You are on page 1of 44

შესავალი

კომპიუტერი არის გამოთვლითი ტექნიკის აპარატუ-


რის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ერთობ-
ლიობა, რომლებიც როგორც ერთი მთლიანი, ისე ფუნქცი-
ონირებენ და განკუთვნილნი არიან ამოცანების გარკვეული
კლასის შესასრულებლად.
თანამედროვე კომპიუტერი მილიარდობით ელექ-
ტრონულ გადამრთველს შეიცავს, რომელთა საშუალებითაც
ხდება ინფორმაციის ორობით კოდში წარმოდგენა. ელექ-
ტრონული გადამრთველები რეალიზებულია ტრანზისტო-
რების სახით, რომლებიც შეიძლება იმყოფებოდნენ ორიდან
ერთ-ერთ - ჩართულ ან გამორთულ მდგომარეობაში, რაც
ორობით კოდში წარმოდგენილი ინფორმაციის გადაცემის,
დამუშავების და შენახვის საშუალებას იძლევა. ამიტომ
ნებისმიერი ინფორმაცია ორი ციფრით კოდირდება - 0 და 1.
ამრიგად, კომპიუტერში არა ფართოდ გავრცელე-
ბული ათობითი, არამედ ორობითი ათვლის სისტემა გა-
მოიყენება.
კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებას დი-
დი ხნის ისტორია არა აქვს, მაგრამ ამ მცირე დროის
განმავლობაში ასეულობით განსხვავებული ტიპის და
დანიშნულების კომპიუტერი შეიქმნა. მათი უმრავლესობა
უკვე დავიწყებას მიეცა, თუმცა თავის დროზე თითოეულმა
მათგანმა მოახდინა გავლენა თანამედროვე იდეებისა და
კომპიუტერების არქიტექტურის ჩამოყალიბებაზე.

1
მთელი ამ ხნის განმავლობაში კომპიუტერების ხუთი
თაობა იქნა წარმოდგენილი.
1. ელექტრონულ გამომთვლელი მანქანები ელექტრონული
მილაკების (ლამპების) ბაზაზე;
2. ელექტრონული გამომთვლელი მანქანები ტრანზის-
ტორების ბაზაზე;
3-5. ელექტრონული გამომთვლელი მანქანები ინტეგრა-
ლური მიკროსქემების ბაზაზე.
თანამედროვე პერსონალური კომპიუტერები რეალი-
ზებულია ინტეგრალური მიკროსქემების ბაზაზე.
მიკროსქემები ტრადიციულად ინტეგრაციის ხარის-
ხის მიხედვით კლასიფიცირდებიან:
1. დაბალი ინტეგრაციის მიკროსქემები. ტრანზისტორების
რაოდენობა არ აღემატება 100-ს;
2. საშუალო ინტეგრაციის მიკროსქემები. ტრანზისტო-
რების რაოდენობაა არ აღემატება 1000-ს;
3. მაღალი ინტეგრაციის მიკროსქემები. ტრანზისტორების
რაოდენობა 1000-10000.
4. ზემაღალი ინტეგრაციის მიკროსქემები. ტრანზისტო-
რების რაოდენობა 10000-ს აღემატება.
ინტეგრაციის ხარისხის მიხედვით მიკროსქემების
კლასიფიკაციის ტრადიციული წესი ამჟამად მოძველე-
ბულია. მიკროსქემების წარმოების თანამედროვე ტექნო-
ლოგია ერთ მიკროსქემაში ასეულობით მილიონი და
მილიარდობით ტრანზისტორის მოთავსების საშუალებას
იძლევა.

2
თავი 1
კომპიუტერების თაობები. კომპიუტერის განვითარების
ძირითადი ეტაპები

1.1. კომპიუტერების თაობები


1.2. კომპიუტერების განვითარების ძირითადი ეტაპები

3
1.1. კომპიუტერების თაობები

კომპიუტერულ ტექნიკას ზოგადად სწრაფი განვი-


თარება ახასიათებს. ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანები
თაობებად იყოფა. მათი განვითარების ხანმოკლე ისტორიის
მანძილზე უკვე ხუთი თაობა შეიქმნა. მაინც რა წარმოადგენს
იმ განმსაზღვრელ ფაქტორს, რომლის მიხედვითაც განისაზ-
ღვრება ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანის თაობა?
უპირველეს ყოვლისა ეს არის მისი ელემენტური ბაზა, ანუ
რა ტიპის ელემენტებზეა იგი დამუშავებული. ხოლო ელემენ-
ტური ბაზა, თავის მხრივ, ელექტრონულ-გამომთვლელი
მანქანის ისეთ მახასიათებლებს განსაზღვრავს, როგორებიცაა
სწრაფქმედება, მეხსიერების მოცულობა, მოხმარებული
სიმძლავრე, გაბარიტები, ფასი, ამოცანათა კლასი, რომელსაც
ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანა ასრულებს, ინფორმა-
ციის დამუშავების პრინციპები.
თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ელექტრონულ-გამომ-
თვლელი მანქანების თაობებად დაყოფა მაინც პირობითია.
რადგან გამოშვებულია არაერთი მოდელი, რომელიც სხვა-
დასხვა მახასიათებლების მიხედვით სხვადასხვა თაობას
მიეკუთვნება.

I თაობა (1945-1955 წწ.)

I თაობის კომპიუტერების ელემენტურ ბაზას ელექ-


ტრონული ლამპები (ვაკუუმური მილაკები) წარმოადგენდა.

4
პირველი ელექტრონული გამომთვლელი მანქანა ENIAC
(Electronic Numberal Integrator and Computer) (სურ. 1.1) პენ-
სილვანიის უნივერსიტეტში 1946 წელს ჯონ მოუშლის და ჯ.
პრესპერ ეკერტის მიერ შეიქმნა.

სურ. 1.1. ელექტრონული გამომთვლელი მანქანა ENIAC

პირველი თაობის კომპიუტერების არქიტექტურა


ცნობილი მეცნიერის - ჯონ ფონ ნეიმანის იდეებს ეფუძნება.
ფონ ნეიმანმა ჩამოაყალიბა კომპიუტერის ორგანიზაციის
ძირითადი პრინციპები:
1. ორობითი კოდირება. კომპიუტერში ინფორმაციის წარ-
მოდგენისთვის არა ადამიანისთვის ჩვეული ათობითი,
არამედ ორობითი თვლის სისტემა გამოიყენება.
2. პროგრამული უზრუნველყოფა. როგორც კომპიუტერის
მოწყობილობების მართვა, ასევე სამომხმარებლო ამოცა-
ნების შესრულება პროგრამულად სრულდება. თავად
პროგრამა წარმოადგენს ბრძანებათა გარკვეულ სიმრავ-

5
ლეს, რომელიც პროგრამისტის მიერ იწერება და განსაზ-
ღვრული თანმიმდევრობით სრულდება.
3. პროგრამის შესრულების პროცესში იგი კომპიუტერის
ოპერატიულ მეხსიერებაში უნდა იყოს განთავსებული.
4. მონაცემების და ბრძანებების წარმოდგენის ერთგვაროვ-
ნება. როგორც მონაცემების, ასევე ბრძანებების კოდირე-
ბისთვის ორობითი თვლის სისტემა გამოიყენება.
5. მეხსიერების იერარქიული სტრუქტურა. კომპიუტერი
შეიცავს სულ მცირე ორი ტიპის - ძირითად და გარე
მეხსიერებას. ძირითადი მეხსიერება რეალიზებულია ე.წ.
ოპერატიული მეხსიერების სახით. იგი გარე მეხსიერე-
ბასთან შედარებით უფრო მაღალი სწრაფქმედებით
გამოირჩევა, თუმცა გარე მეხსიერების უპირატესობა
შედარებით დაბალი ფასი და ენერგოდამოუკიდებ-
ლობაა.
6. ოპერატიული მეხსიერება პროგრამისთვის წვდომად
დანომრილ უჯრედებს შეიცავს.
რაც შეეხება გარე მეხსიერებას, იგი რეალიზებულია
სხვადასხვა ტიპის დამგროვებლების ბაზაზე, როგორებიცაა:
ვინჩესტერი (HDD – Hard Disk Drive), SSD (Solid-State Drive),
ოპტიკური დამგროვებლები (CD, DVD, Bluray), USB-Flash
დამგროვებლები, ამჯამად უკვე მოძველებული დრეკად
დისკებზე დამგროვებელი (FDD – Floppy Disk Drive) და ა.შ.
ფონ ნეიმანის იდეების რეალიზაცია მოხდა ჯერ
კიდევ I თაობის კომპიუტერებში, თუმცა ეს იდეები დღესაც
საფუძვლად უდევს თანამედროვე კომპიუტერების არქიტექ-
ტურას (სურ. 1.2.)

6
სურ. 1.2. ფონ ნეიმანის არქიტექტურა

I თაობის კომპიუტერები მეტალის კარადებში იყვნენ


მოთავსებულნი, რომლებიც რამდენიმე დარბაზს იკავებდა.
ელემენტური ბაზის სახით ელექტრონული მილაკების
გამოყენება წამში მხოლოდ 10-20 ათასი არითმეტიკული
ოპერაციის შესრულების შესაძლებლობას იძლეოდა.
I თაობის კომპიუტერები მოიხმარდენენ დიდი
რაოდენობით ელექტროენერგიას და გააჩნდათ სუსტი პროგ-
რამული უზრუნველყოფა. იმ პერიოდში ჯერ კიდევ არ არსე-
ბობდა ოპერაციული სისტემები, ამიტომ პროგრამების და
მონაცემების კომპიუტერში შეტანა და შედეგების გამოტანა

7
უშუალოდ პროგრამისტის მიერ, კონკრეტული ამოცანის
გადაწყვეტის დროს ხდებოდა.
I თაობის კომპიუტერების კიდევ ერთ უარყოფით
თვისებას ელემენტური ბაზის საკმაოდ დაბალი საიმედოობა
წარმოადგენდა. კომპიუტერებს რეგულარული პროფილაქ-
ტიკური მომსახურება ესაჭიროებოდა, რაც განაპირობებდა
მაღალკვალიფიციური პერსონალის საკმაოდ დიდი შტატის
არსებობას. პოტენციურად არასაიმედო ელემენტების გამოვ-
ლენა და მათი შეცვლა საკმაოდ შრომატევად ამოცანას
წარმოადგენდა.
I თაობის კომპიუტერებს ემსახურებოდა კვალიფი-
ციური პროგრამისტების საკმაოდ დიდი შტატი. პროგრამები
უშუალოდ ორობით კოდში იწერებოდა, რაც უაღრესად
რთული და შრომატევადი პროცესია.
მაღალი ღირებულების გამო I თაობის კომპიუტერები
მხოლოდ რთული სამეცნიერო-ტექნიკური ამოცანების გადა-
საწყვეტად გამოიყენებოდა.
მიუხედავად ასეთი ნაკლოვანებებისა, იმ დროის-
თვის ასეთი კომპიუტერების შექმნა ძალიან დიდ მიღწევად
ითვლებოდა.

II თაობა (1955-1965 წწ.)

II თაობის კომპიუტერების ელემენტურ ბაზად


ვაკუუმური ლამპების ნაცვლად გამოყენებული იქნა ნახე-
ვარგამტარული ელემენტები - ტრანზისტორები, რამაც
რევოლუცია მოახდინა კომპიუტერულ ტექნიკაში. ელექ-

8
ტრონულ-გამომთვლელი მანქანების ფასი მნიშვნელოვნად
შემცირდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპიუტერების
საიმედოობა. გარდა რთული სამეცნიერო-ტექნიკური ამოცა-
ნების შესრულებისა, ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანე-
ბის გამოყენება დაიწყეს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა:
საწარმოო პროცესების მართვა, ინფორმაციის გადაცემის
სისტემები, ეკონომიკური გამოთვლები დ ა.შ.
I თაობის კომპიუტერების საიმედოობის გასაზრდე-
ლად კონსტრუქტორები ცდილობდნენ მაქსიმალურად შე-
ემცირებინათ მანქანის შემადგენელი მოწყობილობების
რაოდენობა. მეორე თაობის მანქანებში უფრო მნიშვნელოვა-
ნი გახდა მაქსიმალური სწრაფქმედების მიღწევა. ტრანზის-
ტორების გამოყენებამ სწრაფქმედების ზრდასთან ერთად
კომპიუტერების გაბარიტების და ენერგომოხმარების შემცი-
რება განაპირობა.
ვაკუუმური ლამპების ნაცვლად ნახევარგამტარული
ელემენტების გამოყენების შედეგად მნიშვნელოვნად გა-
იზარდა კომპიუტერების სამუშაო სიხშირე და ოპერატიული
მეხსიერების მოცულობა, გარე მეხსიერებად დაიწყეს სხვა-
დასხვა ტიპის დისკური მოწყობილობების გამოყენება.
II თაობის კომპიუტერებში მნიშვნელოვნად გამარ-
ტივდა პროგრამისტის სამუშაო. შეიქმნა მანქანაზე ორიენტი-
რებული ენები (ასემბლერი), რომელთა საშულებითაც შესაძ-
ლებელი გახდა პროგრამების სიმბოლოებით ჩაწერა ორო-
ბითი კოდების ნაცვლად. 1956 წელს შეიქმნა პირველი მაღა-
ლი დონის ენა მათემატიკური ამოცანებისთვის - ფორტრანი,

9
ხოლო შემდეგ - ალგოლი, კობოლი, ბეისიკი და სხვა
დაპროგრამების ენები.
II თაობის კომპიუტერებს შორის გამოჩნდა პირველი
სუპერკომპიუტერები, რომლებიც განსაკუთრებულად რთუ-
ლი ამოცანების გადასაწყვეტად იყვნენ განკუთვნილნი.
მაგალითად, IBM Streth კომპიუტერში განხორციელდა წარმა-
დობის ზრდის დღესაც ფართოდ გავრცელებული პრინცი-
პები: პროგრამების კონვეიერული დამუშავება, პარალე-
ლიზმი პროცესორების დონეზე, პარალელიზმი ამოცანების
დონეზე და ა.შ.
50-60-იან წლებში ფირმა IBM იყო უდავო ლიდერი
კომპიუტერების წარმოების სფეროში, თუმცა მძლავრი
კომპიუტერები სხვა ფირმებმაც გამოუშვეს. მაგალითად, 1965
წლამდე შექმნილ კომპიუტერებს შორის ყველაზე მძლავრი
გამომთვლელი სისტემა იყო სეიმურ კრეის მიერ დამუშა-
ვებული სუპერკომპიუტერი CDC (Control Data Corporation)
6600 (სურ. 1.3).
CDC 6600 მრავალპროცესორულ სისტემას წარმოად-
გენდა. მისი სამუშაო სიხშირე 400 კჰც-ს შეადგენდა. სხვა-
დასხვა ოპერაციები (მათემატიკური გამოთვლები, კომპი-
უტერის მოწყობილობების მართვა და ა.შ.) გადანაწილებული
იყო სხვადასხვა პროცესორებს შორის, ხოლო პროგრამული
მხარდაჭერა უზრუნველყოფდა სისტემის ცალკეული პროცე-
სორების დროში შეთანხმებულ მუშაობას. კომპიუტერის
ამგვარი ორგანიზაციის შედეგად მისმა სწრაფქმედებამ 3
მილიონი ოპერაცია/წმ-ს მიაღწია (შედარებისთვის I თაობის

10
ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანის მაქსიმალური
სწრაფქმედება 15-20 ათას ოპერაცია/წმ-ს არ აღემატებოდა).

სურ. 1.3. სუპერკომპიუტერი CDC 6600

III თაობა (1965-1980 წწ.)

1958 წელს რობერტ ნოისმა შექმნა პირველი ინტეგ-


რალური სქემა. იგი წარმოადგენდა კაჟბადის კრისტალს,
რომელშიც მცირე ფართზე (10 მმ2) შესაძლებელი იყო
ათეულობით ტრანზისტორის მოთავსება. ასეთ სქემებს
დაარქვეს მცირე ინტეგრაციის სქემები (Small Scale Integrated
Circuits - SSIC). 60-იანი წლების დასასრულს III თაობის
კომპიუტერების ლოგიკური მოწყობილობები უკვე მთლი-
ანად მცირე ინტეგრალურ სქემებზე იყო აგებული.

11
ინტეგრალური სქემების გამოყენებამ მნიშვნელოვნად
გააუმჯობესა კომპიუტერის ტექნიკურ-ეკონომიკური მახასი-
ათებლები. კომპიუტერის სატაქტო სიხშირე რამდენიმე
მეგაჰერცამდე გაიზარდა. II თაობის კომპიუტერებთან შედა-
რებით გაიზარდა აგრეთვე მეხსიერების მოცულობა და
კომპიუტერის საიმედოობა. სამაგიეროდ კომპიუტერის გაბა-
რიტები, მის მიერ მოხმარებული სიმძლავრე და ღირე-
ბულება მნიშვნელოვნად შემცირდა.
III თაობის კომპიუტერებში გარე მეხსიერების სახით
ფართოდ გამოიყენებოდა დისკური დამგროვებლები. შეიმუ-
შავეს ზესწრაფი Cache-მეხსიერება.
მესამე თაობის კომპიუტერებში მნიშვნელოვანი
ყურადღება მიქცა პროგრამისტისა და ოპერატორის კომ-
პიუტერთან ურთიერთობის გაადვილებას. გამოყენებითი
პროგრამებისა და აპარატურის მართვის დონე გადატანილი
იქნა მძლავრი ოპერაციული სისტემების დონეზე, რომლებ-
შიც რეალიზებული იქნა მრავალპროგრამული და დროითი
დაყოფის რეჟიმები.
ამავე პერიოდში დაიწყო მძლავრი უნივერსალური
დანიშნულების კომპიუტერების (მეინფრეიმების) წარმოება,
რომლებიც გამოთვლითი სიმძლავრით მხოლოდ სუპერკომ-
პიუტერებს ჩამორჩებოდნენ. უნივერსალური კომპიუტერე-
ბის ბაზაზე შესაძლებელი გახდა გამომთვლელი სისტემების
შექმნა, რომლებიც დაშორებულ მომხმარებლებს ემსახურე-
ბოდნენ.
60-იან წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა გამომ-
თვლელი მანქანების წარმოების მოცულობა და გაფართოვდა

12
შესასრულებელ ამოცანათა სპექტრი. კომპანია IBM ლიდე-
რობდა კომპიუტერულ ბაზარზე. თუმცა ამ კომპანიის მიერ
გამოშვებული კომპიუტერები არ ეთავსებოდა ერთმანეთს.
ამის გამო განვითარების მომდევნო ეტაპზე IBM-მა
მოახდინა ტექნიკური და პროგრამული საშუალებების
უნიფიკაცია - დაამუშავა კომპიუტერების სერია IBM System
360/370 (სურ. 1.4). ეს იყო კომპიუტერების მთელი ოჯახი
ერთი და იგივე ენით. ყოველი შემდეგი მოდელი წინა-
მორბედს აღემატებოდა სიმძლავრით, თუმცა ერთი მათგა-
ნისთვის დაწერილი პროგრამების გამოყენება სხვა მოდე-
ლებშიც იყო შესაძლებელი.

სურ. 1.4. კომპიუტერი IBM 360

13
IBM 360-ში ბევრ ტექნიკური სიახლე იყო რეალიზე-
ბული. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო მულტი-
პროგრამირება. კომპიუტერის მეხსიერებაში შესაძლებელი
იყო რამდენიმე პროგრამის მოთავსება და შემდეგ მათი
ერთდროული შესრულება. როდესაც ერთი პროგრამისთვის
მიმდინარეობდა მონაცემების შეტანა-გამოტანის პროცესი,
სხვები სრულდებოდა. მულტიპროგრამირებამ განაპირობა
მზრდი მოთხოვნილება ოპერატიული მეხსიერების
მოცულო-ბაზე - IBM 360/370-ს იმ დროისთვის საკმაოდ
დიდი - 16 მბაიტი მოცულობის ოპერატიული მეხსიერება
გააჩნდა.
კომპიუტერების ოჯახების შექმნის იდეა სხვა კომპა-
ნიებმაც გაიზიარეს. დაიწყო სხვადასხვა ფასის და ფუნქცი-
ების, თუმცა ერთმანეთთან შეთავსებადი მანქანების მთელი
სერიების წარმოება.
ამავე პერიოდში გამოჩნდა კომპიუტერების ახალი
კლასი - მცირე ანუ მინი-კომპიუტერები. ტერმინით მინი-
კომპიუტერი აღინიშნებოდა ელექტრონულ-გამომთვლელი
მანქანა, რომელიც კონსტრუქციულად ერთ კარადაში იყო
მოთავსებული.
სტანდარტულ ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანებ-
თან შედარებით მინი-კომპიუტერებს ბევრად დაბალი
მახასიათებლები გააჩნდათ, შედარებით მარტივ, ფართო
გამოყენების ამოცანებს ასრულებდნენ, გამოირჩეოდნენ
ბრძანებების შემცირებული კრებულით, თუმცა იმავდრო-
ულად ოპერაციების შესრულების მაღალი სიჩქარით. მინი-
კომპიუტერების მწარმოებლებს შორის ლიდერი იყო DEC,

14
რომელმაც შექმნა მინი-კომპიუტერების სერია PDP-11 (სურ.
1.5).

სურ. 1.5. მინიკომპიუტერი PDP-11

ამჟამად მინი-კომპიუტერები მთლიანად ჩაანაცვლა


პერსონალურმა კომპიუტერებმა.
იმავდროულად იწარმოებოდა სულ უფრო და უფრო
მძლავრი ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანები.
1972 წელს შეიქმნა სუპერკომპიუტერი ILLIAC 4, რომ-
ლის სწრაფქმედება 20 მფლოპს აღწევდა (მეგაფლოპსი -
მილიონი შეკრება წამში მცოცი მძიმით წარმოდგენილი, ანუ
წილადი რიცხვებისათვის).
1974 წელს შეიქმნა კონვეიერული არქიტექტურის
მქონე სუპერკომპიუტერი CDC STAR 100, რომლის მაქსიმა-
ლური წარმადობა იყო 100 მილიონი ოპერაცია წამში.

15
1975 წელს კომპანია Cray Reserch-მა გამოუშვა Cray 1
სუპერკომპიუტერი (სურ. 1.6). მისი სწრაფქმედება იყო 160
მილიონი ოპერაცია წამში.

სურ. 1.6. სუპერკომპიუტერი Cray-1

1979 წელს მართვის სისტემების ინსტიტუტში (ქ. მოს-


კოვი) შეიქმნა გამოთვლითი სისტემა ПС-2000. იგი შედგებ-
ოდა ერთგვაროვანი პროცესორული ელემენტებისგან, რომ-
ლებზედაც პარალელურად სრულდებოდა ოპერაციები.
თითოეულ პროცესორს შეეძლო გადაწყობილიყო შესასრუ-
ლებელი ამოცანის მიხედვით. სამუშაოს იდეოლოგი და
ხელმძღვანელი იყო აკადემიკოსი ი. ფრანგიშვილი. გადა-
წყობადობის პრინციპის სრული რეალიზაცია მოხდა შემდეგ
ვერსიაში - ПС-3000 (სურ. 1.7).

16
სურ. 1.7. მრავალპროცესორული გამოთვლითი სისტემა ПС-3000

IV თაობა (1980 წწ. - დღემდე)

IV თაობის კომპიუტერების ელემენტური ბაზაა ე.წ.


მაღალი და ზემაღალი ინტეგრაციის მიკროსქემები. 80-იანი
წლებიდან შესაძლებელი გახადა ერთი მიკროსქემის კორ-
პუსში ჯერ ათეულობით ათასი, ხოლო შემდეგ - მილიონო-
ბით ტრანზისტორის მოთავსება. თანამედროვე პროცესორის
მიკროსქემები რამდენიმე მილიარდ ტრანზისტორს შეიცავენ.
ამრიგად, ერთ თანამედროვე მიკროსქემას ბევრად
მეტი გამოთვლითი შესაძლებლობა გააჩნია და შეუძლია
მთლიანად შეცვალოს წინა თაობების კომპიუტერების რომე-
ლიმე მოწყობილობა.
მაღალი და ზემაღალი ინტეგრაციის მიკროსქემების
გამოყენებამ ერთის მხრივ მნიშვნელოვნად შეამცირა კომპი-

17
უტერების ზომები, ენერგომოხმარება და ფასი, ხოლო
მეორეს მხრივ, მნიშვნელოვნად გაზარდა კომპიუტერის
სწრაფქმედება (წამში 108-109 ოპერაცია) და საიმედოობა.
მნიშვნელოვნად გაიზარდა შესასრულებელი ამოცანების
სპექტრი.
80-იან წლებში კი კომპიუტერების ფასები იმდენად
შემცირდა, რომ მათი შეძენა უკვე ცალკეული ადამიანების-
თვისაც გახდა შესაძლებელი. დაიწყო და დღესაც გრძელდება
პერსონალური კომპიუტერების ეპოქა, რომლისთვისაც დამა-
ხასიათებელია კომპიუტერის გამოყენების სფეროების მნიშ-
ვნელოვანი გაფართოება.
1971 წელს კომპანია Intel-მა გამოუშვა პირველი 4-
თანრიგა მიკროპროცესორი (პროცესორი ერთ კრისტალში),
რომელსაც 45 ბრძანებისგან შემდგარი კრებული გააჩნდა.
მიკროპროცესორი 2300 ტრანზისტორს შეიცავდა, მუშაობდა
108 კჰც სატაქტო სიხშირეზე, გააჩნდა 60 000 ოპერაცია/წამში
სიჩქარე, მხარს უჭერდა 640 ბაიტი მოცულობის ოპერატიულ
მეხსიერებას.
1974 წელს Intel-მა გამოუშვა 8-თანრიგა მიკროპრო-
ცესორი 8080. ტრანზისტორების რაოდენობა გაიზარდა 4800-
მდე, ხოლო სატაქტო სიხშირე - 2,5 გჰც-მდე.
Intel 8080 მიკროპროცესორის ბაზაზე ფირმამ MITS
გამოუშვა „მინიკომპიუტერული კომპლექტი, რომელსაც
შეუძლია კონკურენცია გაუწიოს სამრეწველო ნიმუშებს“
Altair-8800 (სურ. 1.8), რომელმაც ძალიან სწრაფად მოიპოვა
პოპულარობა (ვერ ესწრებოდა არათუ კომპიუტერების

18
საკმარისი რაოდენობის წარმოება, არამედ შეკვეთების დამუ-
შავება).

სურ. 1.8. „მინიკომპიუტერული კომპლექტი Altair-8800

Intel 8080 მიკროპროცესორი გამოიყენებოდა მმარ-


თველ მოწყობილობებშიც, მაგალითად, ქუჩების განათების
და შუქნიშნების მართვაში.
მიკროპროცესორებს აწარმოებდნენ აგრეთვე ფირმები
Motorola და Exxon (Zilog).
პირველი პერსონალური კომპიუტერი შეიქმნა Moto-
rola-ს 8-ბიტიანი მიკროპროცესორის ბაზაზე 1976 წელს. მისი
ავტორები იყვნენ ფირმა Atari-ის თანამშრომელი სტივ ჯობსი
და ფირმა Hewlett-Packard-ის თანამშრომელი სტეფან ვოზნი-
აკი. 1977 წელს დარეგისტრირებული იქნა ფირმა Apple
Comp., რომელმაც დაიწყო Apple პერსონალური კომპიუტე-
რების გამოშვება. კომპიუტერი მომხმარებლებში დიდი პო-
პულარობით სარგებლობდა. კომპანია Apple გახდა IBM-ის
სერიოზული კონკურენტი, რომელიც იმ დროს ლიდერობდა
კომპიუტერულ ბაზარზე.

19
1983 წელს შეიქმნა IBM სტანდარტის პირველი პერსო-
ნალური კომპიუტერები - IBM PC XT (eXtended Technology)
Intel 8086 მიკროპროცესორის ნაზაზე. მას გააჩნდა 4,77 მჰც
სიხშირე, 640 კბაიტი მოცულობის ოპერატიული მეხსიერება
და 10 მბაიტი ტევადობის ხისტი დისკი (სურ. 1.9).

სურ. 1.9. IBM PC XT ორიგინალური ვერსია

IBM PC-ის პირველი ვერსია აღჭურვილი იყო ოპე-


რაციული სისტემა DOS 1.1-ით, რომელიც 1982 წელს შეიმუ-
შავა იმ დროს ჯერ კიდევ პატარა კორპორაცია Microsoft-მა.
1984 წელს გამოშვებულ IBM PC AT (Advanced Techno-
logy) Intel 80286 პროცესორის ბაზაზე. მას ჰქონდა ფერადი
მონიტორი, 20 მბაიტი ტევადობის ხისტი დისკი და ოპერა-
ციული სისტემა DOS 3.1.
შემდგომ წლებში გამოშვებულ იქნა IBM PC/AT სტან-
დარტის პერსონალური კომპიუტერები Intel 80386, 80486,
80586 (Pentium I), 80686 (Pentium II, Pentium III), 80786
(Pentium 4) პროცესორების ბაზაზე.

20
1986 წელს გამოვიდა პირველი პორტატიული კომ-
პიუტერი.
1990 წელს ფირმა Apple-ის მიერ Macintosh Portable-
თვის დამუშავებულ იქნა პირველი თხევადკრისტალური
მონიტორი.
მურის კანონის თანახმად (Gordon Moore -კორპო-
რაცია Intel-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და დირექტორთა
საბჭოს ყოფილი თავჯდომარე) მიკროსქემაში ტრანზის-
ტორების რაოდენობა ყოველ 18 თვეში ორმაგდება, ანუ
ყოველ წელიწადს 60%-ით იზრდება, ხოლო მიკროსქემების
ახალი თაობა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იქმნება.
ამრიგად, მიკროსქემებში ტრანზისტორების რაოდენობის
ზრდის მაჩვენებლის პროგნოზირება წლებით ადრეა შესაძ-
ლებელი.
კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების
კიდევ ერთ ფაქტორს პროგრამული უზრუნველყოფის პირ-
ველი კანონი წარმოადგენს, რომელსაც ნატან მირვოლდის
(Nathan Myrvold - კომპანია Microsoft-ის მთავარი ადმინის-
ტრატორი) სახელი ეწოდება.
ამ კანონის თანახმად პროგრამული უზრუნველყოფა
გაზია, რომელიც ვრცელდება და მთლიანად ავსებს რეზერ-
ვუარს. მაგალითად, თუ 80-ან წლებში ტექსტების დამუ-
შავება რამდენიმე ათეული კილობაიტი მოცულობის ტექ-
სტური რედაქტორებით სრულდებოდა, თანამედროვე
რედაქტორები რამდენიმე ასეულ მბაიტ მოცულობას იკავე-
ბენ, ხოლო მომავალში მათი მოცულობა ათეულობით
გეგაბაიტს გაუტოლდება.

21
მოცემული პერიოდი ორი მნიშვნელოვანი ტენდენცი-
ით ხასიათდება. ერთის მხრივ, სამუშაო ადგილები აღი-
ჭურვება პერსონალური კომპიუტერებით ლოკალური, მცირე
მოცულობის ამოცანების შესასრულებლად და მეორეს მხრივ,
ხდება კომპიტერების გაერთიანება მათ შორის ინფორმაციის
გაცვლისთვის და ისეთი დიდი მოცულობის ამოცანების
გადასაწყვეტად, რომლებსაც მძლავრი გამოთვლითი რესურ-
სი სჭირდება. ამასთან დაკავშირებით შეიქმნა და შემდეგ
ფართოდ გავრცელდა კომპიუტერული ქსელები.
ქსელური ტექნოლოგიების ფართო გავრცელებასთან
ერთად გამოჩნდა სპეციალური მძლავრი კომპიუტერები
ქსელების ორგანიზაციისთვის - სერვერები. კომპიუტერული
ქსელების სამუშაო სადგურების სახით გამოიყენებოდა
ჩვეულებრივი, ხოლო სერვერების სახით მძლავრი პერსო-
ნალური კომპიუტერები, რომელთა მახასიათებლები სულ
უფრო იზრდებოდა.
1985-1989 წლებში ყველაზე სწრაფი კომპიუტერი იყო
სუპერკომპიუტერი Cray-2. მისი მაქსიმალური სწრაფქმედება
1,9 გეგაფლოპს აღწევდა.
Cray-2 შეიქმნა აშშ-ს თავდაცვისა და ენერგეტიკის
სამინისტროს დაკვეთით. გათვალისწინებული იყო მისი
გამოყენება ბირთვულ შეიარაღებისა და ოკეანოგრაფიის
სფეროებში. თუმცა იგი გამოიყენებოდა სამშვიდობო მიზნე-
ბითაც, კერძოდ, NASA-ს, სხვადასხვა კორპორაციისა და
უნივერსიტეტის მიერ.
1986 წელს დენიელ ხილისმა შეიმუშავა მასობრივი
პარალელიზმის კონცეფცია, რომელიც განახორციელა Thin-

22
king Machines Corporation-ის მიერ წარმოებულ „კავშირების
მანქანაში“ (Connection Machine) (1994 წელს ეს კომპანია
შეისყიდა Sun Microsystem-მა). სუპერკომპიუტერს გააჩნდა
16000 პროცესორი, შეეძლო პროცესორებს შორის ამოცანების
განაწილება პარალელური დამუშავებისთვის, ხოლო მისი
სწრაფქმედება რამდენიმე გეგაფლოპს აღწევდა. თავდაპირ-
ველად Connection Machine განკუთვნილი იყო ხელოვნურ
ინტელექტთან და სიმბოლოების დამუშავებასთან დაკავ-
შირებული ამოცანების შესრულებისთვის, თუმცა შემდგომში
იგი უმეტესად გამომთვლელ მეცნიერებებში გამოიყენეს.

V თაობა

V თაობის კომპიუტერების განვითარების ძირითადი


კონცეფცია შემდეგში მდგომარეობს: ზემაღალი ინტეგრაციის
მიკროპროცესორებზე დაფუძნებული პარალელურ-ვექტო-
რული სტრუქტურის მქონე კომპიუტერები, რომლებსაც
გააჩნიათ მრავალი ასეული პარალელურად მომუშავე პრო-
ცესორი, ერთდროულად ასრულებენ პროგრამის მრავალ
ასეულ მიმდევრობით ბრძანებას. შედეგად იქმნება მონა-
ცემთა დამუშავების მძლავრი სტრუქტურები, ეფექტური
ქსელური კომპიუტერული სისტემები.
ამ მიმართულებით აღსანიშნავია მრავალბირთვიანი
პროცესორების შექმნა, რომლებიც ერთ კორპუსში რამდენიმე
პროცესორულ ბირთვს შეიცავენ და განკუთვნილი არიან
ერთ ოპერაციულ სისტემასთან სამუშაოდ.

23
პირველ მრავალბირთვიანი მიკროპროცესორი - ორ-
ბირთვიანი POWER 4 შექმნა კომპანია IBM-მა 2001 წელს.
პერსონალური კომპიუტერების პროცესორების მწარ-
მოებელმა წამყვანმა კომპანიებმა - Intel-მა და AMD-მ წარმა-
დობის ზრდის ერთ-ერთ საშუალებად პროცესორების ბირ-
თვების რაოდენობის ზრდა აღიარეს. 2006 წელს Intel-მა
წარმოადგინა პირველი ორბირთვიანი პროცესორი ერთ
კრისტალში - Pentium Dual-Core. იმავე წელს გამოვიდა Core 2
არქიტექტურის ორბირთვიანი Duo (dual-core) და ოთხბირ-
თვიანი Quad (quad-core) პროცესორები.
2007 წელს გამოშვებული იქნა ოთხბირთვიანი პრო-
ცესორი AMD Opteron.
ამჟამად იწარმოება ორ-, ოთხ-, ექვს-, რვა- თორმეტ-,
თექვსმეტ- და ა.შ. მრავალბირთვიანი პროცესორები.
V თაობის კომპიუტერებში მრავალბირთვიანობის
გარდა შემდგომი განვითარება ჰპოვა პარალელურმა სის-
ტემებმა როგორც აპარატურული, ისე პროგრამული კუთ-
ხით.
კომპანია IBM-მა ლივერმორის ნაციონალურ ლაბორა-
ტორიასა და ამერიკის ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად
წარმოადგინეს რამდენიმე სუპერკომპიუტერის შექმნის
ერთობლივი პროექტი.
2013 წელს ლივერმორის ნაციონალურ ლაბორა-
ტორიაში მწყობრში ჩადგა სუპერკომპიუტერი IBM Sequoia
(სურ. 1.10). IBM Sequoia ძირითადად გამოიყენება ბირთვუ-
ლი აფეთქებების მოდელირებისთვის. მას აგრეთვე შეუძლია
ასტრონომიის, ენერგეტიკის, ადამიანის გენომის შემსწავ-

24
ლელი და კლიმატის ცვლილების მოდელირების ამოცანების
შესრულება.

სურ. 1.10. სუპერკომპიუტერი IBM Sequoia

IBM Sequoia აგებულია 98304 გამოთვლითი ბლოკის


ბაზაზე და აქვს 300 მ2-ზე, 96 დგარში განთავსებული 1,6
პეტაბაიტი მოცულობის ოპერატიული მეხსიერება. IBM Sequ-
oia-ში გამოყენებულია 1,6 მილიონი პროცესორული ბირთვი,
რომლებიც რეალიზებულია 16- და 8-ბირთვიანი IBM Power
პროცესორების ბაზაზე.
ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მძლავრ სუპერკომპი-
უტერს წარმოადგენს 2022 წელს გამოშვებული Cray/HPE
Frontier (სურ. 1.11), რომელიც განთავსებულია OAK Ridge
ნაციონალურ ლაბორატორიაში. იგი წარმოადგენს პირველ
სუპერკომპიუტერს, რომლის სწრაფქმედებამაც 1 ექსა-
ფლოპსს გადააჭარბა და ჩვეულებრივ 1,102 ექსაფლოპსს,
ხოლო პიკურ რეჟიმში 1,686 ექსაფლოპსს შეადგენს.

25
სურ. 1.11. სუპერკომპიუტერი Cray/HPE Frontier

Cray/HPE Frontier რეალიზებულია ხელოვნური


ინტელექტის ამოცანების შესრულებაზე ოპტიმიზირებული 2
გჰც სიხშირის AMD Epyc 64C პროცესორების და AMD Instinct
MI250X გრაფიკული პროცესორების ბაზაზე. მთლიანად
გამომთვლელი ბირთვების რაოდენობა 8,7 მილიონს შეად-
გენს. სუპერკომპიუტერისთვის შექმნილია სპეციალური
პროგრამული ენა X10. მისი სიმძლავრე 21 მეგავატია, თუმცა
თუ გავითვალისწინებთ მის გამოთვლით სიმძლავრეს,
წარმადობის მაჩვენებელი 62,68 გიგაფლოპსი/ვატს შეადგენს

26
და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ Cray/HPE Frontier ყველაზე
ენერგოეკონიმიური სუპერკომპიუტერია მსოფლიოში.
ცხრილში 1.1 წარმოდგენილია 2023 წლის 1 სექტემბ-
რისთვის მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სუპერკომპი-
უტერების თერთმეტეული.
ცხრილი 1.1
ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერები მსოფლიოში
სწრაფქმე- ადგილმდება-
წელი დასახელება
დება (TFlop/s) რეობა
2022 Cray/HPE Frontier 1,102,000.0 Oak Ridge, U.S.
2020 Fujitsu Fugaku 442,010.0 Kobe, Japan
2018 IBM Summit 148,600.0 Oak Ridge, U.S.
IBM/Nvidia/Mellanox
2018 94,640.0 Livermore, U.S.
Sierra
2016 Sunway TaihuLight 93,014.6 Wuxi, China
2013 NUDT Tianhe-2 61,444.5 Guangzhou, China
2019 Dell Frontera 23,516.4 Austin, U.S.
Lugano,
2012 Cray/HPE Piz Daint 21,230.0
Switzerland
2015 Cray/HPE Trinity 20,158.7 New Mexico, U.S.
2018 Fujitsu ABCI 19,880.0 Tokyo, Japan
2018 Lenovo SuperMUC-NG 19,476.6 Garching, Germany

რა იქნება მომავალში? ამჟამად კვლევები მიმდი-


ნარეობს ახალი ელემენტური ბაზის შექმნის მიმართულე-
ბით, რომელიც დაეფუძნება ადამიანის ინტელექტის
მოდელს. მუშაობენ ელექტრონული მოწყობილობების

27
შექმნის მიმართულებით, რომლებიც გაიმეორებენ ნეირონის
ფუნქციებს (ნეიროჩიპები). ნეიროჩიპებისგან შეიქმნება
ნეირონის მსგავსი სისტემები, რომლებიც ნეიროჩიპებს
ერთიან ქსელში გააერთიანებენ.
არსებობს აგრეთვე ახალ ტექნოლოგიურ ბაზაზე
ჰიპერკომპიუტერის შექმნის პროექტი, რომელმაც შეიძლება
დიდი ხნის მანძილზე განსაზღვროს გამოთვლითი ტექნიკის
განვითარება. ახალ ტექნოლოგის „სწრაფი ერთკვანტური
ლოგიკა“ ეწოდება.
თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალი ტექნოლოგიების
მიმართულებით ჯერ-ჯერობით მხოლოდ სამეცნიერო კვლე-
ვები მიმდინარეობს. მათი რეალიზაცია ძირეულად შეცვლის
გამოთვლითი მოწყობილობების აგების პრინციპებს, ამიტომ
მათი დანერგვა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული.
ამჟამად აქტუალურია ზემაღალი ინტეგრაციის მიკ-
როსქემების წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაუმ-
ჯობესება.

28
1.2. კომპიუტერების განვითარების ძირითადი
ეტაპები

 1642 წელი. ბლეზ პასკალმა (Blaise Pascal) შექმნა მთვლე-


ლი მოწყობილობა რიცხვების შეკრება-გამოკლებისთვის.
მანქანა აგებული იყო გადამცემ კბილანებზე და ხელით
იმართებოდა.
 1672 წელი. გოტფრიდ ვილგელმ ლეიბნიცმა (Gottfried
Wilhelm Leibniz) ააგო მექანიკური მანქანა, რომელიც შეკ-
რებისა და გამოკლების გარდა გამრავლებისა და გაყო-
ფის ოპერაციებსაც ასრულებდა. სწორედ ლეიბნიცის
მიერ იქნა შემოთავაზებული გამოთვლების შესასრუ-
ლელად ორობითი თვლის სისტემის გამოყენება.
 1822 წელი. ჩარლზ ბებიჯმა (Charles Babbage) წარმო-
ადგინა მექანიკური სათვლელი მოწყობილობა, რომელ-
საც ანალიტიკური მანქანა ეწოდა (სურ. 1.11).

სურ. 1.11. ანალიტიკური მანქანა

29
ანალიტიკური მანქანა პირველ ნამდვილ გამომ-
თვლელ მოწყობილობას წარმოადგენდა, რადგან შეეძლო
სხვადასხვა ამოცანების შესრულება და შედეგების სპი-
ლენძის ფირფიტაზე გამოტანა. ანალიტიკური მანქანისთვის
პროგრამებს წერდა პირველი ცნობილი პროგრამისტი ადა
ლოვლეისი. ტექნიკური და ფინანსური სიძნელეების გამო
მანქანა სამწუხაროდ არ იქნა აგებული. მსოფლიო ჩამორ-
ჩებოდა ბებიჯის იდეებს. თუმცა ანალიტიკურ მანქანაში
ჩადებული კონცეფცია თანამედროვე კომპიუტერებშიც გამო-
იყენება.
 1906 წელი. ლი დი ფორესტმა (Lee De Forest) დააპა-
ტენტა პირველი ვაკუუმური ტრიოდი (სურ. 1.12), რო-
მელიც შემდგომში I თაობის გამომთველილი მანქანების
ელემენტურ ბაზად იქნა გამოყენებული.

სურ. 1.12. ვაკუუმური ტრიოდი

 1937 წელი. ჯონ ვ. ათანასოვმა (John V. Atanasoff) შექმნა


პირველი კომპიუტერი მოძრავი კომპონენტების გარეშე
ათანასოვ-ბერი (ABC). იგი წრფივი განტოლებების ამო-

30
სახსნელად იყო განკუთვნილი და შემდგომში პირველ
ელექტრონულ გამომთვლელ მანქანად იქნა აღიარე-
ბული.
 1943 წელი. ინგლისელმა მეცნიერმა ალან ტიურინგმა
(Alan Turing) დააპროექტა სპეციალიზებული კომპიუტე-
რი Colossus (სურ. 1.13), რომლის დანიშნულებასაც გერმა-
ნიის ჯარების მიერ გადაცემული შეტყობინებების
გაშიფვრა წარმოადგენდა. იგი 2500 ლამპას შეიცავდა და
ინფორმაციის გაშიფვრის დრო რამდენიმე დღიდან რამ-
დენიმე საათამდე შეამცირა.

სურ. 1.13. სპეციალიზებული კომპიუტერი Colossus

 1945 წელი. ჯონ ფონ ნეიმანმა (John Von Neumann) გა-


მოაქვეყნა სტატია First Draft of a Report on the EDVAC,
რომელშიც ჩამოაყალიბა თანამედროვე პროგრამირებადი
კომპიუტერების არქიტექტურა.

31
 1946 წელი. ჯონ მოშლიმ (John Mauchly) და ჯ. პრესპერ
ეკერტმა (J. Presper Eckert) შექმნეს ელექტრონულ-გა-
მომთვლელი მანქანა ENIAC. იგი შეიქმნა აშშ-ს ბალისტი-
კური კვლევების ლაბორატორიის შეკვეთით, სროლის
ცხრილების გამოთვლისთვის.
 1947 წელი. ჯონ ბარდინის (John Bardeen), უოლტერ ბრა-
ტეინის (Walter Brattain) და უილიამ შოკლის (William
Shockley) მიერ წარმატებით იქნა ტესტირებული პირვე-
ლი ტრანზისტორი (სურ. 1.14).

სურ. 1.14. პირველი ტრანზისტორი

 1954 წელი. კომპანია Texas Instrument-ში გორდონ


ტილის (Gordon Teal) მიერ შეიქმნა ნახევარგამტარული
ტრანზისტორი მხოლოდ 2,5 დოლარი ღირებულებით,
რამაც კომერციულად შესაძლებელი გახადა ტრანზისტო-
რების პრაქტიკული გამოყენება. ამ ფაქტმა გადატრი-
ალება მოახდინა ნახევარგამტარულ ტექნოლოგიაში.

32
 1954 წელი. კომპანია IBM-მა გამოუშვა პირველი მა-
სობრივი კომპიუტერი IBM 650 (სურ. 1.15). სულ
გამოშვებული იქნა 2000 ეგზემპლარი. იგი პირველი
კომპიუტერია, რომელმაც მნიშვნელოვანი კომერციული
წარმატება მოუტანა მწარმოებელს.

სურ. 1.15. კომპიუტერი IBM 650

 1955 წელი. კომპანია Bell Laboratories-მა წარმოადგინა


პირველი ტრანზისტორული კომპიუტერი TRADIC (სურ.
1.16-1.17).
 1956 წელი. კომპანია IBM-მა გამოუშვა კომპიუტერი IBM
650 RAMAC, რომელშიც ინფორმაციის შენახვისათვის
პირველად იქნა გამოყენებული მონაცემთა მაგნიტური
შენახვის მოწყობილობა.

33
სურ. 1.16. კომპიუტერი TRADIC

სურ. 1.17. TRADIC-ში გამოყენებული ტრანზისტორები

 1959 წელი. რობერტ ნოისმა (Robert Noyce, კომპანია


Fairchild Camera) შექმნა ინტეგრალური სქემა, რომელ-
შიც როგორც ტრანზისტორები, ასევე მათი შემაერ-
თებელი გამტარები თავად კაჟბადის კრისტალში იქნა
ინტეგრირებული (სურ. 1.18).

34
სურ. 1.18. ინტეგრალური სქემა

 1960 წელი. კომპანია DEC-მა შექმნა პირველი მინი-


კომპიუტერი PDP-1, რომლის ღირებულება იყო 120 000
დოლარი (სურ. 1.19).

სურ. 1.19. მინი-კომპიუტერი PDP-1

 1960 წელი. კომპანია Bell Labs-მა შექმნა მოდემი


Dataphone. იგი კომპიუტერის ციფრულ მონაცემებს

35
ანალოგურ სიგნალებად გარდაქმნიდა და ქსელში გადას-
ცემდა.
 1969 წელი. პენტაგონის დაკვეთით შეიქმნა 4-კვანძიანი
საუნივერსიტეტო ქსელი ARPANet, რომელიც თანამედ-
როვე Internet-ის პროტოტიპია.
 1971 წელს მიკროპროცესორების წარმოების სფეროში
დაიწყო Intl-ის ეპოქა. შეიქმნა პირველი 4-ბიტიანი
მიკროპროცესორი Intel 4004.
 1973 წელი. სატელევიზიო მიმღების საფუძველზე დონ
ლანკასტერმა (Don Lancaster) შექმნა პირველი სიმ-
ბოლურ-რიცხვითი მონიტორი.
 1976 წელი. კომპანია Shugart-მა წარმოადგინა 5,25 დი-
უიმიანი დრეკადი დისკი და შესაბამისი დისკური
მოწყობილობა.
 1980 წელი. კომპანია Seagate Technologies-მა წარმოად-
გინა ხისტი დისკი (ვინჩესტერი).
 1980 წელი. Sony და Philips კომპანიებმა გამოუშვეს
პირველი მუსიკალური კომპაქტ-დისკი და CD-DA
დამგროვებელი.
 1981 წელი. კომპანია IBM-მა გამოუშვა PC სერიის პირ-
ველი პერსონალური კომპიუტერი.
 1981 წელი. კომპანია Sony-მ წარმოადგინა 3,5 დიუიმი-
ანი დრეკადი დისკი და შესაბამისი დისკური მოწყობი-
ლობა.
 1984 წელი. Sony და Philips კომპანიებმა წარმოადგინეს
პირველი CD-ROM დამგროვებელი.

36
 1984 წელი. კომპანია IBM-მა გამოუშვა კომპიუტერი PC-
AT (PC Advanced Technology), რომლის სწრაფქმდებაც 3-
ჯერ აღემატებოდა აქამდე არსებული მოდელების
სწრაფ-ქმედებას. კომპიუტერი დამუშავდა 16-თანრიგა
Intel 80286 პროცესორის ბაზაზე. იგი ყველა
თანამედროვე კომპიუტერის პროტოტიპს წარმოადგენს.
 1986 წელი. კომპანია Compac-მა გამოუშვა კომპიუტერი
Deskpro 386, 32-თანრიგა Intel 80386 პროცესორის ბაზაზე.
 1989 წელი. კომპანია Intel-მა გამოუშვა 80486 პროცე-
სორი, რომელიც 1 მილიონ ტრანზისტორს შეიცავდა.
 1990 წელი. ჟენევის მაღალი ენერგიების ფიზიკის ლა-
ბორატორიის (CERN) თანამშრომელმა ტიმ ბერნერს-ლიმ
შეიმუშავა ენა HTML, რამაც საფუძველი ჩაუყარა მსოფ-
ლიო ქსელის - WWW (World Wide Web) ერას.
 1993 წელი. კომპანია Intel-მა წარმოადგინა პროცესორი
Intel 80586 (Pentium I) და მისთვის შექმნა სისტემური
ლოგიკის მიკროსქემების კრებული.
 1995 წელი. კომპანია Microsoft-მა წარმოადგინა პირ-
ველი 32-თანრიგა ოპერაციული სისტემა Windows 95.
 1997 წელი. კომპანია Intel-მა წარმოადგინა პროცესორი
Intel 80686 (Pentium II).
 1997 წელი. წარმოადგინილი იქნა ოპერატიული მეხსი-
ერება SDRAM, რომლის სიხშირე სისტემური პლატის
სიხშირესთანაა სინქრონიზებული.
 1998 წელი. კომპანია Microsoft-მა წარმოადგინა ოპერა-
ციული სისტემა Windows 98.

37
 1999 წელი. კომპანია Intel-მა წარმოადგინა პროცესორი
Pentium III.
 2000 წელი. კომპანია Microsoft-მა წარმოადგინა ოპერა-
ციული სისტემები Windows ME (Millenium Edition) და
Windows 2000.
 2000 წელი. კომპანია Intel-მა წარმოადგინა პროცესორი
Pentium 4.
 2000 წელი. წარმოდგენილი იქნა ოპერატიული მეხსი-
ერება DDR, რომელიც ერთდროულად მეხსიერების ორ
ბანკს მიმართავს და წინამორბედ SDRAM-თან შედარებ-
ით თეორიულად ორჯერ მაღალი სიჩქარით გამოირჩევა.
 2000 წელი. კომპანია Intel-მა წარმოადგინა პროცესორი
Itanium, პირველი 64-თანრიგა პროცესორი.
 2000 წელი. კომპანია Intel-მა წარმოადგინა პირველი 2
გჰც სიხშირის პროცესორი. საინტერესოა, რომ 108 კჰც-
დან 1 გჰც-მდე მიღწევას 28 წელი დასჭირდა, 1 გჰც-დან 2
გჰც-მდე მიღწევისთვის კი 18 თვე აღმოჩნდა საკმარისი.
 2001 წელი. კომპანია Microsoft-მა წარმოადგინა ოპერა-
ციული სისტემა Windows XP, რომელმაც Windows NT
ტექნოლოგიის საფუძველზე პირველად გააერთიანა
სამომხმარებლო (Windows 95, 98, ME) და კომერციული
(Windows NT, 2000) ოპერაციული სისტემები.
 2002 წელი. კომპანია Intel-მა გადალახა 3 გჰც-იანი
ბარიერი, გამოუშვა რა მრავალნაკადიანი გამოთვლების
ტექნოლოგიით (Hyper-threating) აღჭურვილი პროცე-
სორი Pentium 4.

38
 2003 წელი. წარმოადგენილი იქნა ოპერატიული მეხსი-
ერება DDR 2, რომელიც ერთდროულად მეხსიერების
ოთხ ბანკს მიმართავს და DDR-თან შედარებით თეორი-
ულად ორჯერ მაღალი სიჩქარით გამოირჩევა.
 2003 წელი. Intel-მა წარმოადგინა სიტემური პლატის
მიკროსქემების კრებული, რომელიც მხარს უჭერს DDR2
სტანდარტის ოპერატიულ მეხსიერებას.
 2004 წელი. Intel-მა წარმოადგინა ახალი, EM64T (Extan-
ded Memory 64 Technology) - 64-თანრიგა არქიტექტურა
32-თანრიგა IA-32 არქიტექტურის თანდათანობითი
ჩანაცვლებისთვის.
 2005 წელი. Microsoft-მა წარმოადგინა ოპერაციული
სისტემა Windows XP64 Edition, რომელიც EM64T ტექ-
ნოლოგიით მუშაობს.
 2005 წელი. Intel-მა წარმოადგინა პირველი ორბირ-
თვიანი პროცესორი Pentium D.
 2006 წელი. Intel-მა წარმოადგინა ოთხბირთვიანი პრო-
ცესორი Core 2 Extreme.
 2007 წელი. Microsoft-მა წარმოადგინა ოპერაციული
სისტემა Windows Vista კორპორატიული მომხმარებლე-
ბისათვის.
 2007 წელი. წარმოდგენილი იქნა ოპერატიული მეხსი-
ერება DDR 3, რომელიც ერთდროულად მეხსიერების რვა
ბანკს მიმართავს და DDR 2-თან შედარებით თეორი-
ულად ორჯერ მაღალი სიჩქარით გამოირჩევა.

39
 2007 წელი. Intel-მა წარმოადგინა სიტემური პლატის
მიკროსქემების კრებული, რომელიც მხარს უჭერს DDR3
სტანდარტის ოპერატიულ მეხსიერებას.
 2007 წელი. AMD-მ გამოუშვა პროცესორი Phenom –
პირველი ოთხბირთვიანი პროცესორი პერსონალური
კომპიუტერისთვის. ოთხივე ბირთვი ერთ კრისტალშია
ინტეგრირებული
 2008 წელი. Intel-მა გამოუშვა Core i7 (Nehalem) პროცე-
სორი. ეს არის პირველი თაობის ოთხბირთვიანი Core i
პროცესორი Hyper-threating ტექნოლოგიის მხარდა-
ჭერით (ოპერაციული სისტემა რვა ბირთვს აღიქვამს).
პროცესორს აქვს DDR3 მეხსიერების ინტეგრირებული
კონტროლერი.
 2008 წელი. Intel-მა გამოუშვა 4 და 5 სერიის სისტე-
მური პლატები. ამ უკანასკნელს გააჩნია მეხსიერების
ინტეგრირებული კონტროლერის მქონე Core i7 პროცე-
სორის მხარდაჭერა.
 2009 წელი. Microsoft-მა წარმოადგინა ოპერაციული
სისტემა Windows 7, რომელმაც ჩაანაცვლა არცთუ წარ-
მატებული პროექტი - Windows Vista.
 2010 წელი. AMD-მ წარმოადგინა Phenom II პროცე-
სორების 2-, 4- და 6-ბირთვიანი ვერსიები.
 2011 წელი. Intel-მა წარმოადგინა 32 ნმ-იანი ტექნო-
ლოგიით დამზადებული Core-i სერიის პროცესორების
მეორე თაობა - Sandy Bridge ინტეგრირებული მეხსი-
ერების კონტროლერით და გრაფიკული ბირთვით, 6
სერიის სისტემურ პლატებთან ერთად.

40
 2012 წელი. Intel-მა წარმოადგინა 22 ნმ-იანი ტექნო-
ლოგიით დამზადებული Core-i სერიის პროცესორების
მესამე თაობა Ivy Bridge, 7 სერიის სისტემურ პლა-
ტებთან ერთად. გამოყენებულია ტრანზისტორების
დამზადების ახალი - Tri-Gate ტექნოლოგია. პროცესორი
მხარს უჭერს PCI Express 3.0 და USB 3.0 ინტერფეისებს.
 2012 წელი. AMD-მ წარმოადგინა AM3+ FX-8000, FX-6000
და FX-4000 ოთხ-, ექვს- და რვაბირთვიანი პროცესო-
რები.
 2012 წელი. Microsoft-მა წარმოადგინა ოპერაციული
სისტემა Windows 8, „Touchsceeen“ ინტერფეისით, Start
ღილაკის გარეშე. მხარს უჭერს ARM (Advanced RISC
Machine) პროცესორებს, რომლებიც ფართოდ გამოიყე-
ნება მობილურ სეგმენტში - სმარტფონებში და ტაბლე-
ტებში.
 2013 წელი. Intel-მა წარმოადგინა 22 ნმ-იანი ტექნო-
ლოგიით დამზადებული Core-i სერიის პროცესორების
მეოთხე თაობა - Haswell, 8 სერიის სისტემურ პლატებ-
თან ერთად. გამოირჩევა მძლავრი ინტეგრირებული
გრაფიკული ბირთვით.
 2013 წელი. Microsoft-მა წარმოადგინა ოპერაციული სის-
ტემა Windows 8-ის ახალი ვერსია - Windows 8.1. დაბრუ-
ნებულია Start ღილაკი და სამაგიდო კომპიუტერების-
თვის ოპტიმიზირებული სამომხმარებლო ინტერფეისი.
 2013 წელი. AMD-მ წარმოადგინა არქიტექტურა Kaveri
APU (Accelerated Processor Unit) 2,4 მილიარდი ტრან-
ზისტორით. ცენტრალური მრავალფუნქციური პროცე-

41
სორი და გრაფიკული რამდენიმებირთვიანი პროცესორი
ერთ კრისტალშია გაერთიანებული.
 2014 წელი. წარმოადგენილი იქნა ოპერატიული მეხსი-
ერება DDR 4, რომელიც ერთდროულად მეხსიერების
თექვსმეტ ბანკს მიმართავს და DDR 3-თან შედარებით
თეორიულად ორჯერ მაღალი სწრაფქმედებით გამოირ-
ჩევა.
 2014 წელი. Microsoft-მა წარმოადგინა უნივერსალური
ოპერაციული სისტემა Windows 10, რომელიც ოპტიმი-
ზირებულია როგორც სამაგიდო კომპიუტერებისთვის,
ასევე მობილური სეგმენტისათვის.
 2015 წელი. Intel-მა წარმოადგინა 14 ნმ-იანი ტექნო-
ლოგიით დამზადებული Core-i სერიის პროცესორების
მეხუთე თაობა - Broadwell, 9 სერიის სისტემურ პლა-
ტებთან ერთად. გამოირჩევა ენერგოეკონომიურობით და
ვიდეოს აპარატურული დეკოდირების გაუმჯობესებუ-
ლი მხარდაჭერით.
 2015 წელი. Intel-მა წარმოადგინა 14 ნმ-იანი ტექნოლო-
გიით დამზადებული Core-i სერიის პროცესორების
მეექვსე თაობა - Skylake, 10 სერიის სისტემურ პლატებ-
თან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ DDR4 მეხსიერე-
ბას.
 2017 წელი. Intel-მა წარმოადგინა 14 ნმ-იანი ტექნოლო-
გიით დამზადებული Core-i სერიის პროცესორების
მეშვიდე თაობა - Kaby Lake.

42
 2017-2019 წელი. Intel-მა წარმოადგინა 14 ნმ-იანი ტექნო-
ლოგიით დამზადებული მერვე და მეცხრე თაობის Coffee
Lake და Comet Lake პროცესორები.
 2019 წელი. Intel-მა წარმოადგინა პირველი 10 ნმ-იანი
ტექნოლოგიით დამზადებული Core-i სერიის პროცესო-
რების მეათე თაობა თაობა მობილური სეგმენტისთვის -
Ice Lake.
 2020 წელი. წარმოადგენილი იქნა ოპერატიული მეხსი-
ერება DDR 5, რომელიც ერთდროულად მეხსიერების
ოცდათორმეტ ბანკს მიმართავს და DDR 4-თან შედა-
რებით თეორიულად ორჯერ მაღალი სწრაფქმედებით
გამოირჩევა.
 2021 წელი. Intel-მა წარმოადგინა 10 ნმ-იანი
ტექნოლოგიით დამზადებული Core-i სერიის
პროცესორების მეათე თაობა თაობა მობილური
სეგმენტისთვის - Ice Lake.
 2022 წელი. Intel-მა წარმოადგინა 10 ნმ-იანი
ტექნოლოგიით დამზადებული Core-i სერიის
პროცესორი - Tiger Lake.
 2022 წელი. Intel-მა წარმოადგინა Intel 7 ტექნოლოგიით
დამზადებული Core-i სერიის პროცესორი - Tiger Lake.
 2022 წელი. Intel-მა წარმოადგინა Intel 7 ტექნოლოგიით
დამზადებული Core-i სერიის პროცესორი - Raptor Lake.
 2022 წელი. Intel-მა წარმოადგინა Intel 4 ტექნოლოგიით
დამზადებული Core-i სერიის პროცესორი - Meteor Lake.

43
საკონტროლო კითხვები

1. ჩამოაყალიბეთ მიკროსქემების ინტეგრაციის ხარისხის


არსი.
2. ჩამოაყალიბეთ მურის კანონის არსი.
3. ჩამოაყალიბეთ მირვოლდის კანონის არსი.
4. ჩამოაყალიბეთ, რამ განაპირობა კომპიუტერებში ორო-
ბითი თვლის სისტემების გამოყენება.
5. აღწერეთ I თაობის კომპიუტერები.
6. ჩამოაყალიბეთ ფონ ნეიმანის არქიტექტურის არსი.
7. აღწერეთ II თაობის კომპიუტერები.
8. აღწერეთ III თაობის კომპიუტერები.
9. აღწერეთ IV თაობის კომპიუტერები.
10. ჩამოაყალიბეთ V თაობის კომპიუტერების განვითარების
ძირითადი კონცეფცია.

44

You might also like