You are on page 1of 23

ქსელები

(მიმოხილვა)
ყოველდღიურად გამოყენებული
ქსელის მაგალითები

 ფოსტის დაგზავნის სისტემა.

 სატელეფონო სისტემა.
 
 საზოგადოებრივი ტრანსპორტირების სისტემა.

 კორპორაციული კომპიუტერული ქსელი.


 
 ინტერნეტი.
რა არის ქსელი? (კომპიუტერული ქსელი)
ქსელი (Network) - ინფორმაციის გაცვლისა და კომპიუტერული
რესურსების ერთობლივად გამოყენებისათვის, ერთმანეთთან
ფიქსირებულად ან/და მობილურად დაკავშირებული კომპიუტერების
ჯგუფი.
ქსელში გამოყენებული რესურსები
რესურსი - პროგრამები, მონაცემთა ფაილები, აგრეთვე
პრინტერები და ქსელში სხვა ერთობლივად მოხმარებადი
პერიფერიული მოწყობილობები.

ქსელში გაზიარებული რესურსის ტიპები:


 სერვისები, როგორიც არის ამობეჭდვა და სკანირება;
 მონაცემების შესანახი სივრცე და მოძრავი (removable)
მოწყობილობები, როგორებიც არის მყარი და ოპტიკური
დისკები;
 პროგრამები, მონაცემთა ბაზები.
კომპიუტერული ქსელის მაგალითი
კომპიუტერული ქსელები
 კომპიუტერული მონაცემთა ქსელი არის ჰოსტების (Host - კვანძი)
ერთობლიობა, დაკავშირებული ერთმანეთთან ქსელური
საკომუნუკაციო მოწყობილობების საშუალებით.

 ჰოსტი არის ნებისმიერი მოწყობილობა რომელიც აგზავნის და


ღებულობს ინფორმაციას ქსელში.
 
 ჰოსტებთან დაკავშირებულ მოწყობილობებს ეწოდებათ
პერიფერიული მოწყობილობები.
  მაგ. პრინტერი დაკავშირებული ქსელში ჩართულ კომპიუტერთან.

თუმცა თუ ზოგიერთი ტიპის პრინტერი არის დაკავშირებული პირდაპირ


ისეთ ქსელურ მოწყობილობასთან როგორიც არის კონცენტრატორი,
კომუტატორი ან მარშრუტიზატორი, ამ შემთხვევაში პრინტერიც არის ჰოსტი.
კომპიუტერული ქსელების ტიპები
 შემაკავშირებელ კვანძებს შორის მანძილების (აგებულიების)
მიხედვით ქსელები შეიძლება დაიყოს სამ ძირითად კლასად:
 ლოკალურად - LAN;
 რეგიონალურად - MAN;
 გლობალურად - WAN;
ლოკალური ქსელი LAN
 ლოკალური ქსელი (LAN) - ერთმანეთთან დაკავშირებული და
ჩვეულებრივ, ერთი შენობის ან ორგანიზაციის ფარგლებში განლაგებული
კომპიუტერების მცირე ჯგუფი.
 ლოკალურ ქსელს უწოდებენ ერთი ადმინისტრაციული კონტროლის ქვეშ
მყოფ ურთიერთდაკავშირებულ მოწყობილობებს

 მნიშვნელოვანია დავიმახსოვროთ, რომ ლოკალური ქსელის ელემენტები


იმყოფება ადმინისტრირების ერთი ჯგუფის მართვის ქვეშ, რომელიც
განსაზღვრავს ქსელში მომქმედ წვდომას, მართვასთან დაკავშირებულ
პოლიტიკასა და უსაფრთხოებას.

  ამ კონტექსტში სიტყვა ”ლოკალური” მიანიშნებს ერთობლივ ”ლოკალურ”


მართვას და არა კომპონენტებს შორის ფიზიკურ სიახლოვეს
რეგიონალური ქსელი (MAN)
 რეგიონალური ქსელი - ქსელი, რომელიც აერთიანებს
ბევრ ლოკალურ ქსელს ერთი რაიონის, ქალაქის ან
რეგიონის ფარგლებში.
გლობალური ქსელები (WAN)
 გლობალური ქსელები აერთიანებენ გეოგრაფიულად დაშორებულ ადგილებში
არსებულ ლოკალურ ქსელებს. 
 გლობალური ქსელის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ინტერნეტი (Internet). 
 Internet-ი ეს გახლავთ ფართო გლობალური ქსელი, რომელიც თავის თავში მოიცავს
მილიონობით ურთიერთდაკავშირებულ ლოკალურ ქსელს  
 ლოკალურ ქსელებს შორის კავშირის რეალიზაციას ახდენენ ტელეკომუნიკაციური
მომსახურების მომწოდებლები.
 გლობალური, რეგიონალური და ლოკალური ქსელების გაერთიანება იძლევა
მრავალდონიანი იერარქიების შექმნის შესაძლებლობას, რომლებიც თავის მხრივ
იძლევა მონაცემთა უზარმაზარი მასივების დამუშავებისა და ინფორმაციული
რესურსებისადმი პრაქტიკულად შეუზღუდავი წვდომობის მძლავრ საშუალებებს .
ვირტუალური კერძო ქსელი (VPN)
ლოკალური და გლობალური ქსელების გაერთიანების
საინტერესო მაგალითია ვირტუალური კერძო ქსელი (Virtual Private
Network, VPN). ასე ეწოდება ორგანიზაციის ქსელს, რომელიც
მიიღება ორი ან რამოდენიმე ტერიტორიულად განცალკევებული
ლოკალური ქსელის გაერთიანებით საყოველთაოდ
ხელმისაწვდომი გლობალური ქსელების არხების დახმარებით.
 მონაცემების გადაცემის ტიპის მიხედვით ქსელები იყოფა
კაბელურ და უკაბელო ქსელებად

 ქსელური მოწყობილობები ურთიერთ დაკავშირებულნი არიან სხვადასხვა


ტიპის კავშირის საშუალებებით:

 სპილენძის კაბელებით - მოწყობილობებს შორის მონაცემთა გადასაცემათ


იყენებენ დენის სიგნალს.
  
 ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით - იყენებს შუშას და პლასტმასის სადენს ,
ე.წ. ბოჭკოვანს, რათა გადასცეს სინათლის სხივის იმპულსების მეშვეობით
ინფორმაცია.
  
 უსადენო კავშირი - იყენებს რადიო სიგნალებს, ინფრაწითელ
ტექნოლოგიას(ლაზერებს), ან სატელიტურ კავშირებს .
ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის მიხედვით ქსელები შეიძლება
დავყოთ:

 დაბალი - 10 mbps;
 საშუალო - 100 mbps;
 მაღალი - 1000 mbps.

კომპიუტერებს შორის როლების განაწილების თვალსაზრისით


ქსელები არსებობენ:

 ერთრანგიანი - (Per to Per Network) ;


 კლიენტ-სერვერული - (Dedicated Server Network);
ერთრანგიანი ქსელები (დეცენტრალიზებული)
ერთრანგიან ქსელში ყველა კომპიუტერი თანასწორუფლებიანია. ყოველ მათგანს
შეუძლია შეასრულოს როგორც სერვერის როლი, ე. ი. მიაწოდოს ფაილები და
აპარატურული რესურსები (დამგროვებლები, პრინტერები და სხვა) დანარჩენ
კომპიუტერებს, ასევე კლიენტის როლი, რომელიც სარგებლობს სხვა კომპიუტერების
რესურსებით.

სერვერული ქსელები (ცენტრალიზებული)


ასეთ ქსელებში ხდება ერთი ან რამდენიმე კომპიუტერის გამოყოფა - სერვერების
სახით, რომელთა ამოცანაც მდგომარეობს სხვა კომპიუტერების - კლიენტების
მრავალრიცხოვანი მოთხოვნების სწრაფ და ეფექტურ დამუშავებაში. ამავე დროს
კლიენტური მოთხოვნები შეიძლება იყოს სრულიად განსხვავებული, დაწყებული
უმარტივესით - სისტემაში შესვლისას მომხმარებლის სახელის და პაროლის
შემოწმებით, დამთავრებული მონაცემთა ბაზებისადმი რთული საძიებო მოთხოვნებით.
სერვერი
 სერვერი - სპეციალურად გამოყოფილი მაღალმწარმოებლური კომპიუტერი, აღჭურვილი
შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც ცენტრალიზებულად მართავს
ქსელის მუშაობას და/ან აწვდის ქსელის სხვა კომპიუტერებს თავის რესურსებს;

კლიენტი
 კლიენტური კომპიუტერი (კლიენტი, მუშა სადგური) - ქსელის რიგითი მომხმარებლის
კომპიუტერი, რომელიც ღებულობს დაშვებას სერვერის (სერვერების) რესურსებისადმი.
ქსელის (ქსელური სისტემის) ადმინისტრირება
 ქსელის ადმინისტრატორი - ადამიანი, რომელსაც გააჩნია ქსელში კომპიუტერების,
მომხმარებლური მოწყობილობების რესურსების მართვის ყველა უფლებამოსილებები.

 ქსელის ადმინისტრირება - კომპიუტერების, ქსელური და მომხმარებლური


მოწყობილობების მუშაობის მართვის, მონაცემების დაცვის, რესურსებისადმი შეღწევის
უზრუნველყოფისა და სისტემური და გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის
დაყენებისა და მოდერნიზაციის ამოცანების მთელი კომპლექსის გადაწყვეტა.
ქსელიური სისტემების უპირატესობები
ქსელში გამოიყენება ნაკლები პერიფერიული მოწყობილობა.

 იმის გამო რომ ქსელში გვაქვს შესაძლებლობა გავანაწილოთ რესურსები და მივცეთ


დაშორებულ კომპიუტერებს წვდომა ჩვენს პერიფერიულ მოწყობილობებზე, გამოირიცხა
მიზეზი, რომ თითოეულ კომპიუტერს შეიძლებოდა დასჭირვებოდა ცალკე პრინტერი თუ
სკანერი ან სხვა მოწყობილობა.

ქსელის მეშვეობით იზრდება კავშირგაბმულობის შესაძლებლობები.

 ქსელი გვაძლევს სხვადასხვა ტიპის ხელსაწყოების გამოყენების შესაძლებლობას


კავშირგაბმულობისათვის - იქნება ეს ფორუმები, ჩეთები, იმეილები, აუდიო თუ ვიდეო
კავშირის საშუალებები, ამ ხელსაწყოების გამოყენებით ადამიანებს შეუძლიათ
გაცვალონ ინფორმაცია, დაუკავშირდნენ თავიანთ მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და
კოლეგებს.
ქსელიური სისტემების უპირატესობები

ფაილების დუბლირებისა და დაზიანებისაგან დაცვა.


 სერვერი განაგებს ქსელურ რესურსებს, ის ინახავს მონაცემებს და ანაწილებს მათ

მომხმარებლებს შორის, კონფიდენციალური მონაცემების დაცვა შეიძლება განხორციელდეს


და მასზე წვდომა იყოს დაშვებული მხოლოდ განსაკუთრებული მომხმარებლებისათვის. ასევე
შეიძლება იქნეს გამოყენებული ე.წ.” Document tracking software”- პროგრამული უზრუნველყოფა,
რომელიც არ დართავს ნებას მომხმარებლებს გადააწერონ ან შეცვალონ ის ფაილები
რომლებზეც წვდომა სხვებსაც აქვთ ამ მომენტში.

რესურსების ეკონომია
 სამუშაო შეიძლება იქნას გადანაწილებულ იქნას რამდენიმე კომპიუტერს შორის და შედეგად

არ მოხდეს ინფორმაციის გადამუშავებით არცერთი ცალკე აღებული კომპიუტერის


გადატვირთვა.
ქსელიური სისტემების უპირატესობები
ლიცენზირების უფრო დაბალი ფასი.
 პროგრამების ლიცენზიები ხშირად უფრო ძვირია ინდივიდუალურ მანქანებზე

დასაყენებლად. ბევრი მწარმოებელი კომპანია იძლევა ე.წ. ”Site license”-ის შემოთავაზებას -


ლიცენზია ქსელებისათვის, რაც ნიშნავს რომ ერთი კონკრეტული ფასით, ადამიანთა რაიმე
ჯგუფს ან კომპანიის ყველა თანამშრომელს შუძლია ჰქონდეს წვდომა შესაბამის
პროგრამულ უზრუნველყოფაზე.

ცენტრალიზირებული ადმინისტრირება
 ცენტრალიზირებული ადმინისტრირება ამცირებს პირთა რაოდენობას, რომელიც

საჭიროა ქსელური მოწყობილობებისა და ქსელში მონაცემების სამართავად, რაც


თავის მხრივ ამცირებს კომპანიის დანახარჯებს როგორც ფინანსურს ასევე დროითს,
ინდივიდუალურ მომხმარებლებს არ სჭირდებათ თავიანთი მონაცემებისა და
მოწყობილობების მართვა, ერთ ადმინსიტრატორს შეუიძლია მართოს მონაცემები,
მოწყობილობები და მომხმარებლების დაშვების უფლებები ქსელში, მონაცემების
რეზერვირებაც მარტივდება, ისინი სრულად ინახება ერთ ცენტრალურ სერვერზე.
საკითხების განხილვა
 ქსელის არსი
 ხშირად გამოყენებული ქსელების მაგალითები;
 კომპიუტერული ქსელები;
 ჰოსტი; სერვერი; კლიენტი.
 ქსელის ტიპები და სახეები;
 ქსელში ჩართული აპარატული მოწყობილობები და
გაზიარებული რესურსები;
 ქსელური მოწყობილობების დაკავშირების გზები;
 ქსელის ადმინისტრირება;
 ქსელის უპირატესობანი და შესაძლო ნაკლოვანებები.

You might also like