You are on page 1of 10

ისტ.

11

19/20 რა ცვლილებები შეიტანა სამხედრო სფეროში ასწლიანმა


ომმა?

[[შესავალი ტექსტი]] 100-წლიანი ომით ცნობილია ინგლისსა და საფრანგეთს შორის


1337-1453 წლებში მიმდინარე დაპირისპირება, რომელიც სინამდვილეში 116 წელი
გაგრძელდა, თუმცა XIX ს-ის ისტორიკოსებმა სწორედ აღნიშნული სახელით
მონათლეს და დაამკვიდრეს ისტორიაში. ამ გაკვეთილიდან შეიტყობ, რატომ დაიწყო
ეს ომი, რატომ გაჭიანურდა, როგორ დასრულდა და რა შედეგები მოიტანა
ევროპისათვის.

ინგლისსა და საფრანგეთს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ XI ს-ში მომწიფდა, მას


შემდეგ რაც ნორმანდიის ჰერცოგი უილიამი ინგლისის მეფე გახდა, ინგლისის შემდგომმა
მეფეებმა კი თანამედროვე საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში სამფლობელოები უფრო
გააფართოვეს. მაგალითად, ინგლისის მეფე ჰენრი II პლანტაგენეტი (1154-1189)
საფრანგეთის ტერიტორიაზე ფლობდა ნორმანდიისა და აკვიტანიის საჰერცოგოებს ,
აგრეთვე ანჟუს, მენისა და ტურის საგრაფოებს. საფრანგეთის მეფე ფილიპე IV ლამაზმა
(1285-1314) ამ ტერიტორიების დიდი ნაწილის შემომტკიცება შეძლო, ინგლისელებს
ძირითადად აკვიტანიის დასავლეთი ნაწილი რჩებოდათ.

წყარო ა*** ჰენრი II-ის სამფლობელოები საფრანგეთის ტერიტორიაზე

https://commons.wikimedia.org/wiki/File:Map_France_1180-ru.svg
 წყარო ა***-ს მიხედვით იმსჯელე, რამდენად მნიშვნელოვან ტერიტორიას
ფლობდა ინგლისი ევროპის კონტინენტურ ნაწილში. რა პოლიტიკური, სამხედრო
და ეკონომიკური პრობლემების წინაშე შეეძლო ამ ფაქტს საფრანგეთის დაყენება ?

„ასწლიანი ომის“ დაწყებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა:


პირველი - ინგლისელებს სურდათ კონტინენტური მიწების შენარჩუნება და ძველი
სამფლობელოების დაბრუნება, რაც მათ დიდ შემოსავლებს მოუტანდა. ამ საქმეში მათ
ადგილობრივი ფეოდალებიც უწყობდნენ ხელს. მაგალითად, აკვიტანიელ სენიორებს
ერჩივნათ ფორმალურად ინგლისის ქვეშევრდომებად დარჩენილიყვნენ და
ინგლისელებთან თავისუფლად ევაჭრათ, ვიდრე საფრანგეთის მეფის რეალურ
ვასალობაში შესულიყვნენ.
მეორე - საფრანგეთს სურდა კონტინენტიდან ინგლისის გაძევება და იმ მიწების
შემომტკიცება, რომელსაც იგი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევდა. ეს პირდაპირ იყო
დაკავშირებული საფრანგეთის საზღვრების უსაფრთხოებასთან .
მესამე - ორივე ქვეყანა ცდილობდა სავაჭრო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი
რეგიონების, უპირველეს ყოვლისა ფლანდრიისა და გასკონიის დასაკუთრებას .
ფლანდრია იყო მაუდის***იტალიკით*** წარმოების ცენტრი და ინგლისური მატყლის
მთავარი მყიდველი. გასკონია იყო ინგლისისთვის რკინის, ღვინისა და მარილის
მიმწოდებელი. თავის მხრივ, საფრანგეთს თავად სურდა ამ რეგიონების დაკავება .
ამგვარად, ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი ქვეყნის სავაჭრო ინტერესები .
მეოთხე - ინგლისისთვის საფრანგეთის დამარცხება ატარებდა დამატებით
მნიშვნელობას: ფრანგები მხარს უჭერდნენ შოტლანდიას ინგლისის წინააღმდეგ
დაპირისპირებისას. იმისთვის რომ ინგლისის მეფეს შოტლანდია დაემორჩილებინა ,
აუცილებელი იყო საფრანგეთის მხარდაჭერის აღკვეთა.
მეხუთე - 1828 წლიდან ინგლისის მეფე ედუარდ III-მ პრეტენზია განაცხადა
საფრანგეთის სამეფო ტახტზე. საფრანგეთის მეფე შარლ IV-ის (1322-1328)
გარდაცვალებით არსებობა შეწყვიტა კაპეტინგების დინასტიის პირდაპირმა შტომ .
სამეფო ტახტი ვაკანტური გახდა.

 გამიჯნე ერთმანეთისგან „ასწლიანი ომის“ დაწყების პოლიტიკური და


ეკონომიკური მიზეზები. მათგან რომელს მიიჩნევ ყველაზე გადამწყვეტად ?

[[ლექსიკონი]]
მაუდი*** - მტკიცე, მჭიდროდ ნაქსოვი ბუსუსიანი შალის ქსოვილი.

წყარო ბ*** XIII-XIV სს-ის ნიდერლანდელი ქრონისტი ჟან ლებელი თავის „მართალ
ქრონიკებში“ გვიყვება საფრანგეთში ახალი სამეფო დინასტიის გამეფების შესახებ:

ეს მეფე შარლი სამჯერ იყო დაქორწინებული, მაგრამ ისე გარდაიცვალა, რომ


მამრობითი სქესის მემკვიდრე არ დაუტოვებია, და როგორც შემდგომში გაიგებთ , ეს
საფრანგეთის სამეფოს დიდ უბედურებად დაატყდა... მოხდა ისე, რომ როდესაც ეს
ქალბატონი [მესამე მეუღლე] დაფეხმძიმდა, მისი მეუღლე - მეფე ავად გახდა და
სასიკვდილო სარეცელს მიეჯაჭვა. როდესაც მან გაიგო, რომ სიკვდილი ახლოს იყო ,
გადაწყვიტა და ბრძანა შემდეგი: იმ შემთხვევაში, თუ ჩემი მეუღლე დედოფალი ვაჟს შობს,
ამ შემთხვევაში დაე, მესირ***იტალიკით*** ფილიპ დე ვალუა, მისი ბიძაშვილი, იქნება
მეურვე და სამეფო რეგენტი იქამდე, სანამ ბიჭი ისე არ წამოიზრდება, რომ
დამოუკიდებლად მართვა შეძლოს. თუკი გოგონა დაიბადება, დაე 12 პერმა***ორი სიტყვა
იტალიკით*** და საფრანგეთის სხვა ბარონებმა ითათბირონ ერთმანეთში და გადასცენ
გვირგვინი იმას, ვინც მას კანონის საფუძველზე იმსახურებს. ამ განკარგულების გაცემის
შემდეგ იგი გარდაიცვალა...
მალე დედოფალმა გოგონა დაბადა. ამიტომაც სამეფოს მცხოვრებთა უმეტესობა
შფოთმა და მწუხარებამ მოიცვა. როდესაც 12 პერმა და სხვა სენიორებმა ეს გაიგეს,
სასწრაფოდ შეიკრიბნენ პარიზში და ერთსულოვანი გადაწყვეტილების საფუძველზე
გვირგვინი გადასცეს მესირ ფილიპ დე ვალუას. ამით მათ ანგარიში არ გაუწიეს ინგლისის
დედოფალს, რომელიც გარდაცვლილი მეფის ღვიძლი და იყო ... ისინი თავიანთ
გადაწყვეტილებას იმით ხსნიდნენ, რომ საფრანგეთის ტახტის გადაცემა ქალის ხაზით არ
შეიძლებოდა***ექვსი სიტყვა იტალიკით***...
შენიშვნა: მესირ*** (ფრანგ. Messer***ლათ*** - „ბატონი“) - მაღალი წოდების
წარმომადგენლისადმი მიმართვის ფორმა შუა საუკუნეების საფრანგეთში .
12 პერი - ფრანგი მსხილი ფეოდალების ჯგუფი (6-6 წარმომადგენელი როგორც
სასულიერო, ისე საერო წოდებიდან), რომელიც მონაწილეობდა საფრანგეთის მეფის
კორონაციის პროცესში.
საფრანგეთის ტახტის გადაცემა ქალის ხაზით არ შეიძლებოდა - საფრანგეთში
მოქმედი „სალიკური სამართლის“ მიხედვით ქალს მიწაზე (ფეოდზე) და შესაბამისად
სამეფო ტახტზე მემკვიდრეობის უფლება არ ჰქონდა.

 წყაროს მიხედვით იმსჯელე საფრანგეთში ტახტის გადაცემის პროცესზე.


განვლილი გაკვეთილების საფუძველზე გაავლე პარალელები ბიზანტიის
იმპერიაში არსებულ პრაქტიკასთან.
სქემა 1*** ედუარდ III-ისა და ფილიპე ვალუას გენეალოგია

ამგვარად, საფრანგეთის სათავეში ვალუების დინასტია აღმოჩნდა. ინგლისის მეფე


ედუარდი შოტლანდიასთან ომში იყო ჩართული, ამიტომაც საფრანგეთის საქმეებისთვის
ჯერ არ ეცალა. ინგლისთან დაპირისპირებისას შოტლანდიელებს ფრანგები უჭერდნენ
მხარს. უფრო მეტიც, საფრანგეთის მეფემ ინგლისში შეჭრისთვის დაიწყო მზადება. მან
ასევე მოინდომა ხელსაყრელი ვითარების გამოყენება და აკვიტანიაში ინგლისის
სამფლობელოების დაკავება განიზრახა. ინგლისი არმიის მობილიზებასა და
სანაპიროების გამაგრებას შეუდგა. ორ ქვეყანას შორის ომის დაწყება გარდაუვალი
გახდა.
წყარო გ*** ჟან ლებელი გვიამბობს იმის შესახებ, თუ როგორ მომწიფდა ინგლისის
სამეფო კარზე ომის დაწყების იდეა:

[ინგლისის მეფე ედუარდი] ხშირად მართავდა თათბირებსა და განხილვებს თავის


უახლოეს მრჩევლებთან იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა იმ
უდიდეს უსამართლობასთან, რომელიც მას ახალგაზრდობაში გადახდა - როგორც მას
მესირ რობერ დ’არტრუამ***ორი სიტყვა იტალიკით*** შეატყობინა, რომ საფრანგეთის
სამეფო ნათესაური კავშირის კანონითა და სამართლიანობით მას უნდა რგებოდა , ხოლო
საფრანგეთის თორმეტმა პერმა, მეგობრული შეთქმულებით, ის გადასცეს მესირ ფილიპ
დე ვალუას, მისცეს რა თავიანთ გადაწყვეტილებას კანონიერი დადგენილების გარეგნობა
და არ მიიწვიეს მეორე მხარე. ამიტომაც მეფე ედუარდმა არ იცოდა რა ექნა. მას არ
უნდოდა ამ საქმის ასე დატოვება, მაშინ როდესაც მისი გამოსწორების შესაძლებლობა
ჰქონდა. მაგრამ მეფე ხვდებოდა, რომ თუ დავას დაიწყებდა, საკუთარი უფლების
გაცხადების შემთხვევაში, მას დიდი ალბათობით უარს ეტყოდნენ; და ის გახდებოდა
გაკიცხვის ობიექტი, თუ ამას წყნარად მოითმენდა და დატოვებდა რაიმე შესაძლო
შედეგის გარეშე, საკუტთარი თავისთვის ძლიერების შემატების გარეშე . მეორე მხრივ , ის
ცხადად ხედავდა, რომ დამოუკიდებლად, მხოლოდ საკუთარი სამეფოს ძალებზე
დაყრდნობით, მას ძალიან გაუჭირდებოდა მოწინააღმდეგის დამარცხება , თუკი წინასწარ
ფულით არ გადმოიბირებდა თავის მხარეს უძლიერეს სენიორებს ან 12 პერთაგან
რამდენიმეს და საფრანგეთის სხვა ბარონებს. ამიტომაც ის ხშირად ეკითხებოდა თავის
უახლოეს მრჩევლებს, რათა მათ გამოეთქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით საქმიანი
მოსაზრებები და ნათელი აზრები, რადგან მას არ უნდდოდა რაიმე მოემოქმედებინა
თვითნებურად.
შენიშვნა: რობერ დ’არტრუა*** - თავის დროზე იყო ფილიპ VI-ის მრჩეველი და ერთ-
ერთი პერი, თუმცა მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს და დამნაშავედ სცნეს , რის
გამოც იძულებული გახდა ინგლისში გაქცეულიყო. მეფე ედუარდმა ის შეიფარა, რადგან
საფრანგეთის შიდა საქმეების კარგად მცოდნე ადამიანი სჭირდებოდა . რობერი კი
ინგლისელებს საფრანგეთში შეჭრისკენ აქეზებდა.

 წყაროს მიხედვით იმსჯელე ავტორის ტენდენციურობის შესახებ. შენი აზრით ,


აღნიშნულ კონფლიქტში ვის მხარეს დგას იგი? რა გაძლევს ამის თქმის
საფუძველს?
 შენი აზრით, რატომ აქეზებდა რობერ დ’არტრუა ინგლისის მეფეს?
 წყაროს მიხედვით იმსჯელე ინგლისის სამეფო კარზე გადაწყვეტილების მიღების
პროცესის შესახებ? რამდენად იყო მეფე შეუზღუდავი?

1337 წელს ინგლისსა და საფრანგეთს შორის ომი დაიწყო. ის ინგლისელთა


უპირატესობით წარიმართა. თვალი მივადევნოთ ხანგრძლივი საომარი მოქმედებების
ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს:

1338 ედუარდ III-მ საფრანგეთის მეფეს ომი ოფიციალურად გამოუცხადა.


1340 ინგლისელებმა სლეისის საზღვაო ბრძოლაში***სამი სიტყვა
ბოლდით*** ფრანგული ფლოტი დაამარცხეს, რითიც საფრანგეთის
სანაპიროები დაუცველი დარჩა. ინგლისელებმა ნორმანდიაში
გადმოსხდომა დაიწყეს.
1346 ინგლისელებმა ფრანგები კრესის ბრძოლაში***ორი სიტყვა
ბოლდით*** დაამარცხეს.
1347 ინგლისელებმა აიღეს კალე***ბოლდით*** - უმნიშვნელოვანესი
სავაჭრო პორტი (მატყლის ექსპორტის ცენტრი) და სტრატეგიული
ადგილი. მალევე მათ უფრო მარტივად აღადგინეს კონტროლი
საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე.
1348 იფეთქა შავი ჭირის ეპიდემიამ.
1356 ინგლისელებმა პუატიეს ბრძოლაში***ორი სიტყვა ბოლდით***
ფრანგები დაამარცხეს და მეფე ჟან II კეთილი დაატყვევეს. ინგლისელებს
პრინცი ედუარდი, იგივე „შავი პრინცი“ მეთაურობდა. მეფის
გათავისუფლების სანაცვლოდ მათ უზარმაზარი გამოსასყიდი - 3 მილიონი
ოქროს ეკიუ მოითხოვეს. ლონდონში დაიდო სამშვიდობო შეთანხმება,
რომლის მიხედვითაც საფრანგეთის მეფე ინგლისელების საკუთრებად
სცნობდა მათ მიერ დაპყრობილ მიწებს. ომში წარუმატებლობამ
საფრანგეთში აჯანყებებს მისცა ბიძგი.
1358 წარუმატებლად დასრულდა ფრანგი გლეხების მასშტაბური აჯანყება ,
რომელიც „ჟაკერიის“ სახელითაა ცნობილი.
1360 დაიდო ბრეტინის ზავი***ორი სიტყვა ბოლდით***, რომლის
მიხედვითაც ინგლისმა მიიღო საფრანგეთის მიწების თითქმის მესამედი .
ფრანგებს ასევე დაეკისრათ სოლიდური კონტრიბუცია. ამით ომის
პირველი ეტაპი ინგლისის გამარჯვებით დასრულდა. ამ ზავმა
საფრანგეთს ამოსუნქვისა და ძალების მოკრების საშუალება მისცა .
1364-1380 საფრანგეთში შარლ V-ის მეფობა. მან გაატარა ფინანსური და სამხედრო
რეფორმები: გაზარდა გადასახადები და მოაწესრიგა მათის აკრეფვის
პროცესი, ამან საშუალება მისცა თანხმები გამოეყო არმიისთვის;
გააძლიერა მეფის კონტროლი არმიაზე, მაღალ თანამდებობებზე დანიშნა
ნიჭიერი ადამიანები, აღადგინა ფლოტი.
1370-1380- ფრანგებმა ინგლისელებთან შედარებით საომარი უპირატესობა
იანი წლები მოიპოვეს და მათ დაპყრობილი ტერიტორიების უდიდესი ნაწილი
წაართვეს.
1381 ინგლისში მოხდა გლეხთა მასშტაბური აჯანყება უოტ ტაილერის
მეთაურობით.
1396 ხელი მოეწერა პარიზის ზავს. ომის მეორე ეტაპი ფრანგების
უპირატესობით დასრულდა.
1415 ინგლისის მეფე ჰენრი V ფეოდალური შიდაომებით დასუსტებულ
საფრანგეთში შეიჭრა, ომის მესამე ეტაპი დაიწყო და აზენკურის
ბრძოლაში***ორი სიტყვა ბოლდით*** გაიმარჯვა.
1420 ინგლისელებმა პარიზი აიღეს. ამავე წელს დაიდო ტრუას
ხელშეკურლება***ორი სიტყვა ბოლდით***, რომლის მიხედვითაც
მეფე შარლ VI-ის გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთის ტახტი
გადავიდოდა ჰენრი V-ის ხელში, საბოლოო ჯამში ამ უკანასკნელისა და
შარლ VI-ის ქალიშვილის - ეკატერინეს შვილი გახდებოდა ინგლისისა და
საფრანგეთის მეფე, რითაც ეს ორი ქვეყანა ერთ სამეფოდ
გაერთიანდებოდა.
1422 გარდაიცვალნენ ჰენრი V და შარლ VI. საფრანგეთი ორად გაიყო -
ჩრდილოეთში მეფედ გამოაცხადეს მცირეწლოვანი ჰენრი VI, სამხრეთში
კი შარლ VI-ის ვაჟი - შარლ VII.
1428 ინგლისელებმა სამხრეთისკენ შეტევა წამოიწყეს და
ორლეანს***ბოლდით*** ალყა შემოარტყეს. ამ ქალაქის აღების
შემთხვევაში მათ სამხრეთისკენ გზა ეხსნეობათ.
1429 ფრანგებმა ჟანა დ’არკის***ბოლდით*** მეთაურობით ორლეანი
ალყისგან გაათავისუფლეს. „ორლეანელ ქალწულად“ ცნობილმა ჟანამ
ფრანგებს გამარჯვების იმედი მისცა.
1431 ინგლისელებმა ჟანა დ’არკი კოცონზე დაწვეს.
1436 ფრანგებმა პარიზი დაიბრუნეს.
1453 კასტილონთან ფრანგებმა ინგლისელები დაამარცხეს. საბრძოლო
მოქმედებები საფრანგეთის ტერიტორიაზე დასრულდა.

ისტორიკოსები ასწლიანი ომის შესახებ თხრობას 1471 წელს საფრანგეთისა და


ინგლისის მეფეებს შორის დადებული პიკინის ზავით ასრულებენ, თუმცა ამით ამ ქვეყნებს
შორის დაპირისპირება შემდგომშიც გრძელდებოდა.
„ასწლიანმა ომმა“ ორივე ქვეყანას დიდი ზარალი მოუტანა. განსაკუთრებით
იზარალა საფრანგეთმა, რომლის ტერიტორიაზეც უშუალოდ მიმდინარეობდა საომარი
მოქმედებები. ამ ქვეყნის მოსახლეობა თითქმის განახევრდა, საომარ მოქმედებებს
ემატებოდა შავი ჭირის ეპიდემია, ეკონომიკური და სოციალური კრიზისი ,
შიდაფეოდალური ომები, შიმშილი და სხვა პრობლემები. რაც შეეხება დადებით მხარეს,
ფრანგებმა ინგლისელები კონტინენტიდან გააძევეს და საკუთარი მიწები
გაათავისუფლეს. საგარეო მტრის ფაქტორმა საფრანგეთის მოსახლეობა პოლიტიკური
თვალსაზრისით უფრო მეტად გააერთიანა. მრავალი მკვლევარი „ასწლიან ომს “
უკავშირებს ფრანგი ერის ჩამოყალიბებას.

 იმსჯელე, როგორ შეუძლია საგარეო ფაქტორს ხალხის შიდა კონსოლიდაცია?

„ასწლიანმა ომმა“ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია სამხედრო


სფეროში:
ამ ომმა ევროპელებს დაანახა, რომ ფეოდალური ტიპის არმია უკვე წარსულის
საკუთრება იყო. ფეოდალური წესით შედგენილი ფრანგული არმია, მართალია , უფრო
მრავალრიცხოვანი იყო, თუმცა ერთიანი, ცენტრალიზებული ხელძღვანელობისა და
გამართული ორგანიზებულობის არქონის გამო მუდმივად მარცხდებოდა
ინგლისელებთან. საფრანგეთის მეფეებმა დაიწყეს რეგულარული და პროფესიული
არმიის ფორმირება, რომელიც უფრო მოწესრიგებული, ცენტრალზებული და მობილური
იყო. ამ ტიპის არმიის ჩამოყალიბებამ შეასუსტა ფეოდალური ანარქია და ხელი შეუწყო
მეფის ცენტრალური ხელისუფლების გამტკიცებას. მეფე აღარ იყო დამოკიდებული
ფეოდალების მიერ გამოყვანილ ლაშქარზე, თავად მართავდა არმიას, სწრაფად ახშობდა
აჯანყებებს და ეფექტურად იცავდა საზღვრებს.
„ასწლიანმა ომმა“ წარსულს ჩააბარა რაინდობა და ცხენოსანი რაინდების
გამოყენება ბრძოლაში. ინგლისელები იყენებდნენ გრძელ მშვილდებს, რომელთა ისრები
შორ მანძილზე ხვდებოდამათკენ მომავალ ცხენოსან რაინდებს. ისრები ან თავად
რაინდებს გმირავდა, ან ცხენს ხვდებოდა, რაინდი მიწაზე ენარცხებოდა და მძიმედ
შეიარაღებულს ქვეითად ბრძოლა უჭირდა. რაინდებს აგრეთვე უჭირდათ არახელსაყრელ
გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში მანევრირება, როგორიცაა გორაკები , ჭაობიანი
ადგილები და ა.შ. ასევე, რაინდების აღჭურვილობა საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. აშკარა
გახდა, რომ უპირატესობა ენიჭებოდა შედარებით მსუბუქად შეიარაღებულ ფეხოსნებს .
ევროპაში კავალერიამ თანდათან ადგილი დაუთმო ქვეით ჯარს.

წყარო დ*** პუატიეს ბრძოლა, მინიატურა ჟან ფრუასარის „ქრონიკებიდან“,


XIV ს.
https://commons.wikimedia.org/wiki/File:Battle-poitiers(1356).jpg

 წყარო დ***-ს საფუძველზე იმსჯელე, რომელ მხარეს არიან გამოსახულნი


ინგლისელი მეომრები? რის საფუძველზე გააკეთე ეს დასკვნა?

წყარო ე*** ინგლისელები რეიმსის ალყის დროს იყენებენ ბომბარდებს, მინიატურა


ჟან ფრუასარის „ქრონიკებიდან“, XIV ს.
https://commons.wikimedia.org/wiki/File:Edouard_III_assi%C3%A8geant_Reims.jpg
„ასწლიან ომში“ დაინერგა არტილერია. 1346 წელს კრეის ბრძოლაში
ინგლისელებმა გამოიყენეს პატარა, მარტივი ზარბაზნები - ე.წ. ბომბარდები, რომელიც
დენთის აფეთქებით ქვის ლოდებს ისროდა. ამ იარაღს უფრო მეტად ციხე-სიმაგრეების
აღების დროს იყენებდნენ. მას დიდი ფსიქოლოგიური ეფექტიც ჰქონდა
მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში. მართალია, თავიდან მას აქტიურად არ იყენებდნენ ,
პირველ რიგში იმ მიზეზით, რომ მისი ხმაური ცხენებს აფრთხობდა, თუმცა თანდათან
ზარბაზნები დაიხვეწა, მისი გამოყენება კი აქტიურად დაიწყეს. ციხე-სიმაგრეებმა
უწინდელი მნიშვნელობა დაკარგა.

[[შემაჯამებელი სავარჯიშოები]]

1. კლასში მოაწვეტ იმიტირებული სასამართლო: წარმოიდგინეთ, რომ 1328 წელს


საფრანგეთის ახალი მეფის საკითხი უნდა გადაწყვიტოთ. ნაწილმა დაიცავით
ედუარდ III-ის პოზიცია, ნაწილმა ფილიპე VI-ის. მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია
„სალიკური სამართლისა“ და ინგლისში მეფის ტახტის გადაცემის წესის შესახებ .
2. გაკვეთილში ქრონოლოგიური ცხრილის საფუძველზე, შუა საუკუნეების ქრონისტის
მსგავსად, მოკლედ აღწერე „ასწლიანი ომის“ ისტორია - „ასწლიანი ომის
ქრონიკები“.

You might also like