You are on page 1of 12

@§ დამოუკიდებლობისთვის ომი და ესპანური ლიბერალიზმი

1808 წლის 2 მაისის აჯანყება მადრიდში, ფრანგების მიერ სასტიკად იქნა ჩახშობილი, ეს
ფრანგი ოკუპანტების წინააღმდეგ ესპანელი ხალხის შეურიგებელი ბრძოლის მხოლოდ
დასაწყისი იყო. სტიქიური პროტესტი მალე ორგანიზებული გამოსვლაში გადაიზარდა.
პირველად აჯანყდა ასტურია, მას შემდეგ რაც ხიხონში დარბეულ იქნა საფრანგეთის
საკონსულო და ჩატარდა მასობრივი ანტიფრანგული დემონსტრაციები. მიურატმა
ასტურიაში დამსჯელი რამები გაგზავნა, პასუხად 24 მაისს დაიწყო საყოველთაო აჯანყება,
შეიქმნა პროვინციული ხუნტა, რომელმაც ნაპოლეონს ომი გამოუცხადა. ხალხი დაეუფლა
არსენალს, გადაწყდა არმიის შექმნა ხუნტამ დახმარებისთვის ინგლისს მიმართა, საიდანაც
მალე ჩამოვიდა იარაღი.
30 მაისს პროვინციული ხუნტა შეიქმნა გალისიაში მანაც ომი გამოუცხადა ნაპოლეონს და
დაიწყო არმიის შექმნა, ხუნტამ გამოაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, - აღედგინა
ტახტზე ფერნანდო VII, მოეწვია კორტესები, გაეტარებინა რეფორები. ხუნტები და
შეიარაღებული რაზმები იქმნებოდა მთელს ქვეყანაში, დაიწყო სამხედრო მოქმედებები
ფრანგების წინააღმდეგ.
სახალხო ლაშქარმა ფრანგებს საგრძნობი დარტყმები მიაყენა. წარუმატებლად
დასრულდა ფრანგების მცდელობა აეღოთ სარაგოსა, ხალხის ძლიერი წინააღმდეგობის
გამო ფრანგებმა მოხსნეს ალყა. ასევე ვერ აიღეს ხერონა კატალონიაში. ყველაზე
მტკივნეული ფრანგებისთვის იყო სამხრეთში დამარცხება: გენერალ დიუპონის არმია
შეიჭრა კორდოვაში, გაძარცვა იგი შემდეგ დაიძრა ჩრდილოეთით, მაგრამ სასტიკად იქნა
დამარცხებული ესპანელი გენერლის კასტანიოსის ჯარების მიერ ქალაქ ბაილენთან. ტყვედ
ჩავარდა 18 000 ფრანგი. ცნობამ ესპანელების გამარჯვების შესახებ შეაშფოთა ჟოზეფ
ბონაპარტი, მადრიდზე შეტევის შიშით 31 ივლისს დატოვა დედაქალაქი და კატალონიაში
წავიდა. აგვისტოში დამარცხდა მარშალი ჟიუნო.
საბრძოლო მოქმედებების პარალელურად პროვინციული და ადგილობრივი ხუნტები
თანამდებობიდან ხსნიდნენ გუბერნატორებს, მოსამართლეებს, გენერლებს, ხელში
იღებდნენ ხელმძღვანელობას ადგილებზე. ცდილობდნენ გაეტარებინათ რევოლუციური
სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებები ხალხის სასარგებლოდ. ამრიგად
ესპანელი ხალხის ომი დამოუკიდებლობისთვის გადაიზარდა პირველ რევოლუციაში.
ომმა დააყენა ხელმძღვანელობის ცენტრალიზაციის აუცილებლობის საკითხი.
პროვინციულ ხუნტებს შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა ცენტრალური ხუნტის
შექმნა, რომელიც მთავრობის უფლებებით იქნებოდა აღჭურვილი. მასში უნდა შესულიყო
ყველა პროვინციული ხუნტიდან ორ-ორი წარმომადგენელი და ერთიც კანარის
კუნძულებიდან. მის რეზიდენციად განისაზღვრა არანხუესი. 1808 წლის სექტემბერში
ცენტრალური ხუნტის სხდომაზე მოსული 35 ადამიანი წარმოადგენდა მხოლოდ

1
გაბატონებული კლასის ესპანეთს. აქ იყვნენ გრანდები, მსხვილი მიწათმფლობელები,
სამღვდელოება, უმაღლესი ოფიცრობა და სხვა. მაგრამ ცენტრალურ ხუნტის თუნდაც ასეთი
საკმაოდ ერთგვაროვანი სოციალური შემადგენლობა არ გამორიცხავდა შიდა
წინააღმდეგობებს. მაშინათვე დაიწყო ბრძოლა ორ მიმართულებას შორის. ბრძოლის
მთავარი მიზეზი იყო ესპანეთის მომავალი: იქნებოდა ის აბსოლუტური მონარქია, სადაც
შენარჩუნებული იქნებოდა ძველი წესები, თუ ესპანეთი გახდებოდა კონსტიტუციური
მონარქია პარლამენტით, რომელიც გამოხატავდა მემამულეების და ბურჟუაზიის
ინტერესებს და სადაც თანდათან გატარდებოდა ბურჟუაზიული რეფორმები. პირველ
მიმართულებას ხელმძღვანელობდა ფლორიდაბლანკა, რევოლუციის მოწინააღმდეგე,
რომელიც ცდილობდა ყველაფერი რაც ქვეყანაში ხდებოდა დაეყვანა ანტიფრანგულ
ბრძოლამდე, მეორე მიმდინარეობას მეთაურობდა გასპარ ხოველიანოსი.
დიდი დრო დაკარგა ხუნტამ თავისი სტატუსის გარკვევაში. შედეგად მან მიითვისა
ტიტული ,,უდიდებულესობა”, ხუნტის თავმჯდომარე იწოდებოდა ,,უმაღლესობად”,
წევრები კი ,,აღმატებულებად”. ხუნტას არა თუ არ გაუტარებია სოციალ ეკონომიკური
გარდაქმნები ხალხის სასარგებლოდ ის დაადგა რევოლუციის მოშთობის გზას. შექმნიდან
ცოტა ხანში მან შემოიღო ცენზურა ბეჭდვით გამოცემებზე, ზოგი ჟურნალი და გაზეთი
დახურულ იქნა, აღდგა ინკვიზიცია, შეწყდა ადგილობრივი ხუნტების მიერ დაწყებული
საეკლესიო მიწების გაყიდვა. ზოგ ადგილას ხუნტა დათხოვნილ იქნა და ა.შ.
ესპანეთის ამბები იწვევდა ნაპოლეონის განრისხებას. ესპანეთის კამპანიის
წარუმატებლობას ის თავის გენერლებს აბრალებდა. ამიტომ გადაწყვიტა თვითონ
წასულიყო ესპანეთის დასაპყრობად. 1808 წლის ნოემბერში ჩამოვიდა ნაპოლეონი
ესპანეთში. კარგად შეიარაღებული ფრანგული არმიის წინაშე ესპანელები დამარცხდნენ.
მალე საფრანგეთის ჯარებმა დაიკავეს არაგონი. კვლავ დაიწყო სარაგოსას ალყა. ესპანეთის
არმია და მის დასახმარებლად მოსული ინგლისური ჯარები დამარცხდა კატალონიაშიც.
1808 წლის 2 დეკემბერს ნაპოლეონი მადრიდს მიუახლოვდა, ფრანგების ულტიმატუმზე
კაპიტულაცია მოეხდინა მადრიდის ხელისუფლებამ ამაყად უპასუხა: ,,მადრიდს ურჩევნია
თავი დაიმარხოს ნანგრევების ქვეშ ვიდრე დანებდეს”, თუმცა მალე იძულებული გახდა
ნაპოლეონი ქალაქში შეეშვა.
ესპანეთის ბურჟუაზიის მხარდაჭერის მოსაპოვებლად ნაპოლეონმა გამოსცა რამდენიმე
დეკრეტი: ფეოდალების სენიორული უფლებების ლიკვიდაციის, ინკვიზიციის გაუქმების,
მონასტრების 2/3-ით შემცირების შესახებ. ესპანეთში მოსვლიდან 72 დღის შემდეგ
ნაპოლეონი სამხრეთით დაიძრა.
წინააღმდეგობა სხვა ადგილებშიც გრძელდებოდა. სარაგოსას ალყა გაგრძელდა 52 დღე,
შემდეგ კიდევ 25 დღე მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი ბრძოლები თვითონ ქალაქში.
ხალხი მედგრად იბრძოდა, მხოლოდ 1809 წლის თებერვლის ბოლოს დანებდა არაგონის
დედაქალაქი. ასევე მედგრად იდგა ხერონა. 7 თვე გაგრძელდა მისი ალყა, მხოლოდ მისი
დამცველების ფიზიკურმა განადგურებამ მისცა ფრანგებს საშუალება აეღოთ ეს სიმაგრე.

2
1809 წლის მარტში ინგლისის არმიამ გენერალ უელესლეის მეთაურობით განახორციელა
შეტევას მადრიდზე, ივლისის ბოლოს მოხდა ბრძოლა ტალავერასთან (100 კმ მადრიდიდან)
რომელშიც საფრანგეთის არმია ჟოზეფის მეთაურობით დამარცხდა. გენერალი უელესლეი
ამ გამარჯვების გამო ტალავერის ჰერცოგის და ლორდ ველინგტონის ტიტულს იღებს.
და მაინც ფრანგებმა დაამარცხეს გათიშული ინგლის პორტუგალიის და ესპანური
ნაწილები. ამან აიძულა ინგლისელები მოეხდინათ თავისი ჯარების ევაკუირება პირინეის
ნ-კ-დან. მთლიანობაში საფრანგეთის არმიის ოპერაცია წარმატებული იყო. 1810 წელს როცა
ესპანეთში კონცენტირებული იყო 300 ათასი ფრანგი ჯარისკაცი დაკავებულ იქნა
ანდალუსია. არ ყოფილა ოკუპირებული მხოლოდ კადისი, სადაც გადავიდა ცენტრალური
ხუნტა. ესპანეთის რეგულარული არმია 1810 წ. სრულად იქნა განადგურებული, მაგრამ ამ
გამარჯვებით ზეიმი ფრანგებმა მაინც ვერ შეძლეს. ესპანელები არ ნებდებოდნენ ისინი
პარტიზანულ ბრძოლას აწარმოებდნენ.
პარტიზანული მოძრაობა სტიქიურად გაჩნდა. უკვე 1808 წლის მაისში მადრიდში
აჯანყების და მისი ჩახშობის შესახებ ცნობის შემდეგ. მაგრამ განსაკუთრებული გაქანება მან
ჰპოვა მას შემდეგ, რაც ცენტრალურამ ხუნტამ მოუწოდა მოსახლეობას წინააღმდეგობის
ორგანიზებისკენ. პარტიზანული მოძრაობა მასობრივი გახდა. მთელი მოსახლეობა
ღებულობდა მასში მონაწილეობას, თუმცა ძირითად ძალას გლეხობა წარმოადგენდა.
პარტიზანები აყენებდნენ მოულოდნელ და საგრძნობ დარტყმებს ფრანგულ ნაწილებს.
ისინი იჭერდნენ კურიერებს, რაც ჟოზეფს ხელს უშლიდა საფრანგეთთან ჰქონოდა
რეგულარული კავშირები.
პარტიზანულმა მოძრაობამ თანდათან ორგანიზებული სახე მიიღო. უკვე 1809 წლის
ბოლოდან გაჩნდა პარტიზანული რაზმები 50 დან 600 კაცამდე, რომლებიც მოქმედებდნენ
ცალკეულ პროვინციებში. ეს მობილური რაზმები ატარებდნენ წარმატებულ ოპერაციებს.
1811-12 წლიდან ,,გერილიეროს” რაზმებმა დაიწყეს რეგულარული არმიის მეთოდების
გამოყენება. ასეთი რაზმების რაოდენობა გაიზარდა 3-6 ათას კაცამდე. გერილიამ ბევრი
ნიჭიერი ბელადი გამოავლინა როგორებიცაა: ფრანსისკო მინა, ლასი, ეროლიესი, ხუან
მარტინ დიასი და ა.შ.

,,კადისის კორტესები, 1812 წლის კონსტიტუცია”.

ზოგადად ომის წარუმატებლობაში ცენტრალური ხუნტა იყო დამნაშავე. მან ვერ გაუწია
მტერს წინააღმდეგობა. ქვეყანაში აღშფოთებას იწვევდა ცენტრალური ხუნტის სოციალური
პოლიტიკაც. ამიტომ უკვე 1808 წლის ბოლოს გაისმა მოთხოვნები კორტესების მოწვევის
შესახებ, რომელიც თავის თავზე აიღებდა არა მხოლოდ დამოუკიდებლობისთვის ომის
ორგანიზებას, არამედ ცნობდა და კანონმდებლურად დაამტკიცებდა იმ რევოლუციურ
გარდაქმნებს, რომელიც ადგილობრივი ხუნტების მიერ ტარდებოდა. ცენტრალური ხუნტა

3
რომელიც თავისი შემადგენლობით არისტოკრატიული იყო დიდხანს ეწინააღმდეგებოდა
ამას და მხოლოდ გარემოებათა გავლენით იძულებული გახდა დაეთმო.
1810 წლის დასაწყისში ფრანგებმა სცადეს კადისის შტურმით აღება (ერთადერთი
არაოკუპირებული ქალაქი). ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ შეშინებულმა
ცენტრალური ხუნტის წევრებმა დატოვეს ქალაქი, ხუნტა გადავიდა პატარა კუნძულ დე
ლეონზე კადისი ყურეში და აქ გამოაცხადა თვითდათხოვნის შესახებ, წინასწარ გამოაცხადა
რა გადაწყვეტილება არჩევნების ჩატარების შესახებ. არჩევნებში მონაწილეობის მიღება
შეეძლოთ ესპანელებს 25 წელს ზემოთ. პროვინციულ ხუნტებს და დიდ ქალაქებს უნდა
გაეგზავნათ თავიანთი ერთი წარმომადგენელი კორტესებში. არჩევნების ორგანიზება და
ჩატარება საფრანგეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე შეუძლებელი იყო, მაგრამ
რამდენადაც კადისში იმყოფებოდა თითქმის ყველა პროვინციის წარმომადგენელი
(რომელსაც არ სურდა ფრანგების ხელისუფლების ქვეშ მოხვედრა), კორტესებში აღმოჩნდა
ესპანეთის ყველა პროვინციის წარმომადგენელი და ეს იყო ესპანური საზოგადოების
ყველაზე პროგრესული ნაწილი. კორტესების შემადგენლობაში შედიოდა კონსერვატიული
ელემენტიც, მაგრამ ის უმცირესობაში იყო. დეპუტატთა შორის იყვნენ სასულიერო პირები,
მსხვილი მიწათმფლობელები, იურისტები, ჩინოვნიკები, არმიის და ფლოტის ოფიცრები და
ა.შ.
1810 წლის 24 სექტემბერს კორტესებმა დაიწყო მუშაობა კუნძულ დე ლეონზე, ცოტა ხანში
კი გადავიდა კადისში. კორტესებში მაშინათვე გაჩაღდა ბრძოლა რომელმაც დეპუტატები
სამ დაჯგუფებად დაყო: ,,სერვილები”, რომლებიც ცდილობდნენ აბსოლუტური მონარქიის
შენარჩუნებას; ,,ლიბერალები”- ბურჟუაზიული თავისუფლების მომხრეები და მერყევი
ზომიერი დაჯგუფება, რომელშიც შედიოდა დეპუტატების უმრავლესობა ამერიკული
კოლონიებიდან, ამიტომ მათ ,,ამერიკელები” შეარქვეს. კადისის კორტესების მიერ
შემუშავებული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი იყო კონსტიტუცია.
კონსტიტუცია დამტკიცებულ იქნა კორტესების მიერ 1812 წლის 19 მარტს. ის აღიარებდა
ხალხის უზენაესობის პრინციპს: ,,ესპანელი ხალხი თავისუფალია, ის არ შეიძლება იყოს
არცერთი გვარის ან პირის მემკვიდრეობა. . . უზენაესი ხელისუფლება ეკუთვნის ერს.”
კონსტიტუციით უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ქვეყანაში იყო ერთპალატიანი
კორტესები, რომელიც ირჩეოდა საყოველთაო კენჭისყრით ორ წელიწადში ერთხელ. ხმის
უფლება ჰქონდათ 25 წელს მიღწეულ მამაკაცებს. კორტესები უნდა მოწვეულიყო ყოველ
წელს არაუმცირეს სამი თვით, სესიებს შორის პერიოდში კანონების აღმასრულებელი იყო
კორტესების მიერ არჩეული მუდმივი კომისია. მეფეს არ ჰქონდა კორტესების დათხოვნის,
გადავადების და სხდომებზე დასწრების უფლება.
აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნოდა მეფეს და მთავრობას. მეფეს ფიცი უნდა
დაედო კონსტიტუციაზე, ის ნიშნავდა მინისტრებს, რომლებიც კორტესების წინაშე იყვნენ
პასუხისმგებელი. მეფე ამტკიცებდა კანონებს, მას ჰქონდა ვეტოს უფლება, მაგრამ თუ
კორტესები ორჯერ დაამტკიცებდა თავის გადაწყვეტილებას, კანონი ძალაში შედიოდა.

4
მეფის უფლებებში შედიოდა ომის გამოცხადება და ზავის დადება, ხელს აწერდა
ხელშეკრულებებს, რომელთაც კორტესები ამტკიცებდა. კადისის კონსტიტუცია
კათოლიკურ რელიგიას აცხადებდა ესპანელი ერის ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიად.

,,ფერნანდო VII –ის რეაქციული პოლიტიკა”

ფრანგების მდგომარეობა, რომლებიც პარტიზანული ომებით გამოფიტული იყვნენ,


მეტად გართულდა, როცა ნაპოლეონმა რუსეთში დაიწყო ლაშქრობა. იმპერატორმა ჯარების
ნაწილი ესპანეთიდან გადაისროლა აღმოსავლეთით. ეს ესპანეთში ოკუპანტების
წინააღმდეგ საბრძოლველად უფრო ხელსაყრელ პერსპექტივებს იძლეოდა. ამასთან
,,მებრძოლმა ესპანეთმა” განამტკიცა თავისი საერთაშორისო მდგომარეობა, ხელი მოაწერა
რა 1812 წლის ივნისში რუსეთთან ხელშეკრულებას ფრანგების წინააღმდეგ ერთობლივი
ბრძოლის შესახებ.
საფრანგეთის არმია ერთმანეთის მიყოლებით მარცხდებოდა ესპანელებთან და
ინგლისელებთან. ფრანგებისგან განთავისუფლდა მადრიდი, მოიხსნა კადისის ალყა,
განთავისუფლდა რამდენიმე რაიონი. რუსეთში ნაპოლეონის დამარცხებამ საქმე დაჩქარდა.
1813 წლის გაზაფხულზე ესპანეთის და ბრიტანელების მიერ შევიწროვებული ფრანგები
უკან იხევენ, 1813 წლის ივნისში ვიტორიასთან (ბასკონია) ბრძოლაში გაერთიანებულმა
ძალებმა ველინგტონის მეთაურობით სერიოზული დამარცხება მიაყენეს ფრანგებს, ამავე
წლის 7 ნოემბერს ესპანეთ-ინგლისის არმია გადავიდა საფრანგეთის ტერიტორიაზე.
ნაპოლეონის უკმაყოფილება ძმის მიმართ იზრდებოდა. მან აიძულა ფერნანდო, რომელიც
მთელი ომის მანძილზე საფრანგეთში იყო ვალანსში ხელი მოეწერა ხელშეკრულებისთვის,
რომლის თანახმადაც ფერნანდო ღებულობდა ესპანეთის ტახტს, მაგრამ ვალდებული იყო
ურთიერთობა გაეწყვიტა ინგლისთან. კორტესებმა რომელიც გადავიდა მადრიდში უარი
თქვა ხელშეკრულების დამტკიცებაზე. მათ გამოაქვეყნეს სპეციალური დეკლარაცია
რომელიც ავალდებულებდა ფერნანდოს კორტესების წინაშე კონსტიტუციის
ერთგულებაზე დაედო ფიცი.
მალე ესპანეთი სრულად იქნა მტრისგან გაწმენდილი. გმირული ბრძოლა
დამოუკიდებლობისთვის დასრულდა.
ესპანეთში დაბრუნდა მეფე ფერნანდო VII (1808/1814-1833), რომელსაც ესპანელები
იმედის თვალით უყურებდნენ, მაგრამ დიდი იმედგაცრუება ელოდათ. ქვეყანაში
დაბრუნებულმა ფერნანდომ 1814 წლის 4 მაისს გამოაქვეყნა მანიფესტი რომელშიც 1812
წლის კონსტიტუციას აცხადებდა ,,ფრანგული რევოლუციის, ანარქიის და ტერორის
ნაშობად”, გააუქმა ის და კორტესების სხვა საკანონმდებლო აქტები. ლიბერალი
მინისტრები რეპრესირებულ იქნა.

5
ამრიგად ფერნანდოს დაბრუნების შემდეგ დაიწყო ძველი რეჟიმის რესტავრაცია.
კორტესები დათხოვნილ იქნა, პროვინციული კრება და მუნიციპალიტეტები კი
ლიკვიდირებული. აღდგა ინკვიზიცია. მონასტრებმა დაიბრუნეს მიწები. ფეოდალებმა კი
სენიორული უფლებები. აღდგა ასევე ამქრები და გილდიები, ციხეები გადაივსო
პროგრესული ძალების წარმომადგენლებით. რამდენადაც არმიაში ბევრი იყო
კონსტიტუციის მომხრე დაიწყო მასთან როგორც დემოკრატიულ ინსტიტუტთან
ანგარიშსწორება. არმია რიცხობრივად შემცირდა, მოხდა სარდლობის წმენდა, შემცირდა
მათი შენახვის ხარჯები.
ახალი მეფის გარშემო შეიქმნა კამარილია, კარი დროს ატარებდა, ფავორიტები
ძველებურად ყვლეფდნენ ქვეყანას. რეჟიმისადმი უკმაყოფილება მაშინათვე გაჩნდა
საქალაქო ბურჟუაზიში, ინტელიგენციაში, არმიაში. პირველი ფერნანდოს რეჟიმის
წინააღმდეგ გამოვიდა არმია. ყოველ წელს 1814-დან 1819-მდე ესპანეთში ხდებოდა
აჯანყებები ან შეთქმულებები. მათი ლოკალურობა და დაფანტულობა მთავრობას
საშუალებას აძლევდა დროულად და ადვილად გასწორებოდა წინააღმდეგობას და
სამაგალითოდ დაესაჯა მონაწილეები. მაგრამ ეს ყველაფერი თავის კვალს ტოვებდა და
გამოვლინდა ახალ რევოლუციაში რომლის წინაპირობაც გახდა 1819-20 მოვლენები.

,, II რევოლუცია, ლიბერალური სამწლედი 1820-23 წლები”; ,,შავი ათწლედი”

1819 წელს კადის-ვალენსიის რაიონში კონცენტრირებული იყო საექპედიციო არმია,


რომელიც უნდა გაეგზავნათ ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში ეროვნულ
განმანთავისუფლებელი მოძრაობის ჩასახშობად. არმიის ცუდმა მომარაგებამ და ასევე
ამერიკაში გაგზავნის პერსპექტივამ სადაც უაზროდ იხოცებოდა ათობით ათასი ჯარისკაცი
1819 წელს ივლისში გამოიწვია ანტისამთავრობო შეთქმულების გაჩენა 1812 წ.
კონსტიტუციის აღდგენის მიზნით, მაგრამ შეთქმულები გამოსვლამდე დააპატიმრეს.
მღელვარება არმიაში ამით არ დასრულებულა, ხოლო 1820 წლის 1 იანვარს ერთერთი
ბატალიონის მეთაურმა რომელიც განლაგებული იყო კადისიდან 100 კმ-ში
ვიცეპოლკოვნიკმა რაფაელ რიეგომ დაიწყო აჯანყება, აღადგინა რა 1812 კონსტიტუცია,
ჯარისკაცებმა მას მხარი დაუჭირეს. ბატალიონს სხვა ნაწილებიც შეუერთდნენ
აჯანყებულებმა თავი ,,ეროვნულ გვარდიად” გამოაცხადეს, რომლის სარდალი გახდა
პოლკოვნიკი კიროგა, ივლისის შეთქმულების მონაწილე რომელმაც მოახერხა ციხიდან
გაქცევა. აჯანყებულთა რამდენიმე მცდელობა აეღოთ კადისი წარუმატებლად დასრულდა.
გათვლა იმაზე, რომ აჯანყება დიდ გამოხმაურებას ჰპოვებდა ქვეყანაში ასევე არ
გამართლდა. დავები ,,ეროვნულ გვარდიაში” დახმარებას დალოდებოდნენ თუ თავისით
ემოქმედათ დასრულდა შემდეგი გადაწყვეტილებით: რიეგო 1500 კაციანი რაზმით
ანდალუსიაში გაემგზავრა.

6
1820 წლის 27 იანვრიდან 13 მარტამდე რიეგო ლაშქრობს ანდალუსიაში, ცდილობს
მიიმხროს ქალაქები და სოფლის მოსახლეობა. მაგრამ კეთილსასურველი შეხვედრის იქით
საქმე არ მიდიოდა. რაზმი არათუ შეივსო პირიქით. მთავრობამ გადაისროლა აჯანყების
რაიონში საკმარისი ძალები, რომლებიც ფეხდაფეხ მიყვებდონენ რიეგოს. სამთავრობო
ჯარებთან შეტაკებებს ახლდა დიდი დანაკარგები რაზმში. 13 მარტს რიეგომ დაშალა
დარჩენილი რაზმი თვითონ თავი შეაფარა ესტრემადურას.
თითქოს ყველაფერი დასრულდა, კიროგას 3000-იანი რაზმი კადისთან გარშემორტყმული
და პარალიზებული იყო, მაგრამ რევოლუცია მწიფდებოდა ესპანეთის ჩრდილოეთში. ცნობა
აღნიშნული მოვლენების შესახებ გავრცელდა ქვეყანაში. 1820 წლის 21 თებერვალს დაიწყო
აჯანყება ლა კორუნიაში. შემდეგ აჯანყდა ნავარა, სარაგოსა, ბარსელონა. მარტის
დასაწყისში გალისია, არაგონი, კატალონია. ყველგან აღადგინეს 1812 კონსტიტუცია.
7 მარტს რევოლუციის მხარეს გადავიდა მადრიდის გარნიზონი, მეფის სასახლეს ხალხმა
ალყა შემოარტყა, მეფე იძულებული გახდა 9 მარტს ფიცი დაედო 1812 წლის კონსტიტუციის
ერთგულებაზე, ხელი მოაწერა კანონს ამინისტიის შესახებ, ინკვიზიციის ლიკვიდაციის,
კორტესების მოწვევის, პრესის თავისუფლების, ეროვნული მილიციის შექმნის შესახებ.
რევოლუციამ ქვეყანა ორ დაპირისპირებულ ბანაკად გაყო. რევოლუციას მხარს უჭერდნენ
ლიბერალურად განწყობილი თავადაზნაურები, სავაჭრო სამრეწველო ბურჟუაზია,
ინტელიგენცია, ოფიცრობის ნაწილი, ხელოსნები, მუშები, გლეხობის დიდი ნაწილი. ამ
სხვადასხვა სოციალურ ძალებს აერთიანებდათ მიზანი- სამეფო ხელისუფლების
შეზღუდვა, ფეოდალური მარწუხების მოშლა, პოლიტიკური თავისუფლების მოპოვება.
გლეხობა ცდილობდა მიწის მიღებას, ამან განაპირობა გლეხობის პოზიცია, რომელიც მალე
ჩამოშორდა რევოლუციას.
კონტრრევოლუციის ბანაკი უფრო ერთიანი იყო. სამეფო კარი, თავადაზნაურობის დიდი
ნაწილი, სამღვდელოება, გენერალიტეტი ჩინოვნიკობა. ამ ბანაკის მიზანი იყო
შეენარჩუნებინა ძველი ფეოდალურ-აბსოლუტისტური წესრიგი.
კორტესების დეპუტაციის უმრავლესობას რომელიც აირჩა 1812 წლის კონსტიტუციის
საფუძველზე, შეადგენდა ადვოკატები, მრეწველები, ვაჭრები, ოფიცრობა, ჩინოვნიკები,
დაბალი სამღვდელოების წარმომადგენლები. კორტესებში არ არჩეულა არცერთი გრანდი,
იყო მხოლოდ სამი ეპისკოპოსი. კორტესებში შეიქმნა სამი პარტია: ,,სერვილები”,
,,ზომიერები” (მოდერატოსი) და ,,ეგზალტირებულები” (ექსალტადოს). სერვილებს
წარმოადგენდა კონტრევოლუციური ძალები, ზომიერებს და ეგზალტირებულებს
რევოლუციური ძალების სხვადასხვა დაჯგუფებები. ზომიერები ასახავდნენ ლიბერალური
თავადაზნაურობის და მსხვილი ბურჟუაზიის ინტრესებს, ის იყო ყველაზე დიდი ფრაქცია.
დიდი მხარდაჭერით კორტესებს გარეთ სარგებლობდა ეგზალტირებულები, ის ასახავდა
საქალაქო საშუალო და წვრილი ბურჟუაზიის ინტერესებს. განხეთქილების მიზეზი
ლიბერალებს შორის გახდა კადისის კონსტიტუციის სხვადასხვაგვარი განმარტება.

7
ზომიერებმა შექმნეს მთავრობა თლიდნენ რა, რომ კონსტიტუციის აღდგენით
რევოლუციური ამოცანები გადაწყვეტილია და საჭიროა შეზღუდული რეფორმების
გატარება. მთავრობამ გამოაცხადა ამინისტია, აღდგა ზოგი კანონმდებლობა, გაუქმდა
გილდიები რომლებიც ხელს უშლიდა ახალ სავაჭრო და სამრეწველო საწარმოების შექმნას.
გაუქმდა მაიორატის სისტემა და შემოღებულ იქნა ერთიანი საბაჟო ტარიფები. ნაწილი
რეფორმების მიმართული იყო კლერიკალების გავლენის შესუსტებისკენ, დაშლილ იქნა
იეზუიტთა ორდენი და ა.შ. მეორეს მხრივ ზომიერები დარტყმას აყენებენ თავიანთ
მოკავშირეებს მარცხნივ- 1820 შემოდგომას გამოიცა დეკრეტი ,,ეროვნული გვარდიის”
გაუქმების შესახებ. რიეგოს პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია.
რეფორმების უკმარისობა ნათელი იყო, გლეხებმა ვერაფერი მიიღეს და ამიტომაც 1821
წლის განმავლობაში ხდება გლეხთა მღელვარებები. ღრმა სოციალური გარდაქმნები
მიმართული წვრილი ბურჟუაზიის, მუშების, ხელოსნების მდგომარეობის
გაუმჯობესებისკენ არ მომხდარა. არაფერი გაკეთებულა რეაქციული ძალების
წინააღმდეგაც. უკმაყოფილება ზომიერთა პოლიტიკის მიმართ გამოვლინდა 1821
დეკემბერში კორტესის არჩევნებზე. დეპუტატების მესამედი არჩეულ იქნა
ეგზალტირებულების პარტიიდან. მუხედავად ძალთა ახალი განლაგებისა კორტესებში
მთავრობის შექმნა მეფემ მაინც ზომიერებს დაავალა. რევოლუციური ცვლილებების
მომხრეებსა და ტრადიციული წესრიგის დამცველებს შორის დაპირისპირება იზრდებოდა.
ის გამოვლინდა ერთის მხრივ სახალხო მღელვარებაში და მეორეს მხრივ სამეფო გვარდიის
და ბანდების მოქმედებაში, რომელთაც ხელმძღვანელობდა როიალისტურ
კლერიკალური ,, Junta Apostolica”. 1822 წლის ზაფხულში დაძაბულობამ ზღვარს მიაღწია.
ხალხი რომელიც თავიანთი დეპუტატების შესახვედრად იყო შეკრებილი დაარბია სამეფო
გვარდიამ ამ დროს მოკლეს ხალხის დასაცავად გამოსული ოფიცერი ლანდაბურუ. მაშინ
ეროვნულმა მილიციამ, მადრიდის გარნიზონის ნაწილმა, მოქალაქეებმა ალყა შემოარტყეს
მეფის სასახლეს და მოითხოვეს მეფისგან დამნაშავეთა დასჯა. ფერნანდო ყალბად შეპირდა
ხალხს მოთხოვნების დაკმაყოფილებას. საიდუმლოდ კი გასცა ბრძანება თავის გვარდიას
განეხორციელებინა სახელმწიფო გადატრიალება, დაეხვრიტათ ,,ექსალტადოს” ბელადები
და აღედგინათ აბსოლუტიზმი. ხალხმა ხელი შეუშალა რეაქციას ამ გეგმის
განხორციელებაში. სამეფო გვარდიის აჯანყება ჩახშობილ იქნა მთავრობის მონაწილეობის
გარეშე. ზომიერების მთავრობის უმოქმედობით შეშფოთებულმა ხალხმა აიძულა იგი
გადამდგარიყო. 1822 წლის 5 აგვისტოს შეიქმნა ,,ეგზალტირებულთა” მთავრობა.
ხელისუფლებაში მოვიდა ლიბერალური ბურჟუაზია.
ახალი მთავრობა ენერგიულად შეუდგა საქმეს: სამეფო ფავორიტები დაპატიმრებულ
იქნა, ზოგი უკიდურესად რეაქციონერი ქვეყნიდან იქნა განდევნილი, მეფე ფაქტობრივად
ტყვე იყო თავის სასახლეში. დაისაჯა ლანდაბურუს მკვლელები. მთავრობის დავალებით
ჯარებმა გენერალ მინას მეთაურობით გაანადგურა აქტიურად მოქმედი ,,Junta Apostolica”.

8
ეგზალტირებულთა ხელისუფლება განმტკიცდა, მაგრამ შეცვალა პოლიტიკა ახლა მას
სურდათ რევოლუციის შეჩერება, კომპრომისის მოძებნა რეაქციასთან. მოექცნენ რა
თავისებურ პოლიტიკურ ვაკუუმში ისინი მალე გადადგნენ 1823 მარტში ის შეცვალა
ზომიერთა და ეგზალტირებულთა მემარჯვენე ფრთების კოალიციურმა მთავრობამ.
ამ დროს ესპანეთის რევოლუციამ ფართო გამოძახილი ჰპოვა ევროპაში. 1820-1821
რევოლუცია ხდება ნეაპოლიტანის სამეფოში, პორტუგალიაში, პიემონტში. ევროპის
რეაქცია ამით შეშფოთებულ იქნა. საღვთო კავშირის ქვეყნებში გამოიკვეთა ესპანეთში
უცხოური სამხედრო ჩარევის იდეა. 1822 წლის ოქტომბერში საღვთო კავშირის კონგრესზე
ვერონაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საფრანგეთის მთავრობისთვის
დაევალებინათ ესპანეთში რევოლუციის ჩასახშობად ჯარები გაეგზავნა.
1823 წლის 7 აპრილს 100 000 ფრანგული არმია გადავიდა ესპანეთის საზღვარზე.
მთავრობას არ მოუმზადებია წინააღმდეგობისთვის არც არმია არც ქვეყანა. ესპანური
არმიის სარდლობაში იყვნენ როგორც რევოლუციური ისე რეაქციონერი გენერლები.
პირველები როგორიცაა მინა თავდაუზოგავად იბრძოდნენ, მეორენი კი გადადიოდნენ
ფრანგების მხარეს. გლეხობა მოვლენებს პასიურად შეხვდა. უკვე 24 მაისს საფრანგეთის
არმია შევიდა მადრიდში, კორტესები და მთავრობა ჯერ სევილიაში შემდეგ კადისში
გადავიდა. მეფეც ძალით იქნა გადაყვანილი. კადისი 3 თვეზე მეტხანს ეწინააღმდეგებოდა
მტერს. რიეგომ კვლავ სცადა უკვე გახრწნილი ესპანური არმია საომრად მოემზადებინა,
მაგრამ ბრძოლაში დამარცხებულ იქნა ფრანგებთან, გაიქცა მთებში, მალე გაცემულ იქნა და
სიკვდილით დასაჯეს. როცა კადისის მდგომარეობა უიმედო იყო კორტესებმა გაუშვა
ფერნანდო VII ფრანგებთან, იგრძნო რა თავი დაცულად მეფემ ყველა კანონი გამოცემული
რევოლუციის დასაწყისიდან 1823 დეკემბრამდე გაუქმებულად გამოაცხადა. კორტესებმა
გამოაცხადა თვითდათხოვნა, მთავრობაც გადადგა, რევოლუცია დამთავრდა მან მარცხი
განიცადა.
ესპანეთში აბსოლუტიზმის აღდგენის შემდეგ იწყება რეაქციის ერთერთი ყველაზე
ბნელი პერიოდი ე. წ. შავი ათწლედი (1823-33). ბევრი გამოჩენილი რევოლუციონერი
ემიგრაციაში წავიდა ბევრი დასჯილ იქნა. ფეოდალური უფლებები დაუბრუნდა
მიწისმფლობელებს, ინკვიზიციის აღდგენა ფერნანდომ ვერ შეძლო მაგრამ ის შეცვალა
,,რწმენის ხუნტამ” რომელიც იგივე როლს ასრულებდა.
ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრება გართულებულ იქნა ამერიკული კოლონიების
დაკარგვით. 1815-24 წ. ამერიკულმა კოლონიებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
ოპოზიცია ფერნანდოს წინააღმდეგ იზრდებოდა. ოპოზიციის ძალები ჯგუფდებოდა
მეფის ძმის დონ კარლოსის გარშემო (შემდეგ მათ კარლისტები ეწოდათ). ზოგი გამოდიოდა
ფერნანდოს დაუყოვნებლვ ჩამოგდების მოთხოვნით და ამის რამდენიმე წარუმატებელი
მცდელობაც ჰქონდათ. ზოგი თვლიდა, რომ დალოდებოდნენ უშვილო მეფის
გარდაცვალებას, მაგრამ 1830 წელს ფერნანდო VII-ის მეოთხე ცოლმა მარია ქრისტინამ
გააჩინა გოგო. დონ კარლოსისთვის ტახტზე უფლება რომ მოესპო, მეფემ შეცვალა 1713 წ.

9
შემოღებული სალიკური კანონი რომლითაც ტახტი უნდა გადასცემოდა მხოლოდ
მამაკაცებს და გამოაცხადა იზაბელა თავის მემკვიდრედ. კარლისტებმა დაიწყეს მზადება
სამოქალაქო ომისთვის და დაიწყეს ის. 1833 წლის ბოლოს ფერნანდო გარდაიცვალა, სამი
წლის იზაბელა გახდა მეფე, მარია ქრისტინა კი რეგენტი.

,,პირველი კარლისტური ომი (1833-1840) და მესამე რევოლუცია (1834-43)”

ფეოდალური ძალები მხარს უჭერდა დონ კარლოსს. მარია ქრისტინას თუმცა


რეაქციონერი იყო და თავისი ხელისუფლების შეზღუდვა მას არ სურდა, მოუწია
დაყრდნობოდა ბურჟუაზიის სხვადასხვა ფენას, ქალაქის მოსახლეობას, დემოკრატიულ
ნაწილს, არმიას ანუ საზოგადოების იმ ფენებს რომელიც ზუსტად ცდილობდა
დემოკრატიულ გარდაქმნებს, ამდენად ტახტისთვის ბრძოლამ ფეოდალურ ძალებსა და
კაპიტალიზმს შორის ბრძოლის ხასიათი შეიძინა.
კარლისტურმა ომმა მოიცვა რაიონები ქვეყნის ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში.
ჩრდილოეთში ფეოდალებმა და სამღვდელოებამ შეძლო ომში ჩაეთრია გლეხობა.
კარლისტებს მხარდაჭერა გაუწიეს ბასკეთმა, ნავარამ, არაგონის ნაწილმა, რომლებიც
იცავდნენ თავიანთ ძველ თავისუფლებებს მადრიდის ცენტრალიზებული პოლიტიკისგან.
ჩრდილოეთი კარლისტებს ეჭირათ მთელი ომის განმავლობაში. აღმოსავლეთში ისინი
პარტიზანული მეთოდებით იბრძოდნენ. დიდი წარმატებები ომში მათ არ ჰქონიათ.
კარლისტების ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაცია იყო ლაშქრობა თვით დონ კარლოსის
მეთაურობით მადრიდისკენ 1837 წელს როცა მათ მიაღწიეს ქალაქის შემოგარენს, მაგრამ
სამთავრობო ძალებმა გენერალ ესპარტეროს მეთაურობით დაამარცხეს კარლისტები და
უკან დაახევინეს.
ომში წარუმატებლობამ აიძულა კარლისტების დიდი ნაწილი დასთანხმებოდა ზავს. 1839
აგვისტოში სამთავრობო ჯარების მთავარსარდალმა ესპარტერომ და კარლისტების ჯარების
სარდალმა მაროტომ ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლითაც
კარლისტები დანებდნენ. მთავრობა ვალდებულებას იღებდა გამოეცხადებინა ამინისტია;
ბასკონიასა და ნავარას ძველი თავისუფლებების შენარჩუნებას ჰპირდებოდა. დონ კარლოსი
არ შეეგუა ამას და დატოვა ქვეყანა. მისი მომხრეები წინააღმდეგობას აგრძელებდნენ, მაგრამ
დამარცხდნენ. პირველი კარლისტური ომი ამით დასრულდა.
დემოკრატიულ ძალებზე დაყრდნობამ მარია ქრისტინა აიძულა დათმობებზე წასულიყო,
პირველი ასეთი დათმობა იყო 1834 წელს ზომიერთა მთავრობის შექმნა. ახალი მთავრობა
არ ჩქარობდა რეფორმების გატარებას, რასაც ხალხი ასე მოელოდა ამიტომ დაიწყო
მღელვარება. 1834 წლის ზაფხულში იფეთქა ძლიერმა ანტიკლერიკალურმა მოძრაობამ, ამის
მიზეზი იყო ის როლი რასაც ეკლესიის მესვეურები თამაშობდნენ კარლისტურ ბანაკში.
მასების დამშვიდება მთავრობამ და მარია ქრისტინამ სამეფო სტატუტით სცადეს ეს იყო
რაღაც კონსტიტუციის მაგვარი. სამეფო სტატუტით იქმნებოდა ორპალატიანი კორტესები.

10
ზედა პალატა ინიშნებოდა მეფის მიერ, ქვედა დგებოდა მაღალი ქონებრივი ცენზის
საფუძველზე და მეფეს ის შეეძლო დაეთხოვა ნებისმიერ დროს.
სამეფო სტატუტით უკმაყოფილო იყვნენ ლიბერალები. ,,პროგრესისტები” (ყოფილი
ექსალტადოსები), რადიკალი დემოკრატები. ყველა მოითხოვდა უფრო სერიოზულ
რევოლუციურ გარდაქმნებს. მაშინ მთავრობამ აღადგინა ეროვნული მილიცია და გაატარა
რამდენიმე რეფორმა. ეს არ იყო საკმარისი და ამის შესახებ მოწმობდა მასობრივი
დემოკრატიული მოძრაობა, აჯანყება რომელშიც მოთხოვნილი იქნა 1812 წლის
კონსტიტუციის აღდგენა. კვლავ შეიქმნა რევოლუციური პროვინციული ხუნტები.
გარემოებათა გავლენით, ცდილობდა რა დაწყებული რევოლუციის შეჩერებას მარია
ქრისტინა 1835 წელს პრემიერ მინისტრად ნიშნავს მსხხვილ ბანკირს მენდისაბალს 1820-23
რევოლუციის მონაწილეს და რიეგოს მომხრეს.
მენდისაბალი ენერგიულად შეუდგა საქმიანობას. (რეფორმები, პროვინციული კრებების
ლეგალიზება, ეროვნული მილიციის რაოდენობის გაზრდა, არმიის გაზრდა, მომარაგების
გაუმჯობესება, უმნიშვნელოვანესი იყო საეკლესიო სამონასტრო მიწების
დეზამორტიზაცია-კონფისკაცია და მათი მასობრივი გაყიდვა აუქციონებზე).
მენდისაბალის პოლიტიკა მკვეთრად გამოხატული ბურჟუაზიული ხასიათის იყო ის
მარია ქრისტინას ნამეტანი რევოლუციურად მოეჩვენა და 1836 წელს იგი გადააყენა.
მოვლენების ასეთმა შეტრიალებამ ახალი რევოლუციური ტალღა გამოიწვია. კვლავ
მწიფდებოდა აჯანყება. სამეფო რეზიდენციის გარნიზონმა ლა გრანხაში აღადგინა 1812
წლის კონსტიტუცია, რამაც მარია ქრისტინას ახალი დათმობებისკენ უბიძგა. შეიქმნა
პროგრესისტების მთავრობა. ახალმა მთავრობამ აღადგნა კორტესების მიერ 1820-23
მიღებული კანონები და ა.შ. ბოლოს 1837 შეიმუშავა ახალი კონსტიტუცია ეს იყო ერთგვარი
კომპრომისი 1812 წლის კონსტიტუციასა და სამეფო სტატუტს შორის, უფრო ახლო
სტატუტთან.
მას შემდეგ რაც 1837 წელს კარლისტებმა მადრიდთან დამარცხება განიცადეს მარია
ქრისტინამ თავი დაცულად იგრძნო და პროგრესისტების მთავრობა დაითხოვა. შემდგომი
მთავრობები ერთიმეორეზე კონსერვატიულები იყვნენ. დაიწყო რევოლუციით
მოპოვებული პოზიციებისგან დახევა, მაგრამ 1840 წლამდე რევოლუციის წინააღმდეგ
ღიად გამოსვლა რეგენტმა ვერ შეძლო. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ დედოფალი
იძულებული გახდა რეგენტობიდან გადამდგარიყო და ესპანეთი დაეტოვებინა. ახალი
რეგენტი გახდა გენერალი ესპარტერო. ნიჭიერი სარდალი მაგრამ ცუდი პოლიტიკოსი.
ესპარტეროს პოლიტიკამ გამოიწვია (ის დიქტატორივით მართავდა) აჯანყება
ბარსელონაში. 1842 წ. შემოდგომას ესპარტერომ ბარსელონა არტილერიულად დაბომბა,
რამაც მწვავე პროტესტი გამოიწვია არა მარტო კატალონიაში არამედ მთელს ქვეყანაში. ამან
საბოლოოდ წააჩხუბა ესპარტერო პროგრესისტებთან და რადიკალურ დემოკრატებთან, მის
წინააღმდეგ გამოვიდა ჯარიც. ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების ტალღა აგორდა. 1843
წელს ზაფხულში არმია იწყებს შეტევას მადრიდზე 23 ივლისს მადრიდში შევიდა არმია

11
რომელსაც გენერალი ნარვაესი სარდლობდა, ესპარტერო ინგლისში გაიქცა. რევოლუციამ
მარცხი განიცადა ზომიერები და პროგრესისტები გაერთიანდნენ, ჩამოაგდეს ესპარტერო და
ნარვაესს მისცეს საშუალება სამხედრო გადატრიალება მოეხდინა.

12

You might also like