You are on page 1of 2

გაზომვის ცდომილება და მისი სახეები

გაზომვის ცდომილება ეწოდება გაზომვის შედეგის გადახრას გასაზომი სიდიდის


ჭეშმარიტი მნიშვნელობიდან.

გაზომვის სიზუსტე არის გაზომვის თვისება, რომელიც ასახავს გაზომვის შედეგის


სიახლოვეს გასაზომი სიდიდის ჭეშმარიტ მნიშვნელობასთან. რაც უფრო ნაკლებია
გაზომვის ცდომილება, მით უფრო მეტია სიზუსტე, და პირიქით.

გაზომვის ცდომილებების წარმოშობა განპირობებულია მრავალი ზემოქმედი


ფაქტორის ერთობლიობით, რომელთა მოქმედებითაც ყალიბდება გაზომვათა
ჯამური ცდომილება. აღნიშნული ფაქტორების მიხედვით არსებობს:

გაზომვის სისტემატური ცდომილება არის გაზომვის ცდომილების შემდგენი,


რომელიც მუდმივი რჩება, ან კანონზომიერად იცვლება ერთი და იგივე სიდიდის
განმეორებითი გაზომვისას.

გაზომვის შემთხვევითი ცდომილება არის გაზომვის ცდომილების შემდგენი,


რომლის ცვლილებას შემთხვევითი ხასიათი აქვს ერთი და იგივე სიდიდის
განმეორებითი გაზომვებისას.

გაზომვის ცდომილებების რიცხვითი მნიშვნელობები გამოისახება აბსოლუტური ან


ფარდობითი ცდომილებების სახით:

გაზომვის აბსოლუტურ ცდომილებას გასაზომი სიდიდის განზომილება აქვს, ე.ი.


გამოისახება გასაზომი სიდიდის ერთეულებით და წარმოადგენს სახელიან რიცხვს.

∆X=Xგაზ.-Xჭეშმ.

გაზომვის ფარდობითი ცდომილება არის გაზომვის აბსოლუტური ცდომილების


შეფარდება გასაზომი სიდიდის ჭეშმარიტ მნიშვნელობასთან. გაზომვის ფარდობითი
ცდომილება როგორც წესი პროცენტებით გამოისახება.

∆X
δ= 100%
X ჭეშმ

გაზომვათა ცდომილებების კლასიფიკაცია შესაძლებელია აგრეთვე მათი წარმოქმნის


ბუნების მიხედვით:

1
გაზომვის მეთოდური ცდომილება არის გაზომვის ცდომილების შემდგენი,
წარმოქმნილი გაზომვის მეთოდის არასრულყოფილებისაგან.

გაზომვის ინსტრუმენტული ცდომილება არის გაზომვის ცდომილების შემდგენი,


დამოკიდებული გაზომვის გამოყენებული საშუალებების ცდომილებებზე.

გარეშე სიდიდეების ზემოქმედებით გამოწვეული ცდომილებები

გარეშე სიდიდეების ზემოქმედებით გამოწვეული ცდომილებები არის ის


ცდომილებები, რომლებიც აღიძვრება გაზომვათა საშუალებების მუშაობის
ნორმალური პირობებიდან გადახრის გამო; იმ პირობებიდან, რომელშიც
დაგრადუირება შესრულდა. ეს ცდომილებები შეიძლება გამოწვეული იყოს
ტემპერატურით, მაგნიტური ან ელექტრული ველებით, ხელსაწყოს არასწორი
მდებარეობით სივრცეში, კვების ძაბვის ცვლილებით და სხვა.

გაზომვების ცდომილებები შეიძლება შედგებოდეს მთელი რიგი ცდომილებებისაგან


(ცდომილებათა შემდგენებისაგან), რომელთაგან თითოეულს თავისი გამომწვევი
მიზეზი აქვს.

გაზომვის შედეგის ანალიზისას საზღვრავენ ცდომილებათა ჯამურ გავლენას ანუ


გაზომვათა ჯამურ (ანუ საერთო) ცდომილებას.

ჯამური (ანუ საერთო) ცდომილება, თავის მხრივ, შეიძლება დაიყოს ძირითად და


დამატებით ცდომილებებად. ძირითადი ცდომილება არსებობს მუშაობის ნორმალურ
პირობებში, ხოლო დამატებითი - მუშაობის ნორმალური პირობებიდან გადახრის
შემთხვევაში.

გაზომვის უხეში ცდომილება

გაზომვის უხეში ცდომილება არის გაზომვის ცდომილება, რომელიც არსებითად


აღემატება მოცემულ პირობებში მოსალოდნელ ცდომილებებს.

You might also like