვირაში ერთხელ, ან თვეში ერთხელ.
მარაგების გაანგარიშება და შეკვეთების განთავსება პერიოდულ საწყისებზე
მოხერხებულია ვითარებებში, როდესაც მიმწოდებლები გარკვეული
პერიოდულობით სტუმრობენ საკუთარ მომხმარებლებს თავიანთი პროდუქციის
სრულ ნომენკლატურაზე შეკვეთების მისაღებად, ან მაშინ, როდესაც შემსყიდველები
ცდილობენ შეკვეთების გაერთიანებას (კომბინირებას), სატრანსპორტო ხარჯებზე
ეკონომიის მიზნით. მრავალი ფირმა მარაგების მართვის სწორედ ამ მოდელის
გამოყენებას ანიჭებს უპირატესობას, ვინაიდან იგი ამარტივებს მარაგების დაგეგმვასა
და კონტროლს.
მოდელები ფიქსირებული პერიოდით, დროის სხვადასხვა ციკლებისთვის
განსხვავებული მოცულობების შეკვეთებს იძლევიან, იმისდა მიხედვით, თუ როგორი
იყო მიმდინარე ციკლში მოხმარება. საზოგადოდ, ეს მოითხოვს სარეზერვო მარაგის
უფრო მაღალ დონეს, სისტემებში შეკვეთის ფიქსირებული მოცულობით. ამ
უკანსკნელებში მიმდინარეობს არსებული მარაგის მუდმივი შეფასება და ახალი
დაკვეთის განთავსება, მარაგის შეკვეთის წერტილის მნიშვნელობამდე
შემცირებისთანავე. მოდელებში ფიქსირებული პერიოდით კი, მარაგი იანგარიშება
მხოლოდ დროის ე.წ. საკონტროლო მომენტებში. აქ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ
განსაკუთრებულად მაღალი მოხმარების გამო, შეკვეთის შესრულებისთანავე მარაგი
თითქმის მთლიანად გაიხარჯა და მომდევნო საკონტროლო მომენტის დადგომამდე
ეს ვითარება შეუმჩნეველი დარჩა. სწორედ ასეთი ვითარებისგან უნდა დაგვიცვას
სარეზერვო მარაგმა. ამასთან, იგი გათვლილი უნდა იყოს არა მარტო საკონტროლო
პერიოდზე, არამედ შეკვეთის შესრულების დროზეც - შეკვეთის განთავსებიდან
ნაკეთობების მიღების მომენტამდე.
სისტემებში ფიქსირებული პერიოდით მორიგი შეკვეთები საკონტროლო
მომენტებში განთავსდება, დროის ყოველი ფიქსირებული Т პერიოდის გასვლის
შემდეგ, ხოლო აუცილებელი სარეზერვო მარაგი ტოლია

ქვედა ნახაზზე ნაჩვენებია მოდელი ფიქსირებული პერიოდით,


რომლისთვისაც მოთხოვნილება ხასიათდება შემთხვევითი განაწილებით dav
საშუალო მნიშვნელობით. ნაკეთობათა რაოდენობა q, რომელიც უნდა იყოს
შეკვეთილი, ტოლია:

შეკვეთის მოცულობა=საშუალო მოთხოვნილება ციკლში+


+ სარეზერვო მარაგი - მიმდინარე მარაგი +
+ შეკვეთილი რაოდენობა (თუ შეკვეთა უკვე განთავსებულია)
ანუ

სადაც
q — მორიგი შეკვეთის მოცულობაა;
Т — დღეების რაოდენობაა საკონტროლო მომენტებს შორის;
L — შეკვეთის შესრულების დროა დღეებში;
dav — პროგნოზირებული საშუალო-დღიური მოთხოვნილებაა;
Z — სტანდარტული გადახრების რიცხვია მომსახურების მოცემული დონისთვის;
σT+L — მოთხოვნილების სტანდარტული გადახრაა, საკონტროლო და შეკვეთის
შესრულების პერიოდებისათვის;
I — მარაგის მიმდინარე დონეა (მოიცავს მარაგში უკვე არსებულ ნაკეთობებს).
ამ მოდელში dav, სურვილის მიხედვით, შეიძლება საშუალო-წლიური
პროგნოზირებული მნიშვნელობა იყოს, ან იცვლებოდეს თითოეული საკონტროლო
პრიოდისთვის. როგორც წესი, მოთხოვნილების განაწილების ნორმალურ კანონს
გამოიყენებენ.

სიდიდე z შეიძლება განისაზღვროს ცხრილ 15.2-დან E(z)-ის მიხედვით,


რომელსაც ანგარიშობენ ფორმულით:

სადაც
E(z) —ნაკეთობათა დეფიციტის სავარაუდო მნიშვნელობაა, მოყვანილი в
табл. 15.2 при σ=1;
Р — მომსახურების მოთხოვნილი დონეა, გამოხატული ერთიანის ნაწილებში,
მაგალითად 0,95;
davT — მოთხოვნილებაა საკონტროლო პერიოდში, სდაც dav — საშუალო-დღიური
მოთხოვნილებაა, T— დღეების რაოდენობაა;
σT+L — მოთხოვნილების სტანდარტული გადახრაა საკონტროლო და შეკვეთის
შესრულების პერიოდებისთვის.

1.6.7 მარაგების АВС-ანალიზი


მარაგის საჭირო დონეზე შენარჩუნება (დონის კონტროლი, გაანგარიშებების
ჩატარება, მორიგი შეკვეთების განთავსება, შეკვეთილი მასალების მიღება და ა.შ.),
მოითხოვს ფულადი სახსრების და პერსონალის შრომის გარკვეულ ხარჯებს.
ვინაიდან ეს რესურსები ყოველთვის შეზღუდულია, ბუნებრივად ჩნდება არსებული
შესაძლებლობების ოპტიმალური გამოყენების მოთხოვნილება, მატერიალური
მარაგის მართვის კონცენტრირებით მის ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტებზე.
მნიშვნელოვან როლს ამ ამოცანის გადაწყვეტაში ე.წ. პარეტოს პრინციპის
გამოყენება თამაშობს. მე-19 საუკუნეში იტალიელმა ვილფრედო პარეტომ
(Villefredo Pareto) დაადგინა ემპირიული კანონზომიერება, რომელიც ყველაზე
ზოგადად შემდეგნაირად შეიძლება იყოს ფორმულირებული: "ძალისხმევის 20%
იძლევა შედეგის 80%, ხოლო ძალისხმევის დანარჩენი 80% - შედეგის მხოლოდ 20%".
რაიმე ტიპის საქმიანობის ეფექტიანობის ანალიზისა და შედეგების ოპტიმიზაციისას,
შესაძლებელია ამ პრინციპის ბაზურ დაშვებად გამოყენება: ყველაზე მნიშვნელოვანი
მოქმედებების მინიმუმის სწორი ამორჩევით, შესაძლებელია სასურველი შედეგის
უმეტესი ნაწილის სწრაფი მიღება. მარაგების მართვის სისტემებთან მიმართებაში
პარეტოს პრინციპი გვკარნახობს, რომ მარაგის შირებულების უმეტეს ნაწილს მასში
აკუმულირებული საქონლის ნომენკლატურის სულ რამოდენიმე პოზიცია თამაშობს.
მარაგების მართვის ნებისმიერი სისტემა უნდა აჩვენებდეს, თუ რომელ
მომენტში და რა მოცულობით უნდა განთავსდეს შეკვეთა ამა თუ იმ მასალაზე.
მარაგების მართვის უმრავლეს შემთხვევებში მასალების ნომენკლატურა იმდენად
ფართოა, რომ მისი თითოეული პოზიციის მოდელირება და დეტალური ანალიზი
არარეალური ხდება. ამოცანის გასამარტივებლად ატარებენ მასალათა მთელი
ნომემკლატურის ABC-ანალიზს, რომლის შედეგად მარაგის ელემენტებს სამ ჯგუფად
ყოფენ: მაღალი ღირებულებითი მოცულობის (А), მოკრძალებული
ღირებულებითი მოცულობის (В) და დაბალი ღირებულებითი მოცულობის (С).
ღირებულებითი მოცულობა მარაგის ელემენტის მნიშვნელოვნობის საზომია:
შედარებით იაფი, მაგრამ მაღალი ღირებულებითი მნიშვნელობის მქონე ნაკეთობა,
შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ვიდრე ძვირადღირებული
მცირერიცხოვანი ნაკეთობები დაბალი ღირებულებითი მოცულობით. თუ საქონლის
მარაგებზე წლიური მოთხოვნილება ღირებულებითი მოცულობის მიხედვით არის
ნაჩვენები, ირკვევა, რომ სულ რამოდენიმე დასახელების ნაკეთობა ქმნის საგრძნობ
ღირებულებით მოცულობას, ხოლო დასახელებათა დიდი უმრავლესობა - მცირეს
(იხ. табл. 15.6).

ABC-ანალიზის პროცესში, მარაგში დაცული საქონლის ჩამონათვალს


საკუთარი ფასის მიხედვით გასხვავებულ სამ ჯგუფად ყოფენ: А ჯგუფის საქონელი
შეადგენს მარაგის "ზედა" პოზიციების დაახლოებით 15%, В ჯგუფის - მომდევნო 35%
და С ჯგუფის — ბოლო 50%. ცხრილის მონაცემების ანალიზიდან ჩანს, რომ ფასის
მიხედვით А მოიცავს 20% (10-დან 2), В — 30%, а С — 50%. ეს მნიშვნელობების
განსაზღვრავენ А, В და С ჯგუფების საზღვრებს. ასეთი დაჯგუფების შედეგები
წარმოდგენილია в табл. 15.7, ხოლო მათი გრაფიკული ინტერპრეტირება - на рис.
15.10.
ასეთი დაჯგუფების მიზანი ყოველთვის იმაშია, რომ ჩამონათვლის არსებითი
პოზიციები განცალკევდეს არაარსებითებისგან. ჯგუფებს შორის საზღვრების
ნამდვილი მდებარეობა დამოკიდებულია კონკრეტულ მარაგებზე, რომელთაც
ვაანალიზებთ და შრომით რესურსებზე, რომლებიც ჩვენ განკარგულებაშია. მეტი
რესურსების პირობებში, ფირმას შეუძლია А ან В ჯგუფების გაფართოება.
მარაგის შემადგენლობის (მარაგის პოზიციების) ჯგუფების მიხედვით
კლასიფიცირების მიზანია თითოეული დასახელების ნაკეთობაზე კონტროლის
შესაბამისი დონის დაწესება. მაგალითად, შესაძლებელია კვირაში ერთხელ შეკვეთის
მეშვეობით, უფრო მკაფიო პერიოდული კონტროლის დაწესება A ჯგუფზე, B ჯგუფის
პოზიციები შეკვეთა ორ კვირაში ერთხელ, C ჯგუფის კი საერთოდ თვეში ერთხელ.
ხაზგასასმელია, რომ ეს კლასიფიცირება არ არის დაკავშირებული მხოლოდ
საქონლის ერთეულის ფასთან. A ჯგუფის ელემენტს მაღალი ღირებულებითი
მოცულობა ან დაბალი ფასის და მაღალი მოთხოვნილების გამო შეიძლება გააჩნდეს,
ან მაღალი ფასის და დაბალი მოთხოვნილების ხარჯზე. ანალოგიურად, B
ნაკეთობების მცირე ღირებულებითი მოცულობა მცირე მოთხოვნილებას, ან სიაფეს
შეიძლება უკავშირდებოდეს.
ავტოგასამართ სადგურისთვის A ჯგუფის ელემენტი შეიძლება ბენზინი იყოს,
რომლის მარაგი ყოველკვირეულად, ან ყოველდღიურადაც კი უნდა ივსებოდეს.
საბურავები, აკუმულატორები, საავტომობილო ზეთები და სამუხრუჭე სითხე
შეიძლება B ჯგუფს მივაკუთვნოთ და შევუკვეთოთ ყოველი ორი, ან ოთხი კვირის
გავლის შემდეგ. C ჯგუფში შეიძლება შევიტანოთ საქარე მინის საწმენდი ჯაგრისები,
ვენტილატორების ღვედები, საავტომობილო პარაფინი და ა.შ., რომელთა შეკვეთა
რამოდენიმე თვეში ერთხელ სავსებით საკმარისია. მეტიც, დასაშვებია ამ
ნაკეთობების შეკვეთა მათი მარაგის სრული ამოწურვის შემდეგ, ვინაიდან მათი
ადგილზე არარსებობას არ მოყვება ბიზნესის მნიშვნელოვანი დანაკარგები.

You might also like