You are on page 1of 4

ციფრული სისტემები, ციფრული გამზომი ხელსაწყოები.

მრავალი ათეული წლის განმავლობაში უამრავ დარგში იყენებდნენ და იყენებენ


კონტროლისა და მართვის ანალოგურ სისტემებს. მიუხედავად ამისა, დღეს
წარმოების თითქმის ყველა სფეროში წინა პლანზე იწევს გამოყენების
თვალსაზრისით საიმედო, მოქნილი და მოხერხებული ციფრული მართვის
ტექნოლოგიები. დღეისათვის სადავო არ არის ის ამბავი, რომ „დაპირისპირებაში“
ინფორმაციის დამუშავების ანალოგურ და ციფრულ ფორმებს შორის სრული
გამარჯვება მოიპოვა ციფრულმა ტექნოლოგიამ. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არის
ტექნიკის სფეროები, სადაც ინფორმაციის დამუშავების ანალოგური სისტემები კვლავ
ინარჩუნებენ წამყვან პოზიციებს. არსებული სიტუაცია, პირველ რიგში,
განპირობებულია ანალოგური სისტემების ტრადიციულობით. ტრადიციულობა
მომსახურე პერსონალისათვის იმდენად მყარი ფსიქოლოგიური მომენტია, რომ
ინჟინერ-დამმუშავებლები ზოგჯერ ცდილობენ, ციფრული სისტემები ისე ააგონ, რომ
მომხმარებელს რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ექსპლუატაციას უწევდეს ანალოგურ
სისტემას.

კონტროლისა და მართვის ციფრულ სისტემებს აქვს რიგი უპირატესობანი ანალოგურ


სისტემებთან შედარებით, კერძოდ:
 დიდი ფუნქციური შესაძლებლობები;
 მაღალი საიმედოობა;
 ექსპლუატაციის უფრო დაბალი ღირებულება;
 მცირე გაბარიტები;
 დიდი საექსპლუატაციო მოქნილობა;
 აღჭურვილობის უფრო მაღალი ხანგამძლეობა;
 ინფორმაციის რეალურ დროში არქივირება;
 უფრო მარტივი ტექნიკური მომსახურება;
 სისტემის გადაწყობის უნარი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით;
 დისტანციური კონტროლი და მართვა;
 და მრავალი სხვა.

ანალოგურ სისტემებს გააჩნიათ საკმაოდ შეზღუდული სამომხმარებლო ფუნქციათა


ნაკრები და არ შეუძლიათ ფუნქციური გადაწყობით უპასუხონ მასში შემოსულ
ინფორმაციის ნაკადს. ანალოგურ სისტემებში არ არის ფუნქციური გაფართოების
რესურსი, შეუძლებელია მწარმოებლის მიერ „დაპროგრამირებული“ არქიტექტურის
შეცვლა. ციფრულ სისტემებს აქვს ფართო და, რაც მთავარია, გაფართოებადი
ფუნქციური შესაძლებლობები. სრულებით საკმარისია სისტემის მწარმოებლისაგან

1
მიღებული იქნას პროგრამის ახალი ვერსია და მომხმარებელს უჩნდება სისტემის
ახალი შესაძლებლობები სერიოზული კაპიტალდაბანდებების გარეშე.

რაც შეეხება ციფრული სისტემის კომპონენტების მულტიფუნქციურობას, როგორც


წესი, სისტემის კომპონენტი - ციფრული მოდული საშუალებას იძლევა ერთ
კონსტრუქციულ ერთეულში შევათავსოთ მრავალი მსგავსი დანიშნულების
ანალოგური მოდულის ფუნქცია, რაც, რომ არაფერი ვთქვათ მის ტექნიკურ
მაჩვენებლებზე, მნიშვნელოვნად ზრდის მოდულის ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც.
კონტროლისა და მართვის ციფრული სისტემის უპირველესი მოვალეობაა უწყვეტი
მონიტორინგის განხორციელება ტექნოლოგიურ პარამეტრებზე. ეს პარამეტრები
არქივირდება და გამოიყენება საჭიროების შემთხვევაში.

უკანასკნელ პერიოდში მკვეთრად გაიზარდა მრავალფუნქციური ციფრული გამზომი


ხელსაწყოების წარმოება და მრავალფეროვნება. ისინი ფუნქციონალური
შესაძლებლობებით მკვეთრად აღემატებიან ტრადიციულ ციფრულ გამზომ
ხელსაწყოებს, რის გამოც:
 გამზომ სისტემაში მნიშვნელოვნად იზრდება გაზომილი პარამეტ-რების
რაოდენობა;
 მნიშვნელოვნად მცირდება გამზომი სისტემის ღირებულება, რადგან გასაზომი
პარამეტრების რაოდენობის გადათვლა ნაკლებად ხარჯიანია;
 და სხვა.

მრავალფუნქციური ციფრული გამზომი ხელსაწყოების ნაკლოვანებად შეიძლება


ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მათ ეკრანებზე აისახება გასაზომი პარამეტრების
შეზღუდული რაოდენობა, ხოლო თავად ეკრანის ფუნქციონალური შესაძლებლობა
არ აკმაყოფილებს ერგონომიულობის მოთხოვნებს.

კომბინირებული ხელსაწყოს რაობა

კომბინირებული ხელსაწყო (ტესტერი, მულტიმეტრი) წარმოადგენს კომბინირებულ


ელექტროგამზომ ხელსაწყოს, რომელიც აერთიანებს რამოდენიმე ფუნქციას.
მინიმალური კომბინირების შემთხვევაში ის ითავსებს ვოლტმეტრის, ამპერმეტრისა
და ომმეტრის ფუნქციებს. არსებობს როგორც ისრიანი (ანალოგური), ისე ციფრული
კომბინირებული ხელსაწყოები.

2
ანალოგური მულტიმეტრი

ციფრული მულტიმეტრი

ოსცილოგრაფი (ოსცილოსკოპი)

L. oscillum და graphō "რხევა" და "ვწერ"

ოსცილოგრაფი (ოსცილოსკოპი) არის ელექტრული ხელსაწყო, რომლის


საშუალებითაც აკვირდებიან და იწერენ ელექტრულ პროცესებს; იყენებენ ტექნიკაში,
ფიზიკაში, მედიცინაში და სხვა მრავალ დარგში.

3
დღეისათვის სულ მეტად პოპულარობით სარგებლოს ციფრული ოსცილოგრაფი

You might also like