You are on page 1of 37

დას.

ევროპა:ფრანკები, საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია,


ესპანეთი, იტალია
კვირა 7-8
ფრანკთა სამეფო-იმპერია

არსებობის პერიოდი 5 - 9 საუკუნეები

მმართველი დინასტიები მეროვინგები(5-8 სს.), კაროლინგები (8-9 საუკუნეები)

მმართველი პიროვნებები მეროვეხი, ხილდერიკ I, ხლოდვიგ I, პიპინ მოკლე,


კარლოს დიდი, ლუი ღვთისმოსავი

ე.წ.ზარმაცი მეფეების ხანა 7-8 საუკუნეები (675 – 737წწ.)

მაიორდომების ინსტიტუტი პიპინ მოკლე, კარლოს მარტელი

ვერდენის ხელშეკრულება ფრანკთა იმპერიის დაშლა 843 წ.


ფრანკთა სამეფო - მმართველები

მეროვეხი დინასტიის-მეროვინგების ფუძემდებელი 5 ს.

ხლოდვიგ I 1.ფრანკთა სამეფოს დამაარსებელი 5 ს.-ის ბოლო;


2.486 წელს დაამარცხა გალიის რომაელი მმართველი სიაგრიუსი.
3.496 წელს გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა ალემანებზე
ტოლბაკის ბრძოლაში.
4.496 წელს იგი თავისი ჯარით, 3000 ფრანკთან ერთად
ქრისტიანად მოინათლა
5.შექმნა კანონთა კრებული - სალიკური სამართალი. სამართლით
ქალსაც ჰქონდა უფლება მემკვიდრეობაზე.
პიპინ 1.ყოფილი მაირდომი, რომელმაც მეფობა მოახერხა და კაროლინგების დინასტიას ჩაუყარა საფუძველი 8ს.
მოკლე 2.პიპინი კი 752 წელს ფრანკთა მეფე გახდა. მალე, 754 წელს ის საეკლესიო წესების დაცვით სენ დენის ეკლესიაში მეფედ
აკურთხა რომიდან პარიზში
ამ მიზნით ჩასულმა პაპმა სტეფანემ II -მ.
3.პიპინის ხელისუფლების საღვთო ხასიათის ხაზგასასმელად, მას მეფობისათვის განსაკუთრებული საიდუმლო - მირონცხება
ჩაუტარეს.
4.მან ლანგობარდების სამეფო დაამარცხა. ქალაქები - რომი და რავენა, მათი მიმდებარე ტერიტორიით, ფრანკთა მეფემ რომის
პაპს უბოძა. ასე ჩაეყარა საფუძველი პაპის ოლქს.

კარლოს 1.პიპინის ვაჟი, ფრანკთა სამეფოს 768 – 814 წლებში განაგებდა. 800 წლის 25 დეკემბრამდე ის იყო მეფე, შემდეგ კი
დიდი იმპერატორად გამოცხადდა.
2.ისტორიკოსებმა კარლოს დიდისა და მისი მემკვიდრეების მმართველობის ხანას „კაროლინგური რენესანსი ( აღორძინება )“
უწოდეს.
3.მან დაიმორჩილა გერმანული ტომების - საქსებისა და ბავარების ქვეყნები, დღევანდელი უნგრეთის დიდი ნაწილი.
4.იტალიაც მის საზღვრებში აღმოჩნდა და ესპანეთის ჩრდილო -დასავლეთში მცხოვრებ დაუმორჩილებელ ბასკებსაც ხარკი
დააკისრა.
5.კარლოს დიდმა თავის სატახტო ქალაქად აახენი აქცია.
6.კარლოსის კარზეც დაარსდა სასწავლებელი, რომელსაც სასახლის კარის აკადემიას უწოდებდნენ.
7.აინჰარდი, კარლოს დიდის ცხოვრების აღმწერი ( მისი ნაშრომის სახელწოდებაა „კარლოს
დიდის ცხოვრება“). აკადემიის ყველაზე ცნობილი წევრი ანგლოსაქსი ალკუინი იყო. კარლოს დიდი ძალიან აფასებდა მის აზრს.
ფრანკთა სამეფო -მნიშვნელოვანი მოვლენები და ფაქტები

ე.წ.ზარმაცი მეფეების ხანა 7-8 საუკუნეებში; ამ ხანის ფრანკი მეფეები სახელმწიფოს მმართველობას ფაქტობრივად
ჩამოცილებულნი იყვნენ. სწორედ აქედან მოდის ეპითეტი “ზარმაცი”.

მაიორდომების ინსტიტუტი “სასახლის უფროსი”. თავდაპირველად სასახლის მმართველობას უძღვებოდნენ, მაგრამ 7


სუაკუნიდა მნიშვნელოვნად ფართოვდება უფლებები. ისინი ქვეყნის პირველი პირები ხდებიან.
ერთ-ერთმა მაიორდომმა - პიპინ მოკლემ ფრანკთა მეფობასაც მიაღწია და კაროლინგების
დინასტიას ჩაუყარა საფუძველი.

ვერდენის ხელშეკრულება საფრანგეთის ქ.ვერდენში 843 წ.დადებული ხელშეკრულებით ფრანკთა იმპერია სამ ნაწილად
გაიყო : შეიქმნა სამი ახალი სახელმწიფო - გერმანია, იტალია, საფრანგეთი.

სალიკური სამართალი ფრანკთა სამეფოს დამაარსებლის, ხლოდვიგის მიერ შექმნილი კანონთა კრებული 5 საუკუნეში.
ინგლისი

ვერდენის ხელშეკრულება საფრნაგეთის შექმნა

ინგლისის მმართველი დინასტიები სქემის სახით შემდეგ სლაიდზე

ინგლისის მეფეები ალფრედ დიდი, კნუტ დიდი, ედუარდ აღმსარებელი, უილიამ


დამპყრობელი, ჰენრი მეორე, რიჩარდ I ლომგული, ჯონ
უმიწაწყლო, ჰენრი III, ედუარდ III, ჰენრი V, ,ჰენრი VI

კლარენდონის კონსტიტუცია 1164 წ.ჰენრი მეორე და თომას ბეკეტი

ე.წ.საშინელი სამსჯავროს წიგნი 11 ს.უილიამ დამპყრობელი

თავისუფლების დიდი ქარტია და 1215 და 1265 წწ. ჯონ უმიწაწყლო და ჰენრი მესამე.
პარლამენტი

ასწლიანი ომი 1337-1453 წწ.ინგლისი-საფრანგეთი

ვარდების ომი 1455-1485 წწ.ლანკასტერები და იორკები


ინგლისის მმართველი დინასტიები და მათი საჭირო წარმომადგენლები
ინგლისი - მნიშვნელოვანი მომენტები

ე.წ.საშინელი უილიამ დამპყრობელმა 1086 წ.1086 წელს ევროპის მასშტაბით მოსახლეობის პირველი აღწერა
სამსჯავროს წიგნი ჩაატარა.აღწერა ხალხისთვის სრულიად უცხო იყო და მისგან კარგს არაფერს ელოდნენ, ამიტომ
აღწერის შედეგად შედგენილ ნუსხას ხალხმა „საშინელი სამსჯავროს წიგნი“ უწოდა. ის,
ასევე ცნობილია, როგორც „განკითხვის დღის წიგნი“.

კლარენდონის 1164 წ. ჰენრი II -მ შეიმუშავა ე.წ. კლარენდონის კონსტიტუცია. ამ დოკუმენტით საეკლესიო სასამართლო
კონსტიტუცია ხდებოდა სამეფო სასამართლოს ნაწილი. კენტერბერის არქიეპისკოპომსა თომას ბეკეტმა ეს შეაფასა,
როგორც კათლიკური ეკლესიის უფლებების ხელყოფა.დაპირისპირებას მოჰყვა 1170 წ.თომას ბეკეტის
მკვლელობა ოთხი რაინდის მიერ საკურთხეველთან.

თავისუფლების 1215 წ.ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლო აიძულეს ხელი მოეწერა თავისუფლების დიდი ქარტიისთვის,
დიდი ქარტია და რომლითაც გაიზარდა დიდებულების უფლებები და შეიზღუდა სამეფო ხელისუფლება. 1265 წელს კი
პარლამენტის ჰენრი მესამის დროს ინგლისში პირველად მოიწვიეს პარლამენტი. პარლამენტის მოწვევის ინიციატორი
მოწვევა იყო ინგლისის მეფის ოპოზიციის ლიდერი გრაფი სიმონ დე მონფორი, სიმონ დე მონფორი მიიჩნევა
„პარლამენტარიზმის მამად“.
ინგლისი - ასწლიანი ომი

დაპირისპირების 1337-1453 წლებში ერთმანეთს ევროპის ორი წამყვანი სახელმწიფო დაუპირისპირდა : საფრანგეთი და ინგლისი.
მიზეზები და დაპირისპირებას ჰქონდა შემდეგი სამი მიზეზი : 1.ეკონომიკურად მომგებიანი ფლანდრიის ხელში ჩაგდება 2.
მხარეები ინგლისელებს ჰქონდათ პრეტენზია ფრანგულ მიწებზე 3.ინგლისის მეფე ედუარდ მესამე პრეტენზიას აცხადებდა
საფრნაგეთის სამეფო ტახტზე, რადგან ის საფრანგეთის მეფის ქალიშვილის ვაჟი იყო.

მიმდინარეობდა და ომის დროს მოხდა შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტები : 1346 წ.კრესისთან ბრძოლაში ინგლისმა იმარჯვა,სწორედ ამ
ბრძოლები ბრძოლაშI გამოიყენეს ევროპაში პირველად ზარბაზანი. 1356 წ.პუატიეს ბრძოლაში ასევე ინგლისმა იმარჯვა,
საფრანგეთის მეფე ჟან მეორე კეთილი ტყვედ ჩავარდა, რასაც საფრანგეთში 1358 წლის ჟაკერია-გლეხთა ამბოხიც
მოჰყვა, 1415 წელს გაიმართა აზენკურის ბრძოლა, სადაც ასევე ინგლისმა იმარჯვა, 1420 წ.კი დაიდო ტრუას ზავი,
რომლითაც საფრანგეთში ფრანგმა მეფეებმა ხელისუფლება დაკარგეს, 1428 წ.მოხდა ე.წ.ორლეანის ალყა, როცა
ჟანა დარკმა გაათავისუფლა ეს ფრანგული ქალაქი ინგლისელებისგან, 1429 წ.პატთან ბრძოლაში ჟანა დარკმა
დაამარცხა ინგლისელები, 1431 წ.ჟანა დარკი კოცონზე დაწვეს, 1453 წ.გაიმართა უკანასკნელი ბრძოლა -
კასტილიონის ბრძოლა, იმარჯვა საფრანგეთმა, ინგლისს საფრანგეთში მხოლოდ კალეს ნავსადგური დარჩა.

ომის შედეგი ინგლისი ასწლიან ომში დამარცხდა, მას საფრანგეთში მხოლოდ კალე დარჩა, ინგლისში ასწლიან ომში მარცხი
ლანკასტერებს დაბრალდა, შედეგად ომის დასრულებიდან 2 წლის თავზე დაიწყო სამოქალაქო ომი - ვარდების ომი,
რომელშიც ერთმანეთს ლანკასტერები და იორკები დაუპირისპირდნენ.
ინგლისი - ვარდების ომი

ომის დაწყების ინგლისში ასწლიან ომში მარცხი ლანკასტერებს დაბრალდა, შედეგად ომის დასრულებიდან 2 წლის
მიზეზი და თავზე დაიწყო სამოქალაქო ომი - ვარდების ომი, რომელშიც ერთმანეთს ლანკასტერები და იორკები
მხარეები დაუპირისპირდნენ 1455-1485 წლებში.

მიმდიმარეობა და 1461 წ.იორკებმა ლანკასტერებს ტახტი წაართვეს, თუმცა ლანკასტერებმა 1470 წ.ერთი წლით მაინც
ბრძოლები დაიბრუნეს ხელისუფლება, შემდეგ კვლავ იორკები იყვნენ ხელისუფლებაში. 1461 წ.ინგლისის მეფე
გახდა იორკი ედუარად მეოთხე, რომელმაც საკუთარი ორი ვაჟი დაუტოვა თავის ძმას რიჩარდს,
მაგრამ რიჩარდმა ძმები მოკლა და თავად დაიკავა სამეფო ტახტი, იგი ცნობილია რიჩარდ მესამის
სახელით. მას 1485 წ.დაუპირისპირდება ჰენრი ტიუდორი ბოსფორთის ბრძოლაში და დაამარცხებს,
ინგლისის ტახტს 1485 წ.ტიუდორები დიაკავებენ, ამ ფაქტით სრულდება ინგლისში სამოქალაქო ომი.

ომის შედეგები ინგლისის ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ტიუდორები.


საფრანგეთი

ვერდენის ხელშეკრულება საფრნაგეთის შექმნა

მმართველი მმართველი დინასტიები სქემის სახით შემდეგ სლაიდზე

საფრანგეთის მეფეები სქემის სახით შემდეგ სლაიდზე

ფრანგები ჯვაროსნულ ლაშქრობებში მეორე ლაშქრობა, მესამე ლაშქრობა, მეშვიდე და მერვე


ლაშქრობები

ფილიპე IV “ლამაზი” გენერალური შტატების მოწვევა, ავინიონის ტყვეობა,


ტამპლიერების დევნა

საფრანგეთი ასწლიან ომში 1337-1453


საფრანგეთის მმართველი დინასტიები და მათი საჭირო წარმომადგენლები
საფრნაგეთი - ფრანგები ჯვაროსნულ ლაშქრობებში

მეორე ლაშქრობა მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის, რომელიც 1147-1149 წლებში


მიმდინარეობდა, მიზანი იყო მუსლიმთა ხელში არსებული ედესის დაბრუნება,
მასში საფრანგეთიდან მონაწილეობდა კაპეტის სახლის წარმომადგენელი ლუი
მეშვიდე გერმანიის იმპერატორ კონრად მესამესთან ერთად.

მესამე ლაშქრობა მესამე ლაშქრობის მიზანი, რომელიც 1189-1192 წლებში მიმდინარეობდა, იყო
სალადინის მიერ დაკავებული იერუსალიმის დაბრუნება, მასში საფრანგეთიდან
მონაწილეობდა კაპეტის სახლის წარმომადგენელი ფილიპე მეორე, ინგლისიდან
იყო რიჩარდ ლომგული, გერმანიიდან ფრიდრიხ ბარბაროსა.

მეშვიდე და მერვე მეშვიდე და მერვე ლაშქრობების მიზანი იყო ჩრდილო საფრნაგეთში პოზიციების
ლაშქრობები განმტკიცება, მე-7 ჯვაროსნული ლაშქრობა მიმდინაროებდა 1248-1254
წლებში, მე-8 კი 1270 წელს, მასში მონაწილეობდა საფრნაგეთის მეფე
კაპეტინგების სახლიდან ლუი მე-9 წმინდა.
ფილიპე IV “ლამაზი”

გენერალური რომის პაპმა ბონიფაციუს VIII -მ კათოლიკურ სამღვდელოებას აუკრძალა გადასახადების გადახდა საფრანგეთის მეფის
შტატების მოწვევა, სასარგებლოდ. საპასუხოდ ფილიპე IV -მ 1302 წელს ფრანგი ხალხის წარმომადგენელთა კრება მოიწვია. ესენი იყვნენ
სამი წოდების - სამღვდელოების, თავადაზნაურობისა და მოქალაქეთა წარმომადგენლები. ამ შეკრებას გენერალური
შტატები ეწოდა. მან მეფეს დაუჭირა მხარი და რომის პაპის საფრანგეთის საქმეებში ჩარევის წინააღმდეგ გამოვიდა.

ავინიონის ტყვეობა, 1305 წელს ფილიპე IV -ის მორჩილმა კარდინალთა კოლეგიამ ( სწორედ კარდინალთა კოლეგია ირჩევს რომის პაპს )
პაპად ფრანგი კლემენტ V აირჩია, რომლის რეზიდენციაც რომის ნაცვლად ფრანგული ქალაქი ავინიონი გახდა. ასე
გაგრძელდა 1377 წლამდე. პაპების პროფრანგულმა პოლიტიკამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იტალიაში, ინგლისსა
და გერმანიაში, რასაც რომში მეორე პაპის არჩევა ( 1376 ) მოჰყვა. ორი პაპის არსებობამ დასავლეთის საქრისტიანოში
დიდი საეკლესიო განხეთქილება ( სქიზმა ) გამოიწვია. სიტუაცია განიმუხტა 1414-1418 წლების კონსტანცის
საეკლესიო კრებაზე, სადაც არჩეულ იქნა ახალი პაპი მარტინ V, რომლის რეზიდენციაც იქნებოდა ქ.რომი.

ტამპლიერების დაახ.1118-19 წლებში იერუსალიმში დაარსდა ტამპლიერების, ანუ მეტაძრეების


დევნა ორდენი. დროთა განმავლობაში ტამპლიერების ორდენი იმდენად გაძლიერდა, რომ მის სიმდიდრეზე
ლეგენდები დადიოდა. პალესტინაში ქრისტიანული სამფლობელოების დაკარგვის შემდეგ ორდენი პარიზში
გადავიდა. საფრანგეთის მეფე ფილიპე IV ლამაზმა გადაწყვიტა ერთი დარტყმით მოესპო ორდენი. მისი
ბრძანებით 1307 წლის 13 ოქტომბერს, პარასკევ დღეს, ფრანგი ტამპლიერების ყველა წინამძღოლი
დააპატიმრეს. 1312 წელს ფილიპემ რომის პაპი, კლემენტ V აიძულა ორდენი დაშლილად გამოეცხადებინა.
საფრანგეთი ასწლიან ომში

რომელი დინასტია იბრძოდა 1328 წ.ვალუების სახლი მოვიდა ხელისუფლების სათავეში, სწორედ ამ დინასტიის
ასწლიან ომში წარმომადგენლის დროს დაიწყო ასწლიანი ომი 1337 წელს.

ფილიპე IV კაპეტინგი საფრანგეთის მეფე ფილიპე IV კაპეტინგი, რომლის ქალიშვილის, იზაბელას ვაჟი იყო ინგლისის
მეფე ედუარდ III. ფილიპეს სამივე ვაჟი უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა, ამიტომ ტახტი ედუარდ III
-მ მოითხოვა.

ფილიპე VI იღბლიანი ( 1328 – 1337 წელს დაიწყო ასწლიანი ომი. საფრანგეთის ფლოტი
1350 ) ინგლისთან დამარცხდა, მალე საფრანგეთმა ნორმანდიაც დაკარგა. 1346 წელს კი კრესისთან
იწვნია მარცხი.

ჟან II კეთილი ( 1350 – 1364 ) 1356 წელს ფრანგები დამარცხდნენ პუატიესთან, რის შემდეგაც ტყვედ
ჩავარდა მეფე ჟან II და მრავალი წარჩინებული დიდებული. ჟან II -ის ტყვეობის პერიოდში ხდება
პარიზში 1357-1358 წლების აჯანყება და 1358 წლის გლეხთა აჯანყება, რომელსაც „ჟაკერიის“
სახელით ვიცნობთ.

შარლ V ბრძენი ( 1364 – 1380 ) საფრანგეთი ინგლისთან დროებით ზავს დებს და არაერთ რეფორმას
ატარებს : ტარდება ფინანსური რეფორმები, იზრდება დაქირავებულ ჯარისკაცთა რაოდენობა,
იწყება სამხედრო ფლოტის მშენებლობა და ზარბაზნების ჩამოსხმა ამავე პერიოდში საფრანგეთის
ჯარების მთავარსარდლად დაინიშნა ბერტრან დიუ გეკლენი.
შარლ VI საყვარელი, ან გიჟი ( 1380 ომის განახლების შემდეგ ინგლისელთა მნიშვნელოვანი
– 1422 ) წარმატება იყო 1415 წელს აზენკურის ბრძოლაში საფრანგეთის დამარცხება, ასევე,
1420 წელს საფრანგეთს მისთვის არახელსაყრელი პირობებით ზავი დაადებინეს.

შარლ VII გამარჯვებული ( 1422 – შარლ ჟანა დ’არკის წყალობით გახდა მეფე, თუმცა მან
1461 ) არაფერი მოიმოქმედა ტყვედ ჩავარდნილი ჟანას დასახსნელად, რომელიც 1431 წელს
კოცონზე დაწვეს. 1453 წელს საფრანგეთმა კასტილიონის გადამწყვეტ ბრძოლაში
სძლია ინგლისს და ომი საბოლოოდ ფრანგების გამარჯვებით დასრულდა.
გერმანიის სამეფო შემდეგ იმპერია ( საღვთო რომის იმპერია )
ვერდენის ხელშეკრულება გერმანიის შექმნა

გერმანიის იმპერიის მმართველი დინასტიები იხილეთ სქემის სახით შემდეგ სლაიდზე

გერმანიის მმართველი იმპერატორები იხილეთ სქემის სახით შემდეგ სლაიდზე

ლატერანის კრება 1059 წ.პაპი ნიკოლოზ მეორე

ე.წ.კანოსაში წასვლა 1077 წ.ჰაინრიხ მეოთხე და პაპი გრიგოლ მეშვიდე

ვორმსის კონკორდატი 1122 წ. ჰაინრიხ მეხუთე და პაპი კალიქსტუს მეორე

გერმანელები ჯვაროსნულ ლაშქრობებში მეორე ლაშქრობა, მესამე ლაშქრობა, მეექვსე ლაშქრობა

კარლ მეოთხის მმართველობა 14 ს.

ჰუსიტური მოძრაობა მე-15 საუკუნის პირველი ნახევარი

სავაჭრო კავშირები ჰანზა, შვაბია, რაინი

წოდებრივი ორგანო ლანდთაგები


გერმანიის მმართველი დინასტიები და მათი საჭირო წარმომადგენლები
გერმანია - მნიშვნელოვანი მომენტები

ლატერანის კრება რომის პაპმა ნიკოლოზ II -მ ისარგებლად ჰაინრიხ IV -ის მცირეწლოვნობით ( ის იმპერატორი გახდა 1056
წელს 6 წლის ასაკში ) და 1059 წელს ლატერანის საეკლესიო
კრებაზე შემდეგი წესი დაადგინა : ( ეს წესი დღემდე მოქმედებს ) აბატების, ეპისკოპოსებისა და პაპების
არჩევაში აღარ ჩაერევა იმპერატორი. რომის პაპს აირჩევს კარდინალთა კოლეგია . კარდინალის უმაღლეს
სასულიერო წოდებას კი მხოლოდ პაპი მიანიჭებს. ესე იგი, რომის პაპმა საერო ხელისუფლებას წაართვა
ინვესტიტურის უფლება

კანოსაში წასვლა ჰაინრიხ მეოთხემ აღიარა რომის პაპთან დამარცხება, რადგან დიდებულების და სასულიერო წოდების
აჯანყებით სერიოზული პრობლემები შეემქნა მას. შესაბამისად, 1077 წელს მან გადალახა ალპები და რომის
პაპს ეახლა ჩრდილოეთ იტალიაში, კანოსას ციხე-სიმაგრეში. ციხე -დარბაზის წინ პაპმა იმპერატორი სამი დღე
ალოდინა ფეხშიშველი და მშიერი. ბოლოს პაპმა მოწყალება მოიღო და მუხლებზე მდგომ იმპერატორს ცოდვა
შეუნდო. „კანოსაში წასვლა“ ამის შემდეგ საერო მმართველის უკიდურეს დამცირებას ნიშნავს.

ვორმსის კონკორდატი 1122 წელს, როცა გაფორმდა ე.წ. ვორმსის კონკორდატი. კონკორდატი დაიდო გერმანიის იმპერატორ
ჰაინრიხ V -სა და რომის პაპ კალიქსტუს II -ს შორის. იმპერატორის უფლება იყო საერო ინვესტიტურა, რაც
მიწის გადაცემას მოიცავდა სასულიერო ინვესტიტურას - ბეჭდისა და კვერთხის გადაცემას -
განახორციელებდა პაპი ან მისი ლეგატი. ვორმსის კონკორდატი იყო კომპრომისული შეთანხმება, რითიც
მოხდა უფლებების გაყოფა საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის.
გერმანია - კარლ მეოთხის მმართველობა

ჩეხეთის დაწინაურება საღვთო რომის იმპერატორის, კარლ IV -ის დროს, რომელიც ბოჰემიაში ( ბოჰემია
თანამედროვე ჩეხეთის ნაწილის ლათინური სახელია, თუმცა ზოგჯერ მთელ ჩეხეთსაც
ბოჰემიად მოიხსენიებენ ) კარელ ვაცლავ I -ად იწოდებოდა, ჩეხეთი იმპერიის ბირთვად, ხოლო პრაღა მის
დედაქალაქად იქცა.

ჩეხური ენის აღორძინება სლავური ენის აღორძინებას სწორედ კარლ IV - მ შეუწყო ხელი. გერმანელი ხელმწიფე
ლუქსემბურგთა დინასტიიდან იყო, მაგრამ დიდი პატივს სცემდა ჩეხურ ენას. იგი ისევე
თავისუფლად ლაპარაკობდა ჩეხურ ენაზე, როგორც გერმანულ, ფრანგულ, ლათინურ და იტალიურ
ენებზე. იგი ურჩევდა გერმანელ დიდებულებს, თავიანთი ვაჟებისთვის
ესწავლებინათ ჩეხური, რადგან, მისი აზრით, ეს ენა პატივისცემას იმსახურებდა.

ჩეხეთის ავტონომია კარლ IV -ს შეეძლო გამოეყენებინა იმპერატორის ტიტული და მჭიდროდ მიეჯაჭვა


ბოჰემია გერმანიასთან, მაგრამ პირიქით,, იგი შეეცადა უზრუნველეყო მისი
პოლიტიკური და რელიგიური ავტონომია. ჩეხეთს მან თვითმმართველობა მიანიჭა.

აღმშენებლობითი 1344 წელს მან დააარსა პრაღის საარქიეპისკოპოსო, 1347 წელს კარლ IV -მ პაპისგან
საქმიანობა მიიღო ნებართვა პრაღაში მონასტრის დაარსებაზე, სადაც ლიტურგია ( წირვა ) ძველ
სლავურ ენაზე შესრულდებოდა. 1348 წელს მან დააარსა უნივერსიტეტი, რომელიც
დღემდე მის სახელს ატარებს - კარლის უნივერსიტეტი ( პრაღის უნივერსიტეტი ).
კარლის უნივერსიტეტი ევროპის ერთ-ერთი უძველესი და პირველი სლავური
უნივერსიტეტია. კარლ IV - მ ნიმუშად პარიზის უნივერსიტეტი აიღო.
გერმანია - ჯვაროსნული ლაშქრობები

დინასტია გერმანიიდან ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობას ჰოჰენშტაუფენების დინასტია იღებდა.

მეორე ლაშქრობა 1147-1149, კონრად მესამე ჰოჰენშტაუფენი იღებდ ამონაწილეობას საფრნაგეთის მეფე ლუი
მეშვიდესთან ერთად.

მესამე ლაშქრობა 1189-1192, ფრიდრიხ პირველი ბარბაროსა ჰოჰენშტაუფენი იღებდ ამონაწილეობას საფრანგეთIს მეფე
ფილიპე მეორესთან და ინგლისის მეფე რიჩარდ ლომგულთან ერთად. ფრიდრიხი ამ ლაშქრობაში
მდინარე სალეფში დაიღუპა.

მეექვსე ლაშქრობა 1228-1229, ფრიდრიხ მეორე საოცარი იმპერატორი ჰოჰენშტაუფენი იღებდა მონაწილეობას ამ
ლაშქრობაშI და მან 15 წლით დაიბრუნა ქ.იერუსალიმი.
გერმანია - ჰუსიტური მოძრაობა
რა მოვლენას ეწოდა ტერმინი მოდის იან ჰუსიდან, მას მიაჩნდა რომ მიაჩნდა, რომ ყველას აქვს უფლება
ჰუსიტური მოძრაობა ეზიაროს არა მხოლოდ პურით, არამედ ღვინითაც (კათოლიკურ სამყაროში მხოლოდ
სამღდელოებას ჰქონდა ღვინით ზიარების უფლება, საერო პირებს მხოლოდ პურით
ზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ, რითიც ხაზი ესმეოდა სამღვდელოების
პრივილეგირებულ მდგომარეობას). ჰუსს რელიგიურთან ერთად ეროვნული მოთხოვნებიც ჰქონდა : ღვთისმსახურება,
ქადაგება და სწავლება სკოლებსა და უნივერსიტეტში ჩეხურ ენაზე უნდა ყოფილიყო. Ჰუსი ერესში დაადანაშაულეს და 1415
წლის 6 ივლისს კოცონზე დაწვეს.

მებარძიმეები ჰუსის მომხრეებს მებარძიმეებს უწოდებდნენ, რადგან ღვინოს ზიარებისთვის განსაკუთრებული თასით - ბარძიმით სვამდნენ.
მოითხოვდნენ ეკლესიის პრივილეგიებისა და საეკლესიო მიწათმფლობელობის გაუქმებას, ღვთისმსახურების შემოღებას
ჩეხურ ენაზე და ზიარებას ორივე სახით. პოლიტიკური თვალსაზრისით, ისინი დამოუკიდებელი ჩეხური მონარქიის
მოთხოვნით გამოდიოდნენ.

ტაბორიტები ტაბორიტები ( ასე უწოდეს სამხრეთ ჩეხეთში არსებული მთის სახელის, ტაბორის
მიხედვით, სადაც ამ მოძრაობის ცენტრი იყო ) - ისინი მოითხოვდნენ საეკლესიო
რეფორმებს, გადასახადების გაუქმებას, უარყოფნდნენ წმინდანთა კულტსა და წმინდა
ნაწილების თაყვანისცემას. ტაბორიტთა ბელადები თავიანთი მიმდევრებისაგან
მოითხოვდნენ პირად საკუთრებაზე უარის თქმასა და მთელი სახსრების საერთო
ხაზინისათვის გადაცემას. ტაბორიტების ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩეხი ხალხის ეროვნული გმირი - იან ჟიჟკა.

შედეგები კათოლიკური ეკლესია მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდა ზომიერებთან.


დათმობებს შორის იყო ზიარება ორივე სახით და ღვთისმსახურება ჩეხურ ენაზე.
ჰუსიტურმა ომებმა ხანგრძლივი დროით მოუღო ბოლო გერმანელთა ბატონობას.
გერმანია - სავაჭრო კავშირები

ჰანზა ისჩამოყალიბდა ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქების გაერთიანების შედეგად. ის


ჩამოყალიბდა XIV საუკუნის შუა ხანებში 80 ჩრდილო-გერმანული ქალაქის გაერთიანების შედეგად.
ჰანზის კავშირის ცენტრად იქცა ქ.ლიუბეკი. ჰანზამ დიდ გამარჯვებას მიაღწია დანიის მეფესთან,
რომელიც ცდილობდა თავისი
კონტროლი დაემყარებინა ჰანზას ვაჭრობაზე. ჰანზასა და დანიის სამეფოს შორის ომი
1367 წელს დაიწყო და 1370 წელს შტრალზუნდის ზავით დასრულდა. შედეგად, ჰანზამ
ფართო სავაჭრო პრივილეგიები მოიპოვა. დანიის მეფემ მნიშვნელოვნად შეამცირა
სავაჭრო ბაჟი, რომელსაც დანიურ სრუტეებში იღებდნენ ჰანზას საქონლიდან. ჰანზას ქალაქების ერთ-
ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო საქონელი იყო ლუდი,
რომელზეც დიდი მოთხოვნილება არსებობდა.

შვაბია ჩამოყალიბდა სამხრეთ - გერმანული ქალაქების გაერთიანების შედეგად.

რაინი დასავლეთ -გერმანული ქალაქების გაერთიანება.


გერმანია - ლანდთაგები

რას წარმოადგენდა საგრაფოს, საჰერცოგოს, თუ სხვა რომელიმე შუასაუკუნეობრივ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის


მმართველი სათათბირო ორგანო. შუა საუკუნეების ლანდთაგების ტრადიციას ეფუძნება თანამედროვე
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ადგილობრივი ცალკეული „ბუნდესლანდების“ საკანონმდებლო
ორგანოების მმართველობის წესი, რომელთაც დღესაც ლანდთაგები ეწოდებათ.

რა ფუნქცია ჰქონდა ამა თუ იმ მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად ( მაგ., გადასახადების აკრეფის წესი და სხვ. )
„ლანდების“ წარმომადგენლები იკრიბებოდნენ სხდომაზე და გამართული თათბირის შემდეგ იღებდნენ
ერთობლივ დადგენილებებს.

შედარება მსგავსი ორგანო ინგლისში იყო - პარლამენტი, საფრანგეთში - გენერალური შტატები, ესპანეთში -
კორტესები
ესპანეთი

ვესტგოთების სამეფო ბარბაროსული სახელმწიფო პირენეში

არაბები ესპანეთში გიბრალტარის გადალახვა 711 წ.

რეკონკისტა ბრძოლა არაბთა წინააღმდეგ 11-15 სს.

ინკვიზიცია 15 ს.

ისაბელ კასტილიელი და ფერდინანდ კასტილიისა და არაგონის გაერთიანება


არაგონელი

კორტესები წოდებრივი ორგანო


ესპანეთი - არაბობა

ვესტგოთების სამეფო დასავლეთ რომის იმპერიის ნგრევის პერიოდში დასავლეთ ევროპაში


ყალიბდებაბარბაროსული სახელმწიფოები ( V ს. ) : ვესტგოთების სამეფო, ოსტგოთების
სამეფო, ვანდალთა სამეფო და ა.შ. ხსენებული ვესტგოთების სამეფო სწორედ ესპანეთის
ტერიტორიაზე, პირენეს ნახევარკუნძულზე ჩამოყალიბდა.

არაბები ესპანეთში არაბებმა 711 წელს გადალახეს გიბრალტარის სრუტე და შეუდგნენ ესპანეთის დაპყრობას.
მაშინ ესპანეთში სწორედ ვესტგოთების სამეფო არსებობდა. ესპანეთის დაპყრობა
ომაიანთა დინასტიის დროს დაიწყო. არაბებმა თითქმის მთლიანად დაიპყრეს იბერიის
ნახევარკუნძული, რომელსაც ანდალუსია ( ალ - ანდალუსი ) უწოდეს. VIII საუკუნის შუა
ხანებში აბასიანებს გამოქცეულმა ომაიანთა საგვარეულოს ერთ-
ერთმა წარმომადგენელმა, აბდ ალ -რაჰმან I -მა ( 756 – 788 ) ესპანეთში დააარსა
კორდობას საამირო, 929 წელს კი აბდ ალ - რაჰმან III -მ თავი ხალიფად გამოაცხადა.
ამგვარად შეიქმნა კოდობას სახალიფო. კორდობა კი იმ დროს ევროპის ყველაზე დიდი,
მდიდარ და კეთილმოწყობილ ქალაქად იქცა. ის კონსტანტინოპოლსაც კი უწევდა
მეტოქეობას. XI საუკუნის დასაწყისიდან სახალიფო დაიშალა მცირე მუსლიმურ
სამთავროებად - ტაიფებად, ხოლო 1031 წელს ოფიციალურად შეწყვიტა არსებობა.
ესპანეთში შეიქმნა ხუროთმოძღრების ე.წ. „მავრიტანიული სტილი“ ( ან მუდეჯარის სტილი )
, რომელშიც ერთმანეთს შეერწყა არაბული, ბერბერული და ადგილობრივი
არქიტექტურული ტრადიციები.
ესპანეთი - ორი სპეციფიკური მოვლენა

რეკონკისტა XI საუკუნეშივე ქრისტიანებმა დაიწყეს ბრძოლა მუსლიმების წინააღმდეგ. ამ ბრძოლამ


რეკონკისტას სახელი მიიღო. 1212 წელს ესპანეთის
ქრისტიანული სამეფოების გაერთიანებულმა ლაშქარმა დე ტოლოსასთან ბრძოლაში სასტიკად
დაამარცხა მუსლიმები. 1236 წელს ქრისტიანებმა აიღეს მუსლიმთა ყოფილი სატახტო ქალაქი
კორდობა,
ხოლო 1248 წელს უმნიშვნელოვანესი ქალაქი სევილია.მუსლიმთა ერთადერთი სამფლობელო
ესპანეთის სამხრეთში გრენადის საამირო დარჩა, რომელსაც ნასრიანთა დინასტია მართავდა. 1492
წელს ესპანელებმა აიღეს გრენადაც და მულიმური ესპანეთის ისტორია ამით დასრულდა.

ინკვიზიცია კათოლიკური ეკლესია მათ მხარს უჭერდა. პაპმა თავისი სადამსჯელო სამსახური - ინკვიციზია
ფერდინანდისა და ისაბელის ინტერესებს დაუმორჩილა. ესპანური ინკვიზიცია ( ინკვიზიციის
საღვთო უწყების სასამართლო ) 1480 წელს შეიქმნა. თავდაპირველად ინკვიზიცია მიმართული იყო
ებრაელების წინააღმდეგ, რომელთაგანაც გაქრისტიანებას, ან ქვეყნის დატოვებას მოითხოვდნენ.
ასეთივე პოლიტიკა ტარდებოდა მუსლიმების მიმართ. ქრისტიანობის პოზიციების
განმტკიცებასთან ერთად, ინკვიზიცია თავისუფალი აზრის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ
მიმართული იარაღი გახდა. ინკვიზიცია ფაქტობრივად სახელმწიფოს უმაღლეს პოლიტიკურ
სასამართლოდ იქცა. 1483 წელს კასტილიისა და არაგონის მთავარ ინკვიზიტორად დაინიშნა ტომას
დე ტორკვემადა, რომლის დროსაც ინკვიზიციის სასამართლომ არნახული მასშტაბები შეიძინა.
ესპანეთი - ისაბელ კასტილიელი და ფერდინანდ არაგონელი

ესპანეთის გაერთიანება 1469 წელს პრინცესა ისაბელ კასტილიელი ცოლად გაყვა პრინც ფერდინანდ არაგონელს.
70 - იან წლებში ისაბელი კასტილიის სამეფო ტახტზე ავიდა, ხოლო ფერდინანდი
არაგონისაზე. ამ ქორწინებით არაგონსა და კასტილიას შორის დინასტიური უნია (
გაერთიანება, კავშირი ) დამყარდა. გაერთიანების შემდეგ მათ შეინარჩუნეს თავიანთი
კანონები, წეს-ჩვეულებები და კორტესები.

ინკვიზიცია სწორედ მათ დროს დამკვიდრდა ესპანეთში ინკვიზიცია - 1480 წ.

რეკონკისტას მათ დროს 1492 წ.დასრულდა რეკონკისტა, როცა აღებულ იქნა გრანადა.
დასასრული

კოლუმბის დაფინანსება 1492 წ.კოლუმბის მოგზაურობა სწორედ მათ დააფინანსეს.

“კათოლიკე მეფეების” რწმენისადმი განსაკუთრებული ერთგულების გამო რომის პაპმა 1496 წელს ფერდინანდსა
წოდება და ისაბელს „კათოლიკე მეფეების“ ტიტული უბოძა.
ესპანეთი - კორტესები

პირველი წოდებრივი კორტესი VIII-XII საუკუნეებში მეფის მრჩეველთა საბჭოს წარმოადგენდა. ის ყველაზე
ორგანო ძლიერი ფეოდალებისგან შედგებოდა. 1188 წელს ლეონის სამეფოში საფუძველი ეყრება
კორტესებს, რომელსაც წოდებრივ-
წარმომადგენლობით ხასიათი ჰქონდა.

კორტესების უფლება- მეფეს ჰქონდა კორტესების მოწვევისა და დათხოვნის უფლება;


მოსილება მაგრამ ვინაიდან კორტესებში წარმოდგენილი თავადაზნაურობა აკონტროლებდა ჯარებსა
და სახელმწიფოს ფინანსებს, მეფე, ჩვეულებრივ, შეთანხმებას დებდა კორტესებთან ომის
წარმოებისთვის დასტურის მისაღებად, სამაგიეროდ კი, ფეოდალები გარკბეულ
სარგებელს იღებდნენ.

მდიდარი მოქალაქეები XII საუკუნის ესპანეთში მომძლავრდნენ ქალაქები. რეკონკისტას პერიოდში მეფემ დაუშვა
კორტესებში კორტესებში მდიდარი თავისუფალი მოქალაქეები, რათა მათგან ფინანსური დახმარება
მიეღო. ამ მხარდაჭერის სანაცვლოდ, ქალაქები თვითმმართველობას იღებდნენ. ამდენად,
კორტესების მნიშვნელობა გაიზარდა. თუმცა შემდგომ, ესპანეთის იმპერიის პერიოდიშ,
კვლავ შემცირდა ( კორტესებს მაინც დარჩა გარკვეული ძალაუფება საგადასახადო
სფეროში - განსაკუთრებით ამერიკის საქმეებში ).
იტალია

ვერდენის იტალიის შექმნა


ხელშეკრულება

ვენეცია „ადრიატიკის ზღვის დედოფლად“ წოდებულმა ვენეციამ დიდი როლი შეასრულა ევროპის
ისტორიაში. ვენეციაში მიწათმოქმედებისთვის გამოსადეგი მიწა ცოტა იყო, ამიტომ
ამბობდნენ : „აქ უფრო ადვილია გახდე მეთევზე, ვიდრე მხვნელი, უფრო ადვილია შეიძინო
გემი, ვიდრე ადგილ- მამული“. IV ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილში ცნობილია ვენეციის
დოჟი, ოთხმოც წელს გადაცილებული ენრიკო დანდოლო, რომელმაც ჯვაროსანთა
მიმართულება შეცვალა კონსტანტინოპოლისკენ.

გენუა XIII – XV საუკუნეებში გენუა - ვენეციას ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდათ


საქართველოს შავიზღვისპირეთთან : ბათუმთან, ფოთთან და სოხუმთან. გენუელებს აქ
შემოჰქონდათ ევროპული ქსოვილები, ღვინო, მარილი და თევზი;
გაჰქონდათ თაფლი, ბრინჯი, ცვილი, ტილო და ხე-ტყე. გაჰყავდათ მონებიც.
სებასტოპოლისში ( სოხუმი ) გენუას საკონსულოც ჰქონდა.
მილანი ჩრდილოეთ იტალიის მნიშვნელოვანი სავაჭრო და სახელოსნო ცენტრი, მილანი XIV ს. - ში
რესპუბლიკიდან საჰერცოგოდ გარდაიქმნა.
მილანის საჰერცოგოს მმართველები და მდიდარი საგვარეულოები აღორძინების ეპოქის
გამოჩენილ შემოქმედებს მფარველობდნენ.

ფლორენცია “იტალიის ათენად” წოდებული ქალაქ-სახელმწიფო. XV ს. - ის II ნახევარში ფლორენციაში


მმართველობის რესპუბლიკური ფორმა დიდი ბანკირების - მედიჩების დიქტატურამ
შეცვალა.
როგორც ფლორენციის რესპუბლიკა, ასევე მედიჩები და ქალაქის სხვა მდიდარი
საგვარეულოები მრავალმხრივ მფარველობას ( მეცენატობას ) უწევდნენ აღორძინების
ეპოქის არქიტექტორებს, მოქანდაკეებს, მხატვრებს, მეცნიერებს. მეცენატობით
განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ კოზიმო მედიჩი და მისი შვილიშვილი, ლორენცე მედიჩი.

პაპი იოანე ოცდამეორე კათოლიციზმის პროპაგანდისა და სავაჭრო კავშირების გამყარების მიზნით 1330 წელს
თბილისში კათოლიკური საეპისკოპოსო დაარსდა, რომელიც ქალაქ სმირნიდან
გადმოიტანა პაპმა იოანე XXII - მ. იმ დროს საქართველოს მართავდა გიორგი V
„ბრწყინვალე“.
ილუსტრაციის ანალიზი

სამივე ილუსტრაცია უკავშირდება მეხუთე საუკუნის ფრანკთა სამეფოს ისტორიას


(2)1.კონკრეტულად რომელი მეფის ნათლობას აღწერს პირველი ილუსტრაცია და რა მნიშვნელობა ჰქონდა
მას ფრანკთა სამეფოსთვის? თქვენი პასუხი დაასაბუთეთ.
(2)2.496 წელს გამართულ რომელ ბრძოლას აღწერს მეორე ილუსტრაცია და რომელ ხალხებს
უპირისპირდებოდა ამ ბრძოლაში ფრანკთა სამეფო?
(2)3.ვისი ძეგლია გამოსახული მესამე ილუსტრაციაზე და რა ადგილი უკავია მას პირველ ილუსტრაციაზე
აღწერილ შედეგთან? თქვენი პასუხი დაასაბუთეთ.
(2)4.რომელი დინასტია განაგებდა ამ პერიოდში ფრანკთა სამეფოს?
ილუსტრაციის ანალიზი

სამივე ილუსტრაცია უკავშირდება მე-15 საუკუნის ესპანეთის ისტორიას


(2)1.1492 წელს მომხდარ რომელ ისტორიულ მოვლენას უკავშირდება პირველი ილუსტრაცია და რა სახელითაა
ცნობილი პროცესი, რომლის შემადგენელი ნაწილიცაა იგი?
(2)2.რომელი ორი მეფეა გამოსახული მეორე ილუსტრაციაზე და რომელი სამეფოების გაერთიანება მოჰყვა მათ
შეუღლებას?
(2)3.რატომ არის მესამე ილუსტრაციაზე კოლუმბთან ერთად ისაბელა გამოსახული და რა სახის ნაბეჭდ პროდუქციას
წარმოადგენს იგი?
(1)4.რომის პაპისგან რა ტიტული ერგოთ მეორე ფოტოზე გამოსახულ მეფეებს?
ილუსტრაციის ანალიზი

ორივე ილუსტრაცია უკავშირდება ასწლიან ომში მონაწილე ერთ ისტორიულ პიროვნებას


(2)1.რომელ ისტორიულ პიროვნებას უკავშირდება ილუსტრაციები და რომელ მხარეს იბრძოდა იგი ომში?
(2)2.პირველ ილუსტრაციაზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრეთ მასთან დაკავშირებული რა პროცესი
მიმდიმარეობს და რა შედეგით დასრულდა აღნიშნული პროცესი?
(2)3.1428 წელთან დაკავშირებულ რა ეპიზოდს აღწერს მეორე ილუსტრაცია და კონკრეტულად რა შედეგით დასრულდა
იგი?
(1)4.რომელი ილუსტრაცია აღწერს უფრო გვიანდელ პერიოდს? თქგენი პასუხი დაასაბუთეთ.
რუკის ანალიზი

1.კონკრეტულად რომელი ხელშეკრულების შედეგს აღწერს


რუკა და რომელი სახელმწიფო დაიშალა აღნიშნული
ხელშეკრულებით?
2.რომელი საუკუნის მდგომარეობას აღწერს რუკა?
3.კონკრეტულად ვისი მმართველობის ქვეშ მოექცა
დასავლეთ ფრანკთა სამეფო ხელშეკრულების დადების
შემდეგ?
4.კონკრეტულად ვისი მმართველობის ქვეშ მოექცა
აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო ხელშეკრულების დადების
შემდეგ?
5.დღეს რომელ სახელმწიფოს ეკუთვნის ქალაქი, სადაც
დაიდო ხელშეკრულება და დადგა რუკაზე აღწერილი
შედეგი.
რუკის ანალიზი

1.რომელი საუკუნის ვითარებას აღწერს რუკა და რომელი


ორი თანამედროვე ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს
ისტორიული პროცესი?
2.კონკრეტულად რომელ ისტორიულ პროცესს
უკავშირდება რუკა და საბოლოოდ რა შედეგით დასრულდა
ეს პროცესი?
3.რომელი ქალაქი ჰქონდა დაპყრობილი უილიამს 1070
წლისთვის?
4.რუკის მიხედვით, დაასახელეთ 1066 წელს გამართულ
ბრძოლაში მოწინააღმდეგ მხარეთა ლიდერები და რუკის
მიხედვით დაასაბუთეთ, თუ ვინ გაიმარჯვა ბრძოლაში.
5.დაასახელეთ რუკაზე აღწერილი საჰერცოგო, რომლის
მმართველიც იყო უილიამი და რომელი ქვეყნის
ტერიტორიაზე მდებარეობდა იგი.
გმადლობთ ყურადღებისთვის
პატივისცემით, გიოს ბუთკემპი და გიორგი რაფავა :)

You might also like