You are on page 1of 67

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სამაგისტრო პროგრამა ამერიკისმცოდნეობა

გიორგი თათარაშვილი

პერსონული ინდივიდუალიზმის პრობლემა ამერიკულ


ტრანსცენდენტალიზმში - ემერსონი, თორო

ნაშრომი შესრულებულია ამერიკისმცოდნეობის მაგისტრის


აკადერმიური ხარისხის მოსაპოვებლად

ნაშრომის ხელმძღვანელი: ანასტასია ზაქარიაძე


ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

თბილისი 2019
შინაარსი

ანოტაცია................................................................................................................................................4

Annotation...............................................................................................................................................5

შესავალი................................................................................................................................................6

თავი I: ამერიკული ტრანსცენდენტალიზმის კონცეპტუალური ჩარჩო

§1.1. ამერიკული ტრანსცენდენტალიზმის დაფუძნება: წინარეისტორია, მიზეზები,


ადგილი ამერიკულ
კულტურაში .......................................................................................................
........................................................10

§ 1,2, ევროპული და ამერიკული ტრანსცენდენტალიზმი - შეპირისპირებითი ანალიზი


(კანტი, ემერსონი, თორო).................................................................................................................16

§ 1.3. ამერიკული ტრანსცენდენტალიზმის მოძრაობის


აღმავლობა...........................................................................................................................................20

თავი II პერსონული ინდივიდუალიზმის პრობლემა ემერსონთან

§ 2.1. ემერსონის მსოფმხედველობის საფუძვლები - ონტოლოგიური, გნოსეოლოგიური,


მისტიკურ-რელიგიური...................................................................................................................25

§2.2. ადამიანის უფლებები - თავისუფლება, ბედნიერება,


ინდივიდუალიზმი...........................................................................................................................28

§ 2.3. ადამიანი და ბუნება................................................................................................................36

§ 2.4. პერსონული ინდივიდუალიზმი, როგორც ახალი ღირებულება...................................41

თავი III ამერიკული იდენტობის ბაზისური პარადიგმა-თორო

§ 3.1. თოროს მსოფლმხედველობრივი დისკურსი.....................................................................48

§3.2. „უოლდენი“ - რომანტიკული უტოპია................................................................................51

2
3.3. პერსონული ინდივიდუალიზმის პრობლემა ემერსონისა და თოროს
ტრანსცენდენტალიზმში - კრიტიკული ანალიზი......................................................................55

დასკვნა................................................................................................................................................58

გამოყენებული ლიტერატურა.........................................................................................................61

3
ანოტაცია

წინამდებარე ნაშრომში, მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი ლიტერატურის


საფუძველზე, ავტორი ცდილობს პასუხი გასცეს მთავარ შეკითხვას, თუ როგორ
წარმოჩინდა ამერიკულ ტრანსცენდენტალიზმში პერსონული ინდივიდუალიზმის
პრობლემა, მისი არსი, რომლითაც მთლიანადაა განმსჭვალული, როგორც ემერსნის, ასევე
თოროს ფილოსოფიური ესეები და მსოფმხედველბა.
ნაშრომში, ასევე განხილულია და შეფასებულია, ამერიკული ტრანსცენდენტალიზმის
ისტორიული წარსული, რომელიც ფილოსოფიურ, რელიგიურ და ლიტერატურულ
პარადიგმებს მიცავს.
ნაშრომის მიზანია, იმ თავისებურებებისა და განსხვავებების შესწავლა და ანალიზი,
რომელიც თან სდევდა ამერიკულ ინდივიდუალიზმს, ხოლო ემერსონისეული
ინდივიდუალიზმი კი წარმდგენილია, როგორც ახალი ხედვა ამ საკითხთან
დაკავშირებით.
ნაშრომის ამოცანაა, რომ დავინახოთ, დამოუკიდებელი, პერსნული
ინდივიდუალიზმით ცხვრების მნიშვნელობა და დავუპირისპიროთ კონფორმიზმს.
ნაშრომი ძირითადად, ემერსნის დოქტრინის, „ირწმუნე შენი თავის“,
ტრანსცენდენტალიზმის მანიფესტის, „ბუნება“ ასევე, თოროს „სამოქალაქო
დაუმრჩილებლობა“ და „“უოლდენი“, ნამუშევრებზე იქნება ფკუსირებული, რომელმაც
ადამიანის ძლიერი პერსონულობა და ინდივიდუალიზმი განსაზღვრა.
აღნიშნული ნაშრომი წარმადგენს მოკრძალებულ მცდელობას, საქართველში
ტრანსცენდენტალიზმის კვლევის გზაზე.
Annotatin

The main objectives of this thesis is to analyze and describe those particularities of American
Transcendentalism which is connected to personal individualism and even more it empashizes
personal individualism as a core subject of this topic, which greatly influenced first of all American
people through the decades. This thesis includes a historical background of American
transcendentalism which is a philosophical, theological, and a literary movement of the 19th
century; a movement that supports individualism in everything and the power of thought, holding
a great sense of self-trust and self-confidence. The study shows how important originality and
uniqueness is in order to form a real sense of life and to leave peacefully with an independent
personality. In this work a focused attention will be on the work of Ralph Waldo Emerson the
essay Self-Reliance which examined people’s strong personality and on the work of Henry David
Thoreau.

5
შესავალი

ამერიკის შეერთებული შტატები ცნობილია თავისი მდიდარი ისტორიით, რომელიც,


მუდმივ ცვლილებებს განიცდიდა წლების განმავლობაში. ყოველი ეს ცვლილებები,
იქნებოდა ეს ისტორიული მოვლენა, ამა თუ იმ დროს დაწყებული საზოგადოებრივი
მოძრაობა თუ სხვა, უდიდეს გავლენას ახდენდა ამერიკელ ხალხზე, ამერიკულ ცხოვრების
წესზე და აზროვნებაზე.
მე-19-ე საუკუნის ამერიკის შეერთებული შტატები ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენის
და ცვლილების მომსწრე გახდა, რომელმაც შეცვალა ამერიკული ნორმები, სტანდარტები
და რაც ყველაზე მთავარია აზროვნების წესი. სწორედ ამ დროს, 1830-იანი წლების შუა
წლებში „ახალ ინგლისში“, შტატ მასაჩუსეტში, კონკორდში დაიწყო ფილოსოფიურ -
რელიგიური მოძრაობა - ტრანსცენდენტალიზმი, რომელიც ასევე ლიტერატურული
მოძრაობაც იყო. ტრანსცენდენტალიზმის ჩამოყალიბებაზე უდიდესი გავლენა იქონია,
ევროპულმა ფილოსოფიურმა დოქტრინებმა, კერძოდ ინგლისურმა და გერმანულმა
რომანტიზმმა და ფილოსოფიამ.1 საერთოდ მე-19-ე საუკუნის დასაწყისში, ამერიკის
შეერთებულ შტატებში, კალვინიზმის დოქტრინის წინააღმდეგ სხვადასხვა აზრები გაჩნდა,
კალვინიზმი თავის არსში მეტად პესიმისტური იყო კეთილი არსის შესახებ და ადამიანსაც
პირველ რიგში ცოდვილ არსებად აღიქვამდა და მკაცრი პურიტანული საწყისების მთავარი
დამცველი იყო, სწორედ ამიტომ მე-19-ე საუკუნის დასაწყისში, კალვინიზმს
დაუპირისპირდა განმანათლებლური თეოლოგია, რომელსაც უნიტარიზმი უწოდეს2,
ხოლო მის მიმდევრებს კი უნიტარისტები.
სწორედ უნიტარისტების სწავლებიდან გამომდიანრეობს, ადამიანის როგორც
კეთილგონიერი არსების აღქმა და ქრისტიანულ საწყისებზე ადამიანის დაბრუნების

1
ამ მხრივ აღსანიშნავია, კანტის ეთიკური თეორია, შელინგის ნატურფილოსოფია, იაკობის შემეცნების
თეორია
2
იმის გამო, რომ განმანათლებლური თეოლოგიის მიმდევრები უარყოფდნენ წმინდა სამებას, მათ
უნიტარისტები უწოდეს

6
მცდელობა. ეს ის საკითხები იყო რაც ადამიანს ინდივიდუალური თავისუფლების
შემეცნების გზაზე აყენებდა. აქედან გამომდინარე უნიტარიზმის შემდგომი ეტაპი,
აღსანიშნავია, რომ არა მარტო თეოლოგიური მსოფლმხედვით, არამედ ფილოსოფიურ,
ესთეტიკურ, რელიგიურ, და ლიტერატურული კუთხით ამერიკულმა
ტრანსცენდენტალიზმმა გააგრძელა.
ამერიკული ტრანსცენდენტალიზმი სათავეს უნიტარიზმისგან იღებს. რალფ უალდო
ემერსონი, ტრანსცენდენტალიზმის მთავარი დამფუძნებელი, სწორედ უნიტარული
თეოლოგიური მოძრაობის წევრი და მღვდელი იყო.
აღნიშნული სამაგისტრო ნაშრომი დიდწილად ემერსონის ესეებზე დაყრდნობით,
ამერიკულ ინდივიდუალიზმს ეძღვნება, კერძოდ პერსონულ ინდივიდუალიზმს, ასევე
ტრანსცენდენტალიზმის მეორე თვალსაჩინო წარმომადგენლის, ჰენრი დევიდ თოროს
შეხედულებებს ამ საკითხზე, სადაც პირველწყარო სწორედ თოროს ფილოსოფიური თუ
მხატვრული ნაწარმოებებია.
ნაშრომი შედგება სამი თავისა და ათი პარაგრაფისგან. პირველი თავი
სახელწოდებით, „ამერიკული ტრანსცენდენტალიზმის კონცეპტუალური ჩარჩო“ იწყება იმ
ისტორიული რეალიების მიმოხილვით, რომელიც არსებობდა ამერიკის შეერთებულ
შტატებში, კერძოდ „ახალ ინგლისში“ მე-19-ე საუკუნის პირველ ნახევარში.
გაანალიზებულია და შეჯერებულია ის მიზეზები, რომლებმაც ამერიკაში
ტრანსცენდენტალიზმის დაფუძნება განაპირობა. განხილულია თუ როგორ წარმოიშვა
ამერიკული ტრანსცენდენტალიზმი და რა იყო ის მიზეზები, რომლებმაც ხელი შეუწყო
მოძრაობის აღმავლობას.
ნაშრომში დეტალურად არის განხილული, ამერიკული ტრანსცენდენტალიზმის
დამახასიათებელი ნიშნები, ამერიკული ინდივიდუალიზმი. აღსანიშნავია, რომ კვლევაში
გამოყენებულია და ციტირებულია იმ ავტორთა პირველწყაროები, რომლებიც უშუალოდ
თავად იყვნენ მომსწრეები და თვითმხილველები მოძრაობის დაწყებისა და
განვითარებისა.

7
ნაშრომში ასევე განხილულია და გაანალიზებულია, თუ რატომ ითვლება რალფ
უალდო ემერსონი, ამერიკული ტრანსცენდენტალიზმის დამაარსებლად. ყურადღებაა
გამახვილებული და დიდი საკვლევი დრო ეთმობა ემერსონის თანამედროვე, მის ახლო
მეგობრისა და მოსწავლის ჰენრი დევიდ თოროს როლზე, ტრანსცენდენტალიზმის
განვითარების გზაზე.
პირველ თავში, ძირითადად განხილულია ის მიზეზები და გარემოებები, რომლებიც
წინ უძღოდა მოძრაობის დაწყებას. აღწერილია ის კავშირები ამერიკულ და ევროპულ
ტრანსცენდენტალიზმს შორის, რომლებმაც საერთოდ ამერიკული ტრანსცენდენტალიზმის
ქვაკუთხედი შეადგინა - „ირწმუნე შენი თავის“.
მეორე თავში აღწერილია, ემერსონის მსოფმხედველობის საფუძვლები, ემრსონის
ძალიან მოკლე ბიოგრაფია, რათა უფრო თვალსაჩინო გამეხადა მისი როგორც, ინდივიდის
ცხოვრების გზა, გამოწვევები, რომელიც საკმაოდ მრავაფეროვანია და სწორედ პერსონულ
ინდივიდუალიზმთან პირდაპირ კავშირშია.
ნაშრომში გაანალიზებულია, ადამიანის უფლებები, თავისუფლება, ბედნიერება,
ინდივიდუალიზმი, პირველ რიგში, როგორც ტრანსცენდენტალიზმის მთავარი საკითხები
პერსონულ ინდივიდუალიზმთან მიმართებაში. ასევე აღსანიშნავია ადამიანის და ბუნების
ურთიერთობა, რაც პირდაპირ კავშირშია, როგორც ემერსონის ასევე თოროს კვლევის
საკითხებთან, თუნდაც აღვნიშნოთ, რომ ამერიკული ტრანსცენდენტალიზმის მანიფესტს
ემერსონის ესე „ბუნება“ წარმოადგენდა. ნაშრომში შედარებულია ერთმანეთს, ამერიკული
ინდივიდუალიზმი, რომელიც რასაკვირველია ტრანსცენდენტალიზმამდე არსებობად და
მოძრაობის შემდგომ კიდევ უფრო სხვა თავლით დანახული, პერსონული
ინდივიდუალიზმი, რომელიც ემერსონის „ირწმუნე შენი თავის“ და თოროს თუნდაც
„უოლდენის“ მთავარ მამოტივირებელ ქვაკუთხედს წარმოადგენს. ხოლო მესამე და ბოლო
თავში სახელად, „ამერიკული იდენტობის ბაზისური პარადიგმა-თორო“ გაანალიზებულია
თოროს მსოფლმხედველობრივი დისკურსი და მისი რომანტიკული უტოპია „უოლდენი“.
ვფიქრობ აღნიშნული სამაგისტრო ნაშრომის თემა, ყოველთვის აქტუალური იყო და
დღესაც აქტუალურია, თუნდაც ქართული რეალობისათვის. ქართულ სამეცნიერო

8
წყაროებში, არ მოიპოვება ერთიანი მასალა, რომელიც მიძღვნილია ამერიკული
ტრანსცენდენტალიზმის პერსონული ინდივიდუალიზმის იდეას. ასევე არ არსებობს
ქართულ ენაზე ნათარგმნი არა-ერთი წყარო რომელიც უშუალოდ ნაშრომშია განხილული
და სპეციალურად ნაშრომისთვის ითარგმნა.
ნაშრომი შესრულებულია უნიკალური პირველწყაროებისა(ასევე ადაპტირებული
თარგმანების) და მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებების მიერ აღიარებული
მეორადი წყაროების მიხედვით. კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენს, ამერიკული
ტრანსცენდენტალიზმის ანალიზი, პერსონული ინდივიდუალიზმის პრობლემა,
ემერსონისა და თოროს ფილოსოფიაში. ასევე იმ თავისებურებების, მიზეზებისა და
შედეგების ანალიზი და წარმოჩენა, რომელიც თან ახლდა მოძრაობის დაწყებას,
დაფუძნებას და განვითარებას.
ვიმედოვნებ, აღნიშნულ ნაშრომში შეძლებისდაგვარად შევძლებ ფილოსოფიის ველზე
შესვლას, ფილოსოფოსობა ხომ აზროვნების აქტში შესვლაა, თანაც ეს აქტი არ დაიყვანება
ფორმულებზე ან ტერმინოლოგიაზე, ესაა უპირობო აქტი დამოკიდებული
განცვიფრებაზე.3
ვფიქრობ ამ ნაშრომით ქართულ სამეცნიერო წყაროებს შეემატება ერთი
მოკრძალებული ნაშრომი, რომელიც შეძლებისდაგვარად ამ საკითხით დაინტერესებულ
მკვლევარებს, თუ საერთოდ დაინტერესებულ პირებს, მცირედით მაინც დაეხმარება
ქართულ ენაზე გაეცნონ ამერიკულ ტრანსცენდენტალიზმს და მის წამყვან ქვაკუთხედს -
პერსონულ ინდივიდუალიზმს.

3
როგორც არისტოტელე ამბობს, ფილოსოფია იწყება განცვიფრებით

9
თავი I: ამერიკული ტრანსცენდენტალიზმის კონცეპტუალური
ჩარჩო

§ 1.1. ამერიკული ტრანსცენდენტალიზმის დაფუძნება: წინარეისტორია,


მიზეზები, ადგილი ამერიკულ კულტურაში

მე-19-ე საუკუნის დასაწყისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე


შეინიშნებოდა იმის წინაპირობები, რომ იმდროინდელი დომინანტი თეოლოგიური
მსოფმხედველობა კალვინიზმი, რომელიც ამერიკაში პურიტანიზმის სახით დომინირებდა
კრიზისში იყო და იმდროინდელი „ახალი სამყაროს“ სტანდარტებს დღითი-დღე
სცილდებოდა. სწორედ ამ დროს ემთხვევა ტრანსცენდენტალიზმის დაფუძნება, როდესაც
ამერიკელმა ფილოსოფოსებმა, მოაზროვნეებმა, დაიწყეს მოქმედება იმისთვის, რომ ახალი
იდეები და აზროვნების ახალი გზები გაევრცელებინათ ამერიკაში, ტრანცენდენტალიზმის
სახელით. მძრაობის წევრებს სჯეროდათ, რომ ღმერთი, ადამიანი და ბუნება ერთმანეთთან
მჭიდრო კავშირშია, იმისათვის რომ შეიქმნას ცხოვრების ერთიანი წარმოდგენა, ცხოვრების
მთვარი იდეა. (Emerson, (1836)1949, 07).
ტრანსცენდენტალიზმი არის, ამერიკის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და
პირველ რიგში ფილოსოფიური მოძრაობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მე-
19-ე საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო და მთელი საუკუნის განმავლობაში ვითარდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობის დაწყებაზე დიდი გავლენა იქონია, კონტინენტურმა
ფილოსოფიურმა დოქტრინებმა, კერძოდ ინგლისურმა და გერმანულმა
განმანათლებლობამ და რომანტიზმმა, იგი მაინც წმინდა ამერიკული მოვლენა იყო. ახალი
ინგლისის ახალგაზრდებმა, რომელთაც სურდათ, თავიანთი დროის სულისკვეთების
გარდაქმნა შექმნეს აღნიშნული მოძრაობა, რომელიც მე-19-ე საუკუნის ამერიკაში ყველაზე
გავლენიან ფილოსოფიურ-რელიგიურ მოძრაობად ჩამოყალიბდა.

10
ამერიკული ტრანსცენდენტალიზმი არის ახალი იდეების ერთგვარი ნაზავი,
რომელმაც ამერიკულ ლიტერატურაში, რელიგიაში, განათლების სფეროში,
საზოგადოებაში და საერთოდ ამერიკულ კულტურაში ღრმად გაიდგა ფესვები.
ტრანსცენდენტალიზმი, აკადემიური სიტყვაა, რომელიც აღწერს იდეას, რომ ყოველ
ადამიანს აქვს ცოდნა, გამოცდილება საკუთარ თავზე და ეს ცოდნა არ არის
დაფუძნებული ლოგიკაზე, ან მეცნიერულ ცოდნაზე, არამედ ინტუიციაზე და
შემოქმედებითი წარმოსახვის უნარზე, რაც თავისთავად ინდივიდუალიზმისკენ
მოწოდებაა. იაზროვნე თვითონ -შეიძლება ამ კუთხით გავიგოთ ეს მოსაზრება.
მე-19-ე საუკუნის პირველ ათწლეულში აღნიშნული მოძრაბა მიიჩნეოდა, როგორც
ტრადიციული უნიტარისტული მოძრაობა, რომელიც ამავდროულად დომინანტ
რელიგიას წარმოადგენდა ბოსტონში, რომლის მთავარი მრწამსიც იყო ღმერთი და
ღმერთის ერთსახოვნება. კურტზი4 ამერიკული ტრანსცენდენტალიზმის მოძრაობის
შესახებ ამბობდა:
„მოძრაობა უფრო მეტად იყო კონსერვატიული, მეტაფიზიკურად და
ეპისტემოლოგიურად, თუმცა ისიც ცხადია, რომ ის თავისი არსით ლიბერალურიც იყო.
ასევე, თითქოს დაუსრულებელი მოძრაობა თავისი არსით, რომელიც დასაწყისშივე
ვითარდებოდა. ლიტერატურულად, რელიგიურად, პოლიტიკურად და ფილოსოფიურად
უფრო ადვილად აღსაქმელი, იმ ცოდნის გათვალისწინებით თუ რას ეწინააღმდეგებოდა
ის, ვიდრე რას უჭერდა მხარს“ (Kurtz, 1966, 26).
რელიგიური კუთხით ტრანსცენდენტალიზმი რელიგიის გარეთ დაიბადა. ეს
შეიძლება იმითაც იყო განპირობებული, რომ უნიტარიზმის წიაღში ჩასახულმა
ტრანსცენდენტალიზმმა კრიტიკულად გააცნობიერა მისი ნაკლოვანებები და სერიოზული
ხარვეზები. მძრაობის წევრები ხვდებოდნენ, რომ უნიტარიზმი ჯანსაღი რეაქცია იყო,
იქამდე გაბატონებულ კალვინისტური თეოლოგიური მსოფმხედველობის წინააღმდეგ,
თუმცა ისიც ნათელი იყო რომ უნიტარიზმი მარცხდებოდა ახალი რელიგიის დაფუძნების
გზაზე.

4
პოლ კურტზი (1925-2012) - გამოჩენილი ამერიკელი სკეპტიცისტი, „სეკულარული ჰუმანიზმის მამად“
წოდებული

11
უნიტარიზმი რელიგიურ საკითხებს და მორალს განიხილავდა, როგორც ემპირიულ
პრობლემებს. მათ მიმართ იყო ისეთივე მიდგომა, როგორც, მეცნიერული საკითხების
მიმართ, რომელიც აიხსნებოდა მიზეზით და გრძნობით. ყველაფერი დაიყვანებოდა
ემპირიაზე დაფუძნებულ ექსპერიმენტზე, ცდაზე. მაგრამ ისინი ჩიხში აღმოჩნდნენ. ვერ
მოახერხეს ახსნა იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი სულიერი საკითხების გადაჭრა
(ზაქარიაზძე 2009, 56). ხოლო ტრანსცენდენტალიზმი სწორედ ამ გაუცემელ კითხვებს
სცემდა პასუხს და პერსონული გამოცდილება წინა პლანზე გამოჰქონდა.
მოძრაობა, წარმოადგენდა იდეალურ სისტემას რომლის მიხედვითაც პერსონული
სიძლიერე, სიმამაცე, დამოუკიდებლობა, საკუთარ თავზე ორიენტირებულობა და
ბედნიერება, დამოკიდებული იყო და არის საკუთარი თავის რეალიზაციასთან.
პოლიტიკის საკითხებში ტრანსცენდენტალიზმმა, თავისდა უნებურად დიდი
წვლილი შეიტანა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ფორმირებაში. მან ხორცი
შეასხა ამერიკელი პოლიტიკოსებისა თუ ლიდერების ამა თუ იმ ქმედებებს, რაშიც დიდი
წვლილი შეიტანა 1840 – 1929 წლებში გამოცემულმა ტრანსცენდენტალისტების ჟურნალმა
„The Dial”5, რომელიც თავისი მორალური და ეთიკური თეორიებით ამერიკელი
პოლიტიკოსების ყურადღებას იქცევდა და მოწონებას იმსახურებდა.
აღსანიშნავია, რომ ლიტერატურა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა
ტრანსცენდენტალიზმის გავრცელებაში, მოძრაობის წარმომადგენლებმა თავიანთი
აზრების გავრცელება ტრანსცენდენტალიზმთან დაკავშირებით სწორედ ლიტერატურის
სახით დაიწყეს. მათ შორის იყვნენ ისეთი ცნობილი და მოძრაობის წამყვანი
მოაზროვნეები, როგორებიც იყვნენ რალფ უალდო ემერსონი თავისი ყველაზე ცნობილი
და აღიარებული ნამუშევრებით, როგორებიცაა: „ირწმუნე შენი თავის“ და „ბუნება“ და
ჰენრი დევიდ თორო, რომელმაც დაწერა საზოგადოდ ცნობილი ესე „სამოქალაქო
დაუმორჩილებლობა“ და რომანტიკული შედევრი „უოლდენი“. ამ ორი უდიდესი
მოაზროვნის მიერ შექმნილმა ზემოთ ჩამოთვლილმა ნაწარმოებებმა, უდიდესი გავლენა
5
The Dial - ამერიკული ჟურნალი რომელიც პირველად 1840-1844 წლებში, ტრანსცენდენტალისტების მიერ
გამოიცემოდა იდეების გასავრცელებლად. 1880 – 1919 წლამდე ჟურნალი მიმოიხილავდა ამერიკის
პოლიტიკას და ლიტერატურის კრიტიკას. 1920 – 1929 წლებში ჟურნალი ინგლისურენოვანი მოდერნისტული
ლიტერატურის ყველაზე გავლენიანი გამომცემელი გახდა.

12
მოახდინა ამერიკელ საზოგადოებაზე და ყველას დაანახა ტრანსცენდენტალიზმის
ფილოსოფიის მნიშვნელობა.
ამერიკული საზოგადოების ჭრილში აღნიშნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური
მოძრაობის წევრებს სჯეროდათ, რომ საზოგადოება იყო ფოკუსირებული თავისუფალი
აზროვნებისკენ, დამოუკიდებლობისკენ და საკუთარი თავის რწმენისკენ
ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, ტრანსცენდენტალიზმი ესაა, აზროვნების ახალი
გზების ძიება, რომელმაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ამერიკის შეერთებული
შტატების მოსახლეობის ცხოვრებაზე და საერთოდ იდეებზე (American Transcendentalism
Web: How a Movement Spread its ideas, 1999: An Electronic Edition). ამერიკული
ტრანსცენდენტალიზმის მთვარ დოქტრინებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია
იმის ცოდნა, რომ ადამიანის სულიერი სამყარო, რწმენა, რომელიც ტრანსცენდილდება
ადამიანში მიიღწევა ინდივიდუალურად, „ინტუიტიურად“ და არა რელიგიური
დოქტრინების საშუალებით.
ტრანსცენდენტალიზმი მოძრაობის დასაწყისშივე აღიარებდა, ღმერთის
ერთსახოვნებას, ერთიანობას(ყოველი რელიგია იყო გამოხატულება ერთი და იმავე
რწმენის გამონაკლისის გარდა). ასევე ის აღიარებდა ადამიანის ღვთაებრიობას, რომელიც
სულიერებით იმართებოდა, (Temple, 1949, 277-300) რაც თავისთავად კალვინიზმის
თეოლოგიური დოქტრინების წინააღმდეგ პირდაპირი შეტევა იყო. ასევე
ტრანსცენდენტალიზმის ველზე, ბუნება უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენდა.
აღნიშნული მოძრაობა პირველად ახალი ინგლისის იმ მოაზროვნე წრეებში
ჩამოყალიბდა, რომლებმაც კალვინიზმი ინტელექტუალურად გადაამუშავეს და
უნიტარიზმში ის შეცდომები დაინახეს, რაც მათი აზრით უნდა გამოსწორებულიყო. მათ
სჯეროდათ ადამიანის კეთილი ნებისა და კეთილი ბუნების და კალვინიზმის პესიმისტურ
შეხედულებას ამ საკითხთან დაკავშირებით არ იზიარებდნენ. მათ განსაკუთრებული
მნიშვნელობა მიანიჭეს ღმერთის ერთსახოვნების საკითხს და წმინდა სამება უარყვეს.
აღნიშნული მოძრაობა მიუხედავად იმისა, რომ უნიტარიზმის ზოგიერთ ასპექტს
ეჭვქვეშ აყენებდა, (რაზეც უკვე ვისაუბრე) ის მაინც უნიტარიზმთან იყო მჭიდროდ

13
დაკავშირებული, ხოლო უნიტარიზმი კი ასევე ჰარვარდის და ბოსტონის
უნივერსიტეტების მოაზროვნე საზოგადოებასთან ასოცირდებოდა. შესაბამისად ვერ
ვიტყვით, რომ იგი უნიტარიანიზმს მთლიანად უარყოფდა, თუმცა მოძრაობამ საკუთარი
თავი სხვა გზით განავითარა. უნიტარიანიზმი მე-19-ე საუკუნის დასაწყისში, ახალ
ინგლისში, კერძოდ ბოსტონში დომინანტ რელიგიურ მოძრაობას წარმოადგენდა. შემდგომ
ჰარვარდის უნივერსიტეტში მჭიდროდ მოიკიდა ფეხი, სადაც აღსანიშნავია, რომ სწორედ
ის სტუდენტები სწავლობდნენ, რომლებმაც შემდგომ ტრანსცენდენტალიზმის
დაფუძნებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. უნიტარიანიზმმა იმით მოაწონა თავი
საზოგადოებას, რომ იგი წარმოადგენდა ოპტიმისტურ რელიგიას და განმანათლებლური
ფილოსოფიის დიდ გავლენას განიცდიდა. თუმცა ტრანსცენდენტალური მოძრაობის
დასაწყისში, მოძრაობის წევრები ფიქრობდნენ, რომ უნიტარიანიზმს სჭირდებოდა
დახმარება, დახვეწა, მათ სურდათ ისეთ პრინციპებზე დაფუძნებული, რელიგიისა და
ფილოსოფიის სინთეზი, სადაც ადამიანის პირადი გამოცდილება და სულიერი
გამოცდილება წინა პლანზე იქნებოდა წამოწეული (Stanford Encyclopedia of Philosophy, Feb
6, 2003).
მოძრაობის წევრებს დიდწილად გერმანული ფილოსოფიის დოქტრინების
ორიგინალში გაცნობის გამოცდილება არ ჰქონდათ და ძირითადად ბრიტანელი და ფრანგი
მოაზროვნეების, როგორებიცაა: თომას კარლაილი6, სემუელ კოლრიჯი7, ვიქტორ კუზინი8
და სხვა, პირველწყაროებს იყენებდნენ მათი იდეების გასაცნობად. ამის საპირისპიროდ,
რაც შეეხება ინგლისური რომანტიზმი, მათთვის უფო მშობლიური იყო. სწორედ ამიტომ,
ტრანსცენდენტალიზმი სულ მალე მოძრაობის დაწყებიდან რომანტიზმის ჩარჩოებში
მოექცა.(რაც თავისთავად არ აკნინებდა გერმანული იდეალიზმის გავლენას). ასევე
აღსანიშნავია ემანუელ სვედენბორგის9 „მისტიკური სპირიტუალისზმის“ დიდი გავლენა
მოძრაობაზე (Gura 2007, 91) და განსაკუთრებით ემერონზე.
6
თომას კარლაილი - 1795-1881, ვიქტორიანული ხანის დროინდელი შოტლანდიელი ფილოსოფოსი
7
სემუელ ტეილორ კოლრიჯი - 1772-1834, ინგლისელი ფილოსოფოსი და თეოლოგი
8
ვიქტორ კუზინი - 1792-1867, ფრანგი ფილოსოფოსი, ფრანგული ფილოსოფიური სკოლის
„ელექტრიციზმის“ დამაარსებელი, რომელიც გერმანული იდეალიზმის დიდ გავლენას ატარებდა
9
ემანუელ სვედენბორგი - 1688-1772, ეროვნებით შვედი, ლუთერანი თეოლოგი, ფილოსოფოსი, მეცნიერი და
მისტიკოსი

14
ასევე მოძრაობის წევრები თავს უნიტარისტებადაც თვლიდნენ, მოძრაობის დაწყების
პირველ ეტაპზე. მათ აიტაცეს კალვინიზმის პესიმიზმის ოპტიმიზმით ჩანაცვლება. მათი
შეხედულებებით, ღმერთი იყო სიყვარული, სამართლიანი და მოწყალე. ადამიანი არ იყო
ბოროტი საწყისის, არამედ სულგრძელი, სათნო და ღირსეული. ბუნება იყო მთავარი
მანიფესტაცია ღვთაებრივი მიზნის და ადამიანს უნდა ცოდნოდა და დაეფასებინა ეს
გამოცდილება. ადამიანის სული წარმოადგენდა ღვთაებრივთან კავშირში არსებულ საგანს.
ხოლო რელიგიური, სპირიტუალური გამოცდილება კი პერსონულად, ინდივიდუალურად
უნდა მოეპოვებინათ, სამღვდელოების დახმარების გარეშე.
უნიტარისიზმი დეიზმის მსგავსად თანხმდებოდა იმ აზრზე, რომ ბიბლიის
ინტერპრეტაცია საჭირო იყო, თუმცა ერთი განსხვავებით. დეიზმისგან განსხვავებით,
უნიტარიზმი ბიბლიის ბოლო თავს, იოანეს გამოცხადებას აღიარებდა (Nathan De May,
2003).
ლოკის ემპირიზმის საპასუხოდ, ტრანსცენდენტალიზმს სულ სხვა ველზე შევყავართ,
სადაც პირადი, პერსონული - ინდივიდუალისტური გამოცდილება მეცნიერულ ცდაზე წინ
დგას. ტრანსცენდენტალისტები ძირითადად ჰუმანიტარები იყვნენ, რომელთაც სწამდათ,
მორალის და ზნეობრიობის - პოლიტიკაში თუ სოციალურ კონტექსტში და სწამდათ
თანასწორუფლებიანობის. მათი ღრმა რწმენით, ყველა ადამიანს ჰქონდა თანდაყოლილი
ღირსება, რომელიც თავისთავად ყველა ადამიანის თანასწორობაში გამოიხატებოდა.

§ 1.2. ევროპული და ამერიკული ტრანსცენდენტალიზმი -


შეპირისპირებითი ანალიზი (კანტი, ამერსონი, თორო)

ამერიკული ტრანსცენდენტალიზმი, როგორც უკვე აღვნიშნე დიდადაა დავალებული


ევროპული ფილოსოფიური აზრისგან, განსაკუთრებით გერმანული იდეალისტური
ფილოსოფიისგან და რომანტიზმისგან. ტრანსცენდენტალიზმი, მე-19-ე საუკუნის პირველ

15
ნახევარში, ამერიკის მოაზროვნეთა წრეებში პოპულარული გახდა. ემერსონი, როგორც
ითქვა ცენტრალური ფიგურაა ტრანსცენდენტალისტებს შორის. მან როგორც მოაზროვნემ,
მქადაგებელმა, პოეტმა, დიდი გავლენა მოახდინა ამერიკის კულტურული ცხოვრების
განვითარებაზე, ემერსონთან ერთად ეს გზა მისმა ახლო მეგობარმა და მოწაფემ თორომ
გააგრძელა.
ემერსონის და თოროს ნააზრევი, ძირითადად უკავშირდება, გერმანულ იდეალიზმს
კერძოდ კანტს და მეორეს მხრივ, წინა თავში ჩვენთვის უკვე ნაცნობი, ინგლისელი პოეტის
და ფილოსოფოსის კოლრიჯის და კარლაილის ნააზრევს. გერმანული იდეალიზმის
გავლენა, თვალსაჩინოა მე-19-ე საუკუნის არა მარტო ამერიკელ, არამედ ინგლისელ
პოეტებზე და მოაზროვნეებზეც (თუნდაც კოლრიჯი, რომლის საშუალებითაც ემერსონი
ეცნობოდა გერმანულ იდეალიზმს). თავად ტერმინის „ტრანსცენდენტალიზმის“
დაფუძნება მიუთითებს იმაზე, რომ ემერსონი სიღრმისეულად იყო გაცნობილი და
შთაგონებული კანტის ფილოსოფიური ნააზრევით და საერთოდ გერმანული
იდეალიზმით.
ემერსონისთვის ცხოვრების უზენაესი დანიშნულებაა ადამაინის თვითსრულყოფა და
თვითშემეცნება, უმაღლესი გამოცხადებაა თავად ისიც, რომ ღმერთი მკვიდრობს თავად
ადამიანში. ემერსონის აზრით გარესამყაროს საგანთა შემეცნებასთან ერთად, მან უნდა
შეიმეცნოს მათი პრინციპები საკუთარ თავში, რამდენადაც არსებობს კავშირი ადამიანის
სულსა და გარესამყაროს შორის. ფაქტიურად იდეათა სამყაროს აღქმის უნარი უნდა
ისწავლოს გამოცდილების გზით, ეს გამოცდილება კი თავისთავად უსასრულოა
ემერსონთან(Emerson 1838).
ემერსონი და თორო უპირისპირდებოდნენ ფრანგ განმანათლებელთა რაციონალიზმს,
ისინი უარყოფდნენ ადამიანის და სამყაროს სრული რაციონალიზმის შესაძლებლობას
(Ataya, 2014, 09-15). სწორედ ამიტომაა, რომ ამერიკულ ტრანსცენდენტალიზმში
ინტუიტიური მიდგომა და პირადი გამოცდილება რომელსაც ტრანსცენდენტურზე
გავყავართ რაციოს გარეთ დგას, ერთის მხრივ გონება ბევრ კითხვას სცემს პასუხს, თუმცა
არსებობს ისეთი გამოცდილებაც, რომელიც გონებით ვერ აიხსნება. ამავე დროს

16
ტრანსცენდენტალისტებს ჰქონდათ ღრმა რწმენა აზროვნების ძალისა, რითაც ისინი
გერმანულ იდიალიზმს უახლოვდებოდნენ, კერძოდ კანტს.
კანტისეული გაგება ტრანსცენდენტალურისა, გულისხმობს არა იმ ცოდნის შინაარსს,
რომელიც რაიმე ობიექტებითაა დაინტერესებული, არამედ ხასიათს ცოდნისას,
რამდენადაც ეს ცოდნა თავისთავდ შესაძლებელია აპრიორული იყოს. ასეა მაგალითად
ტრანსცენდენტალურ ესთეტიკაში, რომელიც ცდილობს დაადგინოს, არის თუ არა ჩვენს
შეგრძნებებში რაიმე აპრიორული ელემენტები. ამგვარად ტრანსცენდენტალური
იდეალიზმი, კანტისეული გაგებით გულისხმობს იმას, რომ ყოველივე რაც ჩვენ ვიცით,
გამომდინარეა ჩვენი შემეცნებითი აპარატიდან გამომდინარე ფაქტორებით
(zviadgamsakhurdia.wordpress.com).
კანტი ნათლად ადასტურებს, რომ თავისთავად ცოდნა საგანზე შესაძლებელია თუმცა,
უფრო მნიშვნელოვანი ისაა თუ რა ხდის ამ ცოდნის მიღებას შესაძლებელს და შესაბამისად
რა არის ადამიანის გონის ფუნქცია - დანიშნულება. ტრანსცენდენტალური ცოდნა, იმის
წინაპირობაა, რომ აღვიქვათ სამყარო, ერთიანი, მთლიანი დროსა და სივრცეში (Immanuel
Kant: Metaphysics, http://www.iep.utm.edu/kantmeta). ტრანსცენდენტალურ ცოდნას კავშირი
აქვს მეტაფიზიკასთან, რომელიც თავისთავად ცოდნაა ბუნებაზე, რეალობაზე და
ყოფიერებაზე. ესაა ინტუიტიური გრძნობა, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ცოდნის
განსხვავებულ ფორმას (Blachowicz 2012, 09).
ტრანსცენდენტალური იდეალიზმი, ან უბრალოდ კანტიანური იდეალიზმი, ამბობს,
რომ ადამიანის გონს აქვს იმის უნარი და მოცემულობა, რომ მოიქცეს ღირსეულად და
განსაჯოს რა არის სწორი. ამავდროულად ადამიანს კანტის მიხედვით აქვს
თანდაყოლილი, აპრიორული პრინციპები, მაგალითად ინტუიცია(რაც თავისთავად
ემერსონის და თოროს ნააზრევს ეს მომენტი თავიდან ბოლომდე გაჰყვება), რომელიც
ადამიანს ეხმარება ცხოვრებაში. კანტი ამბობს, რომ ადამიანის გონი არის შექმნილი
იდელური აზროვნებისთვის, იგი ტრანსცენდენტალური იდეალიზმის კონცეფციას
განსაზღვრავს თავის წიგნში „წმინდა გონების კრიტიკა“ ორ ადგილას, პირველ
შემთხვევაში როდესაც ტრანსცენდენტალურ იდეალიზმს(რომელიც, სულიერ - იდეათა

17
სამყაროს აღიარებს მატერიალურის მაღლა) და ემპირიულ იდეალიზმს(რომლის
მიხედვითაც, გრძნობადი სამყაროს აღქმა მეტად მნიშვნელოვანია იდეალისტურ, სულიერ
აღქმაზე) ერთმანეთისგან განასხვავებს (Allison 1983, 111). კანტი ამბობდა:
„ტრანსცენდენტალური იდეალისტი, მეორეს მხრივ შეიძლება იყოს ემპირისტი -
რეალისტი, აქედან გამომდინარე მას შეიძლება დუალისტიც კი ვუწოდოთ, რომელსაც
შესწევს იმის უნარი, რომ დაუშვას თავისთავად საგნის არსებობა ისე, რომ მეტაფიზიკურ
ჭრილში არ გადავიდეს” (Kant 1998, 426).
მეორე შემთხვევაში კანტი ამბობდა:
„გამოცდილება ამა თუ იმ საგანზე, არაფერია თუ არა ის რასაც ეს საგანი გვთავაზობს,
შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია საგნების აღქმა ისე, როგორც ეს საგნები ჩვენს წინაშე
წარმოდგებიან“ (Kant 1998, 511).
კანტი ასევე განსაზღვრავს „ფორმალურ იდეალიზმს“ და „კრიტიკულ იდეალიზმს“,
პირველი არის თეორია იმის შესახებ, რომ საგნებს აქვთ აპრიორული ნიშან-თვისებები,
რომელიც შესაძლებელია ადამიანის გონებამ შეიმეცნოს. მეორეს მხრივ, „კრიტიკული
იდეალიზმი“ ფორმალურისგან განსხვავებით უფრო შეზღუდულია და ისეთ ჩარევებს
გამორიცხავს რაც გონებრივი შესაძლებლობების მიღმა გადის, როგორიცაა ინტუიცია
(მაგალითად ინტუიციის საშუალებით ზებუნებრივი სამყაროს აღქმა).
ტრანსცენდენტალური იდეალიზმის კონცეფციის უკეთესად გასაგებად საჭიროა
ფოკუსირება იმ საკითხზე, თუ როგორ აღიქვამს საგანებს ადამიანი(კანტის მიხედვით).
იდეალიზმის კონცეფციას ამერიკულ ტრანსცენდენტალიზმში განსაკუთრებული ადგილი
უკავია თავისუფლებასთან ერთად, თავისუფლების კონცეფცია კი იდეალიზმის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი ნიშაა, რომლის მიხედვით ადამიანი თავისი ბუნებით კეთილი არსებაა,
ხოლო, მატერიალიზმის მთავარი მიზეზი კი საზოგადებაა (Allison 1983, 111).
ვერნორ ლუის პარინგტონის10 სამართლიანი შენიშვნის თანახმად,
ტრანსცენდენტალისტებმა გერმანიაში იპოვეს საკუთარი ფილოსოფია, გამართულ
სისტემად ჩამოყალიბებული, რომელმაც დაასაბუთა ღვთის რწმენა და ადამიანის სულის

10
ვერნორ ლუის პარინგტონი - 1871-1929 ამერიკელი ლიტერატურის ისტორიკოსი და მეცნიერი

18
ღვთაებრიობა, რწმენა ღვთიური საწყისისა, რომლითაც გამსჭვალულია ბუნება და
რომელიც არსებობს ადამიანის სულში (Bercovovith, 1975, 12).
როგორც ემერსონისთვის, ისე თოროსთვის და კანტისთვის ცოცხალი აზროვნება არ
შეიძლება დაიბადოს რაიმე კლიშეში, შენ უნდა აიღო პასუხისმგებლობა გამოხვიდე ამ
კლიშეებიდან, აიღო პასუხისმგებლობა შენს საკუთარ ხედვაზე. რაც არის ევროპული
გამოცდილება, დეკარტეს, კანტის გამოცდილება, „საპერე აუდეს“11 გამოცდილება -
შემდგომ თავებში უკეთ გამოჩნდება, თუ როგორ პირდაპირაა გადატანილი ეს
გამოცდილება ემერსონისა და თოროს ფილოსოფიურ ნაწარმოებებში, სადაც ერთიც და
მეორეც პირდაპირ მოუწოდებს ხალხს აზოვნებისკენ, „ისიბრძნე თვითონ“ კი მოტივად
იქცევა.
ასევე დავამატებ, რომ კანტი და ამერიკელი ტრანსცენდენტალისტები გვასწავლიან
სიმამაცეს და ეს სიმამაცე გამოიხატება იმაში, რომ არა აზრი მოგვივიდეს არამედ, აზრში -
ცნობიერებაში ჩავვარდეთ(ლინგვისტურ დონეზე ეს უფრო სწორად გამოდის),
ცნობიერებაში, როგორც გარკვეული ტიპის ტოპოსში, თანაც ეს არ არის აპრიორული
მოცემულობა ადამიანისთვის, ადამიანს სჭირდება გარკვეული ტიპის ტექნიკები, რომ ამ
ცნობიერების ტოპოსში ჩავარდეს - სწორედ ამას გვასწავლის კანტი და ამერიკული
ტრანსცენდენტალიზმი, რაც სხვა არაფერია თუ არა პერსონული ინდივიდუალიზმის
უმაღლესი გამოხატულება. სწორედ ამიტომაცაა, რომ კულტურული დიალოგი ამერიკელ
და შედარებით ადრეულ გერმანელ იდეალისტებთან შედგა, რადგან როგორც ემერსონმა
ასევე თორომ ფაქტიურად მიატოვეს თვიანთი კულტურული განსაზღვრულობა და
შევიდნენ იმ ტოპოსში რომელიც ზოგადსაკაცობრიოა და ამავე დროს ინდივიდუალურიც,
სწორედ ამიტომ მოხდა კანტის გაგება ასე სრულფასოვნად ამერიკელ
ტრანსცენდენტალისტებს შორის. ამერიკელ ტრანსცენდენტალისტებს საფუძვლიანად
ჰქონდათ განსაზღვრული, რომ პასუხისმგებლობა შენს ფიქრზე არის პირობა იმისი, რომ
შენ საკუთარი თავის ღირსების სტრუქტურებს იყალიბებ ტრანსცენდენტალურ სივრცეში.

11
Sapere aude - ლათინური გამოთქმა, რომელიც ნიშნავს, გაბედე იყო ბრძენი, ისიბრძნე თვითონ

19
§ 1.3. ამერიკული ტრანსცენდენტალიზმის მოძრაობის აღმავლობა

ტრანსცენდენტალიზმმა თავის სიმაღლეს, ევროპულ და ამერიკულ ლიტერატურაში,


კერძოდ რომანტიზმში მიაღწია. ევროპელი რომანტისტი მწერლების ინსპირაციით
ამერიკაში ამერიკული რომანტიზმი დაფუძნდა და დიდი კულტურული კვალი დატოვა.
ბევრი მეცნიერის აზრით რეალური მიზეზი, იმისთვის რომ ტრანსცენდენტალისტების
მოძრაობა დაწყებულიყო არ შეინიშნებოდა, რადგან უნიტარიზმი გარკვეულწილად ახალი
ხედვა იყო და კალვინიზმის გაბატონებულ თეოლოგიურ ხედვას საკმაოდ წარმატებით
უპირისპირდებოდა, თუმცა პოლ ბოლერი12 ასე არ თვლიდა და ამბობდა, რომ 1830-იან
წლებში ახალ ინგლისში განვითარებული მოვლენები სწორედ იმის წინაპირობას
იძლეოდა, რომ მოძრაობა დაწყებულიყო. ამ მოვლენებიდან იგი აღნიშნავს პირველ რიგში
კალვინიზმზე რაციონალურ შეტევას, პროგრესული აზროვნების დომინირებას და ახალი
ინგლისის ახალგაზრდა განათლებული თაობის როლს (Boller, 1974, 132).
ამერიკაში ტრანსცენდენტალიზმი აყვავდა რამდენიმე მიზეზის გამო:
პირველ რიგში იმიტომ, რომ ის ჰუმანისტური ფილოსოფია იყო. მან უფრო მეტად
დაამკვიდრა ინდივიდუალიზმი და ინდივიდუალური უფლებები სამყაროს შემეცნების
გზაზე. ის აღიარებდა ადამიანის შესაძლებლობებს და ადამიანის პესიმისტური გაგება
რომელიც კალვინიზმიდან იღებდა სათავეს, ოპტიმიზმით ჩაანაცვლა. მოძრაობა, ასევე
რეაქცია იყო მსწრაფმზარდი ინდუსტრიალიზაწიის წინააღმდეგ, რამაც ის კიდევ უფრო
გაზარდა, რადგან ინდუსტრიალიზაციას მატერიალიზმიც მოჰყვებოდა, ამას კი ემერსონი
წინასწარ გრძნობდა და ეწინააღმდეგებოდა. ემერსონი გრძნობდა საზოგადოებრივი
განწყობილებების ცვლილებას, ამერიკელთა სულიერ არაკეთილდღეობას, იგი გრძნობდა
ყოველგვარ საფრთხეს რაც კი ადამიანს ზნეობრივ სფეროში ემუქრებოდა. ემერსონი
წუხილით ღნიშნავდა, რომ ადამიანი ფულის მშოვნელი მანქანა გახდა და ეს აიძულებდა
12
პოლ ბოლერი - 1916-2014 იყო ამერიკელი ისტორიკოსი, რომელსაც ეკუთვნის ნაშრომი - „ამერიკული
ტრანსცენდენტალიზმი 1830-1860 წლებში: ინტელექტუალური გამოკვლევა“ სადაც ისტორიულ კონტექსტში
სიღრმისეულადაა გამოკვლეული ამერიკული ტრანსცენდენტალიზმი

20
კვლავ და კვლავ შეეხსენებინა თავისი თანამემულეებისთვის, რომ ადამიანის ბუნება
ღვთაებრივია, „ზესულის“ ნაწილია (Emerson 1836-1949, 239).
სწორედ ამიტომ ემერსონის თოროს და სხვა წამყვანი ტრანსცენდენტალისტების
მოწოდებით მოძრაობა ვითარდებოდა და უფრო და უფრო იზრდებოდა, სულ მალე კი
ახალ ინგლისსაც გასცდა.
როგორც უკვე აღვნიშნე მოძრაობის დაწყების პირველ ეტაპზე
ტრანსცენდენტალისტები და განსაკუთრებით ემერსონი და თორო წინასწარ გრძნობდნენ
იმის საფრთხეს, რომ მატერიალიზმი, რომელიც პროგრესის(აქ არ იგულისხმება
კულტურული პროგრესი) და ინდუსტრიალიზაციის შედეგად ყალიბდებოდა საფრთხეს
შეუქმნიდა ადამიანს, მათ განსაკუთრებით გული თავის თანამემამულეებზე შესტკიოდათ.
ჯერ კიდევ 1814 წელს, ფრენსის კაბოტმა13 წარმოადგინა თავისი ინოვაციური სამკერვალო
დაზგა, რომელმაც ფაქტიურად ინდუსტრიული რევოლუცია შემოიტანა ამერიკის
შეერთებულ შტატებში (Dan Yaeger 2010). როდესაც ამერიკულ საზოგადოებაში ასეთი
მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობდა და ფაქტიურად შრომის ყაიდი იცვლებოდა,
რადგან ინდუსტრიული რევოლუცია მხოლოდ ბიზნესმენების მოგებაზე იყო
ორიენტირებული და რიგითი დასაქმებულების ინტერესებს ნაკლებად იცავდა,
გავიხსენოთ ემერსონის გონბამახვილური შენიშვნა, რომ ადამიანი ფულის მშოვნელი
მანქანა გახდა, სწორედ ამ დროს ახალ ინგლისში ტრანსცენდენტალიზმი თავის
სიმაღლეებს აღწევდა.
მეორე მხრივ მე-19-ე საუკუნის დასაწყისში ტრანსცენდენტალიზმი ერთგვარი
ნათელი მაგალითი იყო იმისა, რომ ახალი ინგლისის საზოგადოებას მთელი არსით
მოეწონა მასში გაჟღერებული იდეები, მოეწონათ ის სიმამაცე რასაც მოძრაობის წევრები
იჩენდნენ, ეს სიმამაცე პირველ რიგში გამოიხატებოდა იმით, რომ ისინი ცდილობდნენ
ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემას(განსხვავებით უნიტარისტებისგან) და ეს პროცესი

13
ფრენსის კაბოტ ლოუელი - 1775-1817 ამერიკელი ბიზნესმენი, მასაჩუსეტსის შტატ ქალაქ ბოსტონიდან. 1910
წელს ერთ-ერთი მოგზაურობის დროს ინგლისში, ფრენსისი გაეცნო ინოვაციურ სამკერვალო დაზგას რის
შემდეგაც მან მოინდომა უფრო დაეხვეწა ის და ამერიკაში ჩამოეტანა ბიზნეს გეგმების განსახორციელებლად.
სწორედ ამიტომ ლოუელი ითვლება ამერიკის შეერთებულ შტატებში ინდუსტრიული რევოლუციის
შემომტანად

21
გრძელდებოდა მუდამ, დაუსრულებლად, ისინი მოუწოდებდნენ ამერიკელებს
თავისუფალი აზროვნებისკენ, რომელიც მორალურ - ზნეობრივ საფუძველს ატარებდა.
ასევე, ამერიკული ტრანსცენდენტალიზმი იყო რეაქცია განმანათლებლობის
უკიდურეს რაციონალიზმზე, რამეთუ მას წინა პლანზე სულიერი გამოცდილება და
საკუთარი თავის რწმენა ჰქონდა წამოწეული, ხოლო განმანათლებლობა კი მხოლოდ
გონზე, რაციოზე იყო დაუძნებული.
ტრანსცენდენტალიზმის აღმავლობის მიზეზებზე საუბრისას, ასევე მნიშვნელოვანია
აღვნიშნოთ, რომ მე-19-ე საუკუნის პირველ ათწლეულშივე მკვეთრად გაიზარდა ინტერესი
უცხოური, კერძოდ ევროპული ლიტერატურის და ფილოსოფიის მიმართ. ეს ის პერიოდია
როდესაც ამერიკელებმა დაიწყეს მოგზაურობა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, ზოგიერთი
მათგანი ევროპაში განათლების მისაღებად მიემგზავრებოდა და ევროპიდან
დაბრუნებულებმა სამშობლოში არა-ერთი წიგნი ჩამოიტანეს. თუნდაც გავიხსენოთ ის
ფაქტი, რომ საუკუნის დასაწყისში ჯოზეფ სტივენსი14, ევროპაში ერთ-ერთი მოგზაურობის
დროს გაეცნო ბიბლიას და ბიბლიის ინტერპრეტაციის ევროპულ, განსაკუთრებით
გერმანულ თეორიებს და სამშობლოში დაბრუნებულმა ათასობით ტომი ნამუშევრები და
წიგნები ჩამოიტანა (Harvard Square Library – Buckminster 1784,1812).
1815 წელს ჯორჯ თიქნორი15 და ედვარდ ევერეტი,16 რომლებიც ემერსონის
პედაგოგები იყვნენ, ევროპაში გაემგზავრნენ განათლების გასაუმჯობესებლად, ბევრი
იმოგზაურეს და სანამ ამერიკაში დაბრუნდებოდნენ და ჰარვარდის უნივერსიტეტში
წამყვან აკადემიურ პოზიციებს დაიკავებდნენ, სრულფასოვანი განათლება მიიღეს
გერმანიაში, გოტინჰემის უნივერსიტეტში (Warner Berthoff , 2005).
ამ პერიოდშივე დაიწყო თარგმნა, ევროპელი მოაზროვნეების ნამუშევრებისა, რამაც
შესაძლებელი გახადა ყველა რიგითი ამერიკელისთვის მათი გაცნობა, როგორც უკვე
ვახსენე კოლრიჯის და კარლაილის ნამუშევრები დღითი-დღე პოპულარული ხდებოდა
14
ჯოზეფ სტივენს ბაქმინსტერი -1784-1812 ამერიკელი გავლენიანი უნიტარიანისტი, მღვდელი, მქადაგებელი
ბოსტონიდან, მასაჩუსეტსიდან, რომელმაც ბიბლიის ინტერპრენტაციაში დიდ როლი შეასრულა
15
ჯორჯ თიქნორი - 1781-1871 ამერიკელი მეცნიერი და (დღევანდელი ტერმინოლოგიით)-ესპანეთისმცოდნე,
ლიტერატურისა და ენის სპეციალისტი, ემერსონის პედაგოგი ადრეულ წლებში
16
ედვარდ ევერეტი - 1794-1865 ამერიკელი პოლოტიკოსი, მღვდელი, დიპლიმატი და ორატორი
მასაჩუსეტსიდან, აღსაბიშნავია მისი წვლილი ამერიკის დიპლომატიაში

22
ამერიკაში, რომლის წყალობითაც ამერიკამ კარი გაუღო გერმანულ ლიტერატურას და
ფილოსოფიას. ყოველი ზემოთთქმულიდან გამომდინარე ტრანსცენდენტალიზმს კარგი
საფუძველი ექმნებოდა რომ საზოგადოების ყველა ფენაში კარგად შეღწეულიყო და
შემდგომ საფუძვლიანად დაფუძნებულიყო.
ბოლოს მსურს ერთ მნიშვნელოვან მოვლენაზე გავამახვილო ყურადღება, კერძოდ
მსურს აღვნიშნო ის ფაქტი, რომ მოძრაობის დაწყებისთანავე და მის შემდგომ ეტაპზე,
ტრანსცენდენტალიზმის იდეები არა მარტიო იმ საზოგადოებისთვის იყო მისაღები,
რომელთაც სრულფასოვანი განათლება ჰქონდათ მიღებული, არამედ ამერიკელი
ფერმერებისთვისაც ის სავსებით მისაღები იყო და უზარმაზარი პამფლეტების და
დოქტრინების წაკითხვის გარეშეც მასში ფერმერები დიდ საზრისს ხედავდნენ, როგორც
მოგეხსენებათ ტრანსცენდენტალიზმს თან გასდევდა ინდივიდუალიზმის საკითხი, ასევე
მკვეთრად ინდივიდუალისტური იყო ამერიკელ ფერმერთა ფსიქოლოგიაც, რომელთაც
არასდროს განუცდიათ ბატონყმობის არანაირი ფორმა. ინდივიდუალისტური საწყისი
ამერიკულ ცნობიერებაში უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ევროპულში. თომას პეინის 17 ერთ-
ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს ჰქვია „ადამიანის უფლებები“. ამერიკის
დეკლარაციაში პირველ ადგილზეა უფლბები პიროვნებისა. რაც შეეხება ხელისუფლებას,
მთავრობას, დეკლარაციის ტექსტის თანახმა, იგი ფუძნდებოდა ინდივიდთა უფლებების
უზრუნველსაყოფად. ამით იმის თქმა მსურს, რომ ინდივიდუალიზმი თან ახლდა ამერიკის
ყველა პროგრესულ მიმდინარეობას ასე რომ, ეს ტრადიცია ემერსონმა და თორომ
მნიშვნელოვნად გააგრძელეს და უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანეს და პერსონულ
ინდივიდუალიზმად აქციეს, სწორედ ამიტომ მოძრაობა დღითი-დღე ძლიერდებოდა და
თავის ადგილს იკავებდა ამერიკელი საზოგადოების ცხოვრების წესში და კულტურაში.

17
თომას პეინი - 1737-1809 ამერიკის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მერიკული განმანათლებლობის
ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი

23
თავი II: პერსონული ინდივიდუალიზმის პრობლემა
ემერსონთან

§ 2.1. ემერსონის მსოფმხედველობის საფუძვლები: ონტოლოგიური,

გნოსეოლოგიური, მისტიკურ - რელიგიური

მე-19-ე საუკუნის დიდ ამერიკელი ფილოსოფოსი, რალფ უოლდო ემერსონი ჯერ


კიდევ სიცოცხლეშივე მონათლეს „ეროვნულ პატრიარქად“, ყველაზე ბრძენ ამერიკელად.
ემერონს არა მარტო ამერიკაში არამედ ოკეანის გადაღმაც კარგად იცნობდნენ და
აფასებდნენ, იმ დროისთვის კი თითზე ჩამოსათვლელი იყო ის მწერლები, რომლებიც

24
ცნობილი იყვნენ ოკეანის გადაღმა. ემერსონის ესეები იმ მცირერიცხოვან ნაწარმოებებს
შორის იყო, რომლებიც პირველად ითარგმნა გერმანულ და ფრანგულ ენებზე.
რობერტ ფროსტმა18 ჯეფერსონთან და ლინკოლნთან ერთად ემერსონს უდიდესი
ამერიკელი უწოდა და საერთოდ ემერსონის გენია მის თანამედროვე ამერიკაში და
ევროპაში დიდად დაფასებული და აღიარებული იყო. ემერსონის ბრწყინვალე
ორატორული შესაძლებლობები, ემოციური ლექციები, რომელშიც გავბედავ და ვიტყვი
არისტოტელესეული ზომიერებით იყო შერწყმული რთული ფილოსოფიური
არგუმენტაციები და ყოფითი სიტუაციები ვეებერთელა აუდიტორიას იზიდავდა.
ემერსონი 1803 წლის 25 მაისს დაიბადა ბოსტონში, მასაჩუსეტში და თავისი
შემოქმედებითი ცხოვრება კონკორდში საუკუნის დასასრულს დაამთავრა. აღსანიშნავია,
რომ მისი მამა უილიამ ემერსონი კონგრეგაციონალისტური 19 ეკლესიის მღვდელმსახური
გახლდათ. ახალგაზრდა ემერსონმა, 1812 წელს ბოსტონის ლათინურ სკოლაში შესვლა
გადაწყვიტა და 1817 წელს წარმატებით დაამთავრა, სწორედ ამ დროს იგი ჰარვარდის
უნივერსიტეტში ირიცხება. 1826 წელს ემერსონი მღვდელმსახური ხდება ხოლო სამი წლის
შემდეგ გაერთიანებულ ეკლესიაში მიემგზავრება. პორტი ამბობდა:
„რალფმა, რომელმაც ჯერ კიდევ რვა წლის ასაკში მამა დაკარგა, თითქოს უკვე
ცობილი იყო, რომ იგი მღვდელმსახურების გზას გააგრძელებდა. მან ჯერ ბოსტონის
ლათინურ კოლეჯში ჩააბარა, შემდეგ ჰარვარდში და იქვე სქოლასტიკური
ღთისმეტყველების ერთ წილიანი სწავლის შემდგომ, სწავლა შეწყვიტა მხედველობასთან
დაკავშირებული პრობლემების გამო. 1826 წელს მას ნება დართეს, რომ ექადაგა. ორი წლის
შემდგომ, იგი ბოსტონის ეკლესიის მრევლის სულიერი მწყემსი გახდა, თუმცა 1832 წელს
მან ეს ტიტული მიატოვა, რადგან მას აღარ შეეძლო ზიარების საიდუმლოს
სრულფასოვნად აღსრულება“ (Joel Porte, 1988, 35).

18
ჯოზეფ ფროსტი - 1874-1963 ამერიკელი პოეტი, მის ნამუშევრებს ასევე ეკუთვნის ახალი ინგლისის
აგრარული, სასოფლო ცხოვრების აღწერები
19
კონგრეგაციონალიზმი ამერიკაში წლების განმავლობაში დომინანტ ეკლესიას წარმოადგენდა, მისიცენტრი
ბოსტონი ყო, ფაქტიურად ჯონათან ედვარდსის თაოსნობით დაწყებული „დიდი გამოღვიძება“
კონგრეგაციონალიზმის განვითარების ლოგიკური შედეგი იყო

25
აღსანიშნავია, რომ ემერსონის ეს გადაწყვეტილება იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც
ტრანსცენდენტალიზმი ყალიბდებოდა და შესაბამისად იგი ვეღარ გააგრძელებდა იმ
უნიტალიანული ეკლესიის წიაღში სრულფასოვან მსახურობას რაც მას მოეთხოვებოდა.
ემერსონის მსოფმხედველობა კარგად ჩანს მის ესეებში, ქადაგეგებში, ლექციებში და
სხვა აქტივობებში, რომელითაც იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში დაკავებული იყო.
მან დაახლოებით ათას ხუთასამდე საჯარო ლექცია წაიკითხა ამერიკაში. ემერსონმა თავისი
მოღვაწეობა დაიწყო ჯერ, როგორც მასწავლებელმა სკოლაში, შემდეგ როგორც მღვდელმა
ბოსტონის ეკლესიაში, საბოლოოდ კი ტრანსცენდენტალური ფილოსოფიის დამაარსებელი
გახდა, ტრანსცენდენტალიზმის იდები კი 1836 წელს თავისი ცნობილი ესეში „ბუნება“-ში
გაახმოვანა. ამ პიონერული შრომის შემდეგ, ემერსონმა წაიკითხა საჯარო ლექცია
სახელწოდებით „ამერიკელი მეცნიერი“ - რომელიც ოლივერ ჰოლმსის 20 შეფასებით
წარმოადგენდა, „ამერიკის დამოუკიდებლობის ინტელექტუალურ დეკლარაციას“
(Atkinson, 1940, 145-152).
ემერსონის ფილოსოფიაში, სიღრმისეულადაა დამუშავებული ეთიკურ-მორალური
საკითხები. მისი ესეები მთლიანად ამ მოცემულობითაა გამსჭვალული. ემერსონმა და
ასევე მისმა თანამოაზრეებმა გაიაზრეს, როგორც უკვე ვახსენე წინა თავებში, სვედენბორგის
შესაბამისობის თეორია, რომლის მიხედვით სამყაროს შექმნა მუდმივად მიმდინარეობს
ღვთაებრივი საწყისის გავრცელების გზით სულიერ სამყაროში და, შემდეგ კი ემანაციის
გზით სულიერიდან მატერიალურში, ხილულში. ემერსონმა სვედენბორგის თეორიაზე
დაყრდნობით შექმნა საკუთარი მოძღვრება შესაბამისობაზე, რომლის თანახმად ხილულ
და უხილავ სამყაროებს შორის არსებობს ანალოგია. ემერსონი წერდა:
„სამყაროში ყველაფერი ერთმანეთს შეესაბამება, არსებობს ანალოგია ცასა და
დედამიწას, ხორცსა და სულს შორის“ (Emerson 1986, 131).
სვედენბორგის მისტიკურ - რელიგიურმა, თეოსოფიურმა ხედვებმა
ტრანსცენდენტალიზმზე და რასაკვირველია ემერსონზე დიდი გავლენა იქონია.

20
ოლივერ უენდელ ჰოლმსი -1809-1894 ამერიკელი ფიზიკოსი, პოეტი ბოსტონიდან.
ტრანსცენდენტალისტების მოძრაობის აქტიური წევრი

26
ყურადსაღებია ემერსონის შეხედულებები ბუნებაზე, „ზესულზე“ - რომელიც მის
ესეებში და საჯარო ქადაგებებში თუ ლექციებში მუდამ გაისმოდა. უფრო დეტალურად ამ
საკითხებზე მსურს მაშინ ვისაუბრო როდესაც კერძოდ ემერსონის შემოქმედებაზე გადავალ
თუმცა ახლა აღვნიშნავ, რომ ემერსონისთვის ბუნება ღვთაებრივი სამყაროს ყველაზე
თვალსაჩინო მაგალითია, ადამიანს შეუძლია ღმერთს ეზიაროს ბუნებაში, ხოლო „ზესულს“
შეაქვს ჰარმონია ბუნებაში.
რაც შეეხება ემერსონის შეხედულებას, მოძღვრებას „ზესულზე“, აქ აშკარაა რომ
ტრანსცენდენტალიზმზე, აგრეთვე, დიდი გავლენა იქონია პლატონმა, რომლის
მოძღვრების თანახმად, მსოფლიო სული აერთიანებს სულიერ და მატერიალურ სამყაროს.
ემერსონთან, ბუნება სულის მატერიალიზაციაა, ხოლო ადამიანის ცნობიერება ნაწილია
„ზესულისა“ რამდენადაც „ზესული“ ღვთაებრივი სუბსტანციაა და ღმერთი ყოველ
ადამიანშია (Stanford Encyclopedia of Philosophy, Transcendentalism-2017, Emerson 2018).
ემერსონის და თოროს შემოქმედებაზე დიდი გავლენა აქვს პლატონის მოძღვრებას
ემანაციაზე.
ემერსონის ფილოსოფიურ პროზას ახასიათებს, თხრობის სხვადასხვა ხერხები.
მაგალითებისა და ასოციაციური აზროვნების წყალობით ემერსონის ხშირად რთული
ტექსტი მკითხველისთვის ნათელი ხდება, განსაკუთრებით თანამედროვე
მკვლევრებისთვის, რასაც ის რთული ფილოსოფიური ენა კიდევ უფრო ამძიმებს.
ემერსონის ესეებში გადმოცემული თეორიები არა მარტო ორიგინალური აზრებით
ხიბლავს მკითხველს, არამედ ემოციურობით, პოეტურობით და განცვიფრებით, სწორედ
ამიტომ ემერსონის ფილოსოფია ნამდვილი ფილოსოფიაა, შეუძლებელია მისი წაკითხვის
შემდეგ მკითხველი არ განცვიფრდეს. ემერსონის სტილმა და საერთოდ მისმა ზნეობრივმა,
ან უფრო უკეთ რომ ვთქვათ მორალურმა ფილოსოფიამ, დიდი გავლენა იქონია
თავისდროინდელ თანამემამულე რომანტიკოსთა შემოქმედებაზე. აღსანიშნავია, რომ
ემერსონის ესეები - ნამუშევრები, იქნება ეს პროზაული, პოეზიული თუ ღრმად
ფილოსოფიური, ცოცხალ ტექსტს წარმოადგენს და სიტყვები თითქოს ცოცხლობენ და
თავისით ჟღერადობენ.

27
ემერსონი ცენტრალური პერსონაა, ამერიკული ტრანსცენდენტალიზმის ველზე, მან
პირველმა გააჟღერა და გააზიარა ამერიკაში ის მოსაზრება, რომ ყოველ ინდივიდს შეუძლია
და უნდა ტრანსცენდირდეს საკუთარ თავში, ღრმა სულიერი გამოცდილების და
ინტუიტიური აზროვნების საშუალებით. მისი ნამუშევრები კი სწორედ ამ
სულისკვეთებითაა განმსჭვალული, რომელიც ინდივიდის პერსონულ თავისუფლების
პრობლემებს ეხება.

§ 2.2. ადამიანის უფლებები - თავისუფლება, ბედნიერება,


ინდივიდუალიზმი

ამერიკელებისთვის არასდროს ყოფილა უცხო, თავისუფლების, ბედნიერების და


ინდივიდუალიზმის საკითხები, ამის მაგალითებს ამერიკის ისტორიაში მარტივად
მივაკვლევთ. ჯერ კიდევ იმ დროისთვის, როდესაც ამერიკის კოლონიები
დამოუკიდებლები არ იყვნენ და ინგლისის სამეფოს დაქვემდებარების ქვეშ
იმყოფებოდნენ, „ახალი სამყაროს“ მკვიდრნი თავს თავისუფალ ადამიანებად გრძნობდნენ,
ხოლო ბედნიერების მოპოვება და ძიება ამ ხალხისთვის ის მთავარი მოტივი იყო, რის
გამოც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში
დასახლდნენ და ევროპული ყოფა მიატოვეს ახლის შექმნის იმედით.
1776 წლის 4 ივლისის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში, მკაფიოდ და ხაზგასმითაა
ნათქვამი, რომ ღმერთმა ყველა ადამიანი თანასწორი შექმნა და მათ გარკვეული უპირობო
უფლებები მიანიჭა რომლებიცაა, სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერებისკენ
სწრაფვის უფლება. ამერიკის კონსტიტუციის პრეამბულაში წერია, რომ თავისუფლების
სიტკბოების, მადლის შენარჩუნება აუცილებელია. ამერიკული განმანათლებლობის
თვალსაჩინო წარმომადგენლების და „დამფუძნებელი მამების „ ყოველი ძალისხმევა
თავისუფლების საკითხის წინ წამოწევას ემსახურებოდა, რამაც მეტაფორულად თუ
ვიტყვით მტევანი მალე მოისხა. ამ საყოველთაოდ ცნობილი მაგალითების საშუალებით

28
იმის თქმა მსურს, რომ აღნიშნული: თავისუფლების და ბედნიერების საკითხები და იდეა
ამერიკელის ცხოვრებას და კულტურას ყოველთვის თან სდევდა, შესაბამისად ეს
საკითხები მათთვის ახალი არ ყოფილა, თუმცა საინტერესოა თუ როგორი კუთხით იჩინა
თავი, ამ იდეებმა მე-19-ე საუკუნის ამერიკაში.
როგორც უკვე ითქვა ემერსონიც და თოროც ტრანსცენდენტალურზე გასვლას
(რელიგიურ ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაფუძნებით), სულიერ გამოცდილებას და
საკუთარი თავის შეცნობას ასწავლიდა ამერიკელ ხალხს. ემერსონს ადამიანის
თავისუფლება პირველ რიგში ესმოდა, როგორც არა პოლიტიკური თავისუფლება
(რომელიც ადამიანს გარკვეულ ჩარჩოებში ამყოფებს. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ
ემერსონს პოლიტიკური თავისუფლება არ ესმოდა და არ იაზრებდა, არამედ ის უფრო
მაღალი ღირებულების პერსონული თავისუფლების საკითხს ეხებოდა ) არამედ
ზოგადსაკაციობრიო თავისუფლება, ოღონდ ეს ყოველივე მორალურ-ეთიკური ხედვით
გამომდინარეობდა21. ასევე ბლუმი თავის წიგნში ამბობდა, რომ როდესაც ემერსონზე
ვსაუბრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა გავითვალისწინოთ ისაა, რომ ის პირველ
რიგში ამერიკული რელიგიის თეოლოგი იყო, რომელსაც „ირწმუნე შენი თავის“ ერქვა
(Bloom, 2004, 190).
ემერსონის დოქტრინა „ირწმუნე შენი თავის“ სწორედ პერსონული
ინდივიდუალიზმის ძიებაა, რაზეც შემდგომ თავში სიღრმისეულად ვისაუბრებ.
თოროსთანაც ასე მძაფრადაა ეს საკითხები წინ წამოწეული და თავის
უმნიშვნელოვანეს ესეში თორო ყოველთვის იმას უსვამს ხაზს, რომ ყველაზე კარგი
ხელისუფლება ისაა, რომელსაც ნაკლები ძალაუფლება აქვს, შესაბამისად ნაკლებად
მართავს, პერსონული თავისუფლება კი არ უნდა შეიზღუდოს (Thoreau, 1849). როდესაც
თოროს ნამუშევრების განხილვაზე გადავალ, შემდგომ დეტალურად განვიხილავ ამ
საკითხებს.
ემერსონს პიროვნების თავისუფლება ესმოდა, როგორც ზნეობრივად სრულყოფილი
პიროვნების დამოუკიდებლობა მანკიერი გარემოსაგან. ამ დასკვნის გამოტანა არც თუ ისე

21
ეს არცაა გასკვირი, ვინაიდან ემერსონი მქადაგებელი, მღვდელი გახლდათ, ხოლო ამერიკული
ტრანსცენდენტალიზმი კი რელიგიურ-ფილოსოფიური-ლიტერატურული მოძრაობა, მიმდინარეობა იყო

29
რთულია, როგორც უკვე აღვნიშნე წინა თავებში, კალვინიზმის პესიმისტური მიდგომა
ადამიანის ბუნების მიმართ(რომელმაც ამერიკაში პურიტანიზმის სახით წარმოჩინდა)
ჩანაცვლდა ადამიანის, როგორც ღვთაებრივი არსების კონცეფციით, შესაბამისად ადამიანი
ზნეობრივად სრულყოფილი იყო, ხოლო ასევე ზნეობრივი თავისუფლების მისაღწევად და
არა თვითნებობის, საჭირო იყო ხელოვნურად შექმნილ გარემოში ყოველდღიურ
რუტინულ ყოფას ჩამოსცილებოდა ადამიანი22 (Thoroeu, Walden, 1995 An Electronic Edition,
Project Gutenberg). თორო წერდა, რომ დაუმორჩილებლობა, თავისუფლების ნამდვილი
ფუნდამენტია, ხოლო დამორჩილებული მონა უნდა იყოს (იმავე ადგილას). ამაში
გამოიხატება ტრანსცენდენტალიზმის, ემერსონის და თოროს გენიალურობა. ფაქტიურად
ეს იდეალური კონცეფციაა თუმცა დღესაც ძალიან აქტუალური. იდეას როგორც
მოგეხსენებათ, მატერია, მატერიალური მხარდაჭერა არ სჭირდება, იდეა თავისთავად
არსებობს თავისი ღირებულებიდან გამომდინარე, სწორედ ამიტომაა, რომ
ტრანსცენდენტალიზმის იდეებს დღემდე თავისი ღირებულება არ დაუკარგავს.
ჰენრი დევიდ თოროს აზრები ბედნიერების შესახებ ძალიან მომხიბვლელი და
საინტერესოა. თოროსთან ბედნიერების საკითხი ძალზედ მნიშვნელოვანია, რასაც მისი
ინტერესი ამ საკითხთან მიმართებით ადასტურებს. თოროსთვის ადამიანია ის მთავარი
შემოქმედია, ვინც ქმნის საკუთარ ბედნიერებას (B. Torrey, 1906, chapter 2, 20-21) ასევე
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბედნიერების საკითხს თორო ზოგჯერ ირონიითაც
განიხილავს. თოროს და ემერსონის თანამედროვე, ასევე ჰარვარდის უნივერსიტეტის
კურსდამთავრებული თეოლოგი ბლეიკის23 მოგონებებში წერია თუ როგორ შეხვდა იგი
თოროს და ასევე შემონახულია ის ფაქტიც, რომ თორო ბედნიერების შესახებ ამბობდა:
“მე პატარა, უმნიშვნელო რამეც კი ბედნიერს მხდის, ჩემი ბედნიერება ისეთივე
საამოა, როგორიც მღრღნელისთვის24 იქნებოდა” (Salt H, 1890, 144-146).

22
თორო, თავის გენიალურ წიგნში „უოლდენი“ - „ტყეში ცხოვრება“, ამბობს, რომ იგი ტყეში იმის გამო
წავიდა, რომ ეცხოვრა შეგნებული ცხოვრებით და ყოფილიყო ცხოვრებისთვის აუცილებელი მოვლენების
პირისპირ, რაშიც ყოველდღიური რუტინა და ხელოვნური წესები არ შედიოდა
23
ჰარისონ გრეი ოტის ბლეიკი - 1816-1898, ამერიკელი თეოლოგი, ტრანსცენდენტალიზმის, როგორც
მოძრაობის წევრი, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბლეიკი თოროს კონკორდში სწორედ ემერსონმა შეახვედრა
24
ორიგინალ ტექსტში საუბარია, ვირზაზუნაზე რომელიც ჩრდილოათ ამერიკის კონტინენტზე ბინადრობს,
რომელსაც ახასიათებს დიდი ტანი და პატარა ფეხები

30
თოროსთანაც და ემერსონთანაც, ადამიანი ბედნიერებას ბუნებაში პოულობს ასევე
თავისუფლებას. ბენუბა თავისთავად ამ ავტორებთან ის უმაღლესი სუბსტანციაა, რომელიც
ღმერთთან გაახლოებს და ღმერთს შეგაგრძნობინებს, რაც მათი კონკორდში განმარტოების
ერთ-ერთ მთავარ მოტივაციას წარმოადგენდა. ბუნების საკითხი კი ამ ავტორებთან ერთ-
ერთი წამყვანი საკითხია.
სანამ უშუალოდ ამერიკულ ინდივიდუალიზმზე დავიწყებ საუბარს, იქამდე არ
შემიძლია წანამძღვარის სახით არ ვახსენო საერთოდ ინდივიდუალიზმის საკითხი
დასავლურ საზოგადოებებში. მე-15-ე საუკუნის დასაწყისში ცივილიზებული კაცობრიობის
განვითარებაში დადგა დრო, როცა ამა თუ იმ დოზით უფრო მაღალ საფეხურზე უნდა
აეყვანათ სწორედ ადამიანური ინდივიდუალობა თავისი მე-ცნობიერების 25 მთელი
სისავსით. მსგავსი მე-ცნობიერებასთან დაკავშირებული ძალები სულ უფრო იზრდებოდა
და ცხოვრების ყველა მოვლენა ზოგადი შტრიხებით ინდივიდუალობის განვითარების
ნიშნით მიმდინარეობდა(შტაინერი, ახალი სულიერება და ქრისტეს განცდა XX საუკუნეში,
25).
ტერმინი ტრანსცენდენტალიზმი ძალიან ბევრ იდეას შეიცავს, რომელმაც მე-19-ე
საუკუნის ამერიკელ საზოგადოებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა, ხოლო ერთ-ერთი
მთავარი და ფუნდამენტალური იდეა იყო ინდივიდუალიზმი. თავად ეს ტერმინი,
ჩვენთვის უკვე ცნობილია მაგრამ საჭიროდ მიმაჩნია, რომ განვმარტო მისი ზუსტი
მნიშვნელობა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ადამიანს გააჩნია თავისი
პერსონულობა(შინაგანი მე), რომელიც კოლექტიური საზოგადოების გარეთ დგას 26,
ინდივიდუალიზმის ჭეშმარიტი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდის ფიქრები და
ქმედებები დამოუკიდებლად მის მიერვე უნდა გამომდინარეობდეს27.

25
რუდოლფ შტაინერი((1861-1925) -ავსტრიელი ფილოსოფოსი, ანთროსოპოსი) - ინდივიდუალიზმი თავისი
მე-ცნობიერების თავისი სისავსით ძალიან ახლოს დგას ტრანსცენდენტალიზმის ინდივიდუალიზმთან,
რადგან როგორც ემერსონი, თორო და სხვა წამყვანი ტრანსცენდენტალისტები ამბობდნენ ადამიანმა ჯერ
საკუთარი თავი უნდა შეიცნოს რათა შემდგომ ეზიაროს უფრო დიდებულს ღვთაებრივ გამოცდილებას, რაც
საკუთარი თავის რწმენით მიიღწევა, „ირწმუნე შენი თვის“ - როგორც ემერსონი ამბობდა
26
ემერსონი თავის ცნობილ ესეში - „ირწმუნე შენი თავის“ წერდა, რომ განმარტოება საზოგადოებისგან
შეგვაგრძნობინებს საკუთარ თავს.
27
როგორც ჰენრი დევიდ თორო გვამცნობს თავის უნიკალურ ქმნილებაში „უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება“,
ამ თემებზე მოგვიანებით უფრო სიღრმისეულად ვისაუბრებ

31
ამერიკელ ტრანსცენდენტალისტებს შორის, ყველაზე უკეთ ცნობილნი და
აღიარებულნი ინდივიდუალიზმის იდეის ირგვლივ არიან, რალფ უალდო ემერსონი და
ჰენრი დევიდ თორო. ემერსონი თავისი ესეთი „ირწმუნე შენი თავის“ და თორო -
„წინააღმდეგობა სამოქალაქო მთავრობის მიმართ“(იგივე „სამოქალაქო
დაუმორჩილებლობა“). ამ ორ ავტორს მოაზროვნეს და ფილოსოფოსს საზოგადოება
სწორედ მთავარ ინდივიდუალისტებად აღიარებენ. ისინი პირველ რიგში გამოდიოდნენ,
სოციალური, რელიგიური და კულტურული გავლენების წინააღმდეგ ინდივიდის მიმართ,
რათა ხმა გაეგონებინათ და ეთქვათ მათთვის, რომ ისინი - ინდივიდები უფრო მეტს
იმსახურებდნენ და მნიშვნელობდნენ ვიდრე ყოველივე სხვა და პირისპირ მდგარიყვნენ და
ემოქმედათ მთავრობის-ხელისუფლების წინააღმდეგ(Thoreau, 1847, 15). ერთი შეხედვით,
ბოლო ფრაზა შეიძლება ბევრისთვის მიუღებელი იყოს რამდენადაც პირდაპირი გაგებით
მთავრობის წინააღმდეგ გალაშქრებას გულისხმობს, თუმცა აღნიშნულ ქონტექსტში
თოროს იმის თქმა სურდა, რომ მთავრობა უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას და თუ ეს
ფორმულა ირღვევა შემდეგ ქმედების დროა. თუნდაც გავიხსენოთ თოროს ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი ესე, „სამოქალაქო დაუმორჩილებლობა“ - სადაც იგი დასაწყისშივე
ამბობს, რომ ყველაზე საუკეთესო ხელისუფლება ისაა, რომელიც ნაკლებად
მართავს(Thoroeu, 1849). ამ კონკრეტული მაგალითიდანაც კარგად ჩანს თოროს
დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, რომელიც ნამდვილად
ინდივიდუალისტურია.
1830-იან წლებში, ახალი ინგლისის მოსახლეობამ დაინახა და გააცნობიერა იმ
რელიგიის მანკიერი მხარეები რაც მათ პურიტანიზმისგან მიიღეს, რაც გამოიხატებოდა
იმაში რომ მათი რელიგია პერსონულობას-პიროვნებას ფაქტობრივად უარყოფდა და
მკაცტი ნორმები გააჩნდა. სწორედ ამიტომ ემერსონის ესე, „ირწმუნე შენი თავის“
გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა. ემერსონი ესეში მხარს უჭერდა იმ იდეას, რომ
ადამიანი საკუთარ გადაწყვეტილებებზე და საკუთარ პიროვნულ ცხოვრებაზე თავადვე
იყო პასუხისმგებელი და საზოგადოებას მოუწოდებდა იმისკენ, რომ პირველ რიგში
საკუთარ მეს, საკუთარ თავს დაყრდნობოდნენ, რათა მოეპოვებინათ და ეგრძნოთ

32
ჭეშმარიტი თავისუფლება. ემერსონმა და თორომ პრაქტიკულად ხალხს გაუხსნეს გზა
თავისუფალი აზროვნებისკენ და ფიქრისკენ. ემერსონი და თორო ცდილობდნენ, რომ
საზოგადოებაში ცვლილებები შეეტანათ ახალი იდეების განვრცობით. ემერსონი
ფიქრობდა, რომ საზოგადოება და საერთოდ საზოგადოების წევრობა ამძიმებდა იმ
მოცემულობას, რომ ადამიანებს საკუთარი თავი გამოეხატათ ისე, როგორც მათ სურდათ.
სწორედ ამიტომ ადამიანში ერთგვარად მიტოვებული იყო ეს, შეიძლება ითქვას ძალა.
ხოლო ამის შედეგად კი პიროვნება კარგავდა საკუთარი თავის რწმენას.
ემერსონი წერდა:
„საკმაოდ მარტივია იცხოვრო მსოფლიოში მისივე დადგენილი წესებით; ასევე
საკმაოდ მარტივია განმარტოვებით საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება. მაგრამ ნამდვილი
ადამიანი ის არის, ვინც კონფორმისტულ საზოგადოებაში ინარჩუნებს განმარტოვების
თავისუფლების სიტკბოებას“(Emerson 1883, 31).
ზემოთ მოყვანილი ციტირებიდან კარგად ჩანს, რომ თავისუფლების და
ინდივიდუალურობის შენარჩუნებას, განსაკუთრებით როცა ადამიანი საზოგადოების
წიაღშია განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ჩვენ ძირითად შემთხვევაში საზოგადოების
წევრები ვართ და ხშირად ვცდილობთ ნებსით თუ უნებლიედ შევცვალოთ რაიმე ჩვენი
ქმედებებით. ემერსონი კი იმაშია გენიალური და მართალი, რომ იმისათვის, რომ
ცვლილებები რეალურად დადგეს ამისთვის საჭიროა პირველ რიგში, ადამიანი გახდეს
ინდივიდი და მოიპოვოს თავისუფლება. იმისათვის, რომ ნამდვილად ჩავწვდეთ იმას, თუ
სინამდვილეში რა გვინდა საჭიროა განზე გავდგეთ და მივცეთ საკუთარ თავს
განმარტოების შესაძლებლობა. ასევე ეს ყოველივე ღირსეულად და სიმამაცით უნდა
გააკეთოს ადამიანმა და არა დაძალებით. იყავი მამაცი და იაზროვნე, როგორც ამბობს
ემერსონი თავის ესეში, ხოლო თოროს ამოსავალი წერტილი კი სწორედ განმარტოებაში,
ბუნებაში ცხოვრება იყო.
თავისთავად თორო, რომელიც ემერსონის სტუდენტი და მეგობარი იყო, დიდწილად
მასზე ემერსონის გავლენა დიდად შეინიშნება. განსაკუთრებით მათი იდეები
ინდივიდუალიზმის საკითხზე ერთმანეთს აშკარად ემთხვეოდა. თორომ ამ საკითხთან

33
დაკავშირებით ემერსონის იდეები აიღო, თუმცა ის მეტწილად ყურადღებას აქცევდა
ხელისუფლების საკითხს და ხელისუფლებას პირველ რიგში განიხილავდა, როგორც
მეოცნებეთა დაბრკოლებად, რადგან საზოგადოება ადამიანს აიძულებს, რომ მოიქცეს ისევე
როგორც მანქანა, რათა ემსახუროს მას მკაცრად გაწერილი წესების მიხედვით. თორო
განსაკუთრებით ილაშქრებდა იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც
ავალდებულებდა ადამიანს, რომ დარჩენილიყო კონფორმიზმის 28 ირგვლივ. თოროს
მთავარი მიზანი თავის ესეში, „წინააღმდეგობა სამოქალაქო ხელისუფლების მიმართ“
იგივე სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, ის არის, რომ მოქალაქე უნდა მოქმედებდეს
არასამართლიანი ძალაუფლების წინააღმდეგ, თორო წერდა თავის ესეში:
„თუ უსამართლობა ხელისუფლების მანქანის გარდაუვალი, აუცილებელი
ხახუნივითაა, მაშინ დიდ ყურადღებას ნუ მივაქცევთ, რაც არ უნდა იდეალურად იმუშაოს
მანქანამ, ის მაინც გაცვდება. თუ უსამართლობას ყვლე გზა ხსნილი ექნება, რომ საკუთარი
თავი გამოკვებოს, თავისსავე თავის სასიკეთოდ, მაშინ ყურადღება მისაქცევია. მაგრამ თუ
ეს მანქანა თავისი ბუნებიდან გამომდინარე, რომელშიც კარგიცაა და ცუდიც, სხვის მიმართ
უსამართლობის აქტის ჩადენას გავალდებულებს მაშინ, მე ვამბობ, დაარღვიე კანონი. მიეცი
შენს ცხოვრების იმის საშუალება, რომ სახელისუფლო მანქანის გაჩარების წყაროდ იქცეს.
მთავარი რაც მმართბეს ისაა, რომ არ ვემსახურო იმას რასაც თავად ვგმობ“(Thoroau, 1847,
14).
ამ კონკრეტულ ადგილას ძალიან კარგად ჩანს თოროს დამოკიდებულება
ხელისუფლებაზე, მის ლეგიტიმურობაზე და ინდივიდის თავისუფალ არჩევანზე. სადაც
თორო სწორედ ინდივიდუალიზმისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს იმ შემთხვევაში თუ,
ხელისუფლება ფაქტიურად ინდივიდის წინააღმდეგ მოქმედებს და მისგან მორჩილებას
ითხოვს.
ემერსონი და თორო მიიჩნევდნენ, რომ ადამიანს აქვს უფლება გააკეთოს ის რაც მას
სწყურია, რაც მის პირად გამოცდილებას სჭირდება. ამავდროულად არ იფიქროს იმაზე თუ,

28
კონფორმიზმს განსაკუთრებით ნათლად განმარტავს ბრიტანელი ფსიქოლოგი მაიკლ უილიამ იესენკი,
თავის წიგნში - „ფსიქოლოგია, ინტერნაციონალური ხედვა“. (Eysenck, W. Michael. Psychology: An International
Perspective. Hove: Psychology Press, 2004, page 724)

34
ხალხს რა რეაქცია ექნება, ანუ კონფორმიზმს არ დაემონოს. ამასთანავე ადამიანი უნდა
იყოს პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, საკუთარ ქედებებზე და არ უნდა იყოს
სახელმწიფოზე დამოკიდებული. ფაქტიურად ეს იდეები ამერიკული ინდივიდუალიზმის
წამყვანი იდეები გახდა.
ემერსონის და თოროს იდეები ძალიან ბევრმა მოაზროვნემ მალევე აიტაცა,
განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ სხვა ტრანსცენდენტალისტები, როგორებიც არიან:ემილი
დიკინსონი, ედვინ არლინგტონ რობინსონი, უელის სტივენსი, ჰარტ კრეინი, რობერტ
ფროსტი და რაღათქმაუნდა უოლტ უიტმენი. ყოველივე ზემოთხსენებული ავტორი
ამერიკის და არა მარტო ამერიკის უდიდესი პოეტების ბრწყინვალე დასს შეადგენს. მათი
შემოქმედება კი ინდივიდუალიზმის, პერსონული ინდივიდუალიზმის ბრწყინვალე
გამოხატულებაა. ემერსონის და თოროს იდეებმა, დიდ გავლენა მოახდინა ემერიკულ
საზოგადოებაზე, ლიტერატურაზე, საერთოდ კულტურაზე და აგრეთვე ამერიკის
პოლიტიკაზეც.

§ 2.3. ადამიანი და ბუნება

ამერიკული ტრანსცენენტალიზმის მთავარ მანიფესტად სწორედ ემერსონის ესე


„ბუნება“ იქცა, რაც არცაა გასაკვირი თუკი მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ
აღნიშნული ესე 1836 წელს, მეტაფორულად თუ ვიტყვით, როგორც მოწმენდილ ცაზე
ქუხილივით, ისე გამოჩნდა და ტრანსცენდენტალიზმის მთავარი პრინციპები ჩამოაყალიბა.
ადამიანისა და ბუნების ერთიანობა და ჰარმონია ერთ-ერთი მთავარი მოტივია როგორც
ემერსონის ასევე თოროს ღრმა ნააზრევში.
ამერიკულ ტრანსცენდენტალიზმზე დიდი გავლენა იქონია, როგორც უკვე ვახსენე
წინა თავებში, პლატონის იდეათა თეორიამ, რაშიც გამოიხატა ის, რომ ემერსონის
მოძღვრება „ზესულზე“ სწორედ პლატონის იდეალიზმის გამოძახილია. ემერსონთან

35
ბუნება სულის მატერიალიზაციაა, სწორედ ამიტომაა, რომ ადამიანი სიმშვიდეს ბუნებაში,
ან ბუნებასთან ურთიერთობით მოიპოვებს. „ზესული“ - ღვთებრივი სუბსტანცია, საწყისი
უხილავად არსებობს ხილულ სამყაროში, ხოლო ბუნება იმდენადაა ღვთაებრივი
რამდენადაც „ზესულს“ შეაქვს მასში ჰარმონია, აპოლონური საწყისი და წესრიგი.
ემერსონიცა და თოროც ღრმად იაზრებენ ბუნების მნიშვნელობას, როგორც ადამიანის
მიმართ ისე ცალკე მდგომს. ემერსონი როდესაც ბუნებაზე მსჯელობდა ამბობდა, რომ
ბუნებრივი მოვლენები ქმნიან ენას და ბუნება არის მეტყველება, რომლის საშუალებითაც
უფალი ესაუბრება თავის ქმნილებებს. როგორც მხატვარი ქმნის ბუნების სურათას,
რომელიც ასახავს მის ფიქრებს, ასევე ქმნის ღმერთი ბუნებრივ მოვლენებს, რომელიც
ასახავს მის ფიქრებს(ზაქარიაძე, 2009, 62). ბუნება ერთგვარი ტრანსცენდენტალური
კავშირია ღმერთსა და ადამიანს შორის. ემერსონი თავის ესეში წერს, რომ ბუნება
ყოველთვის თავისი სრულყოფილებით წარმოჩინდება და ამავდროულად იგი არასდროს
გახდება სათამაშო ზესულის ხელში(Emerson 1949).
საერთოდ ემერსონს ბუნების მიმართ ყველაზე სიღრმისეული ინტერესი და ხედვა
ჰქონდა ვიდრე სხვა ესეისტებს მათ შორის თოროსაც. ემერსონი ძირითადად
დაინტერესებული იყო ბუნებისგან მიღებული შემეცნების კვლევით, ხოლო თორო უფრო
მეტად აფასებდა და ხოტბას ასხამდა ბუნების გარეგნულ გამოხატულებებს და მის
მშვენიერებას, შეიძლება ითქვას - ღვთაებრივ მშვენიერებას. ვფიქრობ რამდენიმე
არგუმენტი და ციტატა ამ ორი დიდი მოაზროვნის შემოქმედებიდან ჩემს მიერ გამოთქმულ
მოსაზრებას გაამყარებს. ემერსონი თავის ესეში „ბუნება“ ორ მნიშვნელოვან
განსაზღვრულობას გვაძლევს და ერთი სრულიად ახალი ტერმინი შემოაქვს, რომელიც
სწორედ მის სიღრმისეულ ინტერესს გამოხატავს ბუნების მიმართ. ემერსონის ეს
ფილოსოფიური მეტაფორაა „გამჭვირვალე, ცხადად მზირალი თვალი“29, ემერსონი ესეში
ამბობს, რომ იმისათვის, რომ სრულიად შევიცნოთ ბუნება მხოლოდ მისი ყურება და
სიამოვნებით ტკბობა არ კმარა, არამედ ის უნდა შევიგრძნოთ ჩვენში ანუ მისი ნაწილი

29
“Transparent Eyeball” - ყოვლისმხედველი თვალის იდეა პირველად ემერსონის ესე „ბუნებაში“ გამოჩნდა,
რომელიც 1836 წელს გამოიცა.

36
გავხდეთ. ეს პროცესი კი მოითხოვს აბსოლოტურ განმარტოებას. ემერსონი თავის ესეს
იწყებს ამ სიტყვებით:
„იმისათვის რომ განმარტოვდეს, ადამიანი უნდა დაემშვიდობოს, როგორც თავის
„სადგომს“ ასევე საზოგადოებას. მე არ ვარ მარტოსული, როდესაც ვკითხულობ ან ვწერ,
მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან არავინაა. მაგრამ თუ ადამიანი მარტო იქნება, მიეცი მას
ნება შეხედოს ვარსკვლავებს30, ამ ღვთაებრივი სამყაროდან მომავალი სხივები კი
განცალკევდება ინდივიდსა და ხილულ სამყაროს შორის”(Emerson, Nature, 2009, An
Electronic Edition).
შესაბამისად ადამიანი ტრანსცერდირდება სამყაროში, რაც შესაბამისად ბენუბის
აღქმით ხდება. ემერსონი თავის ესეში ასევე ამბობს, რომ იგი მყარად დგას მიწაზე,
თვითკმაყოფილება და ეგოიზმი გაქრა, ხოლო თვითონ კი „გამჭვირვალე თვალი“ ხდება.
ამავდროულად ის არაფერია და ამავდროულად ყველაფერს ხედავს. სამყარო მასში იწყებს
მოძრაობას და იგი ღმერთის ნაწილი ხდება( Emerson, Nature, 2009, An Electronic Edition).
თოროს ასეთი სიღრმისეული ხედვა ბუნების მიმართ არ აქვს ის უფრო ბუნებას
როგორც ხილულ ღვთაებრივ სუბსტანციას უყურებს და ტკბობა ეუფლება. თუმცა ისიც
უნდა აღინისშნოს, რომ თორო თავის ესეებში შეფარვით საუბრობს ბუნების ძალაზე და
ხშირად კითხვებს სვამს, ხოლო პასუხის გაცემა მკითხველს მართებს.
თავის ესეში ემერსონს არა-ერთ ადგილას გენიალურად აქვს ჩამოყალიბებული
ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა, მსურს ერთი მაგალითი მოვიყვანო, რომელიც
ვფიქრობ კარგად მიესადაგება აღნიშნულ ვითრებას. ესეში ვკითხულობთ:
„მომაჯადოვებელი პეიზაჟი, რომელიც ამ დილით დავინახე, ყოველგვარ მიზეზ
გარეშე წარმოადგენს ოცი ან ოცდაათი ფერმის ერთიანობას. ეს მიწა მილერს ეკუთვნის, ეს
ლოკს, ეს ტყიანი ადგილები მათ იქით კი მენინგს, მაგრამ არცერთ მათგანს არ ეკუთვნის
პეიზაჟი, თვალს გაწვდენილ ჰორიზონტზე ის არსებობს, რომელიც არც-ერთ კაცს

30
როგორც უკვე ვახსენე, ამერიკულ ტრანსცენდენტალიზმზე უდიდესი გავლენა იქონია გერმანულმა
ფილოსოფიამ, კერძოდ კანტმა, შესაბამისად ემერსონის ამ ფრაზაში შესაძლოა ისევ კანტის გავლენა
დავინახოთ, როგორც კანტი ამბობდა მას ორი რამ აოცებდა სამყაროში, მორალური კანონი ჩემში და
ვარსკვლავებით მოჭედილი ცა.

37
ეკუთვნის მაგრამ იმას, ვისაც შეუძლია ამის, როგორც ერთიანობის აღქმა და სწორედ ეს
არის პოეტი31“( Emerson, Nature, 2009, chapter 1, 8-9. An Electronic Edition).
ზემოთ მოყვანილ ტექსტში რომელიც ემერსონის ციტირებაა მისივე ესედან „ბუნება“,
სიღრმისეულად ჩანს დამოკიდებულება ადამიანს და ბუნებას შორის. ერთის მხრივ
ადამიანი ბუნების ბატონ-პატრონია თუმცა ბუნება, როგორც მთლიანი წარმოადგენს
უნიკალურობას, რომელსაც ადამიანის ხელიც კი ვერ ცვლის.
ემერსონი ასევე ამბობდა რომ მხოლოდ ცოტაოდენ ზრდასრულს თუ შეუძლია
ბუნების დანახვა, ჭვრეტა. ადამიანთა უმეტესობას კი მზის დანახვის უნარი არ აქვთ. თუ
მაინცდამაინც ვიტყვით, ეს შეიძლება შევადაროთ ხელოვნურ ხედვას. ემერსონი ამბობს,
რომ მზე ანათაბს კაცის თვალში, მაგრამ ასხივოსნებს თავის სხივებს ბავშვის გულში და
თვალში(Emerson, Nature, 2009, chapter 1, 8-9. An Electronic Edition).
თოროს განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა ბუნებისადმი, თუმცა ემერსონის
გავლენა თოროზე აქაც საგრძნობლად იგრძნობა. თოროს შეფასება ბუნების მიმართ კარგად
ჩანს თავის ნაწარმოებში, „უოლდენი“ - კერძოდ „სად ვცხოვრობდი და რისთვის“, ამ ესეში
თორო საუბრობს ყველა იმ ნიშან-თვისებაზე, რომელიც ბუნებას ახასიათებს. უოლდენში
თორო როდესაც აღწერს თავის საცხოვრებელს და გარემოს, მკითხველს ისეთი განცდა
ეუფლება თითქოს ემერსონის „გამჭვირვალე თვალად“ გადაქცეულა და სპირიტუალურ,
მეტაფიზიკურ მდინარეზე დაირწევა და ტკბება იმ მშვენიერებით, რომელიც ბუნებიდან
მოდის. თოროს სიამოვნებს მისი გამოცდილება, შეიძლება ვთქვათ „ემერსონის პოეტის“
გამოცდილება, იგი „პოეტი“ ხდება, იგი გრძნობს ბუნების ერთიანობას, კეთილ
საწყისს(Thoroeu, Walden, 1854). თუნდაც „უოლდენ ფონდის“ მახლობლად ბანაობაც კი
თოროსთვის ღრმად რელიგიურია, რაც კიდევ უფრო უსვამს იმას ხაზს, რომ იგი
სიმოვნებას იღებს ბუნებისგან.

31
პოეტის ფენომენი ემერსონის ესეებში ხშირად ფიგურირებს, „პოეტი“, როგორც ემერსონი ამბობს თავის
ესეში „პოეტი“, რომელიც 1841-43 წლებში იქმნებოდა, არ რის ჩვეულებრივ ადამიანზე, რომელიც პოეტის
ტალანტს ფლობს, მაგრამ ნამდვილი პოეტი. ემერსონი ამბობდა, რომ „პოეტი“ წარმოადგენს კაცობრიობას,
როგორც ერთიანი, რომელიც აღიარებს და იაზრებს დამოუკიდებლობას მატერიალურ და სულიერ
სამყაროებს შორის. შესაბამისად ემერსონის „პოეტი“ საკმაოდ რთული მოვლენაა.

38
ბოლოს მსურს დავუბრუნდე ბუნებისა და ენის საკითხს, როგორც ემერსონის ასევე
თოროს ნააზრევში. ემერსონი როდესაც ბუნების ელემენტებზე საუბრობს, იგი ერთ-ერთ
ელემენტად ასახელებს ენას. ამას იგი სამი წინადადებით ხსნის: სიტყვები არიან ბუნებრივი
ნიშნები, დეტალური ბუნებრივი ფაქტები არიან დეტალური სულიერი ფაქტების
სიმბოლოები და ბუნება არის სულის სიმბოლო. ის სიტყვები, რომლებიც აღწერენ ბუნებას
არიან ბუნებრივი ფაქტების ნიშნები. პირველ წინადადებაში ნათქვამია: მიუხედავად
იმისა, რომ სიტყვები აღწერენ მორალურ და ინტელექტუალურ ფაქტებს, თავდაპირველად
ისინი იყვნენ ბუნებრივი ფაქტების ნიშნები. ბუნებრივად წარმოშობილ შეკითხვას, თუ
როგორ ხდება რომ სიტყვები, რომლებიც ბუნებრივი ფაქტების ნიშნები არიან, აღწერენ
ამავე დროს სულიერ ფაქტებს, ემერსონი ასე ხსნის: ყოველი ბუნებრივი ფაქტი არის რაღაც
სულიერი ფაქტის სიმბოლო(ზაქარიაძე 2009, 64).
თოროც ემერსონის მხარდამხარ აფასებს ბუნების ენის ასპექტებს, მის მიერ თქმულ
ლექსში:
„იყო მეცხვარე, რომელიც ცხოვრობდა,
მისი ფიქრები კი იმ სიმაღლეზე იყო,
სადაც მთებზე მისი ცხვრის ფარა
საათობით ბალახს ძოვდა“(Thoroau, Walden, 1995, Where I lived and what I lived for, Am
Electrnic edition).
შემდეგ თორო ასეთ კითხვას სვამს, თუ რა უნდა ვიფიქროთ იმ მეცხვარის
ცხოვრებაზე, თუ მისი ცხვრის ფარა უფრო მაღალმთიან საძოვრებზე დაეხეტება ვიდრე
მეცხვარის ფიქრები? ამ შეკითხვი შემდეგ თორო თავის სტილში ისევ ბუნებაზე წერას
იწყებს და თითქოს კითხვას პასუხგაუცემლად ტოვებს, მაგრამ ჩვენ გავცეთ ბუნებისა და
ენის ურთიერთკავშირის პრობლემაზე დაყრდნობით პასუხი. რასაკვირველია, სიტყვები
ბუნებრივი ფაქტების ნიშნებია(რასაც ასევე ემერსონიც ამბობდა), და სიტყვა
მაღალი(ლექსში) შედარებულია მთასთან(რომელიც ბუნების ნაწილია), ისიც ცხადია, რომ
ბუნება სულის სიმბოლოა, შესაბამისად ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სიტყვები
გამოხატავენ ბუნების ასპექტებს და მას აცოცხლებენ, როგორც მაღალი მეტაფორულად

39
მთას მიესადაგა ლექსში. სწორედ აქედან კარგად ჩანს, რომ თოროს ემერსონის „ენა“,
როგორც ბუნების ელემენტი კარგად აქვს შესწავლილი და იაზრებს. ეს ერთი შეხედვით
უმნიშვნელო ფაქტი ღრმად ფილოსოფიურია და უფრო სიღრმისეულ ანალიზს იმსახურებს
ვიდრე მე მოვინდომე აღნიშნულ სიტუაციაში, რამდენადაც ცნობილია, რომ ემერსონიც და
თოროც ენის საკითხს უდიდეს ყურადღებას უთმობდნენ განსაკუთრებით, როდესაც
ბუნებას აღწერენ.
ბოლოს დავამატებ, რომ ყოველივე ზემოთთქმულის შემდეგ ადამიანის და ბუნების
საკითხი ემერსონისა და თოროს ნააზრევში სიღრმისეულადაა გაანალიზებული და ერთ-
ერთი მთავარი ადგილი უკავია მათ ესეებში. საერთოდ ამერიკული
ტრანსცენდენტალიზმის შემეცნების გზაზე კი ბუნების-ზესულის საკითხი წამყვან თემას
წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც ინდივიდი ეზიარება ნამდვილ თავისუფლებას-
პერსონულ ინდივიდუალიზმს.

§ 2.4. პერსონული ინდივიდუალიზმი, როგორც ახალი ღირებულება

პირველი აზრი, რომელიც გვებადება ამერიკული ტრანსცენდენტალიზმისა და


ემერსონის პერსონულ ინდივიდუალიზმთან დაკავშირებით, არის მისი ალბათ ყველაზე
ცნობილი და ხშირად ციტირებადი ესე, „ირწმუნე შენი თავის“, რომელიც პირველად 1841
წელს გამოიცა. ამ თავის დასაწყისშივე ვიტყვი, რომ ემერსონის აღნიშნული ესე ადამიანის
პერსონული ინდივიდუალიზმის მთავარი წამყვანი იდეაა. ესეში ემერსონი მსჯელობს,
რომ საზოგადოება უარყოფითი ეფექტი აქვს ადამიანის პერსონულ განვითარებაზე. თვით
უზრუნველყოფა, სრული დამოუკიდებლობა კი, როგორც ემერსონი წერს ადამიანს აძლევს

40
თავისუფლებას32, რომ აღმოაჩინოს ნამდვილი“მე“ და მოიპოვოს ჭეშმარიტი
დამოუკიდებლობა(Emerson, 1883).
ემერსონი თავის ესეში, „ირწმუნე შენი თავის“ არ იყენებს ტერმინ ინდივიდუალიზმს,
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ეს სწორედ ის დროა როდესაც აღნიშნული ტერმინი
ცნობადი ხდება საზოგადოებაში. პირველი ვინც ინდივიდუალიზმის ცნება პოპულარული
და საქვეყნოდ ცნობილი გახადა არის ალექსის დე ტოკვილი, თავის გენიალურ ნაშრომში
„დემოკრატია ამერიკაში“. ხოლო ემერსონმა, ინდივიდუალიზმი პირველად ახსენა 1843
წელს. თუმცა ისიც ცხადია, რომ ემერსონის „ირწმუნე შენი თავის“ შემდგომში სწორედ
ინდივიდუალიზმად იწოდა, უფრო თუ დავაზუსტებთ პერსონულ ინდივიდუალიზმად.
ემერსონი ესეში, ხალხს მოუწოდებდა, რომ პირველ რიგში ყოფილიყვნენ
ინდივიდუალისტები, დაყრდნობოდნენ საკუთარ პერსონულ გამოცდილებას ვიდრე
ეარათ ეკლესიაში და დრო ფუჭად დაეკარგათ. იგი ღიად ამბობდა, რომ ხალხი სჯობდა
სახლში დარჩენილიყო და საკუთარი კულტურა და ინდივიდუალური ცოდნა, რათა
სრულეყოთ თავიანთი იდეალური პერსონული ინდივიდუალიზმი (Emerson, 1883).
ემერსონი თასიც ესეში „ირწმუნე შენი თავის“ პირველივე აბზაცში წერდა:
„გჯეროდეს საკუთარი აზრის, გჯეროდეს რა არის სიმართლე შენს გულში ნიშნავს,
იმას, რომ ეს ყოველივე სხვისთვისაც სიმართლეს წარმოადგენს, ეს უბრალოდ
გენიალურია. ელაპარაკე შენს მყარ ფარულ რწმენას და ის უნივერსალური იდეა
გახდება“(Emerson, 1883, 26).
ემერსონი ამ მოსაზრებაში აყალიბებს არგუმენტს, რომ ადამიანის შინაგანი ხმა არაა
უცხო მისთვის და შესაბამისად მას დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ, რადგან ნაცნობი
გვგონია. პირიქით ადამიანები ხშირ შემთხვევაში სხვის მოსაზრებებს უფრო დიდ
ყურადღებას აქცევენ, ნაცვლად იმისა, რომ შენი პირადი უნიკალური დაიჭირო და
დააფასო. ხოლო ის, რაც დიდ მოაზროვნეებს დიდ მოაზროვნეებად აქცევს, სწორედ ისაა,
რომ ისინი თავიანთ გამოძახილს, შინაგან მეს უსმენდნენ და საკუთარ აზრებს პატივს
სცემდნენ. ემერსონს მოჰყავს მოსეს, პლატონის, მილტონის მაგალითები და დასძენს, რომ

32
აღსანიშნავია, რომ ემერსონი პოლიტიკურ თავისუფლებაზე არ საუბრობს, იგი არ იყენებს ტერმინ-Liberty,
არამედ-Freedom.

41
ისინი საუბროდნენ იმას რასაც ისინი ფიქრობდნენ, არა იმას რასაც ხალხი მათგან
მოითხოვდა(Emerson, 1883, 26-27). ისიბრძნე თვითონ, გააღვიძე შენში პერსონული
ინდივიდუალიზმი და დაეყრდენი მას, ეს ის მესიჯებია, რომლითაც განმსჭვალილია
თავიდან ბოლომდე „ირწმუნე შენი თავის“.
ემერსონს და სხვა ტრანსცენდენტალისტებს სჯეროდათ, რომ ადამიანი უნდა
ყოფილიყო სრულიად დამოუკიდებელი, მიჰყოლოდა საკუთარ გრძნობებს და
სპირიტუალურ გამოცდილებას, ხოხლო იმაზე ნაკლებად ეფიქრა თუ სხვა მასზე რას
იფიქრებდა, მაგრამ ამავდროულად, ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი თუ,
ადამიანის გული იქნებოდა სუფთა, სწორედ ამიტომ ვაფასებ ემერსონს და საერთოდ
ტრანსცენდენტალიზმს.
„ირწმუნე შენი თავის“, არის დასაწყისი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმისა, რომ
ჩამოყალიბებულიყო აზროვნების ახალი გზა, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა
პერსონულ ინდივიდუალიზმზე. ემერსონს თავის ესეში უამრავი გზავნილი ჰქონდა,
რომლის მიტანაც სურდა საზოგადოებამდე. „ირქმუნე შენი თავის“ არის ემერსონის
ჭეშმარიტი ხედვა, ინდივიდუალიზმის მიმართ. პირველი და უმთავრესი მიზანი
ემერსონის „ირწმუნე შენი თავის“ არის ის, რომ წაეხალისებინა ხალხი ემოქმედათ
თავისუფლად და ეაზროვნათ თავისუფლად და არ მიჰყოლოდნენ საზოგადოებრივ აზრს
და უმრავლესობის სურვილებს. პრაქტიკულად კონფორმიზმის წინააღმდეგ გალაშქრებად
შეიძლება ჩაითვალოს ემერსონის აღნიშნული შეფასება. ემერსონისთვის უფრო მისაღები
იყო დარჩენილიყო ბავშვის გულწრფელობით, რომელიც ჯერ კიდევ ხელშეუხებელია
საზოგადოების მხრიდან(Emerson, 1883).
კიდევ უფრო ნათელი, რომ გავხადოთ ემერსონის დამოკიდებულება
კონფორმისტული საზოგადოების და საერთოდ კონფორმიზმის მიმართ მოვიყვან ციტატას
ზემოთხსენებული ესედან, ემერსონი თავის ესეში წერდა:
„ადამიანი, რომელიც კონფორმისტი არ არის, მას მსოფლიო მუდმივ წნეხში,
უსიამოვნებებში აცხოვრებს“(Emerson, 1883, 49).

42
ემერსონი ესეში, ასევე დანანებით აღნიშნავს, რომ ადამიანი გახდა მომრიგებლური
და მორჩილი. მას აღარ აინტერესებს და აღარ ანაღვლებს, რომ თქვას: მე ვფიქრობ, ან მე
ვარ, არამედ უფრო ხშირად ციტირებს ზოგიერთ წმინდანს და ბრძენკაცს(Emerson, 1883).
ემერსონი ფაქტიურად ადამიანს მოუწოდებს, რომ ისიბრძნოს თვითო რადგან ყველა
ადამინს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უნიკალური იყოს და სხვის დახმარება
აზროვნებაში არ სჭირდება. ემერსონს ისიც კარგად ესმის, რომ ისიბრძნო თვითონ მარტივი
არაა, სწორედ ამიტომ ის ამბობს, რომ ასევე ადამიანი უნდა იყოს მამაცი რაც ასევე როგორც
უკვე ვახსენეთ ანტიკური ფილოსოფიური ტრადიციაა, რომელიც არისტოტელედან მოდის.
როგორც უკვე ვახსენე ემერსონის ემერსონის „ირწმუნე შენი თავის“, პერსონული
ინდივიდუალიზმს და არა-კონფორმიზმს ეხება. იგი უამრავ ადგოლას ესეში ამბობს, რომ
ბრმად მინდობა და მიყოლა სხვის აზრებზე და იდეებზე არის სულელური და
არაგონივრული. ემერსონს წინ გამოაქვს ის მოსაზრება, რომ თუ გინდა იყო დიდი
მოაზროვნე მაშინ შედარებით შენი გაგებაც უნდა ჭირდეს, ჭეშმარიტად ინდივიდუალიზმი
და თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ წინასწარ დადგენილ კანონებს და ნორმებს არ მიყვე
არამედ შენში ეძიე ჭეშმარიტება(Emerson, 1883).
ბევრი მკვლევარი ემერსონის ესეს, „ირწმუნე შენი თვის“ ყოფს სამ მთავარ ნაწილად,
რაც ემერსონს თავის დროზე არ გაუკეთებია, ემერსონმა ნამუშევარს ესეს ფორმა მისცა.
პირველი ესაა, „ირწმუნე შენი თავის“ ღირებულება (პარაგრაფი 1-17), ირწმუნე შენი თავის
და ინდივიდუალიზმი (პარაგრაფი 18-32) და ბოლო მესამე, ირწმუნე შენი თავის და
საზოგადოება (პარაგრაფი 33-55). პირველ ნაწილს ემერსონი იწყებს ლათინური ფრაზის
ციტირებით:
"Ne te quæsiveris extra" რაც ნიშნავს - დაეყრდენი საკუთარ თავს ჭეშმარიტების გზაზე.
რომელიც რომაელი სატირიკოსის და პოეტის აულუს პერსიუს ფლაკუსისგან აიღო
ემერსონმა. ემერსონმა აღნიშნული ციტატა იმიტომ გამოიყენა, რომ ხაზი გაესვა იმისთვის,
თუ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანითვის საკუთარი შინაგანი ხმის, ინტუიციის მოსმენას.
თვითონ ეს ზემოთხსენებული წინადადება ვფიქრობ „ირწმუნე შენი თავის“ მთავარი
მოტივია. ემერსონის ძლიერ სურვილს ყოველთვის ის წარმოადგენდა, რომ ხალხისთვის

43
ეთქვა თუ რას წარმოადგენდა საკუთარი თავის რწმენა, ემერსონს უნდოდა ენახა
საზოგადოება, რომელიც არ იქნეოდა დაყრდნობილი სხვათა სიბრძნეზე, წესჩვეულებებზე
და ტრადიციებზე. ემერსონის მოსწრებული გამონათქვამი ისაა, რომ თუ ადამიანი არ
იმოქმედებს ისე, როგორც მისი გონება ფიქრობს, ვიღაც სხვა გარეშე პირი გააკეთებს მის
საქმეს და მის მაგივრად ისაუბრებს(დღევანდელ რეალობაში ემერსონის ვიტყოდი ეს
წინასწარმეტყველება ნამდვილად გამართლდა).
მეორე ნაწილში, ემერსონის მამოტივირებელი წინადადებაა, ენდე საკუთარ თავს.
ემერსონი წერდა, რომ პიროვნება უნდა ენდოს ბუნებას, მის მშვენიერებას და სიძლიერეს.
ემერსონი წერდა, რომ იმისათვის, რომ იცხოვრო სწორად ბუნებასთან და ღმერთთან
ერთად, ამისთვის ადამიანი არ უნდა ფიქრობდეს წარსულზე და მომავალზე, არ უნდა
შეადაროს ერთი მეორეს და რაც მთავარია არ გამოიყენოს სახელმძღვანელოდ სხვისი
სიტყვები და აზრები.
მესამე და ბოლო ნაწილი როგორც უკვე აღვნიშნე არის, ირწმუნე შენი თავის და
საზოგადოება. ამ პარაგრაფებში ემერსონი წერს, რომ საკუთარი თავის რწმენა არის
აუცილებელი რამ, რათა ცხოვრბის ჰქონდეს საზრისი და განხორციელდეს, რაც აისახება
განათლებაში, რელიგიაში, მისწრაფებებში, თუნდაც საკუთრებაში და სხვა. ესეს ბოლო
ნაწლში ემერსონი აგრძელებს საზოგადოებაზე წერას და ამობს, რომ მორალურობას
სჭირდება საკუთარი თავის რწმენა და ურჩევს ამერიკელებს იყვნენ თავიანთი თავის
ბატონ-პატრონნი, ვიდრე სხვების მიმდევრები.
„ირწმუნე შენი თავის“ იდეა შეიძლება სხვაგვარად იყოს გაგებული და
ინტერპრეტირებული, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ინდივიდუალიზმის
ფილოსოფია ან, ლიბერალიზმის დოქტრინა, ეს არის ესე, რომელიც მხარს უჭერს
ადამიანის პერსონულ ინდივიდუალიზმს, საკუთარი თავის ბატონ-პატრონობას და
მოუწოდებს ადამიანს გახდეს პერსონა, ინდივიდი, რომელიც საკუთარი
გადაწყვეტილებებით იცხოვრებს და არ ჩაეფლობა კონფორმიზმის წიაღში, თუნდაც იმ
სიტუაციაში, როდესაც კონფორმისტულ საზოგადოებაში ცხოვრობს. წინა თავებში უკვე
მოვიყვანე ემერსონის ციტირება იმ საკითხზე, რომ ადამიანს კონფორმისტულ

44
საზოგადოებაშიც შეუძლია ღირსეულად ცხოვრება მაგრამ ეს ძალიან რთულია და
მხოლოდ საკუთარი თავის ნდობით და სიმარტოვის სიტკბოების აღმოჩენით მიიღწევა.
ემერსონი ესეში წერს:
„ის ვინც ადამიანად იწოდება, კონფორმისტი არ არის, ის ვისაც არ ეშინია და ძალა
აქვს სიახლის და ახლის ღმოჩენის სპირიტუალური გამოცდილებით, მას ხელი არ
შეეშლება ღვთაებრივის მიერ, მაგრამ უნდა დარწმუნდეს ღვთაებრივში“ (Emerson, 1883, 29).
ამ შემთხვევაშიც საკუთარი თავის რწმენა მთავარი ელემენტია, რომელიც ადამიანის
პერსონულობას წარმოადგენს და განსაზღვრავს. ემერსონი თავის თანამედროვე
საზოგადოებას ურჩევდა, რომ მათ ეპოქაში ადამიანს ნებისმიერი რამ ეჭქვეშ შეიძლება
დაეყენებინა, რათა გაეგოთ რა იყო მისაღები და რა არა.
როგორც უკვე აღვნიშნე, „ირწმუნე შენი თავის“ მოიცავს ბევრ მნიშვნელოვან ასპექტს,
რომლებიცაა: ხელოვნება, თავისუფლება, კონფორმიზმი, ინდივიდუალიზმი, თუმცა
ამავდროულად ემერსონისთვის მეტად მნიშვნელოვან საკითხებს წარმოადგენდა:
პოლიტიკა, საზოგადოება და კულტურა, რომელიც ემერსონის აზრით ერის აღორძინების
გზაზე ერთ-ერთი უმთავრესი თემები იყო. სწორედ ამიტომ ესეში ემერსონმა ამ საკითხებს
დიდი დრო დაუთმო და საინტერესო ანალიზი გაუკეთა.
ემერსონი პოლიტიკურ მოაზროვნედაცაა მიჩნეული, თუნდაც გავიხსენოთ მის მიერ
დაწერილი ესე „პოლიტიკა“, რომელიც დიდწილად ამერიკის მთავრობას მიეძღვნა.
ემერსონი როგორც უკვე აღვნიშნე, საკუთარ თავზე ორიენტირებულობას და საკუთარი
თავის რწმენას წინა პლანზე აყენებდა, თუმცა ის იმასაც არ გამორიცხავდა, რომ ამ
გამოცდილებით ადამიანს დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრება სრულფასოვნად
შეეძლო, მთავარია ინდივიდმა შეინარჩუნოს საკითარი თავის რწმენა და კონფორმისტი არ
გახდეს. „ირწმუნე შენი თავის“ და დემოკრატიის ეს პრაქტიკულად კონსერვატიული ხედვა
მნიშვნელოვან პრინციპებს წარმოადგენდა ემერსონის ცხოვრების გზაზე, რომელიც აისახა
მის პოლიტიკურ საქმიანობებში. ემერსონი აბოლიციონიზმს მხარს უჭერდა და ამერიკის
ისტორიაში კარგადაა ცნობილი ის ფაქტი, რომ ემერსონი ენდრიუ ჯექსონს და მის
პოლიტიკას ინდიელების მიმართ მკაცრად აკრიტიკებდა.

45
ემერსონს საზოგადოება შედარებული ჰყავს, ბიზნეს დაწესებულებად 33. ემერსონს
თავის ესეში კიდევ ბევრ ადგილას აქვს გაკრიტიკებული საზოგადოება. იგი წერდა:
„განმარტოვებით, ჩვენ გვესმის შინაგანი ხმები, მაგრამ ყოველივე ეს ბუნდოვნად
ისმის და ნელ-ნელა ქრება, როდესაც საზოგადოებაში შევდივართ“(Emerson, 1883 29).
ემერსონს სჯეროდა, რომ საზოგადოება ერთგვარ „შეთქმულების თეორიაში“ იყო
ინდივიდუალურობის, თვითმყოფადობის წინააღმდეგ. მაინც უნდა აღინიშნოს, რომ მისი
დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ უარყოფითი იყო, რადგან საზოგადოება
აბრკოლებს ინდივიდის თვითმყოფადობას, რწმენას საკუთარი თავის მიმართ. ემერსონს
სურდა ისეთი ადამიანები, რომლებიც მათ გულს მოუსმენდნენ პირველ რიგში, ანუ
მისწრაფებებს. ასევე იგი ინდივიდებს მოუწოდებდა, რომ საზოგადოებასთან მუდმივ
შეჯიბრში ყოფილიყვნენ და არ დაეშვათ, რომ საზოგადოებას ისინი გაეკონტროლებინა.
კიდევ უფრო გენიალურია ემერსონი კულტურის საკითხთან დაკავშირებით.
გავიხსენოთ ის ისტორიული ეპოქაც, რომელშიც ემერსონი მოღვაწეობდა და ყველაფერი
ნათელი გახდება. ეს ის დროა, როდესაც ამერიკელები გრძნობდნენ, რომ მათ საკუთარი
კულტურა უფრო მაღალ საფეხურზე უნდა აეყვანათ და გავბედავ და ვიტყვი
პრაქტიკულად უნდა შეექმნათ. ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ჩამოყალიბებულ,
სრულიად დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენდა იმ დროისთვის. განსაკუთრებით
ამერიკელი რომანტიკოსი მწერლებისგან გაჩნდა მოწოდება ამერიკული განუმეორეელი
კულტურის შექმნის და მათ ეს მოახერხეს კიდეც. ხოლო რომანტიკოსთა დიდი ნაწილი კი
სწორედ ემერსონის ტრანსცენდენტალიზმს იზიარებდა.
ემერსონიც ასევე, მოუწოდებდა ამერიკელებს, რომ დარჩენილიყვნენ სახლში და
განევითარებინათ თავიანთი ინდივიდუალური კულტურა, ნაცვლად იმისა სოციალური
პროგრესისთვის შეეწყოთ ხელი. ის მოუწოდებდა მათ რომ უარეყოთ
კონფორმიზმი(Emerson, 1883). ემერსონი ასევე დიდად არ სწყალობდა განათლების
სისტემას, რადგან მისი ღრმა რწმენით ის სკოლები და საგანმანათლებლო

33
Joint-stock company - ემერსონი იყენებს აღნიშნულ მოცემულობას, როდესაც საზოგადოებაზე საუბრობს,
აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის დაწუსებულებაში უამრავი ადამიანი მუშაობს თუმცა წამყვანი ფიგურა
მხოლოდ რამდენიმეა და მთლიანად მათზეა დამოკიდებული „მექანიზმის მუშაობა“.

46
დაწესებულებები, რომლებიც ამერიკაში იყო, ვერ უმკვლავდებოდა იმ გამოწვევას, რომ
დახმარებოდა ინდივიდს საკუთარი კულტურის შექმნაში. ემერსონი ასევე მოუწოდებდა
თანამემამულე მკვლევარებს, რომ ევროპული ლიტერატურული ტრადიციას
ჩამოსცილებოდნენ. ეს ასეც მოხდა თუნდაც ისევ გავიხსენოთ ამერიკული რომანტიზმი და
განუმეორებელი მხატვრული ნაწარმოებები, რომლებმაც ცალკეული, ევროპულისგან
განსხვავებული, ლიტერატურული ტრადიცია შექმნეს(მათ შორის ისიც აღსანიშნავია, რომ
მარტო რომანტიკოსები არ იყვნენ).
ემერსონი ასევე უპირისპირდებოდა, დღევანდელი გადმოსახედიდან თუ ვიტყვით,
მას-კულტურას, რადგან მისი ღრმა რწმენით ეს ყოველივე ადამიანს აცილებდა სულიერ
ცხოვრებას და სოციალურ უსამართლობას უწყობდა ხელს. რადგან ეს ყოველივე იწვევდა
კონფორმიზმს. დღევანდელ რეალოაში მართლაც ასეა, მას-კულტურა დღეს
კონფორმიზმის ხელს უწყობს რადგან.
ბოლოს მსურს შეფასების სახით ვთქვა, რომ ემერსონის ესე, „ირწმუნე შენი თავის“
ამოუწურავი საკითხია, რომელზე საუბარიც დაუსრულებლად შეგვიძლია. თუმცა ის
მთავარი თემები, მთავარი გზავნილები, რომლებიც ემერსონმა დაუტოვა მთლიანად
კაცობრიობას ჩემი მოკრძალებული შეფასებით ამგვარად ფორმულირდება.

თავი III: ამერიკული იდენტობის ბაზისური პარადიგმა-თორო

§ 3.1. თოროს მსოფლმხედველობრივი დისკურსი

,,საუკეთესო ხელისუფლება ისაა, რომელიც ყველაზე ნაკლებად მართავს”. მინდა, რაც


შეიძლება მალე და სისტემურად ვიხილო იგი განხორციელებული. განხორციელებულს კი,
საბოლოო დედააზრად ეს ჰქოდეს: ,,საუკეთესო ხელისუფლება ისაა, რომელიც საერთოდ
არ მართავს”. როცა ადამიანები ამისთვის მზად იქნებიან, ხელისუფლებაც ასეთი
ეყოლებათ”(Thoroau, 1849 ,14).

47
სწორედ ამ ციტატით მსურს დავიწყო საუბარი ჰენრი დევიდ თოროზე, რომელმაც
თავისი ესეს, სახელად „სამოქალაქო ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის შესახებ“
დასაწყისშივე განსაზღვრა მთავარი მიზანი და იდეა, რომლისკენაც ავტორი მიისწრაფვოდა
და ამ მისწრაფებას თანამემამულეებისგანაც ითხოვდა. თორო თვლიდა, რომ ადამიანს
მორალური უფლება ჰქონდა იმისთვის, რომ დაპირისპირებოდა მთელი თავისი არსებით
არაკანონიერ ხელისუფლებას. თორო იმ მწერალთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ხალხს
ელაპარაკება თავის ნაწერში და ცდილობს ამ ხალხის აზრზე მოყვანას, გათავისუფლებას,
ცნობისწადილითა და ახალი სულისკვეთებით აღვსებას. მასაჩუსეტში, კერძოდ ქალაქ
კონკორდში, როდესაც ტრანსცენდენტალისტების კლუბი იქმნებოდა, რომლის წევრებმაც
როგორც უკვე ვახსენ ევროპული ფილოსოფიისა და ზოგადად აზროვნების ტრადიციისა
და ამერიკული პროტესტანტობის ტრადიციის საუკეთესო შერწყმა მოახდინეს, სულ მალე
თორო ამ კლუბის წევრი გახდა. ამ კლუბში კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა
გახლდათ თორო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მისი მნიშვნელოვნება ნაკლებად
იგრძნობოდა კლუბის წევრებს შორის, დრომ გამოაჩინა, ვინ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი
და რევოლუციური თავისი აზროვნებით. ტრანსცენდენტალისტებს ყველას ჰქონდათ
განსაკუთრებული დამოკიდებულება ბუნებრიობისა და ბუნების მიმართ. თოროს მთელი
ნაწერები ეს არის ბუნებით განსაკუთრებული ტკბობა, (როგორც წინა თავებში კარგად
გამოჩნდა, როდესაც თოროსა და ემერსონის ხედვებს ბუნების მიმართ ანალიზს
ვუკეთებდი) და სრულიად განსაკუთრებული დამოკიდებულება ბუნებისადმი.
წარმოუდგენელია თორო წაიკითხო და არ დაგრჩეს განცდა იმისა, რომ ბუნება შეიცანი.
ბუნებაში თორო ეძებდა იმას, რაც ერთი შეხედვით დამალულია ჩვენგან, მაგრამ სწორედ ამ
განმარტოებით, საკუთარ თავთან მარტო დარჩენით ბუნების წიაღში, ადამიანი ბუნებას
ერწყმის და მისი ნაწილი ხდება. თოროს ეს კარგად ესმოდა და მთელი მისი შემოქმედება
თუ ცხოვრება ამ მოტივითაა განმსჭვალული.
თორომ თავისი მსოფმხედველობა ძირეულად ჩამოაყალიბა თავის ნამუშევრებში,
განსაკუთრებით უკვე ჯეროვნად ხსენებულ ესეში, „სამოქალაქო ხელისუფლების

48
დაუმორჩილებლობის შესახებ“ და „უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება“ რაზეც შემდეგ თავში
უფრო მეტს ვისაუბრებ. თორო წერს თავის ესეში:
„მე ზეციური ვარ წარმოშობის, ჩემს სულს ვერავინ დაისაკუთრებს, მორჩილ
მსახურად ვერ მაქცევს, საკუთარი განზრახვის მონად ვერცერთი სუვერენული
სახელმწიფო ვერ მაქცევს“(Thoroau, civil disobedience,An Electrnic Edition 2004).
თუნდაც აღნიშნული ტექსტიდან და არა მარტო ამ ტექსტიდან კარგად ჩანს, რომ
თორო მებრძოლი სულია, რომელიც არავის და არაფერს თავს არ უკრავს, პირიქით მისი
მსოფმხედველობა სრული ინდივიდუალიზმითაა განმსჭვალული, უფრო სწორად
პერსონული ინდივიდუალიზმით. თოროსთვის შინაგანი სამყარო და განმარტოება
ბუნებაში, ნიშნავს გასვლას იმ ტრანსცენდენტალურზე რასაც ყველა ადამიანი უნდა
ცდილობდეს, თუ ვუშვებთ იმ მოსაზრებას, რომ ადამიანი ღვთაებრივი-სულიერი არსებაა,
სულიერი ცხოვრების მოთხოვნილება კი ყველა ადამიანში დევს და სულ, რომ ამას თავი
დავანებოთ ადამიანს საკუთარი თავის შეცნობა ხომ მაინც ევალება, ცდა თავისთავად კი
გამოცდილებაა.
თოროს ყველასაგან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ბუნების საკითხის
მიმართ. თუნდაც ემერსონისგან განსხვავებით თორო ბუნების მშვენიერებაზე და მის
ტკბობაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს თავის წიგნში „უოლდენი“ და განსაკუთრებით
მეორე თავში, „სად ვცხოვრობდი და რისთვის“. თუ ემერსონისთვის ბუნების ფენომენის
შეცნობა და შესწავლა უმნიშვნელოვანესია, თოროსთვის წინა პლანზე მაინც ბუნების
ფიზიკური სილამაზე დგას და ამას თორო არც მალავს პირიქით ის ამას ხაზს უსვამ.
ემერსონის მთავარი კრიტიკაც თოროს მიმართ ის იყო, რომ თორო ბუნების მხოლოდ
ფიზიკურ ასპექტებზე ამახვილებდა ყურადღებას.
ემერსონის მხარდამხარ საზოგადოების საკითხზე მსჯელობისას თოროსთვის
მთავარი პრობლემა, როგორც ემერსონთან, კონფორმიზმია. მეტიც თოროს
ორიგინალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მან კონფორმიზმი იმგვარად დაანახა
ადამიანებს, რომ მისი ნაკლი სრულფასოვნად წარმოჩინდა. თოროს ღრმა რწმენით
კონფორმიზმი იყო ადამიანური უბედურების უმთავრესი მიზეზი(D.Reynolds, 2017). თორო

49
ანვითარებდა აზრს, რომ არაკონფორმიზმი იყო ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ადამიანს
ეპოვა ნამდვილი „მე“. თორო ასევე კონფორმიზმზე მსჯელობისას აღნიშნავდა, რომ
კაცობრიობის უდიდესი ნაწილი დეპრესიაში ცხოვრობს, სწორედ იმიტომ, რომ ისინი
საკუთარ თავს კი არა, არამედ საზოგადოების მორჩილების ქვეშ არიან (D.Reynolds, 2017).
თორო ყოველთვის ცდილობდა, რომ ადამიანისთვის ესწავლებინა, სიმარტივის,
მინიმალიზმის და დაუმორჩილელობის მნიშვნელობა. თოროს მინიმალიზმის და
სიმარტივის თვალსაჩინო გამოხატულებაა მისი პატარა ოთხ მეტრიანი კაბინა-ქოხმახი,
რომელიც ემერსონის მცირე ტერიტორიაზე, უოლდენ პონდის პატარა ტბის მახლობლად
იდგა და დგას. თვითონ კაბინის შიგნით კი ყველაფერი ასევე მინიმალისტურადაა
მოწყობილი. თორო აღნიშნავდა თავის წიგნში „უოლდენი“, რომელიც სწორედ კონკორდში
განმარტოებით ყოფნის დროს დაწერა, რომ იგი ბუნებაში მხოლოდ რელაქსაციისთვის არ
განმარტოებულა არამედ, იმისთვის რომ ეცხოვრა მთელი თავისი სიღრმისეულობით და
ცხოვრების მთავარი ღირებულება დაენახა(Thoroau, 1854).
თორო ისევე როგორც ემერსონი, პროგრესის მიმართ კეთილგანწყობით არ
გამოირჩეოდა. თორო ახალ ტექნოლოგიებს უყურებდა, როგორც უსარგებლო
გამოგონებებს, ასევე ის ხედავდა ზოგიერთ ბენეფიტს რომელიც ამ ტექნილოგიებიდან
მოდიოდა, თუმცა აღნიშნავდა, რომ ეს ყოველივე ჩვენს პერსონულ ბედნიერებას
სერიოზულ გამოწვევებს უმზადებდა. თორო ულდენში მსჯელობს, რომ ტექნოლოგიური
ინოვაციები სათამაშოებს არ უნდა დაემსგავსნონ, რომლებიც ადამიანს სერიოზული
საქმისგან მოსწყვეტს. თოროს ასეთი მაგალითი მოჰყავს, რომ იმ დროისთვის ამერიკაში
იქმნებოდა ტელეგრაფი, რომელიც მენის და ტექსასის შტატებს ერთმანეთს
დააკავშირებდა, მაგრამ თორო თავისი ჩვეული ირონიით მოსწრებულად ამბობს, რომ
შესაძლოა მენის და ტექსასს ერთმანეთში მნიშვნელოვანი საკითხი არ ჰქონდეთ გასარჩევი,
სასაურო და შესაბამისად ეს ტელეგრაფის თემაც უაზროდ ჩაითვლება.
თოროსთვის ბუნებას ის მნიშვნელობა აქვს, რასაც ტექნოლოგიური პროგრესი ვერც კი
მიუახლოვდება მნიშვნელობით.

50
თორო, რომ დაუმორჩილებელი, მეამბოხე სულია ამას მის მრავალფეროვან
ცხოვრებაშიც ადვილად მივაკვლევთ. 1846 წელს, მან გადაწყვიტა გადასახადებისგან თავი
აერიდებინა, გააზრებულად, რადგან ამერიკა მექსიკასთან ომისთვის ემზადებოდა. მას
შემდეგ რაც თორო ამ ქმედების შედეგად საპყრობილეში გადაიყვანეს მან ამაყადა
განაცხადა, რომ ის უკეთეს ხელისუფლებას მაინც ამჯობინებდა იმას, რაც იმ დროისთვის
ამერიკაში იყო.

თოროზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, მისი პიროვნებიდან გამომდინარე


მაგრამ დასკვნის სახით მსურს ვთქვა, რომ იგი ამერიკული ტრანსცენდენტალიზმის
ტიტანია ემერსონთან ერთად, რომელმაც ჩამოაყალიბა ის პრინციპები, რომლებმაც
განსაზღვრა მოძრაობის ის ძირითადი იდეა რაც დღესაც თვითმყოფადია.

§ 3.2. „უოლდენი“ - რომანტიკული უტოპია

საერთოდ რომანტიზმის ეპოქამ ამერიკაში ბუნების მომართ, სულ სხვა


დამკიდებულება გააღვიძა. თორო, როგორც წინა თავში აღვნიშნე დაუმორჩილებელი,
მეამბოხე სულია და სწორედ ამ სულისკვეთებითაა განმსჭვალული „უოდლდენი“.
გამოჩენილი ამერიკელი მწერალი ჯონ აპდეიკი, პრინსტონის უნივერსიტეტის
„უოლდენის“ ახალი გამოცემის წანამძღვრებაში წერდა:
„უოლდენი ბუნებისკენ მობრუნების, მისი დაცვის, სამოქალაქო
დაუმორჩილებლობის, ბიზნესის სულის საწინააღმდეგო მუხტის ისეთ ტოტემურ წიგნად
იქცა, თორო – კი როგორც დაუმორჩილებელი მეამბოხე, როგორც ახირებული განდეგილი
და წმინდანი დღესაც ისეთი ცოცხალი და აქტუალურია, რომ დიდია საშიშროებაა,
"უოლდენიც" ისეთ თაყვანსაცემ, მაგრამ წაუკითხავ წიგნად იქცეს, როგორიც ბიბლიაა“
(Thoreau, 2016)
აღნიშნულ გენიალურ ნაწარმოებში მართლაც ყოველივე ზემთხსენებული საკითხი
განსაკუთრებული სისავსითაა წარმდგენილი, რასაც კიდევ უფრო დიდ მუხტს აძლევს

51
თოროს პიროვნება, მისი ცხოვრების გზა და მსოფმხედველობა, რომელიც არ იქნება
გადამეტებული თუ ვიტყვით, რომ პირდაპირ კავშირშია „უოლდენთან“. სხვანაირად
წარმოუდგენელიც იქნებოდა.
რობერტ ფროსტი ულდენზე საუბრისას ამბობდა, რომ ეს ის წიგნია, სადაც ისაა
აღწერილი, რაც ოდესღაც ამერიკაში იყო, ახლა კი დაკარგულია(Thorson, 2018, 14).
თორო უოლდენში, კერძოდ მეორე ესეში(თავში), „სად და რისთვის ვცხოვრობდი“
მკითხველს ალბათ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გზავნილს აწვდის სადაც მისი
პიროვნული ინდივიდუალიზმი და საერთოდ უოლდენის მთავარი იდეა კარგად ჩანს,
თორო წერდა:
„ტყეში საცხოვრებლად იმიტომ წავედი, რომ გააზრებით ცხოვრება მსურდა,
მინდოდა თვალი არსებობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტებისთვის გამესწორებინა,
დავრწმუნებულიყავი, შევძლებდი თუ არა იმის სწავლას, რაც ცხოვრებას ჰქონდა ჩემთვის
სასწავლებლად გამზადებული, რათა სიკვდილის წინ არ მივმხვდარიყავი, რომ სრულებით
ფუჭი ცხოვრების გზა გამივლია. რაც სიცოცხლე არაა, იმით ცხოვრება არ მსურდა, რადგან
სიცოცხლე ღირსეული უნდა იყოს; არც განსაკუთრებით მარტო მყოფობას ვეძებდი, რადგან
ამის საჭიროება არ მქონია. მინდოდა, ცხოვრებას ღრმად ჩავწვდომოდი და ცხოვრების
ძვლის ტვინამდე ჩავსულიყავი, მკაცრად და სპარტანულად მეცხოვრა, რაც სიცოცხლე არ
იყო, მისგან გამეთავისუფლებინა, თავად კი კარგად შემეცნო და გამეაზრებინა, მისი
მთავარი არსი, იდეა წინა რიგებში გამომეტანა, და თუკი ხელში რამე არასრულყოფილი
შემრჩებოდა – მისი სრული და რეალური უშინაარსობისთვის თვალი გამესწორებინა, და ეს
უშინაარსობა მთელი სამყაროსთვის მეცნობებინა; მაგრამ თუ მის სიდიადეს მივაგნებდი,
საკუთარი ცდით და გამოცდილებით შემეცნო და ამაზე ჩემს მომდევნო თხზულებაში
მესაუბრა“(Thoroau, Walden, 1995, paragraph 17, An Electrnic edition).
სწორედ ასეც მოხდა, თორო უოლდენ პონდის ტბის მახლობლად თავის ფიცრულში
დღიურს ყოველდღიურად აწარმოებდა და ყველაფერს აღნუსხავდა, რაც მის პერსონულ
გამოცდილებას შეესატყვისებოდა, თუმცა თორომ „უოლდენის“ შექმნა, იმ სახით როგორც
დღეს გვაქვს მას შემდეგ დაიწყო, რაც ბუნებაში მარტო მყოფობის და განმარტოების

52
გამოცდილებას თვალი გაუსწორა და მასში ალბათ ის სისავსე დაინახა რაზეც
ზემთხსენებულ ციტატაში საუბრობს.
თოროს „უოლდენი“ იმდენადაა რმანტიკული უტოპია, რამდენადაც ნაწარმოებში
ბუნება, მშვენიერება და ჰარმონია ერთმანეთს ერწყმის პირველი ფურცლიდან ბოლო
ფურცლის ჩათვლით. იმის წარმდგენაც კი განსაკუთრებულ ემოციას აღძრავს მკითხველში,
რომ ერთმა ჩვეულებრივმა ადგილმა(მხედველბაში მაქვს კონკორდში, უოლდენ პონდის
ტბის მიმდებარე ბუნება) განმსჭვალა არაჩვეულებრივი წიგნის შექმნა და ასე
სრულყოფილად წარმოგვიდგინა ბუნების ძალა და მშვენიერება.
მე-19-ე საუკუნის რომანტიკოსები გრძნობდნენ, რომ ადამიანი ღმერთს ბუნებაში
ეზიარებოდა. სწორედ ამიტომ ბუნება გახდა, ადამიანის სულის გზამკვლევი
ინდუსტრიალურ მსოფლიოში. მაშინ როდესაც ემერსონმა ჩამოაყალიბა
ტრანსცენდენტალისზმის ძირითადი პრინციპები, თორომ ერთგვარი გზამკვლევი დადო,
თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. როგორც წინა თავებში ემერსონზე საუბრისას
აღვნიშნე ადამიანს წარსულის სიბრძნის, გამცდილების ცოდნა სჭირდება, ხოლო თოროს
უოლდენში ეს ელემენტი გადმოტანილი აქვს და პრაქტიკულად მესამე თავი, „კითხვა“
მიუძღვნა. მეორე ელემენტი ისაა, რომ ტრანსცენდენტალისტის ცხოვრება ბუნებასთან
ურთიერთბის გარეშე გამორიცხულია, იგი ცდილობს ბუნებასთან ჰარმნიაში იცხოვროს და
ის ჭეშმარიტება აღმოაჩინოს, რომელიც ღვთაებრივს დააკავშირებს. მესამე ელემენტი კი
ისაა, რომ მას შემდეგ რაც ეს გამოცდილება მიიღება, ტრანსცენდენტალისტი ვალდებულია,
ეს სულიერი გამცდილება სხვასაც გაუზიაროს.
პირველი ელემენტი(წარსულის სიბრძნის, ცდნის გააზრება) , მნიშვნელოვნადაა
გადმოცემული „უოლდენში“. კერძოდ მესამე თავში „კითხვა“, თორო ხშირად იყენებს
ლიტერატურულ პარალელს, ბერძნულ, ინდურ ლიტერატურასთნ და ასევე ბიბლიასთან.
ეს თავი მთლიანად დათმობილია წარსულის სიბრძნის, ცოდნის სწავლას და შემეცნებას.
მეორე ესაა, ბუნებასთან ურთიერთობა, რომელიც „უოლდენის“ მთავარ
მამტივირებელ აზრს წარმადგენს. თორო გამუდმებით, თითქმის წიგნის ყოველ გერდზე,
გვახსენებს ბუნების სიდიადეს და მშვენიერებას, რაც გადმოცემულია თავისივე ცოცხალი

53
დაკვირვებით საკუთარ ცხოვრებაზე, ფრინველებზე, ცხოველებზე და მცენარეებზე
წელიწადის ოთხოვე სეზონის განმავლობაში. თორო უოლდენის მეორე თავში წერდა:
„ყოველი დილა, იმ სიხარულის მაუწყებელი იყო, რომ ჩემი ცხოვრება სიმარტივისგან
შედგებოდა და იმის შესაძლებლობა მქონდა, რომ ბუნებასთან უმანკოებაში ვიმყოფებოდი.
მე აურორას34 ისეთივე გულწრფელი თაყვანისმცემელი ვიყავი, როგორც თავის დროზე
ბერძნები იყვნენ. ყველ დღე უთენია ვდგებოდი და ტბაში ვბანაობდი, ეს რელიგური
გამოცდილება იყო და ერთ-ერთი საოცარი რამ , რაც კი ოდესმე გამიკეთებია”(Thoroau,
Walden, 1995, Paragraph 15, Chapter 2, An Electrnic Edition).
ბოლოს, კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ მას შემდეგ რაც
ტრანსცენდენტალისტი ბუნებას ეზიარება და სულიერ გამოცდილებას მიიღებს ეს
გამოცდილება სხვებსაც უნდა გაუზიაროს. სწორედ ეს გახდა „უოლდენის „ შექმნის
მიზეზიც, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, თორო განმარტოებით ყოფნის დროს თავის
ყოველდღიურ დღიურს აწარმოებდა, თუმცა უოლდენის წერა მაშინ არ დაუწყია. ავტორი
ჯერ იმ გამოცდილებას ეძებდა, რაც შემდგომ უოლდენში“ აღინუსხა და მკითხველს
თვალწინ გადაეშალა.

§ 3.3. პერსონული ინდივიდუალიზმის პრობლემა ემერსონისა და თოროს

ტრანსცენდენტალიზმში - კრიტიკული ანალიზი

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ამერიკული ტრანსცენდენტალიზმი შეუძლებელია,


მისი ორი თვალსაჩინო წარმომადგენელის ემერსონისა და თოროს გარეშე. ამ ორი ავტორის
შემოქმედება მთლიანად იმ იდეას ემსახურებოდა, რომ ადამიანი ღვთაებრივის ნაწილია
და მხოლოდ ღვთაებრივთან ურთიერთობით და გამოცდილებით მიიღწევა ის
თავისუფლება, რასაც ხშირად ინდივიდუალიზმსაც ვუწოდებთ. იყo ინდივიდი და
34
აურორა ავრორაა ქართულად ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში თავის თავს ხელახლა შობს ყოველ
დილით და ცაში აჭრით მზის ამოსვლას ამცნობს ხალხს(თორო ამგვარ ალუზიებს ხშირად იყენებს
უოლდენში)

54
მოქმედებდე ინდივიდუალისტურად, ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი ხარ. აღსანიშნავია,
რომ ემერსონი და თორო, არ იყენებენ ხშირად ტერმინ პოლიტიკურ თავისუფლებას, 35
არამედ საერთოდ თავისუფლების ცნებას, რაც მათ იდეებს და საერთოდ ამერიკული
ტრანსცენდენტალიზმის მთავარ პოსტულატს ზუსტად ასახავს.
პერსონული ინდივიდუალიზმი, რასაც ხშირად ემერსონის და თოროს რადიკალურ
ინდივიდუალიზმთანაც აიგივებენ, მათი შემოქმედების განუყოფელი ნაწილია, რაც იმ
ციტირებებში, თუ მსჯელობებში კარგად გამოჩნდა, რაც წინა თავებში წარმოვადგინე.
ემერსონის ესე, „ირწმუნე შენი თავის“ და თოროს ესე, „სამოქალაქო დაუმორჩილებლობა“,
სწორედ ინდივიდის იმ პრობლემებს ეხება რაც, პერსონულ ინდივიდუალიზმთანაა
დაკავშირებული. ემერსონი თავის ესეში, მოუწოდებს მკითხველს, ნაცვლად იმისა, რომ
კონფორმიზმის ჭაობში ჩაეფლოს, საკუთარ პერსონულ მეს უსმინოს და მის მიხედვით
იმოქმედოს(Emerson, 1883).
პერსონული გამცდილება ემერსონთან უფრო მაღალ ხარისხშია, ვიდრე მაგალითად
ეკლესიისგან მიღებული რელიგიური გამცდილება ან დიდი მოაზროვნეების სწავლებანი.
იგი ამერიკელებს მოუწოდებდა, რომ დარჩენილიყვნენ საკუთარ სახლებში და თავიანთი
საკუთარი კულტურისთვის მოევლოთ და განევითარებინათ, ასევე მთავარი
მამოტივირებელი ქვაკუთხედი ის გახლდათ, რომ მეტი ყურადღება საკუთარ
პერსონისთვის-ინდივიდისთვის მიექციათ, ვიდრე სოციალურ პროგრესზე ეზრუნათ.
კონფორმიზმი ემერსონთან ასოცირდება, როგორც პერსონული ინდივიდუალიზმის
სიკვდილთან(Emerson, 1883).
მიუხედავად იმისა, რომ ემერსონი საზოგადოებას აკრიტიკებს, მას ირონიულად
დიდ ბიზნეს-კომპანიას ადარებს და ინდივიდუალიზმის მთავარ დამაბრკოლებელ
საშუალებად განიხილავს, იგი დემოკრატიულობასაც აფასებს და საზოგადოებაზე და
ხელისუფლებაზე, თავისუფლად საუბრობს, მეტიც იმედი აქვს უკეთესი ხელისუფლებისა.
თორო პირიქით სრულიად უგულვებელყოფს ამ საკითხებს და საერთოდ იმ წამის
მოლოდინშია, რომ ოდესღაც ის დრო მაინც მოვა, რომ ადამიანს არ დასჭირდება

35
Liberty -პოლიტიკური თავისუფლება, ამ ავტორებთან ჩანაცვლებულია სიტყვით Freedom, რომელიც .
ინდივიდუალური პერსონული თავისუფლების აღმნიშვნელია.

55
ხელისუფლება. თოროს ესეში, „სამოქალაქო დაუმორჩილებლობა“, როგორც წინა თავებში
ითქვა პირდაპირ მოუწდებს ადამიანებს, რომ იმოქმედონ და არ დაემორჩილონ ისეთ
ხელისუფლებას, რომელიც ინდივიდის გაუკუღმართებას ნებსით, თუ უნებლიედ
ცდილობს. კონფორმიზმი კიდევ ცალკე თემაა თოროსთანაც და უდიდესი ადგილი უკავია
მის ნააზრევში, ეს გასაკვირიც არ უნდა იყოს, რადგან ერთ-ერთი მთავარი
დამაბრკოლებელი ინსტრუმენტი, რაც ადამიანის პერსონულ თავისუფლებას ბორკავს და
ატყვევებს სწორედ კონფორმიზმია. ორივე ავტორს ეს ძალიან კარგად ესმოდა და ამიტომაა,
რომ ამ დილემურ საკითხს მათ შემოქმედებაში დიდი დრო აქვს დათმობილი.
ემერსონთან და თოროსთან ბუნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ
ადამიანმა საკუთარი თავი შეიცნოს და ღვთაებრივს დაუკავშირდეს, რადგან მათთან
ბუნება მანიფესტაციაა „ზესულისა“. ბუნება ერთგვარად საზოგადოების ანტისხეულადაა
წარმოდგენილი ამერიკულ ტრანსცენდენტალიზმში, სადაც ადამიანი პერსონულ მეს
უახლვდება შესაბამისად, საზოგადოებისგან ცალკე მდგომი ინდივიდი ხდება.
მემკვიდრება, რoმელიც ემერსონმა და თორომ დატოვეს მე-19-ე საუკუნის ამერიკაში,
გამოხატავს იმ რწმენას და მისწრაფებას, რომ ნამდვილი ცოდნა და გამოცდილება
საზოგადოების, რელიგიის და კანონების საზღვრებს მიღმაა. ხოლო იმისათვის, რომ
ადამიანმა ამ გამცდილებას მიაღწიოს, განთავისუფლებაა საჭირო, რაც პერსნულ
ინდივიდუალიზმში გამოიხატება.

56
დასკვნა

შესწავლილი მასალების საფუძველზე და ყოველივე ზემოთ თქმყლიდან გამმდინარე


შესაძლებელად მიმაჩნია შემდეგი დასკვნების გაკეთება:

ტრანსცენდენტალიზმმა, რომელიც მე-19-ე საუკუნის 30-იან წლებში წარმოიშვა ახალ


ინგლისში, ვეებერთელა გავლენა იქონია ამერიკულ ფილოსოფიაზე, ლიტერატურაზე,
საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარებაზე. ტრანსცენდენტალიზმი ამერიკაში
ერთგვარი რომანტიკული პროტესტის ფორმა იყო „უხეში მატერიალიზმის“,
ცხოვრებისადმი ძალზე მატერიალური მიდგომის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანს

57
საკუთარი თავისგან აშორებდა და ინდივიდუალიზმს უკლავდა, რადგან კონფორმიზმის
მსხვერპლი ხდებოდა.

ტრანსცენდენტალიზმის მოძრაობის აღმავლობას მე-19-ე საუკუნის ამერიკაში


რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, მათ შორის იყო ის რომ მან
ამერიკელებს თავისუფლების, ინდივიდუალიზმის, ბედნიერების საკითხები სულ სხვა
მხრიდან დაანახა და კალვინიზმის პესიმიზმი, რომელიც იმ დრისთვის (მიუხედავად
იმისა, რომ უნიტარიზმი უკვე არსებბდა) ძლიერ იყო გაბატნებული, ოპტიმიზმით
ჩაანაცვლა.

ამერიკული ტრანსცენდენტალიზმი არის ფილოსოფიური მოძრაობა, რომელსაც


დასასრული არ აქვს, ჭეშმარიტ იდეას განხორციელებისთვის და შემდგომში
მუშაობისთვის მატერიალური საფუძველი არ ესაჭიროება, სწორედ ამიტომაა, რომ
ამერიკული იგი დღესაც ძალიან აქტუალურია და ხელახლა იშობა სხვადასხვა დროებაში
ახალი მოაზროვნეების მიერ, ძირითადი დებულებები კი რათქმაუნდა იგივე რჩება:
საკუთარი თავის რწმენა; პერსონული ინდივიდუალიზმი; ბუნება, როგორც „ზესულის“
მანიფესტაცია; პერსონული გამოცდილება; კონფორმიზმთან ბრძოლა და შეურიგებლობა.

ემერსონის ესე, „ირწმუნე შენი თვის“ და „ბუნება“, ასევე თოროს, „სამქალაქო


დაუმორჩილებლობა“ და რომანტიკული უტოპია „ულდენი“ ათწლეულების განმავლობაში
და დღესაც მნიშვნელოვან გზავნილებს გადასცემს თაობას, რაც გამოიხატება:
თავისუფლებაში, ინდივიდუალიზმში, საკუთარი თავის რწმენაში, კონფრმიზმთან
შეურიგებელ მდგომარეობაში და დამოუკიდებლობაში. ამ ესეების შესწავლა და კვლევა
იმიტომაა აუცილებელი, რომ მათ ამერიკელ ხალხზე წაუშლელი გავლენა იქონიეს.
ემერსონის ესე, „ირწმუნე შენი თავის“, მთლიანად პერსონული თავისუფლების და
პერსონული ინდივიდუალიზმის იდეის გარშემო ტრიალებს. სწორედ ამიტომაა, რომ ამ
მოაზროვნეების იდეები დღესაც აქტუალურია და ხშირად ციტირებადია. თოროს

58
„სამოქალაქო დაუმრჩილებლბა“ ასევე ინდივიდუალიზმის უმაღლესი გამხატულებაა,
რასაც თვითონ თოროს პირვნებაც მშვენივრად მოწმობს. თორო დაუმრჩილებელი სულია,
მთელი მისი ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა პერსონული ინდივიდუალიზმის
წყურვილი.

ამერიკელის ცნობიერებაზე დღესაც ძლიერ მქმედებს ემერსნის დქტრინა, „ირწმუნე


შენი თავის“, რომელიც ამერიკული დემოკრატიის ძირითადი პრინციპი გახდა. ასევე
თოროს, „სამქალალაქო დაუმრჩილებლობა“, რომელმაც ამერიკელს კიდევ უფრო
გაუღვივა საკუთარი თავის რწმენა და პერსონული ინდივიდუალიზმი. ჯორჯ კეიტების
სამართლიანი შენიშვნის თანახმად, „ემერსნმა განსაზღვრა ინდივიდუალიზმის
მნიშვნელობა მის თანადროულ დემოკრატიულ საზოგადოებაში და მის შემდეგ ეს
უკეთესად აღარავის გაუკეთებია“.

ამგვარად ამერიკული ტრანსცენდენტალიზმი, მთელი თავისი გამოხატულებით


განუმეორებელი ფილოსფიური მოძრაობაა, რთულია ამ მოვლენაზე წარსულში საუბარი
რადგან მისი იდეა დღესაც ცოცხალია და მეტიც თითოეული ამერიკელის ყოველდღიური
ცხოვრების ნაწილია. ტრანსცენდენტალიზმი თვითმყოფადია და სანამ მისი იდეები
იარსებებს და პრაქტიკული დანიშნულება და გამოხატულება ექნება, მისი მნიშვნელბა არ
დაკნინდება.

59
გამოყენებული ლიტერატურა

1. Emerson, Ralph Waldo. Essays, Self-Reliance. Boston; New York: Houghton, Mifflin
Co, 1883.
2. Emerson, Ralph Waldo. Nature. Boston and Cambridge: James Munroe and
Company, 1949.
3. Emerson, Ralph Waldo. Divinity School Address. Cambridge: Divinity College, 1838.
4. Thoreau, Henry David. Civil Disobedience .Waiheke Island: Floating Press, 1849.
5. Thoreau, Henry David. Walden or Life in the Woods. Boston: Ticknor and fields, 1854.

6. Thoreau, Henry David. Walden, and On The Duty Of Civil Disobedience, January, 1995

[EBook #205]

60
7. Thoreau, Henry, David. Resistance to Civil Government. Esthetic Papers, 1847.

8. Allison, Henry. E. Kant's Transcendental Idealism: An Interpretation and Defense. New

Haven: Yale University Press, Reprint edition, 1983.

9. Blachowicz, James. Essential Difference. Toward a Metaphysics of Emergence. Albany

State University of New York Press,2012.

10. Gura F. Philip. AmericanTranscendentalism. New York: Kevin MacDonald, 2007

11. Kant, Immanuel. Critique of pure reason. United Kingdom: Cambridge University Press,

1998.

12. Kurtz, Paul. American Thought before 1900. New York: Macmillan, 1966.

13. Porte, Joel. Representative man: Ralph Waldo Emerson in his time. New York:

Columbia University press, 1988.

14. Harold Bloom. Where Shall Wisdom Be Found? Riverhead Books, 2004
15. William Temple, Nature, Man and God Macmillan and CO., Limited. ST. Martins

Street, London 1949

16. Nathan De May, The Connection of Deism to American Unitarianism, American

Unitarian Cnference 2003

17. Locke, The Origin of Ideas, Empiricism. The Philosophy Pages by Garth Kemerling
1997
18. Inanna Hamati Ataya, The French Enlightenment(The Encyclopedia of Political

Thought) 2014 09-15

19. Bercvvith S. Emerson the Prophet: Romanticism, Puritanis, and American

Autobiography, Ed. With a Foreword by D. Levin, N.Y. 1975

20. Paul F. Boller. American Transcendentalism, 1830-1860: An Intellectual Inquiry,

New York: Putnam 1974

61
21. Dan Yaeger, Francis Cabot Lowell Brief life of an American enterpreneur: 1775-1817,

2010

22. Warner Berthoff, George Ticknor Brief life of a scholarly pioneer: 1791-1871, 2005

23. Brooks Atkinson, The Complete Essays and Other Writings of Ralph Waldo Emerson,

The Modern Library; 1st edition ,1940

24. Emerson R. W. The Essay. Penguin Classics, N.Y. 1986

25. Harold Bloom, Where Shall Wisdom Be Found? Riverhead Books 2004

26. Bradford Torrey, Journal I 1837-1846, The Writings of Henry David Thoroeu, The

Riverside Press Cambridge, 1906

27. Henry Salt, The life of Henry David Thoreau. London, Bentley 1890

28. D. Reynlds, What are Thoreau's views on conformity and nonconformity? Press
2017
29. Henry David Thoreau, Walden, Edited by J. Lyndon Shanley With a new introduction

by John Updike, Princeton University Press. 2016

30. Robert M. Thorson, The Guide to Walden Pond: An Exploration of the History, Nature,

Landscape, New York 2018

31. The Project Gutenberg EBook of On the Duty of Civil Disobedience, by Henry David

Thoreau, 2004

32. The Project Gutenberg EBook of Walden, and On The Duty Of Civil Disobedience, by

Henry David Thoreau, 1995

33. The Project Gutenberg EBook of Nature, by Ralph Waldo Emerson, 2009

34. R. Todd Felton, A Journey into the Transcendentalists' New England, Roaring Forties

Press 2006

35. Joel Porte, Essays and Lectures by Ralph Waldo Emerson, Library of America 1983

62
36. Joel Myerson, Transcendentalism: A Reader, Oxford University Press, USA 2000

37. Lawrence Buell, The American Transcendentalists: Essential Writings, Modern Library

2006

38. Henry David Thoreau, Carl Bode (Editor), The Portable Thoreau, Penguin books 1977

39. Richard Francis, Transcendental Utopias: Individual and Community at Brook Farm,

Fruitlands, and Walden, Cornell University Press 2007

40. Ralph Waldo Emerson, Harold Bloom (Editor), Collected Poems and Translations,

Library of America 1994

41. Milton Meltzer, Henry David Thoreau, Twenty-First Century Books 2007

42. Sebastian Gardner, Kant and the Critique of Pure Reason, Routledge 1999

43. Henry David Thoreau, Robert F. Sayre (Editor), A Week on the Concord and Merrimack

Rivers / Walden / The Maine Woods / Cape Cod, Library of America 1985

44. Ashton Nichols, Emerson, Thoreau, and the Transcendentalist Movement, The Teaching

Company 2006

45. Donald Nelson Koster, Transcendentalism in America, Boston 1976

46. ანასტასია ზაქარიაძე, ნარკვევები ამერიკულ ფილოსოფიაში, თბილისი 2009

47. “According to "Self-Reliance," does Emerson believe that society limits individual

freedom?” eNotes, 23 Apr. 2008, 3 July 2017. Link:

https://www.enotes.com/homework-help/self-reliance-emerson-society-limit-

individual-22289 (მოძიებულია მარტში 2019)

48. “According to "Self-Reliance," what is Emerson's opinion on prayer?” eNotes, 7 June

2016, 3 July 2017. Link: https://www.enotes.com/homework-help/according-self-

reliance- what-emersons-opinion-725993 (მოძიებულია მარტში 2019)

63
49. “Elements of Transcendentalism”. Link:

http://kartranscends.weebly.com/individualism.html (მძიებულია მარტში 2019)

50. “Immanuel Kant: Metaphysics”. Link: http://www.iep.utm.edu/kantmeta/

(მოძიებულია მარტში 2019)

51. “Individualism in Ralph Waldo Emerson’s Self-Reliance”. 2010-2016. Link:

http://americainclass.org/individualism-in-ralph-waldo-emersons-self-reliance/

(მოძიებულია მარტი-აპრილი 219)

52. “Kant at the Bar: Transcendental Idealism in Daily Life”. 2013.

https://philosophynow.org/issues/95/Kant_at_the_Bar_Transcendental_Idealism_in_Dail

y_Life (მოძიებულია მარტში 2019)

53. “Kant’s Transcendental Idealism: A Hopeless Case?” Link:

https://theoxfordphilosopher.com/2015/07/29/kants-transcendental-idealism-a-hopeless-

case/ (მოძიებულია მარტში 2019)

54. “Ralph Waldo Emerson Biography”. The Biography.com website. A&E Television

Networks, 2 April 2014. 22 June 2017. Link:https://www.biography.com/people/ralph-

waldo-emerson-9287153 (მძიებულია აპრილში 2019)

55. “Ralph Waldo Emerson on Self-Reliance and non-conformity”. 2017.

Link:http://academyofideas.com/2016/09/ralph-waldo-emerson-self-reliance-

nonconformity/ (მოძიებულია მარტში 2019)

56. “Ralph Waldo Emerson Life and Background of Emerson”. 2016. Link:

https://www.cliffsnotes.com/literature/t/thoreau-emerson-and-transcendentalism/ralph-

waldo-emerson/life-and-background-of-emerson (მოძიებულია აპრილში 2019)

64
57. “Ralph Waldo Emerson: 1803-1882”. Link:

http://archive.vcu.edu/english/engweb/transcendentalism/authors/emerson/

(მოძიებულია მარტში 2019)

58. “Ralph Waldo Emerson's Concept of Truth”. 6 May 2010. Link:

http://eoinhiggins.blogspot.com/2010/05/ralph-waldo-emersons-concept-of-truth.html

(მოძიებულია აპრილში 2019)

59. “Self-Reliance and Other Essays Summary and Analysis of Self-Reliance”.1999-2017.

Link: http://www.gradesaver.com/self-reliance-and-other-essays/study-guide/summary-

self-reliance (მძიებულია მარტში 2019)

60. “Self-Reliance Themes” Nonfiction Classics for Students Vol. 3. Gale Cengage, eNotes,

July 2017. http://www.enotes.com/topics/self-reliance/themes#themes-themes

(მოძიებულია მარტში 2019)

61. “Self-Reliance Themes”. 2017. Link: http://www.bookrags.com/studyguide-

selfreliance/themes.html#gsc.tab=0 (მძიებულია აპრილში 2019)

62. “Summary and Analysis of Self-Reliance about Self-Reliance”. 2016. Link:

https://www.cliffsnotes.com/literature/e/emersons-essays/summary-and-analysis-of-

selfreliance/about-selfreliance (მოძიებულია მარტში 2019)

63. Web: Stanford Encyclopedia of Philosophy:


Trasncendentalism, Ralph Waldo Emerson, Henry David Thoroau (მოძიებულიამ
მარტი-აპრილში)

65
Ivane Javakhishvili Tbilisi State University

Faculty of Humanities

American Studies Graduate Program

Giorgi Tatarashvili

Problem of Personal Individualism in American Transcendentalism: Emerson,


Thoroau

Submitted in partial fulfillment of the requirements for the degree of Master of Arts of

66
American Studies at Tbilisi State University

Supervisor: Professor Anastasia Zakariadze,


PHD in Philosophy

Tbilisi 2019

67

You might also like