You are on page 1of 5

N 7813/06

7813-06-2-202312071550 07/12/2023

ამხანაგობა „ბემონი-იეოს“ თავმჯდომარეებს

ბატონ გიორგი მირცხულავას

ბატონ ფურქან აშიქს

ბატონებო,

განვიხილეთ თქვენი #BMN/YEO-GSE-29112023-00234 წერილით წარმოდგენილ 500 კვ. ქვ.


„იდლიანის“ წინა საპროექტო დოკუმენტაცია და გაცნობებთ, რომ დოკუმენტაციასთან
დაკავშირებით გვაქვს შემდეგი შენიშვნები და მოსაზრებები: კერძოდ;

- ჩვენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით დოკუმენტაცია მოწოდებული უნდა


იქნეს ქართულ და ინგლისურ ენებზე. თქვენს შემთხვევაში ნახაზებზე ტექსტი და წარწერები
მოცემულია ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენებზე

- წარმოდგენილ 267 მვა ავტოტრანსფორმატორის ტექნიკურ სპეციფიკაციაში რპნ-ის


მახასიათებლები- მე-17, 18, 19 პუნქტები განსხვავდება ადრე წარმოდგენილისაგან. რპნ-ის
საფეხურების რაოდენობა იყო 27 ახლა წარმოდგენილია 17 საფეხურზე, შესაბამისად
შეცვლილია ბიჯის ძაბვა. ამ საკითხზე საჭიროა თქვენი დასაბუთებული განმარტება და
ცვლილების მიზეზები

- წინასაპროექტო დოკუმენტაციაში განხილული არ არის ელექტროენერგიის აღრიცხვის,


რელეური დაცვისა და ავტომატიკის საკითხები

- ამ ეტაპზე არ განვიხილავთ ქვესადგურის ცალხაზოვანი სქემით წარმოდგენილ 35 კვ. მხარეს,


რადგანაც თქვენი ინფორმაციით მომწოდებლებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები

-ხელშეკრულების ტექნიკური დავალების F პუნქტის მიხედვით ხანძარქრობის მხრივ


გათვალისწინებული უნდა იქნეს საერთაშორისო ელექტროტექნიკური სტანდარტები
ხანძარქრობის საშუალებებისთვის, ხანძრის აღმოჩენის და შეტყობინებებისთვის.

ა. პროექტში 500 კვ-ან ცალფაზა ავტოტრანსფორმატორზე და რეაქტორებზე არ არის


გათვალისწინებული ხანძრის ჩაქრობის და გაგრილების ავტომატური სისტემები. ეს არის
მთლიანი პროექტის სტანდარტიდან გამომდინარე, რომელიც არ საჭიროებს ამ
სისტემების მონტაჟს? ასეთ შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ სტანდარტის
დასახელება. (საქმე ისაა, რომ ნორმა, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ (ПУЭ) პირობად
გვიდებს ნორმას, სადაც მითითებულია, რომ 500 კვ და მეტი ტრანსფორმატორებზე,
მიუხედავად მისი სიმძლავრისა, აუცილებელია ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემების
დამონტაჟება);
ბ. წყალმომარაგების სისტემები, რომელიც წარმოდგენილია ქვესადგურის ტერიტორიის
პერიმეტრზე დამონტაჟებული წყალგამტარის წრიული სისტემაზე სახანძრო
ჰიდრანტების გარკვეული რაოდენობის განლაგებით, რომელი ნორმით არის
შემუშავებული და ითვალისწინებს თუ არა საჭირო წნევის ქვეშ უწყვეტ წყალმომარაგებას
თუ გულისხმობს „მშრალ სისტემას“, რომელიც შეივსება რეზერვუარებიდან ტუმბოების
საშუალებით? წყალმომარაგების სისტემა გამორიცხავს თუ არა მასში არსებული წლის (ან
დარჩენილი წყლის) გაყინვას?
გ. გენერალურ გეგმაზე აღნიშნულია ზეთ მიმღებები და შეთ შემკრები ავზები. მათი სქემები
და ანგარიშები არ არის წარმოდგენილი
დ. როგორი იქნება წყალმომარაგების სისტემის მოვლის პირობები?
ე. საგანგაშო შეტყობინების სასიგნალო სისტემა (დეტექტორები, მაუწყებლები და ა. შ.),
რომელიც მოცემულია პროექტში, რა ტიპის სისტემებს გულისხმობს? (სამისამართო,
ხელის, ავტომატური, მანათობელი და ა.შ.). ჩვენთვის მისაღებია სამისამართო სისტემა, ანუ
ინფორმაცია უნდა გადიოდეს მართვის პანელზე კონკრეტული სათავსოდან და შემდეგ ხდება
რეაგირება (საჭიროების შემთხვევაში სისტემის ამუშავება). ეს სისტემა ითვალისწინებს
კომბინირებული სახის დეტექტორებს (კვამლი, ტემპერატურა, ალი), ხელით მაუწყებლობის
ღილაკებს და ხმოვან სიგნალებს.
ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან გამომდინარე გვაქვს შემდეგი მოთხოვნები:
1. პროექტში წარმოდგენილი უნდა იქნას ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები
თანდართული განმარტებითი ბარათებით, გამოყენებული სტანდარტებით და
განთავსების შესაბამისი ანგარიშებით;
2. განმარტებითი ბართი უნდა აღწერდეს: სტანდარტთან შესაბამისობას, ექსპლუატაციისას
კონკრეტული სისტემის მოქმედების პრინციპებს, დაპროექტებული სისტემების
თავსებადობას სტანდარტის მიხედვით. მაგ, თუ რომელიმე სისტემა შემუშავებულია ერთი
სტანდარდით, ხოლო მეორე სხვა სტანდარტით, აუცილებელია, რომ ისინი არ მოდიოდნენ
ერთმანეთთან წინააღმდეგობაში;
3. ქვესადგურის შენობებში (სართულები, ტექნიკური სართულები ან სარდაფები), დახურულ
და ღია გამანაწილებლებზე, ასევე სასაწყობო ან დამხმარე სათავსოებში დაპროექტებული
უნდა იყოს ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების განთავსება (იგულისხმება
ხელით გადასატანი და გასაგორებელი ცეცხლმაქრების, შიდა და გარე სახანძრო
სტენდების მოწყობა საჭირო კომპლექტაციით და ა.შ, რაც აუცილებელია ხანძრის კერის
ლოკალიზაციისთვის ან ლიკვიდაციისთვის)
4. აუცილებელია საევაკუაციო გზების და გასასვლელების მანათობელი ნიშნების
დაპროექტება და დამონტაჟება

- ქვესადგურის გეგმაზე ნაჩვენებია ორი ზეთმიმღები რეზერვუარი რეაქტორების და


ავტოტრანსფორმატორების მიმდებარედ. დასაზუსტებელია აღნიშნული ზეთმიმღები
რეზერვუარებიდან რომელიმე გამოყენებული იქნება ტრანსფორმატორებისთვისაც თუ
დასამატებელია მესამე ზეთმიმღები რეზერვუარი. წარმოსადგენია ზეთმიმღები რეზერვუარების
ანგარიშები, რადგან მათი მოცულობებიდან გამომდინარე რამდენად შესაბამისობაშია
ავტოტრანსფორმატორების, ტრანსფორმატორების და რეაქტორების ზეთის მოცულობებთან და
ხანძრის შემთხვევაში გამოყენებული წყლის მოცულობასთან;
- ნახაზებზე ნაჩვენებია ავტოტრანსფორმატორების 500 კვ და 110 კვ ძაბვის შეერთების
სქემები, მაგრამ 10 კვ ძაბვის შეერთების სქემა არ არის ნაჩვენები.
- არ არის წარმოდგენილი ქვესადგურის მეხდაცვის ანგარიშები;
- არ არის წარმოდგენილი დამიწების კონტურის ანგარიშები;

-მოწოდებული ინფორმაცია არ არის საკმარისი SCADA-ს, SMCS-ის, ICON-ის, CCTV-ის და


სხვა IT-ის ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაფასებლად
ტექნიკური მოთხოვნის C2.1, C2.2 და C2.3 პუნქტების შესაბამისად:
 არ ჩანს ადგილობრივი მართვის სისტემის დეტალური მონახაზი. არ არის
რეზერვირება გათვალისწინებული.
 არ ჩანს ცენტრალურ SCADA სისტემაში ინფორმაციის გადმოცემის სქემა,
შესაბამისი მოწყობილობები.
 ასევე არაა განხილული რა ტიპის ქსელი ეწყობა, დასაზუსტებელია
დეტალური ქსელის ტოპოლოგია.
 არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია მართვის სისტემის პროგრამული
უზრუნველყოფის შესახებ.
 არ ჩანს მართვის სისტემის სიმულატორის კომპიუტერის/სისტემა.
წარმოდგენილი ინფორმაცია არის ზოგადი, და საჭიროებს დეტალურ დაზუსტებას.

ქვესადგურის OT ქსელი უნდა აღიჭურვოს მსგავსი მახასიათებლების ქსელური


მოწყობილობებით:
 SCADA L3 Ethernet switch and NG Firewall-2ps (Define models during the project
and agree with GSE) C9300L-24T-4X-A (უნდა მოყვებოდეს მინიმუმ 715W AC
დუბლირებული კვების მოდული; შესაბამისი მაღალმდგრადობის (stack)
მოდული და სადენი)
 Substation L2 Ethernet the number and types of switches will be
determined during the course of the project and agreed with the GSE: SDN Switches
SEL-2740S P/N:2740S#M679

-არ არის წარმოდგენილი საკომუტაციო სისტემების, მართვის, დაცვების, ავტომატიკის
ჰარმონიზება ქ/ს ჯვართან და ქ/ს „ცენტრალნაიასთან“
-CCTV სისტემის ფასთა ცხრილში შემოთავაზებული კამერები არის ძველი თაობის.
სქემაში გათვალისწინებულია კოაქსიალური კაბელები, რაც საერთოდ არ გვჭირდება.
კამერები უნდა იყოს TCP/IP პროტოკოლებით და არა ანალოგური. არ არის
გათვალისწინებული დისპეტჩერების მიერ კამერების კონტროლი ცენტრალიზებულად,
უნდა იყოს Milestone-ის გამოყენებით. აქედან გამომდინარე ჩამწერი მოწყობილობაც
არის ანალოგური NVR.
სქემაზე მოცემული კამერები დამონტაჟებულია ისე, რომ განკუთვნილია შენობის
გარე პერიმეტრის საკონტროლოდ. CCTV სისტემა კი ითვალისწინებს ქ/ს-ის პირველადი
საკომუტაციო მოწყობილობების კონტროლს (გამთიშველი, დამიწება და ა.შ.).
მოწოდებული ინფორმაცია საერთოდ აცდენილია ტექნიკურ დავალებას და
შესაბამისად არ აკმაყოფილებს პროექტით მოთხოვნილ CCTV სისტემის კონცეფციას.

-არ არის წარმოდგენილი ქ/ს იდლიანი-500-ში და დაშვების სისტემის მოწყობა და


ცენტრალურ დაშვების სისტემასთან ინტეგრირება
-ქვესადგურის IT ქსელი უნდა აღიჭურვოს მსგავსი მახასიათებლების ქსელური
მოწყობილობებით:
 IT Router -2pс (Define model during the project and agree with GSE) Juniper
Router/Firewall SRX300
 IT L2 Ethernet switch -2pс (Define model during the project and agree with GSE)
Juniper Switch EX2300

-ქ/ს იდლიანი-500-ის პერსონალისთვის IT ქსელში სამუშაო ადგილების მოწყობა


(კომპიუტერი, მონიტორები, პრინტერი, ტელეფონი) არ აკმაყოფილებს ტექ. პირობით
მოთხოვნილ პარამეტრებს. გათვალისწინებული უნდა იქნას IP ტელეფონის აპარატი
UNIFY SIP CP 110

-ქ/ს იდლიანი-500-ის პერსონალისთვის სატელეფონო სისტემის მოწყობა-


წარმოდგენილი ანალოგური ტელეფონები არ აკმაყოფილებს პროექტის მოთხოვნებს.
წარმოდგენილი უნდა იქნას IP ტელეფონის აპარატი UNIFY SIP CP 110
-არ არის წარმოდგენილი ICON -ის ქსელის გაფართოვება და ტელე დაცვების მოწყობა.
უნდა გაეწყოს SEL ICON მულტიპლექსორის კომპლექტი.

-არ არის წარმოდგენილი საჭიროების შემთხვევაში ასა-ს და სინქროფაზორების ქსელის


მოწყობა. PMU-ს კომუნიკაციისთვის წარმოდგენილი უნდა იქნას SEL-2741 ქსელური
კომუტატორი.
-მოწოდებულ მასალებში არ არის SCADA-ს და სარელეო დაცვის ინჟინრებისთვის მინიმუმ
სამი ძლიერი საინჟინრო ლეპტოპის მოწოდება (ლიცენზიებით და კონფიგურაციისთვის
საჭირო პროგრამების გათვალისწინებით). ICON-ის ქსელში სამუშაოებისთვის საინჟინრო
ლეპტოპი მინიმუმ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მოთხოვნებს: XPS 17 Laptop,
Specs Customize, Processor13th Gen Intel® Core™ i9-13900H, OS Windows 11 Home, Graphics
NVIDIA® GeForce RTX™ 4070, Memory 32 GB DDR5, Storage 1 TB SSD, Display 17.0-in. touch
display Ultra HD+ (3840X2400)
- არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია OPGW გვარლის და ოპტიკური კაბელების
პარამეტრების შესახებ და ასევე არ არის გათვალისწინებული SMCS-ის, ССTV-ის, ICON-ის
და OPGW-სთვის მარაგ ნაწილები
- წარმოდგენილი ქვესადგურის გენგეგმა მოწყობილობების განლაგებით ჩვენთვის
მისაღებია ერთი დათქმით, რომ 500 კვ ძაბვის სარეზერვო უჯრედის და ამ
უჯრედისთვის გამოყოფილი პორტალის განლაგებიდან გამომდინარე მასზე
შეუძლებელი იქნება ეგხ-ს საჰაერო შესვლა( რაც სს „სსე-ს“ თვის მიუღებელია)
- ყველა 110 კვ ძაბვის მინაერთისთვის მოეწყოს სახაზო პორტალები ისეთი განლაგებით,
რომ მაქსიმალურად მოხდეს მათზე ეგხ-ების საჰაერო შეყვანა ან მოეწყოს კაბელ არხები,
რომლებშიც დაპროერქტდება საკაბელო ეგხ-ები.
-შენობა-ნაგებობების, ზეთ მიმღები და წყლის რეზერვუარების, მოწყობილობების, პორტალების
საძირკვლების და საყრდენი კედლების კონსტრუქციების შეთანხმება ამ ეტაპზე ჩვენი
შენიშვნებით შესწორებული საინჟინრო-გეოლოგიური, გლაცეოლოგიური, ჰიდროლოგიური
კვლევების ანგარიშის, სეისმურობის და კლიმატური პირობების გარეშე შეუძლებელია
- ქვესადგურის ტერიტორიის სადრენაჟე სისტემის პროექტირებისას გთხოვთ
გაითვალისწინოთ თქვენს მიერ მოწოდებული ტექნიკური ანგარიშის პუნქტში
მოხსენიებული მთის ფერდში გამდინარე მაცირკულირებელი წყლის არსებობა და
ხილული ორი პატარა ნაკადი, რომლებმაც ნალექის დროს შეიძლება კრიტიკული
საფრთხე შეუქმნან ქვესადგურის სადრენაჟე სისტემას და გამოიწვიოს ქვესადგურის
დატბორვა. ქვესადგურის დატბორვის თავიდან აცილების მიზნით ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ
ნაკადებისთვის უნდა მოეწყოს დამოუკიდებელი სადრენაჟე სისტემა, რომელიც
ქვესადგურის გვერდის ავლით უზრუნველყოფს წყლის გაზრდილი ნაკადის გატარებას.

პატივისცემით,

ლაშა ხმიადაშვილი

გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი - მ.შ.

You might also like