You are on page 1of 8

ლაბორატორიული სამუშაო #1

PC -ის COM პორტის მართვა

სამუშაოს მიზანი:

PC -ის SCADA ლაბორატორიულ სტენდთან კავშირის განხორციელება

აკადემიური საათების რაოდენობა- 1

ამოცანები:
 PC -ში ვირტუალური COM პორტის ინსტალირება და მართვა;
 SCADA ლაბორატორიული სტენდიდან მონაცემების მიღება.

აპარატურულ-პროგრამული საშუალებები:
 SCADA - ლაბორატორიული სტენდი;
 პროგრამული გარსი LPConfig.
 პროგრამული გარსი SCADA-Connect;

მეთოდური მითითებები:
 ვირტუალური COM პორტის რაობა

PC-სა და SCADA ლაბორატოირულ სტენდს შორის კომუნიკაცია ხორციელდება COM


პორტის საშუალებით. ფიზიკური COM პორტის არარსებობის შემთხვევაში ვიყენებთ
ვირტუალურ პორტს სპეციალური დრაივერის გამოყენებით.

 ვირტუალური COM-პორტის ინსტალირება Windows-ის ოპერაციული


სისტემისთვის
ლაბორატორიულ სტენდის მოწყობილობა PD10 გამოიყენება USB—RS485 ინტერფეისის
კონვერტირებისთვის. იყენებს FTDIBUS და FTDIPORT დრაივერებს. ეს პროგრამა
სისტემაში ქმნის უნივერსალური მიმდევრობითი სალტის მოწყობილობას - PD10 ტიპის
USB/RS485 კონვერტორს, დაკავშირებულს ვირტუალურ COM- პორტთან.

PD10-ის USB პორტთან პირველი მიერთების შემდეგ ოპერაციული სისტემა აღმოაჩენს


ახალ მოწყობილობას (ნახ.1) და დრაივერების საქაღალდის (USBDrv_v113) მითითებით
დააყენებს მათ.

1
ნახ. 1ახალი მოწყობილობის აღმოჩენის შეტყობინება

ამ მოწყობილობის დაყენების შემდეგ სისტემა იძლევა ინფორმაციას ახალი მოწყობილობის


დაყენების შესახებ (ნახ.2). მოწყობილობების დისპეჩერში გაჩნდება ახალი მოწყობილობა:
ვირტუალური პორტი სახელწოდებით: USB—RS485 of P10 type (Com#) და USB—RS485
ინტერფეისის კონვერტორი - Converter USB-RS485 of PD10 type (ნახ.3).

ნახ. 2 ახალი მოწყობილობების ინსტალირების შეტყობინება

ნახ. 3 Device Manager-ში ასახული COM პორტი

2
ნახ. 3-ის შემთხვევაში პორტის ნომერია 3.

ამის შემდეგ შესაძლებელი ხდება მოცემული USB პორტის გავლით სამრეწველო


მოწყობილობებთან განხორციელდეს კავშირი.

 PC -ის COM პორტის მახასიათებლები:


 მონაცემთა გაცვლის სიჩქარე-ბიტი წამში, აირჩევა სტანდარტული
მნიშვნელობებიდან (1200, 2400, 4800, 9600, 19200, 57600).
 მონაცემთა ბიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 4-დან 8-მდე.
 ლუწობის კონტროლის პარიტეტი შეიძლება იყოს: „ლუწი“ („even”), როცა
მიღებულ მონაცემებში ბიტების ერთიანების რაოდენობა ლუწობის ბიტის
ჩათვლით არის ლუწი; კენტი („odd”), როცა ერთიანების რაოდენობა მიღებულ
მონაცემებში ლუწობის ბიტის ჩათვლით არის კენტი ან საერთოდ არ არის.
 სტოპბიტის სიგრძე შეიძლება იყოს 1, 1.5 ან 2.

ნახ. 4 COM პორტის მახასიათებლები

 PC -ის COM პორტის მართვა სტანდარტული პროგრამით;

LPConfig პროგრამის დახმარებით მოწყობილობებთან კავშირის განხორციელებამდე უნდა


მოხდეს COM პორტის მახასიათებლების მითითება. იგივე მახასიათებლები უნდა იყოს
განსაზღვრული მოწყობილობებისთვის. მოწყობილობებს აქვთ ქარხნული

3
მახასიათებლები, რომელთა შეცვლა შეიძლება მოწყობილობის პანელზე მენიუს
(არსებობის შემთხვევაში) დახმარებით ან პროგრამით.

ლაბორატორიული სტენდში გამოყენებული მოწყობილობების მახასიათებლებია:

 მონაცემთა გადაცემის სიჩქარე (Board Rate)-9600 ბიტი/წმ;


 ლუწობის კონტროლის პარიტეტი-n;
 გადაცემული მონაცემის ბიტების რაოდენობა-8;
 სტოპბიტების რაოდენობა-2.

ლაბორატორიული სტენდის ერთერთ მოწყობილობასთან, მაგალითად, P30U–თან


კავშირის განხორციელებისთვის COM პორტის მახასიათებლების განსაზღვრა უნდა
მოხდეს ნახ.5-ის მიხედვით

ნახ. 5 LPConfig -კავშირის მახასიათებლები

პორტის ველში უნდა მიეთითოს ის ვირტუალური პორტი, რომელიც დაყენდა PD10-ის


ინსტალირების დროს (პორტის ნომრის ნახვა შესაძლებელია Device Manager-ში).

P30U მოწყობილობის მისამართად ეთითება 2. პორტის მახასიათებლების განსაზღვრის


შემდეგ მენიუს დახმარებით უნდა მოხდეს ამ მოწყობილობის არჩევა (ნახ. 6)

4
თუ კავშირის მახასიათებლები სწორად იქნება მითითებული, მოხდება
მოწყობილობიდან მონაცემების წაკითხვა და ფანჯარაში აისახება ამ მოწყობილობის
მონაცემები.

ნახ. 8 LPConfig -ერთერთ მოწყობილობასთან (P30U) კავშირის განხორციელება

PD10 კონვერტორზე ყვითელი ინდიკატორი-TxD ასახავს მონაცემების გადაცემას


კომპიუტერიდან, ხოლო მწვანე ინდიკატორი-RxD ასახავს გამზომი მოწყობილობიდან
მონაცემების მიღებას. მონაცემების განახლების ღილაკის (Refresh) გამოყენებით PD10
კონვერტორის ინდიკატორები აციმციმდება, რაც მაუწყებელია ინფორმაციის
მოწყობილობაში გადაცემისა და პასუხად მოწყობილობიდან ინფორმაციის მიღებისა.

ნახ. 9. LPConfig მოწყობილობიდან წაკითხული მონაცემები

5
შედეგად, ფანჯარაში აისახება მოწყობილობისთვის განსაზღვრული კავშირის
მახასიათებლები, ამავე ფანჯარაში Apply ღილაკით შესაძლებელია ამ მონაცემების
შეცვლა.

ნახ.10-ზე მოცემულია მოწყობილობის მიერ გაზომილი და მის დისპლეიზე ასახული


მონაცემები, მაგ. გარემოს ტემპერატურა.

ნახ. 10. LPConfig მოწყობილობიდან წაკითხული მონაცემები

თუ კონფიგურირების დროს ველში Port არ არის მითითებული ის პორტი, რომლითაც


შესაძლებელია განხორციელდეს კავშირი, გამოდის შეცდომის შემდეგი შეტყობინება
(ნახ. 11).

ნახ. 11. LPConfig -არარსებული პორტის შეცდომა

თუ არასწორად იქნა მითითებული მოწყობილობის მისამართი, მონაცემთა გადაცემის სიჩქარე,


რეჟიმი, მოწყობილობასთან კავშირი ვერ განხორციელდება და გამოვა შეტყობინება (ნახ. 12)

6
ნახ. 12. LPConfig -მოწყობილობასთან კავშირი ვერ განხორციელდა;

 ლაბორატორიული სტენდის მოწყობილობასთან კავშირის განხორციელება


პროგრამული გარსით- SCADA-Connect.

პროგრამული გარსით - SCADA-Connect ლაბორატორიულ სტენდთან კომუნიკაციისთვის


პირველ რიგში უნდა მოხდეს პორტის მახასიათებლების განსაზღვრა. იმისათვის რომ PC-
ის დახმარებით შესაძლებელი იყოს სტენდის მოწყობილობებთან მუშაობა, აუცილებელია
პორტის გახსნა, მუშაობის დამთავრების შემდეგ კი - პორტის დახურვა. თუ
მახასიათებლები კორექტულად იქნება განსაზღვრული, პორტი გაიხსნება, წინააღმდეგ
შემთხვევაში გამოვა შეცდომის ფანჯარა. პორტის გახსნის შემდეგ შესაძლებელია
მოწყობილობიდან მონაცემის მიღება მონაცემების მიღების მოთხოვნის ღილაკით.
მუშაობის დამთავრების შემდეგ საჭიროა პორტის დახურვა (ნახ. 13).

მონაცემების
მიღების
მოთხოვნა

ნახ. 13 სტენდთან კომუნიკაციის პროგრამა - SCADA-Connect

7
სამუშაოს შესრულების მიმდევრობა:
 დააინსტალირეთ ვირტუალურო პორტი;
 გაეცანით PC -ის COM პორტის მახასიათებლებს;
 LPConfig პროგრამის დახმარებით შეასრულეთ COM პორტის და P30U
მოწყობილლობის კომუნიკაციის პარამეტრების კონფიგურირება;
 LPConfig პროგრამის დახმარებით დაუკავშირდით P30U მოწყობილობას;
 SCADA-Connect პროგრამული გარსით შეასრულეთ COM პორტის კონფიგურირება,
გახსენით COM პორტი;
 ლაბორატორიული სტენდის მოწყობილობიდან - P30U შეასრულეთ მონაცემების
მიღება
 SCADA-Connect პროგრამული გარსით დახურეთ COM პორტი;

ლაბორატორიული სამუშაო #1

PC -ის COM პორტის მართვა

ანგარიში

მითითება: დავალების თითოეული პუნქტის შესაბამისი ანგარიში უნდა შეიცავდეს


შესრულებული სამუშაოს ანალიზს, გაზომვის შედეგებს, გამოყენებული პროგრამის შესაბამისი
ფანჯრების გამოსახულებებს.

You might also like