You are on page 1of 3

ლუის მმართველობის პერიოდში საფრანგეთი

ევროპის წამყვანი და უძლიერესი სახელმწიფო გახდა.


მისი მეფობისას მიმდინარეობდა სამი ძირითადი
ომი: ფრანკო-ჰოლანდიური ომი, აუსბურგის ლიგის
ომი და ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის. ასევე
მისი მეფობისას მიმდინარეობდა ორი ნაკლებად
ცნობილი კონფლიქტი, როგორებიცაა დევოლუციური
ომი და ომი რეუნიუნისთვის. მისმა საგარეო პოლტიკამ
თითქმის მთლიანად განსაზღვრა მისი პიროვნება და
პირადი ცხოვრება. მან უდიდესი მიწები წაართვა
ესპანელებსა და გერმანელებს, რომლის
შესაჩერებლადაც 1660 წელს ცოლად შეირთო მარია
ტერეზა ესპანელი. ამ პერიოდში საფრანგეთი
საგრძნობლად გაფართოვდა და ფაქტიურად
თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიებზე
გადაიჭიმა. ფრანგულმა ენამ საერთაშორისო ენის
მდგომარეობა მოიპოვა, რაც ნათელყოფდა
საფრანგეთის ადგილს საერთაშორისო
ურთიერთობებში. გარეშე მტრებთან ბრძოლებში მისი
ყველაზე დიდი წარმატება ესპანური
მემკვიდრეობისათვის ომში გამარჯვება და ესპანეთის
ტახტზე მისი შვილიშვილის, ფილიპე V-ის აყვანა იყო.
მისი გარდაცვალების შემდეგ, 1715 წელს ტახტზე მისი
შვილთაშვილი ლუი XV ავიდა.
ლუი და დედამისი, დედოფალი ანა ავსტრიელი
ერთად საკმაოდ დიდ დროს ატარებდნენ.
მემატიანეებისა და თვითმხილველთა ჩანაწერებით
ვიგებთ, რომ დედა-შვილი ძალიან დიდ დროს
ატარებდა ერთად. ისინი ერთად დადიოდნენ
გამოფენებზე, თეატრებში, ოპერასა და ბალეტებზე.
ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ლუის სწორედ ამ
პერიოდში დედის ზემოქმედების დროს
ჩამოუყალიბდა თავისი გემოვნება და უდიდესი
სიყვარული ხელოვნებისადმი.
სწორედ დედამისის, დედა-დედოფალ ანა
ავსტრიელის დამსახურება იყო, რომ ლუის ასეთი
დიდი მიდრეკილება ჰქონდა ერთპიროვნული და
აბსოლუტური მმართველობისადმი. ანა მას
ყოველთვის ჩააგონებდა, რომ იგი ღვთის ნებითა და
ხელით დასმული მონარქი იყო და ქვეყნის მართვაც
მხოლოდ მისი საქმე იყო.

You might also like