Professional Documents
Culture Documents
Document 52
Document 52
ანრი III
Henri III de France
საფრანგეთის მეფე
კორონაცია: 13 თებერვალი 1575
წინამორბედი: შარლ IX ვალუა
მემკვიდრე: ანრი IV ბურბონი
სხვა წოდებები: პროვანსის გრაფი
ანჟუს ჰერცოგი
ორლეანის ჰერცოგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 სექტემბერი, 1551
დაბ. ადგილი: ფონტენბლოს სასახლე,
საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 1589
გარდ. ადგილი: სენტ-კლოდი, საფრანგეთი
მეუღლე: ლუიზა დე ლორენ-ვემონტი
დინასტია: ვალუები
მამა: ანრი II
დედა: ეკატერინე მედიჩი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:
სექციების სია
• 1ბიოგრაფია
o 1.1სიყმაწვილე
o 1.2ჰომოსექსუალობა
• 2ელისაბედი და ანრი
• 3პოლონეთი
o 3.1გამფება
o 3.2პოლონური გავლენა
• 4საფრანგეთში დაბრუნება
o 4.1ქორწინება
o 4.2მკვლელობა
o 4.3დაკრძალვა
• 5წინაპრები
• 6რესურსები ინტერნეტში
• 7ლიტერატურა
ანა იაგელონი 1576 წელს. ის აირჩიეს პოლონეთის მეფედ, მას შემდეგ რაც ანრი გაიქცა პოლონეთიდან.
1572 წელს გარდაიცვალა პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ II ავგუსტი. მეფის და ანა იაგელონმა,
რომელიც იყო ტახტის ერთადერთი მემკვიდრე დაარწმუნა პოლონეთის სეიმი პოლონეთის
მეფედ აერჩიათ ანრი ვალუა. 1573 წელს ანრი აირჩიეს რეჩ-პოსპოლიტას მეფედ ჰენრიკ
ვალეზის სახელით. ანრი იმავდროულად ლიტვის დიდ მთავრის ტიტულის მფლობელი
გახდა და ამ ტიტულს ატარებდა პოლონეთის მეფედ ყოფნის დროს. თავისუფალი არჩევნების
პირობების მიხედვით ხელი უნდა მოეწერა პაქტა კონვენტასა და მეფე ანრის წერილებისთვის,
რომელიც ავალდებულებდა მას, დაეცვა რელიგიური ტოლერანტობა რეჩ-პოსპოლიტას
საზღვრებში. ანრი შეეცადა შეწინააღმდეგებოდა მონარქის ძალაუფლების შეზღუდვას
„ოქროს თავისუფლების“ მიხედვით. პოლონეთ-ლიტვის პარლამენტი ანრის შეეწინააღმდეგა.
მას შეეძლო დაქორწინებულიყო ანა იაგელონზე მეტი ლეგიტიმურობისთვის, თუმცა
პოლონეთის მეფედ არჩევიდან სამი თვის შემდეგ ანრის ძმა საფრანგეთის მეფე შარლ IX
გარდაიცვალა. ანრიმ პოლონეთი მალულად დატოვა და საფრანგეთში დაბრუნდა,სადაც ის
მეფედ აკურთხეს 1575 წლის 13 თებერვალს რეიმსის ტაძარში.
1576 წელს ანრიმ ხელი მოაწერა ბეაულიეუს ედიქტს, რომელმაც ჰუგენოტები უკეთეს
მდგომარეობაში ჩააყენა. მეფის ამ ნაბიჯმა გამოიწვია ის, რომ კათოლიკე ანრი I გიზის
ჰერცოგის ინიციატივით ჩამოყალიბდა კათოლიკეთა ლიგა. ამგვარი მდგომარეობისა და
ქმედებების ფონზე ანრი იძულებული გახდა გაეუქმებინა დათმობათა უმეტესობა, რომელსაც
ითვალისწინებდა აღნიშნული ედიქტი პროტესტანტების მიმართ.
1584 წელს ანრის უმცროსი ძმა ფრანსუა ანჟუელი დაიღუპა. სალის კანონის მიხედვით
ტახტის მემკვიდრე ხდებოდა ჰუგენოტი ანრი III ნავარელი ლუი IX-ის შთამომავალი. გიზის
ჰერცოგის ზეგავლენით ანრი III-მ გამოსცა ედიქტი, რომლითაც აკრზალა პროტესტანტიზმი
და ამ ნაბიჯით ანრი ნავარელს მემკვიდრის უფლებები ჩამოართვა.
ანრი III-მ დაამყარა მეგობრობა ჟან დე ლა ბარიერესთან და 1587 წელს აუშენა ეკლესია მათი
მეგობრობის უკვდავსაყოფად. 1788 წლის 12 მაისს ანრი II იძულებული გახდა დაეტოვებინა
პარიზი, როდესაც ქალაქი გუისის ჰერცოგის ჯარმა აიღო. იმავე წლის 23 დეკემბერს გუისის
ჰერცოგი ჩავიდა ბლუას სასახლეში, სადაც მას ელოდებოდა თავისი ძმა ლუი II, გიზის
კარდინალი. ჰერცოგს უთხრეს, რომ მას პირადად ელოდებოდა მეფე სამეფო საძინებელში,
სადაც მცველებმა მოკლეს ჯერ ჰერცოგი, შემდეგ კარდინალი. იმისათვის, რათა სამეფო
გვირგვინის მოცილე არ გამოსჩენოდა, მეფემ ჰერცოგის შვილი დააპატიმრებინა.
1589 წლის 1 აგვისტოს ანრი III თავისი ჯარით დაბანაკებული იყო სენტ-კლოდში პარიზის
სიახლოვეს, ემზადებოდა რა პარიზზე შეტევისთვის. გიზის ჰერცოგების მკვლელობამ
აღაშფოთა კათოლიკეები. მათ შორის ჟაკ კლემანი, დომინიკელი ფანატიკოსი, რომელიც
შეუფარველად მტრობდა ჰუგენოტებს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რომის პაპმა
დასწყევლა ისინი. კლემანმა გადაწყვიტა ბანაკში შეპარულიყო და მეფემდე მიეღწია ყალბი
დოკუმენტებით, ვითომდა მეფისთვის მნიშვნელოვანი წერილი მიჰქონდა. მეფესთან
მისულმა ბერმა მიაწოდა ქაღალდების შეკვრა და მისკენ გადაიწია ვითომ საიდუმლო
დანაბარები უნდა გადაეცა მეფისთვის. ანრიმ თავის მცველებს ანიშნა რომ გასცილებოდნენ.
კლემენტტმა კი მეფეს ყურში ჩურჩულით მუცელში გაუყარა დანა. გაოგნებულმა მეფემ
მცველებს უხმო საშველად. მანამდე კი ისიც მოახერხა, რომ ხანჯალი ამოეძრო და კლემანსაც
კი მოარტყა ტავში. დაბნეული კლემანი გაიქცა, თუმცა კართან მეფის გვარდიელებმა
დაიჭირეს, მოკლეს და ფანჯრიდან გადააგდეს.