You are on page 1of 6

სტანდარტიზაცია

სტანდარტიზაციის ელემენტები გამოიყენებოდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არც კი


არსებობდა ასეთი ტერმინი - სტანდარტიზაცია. მაგალითისათვის შეიძლება
მოვიყვანოთ:

 ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 ათასწლეულში აგებული ყველაზე მაღალი (146,6 მ)


პირამიდა - ხეოფსის პირამიდა, რომელიც აგებულია მკაცრად განსაზრვრული
ზომების მქონე ქვის ლოდებისაგან;
 პროპორციული რიცხვების მეთოდის გამოყენება წყლის ბორბლებისა და
კატაპულტებისათვის (სამხერდრო სატყორცნი მანქანებისათვის) ძველ რომში;
 რომაელთა მიერ გარკვეული დიამეტრის მქონე მილების გამოყენება ქალაქის
წყალსადენის ასაგებად;
 ეგვიპტელი მეომრების შეიარაღება „სტანდარტული“ შვილდითა და ისრებით;
 რომაელთა ლეგიონების შეიარაღების უნიფიკაცია (უნიფიკაცია - რისამე
გაერთგვაროვნება, ერთიანი ნორმების შემუშავება და დაქვემდებარება)
 და სხვა.

შუა საუკუნეებში სტანდარტიზაციის მეთოდების გამოყენება დაიწყო უფრო ფართო


მასშტაბით. მაგალითად:

 ადგენდნენ ქსოვილების სიგანის ერთიან ზომებს, ერთიან მოთხოვნებს საფეიქრო


მრეწველობაში გამოყენებული ნედლეულისა და იარაღების მიმართ;
 ვენეციაში ფლოტის აღჭურვისას იყენებდნენ ერთნაირ ანძებს, იალქნებს, ნიჩბებს
და ა.შ.

მე-19 საუკუნეში სტანდარტიზაციის სამუშაოებმა მიიღო სისტემატური და მასობრივი


ხასიათი. უნდა აღინიშნოს ინგლისში 1840-იან წლებში სამაგრი კუთხვილების ერთიანი
სისტემის შემოღება, აგრეთვე, გერმანიაში რკინიგზის ლიანდაგის სიგანის
სტანდარტიზაცია და სხვა.

მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში განვითარებულ ქვეყნებში


გაჩნდა პირველი ეროვნული ორგანიზაციები სტანდარტიზაციაში, ხოლო 1946 წელს
შეიქმნა საერთაშორისო ორგანიზაცია სტანდარტიზაციაში (ისო) (ISO – International
Organization for Standardization). სწორედ ამ ორგანიზაციამ მიიღო სტანდარტიზაციის
შემდეგი განსაზღვრა:

„სტანდარტიზაცია ესაა წესების დადგენის და გამოყენების პროცესი მოცემულ სფეროში


მოღვაწეობის მოწესრიგების მიზნით, ყველა დაინტერესებული მხარის სასარგებლოდ
და მათი მონაწილეობით, კერძოდ, საერთო ოპტიმალური ეკონომიის მისაღწევად,
1
ფუნქციონირების პირობების და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის
გათვალისწინებით. იგი დაფუძნებულია მეცნიერების, ტექნიკის და პრაქტიკული
გამოცდილების შედეგებზე. იგი განსაზღვრავს როგორც სადღეისო, ასევე სამომავლო
განვითარების საფუძველს და თავად უნდა ვითარდებოდეს პროგრესთან ერთად.“

სტანდარტიზაციის მიზნებია:

 პროდუქციის, პროცესებისა და მომსახურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა


გარემოს, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დასაცავად;
 ვაჭრობაში ტექნიკური დაბრკოლებების აღმოფხვრა, პროდუქციის ან
მომსახურების კონკურენტუნარიანობის ამაღლება;
 პროდუქციის ტექნიკური და საინფორმაციო შეთავსებადობის, აგრეთვე,
ურთიერთშენაცვლებადობის უზრუნველყოფა;
 ბუნებრივი, მატერიალური და ეკონომიკური რესურსების დაზოგვა;
 პროდუქციის, პროცესებისა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის
სფეროში მომხმარებელთა ინტერესების დაცვა;
 მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის
ხელშეწყობა;
 საქართველოს ინტერესების წარმოდგენა სტანდარტიზაციის სფეროში
საერთაშორისო და რეგიონულ საქმიანობაში;
 სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის უზრუნველყოფა;
 პროდუქციის (მომსახურების) კონკურენტუნარიანობის გაზრდა, რესურსების
რაციონალური გამოყენება.

სტანდარტიზაციის ობიექტებია ნებისმიერი პროდუქცია, პროცესი და მომსახურება,


რომელთაც გააჩნია მრავალჯერადი აღწარმოების და/ან გამოყენების პერსპექტივა.

სტანდარტიზაციის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე ანსხვავებენ

 ფუძემდებელ სტანდარტებს;
 სტანდარტებს პროდუქციაზე და მომსახურებაზე;
 სტანდარტებს პროცესებზე;
 სტანდარტებს კონტროლის, გამოცდის, გაზომვის, ანალიზის მეთოდებზე.

თანამედროვე სტანდარტიზაცია დაფუძნებულია სისტემურობის, გამეორებადობის,


ვარიანტულობის და ურთიერთშენაცვლებადობის პრინციპებზე.

2
სისტემურობის პრინციპი სტანდარტს განსაზღვრავს, როგორც სისტემის ელემენტს და
უზრუნველყოფს სტანდარტიზაციის კონკრეტული ობიექტების არსით
ურთიერთდაკავშირებული სტანდარტების სისტემის შექმნას.

გამეორებადობის პრინციპი სტანდარტიზაციაში ნიშნავს ობიექტების ისეთი წრის


დადგენას, რომლებიც ხასიათდება ერთი საერთო თვისებით - გამეორებადობით დროში
და სივრცეში.

ვარიანტულობის პრინციპი სტანდარტიზაციაში ნიშნავს დასასტანდარტებელ ობიექტში


შემავალი სტანდარტული ელემენტების რაციონალური მრავალსახეობის შექმნას
(რაციონალური სახესხვაობების მინიმუმის უზრუნველყოფას).

ურთიერთშენაცვლებადობის პრინციპი ითვალისწინებს სხვადასხვა დროს და


სხვადასხვა ადგილებში დამზადებული ერთნაირი დეტალების შეცვლის ან აწყობის
შესაძლებლობას.

სტანდარტიზაციის ძირითადი მეთოდებია უპირატეს რიცხვთა, უნიფიკაციის,


აგრეგატირების, შეზღუდვის, ტიპიზაციის მეთოდები.

უპირატეს რიცხვთა სისტემა სტანდარტიზაციის განვითარების თეორიული


საფუძველია, რომლის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ პროდუქციის პარამეტრებს და
ზომებს ვირჩევთ არა გაანგარიშების შედეგების მიხედვით ან თავისუფალი არჩევის
გზით, არამედ ხდება პარამეტრების და ზომების იმ მნიშვნელობების ამორჩევა,
რომლებიც ემორჩილებიან ზუსტად განსაზღვრულ მათემატიკურ კანონზომიერებას.

უნიფიკაცია მდგომარეობს ერთნაირი ფუნქციის ობიექტების ტიპის, სახეობებისა და


ზომების რაციონალურ შემცირებაში.

აგრეგატირება მდგომარეობს მანქანების, მექანიზმების, ხელსაწყოების და სხვა


ნაკეთობების შექმნაში გეომეტრიული და ფუნქციური ურთიერთშენაცვლებადობის
მქონე სტანდარტული ან უნიფიცირებული დეტალებისა და კვანძების შეზღუდული
რაოდენობის გაერთმთლიანების გზით.

შეზღუდვა (სიმპლიფიკაცია) სტანდარტიზაციის უმარტივესი მეთოდია, რომელიც


მდგომარეობს ნაკეთობის ტიპის ან სახეობის რაოდენობის შემცირებაში იმ საკმარის
რაოდენობამდე, რომელიც უზრუნველყოფს ამ დროისათვის არსებული მოთხოვნების
დაკმაყოფილებას.

ტიპიზაცია მდგომარეობს ტიპური საკონსტრუქციო, ტექნოლოგიური და სხვა


გადაწყვეტების დამუშავებასა და დადგენაში.

3
სტანდარტიზაციის სამუშაოების შედეგები შეიძლება გამოვლინდეს ორი ფორმით:

 პირდაპირი ფორმით;
 ირიბი ფორმით.

სტანდარტიზაციის პირდაპირი ფორმა მდგომარეობს ნორმატიულ-ტექნიკური


დოკუმენტების დამუშავებასა და მიღებაში, ირიბი ფორმა კი გულისხმობს რა
სტანდარტიზაციის პრინციპებისა და მეთოდების ფართო გამოყენებას, ხელს უწყობს
პროდუქციის ხარისხის ამაღლებას, თვითღირებულების შემცირებას, შრომის
მწარმოებლურობის ამაღლებასა და ეკონომიკური ეფექტის მიღებას მიუხედავად იმისა,
დამთავრდა ეს ღონისძიება სტანდარტიზაციაში ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტის
დამუშავებით თუ არა.

სტანდარტიზაციის ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტი ადგენს სავალდებულო


ნორმების, წესებისა და მოთხოვნების კომპლექსს საქმიანობის გარკვეულ სფეროებში
შესასრულებლად. ამ დოკუმენტის დამუშავება ხდება დადგენილი წესით, ხოლო
დამტკიცება (მიღება) - კომპეტენტური ორგანოს მიერ. (საქართველოში ასეთ ორგანოს
წარმოადგენს საქართველობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „საქართველოს სტანდარტებისა და
მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო“). ტერმინი „ნორმატიული დოკუმენტი“ მოიცავს
ისეთ ცნებებს, როგორიცაა სტანდარტები, ტექნიკური პირობები, წესების კრებულები და
რეგლამენტები.

სტანდარტი კონკრეტული მუშაობის შედეგია სტანდარტიზაციაში, რომელიც


მიღებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ.

სტანდარტი შეიძლება იყოს:

 დოკუმენტის სახით, რომელიც შეიცავს მოთხოვნებს (ნორმებს), რომელთა


შესრულება აუცილებელია;
 ძირითადი ერთეულის ან ფიზიკური კონსტანტის სახით (ამპერი, აბსოლუტური
ნული - კელვინის სკალა);
 რაიმე საგნის სახით ფიზიკური შედარებისათვის (მაგალითად, მეტრი).

ტექნიკური პირობები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტია, რომელიც ადგენს


მოთხოვნების კომპლექსს პროდუქციის კონკრეტული ტიპის, მარკისადმი.

რეგლამენტი - დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სამართლებრივ ნორმებს და მიღებულია


ხელისუფლების ორგანოს მიერ.

4
ტექნიკური რეგლამენტი - დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრულია საქონლის
მახასიათებლები ან მასთან დაკავშირებული გადამუშავებისა და წარმოების მეთოდები,
შესაბამისი ადმინისტრაციული დებულებების ჩათვლით, რომელთა დაცვა
სავალდებულოა. იგი ასევე შეიძლება მოიცავდეს ან ექსკლუზიურად ეხებოდეს
ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების ან ეტიკეტირების მოთხოვნებს
საქონლის, პროცესის ან წარმოების მეთოდის მიმართ.

საქართველოში მოქმედი სტანდარტების სახეებია:

საქართველოს სტანდარტი - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის


ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული სტანდარტი, რომელიც შეიძლება
მიღებულ იქნას, როგორც საერთაშორისო ან რეგიონალური სტანდარტის
საფუძველზე,ისე შესაბამისი ტექნიკური კომიტეტის მიერ;

საერთაშორისო/რეგიონალური ორგანიზაციის სტანდარტი - სტანდარტიზაციის


საერთაშორისო/რეგიონალური ორგანიზაციის (მაგალითად, ISO) მიერ მიღებული
სტანდარტი, რომელიც შესაძლებელია საქართველოში მიღებულ იქნას საქართველოს
სტანდარტად.

სახელმწიფოთაშორისო სტანდარტი(გოსტ) - რომელიც საქართველოში


გამოიყენება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მთავრობათა
მეთაურების 1998 წლის 13 მარტის შეთანხმების „სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციის
და მეტროლოგიის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ“
საფუძველზე.

საწარმოს შიდა სტანდარტი - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი


მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად საწარმოს შიდა სტანდარტებს შეიმუშავებს,
ამტკიცებს და აღრიცხავს თვით საწარმო, ასეთი სტანდარტი სახელმწიფო ორგანოში
რეგისტრაცვიას არ საჭიროებს. საწარმო პასუხისმგებელია მის მიერ შემუშავებული
საწარმოს შიდა სტანდარტის შესაბამისობაზე საქართველოს კანონმდებლობასთან.

სტანდარტიზაციის ძირითადი ფორმებია:

 კომპლექსური სტანდარტიზაცია;
 წინმსწრები სტანდარტიზაცია.

კომპლექსური სტანდარტიზაცია უზრუნველყოფს ურთიერთკავშირსა და


ურთიერთდამოკიდებულებას მომიჯნავე დარგებს შორის მზა პროდუქციის
ერთობლივი წარმოებისას, რომელიც უნდა პასუხობდეს სახელმწიფო სტანდარტების
მოთხოვნებს.

5
წინმსწრები სტანდარტიზაცია ითვალისწინებს სტანდარტიზაციის ობიექტების
ხარისხის მაჩვენებლების ცვლილებას დროის მიხედვით. იგი განსაკუთრებულ
ყურადღებას უთმობს ხარისხის ისეთი პერსპექტიული მაჩვენებლების შემუშავებასა და
დანერგვას, რომლებიც უნდა განისაზღვროს სამომავლო ინფორმაციის საფუძველზე და
იყოს ოპტიმალური შემდგომ პერიოდში.

You might also like