You are on page 1of 182

-

კომპიუტინგის შესავალი
ლექციების კონსპექტი
1.

1
შინაარსი
2. წინასიტყვაობა........................................................................................................................3
3. კომპიუტერი თანამედროვე საზოგადოებაში................................................................ 4
4. კომპიუტერული სისტემის ზოგადი აღწერა..................................................................16
5. მონაცემთა დამუშავების ჰარდუერი................................................................................39
6. მონაცემთა შემტანი და გამომტანი ჰარდუერი.............................................................. 47
7. მონაცემთა შემნახველი ჰარდუერი..................................................................................56
8. მონაცემთა გადამცემი ჰარდუერი.................................................................................... 65
9. გამოყენებითი სოფთუერი.................................................................................................77
10. საოპერაციო სისტემები.............................................................................................................. 91
11. დაპროგრამება და დაპროგრამების ენები.......................................................................... 103
12. კომპიუტერები სამუშაოზე..................................................................................................... 117
13. ინტერნეტი................................................................................................................................... 126
14. ხელოვნური ინტელექტი........................................................................................................ 144
15. ჰარდუერის, სოფთუერისა და მონაცემების დაცვა......................................................... 152
A. მოკლე ისტორია.................................................................................................................164
B. თვლის სისტემები............................................................................................................. 171
C. დაპროგრამების ბიჯები...................................................................................................176

2
წინასიტყვაობა
ზოგადად, კომპიუტინგი არის ნებისმიერი მიზანმიმართული საქმიანობა , რომელიც
საჭიროებს კომპიუტერების გამოყენებას ან შექმნას. ამ წიგნის მთავარი მიზანია , კომპიუტინგის
საკითხები საინტერესო, შესაბამისი და გასაგები გახდეს, როგორც ტექნიკური დარგის , ასევე
უცხო ენების, ხელოვნების, განათლების, მედიცინის, ჟურნალისტიკის, ისტორიის , სამართლისა
და სხვა ნებისმიერი დარგის სტუდენტებისთვის.
პირველი კომპიუტერი 1937 წელს შეიქმნა და ის მხოლოდ მათემატიკური გამოთვლებისთვის
გამოიყენებოდა. მას შემდეგ კომპიუტერებმა გიგანტური ცვლილება განიცადა. ახლა მათ თითქმის
ყველაფერი შეუძლია და მათი გამოყენება ძალიან გაიოლდა. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი
დარწმუნებულია, რომ კომპიუტერი დიდი ძალაა
– ძალა, რომელიც ანგარიშგასაწევი და შესასწავლია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ
კომპიუტერული ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება. არ არსებობს იმის ნიშნები ,
რომ ამ განვითარების ტემპი შენელდება, ის შეიძლება კიდევ უფრო აჩქარდეს . ამიტომ თქვენ
მოგიწევთ საკმაოდ სწრაფი მოქმედება, რათა არ ჩამორჩეთ მას.
წიგნიში გადმოცემულია ცოდნა, რომელიც აუცილებელია თანამედროვე
კომპიუტერიზებულ საზოგადოებაში ცხოვრებისთვის. კერძოდ, განხილულია:
• კომპიუტერების მნიშვნელობის, მრავალმხრივი შესაძლებლობების, გავრცელებისა და
საზოგადოებაზე ზემოქმედების საკითხები;
• აღწერილია კომპიუტერების რაობა, ფუნქციები და მუშაობის პრინციპები;
• განმარტებულია კომპიუტერების გამოყენებისა და მასთან მომუშავე ადამიანებთან
ურთიერთობისთვის საჭირო ახალი ტერმინოლოგია.

3
ნაწილი პირველი
ზ ო გად ი ცნო ბები

თავი 1.
კო მპიუ ტ ერი თ ანამედ რ ო ვე საზ ო გად ო ებაში
ამ თავში მოცემულია კომპიუტერის როგორც ჭკვიანი მანქანის მიმოხილვა და განხილულია
კონცეფცია კომპიუტერის როგორც გონებრივი საქმიანობის ხელწყოს შესახებ . კომპიუტერი
არის მოწყობილობა რომელიც აადვილებს ჩვენ ინტელექტუალურ საქმიანობას და
აფართოებს ჩვენ შემოქმედებით შესაძლებობებს.

1.1. კო მპიუ ტ ერ უ ლ ი რ ევო ლ უ ც ი ა


თავდაპირველად კომპიუტერებს მხოლოდ დიდი კომპანიები და უნივერსიტეტები
იყენებდა. დღეს ისინი თითქმის ყველგან და ყველაფერშია. კომპიუტერები არის ოფისის
მუშაკის მაგიდაზე, სალაროს აპარატებში, ბანკებში, საათებში, მობილურ ტელეფონებში,
ავტომობილებში, საავადმყოფოებში და ა.შ.. კომპიუტერული რევოლუცია საოცრად სწრაფად
განვითარდა. ეს რევოლუცია შეიძლება შევადაროთ ინდუსტრიულ რევოლუციას.
ინდუსტრიულმა რევოლუციამ საზოგადოება უზარმაზარი მასშტაბით შეცვალა –
შემოიტანა ელექტროობა, ტელეფონები, რადიოები, ტელევიზორები, ავტომობილები და
თვითმფრინავები. ჩვენი ცხოვრების წესი კომპიუტერულმა რევოლუციმაც შეცვალა.
ადამიანები კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით პირდაპირ ურთიერთობენ
განათლების, სახელმწიფოს, ფინანსების, ვაჭრობის, გართობის, ჯანმრთელობის დაცვის,
მეცნიერების, მოგზაურობის, გამომცემლობის, წარმოების და სხვა სფეროებში.
კომპიუტერული რევოლუცია ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და, ალბათ, მიმდინარე
საუკუნეშიც გაგრძელდება. ამ რევოლუციამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა
საზოგადოებასა და პიროვნებაზე.
1.1.1. ინფ ო რ მაციუ ლ ი საზ ო გად ო ების ჩამო ყალ იბება
კომპიუტერი საფუძვლიანად უცვლის სახეს საზოგადოებას. ეკონომიკური
სახელმძღვანელოები გვასწავლის, რომ ეკონომიკის ქვაკუთხედი არის მიწა, სამუშაო ძალა
და კაპიტალი. დღეს ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ ეკონომიკის მეოთხე მნიშვნელოვანი
ელემენტი არის ინფორმაცია, რომელიც აღიარებულია ეკონომიკის ზრდის მამოძრავებელად.
ეკონომიკი დასახასიათებლად გაჩნდა ახალი ტერმინი: "ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა", რაც
თანამედროვე ეკონომიკის სფეროში ინფორმაციისა და კომპიუტერული ტექნოლოგიის ადგილის
სრულ აღიარებას წარმოადგენს.
ჩვენ ინდუსტრიული საზოგადოებიდან ინფორმაციულ საზოგადოებად
გარდავიქმენით. ფიზიკური შრომიდან გონებრივ შრომაზე, კუნთების ძალის გაყიდვიდან
გონებრივი შესაძლებლობების გაყიდვაზე გადავდივართ. კომპიუტერი ინფორმაციის
მოპოვებისა და გონებრივი შრომის შემსუბუქების ხელსაწყოა, ამიტომ, ისე როგორც
ინდუსტრიული რევოლუციის დასაწყისში, ხალხი ფერმებიდან ფაბრიკებში გადადიოდა
და მანქანა-დანადგარებით მუშაობას ეგუებოდა, ჩვენ ვეგუებით ინფორმაციულ
საზოგადოებაში ცხოვრებას, ანუ კომპიუტერებისა და კომპიუტერიზებული მანქანა-
ხელსაწყოების გამოყენებას.
ამ წიგნის წაკითხვის დაწყებით თქვენ უკვე გადადგით აქეთკენ პირველი ნაბიჯი.
განვიხილოთ ზოგიერთი გზა, რომლითაც ჩვენ უკვე ვეგუებით და ვეჩვევით
ინფორმაციულ საზოგადოებას.

4
1.1.2. კო მპიუ ტ ერ ები ჩვენს ცხო ვრ ებაში
კომპიუტერულმა რევოლუციამ კომპიუტერი ჩვენს ცხოვრებაში მრავალი მხრიდან
შემოიტანა.
კომპიუტერები არის მილიარდობით ადამიანისთვის კომუნიკაციის ძირითადი
მოწყობილობა: მუშაკები ურთიერთობენ კლიენტებთან, სტუდენტები
თანაჯგუფელებთან, მასწავლებლებთან, ოჯახთან და სხვა ადამიანებთან.
კომპიუტერებით საზოგადოებას აქვს მთელი დედამიწის ირგვლივ ინფომაციასთან
წვდომის საშუალება. კომპიუტერით მუდამ მისაწვდომია ადგილორივი და მსოფლიოს
ახალი ამბები, ამინდის პროგრნოზი, სპორტის შედეგები, ფრენის განრიგი,
სატელეფონო ცნობარი, რუკები, სამუშაო ვაკანსიები, საბანკო ანგარიშების
მდგომარეობა და საგანმანათლებლო მასალები.
კომპიუტერიდან შეგიძლიათ სატელეფონო ზარის განხორციელება, გაიცნოთ
ადამიანები, შეუკვეთოთ ბილეთები, გადაიხადოთ გადასახედები, მიიღოთ
განათლება, მართოთ სახლის ნივთები.
კომპიუტერული ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ უფრო ეფექტურად
განახორციელოთ ინფორმაციის ძებნა და მასთან წვდომა; პირადი აზრები, ფოტოები, და
ვიდეოები გაუზიაროთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს და სხვა ადამიანებს; მართოთ
ფინანსები; შეიძინოთ ნივთები, პროდუქტები და მომსახურებები; ითამაშოთ;
ორგანიზება გაუკეთოთ თქვენს ცხოვრების საქმიანობას; და ასე შემდეგ.
ეს და ბევრი სხვა მსგავსი ტექნოლგია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი
ნაწილი გახდა სახლში, სასწავლებელში და სამუშაოზე (სურათი 1-1).
სახლში კომპიუტერულ ტექნოლოგიას სხვადასხვა მიზნით იყენებენ, მაგალითად
საბანკო ანგარიშების მართვისთვის, მეგობრებთან ურთიერთეობისთვის, ცოდნის
მიღებისთვის, ნივთების შეძენისთვის და სხვა ბევრი საქმიანობისათვის. ბევრი ადამიანი
თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებს – ერთობა თამაშებით,
უსმენს მუსიკას, უყურებს ვიდეოს, კითხულობს სოციალური ქსელის პოსტებს, წიგნებს და
ჟურნალებს, აზიარებს ამბებს.
სასწავლებელში მასწავლებლები კომპიუტერს იყენებენ სტუდენტებთან
ურთიერთობისათვის. სტუდენტებს ასწავლიან კომპიუტერების გამოყენებით,
სტუდენტები კომპიუტერს იყენებენ საშინაო დავალებელის მოსამზდებლად. ზოგიერთ
სასწავლებელში სტუდენტები საგნებს მთლიანად კომპიუტერით სწავლობენ.
კომპიუტერს ფართოდ იყენებენ მუშაობისას. მაგალითად, ოფისებში მას იყენებენ
ფირმის საქმიანობის გაძღოლისთვის, ხელფასის საანგარიშოდ, ინვენტარის
აღრიცხვისთვის. კლიენტებთან ურთიერთობისათვის, ელექტრონული წერილებისა და
ანგარიშების მომზადებისათვის, ბიუჯეტების შედგენისა და განახლებისთვის, საქმიანი
ჩანაწერების შექმნისა და განახლებისთვის, ინფორმაციის ძებნისთვის, დიაგრამების,
გრაფიკების, საინფორმაციო ბიულეტენებისა და პრეზენტაციების შექმნისთვის.
კომპიუტერმა ბევრი ხელსაწყო შეცვალა და საშუალება მოგვცა შექმნილიყო ჭკვიანი
მანქანები და ხელსაწყოები. დღეს ბევრი მეცნიერი ლაპარაკობს, რომ ჩვენ ვიყოფებით
ჭკვიანი ხელსაწყოები ეპოქის დასაწყისში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეს საკმოდ ბევრი სამუშაოს შესრულება კომპიუტერის
გამოყენებას საჭიროებს. მათი რაოდენობა სწრაფად იზრდება და მომავალში ძალიან ცოტა
დარჩება ისეთი სამუშაო, რომელთა შესრულება შესაძლებელი იქნება კომპიუტერის
გამოყენების გარეშე – სამუშაოების უმეტესობა რაღაც დონით კომპიუტერის გამოყენებით
შესრულდება. ამიტომ კომპიუტერის გამოყენების ცოდნა ძალიან ფასობს და მომავალში

5
კიდევ უფრო დაფასდება. დამქირავებლები, სამუშაოზე აყვანისას, უპირატესობას ანიჭებენ
იმ კანდიდატებს, რომლებმაც კომპიუტერის გამოყენება იციან.
1.1.3. კო მპიუ ტ ერ უ ლ ი განათ ლ ება
იმისთვის, რომ არ გაგიძნელდეთ ინფორმაციულ საზოგადოებაში ცხოვრება, საჭიროა
მიიღოთ კომპიუტერული განათლება. ის გახდა ნებისმიერი კარიერისა და შემდგომი
წარმტების წინაპირობა.
კომპიუტერულ განათლებაში იგულისხმება:
1. კომპიუტერების მნიშვნელობის, მრავალმხრივი შესაძლებლობების, გავრცელებისა და
საზოგადოებაზე ზემოქმედების საკითხებში გაცნობიერება.
2. კომპიუტერების რაობის, ფუნქციებისა და მუშაობის პრინციპების ცოდნა. აგრეთვე,
კომპიუტერის გამოყენებისთვის და მასთან მომუშავე ადამიანებთან ურთიერთობისთვის
საჭირო ახალი ტერმინოლოგიის ცოდნა.
3. ზოგიერთი სამუშაოების შესასრულებლად და საჭირო ინფორმაციის მისაღებად
კომპიუტერის გამოყენების უნარ-ჩვევების ქონა.
კომპიუტერული განათლება არ გულისხმობს კომპიუტერის ინსტრუქციების
(ინსტრუქციები კომპიუტერს ეუბნება რა გააკეთოს) წერის ცოდნას. ეს იგივე იქნებოდა,
რომ ყველამ, ვინც აპირებს ისწავლოს ავტომობილის მართვა, უნდა დაეუფლოს
ავტომექანიკოსობასაც. კომპიუტერული განათლების განსაზღვრების მესამე ნაწილი
ნიშნავს, რომ თქვენ უნდა შეგეძლოთ უკვე დაწერილი ინსტრუქციების გამოყენება.
მაგალითად, ბანკის მოლარემ უნდა შეძლოს კომპიუტერის გამოყენებით ნახოს ბანკის
კლიენტს აქვს თუ არა ანგარიშზე იმდენი თანხა, რამდენის გატანაც სურს. მოკლედ რომ
ვთქვათ, კომპიუტერული განათლების განსაზღვრების მესამე ნაწილი ნიშნავს, რომ
მომხმარებელს უნდა შეეძლოს კომპიუტერის გამოყენება თავის საქმიანობაში.
მომხმარებელი არის ის, ვინც იყენებს კომპიუტერს მუშაობისას, გართობისას, ან
კომუნიკაციისას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მარტოოდენ კომპიუტერის გამოყენების უნარ-ჩვევების ქონა
არ ნიშნავს კომპიუტერული განათლების ქონას. მაგალითად, შესაძლოა ბუღალტერი
კომპიუტერს იყენებს ანგარიშების მომზადებაში, მაგრამ მან თუ არ იცის განსაზღვრების
პირველ და მეორე ნაწილში აღნიშნული საკითხები, მას სრული კომპიუტერული
განათლება არა აქვს.
კომპიუტერული განათლების განსაზღვრების პირველი ნაწილი გულისხმობს
გაცნობიერებას, ამიტომ ჯერ განვიხილოთ, რატომ არის კომპიუტერი გავრცელებული,
ხოლო შემდეგ – მისი გამოყენების სხვადასხვა ხერხები.

1.1.4. კომპიუ ტ ერ ის გავრ ცელ ების მიზ ეზ ები


ადამიანი მუდამ ცდილობდა ახალი ტექნოლოგიებისა შექმნას რათა გაეადვილებიანა,
როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი სამუშაო და კომფორტული გაეხადა სიცოცხლე.
როგორც აღვნიშნეთ, კომპიუტერი გონებრივი სამუშაოს შემამსუბქებელი ხელსაწყოა და ის
სხვა არსებულ ხელსაწყოებსა და ტექნოლოგიებთან შედერებით უფრო ფართოდ
გავრცელებულია, ამის მიზეზია მისი სამი მნიშვნელოვანი მახასიათებელი: სისწრაფე,
საიმედოობა და დიდი რაოდენობის მონაცემთა შენახვი შესაძლებლობა.
• სისწრაფე. სწრაფ მომსახურებას ყველა აფასებს. არავის არ უყვარს ბანკში ან
სუპერმარკეტში რიგში ლოდინი. კომპიუტერი არის მონაცეთა დამუშავების ძალიან სწრაფი
მანქანა და სწრაფი მომსახურების უზრუნველყოფის მთავარი ელემენტი. მის გარეშე საჭირო
იქნებოდა უფრო მეტი ლოდინი გადასახადის გადახდისას, ტელეფონზე დარეკვისას,

6
ბილეთების დაჯავშნისას, ავტომატური სალარო აპარიტით ფულის მიღებისას და ბევრი
სხვა საქმის გაკეთებისას.
• საიმედოობა. კომპიუტერი ფიზიკურად საიმედოა და ამიტომ მისი მუშაობის
შედეგები ზუსტია. თქვენ შეიძლება გაგიგიათ ამბები „კომპიუტერის შეცდომების“ შესახებ.
სამწუხაროდ, იმას იშვიათად ამბობენ, რომ ამ შეცდომების უმრავლესობა არა
კომპიუტერის, არამედ ადამიანის მიერაა გამოწვეული. მაგალითად, ხშირად ამ
შეცდომების მიზეზია ის, რომ მონაცემების შეტანისას ვინმემ არასწორ კლავიშს დააჭირა
თითი და მცდარი მონაცემები შეიტანა. ფრაზა – “კომპიუტერის შეცდომა” ხშირად ისმის,
მაგრამ ამ შეცდომის დამშვები სხვა არის.
• მონაცემთა შენახვის შესაძლებლობა. კომპიუტერებს შეუძლიათ ძალიან დიდი
რაოდენობის მონაცემების შენახვა ისე, რომ შემდგომ, ნებისმიერ დროს, შესაძლებელია
მათი სწრაფად და ეფექტურად გამოყენება. მონაცემთა შენახვის შესაძლებლობა
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაციულ საზოგადოებაში.
ამ შესანიშნავი მახასიათებლების არსებობის გამო აღარ არის გასაკვირი, რომ
კომპიუტერმა გზა გაიკვლია ჩვენი საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში და მისმა
გამოყენებამ ბევრი სარგებელი მოიტანა, მათ შორის, გაიზარდა მწარმოებლობა, შემცირდა
პროდუქციის ღირებულება, გაადვილდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი,
გაადვილდა კომუნიკაცია და ა.შ.
მწარმოებლობის ზრდა. სამწუხაროდ, კომპიუტერების მიზეზით ხშირად უქმდება
სამუშაო ადგილები. ეს განსაკუთრებით ფაბრიკებსა და ქარხნებში ხდება. მაგრამ, ამავე
დროს, კომპიუტერი ადამიანს ათავისუფლებს მომაბეზრებელი სამუშაოდან და სხვა უფრო
მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულების საშუალებას აძლევს. კომპიუტერის შესწავლისას
შესაძლოა შრომის ნაყოფიერება შემცირდეს, მაგრამ შესწავლის შემდეგ მწარმოებლობა
მკვეთრად იზრდება. მაგალითად, ოფისის მუშაკები თავიანთ სამუშაოს კომპიუტერის
გამოყენებით გაცილებით უკეთესად და სწრაფად ასრულებენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ
მეცნიერებმა, ტენდენციებზე დაკვირვებისა და კომპიუტერის ეკონომიკაზე ზეგავლენის
გამოკვლევის შედეგად, დაასკვნეს, რომ მომავალში კომპიუტერის გამოყენებით
მწარმოებლობა კიდევ უფრო მკვეთრად გაიზრდება.
გადაწყვეტილების მიღების გაადვილება. ტექნოლოგიების, კომუნიკაციებისა და
ადამიანების ურთიერთდამოკიდებულების გაფართოებამ გამოიწვია ინფომაციის
მოზღვავება. კომპიუტერი გვეხმარება თავი გავართვათ ამ ინფორმაციას. იგი ადამიანს
უადვილებს გადაწყვეტილების მიღებას. ბიზნესსა და სახელმწიფო მართვაში სწორი
გადაწყვეტილების მიღებისთვის ხელმძღვანელმა უნდა გაითვალისწინოს ფინანსური,
გეოგრაფიული, ლოჯისტიკური და სხვა ფაქტორები. კომპიუტერი გადაწყვეტილების
მიმღებ პირს ეხმარება ამ უზარმაზარი ინფორმაციის დახარისხებაში, ორგანიზაციასა და
საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში.
პროდუქციის ღირებულების შემცირება. როგორც აღვნიშნეთ, კომპიუტერი ზრდის
მწარმოებლობას და აადვილებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ის ხელს უწყობს
მუშახელის რაოდენობისა და ენერგიის ხარჯის შემცირებას. აქედან გამომდინარე,
კომპიუტერები მომსახურებისა და საქონლის ღირებულების შემცირების საშუალებას
იძლევა.
კომუნიკაციის გაადვილება: კომპიუტერების უმრავლესობას შეუძლია სხვა
კომპიუტერებთან კომუნიკაცია. რამაც ძალიან გაამარტივა მომხმარებლების ერთმანეთთან
კომუნიკაცია.
1.1.5. კომპიუტერების გამოყენების ნაკლოვანებები

7
კომპიუტერების გამოყენებას თან ახლავს ნაკლოვანებები, ზოგიერთი მათგანი
დაკავშირებულია კონფიდენციალობის დარღვევასთან, საზოგადოების
უსაფრთხოებასთან, სამუშო ადგილების შემცირებასთან, ჯანმრელობის რისკთან, და
გარემოზე ზემოქმედებასთან და სხვა ნაკლოვანებებთან:
• კონფიდენციალობის დარღვევა: თუ კომპიუტერში შენახული საიდენტიფიკაციო
მონაცემები და კონფიდენციალური ჩანაწერები შესაბამისად არ არის დაცული, მათი
მოიპარვა გამოიწვევს შესაბამისი ადამიანების პირადი უსაფრთხოება დაირღვას.
• საზოგადოებრივი უსაფრთხოება: ადამიანები, მათ შორის ბავშვები და თინეიჯერები
კომპიუეტერს იყენებენ თავიანთი ფოტოების, ვიდეოების და სხვა სამაგიდო
ინფორმაციის მთელ მსოფლიოში საჯაროდ გაზიარებისთვის. ზოგიერთი მათგანი
მოულოდენელად დაზარალდა კრიმინალური უცნობების მიერ ჩადენილი
დანაშაულის შედეგად.
• სამუშო ადგილების შემცირება: კომპიუტერმა გააუმჯობესა წარმადობა და შექმნა
მთლიანი ინდუსტრია ასობით ათასი ახალი სამუშაო ადგილებით. მაგრამ, ვინაიდან
მილიონობით ადამიანის უნარები შეიცვალა კომპიუტერით და ამასთან ერთად,
კომპიუტერს შეუძლია შეასრულოს რამდენიმე ადამიანის სამუშაო ერთდროულად,
გაუქმდა სამუშაო ადგილები. ამიტომ ძალიან მნიშველოვანია, რომ მუშაკებმა
თავიანთი კომპიუტერული განათლება შეინაჩუნონ თანამედროვე დონეზე.
• ჯანმრელობის რისკები: კომპიუტერის ხანგრძლივი და არასათანადო გამოყენებამ
შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის დაზიანება. კომპიუტერების მომხმარებლებს
ჯანმრთელობის რისკისგან თავის დაცვა შეუძლიათ შესაბამისი სამუშაო ადგილის
მოწყობით, კომპიუტერთან ჯდომის კარგი პოზით და მუშაობისა და შესვენების დროის
შესაბამისი განაწილებით. ჯანმრთელობის რისკი არის, აგრეთვე ე.წ. „კომპიუტერული
ნარკომანია“. კომპიუტერული თამაშები და სოციალური ქსელები ზოგიერთ ადამიანში
იწვევს ნარკომანიის მსგავს დამოკიდებულებას. ჯანმრთელობის რისკია აგრეთვე,
ადამიანების ფიზიკური აქტივობის შემცირება, განსაკუთრებთ ბავშვები და მოზრდილები
ძალიან ბევრ დროს ატარებენ კომპიუტერთან და ნაკლებ დროს უთმობენ ფიზიკურ
აქტივობას, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე
• გარემოზე ზემოქმედება: კომპიუტერის წარმოების პროცესი და კომპიუტერული
ნარჩენები იწვევს ბუნებრივი რესურსების განადგურებას და გარემოს დაბინძურებას.
ამიტომ დღეს აქტუალური გახდა ე.წ. მწვანე კომპიუტინგის სტრატეგია, რაც მოიცას
კომპიუტერის გამყენებისას ელექტროენერგის მოხმარების შემცირებას, წარმოშობილი
ნარჩენების შემცირებას, ნარჩენების გადამუშავებას, წარმოების პროცესის
რეგულირებას, კომპიუტერების გამოყენების ხანგრძლივობის გაზრდას და შეცვლილი
კომპიუტერების დაუყონებლივი გაჩუქებას ან უტილიზაციას.
• აზროვნების უნარის დაქვეითება. ხელს გვიშლის პრობლემების გადაწყვეტაზე ფიქრში.
• კომპანიების და ადამინების საქმიანობის კომპიუტერზე დამოკიდებულება.
კოპიუტერების დაზიანდება ან რაიმე მიზეზით მუშაობის შეჩერება იწვევს
კომპანიებისა და ადამიანების მუშაობის გაჩერებას.
• ადამიანებს შორის პირისპირ ურთიერთობის გაიშვიათება. ადამიანები ნაკლებ დროს
უთმობენ პირისპირ უთიერთობას.
• კომპიუტერული ვირუსები. ბევრ კომპიუტერულ ვირუსს შეუძლია კომპიუტერების
მუშაობის გაჩერება და მნიშვნელოვანი მონაცემების განადგურება.
• კომპიუტერული თაღლითობა. არსებობენ თაღლითი ადამიანები, როლებიც
ცდილობენ კომპიუტერის დახმარებით მოგპაროთ ფული.
ახლა გავეცნოთ კომპიუტერების გამოიყენების ზოგიერთ იმ ხერხს, რომლებიც ჩვენს
8
სამუშაო დღეს უფრო ნაყოფიერს და ჩვენს პირად ცხოვრებას უფრო ღირებულს ხდის.

1.2. კო მპიუ ტ ერ ის გამოყენების მაგალ ით ები


კომპიუტერებმა რევოლუცია მოახდინა მონაცემთა დამუშავებაში, შეცვალა არსებული
და შექმნა ახალი ინდუსტრიები. კომპიუტერების დაპროექტება და წარმოება უზარმაზარი
ინდუსტრია გახდა. კომპიუტერები ფართოდ გავრცელდა ადამიანის საქმიანობის
თითქმის ყველა სფეროში. ამან გამოიწვია კომპიუტერული განათლების მქონე მუშახელის
საჭიროება. არა აქვს მნიშვნელობა, სად იმუშავებთ და რა სამუშაოებს შეასრულებთ, დიდი
ალბათობაა იმისა, რომ თქვენ გამოიყენებთ კომპიუტერს. დღეს სამუშაო-ვაკანსიების
ძალიან ბევრი განცხადება შეიცავს კომპიუტერის ცოდნის მოთხოვნას (სურ. 1-2).
განვიხილოთ კომპიუტერების გამოყენების ზოგიერთი მაგალითი:
კომპიუტერული კომუნიკაცია. თქვენ შეგიძლიათ თქვენი კომპიუტერი დააკავშიროთ
სხვა კომპიუტერთან და გადასცეთ ან მიიღოთ მონაცემები. შორეულ მანძილზე
განლაგებული კომპიუტერების დაკავშირება შესაძლებელია კავშირგაბმულობის
სისტემით, მაგალითად, სატელეფონო ხაზებით. კომპიუტერულ კომუნიკაციას ფართოდ
იყენებენ ბიზნესში – ერთი ადგილიდან მეორეზე ანგარიშების, შეტყობინებებისა და სხვა
ინფორმაციის გაგზავნისთვის. კომპიუტერული კომუნიკაციით შეიძლება, აგრეთვე,
აუდიო-ვიდეო კავშირის დამყარება და კონფერენციების ჩატარება. კომპიუტერული
კომუნიკაცია განსაკუთრებით პოპულარული გახდა ინტერნეტის, ანუ მსოფლიო
კომპიუტერული ქსელის, შექმნის შემდეგ. კომპიუტერულმა კომუნიკაციამ შესაძლებელი
გახადა მუშაკთა სახლში მუშაობა, ვინაიდან მათ შეუძლიათ სახლიდან ნამუშევრების
გაცვლა და სხვა მუშაკებთან თანამშრომლობა.
განათლება. განათლებაში კომპიუტერები გამოიყენება სამი მიმართულებით: 1)
სტუდენტებს ასწავლიან კომპიუტერებს; 2) სტუდენტებს ასწავლიან კომპიუტერების
გამოყენებით; და 3) სასწავლო პროცესის მართვა ხდება კომპიუტერების გამოყენებით.
მშობლები თვლიან, რომ კომპიუტერული განათლება აუცილებელია. ისინი ცდილობენ,
თავიანთი შვილები ისეთ სასწავლებელში შეიყვანონ, სადაც კომპიუტერის სწავლება
მაღალ დონეზეა.
საგანმანათლებო დაწესებულები კომპიუტერულ ტექნოლოგიებს იყენებენ სასწავლო
პროცესში. ლაბორატორიები და საკლასო ოთახები აღჭურვილია კოპიუტერებით. ბევრი
სასწავლებელი მოითხოვს, რომ სტუდენტს ჰქონდეს საკუთარი კომპიუტერი, რათა მისი
საშუალებით ნორმალურად წარმართოს სასწავლო პროცესი. ზოგიერთი სასწავლებელი
სტუდენტებს კომპიუტერებით თვითონ უზრუნვეყოფს. განათლებაში კომპიუტერული
ტექნოლოგიების გამოყენების წახალისების მიზნით გამყიდველები სტუდენტებს
თავაზობს კომპიუტერებზე ფასდაკლებას. პედაგოგებსა და სტუდენტებს შეუძლიათ
გამოიყენონ უნივერსიტეტების სასწავლო პროცესის მართვის კომპიუტრული სისტემა.
მაგალითად, ამ სისტემით სტუდენტს შეუძლია წვდომა განახორციელოს საწავლო კურსის
მასალებთან, შეფასებებთან და სხვა ინფორმაციასთან. სასწავლებლების ბიბლიოთეკები
კომპიუტერიზებულია, რაც აადვილებს ლიტერატურის აღრიცხვას, ძებნასა და წვდომას.
ბევრი სასწავლებლი, კომპიუტერული კომუნიკაციის გამოყენებით, სტუდენტებს
თავაზობს დისტანციური სასწავლო კურსებს, რითაც განათლების მიწოდება ხდება
სასწალებისგან შორეულ ადგილზე, მაგალითად სტუდენტის სახლში. დისტანციური
სასწავლო კურსი მოხერხებულია იმ სტუდენტებდენტებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ
კამპუსებიდან შორს ან მუშაობენ სრულ განაკვეთზე. ასეთი სწვალება გამორიცხავს
ცენტრალიზებული სასწავლო სესიებისათვის აერობილეთების, სასტუმროებისა და კვების

9
ხარჯებს.
გრაფიკა. ბოლო ხანებში კომპიუტერები ფართოდ გამოიყენება გრაფიკაში. დამკვიდრდა
ახალი ტერმინი – კომპიუტერული გრაფიკა, რომელიც კომპიუტერით ნახატებისა და სხვა
ვიზუალური გამოსახულებების შექმნას გულისხმობს. კომპიუტერული გრაფიკა
საშუალებას იძლევა ინფორმაცია წარმოდგენილი იქნეს ნახატის სახით, რაც ადამიანს
უადვილებს ამ ინფორმაციის აღქმას და ანალიზს. კომპიუტერული გრაფიკა წარმატებით
გამოიყენება დამიანის საქმიანობის ბევრ დარგში: მედიცინაში, ბიოქიმიაში,
არქიტექტურაში, რეკლამირებაში, ტელევიზიაში, გამოცემლობაში, ანიმაციაში და ა.შ.
არქიტექტორები, კომპიუტერული ანიმაციური გრაფიკის გამოყენებით, კლიენტებს
საშუალებას აძლევენ წარმოსახვით გაიარონ შემოთავაზებულ შენობაში, დაათვალიერონ
მისი შესაძლო გარეგანი სახე და შენობას დააკვირდნენ წარმოსახვითი მიწისძვრისას.
ბიზნესის ხელმძღვანელები კომპიუტურულ გრაფიკას იყენებენ ციფრული ინფორმაციის
უფრო გასაგები და შთამბეჭდავი ფერადი დიაგრამებისა და სხვა გრაფიკული სქემების
სახით წარმოდგენისთვის. კომპიუტერული გრაფიკის საფუძველზე წარმოიშვა ახალი
სახის ხელოვნება, რომელიც კომპიუტერულ გრაფიკას იყენებს მულტიპლიკაციური
ფილმების, პეიზაჟების, ნატურმორტების, სატელევიზიო ლოგოებისა და კომერციული
რეკლამების შექმნისთვის (სურ. 1-3).
გამომცემლობა. კომპიუტერმა მკვეთრად შეცვალა საგამოცემლო საქმიანობა.
საგამომცემლო პროდუქციის აწყობის, რედაქტირების, დაკაბადონებისა და ბეჭდვის
პროცესი მთლიანად კომპიუტერიზებულია და გაცილებით ხარისხიანად და სწრაფად
კეთდება, ვიდრე ადრე შეიძლებოდა. კომპიუტერიზებულია, აგრეთვე, საგამომცემლო
პროდუქციისთვის საჭირო ილუსტრაციების (ფოტოებისა და სხვა გრაფიკული
გამოსახულებების) შექმნა და დამუშავება. ამის შედეგად შეიქმნა ახალი სახის სამუშაო
ადგილი, რომელშიც კომბინირებულია საგამომცემლო საქმისა და კომპიუტერის
გამოყენების ცოდნა. ბევრი გამომცემელი წიგნების, ჟურნალების, გაზეთებს, მუსიკებს,
ფილმებს და სხვა მსგავსი მასალებს ელექტრონულად გამოცემენ და მათ გავრცელებას
ინტერნტით ახდენს. ორგანიზაციები და პიროვნებები თავიანთ აზრებსა და იდეებს
აქვეყნებენ ინტერნეტის გამოყენებით.
ვაჭრობა. სუპერმარკეტებში ყველა ნაწარმი შეფუთულია და პაკეტზე აღნიშნული აქვს
ვიწრო ზოლებიანი სიმბოლოების ნახატი (სურ. 1-4). ამ სიმბოლოების წაკითხვა ხდება
სპეციალური მოწყობილობით – სკანერით, რომელიც მიერთებულია კომპიუტერთან.
წაკითხვის შემდეგ, კომპიუტერით განისაზღვრება შესაბამისი პროდუქციის ფასი. ამ ზოლებს
პროდუქციის უნივერსალური კოდი ეწოდება. ისინი საშუალებას იძლევა კომპიუტერის
გამოყენებით შესამჩნევად გამარტივდეს ვაჭრობის პროცესი. კომპიუტერი ფართოდ
გამოიყენება, აგრეთვე, საბითუმო სავაჭრო საწყობებში (მაგალითად, აფთიაქებში), სადაც
კომპიუტერის გარეშე თითქმის შეუძლებელია აღრიცხვა და მართვა. კომპიუტერი აღრიცხავს
გასავალ-შემოსავალს და შემდგომ აკონტროლებს გადახდის პროცესს.
დღეს ფათოდ არის გავრცელებული ელექტრონული ვაჭრობა. ინტერნეტით
შესაძლებელია მთელ მსოფლიოში პროდუქციის, მომსახურებისა და ინფორმაციის ძებნა,
შეძენა და გაყიდვა. ინტერნეტში ჩართული კომპიუტერით თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ
ნებისმიერი პროდუქცია ან მომსახურება, მათ შორის: სურსათი, ყვავილები, წიგნები,
კომპიუტერები, მობილური მოწყობილობები, მუსიკები, ფილმები, თვითმფრინავის
ბილეთები, კონცერტის ბილეთები და ა.შ.. იმისათვის რომ შეიძინოთ უნდა მიმართოთ
ბიზნესის ინტერნეტ ვიტრინას, რომელიც შეიცავს პროდუქციის აღწერილობას,
გამოსახულებას და სავაჭრო კალათას. სავაჭრო კალათა მომხმარებელს საშუალება აძლევს
შეაგროვოს შესანაძენი პროდუქცია. შეძენისას მომხმარებლს შეაქვს სამაგიდო მონაცემები
10
და გადახდის მეთოდი, რომელიც განხორციელდება ინტერნეტ კავშირით.
ენერგეტიკა. ენერგოკომპანიები კომპიუტერით ახდენენ გეოლოგიური მონაცემების
დამუშავებას, რაც ძალიან აადვილებს ნავთობის, ქვანახშირისა და სხვა საბადოების
აღმოჩენას. კომპიუტერების გამოყენებით ხდება ელექტროსადენების, ნავთობსადენებისა
და გაზსადენების დაპროექტება და მათი ეკოლოგიური უსაფრთხოების ანალიზი.
კომპიუტერი გამოიყენება დახარჯული ენერგიის აღრიცხვისთვის და გადასახდელი
თანხის გაანგარიშებისთვის. კომპიუტერების საშუალებით ახდენენ ენერგოქსელების
დაკვირვებასა და ანალიზს.
ტრანსპორტი. კომპიუტერი გამოიყენება სწრაფ სატრანზიტო სისტემაში მოძრაობის
რეგულირებისთვის, გემში ტვირთის ჩატვირთვის მართვისთვის, სარკინიგზო
მაგისტრალების მართვისა და კონტეინერების გადაზიდვის პროცესის თვალყურის
მიდევნებისთვის – კომპიუტერს შეუძლია დისპეტჩერს ნებისმიერ მომენტში მისცეს
ინფორმაცია გაგზავნილი ტვირთის შესახებ: რა ტვირთი გაიგზავნა, სად გაიგზავნა და სად
იმყოფება მიმდინარე მომენტში. კომპიუტერებით ხდება თვითმფრინავების აფრენის,
ფრენისა და დაშვების რეგულირება, რაც გამორიცხავს თვითმფრინავების შეჯახებასა და
სხვა ავარიულ მდგომარეობას. კომპიუტერებით ხდება თვითმფრინავის ბილეთების და
სასტუმროების დაჯავშნა.
საკანცელარიო სამუშაოები. თანამედროვე საზოგადოებას ძალიან ბევრ საქმიან
ქაღალდთან უწევს მუშაობა. კომპიუტერი ამცირებს ამ ქაღალდების რაოდენობას.
კომპიუტერით ტექსტის მომზადებისას ტექსტს კლავიატურით კრეფენ და კომპიუტერის
მეხსიერებაში ინახავენ. შემდეგ, თუ საჭირო გახდა, შეიძლება ამ ტექსტის ეკრანზე ასახვა,
მასში ცვლილებების შეტანა და ისევ შენახვა. შეიძლება, აგრეთვე, ტექსტის ნებისმიერ
დროს დაბეჭდვა ხელახალი აკრეფის გარეშე. მწერლები კომპიუტერს იყენებენ თავიანთი
ნაწარმოებების შექმნისას. ისინი კომპიუტერში იწერენ თავიანთ აზრებს, რომლებსაც
შემდეგ ძირითად ნაწარმოებებში იყენებენ. ქაღალდებთან მუშაობა გაცილებით ეფექტური
გახადა კომპიუტერულმა ბუღალტერიამ, კომპიუტერულმა რეგისტრატურამ და
კომპიუტერით წერილების გაგზავნა-მიღების შესაძლებლობამ.
საბანკო საქმე და ფინანსები. კომპიუტერმა რევოლუცია მოახდინა ფულის გამოყენებისა
და მართვის საქმეში. ეს ძალიან აშკარაა ბანკში (სურ. 1-5). ადრე გადასახადის ჩეკის
დაფარვა ხდებოდა მისი გამოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ვინაიდან ქვითრების
დამუშავებას გარკვეული დრო სჭირდებოდა. დღეს ეს გაცილებით სწრაფად ხდება
კომპიუტერით. კომპიუტერმა შესაძლებელი გახადა თვითმომსახურების სალაროების
შექმნა, რომლითაც შესაძლებელია მარტივი ანგარიშსწორების გაკეთება. ამასთან ერთად,
ბევრ სავაჭრო და სხვა დაწესებულებაში შესაძლებელია სპეციალური მაგნიტური
ბარათების გამოყენება და მყიდველის ანგარიშიდან თანხის გადმორიცხვა შენაძენი
საქონლის ღირებულების მიხედვით. ე.ი. ნაღდი ფულის თან ქონა აუცილებელი არ არის.
კომპიუტერით შესაძლებელი გახდა სავაჭრო დაწესებულებებში შეძენილ საქონელზე
საკრედიტო ბარათით უნაღდო ანგარიშსწორება. არსებობს თვითმომსახურების
საწვავგასამართი სადგურები, რომლებიც ანგარიშსწორებას საკრედიტო ბარათებით
ახდენს.

11
ბევრი ადამიანი და კომპანია იყენებს ონლაინ ბანკინგს გადასახდელების გადახდისთვის,
შემოსავლების და ხარჯების შემოწმობისთვის, ინვესტიციების მართვისთვის და საფინანსო
გეგმების შეფასებისთვის. თქვენი ანგარიშების ინფორმაცია შენახულია ბანკის კომპიუტერზე
და არა თქვენს კომპიუტერზე. ეს გაძლევთ საშუალებას თქვენს ანგარიშებთან წვდომა
განახორციელოთ მთელი მსოფლიოს ნებიმიერი ადგილიდან. ინვესტორები ხშირად იყენებენ
ონლაინ ინვესტიციებს რათა იყიდონ აქციები და ბონდები
– ბროკერების მომსახურების გარეშე. ონლაინ ინვენსტიციებისას ტრანზაქციების
საფასური გაცილების ნაკლებია, ვიდრე ბროკერების დახმარებით ვაჭრობისას.
სოფლის მეურნეობა. განვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობა დიდი ბიზნესია. აქ
კომპიუტერი ფერმერებს დიდ დახმარებას უწევს ანგარიშში, მასალების შესახებ
ინფორმაციის მოძიებაში, საკვების კომბინაციის შერჩევაში, ავტომატური სარწყავი
სისტემის მოწყობაში (სურ. 1-6) და ა.შ. ბევრი ფერმერი ნათესების დათვალიერებისას და
შემოწმებისას თან ატარებს კომპიუტერს, რითაც მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს
იადვილებს. კომპიუტერი გამოიყენება პლანტაციების მოვლაში, კერძოდ, ამინდის
მიხედვით წყლის მიწოდების რეგულირებისთვის, მიწის შემადგენლობის ანალიზისთვის
და საჭირო მინერალური და ორგანული ნივთიერებების რაოდენობის განსაზღვრისთვის.
სახელმწიფოს მართვა. მთავრობა კომპიუტერის უდიდესი მომხმარებელია. მაგალითად,
სოციალური დაზღვევის ადმინისტრაცია კომპიუტერებით აწარმოებს პენსიონრების
აღრიცხვას. კომპიუტერი გამოიყენება ამინდის პროგნოზირებაში (სურ. 1-7), საემიგრაციო და
საგადასახადო სამსახურებში. კომპიუტერით აღირიცხება ეჭვმიტანილთა და დამნაშავეთა
შესახებ ინფორმაცია-დოსიე, კომპიუტერით შექმნილი ფოტოები დიდ დახმარებას უწევს
შესაბამის ორგანოებს დამნაშავეთა ძებნასა და იზოლირებაში. და ბოლოს, პარლამენტში რაიმე
საკითხზე კენჭის ყრა და ხმების დათვლა ხდება კომპიუტერების საშუალებით, რამაც
გააადვილა და დააჩქარა ეს პროცესი. კომპიუტერები გამოიყენება გადასახადების აკრეფისა და
აღრიცხვის საქმეში – მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ საქმისთვის თავის გართმევა.
კომპიუტერული ტექნოლოგია ფართოდ გამოიყენება თავდაცვის სისტემაში. მაგალითად, აშშ-
ში ძალიან დდი კომპიუტერული ქსელი მუშაობს სტრატეგიული ინფორმაციის
კოორდინირებასა და გავრცელებისთვის, რაც აუცილებელია შეიარაღებული ძალების
მართვისთვის. კომპიუტერით ხდება სატელიტებიდან მიღებული მონაცემების ანალიზი და
მტრის შესაძლო თავდასხმის გამოცნობა. ბევრ ქვეყანას გააჩნია საჰაერო თავდაცვის სისტემები,
რომლთა ფკნქციონირება შეუძლებელია კომპიუტერების გარეშე. სამხედრო იარაღის
უდიდესი ნაწილი შეიცავს კომპიუტერს, რომელიც აგროვებს მონაცემებს, აანალიზებს მას და
ახდენს სტრატეგიის
შემუშავებას. კომპიუტერი არის კოსმოსის კვლევისა და კოსმოსიდან მიღებული
მონაცემების დამუშავების ტექნოლოგიის საფუძველი.
სამთავრობო ოფისების უმეტესობას აქვს ვებსაიტი, რითაც მოქალაქეების აწოდებენ
უახლესი ინფორმაციას. ადამიანებს სამთავრობო ვებსაიტებით შეუძლიათ აღწერის
მონაცემებისა და გადასახადების შესახებ ინფორმაციის დაათვალიერება, ნებართვებისა და
ლიცენზიების მიღებისათვის განაცხადების შეტანა, პარკირებისა და საჯარიმო
გადასახადების გადახდა, დანაშაულის შესახებ შეატყობინების გაკეთება, ფინანსური
დახმარების შესახებ განაცხადის შეტანა, და ა.შ. სამთავრობო დაწესებულების მუშაკები
კომპიუტერებს იყენებენ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში. 112–ის სამსახურები
კომპიუტერით ახდენენ სახანძრო, პოლიციის და სასწრაფო სამედიციო სამსამსახურებში
ზარების სწრაფი გადამისამართებას. სამართალ დამცავ ორგანოებს, პირდაპირ რეჟიმში,
თავიანთი საბორტო და მობილურ კომპიუტერებზე მიერთებული თითის ანაბეჭდების
შემტანი მოწყობილობებით და სხვა მობილური მოწყობილობებით, წვდომა აქვთ
12
ცეტრალურ კრიმინალურ საინფორმაციო ბაზასთან (სურ.1-34).
რობოტიკა. რობოტები არის ფიზიკური სამუშაოს შესასრულებელი სამარჯვების მქონე
კომპიუტერით მართული მანქანები, რომლებიც ძალიან არასასიამოვნო, ძალიან სახიფათო
ან ადამიანისათვის მიუწვდომელი სიზუსტის სამუშაოების შესასრულებლად გამოიყენება.
მაგალითად, რობოტები გამოიყენება: სამხედრო დანიშნულების ბომბების მოსახსნელად
და გაუვნებელყოფისთვის; წყალქვეშა სამხედრო დავალებების შესრულებისთვის;
საპატიმროების კორიდორების ღამით საყარაულოდ – პიროვნების შემჩნევის შემთხვევაში
ის დაუყოვნებლივ აცნობებს ადამიან-ყარაულს; ქარხნებსა და ფაბრიკებში მოსაწყენი და
მოსაბეზრებელი სამუშაოების – შეღებვისა და შედუღების – შესასრულებლად (სურ. 1-8).
ისინი ამ საქმეს გაცილებით უკეთესად აკეთებენ, ვიდრე ადამიანები. მაგალითად, ბევრ
საავტომობილო ქარხნას აქვს მთლიანი რობოტიზირებული ავტომობილების საამწყობო
კონვეირეული ხაზი(სურ 1-39).
ჯანმრთელობის დაცვა. კომპიუტერი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში. კომპიუტერით
ხდება პაციენტთა რეგისტრირება და აღრიცხვა. იგი დიდი წარმატებით გამოიყენება
დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. კომპიუტერის საშუალებით ხდება პაციენტის ტვინის
ან სხეულის სხვა შინაგანი ორგანოების დათვალიერება და მათი გადიდებული ფერადი
ნახატის შექმნა, რომლითაც ექიმებს უადვილდებათ დიაგნოზის დასმა(სურ. 1-9). დღეს
კომპიუტერი დაავადების დიაგნოზს საკმაოდ მაღალი სიზუსტით განსაზღვრავს, მაგრამ
დაავადების დიაგნოზს საბოლოოდ ექიმები ადგენენ, კომპიუტერი მხოლოდ ეხმარება მათ.
ფარმაცევტებს კომპიუტერის გამოყენებით შეუძლიათ წამლის ავადმყოფზე ზემოქმედების
წინასწარი მოდელირება, რაც მათ საშუალებას აძლევს განსაზღვრონ მედიკამენტების
ავკარგიანობა. კომპიუტერს შეუძლია დაადგინოს გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო
ეფექტური წამალი, რომლის მიღების შემდეგ განკურნება სწრაფად მოხდება.
კომპიუტერები, აგრეთვე, გამოიყენება ექიმების სწავლებისა და წვრთნის საქმეში.
სტუდენტებსა და ექიმებს შეუძლიათ კომპიუტერები გამოიყენონ ოპერაციების,
ავადმყოფებზე გაკეთებამდე, წარმოსახვით პაციენტზე შესწავლისთვის და
შესრულებისთვის.
ქვემოთ ჩამოთვლილია კომპიუტერების გამოყენების ზოგიერთი სხვა კონკრეტული
მაგალითი:
− ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში ექიმები კომპიუტერებს იყენებენ
პაციენტის სამედიცინო ჩანაწერების დაათვალიერებისა და მართვისათვის (Figure 1-36).
− კომპიუტერები, საავადმყოფოების სამედდიცინო პალატებში და სახლებში,
მონიტორინგს უწევენ პაციენტის საციცოცხლო ნიშნებს.
− კომპიუტერები და კომპტიუტერიზებული მოწყობილობები ეხმარება ექიმებს, ექთნებს
და სამედიცინო ტესტების ჩამტარებელ სხვა პირებს პაციენტის ჯანრთელობის
მდგომარეობას კვლევასა და დიაგნოსტირებაში.
− ექიმები იყენებენ ელექტრონულ წერილებს, ტექსტურ მესიჯებს, და სხვა
საკომუნიკაციო სერვისებს პაციენტებთან ურთიერთობისთვის.
− ფარმაცევტები კომპიუტერებს იყენებენ სადაზღვევო მოთხოვნების რეგისტრაციისა და
კლიენტებისთვის წამლების შესახებ საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის
მისაწოდებლად.
− ქირურუგებიახდენენკომპიუტერიზებულიმოწყობილობის(მაგალითად
კარდიოსტიმულატორის) ადამიანი სხეულში იმპლანტაციას, რაც პაციენტს
უხანგძლივებს სიცოცხლეს.
− ქირურგები, თვალის ლაზერული ქირურგისას, გული ქირურგისას დას სხვა მსგავსი
ოპერაციებისას, დიდი სიზუსტის უზურუნველყოფისთვის, იყენებენ კომპიუტერით
13
მათვად მოწყობილობებს – რობოტებს.
სახლი. კომპიუტერს დიდი წარმატებით იყენებენ სახლში. ის გამოიყენება როგორც
ბავშვების საგანმანათლებლო ხელსაწყო. სახლში კომპიუტერს იყენებენ, აგრეთვე,
ელექტრონული ფოსტით წერილების მიღება-გაგზავნისთვის, ხატვისთვის, ცნობის
ფურცლების, საინფორმაციო ბიულეტენებისა და სხვა ბეჭდვითი მასალების
მომზადებისთვის, პირდაპირი აუდიო-ვიდეო ურთიერთობისთვის. კომპიუტერი
შეიძლება გამოიყენოთ სახლის დარაჯად. კომპიუტერის საშუალებით შესაძლებელია
პირადი საფინანსო აღრიცხვის წარმოება და დაგეგმვა. ბევრი პროფესიონალი თავიანთი
სახლის კომპიუტერსა და კომპიუტერულ კომუნიკაციას სამუშაო დავალებების სახლში
შესრულებისთვის ან ბიზნესის შინიდან წარმართვისთვის იყენებს. და ბოლოს,
კომპიუტერით შეგიძლიათ გაერთოთ – ითამაშოთ ვიდეოთამაშები, მოუსმინოთ მუსიკას
და ნახოთ ვიდეოფილმები.
მეცნიერება. კომპიუტერი ძალიან ფართოდ გამოიყენება მეცნიერებაში მონაცემების
შეგროვების, ანალიზისა და მოდელირებისათვის. მაგალითად, საჭმლისა და წამლების
საკვლევი სამეცნიერო დაწესებულებები ექსპერიმენტებში ცოცხალი სუბიექტების
(თაგვების, მაიმუნების) ნაცვლად კომპიუტერს იყენებენ. კომპიუტერი გამოიყენება,
აგრეთვე, სხვადასხვა ქიმიური და ფიზიკური პროცესების (მაგალითად, ატომური
რეაქციის) წარმოქმნისა და მართვისთვის. საჰაერო ტრანსპორტის ინჟინრები კომპიუტერს
იყენებენ თვითმფრინავების ნაწილების ტესტირებისას. კომპიუტერების გამოყენებით
მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური ცხვირი, რომელსაც შეუძლია იგრძნოს სუნის ძალიან
უმნიშვნელო ცვლილებაც კი. ეს გამოგონება დიდი წარმატებით გამოიყენება საჭმლის,
სასმელისა და პარფიუმერიის წარმოებაში. კომპიუტერს ძალიან დიდი გამოყენება აქვს
მათემატიკური კვლევების ჩატარებაში და მათემატიკური დამოკიდებულებების
გრაფიკულ გამოსახვაში. მედიცინაში მეცნიერები, კომპტიუტერების გამოყენებით, ძალიან
სერიოზულ შედეგებს აღწევენ. ძალიან მცირე ზომის კომპიუტერები ასრულებენ
ცენტრალური ნერვიული სისტემების, თვალის ბადურის და ყურის ლოკოკინის ფუნქციას.
ლოკოკინას იმპლანტაცია ყრუ ადამიანს საშუალებას აძლევს გაარჩიოს ხმები. ტვინში
იმპლატირებული ელექტროდები აჩერებს პარკინსონის დავადებასთან დაკაშირებულ
კანკალს. ნეირონული ქსელები არის სისტემა, რომელიც ახდენს ადამიანის ტვინის ქცევის
იმიტირებას. მეცნიერები ქმნიან კომპიუტერულ ნეირონულ ქსელებს, ტვინში არსებული
ნეირონების შორის არსებული კავშირების მსგავსი კავშირებით. ასეთი ნეირონული
ქსელებით, სამაგიდო კომპიუტერს შეუძლია ადამიანის მიერ წარმოთქმული სიტყვების
გამოცნობა.
პრაქტიკული სწავლება და წვრთნა. კომპიუტერი გამოიყენება იმ სასწავლო და
საწვრთნელ მოწყობილობებში, რომლებითაც ხდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღება.
მომავალ საზღვაო კაპიტანს ნავიგაციას ასწავლიან კომპიუტერიზებულ სიმულიატორზე,
ანუ საწვრთნელ მოწყობილობაზე, რაც გაცილებით იაფია და უხიფათო, ვიდრე ნამდვილ
გემზე სწავლების ჩატარება. ასევე დამწყები პილოტი თვითმფრინავის მართვის
გამოცდილებას ღებულობს კომპიუტერიზებულ საწვრთნელ მოწყობილობაზე. (სურ. 1-11).
კომპიუტერიზებული საწვრთნელი მოწყობილობები გამოიყენება, აგრეთვე, სამედიცინო
სასწავლებლებში, სამეცნიერო ლაბორატორიებსა და ბიზნესის სასწავლებლებში.
მოგზაურობა. ავტომობილით ან თვითმფრინავით მოგზაურობისას, თქვენი მიზანი არის
დანიშნულების ადგილზე უსართხოდ მისვლა. მოგზაურობისას თქვენ შეგიძლიათ
გამოიყენოთ სანავიგაციო სისტემის ტექნოლოგია, რომელიც სატელიტის სიგნალების
გამოყენებით განსაზღვრავს გეოგრაფიული ადგილმდებარეობას. ეს ტექნოლოგია
ადამიანებს აგრეთვე ეხმარება რუკების შექმნისას, ორ ადგილმდებარეობას შორის
14
საუკეთესო მარშრუტის განსაზღვრაში, დაკარული პიროვნების ან მოპარული ნივთის
ადგილმდელარეობის განსაზღვრაში, პიროვნების ან ობიექტის მოძრაობის მონიტორინგში
(დაკვირვებაში), ზღვის დონიდან სიმაღლის განსაზღვრაში, სიჩქარის გამოთვლაში და
საინტერესო ადგილების მოძებნისაში. სახმელეთო ტრანსპორტის მწარმოებლები დღეს
ავტომობილებში ამონტაჟებენ სანავიგაციო სისტემებს (Figure 1-37). ბევრი მობილური
მოწყობილობა, მათ შორის სმარტფონები, გამოდის სანავიგაციო სისტემებით. მგზავრობის
მომზადებისას, თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ ატომობილის, სასტუმროს, ან თვითმფრინავი
ბილეთების რეზერვიება. ბევრი ვებსაიტი გთავაზობთ ამ მომსახურებებს, რითაც თქვენ
შეგიძლიათ მოიძიოთ და შეადაროთ თვითმფირავის ბილეთების ფასები და მარშრუტები.
შეუკვეთოთ თვითმფრინავის ბილეთები ან დაჯავშნოთ სასტუმრო და ავტომობილი.
გართობა. კომპიუტერი შეგიძლიათ გამოიყენოთ აუდიო კლიპების ან რადიოს
მოსასმენად, ვიდეო კლიპების, სატელევიზიო შოუების ან პირდაპირი ეთერის გადაცემებს
საყურებლად; წიგნების, ჟურნალების ან გაზეთების წასაკითხად და უამრავი თამაშების
სათამაშოდ. ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენ გადმოწერთ მედიას ვებიდან კომპიუტერზე
ისე, რომ თქვენ შეგიძლიათ უყუროთ, ითმაშოთ, ან მოუსმინოთ მოგვიანებით. ზოგიერთი
ვებსაიტი უზრუნველყოფს ნაკადურ მაუწყებლობას, რომელზეც წვდომის შემდეგ თქვენ
შეგიძლიათ შინაარსის ყურება ან მოსმენა გადმოწერისას. თქვენ შეგიძლიათ აგრეთვე
შექმნათ ვიდეო, ფოტო, აუდიო ინფორმაცია თქვენს კომპიუტერში, შემდეგ გადაწეროთ
ვებზე და გუზიაროთ სხვა ადმიანებს, მაგალითად, ონლაინ სოციალურ ქსელში.
ეს იყო კომპიუტერის გამოყენების არასრული სია. მისი გამოყენება გაცილებით ფართოა
და ის განუწყვეტლივ ფართოვდება.

ახლა შეეცადეთ შეაფასოთ თქვენი კომპიუტერული განათლება. შეიძლება ჯერ კიდევ
ბევრი რამ არ იცით, მაგრამ ამ წიგნის წაკითხვის დაწყებით თქვენ უკვე დაიწყეთ
კომპიუტერული განათლების მიღება. ეს წიგნი დაგეხმარებათ შეისწავლოთ ის ძირითადი
საკითხები, რომელთა ცოდნა აუცილებლია ინფორმაციულ საზოგადოებაში
ცხოვრებისთვის.

15
თავი 2.
კო მპიუ ტ ერ უ ლ ი სისტ ემის ზ ო გად ი აღწერა
2.1. ძირით ად ი ტ ერ მინები
კომპიუტერულ სისტემას აქვს სამი მთავარი ელემენტი – ჰარდუერი, სოფთუერი და
ადამიანები. ჰარდუერი ეწოდება კომპიუტერს და მასთან მიერთებულ მოწყობილობებს,
სოფთუერი ეწოდება ინსტრუქციების ერთობლიობას, რომლებიც კომპიუტერს ეუბნება, რა
გააკეთოს. ადამიანები კომპიუტერის შესაძლებლობებს იყენებენ თავიანთი მიზნებისთვის.
ისინი კომპიუტერული სისტემის უმთავრესი ელემენტია.
სოფთუერს, აგრეთვე, პროგრამებსაც უწოდებენ. უფრო ზუსტი განმარტებით, პროგრამა
არის კომპიუტერისთვის გასაგებ ენაზე დაწერილი ინსტრუქციების მიმდევრობა,
რომელიც კომპიუტერს უბრძანებს შეასრულოს თქვენთვის სასურველი მოქმედებები.
კომპიუტერულ სისტემაში ჩართული ადამიანები შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად:
კომპიუტერის პროფესიონალები და კომპიუტერის მომხმარებლები. კომპიუტერის
პროფესიონალები არიან კომპიუტერის დარგის სპეციალისტები, რომლებსაც
კომპიუტერის გამოყენების ტექნიკურ საკითხებში მიღებული აქვთ ფორმალური
განათლება და კომპიუტერის ფიზიკური ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე ზრუნავენ.
მაგალითად, კომპიუტერის პროფესიონალებს მიეკუთვნება კომპიუტერის
დამპროგრამებელი. კომპიუტერის დამპროგრამებელი არის პიროვნება, რომელიც წერს
კომპიუტერის პროგრამებს. ადამიანთა უმეტესობა პროგრამებს არ წერენ, მაგრამ
კომპიუტერს წარმატებით იყენებენ. მომხმარებლები ეწოდება იმ ადამიანებს, რომლებიც
იყენებენ შეძენილ, ანუ სხვის მიერ დაწერილ, პროგრამებს. ამიტომ მომხმარებელს
ზოგჯერ საბოლოო-მომხმარებელსაც უწოდებენ.
ახლა განვიხილოთ კომპიუტერული სისტემის ეს მამი ელემენტი.

2.2. ჰარ დ უ ერ ი
კომპიუტერი არის მანქანა, რომელიც შეიძლება დაპროგრამდეს ისე, რომ მიიღოს
დაუმუშავებელი მონაცემები, გადაამუშაოს და გამოსცეს გამოსადეგი ინფორმაცია.
მაგალითად, კომპანიის ხელფასის ანგარიშსწორების განყოფილებაში კომპიუტერი
დაპროგრამებულია ისე, რომ ღებულობს მონაცემებს მუშაკთა შრომის ანაზღაურების
განაკვეთისა და მუშაკთა ნამუშევარი დროის შესახებ, ამ მონაცემების საფუძველზე
ანგარიშობს მუშაკთა ხელფასის ოდენობას და ქაღალდზე ბეჭდავს შედეგებს დარიცხვის
უწყისების სახით ან მუშაკის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მოთხოვნას აგზავნის
შესაბამისი ბანკის კომპიუტერიში.
სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის, კომპიუტერულ სისტემას უნდა შეეძლოს
მონაცემებზე ხუთი მთავარი მოქმედების შესრულება: შეტანა, დამუშავება, გამოტანა,
შენახვა და კომუნიკაცია (სურ. 2-1).

შეტანა ეწოდება კომპიუტერის მიერ მონაცემების მიღებას,


დამუშავება – შეტანილ მონაცემებზე გამოთვლების შესრულებას,
შენახვა – მონაცემების ხანგრძლივად დახსომებას,
გამოტანა – ინფორმაციის, ანუ დამუშავების შედეგად მიღებული მონაცემების, გამოცემას,
ხოლო კომუნიკაცია ეწოდება ერთი კომპიუტერიდან მეორე კომპიუტერში მონაცემების
გადაცემას.

16
ამ მოქმედებებს მართავს სოფთუერი, მაგრამ ასრულებს ჰარდუერი, რომელიც
შესაბამისად იყოფა ხუთი სახის მოწყობილობებად – შემტან, დამმუშავებელ, შემნახველ,
გამომტან და საკომუნიკაციო მოწყობილობებად.
• შემტანი მოწყობილობები ასრულებს მონაცემების, კომპიუტერისთვის გამოსადეგ
ფორმაში, მიღებას და დამმუშავებელ მოწყობილობაზე გადაცემას.
• დამმუშავებელი მოწყობილობები შეტანილ მონაცემებს გარდაქმნის ინფორმაციად.
• შემნახველი მოწყობილობები ხანგრძლივად ინახავს მონაცემებს და პროგრამებს. ამ
მოწყობილობებს დამხმარე მეხსიერებასაც უწოდებენ.
• გამომტანი მოწყობილობები გამოცემს ინფორმაციას, ანუ დამუშავებულ მონაცემებს,
მომხმარებლისათვის გასაგებ და გამოსადეგ ფორმაში.
• საკომუნიკაციო მოწყობილობები ასრულებს კომპიუტერებს შორის მონაცემების
გადაცემას.
ეს მოწყობილობები და მათთან დაკავშირებული ტერმინოლოგია განვიხილოთ
მონაცემთა დამუშავების მაგალითზე.

2.2.1. მო ნაცემთ ა დ ამუ შავების მაგალ ით ი

ვთქვათ, სამაგიდო კომპიუტერის გამოყენებით (სურ. 2-2) გსურთ შეასრულოთ ტექსტის


მომზადება – მოხსენების ან წერილის დაწერა. ტექსტის მომზადების სოფთუერი
საშუალებას გაძლევთ შეიტანოთ ტექსტი, შეინახოთ, გაასწოროთ, ისევ შეინახოთ და
დაბეჭდოთ, როდესაც მოგესურვებათ. ამ შემთხვევაში შემტანი მოწყობილობა არის
კლავიატურა, რომელსაც გამოიყენებთ საწყისი ტექსტის აკრეფისთვის ან ტექსტში საჭირო
ცვლილებების შეტანისთვის. დამმუშავებელი მოწყობილობა, რომელიც მოთავსებულია
სამაგიდო კომპიუტერის სასისტემო ნაწილში, ტექსტის მომზადების სოფთუერის
ინსტრუქციების მიხედვით მიიღებს თქვენს მიერ აკრეფილ ტექსტს. დამუშავებული
მონაცემები, ანუ მომზადებული ტექსტი, სამაგიდო კომპიუტერიდან ჩვეულებრივ ორი
ფორმით გამოდის, ეკრანსა და პრინტერზე, ანუ საბეჭდ მოწყობილობაზე. წერილი,
კლავიატურაზე აკრეფისთანავე, ეკრანზე აისახება. ეკრანზე წერილის შემოწმების შემდეგ
შეგიძლიათ მისი შეცვლა. მას შემდეგ, რაც დაადგენთ, რომ ტექსტის ახალი ვერსია
მისაღებია, შეგიძლიათ დაბეჭდოთ პრინტერზე. თუ ფიქრობთ, რომ ტექსტი მომავალშიც
გამოგადგებათ, შეგიძლიათ მისი დამხმარე მეხსიერებაში შენახვა. დამხმარე მეხსიერება
შეიძლება იყოს ფლეშ მეხსიერება, რომელიც უნდა შეაერთოთ USB პორტს და შემდეგ
მასზე და შეინახავთ აკრეფილი წერილის ტექსტს. ფლეშ მეხსიერებაზე წერილის ტექსტი
დახსომებული იქნება ხანგრძლივად. მისი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს.
ამასთან თუ გსურთ თქვენს მიერ აკრეფილი ტექსტი გაუგზავნოთ თქვენს თანაკურსელს,
ამის გაკეთება შეგიძლიათ საკომუნიკაციო მოწყობილობებით, რომელიც უნდა იყოს
თქვენი კომპიუტერი შემადგენელი ნაწილი.
ახლა შევუდგეთ შეტანის, დამუშავების, გამოტანისა, შენახვისთვის და
კომუნიკაციისათვის საჭირო ჰარდუერის განხილვას. ყველა სახის კომპიუტერული
სისტემის ჰარდუერი მსგავსი კომპონენტებისგან შედგება. ამიტომ კომპიუტერის
ჰარდუერი აღვწეროთ სამაგიდო კომპიუტერის მაგალითზე. პერსონალურ კომპიუტერს
უფრო დაწვრილებით შემდეგ განვიხილავთ.

2.2.2. შემტ ანი მო წყო ბილ ო ბები


შეტანა არის მონაცემთა კომპიუტერში ჩაწერა. ყველაზე გავრცელებული შემტანი
მოწყობილობებია კლავიატურა, მაუსი და ზოლოვანი კოდის წამკითხველი.
• კლავიატურა. კომპიუტერის კლავიატურაზე კლავიშები საბეჭდი მანქანის მსგავსადაა
17
განლაგებული. შესატანი მონაცემების კლავიატურაზე აკრეფისას მომხმარებელი თითს
აჭერს კლავიატურის შესაბამის კლავიშებს. კლავიატურაზე აკრეფილ მონაცემებს
კომპიუტერი, როგორც წესი, აკრეფისთანავე ეკრანზე ასახავს (სურ 2-3).
• მაუსი. მომხმარებელი მაუსს ასრიალებს ბრტყელ ზედაპირზე (სურ. 2-4). მაუსის
მოძრაობა იწვევს მისი ქვედა ნაშილიდან გამონათებული ლაზერული სხივის მაგიდის
ზედაპირიდან არეკვლის კუთხის შეცვლას. სხივის არეკვლისთანავე ეკრანზე
გადაადგილდება სპეციალური ნახატი, რომელსაც მაუსის მიმთითებელი ჰქვია.
მომხმარებელს შეუძლია მაუსის მოძრაობით მაუსის მიმთითებელი მოათავსოს ეკრანზე
ასახულ ბრძანებაზე ან ნახატზე და მაუსის ღილაკზე თითის დაჭერით კომპიუტერს
შეასრულებინოს რაიმე მოქმედება.
• ზოლოვანი კოდის წამკითხველი. ამ მოწყობილობით ხდება შეფუთული პროდუქციის
პაკეტზე აღნიშნული ზოლოვანი კოდის, ანუ შავ-თეთრი ზოლებისგან შემდგარი
სიმბოლოების, წაკითხვა. ასეთი კოდი დღეს თითქმის ყველა პროდუქციის პაკეტზე არის
აღნიშნული (სურ. 2-5ბ). წაკითხული ინფორმაცია ჩაიწერება კომპიუტერში. ზოლოვანი
კოდის წამკითხველი მონაცემებს აგროვებს უშუალოდ წყაროდან და ამცირებს მონაცემთა
შეტანის ღირებულებასა და შეცდომებს.

2.2.3. დ ამმუ შავებელ ი მო წყო ბილ ო ბები

მონაცემების დამუშავებას ასრულებს პროცესორი (დამმუშავებელი) და ძირითადი


მეხსიერება. პროცესორი კომპიუტერში მიმდინარე მოქმედებების ცენტრია. ის შედგება
ელექტრონული სქემებისგან, რომლებიც ასრულებს პროგრამის ინსტრუქციებს. ძირითადი
მეხსიერება დაკავშირებულია პროცესორთან და დროებით იმახსოვრებს იმ პროგრამის
ინსტრუქციებს, რომელსაც მიმდინარე მომენტში ასრულებს პროცესორი და იმ მონაცემებს,
რომლებიც საჭიროა ამ ინსტრუქციების შესასრულებლად.
პროცესორი, პროგრამის ინსტრუქციების შესრულებით, მონაცემებს გარდაქმნის
ინფორმაციაში. მონაცემები არის ნედლი მასალა – დაუმუშავებელი, შეუფასებელი
ფაქტები, ცნებები და რიცხვები, რომლებიც უნდა დამუშავდეს კომპიუტერის მიერ. ასეთი
მასალა შეიძლება იყოს წერილები, რიცხვები ან ფაქტები – მაგალითად, სტუდენტების
ნიშნები ან ფეხბურთის მატჩების შედეგები. დამუშავების შედეგად მონაცემები
გარდაიქმნება ინფორმაციად. ინფორმაცია არის მოწესრიგებული, აზრის მქონე და
გამოსადეგი მონაცემები. მაგალითად, საქონლის საკვების შემადგენლობა, საქონლის
ზრდის ტემპი და საქონლის ხორცის ხარისხი არის მონაცემები, ანუ დაუმუშავებელი
ფაქტები. ხოლო კომპიუტერის მიერ გამოთვლილი დამოკიდებულება საქონლის საკვების
შემადგენლობასა, საქონლის ზრდის ტემპსა და ხორცის ხარისხს შორის ძალიან
მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მესაქონლისთვის. მაგრამ ეს ინფორმაცია შეიძლება
სრულიად უინტერესო იყოს სხვა ადამიანებისთვის.
როგორც აღვნიშნეთ, ძირითადი მეხსიერება ინახავს პროცესორისთვის მიმდინარე
მომენტში საჭირო პროგრამის ინსტრუქციებსა და მონაცემებს. ინსტუქციებისა და
მონაცემების ძირითად მეხსიერებაში შეტანა ხდება კომპიუტერის ჩართვისას და
შესაბამისი პროგრამის შესრულების დაწყებისას. ძირითადი მეხსიერება ინსტრუქციებსა
და მონაცემებს მხოლოდ მანამ ინახავს, სანამ ჩართულია კომპიუტერი – კომპიუტერის
გამორთვის შემდეგ ძირითად მეხსიერებაში შეტანილი ინსტრუქციები და მონაცემები
ნადგურდება. პროცესორის მსგავსად, ძირითადი მეხსიერება ელექტრონული სქემებისგან
შედგება.

2.2.4. ინფ ო რ მაციის გამო ტ ანა

18
გამოტანა ნიშნავს შეტანილი მონაცემების კომპიუტერით დამუშავების შედეგად
მიღებული ინფორმაციის გამოცემას. გამომავალი ფორმა შეიძლება იყოს მუსიკა და
საუბარი. მაგრამ, ხშირად, გამომავალი ფორმა არის ტექსტები, რიცხვები და გრაფიკები,
მაგალითად, ტექსტის მომზადების სოფთუერის გამოყენებით მომზადებული წერილები
და ჩანაწერები ან ცხრილების დამუშავების სოფთუერის გამოყენებით მიღებული
გამოთვლის შედეგები, განრიგები, ბიუჯეტები და დიაგრამები.
ყველაზე გავრცელებულია ორი სახის გამომტანი მოწყობილობა: ეკრანი და პრინტერი.
ეკრანზე შეიძლება აისახოს ტექსტები, ციფრები ან გრაფიკული გამოსახულებები (სურ. 2-
6). პრინტერი არის მანქანა, რომელიც კომპიუტერის ინსტრუქციებით აწარმოებს
ქაღალდზე დაბეჭდილ დოკუმენტებს (სურ. 2-7).

2.2.5. დამხმარე მეხსიერება

დამხმარე მეხსიერება არის დამატებითი მეხსიერება, რომელსაც შეუძლია მონაცემები


და პროგრამები ხანგრძლივად შეინახოს. გავიხსენოთ, რომ ძირითადი მეხსიერება
მონაცემებს მხოლოდ მანამ ინახავს, სანამ ჩართულია კომპიუტერი. მაგალითად,
სასწავლებლის სტუდენტთა სიას თუ მხოლოდ ძირითად მეხსიერებაში შეინახავენ,
კომპიუტერის გამორთვის შემდეგ ეს სია გაქრება, ვინაიდან ძირითადი მეხსიერება
მონაცემებს დროებით ინახავს. ამიტომ აუცილებლია დამხმარე მეხსიერება, რომელიც
მონაცემებს ხანგრძლივად შეინახავს.
გავრცელებულია დამხმარე მეხსიერების შემდეგი საშუალებები: ხისტი მაგნიტური
დისკო, ფლეშ მეხსიერება და ოპტიკური დისკო.
ხისტი მაგნიტური დისკო არის ოქსიდის ფენით დაფარული ბრტყელი დისკო,
რომელზეც მონაცემების ჩაწერა ხდება დამაგნიტებით. შემდეგში მას ხისტი დისკოს
სახელით მოვიხსენიებთ. პერსონალურ კომპიუტერებში გამოყენებული ხისტი დისკო
არის დახურულ ბუდეში მოთავსებული უდრეკი ფირფიტა (სურ. 2-9). ხისტი დისკო დიდი
რაოდეობის მონაცემებს იტევს და მასზე მონაცემების ჩაწერა და წაკითხვა ძალიან
სწრაფად ხდება. ხისტ დისკოზე ჩვეულებრივ ჩაწერილი აქვთ სამუშაოების
შესრულებისთვის საჭირო პროგრამები.
ფლეშ მეხსიერება წარმოადგენს კომპაქტურ და დამხმარე მეხიერებას. მისი ტევადობა
საკმარისია იმისათვის რომ მომხმარებელმა შეინახოს და ატარო სხვადასხვა მონაცემები.
(სურ. 2-11). საზოგადოებრივი დაწესებულების, სასწავლებლების ლაბორატორიებისა და
ბიზნესის ოფისების მომხმარებლები საკუთარ მონაცემებს, უფრო ხშირად, ფლეშ
მეხსიერებაზე ინახავენ და თან ატარებენ.
ოპტიკური დისკოზე (სურ. 2-10) მონაცემების შენახვა და წაკითხვა ლაზერის სხივით
ხდება. ამ ხერხით მონაცემების შენახვის ღირებულება შედარებით დაბალია. შენახვის ამ
ხერხს შემდეგ განვიხილავთ. ოპტიკურ დისკოზე მონაცემების ჩაწერა და წაკითხვა
დისკმმართველებით ხდება (სურ. 2-9).

2.2.6. საკომუ ნიკაციო მო წყო ბილ ო ბები

კომუნიკაცია ნიშნავს მონაცემების ერთი კომპიუტერიდან მეორე კომპიუტერში


გადაცემას. კომპიუტერების უმეტესობას შეუძლია სხვა კომპიუტერებთან კომუნიკაცია.
საკომუნიკაციო მოწყობილობას მიეკუთნება ქსელის ბარათი, მოდემი (როუტერი). ქსელის
ბარათი მოთავსებულია კომპიუტერის სასიტემო ნაწილში და კომპიუტერს საშუალებას
აძლევს მოდემის გამოყენებით და კავშირგაბმულობის დამაკაშირებლებით, მაგალითად
სატელეფონო ხაზით სხვა კომპიუტერში გადასცეს და სხვა კომპიუტერიდან მიიღოს
19
მონაცემები.

2.2.7. პერიფ ერიუ ლ ი მო წყო ბილ ო ბები

მოწყობილობებს, რომლებიც კომპიუტერზე მიერთებული არის კაბელით,


პერიფერიული მოწყობილობები ეწოდება. პერიფერიული მოწყობილობები შეიძლება
იყოს შემტანი, გამომტანი და დამხმარე მეხსიერების მოწყობილობები.
სამაგიდო კომპიუტერის პერიფერიული მოწყობილობა არის პრინტერი, რომელიც მას
კაბელით უერთდება, ხოლო პროცესორი და დისკმმართველები მოთავსებულია სასისტემო
ნაწილის ყუთში (სურ. 2-2), ამიტომ ისინი პერიფერიული მოწყობილობები არ არის. უფრო
დიდი კომპიუტერები ძირითადად პერიფერიული მოწყობილობებისგან შედგება. მათი
შემტანი, დამმუშავებელი, გამომტანი და დამხმარე მეხსიერების მოწყობილობები შეიძლება
მოთავსებული იყოს სხვადასხვა ოთახში, სხვადასხვა შენობაში ან სხვადასხვა ქალაქშიც კი.

2.2.8. ტ ერ მინალ ები

შემტან და გამომტან მოწყობილობებს, რომლებიც კომპიუტერთან მიერთებულია


საკომუნიკაციო მოწყობილობებით და კავშირგაბმულობის დამაკავშირებლებით ჰქვია
ტერმინალი. ტერმინალი გამოიყენება შორეულ კომპიუტერში მონაცემების შეტანისა და
შორეული კომპიუტერიდან მონაცემების მიღებისთვის. ის ჩვეულებრივ შედგება
კლავიატურისა და ეკრანისგან, აგრეთვე ხშირად შეიცავს პრინტერს.
მაგალითად, ბანკის ცენტრალურ ოფისში განთავსებულ მთავარ კომპიუტერში
მონაცემების შეტანა შეიძლება შორეულ ადგილზე, მგალითად სხვა ქალაქში,
განთავსებული ავტომატური სალარო აპარატებიდან და გადახდის ტერმინალებიდან.
...
მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობები შეიძლება სხვადასხვა იყოს, კომპიუტერული
სისტემის ჰარდუერის ხუთი მთავარი ელემენტი – შეტანა, დამუშავება, გამოტანა, შენახვა
და კომუნიკაცია – უცვლელი რჩება.

2.2.9. კო მპიუ ტ ერ ების სახეები

დღეს კომპიუტერის მწარმოებლები უშვებენ სხვადასხვა ფიზიკური ზომის, ფორმისა და


მონაცემთა დამუშავების შესაძლებლობების მქონე კომპიუტერებს. სახლისთვის ან
დაწესებულებისთვის საჭირო კომპიუტერის ზომა დამოკიდებულია მისი გამოყენების
მოთხოვნებზე. ამინდის პროგნოზირების სამსახურის მოთხოვნები განსხვავდება
სუპერმარკეტების მოთხოვნებისგან, ვინაიდან პირველი კომპიუტერს იყენებს მთელი
კონტინენტის მასშტაბით ამინდზე დაკვირვების მონაცემების დასამუშავებლად, ხოლო
მეორე – გაყიდული და საწყობში შემოსული საქონლის აღრიცხვისთვის. ორივე მათგანის
მოთხოვნები განსხვავდება საგამომცემლო კომპანიის მოთხოვნებისგან, რომელიც
კომპიუტერებს იყენებს გამოსაცემი პროდუქციის – წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების –
პირველი პირების მომზადებისთვის.
კომპიუტერების ზომა, სისწრაფე, დამუშავების სიმძლავრე და ფასი განსაზღვრავს თუ
რომელ კატეგორიას ეკუთვნის მოცემული კომპიუტერი. ინდუსტრიის ექსპერტები
კომპიუტერების კლასიფიკაციისას გამოყოფენ შვიდ კატეგორიას: სამაგიდო
კომპიუტერები, მობილური კომპიუტერები, სათამაშო კონსოლები, სერვერები,
მეინფრეიმები, სუპერკომპიუტეტრები და ჩანერგილი კომპიუტერები. ტექნოლოგიების
სწრაფი ცვლილების გამო, კატეგორიებს შორის განსხვავება აშკარა ყოველთვის არ არის.
სამაგიდო კომპიუტერები საწერ მაგიდაზე ეტევა. ბევრ სამაგიდო კომპიუტერში ეკრანი

20
ცალკეა, ხოლო დამმუშავებელი მოწყობილობები (პროცესორი და ძირითადი მეხსირება)
ცალკე ყუთშია, რომელიც ხშირად მაგიდის ქვეშ არის განთავსებული (სურ. 2-15).
არსებობს აგრეთვე ისეთი სამაგიდო კომპუტერები რომელშიც ეკრანი და დამმუშვებელი
მოწყობილობები ერთად არის.
მობილური კომპიუტერები არის პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერები, რომელთა
გამოყენება შეიძლება ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადადაადგილებისას. მობილურ
კომპიუტერებს მიეკუთვნება ლეპტოპები, ტაბლეტები, სმარტფონები, ციფრული კამერები,
პორტატული ციფრული მედია პლეიერები, ელექტრონული წიგნის საკითხავები, სატარებელი
კომპიუტერიზებული აქსესუარები. ლეპტოპებს აგრეთვე ნოუთბუქების სახელითაც
მოიხსენიებენ. ისინი არის პატარა, მსუბუქი მობილური კომპიუტერები, რომლთა ეკრანი და
კლავიატურა ერთმანეთის მიმართ იკეცება. ლეპტოპები ეტევა მუხლებზე და ადვილი
სატარებლია პატარა ხელჩანთით. მათი წონა 3 კილოგრამს არ აღემატება. ლეპტოპებს
რომლებიც 2,5 სანტიმეტრზე ნაკლები სისქისაა და იწონის 1,5 კილოგრამზე ნაკლებს ეწოდება
ულტრა ლეპტოპები. ლეპტოპები მუშაობს ელექტრო ქსელით და ელექტროქსელის გარეშეც –
აკუმულატორებზე. ამიტომ მათი გამოყენება შეიძლება მოგზაურობისას, მაგალითად,
თვითმფრინავში ან ავტობუსში. ტაბლეტები ლეპტოპებზე მცირე სიმძლავრის, მაგრამ უფრო
თხელი და მსუბუქი მობილური კომპიუტერებია. მათ შეხებისადმი მგძნობიარე ეკრანი აქვთ
(Figure 1-3). ტაბლეტები მუშაობს აკუმულატორით ან ელექტრო ქსელის ენერგიით. მათი
აკუმულატერები უფრო ხანგრძლივად მუშაობს, ვიდრე ლეპტოპების. სმარტფონები არის
ინტენეტში წვდომის შესაძლებლოს მქონე ტელეფონები, რომლებსაც აგრეთვე, გააჩნიათ
კალენდარი, მისამართების წიგნი, კალკულატორი, ნოუტპადი, თამაშები, და ბევრი სხვა
გამოყენებითი პროგრამები (აპლიკაციები). სმარტფონები, როგორც წესი, სხვა კომპიუტერთან
კომუნიკაციას ახდენს უსადენო დამაკავშირებლით. სმარტფონების ბევრი მოდელით თქვენ
შეგიძლიათ მუსიკის მოსმენა, ფოტოების და ვიდეოს გადაღება. სმარტფონებს, ძირითადად,
შეხებისადმი მგრძნობიარე ეკრანი აქვთ. (Figure 1-6). ზოგიერთ სმარტფონში გაერთიანებულია
სმარტფონი და ტაბლეტი, მათ ფაბლეტი ეწოდება. სმარტფონით თქვენ შეგიძლიათ მესიჯის
გაგაზავნა. ტექსტის აკრეფა ხდება სმარტფონის ეკრანზე ასახულ კლავიატურის სიმბოლოებზე
თითის დაჭერით. შეგიძლიათ გააგზავნოთ ოთხი სახის მესიჯი: ხმოვანი, ტექტური, ფოტო და
ვიდეო. ციფრული კამერები საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ ფოტოები და შეინახოთ
ციფრულად (Figure 1-7). სმარტ ციფრული კამერას შეუძლია უსადენო კავშირის დამყარება
სხვა კომპიუტერებთან და შეიცავს აპლიკაციებს სმარტფონის მსგავსად. ციფრული კამერა
საშუალებას გაძლევთ დაათვალიეროთ და

ზოგჯერ მოდიფიცირება გაუკეთოთ კამერაში არსებულ სურათებს. პორტატული


ციფრული მედია პლეირებით შეგიძლიათ დაიმახსოვროთ, დაალაგოთ, მოუსმინოთ ან/და
უყუროთ ციფრულ მედიას (Figure 1-8). ციფრული მედია შეიცავს მუსიკას, ფოტოს, და
ვიდეოს. ასე, რომ მედია პლეიერი საშუალებას გაძლევთ მოუსმინოთ მუსიკას, უყუროთ
ფოტოს, ვიდეოს, ფილმებს და სატელევიზიო შოუებს. უმრავლეს მათგანში ციფრული
მედიას გადაწერას ახდენთ კომპიუტერიდან ან ვებ–იდან, თუ მოწყობილობას აქვს
ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა. პორტარტული მედია პლეიერები ჩვეულებრივ
საჭიროებენ ყურსასმენებს (ეარბადები) - მცირე ზომის სპიკერებს, რომლებიც მოთავსდება
ყურების არხებში. ელექტრონული წიგნის საკითხავები ძირითადად გამოიყენება
ელექტრონული წიგნების წასაკითხად (Figure 1-9). ელექტრონული წიგნი, ანუ ციფრული
წიგნი არის დაბეჭდილი წიგნის ელექტრონული ვერსია, რომელთა წაკითხვა ხდება
კომპიუტერით ან სხვა ციფრული მოწყობილობით. ელექტრონული წიგნების საკითხვი
მოწყობილობების ეკრანებზე, ნაბეჭდი ფურცლის ანალოგიურად, ტექსტისა და
21
გამოსახულების ასახვა ხდება სინათლის სხივის არეკვლით და არა გამონათებით, როგორც
სხვა ეკრანებზე, ამიტომ მისი გამოყენება მხოლოდ განათებული გარემოში შეიძლება.
წიგნებთან ერთად თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ და წაიკითხოთ ციფრული მედიის სხვა
ფორმები, როგორიცაა გაზეთები და ჟურნალები. ელექტრონული წიგნების საკითხავი
მოწყობილობების უახლეს მოდელებს შეუძლია ათასობით წიგნის დახსომება, აქვთ
შეხებისადმი მგრძნობიარე ეკრანი და ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა. ეს
მოწყობილობები ჩვეულებრივ ტაბლეტებზე პატარა ზომისაა მაგრამ სმატფონებზე დიდია.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეკრანზე ასახული კლავიატურა ნავიგაციის, ძებნის, შერჩევის,
შენიშვნების გაკეთების და მონიშვნისათვის. ზოგიერთ მათგანს გააჩნია ტექსტის საუბარში
გარდაქმნის შესაძლებლობა – მოწყობილობა ლაპარკობს დაბეჭდილი ტექსტის
შინაარსს. ნებისმიერ მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია ეკრანე ტესტი ასახვა შესაძლებელია
გამოყენებული იქნას ელექტრონული წიგნების წასაკითხად, მაგრამ ელექტრონული წიგნების
წასაკითხი სპეციალური მოწყობილობა შეიძლება ოპტიმიზირებული იქნა წაკითხვადობის
ხარისხით (განსაკუთრებით მზის სინალეზე) ისინი თვალებს ნაკლებ ზიანს აყენებენ.
სატარებელი კომპიუტერიზებული აქსესუარები არის მცირე ზომის, მობილური
კომპიუტერიზებული მოწყობილობა რომელიც შემუშავებული ადამიანის სხეულით
სატარებლად (Figure 1-10) და კომუნიკაციას ახდენენ კომპიუტერთან. ეს მოწყობილობებია
აქტივობის დამკვირებელი, ჭკვიანი საათები და ჭკვიანი სათვალეები. აქტივობის
დამკვირებელი აკვირდება გულის მდგომარეობას, ზომავს პულსს, ნაბიჯების რაოდენობას და
აკვირდება ძილის რეჟიმს. დროის აღრიცხვასთან ერთად ჭკვიან საათს შეუძლია სმარტფონთან
კომუნიკაცია სატელეფონო კავშირის დასამყარებლად, მესიჯების გასაგზავნა–
მისაღებისათვის, ვებთან წვდომსათვის, მუსიკის მოსმენისათვის, აპლიკაციებთან
მუშაობისათვის, ფიტნესის დაკვირვებლისათვის, GPS– სთან კავშირისათვის და ბევრისხვა.
ჭკვიანი სათვალეებით, მომხმარებელი იხედება სათვალეების მოწყობილობაში და
ათვალიერებს ინფორმაციას ან იღებს ფოტოსურათებს ან ვიდეოს, რომელიც აისახება
მინიატურულ ეკრანზე მომხმაებლის ხედვის არეში.
შეიძლება ვინმე დაეჭვდეს იმაში რომ ზოგიერთი ზემოთ განხილული მობილური
მოწყობილობა კომპიუტერია. ჩვენს მიერ ზემოთ განხილული მობილური
მოწყობილობები შეიძლება მივაკუთნოთ კომპიუტერებს, ვინაიდან ისინი იმართებიან მათ
მეხსიერებაში დახსომებული პროგრამების ინსტრუქციებით, შეუძლიათ მიიღოს
მონაცემები, დაამუშაოს ეს მონაცემები წინასწარ განსაზღვრული წესების მიხეხვით,
გამოსცეს (ეკრანზე ასახოს) დამუშავების შედეგი ანუ ინფორმაცია, შეინახოს ინფორმაცია
შემდგომი გამოყენებისათვის და კომუნიკაცია მოახდინოს სხვა კომპიუტერთან.
სამაგიდო კომპიუტერებს და მობილური კომპიუტერებს პერსონალურ კოსპიუტერებსაც
უწოდებენ, ვინაიდან მათი გამოყენება ერთდროულად მხოლოდ ერთ პიროვნებას შეუძლია
– ისინი შემუშავებულია ერთდროულად მხოლოდ ერთი პიროვნების მიერ
გამოყენებისათვის.
კომპიუტერული ინდუსტრია კვლევით და საძიებო სამუშაოებს, ხანგრძლივი დროის
განმავლობაში, ძირითადად დიდი და მძლავრი კომპიუტერებისთვის აწარმოებდა –
მიზანი იყო დიდი სიმძლავრეები და დიდი მოცულობის მონაცემთა დამუშავება. მათ,
ვინც უფრო პატარა კომპიუტერების განვითარებაზე მუშაობდნენ და მათ
პერსპექტიულობაზე ლაპარაკობდნენ, დასცინოდნენ. დღეს რამდენიმე ასეულ დოლარად
ყველას შეუძლია პერსონალური კომპიუტერის შეძენა.

სათამაშო კონსოლები და მწყობილობები არის, ერთი ან მრავალი ვიდეო მოთამაშისათვის


შემუშავებლი, მობილური კომპიუტინგის მოწყობილობა. გეიმერები სათამაშო კონსოლებს
22
უკავშირებენ ტელევიზორების ეკრანებს (Figure 1-11). ბევრი სათამაშო კონსოლის მოდელს
აქვს ინტერნეტთან წდომის შესაძლებლობა და საშუალებას იძლევა მოუსმინოთ მუსიკას,
უყუროთ ფილმებს და დაათვალიეროთ ფოტოები. ჩვეულებრივ იწონის 1–დან 3
კილოგარმამდე და კომპაქტური ზომისაა, რაც მის გამოყენებას აადვილებს სახლში,
ავტომობილში, სასტუმროში, ან სახვა ისეთ ადგილზე სადაც ელექტრო ქსელი და
ტელევიზორი არის. ხელში დასაკავებელი სათამაშო მოწყობილობები უფრო მცირე
ზომისაა და ერთ ხელში ეტევა. მისი ეკრანი სმარტფონის ეკრანის მსგავსია. ზოგიერთი
ხელში დასაკავებელი სათამაშო მოწსობილობის მოდელი ინტერნეტთა წვდომის
შესაძლებლობითაა და აგრეთვე, მრავალმოთამაშიან თამაშებისას, შეუძლია უკაბელო
კომუნიკაცია მსგავს მოწყობილობებთან.
ტენდენციას, როდესაც სხვადასხვა კატეგორიის კომპიუტერების მასხასიათებელი
მსგავსია კონვერგენცია. ეწოდება. ის მწარმოებლებს უბიძგებს გამოუშვან ისეთი ახალი
მოდელები, რომლებსაც გააჩნიათ მსგავსი ფუნქციები და მახასიათებლები. მაგალითად
თითქმის ყველა უახლესი სმარტფონი შეიცავს მედია პლეერებს, ციფრულ კამერას და ვებ
ბრაუზერებს. კონვერგენცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს იქონიოს ნაკლები
მოწყობილობა, ვინადან ერთ მოწყობილობაში გაერთიანებული რამდენიმე
ფუნქციონალური შესაძლებლობა.
სერვერები არის ისეთი კომპიუტრები რომლებიც გამიზნულია სხვა
კომპიუტერებისთვის ან ქსელის მოწყობილობებისთვის ერთი ან რამდენიმე სერვისის
უზრუნველსაყოფად. ქსელი არის ერთმანთთან დაკავშირებული კომპიუტერების
ერთობლიობა, რომლბსაც შეუძლია მონაცემების გადაცემა და მიღება. სერვერების მიერ
უზრუნველყოფილი სერვისები მოიცავს მონაცემები დახსომებას და ჰარდუერთან,
სოფთუერთან და ქსელის სხვა რესურსებთან წვდომის კონტროლს. სერვერს შეუძლია
ერდროულად მოემსახუროს რამდენიმე ათას კომპიუტერს და მოწყობილობას. სერვერები
სხვადასხვა ზომისა და სახის არსებობს, როგორც მცირე ისე დიდი ბიზნესის
გამოყენებისათვის (Figure 1-5). მცირე ბიზნესში გამოყენებისათვის, მაგალითად სახლში,
ზოგჯერ სერვერად გამოიყენება მაღალი კლასის სამაგიდო კომპიუტერი. დიდი
კორპორაციები და მთავრობები იყენებენ მძლავრ და ძვირალღირებულ სერვერებს.
მეინფრეიმები არის დიდი ზომის, მაღალი ღირებულების და მძლავრი კომპიუტერი,
რომელსაც შეიძლება მიუერთდეს დიდი რაოდენობით პერიფერიული მოწყობილობა და
ტერმინალი. მას შეუძლია ერთდროულად მოემსახუროს ასობით და ათასობით
მომხმარებელს (Figure 1-23). მეინფრეიმებს შეუძლია დაიმახსოვროს ძალიან დიდი
რაოდენობის ინფორმაცია. დიდი კომპანიები მეინფრეიმებს იყენებენ ბიზნეს
საქმიანობაში. მეინფრეიმებით, საწარმოებს საშუალება აქვთ ანგარიშსწორება მოახდინოს
მილიონობით მომხმარებელთან, დაარიცხოს ხელფასი ათასობით მუშაკს და აღრიცხოს
ათასობით ძირითადი საშუალება და ინვენტარი. ზოგიერთი კვლევის შედეგი აჩვენებს,
რომ მეინფრეიმები ასრულებენ მთელი მსოფლიოს მონაცემთა დამუშავების 83 პროცენტს.
სერვერებს მონაცემებთან წვდომა შეუძლია მეინფრეიმებიდან. ადამიანებს აგრეთვე
შეუძლიათ ტერმინალებითა და სამაგიდო კომპიუტერებით მეინფრეიმებზე არსებული
პროგრამებთან წვდომა. მეინფრეიმებს (სურ. 2-13) შეუძლია მონაცემების ძალიან დიდი
სისწრაფით დამუშავება – რამდენიმე მილიონი პროგრამული ინსტრუქცია წამში.
მეინფრეიმების ფასი ცვალებადობს რამდენიმე ასეული ათასიდან რამდენიმე მილიონ
დოლარამდე. ამის გამო დიდ კომპიუტერებს ვერ ყიდულობენ მცირე ბიზნესის
წარმომადგენლები. ასეთი მძლავრი კომპიუტერები ძირითადად გამოიყენება ძალიან
დიდი რაოდენობის მონაცემების სწრაფი დამუშავებისთვის. ამ კომპიუტერებს
ძირითადად იყენებენ ბანკები, სამთავრობო ორგანიზაციები, კომუნალური მომსახურების
23
ორგანიზაციები, სადაზღვევო კომპანიები და დიდი ქარხნები და ფაბრიკები. მას იყენებენ,
აგრეთვე, საფოსტო სამსახურები, აეროპორტები და დიდი საპროექტო დაწესებულებები.
სუპერკომპიუტერები (სურ. 2-12) უსწრაფესი, უძლიერესი, უდიდესი და, რა თქმა უნდა,
ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე კომპიუტერებია. ამ კომპიუტერებს შეუძლია წამში
ერთ კვადრილიონზე მეტი ინსტრუქციის შესრულება. სუპერკომპიუტერის წონა
აღემატება 100 ტონას, ამ კომპიუტერს შეუძლია დაიმახსოვროს სამაგიდო კომპიუტერზე
20 000 ჯერ მეტი ინფორმაცია. ისინი გამოიყენება ძალიან რთული და დიდი სიზუსტის
მათემატიკური გამოთვლების შესასრულებლად, მაგალითად, სუპერკომპიუტერები
გამოიყენება ფართო მაშტაბიანი მოდელირებისათვის, სამედიცინო კვლევებისათვის, აერო
კომსმონავტიკაში, ავტომობილების დაპროექტებაში, ონლაინ ბანკიგში, ამინდის
პროგნოზირებაში, ბირთვული ენერგიის კვლევებში, ნავთობის საძიებო სამუშაობის
შესრულებაში და შეიარაღებულ ძალებში(Figure 3-13).
ჩანერგილი კომპიუტერები არის სპეციალური დანიშნულების კომპიუტერები,
რომლებიც ფუნქციონირებს უფრო დიდ პროდუქციაში, კომპონენტის სახით. ჩანერგილი
კომპიუტერები ყველგანაა – სახლში, ავტომობილში, სამსახურში და ა.შ. ჩანერგილ
კომპიუტერებს შეიცავს სამომხმარებლო ელექტრონიკა, სახლის ავტომატიზაციის
მოწყობილობები, ავტომობილები და ა.შ.
ჩანერგილი კომპიუტერები მცირე ზომისაა და შეზღუდული ჰარდუერი აქვს. ამ
კომპიუტერების შესასრულებელი ფუნქციები დამოკიდებულია იმ პროდუქტის
მოთხოვნებზე, რომლებშიც ისინი არიან ჩანერგილები. Figure 3-24 სურათზე ნაჩვენებია
ავტომობილში ჩანერგილი კომპიუტერი.
ცხრილი 3-3 აჯამებს კომპიუტერების კატეგორიებს შორის განასხვავებას.
ცხრილი 3-3

ერთდროულად
დაკავშირებული
კატეგორია ფიზიკური ზომა ფასი
მომხმარებლთა
რაოდენობა
სამაგიდო ეტევა მაგიდაზე ჩვეულებრივ ერთი რამდენიმე ასეულიდან
კომპიუტერები რამდენიმე ათას დოლარამდე
მობილური ეტევა მუხლებზე ან ხელში ჩვეულებრივ ერთი ას დოლარზე ნაკლებიდან
კომპიუტერები რამდენიმე ათას დოლარამდე
სათამაშო კონსოლები პატარა ყუთი ან ხელში ერთი ან რამდენიმე ას დოლარზე ნაკლებიდან
დასაკავებელი მოწყობილობა რამდენიმე ასეულ
დოლარამდე
სერვერები პატარა კარადა ორიდან ათასამდე რამდენიმე ასეულიდან
მილიონ დოლარამდე
მეინფრეიმები (დიდი განთავსებულია ოთახის ასიდან რამდენიმე $300,000 დან რამდენიმე
კომპიუტრები) ნაწილში ან მთელ დიდ ათასამდე მილიონ დოლარამდე
ოთახში
სუპერკომპიუტერები განთავსებულია დიდ ასიდან რამდენიმე $500,000 და რამდენიმე
დარბაზში ათასამდე მილიარდ დოლარამდე
ჩანერგილი მინიატურელი ჩვეულებრივ ერთი ჩართულია პროდუქციის
კომპიუტერები ფასში

2.3. სოფთუერი
კომპიუტერთან პირველი ურთიერთობის შემდეგ თქვენ მხოლოდ ჰარდუერს შეამჩნევთ.
მაგრამ მალე აღმოაჩენთ, რომ სინამდვილეში კომპიუტერს ამუშავებს სოფთუერი.
სოფთუერი არის წინასწარ შედგენილი კომპიუტერის ინსტრუქციების მიმდევრობა,
რომელიც მონაცემებს გარდაქმნის ინფორმაციაში. უფრო ზუსტად სოფთუერის

24
ინსტრუქციების ერთობლიობა კომპიუტერს ეუბნება რა გააკეთოს, როგორ გააკეთოს და
როდის გააკეთოს. სოფთუერის გარეშე ჰარდუერმა არ იცის რა გააკეთოს.
სოფთუერი შედგება ურთიერთდაკავშირებული პროგრამების ჯგუფისგან. პროგრამა
არის ურთიერთდაკავშირებული ინსტრუქციების მიმდევრობა, რომლითაც კომპიუტერი
ასრულებს მონაცემთა დამუშავების ერთ კონკრეტულ ამოცანას.
დანიშნულების მიხედვით სოფთუერი შეიძლება დაიყოს სამ ძირითად კატეგორიად,
ესენია: გამოყენებითი სოფთუერი, სასისტემო სოფთუერი და დაპროგრამების სოფთუერი.

2.3.1. გამოყენებითი სო ფ თ უ ერის დ ანიშნუ ლ ება და


სახეები CE2012 p9
გამოყენებითი სოფთუერი
გამოყენებითი სოფთუერი შეიძლება აღვწეროთ როგორც საბოლოო მომხმარებლის
სოფთუერი. ეს პროგრამები შეიძლება დავყოთ ორ კატეგორიად: ზოგადი და
სპეციალიზირებული. ზოგად აპლიკაციები არის სოფთუერი, რომელიც ფართოდ
გაოიყენება საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში. ეს არის პროგრამების სახე რომლებიც
უნდა იცოდეს ყველამ, ვისაც სურს იყოს კომპიუტერილი განათლების
მქონე(კომპიუტერული კომპეტენციის). ერთ-ერთი ზოგადი დანინულების აპლიკაცი არის
ბროაუზერი, რომელიც გამოიყენება ინტერნეტში ნავიგაციის, დაათვალერების და
ინფორმაციის მოძიებისათვის.

გამოყენებითი სოფთუერი არის სოფთუერი, რომელიც მომხმარებლის საქმიანობის


გარკვეულ სფეროში ამოცანების გადასაწყვეტად ან სამუშაოების შესასრულებლად
გამოიყენება. დღეს არსებობს ძალიან დიდი რაოდენობის სხვადასხვა დანიშნულების
გამოყენებითი სოფთუერი. მათი საშუალებით შეგიძლიათ ტექსტის მომზადება,
ბიუჯეტის მომზადება, გრაფიკების ხატვა, თამაში და სხვა. სოფთუერის ასეთი დიდი
რაოდენობა ძალიან სასარგებლოს ხდის კომპიუტერს.
გამოყენებითი სოფთუერი დღეს, ხშირად, აპილიკაციები სახელით მოიხსენიება. იგი
შედგება პროგრამებისგან, რომლებიც შემუშავებულია მომხმარებლის შრომის ნაყოფიერების
გაზრდისათვის და მათი მუშაობის გაადვილებისათვის. აპლიკაციის ერთ– ერთი მაგალითია
ბრაუზერი, რომელიც მომზმარებელს საშუალებას აძლევს, ინტერნეტთან კავშირის
შემთხვევაში, წვდომა განახორციელოს და დაათვალიეროს ვებ გვერდები.
დანიშნულების მიხედვით აპლიკაციები შეიძლება დავყოთ ორ კატეგორიად: ზოგადი
დანიშნულების და სპეციალიზებული დანიშნულების.
ზოგადი დანიშნულების აპლიკაციები არის სოფთუერი, რომელიც ფართოდ გამოიყენება
თითქმის ყველა საქმიანობაში – ბიზნესში, განათლებაში, მეცნიერებაში, მენეჯმენტში,
ჟურნალისტიკაში და ა.შ. ეს აპლიკაციები უნდა იცოდეს ყველამ, ვისაც სურს იყოს
კომპიურეული განათლების მქონე. ერთ–ერთი ასეთი აპლიკაცია არის ბროუზერი,
რომლითაც ინტერნეტში მოგზაურობთ – ეძებთ და ათვალიერებთ იფორმაციას. ქვემოთ
Figure 1-8 –ში მოცემულია ზოგადი დანიშნულების აპლიკაცების აღწერა.
Figure 1-8 ზოგადი დანიშნულების აპლიკაციები
ტიპი აღწერა
ბროუზერი ვებ საიტებთან წვდომა და ვებ გვერდების ასახვა
ტექსტის პროცესორი წერილობითი დოკუმენტების მომზადება
ელექტრონული ცხრილი ცხრილების ახით წარმოდგენილი მონაცემების დამკშავება
და ანალიზი.

25
მონაცემთა ბაზების მართვის სიტემები დიდი რაოდენობის მონაცემების ორგანიზება, მართვა და
დამუშავება
საპერზენტაციო გარფიკა ადამიანების დარწმუნების მიზნით, მესიჯების
თვალსაჩინოდ მიწოდება

სპეციალიზირებული აპლიკაციები შემუშავებულია უფრო ვიწრო სპეციფიურ


დისციპლინებსა და საქმიანობაში (მაგალითად: არქიტექტურაში, მედიცინაში,
ბუღალტერიაში და ა.შ.) გამოსაყენებლად.სპეციალიზებული სოფთუერი ერთ–ერთი
მაგალითია საბუღალტრო სოფთუერი, რაომელიც გამოიყენება ბუღალტრული
ინფორმაციის დამუშავებისათვის.

შესაძლებლობების მიხედვით შეიძლება გამოვყოთ აპლიკაცების შემდეგი კატეგორიები:


საოფისე, გრაფიკისა და მედიის, სამაგიდო ინტერესის, საკომუნიკაციო, უსაფრთხოების
და ფაილების, სისტემისა და დისკოს მენეჯმენტის. ქვემოთ Table 1-2–ში ჩამოთლილია
აპლიკაციების კატეგორიები და მათი მაგალთები. Table 1-2 identifies the ategories of applications with
samples of ones commonly used in each category.
Table 1-2 აპლიკაცების კატეგორიები DC2016 p27
კატეგორია აპლიკაცების მაგალითები გამოყენების მაგალითები
საოფისე • ტექსტის დამუშავების; ✓ წერილების, ანგარიშების და სხვა
• საპრეზენტაციო; დოკუმენტების შექმნა.
• განრიგისა და კონტაქტების ✓ ვიზუალური რეკლამებისა და
მენეჯმენტის; პრეზენტაციების შექმნა.
• სამაგიდო ფინანსების. ✓ შეხვედრეების და სხვა საქმეების
ორგანიზება, კონტაქტების სიის
ორგანიზება.
✓ გადასახდელების გადახდა,
შემოსავლებისა ხარჯების აღრიცხვა.

გრაფიკისა და მედიის • ფოტოს რედაქტირება; ✓ ციფრული ფოტოს მოდიფიცირება.


• ვიდეოსა და აუდიოს ✓ ციფრული ვიდეოს ყურება და
რედაქტირება; მოდიფიცრება.
• მედია პლეიერი. ✓ კლიპებისა და მუსიკის მოსმენა და
მოდიფიცირება.
სამაგიდო ინტერესის • მოგზაურობის, რაუკებისა და ✓ რუკების დათვალიერება, მგზავრობის
ნავიგაციის; მარშრუტის მიმართულების მიღება,
• განათლების; საინტერესო ადგილების მოძებნა.
• გართობის. ✓ ლექსიკონებსა და ენციკლოპედეიბში
მასალების ძებნა, სწავლა და
გამოცდებისათვის მომზადება.
✓ თამაშებით გართობა.
საკომუნიკაციო • ბრაუზერი; ✓ ვებგვერდებთან წვდობა და მათი
• ელექტრონული ფოტა (Email); დათვალიერება.
• ინტენეტ ტელეფონია (VoIP); ✓ მესიჯების გაგზავნა და მიღება.
• ფაილების გადაგზავნის(FTP); ✓ სხვა მომხმარებლებთან ინტერნეტით
საუბარი.
✓ მონაცების გადაგზავნა ერთი
კომპიუტერიდა მეორეზე
ინტერნეტით.
უსაფრთხოების • ანტივირუსები; ✓ კომპიუტერის ვირუსებისაგან დაცვა.
• სამაგიდო ფაიერვოლები; ✓ კომპიუტერში არასანქცირებულ
• საჯაშუშო პროგრამებისგან პროგამების შეღწევის გამოვლენა და
დამცავი; სარეკლამო მათგან კომპიუტერის დაცვა.
პროგრამებისაგან დამცავი და

26
მავნებელი და საზიანო ✓ ჯაშუშურ, სარეკლამო და სხვა საზიანო
პროგრამების წამშლელი. პრგრამების გამოავლენა და მათი
წაშლა.
ფაილების და დისკოს • ფაილების ძებნა და ✓ დამხმარე მეხსიერებაში ფაილების
მენეჯმენტის დათვალიერება (File Explorer); ორგანისება, ძებნა, ასახვა. დამხმარე
• დისკოს გასუფთავება; მეხიერებს ერთი ადგილეიდან მეორეში
• დისკოს დეფრაგმენტაცია. ან ერთი დამხმარე მეხსიერებიდან
მეორეში კოპიერება და გადატანა.

დისკოს არასაჭირო და გამოსადეგარი
ფაილებისგან გასუფთავება.
✓ დისკოზე ფრაგმენტებად დაყოფილი
ფაილების უწყვეტად განთავსება.

საოფისე სოფთუერი
საოფისე სოფთუერი არის გამოყენებითი სოფთუერის კატეგორია, რომელიც
მომხმერებლს ეხმარება დოკუმენტების, მონაცემთა ბაზები, გრაფიკების, ცხრილებისა და
პრეზენტაციების შეექმნაში.
ბევრი საოფისე სოფთუერი გამიზნულია ბიზნესში გამოყენებისათვის. საოფისე
სოფთუერის მაგალითებია ტექტის დამუშავების, ელექტრონული ცხრილების
აპლიკაციების და მონაცემთა ბაზების მართვის აპლიკაციები. საოფისე სოფთუერის
განსაზღვრება ზოგჯერ უფრო ფართოა და შეიცავს ნებისმიერ აპლიკაციას, რომელიც
ადამანებს ეხმარება თავიანთი სამუშაოს შესრულებაში.
ამ სოფთუერს ზოგჯერ პროდუქტიული სოფთუერის სახელითაც მოიხსენიებენ,
ვინაიდან შესაბამისი აპლიკაციებით ხდება ოფისის მუშაკების პროდუქტიულობის
მნიშვნელოვანი გაზრდა.
საოფისე სოფთუერი არის გამოყენებითი სოფთუერი რომელი გამიზნულია ინფორმაციის
წარმოებისათვის: დოკუმენტების, პრეზენტაციების, ცხრილების, მონაცემთა ბაზების,
გრაფიკების, სქემების, ციფრული ნახატების, ელექტრონული მუსიკის, დ ა ციფრული ვიდეოს.
ამ სოფთუერს ზოგჯერ პროდუქტიული სოფთუერის სახელითაც მოიხსენიებენ, რაც
დაკაშირებულია მუშაკების შრომის ნაყოფიერების გაზრდასთან, ამ აპლიკაციებმა ძალიან
გაიზარდა ოფისის მუშაკების შრომის ნაყოფიერება, რამაც რევოლუცია მოახდინა საოფისე
საქმიანობაში. დღეს ოფისის ყველა მუშაკს მოეთხოვება საოფისო პროგრამებთან მუშაობის
უნარჩვევების ქონა. ამიტომ ეს აპლიკაციები დღეს ძალიან ფათოდ გაიყენება.

ზოგადი ბიზნესის მენეჯმენტის სოფთუერი გამოყენებითი სოფთუერის ყველაზე დიდი


ჯგუფია და მოიცავს ბიზნესის ძირითადი საჭიროებისთვის განკუთვნილ გამოყენებით
სოფთუერის უმრავლესობას, მათ შორის საბუხჰალტრო საქმის, მატერიალურ
ფასეულობათა აღწერის მართვის, ფინანსებისა და დაგეგმვის, პერსონალის აღრიცხვის,
ოფისის ადმინისტრირების, პროექტის მენეჯმენტის და სხვა.
დარგობრივ-სპეციალიზებული სოფთუერი მოიცავს სპეციალური მოთხოვნებისთვის
განკუთვნილ სოფთუერს, მათ შორის სპეციალურ საბუღალტრო მომსახურების,
რეკლამირების, აგრომეურნეობისა და ფერმების მენეჯმენტის, საბანკო საქმის,
27
მშენებლობის, კბილის მკურნალობის, საინჟინრო, იურიდიული მომსახურების,
სალიზინგო და საარენდო კომპანიების, გამომცემლობის და სხვა მსგავს სოფთუერს.
სპეციალური დისციპლინების სოფთუერი მოიცავს ჰობისა და სპეციალური
ინტერესებისთვის განკუთვნილ სოფთუერს, მათ შორის რადიო-სამოყვარულო,
ასტროლოგიის, გეოგრაფიის, მათემატიკის, მუსიკის, სპორტისა და გართობის, სახვითი
ხელოვნების და სხვას.
საგანმანათლებლო სოფთუერი მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის,
კომპიუტერის დახმარებით სწავლებისა და სპეციალური განათლების სოფთუერს.
სამაგიდო/სახლის მენეჯმენტის სოფთუერი მოიცავს განათლების, გართობის,
ფინანსების ან სახლის მენეჯმენტის სოფთუერს.

• DC2016 p28
აპლიკაციები როგორც წესი დამახსოვრებულია თქვენს კომპიუტერში, თუმცა
შესძვლებელია ისინი გამოყენებისას თქვენს კომპიუტერში გადმოწერილი იქნას
ინტერენეტიდან.
• თქვენს კომპიუტერში დამახსოვრებულ აპლიკაციას უწოდებენ
დესკტოპ აპლიკაციას;
• სამაგიდო აპლიკაციები არის აპლიკაციები რომლებიც დახსომებულია
თქვენს კომპიუტერში.
• ვებ სერვერზე დამახსოვრებულ აპლიკაციას, რომელთანც წვდომა
შეგიძლიათ ბრაუზერით, უწოდებენ ვებ აპლიკაციას;
• ვებ აპლიკაციები დახსომებულია ვებ სერვერში, რომელთანაც წვდომა
შეგიძლიათ ბრაუზერით.
• მობილური კომპიუტერების (მაგალთად სმატფონების) აპლიკაციების
საცავიდან (app store) ან ინტენეტის სხვა ალგილიდა თქვენს სმარტფონში
გადმოწერილ აპლიკაციას უწოდებენ მობილურ აპლიკაციას.
• მობილური აპლიკაციები არის აპლიკაციები, როლებსაც გადმოიწერთ მობილური

გავრცელების მიხედვით, გამოყენებითი სოფთუერი შეიძლება იყოს შეკვეთით


შემუშავებული ან შეფუთული. შეკვეთით შემუშავებული სოფთუერი არის სოფთუერი,
რომელიც შემუშავებულია დაქირავებული ფირმის ან დამპროგრამებლების მიერ,
შემკვეთი დაწესებულების კონკრეტული საჭიროებისთვის. მომხმარებლებს, უფრო
ხშირად, საქმე აქვთ შეფუთულ სოფთუერთან. შეფუთული სოფთუერი იყიდება სავაჭრო
დაწესებულებებში, დისკეტებზე ან კომპაქტ დისკოებზე ჩაწერილი და ყუთებში
შეფუთული, ამიტომ მას კომერციულ სოფთუერსაც უწოდებენ. ასეთ სოფთუერს თან
ახლავს მისი გამოყენების სახელმძღვანელო, რომელსაც დოკუმენტაცია ჰქვია (სურ. 2-18).

დღეს ბაზარზე იმდენად ბევრი და განსხვავებული გამოყენებითი სოფთუერი არის, რომ


იმის გადაწყვეტა, თუ რომელი შევიძინოთ, მოითხოვს სპეციალურ გამოკვლევებს.
გამოყენებითი სოფთუერში, ლეგალური მომხმარებელი, საკმაოდ დიდ თანხებს იხდის.
აქვე უნდა აღინეშნოს, რომ მთლიანად სოფთუერში უფრო დიდი თანხები იხარჯება,
ვიდრე ჰარდუერში.

2.3.2. სასისტ ემო სო ფ თ უ ერი

28
შესავალი
ბევრ ადმიანს კომპიუტერბზე ფიქრისას, ჩვეულებრივ, მხოლოდ გამოყენებით
სოფთუერი ანუ აპლიკაციებზე ახსენდებათ. კომპიუტერები და კომპუტერების
აპლიკაციები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. ჩვენ არ ვფიქრობთ უფრო
მოსაწყენ კომპიუტერის შიგნით მიმდინარე მოქმედებებზე: პროგამების ჩატვირთვა და
გაშვება, ქსელის რესურსების გაზიარება და კოორდინირება, ფაილების ორგანიზება,
კომპიუტერის ვირუსებისგან დაცვა, პერიოდული მომსახურების სამუშაობის შესრულება
პრობლემების თავიდან არცილების მიზნით, და ჰარდუერის მოწყობილობების მართვა
მათი უთირეთობის უზრუნველყოფისათვის. ჩვეულებრივ, ეს მოქმედებები
მიმდინარეობს კომპიუტერში ჩვენგან შეუმჩნევლად და ჩვენი დახმარების გარეშე.
რა მოხდება თუ ახალი აპლიკაცია არ არის თავსებადი კამპიუტერული სისტემისა არ
გაეშვება მასზე? რა მოხდება თუ ჩვენი კომპიუტერი დავირუსდება? რა მოხდება თუ ჩვენი
ხისტი დისკო დაზიანდება? რა მოხდება, თუ ჩვენ შევიძენთ ახალ ციფრულ ვიდეო კამერას
და ვერ შევძლებთ გამოსახულებების ჩვენს კომპიუტერში შენახვას და რედქტირებას? რა
მოხდება თუ ჩვენი კომპიუტერის მუშაობა შენელდება? ეს საკითხები შეიძლება მოსაწყენი
ჩანს, მაგრამ ისინი კრიტიკულით. ამ პრობლემების მცირეოდენი ცოდნაც კი
გაგიადვილებთ კომპიუტერის ეფექტურად გამოყენებსა. კომპიუტერის ეფექტურად
გამოყენბისთვის კომპეტენტურმა მომხმარებელმა უნდა იცოდეს სასიტემო სოფთუერის
ფუნქციონირების შესახებ, მათ შორის საოპერაციო სისტემები, უტილიტის პროგრამები,
და მოწყობილობების დრაივერების.

DC2016 [158
საოპრაციო სისტემებს და უტილიტებს ერთად სასიტემო სოფთუერი ეწოდებათ,
ვინაიდან ისინი შედგება პროგრამებისაგან, რომლებიც ასრულებენ კომპიუტერისა და
მისი მოწყობილოების ოპერაციების მართვასა და მომსახურებას.

სასისტემო სოფთუერი გამოყენებით სოფთუერს კომპიუტერის ჰარდუერთან


ურთიერთობის საშუალებას აძლევს. სასისტემო სოფთუერი არის სოფთუერი, რომელიც
კომპიუტერს ეხმარება მისი საკუთარი შიგა რესურსების მართვაში. სასიტემო სოფთუერი
არის პროგრამების ერთობილობა და შეიცავს შემდეგ პროგამებს:
საოპერაციო სისტემები არის პროგრამები, რომლებიც კოორდინაციას უწევენ
კომპიუტერის რესურსებს, უზრუნველყოფენ მომხმარებელსა და კამპიუტერს შორის
უთიერთობას და ახდენენ აპლიკაციების შესრულებას. Windows 10 და Android არის
საოპერაციო სისტემების მაგალითი(See Figure 1-5 and Figure 1-6.) .
უტილიტები ასრულებს კომპიუტერის რესურსების მენეჯმენტის სპეციფიურ
სამუშაოებს. მაგალითად, Windows–ის უტილიტა „დისკოს დეფრაგმენტატორი“ აღმოაჩენს
და აღმოფხვრის ფაილების არასაჭირო ფრაგმენტებს და კომპიუტერი მუშაობის
ოპტიმიზირებისათვის გადაალაგებს ფალებსა და დისკოს გამოუყენებელ სივრცეს.
მოწყობილობების დრაივერები. არის სპეცალური პროგრამები, რომლებიც
შემუშავებლია ცალკეული შემტანი ან გამომტანი მოწყობილობების კომპიუტერის
სისტმემასთან ურთიერთობის უზრუნველყოფისათვის.

სასიტემო სოფთური
საბოლოო მომხმარებელი გამოყენებით სოფთუერს იყენებს სპეციფიური სამუშაობის
შესრულებისთვის. მაგალითად, ტექსტების პროცესორს ვიყენებთ წერილების,

29
დოკუმენტების, და ანგარიშების მოზადებისათვის. თუმცა საბოლოო მომხმარებელი
აგრეთვე იყენებს სასიტემო სოფთუერს. სასისტემო სოფთუერი, უმეტესობა ტექნიკური
დეტალების მოსაგვარებლად, მუშაობს საბოლოო მომხმარებელთან, გამოყენებით
სოფთურთან და კომპიუტერის ჰარდუერთან. მაგალითად, სასისტემო სოფთუერი
მართავს ტექტების პროცესორის პროგრამის კომპიუტერი მეხსიერებაში ჩაწერას
შესრულებისათვის, ბრძანებების კომპიუტერისათვის გასაგებ ფორმაში წარმოდგენას და
დასრულებული დოკუმენტის ანუ ფაილის შენხვას. See Figure 5-1. სასიტემო სოფთუერი
არის პროგრამების ერთობლიობა, რომლებიც მართავს მრავალ ტექნიკურ დეტალს
მომხმარებლის ჩარევის გარეშე ან მცირეოდენი მონაწილეობით. სასიტემო სოფთუერი
შედგება ოთხი ტიპის პროგრამებისაგან.
საოპერაციო სისტემები კომპიუტერი რესურსების კოორდინირებას ახდენს,
უზრუნველყოფს მომხარებელს, კომპიუტერს და აპლიკაციებს შორის ინტერფეისს–
ურთიერთობას.
უტილიტები ასრულებს კომპიუტერის რესურსების მენეჯმენტთან დაკავშირებულ
სპეციფიურ სამუშაოებს.
მოწყობილობების დრაივერები არის სპეციალური პროგრამები, რომლიბითაც
კონკრეტული შეტენის ან გამოტენი მოწყობილობები ურთიერთობენ კომპიუტერული
სისტემის დანაჩენ ნაწილთან.
ენების ტრანსილიატორები დამპროგრამებლების მიერ დაწერილ პროგრამების
ინსტრუქციებს გარდაქმნის კომპიუტერისათვის გასაგებ ენაში.

სასისტემო სოფთუერის სხვა მაგალითები და მათი დანიშნულება.


BIOS (შეტანა/გამოტანის საბაზისო სისტემა) გაუშვებს კომპიუტერულ სისტემას
კომპიუტერის ჩართვის შემდეგ და მართავს მონაცემა მოძრაობას საოპერაციო სისტემასა
და კომპტუტერის მოწყობილობებს (ხისტი დისკო, ვიდეო ადაპტერი, კლავიატურა, მაუსი
და პრინტერი) შორის.
ჩატვირთვის პროგრამა (The boot program) ჩატვირთავს საოპერაციო სისტემას
კომპუტერის ძირითად მეხსიერებაში ანუ (RAM–ში).
მოწყობილობების დრაივერი მათავს კონკრეტული ტიპის მოწყობილობებს, მაგალითად,
კლავიატურას, მაუსს, პრინტერს და ა.შ. დრაივერის პროგრამა საოპერაციო სისტემის
შეტანა/გამოტანის ინსტრუქციებს კონვერტირებას გაუკეთებს მოწობილობებისათვის
გასაგები ფორმის მესიჯებში.
უტილიტებს (utilities) მიეკუთვნება დისკოს დეფრაგმენტატორი, სისტემის აღმდგენი და
ა.შ.

2.3.2.1. საო პერ აციო სისტ ემის დ ანიშნუ ლ ება

საოპერაციო სისტემა არის ძირითადი სოფთუერი, რომელიც ყველა კომპიუტერზეა. მის


გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ კომპიუტერის გამოყენებას. საოპერაციო სისტემის სოფთუერი
კომპიუტერს ეუბნება როგორ წარმოადგინოს მონაცემები და როგორ შეასრულოს
ინსტრუქციები, როგორ იმუშაოს გარე მოწყობილობებთან (მაგალითად, პრინტერთან,
კლავიატურასთან და დისკმმართველთან) და როგორ გამოიყენოს ჰარდუერი ზოგადად.
ის, აგრეთვე, მომხმარებელს უადვილებს კომპიუტერთან ურთიერთობას.
იმისთვის, რომ კომპიუტერის მომხმარებელმა შეძლოს კომპიუტერით მუშაობა, მან უნდა

30
იცოდეს საოპერაციო სისტემის გამოყენება.
საოპერაციო სისტემა, ანუ საოპერაციო სისტემის სოფთუერის ინსტრუქციები, ხშირად,
კომპიუტერის გამყიდველის მიერ იწერება კომპიუტერში.

საოპერაციო სისტემები არის პროგრამების ერთობლიობა, რომლებიც კოორდინირებას


უკეთებს კომპიუტერის ჰარდუერს შორის მიმდინარე ყველა მოქმედებას. ის წარმოადგენს
მომხმარებლის კომპიუტერის მოწყობილობებთან და სხვა სოფთუერთან კომუნიკაციის
საშუალებებს. დღეს გავრცელებულია შემდეგი საოპერაციო სისტემები: Microsoft Windows,
Apple Mac OS, Apple iOS და Google Android (Figure 1-30). გამოყენებითი სოფთუერის
გამოყენებისათვის თქვენს კომპიუტერზე გაშვებული უნდა იყოს საოპრაციო სისტემის
სოფთუერი.

საოპერაციო სისტემის დანიშნულება


იმისათვის, რომ გამოვიყენოთ გამოყენებითი პროგრამა, მაგალითად ბროუზერი,
სანავიგაციო ან საგადასახადო აპლიკაცია, საჭიროა თქვენს კომპიუტერში გაშვებული იყოს
საოპერაციო სისტემა. სამაგიდო კომპიუტერის საოპერაციო სისტემებია Mac OS, Windows,
Linux და Chrome OS. მობილური კომპუტერების საოპრაციო სისტემებია Android, iOS და
Windows Phone. საოპერაციო სისტემა წარმოადგენს მომხმარებელს, გამოყენებითი
პროგრამებსა და კომპიუტერის ჰარდუერს შორის ინტერფეისს (Figure 4-2). ყოვეთვის
როდესაც ჩართავთ კომპიუტერს საოპერაციო სისტემა ჩაიტვირთება (ჩაიწერება)
კომპიუტერის ხიტი დისკოდან ან შესაბამისი დამხმარე მეხსიერებიდან ძირითად
მეხსიერებაში. საოპერაციო სისტემის ჩატვითვის შემდეგ ის კოორდინაციას უკეთებს
კომპიუტერის ყველა მოქმედებას. მათ შორის აპლიკაციების გაშვებას და შემტან–გამომტან
მოწყობილობებსა მეხსიერებას შორის მონაცემების გადაცემას. საოპერაციო სისტემა არის
კომპიუტერის ძირითად მეხსიერებაში მანამ სანამ კომპიუტერი ჩართულია.

უტილიტების ანუ სისტემის მხარდამჭერი პროგრამების დანიშნულება


უტილიტების სოფთუერის გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია კომპიუტერული
სისტემის ანალიზი, მისი კონფიგურაციის ცვლილება, ოპტიმიზაცია და მომსახურება. ამ
სოფთუერს განსაკუთრებით იყენებენ სისტემის ადმინისტრატორები, რომელთა
დანიშნულება კომპიუტერული სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.

2.3.2.2. დ აპრ ო გრ ამების სო ფ თ უ ერ ი დ ანიშნუ ლ ება

კომპიუტერს შეუძლია გაიგოს მხოლოდ ერთი – მანქანური – ენა, რომელიც


“დაწერილია” ორი ციფრის – 1-ის და 0-ის – გამოყენებით. ამ ენაზე პროგრამის დაწერას
ძალიან დიდი დრო სჭირდება, ამიტომ შემუშავებული იქნა მაღალი დონის
დაპროგრამების ენები, რომლებიც გაცილებით იოლი შესასწავლი და გამოსაყენებელია.
მაღალი დონის ენების გამოყენებისას დამპროგრამებელმა, კომპიუტერის ინსტრუქციების
წარმოდგენისთვის, აღარ უნდა გამოიყენოს 1-ბი და 0-ბი. ამის ნაცვლად ისინი იყენებენ
ჩვეულებრივ ტექსტებს და მათემატიკურ ფორმულებს, რაც მათ საშუალებას აძლევთ
პროგრამაში გამოიყენონ უფრო ცოტა რაოდენობის ინსტრუქცია. მაღალი დონის ენით
დაწერილი პროგრამა, კომპიუტერზე შესრულებამდე, უნდა გარდაიქმნას მანქანურ ენაში.
დაპროგრამების სოფთუერის ძირითადი დანიშნულებაა დამპროგრამებლის მიერ
დაწერილი პროგრამა გადათარგმნოს კომპიუტერისთვის გასაგებ ენაში, ანუ მანქანურ ენაში.
დაპროგრამების სოფთუერს ძირითადად დამპროგრამებლები იყენებენ.

31
DC2016 p29
პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავება
სოფთუერის დეველოპერები (შემმუშაველები), ხშირად დამპროგრამებლების სახელით
მოიხსენიება. ისინი ახდენენ პროგრამების და აპლიკაციების შემუშავებას ანუ წერენ
ინსტრუქციებს, რომლებიც უბრძანებს კომპიუტერს მონაცემები დაამუშაოს და მიიღოს
ინფორმაცია. ინსტრუქციების წერისას დეველოპერი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ
პროგრამა მუშაობს შესაბამისად ისე, რომ კომპიუტერი აწარმოებს სასურველ შედეგებს.
რთული პროგრამა შეიძლება შეცავდეს ათასიდან მილიონამდე ინსტრუქციას.
სოფთუერის დეველეოპერები პროგრამის შექმნისას იყენებენ დაპროგრამების ენებს ან
აპლიკაციების შემუშავების ინსტრუმენტებს. პოპულარული დაპროგამების ენებია C++,
Java, JavaScript, Visual C#, and Visual Basic.
Figure 1-31 ნაჩვენებია Visual Basic ინსტრუქციები რომლელიც დაწერა დეველოპერმა
ხელფასის მატივი პროგრამსათვის.

2.3.3. სო ფ თ უ ერ ის შეძენა

სოფთუერის შეძენა შეიძლება სხვადასახვა ფორმით: საცალო ვაჭრობით, შეკვეთით, ვებ


აპლიკაცია, მობილური აპლიკაცია, მობილური ვებ აპლიკაცია, გაზიარებული (პირობით
უფასო), უფასო, ღია საწყისი კოდი, საზოგადოებრივი.
საცალო ვაჭრობით ხდება მასობრივად წარმოებული ლიცენზირებული სოფთუერი
გავრცელება. ეს სოფთუერი პასუხობს მრავალი მომხმარებილის მოთხოვნებს. ზოგიერთი
საცალო სოფთუერი, როგორიცაა საოპერაციო სისტემა წინასწარ ინსტალირებულია ახალ
კომპიუტერზე. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ საცალო სოფთუერი ადგილობრივ
მაღაზიებში ან ვებიდან. ონლაინ შეძენისას თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ სოფთუერი
დაუყონებლივ და არ ელოდოთ მის ფოსტით მიღებას.
შეკვეთილი სოფთუერი გამიზნულიაბი, ბიზნესში ან წარმოებაში, სპეციფიური
ფუნქციების შესრულებისათვის. ზოგჯერ კომპანიები საჭიროებენ ისეთი უნიკალური
თვისებებისა და ფუნქციების სოფთურს, რომელიც არ არის საცალო გაყიდვაში.
კომპანიების მოთხოვნები არის ისეთი, რომელსაც საცალო გაყიდვაში არსებლი არცერთი
სოფთურეი არ აკმაყოფილებს. ამ შემთხვევაში კომპანიები სოფთური დეველოპერებს
უკვეთავენ კონკრეტული თვისებების მქონე სოფთუერის შემუშავებას. შეკვეთით
შემუშავებული სოფთუერი ჩვეულებრივ უფრო მეტი ღირს ვიდრე საცალო სოფთუერი.
ვებ აპლიკაცია აპლიკაცია შენახულია ვებ სერვერზე, რომელზედაც წვდომა შეგიძლიათ
ბრაუზერით. მომხმარებლები ვებ აპლიკციასთან ურთიერთობენ პირდაპირ ვებ საიტზე
სტუმრობით. ბევრი ვებ საიტი უზრუნველყოფს მათ აპლიკაციებთან უფასო წვდომას.
ზოგი მოითხოვს ერთჯერად გადახდას, ზოგი კი ყოველთვიურ ან ყოველწლიურ
სააბონენტო გადახდას ითხოვს. თქენ შესაძლოა ნება დაგრთონ ვებ აპლიკაციის ნაწილი
გამოიყენოთ უფასოდ და გადაიხადოთ უფრო სრულყოფილი პროგრამისთვის.
მობილური აპლიკაციები შენახულია სპეცალურ საცავში–საწყობში (app store), საიდანაც
ინტერნეტის საშუალებით შეგიძლიათ გადმოიწეროთ თქვენს მობილურ მოწყობილობაში,
მაგალითად სმარტფონში. ზოგერთი მობილური აპლიკაცია წინასწარ ინსტალირებულია
ახალ მობილურ კომპიუტერზე. მობილური აპლიკაციები შესაძლოა იყოს უფასო, ან
მინიმალური ღირებულების – ხშირად რამდენიმე დოლარი.
მობილური ვებ აპლიკაციები არის ვებ აპლიკაციები როლებიც ოპტიმიზირებულია
მობილური მოწყობილობების ეკრანზე ბრაუზერით ასახვისათვის. ეკრანის ზომისა და

32
ორიენტაციის მიუხედევად. ბევრი აპლიკაციების დეველოპერი ოპტიმიზაციას აკეთებს
ვებ ბრაუზერისათვის იმიტომ, რომ მათმა აღარ უნდა შექმნა სხვადასხვა მობილური
მოწყობილობებისა აპლიკაცების მაღაზიისათვის სხვადას ვერსიის აპლიკაცია.
პირობით უფასო სოფთუერი არის ლიცენზირებული სოფთუერი, უფასოდ ვრცელდება
საცდელი პერიოდის განმავლობაში. ამ პერიოდის შემდეგ სოფთუერის გამოყენებისათვის
თქვენ უნდა გადაუხადოთ შესაბამის აფასური სოფთურის დეველოპერს ან თქვენ
ავტომატურად წარმოგიდგენენ ანაგრიშს, თუ ამ პერიოდის შემდეგ არ შეწყვეტთ
სოფთუერის გამოყენებას. ზოგიერთი დეველოპერი ენდობა მომხმარებელს, თუ
მომხმარებელი გააგრძელებს შესაბამის პერიოდის გასვლის შემდეგ სოფთუერის
გამოყენებას მისგან ელოდება სოფთური საფასური მიღებას. ზოგიერთი გადასცემს
სოფთუერს მომხმარებელს იმის მიუხედავად გადაიხადა თუ არა საფასური
მომხმარებელმა. ხოგჯერ შეზღუდული შესაძლებლობებს მქონე ვერსიის სოფთუერი
უფასოდ ვრცელება, და საფასური გადახდა მოეთხოვება ბოლო მთლიანი
შესაძლებლობების მქონე ვერსიის პროდუბტისთვის.
უფასო სოფთური არის ლიცენზირებული სოფთუერი, რომელიც ვრცელდება უფასოდ
ინდივიდის ან კომპანიის მიერ, როლებიც იტოვებენ ყველა უფლებას სოფთურზე.
სოფთურის შემმუშავებლებს არ აქვთ უფლება უფასო სოფთუერი მიუეთონ იმ სოფთურს,
რომელსა ისინი ყიდან. უფასო ნიშნავს, რომ სოფთურისათვის არ იხდიაე საფასურს.
სოფთუერი ღია საწყისი კოდით არი სოფთუერი, რომელი შეგიძლიათ გამოიყენოთ,
შეცვალოთ, და გაავრცელოთ. ამ სოფთუერს არ აქვს შესზღუდვები ლიცენსზიი
მფლოვლისგან სოფთუერის ინსტრუქციების მოდიფიკაციის და ხელახლა გავრცელების
მიმართ. სოფთური ღია კოდით ჩვეულებრივ შეიძლება გადმოწერილი იქნას ვებ
სერვერიდან ინტერნეტით, ხშირად უფასოდ. ღია კოდის სოფთურის პატრონები ორ
ძირითად უპირატესობას იღებენ: მომხმარებლები, რომლებიც მოდიფიცირებას უკეთებენ
სოფთუერს, თავიანთ გაუმჯობესებას უზიარებენ სხვებს, და მომხარებლებს შეუძილიათ
შეცვალონ სოფთუერი თავიანთი საჭიროების შესაბამისად.
საზოგადოებრივი სოფთური შემუშავებლია საჯაროდ გავრცელების მიზნით
სალიცენზიო შეზღუდუების გარეშე. ნებისმიერს შეუძლია ამ სოფთურის კოპირება და
გავრცელება უფასოდ.

2.4. სამაგიდ ო კო მპიუ ტ ერ ების ზ ო გად ი აღ წერა

ჩვენ ზოგადად განვიხილეთ კომპიუტერის ჰარდუერი და სოფთუერი, მაგრამ ძალიან


ბევრს მხოლოდ სამაგიდო კომპიუტერი აინტერესებს. ამიტომ ახლა განვიხილოთ
კონკრეტულად სამაგიდო კომპიუტერი ჰარდუერი და სოფთუერი.

2.4.1. სამაგიდ ო კომპიუ ტ ერ ების ჰარ დ უ ერის ძირ ით ად ი კო


მპო ნენეტები

სამაგიდო კომპიუტერების ჰარდუერის ძირითადი კომპონენტებია კლავიატურა,


მონიტორი, მაუსი და სასისტემო ნაწილი (სურ. 2-19). გარდა ამისა, მას შეიძლება
მიუერთდეს სხვა დამატებითი მოწყობილობები.
კლავიატურით მომხმარებელს შეუძლია კომპიუტერში მონაცემებისა და ბრძანებების
შეტანა. ის შეიცავს ელექტრონული სქემების ფირფიტას და სხვა ელექტრონულ
კომპონენტებს, რომლებიც კლავიშებზე დაჭერის შემდეგ გამოიმუშავებს შესაბამის
სიგნალებს და კაბელით გადასცემს სასისტემო ნაწილს. სასისტემო ნაწილში ხდება ამ
სიგნალების დამუშავებისთვის ვარგის ფორმაში გარდაქმნა.
მონიტორი არის გამომტანი მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალურ
33
კომპიუტერთან მხედველობით კავშირს, შეტანილი და გამოტანილი მონაცემების ასახვას.
მონიტორზე აისახება კლავიატურიდან შეტანილი მონაცემები. თანამედროვე
მონიტორებზე შეიძლება როგორც ტექსტის, ასევე გრაფიკული გამოსახულებების ასახვა.
მონიტორს ხშირად ეკრანსაც უწოდებენ.
მაუსის საშუალებით ხდება მონიტორზე ასახულ გრაფიკულ გამოსახულებებზე
მუშაობა. მომხმარებელი მაუსს ასრიალებს მაგიდაზე, მაუსის გასრიალებასთან ერთად
ეკრანზე გადაადგილდება შესაბამისი გამოსახულება – მაუსის მიმთითებელი. მოქმედების
შესრულებისთვის მომხმარებელმა თითი უნდა დააჭიროს და აუშვას მაუსის ერთ-ერთ
ღილაკს. მაუსის ღილაკზე თითის დაჭერას და სწრაფად აშვებას ჰქვია დაწკაპუნება.
სასისტემო ნაწილი სამაგიდო კომპიუტერის ჰარდუერის მთავარი მოწყობილობაა. მას
აქვს ყუთის ფორმა, რომელიც შეიცავს ელექტროენერგიის მიწოდების მოწყობილობას,
სასისტემო ფირფიტას, დისკმმართველებს და სხვა კომპონენტებს (სურ. 2-20).
− ელექტროენერგიის მიწოდების მოწყობილობა ელექტროენერგიით უზრუნველყოფს
სასისტემო ნაწილში განლაგებულ ყველა კომპონენტს და ხშირად მონიტორსაც.
− სასისტემო ფირფიტა არის სამაგიდო კომპიუტერის მთავარი ელექტრონული სქემების
შემცველი ფირფიტა. ის შეიცავს მიკროპროცესორს (სამაგიდო კომპიუტერისა და
მობილური კომპტუერების პროცესორს მიკროპროცესორს უწოდებენ), თავისუფლად
მიმართვად მეხსიერებას, მხოლოდ წაკითხვად მეხსიერებას, გაფართოების ბუდეებს და
სხვა ელექტრონულ ელემენტებს. სამაგიდო კომპიუტერის პროცესორი ჩამონტაჟებულია
ჩიპში, ანუ კრისტალში (სურ. 2-21). ჩიპში ჩამონტაჟებულ პროცესორს მიკროპროცესორს
უწოდებენ. თანამედროვე მიკროპროცესორები ხელის გულზე ეტევა. თავისუფლად
მიმართვადი მეხსიერება ასრულებს ძირითადი მეხსიერების ფუნქციებს – კომპიუტერის
მუშაობისას შეიცავს იმ მონაცემებსა და ინსტრუქციებს, რომლებიც მიმდინარე მომენტში
სჭირდება მიკროპროცესორს. თავისუფლად მიმართვად მეხსიერებას ხშირად მისი
ინგლისური სახელწოდების აბრევიატურით – RAM (Random Access Memory) სახელით
მოიხსენიებენ. მხოლოდ წაკითხვად მეხსიერებაში ჩაწერილია სამაგიდო კომპიუტერის
მუშაობისთვის აუცილებელი პროგრამები, რომელთა შეცვლა მომხმარებელს არ
შეუძლია. მხოლოდ წაკითხვად მეხსიერებას ხშირად მისი ინგლისური სახელწოდების
აბრევიატურით – ROM (Read Only Memory) სახელით მოიხსენიებენ. თავისუფლად
მიმართვადი მეხსიერება და მხოლოდ წაკითხვადი მეხსიერება, მიკროპროცესორის
მსგავსად, ჩიპებშია ჩამონტაჟებული. გაფართოების ბუდეებით შესაძლებელია
პერსონალურ კომპიუტერში დამატებითი კომპონენტების ჩადგმა ან მოწყობილობების
მიერთება.
− დისკმმართველებით ხდება ხისტ მაგნიტურ დისკოებზე და ოპტიკურ დისკოებზე
მონაცემებისა და ინსტრუქციების ხანგრძლივი დახსომება და, საჭიროების შეთხვევაში, ამ
მონაცემებისა და ინსტრუქციების წაკითხვა, ანუ ამავე დისკოებიდან ძირითად
მეხსიერებაში ჩაწერა.
− დამატებითი მოწყობილობების მიერთება შეიძლება გაფართოების ბუდეებში (სურ. 2-
20) ჩადებული სპეციალური სქემების ფირფიტებით. ყველაზე გავრცელებული
დამატებითი მოწყობილობებია პრინტერი და მოდემი. პრინტერით ქაღალდზე
ინფორმაციის ბეჭდვა ხდება, ხოლო მოდემი სატელეფონო ხაზებით კომპიუტერებს შორის
კავშირის დამყარების საშუალებას იძლევა.
სამაგიდო კომპიუტერის მნიშვნელოვანი მახასიათებელია მისი გაფართოების
შესაძლებლობა. გაფართოებადი კომპიუტერი ისე არის დაპროექტებული, რომ მომხმარებელს
შეუძლია დამატებითი სქემების ფირფიტის ყიდვა და კომპიუტერის სასისტემო ნაწილის
შიგნით გაფართოების ბუდეში ჩადგმა (სურ. 2-20). თუ კომპიუტერი არ
34
არის გაფართოებადი, მოწყობილობების დამატება შეზღუდულია. გაფართოებად
კომპიუტერს შეიძლება მიუერთდეს შემდეგი დამატებითი მოწყობილობები – ხისტი
დისკო, მოდემი, ვიდეო კამერა, ჯოისთიკი, მიკროფონი, ხმამაღლა მოლაპარაკეები,
სკანერი და ა.შ.
პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობისას გამოიყენება, აგრეთვე, აქსესუარები.
აქსესუარები არის ისეთი დამხმარე ხელსაწყოები და ნივთები, როგორიცაა დისკოების
ყუთები, კაბელების ხუფები, ქაღალდის ყუთები და ა.შ. ისინი პირდაპირ არ არის
დაკავშირებული კომპიუტერის სამუშაოსთან, მაგრამ მომხმარებელს დიდ დახმარებას
უწევს მუშაობისას. პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობისას აუცილებელია, აგრეთვე,
ფართო მოხმარების საგნები – პრინტერის ქაღალდი, ოპტიკურიდისკოები და ა.შ.
სამაგიდო კომპიუტერი საჭიროებს უწყვეტ და “სუფთა” ელექტროენერგიას. თუ
მოსალოდნელია ელექტროენერგიის შეწყვეტა ან ძაბვის მკვეთრი მომატება-მოკლება,
საჭიროა გამოიყენოთ უწყვეტი ენერგიის მიმწოდებელი (Uninterruptible Power Supply, UPS)
მოწყობილობა (სურ. 2-22). UPS ელექტრო ქსელიდან ღებულობს ელექტროენერგიას,
“ასუფთავებს” და აწვდის პერსონალურ კომპიუტერს. ამასთან ერთად, UPS აქვს
ბატარეიები, რომლებშიც აგროვებს ენერგიას და მისი შეწყეტის ან ძაბვის მკვეთრი
მომატება-მოკლების შემთხვევაში, კომპიუტერს ელექტროენერგიას მიაწოდებს ამ
ბატარეიებიდან 5-30 წუთის განმავლობაში, რაც საკმარისია ნამუშევრის შენახaვისა და
კომპიუტერის ნორმალური გამორთვისთვის.

2.1.1. სამაგიდ ო კო მპიუ ტ ერ ების სო ფ თ უ ერ ის ზ ო გად ი დ


ახასიათ ება

სამაგიდო კომპიუტერის პოპულარობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მისთვის


შექმნილმა სოფთუერის ფართო ასორტიმენტმა და მასთან მუშაობის გაადვილებამ.
თანამედროვე სამაგიდო კომპიუტერების სოფთუერი მომხმარებლისადმი მეგობრულია,
რაც ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ ის დამწყებისთვის იოლი გამოსაყენებელია. მისი
გამოყენება შეიძლება ინტუიციურად ან მცირედი პრაქტიკული სწავლების შემდეგ. ასეთი
სოფთუერი თავდაპირველად შეიძლება გადამეტებულად იოლი მოგვეჩვენოს.
მომხმარებლისადმი მეგობრული სოფთუერის უმეტესობა გამიზნულია ფართო
აუდიტორიისთვის, მაგრამ შესაძლებელია მისი მახასიათებლების კონკრეტული
მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად მოწყობა.
სამაგიდო კომპიუტერის სასისტემო სოფთუერის ძირითადი დანიშნულებაა,
მომხმარებელს გაუადვილოს კომპიუტერის გამოყენება. ეს სოფთუერი ასრულებს
ძირითად სამუშაოებს. ის უბრძანებს ჰარდუერს, რა გააკეთოს და როგორ გააკეთოს. მაგრამ
ის არ ასრულებს ბიზნესთან ან პროფესიასთან დაკავშირებული და მომხმარებლისთვის
საჭირო ამოცანების გადაწყვეტას. მაგალითად, სასისტემო სოფთუერი ვერ შეასრულებს
ანიმაციური ფილმის შექმნას, მაგრამ ის თქვენი მითითებების შესაბამისად შეასრულებს ამ
ფილმის ხისტ მაგნიტურ დისკოზე ჩაწერას.
სამაგიდო კომპიუტერის გამოყენებითი სოფთუერი არსებობს ინტეგრირებული და
სამუშაოზე ორიენტირებული. სიტყვა ინტეგრირებული ნიშნავს ყოვლისმომცველს და
გაერთიანებულს. ინტეგრირებული სოფთუერით შესაძლებელია რამდენიმე სახის
სამუშაოს შესრულება, ხოლო სამუშაოზე ორიენტირებული სოფთუერით შეიძლება
მხოლოდ ერთი სახის სამუშაოს შესრულება. სამაგიდო კომპიუტერების მომხმარებელთა
უმრავლესობა სამუშაოზე ორიენტირებულ სოფთუერს იყენებს. ბიზნესში კომპიუტერით
შესასრულებელი სამუშაოების ერთობლიობა და მათი შესრულების ხერხები სასრულია,
ამიტომ სამუშაოზე ორიენტირებული სოფთუერი, გადასაწყვეტი ამოცანების მიხედვით,
იყოფა რამდენიმე ჯგუფად: ტექსტის მომზადების, ცხრილების დამუშავების, მონაცემთა
35
ბაზის მართვის, საგრაფიკო და საკომუნიკაციო სოფთუერი. ქვემოთ მოკლედ არის
აღწერილი თითოეული ეს ჯგუფი.
ტექსტის მომზადების სოფთუერი ყველაზე ფართოდ გამოიყენება. ეს სოფთუერი
საშუალებას იძლევა შეიტანოთ, შეინახოთ, შეასწოროთ, შეცვალოთ, გააფორმოთ და
დაბეჭდოთ ტექსტი. შესწორების, შეცვლის (რედაქტირების), გაფორმებისა და შენახვის
შესაძლებლობა არის ის, რაც ტექსტის მომზადების სოფთუერს განასხვავებს ჩვეულებრივი
საბეჭდი მანქანისგან. თქვენ შეგიძლიათ დისკოზე შეინახოთ თქვენს მიერ შეტანილი
დოკუმენტი, ნებისმიერ დროს შეცვალოთ მისი შინაარსი ან ფორმა და ნებისმიერ დროს
დაბეჭდოთ. ის, რომ შეცვლისას არ არის საჭირო ტექსტის ხელახლა აკრეფა და დოკუმენტი
განმეორებით შეგიძლიათ რამდენჯერაც გსურთ, იმდენჯერ დაბეჭდოთ, იძლევა დროის დიდ
ეკონომიას. დახვეწილი ტექსტის მომზადების სოფთუერი საფუძველია კომპიუტერული
საგამომცემლო სისტემისა, ამ სისტემით მუშაობისას მომხმარებელი იყენებს ტექსტის
მომზადების სოფთუერს და მაღალი ხარისხის პრინტერს, რათა აწარმოოს გრაფიკული
გამოსახულებებისა და ტექსტების ერთობლიობისგან შედგენილი ნაბეჭდი პროდუქცია.
კომპიუტერული საგამომცემლო სისტემით მომხმარებელს შეუძლია შექმნას და დაბეჭდოს
მაღალი ხარისხის პროფესიონალური შესახედაობის საინფორმაციო ბიულეტენები,
ბროშურები, წიგნები და სხვა. ლამაზად გაფორმებულ და მაღალი ხარისხის საინფორმაციო
ბიულეტენებსა და ბროშურებს შეუძლია გააუმჯობესოს ურთიერთკავშირი და დაეხმაროს
დაწესებულებას გარე სამყაროში უკეთესი იმიჯის შექმნაში (სურ. 2-23). ამის გამო,
კომპიუტერული საგამომცემლო სისტემა ძალიან პოპულარული გახდა ბიზნესში.
ცხრილების დამუშავების სოფთუერი ფართოდ გამოიყენება ბიზნესის მონაცემების
ორგანიზებისა და ანალიზისთვის. მას ელექტრონულ ცხრილებსაც უწოდებენ. ცხრილი
წარმოადგენს სვეტებისა და სტრიქონების ერთობლიობას. მაგალითად, 2-24ა სურათზე
ხარჯების მარტივი ცხრილის სვეტებში ასახულია დროის შუალედი (თვეები), ხოლო
სტრიქონებში – სხვადასხვა კატეგორიის ხარჯები (ბინის ქირა, ტელეფონი და სხვა).
ყურადღება მიაქციეთ გამოთვლებს: რიცხვები მარჯვენა კიდის სვეტში არის შესაბამისი
სტრიქონის რიცხვითი მნიშვნელობების ჯამები – შესაბამისი ხარჯის ჯამი, ხოლო
რიცხვები ბოლო სტრიქონში არის შესაბამისი სვეტის რიცხვითი მნიშვნელობების ჯამი –
შესაბამისი თვის ხარჯების ჯამი. ჩვეულებრივი ხელნაწერი ცხრილები ბიზნესში
საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა. მაგრამ ცხრილი შეიძლება მოსაბეზრებელი
გახდეს ხელით მომზადებისას. როდესაც ის იცვლება, მისი გადაანგარიშებისთვის საკმაოდ
დიდი მოცულობის სამუშაო არის შესასრულებელი. ელექტრონული ცხრილი (სურ. 2-24ბ)
ჩვეულებრივი ცხრილია, მაგრამ ძირითად სამუშაოს ასრულებს კომპიუტერი. კერძოდ,
გამოთვლებში გამოყენებული რიცხვების შეცვლის შემდეგ ელექტრონული ცხრილების
სოფთუერი ავტომატურად გადაიანგარიშებს შედეგებს. ავტომატური გადაანგარიშების
შესაძლებლობა ბიზნესში სხვადასხვა პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა. ასეთ
ექსპერიმენტებს ეწოდება “რა მოხდება თუ” ანალიზი. ელექტრონული ცხრილებით
ანგარიშისას მომხმარებელი შედეგებს ძალიან სწრაფად ღებულობს. თანამედროვე
ელექტრონული ცხრილების სოფთუერს შეუძლია, აგრეთვე, ცხრილების გარდაქმნა
გრაფიკებსა და დიაგრამებში (სურ. 2-24გ).
მონაცემთა ბაზის მართვის სოფთუერი მონაცემების შენახვის ძველებური ხერხის
სახესხვაობაა და წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებული ფაქტების ერთობლიობის მართვას.
ამ სოფთუერს შეუძლია მონაცემთა შენახვა, განახლება, დამუშავება და სხვადასხვა სახის
ანგარიშების ფორმების შექმნა. მაგალითად, კონცერტების მომწყობს შეუძლია შეინახოს და
შეცვალოს მიმდინარე კონცერტების შესახებ ისეთი მონაცემები, როგორიცაა ადგილები,
ბილეთების ფასები და გაყიდული ბილეთები. ამ მონაცემებით და სოფთუერის
36
გამოყენებით მას შეუძლია გაყიდული ბილეთებისა და გასაყიდი ბილეთების შესახებ
ინფორმაციის სწრაფად მიღება, მაგალითად, ფასების მიხედვით დალაგებული გასაყიდი
ბილეთების სიის დათვალიერება. მონაცემთა ბაზის მართვის სოფთუერი შეიძლება
გამოიყენოთ დიდი რაოდენობის მონაცემების გაძღოლისა და მისგან ქვესიმრავლის
ამორჩევისთვის.
საგრაფიკო სოფთუერი საშულებას იძლევა მოამზადოთ რუკები, დიაგრამები, სქემები
და სხვა გრაფიკული გამოსახულებები, რომლებიც ადამიანს ეხმარება ერთმანეთს
შეადაროს მონაცემები, ადვილად შეამჩნიოს ტენდენციები და სწრაფად მიიღოს
გადაწყვეტილება (სურ. 2-25). რიცხვების დიდი რაოდენობა შეიძლება გარდაიქმნას ერთ
დიაგრამაში, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი გაცილებით ადვილად გაიგებს და აღიქვამს.
საკომუნიკაციო სოფთუერით პერსონალურ კომპიუტერთან მომუშავეს შეუძლია,
სატელეფონო სისტემით ან სხვა კავშირგაბმულობის საშუალებებით, თავისი
კომპიუტერიდან სხვა შორეულ კომპიუტერში მონაცემთა გადაცემა და შორეული
კომპიუტერიდან თავის კომპიუტერში მონაცემთა მიღება. ბიზნესში მომუშავე
მომხმარებლები საკომუნიკაციო სოფთუერის გამოყენებით ერთმანეთს უგზავნიან
შეტყობინებებსა და წერილებს, ახდენენ პროექტის მონაცემების გაცვლას, ცენტრალური
მართვის ოფისში აგზავნიან მონაცემებს, ღებულობენ ინფორმაციას აქციების ფასების
შესახებ და ა. შ. სახლის მომხმარებლები მილოცვებს უგზავნიან იმ მეგობრებსა და
ნათესავებს, ვისაც კომპიუტერები აქვთ, ახდენენ ბანკის თანხების გადაგზავნას,
ყიდულობენ აქციებს, ახდენენ თვითმფრინავის ბილეთების შეკვეთას, ათვალიერებენ სხვა
კომპიუტერებში განთავსებულ ინფორმაციას, მაგალითად, ენციკლოპედიას, ახდენენ
სხვადასხვა ნივთის ან მომსახურების შეკვეთას.

2.5. კო მპიუ ტ ერ ის მო მხმარ ებლ ები

ჩვენ განვიხილეთ ჰარდუერი, სოფთუერი და მონაცემები, მაგრამ კომპიუტერული


სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი არის ადამიანი. ზოგიერთი მუშაკი
ფიქრობს, რომ მას შეცვლის კომპიუტერი და სამსახურიდან გაანთავისუფლებენ. მაგრამ
კომპიუტერი ვერაფერს გააკეთებს ადამიანების გარეშე, იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც
სისტემის მუშაობას ხელს უწყობენ და ვისთვისაც ეს სამუშაოები კეთდება.
როგორც აღვნიშნეთ, კომპიუტერის მომხმარებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც
კომპიუტერს იყენებენ თავიანთ საქმიანობაში. სახელი “მომხმარებელი” გასული
საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან არის შემოღებული. ოდესღაც კომპიუტერის
მომხმარებლები იყვნენ მხოლოდ ძლიერი მეცნიერები, მკვლევარები, ინჟინრები. დღეს
მომხმარებელთა წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ნაწილობრივ ეს გამოწვეულია
მომხმარებლისადმი მეგობრული სოფთუერის შექმნითა და გავრცელებით. ამის მიზეზია
აგრეთვე პატარა და დაბალი ღირებულების კომპიუტერების არსებობა.
მთელი მსოფლიოს ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ კომპიუტერულ
ტექნოლოგიებს სახლში, სამსახურში და სასწვლებელში. ჰარდუერის, სოფთუერის და
საკომუნიკაციო მოთხოვნილების მიხედვით ზოგადად შეგვიძლია ამ მომხმერებლების
კლასიფიკაცია ხუთ კატეგორიად: სახლის მომხმარებლები, პატარა/სახლის ოფისის
მომხმარებლები, მობილური მოხმარებელი, მძლავრი მომხმარებელი, საწარმოს
მომხმარებელი.
1. სახლის მომხმარებლები არის პიროვნება რომელიც კომპიუტერულ ტექნოლოგიას
იყენებს სახლში. მშობლები, შვილები, თინიჯერებ, ბებიები და ბაბუები,
მარტოხელები, წყვილები და ა.შ. არიან სახლის მომხმარელების მაგალითები.
2. მცირე/სახლის ოფისის მომხმარებლები არის მცირე კომპანიაში (50 მუშაკამდე)
37
დაქირავებული ან თვითდასაქმებულ ადამიანები, რომლებიც სახლიდან მუშაობენ.
მაგალითად, მცირე ოფისებით მუშაობენ ირურდიული მომსახურების, საბუხალტრო
მომსახურების და სამოგზაურო სააგენტოების კომპანიები.
3. მობილური მოხმარებელი არის ნებისმიერ პიროვნება, რომელიც მუშაობს მობილური
კომპიუტერებით ოფისიდან, სახლიდან და სასწავლებლიდან დაშორებულ
ადგილებიდან. მაგალითად მობილური მომხმარებლები არიან სავაჭრო
წარმომადგენლები, უძრავი ქონების აგენტები, სადაზღვევო აგენტები,
ჟურნალისტები, კოსულტანტები და სტუდენტები.
4. მძლავრი მომხმარებელი არის მომხმერებელი; რომელიც საჭიროებს მძლავრ
კომპიუტერულ შესაძლებობებს. მაგალითად მძლავრ მომხმარებლებს მიეკუთვნებიან
ინჟინრები, მეცნიერები, არქიტექტორები, სამაგიდო გაომცემლები, გრაფიკოსები.
5. საწარმოს მომხმარებელი არის საწარმოს ყოველი მუშაკი ან კლიენტი, რომელიც
იყენებს კომპიუტერს საწარმოში. საწარმოს მომხმარებელს მიეკუთვნებიან
საწარმოების ასობით და ათასობის თანამშრომლები და კლიენტები, რომლებიც
საქმიანობენ ამ საწარმოებში ან ბიზნესს აკეთებენ ამ სწარმოებთან ერთად.
უნდა გავითლავიწინოთ, რომ ერთი მომხმარებელი შეიძლება რამდენებ კატეგორიას
მიეკუთვებოდეს.

38
თავი 3.
მონაცემთა დამუშავების ჰარდუერი

როგორც უკვე იცით, მონაცემთა დამუშავებაში მონაწილეობს: ცენტრალური პროცესორი


და ძირითადი მეხსიერება.

კომპიუტერის მოქმედებების მართვას ასრულებს ცენტრალური პროცესორი, რომელიც


ძალიან რთული და დიდი რაოდენობის ელექტრონული სქემების ერთობლიობაა
(გავიხსენოთ, რომ პერსონალური კომპიუტერის ცენტრალურ პროცესორს
მიკროპროცესორს უწოდებენ). ცენტრალური პროცესორი ასრულებს ძირითად
მეხსიერებაში დახსომებული პროგრამის ინსტრუქციებს. კერძოდ, იღებს შეტანილ
მონაცემებს, ამუშავებს მას და გამოაქვს დამუშავებული ინფორმაცია. ის შედგება ორი
ძირითადი ნაწილისგან (სურ. 3-1): მმართველი მოწყობილობისგან და არითმეტიკულ-
ლოგიკური მოწყობილობისგან. ცენტრალურ პროცესორს აქვს აგრეთვე სპეციალური
დანიშნულების დამხსომებელი მოწყობილობები, რომლებსაც რეგისტრები ეწოდება.

მმართველი მოწყობილობა ძირითად მეხსიერებაში დახსომებული პროგრამის


ინსტრუქციების შესრულებისას მართავს მთელი კომპიუტერული სისტემის ელემენტებს
და ურთიერთათანხმებს მათ მოქმედებებს. ორკესტრის დირიჟორის მსგავსად, მმართველ
მოწყობილობას არ შეუძლია ინსტრუქციების შესრულება. ის უბრძანებს არითმეტიკულ-
ლოგიკურ მოწყობილობას ამ ინსტრუქციების შესრულებას. მმართველი მოწყობილობა
შეიცავს ელექტრონულ სქემებს და მართვას ახორციელებს ელექტრული სიგნალების
გამოყენებით. ის დაკავშირებულია არითმეტიკულ-ლოგიკურ მოწყობილობასთან და
ძირითად მეხსიერებასთან.

არითმეტიკულ-ლოგიკური მოწყობილობა შეიცავს ელექტრონულ სქემებს, რომლებიც


ასრულებს არითმეტიკულ და ლოგიკურ მოქმედებებს. არითმეტიკული მოქმედებებია:
მიმატება, გამრავლება, ხოლო ლოგიკური მოქმედებებია ჩვეულებრივი შედარების
მოქმედებები. არითმეტიკულ-ლოგიკურ მოწყობილობას შეუძლია რიცხვების,
სიმბოლოების ან სპეციალური სიმბოლოების შედარების მიხედვით მოქმედების
მიმართულების შეცვლა. შედარების მოქმედებებს შეუძლია განსაზღვროს ერთი
მნიშვნელობა ტოლია, ნაკლებია თუ მეტია მეორეზე. ამ მოქმედებებით კომპიუტერს
შეუძლია გვითხრას: არის თუ არა თვითმფრინავში შეუვსებელი ადგილები; ამოწურულია
თუ არა საკრედიტო ბარათზე მომხმარებლის კრედიტის ლიმიტი; ან პარლამენტში, რაიმე
საკითხზე კენჭისყრის შემდეგ, მომხრეთა ხმები მეტია თუ მოწინააღმდეგეთა.

რეგისტრები არის ინსტრუქციებისა და მონაცემების დროებითი დახსომების არეები,


რომლებსაც თავიანთი სამუშაოს შესრულებისას იყენებს მართვის მოწყობილობა და
არითმეტიკულ-ლოგიკური მოწყობილობა. ისინი მიერთებულია ცენტრალურ პროცესორთან.
მათ შეუძლია ძალიან სწრაფად შეასრულოს მონაცემების ან ინსტრუქციების მიღება, შენახვა
და გარდაქმნა. ეს მონაცემები და ინსტრუქციები გამოიყენება მართვის მოწყობილობის
ხელმძღვანელობით არითმეტიკული მოქმედებებისა და ლოგიკური შედარებების
შესრულებისას. სხვა სიტყვებით, რეგისტრები დროებითი დახსომების

39
არეებია, რომლებიც ხელს უწყობს მონაცემთა სწრაფ გარდაქმნასა და არითმეტიკულ-
ლოგიკურ მოქმედებების სწრაფ შესრულებას.
არსებობს დამგროვებელი, დამხსომებელი, სამისამართო და საერთო დანიშნულების
რეგისტრები.
დამგროვებელი რეგისტრი აგროვებს გამოთვლების შედეგებს;
დამხსომებელი რეგისტრი დროებით ინახავს ძირითადი მეხსიერებიდან მიღებულ ან
ძირითად მეხსიერებაში გასაგზავნ მონაცემებს;
სამისამართო რეგისტრი ინახავს ძირითადი მეხსიერების იმ ადგილის მისამართს, სადაც
არის მოთავსებული მიმდინარე მომენტში შესასრულებელი ინსტრუქცია ან
დასამუშავებელი მონაცემის ნაწილი. ძირითად მეხსიერებაში ყოველი ადგილი
აღნიშნულია მისამართით, ისევე როგორც სასწავლებლებში ყოველ აუდიტორიას გააჩნია
თავისი ნომერი;
საერთო დანიშნულების რეგისტრები რამდენიმე დანიშნულებით გამოიყენება.
ახლა რეგისტრები განვიხილოთ მთელი მანქანის მოქმედებასთან კავშირში.
რეგისტრებში მოთავსებულია მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია შესასრულებელ
მოქმედებასთან. ძირითადი მეხსიერება გამოიყენება იმ მონაცემების დასახსომებლად,
რომლებიც გამოყენებული იქნება ახლო მომავალში, ხოლო დამხმარე მეხსიერება ინახავს
მონაცემებს, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმავე პროგრამის შესრულებისას
მოგვიანებით ან უფრო შორეულ მომავალში. რეგისტრების, ძირითადი მეხსიერების და
დამხმარე მეხსიერების გამოყენების შესადარებლად განვიხილოთ როგორ ითვლის
კომპიუტერი ხელფასის პროგრამით დაქირავებული მუშაკების ანაზღაურებას.
ნამუშევარი საათების რაოდენობა მრავლდება ერთ საათში ანაზღაურების ოდენობაზე. ეს
ორი რიცხვი მზად არის შესაბამის რეგისტრებში. ხელფასის გამოთვლასთან
დაკავშირებული სხვა მონაცემები – ზედმეტი ნამუშევარი საათები, ჯილდოები, ჯარიმები
და ა.შ. – არის ძირითად მეხსიერებაში. მონაცემები სხვა მუშაკების შესახებ შენახულია
დამხმარე მეხსიერებაში. ერთი მუშაკისთვის გამოთვლების დამთავრების შემდეგ
კომპიუტერი აგრძელებს ხელფასის პროგრამის შესრულებას, დამხმარე მეხსიერებიდან
აიღებს შემდეგი მუშაკის მონაცემებს და ჩაწერს მეხსიერებაში. ბოლოს, როგორც კი ამ
მუშაკისათვის გამოთვლების ჩასატარებლად ყველაფერი მზად იქნება ამ მონაცემებს
მეხსიერებიდან ჩაწერს რეგისტრებში.

ძირითადი მეხსიერება არის კომპიუტერის ნაწილი, რომელიც ინახავს მიმდინარე


დამუშავებისათვის საჭირო მონაცემებს და ინსტრუქციებს. ძირითადი მეხსიერება ხშირად
მხოლოდ მეხსიერება სახელითაც მოიხსენიება, ხოლო პერსონალურ კომპიუტერში,
როგორც წინა თავში აღვნიშნეთ, მას თავისუფლად მიმართვადი მეხსიერება ჰქვია და
ხშირად RAM სახელით მოიხსენიებენ. ძირითადი მეხსიერება ტექნიკურად ცალკე არის,
თუმცა ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ცენტრალურ პროცესორთან. ძირითადი
მეხსიერება მხოლოდ დროებით გამოიყენება. ეს იმას ნიშნავს, რომ ის თქვენს პროგრამასა
და მონაცემებს ინახავს მხოლოდ მანამ, სანამ ჩართულია კომპიუტერი და მოქმედებს
შესაბამისი პროგრამა.
როცა პროგრამები და მონაცემები არ გამოიყენება, ისინი შენახულია დამხმარე
მეხსიერებაში, ჩვეულებრივ ხისტ დისკოზე.
მონაცემები და პროგრამები შემტანი მოწყობილობიდან და დამხმარე მეხსიერებიდან
მართვის მოწყობილობით ჩაიწერება ძირითად მეხსიერებაში. შემდეგ მონაცემები
ძირითადი მეხსიერებიდან რეგისტრებში გადაიგზავნება, სადაც არითმეტიკულ-

40
ლოგიკური მოწყობილობით არითმეტიკული ან ლოგიკური მოქმედება შესრულდება.
დამუშავების შემდეგ ინფორმაცია ჩაიწერება ძირითად მეხსიერებაში, სადაც შეინახება
მანამ, სანამ საჭირო გახდება სხვა გამოთვლებში ან გამომტან მოწყობილობაზე
გამოცემისთვის.

როგორც უკვე იცით, პროგრამის ინსტრუქციებს ასრულებს ცენტრალური პროცესორი,


რომელსაც მხოლოდ ძირითად მეხსიერებაში არსებული პროგრამის ინსტრუქციების
შესრულება შეუძლია. ე.ი. იმისთვის, რომ კომპიუტერმა შეასრულოს რაიმე პოგრამა,
ძირითადი მეხსიერება უნდა დაიტვირთოს ამ პროგრამით. ძირითადი მეხსიერების
პროგრამით დატვირთისას ამ პროგრამის ინსტრუქციები და საჭირო მონაცემები,
დამხმარე მეხსიერებიდან ან შემტანი მოწყობილობიდან, ჩაიწერება ძირითად
მეხსიერებაში და მომზადდება შესრულებისთვის. ძირითად მეხსიერებაში ჩაწერილ და
შესრულებისთვის მომზადებულ პროგრამას ეწოდება ჩატვირთული პროგრამა.
ჩატვირთული პროგრამის შესრულების დაწყებას ჰქვია პროგრამის გაშვება, ხოლო
პროგრამას, რომლის ინსტრუქციები მიმდინარე მომენტში სრულდება კომპიუტერზე,
ჰქვია გაშვებული პროგრამა.
განვიხილოთ, როგორ ასრულებს ცენტრალური პროცესორი, ძირითად მეხსიერებასთან
ერთად, კომპიუტერის პროგრამას. ჩვენ აღვწერთ პროგრამის მხოლოდ ერთი
ინსტრუქციის შესრულებას. დღეს კომპიუტერების უმრავლესობას ერთდროულად
მხოლოდ ერთი ინსტრუქციის შესრულება შეუძლია.
გაშვებული პროგრამის ყოველი ინსტრუქციისთვის, ცენტრალური პროცესორი
შეასრულებს ოთხ ბიჯს (სურ. 3-2):
1. მართვის მოწყობილობა აიღებს ინსტრუქციას ძირითადი მეხსიერებიდან.
2. მართვის მოწყობილობა მოახდენს ინსტრუქციის დეკოდირებას, ანუ გადაწყვეტს რას
ნიშნავს ეს ინსტრუქცია და გასცემს საჭირო მონაცემების, ძირითადი მეხსიერებიდან
არითმეტიკულ-ლოგიკურ მოწყობილობაში, გადაგზავნის ბრძანებებს.
3. მართვა გადაეცემა არითმეტიკულ-ლოგიკურ მოწყობილობას, რომელიც შეასრულებს
ინსტრუქციის შესაბამის არითმეტიკულ და ლოგიკურ მოქმედებებს მონაცემებზე.
4. ამ მოქმედების შედეგი შეინახება ძირითად მეხსიერებაში ან რეგისტრში.
ამ მოქმედებების პირველ და მეორე ბიჯს ეწოდება ინსტრუქციის დრო, ხოლო მე-3 და მე-
4 ბიჯს – შესრულების დრო.
მას შემდეგ, რაც შესაბამისი ინსტრუქცია შესრულდება, მართვის მოწყობილობა
ხელმძღვანელობს შედეგების ძირითადი მეხსიერებიდან გამომტან მოწყობილობაზე ან
დამხმარე მეხსიერებაში გამოტანას. ინსტრუქციის დროისა და შესრულების დროის
კომბინაციას ეწოდება მანქანური ციკლი.

კომპიუტერი რთული მექანიზმია, მაგრამ სინამდვილეში ამ მანქანამ მხოლოდ ორი რამ


იცის: “ჩართული” და “გამორთული”, ანუ “კი” და “არა”. ამ ორი მდგომარეობის სისტემას
ეწოდება ორობითი სისტემა. ისინი შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას ელექტრობის
ჩართული ან გამორთული მდგომარეობით. ორობითი სისტემის გამოყენებით
კომპიუტერს შეუძლია რთული გამოთვლების შესრულება.
განვიხილოთ ერთი ხერხი, რომლითაც ამ ორ მდგომარეობას შეუძლია მონაცემთა
წარმოდგენა. იმის გათვალისწინებით, რომ ათობით თვლის სისტემას აქვს 10 ციფრიანი
ბაზა (ციფრებით 0, 1, 2, 3, ..., 9), ორობით სისტემას აქვს 2 ციფრიანი ბაზა. ეს ნიშნავს, რომ
ის შეიცავს მხოლოდ ორ ციფრს 0-ს და 1-ს, რომლებიც შეესაბამება ორ მდგომარეობას:
41
გამორთულს და ჩართულს. ფიზიკურად, 1 ნიშნავს ელექტრული სქემა ჩართულია, ხოლო
0 – სქემა გამორთულია.

ყოველ 0-ს ან 1-ს ორობით სისტემაში ეწოდება ბიტი. ბიტი არის კომპიუტერის
მეხსიერებაში მონაცემის წარმოდგენის უმცირესი ნაწილი. კომპიუტერის მეხსიერებაში
ათობითი ციფრების, ასოების და სპეციალური სიმბოლოების (როგორებიცაა !, /, ? და ა.შ.)
წარმოდგენისთვის გამოიყენება ბიტების კომბინაცია. ბიტების ერთობლიობას ეწოდება
ბაიტი. ყოველი ბაიტი, ჩვეულებრივ, 8 ბიტს შეიცავს, ანუ მისი სიგრძე 8 ბიტია. ერთი
ბაიტი წარმოადგენს მონაცემთა ერთ სიმბოლოს – ასოს , ციფრს ან სპეციალურ სიმბოლოს.
კომპიუტერის სიტყვა არის ბიტების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა
რაღაც ნაწილს. სიტყვის სიგრძე დამოკიდებულია კომპიუტერის სახეზე. ზოგადად, რაც
უფრო დიდია სიტყვა, მით უფრო ძლიერია კომპიუტერი. სიტყვის სიგრძე ჩვეულებრივ
რეგისტრის სიგრძის ტოლია. ადრეულ პერსონალურ კომპიუტერებში სიტყვის სიგრძე 8
ბიტი იყო, Intel ფირმის უახლესი Pentium 4 მიკროპროცესორი გათვალისწინებულია 64
ბიტიანი სიტყვისთვის. 8 ბიტიან მანქანას ერთდროულად მხოლოდ ერთი ბაიტის
დამუშავება შეუძლია, მაშინ როცა 64-ბიტიანი მანქანა ერთდროულად 8 ბაიტს ამუშავებს,
ამის გამო მონაცემთა დამუშავება 8-ჯერ სწრაფია.
მეხსიერების ტევადობას გამოსახავენ კილობაიტებში, მეგაბაიტებში, გიგაბაიტებსა და
ტერაბაიტებში. ერთი კილობაიტი ტოლია 1 024 (210) ბაიტის და აღინიშნება KB ან K ან კბ
ასოებით, ერთი მეგაბაიტი ტოლია 1 048 576 (220) ბაიტის და აღინიშნება MB ან მბ ასოებით,
ერთი გიგაბაიტი ტოლია 1 073 741 824 (230) ბაიტის და აღინიშნება GB ან გბ ასოებით, ხოლო
ერთი ტერაბაიტი ტოლია 1 09 9 511 627 776 (240) ბაიტის და აღინიშნება TB ან ტბ ასოებით.
როგორც ხედავთ, ერთი კილობაიტი მიახლოებით ტოლია ათასი ბაიტის, ერთი მეგაბაიტი
– მილიონი ბაიტის, ერთი გიგაბაიტი – მილიარდი ბაიტის და ერთი ტერაბაიტი
ტრილიონი ბაიტის. მაგალითად, 64 მეგაბაიტი ტევადობის მეხსიერების მქონე
კომპიუტერს შეუძლია დაიმახსოვროს დაახლოებით 64 მილიონი ბაიტი, უფრო ზუსტად
64 x1 048 576 = 67 108 864 ბაიტი.

როგორც უკვე იცით, ბაიტი არის ბიტების ერთობლიობა და წარმოადგენს მონაცემთა ერთ
სიმბოლოს. ბიტების ერთობლიობის სიმბოლოსთან შესაბამისობას კოდირების სისტემა
ეწოდება. თეორიულად ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი საკუთარი განსაზღვრება,
გამოვაცხადოთ ბიტების გარკვეული ერთობლიობა გარკვეული სიმბოლოს
წარმოდგენისთვის. ეს დაახლოებით იგივე იქნება, როგორც ყოველმა პიროვნებამ თავის
განსაკუთრებულ ენაზე ილაპარაკოს. ვინაიდან ჩვენ ვსაჭიროებთ კომპიუტერთან და
ერთმანეთთან ურთიერთობას, ამიტომ ვიყენებთ მონაცემთა წარმოდგენის საერთო სქემას.
ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს შეთანხმება: ბიტების რომელი ჯგუფი რომელ სიმბოლოს
შეესაბამება.
კომპიუტერში მონაცემთა წარმოდგენისთვის ძირითადად გამოიყენება ინფორმაციის
გაცვლის ამერიკის სტანდარტული კოდები – ASSCII და ASSCII -8. ASSCII კოდი ყოველი
სიმბოლოსთვის იყენებს 7 ბიტს. ამ შემთხვევაში არსებობს ზუსტად 128 უნიკალური
კომბინაცია, ამიტომ ამ 7 ბიტს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ 2 7=128 სიმბოლო. ამ
კოდით წარმოდგენილია მხოლოდ ინგლისური ანბანის ასოები და სხვა აუცილებელი
სიმბოლოები. უფრო გავრცელებულია ASSCII-8 კოდი, რომელიც ASSCII–ის
გაფართოებული ვერსიაა (სურ. 3-3). ეს კოდი ყოველი სიმბოლოსთვის იყენებს 8 ბიტს და
შეუძლია წარმოადგინოს 28=256 სხვადასხვა სიმბოლო. მაგალითად, სიმბოლო A

42
წარმოდგენილია 01000001-ით. ASSCII -8 კოდის უპირატესობა ის არის, რომ მისი
საშუალებით შეიძლება ნაციონალური ანბანის ასოების წარმოდგენა. ეს კოდები აშშ-ს
მთავრობის მიერ მიღებული იქნა სტანდარტად და საფუძვლად დაედო სხვადასხვა
კომპიუტერებს, კერძოდ მინი და მიკროკომპიუტერებს.

მე-2 თავში ჩვენ მოკლედ განვიხილეთ მიკროპროცესორის, თავისუფლად მიმართვადი


მეხსიერების (RAM) და მხოლოდ წაკითხვადი მეხსიერების (ROM) ჩიპები. ახლა
შევისწავლოთ ისინი უფრო დაწვრილებით.

წლების შემდეგ მიკროპროცესორის არქიტექტურა სტანდარტიზებული გახდა.


მიკროპროცესორი ჩვეულებრივ შეიცავს შემდეგ ძირითად კომპონენტებს: მართვის
მოწყობილობას, არითმეტიკულ-ლოგიკურ მოწყობილობას, რეგისტრებს და საათს.
(პერსონალურ კომპიუტერებში საათი ხშირად ცალკე ჩიპზეა). უნდა აღინიშნოს, რომ
ძირითადი მეხსიერება არ არის მიკროპროცესორის კომპონენტი – ის ცალკე ჩიპზეა.
ტექნოლოგიის 30 წლიანმა განვითარებამ შეძლო უფრო მეტად ძლიერი მოწყობილობა
ჩაეტია უფრო მეტად პატარა ჩიპებში (სურ. 3-4). ინჟინრებს ახლა შეუძლიათ ერთ ჩიპზე
მოათავსონ მეტი სქემა, ვიდრე ოთახის ზომის კომპიუტერებში იყო 30 წლის წინ.

თანამედროვე კომპიუტერების უმრავლესობა ნახევარგამტარების მეხსიერებას იყენებს,


რომელიც წარმოადგენს სილიკონის (კრემნიემის, კაჟმბადის) ჩიპზე, ანუ კრისტალზე,
მოთავსებულ ათასობით ძალიან პატარა ელექტრონულ სქემებს, ანუ ელექტრონების
ნაკადის გამტარებს. ნახევარგამტარების მეხსიერებას აქვს რამდენიმე უპირატესობა:
საიმედოობა, კომპაქტურობა (მცირე ზომა), დაბალი ღირებულება და მცირე ენერგიის
მოხმარება. ნახევარგამტარების მეხსიერება მასობრივად იწარმოება, ამიტომ მეხსიერების
ღირებულება შემცირდა. სხვადასხვა ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების
ზემოქმედებით ჩიპების ფასი იცვლება, ხან გაიზრდება, ხან შემცირდება, მაგრამ ისინი
მაინც ხელსაყრელი ღირებულებისაა. ნახევარგამტარების მეხსიერებას აქვს ერთი
უმთავრესი ნაკლი: ის ენერგიაზე დამოკიდებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ
ნახევარგამტარების მეხსიერება მონაცემთა დახსომებისთვის საჭიროებს უწყვეტ
ელექტროდენს. თუ დენი შეწყდა, მონაცემები დაიკარგება.
მეხსიერების ჩიპი მონოლითური მოწყობილობაა, ანუ სქემა ერთ ჩიპზე მეხსიერების
განუყოფელ ნაწილს შეადგენს. ჩიპზე ყოველი სქემა შეიძლება ორი მდგომარეობიდან იყოს
ერთში: ჩართული ან გამორთული. პირველ მდგომარეობაში სქემა ელექტროდენის
გამტარია, ხოლო მეორეში – გამტარი არაა. ეს ორი მდგომარეობა ორობითი ციფრების – 1-
ის და 0-ის – წარმოდგენისთვის გამოიყენება. როგორც აღვნიშნეთ, ეს ციფრები შეიძლება
კომბინირებული იქნას სიმბოლოების წარმოდგენისთვის, რაც მეხსიერების ჩიპში
მონაცემებისა და ინსტრუქციების დახსომების საშულებას იძლევა.

თავისუფლად მიმართვადი მეხსიერება არის ნახევარგამტარების მეხსიერება. ის ინახავს


ყოველი პროგრამის იმ ინსტრუქციებსა და მონაცემებს, რომლებიც მიმდინარე მომენტში
გამოიყენება. თავისუფლად მიმართვად მეხსიერებაში მონაცემებთან წვდომა იოლად და
სწრაფად ხდება. ის, ჩვეულებრივ, ენერგიაზე დამოკიდებულია, ანუ, როგორც აღვნიშნეთ,
მისი შემცველობა დაიკარგება ელექტროენერგიის გამორთვისთანავე. თავისუფლად
მიმართვად მეხსიერებაში პროგრამას შეუძლია როგორც წაშლა, ასევე ხელახლა ჩაწერა.

43
პერსონალურ კომპიუტერს აქვს მეორე სახის მეხსიერების ჩიპი, რომელსაც მხოლოდ
წაკითხვადი მეხსიერება ჰქვია. ამ სახის მეხსიერებაში პროგრამები და მონაცემები მუდმივად
არის ჩაწერილი. ჩაწერას ახდენს დამამზადებელი ქარხანა. ეს პროგრამები და მონაცემები
შეიძლება წაკითხული და გამოყენებული იქნას, მაგრამ მომხმარებელს არ შეუძლია მათი
შეცვლა. მხოლოდ წაკითხვადი მეხსიერება არ არის ენერგიაზე დამოკიდებული, ანუ მისი
შემცველობა არ გაქრება ელექტროენერგიის გამორთვის შემდეგ.
ზოგიერთ მხოლოდ წაკითხვად მეხსიერების ჩიპებში ინსტრუქციების შეცვლა შეიძლება
განსაკუთრებული საშუალებებით. ამ ჩიპების სახელია დაპროგრამებადი მხოლოდ
წაკითხვადი მეხსიერება (Programable Read-Onli Memory – PROM). ასეთ ჩიპებს
ძირითადად ინჟინრები იყენებენ.

მონაცემთა დამუშავების სიმძლავრე დამოკიდებულია დამუშავების სისწრაფეზე,


ძირითადი მეხსიერების ზომაზე და სხვა ფაქტორებზე. დამუშავების სისწრაფე
დამოკიდებულია მიკროპროცესორის სისწრაფეზე, სალტის ზომაზე და ქეშ მეხსიერების
ზომაზე.

სისწრაფის მიხედვით კომპიუტერები მრავალფეროვანია. ძალიან ნელ კომპიუტერზე


ინსტრუქციის შესრულებას შეიძლება დასჭირდეს მილიწამზე (წამის მეათასედზე)
ნაკლები. უფრო სწრაფ კომპიუტერებს ინსტრუქციის შესრულება მიკროწამში (წამის ერთ
მემილიონედში) შეუძლია. ზოგიერთი თანამედროვე კომპიუტერი ინსტრუქციას
ნანოწამში (წამის ერთ მემილიარდედში) ასრულებს. ჯერ კიდევ გადაულახავია პიკოწამის
(წამის ერთ მეტრილიონედის) ბარიერი.
ცენტრალურ პროცესორს აქვს შიგა საათი, რომლითაც დროში ათანხმებს მანქანური
ციკლის ყველა ოპერაციის შესრულებას. ამიტომ ცენტრალური პროცესორის სიჩქარე
დამოკიდებულია საათის სამუშაო სიხშირეზე, რომელიც გამოისახება მეგაჰერცებში (მჰც):
1 მჰც ტოლია წამში 1 მილიონი მანქანური ციკლის. ზოგადად, რაც უფრო დიდია საათის
სამუშაო სიხშირე, მით უფრო სწრაფად ასრულებს კომპიუტერი მონაცემთა დამუშავებას.
25 წლის წინ ძველი პერსონალური კომპიუტერების საათის სამუშაო სისხშირე იყო 4,77
მჰც. დღეს კი უახლესი მოდელის პერსონალური კომპიუტერების ცენტრალური
პროცესორის, ანუ მიკროპროცესორის, საათის სამუშაო სისხშირე 3000 მჰც–ს აღემატება.
ასეთი მიკროპროცესორის მქონე პერსონალური კომპიუტერი წამში ასრულებს 3000
მილიონ მანქანურ ციკლს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთი არითმეტიკული ოპერაციის
შესრულებისთვის საჭიროა რამდენიმე ათეული მანქანური ციკლი. მაგალითად, მთელი
რიცხვების შეკრებისთვის საჭიროა 25-30 მანქანური ციკლი, ხოლო მთელი რიცხვების
გამრავლებისთვის – 130-150 მანქანური ციკლი.

სალტე არის ელექტრული გზა, ანუ ელექტროგამტარები, რომელებიც კომპიუტერული


სისტემის შიგნით ერთი ადგილიდან მეორეზე გადასცემენ მონაცემებს. მონაცემების
რაოდენობას, რომელთა გადატანა შეიძლება ერთდროულად, ეწოდება სალტის სიგანე. რაც
უფრო დიდია სალტის სიგანე, მით მეტი მონაცემების გადაცემა შეიძლება დროის
ერთეულში. სალტის სიგანე იზომება ბიტებში. დღეს საქართველოში გამოყენებულ
პერსონალური კომპიუტერების უმრავლესობის სალტის სიგანე 16 ან 32 ბიტია. 32 ბიტი
სიგანის სალტე დროის ერთეულში ორჯერ მეტი რაოდენობის მონაცემებს გადასცემს,
ვიდრე 16 ბიტიანი სალტე.
44
ქეში არის შედარებით პატარა ტევადობის და ძალიან სწრაფი მეხსიერება, რომელიც
შემუშავებული და შექმნილია განსაკუთრებული მიზნისთვის, კერძოდ, მონაცემებისა და
პროგრამის ინსტრუქციების შიგა გადაცემის დაჩქარებისთვის. ქეშ მეხსიერება შეიძლება
ჩავთვალოთ როგორც გადამრჩევი მეხსიერება – მასში დამახსოვრებული არის ისეთი
მონაცემები და ინსტრუქციები, რომლებიც ახლახან იქნა გამოყენებული და/ან ყველაზე
ხშირად გამოიყენება. როცა მიკროპროცესორს პირველად დასჭირდება მონაცემები ან
ინსტრუქციები ისინი უნდა მოძებნოს და მიიღოს ძირითადი მეხსიერებიდან, რომელიც
მიკროპროცესორის შესაძლებლობასთან შედარებით ნელი ტემპით გადმოსცემს მათ.
გადმოცემის შემდეგ, ეს მონაცემები და ინსტრუქციები დაიხსომება ქეშში. შემდეგ, როცა
მიკროპროცესორს დასჭირდება მონაცემები ან ინსტრუქციები, პირველად ეძებს ქეშში, თუ
საჭირო მონაცემების ჯგუფი მოიძებნება იქ, ისინი გაცილებით სწრაფად გადაეცემა, ვიდრე
ძირითადი მეხსიერებიდან. რა თქმა უნდა, ქეში არ არის იმდენად დიდი, რომ ყველა
მონაცემი ჩაიტიოს, ამიტომ საჭირო მონაცემები და ინსტრუქციები შეიძლება იქ არ
აღმოჩნდეს. მაგრამ არსებობს დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ ხშირად გამოყენებული
მონაცემები და ინსტრუქციები აღმოჩნდება ქეშში. ყველაზე ხშირად გამოყენებული
მონაცემებისა და ინსტრუქციების ქეშში, ანუ მოხერხებულ და სწაფ ადგილზე, შენახვა
საგრძნობლად ზრდის მონაცემების დამუშავების სიჩქარეს.
ქეშის გავლენა კომპიუტერის მწარმოებლობაზე დამოკიდებულია რამდენიმე
ფაქტორზე, მათ შორის: ქეშის ზომაზე, ქეშის მეხსიერების ჩიპის სისწრაფეზე და
შესასრულებელ პროგრამაზე. ქეშ მეხსიერების ზომა მერყეობს 128 კბ-დან 512 კბ-მდე.
ზოგიერთ მიკროპროცესორს დამატებით ჩაშენებული აქვს ზესწრაფი ქეშ მეხსიერება.
მაგალითად, Pentium მიკროპროცესორებს აქვს ორი 16 კბ-იანი ზესწრაფი ქეში, ერთი
მონაცემებისთვის და ერთი პროგრამისათვის.

რაც უფრო მეტი ტევადობის თავისუფლად მიმართვადი მეხსიერება აქვს თქვენს


კომპიუტერს, მით უფრო დიდი პროგრამის გაშვება შეგიძლიათ. ბოლო წლებში
პერსონალური კომპიუტერის თავისუფლად მიმართვადი მეხსიერების ტევადობა ძალიან
გაიზარდა, ადრეულ პერსონალურ კომპიუტერებს 4 კილობაიტი ტევადობის
თავისუფლად მიმართვადი მეხსიერება ჰქონდათ. ახლა 128 მეგაბაიტი ტევადობის
თავისუფლად მიმართვადი მეხსიერება ჩვეულებრივია, ხოლო უახლეს პერსონალურ
კომპიუტერებს 512 მეგაბაიტზე მეტი ტევადობის თავისუფლად მიმართვადი მეხსიერება
გააჩნიათ. ძირითადი მეხსიერების დიდი ტევადობა აუცილებელი გახდა, ვინაიდან
თანამედროვე პერსონალური კომპიუტერის რთული და დახვეწილი პროგრამები დიდ
ძირითად მეხსიერებას საჭიროებს. საერთოდ, რაც უფრო მეტი ძირითადი მეხსიერებაა
თქვენს კომპიუტერში, მით უფრო მეტი და დიდი სამუშაოების შესრულება შეუძლია მას.

ერთი მიკროპროცესორით დამუშავების სიჩქარეს აქვს ზღვარი, რაც გამოწვეულია


ელექტრული სიგნალის გადაცემის გადაულახავი ზღვარით. მონაცემთა დამუშავების
ზღვრული სიჩქარის პრობლემის გადაწყვეტის ხერხი არის პარალელური დამუშავება, ანუ
ერთდროულად რამდენიმე მიკროპროცესორის გამოყენება. დღეს კომპიუტერების
უმრავლესობა მუშაობს საყოველთაოდ მიღებული მიმდევრობითი დამუშავების
მეთოდით. მიმდევრობითი დამუშავებისას მიკროპროცესორი იღებს ინსტრუქციას
ძირითადი მეხსიერებიდან, მოქმედებს მასზე, აბრუნებს დამუშავებულ მონაცემებს
ძირითად მეხსიერებაში და შემდეგ იმეორებს დამუშავებას. ამ შემთხვევაში კომპიუტერს

45
ერთდროულად მხოლოდ მონაცემის ერთი ნაწილის დამუშავება შეუძლია.
ისეთ დარგებში, როგორიცაა ბირთვული ფიზიკის კვლევები, სასარგებლო წიაღისეულის
ძიება, მეტეოროლოგიური პროგნოზი, სამედიცინო დიაგნოსტიკა, თვითმფრინავის გარშემო
ჰაერის მოძრაობის მოდელირება და სხვა საჭიროა რთული მათემატიკური გამოთვლების
დიდი სიჩქარით შესრულება, ამიტომ მიმდევრობითი დამუშავება ძალიან არაეფექტური
პროცედურაა. უკეთესი გადაწყვეტაა პარალელური დამუშავება, ანუ ერთდროულად ბევრი
მიკროპროცესორის მუშაობა საკუთარი ძირითადი მეხსიერებებით.
პარალელური დამუშავების შესაძლებლობის მქონე კომპიუტერებს მრავალპროცესორიან
კომპიუტერებსაც უწოდებენ. ასეთ კომპიუტერებზე ჯერჯერობით არც ისე დიდი
მოთხოვნილებაა. ჯერ კიდევ იშვიათია პარალელური დამუშავების პერსონალური
კომპიუტერები. ეს ტექნოლოგია დიდიკომპიუტერებისთვის უფრო გამოიყენება.
...
ცენტრალური პროცესორი არის უმთავრესი მოწყობილობა, როგორც
სუპერკომპიუტერში, ასევე პაწაწინა მაჯის საათში, თუმცა მომხმარებლებს ძირითადად
საქმე აქვთ შემტან და გამომტან მოწყობილობებთან. შეტანა და გამოტანა შემდეგი თავის
თემაა.

46
თავი 4.
მონაცემთა შემტანი და გამომტანი ჰარდუერი

ცენტრალური პროცესორი კომპიუტერული სისტემის უხილავი ნაწილია, და


მომხმარებელმა ბუნდოვნად იცის მისი მოქმედების შესახებ. მაგრამ მან ძალიან ბევრი
იცის შემავალი მონაცემების კომპიუტერში შეტანის შესახებ. მომხმარებელი გადასცემს
მონაცემებს კომპიუტერს, რათა შემდეგ კომპიუტერიდან მიიღოს ინფორმაცია, ანუ
დამუშავებული მონაცემები. როგორც უკვე იცით, დასამუშავებელი მონაცემების
კომპიუტერში გადაცემას ჰქვია შეტანა, ხოლო კომპიუტერის მიერ დამუშავებული
მონაცემების გამოცემას ჰქვია გამოტანა. გამომავალი მონაცემები არის ის, რაც კომპიუტერს
ხდის ადამიანის ყოფიერებაში გამოსადეგს.
ზოგჯერ გამომავალი არის დაუყოვნებელი რეაქცია (უკუქმედება) შეტანაზე, მაგალითად:
• სუპერმარკეტებში საქონელზე გამოსახული ზოლოვანი კოდების კომპიუტერში
შეტანის შემდეგ, პირდაპირ სალაროს აპარატის ეკრანზე დაუყოვნებლივ გამოიტანება
(აისახება) გამომავალი მონაცემები: საქონლის დასახელება და ფასი.
• ჯოისთიკის, ანუ ხელით მართვის მოწყობილობის, გამოყენებისას თქვენ შეგაქვთ
პატარა თვითმფრინავის ან რაიმე ობიექტის სახელმძღვანელო მონაცემები. გამომავალი
ინფორმაცია არის ეკრანზე ასახული საგნის თქვენი სურვილის შესაბამისად მოძრაობა.
• ბანკის მოლარეს კომპიუტერის ტერმინალის საშუალებით შეაქვს მოლარის
ფანჯარასთან მდგარი მომხმარებლის სახელი და გვარი. მოლარე ტერმინალის ეკრანზე
დაუყოვნებლივ ღებულობს ინფორმაციას მომხმარებლის ანგარიშის მდგომარეობის
შესახებ.
• ამწე მანქანის ოპერატორი ელაპარაკება კომპიუტერს მიკროფონით. მარცხნივ,
მარჯვნივ, ასწიე სიტყვები არის მოქმედების აღმნიშვნელი შემავალი მონაცემები.
გამომავალი არის კომპიუტერის დაუყოვნებლივი პასუხი, რომელიც აიძულებს ამწეს
იმოქმედოს მოთხოვნის შესაბამისად.
• კლავიატურაზე ტექსტის აკრეფისას, ანუ შეტანისას, შეტანილი ტექსტი
დაუყოვნებლივ აისახება კომპიუტერის ეკრანზე, ანუ მოხდება გამოტანა.
შეტანა და გამოტანა ზოგჯერ დაშორებულია დროით ან/და მანძილით, მაგალითად:
• ქარხნის მუშებს, სამუშაოზე მოსვლა წასვლის დროის დაფიქსირებისათვის,
მონაცემები შეაქვთ თავიანთი პლასტიკური ბარათით. გამომავალი ინფორმაცია იწარმოება
ორკვირეულად, მათი ხელფასის ქვითრის და ხელმძღვანელობისთვის განკუთვნილი
ანგარიშის სახით, რომლებშიც ასახულია ნამუშევარი საათების შეჯამებული რაოდენობა
და სხვა ინფორმაცია.
• მომხმარებლის მიერ დაწერილი ქვითრების მონაცემები გამოიყენება როგორც ბანკის
კომპიუტერის შემავალი მონაცემები და საბოლოოდ დამუშავდება ბანკის თვიური
ანგარიშის მომზადებისას.
• ზღვის, ტბისა და მდინარის ნაპირებზე აღებული წყლის ნიმუშის ანალიზის
მონაცემები კლავიატურიდან შეიტანება ბუნების დაცვის ოფისის კომპიუტერში და
შემდეგ გამოყენებული იქნება წყლის ხარისხის ამსახველი ანგარიშის მომზადებისათვის.
ამ პარაგრაფის მაგალითები გვიჩვენებს კომპიუტერის გამოყენების მრავალფეროვნებას,
მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მოქმედების თანმიმდევრობა ერთი და იგივეა: შეტანა,
დამუშავება და გამოტანა.

47
ზოგიერთი შეტანილი მონაცემები (მაგალითად, ზოლოვანი კოდების წაკითხვისას, ან
ამწეს სამართავ კომპიუტერთან ლაპარაკისას) პირდაპირ კომპიუტერში მიდის
დასამუშავებლად, ხოლო ზოგიერთი შემავალი მონაცემები ჯერ გაივლის მნიშვნელოვან
შუალედურ დამუშავებას. მაგალითად, საწყისი დოკუმენტი, ანუ ხელნაწერი, შეტანის
შემდეგ გარდაიქმნება შუალედურში და ჩაიწერება მაგნიტურ დისკოზე ისე, რომ მანქანამ
შეძლოს მისი წაკითხვა. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ფაქტები შეგროვდება, რათა
შემდეგ დამუშავდეს კომპიუტერით და გარდაიქმნას ისეთ ფორმაში, რომელსაც
კომპიუტერი გაიგებს. შეგროვებულ დასამუშავებელ მონაცემებს ზოგჯერ დაუმუშავებელ
მონაცემებს უწოდებენ.
კომპიუტერით მონაცემების შეგროვებისთვის გამოიყენება სხვადასხვა შემტანი
მოწყობილობა. რა თქმა უნდა, ძირითადად გამოიყენება ისეთი შემტანი მოწყობილობები,
რომლებიც ადვილი გამოსაყენებელი, სწრაფი და ზუსტი არის.

ყველაზე გავრცელებული შემტანი მოწყობილობაა კლავიატურა. კომპიუტერის


კლავიატურა, ასოებისა და ციფრების კლავიშების ტრადიციული განლაგებით, საბეჭდი
მანქანის მსგავსია. ამასთან ერთდ მას აქვს დამატებითი ციფრული კლავიშები და
ფუნქციური კლავიშები (სურ. 4-1). კლავიატურა შეიძლება იყოს პერსონალური
კომპიუტერის ნაწილი ან დაშორებული ადგილიდან კომპიუტერთან მიერთებული
ტერმინალის ნაწილი.
კლავიატურას აქვს აგრეთვე კურსორის გადამაადგილებელი კლავიშები. კურსორი არის
ეკრანზე გამოსახული მოციმციმე ნიშანი, რომელიც აჩვენებს კომპიუტერის ეკრანზე სად
მოხდება შემდეგი მოქმედება. ციმციმის გამო კურსორი ადვილი შესამჩნევია. კურსორის
გადამაადგილებელ კლავიშებზე თითის დაჭერით შეგიძლიათ ადგილი შეუცვალოთ
კურსორს.

მაუსი არის კომპიუტერის შემტანი მოწყობილობა, რომელიც მართლაც წააგავს თაგვს


(სურ. 4-2). მას ქვედა მხრიდან აქვს ბურთულა ან ლაზერული მოწყობილობა.
გამოყენებისას მაუსს ასრიალებენ ბრტყელ ზედაპირზე, ჩვეულებრივ მაგიდაზე,
რომელზეც კომპიუტერი დგას. გასრიალებით გადაადგილების შედეგად დატრიალდება
მაუსის ქვევით მოთავსებული ბურთულა ან შეიცვლება სხივის არეკვლის კუთხე, რაც
იწვევს შესაბამის გამოტანას – ეკრანზე ასახული მაუსის შესაბამისი ობიექტის, ანუ მაუსის
მიმთითებლის, გადაადგილებას. მაუსის ზევიდან მოთავსებულია ღილაკები.
კომპიუტერთან მუშაობისას მომხმარებელი მაუსის მიმთითებელს ათავსებს ეკრანზე
ასახულ რომელიმე ნახატზე და მაუსის ღილაკებზე თითის დაჭერით კომპიუტერის
პროგრამას ასრულებინებს ამა თუ იმ მოქმედებას. მაუსის საშუალებით მომხმარებელს
შეუძლია აგრეთვე ეკრანზე ადგილი შეუცვალოს კურსორს.

მაუსით მუშაობისთვის აუცილებელია ბრტყელი ზედაპირი, რომელზეც გაასრიალებთ


მას. მოგზაურობისას მაუსისთვის საჭირო ბრტყელი ზედაპირი არ არის, მაგალითად,
მაუსის გამოყენება ძნელია თვითმფრინავში და ავტომობილში. ამიტომ ნოუთბუქ
კომპიუტერებს, რომელთა გამოყენება მოხერეხებულია მოგზაურობისას, მაუსის ნაცვლად
აქვს ტრეკბოლი (სურ. 4-3). ტრეკბოლი (ტრასირების ბურთი) არის გადაბრუნებული
მაუსის სახე. ის არის ბურთულა, რომელიც ჩვეულებრივ ბრუნავს თავის ბუდეში თითის
საშუალებით. ბურთულის დატრიალება, მაუსის გასრიალების მსგავსად, იწვევს

48
მიმთითებლის შესაბამის გადაადგილებას ეკრანზე.

მონაცემთა შეტანის მწარმოებლობის გაზრდისთვის საჭიროა მონაცემთა შეტანასა და


დამუშავებას შორის შუალედური ბიჯების რაოდენობის შემცირება. ამის გაკეთების
საუკეთესო გზაა საწყისი მონაცემების შეტანის ავტომატიზაცია. საწყისი მონაცემების შეტანის
ავტომატიზაცია ხდება განსაკუთრებული მოწყობილობების გამოყენებით, რომლებიც
მონაცემებს წარმოშობის ადგილზე შეაგროვებს და პირდაპირ კომპიუტერში გააგზავნის, ანუ
გამოტოვებს კლავიატურაზე აკრეფის შუალედურ მოქმედებას. აქედან გამომდინარე,
მონაცემთა შეტანის ავტომატიზაცია ამცირებს მონაცემთა შეტანის ღირებულებას და
შეტანისას ადამიანის მიერ შეცდომების დაშვების შემთხვევებს. მონაცემების შეგროვება ხდება
მათი წარმოშობის დროსა და ადგილზე, ამიტომ მონაცემების შეტანის ავტომატიზაცია,
აგრეთვე, აუმჯობესებს შეტანის მოქმედებების სიჩქარეს.
შეიძლება გამოვყოთ მონაცემების ავტომატიზებული შეტანის ოთხი სახე: მაგნიტური
მელნის სიმბოლოების გამოცნობა, ოპტიკური გამოცნობა, მონაცემთა შეგროვების
მოწყობილობები და ხმის შეტანა.
4.2.4.1. МАВНЙФЦТЙ МДЛНЙУ УЙМБПЛПДБЙУ ВАМПЭНПБА არის დამაგნიტებული
ნაწილაკებისაგან შექმნილი სიმბოლოების მანქანურად წაკითხვის ხერხი.
მაგნიტური მელნის სიმბოლოების გამოცნობა ძირითადად ბანკებში ჩეკების
დამუშავებისთვის გამოიყენება. ჩეკები წაიკითხება მაგნიტური მელნის სიმბოლოების
გამომცნობი მანქანით, რომელიც ახარისხებს მათ, წაიკითხავს ჩეკზე მაგნიტური მელნით
ნაწერს და შესაბამის ელექტროსიგნალებს აგზავნის კომპიუტერში.
4.2.4.2. ПРФЙКЦТЙ ВАМПМЭНПБЙ სისტემები კითხულობს ქაღალდზე ან რაიმე
საგანზე ასახულ ციფრებს, სიმბოლოებს, სპეციალურ სიმბოლოებს და სხვა ნიშნებს. ამ
სისტემებს აქვს ელექტრონული სკანირების მოწყობილობა, რომელიც სიმბოლოების
გამოსახულებებს გარდაქმნის ელექტრონულ სიგნალებში და ამ სიგნალებს
დამუშავებისთვის აგზავნის კომპიუტერში. ოპტიკური გამოცნობის მოწყობილობას
შეუძლია წაიკითხოს შემდეგი სახის შემავალი მონაცემები: ოპტიკური ნიშნები, ოპტიკური
სიმბოლოები, ხელნაწერი სიმბოლოები და ზოლოვანი კოდები. ოპტიკური-ნიშნების
გამომცნობი მანქანა, სინათლის სხივების გამოყენებით, გრძნობს ქაღალდზე ასახულ
ნიშნებს. ფანქრის გამოყენებით, სპეციალურ უჯრებში ხდება შესაბამისი არჩევანის ან
პასუხის მონიშვნა. პასუხების ფურცელი ოპტიკური-ნიშნების გამომცნობი
მოწყობილობით დაიყოფა უჯრედებად და გარდაიქმნება ელექტრულ სიგნალებში. შემდეგ
ეს სიგნალები დამუშავებისათვის გაიგზავნება კომპიუტერში. ოპტიკური-სიმბოლოების
გამომცნობი მოწყობილობებიც სინათლის წყაროს იყენებს, რათა წაიკითხოს სპეციალური
სიმბოლოები (ასოები, ციფრები და სხვა) და გარდაქმნას ისინი კომპიუტერში გადასაგზავნ
ელექტრულ სიგნალებში. ამ სიმბოლოების წაკითხვა შეუძლია ადამიანსაც. ასეთი
სიმბოლოები ხშირად არის გასაყიდი პროდუქციის ეტიკეტზე. ამერიკის ეროვნული
სტანდარტების ინსტიტუტის მიერ დამტკიცებულია ოპტიკური სიმბოლოების
სტანდარტული ფონტი (მოხაზულობა), რომელსაც OCR-A ეწოდება (სურ. 4-4).
OCR-A-ს წაკითხვისთვის პოპულარულია ხელში დასაკავებელი წამკითხველი. საცალო
სავაჭროში ის მიერთებულია ტერმინალზე. როდესაც კლერკი წამკითხველს გადაატარებს
ფასის ეტიკეტზე, ფასი და საქონლის ნომერი შეიტანება კომპიუტერულ სისტემაში.
მოცემული საქონლის ნომრით, კომპიუტერი მოძებნის დასახელების აღწერას. ეს აღწერა
ფასის გასწვრივ აისახება ტერმინალის ეკრანზე. კომპიუტერი გამოთვლის გაყიდული
საქონლის საერთო ღირებულებას, ასახავს მას ეკრანზე და ბოლოს, პრინტერზე დაბეჭდავს

49
ქვითარს საქონლის აღწერით, ფასითა და გაყიდული საქონლის საერთო ღირებულებით.
გაყიდული საქონლის შესახებ საწყისი მონაცემები, კომპიუტერული სისტემით შეჯამების
შემდეგ გახდება მნიშვნელოვანი ინფორმაცია სააღრიცხვო განყოფილებისთვის.
მანქანები, რომლებსაც შეუძლია წაიკითხოს ხელნაწერი სიმბოლოები გამოიყენება
მონაცემების შეტანის შუალედური ბიჯების შემცირებისთვის. ხშირად უმჯობესია
ხელნაწერი მონაცემების პირდაპირი შეტანა, ვიდრე ოპერატორის მიერ კლავიატურით
შეტანა, თუმცა ყოველნაირი ხელნაწერის გარჩევა და დამუშავება შეუძლებელია. მისი
წაკითხვადობა დამოკიდებულია ხელნაწერის სიმბოლოების ზომაზე და
დასრულებულობაზე. ასეთი მანქანები ხშირად საფოსტო ოფისში გამოიყენება საფოსტო
კოდების მიხედვით წერილების დახარისხებისთვის.
ყოველ პროდუქციას თავისი საკუთარი უნიკალური ნომერი აქვს, რომელიც
პროდუქციის უნივერსალური კოდის ნაწილია. ეს კოდი წარმოადგენს მწარმოებელსა და
პროდუქციას. იგი მიხატულია პროდუქციის ეტიკეტზე შვეული ზოლების სახით,
რომლებსაც ზოლოვანი კოდები ეწოდება. მათი წაკითხვა შეიძლება ზოლოვანი კოდების
წამკითხველით – ფოტოელექტრონული სკანერით, რომელიც კითხულობს კოდების
ანარეკლი სხივებით. ზოლოვანი კოდების წამკითხველი არის ტერმინალის შემადგენელი
ნაწილი. მაგალითად, სუპერმარკეტში რაიმეს ყიდვისას შემმოწმებელი საქონელს
გადაატარებს სკანერზე, რომელიც წაიკითხავს ზოლოვან კოდებს (სურ. 4-5). ზოლოვანი
კოდის მიხედვით სუპერმარკეტის კომპიუტერში სწრაფად მოიძებნება საქონლის
შესაბამისი მონაცემები. კოდი არ შეიცავს ფასს, რომელიც შეიძლება ცვალებადი იყოს. ფასი
დახსომებულია კომპიუტერში. კომპიუტერი ავტომატურად გადმოსცემს საქონლის
აღწერასა და ფასს ტერმინალზე, სადაც ეს ინფორმაცია აისახება ეკრანზე და
მომხმარებლისათვის პრინტერით დაიბეჭდება ქაღალდზე.
4.2.4.3. МПНАЭДМИА ЫДВТПЕДБЙУ МПЯЪПБЙЛПБДБЙ გამოიყენება მონაცემთა
პირდაპირ წყაროდან შეტანისთვის. ეს მოწყობილობები შეიძლება დაიდგას საწყობში ან
ფაბრიკაში, იქ სადაც საქმიანობა წარმოქმნის მონაცემებს. ასეთი მოწყობილობის გამოყენება
გამორიცხავს უზუსტობის გამომწვევ ბიჯებს. დიდ ქარხნებში, სადაც ბევრი მოსამსახურეა,
მუშაკის სამუშაოზე გამოცხადებისა და სამუშაოდან წასვლის დროის აღნიშვნისთვის იყენებენ
პლასტიკურ ბარათს, რომლის წაკითხვა ხდება მონაცემთა შეგროვების მოწყობილობით.
მონაცემთა შეგროვების მოწყობილობა უნდა იყოს გამძლე, გამართული და მარტივი
გამოსაყენებელი, ვინაიდან ის ხშირად გამოიყენება მტვერში, ტენიან, ცხელ ან ცივ
ადგილებზე. მას იყენებენ საწყობების მუშები, ამწეების ოპერატორები და სხვა არა
საკანცელარიო მოსამსახურეები.
4.2.4.4. бМЙУ ЫДФАНА არის წარმოთქმული სიტყვების კომპიუტერში შეტანილ
მონაცემებად წარმოდგენის პროცესი. თანამედროვე ტექნოლოგიით შესაძლებელია ესაუბრო
კომპიუტერს. ხმის შეტანა შეიძლება ორჯერ სწრაფი იყოს, ვიდრე გამოცდილი მბეჭდავის მიერ
კლავიატურიდან შეტანა. სიტყვის გამომცნობი მოწყობილობა ღებულობს წარმოთქმულ
სიტყვას მიკროფონიდან და გარდაქმნის მას კომპიუტერისათვის გასაგებ ციფრულ კოდში.
ხმის შეტანას ძალიან ბევრი გამოყენება აქვს, მაგალითად, მას იყენებს ის ადამიანები,
რომლებსაც არ შეუძლიათ ან რომლებმაც არ იციან კლავიატურაზე აკრეფა. ხმის შეტანა ქმნის
კომპიუტერის გამოყენების ახალ სფეროს. მას განსაკუთრებული გამოყენება აქვს იმ
შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლის ხელები დაკავებულია, ან ძალიან დასვრილია
კლავიატურისთვის, ან უნდა დარჩეს უფრო სუფთა, ვიდრე კლავიატურის გამოყენებისას
იქნება. მაგალითად: მიკროსკოპით დაკვირვებისას ბიოლოგის ხელები დაკავებულია. მას
შეუძლია უთხრას მიკროსკოპს იმოძრაოს ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ; ოპერაციის
მსვლელობისას ქირურგის ხელები ძალიან სუფთა უნდა იყოს.

50
პაციენტისთვის ანესთეზიის სწორი დოზის გამოთვლისთვის ის კლავიატურის ნაცვლად
იყენებს ხმის შემტან მოწყობილობას; მწოლიარე ავადმყოფს შეუძლია შეძახილით მართოს
საწოლის მდგომარეობა (სურ. 4-6); მძღოლს შეუძლია სიტყვიერი ბრძანებით ჩართოს
საქარე მინების საწმენდი.
ხმის შემტანი სისტემა შეიძლება იყოს მოლაპარაკეზე-დამოკიდებული ან მოლაპარაკეზე-
დამოუკიდებელი. მოლაპარაკეზე-დამოკიდებული სისტემა “სწავლობს” მომხმარებლის ხმას,
რომელიც ლაპარაკობს ცალკეულ სიტყვებს რამდენჯერმე. თუ გამოთქმული სიტყვები
გამოცნობადია, ანუ სისტემა ხვდება გამოთქმული სიტყვის მნიშვნელობას, ეს იმას ნიშნავს,
რომ სისტემამ “იცის” ეს სიტყვები. მაგალითად, ასეთი სისტემის მქონე ავტომობილის ძრავა
მხოლოდ პატრონის სიტყვიერი ბრძანებით გაეშვება; ან ასეთი სისტემის მქონე მობილური
ტელეფონი მხოლოდ პატრონის მიერ წარმოთქმულ ნომერზე დარეკავს. მოლაპარაკეზე-
დამოუკიდებელ სისტემას შეუძლია გამოიცნოს ნებისმიერი მოლაპარაკის ბრძანებები.
მაგალითად, აეროპორტის კომპიუტერიზებულ საცნობარო სისტემას შეუძლია გამოიცნოს
ნებისმიერი მგზავრის შეკითხვა და გასცეს პასუხი.
კომპიუტერით სიტყვის გამოცნობა სპეციალისტებს ერთ-ერთ ყველაზე ძნელ საქმედ
მიაჩნიათ, ამის მიზეზი ნაწილობრივ არის ის, რომ ადამიანის სიტყვა ძალიან იცვლება
აქცენტით, ტონით და სიცხადით. მიუხედავად ამისა, ხმის შემტანი სისტემები იმდენად
სწრაფად ვითარდება, რომ სიტყვის გამომცნობი მანქანა მომავალში საყოველთაოდ
გავრცელებული გახდება. ადამიანი დაელაპარაკება კომპიუტერს, სათამაშოს, ტელეფონს,
ტელევიზორს, ავტომობილს, კარის საკეტს, ღუმელს, მაცივარს და ა.შ.

გრაფიკის შემტანი მოწყობლობები მომხმარებელს საშუალებას აძლევს ურთიერთობა


მოახდინოს ეკრანზე ასახულ გამოსახულებასთან. გრაფიკის შემტან მოწყობილობებს
მიეკუთვნება: დიჯიტაიზერი, სხივური კალამი, ჯოისთიკი, შეხებისადმი მგრძნობიარე
ეკრანი, შეხებისადმი მგრძნობიარე ბალიში, სკანერი და ციფრული კამერა.
4.2.6.1. ГЙгЙФАЙЖДТЙ არის მოწყობილობა, რომლითაც შეიძლება სხვადასხვა
გამოსახულების (ნახატის, ფოტოს და ა.შ.) ციფრულ მონაცემებში გარდაქმნა, კომპიუტერში
შეტანა და ეკრანზე ასახვა. დიჯიტაიზერის დაფით შეგიძლიათ აგრეთვე თქვენი საკუთარი
გამოსახულების შექმნა (სურ. 4-7). ამ მოწყობილობას აქვს სპეციალური კალამი, რომლითაც
შეიძლება ნახატების დახატვა. ამ კალმით შექმნილი გამოსახულება შემდეგ გარდაიქმნება
ციფრულ მონაცემებში ისე, რომ შესაძლებელია კომპიუტერით მათი დამუშავება.
4.2.6.2. УбЙЕЦТЙ КАЛАМЙ კომპიუტერის ეკრანთან პირდაპირი ურთიერთობისთვის
გამოიყენება. ამ კალმით შეიძლება ეკრანის გამოსახულების შეცვლა ან ეკრაზე ასახულ
შესაძლო მოქმედებების სიიდან, ანუ მენიუს ბრძანებიდან, ერთ-ერთის შერჩევა. სხივურ
კალამს ბოლოში აქვს სინათლის სხივისადმი მგრძნობიარე მოწყობილობა,
ფოტოელექტრონული სქემა. სხივური კალმის ეკრანზე დადების შემდეგ ეს სქემა აღიქვამს
ეკრანის იმ წერტილს რომელსაც კალამი ეხება. ამის შემდეგ კომპიუტერში გადაეცემა ამ
წერტილის ადგილმდებარეობის კოორდინატები, რომლითაც კომპიუტერს შეუძლია
ეკრანზე ასახული შესაბამისი ნახატის შეცვლა ან ეკრანის შესაბამის ადგილზე
მონაცემების შეტანა.
4.2.6.3. гПЙУИЙКЙ გრაფიკული მონაცემების შემტანი კარგად ცნობილი მოწყობილობაა.
ის განსაკუთრებით პოპულარულია ვიდეო თამაშების მოყვარულებში. ეს მოწყობილობა
საშულებას იძლევა თითებით მართოთ კომპიუტერის ეკრანზე ასახული ფიგურები.
4.2.6.4. ЫДбДБЙУАГМЙ МВТЮНПБЙАТД ДКТАНЙ მონაცემებს ღებულობს ეკრანზე შეხებით
(სურ. 4-8). ეკრანის მგრძნობიარე წერტილები აღიქვამს შეხების მდებარეობას და ასრულებს

51
შესაბამის მოქმედებას. შეხებისადმი მგრძნობიარე ეკრანები ფართოდ გამოიყენება
ხალხმრავალ ადგილებში, მაგალითად, საავადმყოფოებში და აეროპორტებში
მითითებების მისაღებად.
4.2.6.5. ЫДбДБЙУАГМЙ МВТЮНПБЙАТД БАЛЙЫЙ არის ბრტყელი მოწყობილობა,
რომელსაც შეუძლია იგრძნოს მის ზედაპირზე სად და როდის მოხდა შეხება. შეხებისადმი
მგრძნობიარე ბალიში ფართოდ გამოიყენება უახლესი მოდელის ნოუთბუქ
კომპიუტერებში, მაუსისა და ტრეკბოლის ნაცვლად (სურ. 4-9). მასზე თითის შეხებით და
მოძრაობით მომხმარებელს შეუძლია ეკრანზე ასახული მიმთითებლის გადაადგილება და
ბრძანების შერჩევა, ანუ იგივე მოქმედებების შესრულება, რასაც ასრულებს მაუსით ან
ტრეკბოლით.
4.2.6.5. УКАНДТЙУ საშუალებით ხელნაწერი ტექსტი ან ნახატი შეგიძლიათ შეიტანოთ
კომპიუტერში: ასახოთ ეკრანზე ან შეინახოთ დისკოზე. სკანერის გამოყენებით
კომპიუტერში გამოსახულების შეტანას სკანირება ჰქვია.
არსებობს სახელო და სამაგიდო სკანერები (სურ. 4-10). სკანერის ხარისხი კარგია თუ
ტექსტის სკანირებით მიღებული მონაცემები შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც
ტექსტობრივი მონაცემები – რედაქტირებისა და გაფორმებისათვის.
სკანირება საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ტექსტის აკრეფის მოსაწყენი
სამუშაო. მაგალითად, მასწავლებელს შეუძლია წიგნიდან ან ჟურნალიდან საკლასო
სავარჯიშოებში გამოსაყენებელი ტექსტის სკანირება. შეიძლება აგრეთვე ნახატებისა და
ფოტოების სკანირება და შემდეგ კომპიუტერით დამუშავება.
4.2.6.5. ЭЙЧТЦЛЙ КАМДТЙУ საშუალებით ხდება ფოტო ან ვიდეო სურათების
გადაღება და კამერის მეხსირებაში ციფრული ფაილის სახით დახსომება. გადაღების
შემდეგ, მომხარებელს შეუძლია ამ ფაილის კომპიუტერის დამხმარე მეხსიერებაში
გადაწერა, ეკრანზე დათვალიერება, დამუშავება და პრინტერზე დაბეჭდვა. გარეგნულად
ციფრული კამერები ძალიან გავს ფოტოაპარატებსა და ვიდეო კამერებს (სურ. 4-11), მაგრამ
მათ შიგნით, ფოტო ან ვიდეო ლენტის ნაცვლად, სპეციალური მეხსიერება აქვს, რომელშიც
ხდება ფოტო ან ვიდეო გამოსახულების ორობითი ციფრების სახით წარმოდგენა.
ციფრული გადაღებისას, სურათი წარმოადგენს მცირე ზომის წერტილების, ანუ
ფიქსელების, ერთობლიობას. ციფრული კამერის ხარისხის მთავარ მახასიათებლად
იყენებენ მატრიცის ფიქსელების რაოდენობას, რომელიც წარმოადგენს გადაღებულ
სურათში თარაზულად და შვეულად არსებული ფიქსელების რაოდენობის ნამრავლს.
მაგალითად, თუ ციფრული კამერით გადაღებულ სურათში თარაზულად 1600 ფიქსელი
და შვეულად 1280 ფიქსელია, მაშინ მისი მატრიცის ფიქსელების რაოდენობა ამ რიცხვების
ნამრავლის, ანუ 2,1 მილიონის, ტოლია.
დღეისათვის არსებობს 6 მილიონი ფიქსელიანი მატრიცის მქონე ციფრული კამერები,
რომლებითაც შეიძლება მაღალი ხარისხის პროფესიონალური ფოტო და ვიდეო
გამოსახულებების გადაღება.

როგორც უკვე ნახეთ, გამოტანა შეიძლება მოხდეს რამდენიმე სახით: ეკრანზე გამოტანა,
ქაღალდზე ნაბეჭდის გამოტანა და ხმის გამოტანა. გამოტანის სხვა სახეებია: სლაიდები,
მიკროფილმები და სხვა. ერთ ორგანიზაციაში შესაძლებელია იყოს რამდენიმე სახის
გამოტანა. მაგალითად, თუ საჰაერო სააგენტოში მოითხოვთ ფრენის განრიგს, აგენტი
კომპიუტერულ სისტემას მისცემს რამდენიმე შეკითხვას და ეკრანზე მიიღებს პასუხს, ანუ
გამომავალ ინფორმაციას სხვადასხვა რეისების განრიგის შესახებ; დაკვეთის მიცემის
შემდეგ, აგენტს შეუძლია მოითხოვოს თქვენთვის განკუთვნილი ბილეთის ბეჭდვა;

52
დამატებით, სააგენტოს ხელმძღვანელობას შეუძლია პერიოდულად მიიღოს დაბეჭდილი
ანგარიშები და დიაგრამები, მაგალითად, თვიური შემოსავლის ჯამური ოდენობა ან
შემოსავლის ცვლილების დიაგრამა.

მომხმარებელს, უმეტესად, ურთიერთობა უწევს მონიტორთან, ანუ ეკრანთან. ამის ერთ-


ერთი მაგალითია მომხმარებლის მიერ კლავიატურაზე აკრეფილი, ანუ შეტანილი,
ტექსტის კომპიუტერის ეკრანზე ასახვა, ანუ გამოტანა. შეტანის შემდეგ, მონაცემები
ხშირად ეკრანზე აისახება. გარდა ამისა, შეტანილ მონაცემებთან ერთად, ეკრანზე აისახება
კომპიუტერის პასუხი. არსებობს ორი ძირითადი სახის მონიტორი: ელექტროსხივური
მილაკი და ბრტყელი პანელი.
ელექტროსხივური მილაკი (სურ. 4-12) უმეტეს შემთხვევაში იყენებს რასტრული
სკანირების ტექნოლოგიას. ამ ტექნოლოგიის გამოყენებისას ეკრანის ზედაპირი
დაფარულია ფოსფოროვანი ფენით, რომელიც ანათებს ელექტრონის სხივით გათბობის
შემდეგ. მომხმარებელი კლავიატურის კლავიშებზე დაჭერით კომპიუტერს ეუბნება რა
გამოსახულება სურს აისახოს ეკრანზე. ვთქვათ, მან დააჭირა კლავიატურის M ასოზე.
კომპიუტერი ეკრანზე გამოანათებს M ასოს შესაბამის გამოსახულებას. ეს პროცესი
სატელევიზიო გამოსახულების წარმოქმნის მსგავსია.
კომპიუტერის ეკრანი დაყოფილია მცირე ზომის წერტილებად, რომლებსაც ფიქსელები
ჰქვია. ფიქსელი ეკრანზე ასახული გამოსახულების მინიმალური ელემენტია. პროგრამებს
შეუძლია თითოეული ფიქსელის ინდივიდუალურის მართვა. ყოველი ფიქსელი ეკრანზე
შეიძლება ინდივიდუალურად აინთოს. ეკრანის გარჩევადობა, ანუ ეკრანზე ასახული
გამოსახულების მკაფიოობა და სიცხადე, პირდაპირ დამოკიდებულია ეკრანის ფიქსელების
ზომაზე და რაოდენობაზე – რაც მეტია ფიქსელების რაოდენობა ან რაც ნაკლებია ფიქსელების
ზომა მით მაღალია გარჩევადობა. გარჩევადობას გამოსახავენ ორი რიცხვით. მაგალითად,
გარჩევადობა 800X600 ნიშნავს, რომ ეკრანს შეუძლია ასახოს 800 ფიქსელი თარაზულად და 600
ფიქსელი შვეულად. ეკრანი შეიძლება იყოს მონოქრომული ან ფერადი. მონოქრომული
ნიშნავს ბნელ ფონზე მხოლოდ ერთი ფერით ასახვას. გავრცელებულია მონოქრომული
ეკრანები, რომლებიც მუქ ფონზე მწვანე ან ქარვისფერ ტექსტს გამოსახავს – ეს ფერები
თვალებისთვის უფრო იოლი აღსაქმელია. დღეს გამოდის 15, 17, 19 და 21 დიუმი ზომის
ფერადი ეკრანები, რომელთა გარჩევადობა 800X600, 1024X768 და კიდევ უფრო მეტია. ამ
მონიტორებით 16 მილიონზე მეტი ფერის ასახვა შეიძლება. მონიტორის მნიშვნელოვანი
მახასიათებელია გამოსახულების განახლების მაქსიმალური სიხშირე, რომელიც უჩვენებს
წამში რამდენჯერ აინთება და ჩაქვრება ეკრანი. ის არ უნდა იყოს 80 ჰერცზე ნაკლები, ე.ი.
ეკრანის გამოსახულება უნდა განახლდეს წამში 80-ჯერ მაინც. უფრო დაბალი სიხშირე
საზიანოა თქვენი თვალებისათვის.
ელექტროსხივური მილაკების ეკრანებს რამდენიმე უარყოფითი თვისება აქვს. მათ
შორის: დიდი მოცულობა და დიდი რაოდენობის ენერგიის საჭიროება.
ბრტყელი პანელი, ანუ თხელი ეკრანი (სურ. 4-13), ჩვეულებრივ უფრო პატარაა, უფრო
მჩატეა და გაცილებით ნაკლებ ელექტროენერგიას საჭიროებს, ვიდრე ელექტრო სხივური
მილაკის ეკრანი. ის ფართოდ გამოიყენება ნოუთბუქ კომპიუტერებში და ბოლო მოდელის
სამაგიდო პერსონალურ კომპიუტერებში. ასეთი ეკრანი აქვს, აგრეთვე, მობილურ
ტელეფონებს, კალკულიატორებსა და მაჯის საათებს. არსებობს თხელი ეკრანების
დამზადების რამდენიმე ტექნოლოგია. უფრო ხშირად იყენებენ თხევადი კრისტალებით
ასახვის მეთოდს. ასეთი ეკრანი სინათლეს არ ასხივებს. გამოდის როგორც რამდენიმე
მეტრი ზომის, ასევე პატარა – რამდენიმე სანტიმეტრი ზომის თხელი ეკრანები. აქვე უნდა

53
აღინიშნოს, რომ თხევადკრისტალებიანი ეკრანების ფასი ელექტროსხივური მილაკის
ეკრანის ფასზე გაცილებით დიდია, რაც გამოწვეულია მისი დამზადების ტექნოლოგიის
მაღალი ღირებულებით.

პრინტერი არის მოწყობილობა, რომელიც ქაღალდზე ბეჭდავს გამომავალ ინფორმაციას.


ასოებისა და ციფრების ფორმირების ხერხის მიხედვით არსებობს მთლიანი სიმბოლოების
ან წერტილოვანი მატრიცის პრინტერები. მთლიანი სიმბოლოების პრინტერებით მხოლოდ
ასოების, ციფრების და სხვა აუცილებელი სიმბოლოების ბეჭდვა შეიძლება. წერტილოვანი
მატრიცის პრინტერები სიმბოლოებს და სხვა გამოსახულებებს ქმნის წვრილი
წერტილოვანი მატრიცის სახით (სურ. 4-14). ასეთი პრინტერებით შეიძლება, როგორც
ასოებისა და ციფრების, ასევე გრაფიკული გამოსახულებების ბეჭდვა.
ქაღალდზე გამოსახულების გამოტანის ორი ხერხი არსებობს: დარტყმითი მეთოდი და
არადარტყმითი მეთოდი.
დარტყმითი პრინტერები გამოსახულებას ქაღალდზე ფიზიკური შეხებით ქმნის. ასეთი
პრინტერი იყენებს საღებავიან ფირს. ბეჭდვისას ის საბეჭდი ჩაქუჩით ან სარჭით ურტყამს
ამ ფირზე, რომელიც დარტყმის შემდეგ ეხება ქაღალდს და მასზე ტოვებს კვალს.
დარტყმითი პრინტერები არსებობს როგორც მთლიანი სიმბოლოების, ასევე წერტილოვანი
მატრიცის. საქართველოში უფრო გავრცელებულია დარტყმითი წერტილოვანი მატრიცის
პრინტერები. ეს პრინტერები ბეჭდავს წვრილი სარჭების საშუალებით (სურ. 4-14).
არსებობს 9-სარჭიანი და 24-სარჭიანი პრინტერები. რაც მეტია სარჭი, მით უკეთესია
პრინტერის დაბეჭდილი სიმბოლოები და გრაფიკული გამოსახულებები. ძირითადად
გამოიყენება შავ-თეთრი დარტყმითი წერტილოვანი მატრიცის პრინტერები. არსებობს
აგრეთვე პრინტერები, რომლებითაც ფერადი გამოსახულების ბეჭდვა შეიძლება.
არადარტყმით პრინტერებს ფურცელზე გამოსახულება გადააქვს ფურცელთან
ფიზიკური შეხების გარეშე. არსებობს ორი ძირითადი სახის არადარტყმითი პრინტერები:
ლაზერული და მელნის მფრქვეველი. სიმბოლოების და გამოსახულებების
ფორმირებისათვის ორივე წერტილოვან მატრიცას იყენებს.
ლაზერული პრინტერები, გამოსახულების ქაღალდზე გადატანისთვის, ლაზერის სხივს
იყენებს. ისინი ძალიან მაღალი ხარისხის ნაბეჭდ პროდუქციას აწარმოებს. ლაზერული
პრინტერები ერთდროულად ერთ ფურცელს ბეჭდავს. არსებობს როგორც შავ-თეთრი,
ასევე ფერადი ლაზერული პრინტერები.
შედარებით მაღალი ღირებულების მიუხედავად ლაზერული პრინტერები საკმაოდ
პოპულარულია. ლაზერული პრინტერების პოპულარობა გამოწვეულია კომპიუტერული
საგამომცემლო სისტემების განვითარებით. პერსონალური კომპიუტერის, ლაზერული
პრინტერის და სპეციალური გამოყენებითი სოფთუერის გამოყენებით შესაძლებლია
პროფესიონალური შესახედაობის პუბლიკაციების, მაგალითად, საინფორმაციო
ბიულეტენების წარმოება. საგამომცემლო სისტემებს შემდგომ განვიხილავთ.
მელნისმფრქვეველ პრინტერებს სიმბოლოები და გამოსახულება ქაღალდზე გადააქვს
წვრილი ხვრელებიდან მელნის გამოფრქვევით და ქაღალდზე მისხურებით. ეს
პრინტერები კარგი ხარისხის ნაბეჭდ პროდუქციას ქმნის. მელნის პრინტერები არსებობს
როგორც შავ-თეთრი, ასევე ფერადი. მაგრამ ფერადი მელნის პრინტერები არ არის
სრულყოფილი, ვინაიდან ქაღალდზე დაბეჭდილი ფერები შეიძლება არ შეესაბამებოდეს
ეკრანზე ასახულ ფერებს.
არადარტყმითი პრინტერები უფრო სწრაფად, უფრო უხმაუროდ და უფრო მაღალი
ხარისხის სიმბოლოებსა და გრაფიკულ გამოსახულებებს ბეჭდავს, ვიდრე დარტყმითი

54
პრინტერები. მაგრამ მათი ღირებულება და მომსახურების ხარჯები გაცილებით უფრო
მეტია, ვიდრე დარტყმითი პრინტერების ღირებულება და მომსახურების ხარჯები.

ხმის გამოტანაში იგულისხმება კომპიუტერით ადამიანისთვის გასაგები სიტყვების


გამოცემა. ხმის გამოტანის პროცესს სიტყვის სინთეზირება ჰქვია, ხოლო ხმის გამომტან
მოწყობილობას სიტყვის სინთეზატორი. მაგალითად, ხმის გამომტანი სისტემის მქონე
ავტომობილი ადამიანური ხმით გეტყვით: “კარები ღიაა”. ეს ხმა ნაწარმოებია ხმის
სინთეზატორის მიერ, რომელსაც ხმის გამომტან მოწყობილობას, ზოგჯერ აუდიო პასუხის
მოწყობილობასაც უწოდებენ. ხმის სინთეზატორი აწარმოებს ადამიანის სიტყვებივით
გასაგებ ბგერებს.
ხმის გამოტანა გავრცელებულია ავიაციაში, ავტოსადგურებში, ბანკებში, საბროკერო
სახლებში და ა.შ. მას ძირითადად ისეთ შემთხვევებში იყენებენ, როდესაც შეკითხვას
მოკლე პასუხი აქვს. მაგალითად, “საბანკო ბალანსი” ან “ფრენის დრო”. ხმის გამოტანა
ფართოდ გამოიყენება ტელეფონებში. ავტომატური სატელეფონო ხმები (“გამარჯობათ,
თქვენ გელაპარაკებათ კომპიუტერი ...” ან “თქვენი კრედიტის ამოწურვის თარიღია ...”)
იძლევა ცნობას კატალოგის შეკვეთის მზადყოფნის შესახებ, სატელეფონო, ელექტრო ან
სხვა დავალიანების შესახებ და ა.შ. ხმის გამოტანა ფართოდ გამოიყენება, აგრეთვე,
სასწავლებლის ადმინისტრაციის მიერ, რათა კომპიუტერით დაურეკოს სტუდენტთა
მშობლებს და შეახსენოს კრების შესახებ ან მიაწოდოს ცნობა ბავშვების სასწავლებელში
გამოუცხადებლობის შესახებ. ხმის გამომტან სისტემებს ძალიან დიდი გამოყენება აქვს
ხელნაწერი ან ნაბეჭდი ტექსტის გახმოვანებაში, მაგალითად, ბრმისთვის ტექსტის
წაკითხვაში, ანუ ხმოვან სიტყვებად გარდაქმნაში.
უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვის სინთეზირება შედარებით ახალი მიმართულებაა, თუმცა
გაცილებით უფრო იოლია, ვიდრე სიტყვის გამოცნობა.

მომხმარებელი დროდადრო პერსონალური კომპიუტერისგან პრიმიტიულ მუსიკალურ


შეტყობინებებს იღებს. ამ შეტყობინებას, რომელიც სუსტ ტონებშია და ხრიალით ისმის,
კომპიუტერის სასისტემო ნაწილში ჩამონტაჟებული პატარა სპიკერი, ანუ ხმამაღლა
მოლაპარეკე, გამოსცემს.
მუსიკის გამოტანის სრული შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის საჭიროა
კომპიუტერის სასისტემო ნაწილში ჩაიდგას სპეციალური ხმის ფირფიტა და მასზე უნდა
მიუერთდეს სპიკერები და მიკროფონი. საჭიროა აგრეთვე შესაბამისი სოფთუერი.
პროფესიონალი მუსიკოსები დამატებით იყენებენ ხმის სპეციალურ ჩიპებს. ეს ჩიპები
სხვადასხვა ინსტრუქციებს ასრულებს. კომპიუტერს შეუძლია ორკესრტისა და როკ
ჯგუფის ბგერების წარმოება. შესაძლებელია აგრეთვე, მულტიმედიის გამოყენებით,
სანახაობასთან ერთად ხმის მოსმენა. მულტიმედიას დაწვრილებით შემდეგ განვიხილავთ.

პლოტერი არის მაღალი ხარისხის გრაფიკული გამოსახულების გამომტანი


მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია დახატოს რუკები, სქემები, საინჟინრო ნახაზები და
ორი ან სამ განზომილებიანი ილუსტრაციებიც კი (სურ. 4-15).
...
კომპიუტერში მონაცემების შეტანის და ინფორმაციის გამოტანის ახალი სახეები იქმნება.
მათი ეფექტურობა დამოკიდებულია ორ კომპონენტზე: დამხმარე მეხსიერებაზე და
სოფთუერზე, რომლებსაც შემდეგ განვიხილავთ.

55
თავი 5.
მონაცემთა შემნახველი ჰარდუერი

ადრე აშშ-ს იუსტიციის სამინისტროში კრიმინალთა მილიონობით დოსიეს შესანახად


ან “ჯენერალ მოტორსში” თანამშრომელთა პირადი საქმეების შესანახად საჭირო იყო
რამდენიმე დიდ ოთახში განთავსებული უამრავი უჯრის მქონე კარადები. დღეს ეს
ყველაფერი კომპიუტერის დამხმარე მეხსიერებაში ძალიან შემჭიდროებული სახით არის
შენახული და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მათთან სწრაფი წვდომა.
დამხმარე მეხსიერება საჭიროა ორი მიზეზის გამო: 1) ძირითადი მეხსიერების ტევადობა
შეზღუდულია, მაშინ როცა დამხმარე მეხსიერებაში გაცილებით მეტი ინფორმაცია ეტევა; 2)
ძირითადი მეხსიერების გამოყენება შეიძლება მხოლოდ დროებით – კომპიუტერის გამორთვის
შემდეგ ძირითად მეხსიერებაში არსებული მონაცემები ქრება, ხოლო დამხმარე მეხსიერება
მონაცემებს ინახავს ხანგრძლივად, მაშინაც კი როცა კომპიუტერი გამორთულია.
დავუშვათ, შუაღამეა და თქვენ უკვე საკმაოდ დიდი დრო გაატარეთ კომპიუტერთან
ხელმძღვანელის დავალების შესრულებისთვის, მაგრამ სამუშაო ვერ დაამთავრეთ და
გსურთ მისი მეორე დილით გაგრძელება. იმისთვის, რომ არ მოგიწიოთ ყველაფრის
თავიდან დაწყება, თქვენ გესაჭიროებათ დამხმარე მეხსიერება, რათა შეინახოთ თქვენი
ნამუშევარი ისე, რომ თქვენ შეძლოთ მისი აღდგენა დილით და მასზე მუშაობის
გაგრძელება იმ მდგომარეობიდან, სადაც შეწყვიტეთ.
დამხმარე მეხსიერებაში ინახება, აგრეთვე, შესასრულებელი პროგრამების
ინსტრუქციები. პროგრამის შესრულების დაწყებამდე, ისინი დამხმარე მეხსიერებიდან
უნდა ჩაიწეროს ძირითად მეხსიერებაში, ვინაიდან მიკროპროცესორს შეუძლია მხოლოდ
ძირითად მეხსიერებაში ჩაწერილი მონაცემების და ინსტრუქციების გამოყენება.
მანამ, სანამ აღვწერდეთ ბიზნესში და პროფესიონალურ საქმიანობაში გამოყენებული
კომპიუტერის დამხმარე მეხსიერების სახეებს და მახასიათებლებს, ჯერ უნდა განვიხილოთ
როგორ არის მონაცემები ორგანიზებული და მონაცემების დამუშავების ხერხები.

კომპიუტერით დამუშავებისას მონაცემები ორგანიზებულია შემდეგ იერარქიულ


დონეებად: ბიტებად, ბაიტებად, სიმბოლოებად, ველებად, ჩანაწერებად, ფაილებად და
მონაცემთა ბაზებად. ჩვენ უკვე აღვწერეთ მონაცემების წარმოდგენა ბიტებისა და ბაიტების
ტერმინებით. გავიხსენოთ, რომ ბიტი არის კომპიუტერის მეხსიერებაში მონაცემის
წარმოდგენის უმცირესი ნაწილი, ხოლო ბაიტი არის ბიტების ერთობლიობა (ჩვეულებრივ
8 ბიტი). ერთი ბაიტი კომპიუტერში წარმოადგენს მონაცემის ერთ სიმბოლოს. ახლა
განვიხილოთ მონაცემების ორგანიზაციის შემდეგი იერარქიული დონეები (სურ. 5-1).
• სიმბოლო არის ასო, ციფრი, ან სპეციალური სიმბოლო (როგორიცაა: / $ : , . ; ? %).
• ველი არის მონაცემთა უმცირესი აზრიანი ნაწილი, რომელიც შეიცავს ერთ ან მეტ
ურთიერთდაკავშირებულ სიმბოლოს. მაგალითად, უნივერსიტეტის სტუდენტთა სიაში
ყოველი სტუდენტისთვის არის შემდეგი ველები: სტუდენტის ნომერი, სახელი, გვარი,
ქუჩის დასახელება, ქალაქი, სახელმწიფო, საფოსტო კოდი და ტელეფონის ნომერი.
• ჩანაწერი არის ურთიერთდაკავშირებული ველების ერთობლიობა, რომლებიც აღწერს
რაიმე მოვლენას ან ობიექტს. მაგალითად, სტუდენტთა სიაში ერთი სტუდენტის ნომერი,
სახელი, გვარი, ქუჩა, ქალაქი, სახელმწიფო, საფოსტო კოდი და ტელეფონის ნომერი
შეადგენს ჩანაწერს. ჩანაწერის ეს ველები განიხილება როგორც ურთიერთდაკავშირებული,

56
ვინაიდან ისინი ერთი და იგივე ობიექტის, ანუ სტუდენტისაა.
• ფაილი არის ერთი ან მეტი ურთიერთდაკავშირებული ჩანაწერების ერთობლიობა.
უნივერსიტეტის ყველა სტუდენტის ჩანაწერები ერთად შეადგენს სტუდენტების ფაილს.
უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ფაილი არ არის ჩანაწერების ერთობლიობა. მაგალითად,
ფაილი შეიძლება შეიცავდეს წერილს. ამ შემთხვევაში, ფაილი შეიცავს წერილის ტექსტის
ასოების, ანუ სიმბოლოების, შემცველ ერთი ველის მქონე ერთ ჩანაწერს. შემდეგ აბზაცში
ფაილი განიხილება როგორც ჩანაწერების ერთობლიობა.
• მონაცემთა ბაზა შეიძლება იყოს ჩანაწერების ერთობლიობა ან ერთად დახსომებული
ურთიერთდაკავშირებული ფაილების ერთობლიობა. მაგალითად, უნივერსიტეტის
მომნაცემთა ბაზაში შეიძლება იყოს უნივერსიტეტის სტუდენტთა ფაილი, ლექტორ-
მასწავლებელთა ფაილი და სააუდიტორიო ფონდის ფაილი. მონაცემთა ბაზის
მონაცემების სხვადასხვა ნაწილი შეიძლება გამოყენებული იქნეს სხვადასხვა მიზნით.
მაგალითად, თუ უნივერსიტეტი იწვევს პირველკურსელი სტუდენტების მშობელთა
კრებას, მას შეუძლია მონაცემთა ბაზის სტუდენტთა ფაილიდან ამოიღოს პირველ კურსელ
სტუდენტთა გვარები და მისამართები და დაბეჭდოს თითოელი ამ სტუდენტის
მშობლებისათვის გასაგზავნი სპეციალური განცხადებები.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებლი არაა ფაილი მონაცემთა ბაზის ნაწილი იყოს –
ფაილი შეიძლება დამოუკიდებლად არსებობდეს.

მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა ბაზაზე ან ფაილზე, სასარგებლო


ინფორმაციის მიღების მიზნით, მოქმედებების შესრულება. ერთ ისეთ მოქმედებას,
რომელიც ცვლის მონაცემთა ბაზას ეწოდება ტრანზაქცია. არსებობს მონაცემთა
კომპიუტერულ სისტემაში დამუშავების რამდენიმე მეთოდი. ჩვენ განვიხილავთ ორ
ძირითად მეთოდს: ჯგუფურ დამუშავებას და ტრანზაქციულ დამუშავებას.

ჯგუფური დამუშავებისას ტრანზაქციები ჯერ შეგროვდება ჯგუფებად და შემდეგ


დამუშავდება. ვთქვათ, ვაპირებთ ცვლილებები შევიტანოთ უნივერსიტეტის სტუდენტთა
ფაილში. ამ შემთხვევაში უნივერსიტეტის სტუდენტთა სახელების, მისამართების, და ა.შ.
ველებისგან შემდგარი ჩანაწერების ერთობლიობა არის ძირითადი ფაილი, ანუ ფაილი,
რომელიც დაცულია მანამ, სანამ არ დადგება მისი შეცვლის დრო. ძირითადი ფაილის
ჩანაწერის ისეთ ველს, რომლის მნიშვნელობა ფაილის ნებისმიერ ჩანაწერში ერთადერთია
მთლიან ფაილში, ჰქვია ძირითადი ველი. მაგალითად, სტუდენტების ფაილის ძირითადი
ველია სტუდენტის ნომრის ველი – თითოეულ სტუდენტს თავისი ერთადერთი, ანუ
განუმეორებელი, ნომერი აქვს.
შედარებისთვის ყოველი სტუდენტის ჩანაწერი წარმოვიდგინოთ როგორც ქაღალდის
ცალკე ფურცელი, ხოლო ფაილი, ანუ ჩანაწერების ერთობლიობა, – როგორც საქაღალდე ამ
ფურცლებით. თუ გვინდა საქაღალდეში მარტივი ცვლილებების გაკეთება ხელით,
შეგვიძლია დავამატოთ ახალი ფურცელი ახალი სტუდენტისთვის, არსებული სტუდენტის
ფურცელზე ამოვშალოთ ძველი და ფანქრით ჩავწეროთ ახალი ტელეფონის ნომერი, ან
შეიძლება მთლიანად ამოვიღოთ იმ სტუდენტის ფურცელი, რომელმაც დაამთავრა
უნივერსიტეტი ან რომელიც მიდის უნივერსიტეტიდან. საქაღალდის განახლების ეს
მეთოდი დიდი ფაილებისთვის ძნელია და დიდ დროს მოითხოვს.
კომპიუტერიზებული ჯგუფური დამუშავება, იგივე სამუშაოს უფრო ეფექტურად
შესრულებისთვის, იყენებს განსხვავებულ მიდგომას. ყველა ცვლილება, რომელიც მთავარ
ფაილში უნდა მოხდეს, შეგროვდება ცალკე ტრანზაქციების ფაილში. ცვლილება შეიძლება

57
იყოს სამი სახის: დამატება, შესწორება და ამოგდება.
• დამატება არის ძირითად ფაილში ახალი ჩანაწერის შექმნის ტრანზაქცია. თუ პაპუნა
ჯანელიძე ჩაირიცხა უნივერსიტეტში, მომზადდება სტუდენტების ფაილში ახალი
სტუდენტის, ანუ პაპუნა ჯანელიძის, დამატების ტრანზაქცია შესაბამისი ველებით –
სტუდენტის ნომრით, სახელით, გვარით, მისამართით და ა.შ.
• შესწორება არის ძირითადი ფაილის ჩანაწერებში ველების შეცვლის ტრანზაქცია.
მაგალითად, თუ სტუდენტი იოსებ ხვადაგიანი იცვლის მისამართს და ტელეფონის
ნომერს, მომზადდება სტუდენტების ფაილში იოსებ ხვადაგიანის შესაბამისი ჩანაწერის
ველებში ამ ცვლილებების ასახვის ტრანზაქცია.
• ამოგდება არის ძირითადი ფაილიდან ჩანაწერის ამოგდების ტრანზაქცია. მაგალითად,
თუ მურმან ნიშნიანიძე მიდის უნივერსიტეტიდან, მომზადდება სტუდენტების ფაილიდან
მურმან ნიშნიანიძის შესაბამისი ჩანაწერის ამოგდების ტრანზაქცია.
ტრანზაქციების ფაილში შეგროვებული ცვლილებების მოთხოვნის შესაბამისად,
ძირითადი ფაილის განახლება მოხდება მუდმივი ინტერვალით, მაგალითად,
ყოველთვიურად. განახლებისას როგორც ძირითადი, ასევე ტრანზაქციების ფაილი
დახარისხებული უნდა იყოს ძირითადი ველის მიხედვით, რაც გააადვილებს განახლების
პროცესს და შეამცირებს განახლებისათვის საჭირო დროს. განახლების შედეგად მიიღება
ახალი ძირითადი ფაილი. ამ მაგალითში, სტუდენტების ახალ ფაილს ექნება ახალი
ჩანაწერი პაპუნა ჯანელიძისთვის, შეცვლილი ჩანაწერი იოსებ ხვადაგიანისთვის და აღარ
ექნება ჩანაწერი მურმან ნიშნიანიძისთვის.
ვინაიდან ტრანზაქციების ჯგუფის დამუშავება ხდება ერთდროულად, ჯგუფური
დამუშავება ნაკლებად ხარჯიანია, ვიდრე დამუშავების სხვა სახე. მაგრამ ჯგუფური
დამუშავება არ არის დაუყოვნებლივი, ანუ ჯგუფური დამუშავებისას თქვენს კითხვაზე
ვერ მიიღებთ სწრაფ პასუხს. მომხმარებელს მოთხოვნის გაკეთების შემდეგ მოუწევს
მოცდა – მისი მოთხოვნა მიემატება ტრანზაქციების ფაილს და დამუშავდება მხოლოდ
გარკვეული დროის შემდეგ. მაგალითად, თუ გსურთ გაიგოთ როგორია თქვენი საბანკო
ანგარიშის მდგომარეობა ბანკში, რომელშიც იყენებენ მონაცემთა ჯგუფური დამუშავების
მეთოდს, მოგიწევთ მოიცადოთ მანამ, სანამ თვე არ დამთავრდება – ყველა თქვენი საბანკო
ოპერაციები სხვა კლიენტების ოპერაციებთან ერთად დამუშავდება თვის ბოლოს.

ტრანზაქციული დამუშავებისას ტრანზაქციების, ანუ ცვლილებების მოთხოვნების,


დამუშავება ხდება თითო-თითო თავისუფალი რიგით – ე.ი. მათი გაჩენის რიგით.
ძირითადი ფაილი ყოველთვის ახალია, ვინაიდან ტრანზაქცია დამუშავდა გაჩენისთანავე.
ტრანზაქციული დამუშავება მოხერხებულია ყველასთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც
საჭიროებს მონაცემების დაუყოვნებლივ განახლებას ან დაუყოვნებლივ პასუხს
კომპიუტერიდან. მაგალითად, ასეთი დამუშავება ესაჭიროება: კომპანიის მომარაგების
მენეჯერს, მომარაგების დონის დაუყოვნებლივ შემოწმებისთვის; საჰაერო კომპანიის
კლერკს, მგზავრობის ბილეთების დაჯავშნისთვის; სავაჭრო დაწესებულებას,
პროდუქციის აღრიცხვისთვის. ტრანზაქციული დამუშავება სწრაფი მომსახურების ინ-
დუსტრიაში მონაცემთა დამუშავების ძირითადი მეთოდი გახდა.
ტრანზაქციული დამუშავება არის რეალური დროის დამუშავება. რეალური დროის
დამუშავებას შეუძლია უზრუნველყოს კომპიუტერული სისტემიდან მონაცემების
დროულად მიღება და სისტემის გარეთა პროცესებზე დაუყოვნებლივი ზემოქმედების
მოხდენა. სხვა სიტყვებით, კომპიუტერული სისტემა ტრანზაქციას იმდენად სწრაფად
დაამუშავებს, რომ შედეგებს მაშინვე უკან დააბრუნებს და საჭირო მოქმედება

58
დაუყოვნებლივ შესრულდება. მაგალითად, ბანკში მოლარეს შეუძლია დაუყოვნებლივ
ნახოს, როგორია თქვენი ბალანსი. თქვენ შემდეგ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ რა
რაოდენობის თანხა დახარჯოთ. იმისათვის, რომ დამუშავება იყოს რეალური დროის, ის
აგრეთვე უნდა იყოს ონლაინური (Online), ანუ მომხმარებლის ტერმინალი, მონაცემთა
დამუშავებისას, პირდაპირ უნდა იყოს მიერთებული იმ კომპიუტერთან, რომელშიც არის
მონაცემთა ფაილები.
ტრანზაქციულ დამუშავებას აქვს რამდენიმე უპირატესობა. მაგალითად, სავაჭრო
დაწესებულების გამყიდველს, რომელიც იყენებს ტერმინალს, შეუძლია კლავიატურიდან
კლიენტის საკრედიტო ბარათის ნომრის და კოდის შეტანისთანავე მიიღოს პასუხი
კითხვაზე – “არის თუ არა საკრედიტო ბარათი მისაღები?”. დაუყოვნებლიობა არის
ტრანზაქციული დამუშავების მნიშვნელოვანი უპირატესობა, ვინაიდან დღეს ყველა სწრაფ
მომსახურებას მოელის. ამის გარდა, ასეთი დამუშავება კლიენტის ჩანაწერის მუდმივი
განახლების შესაძლებლობას იძლევა. ამგვარად, გამყიდველს თქვენი კრედიტის
შემოწმებასთან ერთად შეუძლია ჩაწეროს ნავაჭრის მონაცემები კომპიუტერში და
კომპიუტერიზებული ანგარიშსწორების სისტემას თქვენთვის დააბეჭდვინოს საბოლოო
ანგარიში (სურ. 5-2).

როგორც აღვნიშნეთ, არსებობს მონაცემთა შემნახველი ორი ძირითადი საშუალება:


მაგნიტური ფირი და მაგნიტური დისკო. ისინი უკვე სამი ათეული წელია გამოიყენება
კომპიუტერულ ინდუსტრიაში ხანგრძლივი დახსომების მთავარ საშუალებად.

მონაცემების დახსომებისათვის გამოყენებული მაგნიტური ფირი მაგნიტოფონების


მაგნიტური ფირის მსგავსია. დიდი კომპიუტერული სისტემები ჩვეულებრივ იყენებს 10
დიუმი დიამეტრის მქონე კოჭზე დახვეულ ნახევარი დიუმი სიგანის მქონე მაგნიტურ
ფირს (სურ. 5-3). ფირზე მონაცემების ჩაწერა და წაკითხვა ხდება ფირის მმართველით
(სურ. 5-4). ფირის მმართველს აქვს ჩაწერა-წაკითხვის თავაკი. წაკითხვა ხდება
ელექტრომაგნიტით, რომელიც გრძნობს ფირზე დამაგნიტებულ არეებს, გარდაქმნის მას
ელექტრულ იმპულსებში და გაგზავნის ცენტრალურ პროცესორში. შებრუნებულ პროცესს
ჰქვია ჩაწერა. ფირზე ჩაწერამდე, წაშლის თავაკი შლის ადრე ჩაწერილ მონაცემებს და
ჩაწერის თავაკს საშუალებას აძლევს ჩაწეროს წაშლილი მონაცემების მაგივრად.
ფირზე ჩანაწერების დახსომება ხდება მიმდევრობით, როგორც წესი, ჩანაწერის
რომელიმე ძირითადი ველის, მაგალითად, სტუდენტის ნომრის რიგით.

არსებობს მაგნიტური დისკოს ორი სახე: ხისტი მაგნიტური დისკო და დრეკადი


მაგნიტური დისკო. ხისტი მაგნიტური დისკო, ანუ ხისტი დისკო, არის მაგნიტური
ოქსიდით დაფარული მეტალის ფირფიტა. ხისტი დისკოები სხვადასხვა ზომის გამოდის.
დიდი კომპიუტერებისთვის გამოდის დისკოების პაკეტის სახით, რომელიც ერთად
აწყობილ რამდენიმე ერთნაირი ზომის დისკოს შეიცავს. (სურ. 5-5). ყოველ დისკოზე
მონაცემების ჩაწერა ხდება როგორც ზედა, ასევე ქვედა ზედაპირზე. დრეკადი მაგნიტური
დისკო არის სპეციალურ ბუდეში ჩადებული მაგნიტური ოქსიდით დაფარული მრგვალი
პლასტმასის ფირფიტა (სურ. 5-6). დრეკად მაგნიტურ დისკოს ხშირად დისკეტის სახელით
მოიხსენიებენ.
ყოველ დისკოს ზედაპირზე აქვს ბილიკები (სურ. 5-7). მონაცემების ჩაწერა ხდება
ბილიკებზე მაგნიტური ლაქების სახით. ბილიკების რაოდენობა დისკოზე იცვლება დისკოს
სახეების მიხედვით. ბილიკი დისკოზე არის ჩაკეტილი წრე, ამიტომ ნებისმიერი წერტილი
59
ბილიკზე ერთი და იგივე მანძილით არის დაშორებული ცენტრიდან. ყოველ ბილიკს
ერთი და იგივე ცენტრი აქვს.

დისკოს მმართველი არის მოწყობილობა, რომელიც მონაცემების დისკოზე ჩაწერის ან


დისკოდან წაკითხვის საშუალებას იძლევა. დისკეტი ჩაიდება დისკოს მმართველში,
რომელიც პერსონალური კომპიუტერის სასისტემო ნაწილშია მოთავსებული. დისკოების
პაკეტი ჩამაგრდება დისკოს მმართველში, რომელიც დიდ კომპიუტერებთან მიერთებული
ცალკე მოწყობილობაა. ზოგიერთი დისკო მუდმივად არის ჩამაგრებული დისკოს
მმართველში. ისინი ძირითადად გამოიყენება პერსონალურ კომპიუტერებში ან იმ
შემთხვევაში, როცა რამდენიმე მომხმარებელი იზიარებს მონაცემებს. ტიპიური მაგალითი
არის დისკო საჰაერო ტრანსპორტის ინფორმაციის ფაილებით, რომელსაც საავიაციო
შეკვეთების რამდენიმე სააგენტო იყენებს.
მაგნიტური დისკო არის პირდაპირ მიმართვადი მეხსიერება, ანუ, დისკოზე ჩანაწერის
წაკითხვისას ან შეცვლისას, დისკოს მმართველით თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ მიმართოთ
სასურველ ჩანაწერს. ფირის მოწყობილობით თქვენ უნდა წაიკითხოთ ფირზე არსებულ
ფაილში ყველა წინ მდგომი ჩანაწერი მანამ, სანამ სასურველ ჩანაწერთან მიხვალთ.
დისკოდან წაკითხვა და დისკოზე ჩაწერა ხდება მოძრავ მიმართვის ბერკეტზე მიმაგრებული
წაკითხვა/ჩაწერის თავაკებით (სურ. 5-8), რომლებიც არ ეხება დისკოს ზედაპირს. დისკოების
პაკეტს აქვს რამდენიმე მიმართვის ბერკეტი, რომლებიც სრიალებს პაკეტში დისკოებს შორის
(სურ. 5-9). ყოველ ბერკეტზე არის ორ-ორი წაკითხვა/ჩაწერის თავაკი, ერთი პირით ზედა
ზედაპირისაკენ და მეორე პირით ქვედა ზედაპირისაკენ. როდესაც ერთი წაკითხვა/ჩაწერის
თავაკი მუშაობს მეორეს არ შეუძლია მუშაობა. ზოგიერთ დისკოს მმართველიდან შეიძლება
დისკოების პაკეტის ამოღება, ხოლო ზოგიერთიდან არა.

ვინჩესტერული დისკო არის დისკოზე დამხსომებელი მოწყობილობა, რომელშიც დისკო,


მიმართვის ბერკეტი, წაკითხვა/ჩაწერის თავაკები და სხვა მექანიკური შემადგენელი ნაწილები
მოთავსებულია დახშულ გარსაცმში. ეს დისკო პირველად შემუშავებული იქნა დიდი
ბრიტანეთის ქალაქ ვინჩესტერში განთავსებულ ფირმა IBM-ის ფილიალში. ვინჩესტერული
დისკოს ნაწილები ერთად ისე არის ჩადებული სუფთა სივრცეში, რომ მტვერის
მიკროსკოპული ნაწილაკებიც კი ვერ მოხვდება დისკოს ზედაპირზე. ვინჩესტერული
დისკოების უმეტესობა ჩამონტაჟებულია კომპიუტერში, მაგრამ ზოგიერთი ამოღებადია.
ამოღებული გარსაცმი რჩება დახშული. პერსონალური კომპიუტერების დისკოები იყენებს
ვინჩესტერულ ტექნოლოგიებს. 1980 წლამდე ყველაზე გავრცელებული მაღალი სიჩქარის
დამხსომებელი იყო ამოღებადი დისკოების პაკეტი. დღეს ძირითადად გავრცელებულია
ვინჩესტერული დისკოების სახესხვაობები. ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ამოღებადი
დისკოების პაკეტთან შედარებით, ვინჩესტერული დისკოების მუშაობის ხანგრძლივობა
ორჯერ მეტია და ღირებულება მხოლოდ ერთნახევარჯერ მეტი. ამ ბოლო დროს
ვინჩესტერული დისკოების ღირებულება კიდევ უფრო შემცირდა. გაზრდილი საიმედოობა
იმის შედეგია, რომ ოპერატორები საერთოდ არ ეხებიან ვინჩესტერულ დისკოს და დახშული
გარსაცმი დისკოს იცავს დაბინძურებისაგან.

როგორც ნახეთ მაგნიტურ დისკოს აქვს ბევრი უპირატესობა მაგნიტურ ფირთან


შედარებით. ზოგიერთს უკვირს კიდეც რატომ არსებობს ფირი საერთოდ. დისკო არის
დახსომების ეფექტური საშუალება შემდეგი მიზეზების გამო:
• დისკოს აქვს მონაცემთა მაღალი ტევადობა.

60
• დისკო მონაცემებთან ძალიან სწრაფი მიმართვის საშუალებას იძლევა.
• დისკო არის საიმედო; მასში შენახული მონაცემები მანამ იქნება, სანამ თქვენ გსურთ;
მისი დაზიანება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ფიზიკური ზემოქმედებით.
• დისკოს ფაილებში შესაძლებელია პირდაპირი მიმართვა, ანუ ნებისმიერი მოცემული
ჩანაწერის პირდაპირი წაკითხვა და ჩაწერა. მაგნიტურ ფირზე ეს შეუძლებელია –
რომელიმე ჩანაწერზე მიმართვისთვის ჯერ ფირი უნდა გადაიხვეს.
პირდაპირი მიმართვის შესაძლებლობა არის დისკოს უდიდესი უპირატესობა, ვინაიდან
მისი გამოყენებით შეიძლება ტრანზაქციების დაუყოვნებლივი დამუშავება, რაც რეალური
დროის სისტემების საფუძველს წარმოადგენს. დისკოს გამოყენებით შესაძლებელია
აგრეთვე კომპიუტერთან ინტერაქტიური მუშაობა, ანუ მომხმარებელს შეუძლია პირდაპირ
დაუკავშირდეს კომპიუტერს და გააგრძელოს დიალოგი.
მაგნიტურ ფირსაც აქვს თავისი უნიკალური უპირატესობა. ფირები პორტარტულია, ანუ
ფირის კოჭი შეიძლება გადაიტანოთ და ფოსტით გააგზავნოთ. ის შედარებით იაფია – ერთი და
იგივე ტევადობის ფირისა და დისკოს ღირებულების შეფარდება დაახლოებით არის
1:15.
მაგნიტურ ფირს ძირითადად დისკოს ფაილების სათადარიგო ასლების შესანახად
იყენებენ. ხისტი დისკო არის მაღალი საიმედოობის მოწყობილობა, მაგრამ ის შეიძლება
დაზიანდეს. დაზიანებისგან და დაკარგვისგან დაცვის მიზნით, მონაცემების ორ ან მეტ
ადგილზე შენახვის მეთოდს სათადარიგო ასლების სისტემა ჰქვია. ამ სისტემით, დისკოს
დაზიანებისა და უნებლიე ფაილების წაშლისგან დაზღვევისთვის, დისკოს ფაილების
სათადარიგო ასლები რეგულარულად იწერება ფირზე. ეს საკითხი შემდეგ უფრო სრულად
იქნება განხილული.

მონაცემთა დახსომების მოწყობილობების ბაზარზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა


პერსონალური კომპიუტერების ფართო გავრცელებამ და პოპულარობამ. მათში გამოიყნება
სამი ძირითადი სახის დამხმარე მეხსიერება. დისკეტები, ხისტი დისკოები და ოპტიკური
დისკოები.
5.4.6.1. ГЙУКДФЙ, ზოგჯერ დრეკად დისკოდ წოდებული, პოპულარულია
პერსონალური კომპიუტერების მომხმარებლებს შორის. დისკეტები შეიძლება
გადატანილი იქნეს ერთი კომპიუტერიდან მეორეზე. დისკეტის მმართველი შედარებით
იაფია. დღეს პოპულარულია 3,5 დიუმის ზომის დისკეტები, რომლებიც 1.44 მბ
მონაცემებს იტევს (სურ. 5-10). ეს დისკოები ჯიბეში ეტევა. მისი მაგარი პლასტმასის
გარსაცმი უზრუნველყოფს ფიზიკური დაზიანებისგან მის დაცვას. ამასთან ერთად,
დისკოს მმართველის მცირე ზომის გამო კომპიუტერიც მცირე ზომისაა.
გაზიარებული კომპიუტერული სისტემის, მაგალითად, უნივერსიტეტის
ლაბორატორიის კომპიუტერების ან ოფისის კომპიუტერების მომხმარებლები თავიანთ
მონაცემების ფაილებს ცალკე საკუთარ დისკეტებზე ინახავენ და ამ დისკეტებს თან
ატარებენ ან საკუთარ უჯრებში ინახავენ. დისკეტი მოხერხებულია მონაცემების ერთი
კომპიუტერიდან მეორეში გადასატანად, ამიტომ თითქმის ყველა პერსონალური
კომპიუტერი შეიცავს დისკეტის ერთ მმართველს.
5.4.6.2. бЙУФЙ ГЙУКПДБЙ. პერსონალური კომპიუტერის ხისტი დისკოები არის
ვინჩესტერული დისკოები, რომლებიც, როგორც უკვე განვიხილეთ, იზოლირებულად არის
მოთავსებული დახშულ გარსაცმში (სურ. 5-11). ხისტი დისკოს ღირებულება შესამჩნევად
შემცირდა. 80 გიგა (მილიარდი) ბაიტის ტევადობის ხისტი დისკო ახლა 80 დოლარზე ნაკლები
ღირს. ხისტი დისკოების ფასი ყოველწლიურად მცირდება. ვინჩესტერული დისკო

61
ძალიან საიმედოა, ვინაიდან მოთავსებულია იზოლირებულად და დაცულია
გაჭუჭყიანებისაგან.
ხისტი დისკო ძალიან აჩქარებს კომპიუტერზე სამუშაოების შესრულებას, ამიტომ მას
ყველა პერსონალური კომპიუტერის სასისტემო ნაწილი შეიცავს. ხისტ დისკოზე
ფაილებთან მიმართვა დაახლოებით 100-ჯერ უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე დისკეტზე,
ამიტომ ხისტ დისკოზე ფაილების დამუშავება უფრო მოხერხებულია, ვიდრე
დისკეტებზე. მაგრამ დისკეტისაგან განსხვავებით ხისტი დისკოს მოწყობილობის
უმრავლესობა არ შეიძლება გადატანილი იქნეს ერთი კომპიუტერიდან მეორეში.
5.4.6.3. ПРФЙКЦТЙ ГЙУКП. თანამედროვე პერსონალური კომპიუტერის ეკრანზე
შეიძლება ენციკლოპედიის დათვალიერება. ამის შესაძლებლობას იძლევა ოპტიკური
დისკო (სურ. 5-12), რომელიც დახსომების შედარებით ახალი ტექნოლოგიაა. დიდი
ტევადობის გადატანადი დამხმარე მეხსიერების საჭიროების მზარდმა მოთხოვნილებამ
კომპიუტერული ინდუსტრია აიძულა გამოეყენებინა ოპტიკური დისკო.
ოპტიკურ დისკოზე შენახვა შემდეგნაირად ხდება: ლაზერის სხივი ეცემა დისკოს
ზედაპირზე განფენილ მეტალის ფენაზე. დისკოზე მონაცემების ჩაწერისას ლაზერის
სიმხურვალე დისკოს ზედაპირზე ქმნის პაწაწინა ლაქებს. მონაცემების წაკითხვისას
ლაზერი ასხივებს დისკოს ზედაპირზე და ლინზა (ოპტიკური მინა) იღებს სინათლის
განსხვავებულ ანარეკლებს დისკოს ლაქებიან და ულაქო ადგილებიდან. უფრო სწორად,
ლაქებიანი ადგილებიდან სინათლის სხივი არ ირეკლება. ამგვარად, ლაქი ნიშნავს “ნოლს”,
ხოლო ულაქო ადგილი, რომელიც სინათლის სხივს ირეკლავს – “ერთს”.
მონაცემთა ოპტიკური შენახვის ტექნოლოგია, ჩაწერა/წაკითხვის შესაძლებლობების
მიხედვით, დაყოფილია სამ კატეგორიად: მხოლოდ წაკითხვადი საშუალებები, ერთხელ
ჩაწერადი საშუალებები და მრავალჯერ ჩაწერადი საშუალებები. მხოლოდ წაკითხვად
საშუალებებზე მონაცემების ჩაწერა ხდება მწარმოებლის მიერ და შესაძლებელია ამ
მონაცემების მხოლოდ წაკითხვა, ანუ მომხმარებელს არ შეუძლია ჩაწეროს მასზე რაიმე
(შეიძლება წაკითხვა მაგრამ არ შეიძლება შეცვლა). ამ ტექნოლოგიას ზოგჯერ უწოდებენ
მხოლოდ წაკითხვად ოპტიკურ მეხსიერებას. თქვენ არ შეგიძლიათ ასეთი დისკოს
გამოყენება თქვენი ფაილების დახსომებისთვის, მაგრამ მწარმოებლებს შეუძლიათ მისი
გამოყენება სოფთუერის გავრცელებისთვის. თანამედროვე გამოყენებითი სოფთუერის
პაკეტები, მაგალითად, ტექსტის მომზადების, ელექტრონული ცხრილების, საგრაფიკო,
მონაცემთა ბაზის მართვის და ა.შ., ისეთი დიდი მოცულობის არის, რომ საჭიროებს
ათეულობით დისკეტს, მაგრამ ისინი ადვილად ჩაეტევა ერთ ოპტიკურ დისკოზე.
ერთხელ ჩაწერად საშუალებაზე შეიძლება ჩაიწეროს ერთხელ. როცა ასეთი დისკო
შეივსება, ის გახდება მხოლოდ წაკითხვადი საშუალება – მასზე ჩაწერილი მონაცემების
შეცვლა შეუძლებელია. ასეთ დისკოებს, როგორც საიმედო დამხსომებელს, დიდი
უპირატესობა აქვს გამოყენებითი სოფთუერის, ძვირფასი დოკუმენტების, მაგალითად,
ანდერძებისა და სხვა სამართლებრივი საბუთების შენახვისათვის, ვინაიდან ჩაწერის
შემდეგ მისი შეცვლა შეუძლებელია.
დღეისათვის არსებობს ორი ძირითადი სახის ოპტიკური დისკო: კომპაქტდისკო და
დივიდიდისკო.
5.4.6.4.КПМРАШФГЙУКП. ოპტიკური ტექნოლოგიის პოპულარული სახესხვაობა არის
კომპაქტდისკოური მხოლოდ წაკითხვადი მეხსიერება (Compact Disk Read-Only Memory),
რომელსაც მისი ინგლისური დასახელების აბრევიატურით, ანუ CD-ROM სახელით
მოიხსენიებენ. ასეთი კომპაქტდისკოების მმართველები, როგორც სახელი მიუთითებს,
მხოლოდ წამკითხველი მოწყობილობებია. სხვა ოპტიკურ დისკოებთან შედარებით მას
აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა: დისკოს ფორმატი აუდიო კომპაქტდისკოს ფორმატის
62
მსგავსია, ამიტომ იგივე დანადგარები რომლებიც აწარმოებენ ჩვეულებრივ აუდიო
კომპაქტდისკოებს მოცარტის, ბეთჰოვენის და ა.შ. კომპოზიტორების მუსიკით,
გარდაქმნილია და გამოიყენება სოფთუერის, ენციკლოპედიების და სხვა მონაცემების
ჩაწერისა და წარმოებისათვის. ვინაიდან CD-ROM დისკოების წარმოება გამართული
საქმეა, მასზე ფაილების ასლების შენახვა უფრო მეტად ეკონომიურია, ვიდრე
ტრადიციულ მაგნიტურ დამხსომებლებზე. CD-ROM დამხსომებლის ტევადობა დიდია –
640–დან 700 მეგა ბაიტამდე, რაც მიახლოებით 450 ცალი დისკეტის ექვივალენტია.
CD-ROM ძალიან პოპულარული გახდა. 1980-იანი წლების ბოლოს ის ძირითადად
გამოიყენებოდა საცნობარო მასალების: ლექსიკონების, ენციკლოპედიების, ატლასების და
ა.შ. შენახთვისათვის. მისი უპირატესობა არის სიჩქარე. გაცილებით სწრაფია კომპიუტერს
მოაძებნიოთ საინტერესო ინფორმაცია, ვიდრე თქვენ თვითონ ეძიოთ წიგნებში.
მწარმოებლებმა შემდეგ გააფართოვეს გამოყენების სფერო და მომხმარებელთა არეალი.
კოლეჯებისა და უნივერსიტეტების სტუდენტებს შეუძლიათ გამოიყენონ კომპაქტდისკო
ლიტერატურული ჩანაწერებით, რომელიც მათ კლასიკური ლიტერატურის შესწავლის
საშუალებას აძლევს. სოფთუერის მწარმოებლები კომპაქტდისკოებს იყენებენ თავიანთი
პროდუქციის გასავრცელებლად.
CD-ROM-ის ფართო გავრცელება გამოწვეულია ორი ფაქტორით: ახალი მიმზიდველი
შემოთავაზებების (ენციკლოპედიები, თამაშები, სოფთუერი და ა.შ.) მოზღვავებით და
დისკოებზე და დისკოს მმართველებზე ფასის შემცირებით.
არსებობს აგრეთვე კომპაქტდისკოს მმართველები, რომლებითაც მომხმარებელს
შეუძლია კომპაქტდისკოზე ჩაწერა. ესენია კომპაქტდისკოზე ერთჯერადი ჩამწერი და
კომპაქტდისკოზე მრავალჯერადი ჩამწერი მოწყობილობები.
კომპაქტდისკოზე ერთჯერადი ჩამწერი, რომელსაც ხშირად მისი ინგლისური
დასახელების აბრევიატურით – CD-R-ის სახელით მოიხსენიებენ, სპეციალურ
კომპაქტდისკოზე ერთჯერადი ჩაწერის შესაძლებლობას იძლევა. შევსების შემდეგ
კომპაქტდისკო გახდება მხოლოდ წაკითხვადი.
კომპაქტდისკოზე მრავალჯერადი ჩამწერი, რომელსაც ხშირად მისი ინგლისური
დასახელების აბრევიატურით – CD-RW-ს სახელით მოიხსენიებენ, სპეციალურ
კომპაქტდისკოზე მრავალჯერადი ჩაწერის შესაძლებლობას იძლევა. ამ მოწყობილობისა
და მისთვის განკუთვნილი კომპაქტდისკოების ნაკლებად გავრცელების მთავარი მიზეზია
მათი მაღალი ფასები – CD-RW-ს კომპაქტ დისკო ხუთჯერ უფრო ძვირია, ვიდრე CD-R-ის
კომპაქტდისკო.
5.4.6.5. ГЙЕЙГЙ ГЙУКП. ოპტიკური ტექნოლოგიის უახლესი სახესხვაობა არის
ციფრული ვიდეო დისკო (Digital Video Disk), რომელსაც მისი ინგლისური დასახელების
აბრევიატურით, ანუ DVD (დივიდი) სახელით მოიხსენიებენ. თავიდან ის გამიზნული იყო
ციფრული ვიდეო ფილმების გავრცელებისთვის, მაგრამ დღეს უფრო ფართოდ
გამოიყენება, ვინაიდან DVD თანდათან გახდა არა უბრალოდ CD-ს ახალი მოდელი,
არამედ ინფორმაციის უნივერსალური დამხსომებელი. მასზე შეიძლება როგორც ვიდეო
და აუდიო, ასევე კომპიუტერული მონაცემების შენახვა. ექსპერტების აზრით ახლო
მომავალში DVD ფართოდ გავრცელდება და ვიდეო კასეტების, კომპაქტდისკოების და
სხვა ინფორმაციის მატარებლების გამოყენება თანდათან შემცირდება.
DVD სტანდარტის შემუშავება 1995 წელს გამოაცხადა DVD კონსორციუმმა, რომელშიც
მსოფლიოს უმსხვილესი აუდიო და ვიდეო აპარატურის მწარმოებლები შედის.
გარეგნულად და ჩაწერის ხერხით DVD ძალიან არ განსხვავდება CD-ROM-სგან, თუმცა
DVD გაცილებით მეტი ტევადობისაა. ყველაზე მცირე ტევადობა 4,7 გიგაბაიტია, რაც CD-
ROM-ზე რვაჯერ მეტია. DVD-ის ტევადობა შეიძლება გაცილებით მეტი – 17 გბ იყოს. ერთ
63
DVD დისკოზე ეტვა ერთი ორსაათიანი ვიდეო ფილმი ხუთი ალტერნატიული ხმოვანი
ბილიკით სხვადასხვა ენაზე და სუბტიტრებით.
DVD უზრუნველყოფს გაცილებით უკეთეს ხარისხს, ვიდრე სხვა საშუალებები:
გამოსასახულების ხარისხი ორჯერ უკეთესია, ვიდრე Video CD-ზე და სამჯერ უკეთესია,
ვიდრე ვიდეო კასეტაზე.
CD-ROM და DVD დისკოების დიდი ტევადობა საშუალებას იძლევა გამოიყენოთ
კომპიუტერული ინდუსტრიის უდიდესი უპირატესობა – მულტიმედია, რომელიც არის
ტექსტის, ფოტოს, ვიდეოს, მუსიკისა და ხმის ჩაწერის საშუალებების კომბინაცია. ანუ, თუ
თქვენს კომპიუტერს აქვს CD და DVD დისკოს მმართველი, შეგიძლიათ დაათვალიეროთ
ილუსტრაციები, ფოტოები, მოუსმინოთ მუსიკას, უყუროთ ფილმებსა და ვიდეო კლიპებს.
მულტიმედიას მე-7 თავში განვიხილავთ.
5.4.6.6. МАВНЙФЦТЙ ЧЙТЙУ КАУДФА. პერსონალური კომპიუტერები იყენებს მცირე
ზომის მაგნიტურ ფირს, რომელიც სპეციალურ კასეტაში არის მოთავსებული ( სურ. 5-14).
მისი ტევადობა 5 გიგაბაიტამდეა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პერსონალურ კომპიუტერში
მაგნიტური ფირი მხოლოდ დისკოს ფაილების სათადარიგო ასლების შენახვისთვის
გამოიყენება – გაუთვალისწინებელ შემთხვევაში თუ დისკო დაზიანდება, მაშინ ფაილების
აღდგენა შესაძლებელი იქნება ფირიდან. პერსონალური კომპიუტერების ფირის
მმართველ მოწყობილობას ( სურ. 5-15) სტრიმერს უწოდებენ.
5.4.6.5. ЧЛАЫ МДбУЙДТДБА. ყოველთვის არსებობდა და დღესაც არსებობს დამხმარე
დამხსომებლის მოწყობილობიდან მონაცემზე მიმართვის სისწრაფის პრობლემა,
მაგალითად, ხისტი დისკოს მმართველიდან მონაცემზე მიმართვის სისწრაფე გაცილებით
დაბალია, ვიდრე კომპიუტერის შიგა სისწრაფე. წარმოუდგენელი იყო, რომ როდისმე
ენერგიაზე დამოკიდებული მეხსიერების ჩიპში მონაცემების ხანგრძლივი დახსომება
შესაძლებელი გახდებოდა. მდგომარეობა შეიცვალა ენერგიაზე დამოუკიდებელი ფლაშ
მეხსიერების ( სურ. 5-16) შექმნის შემდეგ, რომელიც მონაცემებს ინახავს ხანგრძლივად.
ფლაშ მეხსიერების ჩიპები გამოიყენება მობილურ ტელეფონებში, თვითმფრინავის
პილოტის კაბინის აუდიო ჩამწერებში. ისინი დისკოების ნაცვლად გამოიყენება ზოგიერთ
სახელო კომპიუტერებში.
დღეს იშვიათი აღარაა მოხმარებელი, რომელიც თავისი მონაცემების შესანახად და
გადასატანად, დისკეტის ნაცვლად, ფლაშ მეხსიერებას იყენებს. პერსონალურ
კომპიუტერებში გამოყენებული ფლაშ მეხსიერების ფიზიკური ზომა ცერა თითის ტოლია,
ხოლო ტევადობა 512 მეგა ბაიტზე მეტია.
ფლაშ მეხსიერება ჯერ კიდევ არ არის საყოველთაოდ ცნობილი და გავრცელებული,
მაგრამ უეჭველია, რომ ის თანდათან გახდება კომპიუტერების უმთავრესი კომპონენტი და
დიდ გავლენას მოახდენს კომპიუტერების სიჩქარეზე, ვინაიდან ფლაშ მეხსიერების
ჩიპებში მონაცემებთან და ინსტრუქციებთან მიმართვა გაცილებით უფრო სწრაფად ხდება,
ვიდრე ხისტ დისკოზე.
•••
დამხმარე მეხსიერების ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება. შესაძლებელია, რომ ჩვენ
უახლოეს მომავალში ვიხილოთ უზარმაზარი ტევადობის დამხსომებლები. ასეთ
ტევადობას მნიშვნელოვანი შედეგი ექნება სამართალში, მედიცინაში, ტექნიკაში,
განათლებაში და სახელმწიფოს მართვაში, ვინაიდან შესაძლებელი გახდება უზარმაზარ
მონაცემთა ფაილების შენახვა და სწრაფი დამუშავება.
ნებისმიერი ადგილიდან მონაცემებთან წვდომისათვის საჭიროა მონაცემთა გადაცემა,
ანუ კომუნიკაცია, რაც შემდეგი თავის თემაა.

64
თავი 6.
მონაცემთა გადამცემი ჰარდუერი

კავშირგაბმულობისა და კომპიუტერების შერწყმა საშუალებას იძლევა ისარგებლოთ


მრავალი სახის დაბალი ღირებულების და სწრაფი მომსახურებით, მათ შორის:
ელექტრონული ფოსტით, კომპიუტერული საბანკო მომსახურებით, კომპიუტერული
ვაჭრობით და სხვა. კომპიუტერების დაკავშირების ტექნოლოგიით მომხმარებელს
შეუძლია თავისი კომპიუტერიდან მონაცემები გადასცეს სხვა ოთახში, სხვა შენობაში, სხვა
ქალაქში ან სხვა ქვეყანაში განთავსებულ კომპიუტერში, ამიტომ მას მონაცემთა გადაცემას
უწოდებენ.
მონაცემთა გადამცემი სისტემები არის კომპიუტერული სისტემები, რომლებიც
მონაცემებს გადასცემს კავშირგაბმულობის საშუალებებით, მაგალითად, სატელეფონო
ხაზებით ან კერძო ქსელების კაბელებით. მონაცემთა გადაცემას ხშირად კომუნიკაციას
უწოდებენ, ხოლო მონაცემთა გადამცემ სისტემებს საკომუნიკაციო სისტემებს უწოდებენ.
მონაცემთა გადამცემი სისტემები თანდათან განვითარდა 1960-იან წლების მეორე
ნახევრიდან. როდესაც კომპიუტერები ჯერ კიდევ სიახლე იყო, მომხმარებლებს მონაცემთა
დამუშავებისთვის ყველაფერი (ჰარდუერი, სოფთუერი და მონაცემები) განთავსებული
ჰქონდათ ერთ ცენტრალურ ადგილზე. დამუშავების ამ სქემას მონაცემთა
ცენტრალიზებულ დამუშავებას უწოდებენ. მაგრამ ცენტრალიზაცია მოუხერხებელი
გამოდგა. შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი იყო მონაცემთა ტელედამუშავება – პირდაპირ
ოფისებიდან მომხმარებლების შეერთება ცენტრალურ კომპიუტერთან ტერმინალებითა და
სატელეფონო ხაზებით.
უახლესი სქემა არის განაწილებული მონაცემების დამუშავება, რომელიც
ტელედამუშავების მსგავსია, მაგრამ ამ შემთახვევაში დამუშავების პროცესი და ფაილები
განაწილებულია რამდენიმე დაშორებულ ადგილზე განთავსებულ კომპიუტერებში –
ჩვეულებრივ მინი და მიკრო კომპიუტერებში. ყველა ეს კომპიუტერი მიერთებულია
ცენტრალურ მთავარ კომპიუტერთან და ხშირად ერთმანეთზეც. განაწილებული
მონაცემების დამუშავების სისტემის ტიპიური გამოყენება არის ბიზნესი ან დაწესებულება
სხვადასხვა დაშორებულ ადგილზე განთავსებული ფილიალების ოფისებით.
განაწილებული მონაცემების დამუშავების მთლიანი სურათი ძლიერ შეცვალა
მიკროკომპიუტერული ქსელების გამოყენებამ. ქსელი არის კომპიუტერული სისტემა,
რომელიც იყენებს კავშირგაბმულობის საშუალებებს ორი ან მეტი კომპიუტერის და მათი
რესურსების (მაგალითად, პრინტერების და ხისტი დისკოების), მონაცემთა
ურთიერთგაცვლის მიზნით, დაკავშირებისთვის. განაწილებული მონაცემების
დამუშავების სისტემები არის ქსელები. არსებობს ქსელების ორი ძირითადი სახე:
ადგილობრივი ქსელები და შორეული ქსელები. ადგილობრივი ქსელებით მონაცემთა
ურთიერთგაცვლა ხდება მხოლოდ ერთი შენობის შიგნით ან ერთმანეთთან ახლოს
მდებარე შენობებში მოთავსებულ კომპიუტერებს შორის. შორეული ქსელები მონაცემების
გადაგზავნას ახდენს შორეულ მანძილზე განთავსებულ კომპიუტერებს შორის.
ქსელის საშულებით პერსონალურმა კომპიუტერმა მონაცემები შეიძლება გააგზავნოს
მინი კომპიუტერში ან დიდ კომპიუტერში. ქსელში ჩართულ მინიკომპიუტერებს და
დიდკომპიუტერებს ჰოსტ კომპიუტერები, ანუ მთავარი კომპიუტერები, ეწოდებათ. ჰოსტ
კომპიუტერები შემუშავებულია მხოლოდ ტერმინალებით წვდომისთვის, ამიტომ
პერსონალურ კომპიუტერს მინიკომპიუტერთან ან დიდკომპიუტერთან წვდომა შეუძლია
65
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იყენებს ტერმინალის ემულირების სოფთუერს.
ტერმინალის ემულირების სოფთუერი არის სპეციალური საკომუნიკაციო სოფთუერი,
რომელიც ემულირებს ტერმინალს, ანუ მოქმედებს ტერმინალის მსგავსად, რათა უფრო
დიდმა კომპიუტერმა პერსონალური კომპიუტერი განიხილოს როგორც ტერმინალი. ეს
სოფთუერი მონაცემთა გადმოწერის და გადაწერის საშუალებას იძლევა. გადმოწერა
ნიშნავს ჰოსტ კომპიუტერიდან პერსონალურ კომპიუტერში ფაილების მიღებას, ხოლო
გადაწერა – პერსონალური კომპიუტერიდან ჰოსტ კომპიუტერში ფაილების გადაგზავნას.
ქსელს, რომელსაც არ აქვს ჰოსტ კომპიუტერი, ტოლი-ტოლთან ქსელი ეწოდება. ტოლი-
ტოლთან ქსელები, ჩვეულებრივ, რამდენიმე კომპიუტერს შეიცავს. ასეთი ქსელის
მომხმარებლებს შეუძლიათ სხვა რომელიმე კომპიუტერზე არსებულ სოფთუერზე წვდომა
და ამ სოფთუერის საკუთარ კომპიუტერზე გამოყენება. მაგალითად, თუ რომელიმე
მომხმარებლის კომპიუტერში არ არის ტექსტის მომზადების სოფთუერი, მას შეუძლია
თავის კომპიუტერით გამოიყენოს ტოლი-ტოლთან ქსელში შეერთებულ სხვა
კომპიუტერში არსებული ტექსტის მომზადების სოფთუერი. ქსელებს, უფრო
დაწვრილებით, შემდგომ განვიხილავთ.

მონაცემთა გადამცემი სისტემის ზოგადი აღწერა განვიხილოთ ბანკის ქსელის


მაგალითზე. დღეს ყველა დიდ ბანკს აქვს კომპიუტერები, რომლებიც ქსელის ნაწილია.
ქსელში შეერთებულია ბანკის სხვა განყოფილებების და ფილიალების კომპიუტერები და
ტერმინალები ისე, რომ შესაძლებელია მათ შორის სააღრიცხვო და სხვა ინფორმაცის
გაცვლა. ქსელის ფუნქციონირებაში მონაწილეობს სხვადასხვა კომპონენტები, ანუ
შემადგენელი ნაწილები.
ძირითადი კონფიგურაცია, ანუ კომპონენტების ერთმანეთთან შეერთების მოხაზულობა,
მარტივია, მაგრამ არჩევანი ყოველი კომპონენტისათვის ცვალებადია და ტექნოლოგიაც
გამუდმებით იცვლება. მონაცემთა გადამცემი სისტემის ჰარდუერის, ანუ ქსელის ერთი
კომპიუტერიდან მეორე დაშორებულ კომპიუტერში მონაცემების გადაცემისთვის საჭირო
ჰარდუერის, ძირითადი კომპონენტებია: 1) გადამცემი მოწყობილობა, 2)
კავშირგაბმულობის დამაკავშირებლები და 3) მიმღები მოწყობილობა. ბანკის მუშაკს
შეუძლია რაიმე ინფორმაციის გაგზავნა ფილიალში. ამ შემთხვევაში გადამცემი
მოწობილობა არის მუშაკის ტერმინალი ან პერსონალური კომპიუტერი.
კავშირგაბმულობის დამაკავშირებელი არის სატელეფონო ხაზი და მიმღები მოწყობილობა
არის კომპიუტერი ფილიალში. როგორც მოგვიანებით ნახავთ, არის ბევრი სხვა შესაძლო
კონფიგურაცია.
ამ ძირითად კონფიგურაციაში არსებობს სხვა ხშირად საჭირო კომპონენტები (სურ. 6-1).
ეს კომპონენტია მოდემი, რომელიც ხშირად საჭიროა კომპიუტერის მონაცემების
კავშირგაბმულობის არხებში გადასაცემ სიგნალებად გარდაქმნისთვის და პირიქით.
ვნახოთ როგორ მუშაობს ეს კომპონენტები ერთად. დავიწყოთ იმით, თუ როგორ ხდება
მონაცემების გადაგზავნა.

თუ გინდათ დაუკავშირდეთ სხვა კომპიუტერს, უნდა გადალახოთ მნიშვნელოვანი


დაბრკოლება: კომპიუტერების შეუთავსებლობა კავშირგაბმულობის ზოგიერთ
დამაკავშირებელთან. ტერმინალი ან კომპიუტერი ციფრულ სიგნალებს აწარმოებს, ხოლო
მონაცემთა გადაცემისთვის, უმეტეს შემთხვევაში, გამოიყენება ხმის გადაცემისთვის
აგებული სატელეფონო ხაზები, რომლებიც ანალოგურ სიგნალებს საჭიროებს. ჩვენ
გავეცნობით ციფრული და ანალოგური გადაცემის სახეებს და შემდეგ განვიხილავთ
66
მოდემებს, რომლებიც ახდენს მათ შორის გარდაქმნას.

ციფრული გადაცემა მონაცემებს აგზავნის განსხვავებული პულსების სახით (ჩართული


ან გამორთული), ამიტომ პირდაპირ შეუძლია მიიღოს კომპიუტერის მიერ წარმოქმნილი
მონაცემები. მაგრამ უმეტესი კავშირგაბმულობის საშუალება – როგორიცაა სატელეფონო
ხაზები, კოაქსალური კაბელები და მიკროტალღური სქემები – არ არის ციფრული.
უმეტესი მომხმარებლისთვის ამ ჩვეულებრივი საშუალებებით გადაცემა უფრო
მოხერხებულია, ვიდრე ციფრული გადაცემის ახალი საშუალებების შექმნა. თითქმის
ყველა ჩვეულებრივი კავშირგაბმულობის საშუალებები იყენებს ანალოგურ გადაცემას.
ანალოგური გადაცემა იყენებს უწყვეტ ელექტრულ სიგნალებს ტალღების სახით.
ციფრული სიგნალი უნდა გარდაიქმნას ანალოგურ სიგნალში მანამ, სანამ გადაეცემა
ანალოგური ხაზებით. ციფრულიდან ანალოგურ სიგნალებში გარდაქმნას ეწოდება
მოდულაცია, და შებრუნებულ პროცესს – საწყისი ციფრული ცნობის აღდგენას გადაცემის
მეორე ბოლოში – ეწოდება დემოდულაცია. ამგვარად, კომპიუტერების ანალოგური
გადაცემის კავშირგაბმულობის საშუალებით პირდაპირი შეერთების მაგივრად,
სიგნალების გარდაქმნისათვის საჭიროა დამატებითი მოწყობილობა. ამ მოწყობილობას
ჰქვია მოდემი.

მოდემი არის მოწყობილობა, რომელიც ციფრულ სიგნალებს გარდაქმნის ანალოგურ


სიგნალებში და პირიქით – ანალოგურ სიგნალებს გარდაქმნის ციფრულ სიგნალებში (სურ.
6-1). მოდემი არის მოდულიატორ-დემოდულიატორ სიტყვების შემოკლება. კომპიუტერზე
მოდემის მიერთების შემდეგ შესაძლებელია მონაცემების გაგზავნა. მოდემი ავტომატურად
იზრუნებს შესაბამის გარდაქმნაზე. თადაპირველად გამოსული მოდემები
კავშირგაბმულობასთან დაკავშირებული იყო ტელეფონის ყურმილით, რომელიც
დადებული უნდა ყოფილიყო მოდემის ბუდეზე. დღეს მოდემების უმეტესობა არის
პირდაპირ შეერთებადი მოდემი, რომლებიც პირდაპირაა შეერთებული სატელეფონო
ხაზზე სატელეფონო შემაერთებლის საშუალებით. მოდემი შეიძლება იყოს გარე ან შიგა.
გარე მოდემი კომპიუტერების გარეთ იდება (სურ. 6-2), ხოლო შიგა მოდემი კომპიუტერის
სასისტემო ნაწილში იდგმება (სურ. 6-3). პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელთა
უმრავლესობა ამჯობინებს შიგა მოდემს.
მოდემების მნიშვნელოვანი მახასიათებელია გარდაქმნის სიჩქარე, რომელიც
გასათვალისწინებელია მოდემის შეძენისას. მოდემების მომხმარებლები მათი
კომპიუტერების შესაერთებლად ძირითადად იყენებენ ჩვეულებრივ სატელეფონო ხაზებს
და იხდიან ტელეფონის გადასახადს იმის მიხედვით, რა დროის განმავლობაშიც იქნებიან
შეერთებულნი. ამიტომ ეს გარემოება აიძულებს მომხმარებელს რაც შეიძლება სწრაფად
მოახდინოს მონაცემთა გადაცემა. საქართველოში ჩვეულებრივი სატელეფონო ხაზები
უზრუნველყოფს 56000 ბიტს/წამში გადაცემის მაქსიმალურ სიჩქარეს. ამ სიჩქარით ერთი
ინტერვალით ნაბეჭდი ორი ფურცლის გაგზავნა შეიძლება ერთ წამზე ნაკლებ დროში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სატელეფონო ხაზით ძირითადად ხდება ანალოგური, ანუ


ხმოვანი, სიგნალების გადაცემა. DSL ტექნლოგია მომხმარებელს საშუალებას აძლევს
სატელეფონო ხაზებით გადასცეს, როგორც ანალოგური, ასევე ციფრული სიგნალები. DSL არის
Digital Subscriber Line სიტყვების აბრევიატურა და ქართულად ნიშნავს “ციფრულ სააბონენტო
ხაზს”. ამ ტექნოლოგიის გამოყენებისთვის ტელეფონის აბონენტთან და სატელეფონო
სადგურში უნდა დამონტაჟდეს DSL მოწყობილობა (სურ. 6-4). აბონენტთან ეს

67
მოწყობილობა ანალოგურ სიგნალებს გაგზავნის სატელეფონო აპარატში, ხოლო ციფრულ
სიგნალებს კომპიუტერში. ეს ძალიან მოხერხებულია მომხმარებლისთვის, ვინაიდან მას
შეუძლია ჩაერთოს კომპიუტერულ ქსელში ისე, რომ ტელეფონი თავისუფალი რჩება.
ამასთან ერთად, DSL ტექნლოგიით მონაცემების გადაცემა გაცილებით მაღალი სიჩქარით
ხდება, ვიდრე ჩვეულებრივი მოდემის გამოყენებით.
არსებობს DSL ტექნლოგიის რამდენიმე სახე, ერთ-ერთი მათგანია ADSL (Assimetric
Digital Subscriber Line), რომელიც თანდათან ვრცელდება საქართველოში. ADSL
ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მომხმარებელს მონაცემები გადაეცეს 8,192 მეგაბიტი/წ
სიჩქარით, ხოლო მომხმარებლიდან – 768 კილობიტი/წამში სიჩქარით. ე. ი., ამ
ტექნოლოგიით, მომხმარებელს მონაცემების მიღება შეუძლია 146-ჯერ უფრო სწრაფად,
ვიდრე ჩვეულებრივი მოდემით.
ახლა განვიხილოთ გადამცემი საშუალებები.

მონაცემების გადასაცემად შეგიძლიათ აირჩიოთ კავშირგაბმულობის სხვადასხვა


დამაკავშირებელი. კავშირგაბმულობის დამაკავშირებელი არის მონაცემთა
გადაცემისათვის გამოყენებული ფიზიკური საშუალება. თქვენი სახლის კომპიუტერის
შორეულ კომპიუტერთან მონაცემთა გადაცემის მიზნით შეერთება შეგიძლიათ
სატელეფონო სისტემით. დიდ დაწესებულებებს მეტი არჩევანი აქვთ და შეუძლიათ
გაითვალისწინონ ღირებულების ფაქტორი. ღირებულება კომპიუტრების
დაკავშირებისთვის შეიძლება არსებითი იყოს, ვინაიდან მან შეიძლება შეადგინოს
მონაცემთა დამუშავების ბიუჯეტის ერთი მესამედი, ასე რომ კავშირგაბმულობის
დამაკავშირებლის არჩევანის განხილვა მნიშვნელოვანია.
კავშირგაბმულობის საშუალებებს შორის ყველაზე გავრცელებულია მავთულების
წყვილები (სურ. 6-5). მავთულების წყვილები არის ერთმანეთზე გადაგრეხილი
იზოლირებული მავთულების კაბელი. მავთულების წყვილებს დაგრეხილ წყვილებსაც
უწოდებენ. მავთულების წყვილი იაფია და ხშირად გამოიყენება ინფორმაციის მოკლე
მანძილზე გადასაცემად, მაგალითად, მეტროპოლიტენის სატელეფონო სისტემაში.
მაღალი ხარისხის გადამცემ საშუალებად ითვლება კოაქსიალური კაბელი, რომელიც
არის მავთულებით ნაქსოვ დამცავ გარსაცმში მოთავსებული იზოლირებული მავთული
(სურ. 6-6). ის ტელევიზორისა და ანტენის შესაერთებლად გამოყენებული კაბელის
მსგავსია. ეს კაბელი შეიძლება ჩაიდოს მიწაში ან ზღვაში და მას შეუძლია მონაცემები
გადასცეს უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე სატელეფონო ხაზებს. კოაქსიალური კაბელი
ფართოდ გამოიყენება ერთმანეთისგან მოკლე მანძილზე განლაგებული
კომპიუტერებისგან შემდგარი ქსელის დამაკავშირებელ საშუალებად. ამ შემთხვევაში,
კოაქსიალური კაბელებით შეერთებულ კომპიუტერებს არ სჭირდება მოდემი.
სატელეფონო ხაზების უმეტესობა მონაცემებს გადასცემს ელექტრული მეტალის,
ჩვეულებრივ სპილენძის მავთულით. ეს მავთულები დაცული უნდა იყოს წყლისა და სხვა
კოროზიის გამომწვევი ნივთიერებებისგან. ამ და სხვა სირთულეების გადასაწყვეტად, Bell
Laboratories ფირმის მიერ შემუშავებული იქნა ბოჭკოვანოპტიკური ტექნოლოგია.
მონაცემების ელექტროსიგნალების გამოყენებით გადაცემის ნაცვლად, ბოჭკოვან
ოპტიკური ტექნოლოგია იყენებს სინათლეს. ბოჭკოვანოპტიკური კაბელები
დამზადებულია ადამიანის თმაზე წვრილი მინის ბოჭკოებისგან (სურ. 6-7), რომლებითაც
ხდება სინათლის სხივის ძალიან შორ მანძილზე გადაცემა. ბოჭკოვანოპტიკურ კაბელს
მონაცემების გადაცემა შეუძლია უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა გადამცემ საშუალებებს,
ამასთან ის უფრო მსუბუქი და იაფია, ვიდრე მავთულის კაბელები.

68
ასევე პოპულარულია მიკროტალღური გადაცემა (სურ. 6-8), მონაცემთა სიგნალების
გადაცემა ატმოსფეროში. ამ სიგნალების მიღება არ შეიძლება გამრუდებული დედამიწის
ირგვლივ. ამიტომ, მონაცემთა შორეულ მანძილზე გადაცემისთვის, გადამცემი
სადგურები, ჩვეულებრივ, მაღალ ადგილებზე (მთის წვერზე აღმართულ კოშკებზე და
შენობების თავებზე) განთავსებული ანტენები, განლაგებულია ყოველ 48 კილომეტრში.
მიკროტალღური გადაცემა ხასიათდება გადაცემის მაღალი სიჩქარით, ხარჯების
ეფექტურობით და მარტივი რეალიზაციით. ამიტომ ბოლო დროს ფართოდ გავრცელდა
მიკროტალღური გადაცემის ბაზაზე მომუშავე, როგორც ადგილობრივი ასევე შორეული,
კომპიუტერული ქსელები, რომლებსაც უსადენო ქსელებსაც უწოდებენ. ადგილობრივ
უსადენო ქსელებს Wi-Fi-ს სახელით, ხოლო შორეულ უსადენო ქსელებს Wi-MAX-ის
სახელითაც მოიხსენიებენ.
კავშირგაბმულობის სატელიტები დედამიწიდან ძალიან შორ მანძილზე – 35000
კილომეტრის ზემოთ – არის განლაგებული. სატელიტური გადაცემის ძირითადი
კომპონენტებია დედამიწის სადგურები, რომლებიც აგზავნის და ღებულობს სიგნალებს და
სატელიტის კომპონენტი, რომელსაც ტრანსპონდერი ეწოდება. ტრანსპონდერი ღებულობს
დედამიწიდან გადაცემულ სიგნალებს, აძლიერებს ამ სიგნალებს და გადასცემს დედამიწის
მიმღებ სადგურზე (სურ. 6-9). მთელ ამ პროცესს ერთ წამზე ნაკლები სჭირდება.

ადგილობრივი ქსელები (local area network, LAN) არის კომპიუტერების ერთობლიობა,


ჩვეულებრივ პერსონალური კომპიუტერების, რომლებიც იზიარებენ ჰარდუერს,
სოფთუერსა და მონაცემებს. მარტივი ტერმინებით, ადგილობრივი ქსელები აკავშირებს
პერსონალურ კომპიუტერებს ერთმანეთთან კავშირის (კომუნიკაციის) საშუალებით ისე,
რომ კომპიუტერებს შეუძლიათ გაინაწილონ რესურსები. ადგილობრივ ქსელებთან
მიერთებულ პერსონალურ კომპიუტერებს ხშირად სამუშაო სადგურებს უწოდებენ.
ადგილობრივ ქსელებთან მიერთებულ ყველა მოწყობილობას (პერსონალური
კომპიუტერებს და სხვა ჰარდუერს) ადგილობრივი ქსელის კვანძები ჰქვია. როგორც
სახელიდან გამომდინარეობს, ადგილობრივი ქსელის კვანძები ერთმანეთისგან მოკლე
მანძილით არის დაშორებული, ისინი, ჩვეულებრივ, ერთ ოფისში ან შენობაშია
განთავსებული.

ადგილობრივი ქსელები განსაკუთრებით შემდეგი ტიპიური სამუშაოს


შესრულებისთვის გამოიყენება:
• პერსონალურ კომპიუტერს შეუძლია წაიკითხოს მონაცემები სხვა კომპიუტერების
ხისტი დისკოდან ისე, როგორც მისი საკუთარი დისკოდან – თითქოს ეს მონაცემები მისი
საკუთარი იყოს. ეს საერთო საქმეზე მომუშავე მომხმარებლებს საშუალებას აძლევს
გაინაწილონ ტექსტის მომზადება, ელექტრონული ცხრილები და მონაცემთა ბაზის
მონაცემები.
• პერსონალურ კომპიუტერს შეუძლია დაბეჭდოს მისი ერთ-ერთი ფაილი სხვა
პერსონალურ კომპიუტერზე მიერთებულ პრინტერზე. მაღალი ხარისხის პრინტერი
შედარებით ძვირია, ამიტომ ადგილობრივი ქსელების საშუალებით ერთი პრინტერის
გამოყენება შეუძლია რამდენიმე მომხმარებელს.
• გამოყენებითი პროგრამის ერთი ასლი, რომელიც შეძენილია შესაბამისი ლიცენზიით
პროგრამის გამავრცელებლიდან, შეიძლება გამოყენებული იქნეს ადგილობრივი ქსელის
ყველა პერსონალური კომპიუტერის მიერ. ეს უფრო მარტივი და იაფია, ვიდრე ყოველი
კომპიუტერისთვის პროგრამის შეძენა.

69
ადგილობრივი ქსელების გამოყენება სულ უფრო და უფრო ფართო ხდება. ზოგიერთი
გამოყენებითი სამუშაოს შესრულება საჭიროებს, ერთი და იგივე მონაცემების
ურთიერთგაზიარებას თანამშრომელთა შორის.
მაგალითად, კომპანია კლიენტებს უგზავნის კატალოგს. კლიენტებს შემდეგ შეუძლიათ
ტელეფონით გააკეთონ შეკვეთა. კომპანიის მომსახურების წარმომადგენელს კლიენტთან
საუბრისას კლავიატურიდან კომპიუტერულ სისტემაში შეაქვს შეკვეთის მონაცემები.
მომსახურების წარმომადგენლები შეკვეთების შესატანად იყენებენ თავიანთ საკუთარ
კომპიუტერებს, მაგრამ იზიარებენ საერთო კომპიუტერის ფაილებს, რომლებიდანაც ისინი
იღებენ ინფორმაციას საწყობში არსებული საქონლის რაოდენობაზე და ფასზე. თუ ყოველ
წარმომადგენელს ფაილების ცალკე სიმრავლე ექნება, მათი მუშაობა გართულდება,
ვინაიდან ერთ წარმომადგენელს არ ეცოდინება სხვამ რა გაყიდა. მაგალითად, ერთ
წარმომადგენელს შეუძლია მიიღოს შეკვეთა 20 პერანგზე, მაგრამ, თუ სხვა
წარმომადგენლის მიერ უახლესი გაყიდვის გამო, საწყობში დარჩენილია მხოლოდ 5
პერანგი, ამ შეკვეთის დაკმაყოფილება შეუძლებელი იქნება.
ამის მსგავს გამოყენებებში მუშაკებს წვდომა უნდა ჰქონდეს ერთ ცენტრალურ მთავარ
ფაილთან, რომელიც ასახავს სხვა მუშაკების საქმიანობის შედეგებს. ადგილობრივი
ქსელები ასეთ წვდომას შესაძლებელს ხდის.

ადგილობრივი ქსელების ფიზიკურ განლაგებას და ურთიერთკავშირის სქემებს ეწოდება


ქსელის ტოპოლოგია. ადგილობრივი ქსელი შეიძლება იყოს სამი ძირითადი ტოპოლოგიის
– ვარსკვლავური, რგოლური და სალტური (სურ. 6-10).
ვარსკვლავურ ქსელს აქვს ცენტრალური ჰოსტ კომპიუტერი, რომელიც პასუხისმგებელია
ადგილობრივი ქსელების ხელმძღვანელობაზე. ამ კომპიუტერს ხშირად სერვერს უწოდებენ.
მასზე მიერთებულია გაზიარებული დისკო და პრინტერები. სერვერი აგრეთვე
უზრუნველყოფს სოფთუერთან წვდომას და ქსელის მეთვალყურეობას. ვარსკვლავურ ქსელში
ყოველი ცნობა იგზავნება სერვერის გავლით. სერვერები აგრეთვე გააჩნია რგოლურ ან
სალტურ ქსელებს, მაგრამ ცნობების გაგზავნა ხდება განსხვავებული გზით.
რგოლური ქსელი ყოველ კვანძს ერთმანეთთან აკავშირებს წრიული ბრუნვის წესით.
მონაცემები გადაეცემა რგოლის ირგვლივ ერთი მიმართულებით. მონაცემების გაგზავნა
ერთდროულად მხოლოდ ერთ კვანძს შეუძლია, ამიტომ რგოლურ ქსელს აქვს ნიშნის
გადაცემის სისტემა, რომელიც აწესრიგებს მონაცემთა გაგზავნის პროცესს. მონაცემთა
გაგზავნა შეუძლია ნიშნის მფლობელ კვანძს. გაგზავნილი მონაცემები გადადის რგოლის
გასწვრივ კვანძიდან კვანძში მანამ, სანამ შესაბამისი მიმღები არ მიიღებს მას. მიმღების
გამოცნობის შემდეგ ნიშანი განთავისუფლდება და გადაეცემა რგოლის შემდეგ კვანძში,
რომელიც, თუ მას არაფერი აქვს გასაგზავნი, ამ ნიშანს გადასცემს შემდეგ კვანძს, და ასე
შემდეგ.
სალტური ქსელი შედგება გრძელ კაბელზე მიერთებული კვანძებისაგან. რომელიმე
კვანძის მიერ მონაცემების გაგზავნის შემდეგ ყოველი კვანძი ამოწმებს არის თუ არა ეს
მონაცემები მისი მისამართით. გაგზავნილ მონაცემებს მხოლოდ ის კვანძი მიიღებს ვისი
მისამართითაცაა და იმოქმედებს მასზე. კვანძი, რომელსაც სურს მონაცემების გაგზავნა
ელოდება მანამ, სანამ ქსელი არ განთავისუფლდება. სალტური ქსელი არის ყველაზე
გავრცელებული კონფიგურაცია. ფართოდ გამოიყენება Ethernet სალტური ქსელი.
სალტური ქსელი არის აგრეთვე ტოლი-ტოლთან ქსელი. როგორც აღვნიშნეთ, ასეთი
ქსელის მომხმარებლებს შეუძლიათ სხვა რომელიმე კომპიუტერზე არსებული
სოფთუერის საკუთარ კომპიუტერზე გამოყენება.

70
შორეული ქსელი არის გეოგრაფიულად დაშორებული კომპიუტერებისა და ტერმინალების
ქსელი. ამ ქსელების უმრავლესობა იყენებს სატელეფონო სისტემებს, თუმცა ზოგიერთ
კომპანიას მოწყობილი აქვს თავისი მიკროტალღური სატელიტური ქსელები.
დღეს მთელ მსოფლიოში 500 მილიონზე მეტი ტელეფონია დადგმული, თეორიულად
თქვენ ნებისმიერ მათგანს შეგიძლიათ დაურეკოთ. ამის გარდა, ნებისმიერ ამ ტელეფონს
შეუძლია იყოს კომპიუტერული ქსელის ნაწილი. ჩვენ განვიხილეთ კავშირგაბმულობის
რამდენიმე საშუალება, მაგრამ, როგორც სახლში, ასევე ოფისში, შორეული ქსელების
საფუძველი ჯერ კიდევ ტელეფონია. რევოლუციური ცვლილებები განსაკუთრებით
აშკარაა ოფისში.
ოფისის ავტომატიზაცია ისევე იცვლება, როგორც თვითონ ოფისი. ზოგადად, ოფისის
ავტომატიზაცია არის ოფისის მიზნების მისაღწევად თანამედროვე კომპიუტერული
ტექნოლოგიების გამოყენება. უმრავლესი ავტომატიზებული ოფისი იყენებს
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ისეთ სიახლეებს როგორიცაა: ელექტრონული ფოსტა,
ხმოვანი ფოსტა, ტელეკონფერენცია, ფაქსიმილე და სხვა.

ელექტრონული ფოსტა (Electronic mail, E-mail) არის ერთი კომპიუტერიდან მეორე


კომპიუტერში შეტყობინების გაგზავნის პროცესი. ელექტრონული ფოსტა გაცილებით
იაფია, ვიდრე ტელეფონი, ამიტომ ის ოფისის მუშაკებს ათავისუფლებს ტელეფონისაგან.
ბევრ კომპანიას ჰყავს ისეთი მოსამსახურეები, რომლებიც გეოგრაფიულად გაფანტულნი
ან ძლიერ მოძრავნი არიან, ამიტომ მათთან მიწვდომა და დაკავშირება ძნელია. თუ ისინი
ხშირად საჭიროებენ ერთად მუშაობას, მაშინ მათი ურთიერთკავშირი ძვირფასი და
მნიშვნელოვანია. ამ კომპანიებისთვის კავშირგაბმულობის საუკეთესო ვარიანტია
ელექტრონული ფოსტა. მომხმარებელს კომპიუტერული ქსელით შეუძლია: გაუგზავნოს
კლავიატურიდან შეტანილი შეტყობინება კოლეგებს ქვედა სართულზე; გაუგზავნოს
შეკითხვა ქალაქის ბოლოში პიროვნებას, რომელიც ტელეფონით ძნელი მისაწვდომია;
გაუგზავნოს სამსახურეობრივი ბარათი ერთდროულად ყველა რეგიონალურ მენეჯერს
სხვადასხვა ქალაქში.

ხმოვანი ფოსტის სისტემით მომხმარებელი ჩვეულებრივად რეკავს საჭირო ნომრის


აკრეფით. თუ მიმღები არ პასუხობს, დამრეკავი უკარნახებს შეტყობინებას, რომელიც
ჩაიწერება სისტემაში. ხმოვანი ფოსტის კომპიუტერული სისტემა ნაკარნახებ სიტყვებს
გარდაქმნის ციფრულ იმპულსებში და შეინახავს მიმღების “საფოსტო ყუთში”.
მოგვიანებით, როდესაც მიმღები დარეკავს მის საფოსტო ყუთში, სისტემა გადასცემს
შეტყობინებას აუდიო სახით (სურ. 6-11).
ხმოვანი წერილების გაგზავნა ელექტრონული ფოსტითაც შეიძლება, მაგრამ არის ერთი
დიდი განსხვავება ელექტრონული ფოსტის ხმოვან ვერსიასა და ხმოვან ფოსტას შორის.
ელექტრონული ფოსტის შემთხვევაში, თქვენ და ფოსტის მიმღებს უნდა გქონდეთ
თავსებადი კომპიუტერული მოწყობილობები და უნდა შეგეძლოთ მათი გამოყენება. ამის
საპირისპიროდ, ხმოვანი ფოსტისთვის თქვენ მხოლოდ ტელეფონი გჭირდებათ.
ტელეფონი არის ყველგან და ყველამ იცის მისი გამოყენება.

ტელეკონფერენცია არის დაშორებულ ადგილებში მყოფ ადამიანებს შორის


საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერების გამოყენებით ტექსტობრივი, აუდიო
და ვიდეო კავშირის დამყარების მეთოდი. ტელეკონფერენცია გეოგრაფიულად სხვადასხვა

71
ადგილებში მყოფი ადამიანებისა და მათი აზრების თავმოყრის საშუალებაა, ამიტომ ის
ოფისის ავტომატიზაციის განვითარებაში დიდი იმედის მომცემია. ამ ტექნოლოგიის
ფართო გამოყენება დაიწყო 1990-იანი წლების მეორე ნახევარში.
არსებობს ტელეკონფერენციის რამდენიმე სახე. მათ შორის უმარტივესია ტექსტობრივი
ტელეკონფერენცია, რომელიც წარმოადგენს მომხმარებელთა მიერ კლავიატურიდან
შეტანილი შეტყობინების ქსელში გაგზავნის, მიღებისა და დახსომების მეთოდს.
ტექსტობრივი ტელეკონფერენცია შეიძლება გამოყენებული იქნეს რთული პროექტების
შორ მანძილზე და ხანგრძლივი დროის განმავლობაში კოორდინაციისთვის. მონაწილეებს
შეუძლიათ დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ინფორმაცია გაცვალონ ერთდროულად ან
მომხმარებლისათვის მოხერხებულ სხვადასხვა დროს.
ტექსტობრივი ტელეკონფერენცია იყენებს სოფთუერის პაკეტს, რომელიც
შემუშავებულია ურთიერთკავშირის საორგანიზაციოდ. კონფერენციის სოფთუერი
მუშაობს ქსელის ჰოსტ კომპიუტერზე, რომელიც შეიძლება იყოს მიკრო, მინი ან
დიდიკომპიუტერი. ამასთან ერთად, ჰოსტ კომპიუტერთან და კონფერენციის
სოფთუერთან წვდომისთვის, ყოველი მონაწილე საჭიროებს პერსონალურ კომპიუტერს ან
ტერმინალს, ტელეფონს, მოდემს და საკომუნიკაციო ქსელის სოფთუერს. ტექსტობრივი
ტელეკონფერენცია არის ბევრი-ბევრთან მოწყობის, ანუ ყველას შეუძლია კომპიუტერით
“ისაუბროს” ყველასთან. შეტყობინება შეიძლება გაეგზავნოს ამორჩეულ პიროვნებას ან
პიროვნებების ჯგუფს ან ყველა მიმღებს. მიმღებები მიღებისთანავე შეამჩნევს შემოსულ
შეტყობინებებს.
ტელეკონფერენციის მეორე სახეა ვიდეო ტელეკონფერენცია, რომელიც, კომპიუტერთან
ერთად ვიდეოკამერის და აუდიო მოწყობილობების გამოყენებით, ტელეკონფერენციის
მონაწილეებს საშუალებას აძლევს მოუსმინონ ერთმანეთის ლაპარაკს და კომპიუტერის
ეკრანზე დაინახონ ერთმანეთის მოძრავი გამოსახულება (სურ. 6-12). ტექნოლოგია
იცვლება, მაგრამ შემადგენელი ნაწილები ჩვეულებრივ არის დიდი ეკრანი, ვიდეო კამერა,
აუდიო მოწყობილობები და კომპიუტერული სისტემა, რომლითაც ხდება მონაწილეთა
შორის აუდიო-ვიდეო ურთიერთობის ჩაწერა და გამოტანა. ვიდეო ტელეკონფერენციის
მოწყობის დაქირავება ძვირად ღირებულია, კიდევ უფრო ძვირია მისი შექმნა, მაგრამ ეს
ხარჯები უმნიშვნელოა პიროვნებების შეხვედრებისთვის საჭირო დროსთან და
მგზავრობის ხარჯებთან შედარებით.

ფაქსიმილე არის მონაცემთა გადამცემი სისტემის გამოყენებით ერთი ადგილიდან


მეორეზე დოკუმენტების გამოსახულებების გადაცემის ტექნოლოგია. მისი საშუალებით
შესაძლებელია გრაფიკის, სქემების, ტექსტის და ხელნაწერების გამოსახულებების
მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ ადგილზე გადაგზავნა. ფაქსიმილეს ტექნოლოგიის ერთი
სახეა ტელეფონთან შეერთებული ფაქსის მანქანა. ფაქსის მანქანის გამოყენებისას,
ნახატები ან სხვა დოკუმენტები ჩაიდება ფაქსის მანქანაში, სადაც ის გარდაიქმნება
ციფრულ მონაცემებად და გადაიგზავნება შორ მანძილზე, სადაც ფაქსის მანქანით აიწყობა
საწყის გამოსახულებაში. ყველაფერი ეს ხდება ერთ წუთში ან უფრო ნაკლებ დროის
განმავლობაში. ფაქსიმილე უფრო სწრაფია და უფრო ნაკლებად ხარჯიანია, ვიდრე
ფოსტის მომსახურება. ფაქსიმილეს შემოკლებულად ფაქსს უწოდებენ. ფაქსი ოფისებში და
სახლში ჩვეულებრივი გახდა.
ფაქსიმილეს მეორე სახესხვაობაა კომპიუტერული ფაქსიმილე, რომელიც კომპიუტერის
მიერ შექმნილი ტექსტების და გრაფიკების გადაცემისთვის იყენებს პერსონალური
კომპიუტერის შიგნით ჩადებულ ფაქსის ფირფიტას. თუ გადასაცემი დოკუმენტი

72
ქაღალდზეა, ჯერ უნდა მოხდეს მისი სკანერით კომპიუტერში შეტანა და დახსომება.
შემოსული ფაქსი ჩაიწერება ხისტ დისკოზე; მოგვიანებით შეიძლება მისი ეკრანზე
დათვალიერება და სურვილისამებრ პრინტერზე დაბეჭდვა. მომხმარებელს შეუძლია
იგივე მიზნისთვის გამოიყენოს ფაქს-მოდემის ფირფიტა, რომელიც, როგორც მისი სახელი
აღნიშნავს, ასრულებს როგროც ფაქსის, ასევე მოდემის ფუნქციას.

თქვენ უკვე შეგიძლიათ ზოგიერთი საფინანსო ოპერაციები შეასრულოთ ელექტრონულად.


ბევრი საფინანსო დაწესებულება მომხმარებელს სთავაზობს სწრაფ საბანკო მომსახურების
სისტემას, რომელსაც გადასახდელების ელექტრონული გადაგზავნა ეწოდება.
გადასახდელების ელექტრონული გადაგზავნა მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეძენილი
ნივთებისა და მომსახურების გადასახადების გადახდა აწარმოოს ოფისიდან ან სახლიდან
კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით. მომხმარებელმა კლავიატურის გამოყენებით,
ბანკის ელექტრონულ სერვისზე კავშირის დამყარების შემდეგ, უნდა შეიტანოს
საიდენტიფიკაციო კოდი. თუ კოდი სწორი იქნება, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს
სხვადასხვა ელექტრონული საფინანსო მომსახურება. მათ შორის:
• დაათვალიეროს თავისი საბანკო ანგარიშის ბალანსი;
• მოახდინოს თავისი საბანკო ანგარიშიდან თანხების გადარიცხვა;
• ბანკის მომსახურეობას უბრძანოს ქვითრების გადახდა;
• თვალყური ადევნოს აქციების ბაზარს და შეიძინოს ან გაყიდოს აქციები.

განცხადებების დაფის სისტემა (bulletin board system, BBS) არის პოპულარული


საინფორმაციო მომსახურება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განათავსონ
განცხადებები და დაათვალიერონ სხვის მიერ განთავსებული განცხადებები.
განცხადებების დაფის სისტემა ჩვეულებრივი განცხადებების დაფის მსგავსია. ვთქვათ,
გსურთ რაიმე ნივთის (მაგალითად, ავტომობილის ან კომპიუტერის) გაყიდვა ან ყიდვა.
თქვენ ტოვებთ განცხადებას ელექტრონული განცხადებების დაფაზე, რომელშიც
მიუთითებთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართს, რათა დაინტერესებულმა პირმა
მოგმართოთ წინადადებით. იმისთვის, რომ შეძლოთ სხვის კომპიუტერზე არსებული
განცხადებების დაფაზე წვდომა, უნდა იცოდეთ მხოლოდ განცხადებების დაფის
ტელეფონის ნომერი. მოხმარებლებს განცხადებების დაფის გამოყენებით შეუძლიათ
ერთმანეთთან დაამყარონ მეგობრული ურთიერთობები და ერთმანეთს დაეხმარონ რჩევა-
დარიგებებით. კერძოდ, ვისაც თავისი კომპიუტერის შესახებ აქვს კითხვები, მას შეუძლია
მიიღოს უფასო რჩევები. ის მხოლოდ დატოვებს კითხვას განცხადებების დაფაზე და
შემდეგ ირჩევს პასუხებს. განცხადებების დაფის დაყენება შეუძლია ყველას ვისაც აქვს
პერსონალური კომპიუტერი. ამისთვის დამატებით საჭიროა სატელეფონო ხაზი, მოდემი,
წყვილი დისკმმართველი და სპეციალური სოფთუერი, რომელიც უფასოდ ან იფად
შეგიძლიათ შეიძინოთ.

ბევრმა ორგანიზაციამ შექმნა კომერციული საინფორმაციო სერვისი, რომელიც მონაცემთა


გადამცემი საშუალებების გამოყენებით ამ ორგანიზაციების მონაცემთა ბაზით სარგებლობის
საშუალებას იძლევა. მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი პერსონალური კომპიუტერები,
სატელეფონო ხაზებით, დაუკავშირონ ამ საიფორმაციო სერვისს და მიიღონ მათთვის საჭირო
სხვადასახვა სახის ინფორმაცია. ასეთი საინფორმაციო მომსახურება ფართოდ გამოიყენება
როგორც სახლში, ასევე ბიზნესის მომხმარებლებში. აშშ-ს ყველაზე პოპულარული
საინფორმაციო სერვისებია: CompuServe, Prodigy და America Online.

73
ეს საინფორმაციო სერვისები მომხმარებლებს სთავაზობს უამრავ მომსახურებას, მათ
შორის ახალ ამბებს, ამინდს, საყიდლებს, თამაშებს, სასწავლო მასალას, ელექტრონულ
ფოსტას და საფინანსო ინფორმაციას
ასეთი მომსახურების გადასახადი სხვადასხვაა. ის ძირითადად დამოკიდებულია
საინფორმაციო სერვისთან დაკავშირების დროის ხანგრძლივობაზე. ზოგიერთი სახის
მომსახურებაზე ყოველთვიური გადასახადია დაწესებული და მოიცავს განსაზღვრული
რაოდენობის დაკავშირების დროს, ხოლო ზედმეტი დროისთვის მომხმარებელმა უნდა
გადაიხადოს დამატებითი გადასახადი. საინფორმაციო სერვისთან დაკავშირება შეიძლება
შორეული ადგილებიდანაც, მაგრამ ამ შემთხვევაში მომსახურების ხარჯები ძალიან
გაიზრდება.

შორეული ქსელის ლოგიკური შედეგია ტელეკომუტინგი, რომელიც არის მონაცემთა


გადამცემი საშუალებების და კომპიუტერების გამოყენება სახლში სამუშაოების
შესრულებისთვის, ანუ დისტანციური მუშაობისთვის (სურ. 6-13). დღეს სამუშაო ძალის
დიდი ნაწილი საინფორმაციო მუშაკებია; თუ ისინი არ საჭიროებენ ერთმანეთთან ხშირ
პირდაპირ კავშირს, მათ შეუძლიათ სახლში იმუშაონ ტელეკომუტინგის გამოყენებით.
ტელეკომუტინგით მომუშავეთა რიცხვი თანდათან იზრდება. ამჟამად მათი რიცხვი 50
მილიონზე მეტია.
ტელეკომუტინგით ადამიანებს შეუძლიათ მთელი სამუშაო დროის განმავლობაში
სახლში მუშაობა, მაგრამ მას ძირითადად იყენებენ სახლში არასრული დროით
დასაქმებისთვის. ტელეკომუტერი, ანუ ტელეკომუტინგით მომუშავე მუშაკი, სახლში
მუშაობს კვირაში ორი ან სამი დღე და დანარჩენ დღეებში ოფისში დადის. საოფისე დრო
მას საჭირო თანამშრომლებთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს და საერთო საქმეში
თანამონაწილეობის გრძნობას უვითარებს.

ინტერნეტი არის არსებულთა შორის უდიდესი, მთელი დედამიწის კომპიუტერული


ქსელების სისტემა. დღეს ინტერნეტის მომხმარებლთა რიცხვი 500 მილიონზე მეტია.
გასაოცარია მაგრამ, ინტერნეტი არის თავისუფლად მოწყობილი ქსელების ერთობლიობა.
ინტერნეტს არავინ ფლობს და მას მოხალისეები ამუშავებენ. მას არ აქვს მთავარი
ცენტრალური სამმართველო, არც ცენტრალურად შემოთავაზებული სერვისი და არც
ცენტრალური ჩართული საძიებელი, რომელიც გეტყვის, თუ რა ინფორმაცია არსებობს და
რა ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი. ინტერნეტი თავდაპირველად შეიმუშავა და
დააფინანსა მხოლოდ აშშ-ს მთავრობამ. დღეს ინტერნეტი ბიბლიოთეკებს, კოლეჯებს,
კვლევით ლაბორატორიებსა და ბიზნესს აკავშირებს.
ინტერნეტის პოპულარობის მიზეზია ის, რომ მომხმარებელს შეუძლია მომსახურების
ფართო სპექტრის მიღება, კერძოდ:
• ინტერნეტი არის ურთიერთობისა და კომუნიკაციის ყველაზე ფართო საშუალება –
მომხმარებლებს შეუძლია: ელექტრონული წერილების და ფაილების მიღება-გაგზავნა;
ტექსტობრივი, აუდიო და ვიდეო დიალოგი და ურთიერთობა; რაიმე თემაზე გამართულ
კამათში მონაწილეობის მიღება.
• ინტერნეტი არის ყველაზე მასობრივი და სწრაფი ინფორმაციის წყარო – მომხმარებელს
შეუძლია ნებისმიერ საკითხზე მონაცემთა ძებნა.
• ინტერნეტი არის ყველაზე დიდი გართობის წყარო – მომხმარებელს შეუძლია
თამაშებით გართობა, მუსიკის მოსმენა, ვიდეო ფილმების ყურება და ა.შ.
• ინტერნეტი რეკლამის იდეალური ინსტრუმენტია – მომხმარებელს შეუძლია აწარმოოს

74
საქონლის და მომსახურების ძალიან ეფექტური რეკლამა.
• ინტერნეტი ბიზნესის წარმოების ყველაზე საუკეთესო არეალია – მომხმარებელს
შეუძლია აწარმოოს ელექტრონული ვაჭრობა, ანუ საქონლის და მომსახურების შეძენა და
გაყიდვა.
ინტერნეტში მუშაობისათვის მომხმარებელს უნდა ჰქოდეს სპეციალური სოფთუერი.
ამასთან მან უნდა გადაიხადოს საათობრივი გადასახადი, იმის მიხედვით, თუ რა დროით
იქნება ჩართული ინტერნეტში.
ინტერნეტმა სრულიად შეცვალა წარმოდგენა მასობრივ ინფორმაცაზე. მან, შეიძლება
ითქვას, გააქრო სახელმწიფოებს შორის საზღვარი და ადამიანები ერთმანეთთან უფრო
დააახლოვა. სამწუხაროდ, საქართველოში ინტერნეტით მომსახურება გაცილებით ძვირია,
ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ამის გამო ჩვენთან ინტერნეტის მომხმარებელთა
რიცხვი ძალიან მცირეა.
ინტერნეტი განუწყვეტლივ ვითარდება და მსოფლიო მასშტაბით მისი მომხმარებელთა
რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება.
1998 წელს აშშ-ს მსხვილმა სასწავლებლებმა, სამეცნიერო დაწესებულებებმა და
სამრეწველო კომპანიებმა დააფუძნეს ახალი ქსელი – ინტერნეტ-2. ამ ქსელით მონაცემთა
გადაცემის სიჩქარე ჩვეულებრივი ქსელით გადაცემის სიჩქარეზე 1000-ჯერ მეტია. ასეთი
სიჩქარით უკვე რეალური ხდება “კომპიუტერული ტელევიზია”, რეალური დროის ვიდეო
გადაცემა და ბევრი ისეთი რამ, რაც ცოტა ხნის წინ მხოლოდ ფანტაზია იყო.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომავალ რამდენიმე წლებში ინტერნეტის მომხმარებელთა
რიცხვი ძალიან გაიზრდება. ინტერნეტი უფრო დაწვრილებით განხილულია მეთერთმეტე
თავში.
•••
მონაცემთა გადაცემის უახლესი მომავალი ადვილი დასანახავია. მოთხოვნები
მომსახურებაზე განუწყვეტლივ იზრდება. ინტერნეტი და ელექტრონული ფოსტა
გავრცელებულია ოფისებში, კოლეჯებში და სახლებში. შესაძლებელი გახდება ნებისმიერი
ადგილებიდან ყველა სახის მონაცემთა ბაზებთან დაუყოვნებლივი წვდომა. მოემზადეთ
მომსახურების ისეთი ახალი სახეებისთვის, რომლებითაც მონაცემთა სწრაფი გადაცემა
შესაძლებლი და ხელმისაწვდომი იქნება სახლში, ოფისში და ყველგან სადაც თქვენ
დადიხართ.

როგორც უკვე იცით, სოფთუერი იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: გამოყენებითი


სოფთუერი, საოპერაციო სისტემები და დაპროგრამების ენის პროცესორები.
მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს ამ სამი სახის სოფთუერს შორის ძირითადი
განსხვავება და მათი მახასიათებლები, რათა შეძლოს მათი შეფასება და შემოწმება.
იმისთვის, რომ ადვილად გავიგოთ სოფთუერის კატეგორიებს შორის განსხვავება,
გავიმეოროთ პირველ თავში მოცემული განსაზღვრებები.
• გამოყენებითი სოფთუერი არის ერთმანეთთან დაკავშირებული პროგრამების
ერთობლიობა, რომლებიც შექმნილია სპეციალური სამუშაოს შესასრულებლად -
მომხმარებლისთვის კერძო ამოცანის გადასაწყვეტად, მაგალითად, ხელფასის უწყისის
დამუშავებისას გამოთვლების ჩასატარებლად ან სხვადასხვა ტიპის მონაცემების
გაძღოლისთვის.
• საოპერაციო სისტემა ასრულებს გამოყენებით სოფთუერსა და ჰარდუერს შორის
შუამავლის როლს. ის მუშაობას იწყებს კომპიუტერის ჩართვისთანავე და ფუნქციონირებს
როგორც კომპიუტერის ჰარდუერის კომპონენტებისა და გამოყენებითი პროგრამების
კოორდინატორი. თუ თქვენი კომპიუტერის ძირითად მეხსიერებაში (RAM-ში) არ არის
75
ჩატვირთული საოპერაციო სისტემის სოფთუერი, თქვენი ჰარდუერი და გამოყენებითი
სოფთუერი გამოუსადეგარია.
• დაპროგრამების ენის პროცესორები დამპროგრამებელის მიერ მაღალი დონის ენაზე
დაწერილ პროგრამას თარგმნის მანქანურ ენაში. მათი დანიშნულებაა, აგრეთვე,
დამპროგრამებელს გაუადვილოს კომპიუტერული პროგრამის დაწერისა და სოფთუერის
შემუშავების პროცესი. დაპროგრამების ენის პროცესორებს ტრანსლიატორებსაც უწოდებენ.
მუშაობისას, ყოველი გამოყენებითი სოფთუერი, საჭირო მოქმედებების
შესრულებისათვის, კომპიუტერის ჰარდუერს მიმართავს საოპერაციო სისტემის
მეშვეობით. შეიძლება წარმოვიდგინოთ შემდეგნაირად: გამოყენებითი სოფთუერი არის
ის, რასაც კომპიუტერი აკეთებს, ხოლო საოპერაციო სისტემა არის ის, თუ როგორ აკეთებს
მას კომპიუტერი. მომხმარებელმა უნდა შეიძინოს როგორც გამოყენებითი სოფთუერი,
ასევე საოპერაციო სისტემის სოფთუერი. ბევრი მომხმარებელი გამოყენებით სოფთუერს
მეგობრების რჩევით ყიდულობს. ისინი თავს არ იწუხებენ იმის შეფასებით, თუ რა
მახასიათებლები გააჩნია სოფთუერს და როგორი შესაძლებლობის ჰარდუერია საჭირო
მისთვის. სოფთუერის ასეთი შერჩევა უფრო მარტივია, მაგრამ მხოლოდ მეგობრების
რჩევაზე დაყრდნობით შერჩეული სოფთუერის ხანგრძლივი გამოყენებისას დამატებითი
დრო და ფული დაგეხარჯებათ. იმის ცოდნა, თუ რა პროგრამები არსებობს და როგორ
შევაფასოთ ისინი, არსებითია მონაცემთა დამუშავების მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებისთვის.
დიდიკომპიუტერული სისტემებისთვის საოპერაციო სისტემის შერჩევას უფრო ხშირად
სპეციალისტების დახმარებით ახდენენ, ხოლო გამოყენებითი სოფთუერი ძირითადად
შეკვეთითარისდამზადებული(შეკვეთითშემუშავებულისოფთუერი).
მიკროკომპიუტერების მომხმარებლები საოპერაციო სისტემას, როგორც წესი, შეძენილ
კომპიუტერთან ერთად ღებულობს, ხოლო გამოყენებითი სოფთუერი და საოპერაციო
სისტემის ახალი ვერსია მას შეუძლია კომპიუტერების მაღაზიაში შეიძინოს.
თუ თქვენ ახლა იწყებთ კომპიუტერის გამოყენებას, მაშინ ჯერ უნდა განსაზღვროთ
მონაცემთა დამუშავების მოთხოვნილებები, შემდეგ უნდა შეარჩიოთ გამოყენებითი
სოფთუერი, შემდეგ შესაბამისი ჰარდუერი და ბოლოს უნდა შეარჩიოთ ისეთი საოპერაციო
სისტემის სოფთუერი, რომლის საშუალებითაც ეფექტურად გამოიყენებთ გამოყენებით
სოფთუერს და, თუ საჭირო გახდა, შეგეძლებათ სისტემის გაფართოებასაც. გამოყენებითი
სოფთუერის პირველ რიგში შერჩევით თქვენ გარანტირებული იქნებით, რომ მონაცემთა
დამუშავების ყველა მოთხოვნილებას დაიკმაყოფილებთ. ამასთან ერთად, აღარ მოგიწევთ
ისეთი გამოყენებითი სოფთუერის ძებნა, რომელიც თავსებადი იქნება უკვე ნაყიდი
საოპერაციო სისტემის სოფთუერთან და ჰარდუერთან.
როდესაც მუშაობას იწყებთ ოფისში, საოპერაციო სისტემის სოფთუერი და ჰარდუერი
შესაძლებელია იქ უკვე არსებობდეს. თუ თქვენ ირჩევთ გამოყენებით სოფთუერს, უნდა
შეარჩიოთ ისეთი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი სამუშაოს შესრულებაში და ამასთან
ერთად, თავსებადი იქნება უკვე არსებულ საოპერაციო სისტემის სოფთუერთან და
კომპიუტერის ჰარდუერთან. გამოყენებითი სოფთუერი გაცილებით მეტი არსებობს,
ვიდრე საოპერაციო სისტემის სოფთუერი. გამოყენებითი სოფთუერის შეძენა შეიძლება
კომპიუტერების მაღაზიაში (შეფუთული სოფთუერი), მაგრამ ასეთი სოფთუერი მხოლოდ
რაიმე კონკრეტული საქმიანობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გამოდგება.
იმისათვის, რომ გადაწყვიტოთ, რომელი გამოყენებითი სოფთუერი გჭირდებათ, საჭიროა
წინდახედული ანალიზი.

76
თავი 7.
გამოყენებითი სოფთუერი

დღეს კომპიუტერის სოფთუერი მულტიმილიარდი დოლარის ინდუსტრიაა. ათასობით


კომპანიამ დაიწყო საქმიანობა გამოყენებითი სოფთუერის ინდუსტრიაში და შექმნა
სხვადასხვა სახის პროდუქცია. აქედან გამომდინარე, გამოყენებითი სოფთუერის წყაროები
გაიზარდა. გამოყენებითი სოფთუერის შეძენა შეიძლება პირდაპირ მის მწარმოებელთან ან
კომპიუტერებისა და სოფთუერის გაყიდვასა და თანხლებაში დასპეციალიზებულ
ფირმებში. საქართველოში და თითქმის ყველა განვითარებად ქვეყანაში, საუბედუროდ
თუ საბედნიეროდ, სოფთუერი შეიძლება არალეგალურად შეიძინოთ გაცილებით იაფად
ან სრულიად უფასოდაც კი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სოფთუერის არალეგალური
გავრცელება ძლიერ აფერხებს საქართველოში სოფთუერის ინდუსტრიის განვითარებას.
თუ თქვენ ვერ ნახავთ ისეთ შეფუთულ სოფთუერს, რომელიც თქვენს მოთხოვნებს
დააკმაყოფილებს, მაშინ ის თვითონ ან ვინმესთან ერთად უნდა შეიმუშაოთ. თუ თქვენ არ
იცით როგორ შეიმუშაოთ სოფთუერი, მაშინ მისი შემუშავებისთვის უნდა დაიქირაოთ
კომპიუტერების პროფესიონალი ან მისი შემუშავება შეუკვეთოთ სოფთუერის
შემმუშავებელ სპეციალისტებს. მაგრამ პროფესიონალის დაქირავება სოფთუერის
დასაწერად და სოფთუერის შეკვეთით შემუშავება გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე
მაღაზიაში ან მწარმოებელთან შეფუთული სოფთუერის შეძენა.
ამ თავში განხილულია ზოგადი დანიშნულების გამოყენებითი სოფთუერი, რომელიც,
როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე პოპულარული გამოყენებითი სოფთუერის სახეა. ზოგადი
დანიშნულების გამოყენებით სოფთუერს მიეკუთვნება: ტექსტის მომზადების,
საგამომცემლო, ელექტრონული ცხრილების, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების,
საგრაფიკო, საკომუნიკაციო, ინტეგრირებული პროგრამების, კომპიუტერული
დაპროექტების სისტემების, კომპიუტერული მოდელირების სისტემების, კომპიუტერული
წარმოების სისტემების, უტილიტების და შემოქმედებითი სოფთუერი.
ჯერ გავეცნოთ გამოყენებითი სოფთუერის საერთო შესაძლებლობებს.

ყველა თანამედროვე გამოყენებით სოფთუერთან მუშაობისას მომხმარებელი იყენებს


ფანჯარას, კურსორს, ღილაკს, მენიუს ზოლს, სკროლინგს, განშლად მენიუს, დახმარების
ფანჯარას და სადიალოგო ფანჯარას.
ფანჯარა არის ეკრანის მართკუთხა არე, რომელშიც ასახულია ფაილის (მაგალითად,
ტექსტის) რაღაც ნაწილი (სურ. 7-1, 7-2).
კურსორი არის ეკრანზე მოციმციმე სიმბოლო (სურ. 7-2), რომელიც გვიჩვენებს ეკრანზე
სად აისახება კლავიატურაზე აკრეფილი მონაცემები – ასო, ციფრი ან სხვა სიმბოლო. მისი
გადაადგილება შეიძლება კურსორის გადაადგილების კლავიშებით ან მაუსით.
ღილაკი არის ფანჯრის ელემენტი (სურ. 7-2). მასზე დაწკაპუნებით, ანუ მაუსის
მიმთითებლის ღილაკზე მოთავსებით და მაუსის ღილაკზე ერთხელ დაჭერით და
აშვებით, მომხმარებელს შეუძლია გარკვეული მოქმედებების შესრულება.
სკროლინგი არის ფანჯარაში ასახული გამოსახულების ზევით ან ქვევით გადაადგილების
მოქმედება. სკროლინგით შეგიძლიათ ეკრანზე ასახოთ დიდი დოკუმენტის, მაგალითად,
ტექსტობრივი ფაილის, თავი ან ბოლო. სკროლინგი შეგიძლიათ შეასრულოთ PgUp და PgDn
კლავიშებით, კურსორის გადაადგილების კლავიშებით ან

77
გამოყენებითი სოფთუერის დოკუმენტაციაში მითითებული სპეციალური ბრძანებებით.
სკროლინგის შესრულება შეიძლება, აგრეთვე, ფანჯრის მარჯვენა და ქვედა მხარეს
ასახული სკროლის ზოლებზე მოთავსებულ ღილაკებზე დაწკაპუნებით (სურ. 7-2).
მენიუს ზოლი არის ამოსარჩევ ბრძანებათა სტრიქონი, რომელიც ასახულია ფანჯრის
თავის ან ბოლოს გასწვრივ (სურ. 7-2). მენიუს ზოლის ბრძანების ამორჩევა შეიძლება
ბრძანების სახელზე დაწკაპუნებით.
განშლადი მენიუ არის ამოსარჩევ ბრძანებათა სია, რომელიც ეკრანზე აისახება მენიუს
ზოლის რომელიმე ბრძანების ამორჩევის, ანუ ბრძანების სახელზე დაწკაპუნების, შემდეგ
(სურ. 7-3).
დახმარების ფანჯარაში ასახულია ინსტრუქცია სოფთუერის გამოყენების შესახებ.
დახმარების ფანჯრის ასახვა შეიძლება პროგრამის ფანჯრის მენიუს ზოლის Help
(დახმარება) ბრძანებაზე დაწკაპუნებით ან კლავიატურის F1 ფუნქციურ კლავიშზე თითის
დაჭერით. დახმარების ფანჯარაში მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს საკითხი, რომლის
შესახებაც მას სურს დახმარება. მაგალითად, მას შეუძლია დახმარების ფანჯარაში ასახოს
დახმარების ტექსტი დოკუმენტის ბეჭდვის ბრძანების შესახებ.
სადიალოგო ფანჯარა შეიცავს შეტყობინებას და მომხმარებლისგან მოითხოვს პასუხს
(სურ. 7-4).

ტექსტის მომზადების სოფთუერი ძალიან ზრდის მომხმარებლის შესაძლებლობებს


ტექსტობრივი დოკუმენტების შექმნის, რედაქტირების (შესწორების, შეცვლის),
გაფორმების და ბეჭდვის საქმეში. ამ სოფთუერით მომხმარებელს ძალიან იოლად
შეუძლია ტექსტში სიტყვების წინადადებებისა და აბზაცების ჩამატება, ამოშლა და
გადაადგილება. ტექსტის მომზადების სოფთუერით შესაძლებელია, აგრეთვე, მრავალი
დამატებითი მოქმედების შესრულება. მაგალითად, დოკუმენტის ტექსტის გაფორმება
სხვადასხვა არეებით, სიმბოლოების ზომებით და სტილებით. მომხმარებელს შეუძლია ეს
მანიპულაციები ეკრანზე შეასრულოს ტექსტის პრინტერზე დაბეჭდვამდე.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულია ტექსტის მომზადების სოფთუერი Microsoft
Word (სურ. 7-2). არსებობს კიდევ რამდენიმე პოპულარული ტექსტის მომზადების
სოფთუერი: Word Perfect, Word Star და სხვა.
ქვევით აღწერილია ტექსტის მომზადების სოფთუერის ზოგიერთი საერთო
შესაძლებლობები.
კორექტირება: ტექსტში სიმბოლოების წაშლა ან ჩასმა. კორექტირებისთვის ჯერ
კურსორი უნდა მოათავსოთ იქ სადაც გინდათ შეცდომის შესწორება. სიმბოლოების
წაშლისთვის უნდა დააჭიროთ Delete ან Backspace კლავიშს, ხოლო ახალი სიმბოლოების
შეტანისთვის უნდა დააჭიროთ სიმბოლოების შესაბამის კლავიშებს.
მონიშვნა და გადატანა (ან ამოჭრა და ჩაწებება): ტექსტის დიდი ფრაგმენტის მონიშვნა
და ადგილის შეცვლა. ამის გაკეთება შეიძლება არა მარტო ერთი დოკუმენტის შიგნით,
არამედ სხვადასხვა დოკუმენტებს შორისაც.
მართლწერისა და გრამატიკის შემოწმება: ბევრ ტექსტის მომზადების სოფთუერს გააჩნია
მართლწერისა და გრამატიკის შემოწმების საშუალება, რომელიც გიჩვენებთ შეცდომით
ჩაწერილ სიტყვას ან წინადადებას და შემოგთავაზებთ შესწორების ვარიანტებს.
ლექსიკონი: ლექსიკონის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ამოირჩიოს სიტყვის
შენაცვლება. მაგალითად, თუ თქვენ წერთ წერილს და გსურთ გამოიყენოთ უფრო მეტად
გამომსახველი სიტყვა, ვიდრე “ამაღელვებელი”, თქვენ შეგიძლიათ გააქტიუროთ თქვენი
ლექსიკონის პროგრამა და თხოვოთ ამ სიტყვის ალტერნატივა – მან შეიძლება

78
შემოგთავაზოთ “შიშის მომგვრელი” ან “გულში ჩამწვდომი”.
ფაილების შეერთება: ტექსტის მომზადების სოფთუერის უმრავლესობა მომხმარებელს
საშუალებას აძლევს მოახდინოს სხვადასხვა დოკუმენტების ნაწილების გაერთიანება და
რამდენიმე დოკუმენტისგან იოლად, სწრაფად და ნაკლებად მომაბეზრებელი
მოქმედებებით შექმნას ახალი დოკუმენტი. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ
მისამართების ფაილის წერილის ფაილთან კომბინირება. პროგრამა მოახდენს წერილში
სხვადასხვა მისამართების ჩასმას და შემდეგ პრინტერზე ბეჭდვას.
სკროლინგი: როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს შესაძლებლობა მომხმარებელს საშუალებას
აძლევს ფანჯარაში ასახული ტექსტი გადააადგილოს ზევით ან ქვევით და ფანჯარაში
ასახოს დიდი ტექსტის სასურველი ნაწილი. თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი გრძელი
ტექსტობრივი დოკუმენტის ერთდროულად დანახვა, მაგრამ სკროლინგის გამოყენებით
შეგიძლიათ დოკუმენტის ტექსტის ფანჯარაში გადაადგილება მანამ, სანამ არ მიაღწევთ
ტექსტის საინტერესო ადგილს. ბევრი პროგრამა საშულებას იძლევა ერთდროულად
“გადახტეთ” რამდენიმე ფურცელზე, მაგალითად, ტექსტის დასაწყისიდან პირდაპირ
ტექსტის ბოლოში.
ძებნა და შეცვლა: თქვენ შეგიძლიათ ტექსტში მოძებნოთ რაიმე სიტყვა, მაგალითად,
შეცდომით ჩაწერილი სახელი, და იგი სხვა სიტყვით შეცვალოთ.
შენიშვნების მოთავსება: ეს შესაძლებლობა მომხმარებელს საშულებას აძლევს
დოკუმენტის მომზადებისას შექმნას შენიშვნების ფაილი. პროგრამა შემდეგ ტექსტის
ბეჭდვისას ავტომატურად მოათავსებს შენიშვნებს შესაბამისი გვერდის ბოლოს.
გეგმის შედგენა: ზოგიერთი სოფთუერი ავტომატურად ადგენს ტექსტის გეგმას,
რომელიც აადვილებს ტექსტის მომზადების სამუშაოების შესრულებას; ეს გეგმა
შეგიძლიათ გამოიყენოთ დოკუმენტის დასათაურებად.
ფანჯრის დაყოფა: ეს შესაძლებლობა მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთდროულად
იმუშაოს დოკუმენტის ორ სხვადასხვა ნაწილთან, მაგალითად, ერთი დოკუმენტის ერთი
ნაწილი ასახოს ეკრანის ზედა ნაწილში, ხოლო მეორე ნაწილი – ეკრანის ქვედა ნაწილში.
თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ თითოეული ამ ნაწილის ერთმანეთისგან
დამოუკიდებელი სკროლინგი.
ეკრანის დაყოფა: ეს შესაძლებლობა მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთდროულად
იმუშაოს ორ ან მეტ სხვადასხვა დოკუმენტთან, რომლებიც შეუძლია ერთდროულად
ასახოს ეკრანის სხვადასხვა ნაწილებში.
ახალ სტრიქონზე ავტომატური გადასვლა: ტექსტის აკრეფისას, სიტყვები, რომლებიც
აღარ ეტევა მიმდინარე სტრიქონზე, ავტომატურად გადადის შემდეგ სტრიქონზე, ანუ
მათი გადატანისთვის მომხმარებელმა არ უნდა დააჭიროს Enter კლავიშს.
ფონტის შერჩევა: ფონტი, ანუ შრიფტი, არის ასოების ციფრებისა და სხვა სიმბოლოების
მოხაზულობა. მომხმარებელს შეუძლია, დოკუმენტის გარეგნული სახის გაუმჯობესების
მიზნით, ФДШУФЙ МПАМЖАГПУ УбЕАГАУбЕА ЧПНФЙУ (სურ. 7-5) გამოყენებით.
სიმბოლოების ზომის შეცვლა: მომხმარებელს შეუძლია ტექსტი მოამზადოს სხვადასხვა
ზომის ასოებისა და ციფრების გამოყენებით. სიმბოლოების ზომის ერთეულია წერტილი.
ერთი წერტილი დაახლოებით 1/72 დიუმის ტოლია (გავიხსენოთ, რომ 1 დიუმი
სანტიმეტრს). გაზომვა ხდება სტრიქონის ზევით მოთავსებული ასოების (მაგალითად, ბ ან
ზ) ზედა თავიდან სტრიქონის ქვევით მოთავსებული ასოების (მაგალითად, გ ან დ) ქვედა
ბოლომდე. ამ ტექსტის ასოების ზომა არის 10 წერტილი. სურ. 7-6-ზე ნაჩვენებია
სხვადასხვა ზომის ასოები და ციფრები.
გამსხვილება, დახრა, ხაზგასმა: ტექსტის მომზადების სოფთუერი საშუალებას იძლევა
ადვილად გამოვყოთ მნიშვნელოვანი სიტყვა მსხვილი, დახრილი ან ხაზგასმული ფონტის
79
სტილის გამოყენებით.
ტექსტის სწორება: მომხმარებელს შეუძლია ტექსტის სტრიქონების სწორება მარცხნივ,
მარჯვნივ, ცენტრში ან მარცხნივ და მარჯვნივ ერთდროულად (სურ. 7-7).
აბზაცის სტრიქონების შეწევა: მომხმარებელს შეუძლია სწრაფად მოახდინოს ტექსტის
აბზაცების ყველა სტრიქონის, მხოლოდ პირველი სტრიქონების ან პირველი სტრიქონის
გარდა ყველა ქვედა სტრიქონის მარცხენა კიდიდან მარჯვნივ შეწევა და აბზაცის ყველა
სტრიქონის მარჯვენა კიდიდან მარცხნივ შეწევა. მაგალითად, ამ წიგნის ტექსტის ყველა
აბზაცის პირველი სტრიქონი ჩაწეულია მარჯვნივ, ხოლო სურ. 7-8-ზე ნაჩვენებია აბზაცი,
რომლის პირველი სტრიქონის გარდა ყველა ქვედა სტრიქონია ჩაწეული მარჯვნივ.
ფაილის ფორმატის შეცვლა: ფაილის ფორმატი არის ფაილის სტრუქტურა, რომელიც
განსაზღვრავს ფაილის დამახსოვრების ხერხს და ფაილის ეკრანზე ასახვის ან პრინტერზე
ბეჭდვის ხერხს. ტექსტის მომზადების სოფთუერით შექმნილი ტექსტის ფაილი
დამატებით შეიცავს გაფორმების კოდებს. ტექსტის მომზადების ყოველი სოფთუერი
იყენებს განსხვავებულ კოდს. ფაილის ფორმატის შეცვლის შესაძლებლობით თქვენ
შეგიძლიათ შეცვალოთ ტექსტის მომზადების სოფთუერის ფაილის ფორმატი,
მაგალითად, Microsoft Word-ით მომზადებული ტექსტის ფაილი შეგიძლიათ გარდაქმნათ
Word Perfect-ის ფაილში და იმავე ტექსტის მომზადება გააგრძელოთ Word Perfect-ით.
ზოგიერთ ტექსტის მომზადების სოფთუერს, მათ შორის Microsoft Word-ს და Word
Perfect-ს, საგამომცემლო სოფთუერის შესაძლებლობებიც გააჩნია, კერძოდ მომხმარებელს
მათი საშუალებით შეუძლია გრაფიკისა და ტექსტის გაერთიანება, მაგრამ საგამომცემლო
სოფთუერს, ტექსტების მომზადების სოფთუერთან შედარებით, გააჩნია სხვადასხვა
ელემენტების დოკუმენტში ჩასმის და დოკუმენტის ხელახლა აწყობის უფრო მარტივი და
იოლი შესაძლებლობები.

საგამომცემლო სოფთუერი კომპიუტერის ჰარდუერის (ჩვეულებრივ მიკროკომპიუტერის,


ხისტი დისკოს, ლაზერული პრინტერის და სკანერის) გამოყენებით უზრუნველყოფს მაღალი
ტიპოგრაფიული ხარისხის გამოსაცემი ბეჭდვითი პროდუქციის პირველი პირის მიღებას. ამ
ტექნოლოგიით შესაძლებელია გრაფიკული გამოსახულებებისა და ტექსტების გაერთიანება,
მაგალითად, წინამდებარე წიგნის პირველი პირი მომზადდა საგამომცემლო სოფთუერით.
ყველაზე გავრცელებული საგამომცემლო სოფთუერი არის Adobe Page Maker, Ventura Publisher
და Quark XPress. საგამომცემლო სოფთუერი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ ფაილში
ან გამომავალ დოკუმენტში გააერთიანოს სხვადასხვა სოფთუერით შექმნილი სხვადასხვა
ფაილების ელემენტები.
საგამომცემლო სოფთუერის გამოყენების უპირატესობა დაფუძნებულია
მიკროკომპიუტერების დამუშავების გაზრდილ სიმძლავრეზე, ძირითადი მეხსიერების
დიდ ტევადობაზე და ლაზერული პრინტერების მიერ უზრუნველყოფილ მაღალ
ხარისხზე. მაგალითად, ლაზერული პრინტერით ფურცლის ერთსა და იმავე გვერდზე
ეფექტურად იბეჭდება როგორც ტექსტობრივი, ასევე გრაფიკული მონაცემები.
საგამომცემლო სოფთუერს ხშირად გვერდის აღწერის სოფთუერს უწოდებენ. ეს
სოფთუერი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ გვერდზე გააერთიანოს ტექსტი და
გრაფიკა. გვერდის აღწერის სოფთუერი იყოფა ორ კატეგორიად: კოდზე ორიენტირებული
და WYSIWYG (What You See Is What You Get – “რასაც უყურებთ იმას მიიღებთ”). კოდზე
ორიენტირებულ გვერდის აღწერის სოფთუერში ტექსტის გაფორმების ბრძანებები
დოკუმენტში არის ჩაწერილი კოდების ფორმით. კოდზე ორიენტირებული გვერდის
აღწერის სოფთუერი, WYSIWYG სოფთუერთან, შედარებით მომხმარებლისთვის

80
უზრუნველყოფს დახვეწილ საგამომცემლო შესაძლებლობებს და დაფუძნებულია
ტრადიციულ აწყობის ტექნიკაზე, რომელიც, აგრეთვე, იყენებს გაფორმების კოდებს. ასეთი
სოფთუერის გამოყენებას გააჩნია ორი ძირითადი ნაკლი. პირველი არის მისი გამოყენების
სირთულე – მასთან მუშაობის დაწყებამდე მომხმარებელს უნდა გააჩნდეს ტექსტის
აწყობის გამოცდილება. მეორე, მომხმარებელი ვერ შეხედავს საბოლოო დოკუმენტის სახეს
მანამ, სანამ არ დაბეჭდავს პრინტერზე. თუ მომხმარებელმა არ იცის კარგად კოდების
მნიშვნელობები, მაშინ მას შეიძლება მოუწიოს ძალიან ბევრი განმეორებადი ბეჭდვა
პრინტერზე, თუმცა ასეთი სოფთუერი ნაკლები სიმძლავრის მიკროპროცესორს, ნაკლები
ტევადობის ძირითად მეხსიერებას (RAM-ს) და ნაკლები ტევადობის ხისტ მაგნიტურ
დისკოს საჭიროებს, ვიდრე WYSIWYG სოფთუერი. კოდზე ორიენტირებული გვერდის
აღწერის სოფთუერს მიეკუთვნება SC-LaserPlus და Deskset. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ
კოდზე ორიენტირებული სოფთუერი დღეს ნაკლებად გამოიყენება.
WYSIWYG სოფთუერი (Page Maker, Ventura Publisher და Quark XPress) მომხმარებელს
საშულებას აძლევს ეკრანზე დაინახოს დოკუმენტი იმ სახით, რა სახეც ექნება მას
პრინტერზე დაბეჭდვის შემდეგ. ამის გამო ბევრი უპირატესობას ანიჭებს WYSIWYG
სოფთუერს. დოკუმენტის ფორმის დათვალიერებისთვის მომხმარებელმა არ უნდა იცადოს
მანამ, სანამ დოკუმენტი დაიბეჭდება. WYSIWYG სოფთუერით ტექსტის გაფორმებისას
მომხმარებელი მენიუს სიიდან ირჩევს ბრძანებას. ასეთი სახის საგამომცემლო სოფთუერი
უფრო ძლიერი მიკროპროცესორის, დიდი ტევადობის ძირითადი მეხსიერებისა და დიდი
ტევადობის ხისტი დისკოს მქონე კომპიუტერს საჭიროებს, ვიდრე კოდზე
ორიენტირებული სოფთუერი.
საგამომცემლო სოფთუერი ძალიან ეფექტურად შეუძლიათ გამოიყენონ
მომხმარებლებმა, რომლებიც ტექსტებსა და გრაფიკულ გამოსახულებებს პროფესიონალ
ამწყობებს ამზადებინებენ გამოსაცემად. ტექსტებისა და გრაფიკების გამოსაცემად
მომზადებისთვის ამწყობების დაქირავების ნაცვლად, რაც საკმაოდ ძვირია, თქვენ
შეგიძლიათ საგამომცემლო სოფთუერის გამოყენებით თვითონ მოამზადოთ გამოსაცემი
დოკუმენტი – მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ ამის შესწავლა, რაც სრულებით არ არის
ძნელი. საგამომცემლო სოფთუერის გამოყენებას აქვს შემდეგი უპირატესობები:
• თქვენ დაზოგავთ თანხას. პროფესიონალი ამწყობები ტექსტების მომზადებაში
საკმაოდ დიდ თანხას ითხოვენ.
• თქვენ დაზოგავთ დროს. საგამომცემლო სოფთუერი დოკუმენტის მომზადებისთვის
საჭირო დროს ამცირებს 50%-ით. როდესაც დოკუმენტს თქვენ თვითონ ამზადებთ
საგამომცემლო სოფთუერით, შეგიძლიათ დაუყოვნებლივ შეასრულოთ ნებისმიერი
შესწორება. ხოლო როდესაც ტექსტს გიმზადებთ ამწყობი, შესწორებების შეტანისთვის
მასთან სიარულმა შეიძლება რამდენიმე დღე დაგაკარგვინოთ.
• თქვენს ხელთაა მართვა: თქვენ პასუხისმგებელი ხართ საბოლოო შედეგზე და
განაგებთ დოკუმენტის მომზადების გრაფიკს.
ტიპიური კომპიუტერული საგამომცემლო სისტემა, რომელიც შეიცავს
მიკროკომპიუტერს, ლაზერულ პრინტერს და გვერდების აღწერის სოფთუერს,
დაახლოებით $1500 ღირს. ეს შეიძლება დიდი თანხაა, მაგრამ თუ თქვენ შეადარებთ იმ
დანახარჯებს, რომელიც გექნებათ რამდენიმე პროექტის შემუშავებისას და აწყობისას, ეს
თანხა აღარ მოგეჩვენებათ დიდად. საგამომცემლო სისტემის ღირებულება გაიზრდება თუ
სისტემაში სხვა დამატებით მოწყობილობებს ჩავრთავთ, მაგალითად, ოპტიკურ სკანერს,
რომლითაც შეიძლება სურათებისა და ფოტოების ტექსტში ჩასმა.

81
ელექტრონული ცხრილის სოფთუერი დაფუძნებულია ტრადიციული საბუღალტრო
აღრიცხვის სამუშაო ცხრილებზე და არის დიდი რაოდენობის სტრიქონებისა და
სვეტებისაგან შემდგარი ცხრილების ერთობლიობა, რომელთა უჯრედები შეიძლება
შეიცავდეს რიცხვებს, ტექსტებს ან ფორმულებს. ფორმულების გამოყენებით ხდება
ცხრილების უჯრედების მონაცემებზე მათემატიკური, ფინანსური, სტატისტიკური და
ლოგიკური გამოთვლების შესრულება. ელექტრონულ ცხრილს გააჩნია ავტომატური
გამოთვლების საშუალებები, რომელიც მომხმარებელს ათავისუფლებს მომაბეზრებელი
არითმეტიკისგან. სურ. 7-9-ზე ნაჩვენებია ელექტრონული ცხრილის მაგალითი,
რომელშიც ასახულია შემოსავლები და გამოანგარიშებულია ხარჯების ჯამი. ამ ცხრილის
აგებას დამწყებმა მომხმარებელმა 30 წუთზე ნაკლები მოანდომა.
ელექტრონულ ცხრილებთან მუშაობისას გამოიყენება შემდეგი ძირითადი ტერმინები
(სურ. 7-9): უჯრედი, სვეტი, სტრიქონი, სვეტის სათაური, სტრიქონის ნომერი, უჯრედის
მისამართი, აქტიური უჯრედი, მნიშვნელობა, ფორმულა, გადაანგარიშება, გრაფიკები,
ფანჯარა, სკორლინგი. ქვევით ჩამოთვლილია ამ ტერმინთა განმარტებანი.
უჯრედი არის ცხრილის ძირითადი ერთეული, რომელშიც ინახება მონაცემი ან სხვა
უჯრედებში არსებულ მონაცემებზე შესასრულებელი გამოთვლების ფორმულა.
სვეტი ეწოდება უჯრედების შვეულ მიმდევრობას. ელექტრონული ცხრილის
უმრავლესობას აქვს 256 სვეტი.
სტრიქონი ეწოდება უჯრედების თარაზულ მიმდევრობას. ელექტრონული ცხრილის
უმრავლესობას აქვს 65000-ზე მეტი სტრიქონი.
სვეტების სათაურები ჰქვია ცხრილის ზევით სვეტების თავზე ასახულ ლათინურ ასოებს.
სტრიქონების ნომრები ჰქვია ცხრილის მარცხენა კიდის სვეტში სტრიქონთა თავზე
ასახულ რიცხვებს.
უჯრედის მისამართი აღნიშნავს უჯრედის ადგილმდებარეობას. ის შედგება იმ სვეტის
სათაურისა და იმ სტრიქონის ნომრისაგან, რომელთა გადაკვეთაზე მდებარეობს უჯრედი.
მაგალითად, B3 არის B სვეტისა და მე-3 სტრიქონის გადაკვეთაში მდებარე უჯრედი.
აქტიური უჯრედი ჰქვია ცხრილის იმ უჯრედს, რომელშიც მოხდება მონაცემების შეტანა
ან შეცვლა. მომხმარებელს შეუძლია ცხრილის ნებისმიერი უჯრედის გააქტიურება.
ჩვეულებრივ, აქტიურ უჯრედს მსხვილ ხაზებიანი ჩარჩო აქვს.
მნიშვნელობა ჰქვია უჯრედში ჩაწერილ რიცხვს ან ტექსტს.
ფორმულა არის უჯრედში ჩაწერილი გამოთვლების ინსტრუქციები, რომლებსაც
შეასრულებს სოფთუერი მომხმარებლის მიერ მიცემული ბრძანებების საფუძველზე. ბევრი
ელექტრონული ცხრილის სოფთუერი შეიცავს მზა, მაგალითად, უჯრედების ჯამის,
საშუალო, უდიდესი და უმცირესი მნიშვნელობების გამოთვლის ფუნქციებს. ამ
ფუნქციების გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია სწრაფად ააგოს ფორმულები.
გადაანგარიშება ჰქვია მომხმარებლის მიერ ცხრილში შეტანილი ცვლილებების
მიხედვით ფორმულების ხელახალ შესრულებას და მონაცემების განახლებას.
გადაანგარიშება ხდება ავტომატურად, ცხრილში ცვლილებების შეტანისთანავე.
ფანჯარა არის ეკრანზე ასახული ცხრილის არე, რომლის დათვალიერებაც შეუძლია
მომხმარებელს ერთდროულად.
სკორლინგი არის, ცხრილის სხვადასხვა ნაწილების დანახვის მიზნით, ელექტრონული
ცხრილის არის ზევით, ქვევით, მარჯვნივ და მარცხნივ გადაადგილება.
გრაფიკები არის ნახატების სახით წარმოდგენილი რიცხვითი მონაცემები.
ელექტრონული ცხრილების სოფთუერის უმრავლესობა მომხმარებელს საშუალებას
აძლევს მონაცემები ასახოს გრაფიკულად, მაგალითად, დიაგრამების სახით.
82
ელექტრონული ცხრილების ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია არის “რა
მოხდება თუ” ანალიზის შესრულება. მომხმარებელს შეუძლია დასვას კითხვა: “რა
მოხდება თუ შევცვლით ამ რიცხვს? როგორ შეიცვლება შედეგები?” და მაშინვე მიიღოს
პასუხი. ელექტრონული ცხრილის სოფთუერი ხელახლა გადაიანგარიშებს ყველა იმ
რიცხვს, რომელიც დაკავშირებულია შეცვლილ სიდიდესთან. ელექტრონული ცხრილების
ზოგიერთი სოფთუერი ცხრილების ერთმანეთთან დაკავშირების საშულებას იძლევა,
რასაც დინამიური ფაილების დაკავშირება ეწოდება. თუ რიცხვი, მაგალითად ხარჯების
ჯამი, შეიცვლება ერთ ცხრილში, მაშინ ავტომატურად შეიცვლება სხვა ცხრილის ფაილები,
რომლებიც დაკავშირებული არის შეცვლილ სიდიდესთან.
დღეს პოპულარულია Microsoft Excel, Lotus 1-2-3 და Quatro ელექტრონული ცხრილების
სოფთუერი. საქართველოში ყველაზე პოპულარულია Microsoft Excel-ი.

მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის სოფთუერი მომხმარებელს საშუალებას აძლევს


შექმნას მონაცემთა ბაზა, დაიმახსოვროს მასში დიდი რაოდენობის მონაცემები, განაახლოს
ეს მონაცემები, მოხერხებულად დაამუშაოს ისინი და ძალიან სწრაფად მიიღოს
სასურველი ინფორმაცია ანგარიშების სახით. მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის
სოფთუერით თქვენ შეგიძლიათ მონაცემების უზარმაზარი რაოდენობის შეგროვება,
დამუშავება, გაახლება და მასში ინფორმაციის მოძებნა ისე, რომ არავითარი შეხება არ
გექნებათ ფაილების ადგილმდებარეობასთან. ქვევით ჩამოთვლილია მონაცემთა ბაზის
მართვის სისტმების სოფთუერის ზოგიერთი საერთო ფუნქციები.
ჩანაწერების შექმნა: მომხმარებელს შეუძლია შექმნას რაიმე მოვლენის ან ობიექტის
აღწერის ჩანაწერი, ანუ ურთიერთდაკავშირებული ველების ერთობლიობა, მაგალითად,
მას შეუძლია დაწესებულების მონაცემთა ბაზაში შექმნას დაწესებულების თანამშრომლის
შესახებ ჩანაწერი.
ველების შექმნა: მომხმარებელს შეუძლია მონაცემთა ბაზის ჩანაწერში შექმნას ველები,
მაგალითად, დაწესებულების თანამშრომლის ჩანაწერში შექმნას თანამშრომლის გვარის,
სახელის, მისამართის, დაბადების თარიღის და სხვა ველი.
ჩანაწერის დამატება და წაშლა: მომხმარებელს შეუძლია მონაცემთა ბაზაში დაამატოს ან
წაშალოს ჩანაწერი. მაგალითად, დაწესებულებაში ახალი მუშაკის მიღების შემდეგ
მომხმარებელს შეუძლია დაწესებულების მონაცემთა ბაზაში დაამატოს შესაბამისი
მუშაკის ჩანაწერი, ხოლო დაწესებულებიდან მუშაკის გათავისუფლების შემდეგ, მას
შეუძლია დაწესებულების მონაცემთა ბაზაში წაშალოს შესაბამისი მუშაკის ჩანაწერი.
პოვნა, ასახვა და შეცვლა: როდესაც მომხმარებელი მისცემს მონაცემთა ბაზის სისტემას
რაიმე ბრძანებას და მიუთითებს საჭირო ჩანაწერსა და ველზე, მონაცემთა ბაზის მართვის
სისტემის პროგრამა მონაცემთა ბაზაში იპოვის ამ ჩანაწერს და ასახავს ეკრანზე
მოთხოვნილ ველს ან ველებს. მომხმარებელს შემდგომ შეუძლია შეცვალოს ასახული
ჩანაწერის მონაცემები.
დახარისხება: მონაცემთა ბაზაში მონაცემების შეტანა ხდება არეულ-დარეულად.
მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის პროგრამას აქვს დახარისხების ფუნქცია, რომლითაც
მომხმარებელს შეუძლია მონაცემთა ბაზის ჩანაწერები გამოიტანოს სხვადასხვა რიგით,
მაგალითად, მოსამსახურეთა სახელების ალფავიტური რიგით. როგორც უკვე იცით, ველს
რომლის მიხედვითაც დახარისხებულია მონაცემთა ბაზის ჩანაწერები ეწოდება ძირითადი
ველი.
გამოთვლა: ბევრი მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის სოფთუერი შეიცავს ფორმულებს,
რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ჩაატარონ გამოთვლები, მაგალითად,

83
გამოთვალონ საშუალო, უდიდესი და უმცირესი მნიშვნელობები.
ურთიერთქმედება: ბევრი მონაცემთა ბაზის მართვის სისტემა შეიძლება
ინტეგრირებული იქნეს სხვა სახის გამოყენებით სოფთუერთან – მაგალითად,
ელექტრონული ცხრილების სოფთუერთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მონაცემთა
ბაზის მართვის სისტემის პროგრამის მონაცემები შეიძლება აისახოს და დამუშავდეს
ელექტრონული ცხრილების სოფთუერით.
არსებობს მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის სოფთუერის ორი სახე:
ორგანზომილებიანი ფაილის სისტემები და რელაციური სისტემები
ორგანზომილებიანი ფაილის მონაცემთა ბაზის მართვის სისტემებით ერთდროულად
შესაძლებელია მხოლოდ ერთი ფაილის ინფორმაციის დამუშავება. მათ არ შეუძლია
კავშირები დაამყაროს სხვადასხვა ფაილების მონაცემთა შორის. ორგანზომილებიანი
ფაილების მონაცემთა ბაზის მართვის სისტემები ერთნაირი ტიპის ჩანაწერების შემცველი
ორგანზომილებიანი ცხრილის მსგავსი ფაილების (მაგალითად, საფოსტო მისამართების
ფაილის) შექმნისა და დამუშავებისთვის გამოიყენება. რელაციურ მონაცემთა ბაზის
მართვის სისტემებს შეუძლია კავშირი დაამყაროს მონაცემთა ბაზის სხვადასხვა ფაილებს
შორის, მათი ჩანაწერების იმ ველებთან მიმართვით, რომლებიც ერთი და იგივე ტიპის
მონაცემებს შეიცავს. ეს კავშირები მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მონაცემთა ბაზის
სხვადასხვა ფაილების მონაცემების გამოყენებით, ერთდროულად განაახლოს რამდენიმე
ფაილი ან შექმნას ანგარიში რამდენიმე ფაილის გამოყენებით. რელაციური
შესაძლებლობების მონაცემთა ბაზის მართვის სისტემებს ფართოდ იყენებენ ბიზნესის
საჭიროებისთვის.
პოპულარულ მონაცემთა ბაზის მართვის სისტემებს განეკუთვნება Microsoft Access,
Foxpro, Clipper, ORACLE და Filepro.

ერთი სურათის ფასი ხშირად ათასობით სიტყვაა. ამგვარად, ანგარიშები და


პრეზენტაციები გაცილებით მეტად ეფექტურია გრაფიკულ გამოსახულებებით, ვიდრე
მათ გარეშე. საგრაფიკო სოფთუერი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს შექმნას
სხვადასხვა სახის გრაფიკული ნაწარმოები. საგრაფიკო სოფთუერიდან შეიძლება
გამოვყოთ ანალიტიკური გრაფიკა და საპრეზენტაციო გრაფიკა.
ანალიტიკური გრაფიკა არის ძირითადი გრაფიკული ფორმების ერთობლიობა, რომლებიც
საშუალებას იძლევა უფრო გასაგები გავხადოთ ციფრული მონაცემები. ყველაზე
გავრცელებული გრაფიკული ფორმა არის დიაგრამული გრაფიკები, წრფივი სქემები და
წრიული სქემები – ან ამ ფორმების კომბინაციები (სურ. 7-10). მომხმარებელს შეუძლია
დაათვალიეროს ასეთი გრაფიკა ეკრანზე და დაბეჭდოს ქაღალდზე. ანალიტიკური საგრაფიკო
სოფთუერი, როგორც წესი, თან ახლავს ელექტრონული ცხრილების სოფთუერს.
საპრეზენტაციო გრაფიკა უფრო მრავალფეროვანი და შთამბეჭდავია (სურ. 7-11), ვიდრე
ანალიტიკური გრაფიკა, ამიტომ სოფთუერი, რომლებითაც ის იქმნება უფრო რთულია.
საპრეზენტაციო საგრაფიკო სოფთუერი მომხმარებელს საშუალებას აძლევს შექმნას
მხატვარული ნამუშევრები. მას შეუძლია, თავისუფალი ფორმის ფიგურებისა და ტექსტის
გაერთინებით, ეკრანზე შექმნას საპრეზენტაციო და მხატვრული გამოსახულებები, შემდეგ
დაბეჭდოს ქაღალდზე, გამოიტანოს სლაიდების ფირებზე, ან სპეციალური საპრეზენტაციო
მოწყობილობის გამოყენებით, მოხსენებებისა და პრეზენტაციებისას, აუდიტორიისთვის
ასახოს დიდ ეკრანზე. რა თქმა უნდა, მომხმარებელს შეუძლია, აგრეთვე, შექმნას
დიაგრამები, წრფივი სქემები და წრიული სქემები.
პოპულარული საპრეზენტაციო საგრაფიკო სოფთუერი არის: Corel Draw, PowerPoint და

84
Adobe Illustrator, PhotoShop, 3D Studiou.

საკომუნიკაციო სოფთუერი მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაამყაროს შორეულ


მანძილზე განლაგებულ კომპიუტერებს შორის ურთიერთკავშირი, ანუ მიიღოს
მონაცემები შორეული კომპიუტერიდან თავის კომპიუტერში და გადასცეს მონაცემები
თავისი კომპიუტერიდან შორეულ კომპიუტერში. მაგალითად, იმისთვის, რომ
ჟურნალისტმა ქუთაისში შეძლოს ყოველდღიური ინფორმაციის მიღება თბილისში
განლაგებული ოფისის მთავარი კომპიუტერიდან, საჭიროა რომელიმე საკომუნიკაციო
პროგრამა და მოდემი, რითაც თავის კომპიუტერს დაუკავშირებს შორეულ მანძილზე
განლაგებულ ოფისის კომპიუტერს. პოპულარული საკომუნიკაციო მიკროკომპიუტერების
სოფთუერია: ProComm, Smartcom III, Grosstalk, Internet Explorer და Netscape. მათ შორის,
Internet Explorer და Netscape ინტერნეტ ბრაუზერებია, რომლებიც ინტერნეტში სხვადასხვა
კომპიუტერებზე განთავსებული ინფორმაციის დათვალიერების საშუალებას იძლევა.
ინტერნეტს უფრო დაწვრილებით შემდეგ განვიხილავთ.
საკომუნიკაციო სოფთუერი და ჰარდუერი კომპიუტერების მომხმარებლებისთვის
ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. კომპიუტერული სისტემების ურთიერთდაკავშირება
მიკროკომპიუტერების მომხმარებლებს საშულებას აძლევს გაინაწილონ რესურსები და
მომსახურება, რაც ადრე შესაძლებელი იყო მხოლოდ დიდიკომპიუტერული სისტემების
მომხმარებლებისთვის.

ინტეგრირებული სოფთუერი ეწოდება სოფთუერის პაკეტს, რომლითაც შესაძლებელია


ტიპიური მომხმარებელისთვის საჭირო ყველა ამოცანის შესრულება. ინტეგრირებული
სოფთუერის შექმნის მთავარი მიზანია მომხმარებელმა შეძლოს სხვადასხვა სამუშაოს
შესრულება სოფთუერის ერთი პაკეტის გამოყენებით, სხვადასხვა სოფთუერის გაშვებისა
და გამოყენების პროცედურების შესწავლის გარეშე. ინტეგრირებული სოფთუერის ერთ
პაკეტში აერთიანებენ ტექსტის მომზადების, ელექტრონული ცხრილების, მონაცემთა
ბაზის მართვის სისტემების, გრაფიკის და მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობებს. კარგად
ცნობილი ინტეგრირებული სოფთუერის პაკეტია Microsoft Work. აგრეთვე
გავრცელებულია სოფთუერის პაკეტი Frame Work.

კომპიუტერულმა გრაფიკამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ინდუსტრიაზე,


განსაკუთრებით მრეწველობაზე. ხელით ხატვა და ხაზვა დღეებსა და კვირეებს საჭიროებს,
ხოლო კომპიუტერით იგივე სამუშაოს შესრულებას შეიძლება ერთ დღეზე ნაკლები დრო
დასჭირდეს. ამასთან ერთად, ნახატები შეიძლება შესრულდეს სამ განზომილებაში,
შებრუნდეს, ნაჩვენები იქნას ნაწილებად დაშლილი ან მთლიანობაში, ავტომატურად
გარდაიქმნას სხვადასხვა ზომის სკალებში, იოლად შეიცვალოს და შესწორდეს. ამიტომ
კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებამ ძალიან გააიოლა ყველა სახის პროდუქციის –
ქანჩიდან და ჭანჭიკიდან დაწყებული კომპიუტერის ჩიპებით, გემებითა და
თვითმფრინავებით დამთავრებული – დაპროექტება, მოდელირება და წარმოება.
კომპიუტერის დახმარებით დაპროექტება (computer-aided design, CAD) ამოკლებს
დაპროექტების ციკლს, მწარმოებელს საშუალებას აძლევს ეკრანზე გამოსახოს ახალი
პროდუქცია და არ სჭირდება ძვირადღირებული პირველი მოდელის აგება (სურ. 7-12).
საბოლოო პროექტის მონაცემები და გამოსახულებები შემდეგ შეიძლება გადაეგზავნოს
კომპიუტერის დახმარებით მოდელირების (computer-aided engineering, CAE) სისტემას,

85
რომლის მიზანია შეასრულოს პროექტის ყოველმხრივი ანალიზი და ტესტირება, რაც
შესაძლებელია ძალიან ძვირი დაჯდეს რეალურ პირობებში ჩატარების შემთხვევაში (სურ.
7-13). ამის შემდეგ პროდუქციის პროექტი შეიძლება გადაეგზავნოს კომპიუტერის
დახმარებით წარმოების (computer-aided manufacturing, CAM) სისტემას, რომელიც
დახსომებულ კომპიუტერულ გამოსახულებებს გამოიყენებს სპეციალური
ავტომატიზებული მანქანებით (რობოტებით) საბოლოო პროდუქტის საწარმოებლად.
კომპიუტერულმა მოდელირებამ მნიშვნელოვნად გაზარდა მწარმოებლობა ინდუსტრიაში
და ადრე ძვირადღირებული პროდუქცია ხელმისაწვდომი გახადა. კომპიუტერის
დახმარებით დაპროექტებისა და კომპიუტერის დახმარებით მოდელირების სოფთუერი
გამოიყენება, აგრეთვე, სპეციალურ საკვლევ და რეკონსტრუქციის სამუშაოებში,
მაგალითად, იმის განსაზღვრაში, თუ როგორ გამოიყურებოდა უძველესი მუმიადქცეული
ეგვიპტელი სიცოცხლეში (სურ. 7-14).

უტილიტები, ანუ დამხმარე სოფთუერი, არის პროგრამების ერთობლიობა, რომლებიც


სხვადასხვა სამომსახურეო სამუშაოების შესრულებისთვის გამოიყენება. დღეს არსებობს
მრავალი სახის უტილიტები, რომელთა საშუალებით მომხმარებელს შეუძლია
კომპიუტერული სისტემის გამოყენების გაადვილება. ამ სოფთუერის დაჯგუფება
შეიძლება: სამენეჯმენტო უტილიტებად, დამატებით უტილიტებად, დისკოს
უტილიტებად, კლავიატურის უტილიტებად და ეკრანის უტილიტებად.
კომპიუტერის მუშაობისას, ზოგიერთი უტილიტური პროგრამის ინსტრუქციები, მათი
ფუნქციების მიხედვით, მუდმივად არის ჩატვირთული RAM-ში. ასეთ უტილიტებს
რეზიდენტული ჰქვია. რეზიდენტული უტილიტები შემუშავებულია ისე, რომ მისი
შესრულება შეიძლება ნებისმიერ დროს, ვინაიდან ისინი ჩატვირთულია RAM-ში მანამ,
სანამ კომპიუტერი ჩართულია, მაშინაც კი როცა ისინი არ გამოიყენება. სხვა სიტყვებით
რომ ვთქვათ, თუ ასეთი პროგრამა ჩაიტვირთა კომპიუტერში ხისტი დისკოდან ან
დისკეტიდან, ის RAM-ში რჩება ნებისმიერ გაშვებულ გამოყენებით პროგრამასთან ერთად
მანამ, სანამ კომპიუტერს გამორთავთ. ე.ი. რეზიდენტული უტილიტის გაშვების შემდეგ,
კომპიუტერის გამორთვამდე, მისი ყოველი გამოყენებისას აღარ გჭირდებათ ამ უტილიტის
დისკოდან ხელახალი ჩატვირთვა. რეზიდენტული უტილიტის სწრაფი გაშვება RAM-დან
შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, წინასწარ განსაზღვრულ კლავიშზე დაჭერით.
სამენეჯმენტო უტილიტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს კომპიუტერის
დახმარებით შეასრულოს ჩვეულებრივი ყოველდღიური მოქმედებები, მათ შორის
კალკულატორის გამოყენება, შეხვედრების კალენდრის ორგანიზაცია, ჩანაწერების
გაკეთება, ტექსტში ორთოგრაფიული შეცდომების შესწორება, ლექსიკონში სიტყვების
ნახვა და სხვა ბევრი რამის გაკეთება. სამენეჯმენტო უტილიტები ჩვეულებრივ
რეზიდენტულია. ასეთი სოფთუერი მომხმარებელს დროის ეკონომიის საშუალებას
აძლევს. პოპულარული სამენეჯმენტო უტილიტებია Sidekick Schedule და PgUp Window.
სამენეჯმენტო უტილიტს პერსონალურ საინფორმაციო მენეჯერსაც უწოდებენ.
დამატებითი უტილიტები, ჩვეულებრივ, RAM-რეზიდენტულია და გამოიყენება
პოპულარულ გამოყენებით პროგრამებთან ერთად. მაგალითად, ფართო ელექტრონული
ცხრილის უწყვეტი-ფორმის ქაღალდზე გასწვრივ (სიგრძივ და არა ქაღალდის განზე)
დასაბეჭდად გამოიყენება პროგრამა Sideways.
დისკოს უტილიტები მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეასრულოს განსაკუთრებული
სამუშაოები, მათ შორის: შემთხვევით წაშლილი ფაილების აღდგენა; დაზიანებული
ფაილების გასწორება; ხისტი დისკოს სარეზერვო ასლის ავტომატური გაკეთება;

86
დამატებითი ფაილებისთვის ადგილის განთავისუფლების მიზნით, ხისტ დისკოზე
არსებული ფაილების შეკუმშვა; დეფრაგმენტაცია, ანუ დისკოს სხვადასხვა ნაწილში
ჩაწერილი დიდი ფაილების ფრაგმენტების დისკოს უწყვეტ არეებში ჩაწერა (როცა
გამუდმებით ამატებთ და შლით ფაილებს ხისტ დისკოზე, განთავისუფლებული
ადგილები შესაძლოა შეივსოს სხვა უფრო დიდი, ვიდრე განთავისუფლებული უწყვეტი
არე არის, ფაილების ფრაგმენტებით. ამიტომ დიდი ფაილი განაწილდება რამდენიმე
პატარ-პატარა არეებში. ამის გამო ფაილის ფრაგმენტების მოძებნისას ხისტი დისკო
მუშაობს უფრო დიდხანს, რაც იწვევს მისი მუშაობის შენელებას).
კლავიატურის უტილიტები ჩვეულებრივ რეზიდენტული სოფთუერია და საშუალებას
გაძლევთ შეცვალოთ კლავიატურაზე სიმბოლოების განლაგება, მაგალითად, გადართოთ
კლავიატურა ქართული ასოების განლაგებაზე. ასეთი პროგრამებია: Parawin, Geowin2000
და ZKeyz, .
ეკრანის უტილიტები გამოიყენება თქვენი ეკრანის მუშაობის დროის
გასახანგრძლივებლად. თუ თქვენი კომპიუტერი ჩართულია და არ იყენებთ მას რამდენიმე
წუთის განმავლობაში, ეკრანის უტილიტა ავტომატურად ჩააქრობს ეკრანს ან ასახავს მასზე
მოძრავ გრაფიკულ გამოსახულებებს, მაგალითად, შუშხუნებს. ეს დაიცავს ეკრანს
გადახურებისაგან, რასაც მუდმივად ასახული გამოსახულება იწვევს. როცა დააჭერთ რაიმე
კლავიშს, ეკრანი ისევ ასახავს იმ გამოსახულებას, რომელიც ასახული იყო მანამდე.
ჩვენ მხოლოდ ზოგიერთი უტილიტი აღვნიშნეთ. თუ თქვენი გამოყენებითი პროგრამა
ვერ აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც თქვენ გსურთ, შეიძლება არსებობდეს უტილიტი,
რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია. თქვენ შეგიძლიათ ამის გაგება კომპიუტერის
სპეციალისტებთან.

თუ არ მოგდით ახალი ორიგინალური იდეები შეგიძლიათ ცადოთ ბედი იდეების


გენერატორის სოფთუერის პაკეტებით, როგორებიცაა Idea Generator Plus, Idea Fisher,
MindLink, Problem Solver, MindManager ან BrainStorm.
ასეთ პროგრამებს შეუძლიათ თანაშემწეობა გაგიწიოთ იდეების გენერაციის პროცესში,
დაგეხმარებათ გამოიკვლიოთ ის ფაქტორები და სიდიდეები, რომლებიც თქვენ შესაძლოა
გამოგრჩათ ან უმნიშვნელოდ ჩათვალეთ და შესაძლებლობას მოგცემთ განიხილოთ
ამოცანის გადაწყვეტის სხვადასხვა მიდგომა.
ზოგიერთი ასეთი პროგრამა გისვამთ კითხვებს თქვენი პრობლემის შესახებ და გაძლევთ
მრავალ იდეას, რომელიც ეფუძნება თქვენს მიერ მიცემულ ინფორმაციას.

ჰიპერტექსტი და მულტიმედია არის ორი საკმაოდ რთული გამოყენებითი სოფთუერი,


რომლებიც განსხვავდება წინ აღწერილი სოფთუერისგან. ჰიპერტექსტის სოფთუერი
აკავშირებს ტექსტებისა და გრაფიკული გამოსახულებების შემცველი ფაილების ძირითად
ნაწილებს – ერთი დოკუმენტის ჩვეულებრივი სიტყვები დაკავშირებულია იმავე ან სხვა
დოკუმენტის ფრაგმენტთან ისე, რომ, თუ ეკრანზე ასახულ ამ სიტყვებიდან ერთ-ერთს
აირჩევთ, ეკრანზე აისახება მასთან დაკავშირებული შესაბამისი ტექსტის ფრაგმენტი.
ჰიპერტექსტის შექმნის ძირითადი მიზანია ინფორმაციის ძებნის პროცედურის
გამარტივება. ტრადიციულ ბიბლიოთეკებში ინფორმაციის დალაგების სისტემა არ ასახავს
მსგავს ელემენტებს ან მგავსი მნიშველობის მქონე ცნებებს შორის
ურთიერთდამოკიდებულებას. ჰიპერტექსტში ინფორმაცია ორგანიზებულია მსგავს
ინფორმაციებს შორის ჯვარედინი კავშირებით.
ჰიპერტექსტი საშუალებას იძლევა ერთი და იგივე ინფორმაცია წარმოვადგინოთ
87
სხვადასხვა ადგილებზე. მაგალითად, ბიბლიოთეკაში წიგნი შეიძლება იდოს მხოლოდ
ერთ თაროზე – წიგნი ბავშვთა ჯანმრთელობის შესახებ მოთავსებულია მედიცინის
განყოფილებაში ან პედიატრიის განყოფილებაში, მაგრამ არა ორივეში ერთად. ხოლო
ჰიპერტექსტის გამოყენებისას შესაძლებელია ერთ დოკუმენტზე შეიქმნას კავშირი,
როგორც მედიცინის განყოფილებიდან, ასევე პედიატრიის განყოფილებიდან.
ვთქვათ, გსურთ მოიძიოთ რომელიმე ისტორიული პიროვნების საქციელის მოტივები.
თქვენ იწყებთ ამ პიროვნების ძირითად ბიოგრაფიული ინფორმაციის (დაბადების
ადგილის, დაბადების თარიღის, მშობლების სახელები, რელიგიური კუთვნილები და სხვა
მსგავსი ინფორმაციის) ძიებას. შემდეგ, შესაბამისი ჰიპერტექსტური კავშირების
გამოყენებით, თითოეულ ფაქტზე აფართოებთ ძიების არეს: შეისწავლით იმ დროისათვის
და იმ ადგილზე, სადაც ეს პიროვნება ცხოვრობდა, მომხდარ ისტორიულ მოვლენებს,
შეისწავლით აგრეთვე მსოფლიოს სხვა ადგილებში მომხდარ მოვლენებს და რელიგიის
გავლენას ამ პიროვნებაზე. ზემოთ მოყვანილი ფაქტორების გაანალიზების და
გაერთიანების შედეგად გაიგებთ ამ პიროვნების მიერ მიღებული ამა თუ იმ
გადაწყვეტილების მოტივებს. ასეთი ანალიზის გაკეთება ძალიან ძნელი იქნებოდა
ჰიპერტექსტის გარეშე.
სურ. 7-15-ზე წარმოდგენილია მონიტორზე ასახული ჰიპერტექსტური დოკუმენტი.
ჰიპერტექსტური დოკუმენტი შეიცავს ჰიპერკავშირებს. ჰიპერკავშირი არის დოკუმენტში
ასახული ტექსტის ისეთი ფრაგმენტი ან გრაფიკული გამოსახულების ისეთი ნაწილი,
რომელიც დაკავშირებულია იმავე ან სხვა დოკუმენტის რაიმე ფრაგმენტებთან და მასზე
დაწკაპუნების შემდეგ მონიტორზე აისახება შესაბამისი ფრაგმენტი. ჰიპერკავშირზე
მითითებისას მაუსის მიმთითებელი ღებულობს ხელის ფორმას.
ჰიპერტექსტების შექმნისათვის შემუშავებულია სპეციალური ენა, რომელსაც
ჰიპერტექსტური მონიშვნის ენა (Hiper Text Markup Laguange, HTML) ჰქვია. HTML ენით
ინტერნეტში შექმნილია მსოფლიო საინფორმაციო ქსელი, რომელიც წარმოადგენს
უზარმაზარ ჰიპერტექსტურ დოკუმენტს. მსოფლიო საინფორმაციო ქსელის ინგლისური
სახელია World Wide Web, ამიტომ მას ხშირად Web ან WWW სახელითაც მოიხსენიებენ,
ხოლო მის შემადგენელ ეკრანულ გამოსახულებებს, Web გვერდებს უწოდებენ. მსოფლიო
საინფორმაციო ქსელში განთავსებული Web გვერდების დათვალიერება ხდება Web-
ბრაუზერებით.
არსებობს ბევრი ჰიპერტექსტებთან სამუშაო სოფთუერი და სხვადასხვა თემაზე
შექმნილი მრავალი ჰიპერტექსტი, დაწყებული კულინარიული რეცეპტებიდან,
დამთავრებული ზოგადი ენციკლოპედიებით. ყველაზე გავრცელებული
ჰიპერტექსტებთან სამუშაო სოფთუერი არის LinkWay (IBM-თავსებადი
მიკროკომპიუტერებისთვის) და Hiper Card (Macintosh მიკროკომპიუტერებისთვის).
მულტიმედია გაცილებით რთული აგებულებისაა, ვიდრე ჰიპერტექსტი, ვინაიდან ის არა
მარტო ტექსტებისა და გრაფიკული გამოსახულებებისაგან შედგება, არამედ ანიმაციის,
ვიდეოს, მუსიკის, ხმისა და ხმოვანი ეფექტებისაგან. მულტიმედია პროდუქციის შექმნისას,
მონაცემები შეიძლება შევიტანოთ სხვადასხვა მოწყობილობებით, მაგალითად: ტექსტები –
კლავიატურით, გრაფიკული გამოსახულებები – სკანერით, ფოტოები – ციფრული ფოტო
აპარატით, ანიმაცია – სპეციალური ვიდეო კამერით, ხოლო ხმა – ხმის დიჯიტაიზერის, ანუ
ხმის ციფრულ კოდში გარდაქმნის მოწყობილობის, გამოყენებით. შეტანილი მონაცემები
შეიძლება დავიმახსოვროთ CD-ROM ან DVD დისკოზე და შემდეგ წარმოვადგინოთ
კომპიუტერის ან ტელევიზორის მონიტორზე და მოვუსმინოთ ხმოვანი მოწყობილობით. ეს
ინფორმაცია, აგრეთვე, შეიძლება დავიმახსოვროთ ფირზე და მისი გამოყენებით შემდეგ
წარმოვადგინოთ. მიკროკომპიუტერზე მულტიმედია მონაცემების წარმოდგენისთვის CD-
88
ROM-ის ან DVDის მმართველთან ერთად საჭიროა ხმის ფირფიტა, მიკროფონი, ხმის
საყურისები ან ხმამაღლა მოლაპარაკეები და სამულტიმედიო სოფთუერი. დღეისათვის
საკმოდ ბევრი სამულტიმედიო სოფთუერი არსებობს, მათ შორის შეიძლება გამოვყოთ
პროგრამა Windows Media Player (სურ. 7-16), რომელიც საშუალებას იძლევა კომპიუტერით
მოვუსმინოთ და ვუყუროთ აუდიო-ვიდეო ინფომაციას.
თანამედროვე მულტიმედია სოფთუერის მუშაობისთვის საჭიროა საკმაოდ მძლავრი
მიკროკომპიუტერები არა ნაკლებ 32 მბ ძირითადი მეხსიერებით. არსებობს მულტიმედია
სოფთუერი მზა ხმოვანი ეფექტებით. მაგალითად: თვითმფრინავის, ბრძოლის, სიცილის,
ბრბოს ხმაურის და სხვა ეფექტებით.
ზოგიერთი წამყვანი გამომცემლობა შეუდგა თავისი პროდუქციის CD-ROM-ით
გავრცელებას. მაგალითად, Newsweek არის პირველი ზოგადი დანიშნულების ჟურნალი,
რომელიც გამოდის მულტიმედია კომპაქტდისკოზე. CD-ზე გაერთიანებულია ტექსტი,
ფოტო, ვიდეო, ანიმაცია და ხმა. მულტიმედიის, ჰიპერტექსტისა და ინტერნეტის
გაერთიანებით შესაძლებელი გახდა ამავე გამომცემლობებს გამოეშვათ თავიანთი
პროდუქციის ინტერნეტ ვერსიები. დღეს თითქმის ყველა მასობრივი ინფორმაციების
საშუალებებს აქვთ თავიანთი ინტერნეტ ვერსიები.
მულტიმედია სოფთუერს იყენებს დიდი კორპორაციები, მოსამსახურეთა ტრენინგის
კურსების ჩატარებისთვის. ასეთი კურსების ღირებულება 40%-ით, ხოლო ხანგრძლივობა
30%-ით ნაკლებია. საერთო მომხმარებელთა შორის ისეთი კომპიუტერები, რომლებითაც
შესაძლებელი იქნება მულტიმედია სისტემით მუშაობა, დღეს ძალიან დიდია. ამიტომ
მულტიმედია ფართოდ არის გავრცელებული.
მულტიმედია სწრაფად შეიჭრა განათლების სფეროში. მისი საშუალებით სტუდენტებს
უადვილდებათ საგნების შესწალა. მულტიმედია სოფთუერის კარგი მაგალითია ინგლისური
ენის სასწავლო სოფთუერი, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ და უყუროთ
ინგლისურ დიალოგებს, მიკროფონის გამოყენებით თქვენც ჩაერთოთ დიალოგში. პროგრამა
შეამოწმებს თქვენს გამოთქმებს და ბოლოს მიგითითებთ შეცდომებზე.
სასწავლებლები ერთმანეთს ეჯიბრებიან სტუდენტების დაინტერესებისთვის და ყველა
ღონეს ხმარობენ მათი მიზიდვისა და შენარჩუნებისთვის. ამ შეჯიბრში წარმატების ერთ-
ერთი კომპონენტია მულტიმედია სასწავლო ლაბორატორიების შექმნა.

სოფთუერის შემმუშავებლები გამუდმებით აუმჯობესებენ მათ მიერ შემუშავებულ


გამოყენებით სოფთუერს და შემდეგ ავრცელებენ იმავე სოფთუერის ახალ ვერსიებს. ყოველი
ვერსია აღნიშნულია განსხვავებული რიცხვებით, რომლებიც მიუთითებს სოფთუერის
გაუმჯობესებული, შეცვლილი და შესწორებული გამოშვების რიგითობას ან წელს.
მაგალითად, Lotus 1-2-3 არსებობს 2.2-დან 3.4-მდე ვერსიები, ხოლო Microsoft Word-ის
არსებობს 97, 2000, 2002 და 2003 ვერსიები. Lotus–ის შემთხვევაში ვერსიების აღმნიშვნელი
რიცხვები მიუთითებს სოფთუერის გამოშვების რიგითობას, ხოლო Microsoft Word-ის
შემთხვევაში – გამოშვების წელს. ზოგიერთ შემთხვევაში სხვადასხვა ვერსიები დაწერილია
სხვადასხვა მიკროკომპიუტერების სისტემებისთვის, როგორებიცაა IBM-თავსებადი ან
Macintosh მიკროკომპიუტერებისთვის. თუ თქვენ ყიდულობთ სოფთუერის პაკეტს, უნდა
დარწმუნდეთ, რომ შემოთავაზებული ვერსია იმუშავებს თქვენს მიკროკომპიუტერზე.
მომხმარებელმა სოფთუერის რომელიმე ვერსიის შეძენიდან რაღაც დროის შემდეგ შეიძლება
აღმოაჩინოს, რომ გამოსულა იმავე სოფთუერის ახალი ვერსია. ამ მომხმარებელს აქვს ორი
არჩევანი: ან უნდა გააგრძელოს შეძენილი სოფთუერით მუშაობა ან მოახდინოს მისი
აპგრეიდი (Upgrade), ანუ განაახლოს ის ახალი ვერსიით, რაც ჩვეულებრივ დამატებით

89
ხარჯებს მოითხოვს, თუმცა სოფთუერის ახალი ვერსიით განახლება, ხშირად, შედარებით
უფრო ნაკლები ღირებულებისაა, ვიდრე ახალი სოფთუერის შეძენა.
თუ გსურთ გაიგოთ სოფთუერის ყოველი სიახლე, თქვენ გამუდმებით უნდა იკითხოთ
კომპიუტერული ჟურნალები. მაგალითად, ინგლისურენოვანი ჟურნალები Computer, PC
World, PC Computing (IBM-ისა და IBM-თავსებადი კომპიუტერებისთვის) MacWorld,
MacUser (Macintosh-ისთვის) მომხმარებელს უზრუნველყოფს ბევრი სხვადასხვა სახის
სოფთუერის განხილვით. PC Magazine, Info World აგრეთვე უზრუნველყოფს კომპიუტერის
ჰარდუერის, სოფთუერის, მომსახურების და სხვა მათთან დაკავშირებული თემების
სახელმძღვანელოებს. Byte ჟურნალის სტატიები განკუთვნილია უფრო მომზადებული
მომხმარებლისთვის. PC Novice განკუთვნილია დამწყებთათვის და დიდ დახმარებას
უწევს მათ. რუსულენოვანი ჟურნალებიდან შეიძლება გამოვყოთ Компьютер Пресс, PC
Magazine-ის რუსული ვერსია Компьютер Сегодня, Хакер და Chip. ჯერჯერობით
მხოლოდ ერთი ქართული ჟურნალი არსებობს სახელწოდებით “ კომპინფო”, რომელშიც
განხილულია პერსონალური კომპიუტერის როგორც ჰარდუერი, ასევე სოფთუერი.

გამოყენებითი სოფთუერის პაკეტის შეძენის შემდეგ საჭიროა მისი თქვენს კომპიუტერში


ინსტოლაცია. მხოლოდ ინსტოლაციის შემდეგ შეძლებთ ამ პროგრამით თქვენს
მიკროკომპიუტერის სისტემაში მუშაობას. სოფთუერის ინსტოლაცია ჩვეულებრივ
მოიცავს სოფთუერისადმი იმ ჰარდუერის მახასიათებლების მიწოდებას, რომელსაც თქვენ
გამოიყენებთ. ეს მახასიათებლები საჭიროა იმისთვის, რომ სოფთუერმა იმუშაოს
შეუფერხებლად. სოფთუერის შეძენისას ნახეთ დოკუმენტაცია და დარწმუნდით, რომ
მასში წერია თუ როგორ უნდა მოახდინოთ ინსტოლაცია.

90
თავი 8.
საოპერაციო სისტემები

როგორც აღვნიშნეთ, მომხმარებელი ვერ შეძლებს ვერც ერთი გამოყენებითი


სოფთუერის გამოყენებას საოპერაციო სისტემის სოფთუერის გარეშე, ვინაიდან
საოპერაციო სისტემის სოფთუერი არის შუამავალი გამოყენებით პროგრამებსა და
ჰარდუერს შორის (სურ. 8-1). ე.ი. როგორც კომპიუტერის მომხმარებელი, თქვენ
აუცილებლად გამოიყენებთ საოპერაციო სისტემას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია
გაიგოთ ის როლი, რასაც საოპერაციო სისტემა ასრულებს კომპიუტერულ სისტემაში.
საოპერაციო სისტემის სოფთუერი შეიცავს დიდი რაოდენობის ინსტრუქციებს,
რომლებიც შეიძლება დავაჯგუფოთ ორ კატეგორიად – შიგა ბრძანებების ინსტრუქციებად
და გარე ბრძანებების ინსტრუქციებად.

შიგა ბრძანებების ინსტრუქციები, რომლებსაც ხშირად რეზიდენტულ ბრძანებებს


უწოდებენ, მართავს ჰარდუერსა და სხვა სახის სოფთუერს და ასრულებს მათი მუშაობის
ურთიერთშეთანხმებას. კომპიუტერის ჩართვისთანავე ხდება შიგა ბრძანებების
ინსტრუქციების საწყისი თვითჩატვირთვა, ანუ კომპიუტერის ჩართვისთანავე ისინი
ავტომატურად იტვირთება დისკოდან ძირითად მეხსიერებაში და იწყება მათი
შესრულება. შიგა ბრძანებების ინსტრუქციები ძირითად მეხსიერებაში დარჩება
კომპიუტერის გამორთვამდე. თუ RAM -ში ეს ინსტრუქციები არ არის, კომპიუტერი
შეიძლება შევადაროთ მოძრავ ავტომობილს, რომელსაც არ აქვს საწვავი და საჭე. ამიტომ
კომპიუტერის ჩართვისთანავე უპირველესი სამუშაო, რომელსაც ის ასრულებს, არის
მაგნიტური დისკოდან საოპერაციო სისტემის ინსტრუქციების ასლის ძირითად
მეხსიერებაში ჩატვირთვა. შიგა ბრძანებების ინსტრუქციები იმდენად მნიშვნელოვანია,
რომ ისინი დახსომებულია ძირითად მეხსიერებაში (RAM-ში) და ნებისმიერ დროს
პირდაპირ მისაწვდომია მიკროპროცესორისთვის. RAM-ში დახსომებული საოპერაციო
სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია სუპერვიზორი. ის მართავს მთლიანი საოპერაციო
სისტემის პროგრამებისა და ყველა სხვა პროგრამების შესრულებას კომპიუტერში,
საჭიროების შემთხვევაში ახდენს საოპერაციო სისტემის სხვა პროგრამების (გარე
ბრძანებების ინსტრუქციების) დამხმარე მეხსიერებიდან (მაგნიტური დისკოდან)
გამოძახებას, ანუ ძირითად მეხსიერებაში ჩატვირთვას. სუპერვიზორის დანიშნულებაა
აგრეთვე მონაცემთა დამუშავების პროცესების კოორდინირება, ანუ ურთიერთშეთანხმება;
RAM-ის გამოყენების ხელმძღვანელობა; პერიფერიული მოწყობილობების განაწილება;
მოწყობილობების დაზიანების გამოვლენა და შეცდომის შეტყობინების ასახავა; და
დისკოზე დამახსოვრებული ფაილების გამგებლობა. სუპერვიზორს მმართველ
პროგრამასაც უწოდებენ.
როგორც აღვნიშნეთ, მიკროკომპიუტერის საოპერაციო სისტემა ხშირად თან მოჰყვება
კომპიუტერს (ჩვეულებრივ კომპაქტდისკოზე). თუ თქვენ გადაწყვიტეთ კონკრეტული
გამოყენებითი სოფთუერის პაკეტის შეძენა, უნდა შეარჩიოთ ისეთი მიკროკომპიუტერი,
რომლის საოპერაციო სისტემის სოფთუერი თავსებადია ამ გამოყენებით სოფთუერის
პაკეტთან. ამ თავის შემდეგ ნაწილში ჩვენ აღვწერთ მიკროკომპიუტერებში გამოყენებულ
ყველაზე პოპულარულ საოპერაციო სისტემის სოფთუერის ტიპებს.

91
გარე ბრძანების ინსტრუქციები არის საოპერაციო სისტემის ზოგადი დანიშნულების
ინსტრუქციები. ისინი არ არის საჭირო გამოყენებითი სოფთუერის გასაშვებად. ამის გამო
ისინი განლაგებულია დამხმარე მეხსიერებაში (ხისტ დისკოზე) და არა RAM-ში, ხოლო
ძირითად მეხსიერებაში ჩაიტვირთება მაშინ, როდესაც საჭირო გახდება.

საოპერაციო სისტემების კლასიფიკაცია ხდება სამი კრიტერიუმით:


1) შეიძლება თუ არა მათი მეშვეობით ერთსა და იმავე დროს ერთ კომპიუტერზე
რამდენიმე პროგრამის შესრულება;
2) შეიძლება თუ არა მათი მეშვეობით ერთი კომპიუტერი ერთდროულად გამოიყენოს
ერთზე მეტმა მომხმარებელმა; და
3) შეიძლება თუ არა მათი მეშვეობით მრავალპროცესორიან, ანუ ორ ან მეტ ცენტრალურ
პროცესორიან, კომპიუტერზე პროგრამების შესრულების წარმართვა.
პირველი კრიტერიუმის მიხედვით საოპერაციო სისტემები არსებობს საერთპროგრამო
და სამრავალპროგრამო, მეორე კრიტერიუმის მიხედვით – საერთმომხმარებლო და
სამრავალმომხმარებლო, ხოლო მესამე კრიტერიუმის მიხედვით – საერთპროცესორო და
სამრავალპროცესორო.

საერთპროგრამო საოპერაციო სისტემებით შეიძლება ერთსა და იმავე დროს მხოლოდ


ერთი მომხმარებლის ერთი პროგრამის შესრულება. პირველი საოპერაციო სისტემები
ძირითადად საერთპროგრამო იყო. ისინი გამოიყენებოდა ისეთი კომპიუტერებისთვის,
რომელთა ცენტრალური პროცესორის სიჩქარე, ძირითადი მეხსიერების ტევადობა და
დამხმარე მეხსიერების ტევადობა შეზღუდული იყო. ამ საოპერაციო სისტემებს
საერთმომხმარებლო და საერთპროგრამო საოპერაციო სისტემებიც ეწოდებოდათ. მათ
შეეძლოთ შემტანი მოწყობილობიდან მხოლოდ ერთი ბრძანების მიღება და ძირითად
მეხსიერებაში ერთდროულად მხოლოდ ერთი პროგრამის შესრულების წარმართვა.
საერთპროგრამო და საერთმომხმარებლო საოპერაციო სისტემებით მუშაობა
მოუხერხებელია. მაგალითად, თუ მიკროკომპიუტერზე, საერთმომხმარებლო და
საერთპროგრამო საოპერაციო სისიტემაში, მომხმარებელი იყენებს ტექსტის მომზადების
პროგრამას საფინანსო ანგარიშის დასაწერად და სურს ელექტრონულ ცხრილში
რიცხვებთან წვდომა, მან უნდა შეწყვიტოს ტექსტის მომზადების პროგრამის მუშაობა,
გაუშვას ელექტრონული ცხრილების დამუშავების პროგრამა, შეწყვიტოს ელექტრონული
ცხრილების დამუშავების პროგრამის მუშაობა და ისევ გაუშვას ტექსტის მომზადების
პროგრამა, რათა გააგრძელოს ანგარიშის წერა. ეს იწვევს დროის ფლანგვას ორი მიზეზის
გამო: 1) ცენტრალური პროცესორი ხშირად უქმადაა, ვინაიდან მხოლოდ ერთი პროგრამა
სრულდება; 2) მომხმარებელს უწევს მოუხერხებელი გადასვლა ერთი პროგრამიდან
მეორეში.

სამრავალპროგრამო საოპერაციო სისტემებით შესაძლებელია ერთსა და იმავე დროს ერთ


კომპიუტერზე ერთზე მეტი პროგრამის მუშაობა. ერთპროცესორიან კომპიუტერს
ერთდროულად მხოლოდ ერთი პროგრამის ერთი ინსტრუქციის შესრულება შეუძლია, მაგრამ
საოპერაციო სისტემის ხელმძღვანელობით ის გარკვეული რიგით გადაერთვება ხან ერთ, ხან
მეორე პროგრამის შესრულებაზე. პროცესორის დიდი სწრაფქმედების გამო მომხმარებელს
ექმნება ილუზია თითქოს რამდენიმე პროგრამა ერთდროულად სრულდება.
მაგალითად, მიკროკომპიუტერზე სამრავალპროგრამო საოპერაციო სისტემით
92
მომხმარებელს შეუძლია შეასრულოს ელექტრონული ცხრილის გამოთვლები და იმავე
დროს სხვა კომპიუტერიდან ფაილის გადმოწერა, ამასთან ერთად მას შეუძლია ტექსტის
მომზადების პროგრამით იმუშაოს წერილის მომზადებაზე.
სამრავალპროგრამო საოპერაციო სისტემები შეიძლება იყოს საერთმომხმარებლო და
სამრავალმომხმარებლო. პირველ შემთხვევაში საოპერაციო სისტემას შეუძლია ერთსა და
იმავე დროს მხოლოდ ერთი მომხმარებლის ერთზე მეტი პროგრამის შესრულებაზე
მუშაობა, ხოლო მეორე შემთხვევაში საოპერაციო სისტემას შეუძლია ერთსა და იმავე
დროს ერთზე მეტი მომხმარებლის ერთზე მეტი პროგრამის შესრულებაზე მუშაობა.
სამრავალპროგრამო და სამრავალმომხმარებლო საოპერაციო სისტემების გამოიყენება
ძალიან ეფექტურია სუპერკომპიუტერებში, დიდკომპიუტერებში და მინიკომპიუტერებში.
მაგალითად, თუ ერთპროცესორიან დიდკომპიუტერზე საერთპროგრამო საოპერაციო
სისტემაში პროგრამა ასრულებს დისკოდან წაკითხვის ან პრინტერზე ბეჭდვის სამუშაოს,
ცენტრალური პროცესორი იცდის ამ სამუშაოს შესრულებამდე, ე.ი. ხდება ცენტრალური
პროცესორის მოცდენა. სამრავალპროგრამო და სამრავალმომხმარებლო საოპერაციო
სისტემების გამოყენების შემთხვევაში, სხვადასხვა მომხმარებლის რამდენიმე
ურთიერთდამოუკიდებელი პროგრამა კონკურირებენ პროცესორის დაუფლებისთვის.
პროგრამები მუშაობენ თანხვდენილად , მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სრულდება
ერთდროულად. პროგრამები ცენტრალურ პროცესორს რიგრიგობით იყენებს. მაგალითად,
ერთ პროგრამას შეუძლია გამოიყენოს ცენტრალური პროცესორი მანამ, სანამ სხვა
პროგრამა ბეჭდავს. საოპერაციო სისტემა თვალყურს ადევნებს ყველაფერს და
უზრუნველყოფს პროგრამების რიგის დაცვას, ანუ ახდენს ცენტრალური პროცესორის
გამოყენების მაქსიმიზაციას. მომხმარებელს რჩება შთაბეჭდილება თითქოს კომპიუტერი
და მთელი მისი რესურსები მის განკარგულებაშია. მაგრამ, თუ კომპიუტერი ძლიერ
გადატვირთულია, პროგრამის შესრულების დრო იმდენად ხანგრძლივია, რომ აშკარა
ხდება სამრავალპროგრამო და სამრავალმომხმარებლო საოპერაციო სისტემების არსი.
სამრავალპროგრამო და საერთმომხმარებლო საოპერაციო სისტემები
მიკროკომპიუტერებზე გამოიყენება. მიკროკომპიუტერზე გაშვებულ პროგრამას
დავალებასაც უწოდებენ, ხოლო მიკროკომპიუტერების სამრავალპროგრამო და
საერთმომხმარებლო საოპერაციო სისტემებს სამრავალდავალებოსაც უწოდებენ.
საერთპროგრამო საოპერაციო სისტემის განხილვისას მოყვანილი საფინანსო ანგარიშის
მომზადების მაგალითისთვის, სამრავალდავალებო საოპერაციო სისტემით მომხმარებელს
შეუძლია გაუშვას ელექტრონული ცხრილის პროგრამა ისე, რომ არ შეწყვიტოს ტექსტის
მომზადების პროგრამის მუშაობა.
სამრავალპროგრამო საოპერაციო სისტემებში პროგრამების შესრულების რიგის
ორგანიზაციის რამდენიმე ხერხი არსებობს. მათ შორის შეიძლება გამოიყოს: პროგრამების
შესრულება პრიორიტეტების მიხედვით და პროგრამების შესრულება დროის
განაწილებით.
პროგრამების პრიორიტეტების მიხედვით შესრულებისას ყოველი შესასრულებელი
პროგრამის ასლი მოთავსებულია ძირითადი მეხსიერების წინასწარ გამოყოფილ ნაწილში,
ანუ განყოფილებაში, და (სურ. 8-2) მინიჭებული აქვს პრიორიტეტი. საოპერაციო სისტემის
სუპერვიზორი კოორდინაციას უწევს ყოველი პროგრამის შესრულებას. ის მართავს
მიკროპროცესორს, რათა თითოული პროგრამის ინსტრუქციის შესრულებაზე გახარჯოს
მათი პრიორიტეტის მიხედვით წინასწარ განსაზღვრული დროის რაოდენობა.
მიკროპროცესორი პირველად დაიწყებს დიდი პრიორიტეტის მქონე პროგრამის
შესრულებას. განთავისუფლების შემდეგ, მიკროპროცესორი გადაირთვება რიგში მდგომი
პროგრამებიდან ყველაზე დიდი პრიორიტეტის მქონე პროგრამის შესრულებაზე და ა.შ., ეს
93
ციკლი მეორდება მონაცემთა დამუშავების დამთავრებამდე.
პროგრამების დროის განაწილებით შესრულებისას კომპიუტერული სისტემები მუშაობს
ერთდროულად მრავალი მომხმარებლის ტერმინალთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
მომხმარებლები, მათთვის განკუთვნილი დროის წილის საფუძველზე, ინაწილებენ
კომპიუტერის დროს. დროის განაწილების სისტემა ჰგავს პროგრამების პრიორიტეტის
მიხედვით შესრულების სისტემას. განსხვავება არის იმაში, რომ სამრავალპროგრამო
სისტემებში მრავალი პროგრამის პრიორიტეტის მიხედვით შესრულებისას, ერთი
პროგრამიდან მეორეზე გადართვა ხდება პროგრამის პრიორიტეტის საფუძველზე, ხოლო
დროის განაწილების სისტემებში ყოველ პროგრამას დაენიშნება დროის მცირე მონაკვეთი
და შემდეგ თითოეული პროგრამა შესრულდება რიგის მიხედვით, ამ დროის
განმავლობაში, წრიულად. ეს წრიული შესრულება გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა
პროგრამა არ დასრულდება. დროის განაწილებით მომუშავე სისტემები საჭიროებენ დიდი
შესაძლებლობების მქონე კომპიუტერებს.
დროის განაწილების შესაძლებლობების მქონე კომპიუტერული სისტემები ხშირად
გამოიყენება მონაცემთა წინასწარი დამუშავების სისტემებში. ეს სისტემები, რომლებიც
ჩვეულებრივ მიკროკომპიუტერი ან მინიკომპიუტერია, ადგენს მონაცემთა გადაცემის
განრიგს და ამ განრიგის მიხედვით, ტერმინალებიდან მთავარ კომპიუტერში გადასცემს
მომხმარებელთა მოთხოვნებს და შეტანილ მონაცემებს (სურ. 8-3). ასეთ სისტემებს შემტან-
გამომტანი პროცესორებიც ეწოდება. მათი გამოყენება მთავარ კომპიუტერს საშუალებას
აძლევს იმუშაოს მხოლოდ მონაცემთა საბოლოო დამუშავებაზე, რაც ძალიან ზრდის
მონაცემთა დამუშავების სიჩქარეს.
მომხმარებელთა შეხედულებით, დროის განაწილებით მომუშავე სისტემა ძალიან არ
განსხვავდება პრიორიტეტების მიხედვით პროგრამების შესრულების სისტემებისაგან.
ისინი ამჩნევენ მხოლოდ ერთ განსხვავებას: დროის განაწილებით მომუშავე სისტემებში,
ერთზე მეტი მომხმარებელი ინაწილებს ცენტრალური კომპიუტერის (მთავარი
კომპიუტერის) მონაცემთა დამუშავების სიმძლავრეს, მასთან დაკავშირებული
ტერმინალების გამოყენებით.

სამრავალპროგრამო საოპერაციო სისტემები მხოლოდ ერთ ცენტრალურ პროცესორთან


მუშაობს. მიუხედავად ამისა, კომპიუტერი იმდენად სწრაფია, რომ თუ რამდენიმე
პროგრამაზე მუშაობისას ის დახარჯავს დროის მცირე ნაწილს ყოველივეზე, შესაძლებელი
ხდება ერთსა და იმავე დროს შესრულდეს ბევრი პროგრამა. მთავარი არის ის, რომ
საოპერაციო სისტემას შეუძლია ისე შეინახოს ყოველი პროგრამის მდგომარეობის აღწერა,
რომ მან იცის სად შეაჩერა და საიდან გააგრძელოს პროგრამის შესრულების პროცესი.
სამრავალპროცესორო საოპერაციო სისტემა გაცილებით რთულია. ის წარმართავს
მრავალპროცესორიან კომპიუტერში პროგრამების ერთდროული შესრულების პროცესს
(სურ. 8-4). ამ შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვა პროგრამის ინსტრუქციების ან ერთი და
იგივე პროგრამის რამდენიმე ინსტრუქციის რამდენიმე ცენტრალურ პროცესორზე
ერთდროული შესრულება.
მრავალპროცესორიანი კომპიუტერები გაცილებით დიდ მწარმოებლობას და მუშაობის
საიმედოობას უზრუნველყოფს, ვიდრე ერთპროცესორიანი კომპიუტერები. თუ ერთი
ცენტრალური პროცესორი დაზიანდება, სამრავალპროცესორო საოპერაციო სისტემა
უზრუნველყოფს სამუშაოს განაწილებას დანარჩენ ცენტრალურ პროცესორებზე. ამასთან
ერთად, თუ მრავალპროცესორიან კომპიუტერს გააჩნია სარეზერვო ძირითადი მეხსიერება,
შემტანი, გამომტანი და დამხმარე მეხსიერების მოწყობილობები, მაშინ სისტემა არის

94
მტყუნებისადმი მდგრადი სისტემა, ვინადან, თუ ერთ-ერთი კომპონენტი დაზიანდება,
სისტემას შეუძლია გააგრძელოს მუშაობა მეორე სარეზერვო კომპონენტით. ასეთი
სისტემები გამოიყენება საჰაერო ფრენების მართვაში, საკომუნიკაციო ქსელებში, ბანკების
სალაროებში და ა.შ.
დღეისათვის პოპულარულია მრავალპროცესორიანი დიდიკომპიუტერები, თუმცა
ბოლო დროს გამოვიდა მრავალმიკროპროცესორიანი მიკროკომპიუტერებიც.

ზოგიერთ საოპერაციო სისტემას შეუძლია გამოიყენოს ვირტუალური მეხსიერება, ანუ


პროცესორს საშუალებას აძლევს ხისტი დისკო გამოიყენოს როგორც ძირითადი
მეხსიერების გაფართოება.
ვირტუალური მეხსიერების გამოყენებისას საოპერაციო სისტემა შესასრულებელ
პროგრამას ყოფს პატარ-პატარა ნაწილებად და ძირითად მეხსიერებაში ათავსებს რაც
შეიძლება მეტ ნაწილს, ხოლო დანარჩენ ნაწილს ათავსებს ხისტ დისკოზე. პროგრამის
შესრულებისას, თუ ძირითად მეხსიერებაში არ აღმოჩნდა შესასრულებელი ნაწილი,
საოპერაციო სისტემა ჩაწერს მას ხისტი დისკოდან ძირითად მეხსიერებაში პროგრამის
რომელიმე ნაწილის ნაცვლად და გააგრძელებს პროგრამის შესრულებას.
ამრიგად, ვირტუალური მეხსიერების გამოყენებით შესაძლებელია კომპიუტერზე
შესრულდეს გაცილებით მეტი მოცულობის პროგრამა, ვიდრე ძირითადი მეხსიერების
მოცულობაა.

ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ საოპერაციო სისტემების მნიშვნელოვანი მახასიათებელი


არის თანრიგიანობა. ჩვენ უკვე განვიხილეთ ცენტრალური პროცესორის თანრიგიანობა,
ასეთივე თანრიგიანობით ხასიათდება საოპერაციო სისტემა. არსებობს 16, 32 და 64
თანრიგიანი საოპერაციო სისტემები. დღეს ფართოდაა გავრცელებული 32 თანრიგიანი
საოპერაციო სისტემები. უფრო მძლავრი, 64 თანრიგიანი, საოპერაციო სისტემები
ჯერჯერობით ნაკლებად გავრცელებულია.

1970-იანი წლების ბოლოს და 1980-ინი წლების დასაწყისში მიკროკომპიუტერების


გამყიდველები მომხმარებელს სთავაზობდნენ კომპიუტერებს, რომლებიც თავიანთი
ინდივიდუალური სპეციფიური საოპერაციო სისტემებით მუშაობდა. ეს ინდივიდუალობა
წარმოშობდა სოფთუერის თავსებადობის პრობლემებს, ვინაიდან ყოველი გამოყენებითი
პროგრამის პაკეტი შემუშავებული იყო სპეციფიური საოპერაციო სიტემისა და
კომპიუტერისთვის – თუ მუშაობდა ერთი სახის კომპიუტერზე, მისი გამოყენება არ
შეიძლებოდა სხვა სახის კომპიუტერზე. შემდეგ ზოგიერთი საოპერაციო სისტემა უფრო
პოპულარული გახდა, ვიდრე სხვა, ამიტომ მათზე სამუშაოდ უფრო მეტი გამოყენებითი
სოფთუერი დაიწერა – სოფთუერის შემმუშავებლები თავიანთ პროდუქციას ძირითადად
პოპულარულ საოპერაციო სისტემებისათვის უშვებენ. 1980-იან წლებში ძალიან
პოპულარული იყო MS-DOS საოპერაციო სისტემა, შემდეგ კი მისი ე.წ. შთამომავლები
Windows-95, Windows-98, Windows-2000 და Windows-XP. დღეს ფართოდ გამოიყენება
აგრეთვე MAC OS და UNIX. ქვემოთ განვიხილავთ ამ და სხვა საოპერაციო სისტმებს.

დღეს საოპერაციო სისტემების ბაზარზე დომინირებს ფირმა Microsoft-ი.


8.4.1.1. MS-DOS. ამ საოპერაციო სისტემამ ბილ გეიტსი (Bill Gates) მსოფლიოს უმდიდრეს
ადამიანად აქცია. 1970-იან წლების ბოლოს დომინირებდა კომპანია Digital Research-ის

95
საოპერაციო სისტემა CP/M, რომელიც Apple ფირმის კომპიუტერის გარდა თითქმის ყველა
მიკროკომპიუტერზე გამოიყენებოდა. 1980 წელს IBM კორპორაცია არჩევდა საოპერაციო
სისტემას მისი პერსონალური კომპიუტერისთვის, რომელიც მალე უნდა გამოსულიყო. მან
CP/M საოპერაციო სისტემა ჩათვალა საუკეთესო ვარიანტად, როგორც უკვე
დამკვიდრებული საოპერაციო სისტემა. მაგრამ, როცა IBM-მა სცადა მოლაპარეკება, Digital
Research-ის ხელმძღვანელობამ ძალიან დიდი მოთხოვნები წამოაყენა. სამაგიეროდ უფრო
დამთმობი გამოდგა კომპანია Microsoft-ის ხელმძღვანელობა, რომელსაც შემდეგ მიმართა
IBM-მა. ამ კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი და პრეზიდენტი იყო ბილ გეიტსი. ის
ცნობილი იყო BASIC დაპროგრამების ენის საკუთარი ვერსიით და ამ დაპროგრამების ენის
პროცესორით.
მართალია Microsoft-ს გამოცდილება არ ჰქონდა საოპერაციო სისტემების შემუშავებაში,
მაგრამ მან ამ საქმეს თავი წარმატებით გაართვა. Microsoft-მა სხვა კომპანიისგან,
დაახლოებით 1 მილიონ დოლარად, შეიძინა ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საოპერაციო
სისტემის სრული უფლება და სისტემას დაარქვა MS DOS (MicroSoft Disk Operating System).
შემდეგ Microsoft-მა MS DOS-ში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა და 1981 წლის
აგვისტოში, როდესაც IBM-მა გამოაცხადა მისი პირველი პერსონალური კომპიუტერის
გამოშვება, ამ კომპიუტერების საოპერაციო სისტემა იყო Microsoft-ის მიერ შემუშავებული
IBM PC DOS (IBM Personal Computer Disk Operating System), რომელიც MS DOS-ის ანალოგი
იყო. IBM ძალიან ფართოდ გავრცელდა. მასთან ერთად Microsoft-მა MS DOS-ის
მილიონობით ასლი გაყიდა და გახდა მსოფლიოს უდიდესი და წარმატებული კომპანია,
ხოლო ბილ გეიტსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა. მისი ქონება დღეს 40
მილიარდ დოლარზე მეტია. 1995 წლამდე MS DOS ინსტოლირებული იყო მსოფლიოში
დაახლოებით 85% მიკროკომპიუტერზე.
Microsoft-ი ყოველწლიურად უშვებდა MS-DOS-ის განახლებულ ვერსიას, რომელიც
შეიცავდა ყველა ადრეულ შესაძლებლობებს და დამატებით კიდევ ზოგიერთ ახალს. MS-
DOS-ის ბოლო ვერსიებია: DOS 6.0 და DOS 7.0.
8.4.1.2. MS-DOS-Й ГА Windows-Й. MS-DOS ძალიან პოპულარული იყო გამოშვებიდან
10 წლის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში ის სულ უფრო სრულყოფილი ხდებოდა.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, MS-DOS საოპერაციო სისტემას გააჩნია შეზღუდვები. მისი
ძირითადი ნაკლია ძირითად მეხსიერებასთან მუშაობა. მას შეუძლია მხოლოდ 640 კბ
ტევადობის ძირითად მეხსიერებასთან მუშაობა.
დროთა განმავლობაში მიკროკომპიუტერის ძირითადი მეხსიერება თანდათან
იზრდებოდა – დღეს უკვე 512 მბ-ზე მეტია. გაჩნდა პროგრამები, რომლებიც ძირითადი
მეხსიერების მთელ მოცულობას მოითხოვდნენ. MS-DOS-ი ამის საშუალებას არ იძლეოდა,
ამიტომ გამოიყენებოდა დამატებითი პროგრამები – მეხსიერების მენეჯერები. მაგრამ
ისინიც კი ვერ უზრუნველყოფდა ძირითადი მეხსიერების მთლიანი მოცულობის
სრულყოფილად გამოყენებას.
მეორე ნაკლია სრულყოფილ გრაფიკულ რეჟიმში მუშაობის შეუძლებლობა. MS-DOS-ი
იყენებს მომხმარებელთან სიმბოლურ ინტერფეისს (Symbol User Interface – SUI) რაც იმას
ნიშნავს, რომ მომხმარებელმა კლავიატურიდან უნდა შეიტანოს სიტყვა, რათა კომპიუტერს
შეასრულებინოს რაიმე სამუშაო. 1980-იანი წლების ბოლოს Apple Macintosh კომპიუტერები
მომხმარებელთან გრაფიკული ინტერფეისის (Grafic User Interface - GUI) გამოყენებით
მუშაობდა, რასაც MAC OS საოპრეაციო სისტემა უზრუნველყოფდა. მომხმარებელთან
გრაფიკული ინტერფეისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს კომპიუტერს მოქმედებები
შეასრულებინოს ეკრანზე ასახული ნახატებისა (Icon) და განშლადი მენიუს ბრძანებების
ამორჩევით. ეს ნახატები შეესაბამება მონაცემთა დამუშავების რაიმე ბრძანებას.
96
მომხმარებელთან გრაფიკული ინტერფეისის შემცველი სოფთუერის გამოყენებისას,
მომხმარებლები, კლავიატურასთან შედარებით, უპირატესობას მაუსს ანიჭებენ. IBM-
თავსებადი კომპიუტერები, გრაფიკული მუშაობის უზრუნველყოფისათვის, MS-DOS-თან
ერთად დამატებით სპეციალურ პროგრამებს იყენებდა.
მესამე ნაკლია ის, რომ MS DOS არის საერთპროგრამო და საერთმომხმარებლო, ანუ
საერთდავალებო. შეუძლებელია ერთსა და იმავე დროს მასზე რამდენიმე პროგრამის
გაშვება, რაც შესაძლებელია MAC OS საოპერაციო სისტემაზე.
MS DOS საოპერაციო სისტემა კარგად იყო მორგებული ადრე გამოშვებულ Intel 8088 და Intel
8086 მიკროპროცესორებზე, მაგრამ ის სრულად ვერ იყენებს შემდეგი გამოშვების უფრო
დახვეწილი და მძლავრი მიკროპროცესორების – Intel 80286, Intel 80386, Intel 80486 და Intel
Pentium-ის – შესაძლებლობებს. მაგალითად, 80286 მიკროპროცესორს შეუძლია 16 მბ-მდე
RAM-ის დამისამართება და გამოყენება, ხოლო MS-DOS-ს შეუძლია მხოლოდ 640 კბ-
ს გამოყენება. და ბოლოს, მომხმარებლები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ MS DOS ძნელი
გამოსაყენებელი იყო. ამის გამო, Microsoft-მა შეიმუშავა გარსული პროგრამა Windows,
რომელიც გამოიყენებოდა MS-DOS-თან ერთად, რათა უფრო ადვილი გაეხადა მასთან
მუშაობა და გაეძლიერებინა მისი შესაძლებლობები. ის უზრუნველყოფდა მრავალი
დავალების ერთდროულად შესრულებას, იოლად ახდენდა გამოყენებით პროგრამებს
შორის გადართვას და მათ შორის მონაცემების გაცვლას. Windows-ს ჰქონდა მეხსიერების
მენეჯერი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევდა გამოეყენებინა 640 კბ
ჩვეულებრივი RAM და 16 მბ-მდე დამატებითი (Extended) მეხსიერება. Windows-ი აგრეთვე
უზრუნველყოფდა მომხმარებელთან გრაფიკულ ინტერფეისს, რამაც IBM-ისა და IBM-
თავსებადი პერსონალური კომპიუტერები უფრო ადვილად გამოსაყენებელი გახადა.
ამ გარსული პროგრამის ყველაზე პოპულარული ვერსია იყო Windows 3.1, რომელიც
1992 წელს გამოვიდა. ის 16 ბიტიანი სისტემა იყო და გამოიყენებოდა Intel 80286 და
შემდგომი სერიის მიკროპროცესორების მქონე კომპიუტერებზე, მინიმუმ 640 კბ RAM-ით
და 4 მბ-ზე მეტი თავისუფალი მოცულობის მქონე ხისტი დისკოთი. Windows 3.1-სთვის
დაწერილ ყველა გამოყენებით პროგრამას ჰქონდა მსგავსი მომხმარებელთან გრაფიკული
ინტერფეისი, რაც აადვილებდა მათ შესწავლას, რადგან, ერთ პროგრამასთან მუშაობის
შესწავლის შემდეგ, მომხმარებელი იოლად სწავლობდა სხვა პროგრამასთან მუშაობას.
8.4.1.3.Windows NT. Microsoft-ის ამ საოპერაციო სისტემას ბევრი უპირატესობა აქვს MS
DOS-თან და Windows 3.1-თან შედარებით. Windows NT (NT – New Technology) არის 32
თანრიგიანი საოპერაციო სისტემისა და მომხმარებელთან გრაფიკული ინტერფეისის
ნარევი. ის უზრუნველყოფს ერთდროულად მრავალი დავალების შესრულებას და ახალ
გამოყენებით პროგრამებს საშუალებას აძლევს მიმართონ 4 გიგაბაიტამდე მოცულობის
RAM-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია იმუშაოს უფრო მძლავრი
გამოყენებითი სოფთუერით, რომლებიც უფრო სწრაფად მუშაობენ. Windows NT-ს გააჩნია
აგრეთვე ქსელში მუშაობის საშუალება და ელექტრონული ფოსტის საშუალებები.
Windows NT მუშაობს უმრავლეს MS DOS-ის და Windows-ის გამოყენებით პროგრამებთან,
მაგრამ Windows NT-ს გაუმჯობესებული უპირატესობების გამოყენებისთვის საჭიროა
გამოყენებითი სოფთუერი სპეციალურად მისთვის დაიწეროს. ზოგიერთი გამოყენებითი
პროგრამა უკვე დაწერილია სპეციალურად Windows NT-სთვის, მათ შორის Microsoft Excel
და Microsoft Word.
Windows NT მუშაობს კომპიუტერებზე, რომლებსაც აქვთ მინიმუმ Intel 80386
მიკროპროცესორი, 8 მეგაბაიტი RAM და, Windows NT-ს ფაილების დასამახსოვრებლად, 30-40
მეგაბაიტი დამატებითი მეხსიერება ხისტ მაგნიტურ დისკოზე. ამ უპირატესოების
მიუხედავად Windows NTპოპულარული ვერ გახდა. ის უფრო გამოიყენება ისეთ ოფისებში,
97
რომლებიც მუშაობენ კომპიუტერული ქსელით.
Windows NT გამოდის ორ ვარიანტად სერვერული, ანუ ქსელის მმართველი (მთავარი)
კომპიუტერისთვის, და სამომხმარებლო, ანუ ქსელის სამუშაო სადგურის
კომპიუტერისთვის.
8.4.1.4. Windows 95. როგორც აღვნიშნეთ, Windows NT ვერ გახდა პოპულარული, ამიტომ
1995 წლამდე IBM-თავსებად კომპიუტერებზე უფრო ხშირად გამოიყენებოდა MS DOS
საოპერაციო სისტემა, ხოლო გრაფიკული მუშაობის უზრუნველყოფისთვის – Windows 3.1
გარსული პროგრამა. 1995 წლის აგვისტოში Microsoft-მა გამოუშვა გრაფიკული ინტერფეისის
მქონე საოპერაციო სისტემა Windows 95, რომლის საფუძველად ისევ MS DOS-
ი გამოიყენებოდა. მომხმარებელს ეს აწყობდა, ვინაიდან მათ შეეძლოთ სურვილის
შემთხვევაში ემუშავათ მათთვის ჩვეულ MS DOS საოპერაციო სისტემით.
ეს საოპერაციო სისტემა 32 თანრიგიანია და სრულად იყენებს იმ დროისთვის
გამოშვებული Intel ფირმის ახალი, Pentium სერიის, მიკროპროცესორების
შესაძლებლობებს. გავიხსენოთ, რომ MS DOS-ის და Windows-ის ყველა წინა ვერსია 16
თანრიგიანია და, ამიტომ არ შეუძლია სრულად გამოიყენოს Pentium სერიის
მიკროპროცესორების შესაძლებლობები.
Windows 95-ს გააჩნია გაუმჯობესებული გრაფიკული ინტერფეისი – Windows 3.1-თან
შედარებით უფრო ელეგანტური, უფრო მოხერხებული და უფრო ლამაზი. Microsoft-მა
ბევრი რამ კონკურენტი ფირმების საოპერაციო სისტემებიდან OS/2 და MAC OS-დან
გადმოიღო. ამ საოპერაციო სისტემას გააჩნია მულტიმედია მოწყობილობებთან (ხმის
ფირფიტასთან და ვიდეო ფირფიტასთან) წვდომის უფრო დიდი შესაძლებლობები, ვიდრე
Windows 3.1-ს, რაც მულტიმედია ფაილების შესრულების საშუალებას იძლევა.
Windows 95 არის სამრავალდავალებო საოპერაციო სისტემა და შეუძლია ავტომატურად
გამოიცნოს კომპიუტერზე დამატებული მოწყობილობების დიდი ნაწილი. მასზე დაბალია
შეცდომების რისკი, თუმცა მასაც გააჩნია საკმაო ხარვეზები, რაც პროგრამის მოულოდნელი
გაჩერებით მთავრდება. ეს გამოწვეულია სამრავალპროგრამო მოდელის დაუხვეწელობით.
Windows 95-ის გამოშვებიდან შემდგომ ორ წელიწადში გამოშვებული იქნა კიდევ
რამდენიმე შუალედური ვერსია.
8.4.1.5. Windows 98. Windows-ის ახალ ვერსიაზე მუშაობა Microsoft-მა Windows 95-ის
გამოსვლის შემდეგ მალე დიწყო. Windows 98 გამოვიდა 1998 წლის ივნისში. ეს ვერსია არც ისე
დიდად განსხვადება მისი წინამორბედისგან. ცვლილებები იყო ინტერფეისში, ხოლო მთავარი
ცვლილება იყო ინტერნეტის გარემოსთან ინტეგრირება. ინტერნეტში სამუშაოდ სისტემას
დაემატა პროგრამა Internet Explorer 4.0, რომელიც წარმოადგენს Web-ბრაუზერს, ანუ
მსოფლიო საინფრმაციო ქსელში (World Wide Web-ში) სამუშაო პროგრამას (თუმცა, აშშ-
ს მონოპოლიური აქტის საფუძველზე, ამ პროგრამის Windows 98 სისტემაში ჩართვა
Microsoft-ს არაკანონიერად ჩაუთვალეს).
Windows 98-ის ძირითადი ნაწილი იგივე დარჩა, მაგრამ ახალ მოწყობილობებთან ის უფრო
კორექტულად მუშაობს, ვიდრე Windows 95. 1999 წელს გამოვიდა Windows 98-ის
განახლებული ვერსია Windows 98 SE, რომელშიც ჩართული არის ბრაუზერის ახალი ვერსია
Internet Explorer 5.0 და, აგრეთვე, გასწორებულია მრავალი შეცდომა.
8.4.1.6. Windows 2000. Windows 2000-ის პირველი საცდელი ვერსია გამოვიდა 1998
წლის ბოლოს ის წარმოადგენდა Windows NT-ს ახალ ვერსიას. Microsoft-ი აპირებდა ამ
საოპერაციო სისტემაში გაეერთიანებინა Windows NT-ს და Windows 98-ის დადებითი
შესაძლებლობები: პირველი უზრუნველყოფდა კომპიუტერულ ქსელში უსაფრთხო
მუშაობას, ხოლო მეორე იყო უფრო იაფი და კომპიუტერის შესაძლებლობებისადმი
ნაკლებად მომთხოვნი, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. Windows 2000-ს გააჩნია Windows NT-ს
98
საუკეთესო თვისებები სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფისა და ქსელური
შესაძლებლობის მხრივ, მაგრამ მას, Windows NT-ს მსგავსად, კომპიუტერის
რესურსებისადმი დიდი მოთხოვნები აქვს და მასზე არ სრულდება MS DOS-ისთვის
დაწერილი ყველა პროგრამა. საბოლოო ვერსიაში Microsoft-მა ამ ნაკლოვანებების
უმეტესობა გამოასწორა, მაგრამ, ამის მიუხედავად, Windows 2000 არის Windows NT-ს
სრული მემკვიდრე და წარმოადგენს ქსელურ კომპიუტერებზე სამუშაო სტაბილურ
საოპერაციო სისტემას.
Windows 2000, Windows NT-ს მსგავსად, გამოდის ორ ვარიანტად – სერვერული და
სამომხმარებლო. არსებობს, აგრეთვე, Windows 2000-ის სახლისა და საოფისე
კომპიუტერების ვარიანტები.
8.4.1.7. Windows XP. Windows XP (სურ. 8-5) არის Windows-ის ახალი ვერსია,
რომელშიც სრულად არის რეალიზებული Windows NT-ს და Windows 98-ის დადებითი
შესაძლებლობები, ანუ მასში გაერთიანებულია Windows-ის შემუშავების ორი სხვადასხვა
ტექნოლოგია. ის გამოიყენება მძლავრ (Intel Pentium II, Intel Pentium III და Intel Pentium
IV) მიკროპროცესორების მქონე კომპიუტერებში. გამოსულია Windows XP-ს ორი
ვარიანტი: Windows XP Home Edition და Windows XP Professional. პირველი გამიზნულია
სახლში და შედარებით პატარა ფირმებში გამოსაყენებლად, ხოლო მეორეს გამოყენება
შეიძლება დიდ და მობილურ ბიზნესში, ამასთან ერთად Windows XP Professional
სამრავალპროცესორო საოპერაციო სისტემაა, უფრო სწორად მას შეუძლია
ორპროცესორიანი კომპიუტერული სისტემის შესაძლებლობების გამოყენება. ორივე
მათგანი წარმოადგენს ინტერფეისის დიზაინისა და სამრავალდავალებო მუშაობის
ტექნოლოგიაში დიდ ნახტომს Windows 95-ის და Windows 98-ის მომხმარებლებისთვის.
Windows XP არის Microsoft-ის მიერ ფართო მომხმარებლისთვის შეთავაზებული
პირველი საოპერაციო სისტემა, რომელიც დაფუძნებულია Windows NT-ს ბირთვზე.
მანამდე, ფართო მომხმარებლისთვის განკუთვნილი იყო Windows 95-ის ბირთვის ბაზაზე
შექმნილი საოპერაციო სისტემები. ამის გამო Windows XP მნიშვნელოვნად განსხვავდება
Windows 95–სა და Windows 98–სგან.
Microsoft-მა გამოუშვა Windows XP-ში აღმოჩენილი შეცდომების შესწორების პაკეტები:
Windows XP SP1 და Windows XP SP2. მეორე პაკეტში, რომელიც 2004 წლის ზაფხულში
გამოვიდა, შეცდომების გასწორებასთან ერთად დამატებულია ახალი ფუნქციები და
შესამჩნევად არის გაზრდილი Windows XP-ს გამოყენების უსაფრთხოება – მაქსიმალურად
არის დაცული ბოროტი განზრახვით ზემოქმედებისგან. გამოსულია აგრეთვე Windows XP
SP3 და Windows XP SP4 გაუმჯობესებული პაკეტები.
8.4.1.8. Windows CE. საოპერაციო სისტემა Windows CE არის Microsoft-ის ყველაზე
ახალგაზრდა საოპერაციო სისტემა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ სახელო
კომპიუტერებისთვის. ამ პაწაწინა საოპერაციო სისტემაში ინტეგრირებულია სახელო
კომპიუტერით მუშაობის ყველა აუცილებელი საშუალებები – მარტივი ტექსტის
მომზადების პროგრამა, ელექტრონული ცხრილების დამუშავების პროგრამა და
ელექტრონული ფოსტის პროგრამა. Microsoft-ის ჩანაფიქრის მიხედვით Windows CE-ს
გამოყენება მოხდება ზოგიერთი თანამედროვე მოდელის ავტომობილების საბორტო
კომპიუტერებში.

8.4.2.1. Macintosh-ЙУ УАПРДТАЭЙП УЙУФДМДБЙ. Apple კომპიუტერების კორპორაციამ


მისი პოპულარული კომპიუტერი Apple II გამოუშვა 1978 წელს. ეს კომპიუტერი აგებულია IBM
კომპიუტერის მიკროპროცესორისგან სრულიად განსხვავებულ მიკროპროცესორზე,

99
ამიტომ IBM-თავსებად კომპიუტერების და Apple კორპორაციის კომპიუტერების
საოპერაციო სისტემები არათავსებადია და არ შეუძლიათ ერთმანეთის მონაცემების და
ინსტრუქციების გამოყენება. Apple II-ის საოპერაციო სისტემას ჰქვიოდა Apple DOS. ის იყო
საერთმომხმარებლო და საერთდავალებო საოპერაციო სისტემა.
უფრო ძლიერი საოპერაციო სისტემა MAC OS (Macintosh Operatind System)
შემუშავებული იქნა Apple კორპორაციის ახალი Apple Macintosh კომპიუტერისთვის. ის
სამრავალდავალებო სისტემაა და უზრუნველყოფს მრავალი დავალების შესრულებას
ვირტუალური მეხსიერების გამოყენებით. ის აგრეთვე შეიცავს ფაილების გაცვლის
პროგრამას (Apple File Exchange, AFE), რომელიც Macintosh-სა და IBM-თავსებად
პერსონალურ კომპიუტერებს შორის ფაილების ურთიერთგაცვლის საშუალებას იძლევა.
Macintosh-ის საოპერაციო სისტემას აქვს ადვილად გამოსაყენებელი მომხმარებელთან
გრაფიკული ინტერფეისი, რომელიც სპეციალისტთა აზრით უფრო დახვეწილია, ვიდრე
Windows საოპერაციო სისტემის მომხმარებელთან გრაფიკული ინტერფეისი.
MAC OS მხოლოდ Apple კორპორაციის Macintosh კომპიუტერზე გამოიყენება, ამიტომ ის
Windows-ის კონკურენტი ვერ იქნება, ვინაიდან ეს უკანასკნელი IBM-თავსებად
კომპიუტერებზე გამოიყენება.
Macintosh კომპიუტერები ერთ დროს ლიდერად ითვლებოდა და IBM პერსონალური
კომპიუტერების გამოსვლის შემდეგაც ეკავა ბაზრის საკმაო ნაწილი. გრაფიკული
ინტერფეისი, მაუსი, მულტიმედია საშუალებები, ფერადი ბეჭდვა და სხვა
კომპიუტერული სიახლეები ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა Macintosh-ისა
და MAC OS-ის საშუალებით.
დღეს MAC OS-ი თავისი მიდგომით უპირისპირდება Windows-ს და ამის საფუძველიც
აქვს. MAC OS ძირითადად გამოიყენება აშშ-ში და ნაკლებად გავრცელებულია სხვა
ქვეყნებში.
Macintosh და MAC OS ფართოდ გამოიყენება საგამომცემლო საქმიანობაში – წიგნების,
ილუსტრირებული ჟურნალების, გაზეთებისა და სხვა მსგავსი პროდუქციის “ბეჭდვამდე
მოზადებისათვის”. პროგრამები Adobe Photoshop, Adobe Ilustrator, Adobe Pagemaker
თავიდანვე MAC OS-სთვის იყო განკუთვნილი და მხოლოდ შემდეგ იქნა გადაყვანილი
Windows-სთვის. Macintosh და MAC OS მოხერხებულია გრაფიკული ანიმაციის და ვიდეო
სამუშაოების შესრულებისთვის. ბევრი პოპულარული პროგრამების პაკეტი (მათ შორის
Microsoft-ის) ადაპტირებულია MAC OS-ისთვის. MAC OS-ით მუშაობა ადვილია. Windows-
ის გრაფიკულ ინტერფეისში ბევრი რამ შემუშავებულია MAC OS-ის მსგავსად.
8.4.2.2. PC DOS 2000. მართალია Windows-მა წარმატებით დაიპყრო პერსონალური
კომპიუტერების მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ამ კომპიუტერების რაღაც ნაწილზე ვერ
მუშაობს. ის, განსაკუთრებით, ვერ მუშაობს საკომპიუტერო ქსელების სამუშაო
სადგურების ადრე გამოშვებულ და დაბალი სიმძლავრის მქონე კომპიუტერებზე. მსხვილი
ორგანიზაციები არც თუ ისე ხალისით აახლებენ თავიანთი ქსელის კომპიუტერებს,
ამიტომ Intel 386 პროცესორის მქონე კომპიუტერები ახლაც არის ჩართული მათ ქსელებში.
ამასთან ერთად, ამ კომპიუტერებში გამოიყენება DOS-ის პროგრამები. ამიტომ IBM-მა
გააგრძელა DOS-ის შემუშავება და 1998 წელს გამოუშვა PC DOS 2000. მასში,
წინამორბედთან შედარებით, შეტანილი იყო სხვადასხვა გაუმჯობესებები. მათ შორის,
2000 წლისთვის მას შეეძლო სწორი მუშაობა (ადრეულ DOS-ში წელი ორი ციფრით
აღინიშნებოდა, მაგალითად 98 აღნიშნავდა 1998 წელს, ხოლო 00 – 1900 წელს, რაც,
სპეციალისტთა აზრით, 2000 წლისთვის პროგრამების არასწორ მუშაობას გამოიწვევდა).
8.4.2.3. OS/2. Windows-ის მუშაობაში შემჩნეული არასტაბილურობის გამო, კორპორაცია
Microsoft, Windows-ის გაუმჯობესებასთან ერთად, აქტიურად მუშაობდა უფრო
100
სრულყოფილი და დაცული სისტემის OS/2-ის შექმნაზე.
OS/2 სრულყოფილი სამრავალპროგრამო და საიმედო საოპერაციო სისტემაა. მას გააჩნია
უფრო მიმზიდველი ინტერფეისი და მულტიმედიასთან მუშაობის გაფართოებული
საშუალებები, მაგრამ მას სჭირდება კომპიუტერის შედარებით დიდი რესურსები, ამიტომ
ამ საოპერაციო სისტემამ ვერ მოიპოვა პოპულარობა.
OS/2-ის და Windows-ის შემმუშავებლებს სისტემის განვითარების სხვადასხვა
მიმართულებები აქვთ შერჩეული. Microsoft-მა OS/2 გადასცა IBM-ს, ხოლო თვითონ მისი
შესაძლებლობები განახორციელა Windows NT-ში. IBM-მა ვერ მიაქცია საკმაო ყურადღება
OS/2-ის განვითარებას, ამიტომ ის ნაკლებად გავრცელდა და ახალი ვერსიები აღარ
გამოსულა.
OS/2 დღეს ძირითადად კორპორაციულ ქსელებში ჩართულ კომპიუტერებზე
გამოიყენება, თუმცა საქართველოში ამ საოპერაციო სისტემას შესაძლოა ვერსად შეხვდეთ.
8.4.2.4. Be OS. ამ საოპერაციო სისტემის შემქმნელთა გუნდის წევრები Apple
კორპორაციის ყოფილი წევრებია, ამიტომ Be OS-ის ზოგიერთი რამ MAC OS-ის მსგავსია,
თუმცა MAC OS-საგან განსხვავებით Be OS წარმატებით მუშაობს როგორც Macintosh, ასევე
IBM-თავსებად კომპიუტერებზე. სწორედ ამის გამო ამ საოპერაციო სისტემას ყურადღება
ჯერ მხოლოდ სპეციალისტებმა მიაქციეს. Be OS-ის ძირითადი უპირატესობა არის
სტაბილურობა, კომპიუტერის სიმძლავრეებზე ნაკლები მოთხოვნილება, მუშაობის
სისწრაფე. ამავე დროს, Be OS არის 64 თანრიგიანი სამრავალპროგრამო საოპერაციო
სისტემა.
Be OS არის მულტიმედიასთან სამუშაო საოპერაციო სისტემა. მას გააჩნია ძალიან ბევრი
მულტიმედიასთან სამუშაო პროგრამები, ამასთან ეს პროგრამები Windows-ის
პროგრამებთან შედარებით გაცილებით სერიოზული და დახვეწილი პროგრამებია. დღეს
Be OS ერთადერთი საოპერაციო სისტემაა, რომელიც სრულყოფილად მუშაობს როგორც
Macintosh, ასევე IBM-თავსებად კომპიუტერებზე მომზადებულ მონაცემებთან, რაც ძალიან
აქტუალურია დიზაინერებისა და დამკაბადონებლებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს იყიდება Be OS-ის მეოთხე გამოცემა ეს სისტემა ჯერ
კიდევ ნაკლებად პოპულარულია. ჯერ კიდევ ცოტაა Be OS-ის სთვის ადაპტირებული
სერიოზული სოფთუერის პაკეტები. სპეციალისტები თვლიან, რომ Be OS-მა სერიოზული
განაცხადი გააკეთა სხვა საოპერაციო სისტემებთან კონკურენციაში. რაღაც დროის შემდეგ
შესაძლოა ის უფრო ფართოდ გავრცელდეს.
8.4.2.5. UNIX. საოპერაციო სისტემა UNIX შეიმუშავა კენეტ ტომპსონმა Bell Laboratories
ფირმაში 1971 წელს. (UNIX არის სიტყვა Unics აბრევიატურა, რაც აღნიშნავს Unified
Information And Computing Systems). ეს საოპერაციო სისტემა თავიდანვე
მინიკომპიუტერებისთვის იყო შექმნილი. ის სამრავალპროგრამო საოპერაციო სისტემაა,
უზრუნველყოფს დროის განაწილებით მუშაობას და ვირტუალურ მეხსიერების
გამოყენებას. 1973 წელს სისტემა გადაიწერა მაღალი დონის ენა C-ზე, რამაც შესაძლებელი
გახადა მისი გამოყენება სხვადასხვა კომპიუტერებზე, როგორც დიდკომპიუტერებზე, ასევე
მინი და მიკროკომპიუტერებზე. UNIX პოპულარულია უნივერსიტეტებში, სადაც მრავალი
მოხმარებლის (სტუდენტების, დამპროგრამებლების, მეცნიერების) ერთდროული
მუშაობის საჭიროებაა.
UNIX საოპერაციო სისტემის ერთ-ერთი უპირატესობაა ის, რომ ის გადატანადი სისტემაა,
რაც იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება გამოყენებული იქნას თითქმის ყველა კომპიუტერზე (DOS-
ის საოპრეაციო სისტემის გამოყენება შეუძლებელია, მაგალითად, Macintosh-ზე, ე.ი. DOS
მანქანაზე დამოკიდებული სისტემაა), თუმცა UNIX-ი უფრო ძნელი შესასწავლია, ვიდრე DOS-
ი, მუშაობს უფრო ნელა, ესაჭიროება უფრო მეტი ძირითადი მეხსიერება, და
101
ღირს უფრო ძვირი. ამასთან ერთად, ამ სისტემისთვის მიკროკომპიუტერზე სამუშაოდ
ცოტა გამოყენებითი პროგრამა არსებობს.
ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ UNIX სამრავალპროცესორო საოპერაციო სისტემაა და მას
იყენებენ ბოლო დროს გამოსულ მრავალპროცესორიან მიკროკომპიუტერებში.
8.4.2.6. Linux. საოპერაციო სისტემა Linux-ი შექმნა ტოლვალდ ლინუქსმა 1991 წელს,
ხოლო 1994 წელს ოფიციალურად გამოუშვა. ის მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა
საოპერაციო სისტემებისაგან.
Linux, შეიძლება ითქვას, მოყვარულის მიერ შექმნილი საოპერაციო სისტემაა
(ტოვალდმა იგი დაწერა სადიპლომო ნაშრომის სახით). ამ სისტემის განვითარებაში და
შევსებაში მონაწილეობას ღებულობს ასეულ ათასობით ენთუზიასტი სხვადასხვა
ქვეყნებიდან. ის ერთადერთი საოპერაციო სისტემაა, რომელიც უფასოდ ვრცელდება.
Linux-ი არის 32 თანრიგიანი სამრავალპროგრამო და სამრავალმომხმარებლო
საოპერაციო სისტემა. ის შემუშავებულია UNIX-ის ბაზაზე.
Linux-ის ბირთვი Windows-ისგან განსხვავებით ღიაა შეცვლისთვის, ნებისმიერ
პროგრამისტს შეუძლია ადვილად და სწრაფად მოარგოს ნებისმიერ კონკრეტულ
კომპიუტერს. Linux-ში ძალიან იშვიათია ჰარდუერთან შეუთავსებლობით გამოწვეული
კონფლიქტები, ანუ შეცდომები. იგი მუშაობის სტაბილურობის მიხედვით დიდი ხანია
პირველ ადგილზეა. სხვა სისტემებთან შედარებით ძალიან სწრაფად მუშაობს.
Linux-თან მუშაობისთვის საჭიროა მომხმარებელი ერკვეოდეს დაპროგრამებაში. ამასთან
ერთად, Windows-თან და MAC OS-თან შედარებით მისი ეკრანული გამოსახულებები
უფერულად გამოიყურება. ამიტომ Linux-ის გამოყენების ერთადერთი სფეროა ქსელები –
ინტერნეტის Web-სერვერები, ანუ მსოფლიო საინფორმაციო ქსელის Web-გვერდების
შემცველი სერვერ კომპიუტერები, და დიდი კომპანიების ადგილობრივი ქსელები.
1996 წელს გამოვიდა პირველი კომერციულად გავრცელებული Linux-ი, თუმცა მისი
ფასი სიმბოლური იყო.
Linux-ის გავრცელებას ხელი შეუწყო მისთვის მოხერხებული გარსული პროგრამების
გაჩენამ, რამაც Linux-ი უფრო გაალამაზა და მისი გამოყენება გააადვილა. ამ ბოლო ხანებში
საკმაოდ ბევრი პროგრამა დაიწერა Linux საოპერაციო სისტემისთვის. თამაშების
მწარმოებელმა ფირმებმა დაიწყეს თავიანთი სათამაშო პროგრამების ვერსიების გამოშვება
Linux-სთვის, რამაც Linux-ის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა.
Linux-ის გავლენა ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ დამწყები მომხმარებელი
ჯერჯერობით არ დაინტერესდება მისი გამოყენებით. Linux-ის ცოდნა გამოადგება მას,
ვინც მუშაობს ქსელის ადმინისტრატორად ან ინტერნტში Web-სერვერზე.

102
თავი 9.
დაპროგრამება და დაპროგრამების ენები

მხოლოდ იმის ცოდნა, თუ როგორ გამოვიყენოთ ჰარდუერი და სოფთუერი, შეიძლება


არასაკმარისი აღმოჩნდეს. ერთ დღეს მომხმარებელმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ
შეძენილი შეფუთული სოფთუერი ვერ აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს მონაცემთა
დამუშავებისადმი. ხშირად დგება ისეთი მომენტიც როდესაც ვერც ერთი მზა პროგრამა
ვერ აკეთებს ყველაფერ იმას, რაც მომხმარებელს სურს. მაგალითად, ელექტრონულ
ცხრილს არ შეუძლია ავტომატურად აჩვენოს ყველა ის მონაცემი, რომლებიც ძალიან
საჭიროა ინვესტიციების სტრატეგიის ანალიზისთვის. მას შემდეგ, რაც კომპიუტერის
ახალი მომხმარებლები უფრო და უფრო მეტ გამოცდილებას ღებულობს, მათთვის
ადვილია განსაღზვრონ ის არეები, სადაც შეიძლება ისე შეიცვალოს შეფუთული
სოფთუერი ან შეიქმნას ახალი სოფთუერი, რომ უზრუნველყოს მონაცემთა დამუშავების
უფრო სასარგებლო და დახვეწილი შესაძლებლობები.
თუ შეფუთული სოფთუერი არ აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს, მაშინ მან
უნდა შეიმუშაოს ახალი სოფთუერი. ამისთვის მას შეუძლია: 1) ახალი სოფთუერის
შემუშავება შეუკვეთოს კომპიუტერის სპეციალისტთა ჯგუფს; 2) ახალი სოფთუერის
შემუშავება დაავალოს მის ფირმაში მომუშავე კომპიუტერის სპეციალისტებს; ან 3) ახალი
სოფთუერი თვითონ შეიმუშაოს. იმის მიუხედავად, თუ რომელ მიდგომას აირჩევს,
მომხმარებელმა ზოგადად უნდა იცოდეს სოფთუერის შემუშავების პროცესი და უნდა
იცნობდეს სოფთუერის შემუშავების არსებულ საშუალებებს. პირველ და მეორე
შემთხვევაში, დაპროგრამების პროცესის საფუძვლების ცოდნა მომხმარებლებს იმისთვის
ესაჭიროება, რომ შეძლონ დამპროგრამებლებთან ურთიერთობა და შესამუშავებელი
სოფთუერისადმი მათი მოთხოვნების ახსნა. თუ მომხმარებლებს არ შეუძლია
განსაზღვრონ თავიანთი მოთხოვნები ზუსტად, მოსალოდნელია რომ შემუშავებული
სოფთუერით ისინი არ აღმოჩნდნენ კმაყოფილი.
ამ თავში ზოგადად არის აღწერილი დაპროგრამების, ანუ გამოყენებითი სოფთუერის
შემუშავების, პროცესი და დაპროგრამების ენები.

შეკვეთით შემუშავებული სოფთუერი ჩვეულებრივ არის ამ სოფთუერის მომავალი


მომხმარებლებისა და კომპიუტერის პროფესიონალების, კერძოდ, დამპროგრამებლების,
თანამშრომლობის შედეგი. დამპროგრამებლებმა იციან კომპიუტერული ტექნოლოგია და
როგორ შეიძლება მისი გამოყენება მომხმარებელთა საქმიანობაში მონაცემთა
დასამუშავებლად, ხოლო მომხმარებელმა ღრმად იცის ის საქმიანობა, რომლის
კომპიუტერიზაცია უნდა მოხდეს სოფთუერის შემუშავებით. ადამიანთა ამ ორი ჯგუფის
გამოცდილება და ცოდნა ავსებს ერთმანეთს და გამოყენებითი სოფთუერის წარმატებით
შემუშავების შესაძლებლობას იძლევა. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ
მომხმარებელმა შეძლოს ნათლად აღუწეროს თავისი მოთხოვნები დამპროგრამებელს,
საჭიროა მომხმარებელმა შეისწავლოს დაპროგრამების პროცესი. თუ მომხმარებელი ვერ
მოახერხებს დამპროგრამებელს ზუსტად აუხსნას მონაცემთა დამუშავების პროცედურები
და ლოგიკა, მაშინ დამპროგრამებლის მიერ შექმნილმა პროგრამამ შესაძლოა არ
დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნები.
ამ ქვეთავში განხილულია გამოყენებითი სოფთუერის შემუშავების პროცესის ძირითადი

103
ბიჯები. მომხმარებელს ესაჭიროება ამ ბიჯების ცოდნა, იმისათვის რომ მან შეძლოს
ელაპარაკოს დამპროგრამებელს შესამუშავებელი სოფთუერისადმი მის მოთხოვნებზე
ისეთი ტერმინებით, რომელსაც დამპროგრამებელი გაიგებს. ეს ქვეთავი დაპროგრამების
პროცესს არ აღწერს იმდენად დაწვრილებით, რომ შეძლოთ მაღალი დონის
დამპროგრამებლის ცოდნა მიიღოთ, მაგრამ გადმოცემულია ის ძირითადი საკითხები, რაც
თქვენ, როგორც მომხმარებელმა, უნდა იცოდეთ დაპროგრამების შესახებ.
დაპროგრამების პროცესი შედგება ხუთი ძირითადი ბიჯისაგან: 1) ამოცანის
ჩამოყალიბება; 2) პროგრამის ლოგიკის შემუშავება და ამოხსნის დაპროექტება; 3)
პროგრამის კოდირება; 4) პროგრამის ტესტირება; და 5) დოკუმენტების შეჯერება და
დასრულება.
განვიხილოთ თითოეული მათგანი.
ბიჯი 1 – ამოცანის ჩამოყალიბება. დაპროგამების მთავარი პრინციპია “ჯერ მოიფიქრე და
მერე დააპროგრამე”, ამიტომ ამ ბიჯზე სრულდება შემდეგ სამუშაოები:
• ამოცანის გადაწყვეტის ყველა შესაძლო გზების განხილვა; შესამუშავებელი პროგრამის
მიზნების განსაზღვრა; პროგრამის მუშაობის შედეგად მიღებული ინფორმაციის
მომხმარებელთა ჯგუფების (განყოფილებების) დადგენა.
• გამომავალი ინფორმაციისადმი მოთხოვნების განსაზღვრა.
• შემავალი მონაცემებისადმი მოთხოვნების განსაზღვრა.
• მონაცემთა დამუშავებისადმი მოთხოვნების განსაზღვრა.
• პროგრამის განხორციელებადობის გამოკვლევა. პროგრამა განხორციელებადია თუ
პროგრამის შემუშავების ხარჯები ნაკლებია შემუშავებული პროგრამისაგან მიღებულ
სარგებელზე.
• ანალიზისა და მიზნების განსაზღვრის პროცესის დოკუმენტირება, ანუ წერილობითი
და გრაფიკული აღწერა.
პირველი ბიჯი ჩვეულებრივ შეიცავს დამპროგრამებლების, მომხმარებლების და
სისტემის ანალიტიკოს-დამპროექტებლების ერთობლივ თათბირებს.
ანალიტიკოს/დამპროექტებლები აპროექტებენ სისტემას, რომლის ერთ-ერთი ნაწილი
იქნება შესამუშავებელი პროგრამა. ამ თათბირებზე უნდა გადაწყდეს ახალი გამოყენებითი
პროგრამა შემუშავდეს, თუ უკვე არსებული იყიდონ. თუ ასეთი პროგრამა უკვე არსებობს,
მაშინ შეგიძლიათ შეიძინოთ ის თქვენი ამოცანის გადასაწყვეტად და აღარ გააგრძელებთ
საკუთარი სოფთუერის შეკვეთით შემუშავებას. მაგრამ, თუ ასეთი პროგრამა არ არსებობს,
ანუ მისი შეძენა შეუძლებელია, მაშინ უნდა გააგრძელოთ თქვენი სოფთუერის შექმნა, ანუ
შემდეგი ბიჯების სამუშაოების შესრულება.
ბიჯი 2 – პროგრამის ლოგიკის შემუშავება და ამოხსნის დაპროექტება. ამოცანის
ჩამოყალიბების შემდეგ უნდა მოხდეს ამოცანის ამოხსნის ლოგიკური დაპროექტება.
დამპროგრამებელმა პროგრამის დაწერამდე უნდა შეიმუშაოს პროგრამის ლოგიკა, რომელიც
წარმოადგენს ალგორითმების, ანუ ამოცანის ამოხსნის წესების, ერთობლიობას. ალგორითმის
აღწერისა და ამოცანის ამოხსნის დაპროექტებისას დამპროგრამებლები იყენებენ ბლოკსქემას,
ფსევდოკოდს და სტრუქტურული სქემას. ბლოკსქემა არის ამოცანის ამოხსნის ალგორითმის
გრაფიკული სიმბოლოებით აღწერის ხერხი. ის შედგება ისრებისა და რამდენიმე ფორმის
ფიგურისგან (სურ. 9-1). ისრები მიუთითებს პროგრამის მიერ მოქმედების შესრულების
მიმართულებას, ხოლო ფიგურები შესასრულებელ მოქმედებებს. სურ. 9-2-ზე ნაჩვენებია ამ
სიმბოლოების გამოყენება ტელეფონზე დარეკვის ალგორითმის აღწერისას. ფსევდოკოდი არის
ბუნებრივი ენის მსგავსი ენა, რომელიც ამოცანის ამოხსნის ალგორითმის წერილობით
აღწერის საშუალებას იძლევა. სტრუქტურული სქემა არის პროგრამის ელემენტებს შორის
იერარქიული დამოკიდებულებების გრაფიკულად აღწერის
104
ხერხი. ის გამოიყენება ამოცანის ამოხსნის აღწერის დამატებით საშუალებად.
შესაძლოა თქვენ არასოდეს დაგჭირდეთ ამ ხერხების გამოყენება. მათ ძირითადად
დამპროგრამებლები იყენებენ რთული ალგორითმების აღწერისათვის. მაგრამ, იმისთვის,
რომ გაერკვეთ პროგრამის შექმნისას დამპროგრამებლისთვის საჭირო ინფორმაციის
წვრილმანებში, თქვენ უნდა გქონდეთ ზოგადი ცოდნა მათ გამოყენებაზე. ეს ცოდნა
საშუალებას მოგცემთ დამპროგრამებელს უფრო ზუსტად აღუწეროთ თქვენი მოთხოვნები
მონაცემთა დამუშავებისადმი, რითაც დაპროგრამების შედეგები უკეთესი იქნება. ამ
ხერხების უფრო დაწვრილებით აღწერა მოცემულია დანართ C-ში.
პროგრამის დაპროექტების შემდეგ დამპროგრამებლები, სისტემის დამპროექტებლები
და მომხმარებლები ამოწმებენ მის ლოგიკასა და დოკუმენტაციას.
ბიჯი 3 – პროგრამის კოდირება. პროგრამისადმი მონაცემთა დამუშავების მოთხოვნები
გადაითარგმნება დაპროგრამების ენაზე და შემდეგ მოხდება კოდირებული
ინსტრუქციების კომპიუტერში შეტანა. ინსტრუქციების შეტანა ჩვეულებრივ სრულდება
კლავიატურაზე აკრეფით და დისკოზე დამახსოვრებით.
ბიჯი 4 – პროგრამის ტესტირება. ამ ბიჯზე გულმოდგინედ შემოწმდება, ასრულებს თუ
არა კოდირებული პროგრამა ზუსტად იმას, რა დანიშნულებაც აქვს. ჯერ მოხდება
პროგრამის სტრუქტურის შემოწმება, შემდეგ პროგრამის ტექსტის კომპუტერზე
გაშვებამდე შემოწმება და ბოლოს, პროგრამის საცდელ მონაცემებზე გაშვება და
გამომავალი ინფორმაციის შედარება მოსალოდნელ ინფორმაციასთან. ტესტირებაში
მონაწილეობით, მომხმარებელს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს პროგრამაში
არსებული შეცდომების აღმოჩენაში. მას შეუძლია შეამოწმოს პროგრამის მუშაობის
შედეგები აკმაყოფილებს თუ არა მის მოთხოვნებს. თუ პროგრამაში აღმოჩნდება
შეცდომები, დამპროგრამებელი მოძებნის ამ შეცდომების მიზეზებს და შეასწორებს მათ.
ბიჯი 5 – დოკუმენტების შეჯერება და დასრულება. ამ ბიჯზე სრულდება ყოველი წინა
ბიჯის დოკუმენტირება. ეს ბიჯი სიაში მეხუთეა, მაგრამ პროგრამის დოკუმენტირების
მოქმედება, სინამდვილეში, მთელი დაპროექტებისა და კოდირების პროცესისას
მიმდინარეობს. ეს დოკუმენტაცია, ანუ სახელმძღვანელო, მომავალ მომხმარებელს,
პროგრამის ოპერატორს, მენეჯერსა და დამპროგრამებელს, რომელმაც შესაძლოა
მოგვიანებით შეცვალოს პროგრამა, აუხსნის რას აკეთებს და როგორ აკეთებს პროგრამა, და
რა უნდა გააკეთონ მათ ამ პროგრამის გამოყენებისთვის. დოკუმენტაცია, აგრეთვე,
ეხმარება დამპროგრამებელს მიაკვლიოს შეცდომებს. მომხმარებელმა უნდა შეამოწმოს,
რომ ახალი სოფთუერი ადეკვატურად არის დოკუმენტირებული.
ბევრი მომხმარებელი სერიოზულად არ ეკიდება მეოთხე და მეხუთე ბიჯებს, ამიტომ
მათ მიერ შემუშავებული სოფთუერი ხშირად არასწორ ინფორმაციას იძლევა.
თუ სოფთუერის შემუშავებისას არა ხართ დაკვირვებით, შეიძლება ბევრი პრობლემა
შეიქმნას. ბევრს ჰგონია, რომ კომპიუტერის მუშაობის შედეგები ყოველთვის სწორია.
ისინი სწორია მხოლოდ მაშინ, თუ დაკვირვებით განისაზღვრა მონაცემთა დამუშავების
პროცედურები და შემდეგ მოხდა შემუშავებული სოფთუერის საფუძვლიანი ტესტირება.

ისევე როგორც ბევრი საშუალება არსებობს სახლის აშენებისთვის, ასევე ბევრი


საშუალება არსებობს სოფთუერის შექმნის, ანუ დაწერისთვის. ეს საშუალებები მოიცავს
სხვადასხვა სახის დაპროგრამების ენებს, რომლებიც გამოიყენება ინსტრუქციების
ერთობლიობის ისეთი მიმდევრობის დასაწერად, რომელიც მომხმარებელს საშუალებას
აძლევს მონაცემები გადაამუშაოს ინფორმაციად.
დაპროგრამების ენები, მათი შექმნისა და გამოყენების პერიოდის მიხედვით, იყოფა ხუთ

105
თაობად: 1) მანქანური ენები; 2) ასემბლერის ენები; 3) მაღალი დონის ენები; 4) ძალიან
მაღალი დონის ენები; და 5) ბუნებრივი ენები. სურ. 9-3-ზე ნაჩვენებია ყოველი თაობის
ენების გამოყენების დროითი დიაგრამა. მუქი ფერის ზოლი აღნიშნავს შესაბამისი თაობის
ენების პოპულარობის პერიოდს.
თითოეული თაობის ენა არის მისი წინა თაობის განვითარება. ბოლო თაობის ენები
უფრო ადვილი შესასწავლია, ვიდრე წინა თაობის და მათი საშუალებით შეიძლება
სოფთუერის უფრო სწრაფად შემუშავება. ამასთან ერთად, ბოლო თაობის ენებით
შემუშავებული სოფთუერი უფრო საიმედოა. მაგრამ, როგორც მშენებელს მოხერხებული
კუთხის გამოჭრისთვის ზოგჯერ სჭირდება ხელის ხერხის გამოყენება, ასევე
პროფესიონალ დამპროგრამებელს სოფთუერის განსაკუთრებული ნაწილების
შექმნისთვის ჯერ კიდევ სჭირდება ზოგიერთი ადრეული თაობის ენის გამოყენება.
ბოლო თაობის ენებთან შედარებით, ადრეული თაობის დაპროგრამების ენები (პირველი,
მეორე და მესამე) სოფთუერის დაწერისთვის მოითხოვს უფრო რთულ სიტყვათა მარაგისა და
სინტაქსის ცოდნას, ამიტომ მათ მხოლოდ კომპიუტერის პროფესიონალები იყენებენ.
ტერმინი სინტაქსი დაკავშირებულია დაპროგრამების ენის ინსტრუქციების
წინადადებების, ანუ ბრძანებების, ფორმირებისთვის საჭირო ზუსტ წესებთან და
შაბლონებთან. დამპროგრამებელმა, რომელიმე დაპროგრამების ენაზე პროგრამის
დაწერისას, უნდა დაიცვას დაპროგრამების ენის სინტაქსი ზუსტად ისე, როგორც თქვენ
ინგლისელთან საუბრისას უნდა გამოიყენოთ ინგლისური ენის გრამატიკის წესები, და არა
გერმანულის.
დაპროგრამების ენები იყოფა პროცედურულ და არაპროცედურულ ენებად. მაღალი
დონის პროცედურული ენების პროგრამის ინსტრუქციები შედგება ბიჯების, ანუ
პროცედურების ჩამონათვალისგან, რომლებიც კომპიუტერს მიუთითებს რა უნდა
გააკეთოს და როგორ უნდა გააკეთოს. არაპროცედურული ენებით დამპროგრამებლები და
მომხმარებლები განსაზღვრავენ მხოლოდ რა უნდა გააკეთოს კომპიუტერმა – მათ არ უნდა
აღწერონ როგორ გააკეთოს ის კომპიუტერმა. მანქანური ენები, ასემბლერის ენები და
მაღალი დონის ენების უმრავლესობა პროცედურული ენებია, ხოლო ძალიან მაღალი
დონის ენები არაპროცედურული ენებია.
ხუთი თაობის დაპროგრამების ენებთან ერთად, სოფთუერის შექმნისთვის, ფართოდ
იყენებენ მიკროკომპიუტერის ზოგიერთი გამოყენებითი სოფთუერის პაკეტებს,
მაგალითად, ელექტრონული ცხრილებისა და მონაცემთა ბაზის მართვის სოფთუერს,
თუმცა ეს პაკეტები არ შეძლება ჩაითვალოს დაპროგრამების ენად.
დაპროგრამების ენები განვიხილოთ უფრო დაწვრილებით.

პირველი თაობის, ანუ მანქანურ, ენაზე დაწერილ პროგრამებს კომპიუტერზე


შესრულებამდე არ სჭირდება გადათარგმნა (ტრანსლირება), ხოლო უფრო მაღალი დონის
ენებზე დაწერილი პროგრამები კომპიუტერზე შესრულებამდე უნდა გადაითარგმნოს
მანქანურ ენაზე.
მანქანური ენის ინსტრუქციები და მონაცემები წარმოდგენილია ორობითი ციფრებით,
ანუ 1-ბისა და 0-ბის მიმდევრობებით, რომლებიც შეესაბამება ჩართულ და გამორთულ
ელექტრულ მდგომარეობას (სურ. 9-4). სხვადასხვა ტიპის კომპიუტერებს სხვადასხვა
ფორმატის და შინაარსის მანქანური ენის ინსტრუქციები აქვს, ამიტომ მანქანური ენის
პროგრამების შესრულება შეიძლება მხოლოდ იმ ტიპის კომპიუტერებზე,
რომელთათვისაც ეს პროგრამებია შემუშავებული. ეს იმას ნიშნავს, რომ მანქანური ენის
პროგრამები მანქანაზე დამოკიდებულია.

106
სოფთუერის შემუშავების გაადვილების საქმეში პირველი ნაბიჯი იყო ასემბლერის
ენების შექმნა, რომლებიც ცნობილია, აგრეთვე, როგორც მეორე თაობის ენები. ასემბლერის
ენები, ორობითი ციფრების გრძელი კომბინაციების ნაცვლად, იყენებს ინსტრუქციების
სახელების აბრევიატურების შესაბამის სიმბოლოებს (სურ. 9-4). ეს იმას ნიშნავს, რომ
დამპროგრამებელმა აღარ უნდა დაიმახსოვროს ინსტრუქციების გრძელი ორობითი
კოდები და მათ ნაცვლად შეუძლია გამოიყენოს ინსტრუქციების სახელების
აბრევიატურები. მაგალითად, L აღნიშნავს “ჩატვირთე” (Load) ინსტრუქციას, A – “მიუმატე”
(Add) ინსტრუქციას, B – “გადადი” (Branch) ინსტრუქციას, C – “შეადარე” (Compere)
ინსტრუქციას და ა.შ.. დამპროგრამებელი უფრო ადვილად იმახსოვრებს ამ ასოებს, ვიდრე
მათ ორობით ექვივალენტებს – 0-ბისა და 1-ბის სხვადასხვა კომბინაციებს.
დამპროგრამებელს ასემბლერის ენის გამოყენებისთვის სჭირდება ტრანსლიატორი,
რომელიც ასემბლერის ენაზე დაწერილ პროგრამას გარდაქმნის მანქანურ ენაში.
კომპიუტერს შეუძლია მხოლოდ მანქანური ენის ინსტრუქციების შესრულება. ასემბლერის
ენის ტრანსლიატორს ჰქვია ასემბლერი (Assembler, ამწყობი). ის იღებს ასემბლერის ენაზე
დაწერილ პროგრამას და თარგმნის მანქანურ ენაზე.
ასემბლერის ენები მანქანური ენების განვითარებაა, მაგრამ მათ გააჩნიათ შეზღუდვები.
მათი გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ კომპიუტერის ისეთ სპეციალისტებს, რომლებიც
კარგად იცნობენ გამოსაყენებელი კომპიუტერის აგებულებას. ისინი აგრეთვე მანქანაზე
დამოკიდებულია, ამიტომ ასემბლერის ენაზე შემუშავებული პროგრამების სხვა ტიპის
კომპიუტერებზე შესასრულებლად გადატანა ადვილი არ არის.

მესამე თაობის ენები ცნობილია, აგრეთვე, როგორც მაღალი დონის ენები. მათზე
დაწერილი პროგრამები შესახედავად ჩვეულებრივ ტექსტს და მათემატიკურ ფორმულებს
ჰგავს. მანქანური ენებისა და ასემბლერის ენებისაგან განსხვავებით, მესამე თობის ენები
მანქანაზე დამოუკიდებელია, ანუ გადატანადია. ამ ენებზე შემუშავებული პროგრამის
შესრულება შეიძლება სხვადასხვა ტიპის კომპიუტერებზე ცვლილებების გარეშე ან
უმნიშვნელო ცვლილებებით. ამასთან ერთად, დამპროგრამებლები მაღალი დონის ენებზე
პროგრამებს გაცილებით სწრაფად და იოლად წერენ, ვიდრე მანქანურ და ასემბლერის
ენებზე, რაც მათ საშუალებას აძლევს უფრო მეტი დრო დაუთმონ მომხმარებლის
სურვილების გაგებას და ისეთი სოფთუერის შემუშავებას, რომელიც სრულად შეესაბამება
მომხმარებლის მოთხოვნებს.
როგორც აღვნიშნეთ, მაღალი დონის ენების უმრავლესობა პროცედურული ენებია, ე.ი.
ამ ენებზე პროგრამის შემუშავებისას დამპროგრამებელმა უნდა აღწეროს არა მარტო ის,
თუ რა უნდა გააკეთოს კომპიუტერმა, არამედ ისიც, თუ როგორ გააკეთოს.
მაღალი დონის ენაზე დაწერილი პროგრამა უფრო ნაკლები რაოდენობის ინსტრუქცებს
შეიცავს, ვიდრე ასემბლერის ენაზე დაწერილი იგივე პროგრამა და გაცილებით ნაკლები
რაოდენობის ინსტრუქციებს შეიცავს, ვიდრე მანქანურ ენაზე დაწერილი იგივე პროგრამა
(სურ. 9-4). დამპროგრამებელი ხარჯავს გაცილებით ნაკლებ დროს მაღალი დონის ენით
სოფთუერის შემუშავებისას, ვიდრე ასემბლერის ან მანქანური ენით იგივე სოფთუერის
შემუშავებისას, ვინაიდან უფრო ნაკლები რაოდენობის ინსტრუქციების შექმნაა საჭირო.
მაღალი დონის ენით დაწერილ პროგრამას ეწოდება საწყისი კოდი. როგორც უკვე იცით,
კომპიუტერზე შესრულებამდე, მაღალი დონის ენაზე დაწერილი პროგრამა, ანუ საწყისი კოდი,
დაპროგრმების ენის პროცესორით, ანუ ტრანსლიატორით, გარდაქმნილი უნდა იქნას
მანქანურ ენაში. მანქანურ ენაში გარდაქმნილ საწყის კოდს ობიექტური კოდი ეწოდება.
არსებობს დაპროგრამების ენის პროცესორების ორი სახე: კომპილიატორები და

107
ინტერპრეტატორები.
კომპილიატორი არის დაპროგრამების ენის პროცესორი, რომელიც მთლიან მაღალი
დონის ენის პროგრამას თარგმნის მანქანური ენის პროგრამაში ერთჯერადი დამუშავებით.
თუ საწყის კოდში არ არის დაპროგრამების შეცდომა, საწყისი პროგრამის თარგმნის
შედეგად მიღებული პროგრამა არის შესრულებადი.
ინტერპრეტატორი არის დაპროგრამების ენის პროცესორი, რომელსაც მაღალი დონის
ენის ინსტრუქციების ერთი ბრძანება ერთდროულად გადაჰყავს მანქანურ კოდში და
მაშინვე ასრულებს. თუ საწყის კოდში შეცდომა აღმოჩნდა, ინტერპრეტატორი
იმავდროულად ასახავს შეცდომის შეტყობინებას ეკრანზე. ინტერპრეტატორებს
ჩვეულებრივ იყენებენ მარტივი და პატარა პროგრამების შემუშავებისთვის და სასწავლო
პროცესში, ვინაიდან მომხმარებელი დაუყოვნებლივ ღებულობს პროგრამის
ინსტრუქციების შესრულების შედეგს.
ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება კომპილირებული ან ინტერპრეტირებული
სოფთუერის გამოყენებაში არის სიჩქარე. კომპილირებული პროგრამები ხუთჯერ უფრო
სწრაფად სრულდება, ვიდრე ინტერპრეტირებული.
თუ თქვენ მუშაობთ მიკროკომპიუტერთან სახლში ან ოფისში და იყენებთ გამოყენებითი
სოფთუერის პაკეტს, სოფთუერის ინსტრუქციები უკვე გადაყვანილია ენის პროცესორით
მანქანურ ენაში ისე, რომ შეგიძლიათ პაკეტის გამოყენება – არ მოგიწევთ კოპილირებასა და
ინტერპრეტირებაზე ზრუნვა, სოფთუერის პაკეტი უკვე კომპილირებული იქნება
მანქანური ენის კოდში.
1960-ანი წლების დასაწყისში კომპიუტერის მწარმოებელთა უმრავლესობა მუშაობდა
ფორტრანზე, რომელიც იყო პირველი ფართოდ გავრცელებული კომპიუტერების მაღალი
დონის დაპროგრამების ენა. მისი შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, იქმნებოდა
ამ ენის სხვადასხვა ვერსიები, რომლებიც ძირითადად ერთმანეთის მსგავსი იყო. მაგრამ
ყოველ ახალ ვერსიაში შეტანილი უმნიშვენლო ცვლილებებიც კი ხშირად წარმოშობდა
სხვადასხვა კომპიუტერზე ენის გამოყენების პრობლემებს. ამ პრობლემების
გადაწყვეტისთვის საჭირო შეიქნა ინდუსტრიული სტანდარტი, რომელიც
უზრუნველყოფდა მაღალი დონის ენების სრულ თავსებადობას სხვადასხვა
კომპიუტერისადმი. ასეთი სტანდარტი ჩამოაყალიბა ამერიკის სტანდარტების ასოციაციამ
და 1966 წელს გამოუშვა ფორტრანის პირველი სტანდარტი.
ამერიკის სტანდარტების ასოციაციას ახლა ამერიკის ნაციონალური სტანდარტების
ინსტიტუტი (ANSI) ჰქვია. 1960-იანი წლების ბოლოდან ეს ასოციაცია, საერთაშორისო
სტანდარტების ორგანიზაციასთან (ISO) ერთად, მუშაობს მაღალი დონის დაპროგრამების
ენების სტანდარტების შემუშავებაზე. დაპროგრამების ენის ყოველი ვერსია უნდა იყოს
შეთანხმებული ANSI-ის და ISO-ს მიერ ჩამოყალიბებულ მოთხოვნებთან.
მაღალი დონის დაპროგრამების ენებიდან შეიძლება გამოვყოთ: ფორტრანი (FORTRAN),
კობოლი (COBOL), პიელ 1 (PL/1), ბეისიკი (BASIC), არპიგი (RPG), პროლოგი (PROLOG), სი
(C), პასკალი (Pascal), მოდულა 2 (Modula 2), ადა (ADA), სი პლუპლუსი (C++), ჯავა (Java),
ობიექტური პასკალი (Object Pascal) და პერლ (Perl). იმისთვის, რომ დამპროგრამებლმა
შეძლოს რომელიმე ამ ენის გამოყენებით პროგრამების შემუშავება, მას უნდა ჰქონდეს
შესაბამისი დაპროგრმების ენის პროცესორი.
ქვემოთ მოკლედ განვიხილავთ ყველაზე ფართოდ გამოყენებულ დაპოგრამების ენებს.
9.2.2.1. ЧПТФТАНЙ (სურ. 9-5) შემუშავებულ იქნა IBM-ის მიერ 1957 წელს. სიტყვა
ფორტრანი არის ინგლისური სიტყვების Formula Translator-ის აბრევიატურა – FORTRAN. ეს
ენა არის ერთ-ერთი პირველი მაღალი დონის დაპროგრამების ენა. ის შეიმუშავეს ტექნიკური
და სამეცნიერო გამოყენებისთვის. მისი პოპულარობა სწრაფად იზრდებოდა და
108
1960-იანი წლებისთვის ამ ენის ვერსიები თითქმის ყველა კომპიუტერებისთვის არსებობდა,
თუმცა ის პირველ რიგში გამოიყენება მინიკომპიუტერებზე და დიდკომპიუტერებზე.
ვინაიდან ენა შემუშავებული იყო მეცნიერული გამოკვლევების და ანალიტიკური
პრობლემების მათემატიკური ფორმულების სახით გამოსახვისთვის, ამ ენას ძირითადად
იყენებენ მათემატიკოსები, მეცნიერები და ინჟინრები. ფორტრანის უახლესი ვერსია არის
ფორტრან-90. 1990 წლის დასაწყისამდე ფორტრანი ფართოდ იყო გავრცელებული
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და სამეცნიერო დაწესებულებებში.
უპირატესობები: მას შეუძლია დაამუშაოს რთული მათემატიკური და ლოგიკური
გამოსახულებები; მისი წინადადებები შედარებით მოკლე და მარტივია; ფორტრანზე
შემუშავებული პროგრამა ადვილად შეიძლება გადავიტანოთ შესასრულებლად ერთი
ტიპის კომპიუტერიდან სხვა ტიპის კომპიუტერზე.
ნაკლოვანებები: მასზე არ შეიძლება შესრულდეს გარე მეხსიერებიდან შეტანისა და გარე
მეხსიერებაზე გამოტანის ოპერაციები ისევე ეფექტურად, როგორც სხვა მაღალი დონის
ენებზე; მას არაციფრული მონაცემების დამუშავების შეზღუდული საშუალებები გააჩნია;
ის არ არის ისე იოლი წასაკითხი და გასაგები, როგორც სხვა მაღალი დონის ენები.
9.2.2.2. КПБПЛЙ (Common Business Oriented Language, COBOL) გამოშვებულ იქნა 1960
წელს (სურ. 9-6). აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი
ყველაზე დიდი მყიდველია მონაცემთა დამუშავების საშუალებებისა, უარი განაცხადა
გაეგრძელებინა თავისი სოფთუერის შემუშავება ასემბლერის ენაზე და დააფინანსა
ბიზნესის ამოცანებისთვის განკუთვნილი დაპროგრამების ენის შემუშავება. კობოლის
შემმუშავებელი გუნდის ხელმძღვანელი იყო საზღვაო ოფიცერი ქალი გრეის ჰოპერი.
სირთულეებმა, რომელიც გამოწვეული იყო ფორტრანის სხვადასხვა ვერსიების მანქანაზე
დამოკიდებულების გამო, კობოლის შემმუშავებლებს უბიძგა შეექმნათ მანქანაზე
დამოუკიდებელი ენა. კობოლის შემუშავების შემდეგ, აშშ-ს მთავრობამ აუცილებელ
მოთხოვნად წაუყენა კომპიუტერებისა და მონაცემთა დამუშავების საშუალებების
გამყიდველებს, რომ ის შეიძენდა მხოლოდ ისეთ კომპიუტერებს, რომლებსაც კობოლის
გამოყენების საშუალება ექნებოდა. 1968 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კობოლი
მიღებული იქნა როგორც ბიზნესის დაპროგრამების სტანდარტული ენა. კობოლის
სტანდარტის ბოლო გამოშვება მოხდა 1985 წელს.
კობოლის ბრძანებები და ინსტრუქციების წინადადებების სინტაქსი გავს ინგლისურს. ამის
გამო, წასაკითხად და გასაგებად კობოლი უფრო იოლია, ვიდრე ფორტრანი. კობოლის
პროგრამას გააჩნია ოთხი განყოფილება: იდენტიფიკაციის განყოფილება, რომელიც შეიცავს
ისეთ ინფორმაციას როგორიცაა პროგრამის სახელი და დამპროგრამებლის სახელი;
მოწყობილობების განყოფილებას, რომელიც აღწერს გამოსაყენებელი კომპიუტერის ტიპს;
მონაცემთა განყოფილებას, რომელიც აღწერს დასამუშავებელ მონაცემებს; და პროცედურების
განყოფილებას, რომელიც შეიცავს დაპროგრამების ლოგიკას.
კობოლი ძირითადად გამოიყენება მინიკომპიუტერებზე და დიდკომპიუტერებზე,
მაგრამ მისი გამოყენება შეიძლება მიკროკომპიუტერებზეც.
უპირატესობები: ის არის მანქანაზე დამოუკიდებელი; მისი ინგლისურის მსგავსი
წინადადებები ადვილი გასაგებია დაპროგრამების არამცოდნესთვისაც კი; მას შეუძლია
დაამუშაოს ბევრი ფაილი, ჩანაწერი და ველი; მასზე ადვილად სრულდება შეტანა-
გამოტანის ოპერაციები.
ნაკლოვანებები: ადვილი წაკითხვადობის გამო ის სიტყვამრავალია; უმარტივესი
პროგრამაც კი გრძელია, და დამპროგრამებლის მწარმოებლობა დაბალია; მას არ შეუძლია
მათემატიკური გამოთვლების შესრულება ისე კარგად, როგორც ფორტრანს.
ამ ხარვეზების მიუხედავად, ბევრ დამპროგრამებელს სჯერა, რომ კობოლი დარჩება
109
ბიზნესის ამოცანებისთვის ყველაზე ფართოდ გამოყენებული ენა. 1990 წლამდე კობოლი
ფართოდ გამოიყენებოდა საქართველოს დიდი ფაბრიკებისა და ქარხნების გამოთვლით
ცენტრებში.
9.2.2.3. РЙДЛ 1. ფორტრანისა და კობოლის გამოყენების მიზნები ნათელია, თუმცა იმის
გამო, რომ ბიზნესისთვის შესამუშავებელი გამოყენებითი პროგრამების სირთულე და
დახვეწილობა გაიზარდა, საჭირო შეიქნა ისეთი დაპროგრამების ენა, რომლითაც
შესაძლებელი იქნებოდა რთული გამოთვლების შესრულება და დიდი მოცულობის
მონაცემთა დამუშავება. ამის გამო IBM-მა და ორმა ინტერნაციონალურმა კომპიუტერების
მომხმარებელთა ორგანიზაციამ დაიწყო ზოგადი დანიშნულების დაპროგრამების ენის
შემუშავება, რომელიც აღნიშნული იყო როგორც Programming Languange 1, ანუ PL/1. ის
გამოშვებულ იქნა 1960-იანი წლების შუაში, IBM System 360 სერიის კომპიუტერებზე
გამოსაყენებლად და დღესაც უმთავრესად დიდკომპიუტერებზე გამოიყენება. სურ. 9-7-ზე
ნაჩვენები PL/1 პროგრამის ნაწილი.
უპირატესობები: მასში კომბინირებულია მათემატიკური და ტექსტობრივი მონაცემების
დამუშავების საშუალებები; ის ძალიან მოქნილია – დამპროგრამებლებს ძალიან ცოტა
შეზღუდვები აქვთ მასზე პროგრამის კოდირებისას; ის ავტომატურად გამოავლენს და
ასწორებს დაპროგრამების მარტივ შეცდომებს.
ნაკლოვანებები: ის უფრო ნელა მუშაობს, ვიდრე კობოლი და ფორტრანი; იგი საჭიროებს
მნიშვნელოვანი მოცულობის ძირითად მეხსიერებას (ორჯერ მეტს, ვიდრე კობოლი და
ოთხჯერ მეტს, ვიდრე ფორტრანი); მისი ოპციების, ანუ ბრძანებების ვარიანტების, სია
გრძელია და ძნელია დასამახსოვრებლად; ის უფრო ძნელი შესასწავლია, ვიდრე კობოლი.
9.2.2.4. БДЙУЙКЙ (Beginer’s All-purpose Symbolic Instruction Code, BASIC) შემუშავებულ
იქნა 1960-იანი წლების შუაში ჯონ კემენისა და ტომ კურცის მიერ დარტმუტის კოლეჯში
(აშშ). ამ კოლეჯის დიდკომპიუტერზე, დროის განაწილების საოპერაციო სისტემით,
ტერმინალებთან მუშაობდა მრავალი სტუდენტი, რომლებმაც პირველად გამოცადეს
ახალი დაპროგრამების ენა. ბეისიკი შემუშავების მიზანი იყო ისეთი დაპროგრამების ენის
შექმნა, რომელიც იქნებოდა ადვილი შესასწავლი და მოხერხებული მარტივი ამოცანების
გადაწყვეტისთვის. თავდაპირველად ის გამოიყენებოდა დაპროგრამების სასწავლებლად.
ბეისიკი ინტერაქტიური ენაა, ანუ მომხმარებელს და კომპიუტერს შეუძლიათ
ერთმანეთთან ურთიერთობა პროგრამის წერისა და გაშვების პროცესში.
1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში ბეისიკი იმდენად
პოპულარული გახდა, რომ ის არჩეული იქნა მიკროკომპიუტერის ძირითადი
დაპროგრამების ენად. ამასთან ერთად, მისი გამოყენება ყველა ტიპის კომპიუტერზე
შეიძლება. მისი პოპულარობის გამო, ენის შესაძლებლობები გაფართოვდა. მას დაემატა
ფაილების დამუშავებისა და გრაფიკულ მონაცემებთან მუშაობის საშუალებები. სურ. 9-8-
ზე ნაჩვენებია ბეისიკის პროგრამის ტექსტი.
ბეისიკის უპირველესი უპირატესობა არის მისი იოლი შესწავლის შესაძლებლობა. მისი
ნაკლოვანებაა მუშაობის დაბალი სისწრაფე.
მას ძირითადად იყენებენ არა პროფესიონალი დამპროგრამებლები, მაგალითად, ინჟინრები
– თავიანთი ამოცანების გადაწყვეტისას. პროფესიონალი დამპროგრამებლები ამ ენას არ
თვლიდნენ დაპროგრამების სერიოზულ ენად და მის გამოყენებას ერიდებოდნენ.
ბეისიკის ახალი ვერსია Microsoft Quick BASIC შემუშავებულია მიკროკომპიუტერისთვის. ის
როგორც ინტერპრეტირების, ასევე კომპილირების საშუალებას იძლევა და წინა ვერსიებზე
უფრო სწრაფია, ამიტომ პროფესიონალმა დამპროგრამებლებმა დაიწყეს მისი გამოყენება
სერიოზული პროგრამების შემუშავებისათვის.
დღეს ფართოდ გამოიყენება, აგრეთვე, ამ ენის კიდევ ერთი ვერსია Visual Basic, რომელიც
110
მომხმარებელთან გრაფიკული ინტერფეისის მოკლე დროში და დახვეწილად შექმნის
საშუალებას იძლევა.
9.2.2.5. УЙ (C) შეიმუშავეს Bell Laboratories ფირმის მუშაკებმა ბრაიან კერნიგანმა და
დენის რიჩმა, 1970-იანი წლების დასაწყისში. ის შემუშავებულ იქნა სასისტემო
სოფთუერის დასაწერად და გამოიყენეს UNIX საოპერაციო სისტემის ძირითადი ნაწილის
შესაქმნელად (დანარჩენის შესაქმნელად გამოყენებულ იქნა ასემბლერის ენა). შემდეგ
თანდათან გაიზარდა მისდამი ინტერესი და დამპროგრამებლებმა დაიწყეს ამ ენის
გამოყენება გამოყენებითი სოფთუერის შემუშავებისთვის.
სურ. 9-9-ზე ნაჩვენებია C დაპროგრამების ენის მაგალითი.
უპირატესობები: მისი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა ტიპის კომპიუტერებზე, მათ შორის
მიკროკომპიუტერებზე; ის სწრაფია და ეფექტური; მისი კომპილატორის დაწერა ადვილია; ის
გამოიყენება საოპერაციო სისტემების სოფთუერის, მონაცემთა ბაზის მართვის სისტემების, და
სპეციფიური სამეცნიერო გამოყენებითი სოფთუერის დასაწერად.
ნაკლოვანებები: მას არ აქვს შეტანა-გამოტანის საშუალებები. ისინი სხვა დაპროგრამების
ენიდან უნდა იქნას ჩართული მასზე დაწერილ პროგრამებში; ის არ არის მოხერხებული
მონაცემთა ტიპების (არის თუ არა ციფრული, სიმბოლური და ა.შ) შემოწმებისათვის.
9.2.2.6. РАУКАЛЙ შეიმუშავა შვედმა მეცნიერმა ნიკლას ვირტმა და გამოუშვა 1970-იანი
წლების დასაწყისში. ეს სახელი შერჩეულია მე-17 საუკუნის ფრანგი მათემატიკოსის ბლეზ
პასკალის საპატივცემულოდ. პასკალი გამოიყენება როგორც პატარა, ისე დიდ
კომპიუტერბზე. ის შემუშავებულია დაპროგრამების, როგორც სისტემატური და
სტრუქტურული საქმიანობის სასწავლო ენა. პასკალს ასწავლიან უნივერსიტეტებში იმ
სტუდენტებს, რომელთაც სურთ დაპროგრამების ღრმად შესწავლა. მისი საშუალებით
ხდება სტრუქტურული დაპროგრამების მეთოდის სწავლება. სტრუქტურული
დაპროგრამების მეთოდი არის პროგრამის ორგანიზებისა და კოდირების მეთოდი,
რომლის მიხედვით ნებისმიერი პროგრამა შეიძლება დაიყოს სამი სახის მართვის
სტრუქტურად: 1) თანმიმდევრობა, რომლითაც პროგრამის ოპერაციები შესრულდება
მიმდევრობით; 2) შერჩევა, რომლითაც მონაცემთა ელემენტები შეედარება ერთმანეთს და
ამ შედარების შედეგის მიხედვით შეირჩევა პროგრამის ბრძანებების შესრულების
მიმართულება, ანუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება პროგრამის რომელი ბრძანებები
შესრულდეს და რომელი არ შესრულდეს; 3) განმეორება, რომლითაც პროგრამის
ბრძანებების ერთობლიობის შესრულება განმეორდება. სტრუქტურული დაპროგრამების
მეთოდი უფრო დაწვრილებით განხილულია დანართ C-ში.
სურ. 9-10-ზე ნაჩვენებია პასკალის პროგრამის ტექსტის ნაწილი.
უპირატესობანი: პასკალი შეიძლება გამოყენებული იქნას მათემატიკური და სამეცნიერო
მონაცემების დასამუშავებლად; მას გააჩნია გრაფიკული მონაცემების დამუშავების ფართო
შესაძლებლობები; ის იოლი შესასწავლია.
პასკალის უმთავრესი ნაკლოვანება არის ის, რომ მას გააჩნია მონაცემთა შეტანა-
გამოტანის შეზღუდული შესაძლებლობები, რაც ზღუდავს ამ ენის ბიზნესში გამოყენებას.
9.2.2.7. АГА. 1975 წელს აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო ისეთი ენის შექმნის
ხელშეწყობა, რომელიც დიდი პროგრამების შექმნასა და გაძღოლას შეამსუბუქებდა. ეს ენა
გამოყენებული უნდა ყოფილიყო ნებისმიერი სახის სამუშაოსთვის – ბიზნესიდან დაწყებული
რაკეტის გაშვებამდე – და შესაძლებელი უნდა ყოფილიყო მათი გამოყენება და შეცვლა
ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ამ გადაწყვეტილებას ბიძგი მისცა გამოკვლევის
შედეგებმა, რომელმაც აჩვენა, რომ ენის გამოყენებაში ერთგვაროვნების ნაკლებობის გამო,
სოფთუერის წლიურმა ხარჯებმა მილიარდობით დოლარი შეადგინა. ეს ხარჯები
აუცილებელი იყო სხვადასხვა ენების გამოყენების ხელშეწყობისთვის და პროგრამისტთა
111
ხელფასებისთვის.
დაპროგრამების ენა ადა (Ada) შემუშავდა პასკალის საფუძველზე. მას სახელი დაერქვა
ავგუსტ ადას, ცნობილი ინგლისელი პოეტის ლორდ ბაირონის ქალიშვილის,
პატივსაცემად. ქალბატონი ავგუსტ ადა მუშაობდა მათემატიკოს ჩარლზ ბებიჯთან 1800-
იან წლებში მექანიკური გამომთვლელი მოწყობილობების შემუშავებაზე და მიჩნეულია
მსოფლიოს პირველ დამპროგრამებლად. ეს ენა პირველ რიგში გამიზნული იყო ისეთ
კომპიუტერულ სისტემებში გამოსაყენებლად, რომლებიც სხვა სისტემის შემადგენელი
ნაწილია და მოქმედებს როგორც მართვის მოწყობილობა; ასეთ სისტემებს ჩადგმული
სისტემები ეწოდება. მაგალითად, სამხედრო შეიარაღების ბევრ სისტემას და ხელსაწყოს
ჩადგმული აქვს კომპიუტერული სისტემა. ამ ენის გამოყენება შეიძლება როგორც
სამხედრო, ასევე კომერციულ სფეროში. ადას აქვს პასკალის კარგი თვისებები და
გაუმჯობესებული შეტანა-გამოტანის შესაძლებლობები.
უპირატესობები: რეალურ-დროის დამუშავების ფართო მხარდაჭერა; შეცდომების
ავტომატური აღდგენა; მოქნილი შეტანა-გამოტანის ოპერაციები; სტრუქტურული და
მოდულური აგებულება – პროგრამის მოდულები, ანუ განყოფილებები, შეიძლება
შეიქმნას და შემოწმდეს მანამ, სანამ მთლიანი პროგრამა აეწყობა.
ნაკლოვანებები: სირთულის მაღალი დონე; დიდი ძირითადი მეხსიერების საჭიროება;
სხვა ენებთან შედარებით დაბალი ეფექტურობა.
ნაკლოვანებების მიუხედავად Ada-ს უდიდესი შესაძლებლობები აქვს. ის ჯერ კიდევ არ
გამოიყენება ფართოდ აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს გარეთ.
სურ. 9-11-ზე ნაჩვენებია ადა-ს პროგრამის ტექსტის მაგალითი.
9.2.2.8. ПБЙДШФЖД ПТЙДНФЙТДБЦЛЙ ГАРТПВТАМДБА. ზევით აღწერილი
ჩვეულებრივი დაპროგრამების ენების გამოყენებით, დამპროგრამებელმა პროგრამის
კოდის სტრიქონები უნდა დაწეროს შესამუშავებელი სოფთუერის ყოველი უმცირესი
დეტალისთვის. თანამედროვე სოფთუერის პაკეტები პროგრამის კოდის რამდენიმე ათას
სტრიქონს შეიცავს, ამიტომ ამ დაპროგრამების ენებით მათი შემუშავება მოითხოვს ძალიან
დიდ დროს და ბევრ დამპროგრამებელს. რა თქმა უნდა, საქმე უფრო გაუადვილდება, თუ
დამპროგრამებელს შეეძლება უკვე დაწერილი, გამართული და მისთვის გამოსადეგი
პროგრამის სხვადასხვა ნაწილების გამოყენება. ესე იგი, თუ ის აღარ დაწერს პროგრამის იმ
ნაწილებს, რომლებიც უკვე დაწერილია ვინმეს მიერ, დაპროგრამებისათვის საჭირო დრო
და ხარჯები შემცირდება.
ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების მეთოდი გულისხმობს ახალი
პროგრამების უკვე დაწერილი და გამართული პროგრამებისგან აგებას. წინასწარ დაწერილ
პროგრამებს და დასამუშავებელი მონაცემების გაერთიანებას ობიექტები ჰქვია. ყოველი
ობიექტი გარკვეულ ფუნქციას ასრულებს. მაგალითად, სახლი შეიძლება აიგოს პატარა
აგურებით, რაც დიდ დროს მოითხოვს, ხოლო თუ სახლს ავაშენებთ უკვე დამზადებული
კედლებით, ფანჯრებით, კარებებით, სახურავით და სხვა ობიექტებით, სახლი გაცილებით
სწრაფად აიგება. ჩატარებული ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ ობიექტზე
ორიენტირებული დაპროგრამების მეთოდით დაპროგრამების ხანგრძლივობა 15-ჯერ
ნაკლებია, ვიდრე ტრადიციული მეთოდით და ის კიდევ უფრო მცირდება რაც უფრო
დიდხანს იყენებენ ამ მეთოდს.
მიუხედავად ამ უპირეტესობებისა, დაპროგრამების ამ მეთოდმა ფართო გავრცელება
მხოლოდ სოფთუერის მწარმოებელ კომპანიებში ჰპოვა. ამის ერთ-ერთი მიზეზია
ტრადიციული დაპროგრამების მეთოდიდან ობიექტზე ორიენტირებულ დაპროგრამების
მეთოდზე გადასვლის სირთულე.
ყველაზე გავრცელებული ობიექტზე ორიენტირებული ენებია სი პლუსპლუსი, ჯავა,
112
ობიექტური პასკალი და სმოლთოლკი (Smalltalk).
9.2.2.9. УЙ РЛЦУРЛЦУЙ (C++) შექმნა ბიორნ სტროუსტრუპმა 1980-იანი წლების
დასაწყისში. ის არის ზოგადი დანიშნულების დაპროგრამების ენა, რომელიც გამიზნულია
პროფესიონალი დამპროგრამებლებისთვის და მათ შრომას გაცილებით სასიამოვნოს და
ეფექტურს ხდის. C++ არის C-ს გაფართოება. მას დამატებული აქვს ახალი
შესაძლებლობები. C++ წარმოადგენს ობიექტზე ორიენტირებულ დაპროგრამების ენას,
რომლითაც დამპროგრამებელს შეუძლია შექმნას ისეთი პროგრამული ობიექტები,
რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა პროგრამების წერისას. ამ
ობიექტების გამოყენება მოხერეხებული და საიმედოა. ამასთან ერთად, C++-ზე დაწერილი
პროგრამები გაცილებით მცირე მოცულობისა და ადვილად გადაკეთებადია. C++-ით
შეიძლება აგრეთვე სტრუქტურული დაპროგრამების მეთოდის გამოყენება.
დღეს C++-ის კომპილატორები არსებობს ყოველი სახის კომპიუტერისთვის. C++-ის
გამოყენებით შემუშავებულია მნიშვნელოვანი რაოდენობის სოფთუერის სისტემა. C++-ის
გამოყენება მომავალში შესაძლოა კიდევ უფრო გაფართოვდეს.
სურ. 9-12-ზე ნაჩვენებია C++-ის პროგრამის ტექსტის მაგალითი.
უპირატესობები: მაღალი მწარმოებლობა; საიმედოობა; კოლექტიური დაპროგრამების
ფართო შესაძლებლობა; პროგრამების დაგროვება და მათი იოლი გამოყენება;
პროგრამებში ცვლილებების ადვილი შეტანა; ცვლილებები პროგრამის გამოყენებაზე არ
ახდენს გავლენას.
ნაკლოვანებები: მისი შესწავლა ძნელია იმათთვის, ვინც იყენებდა ტრადიციული
დაპროგრამების ენას; პროგრამის გაგება და იერარქიული წყობის უზრუნველყოფა
მთლიანად დამპროგრამებლის მხრებზეა.
9.2.2.10. гАЕА (Java) გამოიყენება ქსელურ გარემოში დაშორებულ კომპიუტერებზე
შესასრულებელი აპლეტების, ანუ აგენტ-პროგრამების, შექმნისთვის. ის შეიმუშავა ფირმა
Sun Microsystems-მა მობილური ქსელური სოფთუერის შექმნისთვის. მასში
გათვალისწინებულია კომპიუტერის მუშაობაში ბოროტი განზრახვით ვირუსების
შეღწევისგან დაცვის საშუალებები.
მსოფლიო საინფორმაციო ქსელის და ჰიპერტექსტური მონიშვნის ენის (Hiper Text
Markup Languange, HTML) ფართო გამოყენებამ წარმოშვა მომხმარებელთან ურთიერთობის
ორგანიზაციის მოთხოვნილება. ასეთი ურთიერთობის ძირითადი საშუალებაა ქსელიდან
მიღებული პროგრამა და Web-ბრაუზერის მიერ მისი გამოყენება.
Java საშუალებით მომხმარებელს შეუძლია Web-გვერდებზე შექმნას ანიმაციური
სურათები. მისი გამოყენება არ შემოიფარგლება მარტო Web-გვერდების მომსახურებით.
ის მომხმარებელს ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტის საშუალებას აძლევს.
C++-ის მსგავსად, Java ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების ენაა, თუმცა ის
გაცილებით (დაახლოებით 20-ჯერ) ნელა მუშაობს, ვიდრე C++.
სურ. 9-13-ზე ნაჩვენებია Java-ს პროგრამის ტექსტის მაგალითი.
9.2.2.11. МАЩАЛЙ ГПНЙУ ГАРТПВТАМДБЙУ ДНЙУ ЫДТЬДЕА. დღეს 500–ზე მეტი
მაღალი დონის დაპროგრამების ენა არსებობს. ჩვენ განვიხილეთ მხოლოდ რამდენიმე
ყველაზე პოპულარული ენა. თუ დამპროგრამებელს და შესამუშავებელი პროგრამის
საბოლოო მომხმარებელს კარგად აქვთ შესწავლილი როგორი პროგრამის შემუშავება
სჭირდებათ, მაშინ გამოსაყენებელი დაპროგრამების ენის შერჩევა არ იქნება ძნელი.
დაპროგრამების ენის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ფაქტორები:
• აქვს თუ არა კომპანიას ისეთი დაპროგრამების ენა, რომელსაც დამპროგრამებელი
იყენებს?
• რამდენად ადვილია ენის შესწავლა?
113
• სხვა რა ენების გამოყენება შეიძლება კომპიუტერულ სისტემაში?
• მონაცემთა დამუშავების მოთხოვნები ემთხვევა თუ არა ენის შესაძლებლობებს?
• უნდა იმუშაოს თუ არა შესამუშავებელმა პროგრამამ რამდენიმე ტიპის კომპიუტერულ
სისტემაზე? თუკი, გასათვალისწინებელია გადატანადობა, ეს ნიშნავს, რომ უნდა შეფასდეს
მანქანაზე დამოკიდებულების ხარისხი – ყველა ენა არ არის ყველა მანქანისთვის
გამოსადეგი.
• პროგრამის გამოყენება მოხდება ჯგუფური დამუშავებისთვის თუ ტრანზაქციული
დამუშავებისთვის?
• როგორია შემუშავებული პროგრამის შემდგომი მომსახურების მოთხოვნები? თუ
საჭიროა პროგრამის ხშირი გაახლება, ადვილი იქნება ეს თუ არა არჩეულ ენაზე?
მიკროკომპიუტერები იყენებენ Basic-ს, C-ს, C++-ს და Java-ს. მინიკომპიუტერი იყენებს
Basic-ს, FORTRAN-ს, COBOL-ს და C-ს. დიდი კომპიუტერები იყენებს FORTRAN-ს და
COBOL-ს. Pascal-ი გამოიყენება სამივე ტიპის კომპიუტერზე.
მაღალი დონის ენების გამოყენება ჩვეულებრივი მომხმარებლის მიერ, გამოყენებითი
სოფთუერის შემუშავებისთვის, ხშირ შემთხვევაში, მოუხერხებელია. ამის მიზეზებია:
• მომხმარებლები საჭიროებენ ენის გამოყენების სპეციალურ სწავლებას, რისთვისაც
საჭიროა დამპროგრამებლების დაქირავება დიდი ხნით. მომხმარებლებმა შესაძლოა
მხოლოდ ხანგრძლივი სწავლების შემდეგ შეძლონ თავიანთი გამოყენებითი პროგრამის
დაწერა.
• დამპროგრამებლებისა და სხვა კომპიუტერის სპეციალისტების დაქირავება დიდ
ხარჯებს მოითხოვს.
• მომხმარებლები ხშირად დარწმუნებულნი არიან, რომ იციან რა სურთ, მაგრამ მათ
მიერ შემუშავებული პროგრამის ტესტირების შემდეგ აღმოაჩენენ, რომ არ ცოდნიათ.
დაწერილი პროგრამის შეცვლას შეიძლება დიდი ხარჯები და დრო დასჭირდეს.
თუ მომხმარებლები საჭიროებენ სოფთუერს, რომელიც არ არის გაყიდვაში, და სურთ
ასეთი სოფთუერი თვითონ შეიმუშაონ, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ძალიან მაღალი
დონის ენები. ამ ენების შესწავლა ადვილია.

მეოთხე თაობის ენები (Fourth Generation languages, 4GLS) აგრეთვე ცნობილია, როგორც
ძალიან მაღალი დონის ენები ან პრობლემაზე ორიენტირებული ენები. ჯერ კიდევ ძნელია
მისი ზოგადად განსაზღვრა. სოფთუერის სხვადასხვა მწარმოებელი მას სხვადასხვაგვარად
განსაზღვრავს. ზოგჯერ ეს ენები გაერთიანებულია სოფთუერის პაკეტთან, მაგალითად,
მონაცემთა ბაზის მართვის სისტემებთან. მომხმარებლისათვის 4GLS-ით სოფთუერის
შემუშავება უფრო იოლია, ვიდრე მესამე თაობის ენებით დაპროგრამება. მეოთხე თაობის
ენები არა პროცედურული ენებია. ამ ენების გამოყენებისას მომხმარებელმა უნდა
განსაზღვროს თუ რა უნდა გააკეთოს კომპიუტერმა და არ სჭირდება იმის განსაზღვრა თუ
როგორ უნდა გააკეთოს. ამიტომ მეოთხე თაობის ენაზე დაწერილი ამოცანის გადაწყვეტის
პროგრამის ტექსტი დაახლოებით ათჯერ ნაკლები მოცულობისაა, ვიდრე მესამე თაობის
ენაზე დაწერილი იგივე ამოცანის გადაწყვეტის პროგრამის ტექსტი.
მეოთხე თაობის ენები ძალიან ადვილი გამოსაყენებელია, ამიტომ მომხმარებლებს, ანუ
კომპიუტერის არაპროფესიონალებს, მისი გამოყენებით შეუძლიათ შეიმუშაონ
გამოყენებითი სოფთუერის განსაზღვრული სახეები. არსებობს მეოთხე თაობის ენების
ოთხი ძირითადი სახე: 1) მოთხოვნების ენები; 2) ანგარიშების გენერატორები; 3)
გამოყენებითი სოფთუერის გენერატორები; და 4) გადაწყვეტილების მიღების
ხელშემწყობი სისტემები და ფინანსური დაგეგმარების ენები.

114
მოთხოვნების ენები მომხმარებელს (არადამპროგრამებელს) საშუალებას აძლევს
მონაცემთა ბაზის ფაილებიდან ინფორმაციის მიღებაზე დასვას კითხვები, ჩვეულებრივ
ადამიანურ (ინგლისურ) ენაზე წინადადების ჩამოყალიბებით. მაგალითად, სავაჭრო
ცენტრის მენეჯერს შეუძლია კლავიატურიდან შეიტანოს მონაცემთა ბაზისადმი შემდეგი
კითხვა:
რა ოდენობის თანხა შემოვიდა იანვარში?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემისთვის, მოთხოვნების ენა გააკეთებს შესაბამის მოქმედებებს
და ეკრანზე ასახავს ან პრინტერზე დაბეჭდავს შესაბამის ინფორმაციას.
მნიშვნელოვანია, რომ მენეჯერმა არ უნდა მისცეს განსაზღვრება თუ როგორ
შესრულდეს კითხვაზე პასუხის მიღებისთვის საჭირო მოქმედებები, მან უნდა
განსაზღვროს რისი გაკეთება სურს. სხვა სიტყვებით, მომხმარებელმა უნდა განსაზღვროს
მხოლოდ კითხვა და სისტემა ავტომატურად შეასრულებს შესაბამის მოქმედებებს.
პოპულარული მოთხოვნების ენა არის Intelect-ი, რომელიც გამოიყენება IBM-ის დიდ
კომპიუტერებზე და SQL (Stuctured Query Languege), რომელიც გამოიყენება
მიკროკომპიუტერებზე, მაგალითად, მონაცემთა ბაზის მართვის სისტემა ORACL-ში.
სურ. 9-15-ზე ნაჩვენებია SQL-ის პროგრამის ტექსტის მაგალითი.
ანგარიშების გენერატორები მოთხოვნების ენის მსგავსია. ის მომხმარებელს საშუალებას
აძლევს შეკითხვები დაუსვას მონაცემთა ბაზის სისტემებს და მიიღოს მისგან ინფორმაცია
ანგარიშის სახით. ანგარიშების გენერატორით მომხმარებელს არ შეუძლია შეცვალოს
მონაცემთა ბაზის ფაილის შემცველობა, მაგრამ მომხმარებელს აქვს გამომავალი
ინფორმაციის, ანუ მოთხოვნის პასუხის, კონტროლის უფრო მეტი შესაძლებლობა.
ანგარიშების გენერატორებით, მომხმარებელს შეუძლია სოფთუერს მიანდოს გამომავალი
ინფორმაციის ფორმის ავტომატურად განსაზღვრა ან თვითონ აღწეროს ეს ფორმა.
გამოყენებითი სოფთუერის გენერატორები აკეთებს უფრო მეტს, ვიდრე მოთხოვნების
ენა და ანგარიშების გენერატორები. ეს გენერატორები მომხმარებელს საშუალებას აძლევს
განსაზღვროს გამოყენებითი სოფთუერის ძირითადი ფუნქციები და სახე; გენერატორი
ძალიან მცირე დროში ავტომატურად შექმნის განსაზღვრული ფუნქცებისა და სახის
გამოყენებითი სოფთუერის ინსრტუქციებს. გენერირებული, ანუ მიღებული,
გამოყენებითი სოფთუერი, ჩვეულებრივ შემუშავებული სოფთუერის მსგავსად,
ღებულობს შემავალ მონაცემებს, უზრუნველყოფს მონაცემების სწორ შეტანას, ასრულებს
გამოთვლებს და მონაცემთა დამუშავების ლოგიკურ მოქმედებებს, და გამოაქვს
ინფორმაცია ანგარიშების ფორმით. გამოყენებითი სოფთუერის გენერატორი ძირითადად
შეიცავს წინასწარ დაწერილ მოდულებს, ანუ პროგრამების “ასაწყობ ბლოკებს”,
რომელებიც შეიცავს,უმეტეს სოფთუერში გამოყენებულ, მონაცემთა დამუშავების
ძირითადი მოქმედებების (ჩანაწერების წაკითხვა, ჩაწერა, შედარება და ა.შ) შესრულების
ინსტრუქციებს. ეს მოდულები, ჩვეულებრივ, მაღალი დონის ენაზეა დაწერილი და
შეადგენს პროგრამების “ბიბლიოთეკას”, საიდანაც ხდება მათი ამორჩევა. მომხმარებელი
აღწერს რა უნდა გააკეთოს პროგრამამ, ანუ შესასრულებელ დავალებებს. ეს აღწერა
კლავიატურიდან უნდა შეიტანოს გამოყენებითი სოფთუერის გენერაციისათვის საჭირო
შემავალი მონაცემების ფაილში. გენერატორი განსაზღვრავს როგორ შეასრულოს
აღწერილი დავალებები და შემდეგ შექმნის შესაბამისი სოფთუერის ინსტრუქციებს.
გადაწყვეტილების მიღების ხელშემწყობი სისტემები და ფინანსური დაგეგმვის ენები
აერთიანებს სპეციალურ ინტერაქტიურ პროგრამებს და სპეციალურ ჰარდუერს,
რომლებიც მაღალი დონის მენეჯერებს საშუალებას აძლევს მოიპოვონ მონაცემები და
ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან და დაამუშაონ ისინი. მაგალითად, შეასრულონ “რა
მოხდება თუ” ანალიზები და ხანგრძლივი დროის დაგეგმვა.
115
სპეციალიზებული გამოყენებითი პროგრამების შექმნა შეიძლება, აგრეთვე,
მიკროკომპიუტერების ზოგიერთი გამოყენებითი სოფთუერითაც. მაგალითად: Excel-ით,
Lotus 1-2-3-ით, Access-ით და Framework-ით.

მეხუთე თაობის ენები, ანუ ბუნებრივი ენები, წარმოადგენს დაპროგრამების ენების


განვითარების შემდეგ ეტაპს. ბუნებრივი ენები მოთხოვნების ენების მსგავსია, ერთი
განსხვავებით: ის გამორიცხავს მომხმარებლისთვის ან დამპროგრამებლისთვის
დაპროგრამების ენის გარკვეული სიტყვის მარაგის და სინტაქსის შესწავლის საჭიროებას.
ბუნებრივი ენის ბრძანებებისა და ინსტრუქციების წინადადებების ტექსტი ძალიან ჰგავს
ადამიანის სალაპარაკო ტექსტს (სურ. 9-16).
ბუნებრივი ენით პროგრამის წერისას შესაძლებელია ბრძანების რამდენიმე გზით ჩაწერა,
დასაშვებია სიტყვებში ორთოგრაფიული შეცდომები (ზოგიერთი ასოს გამოტოვება) და
წინადადებაში სიტყვების რიგის შეცვლა. ბუნებრივი ენის გამოყენებისას აღარ არის
აუცილებელი მომხმარებელმა დაწვრილებით იცოდეს კომპიუტერის ჰარდუერი და
სოფთუერი. ამ ენების შექმნით კომპიუტერი გახდა უფრო “გონიერი” – მას შეუძლია
ადამიანის მსგავსად სწავლა. რამდენიმე ხნის შემდეგ ადამიანს შეეძლება კომპიუტერს
ბრძანებები და შეკითხვები მისცეს ნებისმიერი სახით.
ბუნებრივი ენის განვითარება გავლენას ახდენს ხელოვნურ ინტელექტზე,
კერძოდ, საექსპერტო სისტემებზე, რომლებსაც შემდეგ განვიხილავთ.

კომპიუტერიზაციაში იგულისხმება ადამიანის საქმიანობაში კომპიუტერული


სისტემების დანერგვა. თქვენ უკვე დარწმუნდით, რომ კომპიუტერი ადამიანის
გონებრივი საქმიანობის შემამსუბუქებელი მძლავრი ხელსაწყოა, ამიტომ ადამიანები,
ძირითადად, დადებითად აფასებენ მათი საქმიანობის კომპიუტერიზაციას.
კომპიუტერების სიმძლავრეები განუწყვეტლივ და ძალიან სწრაფად იზრდება, ამასთან
ერთად, არ ხდება მათი ღირებულების ზრდა, რაც ხელს უწყობს კომპიუტერული
სისტემების ფართოდ გავრცელებას.

116
თავი 10.
კომპიუტერები სამუშაოზე

ძნელი იქნება ჩამოთვალო იმ სამუშაო ადგილების სრული სია, სადაც პერსონალური


კომპიუტერი გამოიყენება. არასრული სია შემდეგია: ვაჭრობა, განათლება, სახელმწიფოს
მართვა, იურდიული მომსახურება, უძრავი ქონების მართვა, სპორტი, პოლიტიკა,
გამომცემლობა, ტრანსპორტი, წარმოება, სოფლის მეურნეობა, კონსტრუირება და ა.შ. (სურ.
10-1).
დღეს კომპიუტერი ძალიან ბევრ ორგანიზაციაში გამოიყენება, ხოლო სადაც არ
გამოყენება, თითქმის ყველა მათგანი აპირებს მის შეძენას და გამოყენებას.

პერსონალური კომპიუტერების სამუშაოზე გამოყენების ევოლუცია შეიძლება დაიყოს


სამ სტადიად.
პირველ სტადიაზე მოხდა სამუშაო ადგილების კომპიუტერიზაცია, ანუ პერსონალური
კომპიუტერების გამოყენება ინდივიდუალური მომხმარებლების მიერ სამუშაო
დავალებების შესრულებისთვის. მაგალითად, ხშირად საჭირო დოკუმენტის ტექსტის,
საბეჭდ მანქანაზე ხელახლა დაბეჭდვის ნაცვლად, კომპიუტერზე ტექსტის მომზადების
სოფთუერით სწრაფად შეცვლისთვის და პრინტერზე დაბეჭდვისთვის; ცხრილის
მომზადებისას და ცხრილში მონაცემების შეცვლისას, კალკულატორით გადაანგარიშების
ნაცვლად, ელექტრონული ცხრილის გამოყენებით ავტომატური და სწრაფი
გადაანგარიშებისთვის; და საბუთებითა და შევსებული ფორმებით პირამდე ავსებული
საქაღალდეების უჯრების გამოყენების ნაცვლად, შესაბამისი მონაცემების კომპიუტერულ
მონაცემთა ბაზის მართვის სისტემებით ორგანიზაციისა და დამუშავებისთვის. სამუშაო
ადგილების კომპიუტერიზაციამ მუშაკთა შრომის ნაყოფიერება მკვეთრად გაზარდა. უნდა
აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია ჯერ კიდევ პირველ სტადიაზეა.
მეორე სტადიაზე ორგანიზაციები გასცდნენ კომპიუტერის ინდივიდუალურ, ანუ
მხოლოდ სამუშაო ადგილზე, გამოყენებას და პერსონალურ კომპიუტერს იყენებენ მუშა
ჯგუფების ან განყოფილებების მუშაობაში. ეს განყოფილებაზე ორიენტირებული სტადიაა,
რომელიც მოიცავს კომპიუტერულ ქსელს და უფრო მძლავრ კომპიუტერთან
პერსონალური კომპიუტერით წვდომას. მეორე სტადია მოითხოვს სამუშაოების
დაგეგმვასა და მათი შესრულების ორგანიზებას.
მესამე სტადია პერსონალური კომპიუტერის გამოყენების უფრო მნიშვნელოვანი
სტადიაა. ის გულისხმობს კომპიუტერების მთელი ორგანიზაციის საქმიანობის მასშტაბით
გამოყენებას, რაც ორგანიზაციის სრულ გარდაქმნას იწვევს. ეს სტადია წინა სტადიების
გაფართოებაა და წარმოადგენს კომპიუტერების გამოყენების უმაღლეს სტადიას. სამუშაო
ადგილზე და განყოფილებაში კომპიუტერების გამოყენებასთან ერთად, კომპიუტერის
მთელი ორგანიზაციის საქმიანობის მასშტაბით გამოყენების შედეგად ხდება კომპანიის
სწრაფი განვითარება და ზრდა. კომპანიები, რომლებიც კომპიუტერების გამოყენების
მესამე სტადიაშია, დიდ წარმატებებს აღწევენ და კონკურენცია არ აშინებთ.
კომპიუტერების გამოყენების ეს სამი სტადია (სამუშაო ადგილიზე, განყოფილებაში და
მთელი ორგანიზაციის საქმიანობის მასშტაბით) სრულად აღწერს კომპიუტერების
გამოყენებაში კომპანიის მიერ მიღწეულ პროგრესს.

117
პერსონალურმა კომპიუტერმა მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანის საქმიანობა. ეს
ცვლილება, ალბათ, კიდევ რამდენიმე ათწლეულს გაგრძელდება. პერსონალური
კომპიუტერების ადამიანის საქმიანობაზე ასეთი ზეგავლენის ორი მიზეზი არსებობს: 1)
ახლა კომპიუტერები რენტაბელურია და მათი ღირებულება თითქმის ყველასთვის
ხელმისაწვდომ დონეზეა; 2) ძალიან ბევრ ბიზნესს კომპიუტერების გარეშე არ შეუძლია
იგივე დონის მომსახურების უზრუნველყოფა რაც შეუძლია მათ კომპიუტერიზებულ
კონკურენტებს.
კომპიუტერები ცვლის პიროვნებებისა და ორგანიზაციების მუშაობის მეთოდებს.
მონაცემებთან სწრაფი წვდომის უზრუნველყოფით, კომპიუტერები საშუალებას იძლევა
ნაკლები დრო დავხარჯოთ მონაცემების შემოწმებაზე და მეტი დრო გამოვუყოთ
ძირითადი სამუშაოს შესრულებას. ამასთან ერთად, საერთო მწარმოებლობის გაზრდით,
კომპიუტერებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია თავიანთი სამსახურისადმი ადამიანების
მიდგომაზე.

კომპანიებისა და სხვა ორგანიზაციების კომპიუტერიზაციაში, ანუ მათ მუშაობაში


კომპიუტერიული სისტემების დანერგვის საქმეში, მთავარი როლი აკისრია
კომპიუტერების პროფესიონალებს, ამიტომ ჯერ გავეცნოთ ამ პროფესიონალებს და
შემდეგ განვიხილოთ კომპიუტერიზაციის მართვის საკითხები.

საინფორმაციო სისტემა შეიძლება განვსაზღვროთ როგორც ორგანიზაციის ინფორმაციით


უზრუნველყოფისათვის შემუშავებული სისტემა. ტერმინი საინფორმაციო სისტემა დღეს
ჩვეულებრივ ნიშნავს სისტემას, რომელიც შეიცავს ერთ კომპიუტერს მაინც, როგორც
უმთავრეს კომპონენტს. ინფორმაცია უსარგებლოა, თუ მას მომხმარებელი დროულად არ
მიიღებს; კომპიუტერით შესაძლებელია ინფორმაციის სწრაფად წარმოება და გავრცელება.
საინფორმაციო სისტემა კომპიუტერულ ტექნოლოგიას იყენებს მთლიანი ორგანიზაციის
პრობლემების გადაწყვეტისთვის. საინფორმაციო სისტემები ძალიან სწრაფად ვრცელდება,
თუმცა ზოგიერთ კომპანიაში სრული საინფორმაციო სისტემა ჯერ კიდევ ჩანაფიქრის
დონეზეა.
საინფორმაციო სისტემის მენეჯერი ხელმძღვანელობს საინფორმაციო სისტემების
განყოფილებას. მრავალი წლის განმავლობაში ის დიდკომპიუტერებზე მომუშავე სისტემას
ხელმძღვანელობდა. პერსონალური კომპიუტერის გამოჩენამ შეცვალა საინფორმაციო
სისტემის მენეჯერის როლი და მნიშვნელობა.

1980 წლამდე კომპიუტერებს ძირითადად მსხვილი კომპანიები იყენებდა – საშუალო


ბიზნესის წარმომადგენლები მას ძალიან იშვიათად, ხოლო მცირე ბიზნესის
წარმომადგენლები საერთოდ არ იყენებდნენ. 1980-იანი წლების დასაწყისში, პერსონალური
კომპიუტერების გამოჩენისთანავე, მომხმარებლებმა იგრძნეს, რომ კომპიუტერების
პროფესიონალებისგან უფრო დამოუკიდებლები გახდნენ. ამის გამო, პერსონალური
კომპიუტერების გამოყენებამ ბიზნესში მოულოდნელად და სწრაფად დიდ მასშტაბებს
მიაღწია. ბიზნესის მუშაკებმა აშკარად დაინახეს, რომ პერსონალური კომპიუტერი
შეიძლებოდა გამხდარიყო მათი საქმიანობის ძალიან მნიშვნელოვანი ხელსაწყო. ამასთან
ერთად, მათ შეეძლოთ შეეძინათ იაფი კომპიუტერები, ბიუჯეტში წინასწარ გათვალისწინების
და ხელმძღვანელობისგან წინასწარი ნებართვის გარეშე. მენეჯერებმა შეამჩნიეს, რომ
პერსონალური კომპიუტერები მუშაკებს უზრუნველყოფს უფრო მეტი

118
კომპიუტერული სიმძლავრეებით, ვიდრე საინფორმაციო სისტემების განყოფილება.
ტექსტის მომზადების, ელექტრონული ცხრილების და მონაცემთა ბაზის მართვის
სოფთუერის დაუფლებით ბევრ მომხმარებელს შეეძლო საინფორმაციო სისტემების
განყოფილებისგან დამოუკიდებელი გამხდარიყო.
მალე მენეჯერები რამდენიმე პრობლემის წინაშე დადგნენ. პირველი იყო
შეუთავსებადობა. ახალი კომპიუტერები ისეთი მოდელებისა და მარკის გამოდიოდა, რომ
ძნელი იყო მათი ერთმანეთთან მიერთება. სოფთუერს, რომელიც ერთ კომპიუტერზე
მუშაობდა, შეიძლება ვერ ემუშავა სხვა კომპიუტერზე. მომხმარებლები არ იყვნენ ისეთი
დამოუკიდებლები საინფომაციო სისტემების განყოფილებებისაგან, როგორც ფიქრობდნენ.
ისინი საჭიროებდნენ სხვადასხვაგვარ დახმარებას. კერძოდ, მათ სჭირდებოდათ
მონაცემები საინფორმაციო სისტემის განყოფილებისგან და ისინი ამ მონაცემებს
საჭიროებდნენ მათი პერსონალური კომპიუტერის თავსებად ფორმაში. და ბოლოს, არავინ
არ იყო პასუხისმგებელი პერსონალური კომპიუტერის მდგომარეობაზე. ბევრმა
ორგანიზაციამ მენეჯმენტის პრობლემების გადაწყვეტა დაიწყო შემდეგი გზით:
• თავსებადობის პრობლემა გადაწყვიტეს ჰარდუერის და სოფთუერის შესყიდვაზე
სტანდარტებისა და სტრატეგიის ჩამოყალიბებით;
• დახმარებისა და სწავლების პრობლემები გადაწყვიტეს საინფორმაციო ცენტრების
შექმნით. ეს ცენტრები სხვა დახმარებასთან ერთად უზრუნველყოფენ სწავლებას.
• მენეჯმენტის პრობლემები მოაგვრეს ახალი თანამდებობის შექმნით, ხშირად ამ
თანამდებობას პერსონალური კომპიუტერის მენეჯერი ეწოდება.
ამ პრობლემების გადაწყვეტის გარდა, ბევრმა ორგანიზაციამ კომპიუტერების ზომა
შეამცირა, ანუ დიდიკომპიუტერული სისტემები პერსონალური კომპიუტერებით შეცვლა,
გამოყენებითი პროგრამები დიდიკომპიუტერებიდან პატარაზე გადაიტანა და
პერსონალური კომპიუტერების მომხმარებლები სამუშაო ჯგუფში გააერთიანა, რაც
გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.
ახლა განვიხილოთ პერსონალური კომპიუტერების შეძენის, საინფორმაციო ცენტრების,
პერსონალური კომპიუტერის მენეჯერის, კომპიუტურული სისტემის შეცვლის და
მუშაკთა ჯგუფების კომპიუტინგის საკითხები.

ოფისებში პერსონალური კომპიუტერების შეძენა და გამოყენება მენეჯერებმა უნდა მართონ.


განვიხილოთ მაგალითი: მუშაკს კომპიუტერით სამუშაოს მომზადებისას შეიძლება
დასჭირდეს გარკვეული მონაცემები, რომლებიც არის სხვა მუშაკის პერსონალური
კომპიუტერის ფაილებში. თუ ამ მუშაკების მიერ გამოყენებული სოფთუერი და მანქანები
სხვადასხვაა, მონაცემებთან წვდომა შეიძლება მთავარი პრობლემა გახდეს. ამ პრობლემის
თავიდან აცილება ხდება ერთგვაროვანი, ანუ თავსებადი, კომპიუტერების ჰარდუერისა და
სოფთუერის შეძენით და კომპიუტერების ქსელში გაერთიანებით ისე, რომ მონაცემები
გაზიარებული იქნეს ქსელის კომპიუტერების მოხმარებლებს შორის.

საინფორმაციო ცენტრის ძირითადი დანიშნულებაა კომპანიის მუშაკთა და


მომხმარებელთა საინფორმაციო მომსახურება. კერძოდ:
• სოფთუერის შერჩევა. საინფორმაციო ცენტრების მუშაკები მომხმარებლებს ეხმარებიან
განსაზღვრონ, რომელი სოფთუერის პაკეტი შეესაბამება მათ მოთხოვნებს.
• მონაცემებთან წვდომა. თუ შესაძლებელია, ცენტრის პერსონალი მომხმარებელს
ეხმარება კორპორაციის სხვა კომპიუტერის სისტემიდან მონაცემების საკუთარი
კომპიუტერისთვის გამოსადეგ ფორმაში მიღებაში.

119
• ტრეინინგი. კომპიუტერული ცენტრების მთავარი დანიშნულებაა ტრეინინგი, ანუ
სწავლება და წვრთნა. ტრეინინგი მიმდინარეობს სხვადასხვა თემაზე, ჩვეულებრივ პატარა
ჯგუფებთან და ხშირად.
• ტექნიკური დახმარება. საინფორმაციო ცენტრის პერსონალი მზად არის გასწიოს
ყოველგვარი ტექნიკური დახმარება. მათ შორის, დახმარება შერჩეული სოფთუერის
გამოყენებაში, დახმარება მუშაობისას გამოვლენილი შეცდომების მოძებნაში, დახმარება
საინფორმაციო სისტემის განყოფილებისადმი ფორმალური მოთხოვნების წარმოდგენაში
და ასე შემდეგ.
საინფორმაციო ცენტრი უნდა განთავსდეს მისაწვდომ ადგილზე. ცენტრი მოწყობილი
უნდა იყოს პერსოსონალური კომპიუტერებით და ტერმინალებით, სოფთუერის
პაკეტებით, და შესაძლოა ბიბლიოთეკით. ის დაკომპლექტებული უნდა იყოს ტექნიკური
განათლების მქონე ადამიანებით, რომლებსაც გააჩნიათ ახსნა-განმარტებითი ჩვევები.
მათი განაწესი მოსახერხებელი უნდა იყოს მომხმარებლისთვის.

პერსონალური კომპიუტერების სარგებლიანობა თავიდანვე ნათელი იყო. ის ზრდის


შრომის ნაყოფიერებას და ინფორმაციასთან იოლი წვდომის საშუალებას იძლევა. მაგრამ
პესონალური კომპიუტერების გამოყენების სწორი წარმართვისთვის საჭიროა მუშაკთა
შორის ანგარიშვალდებულებების ჩამოყალიბება. დიდი კომპანიები მილიონობით
დოლარს ხარჯავენ პერსონალურ კომპიუტერებზე, ამიტომ აუცილებელია ამ ხარჯების
კონტროლი. კომპანიების აუდიტორებმა შეამჩნიეს მონაცემების უსაფრთხოების და
მუშაკთა მიერ სოფთუერის უკანონო კოპირების პრობლემები. ნათელი გახდა, რომ ამ და
სხვა პრობლემების გადაწყვეტისთვის ვინმემ თვალყური უნდა ადევნოს პერსონალური
კომპიუტერების გამოყენებას. ეს პიროვნება არის პერსონალური კომპიუტერის მენეჯერი.
ამასთან ერთად, თუ კომპიუტერები ქსელშია ჩართული, შეიძლება არსებობდეს ცალკე
თანამდებობა ქსელის მენეჯერის სახელწოდებით.
პერსონალური კომპიუტერის მენეჯერმა ყურადღება უნდა მიაქციოს ოთხ მთავარ
საკითხს:
• ხარჯების მართვა. კომპიუტერიზაციისას კომპიუტერის ღირებულება არ არის
ძირითადი ხარჯი. პერსონალის სწავლების, ტექნიკური მხარდაჭერის, დამატებითი
ჰარდუერის, სოფთუერის და მონაცემთა გადამცემი ქსელების ხარჯები გაცილებით მეტია,
ვიდრე თვით კომპიუტერის ღირებულება. პერსონალური კომპიუტერების მენეჯერების
მოვალეობაა ყველა ამ ხარჯების მონიტორინგი.
• მონაცემთა დაცვა და მთლიანობა. კორპორაციის მონაცემებთან წვდომა არის ძალიან
საყურადღებო საკითხი. თუ პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელი შეეცდება
კორპორაციის დიდი კომპიუტერიდან თავის კომპიუტერში მონაცემების გადმოწერას,
მაშინვე წარმოიშობა მონაცემებთან წვდომის და მონაცემების შეცვლის უფლების
პრობლემები. არავის უნდა შეეძლოს კორპორაციის მონაცემების უნებართვოდ მიღება და
შეცვლა. ამის თავიდან აცილება ძნელია, მაგრამ პერსონალური კომპიუტერის მენეჯერმა
უნდა იზრუნოს ამ პრობლემის გადაწყვეტაზე, ვინაიდან ის პასუხს აგებს მონაცემების
დაცვაზე და მთლიანობაზე.
• ტექნიკის ზედმეტად გადატვირთვა. პერსონალური კომპიუტერის მენეჯერმა ხელი
უნდა შეუწყოს კომპანიის მიზნების განხორციელებას ისე, რომ თავიდან აიცილოს
კომპიუტერული სისტემის დიდი და ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნებით ზედმეტი
დატვირთვა, რამაც შეიძლება სისტემის გაჩერება გამოიწვიოს.
• კომპიუტერების არამიზნობრივი გამოყენება. ზოგიერთი მომხმარებელი ვერ უძლებს

120
ცდუნებას, ძირითად სამუშაოს უგულებელყოფს და კომპიუტერული თამაშით ერთობა
(სურ. 10-2) ან სხვა მისთვის საინტერესო საქმეს აკეთებს. ასეთ მუშაკებს, ხშირად,
კომპიუტერის “ნარკომანებს” უწოდებენ. პერსონალური კომპიუტერის მენეჯერები პასუხს
აგებენ ამ პრობლემაზე. მათ უნდა შეიმუშაონ პერსონალური კომპიუტერის გამოყენების
წესები და უზრუნველყონ ამ წესების დაცვა.
პერსონალური კომპიუტერის მენეჯერი ჩვეულებრივ საინფორმაციო სისტემების სფეროს
სპეციალისტი უნდა იყოს. ამასთან ერთად, სასურველია მას ჰქონდეს ფართო ტექნიკური
განათლება, იცოდეს პერსონალური კომპიუტერების როგორც შესაძლებლობები, ასევე
შეზღუდვები და კარგად იცნობდეს კომპიუტერის მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფებს.
პატარა კომპანიებში პერსონალური კომპიუტერის მენეჯერი სასურველია კარგად ერკვეოდეს
კომპიუტერთან დაკავშირებულ ყველა საკითხში, შეასრულოს ფუნქციები, რომლებიც,
ჩვეულებრივ, საინფორმაციო ცენტრის პერსონალს ევალებათ.

ბევრი კომპანიების წინაშე დგას კომპიუტერული სისტემის შეცვლის, ანუ მოქმედი


კომპიუტერების გამოყენებითი სოფთუერის ახალ და თანამედროვე კომპიუტერებზე
გადატანის პრობლემა. გადატანა ხშირად პერსონალური კომპიუტერების ადგილობრივ
ქსელზე ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიები თავიანთ ძვირ და მოძველებულ
კომპიუტერებს გამოცვლიან უფრო იაფ და თანამედროვე კომპიუტერებით.
კომპიუტერული სისტემის შეცვლა უმნიშვნელოვანეს ეფექტს იძლევა, ვინაიდან
თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებს აქვთ შესამჩნევად გაზრდილი სიმძლავრე
ადრინდელ, მაგალითად, 10 წლის წინანდელ, კომპიუტერებთან შედარებით. ამასთან
ერთად, დღეს კომპიუტერების ღირებულება გაცილებით დაბალია.
კომპანიებმა კომპიუტერების შეცვლა დაიწყო 1980-იანი წლების დასაწყისში, მაშინ ეს
შეცვლა, ძირითადად, დიდიკომპიუტერებიდან პერსონალურ კომპიუტერებზე
გადასვლაში მდგომარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო გარკვეული და
დალაგებული პროცესი, ამ შეცვლას საბოლოოდ კარგი შედეგები მოჰყვა. დაბრკოლებები,
ძირითადად, ორი კატეგორიის იყო: ტექნიკური და პოლიტიკური. დამპროგრამებლებმა
აღმოაჩინეს, რომ მათ არ ჰქონდათ ისეთივე საშუალებები, როგორიც ჰქონდათ
დიდკომპიუტერებზე. პერსონალურ კომპიუტერებში მონაცემთა დაცვა და ფაილების
სარეზერვო ასლების გაკეთება გაცილებით უფრო ძნელია და მეტ დროს მოითხოვს.
პოლიტიკური დაბრკოლება იყო ძლიერი საინფორმაციო სისტემების მენეჯერების
ცვლილებებთან შეწინააღმდეგების ტენდენცია, რაც პროცესის დაყოვნებას და ხარჯების
ზრდას იწვევდა. მაგრამ უდიდესი პრობლემაა იმის ცოდნა, თუ როდის გადახვიდე ახალ
სისტემებზე და როდის არა. მაგალითად, ძალიან დიდ მონაცემთა ბაზის მართვის
გამოყენებითი სოფთუერი, რომელმაც სწრაფად უნდა უპასუხოს მომხმარებლის
მოთხოვნებზე, საჭიროებს მძლავრი დიდიკომპიუტერებით უზრუნველყოფილ
საშუალებებს.

მუშაკთა ჯგუფის კომპიუტინგი ეწოდება საერთო მიზნების მისაღწევად დაკავშირებულ


მუშაკთა ჯგუფის (მაგალითად, განყოფილების) მუშაობაში ადგილობრივი
კომპიუტერული ქსელისა და კომპიუტერულ ტექნოლოგიის ყოველ მხრივ გამოყენებას.
მუშაკთა ჯგუფების კომპიუტინგის გამოყენებით მუშაკთა შრომის ნაყოფიერება
ორმაგდება და მუშაობის ხარისხი სწრაფად იზრდება, მუშაკთა შორის ურთიერთობა
ადვილდება, მშვიდდება და კომპანიაში ჰარმონია მკვიდრდება.
მუშაკთა ჯგუფების კომპიუტინგში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ჯგუფური

121
მუშაობის სოფთუერი, რომელიც შემუშავებულია ჯგუფის ერთობლივად მუშაობის
ხელშეწყობისთვის. ჯგუფური მუშაობის სოფთუერი მუშაკთა ჯგუფს საშუალებას აძლევს
ქსელით გაცვალონ ინფორმაცია და ითანამშრომლონ პროექტზე მუშაობისას. მაგალითად,
სხვადასხვა მომხმარებელს შეუძლია ერთსა და იმავე დოკუმენტთან წვდომა და
ერთმანეთისთვის ერთსა და იმავე კომპიუტერის ფაილზე შენიშვნების და წინადადებების
დატოვება. გამოყენებითი სოფთუერი Lotus Notes არის ლიდერი ამ საქმეში, საოპერაციო
სისტემა Windows-ის ბოლო ვერსიები აგრეთვე კარგად წყვეტს მუშაკთა ჯგუფების
კომპიუტინგის ამოცანას. ჯგუფური მუშაობის სოფთუერი ქსელში ასრულებს
დოკუმენტებთან დაკავშირებულ სამუშაოების მენეჯმენტს და ჯგუფის მუშაკებს, ქსელის
გამოყენებით, საშუალებას აძლევს ისარგებლონ საერთო მუშაობის განრიგით,
ელექტრონული ფოსტით და სხვა გაზიარებული მონაცემებით.
უახლესი გამოკვლევები აჩვენებს, რომ მუშაკთა ჯგუფების კომპიუტინგში
დაბანდებისგან (ჰარდუერის, სოფთუერის და ადმინისტრაციის ხარჯები) მოგება 100
პროცენტზე მეტია.

მუშაკთა კომპიუტერებთან წვდომის გაფართოებასთან ერთად, გაფართოვდა მათი როგორც


ტექნიკური, ასევე პოლიტიკური ძალაუფლება. სიმძლავრეების განაწილება მოხდა სხვადასხვა
გზით. მაგალითად, შორეულ ადგილზე განთავსებულ ფილიალის ოფისში მინიკომპიუტერის
დადგმამ კომპიუტერის მომხმარებელი უზრუნველყო გაზიარებულ მონაცემებთან უკეთესი
წვდომით და უფრო მეტი მართვის საშუალებებით. მაგრამ უდიდესი ცვლილება მოხდა
პერსონალური კომპიუტერის პირდაპირ მომხმარებელთან დადგმით. პერსონალური
კომპიუტერების ქსელში შეერთებით და ჯგუფური მუშაობის სოფთუერის დამატებით,
მომხმარებლის დონეზე მკვეთრად გაიზარდა სიმძლავრეები.
ბევრ კომპანიაში საინფორმაციო სისტემების განყოფილების როლი შეიცვალა. ახლა
ისინი ასრულებენ პერსონალური კომპიუტერების მუშაობის უზრუნველყოფისა და
მომხმარებლების დახმარების სამუშაოებს. ზოგიერთი კომპანია მომხმარებელთა
კომპიუტერული დახმარების განყოფილებას ქმნის, რომლის ძირითადი დანიშნულება
არის მომხმარებლების დახმარება პერსონალური კომპიუტერის გამოყენების საკითხებში.
პერსონალურმა კომპიუტერებმა გამოიწვია საინფორმაციო სისტემების მენეჯერის
მუშაობის სტილის არსებითად შეცვლა.

პერსონალური კომპიუტერების იდეა თავიდანვე ხაზს უსვამდა პიროვნების კონცეფციას


– ერთი პიროვნება, ერთი კომპიუტერი. ეს იდეა უცვლელი რჩება სახლის გარემოში,
მაგრამ ის შეიცვალა ბიზნესში. დღეს დიდ და პატარა კომპანიებში, პერსონალური
კომპიუტერები შეიძლება შეერთებული იქნეს ქსელში ერთმანეთთან და/ან დიდ
კომპიუტერებთან. ქსელში ჩართვით პერსონალური კომპიუტერი გახდება უფრო დიდი
სისტემის ნაწილი – სისტემაა აგრეთვე თვითონ პერსონალური კომპიუტერი. ასეთ
სისტემებთან მუშაობისას, პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელს საქმე ექნება
სისტემის დამპროექტებელთან, ანუ სისტემურ ანალიტიკოსთან.

სისტემა არის განსაზღვრული ამოცანის შესრულების მიზნით ერთმანეთთან


დაკავშირებული კომპონენტების ორგანიზებული ერთობლიობა. არსებობს ბუნებრივი
სისტემები, როგორიცაა, მაგალიითად, სისხლის მიმოქცევის სისტემა, მაგრამ ბევრი სისტემა
ადამიანების მიერ არის დაპროექტებული და წინასწარ განზრახვით მოთავსებული და
ამუშავებულია სხვა სისტემაში. მაგალითად, საგზაო პოლიციაში შესავსები ფორმები და
122
შესასრულებელი ტესტები შეადგენს ავტომობილის მართვის უფლების მოწმობის მიღების
სისტემას, რომელიც სახელმწიფო მართვის სისტემის ნაწილია. კომპიუტერული სისტემა
არის სისტემა, რომელიც შეიცავს ერთ ან მეტ კომპიუტერს.
სისტემის ანალიტიკოსი აანალიზებს არსებულ სისტემას და აპროექტებს ახალ,
გაუმჯობესებულ სისტემებს. სისტემის ანალიზი არის პროცესი არსებული სისტემის
შესწავლისა, იმის დასადგენად თუ როგორ მუშაობს ის და რამდენად ეფექტურად
აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს. სისტემის დაპროექტება არის ახალი სისტემის
პროექტის შემუშავების პროცესი.

უკვე დიდი ხანია სისტემის ანალიტიკოსები ახალ სისტემებს ქმნიან ან არსებულ


სისტემებს ცვლიან სისტემის შემუშავების სტანდარტული მეთოდოლოგიის გამოყენებით.
ამ მეთოდოლოგიით სისტემის შემუშავების პროცესი იყოფა ხუთ ფაზად:
1. წინასწარი გამოკვლევა – პრობლემის განსაზღვრა;
2. ანალიზი – არსებული სისტემის შესწავლა;
3. დაპროექტება – ახალი სისტემის დაგეგმარება;
4. შემუშავება – ახალი სისტემის შექმნისთვის საჭირო სამუშაოების შესრულება;
5. დანერგვა – ახალ სისტემაზე გადასვლა.
პირველი და მეორე ფაზა – წინასწარი გამოკვლევა და ანალიზი, სისტემის გაუმჯობესების
საფუძველია. ანალიზისას სრულდება გამოკვლევები, რომელიც ჩვეულებრივ შეიცავს
შემკვეთთან და სისტემის მომხმარებლებთან სისტემის ანალიტიკოსის ურთიერთობას.
შემკვეთი არის პირი ან ორგანიზაცია, რომელმაც სამუშაოს შესასრულებლად დაიქირავა
ანალიტიკოსი და ვისთვისაც ანალიზი კეთდება. მომხმარებლები არიან ადამიანები,
რომლებსაც ურთიერთობა ექნებათ შემუშავებულ სისტემასთან. მაგალითად, უნივერსიტეტის
კომპიუტერიზებული სარეგისტრაციო სისტემის შემუშავებისას შემკვეთი არის
ადმინისტრაცია, ხოლო მომხმარებლები არიან უნივერსიტეტის მუშაკები და
სტუდენტები. გასაანალიზებელი სისტემა შეიძლება იყოს როგორც
არაკომპიუტერიზებული, ასევე კომპიუტერიზებული. ნებისმიერ შემთხვევაში ახალი
სისტემის კომპონენტი იქნება კომპიუტერი.
მესამე ფაზა – სისტემის დაპროექტება არის გაუმჯობესებული სისტემის პროექტის
შემუშავების პროცესი, რომელიც დაფუძნებულია სისტემის ანალიზის შედეგებზე. ახალი
სისტემის პროექტის მოწონების შემდეგ იწყება მეოთხე ფაზა – შემუშავება. შემუშავების
პროცესი შეიცავს სოფთუერის და მოწყობილობების შეძენას ან სოფთუერის შეკვეთით
დაწერას და ტესტირებას. მეხუთე ფაზის – დანერგვის პროცესის განმავლობაში, ძველი
სისტემა შეიცვლება ახალი სისტემით.

განვიხილოთ მაგალითი. სააფთიაქო კომპანიას აქვს აფთიაქების ქსელი. კომპანიაში


შეიმჩნევა მომარეგების პრობლემები, რაც გამოწვეულია აფთიაქების საწყობებში
მედიკამენტების ხშირი უკმარისობით და მყიდველთა დაუკმაყოფილებლობით.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას სათაო ოფისში აქვს კომპიუტერი, კომპანიის მენეჯერმა
ვერ შეძლო ამ პრობლემის მოგვარება, ამიტომ წამლების აღრიცხვის უფრო დახვეწილი
ტექნოლოგიის შემუშავებისთვის მან დაიქირავა სისტემის ანალიტიკოსი.
სისტემის ანალიტიკოსმა ჩაატარა წინასწარი გამოკვლევები, გაესაუბრა კომპანიის
მუშაკებს და გააკეთა გამოკვლევების ჩანაწერები. ამ გამოკვლევების საფუძველზე
სისტემის ანალიტიკოსმა და კომპანიის მენეჯერმა განსაზღვრეს პრობლემა და დაასკვნეს,
რომ საჭიროა ახალი სისტემის შემუშავება. სისტემის ანალიტიკოსმა გააგრძელა შემდგომი

123
გამოკვლევები, ანუ გადავიდა მეორე ფაზაზე. ანალიზის მეთოდები იცვლება, მაგრამ ამ
შემთხვევაში ის სწავლობდა ჩანაწერებს და სისტემის ანალიზისთვის იყენებდა
ინტერვიუებს და კითხვარებს. მისმა ანალიზმა გამოავლინა რამდენიმე პრობლება:
წამლებით მომარაგების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა; წამლით მომარაგებაზე შეკვეთა
აფთიაქებიდან ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაბამისი წამლის თარო გაცარიელდება;
და ბოლოს, მომარაგების დაგეგმვისას არ არსებობს გაყიდული მედიკამენტების ბოლო
ჩანაწერებისა და შეკვეთის რაოდენობის ურთიერთდაკავშირების რაიმე ხერხი. სისტემა
საჭიროებს გაუმჯობესებას, რომელიც შესრულდება მესამე ფაზაზე, ანუ სისტემის
დაპროექტებისას.
მომხმარებელთან მუშაობისას სისტემის ანალიტიკოსმა დააპროექტა ახალი სისტემა,
რომლის მიხედვით აფთიაქებში არის პერსონალური კომპიუტერები, რომლებიც
ერთმანეთთან შეერთებულია კომპიუტერული ქსელით. ქსელის საშუალებით ამ
კომპიუტერებს შეუძლია მონაცემების გაცვლა ერთმანეთს შორის და სათაო ოფისის
კომპიუტერთან. ინფორმაცია არსებული მედიკამენტების შესახებ შეგროვდება ყოველი
აფთიაქიდან. ზედმეტი მარაგების შემთვევაში მედიკამენტები შეიძლება გადანაწილდეს
სხვადასხვა აფთიაქში, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ შეკვეთების პროცესი იწყება
მანამ, სანამ მედიკამენეტების თაროები გაცარიელდება.
ახალი პროექტის მოწონების შემდეგ, სისტემის ანალიტიკოსს შეეძლო გადასულიყო
მეოთხე ფაზაზე, დაეწყო სისტემის შემუშავება. მაგრამ ამ შემთხვევაში მან მენეჯერს ურჩია
შეეძინა კომერციული სოფთუერის პაკეტი, რომელიც შეესაბამებოდა დაპროექტებული
სისტემის მოთხოვნებს. ბოლოს ის გადავიდა მეხუთე ფაზაზე და რამდენიმე კვირის
განმავლობაში მომხმარებლებთან ერთად მუშაობით ახალი სისტემა დაინერგა.
ეს მაგალითი ძალიან გამარტივებულია, მაგრამ ის აჩვენებს ორ მნიშვნელოვან აზრს: 1)
ძველი სისტემა უნდა გაანალიზდეს მანამ, სანამ ახალი სისტემა დაპროექტდება; და 2)
სისტემის მომხმარებელი ჩართული უნდა იქნას როგორც ანალიზში, ასევე დაპროექტებაში.

სისტემის ანალიტიკოსი ასრულებს შუამავლის როლს. რაც იმას ნიშნავს, რომ საწყისი იდეა
შეიძლება ბოსისგან მოდიოდეს, მაგრამ ანალიტიკოსი არის პროცესის დამაჩქარებელი,
რომელიც ორგანიზაციის შიგნით დაძლევს ბუნებრივ ინერციას და წინააღმდეგობას
ცვლილებების მიმართ. ანალიტიკოსების წარმატების გასაღები არის ახალი სისტემის
შემუშავებაში შემკვეთი ორგანიზაციის მუშაკთა ჩართვა. გავრცელებულია ფრაზა: “სისტემის
წარმატებაში არაფერია უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე სისტემის შემუშავებაში
მომხმარებლის ჩართვა”. არცერთი ახლად შემუშავებული სისიტემა არ იქნება
დამაკმაყოფილებელი თუ მომხმარებელი მას არ აღიქვამს გამოსადეგად.
მომხმარებლისთვის ხელსაყრელია სისტემის ანალიტიკოსთან მუშაობა, ვინაიდან მას
შეუძლია სისტემის ანალიტიკოსს გააკეთებინოს მისთვის სასურველი სისტემა.
მომხმარებელი ობიექტის არსს ძალიან ახლოს იცნობს, ვინაიდან ის მასთან
ყოველდღიურად მუშაობს. სისტემის ანალიტიკოსმა იცის ტექნიკური მხარე, მაგრამ არ
იცნობს მომხმარებლის საქმიანობას ან განყოფილების სამუშაოებს. ამიტომ სისტემის
ანალიტიკოსი დამოკიდებულია მომხმარებელზე, რომელიც ინფორმაციას აწვდის მას და
ეხმარება ისეთი ახალი სისტემის შემუშავებაში, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნებს
დააკმაყოფილებს
•••
მენჯმენტის ზოგიერთი სპეციალისტი ფიქრობს, რომ უმაღლესი დონის ხელმძღვანელი
(პრეზიდენტი, მთავარი აღმასრულებლები და ა.შ.) უნდა შეირჩეს კომპიუტერების

124
სპეციალისტებისაგან. მათ შეუძლიათ ნებისმიერ სამუშაოზე თან მოიტანონ
კომპიუტერების სისტემასთან მუშაობის ფართო გამოცდილება. დღეს პრეზიდენტების და
მთავარი აღმასრულებლების უმეტესობა სამართლის, ფინანსების ან მარკეტინგის
სფეროდანაა. მაგრამ რომელი სფეროდანაც არ უნდა იყოს ხელმძღვანელი, მისი
პროფესიონალობის დონე უნდა შეესაბამებოდეს კომპიუტერული ინდუსტრიის
განვითარების დონეს.

125
თავი 11.
ინტერნეტი

ინტერნეტი ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა 1990-ანი წლების დასაწყისში. ამ


დროიდან დაიწყო ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ძალიან სწრაფი ზრდა, რაც
განპირობებელი იყო შემოთავაზებული მომსახურებების მრავალფეროვნებით და
მოხერხებულობით. ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა დღესაც სწრაფად იზრდება.
სპეციალისტთა შეფასებების შესაბამისად, 2000 წელს ინტერნეტში ჰოსტ კომპიუტერთა
რაოდენობა 72 მილიონი იყო, ხოლო 2002 წელს კი – 162 მილიონზე მეტი. ე.ი. ორ წელიწადში
ორჯერ და მეტად გაიზარდა. 2002 წელს ინტერნეტს იყენებდა 500 მილიონზე მეტი ადამიანი.
ფიქრობენ, რომ 2005 წლის ბოლოს ეს რიცხვი მილიარდს მიუახლოვდება. ტელეფონის
მომხმარებელთა რიცხვმა 100 მილიონს 91 წელიწადში მიაღწია, ტელევიზორის
მომხმარებელთა რიცხვმა იგივე რაოდენობას 54 წელიწადში მიაღწია, ხოლო ინტერნეტის
მომხმარებელთა რიცხვმა ხუთჯერ მეტ რაოდენობას (500 მილიონს) 12 წელიწადში მიაღწია.
ეს შთამბეჭდავი რიცხვებია, მაგრამ ინტერნეტის ზემოქმედება ადამიანის ცხოვრებაზე
გაცილებით შთამბეჭდავია და კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება მომავალში.
ელექტრონული კომერცია ძალიან სწრაფად ვითარდება. საქმიან ადამიანებს უფრო მეტის
გაკეთება შეუძლიათ ინტერნეტის მეშვეობით. ბევრი ადამიანი ინტერნეტით სარგებლობს
კვირაში რამდენიმე დღის განმავლობაში. ზოგიერთი შეფასებით, ინფორმაციულ
ტექნოლოგიებზე და ინტერნეტზე დაფუძნებული ბიზნესი ბოლო რამდენიმე წელიწადში
აშშ-ს ეკონომიკის ზრდის ნახევარზე მეტს შეადგენდა.
ამ თავში განვიხილავთ ინტერნეტის ტექნოლოგიებს, მათ გამოყენებასა და მათი
სამომავლო განვითარების ტენდენციებს.

ინტერნეტში გასაგზავნი შეტყობინებები დაიყოფა ერთნაირი ზომის პაკეტებად.


თითოეული მათგანი შეიცავს დანიშნულების ადგილის მისამართს. ყოველი პაკეტი გზას
დამოუკიდებლად იკვლევს ქსელში. შესაძლოა ერთი შეტყობინების სხვადასხვა პაკეტმა
განსხვავებული მარშრუტი აირჩიოს, მაგრამ ყოველი მათგანი ერთსა და იმავე ადგილზე
მივა და მაშინვე გარდაიქმნება საწყის შეტყობინებად. მას შემდეგ რაც პაკეტი
დანიშნულების ადგილზე მიაღწევს, პაკეტის მიერ არჩეულ მარშრუტს არავითარი
მნიშვნელობა აღარ აქვს. სოფთუერი, რომელიც ზრუნავს პაკეტის მოგზაურობაზე და
დანიშნულების ადგილზე მისვლაზე, არის გადაცემის მართვის პროტოკოლი/ინტერნეტ
პროტოკოლი (Transmission Control Protocol/Internet Protocol, TCP/IP). გადაცემის მართვის
პროტოკოლი (TCP) ახდენს შეტყობინების პაკეტებად დაშლას და დანიშნულების
ადგილზე პაკეტებიდან შეტყობინების აწყობას. ინტერნეტ პროტოკოლი (IP) განაგებს
დამისამართებას, ზრუნავს, რათა პაკეტებმა თავიანთი მარშრუტი კომპიუტერების
გავლით ისე გაიარონ, რომ მივიდნენ დანიშნულების ადგილზე.

ინტერნეტში მუშაობისთვის აუცილებელია მომხმარებელმა თავისი კომპიუტერი


დაუკავშიროს პროვაიდერის სერვერ კომპიუტერს. პროვაიდერი არის ინტერნეტის
მომსახურების მომწოდებელი, ანუ ორგანიზაცია, რომელიც თავისი სერვერ კომპიუტერითა
და შესაბამისი სოფთუერით უზრუნველყოფს მომხმარებლის კომპიუტერის ინტერნეტთან

126
დაკავშირებას. მომხმარებლის კომპიუტერის პროვაიდერის კომპიუტერთან დაკავშირება
შეიძლება სატელეფონო კავშირისა და მოდემის გამოყენებით.
თუ ინტენეტით სარგებლობთ სასწავლებლიდან, სამუშაო ადგილიდან ან ინტერნეტ
მომსახურების ორგანიზაციიდან (მაგალითად, ინტერნეტკაფიდან), თქვენ არ გჭირდებათ
ამ ელემენტებზე ზრუნვა, ვინადან შესაბამის ადგილობრივ ქსელში ერთი კომპიუტერი
მაინც აუცილებლად იქნება მოდემით დაკავშირებული რომელიმე პროვაიდერის სერვერ
კომპიუტერთან.
თუ თქვენი საკუთარი კომპიუტერით გსურთ ინტერნეტში ჩართვა, მაშინ ჯერ უნდა
აირჩიოთ პროვაიდერი. ზოგი ირჩევს მეგობრების რჩევით, ზოგი კი სარეკლამო
განცხადებებით. პროვაიდერს მომსახურებისთვის უნდა გადაუხადოთ გარკვეული
გადასახადი. გადასახადი შეძლება იყოს ყოველთვიური ან საათობრივი. საქართველოში
ინტენეტით სარგებლობის გადასახადი 1-2 თეთრია წუთში. შეგიძლიათ პროვაიდერთან
დადოთ ხელშეკრულება, მაშინ უნდა გადაიხადოთ ყოველთვიური გადასახადი;
შეგიძლიათ შეიძინოთ ინტერნეტბარათი, რომლითაც შეგიძლიათ გადახდილი თანხის
შესაბამისი დროით მუშაობა ინტერნეტში; ან შეგიძლიათ ინტერნეტში იმუშაოთ
პროვაიდერის მიერ სპეციალურად გამოყოფილი ტელეფონის ნომრით, რომლითაც თქვენს
კომპიუტერს დაუკავშირებთ პროვაიდერის კომპიუტერს. ამ შემთხვევაში, ნამუშევარი
დროის გადასახდი უნდა გადაიხადოთ ტელეფონის გადასახადის გადახდისას.

ინტერნეტის მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს დიდი რაოდენობის და


მრავალფეროვანი მომსახურებებით, მათ შორის მსოფლიო საინფორმაციო ქსელით (Worl Wide
Web), რომელიც ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა. მსოფლიო საინფორმაციო
ქსელი არის მსოფლოის სხვადსხვა კომპიუტერებში განთავსებული
ურთიერთდაკავშირებული იფორმაციის ერთობლიობა. მოხმარებელს შეუძლია ეს
ინფორმაცია ასახოს თავისი კომპიუტერის ეკრანზე. მსოფლიო საინფორმაციო ქსელის
ერთეულია Web-გვერდი (სურ. 11-1), რომელიც წარმოადგენს მსოფლიო საინფორმაციო
ქსელიდან მომხმარებლის კომპიუტერში ერთი მოთხოვნით გადმოწერილ ტექსტურ,
გრაფიკულ, ხმოვან და ვიდეო ინფორმაციას. ერთი კონკრეტული თემის შესახებ
ურთიერთდაკავშირებული Web-გვერდების ერთობლიობას ჰქვია Web-საიტი.
ერთი Web-გვერდიდან საიტის სხვა Web-გვერდის გადმოწერა და ეკრანზე ასახვა
მომხმარებელს შეუძლია ჰიპერკაშირით. ჰიპერკაშირი Web-გვერდზე ადვილი შესამჩნევია
(სურ. 11-1): ის, ან ხაზგასმული და სხვა ფერის ტექსტია, ან ნახატია. ჰიპერკავშირზე
მითითებისას მაუსის მიმთითებელი ღებულობს ხელის ფორმას. მასზე დაწკაპუნების
შემდეგ ეკრანზე აისახება ამ ჰიპერკავშირის შესაბამისი Web-გვერდი.
მსოფლიო საინფორმაციო ქსელში განთავსებული Web-გვერდების
დათვალიერებისთვის გამოიყენება ინტერნეტის საურთიერთობო სოფთუერი, რომელსაც
ბრაუზერი ჰქვია. ბრაუზერების მუშაობის პრინციპებს შემდეგ პარაგრაფში განვიხილავთ,
ახლა კი მხოლოდ დაიმახსოვრეთ, რომ ის არის პროგრამა, რომელიც ეკრანზე ასახავს
თქვენთვის სასურველ Web-გვერდს.
ბევრი ფიქრობს, რომ მსოფლიო საინფორმაციო ქსელი და ინტერნეტი ერთი და იგივეა.
სინამდვილეში მსოფლიო საინფორმაციო ქსელი ინტერნეტის ერთ-ერთი ნაწილია.

როგორც აღვნიშნეთ, ბრაუზერი არის ინტერნეტის დათვალიერების სოფთუერი.


თანამედროვე ბრაუზერების საშუალებით შესაძლებელია ინტერნეტის თითქმის ყველა
მომსახურებით სარგებლობა, ამიტომ ინტერნეტში მუშაობისათვის უნდა იცოდეთ ერთ-

127
ერთი ბრაუზერის გამოყენება. ბოლო ვერსიის გრაფიკულმა ბრაუზერებმა ინტერნეტი
მეგობრული გახადა. ყველაზე პოპულარული ბრაუზერია Internet Explorer-ი. ამის
მიზეზია ის, რომ ეს ბრაუზერი შედის საოპერაციო სისტემა Windows-ის ბოლო ვერსიების
კომპლექტში, დამატებითი საზღაურის გარეშე. პოპულარულია, აგრეთვე, Netscape და
Opera.
ბრაუზერების უმრავლესობა მომხმარებელს მსგავს შესაძლებლობებს სთავაზობს. სურ.
11-1-ზე ასახულია Internt Explorer ბრაუზერის ფანჯარა. ამ ფანჯრის ელემენეტებია
სათაურის ზოლი, მენიუს ზოლი, ხელსაწყოების ზოლი, მისამართის ველი, ინფორმაციის
ასახვის არე და მდგომარეობის ზოლი.
ინფომაციის ასახვის არეში აისახება ის Web-გვერდი, რომელსაც თქვენ ესტუმრებით.
Web-გვერდის ასახვას უწოდებენ “საიტზე გადასვლას”, მაგრამ სინამდვილეში თქვენ
არსად არ მიდიხართ, პირიქით ინფორმაცია საიტიდან თქვენთან მოდის. იმ საიტის
მონაცემები, რომელსაც თქვენ “ესტუმრებით” შესაბამისი ჰოსტ კომპიუტერიდან
ინტერნეტის გავლით გადმოიგზავნება თქვენს კომპიუტერში.
სათაურის ზოლში ასახულია ინფომაციის ასახვის არეში აისახული Web-გვერდის
სახელი (GeREs - Georgian Resources) და ბრაუზერის სახელი (Internet Explorer).
მენიუს ზოლში ასახულია ასარჩევი ბრძანებების ერთობლიობა. ამ ბრძანებებს განშლადი
მენუები ჰქვია. თითოეული მათგანზე დაწკაპუნების შემდეგ, ეკრანზე აისახება ბრძანების
შესაბამისი ქვემენიუ, ანუ ქვედა დონის მენიუ. ამ ქვემენიუების ბრძანებებზე
დაწკაპუნებით შეგიძლიათ შეასრულოთ სხვადასხვა მოქმედებები.
ხელსაწყოების ზოლში ასახულია ყველაზე ხშირად საჭირო ბრძანებების შესაბამისი
ღილაკები, ანუ ამ ღილაკებზე დაწკაპუნებით შეგიძლიათ ყველაზე ხშირად საჭირო
მოქმედებები სრულდება. მაგალითად: Back ღილაკზე დაწკაპუნებით ფანჯრის
ინფორმაციის ასახვის არეში აისახება უკანა Web-გვერდი, ანუ ის Web-გვერდი, რომელიც
ასახული იყო მიმდინარე მომენტში ასახული Web-გვერდის ასახვამდე; Print ღილაკზე
დაწკაპუნებით შეგიძლიათ მთლიანად დაბეჭდოთ მიმდინარე მომენტში ასახული Web-
გვერდი.
მისამართის ველში აისახება იმ Web-გვერდის მისამართი (Web-გვერდის მისამართს
შემდეგ პარაგრაფში განვიხილავთ), რომელსაც თქვენ ესტუმრებით, ანუ ინფორმაციის
ასახვის არეში ასახავთ. ამ ველში შეგიძლიათ აკრიფოთ ახალი მისამართი და დააჭიროთ
Enter კლავიშს, რაღაც დროის შემდეგ ფანჯრის ინფორმაციის ასახვის არეში აისახება
შესაბამისი Web-გვერდი.
მდგომარეობის ზოლში, ერთი Web-გვერდიდან მეორეზე გადასვლისას, აისახება
ინფორმაციის გადმოგზავნის მიმდინარეობა. ამავე ზოლში შეიძლება აისახოს სხვა
შეტყობინებაც.
ბრაუზერის გაშვების შემდეგ ეკრანზე აისახება Web-გვერდი, რომელიც შეიძლება იყოს
ბრაუზერის შემქმნელის Web-საიტის პირველი Web-გვერდი ან სხვა წინასწარ შერჩეული
რომელიმე Web-გვერდი. ბრაუზერის გაშვების შემდეგ ინფორმაციის ასახვის არეში ასახულ
Web-გვერდს საწყისი გვერდი ჰქვია. ბრაუზერების უმრავლესობა, მომხმარებლის
სურვილისამებრ, საწყისი გვერდის შეცვლის საშუალებას იძლევა. თუ მთელი Web-გვერდი
ეკრანზე არ ეტევა, შეგიძლიათ მისი სკროლირება, ანუ გადაადგილება ზევით და ქვევით ან
მარჯვნივ და მარცხნივ, ფანჯრის მარჯვნივ და ქვევით მოთავსებული სკროლის ზოლებით
– სკროლის ზოლების ისრებზე დაწკაპუნებით ან ძელაკების გადაადგლებით ეკრანზე
აისახება Web-გვერდის შესაბამისი ნაწილი. სკროლირებისას იცვლება მხოლოდ
ინფორმაციის ასახვის არე.
ბრაუზერების დანიშნულებაა, აგრეთვე, Web-გვერდების პროგრამების ინტერპრეტირება.
128
თავდაპირველად, Web-გვერდები აგებული იყო წინასწარ გამზადებული მასალისგან და
Web-გვერდებით წარმოდგენილი ინფორმაცია და გამოსახულებები სტატიკური, ანუ
უძრავი, იყო. მომხმარებელი ეკრანზე ძირითადად ათვალიერებდა მსოფლიო
საინფომაციო ქსელიდან გადმოწერილ დასაბეჭდად გამზადებული გვერდის
ელექტრონულ ვერსიას. შემდგომ შემუშავებულ იქნა Web-გვერდში მცირე სასცენარო
პროგრამების ჩართვის შესაძლებლობები. სასცენარო პროგრამები Web-გვერდის
გამოსახულებასთან ერთად გადმოიწერება მომხმარებლის კომპიუტერში და Web-
გვერდებს თითქმის ნებისმიერი დავალების შესრულების საშუალებას აძლევს. მათი
საშუალებით შეიძლება ანიმაციური გამოსახულებების ასახვა, Web-გვერდზე შეტანილი
მონაცემების ჰოსტ კომპიუტერში გადაგზავნა, გამოთვლების შესრულება, Web-გვერდის
გახმოვანება და ასე შემდეგ. ეს პროგრამები, აგრეთვე, დინამიური ურთიერთობის
საშუალებას იძლევა, ამ შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია გააგზვნოს შეტყობინება
ჰოსტ კომპიუტერში და დაუყოვნებლივ მიიღოს უკუკავშირის პასუხი.
სასცენარო პროგრამები Web-გვერდებთან ერთად სხვადასხვა ფორმით მოდის. Web-
გვერდების სასცენარო დაპროგრამების ენებია JavaScript და VBScript. ეს ენები გამოიყენება
ისეთი ინსტრუქციების მიმდევრობის შექმნისთვის, რომლებიც ინტერპრეტირებული და
შესრულებული იქნება ბრაუზერით. ბრაუზერები, აგრეთვე, ასრულებს დაპროგრამების
ენა Java-ზე დაწერილ პატარა პროგრამებს, რომლებსაც აპლეტები ჰქვია, და Microsoft-ის
მიერ შემუშავებული ActiveX ტექნოლოგიით შექმნილ მმართველ ელემენტებს. ისინი
ჩართულია Web-გვერდში და გაეშვება ბრაუზერით Web-გვერდის გადმოწერისთანავე.
მაგალითად, დროშა იფრიალებს, ტექსტი იმოძრავებს და ა.შ.
ბრაუზერთან ერთად მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ე.წ. plug-ins სოფთუერი,
რომელიც აფართოებს ბრაუზერების შესაძლებლობებს, მათ ფუნქციებსა და
მახასიათებლებს. ჩვეულებრივ, ეს სოფთუერი აფართოებს საიტების აუდიო-ვიდეო
შესაძლებლობებს. plug-ins სოფთუერი შეგიძლიათ გადმოწეროთ მათი შემმუშავებელი
ფირმის Web-საიტიდან. plug-ins სოფთუერის მაგალითია Adobe Acrobat Reader, რომელიც
გამოიყენება გადატანადი დოკუმენეტების ფორმატით (Portable Document Format, PDF)
შექმნილი დოკუმენტების ეკრანზე ასახვისა და ბეჭდვისთვის. ინტერნეტში ძალიან ბევრი
ინფორმაცია არის PDF ფორმატში, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ფორმატის ინფორმაციის
ასახვის შესაძლებლობის დამატება ბრაუზერზე. ძალიან პოპულარულია აგრეთვე plug-ins
სოფთუერი Shockware, რომელიც კომპანია Macromedia-ს შემუშავებულია. ეს პროგრამა
ანიმაციური და სხვა ეფექტების მქონე საიტების დათვალიერების საშუალებას იძლევა.

ყოველ Web-გვერდს აქვს მისამართი, რომლითაც ის მოიძებნება მსოფლიო


საინფორმაციო ქსელში. ზოგადად, ინტერნეტში განთავსებულ ნებისმიერ ინფორმაციას
(Web-გვერდებს, ფაილებს, პროგრამებს და ა.შ.), რომლის გამოყენება შეუძლია
ინტერნეტის მომხმარებლებს, ეწოდება რესურსი. ინტერნეტში თითოეულ რესურსს აქვს
უნიკალური მისამართი, რომელსაც რესურსის ადგილმდებარეობის ერთსახოვანი
განმსაზღვრელი (Uniform Resource Locator,URL) ჰქვია. ქვემოთ მას URL სახელით
მოვიხსენიებთ. URL არის ასოებისა და სხვადასხვა სიმბოლოების სტრიქონი, რომელიც
განსაზღვრავს Web-გვერდის, ფაილის ან სხვა რესურსის ადგილმდებარეობას
ინტერნეტში. URL-ს აქვს გარკვეული ფორმა (სურ. 11-2).
Web-გვერდის URL ყოველთვის იწყება http (Hyper Text Transfer Protocol) ასოებით (სურ.
11-2), რომელიც არის ჰიპერტექსტის გადაცემის პროტოკოლის სახელი. ეს პროტოკოლი
არის ურთიერთდაკავშირებული შორეული კომპიუტერების კომუნიკაციის წესები,

129
რომლებიც, Web-გვერდის ჰიპერკავშირზე დაწკაპუნების ან ბრაუზერის ფანჯრის
მისამართის ველში Web-გვერდის მისამართის აკრეფისა და Enter კლავიშზე დაჭერის
შემდეგ, უზრუნველყოფს შესაბამისი Web-გვერდის მომხმარებლის კომპიუტერში
გადმოწერას და ეკრანზე ასახვას.
დომენის სახელი არის შესაბამისი საიტის ჰოსტ კომპიუტერის მისამართი ინტერნეტში.
დომენის სახელის ბოლო ნაწილს, “com”-ს (სურ. 11-2) ეწოდება ზედა დონის დომენი და
წარმოადგენს საიტის მფლობელი ონგანიზაციის მიზნებისა და რაობის აღნიშვნას. ამ
შემთხვევაში “com” ნიშნავს კომერციულ ორგანიზაციას. ზედა დონის დომენის სახელი
ხშირად არის ორასოიანი კოდი, რომელიც აღნიშნავს იმ ქვეყანას, საიდანაც არის საიტი. 11-
1-ცხრილი შეცავს ხშირად გამოყენებულ ზედა დონის დომენების ჩამონათვალს და
აღწერას. გზა არის იმ ფოლდერების (კატალოგების) სახელების მიმდევრობა, რომლებითაც
ხდება ჰოსტ კომპიუტერში რესურსის, ამ შემთხვევაში URL-ის ბოლო ნაწილში
მითითებული ფაილის, ადგილმდებარეობის განსაზღვრა. URL-ის ეს ნაწილი ხშირად
ძალიან გრძელია. მასში დიდი და პატარა ასოების გამოყენებით სხვადასხვა მისამართი
აღინიშნება, ამიტომ, მისამართის ამ ნაწილის აკრეფისას, ის უნდა აიკრიფოს ისე, როგორც
მითითებულია – სადაც დიდი ასოებია, იქ აუცილებლად დიდი ასოები უნდა აიკრიფოს,
ხოლო, სადაც პატარა ასოებია, იქ აუცილებლად პატარა ასოები უნდა აიკრიფოს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოცემული URL-ის, ანუ მისამართის შესაბამისი Web-
გვერდის ბრაუზერის ფანჯარაში ასახვისთვის, ეს მისამართი უნდა აკრიფოთ ბრაუზერის
ფანჯრის მისამართის ველში და დააჭიროთ Enter კლავიშს. საიტის საწყის Web-გვერდს
აქვს მოკლე URL, რომელიც დომენის სახელით მთავრდება. მაგალითად,
http://www.geres.ge არის Georgian Resources საიტის საწყისი Web-გვერდის მისამართი. აქვე
უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ რეკლამირებულ URL-ში არ არის მითითებული მისამართის
პირველი ნაწილი – http://. ბრაუზერების უმეტესობა, მისამართის ველში შესაბამის
მისამართის აკრეფის შემდეგ, თვითონ ამატებს ამ ნაწილს.
თქვენ შეგიძლიათ URL-ის აკრეფის გარეშე ასახოთ სასურველი Web-გვერდი. თითქმის
ყველა საიტის საწყისი Web-გვერდი წარმოადგენს საიტის კატალოგის ან შინაარსის გვერდს
– მასზე ასახულია საიტის დანარჩენი Web-გვერდების ჰიპერკავშირები. როგორც უკვე
აღვნიშნეთ, ამ ჰიპერკავშირებზე დაწკაპუნებით შეგიძლიათ სასურველი Web-გვერდის
ასახავა. ჰიპერკავშირები ასახული იქნება, აგრეთვე, საიტის თითქმის ყველა Web-გვერდზე.
სასურველი Web-გვერდის ასახვა შეგიძლიათ, აგრეთვე, წინასწარ დამახსოვრებული რჩეული
Web-გვერდების ჰიპერკავშირების სიაში Web-გვერდის სახელზე დაწკაპუნებით
(ამ სიაში შეგიძლიათ დაიმახსოვროთ თქვენთვის საინტერესო რჩეული Web-გვერდების
მისამართები). ორივე შემთხვევაში ბრაუზერი თვითონ გაარკვევს ჰიპერკავშირის
შესაბამისი Web-გვერდის მისამართს, გადმოიწერს Web-გვერდს და ასახვს ეკრანზე.

ბოლო წლებში გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ინტერნეტში


ჩართვისთვის იყენებენ მობილურ – ხელში დასაკავებელ მოწყობილობებს. ეს
მოწყობილობებია ტექსტების პეიჯერი, პერსონალური ციფრული ასისტენტი, სახელო
კომპიუტერები და Web-შესაძლებლობების მქონე ფიჭური ტელეფონები. ზოგიერთი
მათგანი იყენებს სპეციალურ კალამს ეკრანიდან სიმბოლოების შესატანად, ზოგიერთს აქვს
მინიატურული კლავიატურა. ყველა მათგანს შეზღუდული ზომის ეკრანი აქვს, რაც
აძნელებს Web-გვერდების დათვალიერებას, თუმცა ისინი ძალიან გამოადგება მოგზაურ
პროფესიონალ მომხმარებელს ისეთი ფუნქციების შესრულებისთვის, როგორიცაა
ელექტრონული წერილების გაგზავნა-მიღება, ამინდის პროგნოზის შემოწმება,

130
თვითმფინავის ბილეთების დაჯავშნა და ა.შ.
ასეთი მოწყობილობით მსოფლიო საინფორმაციო ქსელთან წვდომისთვის, თუ არ გაქვთ
უნდა შეიძინოთ ფიჭური მოდემის ფირფიტა და საჭიროა კავშირი დაამყაროთ უსადენო
წვდომის პროვაიდერთან. ბევრი უსადენო წვდომის პროვაიდერი, ხელში დასაკავებელი
მოწყობილობების შესაძლებლობების შესაბამისად Web-გვერდის გარდაქმნისთვის,
იყენებს უსადენო გამოყენების პროტოკოლს (Wireless Aplication Protocol, WAP). ამ
პროტოკოლით წვდომის სიჩქარე ბევრად ნელია, ვიდრე DSL ტექნოლოგიით ან
ჩვეულებრივი სატელეფონო მოდემით ინტერნეტში ჩართვისას, მაგრამ ამ შემთხვევაში
ძალიან ცოტა გრაფიკული გამოსახულებების გადაგზავნა ხდება, ამიტომ უმეტესი
მომხმარებლისთვის ეს სიჩქარე დამაკმაყოფილებელია. უახლოეს მომავალში
მოსალოდნელია უსადენო წვდომის სიჩქარის ზრდა.

ბრაუზერი (Browse – გადაფურცვლა, დათვალიერება) თავისი სახელის შესაბამისად


მომხმარებელს საშუალებას აძლევს გადმოწეროს და თავისი კომპიუტერის ეკრანზე
დაათვალიეროს Web-გვერდები, რომლებიც შეიცავს სხვადასხვა სახის ინფომაციას,
მაგალითად: სპორტზე, ბიზნესზე, ბავშვებზე და ა.შ. მომხმარებელთა უმრავლესობამ არ
იცის მისთვის საინტერესო ინფომაციის შემცველი Web-გვერდის მისამართი და სურს
სწრაფად მოძებნოს. ამის საშუალებას იძლევა საძიებო სისტემები. საძიებო სისტემა
მომხმარებლის მიერ მითითებული ძებნის პირობების და ტერმინების მიხედვით ეძებს
საიტს, რომელიც შეესაბამება ამ პირობებს და ტერმინებს. ძიებისას ბრაუზერი
ჩვეულებრივ უკავშირდება ერთ ან მეტ საძიებო სისტემას. მომხმარებელს შეუძლია
აგრეთვე ასახოს სასურველი საძიებო სისტემის Web-გვერდი და მხოლოდ ამ სისტემაში
განახორციელოს ძიება. ძებნის მოთხოვნის შედეგად, საძიებო სისტემა მომხმარებელს
რაიმე ფორმით წარუდგენს მოძებნილი საიტების სიას. ძებნის სახე სხვადასხვა საძიებო
სისტემაში სხვადასხვაა. საძიებო სისტემამ შეიძლება ძალიან ბევრი საიტი მოძებნოს, მათი
რიცხვი ხშირად ათასობით და ზოგჯერ ათიათასობით არის.
საძიებო სისტემა მოთხოვნილ ინფომაციას ეძებს მის მიერ შექმნილ მონაცემთა ბაზაში.
ამ მონაცემთა ბაზას საძიებო სისტემა ქმნის დროთა განმავლობაში, სხვადასხვა
ტერმინების მიხედვით სხვადასხვა Web-გვერდების გამოკვლევის შედეგად. არსებობს
ორი ძირითადი სახის საძიებო სისტემა: ინდექსი და დირექტორია.

ინდექსი არის სია, რომელშიც მითითებულია ძირითადი სიტყვები და იმ Web-


გვერდების მისამართები, სადაც ეს სიტყვები მოიხსენიება. ასეთი ინდექსის შემცველ
მონაცემთა ბაზის შექმნისთვის საძიებო სისტემა იყენებს სოფთუერს, რომელსაც ობობას
(Spider) უწოდებენ. ეს სოფთუერი გადმოწერს Web-გვერდებზე მითითებული
ჰიპერკავშირების შესაბამის Web-გვერდებს და ამ გვერდების ზოგიერთ ან ყველა სიტყვას
ავტომატურად შეიტანს მონაცემთა ბაზაში. ინდექსზე დაფუძნებულ საძიებო სისტემას
ძებნის მექანიზმი (search engine) ჰქვია. ინდექსი შეიძლება შევადაროთ ამ წიგნის ბოლოში
მოთავსებულ ანბანურ საძიებელს.

დირექტორია, ანუ ცნობარი არის ადამიანი მკვლევარების მუშაობის შედეგი, რომლებიც


გადადიან საიტიდან საიტზე და ახდენენ მათ ორგანიზაციას შინაარსის კატეგორიების
მიხედვით. ამით თქვენ საშუალება გეძლევათ სწრაფად მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო
საიტების ჯგუფი. ბევრი პატარა დირექტორია კონცენტრირებული არის განსაკუთრებული
შინაარსის საიტებზე, მაგალითად, ხელოვნებაზე. ყოველი კლასიფიცირება სუბიექტურია
131
და დამოკიდებულია ადამიანზე, რომელიც დირექტორიას ადგენს. დირექტორია შეიძლება
შევადაროთ ამ წიგნის თავში მოთავსებულ შინაარსს.

ორივე მეთოდს აქვს როგორც ნაკლი, ასევე უპირატესობები. დირექტორიები


ორგანიზებულია ისე, რომ ძიებისას საჭირო კატეგორიის მოძებნის შემდეგ თქვენ
დარწმუნებული ხართ, რომ ამ კატეგორიაში მოთავსებული ყველა ინფორმაცია
დაკავშირეულია თქვენთვის საინტერესო საკითხთან. ხოლო ინდექსებით მოძიებული
ინფორმაცია შეიძლება საერთოდ არ იყოს დაკავშირებული თქვენთვის საინტერესო
საკითხთან. ეს იმიტომ, რომ ინდექსებმა არ იცის რას ნიშნავს ესა თუ ის სიტყვა. მაგრამ,
ვინაიდან ინდექსები უმეტესად ავტომატურად იქმნება, ის უფრო მეტ ინფორმაციას
შეიცავს და მისი გაახლება უფრო ხშირად ხდება.
არსებობს საძიებო სისტემები, რომლებიც ორივე მეთოდს იყენებს. ასეთ სისტემებს
ძიების ჰიბრიდული საშუალებანი ჰქვია.

სხვადასხვა საძიებო სისტემა, ძებნის მოთხოვნის საპასუხოდ, თითქმის ყოველთვის


სხვადასხვა შედეგების სიას აწარმოებს. საძიებო სისტემები განსხვავდებიან ზომით,
შინაარსით და ძიების მეთოდოლოგიით. ამის გამო სერიოზული მაძიებლები ზოგჯერ
ერთსა და იმავე მოთხოვნას აძლევენ რამდენიმე სხვადასხვა საძიებო სისტემას და შემდეგ
თითოეული მათგანის მიერ მოძებნილი შედეგების სიაში ახდენენ საინტერესო შედეგების
შერჩევას. არსებობს ისეთი საძიებო სისტემები, რომლებიც მოძებნიან სხვადასხვა საძიებო
სისტემებს და თვითონ განათავსებენ მოთხოვნებს ამ საძიებო სისტემებში, ე.ი. ის თქვენს
მოთხოვნას შეასრულებს რამდენიმე, შესაძლოა შვიდ ან რვა, სხვადასხვა საძიებო
სისტემაში თანხვდენილად და შემდეგ ძიების შედეგებს გააერთიანებს ერთ სიაში. ასეთ
ძიებას ეწოდება მეტაძიება, ხოლო შესაბამის საძიებო საიტებს – მეტაძიების საიტები.

საძიებო სისტემების გამოყენება უფასოა, თუმცა შესაბამის Web-გვერდებზე ასახულია


რეკლამები. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი საძიებო სისტემის შედარებითი აღწერა.
ძებნის მექანიზმები:
alltheweb – სწრაფი; უზრუნველყოფს სხვადასხვა ენაზე ძიებას; შეუძლია შეზღუდოს
ძიება განსაკუთრებული დომენებით.
altavista – ძალიან სწრაფი; მონაცემთა ბაზაში შეაქვს ყოველი საიტის ყოველი Web-გვერდის
ყოველი სიტყვა; ეძებს აგრეთვე Usenet-ში; საუკეთესოა ხელოვნური ძიებისათვის.
Google – წარმოქმნის ალგორითმის საფუძველზე კლასიფიცირებული Web-გვერდების
კავშირებს.
დირექტორიები:
What you need to know About – ადამიანი ექსპერტები განსაზღვრულ თემაზე ადგენენ
დირექტორიებს.
YAHOO! – კარგად ორგანიზებული დირექტორია საშუალებას იძლევა დაათვალიეროთ
და ეძებოთ ინფორმაცია ნებისმიერ სფეროში; მაგრამ შეუძლია მხოლოდ ძირითადი
სიტყვების მოძებნა, არ შეუძლია საიტზე ნებისმიერი სიტყვის მოძებნა. Yahoo! ერთ-ერთი
ყველაზე პოპულარული დირექტორიაა, რომელიც ცნობარებში ძირითადი სიტყვებით
ძიების საშუალებას იძლევა.
მეტა ძებნის საიტები:
Metacrawler – ღებულობს საძებნ ტერმინებსა და პირობებს და წარუდგენს რამდენიმე
პოპულარულ ძებნის სამსახურს; გამორიცხავს დუბლირებას და ახდენს შესაბამისობით
132
კლასიფიცირებას.
DOGPILE – კარგად გაფორმებული, ადვილად გამოსაყენებელი ინტერფეისით; შეუძლია
ეძიოს Usenet-ში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინტერნეტის მომსახურებებს შორის მსოფლიო საინფორმაციო


ქსელი ძალიან პოპულარულია. ამის გამო ბევრი მომხმარებელი ინტერნეტში გულისხსობს
მსოფლიო საინფორმაციო ქსელს, მაგრამ არსებობს ინტერენტის სხვა მომსახურებებიც,
რომლებიც არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს. ყველა ისინი მსოფლიო საინფორმაციო
ქსელზე ადრე შეიქმნა. სხვა მომსახურებების საიტების გამოცნობა შეიძლება მათი
პროტოკოლების სახელებით. http-ის ნაცვლად, რომელიც Web-გვერდების გადაცემის
პროტოკოლის სახელია, მაგალითად, მათ შეიძლება ჰქონდეთ new ან ftp პროტოკოლის
სახელი.

იუზნეტი (Usenet), ანუ მომხმარებელთა ქსელი, არის ინტერნეტის ნაწილი, რომელიც


რაიმე თემაზე ფოკუსირებულ სადისკუსიო ჯგუფებში შეტყობინებების გაგზავნისა და
წაკითხვის საშუალებას იძლევა. თითოეულ ამ ჯგუფის არაფორმალური სახელია ახალი
ამბების ჯგუფი (Newsgroup). ახალი ამბების ჯგუფის თემა მოიცავს თითქმის ნებისმიერ
საკითხს. დღეს 20000-ზე მეტი ახალი ამბების ჯგუფი არსებობს. ახალი ამბების ჯგუფში
მონაწილეობისთვის გამოიყენება სოფთუერი, რომლის სახელია newsreader. ბრაუზერების
უმრავლესობა შეიცავს ამ სოფთუერს.
იუზნეტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ცალკეული თემების ბიულეტენების
დაფები. თუ თქვენ გაივლით დაფასთან, შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა ადამიანების მიერ
გაკეთებული განცხადებები. თუ გსურთ უპასუხოთ შეტყობინებას ან თქვენი აზრი
გამოთქვათ, შეგიძლიათ დატოვოთ შეტყობინებები. კამათში მონაწილეობამდე უნდა
გაეცნოთ ახალი ამბების ჯგუფის შინაარსს, მისი FAQ-ის (fraquently asked questions), ანუ
ხშირად დასმული კითხვების სიის, დათვალიერებით. აგრეთვე უნდა გაეცნოთ
ინტერნეტში ქცევის ზოგად წესებს (netiquette).
ბევრ ახალი ამბების ჯგუფში ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია გააკეთოს განცხადება
ნებისმიერ საკითხზე, არა აქვს მნიშვნელობა ეს საკითხი დაკავშირებულია თუ არა ახალი
ამბების ჯგუფის თემასთან. ზოგიერთ ადამიანს სიამოვნებს სხვას მიმართოს უხეში
სიტყვებით. ასეთ შეტყობინებებს ფლეიმი (flame) ეწოდება, მათ შეიძლება გამოიწვიოს ფლეიმ
ომი (flame war), ანუ უხეში სიტვების ურთიერთგაცვლა. ფლეიმთან დაკაშირებული
პრობლემების ან სხვა შეუსაბამო მასალების თავიდან აცილებისთვის, ზოგი ახალი ამბების
ჯგუფი შეთანხმებულია თავშეკავებაში (moderated). თავშეკავებულ ახალი ამბების ჯგუფებში,
ყოველი განცხადება ჯერ იგზავნება შემთანხმებელთან (moderator), ანუ არბიტრთან, რომელიც
წყვეტს არის თუ არა შეტყობინება გამოქვეყნებისთვის შესაბამისი.

თქვენ უკვე იცით, რომ ინტერნეტით შეგიძლიათ შორეულ კომპიუტერებზე არსებულ


ფაილებთან წვდომა და მათი დათვალიერება თქვენი კომპუიტერის ეკრანზე. ე.ი. თქვენ
გაქვთ ამ ფაილებთან წვდომის ნებართვა. შეიძლება თქვენ მოისურვოთ გქონდეთ ამ
ფაილების ასლი თქვენს კომპიუტერში. ეს შესაძლებელია გადმოწერით, ანუ ფაილების
ასლების შორეული კომპიუტერიდან მიღებით და თქვენი კომპუტერის ხისტ დისკოზე
ჩაწერით. ბევრი საზოგადოებრივი არქივი, რომლებიც ხშირად საგანმანათლებლო
დაწესებულებებთან და მთავრობასთან არის დაკაშირებული, მომხმრებელს სთავაზობს
უფასო ფაილებს. ასეთი არქივებიდან შეიძლება ყველა სახის ფაილის –პროგრამების,
133
ტექსტების, გრაფიკული გამოსახულებების და ხმოვანი ჩანაწერების –შეზღუდვების
გარეშე კოპირება.
ინტერნეტის კომპიუტერებს გააჩნია ფაილების ასლების გადაგზავნის სტანდარტული
ხერხი (პროგრამა), რომელსაც FTP (file transfer protocol), ანუ ფაილების გადაგზავნის
პროტოკოლი, ჰქვია. ეს ცნება ისე გავრცელდა, რომ ინგლისურ ენაში FTP ხშირად ზმნის
სახით გამოიყენება, მაგალითად, “Tom is FTP-ing files”. კომპიუტერებს, რომლებიც შეიცავს
გადმოსაწერ ფაილებს FTP სერვერები ეწოდებათ. ფაილების გადმოწერა უფრო ხშირად
სრულდება ანონიმური FTP მეთოდით, რაც ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ
რეგისტრირების გარეშე შორეული კომპიუტერიდან გადმოიწეროთ ფაილები. გადმოწერა
შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი ბრაუზერით.

არსებობს სამუშაოები, რომელთა შესრულებისას მომხმარებელი საჭიროებს


ტერმინალიდან შორეულ ჰოსტ კომპიუტერთან წვდომას. ტელნეტი (Telnet) არის
პროტოკოლი, რომელიც ჰოსტ კომპიუტერიდან შორეულად არსებულ მომხმარებელს
საშუალებას აძლევს მისი პერსონალური კომპიუტერი მიუერთოს ჰოსტ კომპიუტერულ
სისტემას ინტერნეტით და გამოიყენოს ის ისე, თითქოს ამ სისტემის ერთ-ერთი
ადგილობრივი ქსელის ტერმინალთან ზის. ჩვეულებრივ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს
სარეგისტრაციო, ანუ სააღრიცხვო, ჩანაწერი ჰოსტ კომპიუტერზე და შესვლისთვის
წინასწარ უნდა შეიტანოს თავისი სახელი და პაროლი, რომელიც შემდეგ შედარდება
სარეგისტრაციო ჩანაწერის შესაბამის მონაცემებთან და შედეგების საფუძველზე
მომხმარებელი მიიღებს ჰოსტ კომპიუტერთან წვდომის ნებართვას, თუმცა ზოგიერთ
სისტემაში შესაძლებელია დარეგისტრირდეთ როგორც სტუმარი. ამ შემთხვევაში წინასწარ
სარეგისტრაციო ჩანაწერი არ არის საჭირო. Web-ბრაუზერების უმეტესობას გააჩნია
ტელნეტის შესაძლებლობები.

ელექტრონული ფოსტა (E-mail) უკვე განვიხილეთ ქსელებისადმი მიძღვნილ თავში. ის


ინტერნეტის ფართოდ გამოყენებული მომსახურებაა. ინტერნეტამდე ელექტრონული
ფოსტის მომხმარებლებს ურთიერთობა შეეძლოთ მხოლოდ ერთსა და იმავე ქსელის
ფარგლებში. ინტერნეტით, ანუ კომპიუტერული ქსელების ქსელით, შესაძლებელია
ინტერნეტში ჩართულმა ნებისმიერმა მომხმარებელმა ელექტრონული წერილი
გაუგზავნოს ინტერნეტში ჩართულ ნებისმიერ მომხმარებელს. ეს სატელეფონო სისტემის
მსგავსია – არა აქვს მნიშვნელობა რომელი სატელეფონო კომპანია გემსახურებათ, თქვენ
შეგიძლიათ დაურეკოთ ნებისმიერ ადამიანს მთელს მსოფლიოში, ვინაიდან ყველა
სატელეფონო კომპანია ერთმანეთთან არის დაკავშირებული.
თუ ინტერნეტში ჩართული ხართ ისეთი ორგანიზაციის კომპიუტერული ქსელიდან,
რომელსაც აქვს საფოსტო სერვერი (mail server), თქვენს მისამართზე მოსული ელექტრონული
წერილები დაგროვდება ამ სერვერზე არსებულ თქვენს საფოსტო ყუთში. თქვენ შეგიძლიათ ამ
საფოსტო ყუთთან წვდომა და თქვენი წერილების წაკითხვა. ზოგიერთ ქსელში წერილის
მოსვლის შემთხვევაში ეკრანზე აისახება შეტყობინება. თუ ინტერნეტში ჩართული ხართ
ინტერნეტ პროვაიდერის კომპიუტერით და მასთან დადებული გაქვთ ხელშეკრულება
საფოსტო მომსახურების თაობაზე, მაშინ თქვენს მისამართზე მოსული წერილები
დაგროვდება ამ პროვაიდერის საფოსტო სერვერზე და თქვენ დროდადრო უნდა შეამოწმოთ
არის თუ არა ახალი წერილი თქვენს საფოსტო ყუთში. ელექტრონული ფოსტის მისამართი
შედგება ორი ნაწილისგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია @ (at, ეთ) სიმბოლოთი.
პირველი ნაწილი მომხმარებლის სახელია და აღნიშნავს შესაბამის საფოსტო

134
სერვერზე საფოსტო ყუთს, ხოლო მეორე ნაწილი საფოსტო სერვერის, ანუ დომენის
სახელია. მომხმარებლის სახელს პროვაიდერი ან ქსელის ადმინისტარატორი ანიჭებს
მომხმარებელს, ხშირად მომხმარებელს თვითონ შეუძლია შეარჩიოს ეს სახელი.
მაგალითად, khatia87@yahoo.com ელექტრონული ფოსტის მისამართია, რომელშიც
khatia87 მომხმარებლის სახელია, ხოლო yahoo.com საფოსტო სერვერის სახელი.
ელექტრონული ფოსტის კლიენტი სოფთუერი მიღებული შეტყობინებების წაკითხვის,
ბეჭდვისა და წაშლის, ხოლო ახალი შეტყობინებების შექმნის, გაგზავნისა და შენახვის
საშუალებას იძლევა. ამ სოფთუერით შესაძლებელია, აგრეთვე, მისამართების წიგნის
შექმნა და წერილთან ერთად გრაფიკული, აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული
პროგრამების შემცველი ფაილების გაგზავნა. მისამართების წიგნიდან მომხმარებელს
შეუძლია სწრაფად მოძებნოს და აირჩიოს ახალი წერილის მისამართი. წერილთან ერთად
გაგზავნილ ფაილებს დანართი ფაილები ჰქვია. ზოგიერთი ქსელი, უსაფრთხოების
მიზნით, ბლოკირებას უკეთებს ყველა ან ზოგიერთ დანართი ფაილების მიღებას.
ელექტრონული ფოსტის კლიენტი სოფთუერი თან ახლავს უმეტეს ბრაუზერს, მაგრამ
ბევრი იყენებს ცალკე ელექტრონული ფოსტის სოფთუერს, რომელიც მოიცავს ისეთ
დამატებით შესაძლებლობებს როგორიცაა ფილტრები (filters), რომელსაც შეუძლია
წერილები დააჯგუფოს ცალკეულ ფოლდერებში და უარყოს სპამი (spam), ანუ არა
სასურველი, გამოუსადეგარი, ხარახურა, თქვენი თხოვნის გარეშე შემოსული წერილები.
ასეთი წერილები ძალიან ხშირია ინტრენეტში, ამიტომ მათ შეუძლია მომხმარებლის
საფოსტო ყუთის შემოსული წერილების (Inbox) ფოლდერის გადავსება.
ინტერნეტის ბევრი პროვაიდერი მომხმარებელს სთავაზობს უფასო ელექტრონული
ფოსტის მომსახურებას. ამ მომსახურებით სარგებლობისთვის მომხმარებელმა, რომელიმე
ასეთი პროვაიდერის საფოსტო სერვერზე, უნდა შექმნას ელექტრონული ფოსტის
სააღრიცხვო ჩანაწერი. ასეთი მომსახურება გამოგადგებათ შემდეგ შემთხვევაში:
• თუ დაამთავრეთ სასწავლებელი ან აღარ მუშაობთ, ე.ი. აღარ შეგიძლიათ ისარგებლოთ
სასწავლებლის ან სამსახურის ელექტრონული ფოსტით.
• თუ თქვენი დამქირავებელი ნებას არ გრთავთ მისი ელექტრონული ფოსტა
გამოიყენოთ პერსონალური სარგებლობისთვის.
• თუ თქვენ გსურთ თქვენი ელექტრონული ფოსტით ისარგებლოთ ნებისმიერ ადგილზე
სადაც კი მოისურვებთ: მეგობრის სახლში, ინტერნეტ კაფეში, ბიბლიოთეკაში, სამსახურში,
სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში.
• თუ თქვენ არ გაქვთ თქვენი საკუთარი კომპიუტერი ან არ შეგიძლიათ თქვენი
კომპიუტერიდან ინტერნეტში წვდომა.
• და ბოლოს, თუ თქვენ ელექტრონული ფოსტის მომსახურებას არ იყენებთ სერიოზულ
ბიზნესში და გსურთ მის გამოყებასთან დაკაშირებული ხარჯების ეკონომია.
ყველა ამ შემთხვევაში, უფასო ელექტრონული ფოსტა მომხმარებლისთვის ხელსაყრელი
და მოსახერხებელი იქნება. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ უფასო ელექტრონული ფოსტის
სააღრიცხვო ჩანაწერი და ისარგებლოთ ამ მომსახურებით გარკვეული დროის
განმავლობაში.
პროვაიდერებს, უფასო ელექტრონული ფოსტის მომსახურების უზრუნველყოფისათვის,
ინტერნეტში განთავსებული აქვთ სპეციალური საიტები. ამ საქმის უხუცესია საიტი
hotmail, რომელიც MSN (Microsoft News) ინტერნეტ პროვაიდერს ეკუთვნის. ინტერნეტის
უმეტესი პროვაიდერი, მაგალითად, Yahoo! და Excite მოიცავს უფასო ელექტრონული
ფოსტის მომსახურებას, რათა მიიზიდოს მომხმარებელი. ზოგიერთი საიტი (მაგალითად,
Ziplip ) მხოლოდ უფასო ელექტრონული ფოსტის მომსახურებისთვის არსებობს.
უფასო ელექტრონული ფოსტის სააღრიცხვო ჩანაწერის შექმნისთვის უნდა ესტუმროთ,
135
ანუ ეკრანზე ასახოთ, შესაბამისი საიტის საწყისი Web-გვერდი და დააწკაპუნოთ
“დარეგისტრირება” (Register) ან მსგავს ჰიპერკავშირზე. ამის შემდეგ ეკრანზე აისახება
Web-გვერდი, რომლის ტექსტურ ველებში უნდა შეიტანოთ სარეგისტრაციო ინფორმაცია,
შესაქმნელი ელექტრონული ფოსტის თქვენს მიერ შერჩეული მისამართის პირველი
ნაწილი, ანუ მომხმარებლის სახელი, და პაროლი. თუ თქვენს მიერ შერჩეული
მომხმარებლის სახელი უკვე ვინმეს აქვს დარეგისტრირებული, პროგრამა მოგთხოვთ სხვა
სახელის შერჩევას, ხშირად ალტერნატიულ სახელსაც შემოგთავაზებთ. მომხმარებლის
სახელის შერჩევისა და მოთხოვნილი ინფორმაციის შეტანის შემდეგ თქვენ
დარეგისტრირდებით შესაბამისი პროვაიდერის საფოსტო სერვერზე, ანუ შეიქმნება
თქვენი სააღრიცხვო ჩანაწერი და უფასო საფოსტო ყუთი, რომლითაც შეგიძლიათ
წერილების გაგზავნა და მიღება ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან.
წერილების გაგზავნა-მიღებისთვის ისევ უნდა ესტუმროთ თქვენი ელექტრონული
ფოსტის საიტს, ამ საიტის საწყისი Web-გვერდის შესაბამის ტექსტურ ველებში უნდა
შეიტანოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართის პირველი ნაწილი, ანუ
მომხმარებლის სახელი, და პაროლი და დააწკაპუნოთ “შესვლა” (Sign in) ჰიპერკავშირზე.
ამის შემდეგ, ეკრანზე აისახება თქვენი საფოსტო ყუთის Web-გვერდი.
უფასო ელექტრონული ფოსტის შერჩევისა და სარგებლობისას უნდა გაითვალისწინოთ
შემდეგი:
• როგორია საიდუმლოების დაცვის წესები? როგორ გამოიყენებენ თქვენს პირად
ინფორმაციას, რომელიც თქვენ მიაწოდეთ დარეგისტრირებისას. ამ მონაცემებს ხშირად
იყენებენ თქვენს მიერ საიტის სტუმრობისას შესაბამისი რეკლამების ასახვისთვის, მაგრამ
ხშირად შეიძლება თქვენი მონაცემები, თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართის
ჩათვლით, მიყიდონ სხვას. ზოგიერთი, მაგალითად, Ziplip საერთოდ არ მოითხოვს პირად
ინფორმაციას. შესაბამის საიტზე იქნება ჰიპერკავშირი “Privacy Policy” ან მსგავსი რამ.
წაიკითხეთ ის.
• რამდენად ადვილი გამოსაყენებელია საფოსტო მომსახურება? ზოგიერთი იმდენად
ადვილია, შეიძლება მისი ინტუიტიურად გამოყენება. ზოგიერთი კი, მოითხოვს საკმაო
მუშაობას, რათა შეისწავლოთ მისი გამოყენება. ყველას აქვს Help ჰიპერკაშირი, მაგრამ ყველა
არ არის მართლაც დახმარების შემცველი. გამოყენების სიიოლის შეფასებისთვის საჭიროა
შექმნათ სააღრიცხვო ჩანაწერი და რამდენჯერმე გამოიყენოთ ის. თუ აღმოაჩენთ, რომ
მოუხერხებელია მისი გამოყენება, შეგიძლიათ ცადოთ სხვა უფასო საფოსტო მომსახურება.
• რა შესაძლებლობებს გთავაზობთ? ზოგიერთი პროვაიდერი მომხმარებელს სთავაზობს
მისამართების ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას, ამ შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია
ერთი წერილი გააგზავნოს ჯგუფის ყველა მისამართზე. პროვაიდერები განსხვავდებიან
აგრეთვე მიღებული წერილების შენახვისთვის შემოთავაზებული დამხმარე მეხსიერების
ტევადობით. რაც უფრო მეტი წერილის შენახვა შეგეძლებათ, რა თქმა უნდა, მით უკეთესია.

ელექტრონული კომერცია (e-comerce), ანუ ინტერნეტის საშუალებით ყიდვა-გაყიდვა,


კომერციის ახალი მიმართულებაა. მაუსზე რამდენიმე დაწკაპუნებით შეგიძლიათ
იყიდოთ: ფეხსაცმელი ბელგიაში, ნახმარი ავტომობილი გერმანიაში, თვითმფრინავის
ბილეთი, ტელევიზორი, ტანსაცმელი, კომპიუტერი, ბავშვების სათამაშოები, საიუველირო
ნაკეთობები, სპორტული ხელსაწყოები, საოფისე ნივთები, კოსმეტიკა, ყვავილები, უძრავი
ქონება და ა.შ. ელექტრონული კომერცია უფრო სწრაფია და იაფი, ვიდრე ჩვეულებრივი,
ამიტომ ის სულ უფრო პოპულარული ხდება.

136
ინტერნეტის ჟარგონით საცალო გაყიდვას ეწოდება ბიზნესი-მომხმარებლისთვის (business-
to-consumer, B2C) ელექტრონული კომერცია. ამ სახის ელექტრონულმა კომერციამ
მომხმარებლების დიდი ყურადღება მიიპყრო. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბიზნესი-
მომხმარებლისთვის ელექტრონული კომერცია კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება. აშშ-ში
2002 წელს ბიზნესი-მომხმარებლისთვის ელექტრონული კომერციით გაყიდვის მოცულობამ
შეადგინა 48 მილიარდი დოლარი. ზოგიერთი შეფასებით ეს რიცხვი 2006 წელს
130 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. ელექტრონული კომერცია იყო აშშ-ს ფენომენი –
არაჩვეულებრივი მოვლენა. ამავე შეფასებით 2005 წელს გაყიდვის ნახევარზე მეტი
მოხდება აშშ-ს გარეთ. ბევრი საცალო მოვაჭრე, მაგალითად, etoys.com (სურ. 11-3)
მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით აწარმოებს ბიზნესს. ზოგიერთ ამ კომპანიას საკუთარი
საქონლის საწყობი აქვს, საიდანაც აკმაყოფილებენ მომხმარებელთა შეკვეთებს. ზოგიერთი
მათგანი შეკვეთებს პირდაპირ მწარმოებლებს გადასცემს, რომლებიც შესაბამის საქონელს
აგზავნიან მომხმარებელთან. ორივე შემთხვევაში, ასეთი საცალო მოვაჭრეები არ იხდიან
გამყიდველების ხელფასს და სავაჭრო შენობების ქირას – ასეთი სავაჭრო დაწესებულების
მოვლა გაძღოლასთან დაკავშირებული ხარჯები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე
ჩვეულებრივი სავაჭრო დაწესებულებისა. ეს მათ საშუალებას აძლევს მომხმარებელს
ნაკლები გადაახდევინონ საქონელში.
ბოლო წლებში ბევრმა ტრადიციულმა საცალო ვაჭრობის დაწესებულებამ ინტერნეტში
თავისი საიტი შექმნა.
ინტერნეტს იყენებენ, აგრეთვე, საფოსტო შეკვეთების საცალო მოვაჭრენი. მათი ბიზნესი
დაფუძნებულია კატალოგებზე, რომლებიც მომხმარებელს ეგზავნება ჩვეულებრივი
ფოსტით, ხოლო მომხმარებელი შეკვეთას აწარმოებს ფოსტით ან ტელეფონით. ბევრმა
მათგანმა ინტერნეტში განათავსა თავისი ონლაინური კატალოგები, რითაც უფრო ბევრი
კლიენტი მიიზიდა. ისინი შეკვეთებსაც ინტერნეტით ონლაინური რეჟიმით იღებს.

ბიზნესი-ბიზნესისთვის (Business-to-busines, B2B) ელექტრონული კომერცია მოიცავს


ერთი ბიზნესის მიერ მეორე ბიზნესის უზრუნველყოფას მისი საქმიანობისთვის საჭირო
მასალებით და სურსათ-სანოვაგით. ამ კომერციას გაცილებით მეტი გავლენა აქვს
ეკონომიკაზე, ვიდრე ბიზნესი-მომხმარებლისთვის. მთელ მსოფლიოში 2017 წელს ამ
კომერციით ვაჭრობის მოცულობა 7,6 ტრილიონი დოლარი იყო, ხოლო 2019 წელს - 12,2
ტრილიონ დოლარი.
უმეტესი ბიზნესი-ბიზნესისთვის ელექტრონული კომერცია მიმდინარეობს ბიზნესსა და
მათ მომწოდებლებს შორის. შემუშავებულია სპეციალური ინტერნეტ ბირჟები, რომლებიც
წარმოადგს ელექტრონულ სავაჭრო ადგილებს სხვადასხვა ინდუსტრიის მყიდველებისა და
გამყიდველებისთვის. მაგალითად, აშშ-ს სამი დიდი საავტომობილო კომპანია ჯენერალ
მოტორსი, ფორდი და კრაისლერი ავტომობილების ინდუსტრიის მომმარაგებლებთან
ურთიერთობას ბიზნესი-ბიზნესისთვის ელექტრონული კომერციით აწარმოებენ. ბიზნესი-
ბიზნესისთვის ელექტრონული კომერციის საიტები კომპანიებს საშუალებას აძლევს იყიდონ
და გაყიდონ პროდუქცია მსოფლიო მასშტაბით. ასეთი კომერციის უპირატესობა არის
ხარჯების შემცირება და დიდი რაოდენობით მომწოდებლების გათვალისწინების
შესაძლებლობა. შესაძლო პრობლემებია უსაფრთხოების საკითხები – ჰაკერები თავს ესხმიან
დიდ ბიზნესი-ბიზნესისთვის ელექტრონული კომერციის სამსახურებს და ხშირად მთელ
ინდუსტრიას უმოქმედოს ხდიან.

137
მომხმარებელი-მომხმარებლისთვის (Consumer-to-Consumer, C2C) ელექტრონული
კომერცია მიმდინარეობს ონლაინური სააუქციონო საიტებით. თუ თქვენ გსურთ გაყიდოთ
რაიმე ნივთი, რომელიც მხოლოდ ძალიან ცოტა ვინმეს დააინტერესებს, თქვენი ნივთის
ფოტო შეგიძლიათ განათავსოთ შესაბამის სააუქციონო საიტის გვერდზე. ამის შემდეგ მისი
ნახვა შეეძლება დაინტერესებულ პირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ერთ-ერთი ასეთი
საიტია eBay (სურ. 11-4). ეს საიტი ძალიან აადვილებს ყიდვა-გაყიდვას, ამიტომ ბევრმა
ადამიანმა ჩამოაყალიბა სახლის ბიზნესი და ვაჭრობს სააუქციონო საიტებით.
მაგრამ ამ სფეროში ყველაფერი მთლად კარგად არ არის. ინტერნეტში თაღლითობის
50% ონლაინურ აუქციონებზე მოდის.

საიტის დათვალიერების და წაკითხვის შემდეგ შეიძლება გაგიჩნდეთ რაიმეს ყიდვის


სურვილი. როგორ უნდა გადაიხადოთ შესაძენი ნივთის ღირებულება?
ელექტრონულ კომერციით რაიმეს შეძენისთვის უნდა მისცეთ შეკვეთა და მიუთითოთ
თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი. შეკვეთის მიცემა შეგიძლიათ დარეკვით, ფაქსით ან
ონლაინით, ანუ საცალო მოვაჭრის საიტიდან შეტანით. ბევრი მყიდველი თავისი
საკრედიტო ბარათის ნომერს მხოლოდ ტელეფონით უთითებს, ვინაიდან ფრთხილობს და
არ სურს საკუთარი საკრედიტო ბარათის ნომრის ონლაინით წარდგენა. ამ ადამიანებს
ეშინიათ, რომ თავიანთი საკრედიტო ბარათის ნომერი გადაგზავნისას ვინმეს ხელში
ჩაუვარდება და შემდეგ არაკანონიერად გამოიყენებს. ეს თეორიულად შესაძლებელია,
მაგრამ პრაქტიკულად თითქმის შეუძლებელია. მყიდველსა და რეპუტაციის მქონე
ონლაინურ გამყიდველს შორის შეტყობინებების გადაგზავნა ხდება კოდირებული
(დაშიფრული) სახით ისე, რომ შემთხვევითი დამკვირვებლის მიერ მათი წაკითხვა
შეუძლებელია. საჭიროა გამოცდილი დამპროგრამებელი, რათა გახსნას შიფრი და
მოახდინოს დეკოდირება (გაშიფვრა). ჰაკერებისთვის ეს ყველაზე მიმზიდველი ადგილია,
ისინი ცდილობენ თავდასხმა განახორციელონ ონლაინურ სააუქციონო საიტებზე. დღეს
გამოიყენება რამდენიმე ონლაინური ანგარიშსწორების პროტოკოლი, მათ შორის დეფაქტო
სტანდარტი გახდა დაცული სოკეტების პროტოკოლი (Secure Sockets Layer, SSL). ამ
პროტოკოლით მუშაობისას მომხმარებლები თავს შედარებით დამშვიდებულად და
უსაფრთხოდ გრძნობენ. სამწუხაროდ ბევრი საცალო მოვაჭრის საიტი, მიღების შემდეგ, არ
არის ფრთხილი საკრედიტო ბარათის ინფორმაციის მიმართ. ბოლო დროინდელ
პუბლიკაციებში გაშუქებულია ინფორმაციები ზოგიერთი საიტის დაცვაში არალეგალური
შეღწევისა და ათასობით საკრედიტო ბარათის ნომრის მოპარვის შესახებ.

უნდა გადაიხადოთ თუ არა გადასახადები თქვენს შენაძენზე? ამ მარტივ კითხვას


რთული პასუხი აქვს. საქართველოში ეს საკითხი ცალკე კანონით არ რეგულირდება. აქ
განვიხილავთ გადასახადების საკითხს აშშ-ში.
კატალოგებით შესყიდვის უპირატესობა აშშ-ში არის ის, რომ მყიდველს არ უწევს
შეძენილ ნივთზე ადგილობრივი გადასახადის გადახდა. აშშ-ს კანონით, თუ
წერილობითი შეკვეთების კომპანია განთავსებულია იმ შტატის გარეთ, საიდანაც
შეუკვეთეს, მას არ ევალება გადასახადების გადახდა ამ შტატის მიმართ. ინტერნეტის
კომერციის მყიდველებიც შეიძლება ძალიან შორს იყვნენ. ინტერნეტის გადასახადების
შესახებ დღეს აშშ–ში აზრთა ძალიან დიდი სხვადასხვაობაა. ბევრს სურს ინტერნეტის
გამოყენებაც კი დაბეგროს.
აშშ-ში 1998 წელს მიღებული იქნა ინტერნეტის გადასახადებისგან განთავისუფლების

138
კანონი, რომელსაც ოთხი მთავარი კომპონენტი აქვს.
1) შტატებს და ადგილობრივ მთავრობებს ეკრძალებათ ინტერნეტით სარგებლობის
ხარჯებზე გადასახადების დაწესება. მაგალითად, არ შეიძლება გადასახადის დაწესება
ინტერნეტ პროვაიდერისთვის გადახდილ თანხებზე.
2) იკრძალება გადასახადების დაწესება შტატის გარეთ წარმოებულ ბიზნესზე.
3) შეიქმნა დროებითი კომისია, რომელიც შეისწავლის ინტერნეტ კომერციას და
მოახსენებს კონგრესს უნდა დაიბეგროს თუ არა ინტერნეტი.
4) სხვა ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს ინტერნეტის განთავისუფლებას
გადასახადებისგან და ტარიფებისგან.
შედეგად, ეს კანონი უზრუნველყოფდა ინტერნეტის ახალი გადასახადებისგან
განთავისუფლებას სამი წლის განმავლობაში მანამ, სანამ კომიტეტი გადაწყვეტდა
ინტერნეტი უნდა დაიბეგროს თუ არა და თუ უნდა დაიბეგროს, როგორ დაიბეგროს. ამის
შემდეგ, ვაჭრობის გადასახადების დაბეგვრასთან დაკავშირებით, არაფერი არ შეცვლილა.
სახელმწიფო და ადგილობრივ მთავრობებს ნება დაერთოთ მოითხოვონ ვაჭრობის
გადასახადები ინტერნეტ ვაჭრობაში. ეს გადასახადები ტრადიციული ვაჭრობის
გადასახადების მსგავისია. ამ კანონს ვადა გაუვიდა 2001 წელს, 2000 წელს მიღებულ იქნა
ინტერნეტის დისკრიმინაციის აკრძალვის კანონი რომელიც წინა კანონის ვადას
აგრძელებს 2005 წლამდე.

თქვენ იცით, რომ ტელევიზიას აქვს შემოსავალი: ტელეგადაცემები უფასოა


მაყურებლისთვის, მაგრამ ტელეკომპანიები შემოსავალს იღებენ რეკლამების
დამკვეთებისგან. ამ შემოსავლების ოდენობა პირდაპირპროპორციულია შოუს
პოპულარობისა, ანუ მაყურებლის რაოდენობისა. იგივე მეთოდი შეიძლება მივუყენოთ
Web-საიტს. Web-საიტი, რომელიც რეკლამას უჩვენებს, ამ რეკლამის დამკვეთს
გადაახდევინებს იმისდა მიხედვით, თუ რამდენი სტუმარი, ანუ დამთვალიერებელი, ჰყავს
საიტს: მეტი სტუმარი – მეტი მოთხოვნილება რეკლამაზე და მაღალი გადასახადი.
ამიტომ მფლობელებს სურთ თავიანთი Web-საიტები გახდეს თქვენი პორტალი (Portal)
ინტერნეტში, ანუ საიტი, რომელსაც ყოველდღიურად ესტუმრებით და რომლიდანაც
ყოველთვის დაიწყებთ ინტერნეტის დათვალიერებას. პორტალების მფლობელები
ყოველნაირად ცდილობენ დაგარწმუნოთ, რომ მათი საიტის გამოყენება ინტერნეტის
დათვალიერებისთვის ყველაზე მოსახერხებელია.

იმისთვის, რომ პორტალი კარგი მეგზური გახდეს, მისი საიტი იწყება მრავალი სახის
თემის სათაურისა და ჰიპერკავშირის წარმოდგენით. ჯანმრთელობიდან დაწყებული
კინოთი და ვაჭრობით დამთავრებული. მაგრამ იმისთვის, რომ თქვენთვის ის გახდეს
კარგი მეგზური, პორტალ საიტს ესაჭიროება თქვენგან რაღაც ინფომაცია, რაც მას
შესაძლებლობას მისცემს თქვენ მიერ გამოყენებული საიტი გახადოს პერსონალური, ანუ
თქვენთვის უფრო მოსახერხებელი. თქვენ მიერ მიწოდებული პირადი ინფორმაციის
საფუძველზე, საიტს შეუძლია წამოგიდგინოთ ადგილობრივი ამინდის პროგნოზი,
ადგილობრივი ახალი ამბები, სპორტული შედეგები, ვალუტის კურსი და აქციების ფასები.
უმეტესი პორტალი გთავაზობთ იმას, რაც თქვენ ყველაზე ხშირად გესაჭიროებათ.
ზოგიერთი პორტალი გთავაზობთ საკუთარი პორტალ-საიტის შექმნის ინსტრუქციებს.
ასეთი პორტალ-საიტი ყოველთვის აისახება თქვენი ბრაუზერის გაშვებისას.

პორტალ Web-საიტებისგან მიღებული შემოსავლების მნიშველოვანი წყარო არის


139
გადასახადი მიმართვისთვის. პორტალ Web-საიტი მომხმარებელს თავაზობს ახალ ამბებს,
სპორტულ ინფორმაციას, საყიდლებს და ა.შ.. ეს ინფორმაცია მოპოვებულია ინერნეტის
ისეთი წყაროებიდან, რომლებსაც წევრები (Affiliates) ეწოდებათ. ამ წევრებს ირჩევს
პორტალი. წევრები საქმიანობას ეწევიან პორტალებთან ერთად და პორტალებს უხდიან
გასამრჯელოს პრივილეგიებისთვის. მათ შესაძლოა მხოლოდ იმისთვის გადაიხადონ, რომ
პორტალის საიტზე იყოს დასახელებული, ანუ ასახული. უფრო ხშირად წევრები
პორტალებს უხდიან იმ გაყიდვების პროცენტს, რომლებიც განხორციელდა შესაბამისი
პორტალიდან სტუმრობის შედეგად. მაგალითად, თუ Yahoo საიტის სტუმარმა დააწკაპუნა
Cliford’ flouers ჰიპერკავშირზე, ანუ ესტუმრა შესაბამის საიტს, და შემდეგ შეიძინა
ყვავილები მისგან, Yahoo ამ გაყიდვიდან მიიღებს მოგების პროცენტს, ვინაიდან ეს
ნასყიდობა შედგა Yahoo-დან მიმართვის შემდეგ.
ბევრმა პორტალმა მუშაობა დაიწყო საძიებო სისტემის სახით და შემდეგ გააფართოვა
თავისი შინაარსი და საცალო ვაჭრობის კავშირები. კარგად ცნობილი პორტალი Yahoo
თავდპირველად შექმნა კოლეჯის ორმა სტუდენტმა და წარმოადგენდა საძიებო სისტემას.
Yahoo არის აბრევიტურა სიტყვებისა “Yet Another Hierarchical Officious Oracle”, თუმცა
დღეს აღარავინ ახსენებს ამ სიტყვებს (სურ. 11-5). მისი სარეკლამო კომპანია იმდენად
წარმატებული იყო, რომ ის იმ ადამიანებისთვისაც არის ცნობილი ვისაც ინტერნეტი ჯერ
კიდევ არ გამოუყენებია.
პორტალების რაოდენობა იზრდება, იზრდება და ფართოვდება მათი შინაარსიც. ყოველი
პორტალის მფლობელის უმთავრესი მიზანია მისი საიტი გახადოს თქვენი ერთადერთი
საიტი, რომელსაც ესტუმრებით და რომელიც დააკმაყოფილებს ინტერნეტთან
დაკაშირებულ ყველა თქვენს მოთხოვნას. Web-გვერდებზე ჰიპერკავშირებით გადასვლის
მოყვარულები არასოდეს გაჩერდებიან ერთ საიტზე, მაგრამ მათ ექნებათ თავიანთი
პერსონალური ერთი Web-გვერდი, რომელსაც ხშირად ესტუმრებიან, ეს იქნება საწყისი
გვერდი.

მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე რეკლამებთან ვცხოვრობთ. ეს შესაძლებელია


მოსაწყენიც იყოს, მაგრამ ეს ხშირად ინფორმაციულია, საინტერესოა და გასართობიც არის.
მომხმარებლისთვის მთავარი სარგებლობა არის ის, რომ ის ანაზღაურებს რადიო და ტელე
გადაცემების, ჟურნალ-გაზეთების და ინტერნეტ საიტების შექმნისა და გამოქვეყნების
მთელ ან უმეტეს ხარჯებს.
Web-საიტზე ბევრი რეკლამა არის ბანერული, ანუ მსხვილი შრიფტით აწყობილი.
ბანერული რეკლამა თავიდან გრძელი მართკუთხა ფორმის იყო. რეკლამის შემკვეთები
საიტის მფლობელებს უხდიან მათი საიტის Web-გვერდებზე რეკლამის ჩვენებისთვის.
ისინი იმედოვნებენ, რომ მათი რეკლამა მიიზიდავს მომხმარებელს, რომლებიც
დააწკაპუნებენ ბანერზე და გადავლენ რეკლამის ავტორის საიტზე. რეკლამები სხვადასხვა
ფორმისაა. ზოგიერთი მათგანი პატარა აპლეტია, რომლითაც რაღაც მოძრაობას აჩვენებენ
ყურადღების მიპყრობის მიზნით.

140
ბანერი არ არის ისე ეფექტური, როგორც რეკლამის მიმცემს სურს, ვინაიდან
მომხმარებლები ხშირად არ აწკაპუნებენ მასზე – მათ არ სურთ დატოვონ ის მიმდინარე
Web-გვერდი, რომელიც მათ აინტერესებთ და არ გადადიან განმცხადებლის საიტზე. ამ
პრობლემის ერთ-ერთი გადაწყვეტა არის ცოცხალი ბანერი, რომელიც ისეთ აუდიო და
ვიდეო ინფორმაციას შეიცავს, რომელიც მომხმარებელს, მიმდინარე საიტიდან გადასვლის
გარეშე, აწოდებს მეტ პროდუქტიულ ინფორმაციას. ეს მიდგომა პოპულარული გახდა,
მაგრამ მასაც აქვს უარყოფითი მხარეები. ცოცხალი ბანერები შედარებით ნელა მუშაობს და
მათი შემუშავება ხარჯიანია.
ყველაზე ეფექტურია კონტექსტური რეკლამები, რომელიც დაკავშირებულია ეკრანზე
ნაჩვენებ თემასთან. ამ შემთხვევაში, უფრო დიდი შესაძლებლობებია, რომ ასეთ
რეკლამაზე დააწკაპუნებენ და მომხმარებელი რაიმეს შეიძენს. მაგალითად, თუ Web-
გვერდი მომგზაურობის შესახებაა, მაშინ სრულიად შესაძლებელია მომხმარებელმა
დააწკაპუნოს ამავე გვერდზე განთავსებულ სამოგზაურო ბიუროს რეკლამაზე.
რეკლამები ხშირად მომაბეზრებელია. ყველაზე მომაბეზრებელი არის ზევიდან
განშლადი რეკლამა (pop-over-adds) და ქვევიდან განშლადი რეკლამა (pop-under-adds).
ზევიდან განშლადი რეკლამა თქვენს მიერ ასახული მიმდინარე ფანჯრის ზევიდან ხსნის
ახალ სარეკლამო ფანჯარას, ხოლო ქვევიდან განშლადი რეკლამა თქვენს მიერ ასახული
მიმდინარე ფანჯრის ქვევიდან ხსნის ახალ სარეკლამაო ფანჯარას, რომელიც ეკრანზე
აისახება მიმდინარე ფანჯრის დახურვის შემდეგ.
Web-გვერდების რეკლამებს მომხმარებლისთვის უარყოფითი მხარეები აქვს. ერთი არის
ის, რომ რეკლამის გრაფიკულ გამოსახულებებს და აპლეტებს გადმოწერისთვის სჭირდება
დრო. მეორე უარყოფითი მხარეა ის, რომ გვერდის გადმოწერისას და ეკრანზე ასახვისას,
პირველად რეკლამა გადმოიწერება და აისახება ეკრანზე. ე.ი. თქვენ ვერ ნახავთ მთლიან
გვერდს მანამ, სანამ რეკლამა არ აისახება ეკრანზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საიტის მენეჯერს
სურს დარწმუნებული იყოს, რომ თქვენ ნახავთ რეკლამას მანამ, სანამ დააწკაპუნებთ
ჰიპერკაშირზე და ასახავთ სხვა Web-გვერდს.

ბევრი ორგანიზაცია თავისი პროდუქციისა და სერვისის საზოგადოებისთვის


გასაცნობად იყენებს ინტერნეტს, მაგრამ ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ მისი უფრო
ფართოდ გამოყენება შეიძლება მათი კომპანიის შიგა საქმიანობაში. აქედან წარმოიშვა
ცნება ინტრანეტი.
ინტრანეტი არის ინტერნეტის მსგავსი კერძო კომპიუტერული ქსელი, რომელიც
რომელიმე კომპანიის შიგა ქსელია. ინტრანეტების რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდება.
ყველაზე წარმატებულ 500 დიდ კომპანიას აქვს ინტრანეტი ან დაგეგმილი აქვს მისი
შექმნა. მისი ფართოდ გავრცელების ერთ-ერთი მიზეზია ინტრანეტის შექმნის შედარებით
სიმარტივე.

ინტრანეტის კომპონენტები იგივეა რაც ინტერნეტის. ჰარდუერი მოიცავს სერვერს და


კომპიუტერებს, რომლებიც სერვერთან ახდენენ წვდომას. ყველაფერი ეს ბევრ კომპანიას
უკვე აქვს ადგილობრივ ქსელში გაერთიანებული, ამიტომ ინტრანეტის აწყობა შეიძლება
სწრაფად, იოლად და იაფად. ინტრანეტში გამოიყენება ინტერნეტის TCP/IP პროტოკოლი.
სერვერს სჭირდება თავისი საკუთარი სოფთუერი. სერვერი დაამუშავებს მოთხოვნებს და
შესაძლოა მონაცემები დიდი კომპიუტერიდან გადმოიწეროს. როგორც ინტერნეტში,
ყოველ კომპიუტერს წვდომისათვის სჭირდება ბრაუზერი.
ინტრანეტის შემმუშავებელნი ძირითადად ისეთი Web-გვერდების შექმნაზე მუშაობენ,

141
რომლებსაც ნახავენ და გამოიყენებენ კომპანიის მუშაკები. გვერდები კარგად
გაფორმებული და ადვილი გამოსაყენებელი უნდა იყოს. ტიპიურ პირველ გვერდს,
რომელიც პირველად გაიხსნება ინტრანეტში, უნდა ჰქონდეს კომპანიის მიმზიდველი
ლოგო და ფუნქციების წარმოდგენის რამდენიმე ჰიპერკავშირი, რომლებითაც უფრო
დაწვრილებითი შინაარსის შემცველ Web-გვერდზე გადასვლა შეიძლება. ყოველ
კომპიუტერზე ერთი და იგივე სახის ინფორმაციის წარმოდგენით, შემმუშავებლებს
შეუძლიათ ყველა კომპიუტერის სოფთუერი და მონაცემთა ფაილები გააერთიანონ ერთ
სისტემაში, რაც მუშაკებს ეხმარება მოძებნონ ინფომაცია მისი ადგილმდებარეობის
მიუხედავად.

კარგად დაპროექტებული ინტრანეტის გამოყენება კომპანიის მუშაკთა უმეტესობას მისი


ამოქმედებისთანავე შეუძლია. მათ შეუძლიათ ჰიპერკავშირებზე დაწკაპუნებით ეკრანზე
ასახონ ინფორმაცია, რომელიც ადრე მხოლოდ ფუნქციონერებს შეეძლოთ ენახათ.
ჩვეულებრივ, საინტერესო ინფორმაციის მიღებისთვის მუშაკმა უნდა ნახოს შესაბამისი
ფორმა, შეავსოს, წარადგინოს და რამდენიმე დღე დაელოდოს პასუხს. ინტრანეტით კი, მან
მხოლოდ უნდა დააწკაპუნოს და მისცეს საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, რის შემდეგ
ინფორმაცია ეკრანზე აისახება და შეიძლება მისი დაბეჭდვა.
ინტრანეტის ტიპიური გამოყენება არის შიგა ვაკანსიები, მარკეტინგი, კორპორაციის
პოლიტიკის ინფორმაცია და კომპანიის ტრეინინგ, ანუ საწვრთნელი, კურსები.
ზოგიერთში მოთავსებულია ამინდის პროგნოზი და კაფეტერიის მენიუ. ინტრანეტმა
შეამცირა ელექტრონული ფოსტის ნაკადი. მენეჯერებს, ელექტრონული წერილების
დაგზავნის ნაცვლად, შეუძლიათ მუშაკებისთვის შეტყობინებების ინტრანეტში Web-
გვერდზე აკრეფა და დატოვება. მუშაკები რეგულარულად შეამოწმებენ ამ Web-გვერდს და
მიიღებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას.

ინტრანეტი შეიძლება დარჩეს კერძო და იზოლირებული, მაგრამ კომპანიების


უმეტესობა თავიანთ ინტრანეტს ინტერნეტთან აკავშირებს. ეს მუშაკებს საშუალებას
აძლევს ისარგებლონ ინტერნეტის რესურსებით და საკუთარი ინტრანეტით
დაუკავშირდნენ გეოგრაფიულად დაშორებულ ადგილებზე მყოფ სხვა მუშაკებს. მუშაკთა
წვდომა საზოგადო ინტერნეტში არ უნდა აირიოს კომპანიის ინტრანეტში წვდომასთან –
ინტრანეტი კერძოა.
კომპანიას შეუძლია უზრუნველყოს თავიანთ ინტრანეტში არჩეული კლიენტების და
მომწოდებლების წვდომა. ასეთ მოწესრიგებულობას ეწოდება ექსტრანეტი. ზოგიერთი
კომპანია მივიდა იმ დასკვნადე, რომ მომხმარებელთან და მომწოდებელთან ხანგრძლივი
ურთიერთობა ექსტრანეტით უფრო იოლად და უფრო იაფად შეიძლება, ვიდრე სხვა
თანამედროვე ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის საშუალებებით.

ვირტუალური კერძო ქსელები (virtual private network, VPN) უზრუნველყოფს


ტექნოლოგიას, რომელიც საზოგადო ინტერნეტს იყენებს, როგოც არხს კერძო მონაცემების
კომუნიკაციისთვის. ვირტუალური კერძო ქსელები არსებითად არის კერძო გასასვლელი,
ანუ დერფანი, ინტერნეტში. ის დაშორებულ ოფისებს, ბიზნეს პარტნიორებს ან
მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ ინტერნეტი ისე, როგორც კომპანიის
ქსელებთან წვდომის კერძო ხაზი. ამ შემთხვევაში, კომპანიას, უფრო დაბალი
ღირებულების საზოგადო ინფრასტრუქტურის გამოყენებით, ეძლევა იგივე
შესაძლებლობები, რაც კერძო ქსელების გამოყენებისას.
142
ვირტუალური კერძო ქსელები დაფუძნებულია ტუნელინგ ტექნოლოგიაზე. ტუნელინგი
არის ორ მსგავს ქსელს შორის საშუალედო ქსელის გამოყენებით მონაცემთა გადაცემის
ხერხი. სატუნელინგო სოფთუერი საშუალედო ქსელის პროტოკოლის პაკეტში ათავსებს
მონაცემთა პაკეტის გადაცემის მეორე სახის პროტოკოლს. ამ მოქმედებას ინკაპსულაციას
ეწოდება. ტუნელიგისას მეორე სახის პროტოკოლად გამოყენება წერტი-წერტთან
ტუნელინგ პროტოკოლი (point-to-point tunneling protocol, PPTP), რომელიც
სტანდარტული პროტოკოლია. ვირტუალურ კერძო ქსელად ინტერნეტის გამოყენებისას,
საშუალედო ქსელის პროტოკოლი არის ინტერნეტის სტანდარტული პროტოკოლი TCP/IP.
ე.ი. საკუთარი ქსელის წერტი-წერტთან ტუნელინგ პროტოკოლის (PPTP-ს) ინტერნეტის
სტანდარტულ პროტოკოლში (TCP/IP-ში) ჩასმით, ორგანიზაციებს შეუძლია ინტერნეტი
გამოიყენონ თავიანთი “კერძო” მონაცემების გადასაცემად.
ვირტუალური კერძო ქსელებში ტუნელინგის პროცედურისას მანამ, სანამ
ინკაპსულაცია მოხდება, პაკეტები დაიშიფრება ისე, რომ მონაცემების წაკითხვა არ
შეუძლია გარეშე პირს. ინკაპსულირებული პაკეტები მოგზაურობს ინტერნეტში მანამ,
სანამ არ მიაღწევს დანიშნულების ადგილს. შემდეგ პაკეტები გაიშიფრება, გაერთიანდება
და მიიღებს საწყის ფორმას.
ძვირადღირებული კერძო ქსელების შედარებით დაბალი ღირებულების ინტერნეტით
შეცვლა კომპანიებს ხარჯების შემცირებისა და კომუნიკაციიის გამარტივების საშუალებას
აძლევს. აღარ არის საჭირო ბევრი ხაზები და შორ მანძილზე გადაცემის ხარჯები.
ვირტუალური კერძო ქსელების ტექნოლოგიით მუშაკებს შეუძლიათ იმუშაონ სახლში და
ინტერნეტით ურთიერთობა იქონიონ კომპანიის ინტრანეტთან. ვირტუალური კერძო
ქსელები აგრეთვე ამცირებს შიგა ქსელის მენეჯმენტის პასუხისმგებლობას, ვინაიდან
დაშორებული კომუნიკაციის ძირითადი დატვირთვა გადადის პროვაიდერზე.
•••
აშკარაა, რომ ინტერნეტი საინტერესოა. ის წარმოადგენს ახალი სახის მნიშვნელოვანი
ბიზნესის მოდელს და კომერციისადმი ახალ მიდგომას.

143
თავი 12.
ხელოვნური ინტელექტი

კომპიუტერები ჯერ კიდევ ვერ აზროვნებენ ადამიანის მსგავსად, მაგრამ ხელოვნური


ინტელექტის მიღწევები და შემუშავებული სისტემები გვიჩვენებს, რომ კომპიუტერები
თანდათან “მოაზროვნე” მანქანები ხდება.
ხელოვნური ინტელექტი არის სამეცნიერო საქმიანობის არე, რომელიც იკვლევს როგორ
შეიძლება კომპიუტერები გამოყენებული იქნას ისეთი სამუშაოებისთვის, რომლებიც
მოითხოვს ადამიანურ თვისებებს – ინტელექტს, წარმოსახვას და ინტუიციას.
კომპიუტერის მეცნიერები ზოგჯერ ხელოვნურ ინტელექტს უწოდებენ მეცნიერულ
საქმიანობას, რომელიც იკვლევს, თუ როგორ გააკეთებინონ კომპიუტერებს ისეთი რამ,
რომელსაც ამჟამად ადამიანები უკეთესად აკეთებებენ. სიტყვა “ამჟამად” მნიშვნელოვანია,
ვინაიდან ხელოვნური ინტელექტი არის განვითარებადი მეცნიერება: როგორც კი
პრობლემა გადაწყდება, მას ამოიღებენ ხელოვნური ინტელექტის დღის წესრიგიდან.
კარგი მაგალითია ჭადრაკის თამაში, ოდესღაც ხელოვნური ინტელექტისათვის
განხილული როგორც ძნელად დასაძლევი. 30 წლის წინ, თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში, ლექციებზე, აკადემიკოსი ვ. ჭავჭანიძე ჭადრაკის თამაშს ჯერ კიდევ
გადაუწყვეტ ამოცანად მოიხსენიებდა, თუმცა ახლა უმრავლეს ჭადრაკის კომპიუტერულ
პროგრამებს შეუძლია დაამარცხოს დიდოსტატებიც კი. ჭადრაკი ხელოვნური
ინტელექტის მეცნიერებისთვის აღარ არის შესწავლის საგანი.
დღეს ტერმინი ხელოვნური ინტელექტი შეიცავს დაინტერესების რამდენიმე
ქვესიმრავლეს. მათ შორისაა: ამოცანების ამოხსნა, ბუნებრივი ენები, საექსპერტო
სისტემები და რობოტიკა.
• ამოცანების ამოხსნა მოიცავს ფართო სპექტრს, თამაშებიდან დაწყებული სამხედრო
სტრატეგიის დაგეგმვით დამთავრებული.
• ბუნებრივი ენები მოიცავს ადამიანის კომპიუტერთან ურთიერთობას ბუნებრივ,
მაგალითად, ინგლისურ ენაზე.
• საექსპერტო სისტემები კომპიუტერს წარმოადგენს როგორც რაიმე კერძო თემის
ექსპერტს.
• რობოტიკა ქმნის მხედველობის, ლაპარაკისა და შეხების უნარის მქონე კომპიუტერით
მართვად მანქანებს.

დღეს მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული მეცნიერების ამ რთულ დარგში, მაგრამ


წარმატება ადვილად არ მოდის.

თავიდან მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ კომპიუტერს ბავშვების მსგავსად უნდა მიეღო


გამოცდილება. ის ჯერ შეაგროვებდა მონაცემებს მსოფლიო ბიბლიოთეკებიდან და შემდეგ
დაიწყებდა ახალი სიბრძნის გენერირებას. დღეს ასე აღარ ფიქრობენ, ვინაიდან
ინტელექტის სიმულიაცია, ანუ კომპიუტერით ინტელექტუალური მოქმედებების
შესრულება, უფრო მეტად რთულია, ვიდრე მხოლოდ ფაქტების ჩატენა კომპიუტერში.
ფაქტები გამოუსადეგარია მათი ინტერპრეტირებისა და მათგან ცოდნის მიღების გარეშე.
ხელოვნური ინტელექტის დიდი მარცხი იყო ცდა გადაეთარგმნათ ადამიანური ენა
კომპიუტერის საშუალებით. მეცნიერებს შეეძლოთ ლექსიკონი და გრამატიკის წესები

144
ჩაედოთ კომპიუტერში, მაგრამ მანქანის მიერ ნაწარმოები პირდაპირ სიტყვა-სიტყვით
თარგმანი ხშირად უაზრო იყო. მაგალითად, კომპიუტერს შესთავაზეს ეჩვენებინა მისი
შესაძლებლობა ინგლისურიდან რუსულად და შემდეგ უკუ – რუსულიდან ინგლისურად –
ფრაზების თარგმანში. მიუხედავად კომპიუტერის მცდელობისა, ფრაზა “The Spirit Is
Willing, But The Flesh Is Weak” უკანვე თარგმანით გახდა “The Vodka Is Good, But The Meat
Is Spoild”. თავდაპირველი ფრაზის შინაარსია “სული ძლიერია, ხოლო სხეული სუსტი”,
ხოლო უკუ თარგმანით მიღებული ფრაზის შინაარსია “არაყი კარგია, მაგრამ ხორცი
გაფუჭებულია”.
ამ ფართოდ გავრცელებული ექსპერიმენტის უიღბლო შედეგის გამო დაიწყეს
ხელოვნური ინტელექტის მეცნიერთა დაცინვა; მათ განიხილავდნენ მეოცნებეებად,
რომლებიც ყურადღებას არ აქცევდნენ მანქანის შეზღუდვებს. ხელოვნური ინტელექტის
დაფინანსება შეწყდა, რამაც ის კრიზისში ჩააგდო, რომლიდანაც ის ვეღარ აღდგა მანამ,
სანამ 1980 წელს არ გამოჩნდა საექსპერტო სისტემები. მიუხედავად დაუფინანსებლობისა,
მეცნიერთა შეუპოვარი გუნდი მაინც აგრძელებდა ხელოვნური ინტელექტის კვლევას
კომპიუტერის სწავლების საკითხებში.

ხელოვნური ინტელექტის გამოკვლევა ეფუძნება კომპიუტერის შესაძლებლობებს,


ისწავლოს და წარსულის შეცდომების გათვალისწინებით გააუმჯობესოს სამუშაოს
შესრულება. ერთ-ერთი მიდგომა იყენებს ორ მთავარ ელემენტს, რომელსაც ეწოდება
ცოდნის ბაზა და დასკვნის მანქანა. ცოდნის ბაზა არის ფაქტების (მოვლენების) სიმრავლე
და ამ ფაქტების შესახებ შესაბამისი წესების სიმრავლე. დასკვნის მანქანა მიმართავს,
არჩევს და ინტერპრეტირებას უკეთებს წესების სიმრავლეს. დასკვნის მანქანა წესებს
იყენებს ფაქტებისადმი, რათა აწარმოოს ახალი ფაქტები. შესაბამისად, ცოდნის ბაზისა და
დასკვნის მანქანის მქონე კომპიუტერმა იცის რაღაც ახალი. განვიხილოთ მაგალითი:
ფაქტი: ქეთი არის გოგას ცოლი
წესი: თუ X არის Y-ის ცოლი, მაშინ Y არის X-ის ქმარი.
კომპიუტერს – დასკვნის მანქანას – შეუძლია გამოიყენოს წესი ფაქტებისადმი და
მივიდეს ახალ ფაქტამდე: გოგა არის ქეთის ქმარი.
ამ უმარტივესი მაგალითის შედეგი შეიძლება უმნიშვნელო ჩანს, მაგრამ ის, რომ
კომპიუტერმა ახლა ერთის ნაცვლად ორი ფაქტი იცის ჭეშმარიტებაა. წესები, რა თქმა უნდა,
შეიძლება უფრო რთული იყოს და ფაქტები უფრო უხვი, რომლებითაც უფრო რთული და
დახვეწილი შედეგები იქნება ნაწარმოები. ხელოვნური ინტელექტის სოფთუერს დასკვნის,
ანუ ახალი ფაქტის, მიღებისთვის შეუძლია ძებნა განახორციელოს
ურთიერთდაკავშირებული ფაქტების გრძელ ჯაჭვში.
კომპიუტერის სწავლების ზუსტი ხერხის შემდგომ ახსნას აღარ გავაგრძელებთ, მაგრამ
ჩვენ ვიმსჯელებთ ხელოვნური ინტელექტის შესახებ კითხვაზე, რომელიც ბევრს
აინტერესებს: ნამდვილად შეუძლია კომპიუტერს აზროვნება?

ადამიანის აზროვნების იმიტერებისთვის, ანუ წაბაძვისთვის, მანქანას უნდა შეეძლოს


სხვადასხვა ფაქტების განხილვა, ახალი ფაქტების არსებულ მონაცემებთან შედარება და
პრობლემების გადაწყვეტის მოფიქრება. აქამდე, ხელოვნური ინტელექტის სისტემების
შესაძლებლობები, პრობლემების ორიგინალური აზროვნებით გადაწყვეტაში, ვერ
ედრებოდა ადამიანის შესაძლებლობებს.
კომპიუტერების აზროვნების შესაძლებლობების თაობაზე როგორც მომხრე, ასევე
საწინააღმდეო ბევრი არგუმენტი არსებობს. მაგალითად, ზოგიერთი ამბობს, რომ

145
კომპიუტერი არ შეიძლება განხილული იქნეს როგორც ინტელექტუალური, ვინაიდან
ისინი ვერ შექმნიან მუსიკას ბეთჰოვენის მსგავსად და ვერ დაწერენ შექსპირის მსგავსად;
შეპასუხება არის ის, რომ ამის გაკეთება არც ჩვეულებრივ ადამიანს – მუსიკოსს ან მწერალს
შეუძლია. ინტელექტუალურობა არ ნიშნავს გენიოსობას.
ვთქვათ დიდი ხანი იფიქრეთ პრობლემაზე და ამოხსნას მიაღწიეთ მოულოდნელად. არც
თქვენ იცით და არც არავინ იცის როგორ გააკეთეთ ეს. როგორც ჩანს, ადამიანის მიერ
პრობლემების ამოხსნისას დიდი ბიძგი არის უნარი საგნებს შეხედო როგორც მთლიანს.
ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ ადამიანები ამოცანებს ნაბიჯ-ნაბიჯ ლოგიკის გამოყენებით
იშვიათად ხსნიან. ხოლო თანამედროვე კომპიუტერების უმრავლესობა ამოცანებს ნაბიჯ-
ნაბიჯ ლოგიკის გამოყენებით ხსნის, თანაც ადამიანზე უკეთესად. უმეტესი თანამედროვე
კომპიუტერები პრობლემებზე მუშაობისას ერთდროულად ერთ ბიჯს ასრულებს. ამოცანის
ამოხსნისას ადამიანის ტვინი სჯობს კომპიუტერისას, ვინაიდან ტვინს აქვს მილიონობით
ნეირონები, რომლებიც ერთდროულად მუშაობენ. ზოგიერთი მეცნიერი კომპიუტერით
მსგავს მიდგომაზე ფიქრობს.

ზოგჯერ მიკროპროცესორს კომპიუტერის ტვინს უწოდებენ, თუმცა კომპიუტერი


თვისებით ჯერ კიდევ არ დაახლოებია ადამიანიანის ტვინს, რომელსაც აქვს ტრილიონი
კავშირი მილიარდ ნეირონს შორის. ამის გარდა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ყველაზე
დახვეწილი მარჯვე კომპიუტერი ადამიანის ტვინის მსგავსად არ “სწავლობს”. ამის
გასაგებად, განვიხილოთ არატრადიციული კომპიუტერი, რომლის ჩიპები ადამიანის
ტვინის მსგავსადაა შექმნილი. ასეთ კომპიუტერს ნეირონული ქსელები ეწოდება.
თუ კომპიუტერი ფუნქციონირებს უფრო ადამიანის ტვინის მსგავსად და ნაკლებად
უზარმაზარი კალკულიატორის მსგავსად, მას უნდა შეეძლოს ექსპერიმენტირება და თავის
შეცდომებზე სწავლა. მკვლევარები მუშაობენ ტვინის მსგავსი რამდენიმე ათასი კავშირების
მქონე კომპიუტერების შექმნაზე. ეს კავშირები ტვინში ნერვის უჯრედის მსგავსად ქმნიან
ბადეს, რომლებიც კომპიუტერს საშუალებას აძლევს უკეთესად გამოიცნოს სახეები, ვიდრე
ინსტრუქციების მარტივი ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებისას. მაგალითად, ნეირონული ქსელი
ოპტიკური სენსორებით შეიძლება “განსწავლული” იქნას გამოიცნოს ასო A. ჯერჯერობით
ნეირონული ქსელი შეიცავს მხოლოდ რამდენიმე ათას კავშირს. ის ძალიან ჩამორჩება
ადამიანის ტვინს, რომელიც მილიარდზე მეტ კავშირს შეიცავს.
ხელოვნურ ინტელექტთან დაკაშირებული არეების განვითარებისას მეცნიერებმა კარგ
შედეგებს მიაღწიეს ბუნებრივ ენებში, საექსპერტო სისტემებში და რობოტიკაში.

ადამიანების მიერ წერისას და საუბრისას ყოველდღურად გამოყენებულ ენას ბუნებრივი


ენა ეწოდება. ხელოვნურ ინტელექტის კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა
ბუნებრივი ენა, ვინაიდან ადამიანებისთვის უფრო მოხერხებული იქნება კომპიუტერთან
თავიანთ საკუთრ ენაზე ურთიერთობა და ეს იქნება ხელოვნური ინტელექტის მიღწევის
კარგი გამოყენება. გარდა ამისა, ბუნებრივი ენის გაგება არის ადამიანის უნარი, რომელსაც
ინტელექტი სჭირდება. ბუნებრივი ენის ბევრი სიტყვა – როგორიცაა ძაღლი, ხე და
მდინარე –ადვილი გასაგებია, რადგან არ წარმოადგენს განსაზღვრებად ცნებებს. სხვა
სიტყვები – როგორიცაა სიკეთე, სილამაზე, სათნოება – უფრო აბსტრაქტულია და მათი
პირდაპირი განმარტება ძნელია, თუმცა აბსტრაქცია მხოლოდ სირთულის დასაწყისია.
განვიხილოთ სიტყვა ხელი ამ წინადადებებში:
გიორგი კარგად წერს, ლამაზი ხელი აქვს
ამ საქმეში გიორგის ხელი ურევია

146
გიორგიმ ხელი მოითბო
გიორგიმ ხელი მიჰყო ვაჭრობას
გიორგიმ როსტომს ხელი ჩამოართვა
გიორგიმ როსტომს ხელი შეუწყო
სიტყვას ხელი, ყოველ წინადადებაში, სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. როგორც ვხედავთ,
ბუნებრივ ენას უხვად აქვს შეუსაბამობა. ამის საპირისპიროდ, ზოგჯერ წინადადებები,
რომლებიც ძალიან განსხვავებული ჩანს, სინამდვილეში ერთსა და იმავეს ნიშნავს:
გიორგიმ როსტომს წიგნი სამ ლარად მიჰყიდა
როსტომმა გიორგის წიგნში სამი ლარი გადაუხადა
წიგნი, რომელიც გიორგიმ როსტომისგან იყიდა, სამ ლარი ღირს
ყველა ამ წინადადების ახსნისა და მათი ეკვივალენტობის დანახვისთვის საჭიროა
ძალიან რთული და დახვეწილი სოფთუერი (რომ არაფერი ვთქვათ კომპიუტერის
უზარმაზარ რესურსებზე). ბუნებრივი ენის გამოკვლევაში ხელოვნური ინტელექტის
მთავარი ფუნქცია არის შეიმუშაოს კომპიუტერული სისტემები, რომლებიც ასეთი
პრობლემების გადაწყვეტას შეძლებს.
ლექსიკონების და გრამატიკული წესების გარდა კომპიუტერებს სჭირდებათ სწორი
მიმართულების განსაზღვრის ცოდნა. ზემოთ აღწერილი ენის გადათარგმნის ფიასკოდან
ჩანს, რომ უფრო მეტად საჭიროა სწორი მიხვედრის უნარი. სიტყვები კონტექსტში უნდა
იქნეს აღებული. ადამიანები დაბადების დღიდანვე ეუფლებიან სიტყვების კონტექსტის
გაგებას. განვიხილოთ წინადადება: “გიორგი ატირდა როცა გაიგო, რომ ანას როსტომი
უყვარდა”. ჩვენი საკუთარი კონტექსტიდან, ჩვენ შეგვიძლია დავხატოთ რამდენიმე
შესაძლო დასკვნა: გიორგი არის დაღონებული, გიორგის შესაძლოა ანა უყვარს , და ა.შ. ეს
დასკვნები შესაძლოა სწორი არ იყოს, მაგრამ ისინი დაფუძნებულია ჩვენთვის ცნობილ
ლოგიკურ კონტექსტებზე და, ამიტომ მისაღები ინტერპრეტაცია არის. სხვა მხრივ, გიორგი
აგრონომია ან ანას აქვს ახალი მაცივარი არ იქნებოდა გონივრული დასკვნა ამ
წინადადებიდან.
ხელოვნური ინტელექტის მეცნიერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა არის
კომპიუტერის კონტექსტით უზრუნველყოფა. მეცნიერებმა ამის გაკეთება კონკრეტულ თემაზე
სცადეს და დაწერეს სოფთუერი, რომლითაც კომპიუტერს შეეძლო დიალოგი რესტორნის
შესახებ. კომპიუტერში ჩაიწერა ინფორმაცია ასობით ისეთი ფაქტის შესახებ, რომლებიც
ნებისმიერმა პატარა ბავშმაც იცის, მაგალითად: რესტორანი მომხმარებელს ემსახურება
საკვებით; მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს მომსახურების საფასური; და ა.შ..
რაიმე თემის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისთვის საჭირო ინფორმაციის
კომპიუტერისთვის მიცემა შედარებით იოლი ამოცანაა. მაგალითად, საფონდო ბირჟის
ბროკერების კომპიუტერი არ საჭიროებს იცოდეს რა არის აქცია, მაგრამ მას უნდა შეეძლოს
აქციებთან დაკავშირებული ციფრების ანალიზი და იმის განსაზღვრა თუ როდის არის
ყიდვის ან გაყიდვის დრო. ასეთ სისტემებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის
ქვესიმრავლეს მიეკუთვნებიან, საექსპერტო სისტემები ეწოდება.

საექსპერტო სისტემები არის ორგანიზებული მონაცემების დიდ სიმრავლესთან ერთად


გამოყენებული სოფთუერი, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს გამოიყენოს
კომპიუტერი როგორც ცალკეული თემის ექსპერტი. საექსპერტო სისტემა მომხმარებელს
ეხმარება, კომპიუტერის გამოყენებით, მოცემულ სფეროში ადამიანი ექპერტის ცოდნის
შეგროვებასა და პრობლემების გადაწყვეტისას გამოყენებაში. მაგალითად: ავტოსაქმის
საექსპერტო სისტემა ავტომექანიკოს ეხმარება ავტომობილის დაზიანებული ნაწილის

147
მოძებნასა და შეკეთებაში (სურ. 12-1); ნავთობის მოპოვების საქმის საექსპერტო სისტემას
შეუძლია მომხმარებელს მისცეს რჩევა, თუ სად გაიბურღოს ნავთობის ჭაბურღილი; ან
საფონდო საქმიანობის საექსპერტო სისტემას შეუძლია განსაზღვროს, თუ რომელი აქციის
შეძენა იქნება მომგებიანი. მომხმარებელი არის ცოდნის მაძიებელი, რომელიც კითხვებს
აძლევს სისტემას ბუნებრივი ენის, მაგალითად, ინგლისურის, მსგავსი ფორმით.
საექსპერტო სისტემას შეუძლია პასუხი გასცეს შეკითხვას პრობლემის შესახებ და, ამასთან
ერთად, ახსნას პასუხი. საექსპერტო სისტემა თავდაპირველად შეეცდება გაიგოს კითხვის
მნიშვნელობა და შემდეგ მას შეადარებს მისთვის “ცნობილ” ფაქტებს და წესებს. ეს ფაქტები
და წესები თავდაპირველად ადამიანი ექსპერტის მიერ არის მიცემული და შენახულია
დისკოზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საექსპერტო სისტემები გადაწყვეტილების მიღების
პროცესში გამოიყენება მომხმარებლის თანაშემწედ და არა მის შემცვლელად.

საექსპერტო სისტემები წლების განმავლობაში მხოლოდ სამედიცინო და სამეცნიერო


ექსპერიმენტებში გამოიყენებოდა. ამ სპეციალურ პროგრამებს შეეძლოთ სამედიცინო
დიაგნოზების შემოთავაზება, მინერალების საბადოების ძებნაში რჩევის მოცემა, ან
ქიმიური შემადგენლობის გასინჯვა. 1980-იანი წლების დასაწყისში საექსპერტო
სისტემებმა გზა გაიკვლიეს კომერციულ გამოყენებაში. დღეს საექსპერტო სისტემები
თანდათან პოულობენ თავიანთ ადგილს ბიზნესში.
• ბოინგის კომპანიის მუშაკები საექსპერტო სისტემებს იყენებენ თვიმფრინავის
ელექტრული კავშირების ასაწყობად. ამ სისტემის გამოყენებამდე მუშაკებს 20000 ფურცლიან
სპეციფიკაციებში უნდა ეძებნათ სწორი ნაწილები, ხელსაწყოები და ტექნიკური საშუალებები.
ერთი ძებნისთვის დაახლოებით 42 წუთი იყო საჭირო. საექსპერტო სისტემა მათ საშუალებას
აძლევს იგივე საქმე დაახლოებით 5 წუთში გააკეთონ.
• ძალიან დიდი სააღრიცხვო ფირმის მუშაკები იყენებენ საექსპერტო სისტემას,
რომელიც ფინანსური მგეგმავებისთვის იძლევა ცოდნას გადასახადების საკითხებში.
• დღეში დაახლოებით რამდენიმე ასეული თვითმფრინავი აფრინდება და დაეშვება
დიდ აეროპორტში. ძალიან დიდი თვითმფრინავების მანევრირების შეზღუდულობა,
თვითმფრინავების უზარმაზარი ნაკადი, ქარი და დატვირთული ბილიკის გამოყენება
ართულებს ტრაფიკის, ანუ თვითმფრინავების მოძრაობის, მართვას. საჰაერო ხაზის
მუშაკები თვითმფრინავების თვალყურის დევნებისთვის იყენებდნენ უზარმაზარ
მაგნიტურ დაფას. ახლა ისინი ამისთვის იყენებენ საექსპერტო სისტემებს (სურ. 12-2).
საექსპერტო სისტემები ყველაზე მეტად საჭიროა იმ საკითხებში სადაც ექსპერტი ცოტაა,
მაგრამ ცოდნის მოთხოვნილება დიდია. საექსპერტო სისტემა განსაკუთრებულად საჭიროა,
აგრეთვე, იმ საქმიანობაში, სადაც ადამიანი სუსტია, იღლება, დაძაბულია ან ავადდება.

ზოგიერთი ორგანიზაცია ისეთი სამუშაობის შესასრულებლად, რომლებმაც ადვილად


შეიძლება მიიღოს წესების ფორმა, საკუთარ საექსპერტო სისტემას აგებს. მარტივი მაგალითი
არის წესების სიმრავლე, რომელსაც ბანკირები იყენებენ კრედიტის გაფართოების შესახებ
გადაწყვეტილების მიღებისას. ძალიან ცოტა ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა თვითონვე
ააგოს საქსპერტო სისტემა. ამ შემთხვევაში უსჯობესია საექსპერტო სისტემის გარსის ყიდვა.
საექსპერტო სისტემის გარსი (Expert Shell) არის სოფთუერის პაკეტი, რომელიც შედგება
კითხვებზე პასუხის მოძებნისთვის საჭირო ძირითადი სტრუქტურისაგან. მყიდველმა თვითონ
უნდა შეავსოს ეს გარსი არჩეული საგნის შესახებ არსებული ცოდნით. საექსპერტო სისტემის
გარსი შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ცარიელი ფინჯანი, რომელიც შევსების შემდეგ
ახალი რაობა გახდება, მაგალითად,

148
ყავის ფინჯანი ან ვაშლის წვენის ფინჯანი.
საექსპერტო სისტემის აგებისას ყველაზე მნიშვნელოვანია გადაწყდეს ვინ არიან
შესაბამისი ექსპერტები. პიროვნებას, რომელიც ექსპერტისგან ცოდნის მიღებაზე მუშაობს
ცოდნის ინჟინერი ჰქვია. ცოდნის ინჟინერს უნდა ჰქონდეს ცოდნის შეძენის სურვილი და
დიპლომატის ჩვევები. მას შეუძლია საექსპერტო სისტემა დააპროგრამოს ხელოვნური
ინტელექტის დაპროგრამების ენა PROLOG-ზე ან გამოიყენოს საექსპერტო სისტემის გარსი,
რომელიც სისტემის სწრაფი შექმნის საშუალებას იძლევა, მაგრამ ნაკლებად ეფექტური და
მოქნილია, ვიდრე დაპროგრამების ენა.
გამოვლენილი წესები ჩამოყალიბდება თუ-მაშინ (if-then) წესების სიმრავლედ.
მაგალითი: თუ (if) კლიენტმა კრედიტის ლიმიტს გადააჭარბა არა უმეტეს 20 პროცენტისა
და გადახდილი აქვს თვიური გადასახადი ექვსი თვისთვის, მაშინ (then) შემდგომ
გააფართოვე კრედიტი. შემდეგ სისტემა გადაითარგმნება კომპიუტერიზებულ ვერსიაში,
გადათვალიერდება, შეიცვლება, ტესტირდება და რამდენიმეჯერ შეიცვლება. ეს
განმეორებადი რევიზიის პროცესი შეიძლება თვეები ან წლები გაგრძელდეს. ბოლოს,
სისტემა მოთავსდება იგივე სიტუაციაში, რომელშიც ადამიანი ექსპერტი მუშაობს.
საექსპერტო სისტემა იძლევა იგივე ან უკეთეს მომსახურებას, რასაც ადამიანი ექსპერტი,
ამასთან ერთად, ის ადამიანი ექსპერტზე ბევრად უფრო სწრაფად მუშაობს.

ბევრს რობოტები მხოლოდ ფანტასტიკურ ფილმებში აქვს ნანახი. ჯერჯერობით არ


არსებობს პერსონალური კომპიუტერების მსგავსად პატარა პერსონალური რობოტები,
მაგრამ ახლო მომავალში შესაძლებელი გახდება სახლის რობოტების ყიდვა. დღეს
რობოტები ძირითადად ფაბრიკებსა და ქარხნებში გამოიყენება.

როგორც აღვნიშნეთ, რობოტების უმეტესობა ფაბრიკებში და ქარხანებში გამოიყენება. აქ


ისინი ღებავენ, ადუღებენ და აწყობენ. დღეს აშშ-ს აღწერის ბიურო ადამიანებთან ერთად
რობოტებსაც ითვლის. დაახლოებით 30000 რობოტი არსებობდა 1990 წელს. დღეს 300000-
ზე მეტია.
არაფორმალური განმარტებით, რობოტი არის ისეთი სახის მანქანა, რომელიც ადამიანის
ნაცვლად და ადმიანისგან დამოუკიდებლად ასრულებს რაიმე ფიზიკურ სამუშაოს. უფრო
ფორმალური განმარტებით, რობოტი არის კომპიუტერის მიერ მართვადი ბოწყობილობა,
რომელსაც შეუძლია ფიზიკური მანიპულირება. ზოგიერთ რობოტს შეუძლია, აგრეთვე,
თავის თავზე მანიპულირება. რობოტები ძალიან განსხვავებული არიან ზომითა და
ფორმით. ისინი იქმნება კონკრეტული გამოყენებისთვის. რობოტები ძირითადად
ასრულებენ ისეთ სამუშაოს, რომელთა შესრულება ადამიანებისთვის დამქანცველი,
მოსაბეზრებელი ან სახიფათოა. ყველაზე გავრცელებული ინდუსტრიული რობოტები,
რომლებიც დღეს იყიდება, არის მექანიკური მოწყობილობები მოძრაობის ხუთი ან ექვსი
ღერძით. ამ მანქანებს შეუძლიათ შემობრუნდეს სათანადო პოზიციაში თავიანთი სამუშაოს
შესასრულებლად (სურ. 12-3). ჩვენ ვახსენეთ შეღებვა და შედუღება როგორც რობოტების
სამუშაო. რობოტები, რომელთაც შეუძლიათ შეასრულონ ამ სახის განმეორებადი სამუშაო
უტყვი და უბრალო რობოტებია. უფრო ინტელექტუალურ რობოტებს შეუძლია შეეგუოს
ცვლად მდგომარეობას. მაგალითად, სატელევიზიო კამერის თვალის დახმარებით
“რობოტს” შეუძლია შეხედოს აწყობისთვის საჭირო კომპონენტებს. მას შეუძლია ეს
კომპონენტები ამოირჩიოს, გადაალაგოს სწორი რიგით ან აწყობამდე დადოს სწორ
პოზიციაზე.

149
ტრადიციული რობოტების საშუალებით ობიექტების გამოცნობა ხდება მათი ფორმების
მიხედვით (სურ. 12-4). ეს რობოტები მხოლოდ დომინანტ ფერებს ხედავენ. თანამედროვე
მხედველობის მქონე რობოტებს შეუძლია ფერების დანახვა და გარჩევა, ე.ი. მათ
შეუძლიათ გამოიცნონ მრავალფეროვანი საგნები მხოლოდ მათი ფერებით. მაგალითად,
როჩესტერის უნივერსიტეტში შექმნილ ექსპერიმენტულ რობოტს შეუძლია ერთი ზომის
70 ყუთი ერთმანეთისგან გაარჩიოს ფერების მიხედვით. ასეთ რობოტებს დიდი გამოყენება
ექნება სუპერმარკეტებში.

ადამიანისთვის სახიფათოა ატომური ენერგიის ქარხანაში ან ქიმიურ ქარხანაში


უბედური შემთხვევისას ყოფნა, საეჭვო ბომბის ახლოს ყოფნა ან ზღვის ფსკერზე ყოფნა.
რობოტები ადვილად მიდიან ამ ადგილებზე სახიფათო და ბინძური სამუშაოების
შესასრულებლად. ასეთი რობოტები, რომლებსაც საველე რობოტები ეწოდებათ, ამოწმებენ
და აღადგენენ ატომური ენერგიის ქარხნებს, აუვნებელყოფენ ბომბებს, წყალქვეშა
მოპოვებისას ამოწმებენ ნავთობის აღჭურვილობას, ასუფთავებენ ქიმიური კატასტროფის
შედეგებს და ა.შ. კოსმოსის მკვლევარები ორბიტაზე განალაგებენ რობოტებს, რომლებსაც
დაზიანებული სატელიტების აღდგენა შეუძლიათ.
დღეს ათასობით საველე რობოტი შეიძლება აღიჭურვოს ბორბლებით, ლიანდაგებით,
ფეხებით, ხელებით და ფრთებითაც კი (სურ. 12-5). საველე რობოტებმა უმეტესი
გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღონ, ამიტომ მათ დიდი კომპიუტერული
სიმძლავრეები სჭირდებათ. ქარხნის რობოტებისგან განსხვავებით, რომლებიც
მიმაგრებული არიან მიწაზე და აკეთებენ ერთსა და იმავე განმეორებად სამუშაოს, საველე
რობოტებმა უნდა იმოძრაონ და შეებრძოლონ არასტრუქტურირებულ გარემოს.
რობოტები რთული და დახვეწილია, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ ვერ აკეთებენ ბევრ ისეთ
სამუშაოს რასაც ადამიანები აკეთებენ.

ვირტუალურ რეალობაში იგულისხმება კომპიუტერის მიერ შექმნილ წარმოსახვით


გარემოში მომხმარებლის ისე ჩართვა, რომ მომხმარებელი ფიზიკურად კომპიუტერთან
ურთიერთობს. ეს კეთდება დახვეწილი კომპიუტერებითა და ოპტიკური ხელსაწყოებით,
რომლებსაც მომხმარებლის თვალებთან მოაქვს სამგანზომილებიანი სცენა ბუნებრივ
ფერებში და სრულყოფილი მოძრაობით. მომხმარებლის სხეულის მოძრაობას შეუძლია
გამოიწვიოს ურთიერთობა ვირტუალურ სამყაროსთან, რომელსაც მომხმარებელი ხედავს,
ხოლო კომპიუტერის მიერ შექმნილი სამყარო პასუხობს მომხმარებლის მოქმედებას.
მომხმარებლის სხეულზე მოთავსებული სენსორები აგზავნის სიგნალებს კომპიუტერში,
რომელიც შემდეგ მომხმარებლის მოქმედების შესაბამისად მოაწესრიგებს სცენას,
რომელსაც მომხმარებელი ხედავს.

ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში, კომპიუტერის მეცნიერებმა შეიმუშავეს


ვირტუალური რეალობის პროგრამა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს
იმოგზაუროს ხელოვნების გალერეაში. მომხმარებელი თავზე ჩამოიცვამს ეკრანს, რომელიც
მას გამოთიშავს დანარჩენი სამყაროსგან – ის ხედავს მხოლოდ ეკრანზე გამოსახულ სცენას. თუ
მომხმარებელი თავს გადახრის მარჯვნივ, მხედველობის არეში გამოჩნდება მარჯვენა
კედელზე ჩამოკიდებული სურათები, ანუ მომხმარებელს მხოლოდ თავის მოძრაობით
შეუძლია დაათვალიეროს გალერეის ნებისმიერი ნაწილი. მომხმარებელი ერთ ადგილზე დგას,
მაგრამ გრძნობს, თითქოს ის მოძრაობს, როგორც კი მის წინ ამაღლებული ადგილი

150
გამოჩნდება უნდა შეჩერდეს. ეს ისეა თითქოს მომხმარებელი ნამდვილად სეირნობს
გალერეაში.
მეორე მაგალითში მეცნიერებმა აიღეს მონაცემები მარსის შესახებ, გამოაგზავნეს უკან
კოსმოსური ზონდით და გადაიტანეს ვირტუალური რეალობის პროგრამაში. ინფორმაცია
პლანეტის მთების, კლდეების და თხემების შესახებ გამოყენებული იქნა მარსის
ზედაპირის გამოსახულების შესაქმნელად, რომლის დათვალიერება შეუძლია ნებისმიერ
პიროვნებას სპეციალური ეკრანის გამოყენებით.

ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიას მომავალში დიდ პრაქტიკულ და კომერციულ


გამოყენებას უწინასწარმეტყველებენ. ზოგიერთი მათგანია:
• თავზე დამაგრებული ეკრანით მომხმარებელს სახლიდან შეუძლია დაათვალიეროს
“ვირტუალურ საგამოფენო ოთახი”, მაგალითად, დაშორებული სავაჭრო
დაწესებულებების დარბაზებში მოთავსებული საქონელი.
• მსგავსი ეკრანით დაცვის მუშაკს შეუძლია შორი ადგილიდან იყარაულოს ოფისებისა
და სხვა დაწესებულებების კორიდორებში.
• საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლები მომავალში ასე იმუშავებენ:
მიკროლაზერული სკანერი აირეკლავს კომპიუტერის მიერ გენერირებულ გამოსახულებას
პირდაპირ კონტროლიორის თვალებში, კონტროლიორს ჩააბამს სამ განზომილებიან
სცენაში და სივრცეში უჩვენებს ყველა თვითმფრინავს. პილოტებთან ხმოვანი კონტაქტის
დამყარებისთვის, კონტროლიორი სენსორით აღჭურვილი ხელთათმანით შეეხება
თვითმფრინავის გამოსახულებას (სურ. 12-6).
• ვირტუალური რეალობის თავაკის და ხელთათმანის გამოყენებით, ექიმებს და
მედიცინის სტუდენტებს შეუძლიათ ახალი პროცედურების ექსპერიმენტები ჩაატარონ
სიმულირებულ, ანუ არარეალურ, პაციენტზე, რაც ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სჯობს
რეალურ პაციენტს.
ნებისმიერ ახალ ტექნოლოგიას აქვს თავისი ნაკლოვანებები. ვირტუალური რეალობის
ფიზიკური მოწყობილობები ჯერჯერობით მოუქნელია და ამასთან ერთად, მაღალი
ღირებულებისაა. სიძნელეებია სოფთუერის და ჰარდუერის შემუშავებაში.
•••
საექსპერტო სისტემები და რობოტები სულ უფრო დახვეწილი ხდება და მათი
გამოყენება ფართოვდება, თუმცა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, ანუ ადამიანის
ტვინის საქმიანობის კომპიუტერით შეცვლა, შედარებით ნელა მიმდინარეობს.
ადამიანებმა კომპიუტერებს ბევრი სხვადასხვა საქმის გაკეთება მიანდვეს, მაგრამ
ადამიანები პასუხს აგებენ კომპიუტერების მოქმედებაზე. მიუხედავად იმისა, რომ
კომპიუტერს არ შეუძლია ძალაუფლების დაუფლება, ადამიანი ფრთხილად უნდა იყოს
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას.

151
თავი 13.
ჰარდუერის, სოფთუერისა და მონაცემების დაცვა

აშშ-ს ერთ ერთ ქალაქში 13 დან 17 წლამდე ასაკის 23 თინეიჯერი სახლის კომპიუტერებს
იყენებდა შორეულ მანძილზე განლაგებულ კომპიუტერულ სისტემებში შეჭრისთვის. მათ
შეძლეს თავიანთი პერსონალური კომპიუტერიდან, მონაცემთა გადაცემის ქსელით, სხვა
კომპიუტერულ სისტემაში არაკანონიერი შეღწევა. ბავშვების ეს ეშმაკობა და მასხარაობა
გამოავლინა და აღკვეთა აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიურომ.
ეს თინეიჯერები ჰაკერები (Haker, გამტეხი) იყვნენ. ტერმინი ჰაკერი გულისხმობს
პიროვნებას, რომელსაც კომპიუტერის ცოდნაში განსაკუთრებით დიდი გამოცდილება
გააჩნია. მაგრამ ეს ტერმინი, კომპიუტერების არამზადების, კერძოდ აღნიშნული
თინეიჯერების გამოჩენის შემდეგ, აღებულია უფრო ავბედითი მნიშვნელობით.
აღნიშნული შემთხვევისთვის, თინეიჯერი ჰაკერები კომპიუტერს არ იყენებდნენ ფულის
ან საკუთრების მოსაპარად. მათ შეცვალეს სისტემის პაროლები და თავი აარიდეს
კომპიუტერის სააღრიცხვო ჩანაწერებთან კანონიერ წვდომას. მათ, აგრეთვე, შექმნეს
ფიქტიური სააღრიცხვო ჩანაწერები და გაანადგურეს ან შეცვალეს ზოგიერთი ფაილი.
თინეიჯერებს შეეძლოთ კომპიუტერების ქსელით ერთმანეთისთვის ეცნობებინათ
ხიფათის შესახებ და აეტეხათ განგაში, ამიტომ FBI-ის მუშაკებმა მოულოდნელი და
სწრაფი მოქმედებით გააუვნებლეს ისინი.
ეს ამბავი სინამდვილეა. ამ თინეიჯერებს სურდათ თავი მოეწონებინათ თანატოლებთან,
შეეწუხებინათ ხალხი, რომლებიც არ მოსწონდათ, გადასახადის გარეშე ესარგებლათ
კომპიუტერული მომსახურებით და მიეღოთ ინფორმაცია, რომელსაც გაყიდდნენ.
ჰაკერები მცირე ნაწილია უსაფრთხოების პრობლემისა. უფრო სერიოზული დანაკარგები
გამოწვეულია ელექტრონული ჯიბგირებით, რომლებიც საკმაოდ ხნიერები და არც თუ ისე
უტვინოები არიან. განვიხილოთ შემდეგი მაგალითები:
• საბროკერო კლერკმა 1700 საკუთარი აქცია, თითოეული 1,5 დოლარის ღირებულების,
თავისი ტერმინალის კლავიატურიდან შეცვალა ათასჯერ უფრო მეტი ღირებულების
იგივე რაოდენობის და სხვა კომპანიის აქციებად.
• ბანკის მუშაკმა (გოგონამ) თავისი კომპიუტერის გამოყენებით შეცვალა კოდი და ბანკის
განსაზღვრული თანხა ხუმრობით გადაიტანა მისი მეგობარი ბიჭის ანგარიშზე; როგორც
ფული, ასევე მისი მეგობარი ბიჭი გაქრა.
• ერთ-ერთი საწყობის ოპერატორმა ტერმინალის კლავიატურიდან შეცვალა ზოგიერთი
კლიენტის მისამართები, რითაც რამდენიმე ათასი დოლარის ღირებელების საწყობის
საქონელი სხვა მიმართულებით გააგზავნა.
• აქციების ბროკერმა კომპანიის კომპიუტერების სისტემა გამოიყენა კოკაინის შესყიდვა-
გაყიდვისთვის.
ეს ფაქტები უჩვენებს, რომ კომპიუტერულ კრიმინალს ხშირად ძალიან დიდი ზარალი
მოაქვს. ადამიანები, რომლებიც კომპიუტერულ სისტემებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის,
სოფთუერის, სატელეფონო მომსახურების და საკრედიტო ბარათების მოპარვისთვის
იყენებენ, ხშირად ორგანიზებულ კრიმინალს შეადგენენ. ისინი ერთმანეთს გადასცემენ ან
ერთმანეთში ყიდიან ამ ნაქურდალს.

კომპიუტერის კრიმინალის პრობლემა გართულდა ბოლო წლებში, კომპიუტერებზე

152
წვდომის შესაძლებლობების გაზრდის გამო. დღეს ბევრი მუშაკი სამუშაო ადგილზე
კომპიუტერთან მუშაობს. კომპიუტერული კრიმინალი თეთრსაყელოიანი კრიმინალია.
სამუშაოზე მუშაკი გამუდმებით სწავლობს კომპიუტერის შესაძლებლობებს, ის იღებს
ცოდნას, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას კრიმინალისთვის – კომპანიისადმი
ზიანის მისაყენებლად.
ქვემოთ ჩამოთვლილია კომპიუტერული უსაფრთხოების დარღვევის მხოლოდ
რამდენიმე სახიფათო შესაძლებლობა.
თავდაცვის ძალების მუშაკს შეუძლია: გააჩეროს მოწყობილობების და პროგრამების
მუშაობა; გაიტაცოს მონაცემები.
კონკურენტს შეუძლია: ჩაშალოს ოპერაციები; გადაიბიროს და გაურიგდეს მუშაკს
ჯაშუშობაში; მოიპაროს მონაცემები ან პროგრამები; ოქმების, ანგარიშების, საბუთების ან
ეკრანის გამოსახულებების ფოტოგრაფირება.
მონაცემების შემმოწმებელ მუშაკს შეუძლია: ჩაამატოს არასასურველი მონაცემები;
წაშალოს მონაცემები; გამოტოვოს შემოწმება; გაყიდოს ინფორმაცია.
სუპერვიზორს შეუძლია: მონაცემების ფალსიფიცირება; თანხების მითვისება კომპანიის
შიგნით ან გარეთ ადამიანებთან არაკანონიერი გარიგება.
სისტემის მომხმარებელს შეუძლია: მიყიდოს ინფორმაცია კონკურენტებს; უნებართვოდ
მიიღოს ინფორმაცია.
ოპერატორს შეუძლია: ფაილების კოპირება; ფაილების განადგურება.
ანაგარიშების მომთხოვნ მომხმარებელს შეუძლია: მიყიდოს ინფორმაცია კონკურენტებს;
უნებართვოდ მიიღოს ინფორმაცია.
კომპიუტერული სისტემის სპეციალისტს შეუძლია: უნებართვო და არასასურველი
პროგრამების ინსტოლირება; სისტემის გაჩერება.
მონაცემთა გარდაქმნის მუშაკს შეუძლია: კოდების შეცვლა; მონაცემების ჩამატება;
მონაცემების წაშლა.
დამპროგრამებელს შეუძლია: პროგრამებისა და მონაცემების მოპარვა; დაპროგრამების
შედეგად თანხების მითვისება; კონტროლის აცილება.
ანგარიშების გამანაწილებელ მუშაკს შეუძლია: საიდუმლო ინფორმაციის წაკითხვა;
ანგარიშების უნებართვო ასლების გაკეთება.
ნაგვის შემგროვებელს შეუძლია: ანგარიშები და მათი ასლები მიყიდოს კონკურენტებს.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები კომპიუტერთან წვდომის შესაძლებლობებით
ისარგებლებენ კრიმინალის ჩადენის მიზნით, მათ ძალიან დიდი ზიანის მოტანა
შეუძლიათ.

კომპიუტერული კრიმინალის მიზეზები სხვადასხვაა. შეიძლება აღინიშნოს რამდენიმე


ხშირი მოტივი. კომპიუტერული კრიმინალის ჩამდენი ხშირად არის უკმაყოფილო
(გაჯავრებული) მუშაკი, შესაძლოა დიდი ხნის ერთგული მუშაკი, დაწინაურების ან
ხელფასის მომატებისას გაუთვალიწინებლობის გამო შურისძიებით აღვსილი. ზოგჯერ
მუშაკმა შესაძლოა კრიმინალი ჩაიდინოს პირადი ან ოჯახური პრობლემების გამო.
ზოგიერთ ადამიანს კრიმინალისადმი აქვს მიდრეკილება. ზოგიერთი კრიმინალს
ცდუნების გამო სჩადის. კრიმინალის გამოვლენის რისკი ხშირად ძალიან დაბალია.
კომპიუტერული კრიმინალები ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ თავი აარიდონ
გამოაშკარავებას და ბევრი ახერხებს კიდეც.

არსებობს კომპიუტერული კრიმინალის სამი ძირითადი სახე:

153
) კომპიუტერული დროის ქურდობა პირადი გამოყენებისთვის ან სხვა სარგებლობის
მიღების განზრახვით. კომპიუტერის მუშაკებს შეუძლიათ კომპიუტერული სამუშაო
შეასრულონ გარე კლიენტებისთვის, იმუშაონ პირად პროექტებზე, მაგალითად, საგაზეთო
სტატიაზე ან დაწერონ სოფთუერი.
) პროგრამების ან მონაცემების ქურდობა, განადგურება ან გამოყენება.
) კომპიუტერის ფაილებში დახსომებული მონაცემების შეცვლა.

კომპიუტერული კრიმინალის გამოძიება გართულებულია, ვინაიდან მისი


გამოაშკარავება ხშირად ძნელია. კომპიუტერული კრიმინალის უმეტესობა
გამოუვლენელი რჩება და ისინი, რომელიც გამოვლენილია ჩვეულებრივ შემთხვევითაა
გამოაშკარავებული. ამასთან ერთად, გამოვლენილი კრიმინალის დაახლოებით 85
პროცენტს პასუხისმგებელი პირები ანგარიშებში არ აჩვენებენ. აშშ-ს კანონით ბანკებმა
თავიანთ ანგარიშებში უნდა აჩვენონ მათი კომპიუტერული სისტემების მუშაობის
შეცდომების და შეფერხების შესახებ, მაგრამ სხვა ბიზნესი არ არის ამის ვალდებული.
ხშირად, ისინი არ აცხადებენ კომპიუტერული კრიმინალის ფაქტებს, ვინაიდან ფიქრობენ,
რომ ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ რეპუტაციას და კრედიტუნარიანობას.
მაშინაც კი, თუ კომპიუტერული კრიმინალი გამოვლენილია, გამოძიების წარმოება
გარანტირებული არ არის. ამის ბევრი მიზეზი არსებობს. პირველი, სამართლის იძულების
ზოგიერთი ორგანო სრულად ვერ აცნობიერებს კომპიუტერთან დაკაშირებულ
თაღლითობას. მეორე, კომპიუტერული კრიმინალის შემთხვევების კვალიფიცირებული
მომსახურება ადვოკატთა მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობას შეუძლია. მესამე,
მოსამართლეები არ არიან განათლებული კომპიუტერული კრიმინალის საქმეში და ვერ
აცნობიერებენ კომპანიებისთვის დაკარგულ მონაცემთა მნიშვნელობას.
1986 წელს აშშ-ს კონგრესმა მიიღო “კომპიუტერული თაღლითობისა და ბოროტად
გამოყენების აქტის” ბოლო ვერსია, რომლითაც ეროვნულ დონეზე შეებრძოლა ამ
პრობლემას.

როგორც წინა პარაგრაფებიდან დაინახეთ, კომპიუტერული ინდუსტრია მტკივნეულია


დაცვის საკითხებში. კომპიუტერული დაცვა ოდესღაც თვითონ კომპიუტერის ფიზიკურ
დაცვას, ანუ დარაჯებს და ჩაკეტილი კარებებს, ნიშნავდა. მაგრამ როგორც უკვე ვნახეთ,
კომპიუტერის ჩაკეტვა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს კომპიუტერულ სისტემაში
არასანქცირებული შეღწევის აცილებას.
კომპიუტერული სისტემის დაცვა არის უსაფრთხოების ზომების სისტემა, რომელიც
შექმნილია კომპიუტერული სისტემის და მონაცემების წინასწარ განზრახული ან
შემთხვევით დაზიანებისგან ან პიროვნების უნებართვოდ შეღწევისგან დაცვის მიზნით.
ანუ უსაფრთხოების ზომების ამ სისტემამ უნდა უზრუნველყოს კომპიუტერული
სისტემის დაცვა პროგრამებისა და მონაცემების ქურდობის, ბარბაროსობის, ცეცხლის,
ბუნებრივი კატასტროფის, ინდუსტრიული ჯაშუშობის და სხვა ფორმის კრიმინალისგან.

იმისთვის, რომ კომპიუტერული სისტემა დაცული იყოს, საჭიროა მას შეეძლოს იმ


პიროვნების გამოცნობა, ვისაც კომპიუტერული სისტემით მუშაობის ნებართვა აქვს. ამის
მრავალი ხერხი არის მოფიქრებული. კომპიუტერის სისტემაში შეღწევაზე ნების დართვის
ხერხები იყოფა ოთხ კატეგორიად: შეღწევა გასაღებით, შეღწევა პაროლით, შეღწევა
მოქმედებით და შეღწევა სხეულის მახასიათებლებით.

154
• შეღწევა გასაღებით. ამ ხერხს “რა გაქვთ” ხერხსაც უწოდებენ. თქვენ შეიძლება
გქონდეთ ჩვეულებრივი გასაღები ან პლასტიკური ბარათი, რითაც კომპიუტერის ოთახში
ფიზიკური შესვლის ან ჩაკეტილი ტერმინალის გახსნისა და კომპიუტერულ სისტემაში
შეღწევის ნებართვას მიიღებთ. მაგალითად, საკრედიტო ბარათის დამაგნიტებული
ზოლით შეგიძლიათ ჩართოთ ბენზინის ტუმბო ბენზინგასამართ სადგურზე. ბევრ
დაწესებულებაში მუშაკთა სამსახურის შენობაში ან ოთახში შესვლის ნებართვის
შემოწმება და მოსვლა-წასვლის აღრიცხვა ხდება საიდენტიფიკაციო ბარათის წაკითხვით.
ბარათი შეიცავს კომპიუტერის ჩიპს, რომელშიც ჩაწერილია მუშაკის საიდენტიფიკაციო
მონაცემები. სამსახურში შესვლისას მუშაკი ჩადებს ბარათს სპეციალურ წამკითხველში.
საიდენტიფიკაციო ნიშანი გადაეცემა კომპიუტერში, რომელიც შეამოწმებს მუშაკის ნიშნის
ლეგალურობას. თუ ნიშანი ლეგალურია, მაშინ გააღებს კარებს და მოახდენს მუშაკის
მოსვლა-წასვლის დროის კომპიუტერულ მონაცემებში აღრიცხვას.
• შეღწევა პაროლით. ამ ხერხს “რა იცით” ხერხსაც უწოდებენ. ამ შემთხვევაში
მომხმარებელმა სისტემაში შეღწევის ნებართვის მიღებისთვის უნდა იცოდეს პაროლი.
მაგალითად, საბანკო მანქანით ნაღდი ფულის აღებისთვის მომხმარებელმა უნდა იცოდეს
თავისი საიდენტიფიკაციო ნომერი. არსებობს კარების საკეტები, რომელთა გაღებისთვის
საჭიროა შიფრის, ანუ ციფრების სწორი კომბინაციის ცოდნა.
• შეღწევა მოქმედებით. ამ ხერხს “რას აკეთებთ” ხერხსაც უწოდებენ. თქვენი
ხელმოწერის ასლის გაკეთება ძნელია. ხელმოწერის შემოწმების სისტემას შეუძლია
შეამოწმოს პიროვნების ხელმოწერა და მის საფუძველზე დართოს მას სისტემაში შეღწევის
უფლება, თუმცა ხელმოწერის გამოცნობით შეღწევის სისტემა უფრო მოხერხებულია
ადამიანთა ურთიერთობისთვის, ვიდრე კომპიუტერებთან ურთიერთობისთვის. ეს
იმიტომ, რომ ადამიანებს შეუძლიათ შეამოწმონ ხელმოწერა მხედველობით, რაც უფრო
ძნელია კომპიუტერისთვის.
• შეღწევა სხეულის მახასიათებლებით. ამ ხერხს “ვინ ხართ” ხერხსაც უწოდებენ. დაცვის
ზოგიერთი სისტემა იყენებს ბიომეტრიკას, ანუ პიროვნების სხეულის მახასიათებლების
გაზომვის მეცნიერებას. თითის ანაბეჭდის აღება დიდი ხანია გამოიყენება, მაგრამ ხმის
გამოცნობა შედარებით ახალია, უფრო ახალია თვალის ბადურით იდენტიფიცირების
იდეა (სურ. 13-1). თვალის ბადურას ისეთი მოხატულობა აქვს მისი დუბლირება უფრო
ძნელია, ვიდრე თითის ანაბეჭდის ან ხმის დუბლირება (სურ. 13-2).
ზოგიერთი სისტემა იყენებს ამ ოთხი კატეგორიის კომბინაციას. მაგალითად,
ავტომატური სალაროს მანქანასთან წვდომისთვის საჭიროა პლასტიკური ბარათი
(გასაღები) და პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი (პაროლი).

ნებისმიერი სახის კომპიუტერული სისტემა შესაძლოა მოჰყვეს ბუნებრივ ან ხელოვნურ,


ანუ ადამიანის მიერ გამოწვეულ, კატასტროფაში, რამაც შეიძლება ჰარდუერის,
სოფთუერისა და მონაცემების განადგურება გამოიწვიოს.
პირველი საფიქრალი ალბათ ჰარდუერი, ანუ კომპიუტერის მოწყობილობები იქნება,
მაგრამ ჰარდუერის დაკარგვა არ არის მთავარი პრობლემა, ვინაიდან ის შეიძლება
დაზღვეული იქნას და შემდეგ ახლით შეიცვალოს. არც სოფთუერის დაკარგვაა პრობლემა,
ვინაიდან შეიძლება მათი სარეზერვო ასლების გაკეთება და შემდეგ ამ ასლებიდან მათი
აღდგენა. ძირითადი პრობლემაა ჰარდუერის და სოფთუერის განადგურების შედეგად
მონაცემთა დამუშავების პროცესის შესაძლებლობის დასუსტება, რომელიც იარსებებს
მანამ, სანამ მენეჯერები არ მოძებნიან შემცვლელ საშუალებებს და ჰარდუერს და
სოფთუერს არ დაუბრუნებენ პირვანდელ მდგომარეობას.

155
მნიშვნელოვანი პრობლემა არის მონაცემების დაკარგვა. მაგალითად, დაკარგული ან
განადგურებული კლიენტების ჩანაწერების ძირითადი ფაილის, საბუღალტრო
ანგარიშების ჩანაწერების ან ახალი თვითმფრინავის დაპროექტების მონაცემების აღდგენა
ძალიან ძნელი იქნება, ხოლო აღდგენის ღირებულება ძალიან დიდი.

აღდგენის საგანგებო გეგმა არის კატასტროფით გამოწვეული დიდი დაზიანების ან


ნგრევის შედეგად გაჩერებული მონაცემების დამუშავების პროცესის აღდგენის მეთოდი.
ასეთი გეგმა ჰგავს ოფისებში ცეცხლმაქრის დადგმას ან ავტომობილით მგზავრობისას
საგზაო უსაფრთხოების ქამრების გაკეთებას – ყველა იმედოვნებს, რომ ისინი არასოდეს
დასჭირდებათ. კატასტროფის შემდგომი აღდგენისადმი სხვადასხვა მიდგომა არსებობს.
ზოგიერთი ორგანიზაცია დროებით ხელით მომსახურებას უბრუნდება, მაგრამ
კომპიუტერის გარეშე მუშაობა ძალიან ძნელია. სხვა ორგანიზაციებს ურჩევნიათ სერვის-
ბიუროში კომპიუტერული დროის შეძენა, მაგრამ ეს, სერვის ბიუროებიდან დაშორებულ
და გარეუბნებში განლაგებულ კომპანიებისთვის, შესაძლებელია მოუხერხებელი იყოს. თუ
კატასტროფა გაანადგურებს კომპიუტერულ საშუალებებს, დაზარალებულ ორგანიზაციას
ფეხზე წამოდგომაში შეიძლება დაეხმაროს ურთიერთდახმარების ხელშეკრულება,
რომლითაც ორი ან მეტი კომპანია შეამხანაგდება და შეთანხმდება, თუ ერთ-ერთ მათგანს
შეექმნება პრობლემები, ათხოვონ ერთმანეთს კომპიუტერული საშუალებები და
სიმძლავრეები. ეს მცირეოდენი დახმარებაა, მაგრამ, თუ კატასტროფა რეგიონალური
მასშტაბისაა და ბევრი კომპანია დაზარალდება, ასეთი დახმარება ძნელი იქნება.
ბანკები და სხვა ორგანიზაციები, რომელთა არსებობა დამოკიდებულია კომპიუტერზე,
კომპიუტერული საშუალებების უზრუნველსაყოფად ზოგჯერ აყალიბებენ კონსორციუმებს
– ერთობლივ საწარმოებს, რომლის კომპიუტერული საშუალებები ყოველთვის
მზადყოფნაშია და კონსორციუმის ორგანიზაციებს მხოლოდ კატასტროფის შემთხვევაში
შეუძლია მათი გამოყენება.

დამპროგრამებელი, საიდენტიფიკაციო ბარათის გამოყენებით, დილის სამ საათზე


შეიპარა თავისი ყოფილი (ის ახალი გაგდებული იყო) სამსახურის ოფისში, როგორც
თვითონ ამტკიცებდა, მხოლოდ მაგიდის გასათავისუფლებლად. მაგრამ გამოძიებამ მისი
სახლიდან ამოიღო ორი დისკეტი, რომლებიც 15 მილიონი ღირებულების
დაპატენტებული სოფთუერის ასლებს შეიცავდა.
ვის ეკუთვნის შეკვეთით დამზადებული სოფთუერი? პიროვნებას ვინც პროგრამა
დაწერა, თუ კომპანიას ვისთვისაც ავტორმა პროგრამა დაწერა? პასუხი ამ კითხვაზე აშშ-ში
კარგად არის დადგენილი. თუ დამპროგრამებელი ორგანიზაციის დაქირავებული მუშაკია,
პროგრამა ეკუთვნის ორგანიზაციას და არა დამპროგრამებელს. თუ დამპროგრამებელი
სამუშაოს ასრულებს საკუთარ კომპიუტერზე, საკუთარ დროში და გასამრჯელოს გარეშე,
პროგრამა მას ეკუთვნის.
კომერციული სოფთუერი, განსაკუთრებით პერსონალური კომპიუტერის კომერციული
სოფთუერი, წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას. სოფთუერის უნებართვო კოპირება
კანონით განსაკუთრებით აკრძალულია, მაგრამ მაინც ისევე აშკარად ხდება, როგორც
მუსიკისა და ფილმების უნებართვო კოპირება. ამ საკითხს უფრო დაწვრილებით ეთიკის
პარაგრაფში განვიხილავთ.

მონაცემების დაკარგვის შესაძლებლობასთან ერთად, არსებობს აგრეთვე მონაცემების


დაცვის პრობლემა. რა უნდა გაკეთდეს მონაცემების მოპარვისა და შეცვლის თავიდან

156
აცილებისთვის? გამოიყენება მონაცემების დაცვის რამდენიმე მეთოდი. ეს არ იძლევა
დაცვის გარანტიას, მაგრამ კარგი დასაწყისია.
ნარჩენების გაუსაფრთხოება. გადაგდებული ნაბეჭდი ფურცელი, დისკეტი და მსგავსი
რამ შესაძლოა არაუფლებამოსილ პირთათვის გახდეს ინფორმაციის წყარო. ამის მსგავსი
ნარჩენების გაუსაფრთხოება შეიძლება დამქუცმაცებლის გამოყენებით ან ჩაკეტილი ნაგვის
კასრებით.
პაროლები. პაროლები არის საიდუმლო სიტყვები ან ციფრები, რომლებიც სისტემასთან
ან სისტემის ნაწილთან შეღწევის ნებართვის მიღებისთვის უნდა აიკრიფოს
კლავიატურაზე. თუ პაროლები იშვიათად იცვლება, ის ცნობილი გახდება მრავალი
ადამიანისთვის. მონაცემთა დაცვის კარგი სისტემები პაროლს ხშირად ცვლიან ისე, რომ
მხოლოდ უფლებამოსილ პიროვნებას შეუძლია ჰქონდეს წვდომა განსაზღვრულ
მონაცემებთან. კომპიუტერულ სისტემებში მონაცემებთან უკანონო წვდომის ყველაზე
გავრცელებული მეთოდია პაროლების ქრაქინგი (Cracking), ანუ მოპარვა. ნუ აირჩევთ
პაროლად თქვენს ან თქვენი ახლობლის სახელს. რეკომენდირებულია პაროლი შექმნათ
არა ნაკლებ ექვსი სიმბოლოთი, დიდი და პატარა ასოებისა და არაალფავიტური
სიმბოლოების გამოყენებით, მაგალითად, Ah2G9jk.
შიდა კონტროლი. შიდა კონტროლი არის კომპიუტერული სისტემის ნაწილი, რომელიც
შემუშავებულია მონაცემებზე შესრულებული მოქმედებების აღრიცხვის მიზნით. შიდა
კონტროლის მაგალითია ტრანზაქციის ჟურნალი – ფაილი რომელშიც სისტემა წერს
განსაზღვრულ მონაცემებთან წვდომის ან შეღწევის ყველა მცდელობას.
აუდიტორული შემოწმება. კომპანიის აუდიტორი, საფინანსო დავთრების ყურადღებით
შესწავლის შემდეგ, კომპანიის ხელმძღვანელობას აწვდის ობიექტურ ინფორმაციას
კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ და აძლევს შესაბამის რეკომენდაციებს.
სპეციალური მომზადების მქონე აუდიტორს შეუძლია, აგრეთვე, შეამოწმოს კომპიუტერის
პროგრამები და მონაცემები. მაგალითად, მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით აუდიტორს
შეუძლია შეამოწმოს და ნახოს ვის ჰქონდა წვდომა მონაცემებთან იმ პერიოდში, როცა ეს
მონაცემები ჩვეულებრივ არ გამოიყენებოდა.
შიფრირება. სატელეფონო ხაზით გასაგზავნი მონაცემების დაცვა შეიძლება გადასაცემი
ცნობების არევით, ანუ მათი ისეთი კოდით წარმოდგენით, რომლის გაგება შეუძლია
მხოლოდ ამ ცნობების მიმღებ პიროვნებას. ცნობების კოდირების პროცესს დაშიფვრა
ეწოდება, ხოლო დაშიფრული ცნობების გახსნის პროცესს გაშიფვრა ეწოდება. ამერიკის
ეროვნული სტანდარტების ინსტიტუტმა დაამტკიცა მონაცემთა დაშიფვრის სტანდარტი
(Data Encripting Standart, DES), ანუ სტანდარტიზებული შიფრის საზოგადო გასაღები,
რომელიც გამგზავნებს და მიმღებებს შეუძლიათ გამოიყენონ ცნობების დაშიფვრისა და
გაშიფვრისთვის. ამ სტანდარტით დაშიფრული მონაცემების გაშიფვრის გასაღები
ყველასთვის ცნობილია, მაგრამ კომპანიები ჯერ კიდევ იყენებენ მას, ვინაიდან ამ
მეთოდით დაშიფრული ინფორმაციის გაშიფვრა და ხელში ჩაგდება ძალიან ძნელია და
დიდ ხარჯებს მოითხოვს.

ეს არასასიამოვნო ცნებები კომპიუტერული ინდუსტრიის ჟარგონებია და აღწერს


კომპიუტერული სისტემის მონაცემებისა და პროგრამების დაზიანების მზაკვრულ და
ფარულ ხერხებს.
ვირუსი არასასურველი ინსტრუქციების ისეთი ერთობლიობაა, რომელიც თავისთავად
მიუერთდება მასთან შეხებაში მყოფ პროგრამებსა და სხვა ფაილებს. ე.ი. ბიოლოგური
ვირუსის მსგავსად, კომპიუტერული ვირუსიც გადამდებია და სწრაფად ვრცელდება.

157
ვირუსის გამოაშკარავება ხშირად მოულოდნელად ხდება. მაგალითად, კომპანიის ერთ-ერთმა
მუშაკმა დახმარება თხოვა პერსონალური კომპიუტერის მენეჯერს. მუშაკმა განაცხადა, რომ
დილით სამსახურში მისვლისთანავე ჩართო კომპიუტერი და დაიწყო ტექსტის აკრეფა; მალე
შეამჩნია, რომ მისი კომპიუტერი ხისტ დისკოზე რაღაც მოქმედებებს ასრულებდა; ტექსტის
აკრეფის დამთავრების შემდეგ, მან მისცა ბეჭდვის ბრძანება, მაგრამ კომპიუტერმა ეს ბრძანება
არ შეასრულა. მენეჯერმა აღმოაჩინა, რომ აღნიშნული კომპიუტერის ხისტ დისკოზე ყველა
ფაილი წაშლილი იყო. მალე მენეჯერს სხვა მუშაკებმაც მიმართა, ყველას კომპიუტერში
ფაილები წაშლილი იყო. საბოლოოდ, მენჯერმა დაადგინა, რომ ისევ ამოქმედდა ძველი
ვირუსი. ეს ვირუსი, სისტემაზე ერთხელ მიერთების შემდეგ, ამუშავდება ყოველ 14 დეკემბერს
და კომპიუტერში წაშლის ყველა ფაილს. უვნებელი გადარჩა კომპანიის მხოლოდ ის
კომპიუტერები, რომლებიც იმ დღეს, ანუ 14 დეკემბერს, არა ჩაურთავთ. თავიდან ვირუსები
მხოლოდ უსიამოვნო ამბავად ითვლებოდა, დღეს მისგან მსოფლიო ბიზნესი ყოველწლიურად
რამდენიმე მილიარდ დოლარს ზარალობს. სამწუხაროდ, ვირუსები ადვილად გადადის ერთი
სისტემიდან მეორეში.
ჭია არის პროგრამა, რომელიც ქსელის მეშვეობით თავისთავად გადადის
კომპიუტერიდან კომპიუტერში, თავისთავად ჩაიწერება სამიზნე კომპიუტერის დისკოზე
ცალკე ფაილად და გამრავლდება. მაგალითად, კორნელის უნივერსიტეტის სტუდენტ
რობერტ მორისის მიერ შექმნილი ჭია მოგზაურობდა ელექტრონული ფოსტის ქსელის
გასწვრივ და ახდენდა ათასობით კომპიუტერის გამორთვას. ჭია შედიოდა ქსელში და
მრავლდებოდა უკონტროლოდ, ანაგვიანებდა ინფიცირებული კომპიუტერის მეხსიერებას
მანამ, სანამ კომპიუტერი ვეღარ შეძლებდა ფუნქციონირებას.
13.2.6.1. ЕЙТЦУДБЙУ ВАГАУЕЛА УЙУФДМЙГАН УЙУФДМАЫЙ. ვირუსების პრობლება
აქტუალური გახდა პერსონალური კომპიუტერის გამოსვლისთანავე. თავიდან, ვირუსების
კომპიუტერიდან კომპიუტერში გადასვლა ძირითადად დისკეტებით ხდებოდა (სურ. 13-3).
დღეისათვის, ძალიან ხშირია, აგრეთვე, ვირუსების ინტერნეტით გავრცელება. განვიხილოთ
ტიპიური მაგალითი. დამპროგრამებელმა საიდუმლოდ ჩასვა ვირუსის რამდენიმე
ინსტრუქცია თამაშში, რომელიც შემდეგ ინტერნეტში, განცხადებების დაფის საშუალებით,
უფასოდ შესთავაზა სხვებს. რომელიმე მომხმარებელმა გადაწერა თამაში თავის კომპიუტერში.
ახლა ყოველთვის როცა მომხმარებელი გაუშვებს ამ თამაშს – ე.ი. თავისი კომპიუტერის
ძირითად მეხსიერებაში ჩატვირთავს – თამაშის პროგრამასთან ერთად, აგრეთვე, ჩაიტვირთება
ვირუსი. ვირუსი დარჩება ძირითად მეხსიერებაში და დაასნეულებს ყველა სხვა პროგრამას,
რომელიც ჩაიტვირთება ძირითად მეხსიერებაში. ამის შემდეგ ვირუსი გავრცელებულია სხვა
პროგრამებშიც და ეს პროცესი შეიძლება განმეორდეს კიდევ და კიდევ. ყოველი ახალი
დასნეულებული პროგრამა ხდება ვირუსის მატარებელი.
ბევრი ვირუსი საოპერაციო სისტემას უერთდება. ასეთ ვირუსებს უზარმაზარი ზიანის
მიყენება შეუძლია.
13.2.6.2. ЕЙТЦУДБЙУВАН ВАМПЯЕДЦЛЙ ЖЙАНЙ.ზემოთ აღწერილი “14 დეკემბრის”
ვირუსი ძალიან საზიანო ვირუსია. არის, აგრეთვე, ნაკლებად საზიანო ვირუსები,
რომლებიც მხოლოდ ეკრანზე ასახავს წინადადების რაღაც ნაწილს. მაგრამ ვირუსების
უმრავლესობა მნიშვნელოვან დაზიანებებს იწვევს.
ზოგიერთი ვირუსი რჩება უმოქმედოდ მანამ, სანამ რაიმე პირობა არ შესრულდება.
მაგალითად, ვირუსი სახელად Jerusalim B თავისით ამოქმედდება ყოველ პარასკევს 13-ში და
წაშლის იმ ფაილს, რომლის დისკოდან ჩატვირთვასაც მომხმარებელი შეეცდება. არსებობს
ვირუსი, რომელიც ვირუსის სხვა დისკოზე გადაწერის შემდეგ მრიცხველს ყოველთვის ზრდის
ერთით. როცა მრიცხველის მნიშვნელობა 4-ს მიაღწევს, ვირუსი წაშლის ყველა მონაცემთა
ფაილს. მაგრამ ეს არ არის დასასრული – დასნეულებული დარჩა სამი
158
დისკო.
13.2.6.3. ВАЧТИбЙЛДБА. ვირუსები ერთი კომპიუტერული სისტემიდან მეორეში
გადადის დისკეტებით, ინტერნეტით, ადგილობრივი ქსელებით და ელექტრონული
ფოსტით. თუ პერსონალურ კომპიუტერს აქვს დისკეტის დისკმართველი, მოდემი ან
ჩართულია ადგილობრივ ქსელში, ეს საშიშია. ვირუსები ძალიან გავრცელებულია
უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში.
კომპიუტერულ სისტემაში ვირუსების გავრცელების თავიდან აცილებისთვის თქვენს
კომპიუტერზე უნდა დააინსტოლიროთ საანტივირუსო სოფთუერი, რომელიც თქვენს ხისტ
დისკოს ყოველთვის შეამოწმებს კომპიუტერის ჩატვირთვისას ან, თუ გსურთ, განრიგის
მიხედვით რეგულარულად. ამასთან ერთად, უნდა შეასრულოთ შემდეგი მითითებები:
• არასოდეს დააინსტოლიროთ ან არ შეეცადოთ ისეთი პროგრამის დაინსტოლირებას,
რომელიც არ არის დალუქული პაკეტის დისკეტებზე.
• იყავით განსაკუთრებით ფრთხილი იმ სოფთუერისადმი, რომელიც გამოჩნდება
მოულოდნელად იმ კომპანიისგან, რომელთანაც თქვენ საქმიანი ურთიერთობა არ გქონიათ.
• თქვენი კომპიუტერის ხისტ დისკოზე ჩაწერამდე, საანტივირუსო სოფთუერით
შეამოწმე ყველა ფაილი.
• თუ დისკეტი გამოყენებული იყო სხვა კომპიუტერზე, შეამოწმე საანტივირუსო
სოფთუერით, რათა ნახო არის თუ არა მასზე ვირუსი.
კომერციულ სოფთუერში ვირუსების არსებობა გამორიცხულია, მაგრამ ვირუსები
ხშირად არის უფასოდ გავრცელებულ სოფთუერში, რომელსაც იწერენ მეგობრებისგან ან
განცხადებების დაფების სისტემით.

არსებობს გამოთქმა “თუ თქვენ რეგულარულად არ ახდენთ თქვენი ფაილების


რეზერვირებას, თქვენ იმსახურებთ მათ დაკარგვას”. მკაცრი სიტყვებია, მაგრამ ზოგიერთი
ადამიანი, სათადარიგო ასლების შენახვის მზა პროცედურების არსებობის მიუხედევად,
თავიანთ ძვირფას ფაილებს დაუცველს ტოვებს.
13.2.7.1. МПУАЛПГНДЛЙ УАЧТИбД. ხისტი დისკო შესაძლოა ფიზიკურად დაზიანდეს,
რაც თქვენს ფაილებს მიუწვდომელს გახდის. ეს არც ისე მოსალოდნელია, მაგრამ
შესაძლებელია. უფრო ნაკლებად მოსალოდნელია თქვენი ხისტი დისკოს განადგურება
ხანძრისას ან წყალდიდობისას, მაგრამ ესეც შესაძლებელია. უფრო მოსალოდნელია, რომ
თქვენ შემთხვევით წაშლით თქვენს რომელიმე ფაილს. კიდევ უფრო მოსალოდნელია
თქვენი ფაილების ვირუსებით დასნეულება. ექსპერტებმა შეაფასეს, რომ მომხმარებლების
დიდი ნაწილი ვირუსების გამო ყოველწლიურად კარგავენ დისკოზე ჩაწერილი
მონაცემების მნიშვნელოვან ნაწილს.
13.2.7.2. ЧАЙЛДБЙУ ТДЖДТЕЙТДБЙУ бДТбДБЙ. ზოგიერთი მხოლოდ თავიანთი ხისტი
დისკოს ფაილების ასლებს წერს დისკეტზე. ამის გაკეთება არ არის შრომატევადი. თუ თქვენ
ვირუსებისგან კარგად არა ხართ დაცული, რეგულარულად უნდა გააკეთოთ თქვენი ყველა
ფაილის სარეზერვო ასლი. ყველაზე კარგი ხერხია ყველა ფაილის ასლის მაგნიტურ ფირზე
გადაწერა. მაგნიტურ ფირზე სარეზერვო ფაილების გადაწერა სწრაფია და მასზე ფაილები
უფრო დაცულია. შეგიძლიათ აგრეთვე გამოიყენოთ სოფთუერი, რომელიც ბრძანების
მიხედვით ან დღის განსაზღვრულ დროს ავტომატურად გააკეთებს თქვენი ყველა ფაილის
სარეზერვო ასლებს. გამოცდილი მომხმარებლები თავიანთი ფაილების შესანახად იყნებენ
სარკოვან ხისტ დისკოს, რომელზეც იწერება მათ მიერ პირველ ხისტ დისკოზე ჩაწერილი
ყველა ფაილის ასლი. ასეთი მიდგომა, როგორც მოსალოდნელია, მაღალი ღირებულებისაა,
მაგრამ საიმედოა. სარეზერვო ასლებს ინახავენ ცეცხლგამძლე სეიფში, გრილ, მშრალ და

159
ბნელ ადგილზე.

ჩვენ ხშირად ვავსებთ სხვადასხვა ფორმებს: განაცხადებს – უნივერსიტეტში ჩარიცხვისას,


მუშაობის დაწყებისას და ასოციაციებში გაწევრიანებისას; საკანცელარიო დოკუმენტებს –
სესხის აღებისას; შეკვეთის ფორმებს – საქონლის ფოსტით შეძენისას და ჟურნალ-გაზეთების
ხელმოწერისას; და ა.შ. ზოგიერთი ფორმა შეიძლება ნაკლები სიამოვნებით შეავსეთ,
მაგალითად, გადასახადების გადახდისას, სამხედრო რეგისტრირებისას, სასამართლო
პეტიციის წარდგენისას, დაზღვევის მოთხოვნისას ან ჰოსპიტალში ადგილის მოთხოვნისას. ამ
მონაცემების უმრავლესობა პირდაპირ კომპიუტერში იწერება. შევსებისა და წარდგენის
შემდეგ, ამ ფორმებში ჩაწერილი მონაცემების წაკითხვა და ჩვენი სახელისა და მისამართის
აღება ძალიან ბევრ ადამიანს შეუძლია.
სად არის ეს მონაცემები ახლა? მოხდა თუ არა მათი გავრცელება? ვის შეუძლია მათი
ნახვა? გაანადგურებენ თუ არა მას როდისმე? არის თუ არა მასში რაიმე საიდუმლო?
მონაცემების უმეტესი ნაწილი გავრცელდება. ის, რომ თქვენი მონაცემების დათვალიერება
ძალიან ბევრ ვინმეს შეუძლია, არასასიამოვნოა. ბევრი პირი და ორგანიზაცია მზადაა
შეიძინოს ამ ფორმებში არსებული სახელები, მისამართები და, ხშირად, სიმაღლე და წონაც
კი.
არსებობს თემები, რომელთა საიდუმლოდ შენახვა გსურთ. თქვენ გაქვთ ამის უფლება,
მაგრამ თქვენ შესახებ მონაცემების კომპიუტერებს შორის მოძრაობის მთლიანი შეჩერება
გაგიძნელდებათ.
პირადი იფორმაციის საიდუმლოების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აშშ-
ში. ქვემოთ ძალიან მოკლედ განხილულია ამ ქვეყანაში მოქმედი საიდუმლებასთან
დაკავშირებული კანონები. აშშ-ში საიდუმლებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი
კანონშემოქმედება დაიწყო 1970 წელს მიღებული “კრედიტების შესახებ ზუსტი
ინფორმაციის წარმოდგენის კანონით”. ეს კანონი მოქალაქეებს უფლებას აძლევს ეჭვი
შეიტანონ თავიანთ საკრედიტო ჩანაწერებში და უფასოდ დაათვალიერონ იგი.
ბიზნესის წარმომადგენლები მათი მომხმარებლის შესახებ ფინანსურ ინფორმაციას
ჩვეულებრივ გადასცემენ საზოგადოებრივ საკრედიტო ბიუროს, რომელსაც შეუძლია
დაათვალიეროს შესაბამისი პიროვნებების ადრინდელი საკრედიტო ბარათები. ზემოთ
აღნიშნული კანონის მიღებამდე, ბევრ ადამიანს კრედიტის მოთხოვნის შემდეგ უარი
უთხრეს, ვინაიდან მათ შესახებ არასწორი ფინანსური ჩანაწერები ჰქონდათ. ახლა
ნებისმიერს შეუძლიათ შეამოწმოს თავისი ჩანაწერები და დარწმუნდეს, რომ ისინი
სწორია. 1970 წელს მიღებული იქნა აგრეთვე “ინფორმაციის თავისუფლების კანონი”,
რომელიც ჩვეულებრივ მოქალაქეებს უფლებას აძლევს დაათვალიერონ ფედერალური
სააგენტოს მიერ მათ შესახებ შეგროვებული ინფორმაცია.
უფრო მნიშვნელოვანი კანონმდებლობა, რომელიც იცავს პროვნების საიდუმლოებას,
არის 1974 წლის “ფედერალური საიდუმლოების კანონი”. ეს კანონი განაპირობებს, რომ არ
უნდა არსებობდეს საიდუმლო პირად არქივები; პიროვნებას საშუალება უნდა მიეცეს
გაეცნოს რა არის არქივებში მათ შესახებ დახსომებული, გაერკვეს როგორ გამოიყენება ეს
ინფორმაცია და თუ ინფორმაცია არასწორია შეუძლია მისი შესწორება. კანონი გამოიყენება
არა მარტო სახელმწიფო სააგენტოებისადმი, არამედ იმ კერძო მონარდეებისადმიც,
რომლებსაც საქმიანი ურთიერთობა აქვთ სახელმწიფო სააგენტოებთან. ამ ორგანიზაციებს
არ შეუძლიათ მონაცემების უბრალოდ, უმიზნოდ მიღება; მათ უნდა დაასაბუთონ ამ
მონაცემების მიღების აუცილებლობა.
1988 წელს მიღებული “ვიდეო საიდუმლოების დაცვის კანონი” ხელს უშლის

160
გადამყიდველებს სასამართლოს ნებართვის გარეშე გამოააშკარაონ პიროვნებების ვიდეო
ჩანაწერები; საიდუმლოების მხარდამჭერებს სურთ იგივე წესი გავრცელდეს სამედიცინო
და სადაზღვევო არქივების მიმართ. შემდეგი ნაბიჯი ამ მიმართულებით არის 1988 წლის
“კომპიუტერული შედარებისა და საიდუმლოების დაცვის აქტი”, რომელიც სახელმწიფო
მმართველობას ზღუდავს, შესადარისების მოძებნის მცდელობისას, შეადაროს
განსაზღვრული ჩანაწერები. მაგრამ ბევრი შედარება ჯერ კიდევ დაურეგულირებელია.

ის მდგომარეობა, რომ კომპიუტერის პროფესიონალ პერსონალს ფაილებთან წვდომა


შეუძლია, ყოველთვის წარმოადგენდა შესაძლებელ პრობლემას. თეორიულად, მათ
შეუძლიათ კომპიუტერის ფაილებთან წვდომით გააკეთონ ისეთი მარტივი რამ,
როგორიცაა ანგარიშსწორების ფაილში მეგობრის ხელფასის ნახვა, ან ისეთი რთული რამ,
როგორიცაა სამხედრო საიდუმლოებების შემცველი ფაილების ასლების სხვა
სახელმწიფოსადმი მიყიდვა. პრობლემა გართულდა მას შემდეგ, რაც კომპიუტერთან
ყოველდღიური ურთიერთობის და მნიშვნელოვან ფაილებთან წვდომის საშუალება
კომპიუტერების არაპროფესიონალებსაც მიეცათ. მათ შეუძლიათ მონაცემების განზრახ ან
უნებლიე განადგურება და დაზიანება – როგორც ადრე აღვნიშნეთ, განადგურებული ან
დაზიანებული მონაცემების აღდგენა ყველაზე რთულია.
სტუდენტები იოლად შეიძლება დადგნენ ეთიკური პრობლების წინაშე. განვიხილოთ
მაგალითი: არასტუდენტ მეგობარს სურს ინათხოვროს თქვენი სტუდბილეთი ან პაროლი,
რათა შეძლოს უნივერსიტეტის კომპიუტერთან წვდომა; თქვენს თანაკურსელს სურს
გადალახოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის კომპიუტერული სისტემის დაცვა და
შესაბამის კომპუტერში შეცვალოს თავისი ცოდნის შეფასების ქულები; თქვენი ნაცნობი
აგროვებს სოფთუერს და სურს, რომ უნივერსიტეტის კომპიუტერიდან დისკოზე
ჩაუწეროთ სასწავლო სოფთუერის ასლი.
ბიზნეს სამყაროში პრობლემები არც ისე განსხვავებულია. თუ თქვენ ხართ კომპიუტერის
პროფესიონალი ან მომხმარებელი, თქვენ გაქვთ გარკვეული პასუხისმგებლობა თქვენი
საკუთარი ორგანიზაციის და მისი მომხმარებლების წინაშე – თქვენ უნდა დაიცვათ მათი
ინფომაციის უსაფრთხოება და საიდუმლოება. ბევრ კორპორაციას აქვს ფორმალური წესები,
რომელიც ხელმოსაწერად წარედგინება პირადად მათ მუშაკებს. სხვისი მონაცემების
გამოყენების წესების შეუსრულებლობა ეთიკის სერიოზული დარღვევაა.

განვიხილოთ ეთიკის ერთი პრობლემა: სოფთუერის კოპირება. ბევრი ადამიანი


დაუფიქრებლად იწერს მეგობრის მუსიკალური CD-დან ან ფირიდან თავის საკუთარ ცარიელ
CD-ზე ან ფირზე. აკეთებენ აგრეთვე წიგნის კოპირებას. ეს მოქმედება აშკარად უკანონოა,
თუმცა განათლების მიზნით წიგნის რამდენიმე ფურცლის კოპირება კანონიერია. უფრო მეტი
აურზაურია სოფთუერის არა კანონიერი კოპირების გამო, ვიდრე მუსიკის ან წიგნის
კოპირების გამო. ეს იმიტომ, რომ წიგნის კოპირება საკმაოდ შრომატევადია და ხშირად მეტი
ღირს, ვიდრე წიგნი. რაც შეეხება ვიდეო ფირის უკანონო კოპირებას, მაგალითად, ტოპ-20-ის
ერთი უკანონო ასლი ჩამწერ სტუდიას და მომღერლებს მხოლოდ 10 დოლარის ზარალს
აძლევს. ხოლო უკანონო სოფთუერის ერთი ასლის გავრცელებამ მის ავტორებს შესაძლოა
ასობით დოლარი აზარალოს. მოპარული სოფთუერის პრობლემა გაიზარდა პერსონალური
კომპიუტერების ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად. მანამ, სანამ განვიხილავთ ამ
პრობლების გადაწყვეტას, ჩვენ უნლა შეგვეძლოს სხვადასვა სახის სოფთუერის განსხვავება,
მათი შეძენის შესაძლებლობების მიხედვით.

161
ზოგიერთი სოფთუერი თქვენ არ დაგიჯდებათ არც ერთი თეთრი, ვინაიდან ის უფასოდ
ვრცელდება. ასეთ სოფთუერს, საზოგადოებაში, ზოგჯერ უფასო სოფთუერი (Free Ware)
ეწოდება. ის უფასოა, ვინაიდან მისმა სულგრძელმა შემქმნელმა გადაწყვიტა მისი უფასოდ
გავრცელება. ამ თემის სახესხვაობა არის გაზიარებული სოფთუერი (Share Ware), რომელიც
შეიძლება, აგრეთვე, გავრცელებული იქნას უფასოდ, თუმცა გაზიარებული სოფთუერის
შემქმნელები იმედოვნებენ, რომ მომხმარებლებისაგან მიიღებენ ნებაყოფლობით ფულად
კომპენსაციას. ე.ი. ავტორი გთხოვთ, რომ თუ თქვენ იყენებთ მის სოფთუერს, გაუგზავნოთ
რაიმე დახმარება. ზოგიერთი გაზიარებული სოფთუერი უფასოა მხოლოდ გამოსაცდელ
პერიოდში. ამ შემთხვევაში მომხმარებელმა სოფთუერის ღირებულება უნდა გადაიხადოს
გამოცდის პერიოდის შემდეგ. უფასო სოფთუერი და ზოგიერთი გაზიარებული სოფთუერი
შეიძლება კოპირებული იქნას უფასოდ და გადაეცეს სხვა ადამიანებს. სოფთუერს, რომელიც
ღირს გარკვეული თანხა და არ შეიძლება კოპირებული იქნას დამამზადებლის ნებართვის
გარეშე ჰქვია ლიცენზირებული სოფთუერი. ლიცენზირებული სოფთუერი ყველაზე ხშირად
გამოიყენება. მაგალითად, ტექსტის მომზადების ან ელექტრონული ცხრილების სოფთუერი
ძირითადად ლიცენზირებული სოფთუერია.
ლიცენზირებული სოფთუერის არაკანონიერი ასლის გაკეთებას ეწოდება სოფთუერის
საავტორო უფლების დარღვევა. ის განიხილება ქურდობად, ვინაიდან სოფთუერის
შემქმნელები არ ღებულობენ შემოსავალს, რისი უფლებაც მათ აქვთ. ამასთან ერთად, თუ
სოფთუერის შემქმნელები შესაბამის კომპენსაციას არ მიიღებენ, მათ შესაძლოა აღარ
მიჰყონ ხელი ახალი სოფთუერის შემუშავებას.

სოფთუერის კოპირება, ანუ გადაწერა, ყოვეთვის არ არის უკანონო. არსებობს


გადაწერისთვის უამრავი კანონიერი საფუძველი. სოფთუერში გარკვეული თანხის
გადახდის შემდეგ, თქვენ, რა თქმა უნდა, მოინდომებთ სარეზერვო ასლის გააკეთებას,
დისკოს დაზიანების ან რაიმე კატასტროფის შემთხვევისთვის. თქვენ, აგრეთვე,
მოისურვებთ პროგრამის ხისტ დისკოზე გადაწერას, რათა ის უფრო მოხერხებელად
გამოიყენოთ ამ დისკოდან. სოფთუერის გამომცემლები ამ სახის გადაწერის წინააღმდეგი
არ არიან. მაგრამ კომპიუტერის ათასობით მომხმარებელი სოფთუერის გადაწერას ახდენს
ღირებულების გადახდის გარეშე პროგრამის დაუფლების მიზნით. არალიცენზირებული
გავრცელების გამო, სოფთუერის ინდუსტრია ყოველწლიურად ათეულობით მილიარდი
დოლარის ზარალს განიცდის.
სოფთუერის გამომცემლები თავდაპირველად ამ პრობლემის გადაწყვეტას შეეცადნენ
თავიანთ სოფთუერზე კოპირებისგან დაცვის მოთავსებით. კოპირებისგან დაცვა არის
სოფთუერის ან ჰარდუერის ბლოკი, რომელიც შეუძლებელს ან ძნელს ხდის
არალიცენზირებული ასლის გაკეთებას. ამით უდანაშაულო მომხმარებელი უფრო
დაისაჯა, ვიდრე დამნაშავე, ამიტომ ძალიან ძლიერი წინააღმდეგობა იყო სოფთუერის
მომხმარებლებიდან, რომლებიც ასაბუთებდნენ, რომ ეს იყო გადამხდელი
მომხმარებლების მიმართ უსამართლო შეზღუდვა. სოფთუერის უმეტესმა
გამავრცელებლებმა თავიანთ სოფთუერს მოხსნეს კოპირებისგან დაცვა, მაგარამ
არაკანონიერი კოპირებისადმი ისევ ფხიზლად არიან. გამყიდველებმა თავიანთი
პროდუქციის დაცვისთვის აიღეს სხვა მიდგომა, რომლითაც კმაყოფილი დატოვეს
კლიენტები. ყველაზე პოპულარული მიდგომა არის ადგილის ლიცენზირება.

სოფთუერის ზოგიერთმა შემქმნელმა უპირატესობა მიანიჭა მიდგომას, რომელსაც

162
ადგილის ლიცენზირება ჰქვია. ადგილის ლიცენზირება ნებას აძლევს მყიდველს
მრავალჯერ გააკეთოს მოცემული სოფთუერის რაიმე ნაწილის ასლები. ასეთი ასლები
ჩვეულებრივ სჭირდება კორპორაციებს და უნივერსიტეტებს, რომლებიც სოფთუერის
დიდი რაოდენობის ასლებს იძენენ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. მომხმარებელსა და
სოფთუერის შემქმნელს შორის შეთანხმება შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. ტიპიურია
მყიდველი, რომელიც სოფთუერის მაქსიმალური რაოდენობის ასლის გააკეთების
უფლებას ყიდულობს, თანახმაა აღრიცხოს ვინ იყენებს ამ სოფთუერს და
პასუხისმგებლობას იღებს სოფთუერის ასლებისა და სახელმძღვანელოების მხოლოდ მისი
საკუთარი პერსონალისადმი გავრცელებაზე.
სოფთუერის ზოგიერთი შემქმნელი უარყოფს ადგილის ლიცენზირებას. მათ არ სურთ
ჩაეფლონ ლიცენზირების მოლაპარაკებაში. ინდუსტრიის ლიდერები, Microsoft და LOTUS
Developer კორპორპორაციები, უპირატესობას ანიჭებენ თანხვდენილი ლიცენზირების
სისტემას, რომლის მიხედვით სოფთუერის ფასი დამოკიდებულია მოცემულ დროს ან
შესაძლო პიკის პერიოდში მყიდველის ორგანიზაციაში სოფთუერის მომხმარებელთა
რაოდენობაზე. მაგალითად: დავუშვათ, მყიდველი კომპანიის კომპიუტერულ ქსელში 20
მომხმარებელია, მაგრამ მოცემულ დროს მაქსიმუმ 10 იყენებს ლოტუსს. სოფთუერის
შეძენისას კომპანიამ უნდა გადაიხადოს სოფთუერის ზუსტად 10 ასლისთვის, ვინაიდან
მხოლოდ 10 მომხმარებელი იყენებს სოფთუერს მოცემულ დროს, მეთერთმეტე
პოტენციური მომხმარებლისთვის შესაბამისი სოფთუერი იქნება ჩაკეტილი და ვერ
გამოიყენებს.
სოფთუერის საავტორო უფლებების დაცვა ძალიან მაღალ დონეზეა აშშ-ში. სოფთუერის
ინდუსტრიამ დაარწმუნა ამ ქვეყნის კონგრესი შეესწორებინა საავტორო უფლებების
კანონი. 1992 წლის კანონით გაიზარდა სოფთუერის არასანქცირებული გამოყენებისას
სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესაძლებლობა, ამასთან ერთად, მსჯავრდადებულ
მეკობრეს ელის 5 წელზე მეტი თავისუფლების აღკვეთა და 250000 დოლარი ჯარიმა.
•••
ამ თავში განხილულ საკითხებზე მას შემდეგ დაფიქრდებით, როცა ისინი
სინამდვილეში მოხდება, ანუ მაშინ როცა უკვე გვიანაა. დაცვა და საავტორო უფლებები
არის ისეთი რამ, როგორიცაა დაზღვევა, რომელსაც არც თუ ისე სიამოვნებით ყიდულობენ.
ჩვენ ვყიდულობთ დაზღვევას ჩვენი სახლისთვის, ავტომობილისთვის და ჩვენ
სიცოცხლისთვის, ვინაიდან მის გარეშე ჩვენ ვერ გავბედავთ რისკზე წასვლას.
კომპიუტერული ინდუსტრია დაკავშირებულია მილიარდობით დოლარის რისკთან,
ამიტომ არ შეიძლება გარისკო და არ იყო დაცული უსაფრთხოებასა და საავტორო
უფლებებში.

163
დანართი A.
მოკლე ისტორია

კომპიუტერის შექმნას პირველად შეეცადა ჩარლზ ბებიჯი. იგი დაიბადა 1791 წელს
ინგლისში. იყო გამომგონებელი და მათემატიკოსი. ჩვეულებრივი განტოლებების
ამოხსნისას, ჩარლზ ბებიჯმა აღმოაჩინა, რომ მათემატიკური ცხრილი, რომელსაც ის
იყენებდა შეიცავდა მრავალ შეცდომას. ამიტომ გადაწყვიტა აეგო მანქანა, რომელიც
უკეთესად ამოხსნიდა განტოლებებს. ბებიჯი შეუდგა სადემონსტრაციო მოდელის
კეთებას. ამ მოდელს დაარქვა დიფერენციალური მანქანა (სურ. A-1). მოდელი ისე კარგად
იქნა მიღებული, რომ დაახლოებით 1830 წელს, ბრიტანეთის მთავრობის გრანტის
გამოყენებით, მან მონდომებით დაიწყო სრული მასშტაბის მუშა ვერსიის აგება.
აგებული მანქანა არ იყო სრულყოფილი და არაზუსტად მუშაობდა. ბებიჯის ბევრ
კოლეგას არ სჯეროდა მისი მანქანის წარმატება და ზოგი მათგანი დასცინოდა მას. ბოლოს,
გრანტის ფულის უსარგებლოდ დახარჯვის შემდეგ, მთავრობამ ბებიჯს შეუწყვიტა
ფინანსური მხარდაჭერა.
მიუხედავად ამ მარცხისა, ბებიჯს გული არ აცრუებია. მან ჩაიფიქრა სხვა მანქანა,
რომელსაც ანალიტიკური მანქანა დაარქვა. ეს მანქანა, როგორც ის იმედოვნებდა,
შეასრულებდა მრავალი სახის გამოთვლებს. ბებიჯმა ეს მანქანაც ვერ ააგო (ამ მანქანის
მოდელი მოგვიანებით ააწყო მისმა შვილმა), მაგრამ ანალიტიკური მანქანის ხუთი
მთავარი მახასიათებელი განხორციელდა თანამედროვე კომპიუტერებში. ეს
მახასიათებლებია: შემტანი მოწყობილობა; მეხსიერება, სადაც დამუშავებამდე
მოთავსებულია ციფრები; პროცესორი, ანუ ციფრული გამომთვლელი; მართვის
მოწყობილობა, რომელიც შესასრულებელ სამუშაოს და გამოთვლების მიმდევრობას
წარმართვს; და გამომტანი მოწყობილობა.
ბებიჯს მიიჩნევენ კომპიუტერის მამად, ხოლო კომპიუტერის პირველ
დამპროგრამებელად ითვლება ადა ლავლეისი (სურ. A-2). ადა იყო ინგლისელი პოეტის
ლორდ ბაირონისა და მათემატიკის ნიჭით დაჯილდოებული დედის შვილი. ადა
ეხმარებოდა ბებიჯს ანალიტიკურ მანქანაზე გამოთვლების ჩასატარებელი
ინსტრუქციების შემუშავებაში. ის ასრულებდა ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს. მან
დაინახა, რომ ბებიჯის თეორიული მიდგომა იმუშავებდა და ინტერესით ეხმარებოდა და
ამხნევებდა მას. ქალბატონმა ადამ გამოაქვეყნა ჩანაწერების სერია, რამაც ბიძგი მისცა იმის
რეალიზაციას, რისი გაკეთებაც ვერ შეძლო ბებიჯმა.

ამერიკის შეერთებული შტატების 1880 წლის აღწერის ხელით დამუშავებას დასჭირდა


შვიდ ნახევარი წელიწადი. 1890 წლის აღწერის მონაცემების დათვლის დაჩქარების რაიმე
ხერხის მოძებნისთვის გამოცხადებულ იქნა კონკურსი. შეჯიბრში გაიმარჯვა ჰერმან
ჰოლერითის ტაბულაციის მანქანამ. მისი სისტემის არჩევის შედეგად, 1890 წლის აშშ-ს
მოსახლეობის აღწერის არაოფიციალური რიცხვები (62 მილიონ 622 ათას 250) ძალიან
სწრაფად, აღწერის ჩატარებიდან ექვსი კვირის შემდეგ, გამოცხადდა.
ჰოლერითის და ბებიჯის მანქანებს შორის პრინციპული განსხვავება იყო ის, რომ
ჰოლერითის მანქანა იყენებდა ელექტრულ ენერგიას (სურ. A-3), ხოლო ბებიჯის მანქანა
მექანიკურს.
ჰოლერითი მიხვდა, რომ მის მანქანას კომერციული პოტენციალი ჰქონდა. 1896 წელს მან

164
ჩამოაყალიბა ტაბულაციის მანქანების კომპანია, რომელიც 1924 წელს გაერთიანდა ორ სხვა
კომპანიასთან და ჩამოყალიბდა ბიზნესის მანქანების ინტერნაციონალური კომპანია IBM
(International Business Machins Corporation).

1930-იანი წლების ბოლოს, აშშ-ში, აიოვას შტატის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ


ათანასოვმა (John V. Atanasoff) საკმაო დრო მოანდომა ისეთი ელექტრონული
გამომთვლელი მოწყობილობის შექმნის მცდელობას, რომლის გამოყენება შესაძლებელი
იქნებოდა მისი სტუდენტების მიერ მათემატიკური პრობლემების გადაწყვეტისას. 1940
წელს მან და მისმა ასისტენტმა კლიფორდ ბერიმ (Clifford Berry) მოახერხეს აეგოთ
პირველი ციფრული არადაპროგრამებადი კომპიუტერი (სურ. A-4), რომელსაც ABC
(Atanasoff-Berry-Computer) დაარქვეს .

30 წლის განმავლობაში, 1924 – 1956 წლებში, IBM-ს რკინისებური დისციპლინით


მართავდა თომას ვატსონ (Thomas J. Watson) უფროსი. მან IBM გახადა დომინანტური ძალა
ბიზნესის მანქანების ბაზარზე, თავიდან როგორც კალკულატორების მიმწოდებელი და
შემდეგ როგორც კომპიუტერების შემქმნელი და მიმწოდებელი.
IBM-ი კომპიუტერებით დააინტერესა მათემატიკის ახალგაზრდა პროფესორმა
ჰარვარდიდან ჰოვარდ ეიკენმა (Hovard Aiken). 1936 წელს ადა ლავლეისის ჩანაწერების
წაკითხვის შემდეგ, ეიკენმა დაასკვნა, რომ ანალიტიკური მანქანის თანამედროვე
ეკვივალნტის აგება შესაძლებელი იყო. IBM-ი ბიზნესის მანქანების ბაზარზე ძლიერი იყო,
და საკმარისი ფული და რესურსები გააჩნდა. ეიკენმა მის მიერ შემუშვებული
კომპიუტერის აგების წინადადება შესთავაზა თომას ვატსონს. ვატსონმა გადაწყვიტა
მისთვის მიეცა ერთი მილიონი დოლარი. შედეგად 1944 წელს შეიქმნა პირველი
დაპროგრამებადი კომპიუტერი სახელით Mark I.
Mark I-ის მსგავსი მანამდე აგებული არ ყოფილა. ის ზუსტად 2.5 მ სიმაღლის და 160 მ
სიგრძის იყო. ჰქონდა ფოლადისა და მინის გარსადენი. მუშაობისას გამოსცემდა ხმას. Mark
I არ იყო ეფექტური კომპიუტერი, მაგრამ საზოგადოების უზარმაზარი ყურადღება
მიიპყრო, რამაც გააძლიერა IBM-ის მისწრაფება კომპიუტერის შემუშავებაში.

ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელებმა მიმართეს პენსილვანიის უნივერსიტეტის


თანამშრომელს დოქტორ ჯონ მაუჩლის (Jon Mouchly) და თხოვეს აეგო მანქანა, რომელიც
სწრაფად გამოითვლიდა არტილერიისა და რაკეტების ტრაექტორიას. მაუჩლიმ და მისმა
სტუდენტმა ეკერტიმ (J. Presper Eckert) 1941 წელს მუშაობა დაიწყეს ათანასოვის
ნამუშევრებზე დაყრდნობით და 1946 წელს შეიმუშავეს კომპიუტერი სახელწოდებით
ENIAC (Electronic Numerical Itegrator And Calculator). ეს კომპიუტერი იყო კომერციულ
საფუძველზე პირველად გაყიდული და პირველი ზოგადი დანიშნულების კომპიუტერის –
UNIVAC-I-ის წინამორბედი.
მაუჩლი შეეცადა მის მიერ აგებული მანქანის კომერციული პატენტის მიღებას, მაგრამ
ხანგრძლივი სასამართლო პროცესის შედეგად, 1974 წელს, აშშ-ს ფედერალურმა
სასამართლომ განსაზღვრა, რომ ათანასოვი იყო ნამდვილად მომუშავე ელექტრონული
ციფრული კომპიუტერის ასაგებად საჭირო იდეების ჭეშმარიტი ავტორი, მაგრამ
ზოგიერთი ისტორიკოსი არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას.

165
კომპიუტერული ერა მხოლოდ 50 წელს ითვლის, მაგრამ ასე მოკლე დროში, რომლის
მოვლენები ბევრი დღევანდელი ადამიანის მეხსიერებაშია, ძალიან ბევრი რამ მოხდა.
კერძოდ, შეიცვალა კომპიუტერული ტექნოლოგიის ოთხი თაობა. პირველი სამი თაობის
ცვლა გამოიწვია ვაკუუმური მილაკების, ტრანზისტორების და ინტეგრალური სქემების
ტექნოლოგიების განვითარებამ. თითოეულმა მათგანმა მკვეთრად შეცვალა კომპიუტერის
ბუნება. კომპიუტერის თაობების დროის განაწილებას განვსაზღვრავთ ჰარდუერის
კომერციული მიწოდების დაწყების მიხედვით.

კომერციული კომპიუტერული ერის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ 1951 წლის 14


ივნისი. ამ დღეს პირველად გაიყიდა კომპიუტერი. ეს კომპიუტერი იყო UNIVAC I (Universal
Automatic Computer – უნივერსალური ავტომატური კომპიუტერი), რომელიც შეიძინა აშშ-ს
აღწერის ბიურომ და გამოიყენა წინა წლების აღწერის მონაცემების დამუშავებისათვის. ეს
თარიღი აღსანიშნავია იმითაც, რომ კომპიუტერი აიგო არა სამხედრო, სამეცნიერო ან
საინჟინრო გამოყენებისთვის, არამედ ბიზნესში გამოყენებისთვის. UNIVAC I ააგეს მაუჩლიმ
და ეკერტიმ. ის სინამდვილეში იყო ფორმა შეცვლილი ENIAC.
პირველ თაობაში კომპიუტერის შიგა კომპონენტად გამოიყენებოდა ვაკუუმური
მილაკები (სურ. A-5), რომლებიც ნათურის ზომის მინის ან ლითონის ბალონში
მოთავსებული ელექტროდებისა და ვარვარების ძაფისგან შედგებოდა. საჭირო იყო
ათასობით ასეთი მილაკი. ისინი დიდი რაოდენობის სითბოს გამოსცემდა, ამიტომ
ტემპერატურის რეგულირების და კლიმატის კონტროლის ბევრ პრობლემებს ქმნიდა.
ამასთან ერთად, ყველა მილაკს უნდა ემუშავა ერთდროულად, მაგრამ ისინი ხშირად
იწვებოდა და კომპიუტერი შეცდომებს იძლეოდა. კომპიუტერის სპეციალისტებს კი,
უჭირდათ იმის გარკვევა, ეს დაპროგრამების შეცდომა იყო, თუ მანქანის დაზიანების
შეცდომა.
მეორე სირთულე იყო ის, რომ დაპროგრამებისთვის გამოიყენებოდა მანქანური ენა,
რომელიც მხოლოდ ორობით ციფრებს იყენებდა, ამიტომ დაპროგრამება რთული იყო და
დიდ დროს მოითხოვდა. ძირითადი მეხსიერების უზრუნველსაყოფად UNIVAC I
იყენებდა მაგნიტურ გულარებს. მაგნიტური გულარები შედგებოდა პატარა მრგვალი
ქინძისთავის ზომის რგოლებისგან, რომლებიც ასხმული იყო ურთიერთგადამკვეთ წვრილ
მავთულზე, მძივების მსგავსად. თავიდან, პირველი თაობის კომპიუტერებში, მონაცემების
ხანგრძლივად შენახვისთვის პეფორირებულ ბარათებს იყენებდნენ (სურ. A-6), ხოლო 1957
წელს გამოყენებულ იქნა მაგნიტური ფირი, რომელიც მონაცემების შენახვის უფრო სწრაფი
და კომპაქტური საშუალება იყო.

1948 წელს Bell Laboratories ფირმის სამმა მეცნიერმა – ბარდინმა (J. Bardeen), ბრატეინმა (H.W.
Brattain) და შოკლიმ (W. Shokley) – შეიმუშავეს ტრანზისტორი, პატარა მოწყობილობა,
რომელიც ელექტრულ სიგნალებს რეზისტორის გასწვრივ ატარებს. სახელი ტრანზისტორი,
რომელიც ნაწარმოები იყო Transfer (გადატანა) და Resistor (წინაღობა) სიტყვებისგან, სავაჭრო
ნიშანი გახდა. მეცნიერებმა ამ გამოგონებისთვის ნობელის პრემია მიიღეს. ტრანზისტორმა
რევოლუცია მოახდინა ელექტრონიკაში, კერძოდ, კომპიუტერებში – ის იყო მეორე თაობის
კომპიუტერების მთავარი კომპონენტი. ტრანზისტორი იყო ბევრად პატარა, ვიდრე ვაკუუმური
მილაკები და მას ბევრი სხვა უპირატესობა ჰქონდა: არ სჭირდებოდა დრო გათბობისთვის,
საჭიროებდა ნაკლებ ენერგიას, იყო უფრო სწრაფი და უფრო საიმედო. ამის გამო
ტრანზისტორებზე აგებული კომპიუტერები გაცილებით სწრაფი, მცირე ზომისა

166
და საიმედო იყო. ამასთან ერთად, ტრაზისტორები ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარდა,
ვიდრე ვაკუუმური მილაკები.
მეორე თაობის კომპიუტერების გამოშვება დაიწყო 1959 წლიდან. ამ თაობის
განმავლობაში, შემდგომი მნიშვნელოვანი განვითარება იყო მანქანური ენიდან
ასემბლერის ენაზე გადასვლა. ასემბლერის ენა იყენებს ინსტრუქციების აბრევიატურას
(მაგალითად, L – LOAD) და არა ციფრებს. ამან დაპროგრამება შედარებით გააიოლა.
ასემბლერის ენის შემუშავების შემდეგ შეიქმნა მაღალი დონის ენები ფორტრანი (1957)
და კობოლი (1960). ეს ენები დღეს საქართველოში თითქმის აღარ გამოიყენება, მაგრამ აშშ-
ში ისევ ფართოდ გამოიყენება. ისინი ინგლისური ენის მსგავსი ენებია. მაღალი დონის
ენები დამპროგრამებლებს საშუალებას აძლევს უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ
პრობლემის გადაწყვეტას.
1962 წელს ბაზარზე გამოტანილ იქნა პირველი მოხსნადი მაგნიტური დისკოს პაკეტი.
როგორც სახელწოდება მიუთითებს, მომხმარებელს შეეძლო მისი დისკმართველიდან
მოხსნა და სხვა ადგილზე გადატანა. დისკოს მეხსიერება, მაგნიტური ფირისგან
განსხვავებით, სასურველ მონაცემთან სწრაფი წვდომის საშუალებას იძლევა.
ამ სიახალეებმა მეორე თაობის კომპიუტერები მუშაობისას ნაკლებხარჯიანი გახადა,
რამაც დიდი ბიძგი მისცა კომპიუტერული სისტემების განვითარებას. ამ პერიოდის
განმავლობაში კომპიუტერები ძირითადად დიდ ბიზნესში, უნივერსიტეტებში და
სახელმწიფო მმართველობის ორგანიზაციებში გამოიყენებოდა. ისინი არ გამოიყენებოდა
ფართო საზოგადოებაში.

დედამიწის ქერქის ყველაზე უხვი ელემენტი არის სილიკონი (კაჟმბადი, კრემნიუმი). ის


არის არამეტალური შენაერთი, რომელიც აღმოჩენილია ზღვის სანაპიროზე ქვიშაში და
პრაქტიკულად ყველა კლდესა და თიხაში. ამ ელემენტის გამო, აშშ-ში, სანფრანცისკოდან
დაახლოებით 100 კილომეტრით დაშორებული სანტა კლარას ოლქის ზედმეტი სახელია
სილიკონის ხეობა (Silicon Valley). 1965 წელს სილიკონის ხეობა სილიკონური ჩიპების, ანუ
ინტეგრირებული სქემების, წარმოების მთავარი ადგილი გახდა.
ინტეგრირებული სქემა არის სილიკონის პატარა ჩიპზე, ანუ კრისტალზე, მოთავსებული
დასრულებული ელექტრონული სქემა. ერთი კვადრატული სანტიმეტრის ფართობის
მქონე კრისტალი შეიძლება ათასობით და მილიონობით ელექტრონულ კომპონენტს
შეიცავდეს. 1965 წლის დასაწყისიდან დაიწყო მესამე თაობის კომპიუტერების გამოშვება,
რომლებშიც ტრანზისტორების ნაცვლად გამოიყენებოდა ინტეგრირებული სქემები. ერთ
ინტეგრირებულ სქემას შეეძლო ტრანზისტორების სქემის მთელი ფირფიტის შეცვლა
სილიკონის ერთი ჩიპით, რომელიც ერთ ტრანზისტორზე გაცილებით მცირე ზომის იყო.
ინტეგრირებულ სქემებს სილიკონისგან იმიტომ ამზადებენ, რომ ის ნახევარგამტარია,
ანუ ისეთი კრისტალური ნივთიერებაა, რომელიც ელექტრომუხტს მხოლოდ მაშინ
ატარებს, როცა მიერთებული აქვს სხვა ქიმიური ნაერთი. სილიკონის ცილინდრი
დაჭრილია ვაფლებად, თითოეული 6 დიუმის დიამეტრით. ეს ვაფლი ამოკვეთილია
ელექტრონული სქემის შაბლონის მიხედვით. ერთ ვაფლზე შეიძლება ამოკვეთილი იქნას
რამდენიმე ფენა. ამ შემთხვევაში ვაფლი დაყოფილია რამდენიმე ათასი დასრულებული
სქემის მქონე მცირე ჩიპად. ის ადამიანის ფრჩხილზე პატარაა. მიკროსკოპით მასზე ჩანს
რკინიგზის დამხარისხებელი სადგურის მსგავსი რთული სქემები.
ჩიპების გამოყენებამ განაპირობა მესამე თაობის კომპიუტერების უმთავრესი
მახასიათებლები: საიმედოობა, კომპაქტურობა და დაბალი ღირებულება. მასობრივი
წარმოების მეთოდებმა შესაძლებელი გახადა კიდევ უფრო დაბალი ღირებულების

167
ინტეგრირებული სქემების გამოშვება.
მესამე თაობა დაიწყო IBM-360 სერიის კომპიუტერების გამოშვებით, რომელიც
პირველად 1964 წლის აპრილში გამოვიდა. ამ სერიის კომპიუტერების ოჯახი
დაპროექტებული იყო როგორც ბიზნესის, ასევე სამეცნიერო გამოყენებისთვის. ის
რამდენიმე მოდელის და ზომის გამოვიდა. მათი მოწყობილობების გარსი ლურჯი იყო,
საიდანაც IBM-მა მეტსახელად ლურჯი გოლიათი (Big Blue) მიიღო.
360 სერიის გამოშვება იყო IBM-ის მცდელობა კომპიუტერი გაეხადა საშუალო
ბიზნესისთვის, მცირე ბიზნესისთვის და ხელისუფლების საქმიანობისთვის გამოსადეგი
ხელსაწყო. 1964 წლამდე აქ კომპიუტერები არ გამოიყენებოდა. IBM-მა დიდ წარმატებას
მიაღწია. 5 მილიარდი დოლარი, რომელიც კომპანიამ სისტემა 360-ის შემუშავებაში
დააბანდა, სწრაფად იქნა ანაზღაურებული. IBM-360 სერიის კომპიუტერებმა ბევრი
არსებული სისტემა მოძველებული გახადა.
მესამე თაობის განმავლობაში სოფთუერი უფრო დაიხვეწა, კერძოდ, შესაძლებელი გახდა
ერთსა და იმავე კომპიუტერზე ერთდროულად რამდენიმე პროგრამის გაშვება და
კომპიუტერის რესურსების განაწილება. ამ მიდგომამ გაზარდა კომპიუტერული სისტემების
ეფექტურობა. შემუშავებული იქნა მონაცემთა იტერაქტიული დამუშავების უზრუნველყოფის
სოფთუერი, რამაც მომხმარებელს კომპიუტერთან ტერმინალით პირდაპირი წვდომის
შესაძლებლობა მისცა. ამ სახის წვდომამ ბიძგი მისცა მომხმარებელთა სერვისის ინდუსტრიის
განვითარებას, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბილეთების დაჯავშვნა,
სასტუმროების დაჯავშვნა და საკრედიტო ბარათების გამოყენება.
დიდკომპიუტერებთან ერთად გამოვიდა მესამე თაობის მინიკომპიუტერებიც,
რომლებიც ფუნქციონალურად დიდიკომპიუტერების ეკვივალენტური იყო, მაგრამ უფრო
ნელი, უფრო პატარა და ნაკლები ღირებულების. ამ კომპიუტერებმა უზარმაზარ
წარმატებას მიაღწია საშუალო და მცირე ბიზნესში.

1970-იან წლებში მკვეთრად გაიზარდა კომპიუტერების სიჩქარე, საიმედოობა და


ძირითადი მეხსიერების ტევადობა, მაგრამ მეოთხე თაობაში შესვლა იყო უფრო
ევოლუციური, ვიდრე რევოლუციური. მეოთხე თაობა იყო მესამე თაობის ტექნოლოგიის
განვითარება. 1960-იანი წლების ბოლოს კომპიუტერის ძირითადი მეხსიერებისა და
ლოგიკური სქემებისთვის შემუშავებული იქნა სპეციალური ჩიპები. ცენტრალური
პროცესორის ჩიპს ეწოდა მიკროპროცესორი. მიკროპროცესორი ფაქტიურად წარმოადგენს
ერთ ჩიპში ინტეგრირებულ კომპიუტერს. ის კომერციულად ხელმისაწვდომი 1971 წელს
გახდა.
მიკროპროცესორმა კომპიუტერის სიმძლავრეების გამოყენებისა და გავრცელების
არნახული გაფართოება გამოიწვია. კომპიუტერების გამოყენება შესაძლებელი გახდა
სახლის ან ბიზნესის ყველა მანქანაში: მიკროტალღოვან ღუმელში, ავტომობილში,
ასლგადამღებ მანქანაში, ტელევიზორში და ა.შ. დღეს მიკროკომპიუტერები, რომლებიც
მიკროპროცესორებზეა აგებული, 100 ჯერ უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე პირველი თაობის
კომპიუტერები და ერთი მიკროპროცესორის ჩიპი უფრო მძლავრია, ვიდრე ENIAC-ი იყო.
მეოთხე თაობა დღემდე გრძელდება.

იაპონელმა სპეციალისტებმა, მთავრობის მხარდაჭერით, 1980-იანი წლების დასაწყისში


მიზნად დაისახეს 1991 წლისთვის შეექმნათ მეხუთე თაობის მძლავრი და
ინტელექტუალური კომპიუტერები. მათ 1981 წელს გამოაქვეყნეს წინასწარი ანგარიში,
რომელიც შეიცავდა სამეცნიერო კვლევით და საპროექტო მუშაობის გეგმას. მას შემდეგ

168
ტერმინმა “მეხუთე თაობა” მოიცვა კომპიუტერული ინდუსტრიის ბევრი კვლევის სფერო.
კვლევების მთავარი მიმართულებები იყო ხელოვნური ინტელექტი, საექსპერტო
სისტემები და ბუნებრივი ენები.
მეხუთე თაობის შესახებ იაპონელების თავდაპირველმა განცხადებამ მოხიბლა
კომპიუტერული ინდუსტრია. შესრულდა უზარმაზარი სამუშაოები, მაგრამ
სრულყოფილი მეხუთე თაობის კომპიუტერების შექმნა დათქმული დროისთვის ვერ
მოხერხდა. ამიტომ იაპონიის მთავრობამ პროექტის დაფინანსება მნიშვნელოვნად
შეამცირა, რამაც პროექტის მიმართ ენთუზიაზმი ძალიან შეასუსტა.

პერსონალური კომპიუტერები არის მანქანები რომელთა გამოყენება შეუძლია როგორც


პროფესიონალს, ასევე მოყვარულს. ყველას შეუძლია ჰქონდეს თავისი საკუთარი
პერსონალური კომპიუტერი. მისი ისტორია დაკავშირებულია ბევრი თანამდროვე
პიროვნების წარმატებასა და მარცხთან.

პირველი პერსონალური კომპიუტერი იყო MITS Altair-ი, რომელიც 1975 წელს გამოვიდა.
მაგრამ ის ვერ გახდა პოპულარული. პროგრამები ძირითად მეხსიერებაში იტვირთებოდა
გადამრთველებით, არ ჰქონდა კლავიატურა და ეკრანი. 1976 წელს გამოვიდა პერსონალური
კომპიუტერი Apple, რომელმაც საზოგადოების ყურადღება გამოსვლითანავე მიიპყრო. ამის
მიზეზი იყო ის, რომ მას ჰქონდა კლავიატურა და ეკრანი, რაც მის გამოყენებას აადვილებდა.
შეიძლება ითქვას, რომ Apple არის პირველი პოპულარული პერსონალური კომპიუტერი. ეს
კომპიუტერი ააგო ორმა ამერიკელმა ახალგაზრდამ – 21 წლის სტივ ჯობსმა (Steve Jobs) და 25
წლის სტივ ვოზნიაკმა (Steve Wozniak), სტივ ჯობსის მამის გარაჟში. მათი საწყისი კაპიტალი
იყო ჯობსების ნახმარი ავტომობილისა და ვოზნიაკის დაპროგრამებადი კალკულატორის
გაყიდვიდან შემოსული თანხა – სულ 1300 დოლარი. მაშინ არავინ ფიქრობდა, რომ გარაჟში
ასეთი მცირე კაპიტალით მილიარდი დოლარის ღირებულების ბიზნესი დაიბადებოდა. დღეს
Apple კომპიუტერი ამერიკის ცოცხალი ლეგენდაა. 1977 წელს დაფუძნებულ Apple Computers
კომპანიას დაუყოვნებლივი და უზარმაზარი წარმატება ჰქონდა. მალე, 1980 წლის დეკემბერში,
მისი აქციები ინვესტორებს შორის დეფიციტური გახდა, რამაც მისი შეძენის მსურველებში
პანიკა გამოიწვია. შემდეგ Apple Computers-მა უფრო მძლავრი კომპიუტერები გამოუშვა, მათ
შორის Macintosh-ი, რომელიც დღესაც კარგად იყიდება. სურ. A-7- ზე ნაჩვენებია პირველი
კომერციული Apple კომპიუტერი.

IBM-მა მისი პირველი პერსონალური კომპიუტერი IBM PC გამოუშვა 1981 წლის


ზაფხულში, ზუსტად 18 თვეში ბაზრის მთავარი ნაწილი დაიპყრო და მისი მანქანები
ინდუსტრიის სტანდარტი გახდა (სურ. A-8). ეს იყო ნამდვილი ფენომენალური წარმატება.
პერსონალური კომპიუტერების განვითარებაში IBM-მა ბევრი მნიშვნელოვანი რამ
გააკეთა, მაგალითად, ძირითადი მეხსიერების დამატების შესაძლებლობა. IBM-მა,
აგრეთვე, უზრუნველყო გარე გაფართოების სლოტები, ისე რომ პერიფერიული
მოწყობილობების მწარმოებლებს შეუძლიათ IBM პერსონალური კომპიუტერებისთვის
ააგონ დამხმარე მოწყობილობები. ამასთან ერთად, კომპანიები, რომლებსაც ახალი IBM PC
პერსონალური კომპიუტერებისთვის მოწყობილობების აგება სურდათ, IBM-მა
უზრუნველყო ჰარდუერის სქემებით და სოფთუერის ტექსტებით. ბევრი ახალი
პროდუქტი მოწყობილი იყო IBM მანქანის მოთხოვნების გათვალისწინებით.
სხვა პერსონალური კომპიუტერების მწარმოებლები აწარმოებდნენ IBM PC
პერსონალური კომპიუტერების კლონებს (PC Clones) , ანუ კოპირებულ კომპიუტერებს,
169
რომელიც IBM-სთვის შემუშავებული სოფთუერით მუშაობს. ამასობაში IBM-ი გაზრდილი
შესაძლებლობის კომპიუტერებს უშვებს. IBM PC პერსონალურ კომპიუტერებთან არის
დაკავშირებული ცოცხალი ლეგენდის – ბილ გეიტსის და მისი ფირმის (Microsoft-ის)
წარმატება.
პერსონალური კომპიუტერის ისტორია გრძელდება ყოველდღიური სიახლეებით.
•••
კომპიუტერის ინდუსტრიის ისტორია ხანმოკლეა, მაგრამ წიგნი მაინც ვერ შეძლებს აღწეროს
ყველა ბოლო სიახლე. მიუხედავად მუდმივი განვითარებისა, კომპიუტერის ოთხი მთავარი
კომპონენეტი: შეტანა, გამოტანა, დამუშავება და დახსომება უცვლელი რჩება.

170
დანართი B.
თვლის სისტემები

თვლის ბაზა არის სიმბოლოების ერთობლიობა, რომელზეც აგებულია თვლის სისტემა.


თვლის ბაზაში სიბოლოების რაოდენობას ჰქვია თვლის ფუძე. ჩვენთვის კარგად ცნობილი
ათობითი თვლის სისტემის ბაზა არის ათი სიმბოლო (ციფრი): 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9,
ხოლო რიცხვი 10 არის ათობით თვლის სისტემის ფუძე.
ათობითი თვლის სისტემა ადამიანებისთვის ყველაზე გასაგები, იოლად შესასწავლი და
ადვილი გამოსაყენებელია. თეორიულად შესაძლებელია სხვადასხვა თვლის სიტემების
გამოყენება. ეს თვლის სისტემები შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა რაოდენობის
სიმბოლოს, შესაძლოა ჩვენთვის უცნობ სიმბოლოებსაც კი.

ამ სისტემის ბაზა არის ზუსტად ორი სიმბოლო: 0 და 1. ყოველი რიცხვი ორობით


სისტემაში უნდა იქნას გამოსახული ამ ორი სიმბოლოს გამოყენებით. როგორც ხედავთ B-1
ცხრილის მე-2 სვეტში, ორობით სისტემაში რიცხვები სწრაფად ხდება გრძელი, ათობითი
რიცხვის 8-ის ეკვივალენტი ორობით თვლის სიტემაში არის 1000. სხვადასხვა თვლის
სისტემის განხილვისას, ჩვეულებრივ, მიღებულია თვლის ფუძის ინდექსად გამოყენება. ამ
შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ 810=10002. თუ გავაგრძელებთ 2-ის ფუძით თვლას,
მალე დავინახავთ, რომ ორობითი რიცხვები ძალიან გრძელია. რიცხვი 5000 10 ტოლია
10011100010002-ის.
ორობითი რიცხვების ზომა და ერთი და იგივე ციფრების (0-ბის და 1-ბის) გამეორება
ადამიანს ურთულებს ორობითი თვლის სისტემის გამოყენებას და ორობით რიცხვებზე
მოქმედებების შესრულებისას შეცდომების მიზეზია.

რვაობითი თვლის სისტემა იყენებს ზუსტად რვა სიმბოლოს: 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7-ს.


რვაობით რიცხვები ორობით რიცხვებზე მოკლეა, ვინაიდან 8 ტოლია 2-ის მესამე
ხარისხის: 8=23. ამის გამო ერთი რვაობითი ციფრი არის სამი ორობითი ციფრის
ეკვივალენტი. რვაობითი ან თექვსმეტობითი თვლის სისტემის გამოყენება, როგორც
ორობითის მოკლე ჩაწერა, ძირითადად გავრცელებულია ძირითადი მეხსიერების
შიგთავსის ბეჭდვისას და ზოგიერთ შემთხვევაში დაპროგრამებისას.
ციფრი 7 არის რვაობითი თვლის სისტემის ბაზის ბოლო ციფრი და შემდეგი რიცხვია 10
(ცხრ. B-1). ჩვენ შეგვიძლია დავითვალოთ მომდევნო შვიდ რიცხვზე ჩვეულებრივი წესით
მანამ, სანამ 17-ზე არ მივალთ. უნდა აღინიშნოს, რომ არაათობითი თვლის სისტემის ბაზის
ბოლო ციფრების მომდევნო რიცხვები გამოითქმის შემადგენელი ციფრებით, მაგალითად,
178 გამოითქმის “ერთი-შვიდი” და არა ჩვიდმეტი. რვაობითი თვლის სისტემაში 17 8-ს
მოსდევს რიცხვები 208-დან 278-ის ჩათვლით, შემდეგ მოდის 30 8 და ასე შემდეგ. ბოლო ორ
ციფრიანი რიცხვი არის 778, რომელსაც მოსდევს 1008. რვაობითი თვლის სისტემაში თვლის
შესწავლისთვის საჭიროა ვარჯიში. შედარებით ძნელია თექვსმეტობითი თვლის სისტემის
გამოყენება.

თექვსმეტობითი თვლის სისტემა იყენებს ზუსტად 16 სიმბოლოს. როგორც უკვე ვნახეთ,


ათობითი თვლის სისტემა იყენებს ცნობილ ციფრებს: 0,1, ...9, ხოლო ორობითი და
171
რვაობითი თვლის სისტემები იყენებს ამ ციფრების ქვესიმრავლეს. თექვსმეტობითი
თვლის სისტემა საჭიროებს ამ ათ სიმბოლოს და კიდევ დამატებით 6-ს. ამ დამატებით
სიმბოლოებად თექვსმეტობითში გამოიყენება ასოები A, B, C, D, E და F, ანუ
თექვსმეტობითი თვლის სისტემის ბაზის სიმბოლოები არის: 0,1,2,3,4,5,6,7,8,9,A,B,C,D, E, F.
ცოტა ძნელია იფიქრო, A ან F არის ციფრი და არა ჩვეულებრივი ასო. ასევე დროა საჭირო,
რათა შევეჩვიოთ 7BD3 ან BAC რიცხვებს. ორივე მათგანი არის თექვსმეტობითი რიცხვი.
თექვსმეტობითი თვლის სისტემაში თვლის პროცესი არაჩვეულებრივი სიმბოლოების
გამოყენების გამო დამაბნეველია. ეს პროცესი ათობითი თვლის სისტემაში თვლის
პროცესის მსგავსია. მაგალითად, თექვსმეტობით რიცხვს 17CE-ს მოსდევს თექვსმეტობითი
17CF. მარჯვენა კიდურა ციფრი ერთით გაიზარდა: E-ს შემდეგ არის F, ზუსტად ისე,
როგორც ჩვეულებრივ შემთხვევაში 2341-ის შემდეგ არის 2342. თექვსმეტობითი თვლის
სიტემაში 210016-ის წინ არის 20FF16, ამ რიცხვში სიმბოლო F არის თექვსმეტობითი თვლის
სისტემის ბაზის ბოლო ციფრი. ათობითი თვლის სისტემაში 2100 10-ის წინ არის 209910,
რომელშიც 9 არის ათობითი თვლის სისტემის ბაზის ბოლო ციფრი. შეეცადეთ
დაითვალოთ 1-დან 100-მდე თექვსმეტობითი თვლის სისტემაში. გახსოვდეთ A დან F-ის
ჩათვლით სიმბოლოების გამოყენება ათეულებში, ოცეულებში და ა.შ. (28, 29, 2A, 2B, 2C,
2D, 2A, 2F, 30 და ა.შ. )

ზოგჯერ საჭიროა რიცხვების თვლის ერთი სისტემიდან მეორეში გარდაქმნა, ანუ


მოცემული რიცხვის განსხვავებული ფუძის მქონე რიცხვით შეცვლა. ბევრ პროგრამისტს
შეუძლია რიცხვის ათობითი, ორობითი, რვაობითი ან თექვსმეტობითი თვლის სიტემებს
შორის სწრაფი გარდაქმნა. განვიხილოთ ამ გარდაქმნის მეთოდები.

ამ მეთოდებს განვიხილავთ ერთად, ვინაიდან ისინი სამივე სისტემისთვის ერთნაირია.


განვიხილოთ რიცხვების პოზიციური ჩაწერის სისტემის არსი. რიცხვის პოზიციური
ჩაწერა ნიშნავს, რომ ციფრის მნიშვნელობა რიცხვში დამოკიდებულია არა მარტო მის
საკუთარ მნიშვნელობაზე, არამედ მის ადგილმდებარეობაზეც მოცემულ რიცხვში.
განვიხილოთ ათობითი რიცხვი 4727, აქ ციფრი 7 ორჯერ არის და ორივეს სხვადასხვა
მნიშვნელობა აქვს – 700-ის და 7-ის. B-2 ცხრილი უჩვენებს ამ რიცხვის ციფრების
შესაბამისი პოზიციების სახელებს.
პოზიციური მნიშვნელობების გამოყენებით, 4727 ნიშნავს:
4000+700+20+7.
ეს რიცხვი შეიძლება, აგრეთვე, წარმოდგენილი იქნეს როგორც:
(4 1000)+(7 100)+(2 10)+(7 1).
X X X X

რიცხვის წარმოდგენის ეს გაშლილი ვერსია შეგვიძლია სხვა გზით, სისტემის ფუძის, ანუ
10-ის ხარისხების გამოყენებით გამოვსახოთ. აღვნიშნოთ, რომ 100=1. მივიღებთ:
4727=(4 103)+(7 102)+(2 101)+(7 100).
X X X X

გაშლილი ჩაწერის გაგების შემდეგ, დანარჩენის გაკეთება ადვილია: რიცხვს ჩავწერთ


გაშლილად ისე, როგორც გავაკეთეთ ათობითი თვლის სისტემაში, მაგრამ ახლა უნდა
გამოვიყენოთ რიცხვის შესაბამისი ფუძე. მაგალითად, ასეთი ბიჯებით გარდავქმნათ 72641 8
ათის ფუძეზე.
1) გავშალოთ რიცხვი ფუძის, ანუ 8-ის,
ხარისხებად: 726418 = (7 84)+(2 83)+(6 82)+(4 81)+(1 80)
X X X X X

2) შევასრულოთ გამოთვლები
726418 =7 4096+2 512+6 64+4 8+1=3011310
X X X X

172
ე.ი. 726418 =3011310
იგივე, გაშლისა და გარდაქმნის მეთოდი, შეიძლება გამოვიყენოთ ორობითი ან სხვა
თვლის სისტემიდან ათობით თვლის სისტემაში გარდაქმნისთვის. შემდეგი ორი
მაგალითის განხილვისას, გარდაქმნების საწარმოებლად გამოვიყენოთ ცხრილი B-1.
(მაგალითად, თექვსმეტობითი თვლის სისტემის ციფრი A გარდაიქმნება ათობითი თვლის
სისტემის რიცხვ 10-ში).
გარდავქმნათ B27D16 ათობით სისტემაში
B27D16=(11 163+2 162+7 161+13 160)=11 4096+2 256+7 16+13 1=4569310
X X X X X X X X

ე.ი. B27D16=4569310
გარდავქმნათ 1001012 ათობით სისტემაში
1001012=1 25+0 24+0 23+1 22+0 21+1 20=3710
X X X X X X

ე.ი. 1001012=3710

ეს გარდაქმნა უფრო რთულია. ამ პროცესს ხშირად ნაშთის მეთოდს უწოდებენ. ის არის


მისაღები რიცხვის ფუძეზე განმეორებადი გაყოფის მიმდევრობა. პროცესში
გარდასაქმნელი რიცხვი გამოიყენება გასაყოფად; მომდევნო გასაყოფები არის განაყოფები.
გარდაქმნილი რიცხვი არის გაყოფისას მიღებული ნაშთების კომბინაცია.
გარდაქმნისას უნდა გვახსოვდეს ორი რამ:
1) გაყოფა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ განაყოფში არ მივიღებთ 0-ს.
2) ბოლო განაყოფი და ნაშთები უნდა გამოვიყენოთ შებრუნებული რიგით.

განვიხილოთ 87510-ის რვაობით თვლის სისტემაში გარდაქმნა:


87510 8
109(3)

10910 8
13(5)
1310 8
1(5)

110 8
0(1)
ნაშთები დავალაგოთ შებრუნებული რიგით. მივიღებთ: 87510=15538

ახლა იგივე მეთოდით ეს რიცხვი გარდავქმნათ თექვსმეტობით რიცხვში:


87510 16
54(12)

5410 16
3(6)

310 8
0(3)
ნაშთი 12 თექვსმეტობითი თვლის სისტემაში არის B-ს ეკვივალენტი (ცხრილი B-1).

173
ნაშთები დავალაგოთ შებრუნებული რიგით. მივიღებთ: 87510=36B16

გარდავქმნათ 5910 ორობითში:


5910 2
29(1)

2910 2
14(1)

1410 2
7(0)

710 2
3(1)

310 2
1(1)

110 2
0(1)
ნაშთები დავალაგოთ შებრუნებული რიგით. მივიღებთ: 5910=111011

რვაობითიდან და თექვსმეტობითიდან ორობითში გარდაქმნისთვის ყოველი ციფრი


ცალკე უნდა გარდავქმნათ ორ ან სამ ორობით ციფრში. ყოველი ციფრის დაჯგუფებისას
შესაძლოა საჭირო გახდეს რიცხვის წინა მხარეს ნულების დამატება, რათა შეივსოს 3 ან 4
ციფრამდე. გარდაქნის პროცესის გაადვილებისთვის უნდა გამოვიყენოთ B-1 ცხრილი.
6238 გარდავქმნათ ორობითი თვლის სისტემაში. ჯერ ყოველი რვაობითი ციფრი
გარდავქმნათ სამ ციფრიან ორობით რიცხვში.
6 2 3
110 010 011
ე.ი. 6238=1100100112
აღსანიშნავია, რომ წინა ნულები ზოგჯერ საჭიროა რვაობითი ციფრისგან სამი ორობითი
ციფრის მისაღებად: რვაობითი 3-სთვის ორობით 11 გახდება 011 და 2-სთვის ორობითი 10
გახდება 010.
ახლა ორობით თვლის სისტემაში გარდავქმნათ B1416. ამ შემთხვევაში ყოველი
თექვსმეტობითი ციფრი უნდა გარდაიქმნას ოთხ ორობით ციფრში.
B 1 4
1011 0001 0100
ე.ი. B1416=101100010100

ორობითი რიცხვის რვაობითში ან თექვსმეტობითში გარდაქმნისთვის, ორობითი ციფრები


უნდა დავაჯგუფოთ მარჯვნიდან მარცხნივ შესაბამისად სამ-სამ ან ოთხ-ოთხ ციფრად. ისევ
უნდა გამოვიყენოთ ცხრილი B-1, რათა გავიადვილოთ გარდაქმნის პროცესი.
გარდავქმნათ 1101010110012 რვაობითში და თექვსმეტობითში.

174
რვაობითში გარდაქმნისთვის, მარჯვნიდან დავალაგოთ ციფრები სამ-სამად:
110 101 011 001
6 5 3 1
ე.ი. 11010101100122=65318
თექვსმეტობით სისტემაში გარდაქმნისთვის ციფრები დავალაგოთ მარჯვნიდან მარცნივ
ოთხ-ოთხად:
1101 0101 1001
D 5 9
ე.ი. 1101010110012=D5916
ზოგჯერ, ციფრების რაოდენობა ორობით რიცხვში ზუსტად არ იყოფა 3-ზე ან 4-ზე.
მაგალითად, სამ-სამად დაჯგუფებისას, რიცხვის ბოლოში მარცხნიდან შეიძლება მიიღოთ
1 ან 2 ციფრი. ამ შემთხვევაში, ბოლო ციფრებს მარცხნიდან უნდა დაამატოთ იმდენი
ნული, რომ შეივსოს საჭირო რაოდენობამდე. განვიხილოთ 1010 2-ის გარდაქმნა
რვაობითში. წინ ორი ნულის დამატებით ის მიიღებს სახეს 001010 2. ჩვენ ახლა გვაქვს
რიცხვი, რომელიც შეიძლება გარდაიქმნას დაჯგუფებით:
1 010
12
ე.ი. 10102=128

175
დანართი C.
დაპროგრამების ბიჯები

მე–9 თავში ჩვენ ზოგადად აღვწერეთ დაპროგრამების პროცესის ხუთი ბიჯი: 1)


ამოცანის ჩამოყალიბება; 2) პროგრამის ლოგიკის შემუშავება და ამოხსნის დაპროექტება; 3)
პროგრამის კოდირება; 4) პროგრამის ტესტირება; და 5) დოკუმენტების შეჯერება და
დასრულება. ამ დანართში ეს ბიჯები განხილულია უფრო დაწვრილებით.

ვთქვათ თქვენი კომპანია საჭიროებს შემოსავალ-გასავლის კომპიუტერიზებული


აღრიცხვის სოფთუერს. ეს არის ამოცანა. პროგრამის მიზნების აღნიშვნისას, თქვენ და
თქვენმა მუშაკებმა დაწვრილებით უნდა ჩამოთვალოთ ყველაფერი, რაც გინდათ
პროგრამამ გააკეთოს, ანუ უნდა აღნიშნოთ გამომავალი ინფორმაციების, შემავალი
მონაცემების და მონაცემთა დამუშავების მოთხოვნები. მაგალითად, თქვენ უნდა
განსაზღვროთ გამომავალი ინფორმაცია ქაღალდზე ნაბეჭდი თუ ეკრანზე ასახული
გსურთ, თუ ორივე ერთად? რამდენად ხშირად გსურთ გამომავალი ინფორმაცია? რა
ინფორმაციას უნდა შეიცავდეს გამომავალი ანგარიშები და ქვითრები? მონაცემთა
შეტანისა და დამუშავების რომელი მეთოდის გამოყენება გსურთ: ჯგუფური დამუშავების
თუ ტრანზაქციული დამუშავების? რა იქნება შემავალი მონაცემების წყარო და ფორმა?
თქვენ, აგრეთვე, უნდა მიუთითოთ თქვენს დაწესებულებაში ვის სჭირდება ანგარიშების
ნახვა, როგორი ფორმით და რამდენად ხშირად.
პრობლემის განსაზღვრისა და გამომავალი ინფორმაციის, შემავალი მონაცემებისა და
მონაცემების დამუშავების მოთხოვნების ჩამოთვლის შემდეგ, თქვენ უნდა გაარკვიოთ
არსებობს თუ არა შესაფერისი შეფუთული, ანუ კომერციული, სოფთუერი; თუ არც ერთი
არსებული შეფუთული სოფთუერი არ არის გამოსადეგი ამ ამოცანისთვის, თქვენ ეს
სოფთუერი შეკვეთით უნდა შეამუშავებინოთ, თუმცა ჯერ უნდა განსაზღვროთ არის თუ
არა თქვენი პროექტი განხორციელებადი, ანუ შემუშავებული სოფთუერისგან
მოსალოდნელი სარგებელი იქნება თუ არა მისი შემუშავების ღირებულებაზე მეტი? თუ
დარწმუნდებით, რომ პროექტი განხორიელებადია იწყებთ მეორე ბიჯის შესრულებას. არ
დაივიწყოთ პირველ ბიჯზე შესრულებული სამუშაოების განუწყვეტელი დოკუმენტირება.

დაპროგრამებისას მომხმარებელმა უნდა იცოდეს, როგორ გამოხატოს მონაცემთა


დამუშავების მოთხოვნები კომპიუტერის სპეციალისტისთვის გასაგები ტერმინებით, რათა
კომპიუტერის სპეციალისტმა ისინი გადაიტანოს პროგრამის ლოგიკაში. იმის აღწერა, რისი
შესრულებაც თქვენ გსურთ, ადვილია იმისადმი, ვინც ცოტაოდენ მაინც იცნობს თქვენი
განყოფილების საქმიანობას. მაგრამ იმ პიროვნებას, ვინც არ არის გარკვეული თქვენს
საქმიანობაში, დაწვრილებით და ზუსტად უნდა აღუწეროთ რა უნდა გაკეთდეს, როდის
უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა გაკეთდეს. შემუშავებულ სოფთუერს უნდა შეეძლოს
თავი გაართვას ნებისმიერ არაჩვეულებრივ შემთხვევებს, ამიტომ შესამუშავებელი
სოფთუერის აღწერისას უნდა გაითვალისწინოთ გამონაკლისი შემთხვევებიც.
პროგრამის ლოგიკის აღწერისა და დოკუმენტირების რამდენიმე ხერხი არსებობს. ჩვენ
განვიხილავთ პროგრამის ბლოკსქემებს, ფსევდოკოდს და ზემოდან ქვემოთ დაპროექტებას.
თქვენ, როგორც საბოლოო მომხმარებელს, სხვა ხერხთან ურთიერთობა არ გექნებათ.

176
პროგრამის ბლოკსქემა არის დიაგრამა, რომელიც თვალსაჩინოდ აღწერს პროგრამის
ალგორითმს, ანუ ამოცანის გადასაწყვეტად საჭირო მონაცემთა დამუშავების
მოქმედებების მიმდევრობას და გადაწყვეტილების ლოგიკას. ბლოკსქემაში გამოყენებული
სიმბოლოები ჩვენ უკვე განვიხილეთ მე-9 თავში (სურ. 9-1). ამ სიმბოლების სტანდარტი
შეიმუშავა აშშ-ს ეროვნული სტანდარტების ინსტიტუტმა (ANSI). სურ. C-1-ზე ნაჩვენებია
ბლოკსქემის სიმბოლოების სახაზვი შაბლონი, რომელსაც იყენებენ დამპროგრამებლები
ბლოკსქემების ხელით ხატვისას. არსებობს აგრეთვე ბლოკსქემების ხატვის სპეციალური
პროგრამები, მაგალითად, Word ტექსტის მომზადების სოფთუერს აქვს ბლოკსქემების
ხატვის შესაძლებლობები, რომელიც ძალიან აიოლებს პროგრამის ბლოკსქემების აგებას.
პროგრამის ბლოკსქემაში მოქმედებების შესრულება, ჩვეულებრივ, ზემოდან ქვემოთ და
მარცხნიდან მარჯვნივ მიმდინარეობს. ამ მიმართულების შეცვლის მისათითებლად
გამოიყენება ისრები. სურ. C-2–ზე ნაჩვენებია პროგრამის ბლოკსქემის მაგალითი.
პროგრამის ბლოკსქემების მომზადებას დიდი დრო, ხოლო მომზადებული ბლოკსქემის
გამოსახვას ბევრი ფურცელი სჭირდება, მაგრამ ის ითვლება პროგრამაში გამოყენებული
პროცედურების აღწერისა და დოკუმენტირების კარგ საშუალებად. პროგრამის ბლოკსქემა
ხშირად ჩართულია სოფთუერის დოკუმენტაციის პაკეტში.

პრეფიქსი “ფსევდო” ნიშნავს “ყალბს”, ამიტომ ფსევდოკოდი ნიშნავს “ყალბ კოდს” –


მასზე ჩაწერილ პროგრამას კომპიუტერი ვერ შეასრულებს. ფსევდოკოდი პროგრამის
ლოგიკის წარმოდგენისთვის იყენებს ჩვეულებრივი ენის სიტყვებს. ის უფრო ზუსტია
ლოგიკის გამოსახვისთვის, ვიდრე ყოველდღიური სალაპარაკო ინგლისური, მაგრამ არ
იცავს დაპროგრამების ენის სინტაქსს. ფსევდოკოდის გამოყენებით პროგრამის ლოგიკის
დოკუმენტირება უფრო ნაკლებ დროს მოითხოვს, ვიდრე ბლოკსქემები, ვინაიდან
დამპროგრამებელმა არ უნდა დახარჯოს დრო სიმბოლოების ფიგურების ხაზვაში.
ფსევდოკოდის სიტყვები შეიძლება შედგენილი იქნას ხელით ან ჩვეულებრივი ტექსტის
მომზადების პროგრამით. ფსევდოკოდი უფრო ახლოსაა ნამდვილ კოდთან, ვიდრე
ბლოკსქემა, რაც ფსევდოკოდს ხდის უფრო გამოსადეგს, ვიდრე ბლოკსქემებს, თუმცა
ზოგიერთ დამპროგრამებელს არ მოსწონს ფსევდოკოდის გამოყენება, ვინაიდან ის არ
აღწერს პროგრამის ლოგიკას ისე თვალსაჩინოდ, როგორც ბლოკსქემები.
ლოგიკის გამოსახვისთვის ფსევდოკოდი იყენებს წინადადებების ოთხ საბრძანებო
სიტყვას: IF, THEN, ELSE და DO. განმეორებადი პროცესის ლოგიკა გამოისახება DO WHILE
(გაიმეორე მოქმედება მანამ, სანამ განსაზღვრული პირობა სრულდება), DO UNTIL
(გაიმეორე მოქმედება მანამდე, სანამდე პირობა შესრულდება) და END DO (გააჩერე
მოქმედების გამეორება) საბრძანებო სიტყვებით. პროცესის ლოგიკა ჩაიწერება თხრობითი
წინადადებით. ლოგიკის საბრძანებო სიტყვები იწერება ასომთავრულით. პროგრამის
ლოგიკაში გადაწყვეტილების პროცესისა და ქვეპროცესის ჩვენების მიზნით გამოიყენება
აბზაცების სტრიქონების ჩაწევის რამდენიმე დონე. სურ. C-3–ზე ნაჩვენებია პროგრამის
ფსევდოკოდის მაგალითი – საბრძანებო სიტყვების, წინადადებების და აბზაცების
სტრიქონების ჩაწევის გამოყენების ნიმუშები. ამ ფსევდოკოდით აღწერილია დაბალი,
საშუალო და მაღალი ხელფასის მქონე მუშაკთა რაოდენობის ანგარიშის ალგორითმი. DO
UNTIL საბრძანებო სიტყვის შემდეგ END DO საბრძანებო სიტყვამდე მოთავსებული
მოქმედებები შესრულდება ფაილის დასრულებამდე. IF საბრძანებო სიტყვით
განისაზღვრება ხელფასის ოდენობა არის თუ არა 500–ზე მეტი. თუ მეტია, შესრულდება
THEN საბრძანებო სიტყის შემდეგ ჩაწერილი მოქმედება – ერთით გაიზრდება მაღალი

177
ხელფასის რაოდენობის მრიცხველი, თუ არაა მეტი მაშინ შესრუდება ELSE საბრძანებო
სიტყვის შემდეგ ჩაწერილი მოქმედება და ა.შ. ბოლოს დაიბეჭდება გამოთვლის შედეგები.

პროგრამების ბლოკსქემები, ფსევდოკოდი და მაღალი დონის ენის წესები


დამპროგრამებელს საშუალებას აძლევს დააპროექტოს და დაწეროს ნებისმიერი ამოცანის
გადაწყვეტის სოფთუერი, მაგრამ რთული სოფთუერის შემუშავებისას დიდია შეცდომების
დაშვების შესაძლებლობა და დაშვებული შეცდომების აღმოჩენა ძნელდება. ამ
პრობლემების გადაწყვეტის მიზნით 1960-იანი წლების მეორე ნახევარში შემუშავებული
იქნა სტრუქტურული დაპროგრამების მეთოდი, რომელიც გულისხმობს შესამუშავებელი
პროგრამის მოდულებისგან, ანუ პატარ-პატარა დამოუკიდებელი პროგრამებისგან, აგებას.
ამ მეთოდმა დაპროგრამება ხელოვნებიდან მეცნიერებად გარდაქმნა. მისის გამოყენებისას
დამპროგრამებელს უადვილდება პატარა მოდულების დაპროგრამება, იშვიათად უშვებს
შეცდომებს და იოლად პოულობს დაშვებულ შეცდომებს. შესამუშავებელი პროგრამის
პატარ-პატარა მოდულებად დაშლისთვის სტრუქტურული დაპროგრამების მეთოდი
იყენებს ზემოდან-ქვემოთ დაპროექტებას.
ზემოდან-ქვემოთ დაპროექტება იწყება პროგრამის უმაღლესი დონიდან და
დაწვრილებით შეიმუშავებს მას ქვემოთ, უდაბლესი დონისკენ. ზემოდან-ქვემოთ
დაპროექტების მიზანი არის პროგრამის მთავარი ბიჯების განსაზღვრა, რომლებსაც
მოდულები ეწოდება. მოდულები არის მონაცემთა დამუშავების პატარ-პატარა
დამოუკიდებელი პროგრამები. ზოგიერთი დაპროგრამების ენებში მოდულებს ხშირად
ქვეპროგრამებს უწოდებენ. თუ შესაძლებელია, ყოველ მოდულს უნდა ჰქონდეს მხოლოდ
ერთი ფუნქცია, ზუსტად ისე, როგორც ამ წიგნის ტექსტის ყოველ აბზაცს უნდა ჰქონდეს
ერთი დასრულებული აზრი; ამასთან ერთად, მოდულების ზომა და სირთულე
შეზღუდული უნდა ყოს. პროგრამის მოდულებად ორგანიზაციისა და დაშლის
გამოსახვისთვის ხშირად გამოიყენება სტრუქტურული სქემა (სურ. C-4). მას იერარქიული
სქემაც ეწოდება. სურ. C-4–ზე ნაჩვენებია ზემოდან ქვემოთ დაპროექტებით შემუშავებული
ხელფასის დამუშავების პროგრამის სტრუქტურული სქემა. სქემის ზედა დონე (1.0)
აღნიშნავს მთლიან პროგრამას. შემდეგ დონეზე პროგრამა დაყოფილია მონაცემთა
შეტანის, ხელფასის ანგარიშის და ინფორმაციის გამოტანის სამ მოდულად (2.0, 3.0 და 4.0).
შემდეგ, თითოელი ეს მოდულიც დაყოფილია ქვემოდულებად.
პროგრამას, რომელიც მოდულებად არის დაპროექტებული, გააჩნია შემდეგი
მახასიათებლები:
) ყოველი მოდული უნდა იყოს ადვილი სამართავი ზომის – არ უნდა გააჩნდეს 50
პროგრამულ ინსტრუქციაზე მეტი;
) ყოველი მოდული დამოუკიდებელი უნდა იყოს და გააჩნდეს ერთი ფუნქცია; )
შეტანა-გამოტანის ფუნქციები განსაზღვრული უნდა იყოს ცალკე მოდულებში;
) ყოველ მოდულს გააჩნია ერთი შემავალი წერტილი, ანუ პროგრამის მოდულის
შესრულება ყოველთვის იწყება ერთსა და იმავე ადგილზე, და ერთი გამომავალი
წერტილი, ანუ მოდულიდან გამოსვლა ყოველთვის ხდება ერთი და იმავე ადგილიდან;
) თუ ერთი მოდული მიმართავს ან მართვას გადასცემს მეორე მოდულს, მეორე
მოდული პირველ მოდულს მართვას უბრუნებს იმ წერტილში, საიდანაც გადაეცა მართვა
მეორე მოდულს.
ქვემოთ ჩამოთვლილია მოდულებისგან შემდგარი პროგრამების ზოგიერთი
უპირატესობები:
• რთული პროგრამები შეიძლება შედარებით სტანდარტული ხერხით ორგანიზებული

178
იქნეს მცირე და ადვილად სამართავ ნაწილებად.
• პროგრამა შეიძლება შეიცვალოს ნაკლები ძალისხმევით, ვიდრე არა მოდულური
პროგრამები, ვინაიდან პროგრამის ყოველი მოდული შედარებით დამოუკიდებელია და
შეიძლება შეიცვალოს პროგრამის სხვა ნაწილებზე გავლენის გარეშე.
• შეიძლება შეიქმნას სტანდარტიზებული მოდულების ერთობლიობა, ანუ ბიბლიოთეკა.
ამ ბიბლიოთეკის მოდულების სხვადასხვა პროგრამაში გამოყენებისას მომხმარებელი
დაზოგავს თანხებს, ვინაიდან მონაცემთა დამუშავების შესაბამისი სამუშაოები აღარ უნდა
დაპროგრამდეს. ამასთან ერთად, ასეთი ბიბლიოთეკის გამოყენება უზრუნველყოფს
პროგრამის სისწორეს, ვინაიდან ბიბლიოთეკის მოდულები შემოწმებულია და არ შეიცავს
შეცდომებს.
• შეცდომა ლოგიკაში შეიძლება სწრაფად იზოლირდეს და შესწორდეს.

ბლოკსქემების, ფსევდოკოდების ან სტრუქტურული სქემების გამოყენებისას,


დამპროგრამებელმა გულმოდგინედ უნდა შეიმუშაოს ლოგიკური სქემები და
დოკუმენტაცია, რათა ისინი ადვილი გასაგები იყოს პროგრამის მომხმარებლებისთვის და
სხვა დამპროგრამებლებისთვის. ამისთვის დამპროგრამებელებმა უნდა შეასრულონ
შემდეგი წესები:
1) პროგრამა დაყოს და გაუკეთოს მოდულებად ორგანიზაცია.
2) დიაგრამებში გამოიყენოს სტანდარტული სიმბოლოები.
3) შეცვალოს სიმბოლოების ზომა, მაგრამ ფორმა უცვლელი დატოვოს.
4) სიმბოლოები ერთნაირი მანძილით დააშოროს.
5) ნათლად გამოსახოს განმეორებადი ოპერაციები.
6) დიაგრამაში გადაადგილება მოახდინოს ზემოდან ქვემოთ და მარცხნიდან მარჯვნივ.
7) გამოიყენოს მინიმალური რაოდენობის შეერთების სიმბოლო.
8) შეეცადოს სიმბოლოების დამაკავშირებელმა ხაზებმა იშვიათად გადაკვეთოს
ერთმანეთი.
9) დაბეჭდოს დოკუმენტაციის მთლიანი ტექსტი.
10) მუშაობისას გამოიყენოს ფანქარი და საშლელი.

პროგრამის კოდირებამდე (ბიჯი 3), ანუ დაწერამდე, უნდა მოხდეს მისი წინასწარი
ტესტირება, რათა დაწერილ პროგრამას აღარ დასჭირდეს ძვირად ღირებული და
ხანგრძლივი ცვლილებები. ეს ჩვეულებრივ კეთდება სტრუქტურული გამჭოლი
კონტროლით – შემუშავებული პროგრამის ლოგიკასა და დოკუმენტაციას კრიტიკულად
შეამოწმებს სხვა დამპროგრამებლების ჯგუფი, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ
შემუშავებაში. შემოწმებისას ისინი შეეცდებიან გაარკვიონ, რა არ არის ნათელი ან
შესრულებადი პროგრამის პროექტში. ასეთ კონტროლს ხშირად სისტემის
დამპროექტებლები და მომხმარებლებიც ესწრებიან.

დამპროგრამებელი მაღალი დონის ენის გამოყენებით წერს მეორე ბიჯში


დაპროექტებულ პროგრამას. თავდაპირველად დამპროგრამებელს შეუძლია პროგრამა
დაწეროს ფანქრისა და ქაღალდის გამოყენებით ან კლავიატურიდან პირდაპირ შეიტანოს
კომპიუტერში. დამპროგრამებელმა მკაცრად უნდა დაიცვას განსაზღვრული წესები და
გამოიყენოს სტრუქტურული დაპროგრამების სამი ლიგიკური სტრუქტურა:
თანმიმდევრობა, შერჩევა და იტერაცია, ანუ განმეორება.

179
თანმიმდევრული მართვის სტრუქტურაში, მონაცემთა დამუშავების დაწყების შემდეგ,
ყოველი ინსტრუქცია სრულდება თანმიმდევრობით, ერთიმეორეზე მიყოლებით.
მაგალითად, განვიხილოთ ხელფასის გამოთვლისთვის საჭირო ლოგიკა (სურ. C-5).
პირველი მოქმედება არის დარიცხული ხელფასის გამოანგარიშება. მეორე მოქმედება არის
გადასახადების გამოანგარიშება. მესამე მოქმედება არის გასაცემი ხელფასის
გამოანგარიშება. მეოთხე და საბოლოო მოქმედება არის მუშაკის გვარის, სახელისა და
გასაცემი ხელფასის ბეჭდვა. ეს მოქმედებები თანმიმდევრობით სრულდება –
ერთიმეორეზე მიყოლებით.

შერჩევითი, ანუ If – Then – Else (თუ – მაშინ – თუ არა და) მართვის სტრუქტურა (სურ. C-
6) საშუალებას იძლევა შემოწმდეს პირობა, რათა განისაზღვროს რომელი ინსტრუქცია
შესრულდეს შემდეგ. ის საშუალებას იძლევა, შემოწმების შედეგის მიხედვით შეიცვალოს
თანმიმდევრობითი მართვის სტრუქტურაში მოქმედებების შესრულების მიმდევრობა. If –
Then – Else-ს დანიშნულება არის პირობის შემოწმების შედეგად განსაზღვროს ორი
მოქმედებიდან რომელი უნდა შესრულდეს, ანუ შეირჩეს შესასრულებელი მოქმედება. თუ
პირობა ჭეშმარიტია, მაშინ მითითებული მოქმედება შესრულდება. თუ პირობა მცდარია,
მაშინ მითითებული მოქმედება არ შესრულდება. სხვა სიტყვებით, შერჩევის მართვის
სტრუქტურა ნიშნავს: თუ პირობა ჭეშმარიტია, მაშინ შეასრულე მონაცემთა დამუშავების
მოცემული მოქმედება, თუ არა და არ შე ასრულო ეს მოქმედება.

იტერაციული, ანუ Do While (შეასრულე მანამ), მართვის სტრუქტურა საშუალებას


იძლევა მოქმედების ან მოქმედებების ერთობლობის შესრულება განმეორდეს მანამ, სანამ
გარკვეული პირობა რჩება ჭეშმარიტი (სურ. C-7). იტერაცია (Iteration) ნიშნავს განმეორებას
და მას ხშირად მარყუჟს (Loop) უწოდებენ, ვინაიდან პროგრამა გაიმეორებს მოცემულ
მოქმედებას მანამ, სანამ პირობა მცდარი გახდება. იტერაცია ამარტივებს დაპროგრამებას,
ვინაიდან ის დამპროგრამებელს საშუალებას აძლევს მიუთითოს განსაზღვრული
ინსტრუქციები მხოლოდ ერთხელ და კომპიუტერს შეასრულებინოს ბევრჯერ.

იმ შემთხვევაშიც კი, როცა პროგრამა გულმოდგინედაა დაპროექტებული და


კოდირებული, პროგრამის საფუძვლიანად შემოწმებამდე არ შეიძლება ვიყოთ
დარწმუნებული პროგრამის მუშაობის შედეგად სწორი ინფორმაციის მიღებაში.
პროგრამის ტესტირების მიზანია პროგრამაში არსებული შეცდომების გამოვლენა. თუ
პროგრამას შეიძლება მიეწოდოს ისეთი მონაცემები, რომელიც პროგრამის მუშაობას ან
ნაადრევად შეწყვეტს ან პროგრამა მოულოდნელ პასუხებს გამოიტანს, ეს ნიშნავს, რომ მას
აქვს შეცდომები, რომლებიც უნდა აღმოფხვრას. მომხმარებელს შეუძლია პროგრამა
ჩათვალოს სწორად და ენდოს პროგრამის მიერ გამოტანილ შედეგებს მას შემდეგ, რაც
პროგრამა გაივლის ყველა აუცილებელ ტესტს.
პროგრამამ უნდა გაიაროს შემდეგი ტესტები:
• სტრუქტურული გამჭოლი კონტროლი (ზემოთ განვიხილეთ).
• მაგიდაზე შემოწმება, ანუ პროგრამის ტექსტის გარჩევა – დამპროგრამებელი
კითხულობს დაბეჭდილ პროგრამას სტრიქონ-სტრიქონ და ეძებს სინტაქსურ და ლოგიკურ
შეცდომებს. სინტაქსური შეცდომა გამოწვეული არის ორთოგრაფიული შეცდომებით და
დაპროგრამების ენის არასწორი გამოყენებით. ლოგიკური შეცდომა გამოწვეულია
ძირითადი მართვის სტრუქტურების (თანმიმდევრობის, შერჩევის და იტერაციის)

180
არასწორად გამოყენების შედეგად.
• ტრანსლირება – პროგრამა შემოწმდება კომპიუტერზე დაპროგრამების ენის
პროცესორის გამოყენებით. პროგრამის შესრულებამდე ის უნდა განთავისუფლდეს
სინტაქსური შეცდომებისგან. დაპროგრამების ენის პროცესორი, ანუ ტრანსლატორი,
აღმოაჩენს ნებისმიერ სინტაქსურ შეცდომას.
• სანიმუშო მონაცემებით ტესტირება – ყველა სინტაქსური შეცდომის შესწორების
შემდეგ, პროგრამა შესრულდება სანიმუშო მონაცემებზე, რათა შემოწმდეს პროგრამის
ყოველი ინსტრუქცია.
ტესტირების ყველა პროცედურა და შედეგი უნდა დოკუმენტირებულ იქნას. ამასთან
ერთად, პროგრამის შემუშავებისას მომზადებული დოკუმენტები უნდა იყოს სრული და
იმდენად ზუსტი, რომ შემმოწმებელს, უპირველეს ყოვლისა, პროგრამის ტესტირების
საშუალება მიეცეს. დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ
მომხმარებლებმა.

პროგრამის დოკუმენტირება უნდა მიმდინარეობდეს პროგრამის შემუშავების


დასაწყისიდანვე. დოკუმენტების შეჯერების ბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია.
დოკუმენტირების გარეშე დამპროგრამებლები მომავალში ვერ შეძლებენ პროგრამის
გაახლებასა და გაუმჯობესებას; რთული იქნება პრობლემების დიაგნოზირება; ძალიან
ძნელი იქნება დარჩენილი შეცდომების გამოვლენა და აღმოფხვრა; და მომხმარებლებს არ
ექნებათ პროგრამის გამოყენების არავითარი ინსტრუქციები.
პროგრამის დოკუმენტირებამ უნდა უზრუნველყოს: ფაქტიური მონაცემები პროგრამით
შესრულებული მოქმედებების შესახებ; პროგრამასთან ურთიერთობის ინსტრუქციები
პროგრამის მომხმარებლებისთვის; პროგრამით მონაცემთა დამუშავების მოწყობის და
მართვის ინსტრუქციები პროგრამის ოპერატორებისთვის; პროგრამის შეცვლისას საჭირო
დაწვრილებითი დოკუმენტაცია ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის.
როგორც ხედავთ, პროგრამის დოკუმენტაცია სხვადასხვა დონეზეა საჭირო. შეიძლება
გამოვყოთ სამი ძირითადი სახის დოკუმენტაცია: მომხმარებლის დოკუმენტაცია,
ტექნიკური დოკუმენტაცია და ოპერატორის ინსტრუქციები.
მომხმარებლის დოკუმენტაცია საჭიროა იმ პროგრამებისთვის, რომლებიც საჭიროებენ
მომხმარებელის კომპიუტერთან პირდაპირ ურთიერთობას ისეთი სამუშაოების
შესრულებისას, როგორიცაა სისტემაში მონაცემთა შეტანა, მონაცემთა დამუშავების
პროცესის მართვა და ანგარიშების მოთხოვნა. მომხმარებლის დოკუმენტაცია ჩვეულებრივ
შედგება მარტივი, თანდათანობით შესასრულებელი პროცედურებისგან, რომლებიც
აღწერს რა უნდა გააკეთოს მომხმარებელმა და როგორ გააკეთოს ის. მომხმარებლის
დოკუმენტაცია შეიცავს, აგრეთვე, ანგარიშების აღწერას და სანიმუშო გამომავალ
ინფორმაციას.
ტექნიკური დოკუმენტაცია მზადდებია პროგრამის შემუშავების განმავლობაში და
შეიცავს:
• პროგრამის მიერ შესრულებული მოქმედებების თხრობითი აღწერას;
• მონაცემთა დამუშავების ლოგიკის აღწერის ბლოკსქემებს ან ფსევდოკოდებს, ან
ბლოკსქემისა და ფსევდოკოდების კომბინაციას;
• პროგრამის მიერ ნაწარმოები ყველა ანგარიშის მაგალითებს;
• ეკრანზე ასახული მოქმედებების, მაგალითად, მენიუების მაგალითებს;
• ქაღალდზე დაბეჭდილი პროგრამის ტექსტს.
ოპერატორების ინსტრუქციები საჭიროა დიდკომპიუტერულ სისტემებზე მომუშავე

181
პროგრამებისთვის. ეს ინსტრუქციები მიუთითებს რა მოეთხოვება კომპიუტერის
ოპერატორს მონაცემთა დამუშავებისთვის პროგრამის მოსამზადებლად; აღწერს რა
ბიჯები უნდა შესრულდეს მონაცემთა დამუშავებისას, მათ შორის, რა უნდა გაკეთდეს
შეცდომის შეტყობინების შემთხვევაში.
მიკროკომპიუტერის გამოყენებითი პროგრამისთვის ასეთი ინსტრუქციები ჩართულია
მომხმარებლის დოკუმენტაციაში.
როგორც აღვნიშნეთ, პროგრამის დოკუმენტაციის გარეშე შეიძლება შეიქმნას
პრობლემები. მომხმარებლებს შეიძლება ჩაეშალოთ პროგრამასთან მუშაობა. თუ
დოკუმენტაცია არაადექვატურია, დამპროგრამებლებს შეიძლება გაუძნელდეთ პროგრამის
მოდიფიცირება. თუ პროგრამა დაიკარგება, კარგი დოკუმენტაციის გარეშე შეუძლებელია
მისი აღდგენა. კარგი დოკუმენტაცია მხოლოდ შეკვეთით დამზადებული პროგრამისთვის
არ გამოიყენება – დარწმუნდით, რომ თქვენი მიკროკომპიუტერის სოფთუერს თან ახლავს
დოკუმენტირებული სახელმძღვანელოები.

182

You might also like