You are on page 1of 39

ევროპული დიპლომატია

XVIII საუკუნეში
ბრძოლა ესპანეთის
მემკვიდრეობისათვის და ევროპული
დიპლომატია
⚫ XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ევროპის დიპლომატიურ
ისტორიაში იწყება ახალი ეტაპი, რომელიც ხასიათდება
ინგლისისა და საფრანგეთის დაპირისპირებით, მათი
ბრძოლებით კოლონიებისათვის და ინგლისის პოზიციების
გაძლიერებით. ესპანეთის მემკვიდრეობისათვის ომი
ინგლის-საფრანგეთის ბრძოლის მნიშვნელოვანი ეტაპს
წარმოადგენს.

⚫ საფრანგეთში ლუი XIV -ის მეფობის ხანაში სულ უფრო


წინაურდება ,,მესამე წოდება“, რომელიც ცდილობს
შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის საზოგადოებრივ
ცხოვრებაში, თუმცა ის არ ემხრობა გაუთავებელ ომებს, რათა
შიშობდა ,, სახელმწიფო წყალვეშა ქვას არ დაჯახებოდა“.
⚫თავის დროზე ჰაინრიხ IV-ის საფრანგეთში საგარეო უწყებას
ხელმძღვანელობდა საული, ხოლო ლუი XIII-ის მინისტრი
იყო რიშელიე, ისინი დიდებულთა წრეს ეკუთნოდნენ.

⚫რაც შეეხება ლუი XIV-ს, მან თავის გარშემო


შემოიკრიბა ,,მესამე წოდების“ წარმომადგენლები.
მაგალითად მისი მთავარი მინისტრი კოლბერი ქსოვილებით
მოვაჭრის შვილი იყო.

⚫ლუი XIV თავს ესპანეთის სამფლობელოების მემკვიდრედ


მიიჩნევდა, რადგანაც ესპანეთის მეფეს კარლოს II-ს
მემკვიდრე არ ჰყავდა. მეკვიდრეობაზე პრეტენზიას
ავსტრიის ერცჰერცოგი კარლიც (ესპანეთის მეფე ფილიპე III
შვილიშვილი) აცხადებდა.
⚫ ლუი XIV ინგლისისა და ჰოლანდიის მთავრებს თავისი
ელჩების საშუალებით არწმუნებდა იმაში, რომ მხოლოდ
ჰაბსბურგების ან ბურბონების ასვლა ესპანეთის ტახტზე
დაარღვევდა ევროპიაში წონასწორობას და ამიტომ საჭირო
იყო ესპანეთის მემკვიდრეობისთვის ბრძოლაში მათი
ჩართვა.
⚫ ამ მანევრით, ლუი XIV ფიქრობდა, რომ საფრანგეთს თავს
აარიდებდა ანტიფრანგული კოალიციის შექმნას და
ამავდროულად ხელს შეუწყობდა ჰაბსბურგების წინააღმდეგ
ბრძოლას.
⚫ ფრანგი დიპლომატები ლუი XIV-ის ინსტრუქციების
საფუძველზე მოქმედებდნენ.
⚫ ვენაში ისინი იმპერატორს არწმუნებდნენ, რომ ესპანეთი და
მისი მემკვიდრეობა საფრანგეთსა და მათ შორის
გაყოფილიყო, რასაც გარკვეული წარმატებაც მოჰყვა. 1698
და 1700 წლებსი მათ ხელი მოაწერეს ორ შეთანხმებას
ესპანეთისა და მისი მემკვიდრეობის გაყოფის თაობაზე.
⚫ ლუი XIV-ის დიპლომატიური ხრიკების შესახებ
ცნობილი გახდა კარლოს II-სთვის, რამაც მისი
გულისწყრომა გამოიწვია, ამიტომაც მან სიკვდილის
წინ თავისი მემკვიდრეობა მთლიანად ლუი XIV
შვილიშვილს ანჟუს ჰერცოგ ფილიპეს გადასცა.

⚫ ესპანეთის მეფის ამ გადაწყვეტილებამ


საგონებელში ჩააგდო საფრანგეთის მეფე,
რადგანაც ლუი XIV -თვის მემკვიდრეობის მიღება
დანარჩენ ევროპასთან დაპირისპირებას ნიშნავდა.

⚫ მაგრამ სიხარბემ სძლია „პირინეი აღარაა“ (ლუის


სიტყვები), არჩევანი გააკეთა და მეკვიდრეობა
მიიღო.
⚫საფრანგეთის მეტოქეებს თავდაპირველად
სჯეროდათ, რომ ,,ესპანეთი საფრანგეთს არ
შეუერთდებოდა”.

⚫მაგრამ 1701 წელს საფრანგეთის მეფემ


განსაკუთრებული სიგელით სცნო ფილიპე V
ანჟუელის ხელისუფლება ესპანეთის ტახტზე და
თავისი გარნიზონები ესპანეთის კუთვნილ
ნიდერლანდის პროვინციის ციხე-ქალაქებში
შეიყვანა, რამაც ინგლისისა და ჰოლანდიის
აღშფოთება გამოიწვია, რადგანაც ლუი XIV-მ
სიტყავა არ შეასრულა და მთლიანად
დაეპატრონა ესპანეთის მემკვიდრეობას.
⚫ამას დაემატა ლუის XIV-ის პოლიტიკური ფლირტი
ინგლისიდან განდევნილ და საფრანგეთში შეხიზნულ
სტიუარდებთან, კერძოდ ჯეიმს II-თან, რომელსაც შეჰფიცა,
რომ ცნობდა მის შვილის სამეფო ტიტულს, რამაც ინგლისის
მეფის ვილჰემ III-ის, პარლამენტის და ასევე ჰასბურგთა
იმპერატორის გულისწყრომა გამოიწვია, რომელმაც
დროებით შემოირიგა გერმანელი მთავრები.

⚫მიმდინარე პოლიტიკურ ამბებს დანიაც გამოეხმაურა და


ფაქტობრივად საფრანგეთს მთელი ევროპა დაუპირისპირდა.

⚫1701 წელს დაიწყო ომი ესპანეთის მემკვიდრეობისათვის,


რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა საფრანგეთისათვის,
1713 წლის 11 აპრილს უტრეხტში დაიდო ზავი ინგლის,
ჰოლანდია, პრუსიასა და საფრანგეთს შორის.
⚫1714 წელს საფრანგეთმა საღრმთო რომის იმპერიასთან ხელი
მოაწერა რაშტადტის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც
ბურბონები ესპანეთში დარჩებოდნენ იმ პირობით, რომ რომ
ესპანეთის მეფე ერთდროულად არასოდეს იქნებოდა
საფრანგეთის ტახტის მფლობელი.

⚫სამაგიეროდ, მათ ესპანეთის ჰაბსბურგებისათვის ნეაპოლის


სამეფო, სარდინია, ტოსკანას ნაწილი, მილანოს საჰერცოგო და
ესპანეთის ნიდერლანდი უნდა დაეთმოთ.

⚫ბრანდენბურგის კორფიურსტმა მიიღო ესპანეთის ჰელდერნი


(ნიდერნალდში); სავოიის ჰერცოგმა - სიცილია, ხოლო ინგლისმა
- გიბლარტარი.

⚫საფრანგეთს ჯარები უნდა გაეყვანა ლოთარინგიიდან, დაეთმო


ჰაბსბურგებისათვის მცირე ტერიტორიები ნიდერლანდში, ხოლო
სავოოის ჰერცოგებისათვის მცირე ტერიტორია სამხრეთში.
⚫ საფრანგეთი კიდევ უფრო მეტად დაზარალდა
ამერიკის კონტინენტზე, რადგანაც იძულებული
გახდა ინგლისისთვის დაეთმო ჰუძონის ყურის
გარშემო მდებარე ნიუფაუნლენდის და აქადიას
მიწები.

⚫ ეს ტერიტორიები მდებარეობდ მდ. წმინდა


ლავრენტის ჩრდილოეთით და XVII ს-და
ფრანგი კოლონიზატორებით იყო
დასახლებული.

⚫ ანტიფრანგული კოალიციის წევრმა - ავსტრიამ


მიიღო ბელგია და იტალიის ნაწილი.
ესპანელი ელჩები ვერსალის სასახლეში ლუი XIV
შვილიშვილს ფილიპ ანჟუელს ეპატიჟებიან ესპანეთის
ტახტზე.
ესპანეთის საგარეო პოლიტიკა
XVIII ს-ში.
უტრეხტის 1713 წლის ზავით ესპანეთმა დაკარგა თავისი
ტერიტორეიბის დიდი ნაწილი და სტატეგიულად
მნიშვნელოვანი სიმაგრე გიბლარტარი. ომის შემდეგ
ესპანეთის პოლიტიკას განსაზღვრავდა არა ,,ფრანგული
პარტია“, არამედ „იტალიური პარტია“, რომელშიც
მთავარ როლს თამაშობდა ჯულიო ალბერონი.

იგი იყო პარმელი მებაღის შვილი, რომელმაც თავისი


ნიჭის წყალობით ფილიპე V-ის ნდობა მოიპოვა.
ესპანეთის დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, მან
ხელი შეუწყო ფილიპე V-ის ქორწინებას პარმის
ჰერცოგის ასულ - ფერნეზეზე. ფერნეზე ძალაუფლების
მოყვარული აღმოჩნდა და შეძლო ფრანგების ამბიციების
შესუსტება სამეფო კარზე.
⚫ალბერონი (1664-1752) ჯერ ესპანეთის კარდინალი და
ესპანეთის პირველი მინისტრი გახდა.

⚫დედოფლის ხელშეწყობით იგი ცდილობდა ესპანეთის


ყოფილი იტალიური სამფლობელოების დაბრუნებას,
რემდენიმე ომის წყალობით დედოფალმა შეძლო თვისი
გეგმების განხორციელება. მისი უფროსი შვილი
კარლოსი ნაპოლის მეფე გახდა, ხოლო უმცროსი
პარმისა და პიაჩენცეს მფლობელი.

⚫XVIII ს-ის მეორე ნახევარში ეპანეთის საგარეო


პოლიტიკა კვლავ საფრანგეთის გავლენის ქვეშ მოექცა.
1734 წელს საფრანგეთმა და ესპანეთმა ხელი მოაწერეს
ხელშეკრულებას სამხედრო კავშირის შესახებ.
⚫1761 წელს კი მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც
ისტორიაში ,,ბურბონების საგვარეულო პაქტის“
სახელწოდებით შევიდა.

⚫ ამ პაქტის ძირითად პრინციპს შეადგენდა ფორმულა: ,,ვინც


უტევს ერთ ქვეყანას, ის უტევს მეორესაც“. ამ
ხელშეკრულებაზე ხელმოწერამ ესპანეთი შვიდწლიან ომში
ჩაითრია.

⚫ მართალია ამ ომში იგი აქტიურად არ მონაწილეობდა, მაგრამ


საფგრანგეთის დამარცხებამ ესპანეთი აიძულა
ინგლისელებისათვის ჩრდ. ამერიკაში ფლორიდა დაეთმო,
მხოლოდ მას შემდეგ, როცა აშშ-მ დაამარცხა ინგლისი, 1783
წლის ზავის თანახმად ფლორიდა და პორტი მარონი კუნძულ
მენორკაზე ესპანეთს დაუბრუნდა.
ევროპა XVI-XVII საუკუნეებში
ევროპა XVIII საუკუნის
შუახანებში
საფრანგეთის საგარეო პოლიტიკა
XVIII ს-ის შუა ხანებში
⚫საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობა უკავშირდება
ლუი XV ს-ის სახელს. მისი მმართველობის ხანაში საფრანგეთი
აწარმოებდა ე.წ. ,,ფუფუნების ომს“ პოლონეთის
მემკვიდრეობისათვის (1733-1735), ავსტრიის
მემკვიდრეობისათვის (1740-1748) და 7 წლიან ომს (1756-1763).

⚫ამ ომების შედეგად საფრანგეთმა დაკარგა კანადა და ლუიზიანა


(ჩრდ. ამერიკა). მისმა კოლონიურმა პოლიტიკამ ინდოეთში
სრული კრახი განიცადა. ფრანგი კოლონიზატორის ჟან დიუპლეს
მოღვაწეობა ინდოეთში ამაო გამოდგა. ასევე საფრანგეთის
საგარეო უწყების ხელმძღვანელის დ’ არჟანსონის ძალისხმევიის
მიუხედავად, შეუძლებელი გახდა ლუი XV-ის შეცდომების
გამოსწორება.
⚫აღნიშნული შედომები განსაკუთრებით შესამჩნევი იყო
პოლონური მემკვიდრეობისათვის ომში. პოლონეთის ტახტი
თავისუფალი დარჩა, როდესაც პოლონეთის მეფე და
ამავდროულად საქსონიის კურფიურსტი ავგუსტ II
გარდაიცვალა.

⚫ გათავისუფლებული ტახტის დასაკავებლად რუსეთი და


ავსტრია მხარს უჭერდა მის შვილს ავგუსტ III-ს, ხოლო
საფრანგეთი სტანისლავ ლეშჩინსკის, რომელიც ადრე მეფე
იყო და შემდეგ ტახტიდან ჩამოაგდეს.

⚫ფრანგი დიპლომატი დ’ არჟანსონი საფრანგეთის პოზიციას


იმით ხსნიდა, რომ ლუი XV სტანისლავ ლეშჩინსკის სიძე იყო.
დედოფალი მარია გათხოვებამდე უბრალო წარმოშობისა იყო,
ამიტომ საფრანგეთის მეფე დაინტერესებული იყო,
რომ ,,დედოფალი მეფის ქალიშვილი გამხდარიყო“
⚫ამგვარად, პოლონეთის მემკვიდრეობისათვის
დაწყებულ ომში საფრანგეთის მონაწილეობის
სურვილი ლუი XV-ის მეფურმა პატივმოყვარეობამ
განაპირობა.

⚫საფრანგეთის დიპლომატიამ ვერ მოახერხა ომში


ჩაება ოსმალეთი და შვედეთი, ფრანგული
დესანტი, რომელიც დანცინგთან გადმოსხეს,
რუსებმა დაატყვევეს და პეტერბურგში გაგზავნეს.

⚫ლუი XV-ს პირადი ელჩი ცდილობდა


დაკავშირებოდა ანა ივანეს ასულს, თუმცა
უშედეგოდ. პოლონეთის ტახტზე ავგუსტ III
აიყვანეს.
⚫ასევე წარუმატებლად დამთავრდა ლუი XV-ის ცდა
დაებრუნებინა სილეზია, რომელიც ავსტრიული
მემკვიდრეობისათვის ომის შემდეგ, პრუსიას ქონდა
დაკავებული. საფრანგეთის მარცხმა ხმელეთზე და ზღვაზე,
დააკარგინა მას კანადა და ინდოეთი. ორივე მათგანი
ინგლისის ხელში აღმოჩნდა.

⚫ლუი XV-მ თავის დიპლომატიას საიდუმლო ხასიათი მისცა.


მან განსაკუთრებული ,,საიდუმლო კაბინეტი შექმნა“,
რომელსაც ხელმღვანელობდა პრინცი კონტი. ,,საიდუმლო
კაბინეტის“ წევრთა შორის ცნობილი დიპლომატებიც იყვნენ,
რომლებიც ხშირად ატარებდნენ საფრანგეთის მთავრობის
ოფიციალური წარმომადგენლის საწინააღმდეგო პოლიტიკას.
ასეთი,,საიდუმლო პოლიტიკის“ შედეგად ქვეყნის ინტერესები
ილახებოდა.
ინგლისის საგარეო პოლიტიკა XVIII ს-ში

⚫ჯერ კიდევ XVII ს-ში ინგლისმა ჩამოიშორა ესპანეთი,


ჰოლანდია. XVIII ს-ში დადგა ხელსაყრელი პირობები
იმისათვის, რომ ინგლისი დიდი ბრიტანეთის იმპერიად
გადაიქცეულიყო. ამ მიზნის მისაღწევად ინგლისს
გააფთრებული ბრძოლები უწევდა საფრანგეთთან.

⚫XVIII ს-ის შუა ხანებში საფრანგეთმა აშკარად დაიწყო


შეტევა ინგლისზე, რაც საზღვაო ფლოტის გამალებულ
მშენებლობაში, ასევე უცხოელთა გემებზე ყოველ
ტონაზე 5 ლივრამდე გადასახადის გადადებაში
გამოიხატა.
⚫XVIII ს-ის პირველ ნახევარში ინგლისი საფრანგეთთან
მშვიდობიანი ურთიერთობების შენარჩუნებას ცდილობდა.
ინგლისის ხელისუფლების სათავეში მოსული ვეგების
პარტიას მაშინ საფრანგეთთან ურთიერთობების გართულება
არ სურდა. მაგრამ XVIII ს-ის მეორე ნახევრიდან ამ ორ
სახელმწიფოს შორის მშვიდობიანი ურთიერთობა აშკარა
დაპირისპირებით შეიცვალა.

⚫საფრანგეთის მიმართ ინგლისის ახალი კურსის


სულისჩამდგმელი იყო უილიამ პიტი უფროსი. იგი ინგლისის
მთვრობას სათავეში ედგა 1756-1761 წლებში. მან
ისარგებლა ლუი XV-ის მიერ გატარებული ახირებული
პოლიტიკით, რაც პრუსიის წინააღმდეგ გამოსული ავსტრიის,
რუსეთის, შვედეთისა და საქსონიის მხარდაჭერაში გამოიხატა
და გადაწყვიტა მიმხრობოდა პრუსიის მეფეს ფრიდრიხ II-ს.
⚫მან პრუსიას გამოუყო სუბსიდიები და ეხმარებოდა სამხედრო
საქმეში. ინგლისის მთავრობის მთავარი მიზანი იყო
შეესუსტებინა საფრანგეთის კოლონიური და საზღვაო
ძლიერება.

⚫პიტმა მთავარი ყურადღება მიაქცია კოლონიებს (ჩრდ. ამერიკა,


ინდოეთი), სადაც ფრანგების პოზიციები ძლიერი იყო. ჩრდ.
ამერიკაში პიტმა შეაიარაღა ინგლისელი კოლონისტები და
მათი მეშვეობით დაიპყრო მთელი კანადა, რომელიც მანამდე
საფრანგეთს ეკუთვნოდა.

⚫1769 წლის პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებით ინგლისმა


მდ. მისისიპის აღმოსავლეთ ტერიტორიები დაისაკუთრა.
ამავდროულად ინგლისმა ესპანეთს წაართვა ფლორიდა,
ხოლო ინგლისის ოსტინდოეთის (ისთინდოეთი) კომპანიამ
ინდოეთიდან გააძევა ფრანგები.
ინგლის-საფრანგეთის
მეტოქეობა ინდოეთში.
⚫ XVI საუკუნის I ნახ-ში ინდოეთის ზოგიერთ ზღვისპირა პუნქტში (გოა,
დამანი, დიუ) პორტუგალიელი კოლონიზატორები დამკვიდრდნენ.
მათ დაიმონეს დაპყრობილი ტერიტორიების მოსახლეობა.

⚫ პორტუგალიელთა მეკობრეობამ ინდოეთის ოკეანეზე დიდი ზიანი


მიაყენა ინდოეთის სამეფო სამთავროების ვაჭრობას, მაგრამ
ამასთანავე ბიძგი მისცა სახმელეთო ვაჭრობის გაძლიერებას ჩრდ.
ინდოეთში (ფენჯაბი).

⚫ XVII ს-ის დამდეგს ინდოეთში მოვიდნენ ჰოლანდიელი, ინგლისელი


და ფრანგი კოლონიზატორები. მათ ბოლო მოუღეს პორტუგალიელთა
მონოპოლიას ინდოეთთან საზღვაო ვაჭრობაში და თავიანთი
ოსტინდოეთის კომპანიების მეშვეობით არაეკვივალენტური ვაჭრობა
გააჩაღეს სანაპიროების მოსახლეობასთან.
⚫ინდოეთის დაპყრობის პიონერები მაინც ფრანგები იყვნენ.
ამ მიზნით მათმა გენერალ-გუბერნატორმა დიუპლემ
დაქირავებული ინდოელებისგან შექმნა დაქირავებული
ჯარი (სიპაჰიები) რომელსაც წარმატებით იყენებდა
მოწინააღმდეგეებთან ბრძოლებში.

⚫ სიპაჰიების ჯარს ევროპულ ყაიდაზე წვრთიდნენ და


აიარაღებდნენ, რომელთაც ფრანგი ოფიცრები
ხელმძთვანელობდნენ. სიპაჰიები ევროპელთა ხელში
ინდოეთის დასამორჩილებლად მძლავრ იარაღდ
გადაიქცნენ.

⚫ფატობრივად ფრანგებმა მიზნად დაისახეს ინდოელთა


ხელით მთელი ინდოეთის დამორჩილება. ამას დიუპლე ე.წ.
სუბსიდირებული ხელშეკრულების საშუალებით ახერხებდა.
⚫იგი ჯერ კრებდა მოკავშირეებს ინდოელ მთავართა შორის
(ინდოეთი დაშლილი იყო სამთავროებად), ხოლო შემდეგ
მათ დამორჩილებას იწყებდა.

⚫სუბსიდირებული ხელშეკრულებების სახით ფრანგებმა


ინდოელთა დამორჩილების ყველაზე ხელსაყრელ ფორმას
მიაგნეს.

⚫ჯერ დიუპლე კისრულობდა დაუცველ სამთავროს ,,დაცვას“


მტრებისაგან და მოკავშირე სამთავროს ტერიტორიაზე
აგზავნიდა თავის ჯარს, რომლის შენახვას (სუბსიდირებას)
ინდური მხარე თვითონ კისრულობდა. იგი აგრეთვე
ვალდებული იყო გაეტარებინა ისეთი საგარეო პოლიტიკა,
რომელსაც ფანგები უკარნახებდნენ
⚫შემდგომში დიუპლეს ეს მეთოდი ინგლისელებმაც გადაიღეს და
კიდევ უფრო განავითარეს. როდესაც ევროპაში ავსტრიის
მემკვიდრეობისათვის ომი დაიწყო, სამხედრო მოქმედებები
ინგლისსა და საფრანგეთს შორის ინდოეთშიც მიმდინარეობდა,

⚫1746 წელს დიუპლემ ისარგებლა საფრანგეთის ფლოტის


დახმარებით, რომელსაც ლაბურდონე მეთაურობდა და ხელთ
იგდო მადრასი, შემდეგ დაამარცხა ინგლისელების მოკავშირე
კარნატიკის ნავაბი (მმართველი), მაგრამ 1748 წელს ეკს-ლა-
შაპელის (აახენის) ზავით ფრანგებმა მადრასი კვლავ
ინგლისელებს დაუბრუნეს ლუისბურგის (კანადა) სანაცვლოდ.

⚫ მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ზავი დაიდო,


საომარი მოქმედებები მაინც გრძელდებოდა, თუმცა ამჯერად
ომს ინდოელი მოკავშირეების საშუალებით და მათი ხარჯით
აგრძელებდნენ.
⚫ვასალური ინდური სამთავროები ფრანგებისთვის ნამდვილ ოქროს
საბადოდ გადაიქცა. დიუპლეს საფრანგეთმა დროული და ჯეროვანი
მხარდაჭერა არ აღმოუჩინა. ამასთან, საზღვაო გზებზე ინგლისი თავის
ბატონობას ინარჩუნებდა.

⚫ინგლისის ოსტინდოეთის კომპანიის ყოფილმა მოხელემ რობერტ


კლაივმა გამარჯვება მოიპოვა არკოტთან (1751 წ.) და
ტრიჩინოპოლთან (1752 წ.). საფრანგეთის ოსტინდოეთის კომპანიამ
სასწრაფოდ უკან გაიწვია დიუპლე და ინგლისთან 1754 წელს ზავი
დადო. ფრანგებმა შეინარჩუნეს თავიანთი პოზიციები ჰაიდარაბადში,
მაგრამ კარნატიკი ინგლისელებს დაუთმეს.

⚫ შვიდწლიანი ომის დროს ინგლისელებმა ახალ წარმატებებს მიაღწიეს


ინდოეთში. 1757 წელს დაიპყრეს ბენგალია, 1758 წელს დაამარცხეს
ფრანგები მადრასთან, როლო 1761 წლის 16 იანვარს ფრანგების
უკანასკნელი დასაყრდენი ინდოეთში - ქ. პონდიშერიც აიღეს.
⚫შვიდწლიანი ომის შედეგებმა ინგლისის
ოსტინდოეთის კომპანია სავაჭრო
ორგანიზაციიდან სამხედრო ტერიტორიულ
ძალად გადაიქცა, რამაც საფუძველი ჩაუყარა
სამხრეთ აზიაში ინგლისელთა ბატონობას.

⚫ფრანგებმა ინდოეთის სანაპიროზე მხოლოდ 5


ქალაქი შეინარჩუნეს, თუმცა მათი სიმაგრეები
უნდა დაენგრიათ ამ ქალაქებს ფრანგები
იყენებდნენ ინგლისისადმი მტრულად
განწყობილ ინდოელ მთავრებთან
დასაკავშირებლად. აქედან აჯანყებულ
ინდოელებს ამარაგებდნენ იარაღით.
საფრანგეთის სამფლობელო
ინდოეთში
ავსტრიული მემვიდრეობა და
გერმანიის დიპლომატია XVIII ს-ში
⚫XVIII ს-ში ინგლისის მმართველი წრეები მზად იყვნენ
დაექირავებინათ მოხალისეები, რომლებიც მათ
სურვილებსა და ზრახვებს განახორციელებდნენ. ასეთი
მოხალისეები ყველაზე მეტად პოლიტიკურად
დაქუცმაცებულ გერმანიაში იყვნენ.

⚫თანემედროვეთა თქმით - „გერმანიაში იმდენი


სახელმწიფოა, რამდენი დღეცაა წელიწადში“.

⚫მიუხედავად არსებული პოლიტიკური ქაოსისა


გერმანიაში მაინც გამოიყოფოდა ორი მსხვილი
სახელმწიფო - ავსტრია და პრუსია.
⚫განსაკუთრებით აღსანიშნავია პრუსია, რომელიც ორი
საუკუნის მანძილზე გაფართოვდა და ევროპის ერთ-ერთ
დიდ სახელმწიფოდ გადაიქცა. გაძლიერებული პრუსია
გერმანიის გაერთიანებისთვის ბრძოლაში მეტოქეობას
უწევდა ავსტრიას.

⚫პრუსიის სახელმწიფოს ბირთვს ბრანდერბურგის


საკურფიურსტო წარმოადგენდა. (პრუსიის მეფეები სწორედ
აქედან იყვნენ) პრუსიის მდებარეობა ხელს უწყობდა მის
მუდმივ ბრძოლას მეზობლებთან და პირველ რიგში
შვედებთნ ბალტიის ზღვის სანაპიროს ხელში ჩასაგდებად.

⚫პრუსიის ტერიტორიის გაფართოებაში ყველაზე დიდი


წვლილი შეიტანა ფრიდრიხ II-მ (1740-1786).
⚫ფრიდრიხ II-ის ტახტზე ასვლა ავსტრიის მემკვიდრეობისათვის
ომის დაწყებას დაემთხვა.ფრიდრიხ II-ს ახალგაზრდობაში
დიდი უთანხმობა ჰქონდა მამამისთან ვილჰელმ I-თან (1713-
1740 წწ), დიდი კურფიურსტერის შვილიშვილთან.

⚫პრუსიის მეფეებმა თავიანთი ტიტული მიიღეს 1700 წელს


საღმრთო რომის იმპერატორისაგან. ევროპის
სახელმწიფოებთან.

⚫ საგარეო ურთიერთობებში პრუსიის მეფეები ლავირების


პოლიტიკას ატარებდნენ - ხან რუსეთს უჭერდნენ მხარს
(შვედეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ), ხან ავსტრიის
მოკავშირეები იყვნენ საფრანგეთის წინააღმდეგ (ან პირიქით).
ასეთი პოლიტიკის წყალობით აფართოვებდნენ თავიანთი
სახელმწიფოს ტერიტორიებს.
⚫ავსტრიის მეფის კარლ VI-ის ასულის მარია-ტერეზიას ტახტის
მემკვიდრედ ცნობის საფასურად ფრიდრიხმა მას სილეზიის
გადაცემა მოსთხოვა და 1748 წელს, აახენის ზავით პრუსიის
მეფემ თავისი საწადელი აისრულა.

⚫უკმაყოფილო მარია-ტერეზია ცდილობდა ფრიდრიხ II-ის


წინააღმდეგ მტრული კოალიცია შეექმნა, რომელშიც
მოგვიანებით რუსეთი და საფრანგეთი შევიდნენ.

⚫1756 წლის 1 მაისს დაიდო პირველი ვერსალის ხელშეკრულება


ავსტრიასა და საფრანგეთს შორის ურთიერთგარანტიის შესახებ.

⚫1756 წლის 25 მარტს რუსეთმა დადო თავდაცვით-შეტევითი


ხელშეკრულება ავსტრიასთან. გამარჯვების შემთხვევაში
ავსტრია მიიღებდა სილეზიას, რუსეთი კი აღმოსავლეთ პრუსიას.
⚫საბოლოოდ კოალიცია შეიქმნა 1757 წელს რუსეთ-
ავსტრიისა და ვერსალის მეორე ხელშეკრულებით.

⚫ამ ხელშეკრულებაში ლაპარაკი იყო ომისთვის


გამოყოფილ სუბსიდიაზე, სამხედრო კონტიგენტის
რაოდენობაზე და ა.შ.

⚫პრუსია ჩაბმული აღმოჩნდა შვიდწლიან ომში (1756-1763


წწ.) თუმცა მან ისარგებლა ინგლის-საფრანგეთს შორის
არსებული წინააღმდეგობებით და მხარი ინგლისს
დაუჭირა.

⚫ ევროპაში ინგლისს ,ძლიერი დაშნა სჭირდებოდა“ და


ფრიდრიხ II, რომელსაც საკუთარი მიზნები ამოძრავებდა
ინგლისის ვასალი გახდა.
⚫ 1757 წლის 5 ნოემბერი - ფრიდრიხ II-მ ფრანგები დაამარცხა
როსბახთან.

⚫1757 წლის 5 დეკემბერი ფრიდრიხ II-მ ავსტრიელები დაამარცხა


ლეიტენთან.

⚫1757 წელი 5 დეკემბერი - პრუსია დამარცხდა რუსეთის ფრონტზე


გროს-ეგერსდორფთან

⚫1759 წლის 12 აგვისტო - პრუსია დამარცხდა რუსეთის ფრონტზე


კენესდორფთან.

⚫1760 წელს რუსეთის ჯარებმა აიღეს ბერლინი.

⚫მაგრამ რუსეთში ეკატერინე II-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე


ავიდა პეტრე III, რომელმაც უარი თქვა პრუსიაში ყველა შენაძენზე და
ფრიდრიხ II-ს სამხედრო დახმარებასაც დაპირდა.
⚫1763 წლის გუბერტსბურგის ზავით პრუსიამ სილეზია
შეინარჩუნა, მაგრამ ჩეხეთი და პოლონეთი ვერ
დაიპყრო. თუმცა 1772 წელს პოლონეთის დაყოფის
დროს ეს დანაკლისი აინაზღაურა.

⚫XVIII ს-ის დასასრულისათვის პრუსიის ტერიტორია


118,9 ათას კვ. კმ-დან 194.8 კვ.კმ-მდე გაიზარდ.
ფრანგი ისტორიკოსი გუსტავ ერვე ფრიდრიხ II
ჰოჰენცოლერთა გვარის ყველაზე გამოჩენილ მეფედ
მიიჩნევს.

⚫შვიდლწლიანი ომის შემდეგ საფუძველი ჩაეყარა


პრუსიის ბატონობის დასაწყისს გერმანიაში.
გერმანიის დიპლომატია.

ფრიდრიხ II, 1740-1786


ლიტერატურა
⚫ალბერტ მენთეშაშვილი,
საერთაშორისო ურთიერთობებისა
და დიპლომატიის ისტორია, წიგნი
I, გვ. 447-459
მადლობთ
ყურადღებისათვის!

You might also like