You are on page 1of 3

კავკასიის უნივერსიტეტი

საინფორმაციო ტექნოლოგიები 3

EXCEL 2016 / ლექცია 5


ბიზნესის სკოლა
5/1/2020

 თემა 4. ელექტრონული ცხრილი – Microsoft Excel 2016

განსახილველი საკითხები:

Excel–ის საფუძვლები – Working With Formulas, Creating an Absolute or Mixed Formula Reference
ფორმულები: სხვადასხვა ტიპის მისამართების გამოყენება ფორმულებში: აბსოლუტური,
ფარდობითი და შერეული მისამართები.
მონაცემთა დახარისხება (Sorting Data), მონაცემთა ფილტრაცია (Filtering Data)

მონაცემთა დახარისხება, დახარისხება რამდენიმე კრიტერიუმით;


მონაცემთა ფილტრაცია, ფილტრაცია რამდენიმე კრიტერიუმით;

სპეციალური ჩასმა – Paste Special;


ფუნქციები (Excel Functions);
რაოდენობის განმსაზღვრელი ფუნქციები: COUNT, COUNTA, COUNTBLANK, COUNTIF,
COUNTIFS.
კრიტერიუმის მიხედვით აჯამვის ფუნქციები: SUMIF, SUMIFS, SUMPRODACT;
კრიტერიუმის მიხედვით გასაშუალოების ფუნქციები: AVERAGEIF, AVERAGEIFS

ინფორმატიკის დეპარტამენტი / ა. ჭანტურია


დამოუკიდებელი სამუშაო შეასრულეთ ფაილში Lesson 5-TEMP-Class.
წიგნი შეინახეთ სახელით Homework N3-L5-studentname.
1. შეასრულეთ Data L5-2 გვერდის 3 კოპიო, გვერდებს დაარქვით Filter1, Filter2, Filter3.
2. Filter1 გვერდზე გაფილტრეთ ცხრილის მონაცემები „საგნის ტიპი“ ველის მიხედვით, მნიშვნელობით:
არჩევითი;
3. Filter2 გვერდზე გაფილტრეთ ცხრილის მონაცემები „საგანი“ ველის მიხედვით, მნიშვნელობით:
დაპროგრამება ან კალკულუსი;
4. Filter3 გვერდზე შეასრულეთ ცხრილის მრავალდონიანი გაფილტვრა შემდეგი ველების მიხედვით:
„საგნის ტიპი „ ველის მიხედვით, მნიშვნელობით: არჩევითი;
„საგანი „ ველის მიხედვით, მნიშვნელობით, შეიცავს ტექსტს: „შესავალი“;
„შუალედური „ ველის მიხედვით, მნიშვნელობით: 12-ზე მეტი და 25-ზე ნაკლები ან ტოლი.

შეასრულეთ Data L5-2 გვერდის კოპიო და ახალ გვერდს დაარქვის სახელი FUNCTION1.
5-10 დავალებები შეასრულეთ FUNCTION1 გვერდზე, ნებისმიერი უჯრიდან.
5. გამოთვალეთ იმ სტუდენტების „პრქტიკ.N1“ ტესტის ქულათა ჯამი, რომლებიც გადიან არჩევით
კურსს(გამოიყენეთ ფუნქცია sumif);
6. გამოთვალეთ იმ სტუდენტების „პრქტიკ.N2„ ტესტის ქულათა საშუალო, რომელთა „ჯამური ქულა“
ველის მნიშვნელობა არაა „კურსი ვერ გაიარა“(გამოიყენეთ ფუნქცია averageif);
7. გამოთვალეთ იმ სტუდენტების „გაცდენების“ ჯამი, რომელთა „ჯამური ქულა“ ველის მნიშვნელობაა
„კურსი ვერ გაიარა“(გამოიყენეთ ფუნქცია sumif);
8. გამოთვალეთ იმ სტუდენტების „შუალედური“ გამოცდის ქულათა ჯამი, რომელთა შესაბამისი
„ჯამური ქულა“ ველის მნიშვნელობა არაა „კურსი ვერ გაიარა“ (გამოიყენეთ ფუნქცია Sumif);
9. გამოთვალეთ იმ სტუდენტების „შუალედური“ გამოცდის ქულათა ჯამი, რომელთა შესაბამისი
„ჯამური ქულა“ ველის მნიშვნელობა „<=35“ (გამოიყენეთ ფუნქცია Sumif);
10. გამოთვალეთ იმ სტუდენტების „ფინალური“ გამოცდის ქულათა საშუალო, რომლებიც გადიან
სავალდებულო კურსს(გამოიყენეთ ფუნქცია averageif);

შეასრულეთ „Data L5-1“ გვერდის 4 კოპიო, გვერდებს დაარქვით სახელი Copy1, Copy2, Copy3, Copy4.
11. Copy1 გვერდზე თითოეული სტუდენტისათვის შეკრიბეთ „პრქტიკ.N1“ „პრქტიკ.N2“ და
„შუალედური“-ს შედეგები.
შეკრების შედეგი გადააწერეთ ველს „შუალედური“;
„შუალედური“ ველს დაარქვით სახელი “Q1+Q2+MID”;
12. Copy2 გვერდზე „შუალედური“შედეგითითოეული სტუდენტისათვის გაზარდეთ 5 ბონუს ქულით.
„შუალედური“-ს ახალი შედეგი გადააწერეთ ველს „შუალედური“;
13. შეასრულეთ „Data L5-1“ გვერდის A1:L21 მონაცემთა დიაპაზონის კოპირება; კოპირებული
მონაცემების ტრანსპონირებული მნიშვნელობების (Transpose, Value) ჩასმა შეასრულეთ „Copy3“
გვერდის B105 უჯრიდან;
Copy4 გვერდის ნებისმიერი უჯრიდან შეადგინეთ რიცხვის პროცენტის მართკუთხა ცხრილი.
კერძოდ:
სვეტში (ნებისმიერი უჯრიდან) ააგეთ რიცხვითი მწკრივი 1-დან 1000 მდე, ბიჯით 1;
ხოლო სტრიქონში ააგეთ პროცენტული ფორმატის მწკრივი 1%-დან 50%-მდე, ბიჯით 0.5%;
რიცხვითი და პროცენტული მნიშვნელობების შესაბამისი სვეტისა და სტრიქონის
გადაკვეთაზე ააგეთ რიცხვის პროცენტის გამოსათვლელი ფორმულა, და გაავრცელეთ
შესაბამის დიაპაზონში.
მითითება: ფორმულაში გამოიყენეთ სწორი შერეული ტიპის მისამართები.
სამუშაო წიგნს დაამატეთ 2 გვერდი, გვერდებს დაარქვით Paste1, Paste2.
6. შეასრულეთ „Data L5-1“ გვერდის A1:L21 დიაპაზონის მონაცემთა კოპირება;
ა) კოპირებული მონაცემების მნიშვნელობების (Value) ჩასმა შეასრულეთ Paste1 გვერდის
ნებისმიერი უჯრიდან (გამოიყენეთ ბრძანება Paste Special);
ბ) კოპირებული მონაცემების ფორმატირებული (Format), მნიშვნელობების (Value) ჩასმა, სვეტების
სიგანის (Column Widths) გათვალისწინებით, შეასრულეთ Paste1 გვერდის ნებისმიერი უჯრიდან;
(გამოიყენეთ ბრძანება Paste Special);
7. შეასრულეთ „Data L5-1“ გვერდის A1:L21 დიაპაზონის მონაცემთა კოპირება;
კოპირებული მონაცემების ტრანსპონირებული (Transpose), ფორმატირებული (Format),
მნიშვნელობების (Value) ჩასმა შეასრულეთ Paste2 გვერდის ნებისმიერი უჯრიდან
(გამოიყენეთ ბრძანება Paste Special);
8. შეასრულეთ „Data L5-1“ გვერდის კოპირება. კოპიო გვერდს დაარქვით PasteSpecial1.
PasteSpecial1 გვერდზე თითოეული სტუდენტისათვის შეკრიბეთ „პრქტიკ.N1“-ისა და „პრქტიკ.N2“-ის
შედეგები, შეკრების შედეგი (ჯამის მნიშვნელობა) გადააწერეთ „პრქტიკ.N2“ ველს (გამოიყენეთ
ბრძანება Paste Special);
9. შეასრულეთ „Data L5-1“ გვერდის კოპირება. კოპიო გვერდს დაარქვით PasteSpecial2.
PasteSpecial2 გვერდზე „შუალედური“ ველის შედეგი თითოეული სტუდენტისათვის შეამცირეთ 20%-
ით, შედეგი გადააწერეთ „შუალედური“ ველის სვეტს (გამოიყენეთ ბრძანება Paste Special);
„შუალედური“ ველის მონაცემთა წარმოდგენის ფორმატი დანიშნეთ რიცხვითი(Number), კლასების
გამოყოფის გარეშე, ათწილად ნაწილში 2 ციფრით.
წიგნის Table გვერდის ნებისმიერი უჯრიდან, ერთი გამოსახულება/ფორმულის მეშვეობით ააგეთ
100-დან 5000-მდე რიცხვების გამრავლების მართკუთხა ცხრილი.
კერძოდ: სვეტში ააგეთ მწკრივი-არითმეტიკული პროგრესია:
პირველი მნიშვნელობით 100, ბიჯით 1, ბოლო მნიშვნელობით არაუმეტეს 500-სა.
შეასრულეთ მონაცემთა კოპირება და კოპირებული მონაცემების ტრანსპონირებული ჩასმა
შესაბამისი უჯრიდან;
შესაბამის უჯრაში ააგეთ სვეტებსა და სტრიქონებში გავრცელებადი ფორმულა/გამოსახულება:
A (შესაბამისი სტრიქონის მონაცემი) * B (შესაბამისი სვეტის მონაცემი);
მითითება: გამოსახულებაში მონაწილე თანამამრავლებისათვის გამოიყენეთ სწორად შერჩეული
შერეული ტიპის მისამართები.

You might also like