You are on page 1of 3

ამერიკა

სანამ კოლუმბი ამერიკას აღმოაჩენდა, ამ ტერიტორიაზე არსებობდა მაღალგანვითარებული


ცივილიზაციები, რომლებიც კოლუმბამდელი ცივილიზაციების სახელითაა ცნობილი.

საქმე ეხება ოლმეკები, აცტეკების, ინკების და მაიას ცივილიზაციები. ოლმეკების


ცივილიზაცია განდგურდა ძვ. წ. XII საუკუნეში, ხოლო დანარჩენი სამი გაანადგურეს
ესპანელმა კონკისტადორებმა ანუ დამპყრობლებმა ( კონკისტა ესპანურად ნიშნავს
დაპყრობას) მე-16 საუკუნეში.

აცტეკების ცივილიზაცია არსებობდა დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე. დედაქალაქი


იყო ტენოჩტიტლანი ( დღევანდელი მეხიკო) . ბოლო მეფე იყო მონტესუმა. აცტეკები
მისდევდნენ მსხვერპლთშეწირვას და თავიანთ ღმერთებს სწირავდნენ მეზობელი ტომების
მცხოვრებლებს. ამიტომაც, როცა ერნან კორტესმა დაიპყრო აცტეკები, მოკავშირეებად
სწორედ აცტეკების სისასტიკით უკმაყოფილო ამ მეზობელი ტომების მცხოვრებლები
გამოუჩნდნენ.

ინკების ცივილიზაცია დღევანდელი პერუს ტერიტორიაზე , მაღალმთიან ანდებში შეიქმნა.


მისი მთავარი ქალაქი იყო კუსკო, რაც ინკების ენაზე ჭიპს, ანუ სამყაროს ცენტრს ნიშნავს.
გამორჩეული ქალაქი იყო მაჩუ- პიკჩუ, რომელიც საკმაოდ მიმალული იყო და მხოლოდ
1911 წელს აღმოაჩინეს. რამდენიმე საუკუნე იზოლირებულად ცხოვრობდნენ, შემდეგ
დაპყრობები დაიწყეს და 1500 წლისთვის დიდი იმპერია შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ
ინკებს დამწერლობა არ ჰქონდათ, მათ გამართული სახელმწიფო აპარატი შექმნეს და
მოსახლეობის რაოდენობის და გადასახადების მონაცემებს სპეციალურ თოკებზე
ინახავდნენ, რომლებზეც კვანძების რაოდენობა შესაბამისს ინფორმაციას ინახავდა.
მნიშვნელოვანია ინკების მიერ შექმნილი რთული გზათა სისტემა მთიან რელიეფზე. მაგრამ
ესპანელ დამპყრობლებს, რომლებსაც ფრანცისკო პისარო ხელმძღვანელობდათ, სწორედ ამ
გზებმა გაუადვილა ინკების დაპყრობა. ინკების დაპყრობა ესპანელებს ასევე გაუადვილა
იმანაც, რომ სამოქალაქო ომის შედეგად იმპერია დასუსტებული იყო.

კოლუმბამდელი ამერიკის გამორჩეული ცივილიზაცია შექმნეს მაიას ტომებმა. ( გვატემალის


ტერიტორია, იუკატანის ნახევარკუნძული) დედაქალაქი ტიკალი. სხვა
ცივილიზაციებისაგან განსხვავდებოდა დამწერლობით, რომელთა ნიმუშები ესპანელმა
კათოლიკეებმა გაანადგურეს. მაიას ხალხი უძველესი დროიდან აკვირდებოდა კოსმოსს და
შედეგად შექმნეს კალენდარი. ( რამდენიმე წლის წინ გუკლი რომ უსკდებოდა ხალხს,
სამყაროს აღსასრული დადგა მაიას კალენდრის მიხედვითო)

ამერიკის კონტინენტის ათვისება და კოლონიების დაარსება დაიწყეს ესპანელებმა,


პორტუგალიელებმა, ფრანგებმა და შედარებით გვიან ინგლისელებმა ( უკვე უნდა
ვიცოდეთ ჯეიმსთაუნის ამბავი) ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე
დაარსებული ინგლისური კოლონიების მოსახლეობის უმრავლესობა რელიგიურად
შევიწროვებული პურიტანი იყო.

მე-18 საუკუნის 70 იან წლებში ამერიკის კონტინენტზე 13 ინგლისური კოლონია არსებობდა,


რომლებიც მაღალი ეკონომიკური განვითარებით გამოირჩეოდნენ . ინგლისის მთავრობამ
მათ გადასახადები გაუზარდა. განსაკუთრებული აღშფოთება მოჰყვა ე. წ. ,, საგერბო
გადასახადის ‘’ დაწესებას. კოლონიებში ყველა იურიდიულ დოკუმენტზე, გაზეთებზე უნდა
ყოფილიყო ინგლისის მეფის გერბი და ამაში საფასურიც უნდა გადაეხადათ. ამას
საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა ჯერ ვირჯინიაში, შემდეგ დანარჩენ კოლონიებშიც.

1773 წელს, ინგლისის მთავრობამ, ბოსტონის პორტში შეიტანა ვადაგასული ჩაი. ეს გაიგეს
ბოსტონელებმა, ინდიელთა ტანსაცმელში გამოწყობილები ავიდნენ გემზე და წყალში
გადაყარეს ჩაით სავსე ყუთები. ამ მოვლენას ეწოდა ,, ბოსტონის ჩაის სმა’’. ინგლისის
მთავრობასა და კოლონისტებს შორის ურთიერთობამ პიკს მიაღწია. ინგლისის მთავრობამ
ბოსტონის პორტი ჩაკეტა , ვიდრე ჩაის საფასურს არ გადაიხდიდნენ. ამას გამოხმაურება
მოჰყვა სხვა კოლონიებიდან . ბოსტონში აგზავნიდნენ პროდუქტებს და ფულად
დახმარებას.

1774 წელს , ფილადელფიაში შეიკრიბა პირველი კონტინენტური კონგრესი ( კოლონიების


წარმომადგენლები იყვნენ დელეგატები) კონგრესმა მიიღო დადგენილება, რომ ინგლისის
პარლამენტს მთლიანად იმპერიის კომპეტენციაში შემავალ საკითხებში ჩარევის უფლება
ჰქონდა. კოლონიები კი თავის შიდა მმართველობას თვითონ მიხედავდნენ. კონგრესმა
მოუწოდა კოლონიებს, ბოიკოტი გამოეცხადებინათ ინგლისური საქონლისთვის.

დაპირისპირება, რომელიც ეკონომიკურ ნიადაგზე დაიწყო, პოლიტიკურში გადაიზარდა.


ინგლისის მთავრობამ უარი თქვა კონტინენტურ კონგრესთან მოლაპარაკებაზე. 1775 წელს ,
ბოსტონთან მოხდა პირველი შეიარაღებული შეტაკება დიდი ბრიტანეთის არმიასა და
კოლონისტების ლაშქარს შორის. ამით დაიწყო კოლონიების ბრძოლა
დამოუკიდებლობისთვის.

1775 წელს, ისევ ფილადელფიაში , შეიკრიბა მეორე კონტინენტური კონგრესი. კონგრესმა


თავი საკანონმდებლო ორგანოდ ანუ პარლამენტად გამოაცხადა. კონგრესმა გაწყვიტა
ინგლისთან ურთიერთობა , შექმნა მოხალისეთა არმია, რომელსაც სათავეში ჯორჯ
ვაშინგტონოი ჩაუდგა.

1776 წლის 4 ივლისს, კონგრესმა მიიღო დ ა მ ო უ კი დ ე ბ ლ ო ბ ი ს დეკლა


რ ა ც ია, რომლის ავტორი იყო თომას ჯეფერსონი. 13 კოლონიის საფუძველზე შეიქმნა
აშშ. კოლონიები იქცნენ შტატებად.

ბრიტანელებს არ სურდათ ჩრდილოეთ ამერიკაზე გავლენის დაკარგავა. ამიტომ ომი


გამოუცხადეს ამერიკის განმათავისუფლებელ არმიას. თავიდან ბრიტანელები აღწევდნენ
წარმატებას, რადგან მათი არმია ბევრად გამოცდილი და პროფესიონალური იყო. ომის
მსვლელობისას გარდატეხა მოახდინა საფრანგეთის გადაწყვეტილებამ , მხარი დაეჭირათ
ამერიკელებისათვის. ამერიკის არმიას მოხალისეები ემატებოდნენ და ფრანგების
დახმარებით , გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევდა.

1781 წელს იორკთაუნთან გადამწყვეტ ბრძოლაში ამერიკელებმა გაიმარჯვეს. ომი


დასრულდა 1783 წელს პარიზის ზავით. ბრიტანეთმა აღიარა ამერიკის დამოუკიდებლობა .
( გაიხსენეთ , რა მოხდა ამ წელს ჩვენს თავს? )

1787 წელს აშშ-ს კონგრესმა მიიღო პირველი კონსტიტუცია ( დღესაც მოქმედებს)


კონსტიტუციის პროექტის ავტორი ჯეიმს მედისონი.

1789 წელს აშშ-ში ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები და აირჩიეს ჯორჯ


ვაშინგტონი. ( ისინი რომ პრეზიდენტს ირჩევდნენ, საწყალ ერეკლეს გადასაწყვეტი ჰქონდა ,
იმერეთის სამეფო შემოეერთებინა თუ არა. ეწყინებოდა ეს ოსმალეთს თუ არა. )

პირები, რომლებიც ამ კონსპექტში არიან მოხსენიებული

ერნან კორტესი- ესპანელი კონკისტადორი

ფრანცისკო პისარო- ესპანელი კონკისტადორი

მონტესუმა- აცტეკების მეფე

ჯორჯ ვაშინგტონი- არმიის გენერალი, აშშ-ს პირველი პრეზიდენტი

თომას ჯეფერსონი-აშშ-ს დამოუკიდებლობის ავტორი

ჯეიმს მედისონი- აშშ-ს კონსტიტუციის ავტორი

დავალება : ისწავლეთ სხაპა- სხუპით არა მხოლოდ, გააზრებულად

ინტერნეტში მონახეთ აქ დასახელებული მოვლენების სურათები. ( მაგ : ბოსტონის ჩაის სმა)

You might also like