You are on page 1of 37

ლექცია 5

ადამიანურ–კომპიუტერული ინტერფეისის
ძირითადი ასპექტები. ინტერფეისის
ერგონომიული მოთხოვნები. ადამიანური
ფაქტორი, ადამიანური გამოცდილება.
საკითხები

ადამიანურ–კომპიუტერული ინტერფეისის ძირითადი


ასპექტები:
• ამოცანების სფერო, კომპიუტერის სფერო, ინტერფეისის
სფეროები, შემავალი ნაკადი, გამომავალი ნაკადი და
უკუკავშირი
ინტერფეისის ერგონომიული მოთხოვნები
• ერგონომიული მოთხოვნები ფიზიკური მანიპულატორების
მიმართ, ერგონომიული მოთხოვნები პროგრამული
ინტერფეისის მიმართ
ადამიანური ფაქტორი, ადამიანური გამოცდილება
2.3. ინტერფეისის ასპექტები - თვალსაზრისი, შეხედულება

• ხარისხიანი ადამიანურ-კომპიუტერული ინტერფეისის შექმნა, რომელიც


შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანსა და კომპიუტერს შორის კავშირის წერტილად ,
წარმოადგენს ადამიანურ-კომპიუტერული ურთიერთქმედების შესწავლის
საბოლოო მიზანს.
• ინფორმაციის გაცვლა ადამიანსა და კომპიუტერს შორის შეგვიძლია
განვსაზღვროთ როგორც ურთიერთქმედების კვანძი. ეს ურთიერთქმედების
კვანძი მოიცავს რამდენიმე ასპექტს:
- ამოცანების სფერო - პირობები და მიზნები, ორიენტირებული
მომხმარებელზე
- მანქანის სფერო - სფერო, რომელთანაც ურთიერთობს კომპიუტერი
(მაგალითად, სტუდენტის ნოუთბუქი კოლეჯის საერთო საცხოვრებელში)
- ინტერფეისის სფერო - არა კვეთადი სფეროები, რომლებიც ეხება ადამიანის
და კომპიუტერის პროცესებს, რომლებიც არ მიეკუთვნება ურთიერთქმედების
სფეროს
- შემავალი ნაკადი - ინფორმაციის ნაკადი, რომელიც იწყება ამოცანების
სფეროში, როდესაც მომხმარებელს გააჩნია რამდენიმე ამოცანა, რომლებიც
მოითხოვს კომპიუტერის გამოყენებას
- გამომავალი ნაკადი - ინფორმაციის ნაკადი, რომელიც წარმოიშვება
მანქანაში
- უკუკავშირი - ურთიერთქმედების კვანძები, რომელიც გადის ინტერფეისში,
ფასდება, მოდელირდება და მტკიცდება, ვინაიდან ისინი გადიან ადამიანიდან
ინტერფეისის გავლით კომპიუტერში და პირიქით.
2.4. ერგონომიული მოთხოვნები ინტერფეისის მიმართებით

ერგონომიული მოთხოვნები მართვის ფიზიკური მანიპულატორების


მიმართებით
• მოთხოვნები განისაზღვრება ერგონომიაზე სახელმწიფო სტანდარტების
მიხედვით. განისაზღვრება შრომის უსაფრთხოების სტანდარტების სისტემა,
სამრეწველო მოწყობილობები და საერთო ერგონომიული მოთხოვნები
(Occupational safety standards system. Industrial equipment. General ergonomic
requirements).
• ამ მოთხოვნების შესაბამისად მართვის ორგანოების კონსტრუქცია უნდა
ითვალისწინებდეს:
- მართვის განხორციელებისას მოძრაობის საჭირო სისწრაფეს და სიზუსტეს,
აგრეთვე მართვის ორგანოს გამოყენების სიხშირეს;
- დასაშვებ დინამიურ და სტატიკურ დატვირთვას ადამიანის მამოძრავებელ
აპარატზე;
- ადამიანის მამოძრავებელი აპარატის ანტროპოლოგიური მახასიათებლები ;
- მართვის ორგანოების სწრაფი ამოცნობის აუცილებლობა, მართვისათვის
საჭირო ჩვევების ფორმირება და განმტკიცება.
• მართვის ორგანოების კონსტრუირების და მათი სამუშაო ადგილის ძირითად
სივრცეში განთავსებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ადამიანის
მამოძრავებელი აპარატის შემდეგი ფიზიოლოგიური თავისებურებები:
- ხელის მოძრაობის სიჩქარე უფრო მეტია „შენსკენ“ მიმართულებით,
ვიდრე „შენიდან“ მიმართულებით;
- მარჯვენა ხელის მოძრაობის სიჩქარე უფრო მაღალია მარჯვნიდან-
მარცხნივ, ხოლო მარცხენა ხელისა მარჯვნიდან-მარცხნივ;
- ხელის მბრუნავი მოძრაობის სწორხაზოვანი სიჩქარე მეტია ხელის
ქმედითი მოძრაობის სწორხაზოვან სიჩქარეზე;
- ხელის არამკვეთრი არასწორხაზოვანი მოძრაობის სიჩქარე უფრო მეტია ,
ვიდრე ხელის სწორხაზოვანი მოძრაობის სიჩქარე მიმართულების მკვეთრი
ცვლილებისას;
- ხელების მოძრაობის სიზუსტე მეტია, მჯდომარე მდგომარეობაში
მუშაობისას, ვიდრე მაშინ როდესაც ადამიანი ფეხზე მდგომი მუშაობს.
• იმ ძალისხმევის სიდიდის დადგენისას, რომელიც აუცილებელია
მმართველი მოქმედებების შესასრულებლად, გათვალისწინებული
უნდა იქნას
 თუ რის საშუალებით მოხდება მართვის ორგანოს ამოძრავება
(თითებით, ხელის მტევანი მხარის წინა ნაწილით, მთელი ხელით,
ფეხით და ა.შ.),
 აგრეთვე აუცილებელია გამოყენების სიხშირის და ზოგიერთ
შემთხვევებში მართვის ორგანოზე ხანგრძლივი უწყვეტი
ზემოქმედების გათვალისწინებაც,
 მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მართვითი ქმედებების
შესრულების სიჩქარე და მართვის პროცესში ადამიანის
მდგომარეობაც.

• მართვის ორგანოს დანიშნულების განსაზღვრისათვის გამოყენებულ


უნდა იქნას წარწერები და (ან) სიმბოლოები, რომლებიც უნდა იქნან
განლაგებული სამუშაო ადგილის კონსტრუქციის ელემენტებზე
მართვის ორგანოსთან უშუალო სიახლოვეში. მართვის ორგანოები
უნდა იყოს კოდირებული ფორმით, ფერით, ზომით ან განსხვავებული
ტიპის ანბანის კოდით, ან მათი კომბინაციებით.
• კომპიუტერებში მართვის ყველაზე გავრცელებული ორგანოა
კლავიატურა. მხედველობით ანალიზატორზე ინტენსიური
დატვირთვის დროს იგი უზრუნველყოფს ღილაკზე დაჭერის მომენტის
როგორც მხედველობით, ასევე სმენით და ტაქტილურ აღქმას.
ძირითადი ერგონომიული მოთხოვნები კლავიატურის მიმართ.

კლავიატურის კონსტრუქციაში გათვალისწინებულ უნდა იქნას:


 შესრულებულ უნდა იქნას როგორც გამოყოფილი მოწყობილობა, თავისუფლად
გადაადგილების შესაძლებლობით;
 მყარი მოწყობილობა, რომელსაც ექნება დახრის კუთხის ცვლილების საშუალება 5 ◦-დან 15◦ -
მდე;
 შუა რიგის კლავშების სიმაღლე არ უნდა იყოს 30მმ-ზე მეტი;
 ხშირად გამოყენებადი კლავიშები უნდა იყოს განლაგებული ცენტრში, ქვემოთ და მარჯვნივ,
ხოლო იშვიათად გამოყენებადი კლავიშები ზევით და მარცხნივ;
 ფუნქციონალური კლავიშების ჯგუფები გამოყოფილი უნდა იქნას ფერით, ფორმის ზომით და
განლაგებით;
 კლავიშის მინიმალური ზომაა -13 მმ, ოპტიმალური - 15 მმ;
 კლავიშები ცენტრში ჩაღრმავებებით და ბიჯით- 19± 1მმ;
 კლავიშებს შორის დაშორება არანაკლებ 3 მმ;
 ერთნაირი სვლა ყველა კლავიშისათვის მინიმალური 0,25 H და მაქსიმუმ 1,5 H დაჭერის
წინაღობით;
 კლავიატურის ჩართვის ხმოვანი სიგნალი, ხმოვანი სიგნალის რეგულირების და მისი
გამორთვის შესაძლებლობა;

ღილაკიან გადამრთველებში ინფორმაციის კოდირებისათვის ოპტიმალურია 2-დან 6-მდე


სხვადასხავა მახასიათებელი: ფორმა, ფერი, ზომა, ღილაკების განლაგება, ღილაკის
დაჭერის ხმის აღქმადობა, ვერტიკალური გადაადგილება.
• ახლა მასიურად ხდება ფიზიკური კლავიატურების გამოშვება სამი განსხვავებული
ტექნოლოგიით: ღილაკებიანი, ფირფიტული(მემბრანული) და რეზინის კლავიატურები.
• თითიეულ ტექნოლოგიას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.
• ღილაკებიანი კლავიატურა სრულიად აკმაყოფილებს ერგონომიულ და საექსპლუატაციო
მოთხოვნებს, მაგრამ მოითხოვს ღილაკების განლაგების კონსტრუქტორულ დამუშავებას
სპეციალიზებული კლავიატურის შექმნის და გადამრთველების გადაწყობისას.
• ფირფიტული კლავიატურა აკმაყოფილებს ყველა ერგონომიულ და საექსპლუატაციო
მოთხოვნას. მისი დადებითი მხარეებია:
 თხელია და ადვილად იწმინდება;
 დაცულია მტვერის, ტენიანობის და ცხიმიანობისაგან;
 ჰერმეტულია;
 გარეგნულად ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება;
 შესაძლებელია სხვადასხვა სახით კონსტრუირება და განსხვავებულ ფერში შესრულება ;
 აქვს დაბალი ფასი.
• მართვის პანელზე მართვის ორგანოების ფიზიკური განლაგებისას გათვალისწინებულ უნდა
იქნას ადამიანის მამოძრავებელი აპარატის ფიზიკური თავისებურებები, რომელიც
განსაზღვრავს მის ძალისხმევას, ხელების მოძრაობის სისწრაფეს და სიზუსტეს . მართვის
ორგანო უნდა იქნას ძირითად ველთან ახლოს, რომელიც განისაზღვრება შემოთავაზებული
ოპერატორების ანთროპომეტრული მახასიათებლების მაჩვენებლებით. 2.1 ცხრილში
მოყვანილია საერთო ერგონომიული მოთხოვნები მართვის ფიზიკურ ორგანოებთან .
რეზინომემბრანული (ან მემბრანული) კლავიატურები
Ножничная მაკრატელისებური კლავიატურა
კლავიატურა-პეპელა
რეზინის კლავიატურა
მექანიკური კლავიატურა
სენსორული კლავიატურა
პროექციული კლავიტურა
ცხრილი2.1. საერთო ერგონომიული მოთხოვნები მართვის ფიზიკურ ორგანოებთან
მიმართებით
მაჩვენებლის დასახელება მაჩვენებლის მნიშვნელობა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის
მიხედვით
ოპერაციული მოწყობილობის (ომ) მხედველობითი დაკვირვების
საზღვრების მიმართ მოთხოვნები
ვერტიკალურ სიბრტყეში ათვლა ოპერატორის ხედვის/მზერის ჰორიზონტალური ხაზიდან

ომ პანელის ქვედა კიდე არა უმეტეს 50გრადუსისა


ომ პანელის ზედა კიდე არა უმეტეს 50 გრადუსისა
ჰორიზონტალურ სიბრტყეში ათვლა ოპერატორის მზერის ჰორიზონტალური ხაზიდან

ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირად გამოყენებადი ომ არა უმეტეს ± 30 გრადუსისა


ნაკლებად მნიშვნელოვანი და ხშირად გამოყენებადი ომ არა უმეტეს ± 62 გრადუსისა
იშვიათად გამოყენებადი ომ არა უმეტეს ± 90 გრადუსისა
მოთხოვნები მოტორული ველის საზღვრების მიმართ
ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირად გამოყენებადი ომ უნდა იყოს განლაგებული წვდომის ოპტიმალურ ზონაში (335 მმ)

მეორეხარისხოვანი და პერიოდულად გამოყენებადი ომ უნდა იყოს განლაგებული მოტორული წვდომის ზონაში (550 მმ)

ავარიული ომ უნდა იყოს განლაგებული ადვილად წვდომად ზონაში (240 მმ)

მართვის ორგანოების განლაგების წესი


ომ დაჯგუფება აუცილებელია 10-ზე მეტი ღილაკიანი გადამრთველების გამოყენებისას

ომ ჯგუფების ურთიერთგანლაგება მათი გამოყენების თანმიმდევრობის შესაბამისად: მარცხნიდან-მარჯვნივ


და ზემოდან-ქვემით
ომ ურთიერთგანლაგება ხორცილდება ომ პრიორიტეტულობის შესაბამისად: ომ
პრიორიტეტულობა დგინდება პარამეტრების მიხედვოთ: გამოყენების
სიხშირე, პოზიციის დაყენების სიზუსტე და სიჩქარე, მანიპულირების
სიმარტივე, შეცდომის ან დაგვიანების გავლენა სისტემის საიმედოობაზე
და უსაფრთხოებაზე
ერგონომიული მოთხოვნების გრაფიკული მანიპულიატორების
მიმართ

• კომპიუტერების შემცველ ერგატულ სისტემებში მართვის ძირითად საშუალებას წარმოადგენს გრაფიკული


მანიპულატორი (გმ), რომლის დახმარებითაც ხდება მართვის ეკრანული ორგანოების მართვა . მანიპულატორები
ახორციელებენ ინფორმაციის უშუალო შეტანას მონიტორის ეკრანის ბრძანებაზე ან მონაცემების შეტანის ადგილზე
კურსორის მითითებით. მანიპულატორები, როგორც წესი , პორტს თანმიმდევრობით უკავშირდებიან . მართვის
გასამარტივებლად გამოიყენება კომპიუტერი . მანიპულატორებს მიეკუთვნება მაუსი, კლავიატურა, თრეკბოლი,
გრაფიკული პლანშეტი, მანათობელი კალამი, თაჩპედი , სენსორული ეკრანი , Roller Mouse, pointing stik, ჯოისტიკი
და სათამაშო მანიპულატორები.
მანიპულატორებს ყოფენ შემდეგ ტიპებად:
 პოზიციის შეფარდებითი /პირობითი მითითების საშუალებები: მაუსი, თრეკბოლი, თრეკპოინტი, თაჩპედი,
ჯოისტიკი, Roller Mouse;
 პოზიციის პირდაპირი მითითების საშუალებები: გრაფიკული პლანშეტი, შუქის კალამი, ანალოგური ჯოისტიკი ,
კლავიატურა;
 სათამაშო მანიპულატორები: ჯოისტიკები, გეიმპედები, კომპიუტერული საჭე, საცეკვაო პლატფორმა , Kinect-ის
სენსორი.
• ეს უკანასკნელი ხსნის მოწყობილობების ახალ კლასს - „კონტროლერები კონტროლერის გარეშე “. Kinect აძლევს
მომხმარებელს სათამაშო მოწყობილობის გარემოსთან ურთიერთქმედების საშუალებას შედეგობრივი
კონტროლერის გარეშე ზეპირი ბრძანებების, სხეულის პოზების , საჩვენებელი ობიექტების ან სურათების დახმარებით .
ესაა მცირე მოწყობილობა რომელშიც ჩამონტაჟებულია მაღალი დაშვების ორი კამერა , ისინი ასკენერებენ
სამგანზომილებიან სივრცეს ხმის ამოცნობის გადამცემებით. კამერები მოწყობილობას საშუალებას აძლევენ დაინახოს
სიღრმე, ანუ მოწყობილი არიან ადამიანის სტერეოსკოპიური მხედველობის მსგავსად , რის დახმარებითაც ვახდენთ
ჩვენ მოცულობის, ზომის, დაშორების შეფასებას. აგრეთვე ეს კამერები საკმაოდ ზუსტია იმისათვის , რომ განასხვაოს
ერთი ადამიანი მეორისაგან. მანიპულატორს წარმოადგენს თავად მოთამაშის სხეული .
• გრაფიკული მანიპულატორების მიმართ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს მანიპულატორის მაჩვენებლი
სწრაფი და ზუსტი გადაადგილება ეკრანის მოცემულ წერტილში (მითითების სიზუსტემ უნდა შეადგინოს 0,3 მმ , და
უნდა მიიღწეოდეს ერთი მცდელობით, ანუ ეკრანის მოცემულ წერტილზე ბიჯობრივი მიახლოვება არაა
სასურველი).
მანიპულატორები პოზიციის (გადაადგილების) შეფარდებითი
მითითებით

ტიპიური თანამედროვე თაგვი


• Оригинальная модель Kensington Expert Mouse, в которой в качестве трекбола
мог использоваться шар для пула
თრეკპოინტი კლავიშებს შორის
თაჩპადი ნოუთბიქზე თაჩპადი კლავიატურაზე
ჯოისტიკი
მანიპულატორები პირდაპირი მითითების საშუალებით

არაინტერაქტიული გრაფიკული ინტერაქტიული გრაფიკული


პლანშეტი პლანშეტი
შუქიანი კალამი (1969)
მუსიკალური კლავიატურა 1936 წელი
სათამაშო მანიპულატორები

ჯოისტიკი
კონტროლერი თრექბოლით ჯოისტიკი
გეიმპადი გეიმპადი
საჭე
Power Pad для
საცეკვაო პლატფორმა Nintendo Entertainment System
• ამჟამად სამრეწვლო პროექტირებაში მეტნაკლებად პოპულარულია
გრაფიკული მანიპულატორების სამი კლასი, რომლებიც შეიძლება
გამოყენებულ იქნას ერგოტექნიკულ კომპლექსებში მართვის
სისტემების შესაქმნელად: სენსორული, თრეკბოლი და ჯოისტიკი.
• გრაფიკული მანიპულატორი უნდა იყოს მართვისათვის
უნიფიცირებული ორგანიზაციის ნებისმიერ სისტემაში. სენსორული
გრაფიკული მანიპულატორები, რომლებიც იყენებენ თითს, მოითხოვნ
სიზუსტეს და ჩვეულებრივ პირობებში საკონტაქტო მოწყობილობის
სპეციალური ფორმების გათვალისწინების გარეშე არ შეუძლიათ
მითითების შესრულება.
• მექანიკურ მანიპულატორებთან რეკომენდირებული ერგონომიული
მოთხოვნები მოყვანილია ცხრილში 2.2
ცხრილი 2.2. მექანიკურ მანიპულატორებთან
რეკომენდირებული ერგონომიული მოთხოვნები

• ერგონომიული მოთხოვნები გრაფიკულ მანიპულატორთან


მიმართებით

მაჩვენებლის მნიშვნელობა
მაჩვენებლის დასახელება
ნორმატიულ-ტექნიკური
დოკუმენტაციის მიხედვით

დამიზნების სიზუსტე 0,3 მმ და მიიღწევა ერთი მცდელობით


ეფექტის იდენტურობა და
უნდა იქნას დაცული
მანიპულატორის გადაადგილების
მიმართულება
იდენტურია ანალოგიური
მანიპულატორის ფუნქციები
ამოცანებისთვის ყველა
ავტომატიზირებული სამუშაო
ადგილისთვის, ყველა სისტემის
ერგონომიული მოთხოვნები მართვის ეკრანულ ორგანოებთან

ძირითადი ეკრანული მართვის ორგანოებია:


• ეკრანული ღილაკი - ეკრანული გადამრთველი, რომელსაც აქვს ორი
მდგომარეობა ჩართვა-გამორთვა.
• კონტექსტური მენიუ - „ფანჯრის მენიუს“ ტიპის ეკრანული გადამრთველი.
• ტექსტური ველი - მონაცემთა ცხრილი, რომელიც შეიძლება აირჩეს
გრაფიკული მანიულატორით და შეიცვალოს ფიზიკური კლავიატურის
დახმარებით.
• გადახვევის ზოლი - სკალა ეკრანზე მერკერით, რომელიც იმართება
გრაფიკული მანიპულატორით.
• ტექსტური ფანჯარა - კლავიატურის დახმარებით ინფორმაციის შესატანი ველი.
• მისათითებელი მარკერი - სხვადასხვა სახის წერტილოვან - ხაზოვანი
მაჩვენებელი, რომელიც იმართება გრაფიკული მანიპულატორით .

ეკრანული მართვის ორგანოების უნიფიცირებას ექვემდებარება მართვის


ორგანოების ფორმები, მათი წარმოდგენა, ფერთა გამა, შრიფტები.
ეკრანული მართვის ორგანოების ყველა სხვა პარამეტრი უნიფიცირდება ერთი
სისტემის ავოტამიზებული სამუშაო ადგილის ფარგლებში.
2.5. ადამიანური ფაქტორი, ადამიანის გამოცდილება და მისი
როლი

• მოხმარებლის გამოცდილება, ურთიერთქმედების გამოცდილება (User eXperience, UX) - ეს


არის მომხმარებლის მიერ აღქმა და საპასუხო მოქმედებები, რომლებიც წარმოშივება
პროდუქციის, სისტემის და მომსახურების გამოყენების ან მომავალი გამოყენების შედეგად
• მომხმარებლის გამოცდილება მოიცავს ყველა ემოციას, დარწმუნებულობას,
უპირატესობეს, შეგრძნებებს, მომხრაბელის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რექაციას,
მოქმედებებს და მიღწევებს, რომლებიც წარმოიშვება სისტემის გამოყენებამდე,
გამოყენების დროს და გამოყენების შემდგომ. მოხმარებლის გამოცდილება მოიცავს
თავის თავში სავაჭრო ნიშნის სახეს, წარმოდგენის ხერს, სისტემის
ფუნქციონალურობასა და მწარმოებლურობას, ინტერაქტიულ ქცევას და
ინტერაქტიული სისტემის დამხმარე შესაძლებლობებს, მოხმარებლის ფიზიკურ და
ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც არის შედეგი წინა გამცდილების, ჩვევების,
უნარებისა და ინდივიდუალურობის.
• მოცემული ტერმინი ფართოდ გამოიყენება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში იმ
სუბიექტური დამოკიდებულების ასახვისათვის, რომელიც წარმოეშვება მოხმარებელს
როგორც ინფორმაციული სისტემის მთლიანობაში, ასევე მისი ცალკეული ნაწილის
(ვებ-საიტი, დანართი) გამოყენების დროს. მომხმარებლის გამოცდილება მათ შორის
დაკავშირებულია ისეთ ცნებასთან, როგორიც არის იუზაბილიტი, რომელიც გამოიყენება
დანართების სამოხმარებლო ინტერფეისების დამუშავებისა და ანალიზის დროს.

You might also like