You are on page 1of 13

ციფრული მტკიცებულებები

რეფერატი შესრულებულია საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის


კიბერდანაშაულის გამოძიების კურსისათვის

ავტორი: სალომე ბერიაშვილი

ხელმძღვანელი : გიორგი პირველი

თბილისი

2020

1
სარჩევი
შესავალი………………………………………………………………………………..……………..…..3

ციფრული მტკიცებულებების თვისებები…………..…………………………………………….….4

ციფრულ მტკიცებულებებთან დაკავშირებული ძირითადი


პრინციპები…………………………………………………………...…………………………….…….4

ციფრული მტკიცებულებების საგამოძიებო საშუალებები……………………………..……….…5

ციფრული მტკიცებულებების ამოღებისათვის მომზადება……………………………...…..…….7

შემთხვევის ადგილის დაცვა/აღწერა…………………………………………………...…………..…7

ჩართულ და გამორთულ მდგომარეობაში კომპიუტერულ სისტემასთან მოპყრობა……….…..8

ციფრული მტკიცებულებების ჩხრეკა-ამოღება………………………………………………..….....9

ციფრული მტკიცებულებების სახეები…………………………………………………..……..……10

ციფრული მტკიცებულებების შეფუთვა/ტრანსპორტირება/შენახვა..……………………….…..11

ციფრულ მტკიცებულებებთან დაკავშირებული სხვა რიგი საკითხები………………………....12

დასკვნა………………………………………………………………………………………………..….12

2
შესავალი

„ციფრული მტკიცებულებები“ კიბერ სამართლის ეს თემა აქტუალურობას არ კარგავს.


დღეისთვის ბევრი სფერო უკავშირდება ინტერნეტს და კომპიუტერულ მოწყობილობებს, რაც
ქმნის დანაშაულის ჩადენის ახალ შესაძლებლობას. ელექტრონული მტკიცებულება , უფრო
კონკრეტულად ციფრული მტკიცებულება წარმოადგენს ნებისმიერი სახის ინფორმაციას,
რომელიც განთავსებულია ან გადატანილია ციფრულ ფორმაში და მისი გამოყენება
შესაძლებელია სასამართლოში.

რევოლუციის ეპოქაში სამართალდამცავი ორგანოებისთვის მნიშვნელოვანია


კომპიუტერული სისტემებისა და ციფრული მტკიცებულების საბაზისო უნარ-ჩვევების
ფლობა. ციფრული მტკიცებულება დაკავშირებულია, ნებისმიერი კატეგორიის
დანაშაულთან. ციფრული მტკიცებულება ე.ი ელექტრონული ფორმის დოკუმენტი ან
მონაცემი, რომელიც შენახულია, გაგზავნილია ან მიღებულია კომპიუტერული სისტემის
მიერ და რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი ან სამართლებრივი
გარემოების დასადგენად საჭირო ინფორმაციას. 1 ციფრული მტკიცებულებები მარტივად
ზიანდება მას დიდი სიფრთხილე და ყურადღება სჭირდება. ციფრული ინფორმაცია
სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს მიერ უნდა იყოს მიჩნეული მტკიცებულებად.
სასამართლოში მხარეს შეუძლია გამოიყენოს აღნიშნული მტკიცებულება. სასამართლოს
განხილვაში მის დასაშვებობამდე, უნდა განისაზღვროს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს
უკანასკნელი საქმისათვის, არის თუ არა ავთენტური და ა.შ.2

ციფრულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილზე არსებობს


მოქმედებების შემდეგი თანმიმდევრობა:

1) შემთხვევის ადგილის იდენტიფიკაცია და დაცვა


2) შემთხვევის ადგილის დეტალური აღწერა
3) მტკიცებულებების მოპოვება
-მტკიცებულებების მოპოვება გამორთული მოწყობილობებიდან
-მტკიცებულებების მოპოვება ჩართული მოწყობილობებიდან

1
Digital Evidence and Computer Crime Forensic Science, Computers and The Internet, Third Edition, by
Eoghan Casey-p7
2
https://www.definitions.net/definition/digital%20evidence

3
5) მონაცემების ბიტური სიზუსტის ასლის შექმნა

6) მტკიცებულებების დანომვრა და აღწერა

7) გამოკითხვების ჩატარება

8)შეფუთვა, დალუქვა და მტკიცებულებების ტრანსპორტირება

ციფრული მტკიცებულებების თვისებები

1) ლატენტურობა, ისევე როგორც თითის ანაბეჭდი ან დმნ-ის კვალი


2) სწრაფად და ადვილად კვეთს ერთ ან რამდენიმე ქვეყნის საზღვარს
3) ძალიან მარტივად და სწრაფად იცვლება, ზიანდება და ნადგურდება

ციფრულ მტკიცებულებებთან მუშაობის დროს გასათვალისწინებელია შემდეგი ძირითადი


პრინციპები:

- ციფრული მტკიცებულებების მოპოვების, დაცვისა და ტრანსპორტირების დროს


მტკიცებულება არ უნდა შეიცვალოს;
- ციფრული მტკიცებულების საექსპერტო კვლევა და ანალიზი უნდა მოახდინოს
მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და ცოდნის მქონე პირმა;
- ციფრულ მტკიცებულებებთან დაკავშირებული ყველა მოქმედება, მათ შორის
ამოღება, ტრანსპორტირება, ანალიზი უნდა იყოს შესაბამის ოქმებში სრულად,
დეტალურად აწერილი.

იუსტიციის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, ციფრული მტკიცებულებები, არის


ინფორმაცია და მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები გამოძიებისათვის, რომლებიც
ინახება, მიღებულია ან გადაცემულია ელექტრონული მოწყობილობით.

ციფრული მტკიცებულების საგამოძიებო საშუალებები ორი ტიპის სურათს იძენს:

4
1) Physical images: მეხსიერებაში შენახული პაროლები, სურათები, Windows-ის მიერ
შენახული ინფორმაცია. ფიზიკური სურათის წარმოდგენა სასამართლოში უფრო
მყარი მტკიცებულებაა.
2) Logical images: აღნიშნულს ადვილად ნახულობს ნებისმიერი მომხმარებელი, მათ
შორისაა მიმდინარე პროცესებისა და პროგრამების ჩამონათვალი, ეკრანის
გადაღებები, გრაფიკული ფაილები ან დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება შესაბამისი
იყოს ღია გამოძიებისთვის. 3

ციფრული მტკიცებულებების შესახებ სამეცნიერო სამუშაო ჯგუფი (SWGDE) დაარსდა 1998


წლის თებერვალში, ფედერალური დანაშაულის ლაბორატორიის დირექტორების
ერთობლივი ძალისხმევით. იგი გვთავაზობს, სტანდარტების დამკვიდრებას, ციფრულ
მტკიცებულებებთან დაკავშირებით.

ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ კომპიუტერული სისტემა, სწორედ ამ უკანასკნელში ინახება


მონაცემები, სისტემათა ქსელი ქმნის ინტერნეტს და ციფრული მტკიცებულებები პირდაპირ
კავშირშია კომპიუტერულ სისტემასთან. კომპიუტერული სისტემა შედგება, კომპიუტერული
ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფისაგან ასევე შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:

სისტემური ბლოკი

მასში მოთავსებულია დედაპლატა, მიკროპროცესორი, მყარი დისკი, ოპერატიული


მეხსიერება, დამაკავშირებელი კაბელები, ქსელის პლატა, ვიდეო პლატა, ვიდეოადაპტერი,
კვების ბლოკი და სხვა.

შეყვანა-გამოყვანის მოწყობილობები

მონიტორი, მაუსი, პერიფერიული მოწყობილობები, მაგალითად, პრინტერი, სკანერი და


სხვა.

- სისტემური პლატა, დედა დაფა, იგივე მთავარი დაფა, იგი წარმოადგენს რთულ
მიკროსქემას, რომელიც კომპიუტერის ყველა კომპონენტს ერთმანეთთან აკავშირებს.
- ოპერატიული მეხსიერება- ნებისმიერი პროგრამა სწორედ მასში ერთიანდება, რათა
კომპიუტერმა იფუნქციონიროს სწრაფად, თუმცა ეს არის დროებითი, რადგან დენის

3
https://www.all-about-forensic-science.com/digital-evidence.html

5
წყაროს შეწყვეტის შემდეგ, მონაცემები ავტომატურად იშლება, მათი აღდგენა კი
შეუძლებელია.
- მუდმივი მეხსიერება, რომელიც მოთავსებულია მყარ დისკზე, ინფორმაციის შენახვა
პირდაპირ კავშირშია მაგნიტურობასთან. მტკიცებულება ტრანსპორტირების დროს
უნდა იქნეს მოშორებული მაგნიტისგან კერძოდ, რაციის, ტელეფონის და სხვადასხვა
მსგავსი ნივთებისაგან. ეს უკანასკნელი ყველაზე მნიშვნელოვანია რადგან მონაცემები,
რომლებიც აქ ინახება სისხლისსამართლებრივი საქმიდან გამომდინარე
შესაძლებელია საქმე გვქონდეს ციფრულ მტკიცებულებებთან.
- პროგრამული მეხსიერება - შედგება ოპერატიული სისტემისა და კომპიუტერული
პროგრამებისაგან. ოპერატიული სისტემა მთლიანად, კომპიუტერს ფუნქციონირებას
უწყობს ხელს.
- მონაცემთა შესანახი საშუალებები: ნებისმიერი სახისა თუ ფორმის მქონე
საშუალებები, რომლებსაც შეუძლია ელექტროენერგიით თუ მის გარეშე ციფრული
მტკიცებულებების შენახვა
- შეყვანის მოწყობილობები - მაუსს, კლავიატურას, პერიფერიულ მოწყობილობებს,
პრინტერს, სკანერს და სხვა მათზე შესაძლოა აღმოჩნდეს თითისა და დმნ-ის კვალი,
რაც სხვადასხვა შემთხვევებში მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საქმეებზე.
- სხვა ციფრული მტკიცებულებების მქონე მოწყობილობები - ციფრული
მტკიცებულებები შესაძლებელია ნაპოვნი იყოს მაგალითად: კამერებში, ფოტოებში და
ა. შ მაგალითად ჩანაწერები, სადაც შესაძლებელია მითითებული იყოს სხვადასხვა
პაროლები და კონტაქტები.

ჩრეკა-ამოღების პროცედურების დაცვა და განხორციელებული მოქმედებების, დეტალური


აღწერა, მნიშვნელოვანია ყველა დანაშაულთან. ციფრულ მტკიცებულებებთან მიმართებაში
კი უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო. შემთხვევის ადგილზე სასურველია მონაწილეობდეს
ტექნიკური განათლების მქონე პირი, არ უნდა განხორციელდეს გამორთული
მოწყობილობების ჩართვა, ოქმი უნდა იქნეს ზედმიწევნით შედგენილი. სასურველია
განხორციელდეს ციფრული მტკიცებულებების ფოტოგადაღება, დათვალიერება. 4

4
იხ. კიბერ სამართალი, ავტორი გ. პირველი - გვ 70-71

6
ციფრული მტკიცებულებების ამოღებისათვის მომზადება

ციფრულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საგამოძიებო მოქმედებების


მომზადება. მომზადებაში იგულისხმება აღჭურვილობის ქონა: ფოტო, ვიდეო, კამერა;
კომპიუტერი; მუყაოს, ქაღალდის, პოლიეთილენის მასალები; ოქმები; ხელთათმანები;
მტკიცებულებების ლუქები და ეტიკეტები; DVD, CD-დისკები; ჩანთები, სიხშირის დამხშობი
ჩანთები; რათა თავიდან იქნეს აცილებული მტკიცებულებების განადგურება.

შემთხვევის ადგილის დაცვა

ეს არის ადგილი სადაც შეიძლება ინახებოდეს ციფრული მტკიცებულება. პირველ რიგში


შემთხვევის ადგილზე უნდა მოხდეს ყველა ელექტრონული მოწყობილობის დაცვა, უნდა
მოხდეს ყველა არასაჭირო პირის მოშორება შემთხვევის ადგილიდან. საჭიროების
შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი პირების გამოძახება. უნდა მოხდეს
კომპიუტერული სისტემის შემოწმება. უნდა იქნეს ყველა ზომა მიღებული, რათა თავიდან
აიცილონ მტკიცებულებების განადგურება.

შემთხვევის ადგილის აღწერა

ამ ეტაპზე ოქმში უნდა იქნეს აღწერილი ყველა მონაცემი. დეტალურად უნდა იქნეს
გაწერილი თუნდაც ზუსტი ადგილმდებარეობა. კომპიუტერული სისტემის მდგომარეობა,
ინტერნეტის შესახებ ინფორმაცია, მობილურებისა თუ სხვა ტექნიკური მოწყობილობების
შესახებ ინფორმაცია, სისტემების საიდენტიფიკაციო მონაცემები, აუცილებელია შემთხვევის
ადგილის გადაღება, განსაკუთრებით ისეთ ადგილებზე, სადაც არის შეერთება,
ადგილმდებარეობა, მონიტორი და ა.შ. 5

ჩართულ და გამორთულ მდგომარეობაში კომპიუტერულ სისტემასთან მოპყრობა

5
იხ. კიბერ სამართალი, ავტორი პირველი. გ. - გვ 73

7
თუ კომპიუტერული სისტემა ჩართულ მდგომარეობაშია უნდა მოხდეს გარეშე პირების
მოშორება, უნდა განხორციელდეს ქსელიდან გათიშვა, მონიტორი თუ გათიშულია უნდა
მოხდეს მისი ჩართვა; არ უნდა მოხდეს კომპიუტერულ სისტემაზე რაიმე მოქმედებების
განხორციელება. გამორთულ მდგომარეობასთან თუ გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში უნდა
შემოწმდეს მთლიანად კომპიუტერი, უნდა იქნეს აღწერილი სურათებით თითოეული
კაბელი, მოწყობილობა და ა.შ, ასევე უნდა აღინიშნოს არის თუ არა ღია დისკის ჩასადები;
უნდა იქნეს გამორთული დენის წყაროდან; ბოლო მოქმედებას წარმოადგენს დალუქვა.

ჩვენ ზემოთ ვახსენეთ, რომ მობილური ტელეფონი ცოფრულ მტკიცებულებებთან


დაკავშირებით ნეგატიურად მოქმედებს, უფრო კონკრეტულად ანადგურებს
მტკიცებულებას, ამიტომ მობილური ტელეფონი უნდა იყოს გამორთული, თუ ჩართულია არ
უნდა იქნეს გამორთული, უნდა განხორციელდეს მობილურის ეკრანის ფოტოგადაღება.
მობილურ ტელეფონებთან ერთად უნდა მოხდეს ამოღებული მასთან დაკავშირებული ყველა
6
სადენი, მათ შორის დამტენი მოწყობილობა. ფარადეის ჩანთის გამოყენება უნდა მოხდეს
ტელეფონის ამოღების დროს. ეს უკანასკნელი წარმოადგენს სპეციალურ ჩანთას, სადაც
თავსდება მობილური ტელეფონი იმ მიზნით, რომ ტელეფონმა ვერ განახორციელოს
კავშირი, ვერ მიიღოს ან განახორციელოს ზარი, შეტყობინება ან ნებისმიერი ინფორმაცია,
რომელიც შესაძლებელია გადაცემული იყოს ქსელის მეშვეობით. მოცემული ჩანთა
გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი მიზეზების გამო:

1) ჩანთის მეშვეობით თავიდან იქნება აცილებული ტელეფონის PIN-ის მეშვეობით


ბლოკირება;
2) ფარადეის ჩანთის გამჭვირვალე მხარე ექსპერტსა თუ გამომძიებელს საშუალებას
აძლევს დაცულ რეჟიმში განახორციელოს საჭირო მოქმედებების განხორციელება;
3) არის მრავალჯერადი;
4) უზრუნველყოფს სიგნალის დახშობას;

ციფრული მტკიცებულებების ჩხრეკა-ამოღება

6
იხ. კიბერ სამართალი, ავტორი პირველი. გ. - გვ 75

8
ჩხრეკის ძირითად მიზანს წარმოადგენს აღმოჩენილი და ამოღებული იქნეს ის ციფრული
მტკიცებულებების მატარებელი მოწყობილობები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება
სისხლის სამართლის საქმეს. აღნიშნულ საკითხი შეგვიძლია დავყოთ მარტივ და რთულ
საგამოძიებო მოქმედებად. ციფრულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით მოქმედებები
კერძოდ ჩხრეკა წარმოადგენს რთულ საგამოძიებო მოქმედებებს, რაც შეეხება მარტივს ეს
უკანასკნელი მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც ჩხრეკის შედეგად ამოსაღები ციფრული
მტკიცებულებები არ საჭიროებს სპეციალურ ცოდნას.

ჩხრეკის ეტაპზე პირველ რიგში უნდა გადაწყდეს თუ ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას,
საგამოძიებო მოქმედებას აუცილებელია ყავდეს ხელმძღვანელი, ჩვენ ზემოთ განვიხილეთ
ციფრული მტკიცებულებების უსაფრთხოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩხრეკის ეტაპზე
აუცილებელია სამართლებრივი საფუძვლის ქონა, სასამართლოს განჩინება ან დადგენილება.
შემდეგ უნდა იქნეს ცნობილი თუ კონკრეტულად რა არის ამოსაღები, რა შეიძლება
დამატებით იქნეს ადგილზე ნაპოვნი. ჩხრეკა ამოღების ჩატარებამდე აუცილებელია
საგამოძიებო ჯგუფის ყველა წევრმა იცოდეს თუ რის ძებნას საჭიროებს აღნიშნული
ღონისძიება. ყველამ უნდა იცოდეს უფლებები და მოვალეობები, შემდეგ უნდა მოხდეს
შემთხვევის ადგილის დაცვა, კერძოდ შემთხვევის ადგილიდან გაყვანილი უნდა იქნეს ყველა
უცხო პირი, განსაკუთრებით მოშორებული უნდა იყოს ელექტროენერგია და
კომპიუტერული სისტემები. ყურადღება უნდა მიექცეს ადგილზე მყოფ ყველა პირს.
კომპიუტერული სისტემების ამოღების დროს მნიშვნელოვანია არაელექტრონული ფორმით
არსებული მტკიცებულებები, მაგალითად, ჩანაწერები, რომლებიც ჩვენ ზემოთ
მიმოვიხილეთ, საჭიროა ჩატარდეს ლატენტური კვლევა, თითის ანაბეჭდისა და სხვა
მტკიცებულებების ამოღება. ჩხრეკა-ამოღების დროს ამოღებული უნდა იქნას,
კომპიუტერულ სისტემასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოწყობილობა, რომელზეც
არსებობს ვარაუდი , რომ შესაძლებელია ინახებოდეს საქმისთვის მნიშვნელოვანი
ინფორმაცია. ჩხრეკა-ამოღების დროს ძალიან მნიშვნელოვანია დრო. აუცილებელია სწრაფი
მოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტკიცებულებათა განადგურების
შემთხვევები.

ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ჩხრეკის ხელმძღვანელი პირი ახორციელებს საგამოძიებო


მოქმედების შესახებ მოხსენებას. მოხსენებაში იგულისხმება, უშუალოდ საგამოძიებო

9
მოქმედების მიმდინარეობა: მოქმედებები, წამოჭრილი პრობლემები, შედეგები, ამოღებული
ნივთები. ინფორმაცია უნდა მიეწოდოს კონკრეტულ სისხლისსამართლებრივ საქმეზე
პროკურორისა და გამომძიებლის ხელმძღვანელს. მოხსენება ხორციელდება, როგორც წერით
ისე ზეპირად, სადაც მოკლედ და გასაგებად უნდა იყოს აღწერილი საგამოძიებო
მოქმედებების ჩატარება და შედეგები.

ციფრულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით მისი რთული ხასიათიდან გამომდინარე


საკმარისი არ არის ასეთი ფორმით მოხსენება და საჭიროა ფოტო სურათების და ვიდეო
ფირების გამოყენება, რათა პროკურორმა და სხვა პირებმა ადვილად მოახერხონ საქმის
გარემოებების სწორედ გაგება თუ გააზრება. შედეგების ანალიზის ეტაპზე, განიხილება
ჩხრეკის შედეგად ამოღებული ციფრული მტკიცებულებების ანალიზი, საქმესთან
დაკავშირებით, უფრო კონკრეტულად ხდება ამოღებული ნივთებისა და ინფორმაციის
შესწავლა, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

ციფრული მტკიცებულებების ოთხი სახე არსებობს:

1) კომპიუტერული სისტემებისა და მონაცემთა შესანახი საშუალებების ფიზიკური


ამოღება
2) სისტემის ან მონაცემთა შესანახი საშუალების ასლის შექმნა
3) მონაცემთა რეზერვის ამოღება
4) გამოძიებისათვის საინტერესო კონკრეტული მონაცემების ამოღება

ამოღება უკეთესია მოხდეს იმ შემთხვევაში თუ :

- ამოსაღები არ არის ბევრი მოწყობილობა;


- არ არსებობს ფინანსური ზიანის რისკი;
- ამოღება საჭირო და აუცილებელია კონკრეტული საქმიდან გამომდინარე და
საკმარისი არ არის მხოლოდ ასლის გაკეთება;

ციფრული მტკიცებულებების შეფუთვა და ტრანსპორტირება

10
ნებისმიერი მოქმედება, რომელიც პირდაპირ კავშირშია ციფრულ მტკიცებულებასთან უნდა
იყოს საფუძვლიანად აღწერილი და შესაბამის ოქმში შეტანილი. ტრანსპორტირების დროს
აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი გარემოებები;

- დავრწმუნდეთ, რომ ციფრული მტკიცებულება არის დეტალურად აღწერილი და


ოქმში შეტანილი;
- დაცული უნდა იყოს ანაბეჭდი, ბიოლოგიური კვალი და სხვა; უნდა იქნეს მიღებული
ზომები, რათა აღნიშნული მტკიცებულებები იყოს დაცული;
- ყველა ციფრული მტკიცებულება უნდა შეფუთული უნდა იქნას ანტისტატიკურ
შესაფუთ საშუალებაში;
- უნდა იქნეს გამორიცხული მტკიცებულების : მოღუნვა, დაკაწვრა ან ნებისმიერი სახის
დეფორმაცია;
- ყველა ფუთა უნდა იყოს აღწერილი;
- მობილური ტელეფონი და სმარტფონი უნდა იქნეს დატოვილი იმ მდგომარეობაში რა
მდგომარეობაშიც იქნა ნაპოვნი;
- უნდა იქნეს ამოღებული კომპიუტერული სისტემების ყველა დენის წყაროს
შემაერთებლები;

ციფრული მტკიცებულების შენახვა

უნდა იქნეს შენახული კლიმატ კონტროლის მქონე სათავსოში, არ უნდა იყოს ნესტი და
მაღალი ტემპერატურა. უნდა იქნეს დაცული მაგნიტური ველებისგან. კომპიუტერული
სისტემის მყარი დისკი, როგორც ჩვენ არაერთხელ ვახსენეთ ფუნქციონირებს დამაგნიტების
საფუძველზე ამიტომ უნდა იქნეს მოცილებული და უნდა იყოს იზოლირებული ისეთი
ადგილებიდან, რომლებიც ქმნის იმის საშიშროებას, რომ შესაძლებელია განადგურებულ
იქნეს საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება.

ციფრულ მტკიცებულებასთან დაკავშირებული სხვა რიგი საკითხები

11
ელექტრონულ მტკიცებულებებს შეუძლია ფიზიკური მტკიცებულებისგან განსხვავებით,
როგორც პირის გამართლება, ასევე უსამართლო დასჯა. ასეთმა მტკიცებულებამ დიდი შანსია
პირი სამუდამოდ დააზარალოს ან გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს, რეპუტაციას, მიზნებს
და ა.შ , თუმცა შესაძლებელია ეს უკანასკნელი აღმოჩნდეს ერთადერთი გამამართლებელი
„ალიბი“. მაგალითად: თუ კომპიუტერში ან ინტერნეტში ჩართული ტელეფონი ან
მოწყობილობა არასათანადო სისტემებითაა დაცული მაშინ არსებობს რისკი, რომ ეს
კონკრეტული მოწყობილობა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დანაშაულის ჩასადენად. 7
ციფრული მტკიცებულებები სისხლის სამართლის განუყოფელი ნაწილია. ციფრული
მტკიცებულებები ცხოვრების ყველა ასპექტში გვხვდება, სწორედ ის გვაძლევს ფაქტებს,
ადგილმდებარეობის, მსხვერპლის თუ დანაშაულის შესახებ. ამ უკანასკნელის წყაროები,
ყოველთვის არ შეიძლება იყოს ისეთი მარტივი, როგორც კომპიუტერი ან შემთხვევის
ადგილზე ამოღებული მობილური ტელეფონი.

დასკვნა

დღევანდელ რეალობაში, როგორც ზემოთ ვახსენეთ, ბევრი სფერო ინტერნეტს პირდაპირ


უკავშირდება. ჩვენი ეპოქა ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაა . შესაბამისად, თითოეულმა
სამართალდამცავმა უნდა იცოდეს საწყის დონეზე მაინც, თუ რა არის კომპიუტერული
სისტემა, უნდა იცოდეს თუ რა შეუძლია საქმისთვის ციფრულ მტკიცებულებებს… უნდა
იქნეს შესწავლილი თითოეული ნიუანსი, რადგან როგორც ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ,
ციფრული მტკიცებულება რთული ხასიათისაა, მასთან მუშაობას ბევრი დაკვირვება
სჭირდება.

7
https://www.myadvokat.ge/ka/blog/7267?
fbclid=IwAR2rETo45EDEcGwP8_XdOaQ8hzxbeA66GTsN3_MLIWiXKRWDv2xdAj3OMV4

12
გამოყენებული ლიტერატურა

1) სასწავლო მასალა-„კიბერ სამართალი“ ; ავტორი გიორგი პირველი


2) Digital evidence and computer crime forensic science , computers and the internet, third
edition, by Eoghan Casey
3) https://www.myadvokat.ge/ka/blog/7267?
fbclid=IwAR2rETo45EDEcGwP8_XdOaQ8hzxbeA66GTsN3_MLIWiXKRWDv2xdAj3OMV4
4) https://archives.fbi.gov/archives/about-us/lab/forensic-science-
communications/fsc/april2000/swgde.htm
5) https://www.iacpcybercenter.org/topics/digital-evidence/
6) https://www.all-about-forensic-science.com/digital-evidence.html
7) https://www.definitions.net/definition/digital%20evidence

13

You might also like