You are on page 1of 2

წიგნის, გაზეთის, ჟურნალის, ლექსის, მოთხრობის, ფირმების,

გემების, კომპანიების და მისთანათა სახელწოდებები ხშირად იწერება


შეცდომით.

შეცდომები მრავალფეროვანია. ზოგჯერ ბრჭყალების „უფლებები ირღვევა“ მათი


უგულებელყოფით, ზოგჯერ თანდებულები ან ბრუნვის ნიშნები „იპარებიან
საზღვრებს მიღმა“, ზოგჯერ მსაზღვრელი და საზღვრული ვერ „ ათანხმებენ“
ბრუნვას...

რა წესების ცოდნაა საჭირო იმისთვის, რომ სწორად დავწეროთ სათაურები?

რამდენიმე ძირითადი წესის დამახსოვრება მარტივად მოაგვარებს ამ პრობლემას.

დავიწყოთ სულ თავიდან:

წიგნის, გაზეთის, ჟურნალის, ლექსის, მოთხრობის და მისთანათა


სახელწოდებები საკუთარი სახელებია და ბრუნების დროს იმ კანონს
ემორჩილება, რომელიც საკუთარ სახელთა ბრუნებას განსაზღვრავს.
სათაური და სახელწოდება აუცილებლად უნდა ჩავსვათ ბრჭყალებში;
ბრჭყალებში ვაქცევთ სათაურებზე დართულ თანდებულებსაც და ბრუნვის
ნიშნებსაც;
ქართულში სათაურის შემდეგ წერტილი არ იწერება.

ახლა უფრო დავაკონკრეტოთ:

1.თუ სათაური ერთსიტყვიანია და მხოლობითი რიცხვის სახელობით ბრუნვაშია,


ბრუნვის ნიშანიც და თანდებულიც დაერთვის სათაურს. სხვა სიტყვებით - ის ისევე
იბრუნვის, როგორც საზღვრული, რომელსაც წინ უძღვის შეთანხმებული
მსაზღვრელი;

ნიმუში:

სახ. საინფორმაციო გადაცემა „მოამბე“

მოთხ. საინფორმაციო გადაცემა „მოამბემ“

მიც. საინფორმაციო გადაცემა „მოამბეს“


ნათ. საინფორმაციო გადაცემა „მოამბის“

მოქმ. საინფორმაციო გადაცემა „მოამბით“

ვით. საინფორმაციო გადაცემა „მოამბედ“

წოდ. საინფორმაციო გადაცემა „ მოამბე(ვ)“

და არა:

საინფორმაციო გადაცემის „ მოამბის“ ან საინფორმაციო გადაცემით „ მოამბით“...

2. თანდებულიან ბრუნვებში თანდებული ბრჭყალების შიგნით უნდა დაიწეროს.

სწორია: გადაცემა „მოამბეში“ და არა: გადაცემა „მოამბე“-ში, ჟურნალ „გეორგიკაზე“


და არა: ჟურნალ „გეორგიკა“-ზე;

წესი ნარჩუნდება მაშინაც, თუ სათაურში რიცხვითი სახელია გამოყენებული:


„რუსთავი 2-ში“, „რუსთავი 2-ს“ და ა.შ.

3. თუ სათაურს კითხვა-ძახილის ნიშანი დაერთვის, სასურველია ბრუნვის ნიშანიც და


თანდებულიც დაერთოს წინამავალ სიტყვას.

მოთხრობაში „კაცია-ადამიანი?!“

4. თუ სათაური ნართანიანი მრავლობითითაა გადმოცემული ( „მთანი მაღალნი“ ),


გადმოცემულია სხვა ბრუნვის ( არა სახელობითის) ფორმით („სამანიშვილის
დედინაცვალი“, „ხოხბის ცრემლები“ ), თანდებულიანია, მოცემულია წინადადების
სახით („ შემოიხედე, გენაცვალე“, „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“), მაშინ იბრუნვის
მსაზღვრელი და თანდებულიც მასვე უნდა დაერთოს.

სწორია:

ღვინის „ხოხბის ცრემლები“, რესტორანში „შემოიხედე გენაცვალე“, რომანს „გზაზე


ერთი კაცი მიდიოდა“ და ა.შ.

რამდენიმე წინადადებით გადმოცემულ სათაურსაც ამ წესის დაცვით ვაბრუნებთ

You might also like