You are on page 1of 6

კავკასიის უნივერსიტეტი

2020-2021 სასწავლო

წელი შემოდგომისის

სემესტრი

პრეკალკულუსი

პრეზენტაცია

CSB სკოლის

I კურსის სტუდენტი
მარიამ ასლანიკაშვილი

(სახელი, გვარი)

თემაზე: ორობითი სისტემა

თბილისი
2020
ორობთი სისტემა

სანამ უშუალოდ რაიმეს ახსნას დავიწყებ მოდით გავეცნოთ იმას თუ რა არის თვლის
ათობითი სისტემა. ან რომელი სისტემაა? თვლა ორობით რიცხვებში ემყარება იმავე პრინციპს,
რასაც ნებისმიერი სხვა თვლის სისტემა გვთავაზობს. ათვლა იწყება ციფრიდან 0 და ყოველი
შემდეგი რიცხვი მიიღება ინკრემენტაციის (საფეხურებრივი ზრდის) გზით. კერძოდ, თუ
ორობითი რიცხვის ყველა პოზიციაზე 1-ანებია, მაშინ ეს უკანასკნელები 0-ებად იქცევიან და
მარცხნიდან ემატება 1-ის ტოლი ახალი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მარჯვენა განაპირა
პოზიციიდან მოყოლებული ყველა 0 თანმიმდევრობით იქცევა 1-ად: 0 – შემდეგ საფეხურზე ეს
0 გადაიქცევა 1-ად 1 – რადგანაც ყველა პოზიციაზე 1-ანია, შემდეგ საფეხურზე იგი გადაიქცევა
0-ად და მარცხნიდან 1- ის ტოლი ახალი პოზიცია დაემატება 10 – პირველ პოზიციაზე 1-ანია,
მეორეზე – 0, ამიტომ შემდეგ საფეხურზე ეს უკანასკნელი გადაიქცევა 1-ად, ხოლო პირველი
პოზიცია უცვლელი დარჩება 11 – ორივე პოზიციაზე 1-ანებია, ამიტომ შემდეგ საფეხურზე
ისინი 0-ებად იქცევა და მარცხნიდან 1-ის ტოლი ახალი პოზიცია დაემატება 100 – პირველ
პოზიციაზე 1-ანია, მეორეზე და მესამეზე – 0-ები, ამიტომ შემდეგ საფეხურზე მარჯვენა
განაპირა 0 გადაიქცევა 1-ად, ხოლო მეორე პოზიცია უცვლელი დარჩება 101 – შემდეგ
საფეხურზე მეორე პოზიციის ჯერი დგება და ის გადაიქცევა 1-ად 111 – სამივე პოზიციაზე 1-
ანებია, ამიტომ შემდეგ საფეხურზე ისინი 0-ებად იქცევა და მარცხნიდან. 1-ის ტოლი ახალი
პოზიცია დაემატება 1000 – პირველ პოზიციაზე 1-ანია, დანარჩენებზე – 0-ები, ამიტომ შემდეგ
საფეხურზე მარჯვენა განაპირა 0 გადაიქცევა 1-ად 1001 – … … – ... ორობითი რიცხვის
გარდაქმნა ათობითში და პირიქით თუ კარგად დავაკვირდებით, ნებისმიერი ათობითი რიცხვი
შეიძლება წარმოადგენდეს ამ რიცხვის შემადგენელი ციფრების 10-ის ხარისხებზე ნამრავლთა
ჯამის მეშვეობით, მაგალითად, რიცხვი 4516 დაიშლება შემდეგნაირად:
4516 = 4·103 + 5·102 + 1·101 + 6·100 ანუ, 10-ის ხარისხი ემთხვევა რიცხვში ციფრის პოზიციის
ნომერს ‘მინუს’ 1. ანალოგიური პრინციპი მოქმედებს ორობითი რიცხვების გარდაქმნისას
ათობითში, მხოლოდ ამ შემთხვევაში. ფუძე 2-ის ტოლია. მაგალითად, ორობითი რიცხვი
1101012 წარმოდგინდება თვლის ათობით სისტემაში შემდეგნაირად (ინდექსი 2 მიუთითებს
რიცხვის ორობით სახეს):
1101012 = 1·25 + 1·24 + 0·23 + 1·22 + 0·21 + 1·20 = 5310 ათობითი რიცხვის გარდასაქმნელად
ორობითში, საჭიროა ეს რიცხვი მთელად გავყოთ 2-ზე და მიღებულ ნაშთს განვიხილავთ
მისაღები ორობითი რიცხვის ბოლო პოზიციაზე, შემდეგ განაყოფი გავყოთ მთელად 2-ზე და
მიღებულ ნაშთს განვიხილავთ მისაღები ორობითი რიცხვის ბოლოსწინა პოზიციაზე, და ა.შ.
მანამ, სანამ განაყოფს არ მივიღებთ 0-ის ტოლს:
53: 2 = 26 ნაშთი: 1
26: 2 = 13 ნაშთი: 0
13: 2 = 6 ნაშთი: 1
6: 2 = 3 ნაშთი: 0
3: 2 = 1 ნაშთი: 1
1: 2 = 0 ნაშთი: 1
მივიღეთ ნაშთების შემდეგი მიმდევრობა: 1 0 1 0 1 1. თუ ამ მიმდევრობას განვალაგებთ
მისაღები ორობითი რიცხვის პოზიციებზე ბოლოდან, მივიღებთ: 1101012
არითმეტიკა ორობით რიცხვებში შეკრება ეს ოპერაცია უმარტივესია ორობით არითმეტიკაში.
იგი ეყრდნობა 4 ძირითად ტოლობას:
0+0=0
0+1=1
1+0=1
1 + 1 = 10
მათი გათვალისწინებით შეგვიძლია ქვეშმიწერით შევკრიბოთ (ათობითი რიცხვების
მსგავსად)
ნებისმიერი ორობითი რიცხვები, მაგალითად, 011012 და 101112:
1 1 1 1 1 (<- ვიმახსოვრებთ)
01101
+10111
——————
1 0 0 1 0 0 (<- შედეგი)
გამოკლება
ძირითადი ტოლობებია:
0−0=0
0 − 1 = 1 (ვიმახსოვრებთ (-1)-ს)
1−0=1
1−1=0
მათი გათვალისწინებით შეგვიძლია ქვეშმიწერით გამოვაკლოთ (ათობითი რიცხვების
მსგავსად) ნებისმიერი ორობითი რიცხვები, მაგალითად, 11011102 და 101112:
-1 -1 -1 -1 (<- ვიმახსოვრებთ)
1101110
–10111
———————–
1010111
გამრავლება
ძირითადი ტოლობებია:
0•0=0
0•1=0
1•0=0
1•1=1
მათი გათვალისწინებით შეგვიძლია ქვეშმიწერით გავამრავლოთ (ათობითი რიცხვების
მსგავსად)
ნებისმიერი ორობითი რიცხვები, მაგალითად, 10112 და 10102:
1011
×1010
—————
0000

+1011
+0000
+1011
——————
1101110
გაყოფა
გაყოფა ორობით რიცხვებში ანალოგიურია გაყოფისა ათობით რიცხვებში. მაგალითად,
გავყოთ
110112 (=2710) 1012 (=510) -ზე:
1 1 0 1 1: 1 0 1 = 1 0 1

−101
——–
011
−000
——-
111
−101
——-
10
როგორც ვხედავთ, გაყოფის პროცესი წარიმართა შემდეგნაირად: გასაყოფის პირველ სამ
ციფრში 101 მოთავსდა ერთხელ, ნაშთი – 1. შემდეგ ჩამოვიტანეთ 1 გასაყოფიდან, მიღებულ
რიცხვში 101 მოთავსდა 0-ჯერ, ნაშთი 11. კვლავ ჩამოვიტანეთ 1 და ამჯერად მასში 101
მოთავსდა ერთხელ. რამდენადაც გასაყოფიდან ჩამოსატანი ციფრები ამოიწურა, გაყოფას
ვწყვეტთ.
შედეგი შემდეგი სახისაა: განაყოფში მივიღეთ 101, ხოლო ნაშთში – 10.
მართლაც, თუ ზემოხსენებულ ყველა ორობით რიცხვს გადავიყვანთ ათობითში,
დავრწმუნდებით, რომ 2710: 510 = 510 ნაშთი: 210

თვლის ათობითი სისტემა არის სისტემა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. სისტემა, რომელშიც
მონაწილეობს ყველა ციფრი (0,1,2, . . ., 9). ანუ მონაწილეობს ის ციფრები, რომელიც შეიძლება
ნაშთში მივიღოთ დადებითი რიცხვის 10-ზე გაყოფისას.

მაშინ რომელია თვლის ორობითი სისტემა? ეს არის სისტემა, რომელიც გამოიყენება ციფრულ
ტექნოლოგიებში. მაგალითად კომპიუტერში ყველაფერი 0-ებით და 1-ებით არის
წარმოდგენილი. ანუ ყველაფერი ორობით სისტემაშია. ნებისმიერი ათობითი რიცხვი
შეიძლება გადავიყვანოთ ორობითში და პირიქით, ნებისმიერი ორობითი ციფრი შეიძლება
გადავიყვანოთ ათობითში.

მოდით განვიხილოთ ათობითი რიცხვის ორობითში გადაყვანის ალგორითმი. ორობითი


რიცხვი რომ გადავიყვანოთ ათობითში, ეს რიცხვი უნდა გავყოთ ორზე იმდენჯერ, სანამ
განაყოფში არ მივიღებთ 0-ს. ეტაპობრივად გაყოფისას მიღებული ნაშთები უნდა ამოვიწეროთ
უკუმიმართულებით (შებრუნებულად). უფრო უკეთ გაგებისთვის გავაკეთოთ კონკრეტული
მაგალითი.
ბიბლიოგრაფია:
https://scsa.ge/blog/orobiti-ritskhvebi/
https://issuu.com/ni.xarauli/docs/_______________
https://polarize.ru/ka/office/dvoichnaya-sistema-schisleniya-osnovy-dvoichnoi-arifmetiki-
prezentaciya--/

You might also like