You are on page 1of 2

ლაბორატორიული სამუშაო №12

12.1 სააღრიცხვო ჩანაწერებთან მუშაობა


მომხმარებელი ყოველთვის მუშაობს რომელიმე სააღრიცხვო ჩანაწერში. თუ მას არა აქვს
შექმნილი საკუთარი სააღრიცხვო ჩანაწერი, იგი მუშაობს საერთო სააღრიცხვო ჩანაწერში,
რომელიც იქმნება ავტომატურად, ოპერაციული სისტემის დაინსტალირების დროს.
მიმდინარე სააღრიცხვო ჩანაწერის სახელის დანახვა ყოველთვისაა შესაძლებელი.
ამისათვის უნდა გავხსნათ მენიუ Start.
თუ ჩვენ არ გვინდა, რომ სხვა მომხმარებლებმა ხელი შეგვიშალონ მუშაობაში, თითოეული
მათგანისათვის უნდა შევქმნათ ცალკე სააღრიცხვო ჩანაწერი. შესაძლებელია საკუთარი
სააღრიცხვო ჩანაწერის პაროლით დაცვა.
როდესაც კომპიუტერში შექმნილია ორი ან მეტი სააღრიცხვო ჩანაწერი, ოპერაციული
სისტემის ჩატვირთვისას ეკრანზე გამოჩნდება კომპიუტერში არსებული ყველა სააღრიცხვო
ჩანაწერის პიქტოგრამა (სურ. 12.1):

სურ. 12.1
თითოეული სააღრიცხვო ჩანაწერი წარმოადგენს დამოუკიდებელი კომპიუტერის მოდელს.
მას გააჩნია დამოუკიდებელი სამუშაო მაგიდა, რეჟიმები და პირადი კატალოგები - My
Documents, My Pictures, My Videos, Downloads და ა.შ.
თითოეულ მომხმარებელს შეუძლია რეჟიმების საკუთარი შეხედულების მიხედვით
დაყენება. თუმცა ისინი იმოქმედებენ მხოლოდ მიმდინარე სააღრიცხვო ჩანაწერისათვის, ანუ
მიმდინარე სამუშაო მაგიდისათვის, მენიუ Start-ისთვის და საკუთარი სტანდარტული
კატალოგებისათვის.
კომპიუტერში დაინსტალირებული პროგრამები ყველა მომხმარებლისათვის მიღწევადია.
რამდენიმე სააღრიცხვო ჩანაწერის არსებობა არ განაპირობებს თითოეული მათგანისთვის
პროგრამების ცალ-ცალკე დაინსტალირების აუცილებლობას. ნებისმიერი მომხმარებელი All
Programs მენიუს გახსნისას დაინახავს ერთი და იგივე პროგრამების ჩამონათვალს.
როდესაც მომხმარებელი ასრულებს კომპიუტერთან მუშაობის სეანსს, ნებისმიერ სხვა
მომხმარებელს შეუძლია ოპერაციულ სისტემაში საკუთარი სააღრიცხვო ჩანაწერით შესვლა. იგი
სისტემაში ვერ აღმოაჩენს იმ ცვლილებებს, რომლების მოახდინა წინა მომხმარებელმა.
მომხმარებლების პირადი ჩანაწერები და ანაწყობები ინახება დამოუკიდებლად, თითქოს
თითოეულ მომხმარებელს საკუთარი კომპიუტერი გააჩნდეს.

You might also like