You are on page 1of 21

Academic Writing IR 2018-2019

წყაროების გამოყენება
აკადემიურ ნაშრომში
 რისთვის ვიყენებთ წყაროებს აკადემიურ ნაშრომში?

 რატომ ვუთითებთ წყაროებს აკადემიურ ნაშრომში?

 რა განსხვავებაა აკადემიურ და არააკადემიურ წყაროებს შორის?


წყაროების გამოყენება
 აკადემიურ ნაშრომში დაშვებულია არააკადემიური წყაროების გამოყენებაც
 მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ წყარო სანდოა

აკადემიურ ნაშრომს ხშირ შემთხვევაში აქვს შემდეგი მახასიათებლები:


დაწერილია ექსპერტის/დარგის სპეციალისტის მიერ
რეცენზირებულია
წყაროები მითითებულია, ერთვის ბიბლიოგრაფია
გამოცემულია კვლევითი ცენტრის/უნივერსიტეტის მიერ
 დაცულია აკადემიური სტილი
წყაროების ტიპები

 პირველადი წყარო (მაგ. დაკვირვების, გამოკითხვის ან ექსპერიმენტის შედგები;


პუბლიკაცია, სადაც პირველად გამოქვეყნდა ეს მონაცემები; სამთავრობო
ოფიციალური დოკუმენტები)

 მეორადი წყარო (ნაშრომები სადაც განხილულია პირველადი წყაროები მაგ.


აკადემიური სტატიები)

 მესამეხარისხოვანი წყარო
პლაგიატი

 სხვისი სიტყვების, ფრაზების, იდეებისა თუ სტრუქტურის გამოყენება


წყაროს მითითების გარეშე
პლაგიატი შეიძლება იყოს:
 სიტყვა-სიტყვით კოპირება (მთლიანი ნაშრომის გამოყენება)
 შერჩევით წინადადებების გაერთიანება;
 საკუთარი სიტყვებით დაწერა ავტორის მითითების გარეშე;
 წიგნიდან, სტატიიდან, მოხსენებიდან აბზაცის პირდაპირ გადმოტანა
ციტატა

 ციტატა გულისხმობს სხვა მასალიდან სიტყვების, წინადადებების, აბზაცების


პირდაპირ გადმოტანას ნაშრომში
 თუ 3-4 ხაზს არ აღემატება ციტირება, ის პირდაპირ ტექსტშია და ბრჭყალებში
ვსვამთ
 თუ სიგრძე 5 ხაზი და მეტია მაშინ ტექსტისგან უნდა გამოვაცალკევოთ, გვერდის
შუაში გავათანაბროთ, ამ შემთხვევაში ბრჭყალებში არ ვსვამთ
 თუ ავტორის გრძელ ციტატას ვუხმობთ, სადაც აგრეთვე ციტატაა მოთავსებული,
ბრჭყალებში გადავიტანთ ჩვეულებრივ როგორც არის მოცემული
 ციტატაში ჩამატებული და შეცვლილი სიტყვები იწერება კვადრატულ
ფრჩხილებში, გამოტოვებული სიტყვების ადგილას - მრავალწერტილი

პერიფრაზი
 საკუთარ ნაშრომში სხვა ავტორის იდეების, მოსაზრებებისა თუ არგუმენტების
საკუთარი სიტყვებით გადმოცემა

 ორიგინალ ტექსტში მხოლოდ რამდენიმე სიტყვის სინონიმით ჩანაცვლება არ


ნიშნავს პერიფრაზს

 პერიფრაზირებისას ისევე როგორც ციტატის მოყვანისას აუცილებელია წყაროს


მითითება

 პერიფრაზირებისას აუცილებელია, გამიჯნოთ თქვენი საკუთარი მოსაზრება და


სხვა ავტორის იდეა თუ არგუმენტი
პლაგიატის მაგალითი
ორიგინალი ტექსტი: ეროვნული უსაფრთხოების იდეალიზაცია სახიფათოა საზოგადოებისთვის.
მხედველობაში გვაქვს ისეთი ვითარება, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის
მიზეზით მმართველი რეჟიმისა თუ ავტორიტარული ლიდერის მიერ ოპოზიციის დათრგუნვა ხდება.

წყარო: რონდელი, ა. 2006. საერთაშორისო ურთიერთობები. თბილისი: ნეკერი.

პირდაპირი პლაგიატი: ეროვნული უსაფრთხოების იდეალიზაცია სახიფათოა საზოგადოებისთვის.


მხედველობაში გვაქვს ისეთი ვითარება, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის
მიზეზით მმართველი რეჟიმისა თუ ავტორიტარული ლიდერის მიერ ოპოზიციის დათრგუნვა ხდება.

პლაგიატი - მიუღებელი პერიფრაზი: ეროვნული უსაფრთხოების იდეალიზაცია სახიფათოა


საზოგადოებისთვის. ვგულისხმობთ ისეთი ვითარებას, როდესაც მმართველი რეჟიმისა თუ
ავტორიტარული ლიდერის მხრიდან ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზეზით
ოპოზიციის დათრგუნვა ხდება (რონდელი 2006, გვ.142)
მისაღები ვარიანტები
“ეროვნული უსაფრთხოების იდეალიზაცია სახიფათოა საზოგადოებისთვის.
მხედველობაში გვაქვს ისეთი ვითარება, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების
უზრუნველყოფის მიზეზით მმართველი რეჟიმისა თუ ავტორიტარული ლიდერის
მიერ ოპოზიციის დათრგუნვა ხდება” (რონდელი 2006, გვ.142)

როგორც ა. რონდელი (2006, გვ.142) შენიშნავს ეროვნული უსაფრთხოების


“იდეალიზაცია” საზოგადოებისთვის საშიშია, ვინაიდან უსაფრთხოების დაცვის
მოტივით მმართველებს ოპოზიციური ძალების დათრგუნვა შეუძლიათ.
როდის ვუთითებთ ან არ ვუთითებთ წყაროს

 ფაქტები არ საჭიროებს წყაროებით დამოწმებას


 როცა საკითხი საერთო ცოდნას ეხება (საყოველთაოდ ცნობილი ინფორმაცია)
 წყაროს მითითება აუცილებელია სხვა ავტორის იდეების, მიდგომის
გამოყენებისას

 წყაროს მითითება აუცილებელია სტატისტიკური მონაცემების მოყვანისას,


სხვისი ცხრილების, დიაგრამების გამოყენებისას

 როდესაც არ ხართ დარწმუნებული, სჭირდება თუ არა წყარო, ჯობია მიუთითოთ


შესაძლო კითხვები

 ხომ შეიძლება ჩემი აზრი სხვისას დაემთხვეს, მაინც პლაგიატია?


 თუ ავტორის მოსაზრებებს, ფრაზებს უშუალოდ მისი ნაშრომიდან არ ვიღებთ
და სხვა წყაროში ვნახეთ, რომელს ვუთითებთ?
 როგორ განვასხვავო ტექსტში ჩემი იდეები სხვების მოსაზრებებისგან?
 თუ ჩემი სიტყვებით დავწერე, მაინც უნდა მივუთითო წყარო?
 ბიბლიოგრაფიაში ხომ ვუთითებ წყაროს, ტექსტში რაღა საჭიროა?
 თუ წერილობითი არაა წყარო (მაგ. Youtube-ის ვიდეო, დოკუმენტური ფილმი
და სხვ.), მაინც უნდა მითითება?
წყაროს მითითების გზები

 არსებობს წყაროების მითითების სხვადასხვა სტილი (MLA, Chicago, APA)


 მნიშვნელობა არ აქვს რომელს გამოიყენებთ, მთავარია, ერთი სტილი იყოს
დაცული.

 არსებობს წყაროს მითითების ორი გზა: ტექსტშივე ან სქოლიოში


 ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ნაშრომის ბოლოს გამოყენებული
ლიტერატურის მითითება

თუ ტექსტშივე ვუთითებთ წყაროს, სქოლიო რაში შეიძლება დაგვჭირდეს?


წყაროს სქოლიოში მითითება წყაროების ტექსტშივე მითითება
წყაროს მითითება APA-ს სტილით
წიგნი, რომელსაც ერთი ავტორი ჰყავს

მითითება ტექსტში & გამოყენებულ ლიტერატურაში:


 (Franklin 1985, 54)
 Franklin, J. H. (1985) George Washington Williams: A biography. Chicago:
University of Chicago Press.

წიგნი, რომელსაც ორი ან სამი ავტორი ჰყავს

 (Krause, Bochner & Duchesne 2006, 185)


 Krause, K.-L., Bochner, S., & Duchesne, S. (2006). Educational psychology for learning and
teaching (2nd ed.). Melbourne, Australia: Thomson.

თუ 3-ზე მეტი ავტორია ტექსტში შემდეგნაირად ვუთითებთ (Krause et al., 2006), ხოლო
ბიბლიოგრაფიაში ჩვეულებრივ ვუთითებთ ყველას გვარს.
წყაროს მითითება APA-ს სტილით

პირველი გამოცემის შემდგომი გამოცემები

მითითება ტექსტში & გამოყენებულ ლიტერატურაში:

 (Strunk & White 2000, 4)

 Strunk,W., Jr., & White, E. B. (2000). The elements of style (4th ed.). New York: Longman

თავი წიგნში

 (Wiese 2006, 102)

 Wiese, A. (2006). The house I live in: Race, class, and African American suburban dreams in
the postwar United States. In K. M. Kruse and T. J. Sugrue (Eds.), The new suburban history
(pp. 99–119). Chicago: University of Chicago Press.
წყაროს მითითება APA-ს სტილით
სტატია ჟურნალში

მითითება ტექსტში & გამოყენებულ ლიტერატურაში:

 (Jackson 1979, 180)


 Jackson, R. (1979). Running down the up-escalator: Regional inequality in
Papua New Guinea. Australian Geographer 14 (5), 175-84

სტატია გაზეთში

 (Chamberlin et al., 2008)


 Chamberlin, J., Novotney, A., Packard, E., & Price, M. (2008, May). Enhancing worker well-
being: Occupational health psychologists convene to share their research on work, stress,
and health. Monitor on Psychology, 39(5). 26-29.
წყაროს მითითება APA-ს სტილით
სტატია, რომლის ავტორიც უცნობია

მითითება ტექსტში & გამოყენებულ ლიტერატურაში:

 (United States and the Americas, 2003)

 The United States and the Americas: One history in two halves. (2003, December 13).
Economist, 36

ონლაინ წყარო

 (Lipson 2004)

 Lipson, C. (2004). Advice on getting a great recommendation. Retrieved February 1, 2004,


from http://www.charleslipson.com/courses/Getting-a-good-recommendation.htm
წყაროს მითითება APA-ს სტილით

ორგანიზაცია როგორც ავტორი

მითითება ტექსტში & გამოყენებულ ლიტერატურაში:

 (Institute of Chartered Accountants in Australia, 2004)

 Institute of Chartered Accountants in Australia. (2004). AASB standards for 2005:


equivalents to IFRSs as at August 2004. Sydney, Australia: Pearson Education.
ტექსტში ჩართული მითითების დროს წამოჭრილი სხვა საკითხები

სხვადასხვა ავტორები ერთი და იგივე გვარით

ერთი გვარის მქონე სხვადასხვა ავტორის ნაშრომის ტექსტში მითითებისას დაუმატეთ ავტორის
სახელის ინიციალი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თარიღები განსხვავებულია თუ ინიციალებიც
ერთნაირია, სახელები სრულად დაწერეთ

მაგ. (J. Smith 2001, 140) (Adele Gottfried 1988,15)

(T. Smith 1998, 25-26) (Allen Gottfried 1994, 270)

ნაშრომები ერთი და იგივე ავტორითა და თარიღით

თუ უთითებთ ავტორის ერთზე მეტ ნაშრომს, რომელიც ერთსა და იმავე წელს გამოიცა, წელს
დაურთეთ ასოები ა, ბ, გ და ა.შ.

მაგ. (Davis 1983a, 74)

(Davis 1983b, 59-60)


ტექსტში ჩართული მითითების დროს წამოჭრილი სხვა საკითხები
თარიღი არ არის მითითებული
თუ უთითებთ გამოქვეყნებულ ნაშრომს, რომელზეც არ არის მითითებული თარიღი, თარიღის
ადგილას დაწერეთ შემოკლება „თ.გ.“ („თარიღის გარეშე“) (ინგლისური წყაროებისთვის კი „n.d.“ – „no
date“)
მაგ. (აბაშიძე თ.გ., 7); (Smith n.d., 5)

ტექსტშივე მითითებულია ავტორი


თუ ტექსტში ახსენებთ ავტორს, შეგიძლიათ აღარ გაიმეოროთ ავტორის გვარი და მხოლოდ წელი
მიუთითოთ
მაგ. არიესის (1965) მიერ წარმოდგენილი არგუმენტები შეიცვალა შემდგომი კვლევების შედეგად

ერთზე მეტი ნაშრომის მითითება


ერთი თვალსაზრისის დასაბუთებისთვის თუ უთითებთ რამდენიმე წყაროს, დააჯგუფეთ ისინი ერთ
მითითებაში, წყაროები ერთმანეთისგან წერტილ-მძიმით გამოყავით
მაგ. რამდენიმე თეორეტიკოსი მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა ამ პოზიციას (Armstrong and Malacinski
1989; Pickett and White 1995; Beigl 2004)
Chicago Style

http://www.chicagomanualofstyle.org/tools_citationguide/citation-guide-1.html

You might also like