You are on page 1of 64

მსოფლიო ისტორია

სარჩევი
ძველი მსოფლიოს იმპერიების მსხვრევა.“ბარბაროსების” შემოტევა ევრაზიაზე ........................... 2
ადრეული შუა საუკუნეების პერიოდი (V-X სს.). ადრეფეოდალური იმპერიები ევროპაში და
მათი დაშლა ............................................................................................................................................ 5
არაბები, ისლამი და არაბთა დაპყრობები........................................................................................ 10
ჯვაროსნული ლაშქრობები და ინკვიზიცია ..................................................................................... 23
მონღოლები და მონღოლთა ლაშქრობები ........................................................................................ 26
დასავლეთ ევროპა: განვითარების ახალი ეტაპი ............................................................................ 31
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა. ამერიკის დაპყრობა. ................................................ 37
ტოტალიტარიზმის საბჭოთა მოდელი ............................................................................................... 46
ტოტალიტარიზმი, როგორც XX საუკუნის ფენომენი ................................................................... 53
ფაშიზმი იტალიასა და გერმანიაში .................................................................................................... 56

1
ძველი მსოფლიოს იმპერიების მსხვრევა.“ბარბაროსების” შემოტევა ევრაზიაზე

ევროპის ხალხები. I-II საუკუნეებში დედამიწის მოსახლეობა სულ რაღაც 250 მლნ-დე
კაცს შეადგენდა, რომლებიც დედამიწაზე უთანაბროდ იყვნენ განსახლებულები.
მოსახლეობის ძირითადი მასა თავმოყრილი იყო ევრაზიაში, თბილი და ნოტიო კლიმატურ
ზონაში, იმ სახელმწიფოთა ზონაში, რომლებიც იწყებოდა ხმელთაშუა ზღვის ნაპირებიდან და
გრძელდებოდა ჩინეთის დაბლობებამდე. რომის იმპერიის საზღვრებში ცხოვრობდა
დაახლოებით 50 მლნ კაცი (საკუთრივ იტალიაში - 7-8 მლნ), დაახლოებით ამდენივე
ცხოვრობდა ჩინეთში, ხოლო არანაკლებ 40 მლნ-სა ცხოვრობდა ინდოეთში. რამდენიმე
მილიონი სახლობდა ამერიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ
აზიის ტროპიკებში.
რომიის იმპერიის საზღვრების ჩრდილოეთით, რომელიც გადიოდა რაინსა და
დუნაიზე, ცხოვრობდნენ კელტური და გერმანული ტომები (კიმვრები, ტევტონები,
ალამანები, ფრანკები, ვანდალები და ა.შ.). მათგან აღმოსავლეთით ცხოვრობდნენ სლავური და
უგრო-ფინური ტომები. დუნაისა და დნეპრს შორის იმყოფებოდა გოთური ტომების მიწები
(ისინი მოიცავდნენ როგორც გერმანულ, ისე თრაკიის, სარმატულ, სლავურ ტომებს).
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობა არ აღემატებოდა დაახლოებით 5
მლნ კაცს. მათი უპირატესად ტყიანი და ჭაობიანი მიწები რომაელთათვის დიდ ფასეულობას
არ წარმოადგენდა, ამ მიწებზე მცხოვრები ტომები კი შესანიშნავი მეომრები იყვნენ. მე-9 წ.
ოქტავიანე ავგუსტეს სამი რჩეული ლეგიონი გაანადგურეს გერმანელებმა ტევტობურგის
ტყეში. ამან აიძულა რომაელები, რომ გაემაგრებინათ იმპერიის ჩრდილოეთი საზღვრები და
იქ თავისი გარნიზონები ჩაეყენებინათ. მათ უნდა მოეგერიებინათ მომთაბარე ტომთა
თავდასხმები, რომლებსაც ბარბაროსებს უწოდებდნენ (სიტყვა “ბარბაროსი” ნიშნავდა _ “ის,
ვინც გაუგებრად ლაპარაკობს”). გერმანელები, რომლებმაც ლათინური ენა არ იცოდნენ,
რომაელებს ველურებად მიაჩნდათ.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტომები, მისდევდნენ რა მიწათმოქმედებას, არ
აგებდნენ დიდ ქალაქებს. I-V საუკუნეებში მათში სჭარბობდა პატარ-პატარა დასახლებები,
რომლებშიც, როგორც წესი, სისხლით ნათესავები ცხოვრობდნენ. მათ ჰქონდათ
განვითარებული ხელოსნობა, შრომისა და საბრძოლო იარაღებს რკინისაგან ამზადებდნენ.
მეურნეობა უპირატესად ნატურალურ ხასიათს ატარებდა, თუმცა თანდათანობით ფულად-
სასაქონლო ურთიერთობებიც ვითარდებოდა.
მონათმფლობელობა ფართოდ ვერ განვითარდა გერმანულ ტომებში. ტომთა შორის
ბრძოლების დროს დატყვევებულებს ან კლავდნენ, ან ყიდდნენ რომაელებზე, ანდა ტოვებდნენ
თავის დასახლებაში, სადაც მათ გამოუყოფდნენ მიწის ნაკვეთს, საიდანაც მიღებული
მოსავლის ნახევარს ისინი მის მფლობელს აძლევდნენ. რამდენადაც მიწები შემოღობილი იყო,
არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ მიწები ცალკეულ ოჯახებს ეკუთვნოდა, თუმცა ტყეები და
სათიბები, როგორც ჩანს, საერთო სათემო საკუთრებას წარმოადგენდა.
თავისებური იყო გერმანელ ტომთა ცხოვრების ორგანიზაცია. ტომთა კავშირების
არსებობის პირობებში, რომელიც ასეულ ათასობით კაცს მოითვლიდა და რომლებიც დიდ
ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, ტომის ყველა წევრის აზრის გათვალისწინება შეუძლებელი
იყო. ასეთ პირობებში კავშირის მიწები იყოფოდა ოლქებად, რომლებშიც ტარდებოდა
დასახლებების ყველაზე ავტორიტეტულ და შეძლებულ პირთა (გვარ-ტომის
წარჩინებულების) კრება. ისინი წყვეტდნენ ომისა და მშვიდობის საკითხებს, კავშირში შემავალ

2
ტომებს შორის სადავო საკითხებს, ირჩევდნენ ლაგმანებს _ ადგილობრივი ადათ-წესების
მცოდნეს, რომელიც მოსამართლის როლს თამაშობდა.
გვარტომის წარჩინებულთა პარალელურად განსაკუთრებულ როლს თამაშობდნენ
სამხედრო ბელადები _ კონუნგები (მთავრები). ისინი სათავეში ედგნენ საბრძოლო რაზმებს,
რომლებიც შექმნილი იყო ყველაზე ჯანმრთელი, ამტანი და მოხერხებული
ახალგაზრდებისაგან. ეს რაზმები არა მარტო იცავდნენ ტომთა კავშირების ტერიტორიებს,
არამედ აწყობდნენ თავდასხმებს მეზობელ ტომებზე, ან მიექირავებოდნენ-ხოლმე რომაელებს.
კონუნგები ყოველთვის არ უწევდნენ ანგარიშს გვარ-ტომის წარჩინებულებს, ხშირად
აწარმოებდნენ საკუთარ ომებს, რომელიც მათი გამდიდრების ძირითად წყაროს
წარმოადგენდა. კონუნგი რაზმთან ერთად აგებდა ბურგებს (სიმაგრეს), სადაც ინახავდნენ
ნაძარცვ ქონებას. იქვე სახლდებოდნენ ხელოსნები, რომლებიც იარაღს ამზადებდნენ,
ჩნდებოდა სავაჭრო ცენტრები. თავდაპირველად კონუნგები ირჩეოდა გვარ-ტომის
წარჩინებულების, ან რაზმელების მიერ, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი ხელისუფლება
მემკვიდრეობითი გახდა.
ამგვარად, თუმცა სახელმწიფო ძველი გერმანელების და სხვა ტომების (კერძოდ,
სლავების) ტომობრივ გაერთიანებებს ჩვ. წ-ის I ათასწლეულის დასაწყისში ჯერ კიდევ არ
ჰქონდათ ჩამოყალიბებული, მაგრამ მისი ფორმირების მრავალი წინამძღვარი უკვე
არსებობდა. კონუნგების გაძლიერება, მათ ხელში ძალაუფლებისა და ქონების კონცენტრაცია,
ქონებრივი უთანასწორობის მაღალი დონე გვაროვნულ-ტომობრივი კავშირების დაშლის
მომასწავებელი იყო.
აზიისა და ჩინეთის მომთაბარე ტომები. ევრაზიის უზარმაზარ სივრცეზე, დუნაიდან
ხუანხემდე გადაჭიმული იყო სტეპების ვრცელი სარტყელი, რომელსაც სამხრეთიდან
ეკვროდა შუა აზიის უდაბნოები, ტიბეტისა და ჰიმალაის მთათა მწვერვალები, ჩრდილოეთით
კი აღმოსავლეთ ევროპისა და ციმბირის გაუვალი ტყეები და ჭაობები. დასამუშავებლად
ვარგისი მიწები ცოტა იყო. აქ მომთაბარე ტომების ძირითად საარსებო წყაროსა და ქონებას
წარმოადგენდა საქონელი, განსაკუთრებით ცხენები, რომლებიც იძლეოდნენ ხორცს, რძეს,
ტყავს, აგრეთვე გამოიყენებოდა როგორც გადაადგილების და ტვირთის გადასატანი
საშუალება.
სტეპების ვრცელი სივრცეები იძლეოდა საქონლის გამოკვების საშუალებას
მომთაბარეობის შემთხვევაში. ზაფხულობით სტეპების სამხრეთში ბალახი სწრაფად ხმებოდა,
რაც მომთაბარეებს აიძულებდა ჩრდილოეთისაკენ გადაადგილებას. ზამთარში პირიქით,
როცა ჩრდილოეთის ტერიტორიებს თოვლი ფარავდა, ისინი სამხრეთის საძოვრებზე
ბრუნდებოდნენ.
თითოეული მომთაბარე ტომი უზარმაზარ ტერიტორიას აკონტროლებდა და მას თავის
საკუთრებად მიიჩნევდა. სხვადასხვა ტომებს შორის მიმდინარეობდა განუწყვეტელი ბრძოლა
საუკეთესო საძოვრებისათვის. სუსტი ტომი იდევნებოდა ცუდ მიწებზე, ნადგურდებოდა ან
ემორჩილებოდა უფრო ძლიერ დამპყრობს.
საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდათ მომთაბარე ტომებს მიწათმოქმედ
ხალხებთან. ცხენოსანთა ურდოები მოწყვეტილი ზვავივით ესხმოდნენ ხშირად თავს ბინადარ
ტომებს, აკისრებდნენ მათ ხარკს, ძარცვავდნენ მათ დასახლებებს, ადამიანები მიყავდათ
მონებად. ამასთან, მომთაბარეებთან იბრძოდა ყველა მამრობითი სქესის ადამიანი, ვისაც
ცხენზე ჯდომა და იარაღის ტარება შეეძლო. ამიტომაც სამხედრო ექსპედიციები, რომლებსაც
ძველი იმპერიები აწყობდნენ მომთაბარეების წინააღმდეგ, ხშირად მარცხით მთავრდებოდა.
უკიდეგანო სტეპებში ცხენებზე ამხედრებული მომთაბარეები ადვილად უსხლტებოდნენ

3
მძიმედ შეიარაღებულ და ნელა მოძრავ ქვეით ჯარს, თვითონ კი მოწინააღმდეგეს
მოულოდნელ დარტყმებს აყენებდნენ.
მომთაბარე ცხოვრება სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ მესაქონლე ტომებს არ ჰქონდათ
მუდმივი დასახლებები. მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებობდა
მიწათმოქმედების ცალკეული კერები (მაგალითად, ჰუნები აიძულებდნენ ტყვეებს,
რომლებსაც მონებად აქცევდნენ, რომ მათ მოეყვანათ პროსო), ვაჭრობისა და ხელოსნობის
ცენტრები. მნიშვნელოვან დონეს აღწევდა მომთაბარეთა შორის ქონებრივი უთანასწორობაც.
სიმდიდრის ძირითად მაჩვნებელს წარმოადგენდა საქონლისა და მონების რაოდენობა.
ახალი ერის დასაწყისში ერთერთ ყველაზე ძლიერ მომთაბარე ხალხს წარმოადგენდნენ
ჰუნები. პირველი მსხვილი გაერთიანება, რომელიც 24 ტომისაგან შედგებოდა, ჰუნებში ჯერ
კიდევ ჩვ. წ-დე III ს-ში აღმოცენდა. მათ ხელში იყო უზარმაზარი ტერიტორია
ბაიკალისპირეთიდან ხუანხემდე.
ჰუნები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდნენ ჩინეთისათვის. თითოეული
თავდასხმის დროს მათ ათეულ ათასობით ტყვე მიყავდათ თან. ჩრდილოეთ ჩინეთის
ბინადარი მოსახლეობა ხარკს უხდიდა ჰუნებს. მაგრამ I საუკუნეში ხან-ის იმპერიამ შექმნა
ძლიერი ცხენოსანი არმია, რომლებსაც შეეძლოთ მომთაბარეთა წინააღმდეგ ბრძოლა.
იმავდროულად გამოიყენებოდა დიპლომატიური მეთოდები, ტომის ბელადების მოსყიდვა,
მათ შორის განხეთქილების დათესვა. და ეს მეთოდები საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. I
საუკუნის შუა პერიოდისათვის ჰუნებმა სერიოზული მარცხი განიცადეს და მათი ტომობრივი
კავშირი დაიშალა. ჰუნების ზოგიერთმა ტომმა თავი ჩინეთის მოხარკედ ცნო, ნაწილი
დასავლეთისაკენ გაემართა, ყაზახეთის სტეპებში, შემდეგ კი გადავიდნენ კასპიისპირეთსა და
აზოვის ზღვის სანაპიროებზე, სადაც შეავიწროვეს გოთები და ალანები.
ხალხთა დიდი გადასახლების დასაწყისი. II საუკუნეში დაიწყო კლიმატის
გლობალური ცვალებადობა, მკვეთრად აცივდა, რამაც მაქსიმუმს V ს-ში მიაღწია. ამ ე.წ. მცირე
გამყინვარების პერიოდში სამხრეთში იმატა უდაბმნოებმა, ჩრდილოეთში გაიზარდა ჭაობების
ფართობი, იცვლებოდა ფლორა და ფაუნა. ამან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ევრაზიის
ხალხთა ცხოვრებაზე.
გამწვავდა ბრძოლა საძოვრებისათვის მომთაბარე ტომებს შორის. ჰუნებმა დაიწყეს
მოძრაობა დასავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით, განაახლეს თავდასხმები ჩინეთზე.
ხანის იმპერიას ამჯერად უკვე გაუჭირდა მათი შემოტევისათვის წინააღმდეგობის გაწევა.
კლიმატურმა ცვლილებებმა გამოიწვია ჩინეთში მოსავლიანობის და სათესი
ფართობების შემცირება. შიმშილობას, მაწანწალობის გავრცელებას თან ახლდა კანიბალიზმის
შემთხვევები და ეპიდემიები, მათ შორის შავი ჭირი. იზრდებოდა აჯანყებებისა და მშიერთა
ბუნტების რიცხვი. მოსახლეობა ყოველივე ამაში ადანაშაულებდა იმპერატორსა და მის
მოხელეებს. 184 წ. ჩინეთში დაიწყო და 208 წლისათვის ძლივს ჩაახშეს
ყვითელდოლბანდიანთა აჯანყება. აჯანყებულთა ძირითადი ლოზუნგი იყო ახალი, ბედნიერი
ცხოვრების მოთხოვნა. აჯანყებულთა სიმბოლო იყო ყვითელი ფერი.
II ს-ის შუა პერიოდიდან III ს-ის შუა წლებამდე შიმშილის, ეპიდემიებისა და
აჯანყებების გამო ჩინეთის მოსახლეობა 50 მლნ კაციდან 7,5 მლნ კაცამდე შემცირდა.
მთლიანად გაჩანაგდა წვრილი გლეხური მეურნეობები, შემორჩა მხოლოდ “ძლიერი სახლები”,
რომლებიც ნატურალურ მეურნეობაზე გადავიდნენ. ხელისუფლება იძულებული იყო
გადასახადები ნატურით აეკრიფა (მარცვლეული და ხელოსნური ნაწარმი). გაუქმდა ფული,
რომელმაც დაკარგა მნიშვნელობა როგორც გაცვლის საშუალებამ.

4
აჯანყებულების წინააღმდეგ ბრძოლის დროს სარდლები, მოიპოვეს რა დიდი გავლენა,
აღარ ემორჩილებოდნენ საიმპერატორო სახლს. ხელისუფლებისათვის დაწყებულმა ბრძოლამ
გამოიწვია ხანის იმპერიის დაშლა, რომლის ნანგრევებზეც III საუკუნეში სამი
დამოუკიდებელი სახელმწიფო აღმოცენდა. ამასთან კლიმატურმა ცვლილებებმა გაზარდა
ჩინეთის სამხრეთ ნაწილის როლი და სამეურნეო მნიშვნელობა, სადაც შემორჩა
მაღალპროდუქტიული მიწათმოქმედების წარმოების შესაძლებლობა.
მომთაბარე ტომების დარტყმის და სამიწათმოქმედო პირობების გაუარესების შედეგად
III საუკუნის დასაწყისისათვის დასუსტდნენ შუა აზიის სახელმწიფოები (კუშანის იმპერია და
ხორეზმი). დაიშალა პართიის სამეფო და მის ადგილზე აღმოცენდა ახალი სახელმწიფო
სასანიდების დინასტიით სათავეში.
შედარებით ნაკლებად კლიმატური ცვლილებები და მომთაბარეთა თავდასხმები
შეეხო ინდოეთს. მხოლოდ მისმა ჩრდილოეთმა ნაწილმა განიცადა მომთაბარეთა
თავდასხმები.

ადრეული შუა საუკუნეების პერიოდი (V-X სს.). ადრეფეოდალური იმპერიები ევროპაში და


მათი დაშლა

ადრეული შუა საუკუნეების სოციალ-ეკონომიკური ურთიერთობები. V-X სს-ში


ევროპის ხალხების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება თითქმის ერთნაირი გახდა.
რომის იმპერიის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ III-IV სს-ში დამკვიდრდა მსხვილი
მიწათმფლობელობა, რომელშიც როგორც მონების, ისე თავისუფალი მოქალაქეების
(კოლონების) შრომა გამოიყენებოდა. მათ მიწის მფლობელისათვის უნდა მიეცათ მოსავლის
ნაწილი (ღალა) და შეესრულებინათ სხვა სამუშაოები მიწით სარგებლობის გამო (ბეგარა).
იმპერიის დაცემის შემდეგ მრავალი მამული სხვა მფლობელების ხელში _ “ბარბაროსულ”
სახელმწიფოთა მეფეებისა და დიდგვაროვნების ხელში გადავიდა. მაგრამ მეურნეობის სიტემა
არ შეცვლილა.
ძირითადი ცვლილებები მოხდა ჩრდილოეთსა და ცენტრალურ ევროპაში, სადაც
თავდაპირველად სჭარბობდა სოფლის გვაროვნული თემები, რომელშიც მიწა საერთო
საკუთრებაში იყო. IV-VI სს-ში გვაროვნული თემი სამეზობლო თემმა შეცვალა, სადაც
ადამიანები არა სისხლით ნათესაობით, არამედ სამეზობლო ურთიერთობებით იყვნენ
დაკავშირებულნი. როგორც ჩანს, ამგვარი თემების წარმოშობა დაკავშირებული იყო
ქონებრივი უთანსაწორობას და ხალხთა დიდ გადასახლებასთან, როდესაც მრავალი ტომი
ახალ მიწებზე სახლდებოდა და ადგილობრივ ბინადარ მოსახლეობასთან აღრევა ხდებოდა.
სამეზობლო თემის საკუთრებად ითვლებოდა მხოლოდ ერთობლივი გამოყენების
ფართობები (ტყე, სათიბი) სახნავი მიწა უშუალოდ მის დამმუშავებელ მცირე ოჯახებს
ეკუთვნოდა, რომლებსაც მისი მემკვიდრეობით გადაცემის, გაყიდვის ან იჯარით გადაცემის
უფლება ჰქონდა.
VII-X სს-ში მიწებზე რაინიდან დუნაიმდე ფართოდ გავრცელდა (ჭარბობდა ევროპის
სამხრეთშიც) მსხვილი მიწათმფლობელობა. მისი წარმოშობის ერთერთ წყაროს
წარმოადგენდა სამეზობლო თემებში ქონებრივი უთანასწორობის წარმოშობა. მეორე გზა იყო
სამხედრო ბელადების პოლიტიკა, რომლებიც გახდნენ მეფეები, მთავრები და რომლებიც
ლაშქრობების შედეგად ხელთ ნაგდებ მიწებს მასზე მცხოვრები ხალხითურთ აძლევდნენ

5
თავიანთი რაზმების წევრებს, ახლობლებს, ეკლესიას. ხშირად წვრილი მესაკუთრენი და
მთელი თემები მძიმე წლებში (ეს წლები დაკავშირებული იყო გვალვასთან, ომებთან,
ეპიდემიებთან) თვითონ მიმართავდნენ დახმარებისათვის მსხვილ მიწათმფლობელებს, და
მათ გადასცემდნენ თავიანთ მიწებზე საკუთრების უფლებას.
მსხვილი მიწის სამფლობელოები ჩვეულებრივ იყოფოდა ორ ნაწილად: საბატონო
მიწად (დომენი, ლათინურიდან “დომინუს” _ “ბატონი”) და მიწის ნაკვეთებად, რომლებიც
გლეხობის საკუთრებაში იმყოფებოდა. მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებში შედიოდა
მებატონის მიწის დამუშავება (ბეგარა), გადასახადის გადახდა (ღალა), სამხედრო ლაშქარში
მონაწილეობა. სხვადასხვა კატეგორიის მიწათმფლობელთა ( მიწებზე დასახლებული
სამხედრო ტყვეები-მონები, პირადად თავისუფალი მოიჯარეები, მეთემეები, რომელთა
მიწებიც გადავიდა მესაკუთრის ხელში) გადასახადები არ იყო ერთნაირი, მაგრამ დროთა
განმავლობაში მათი მდგომარეობა გათანაბრდა.
შემცირდა სათემო თვითმმართველობის როლი. მამასახლისები ჩვეულებრივ
ინიშნებოდნენ მიწისმფლობელებად. მათვე გადაეცემოდა მოსამართლის ფუნქციები მის
ტერიტორიაზე, ლაშქრის შეგროვება ომის შემთხვევაში და ხაზინაში გადასახადების შეტანის
უზრუნველყოფა.
მსხვილი მიწათმფლობელები დაინტერესებულნი იყვნენ მიწაზე იმათი დამაგრებით,
ვინც მას ამუშავებდა. მაგრამ დასავლეთ ევროპაში ვერ ჩამოყალიბდა ბატონყმური წყობა.
გლეხობის უმრავლესობა, გარდა მცირერიცხოვანი მონებისა, იყვნენ პირადად თავისუფალნი.
მათ მიწაზე ამაგრებდა საკუთარი სახლი, შრომის იარაღები. გარდა ამისა, მრავალ მათგანს
მებატონის ვალი მართებდათ და არ შეეძლოთ წასვლა მის გადაუხდელად. და ბოლოს, არ იყო
თავისუფალი მიწები, სადაც თავისი მდგომარეობით უკმაყოფილო გლეხებს შეეძლებოდათ
დასახლება.
ადრეული შუა საუკუნეების ქრონიკებში ნახსენებია გლეხთა გამოსვლები,
მღელვარებები. მაგრამ იგი იშვიათობა იყო და გამოწვეული იყო მიწათმფლობელთა
სურვილით _ გაეზარდათ ღალა და გაეხანგრძლივებინა ბეგარა. იმ გადასახადების
შენარჩუნება, რომლებსაც გლეხები შეჩვეულნი იყვნენ, მათში პროტესტის საბაბს არ
იძლ;ეოდა.
ფეოდალური ურთიერთობების თავისებურებანი. მსხვილ მიწათმფლობელებს
ევროპაში ეძახდნენ ფეოდალებს _ ლათინური სიტყვიდან “ფეოდუმ” _ “სამფლობელო,
რომელიც მიეცა სამსახურის გამო.” მიწის ფლობის პირობას წარმოადგენდა მისი მფლობელის
ვასალური (ლათინური სიტყვიდან “ვასსუს” _ “მსახური”) დამოკიდებულება ხელმწიფისადმი:
სამხედრო სამსახური და ფეოდიდან გდასახადების გადახდის უზრუნველყოფა. თავის მხრივ,
ხელმწიფეს, სენიორს, (ლათინურიდან “სენიორ” _ “უფროსი”) უნდა დაეცვა თავისი ვასალი მის
მიწაზე თავდასხმის, ზარალისა და წყენინების დროს, რომელსაც მას სხვა მბრძანებელი
აყენებდა.
სენიორსა და ვასალის ვალდებულებები ნაცვალგების პრინციპზე იყო აგებული.
ფეოდალურ სამფლობელოს თავდაპირველად სიცოცხლის განმავლობაში მფლობელობის
პირობით იძლეოდნენ (შემდეგში იგი მემკვიდრეობითი გახდა) და მფლობელს ჩამოერთმეოდა
ვასალური ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში. იმავე დროს, თუ სენიორს არ შეეძლო
ან არ სურდა თავისი ვასალის დაცვა, ეს უკანასკნელი ვალდებულებებისაგან თავს
თავისუფლად თვლიდა.
ვასალური ურთიერთობების სიტემა მთელ ევროპაში გავრცელდა. ვასალებად არ
ითვლებოდნენ მხოლოდ სუვერენული (ფრანგული “სოუვერეინ” _ “უმაღლესი”) მონარქები _

6
მონარქები და მეფეები. მსხვილი ფეოდების მფლობელები, რომლებიც მათ სენიორებად
ითვლებოდნენ, თავის მხრივ მიწებს ურიგებდნენ მათთან დაახლოებულ პირებს, რომლებიც
უკვე მათი ვასალები ხდებოდნენ. რაც უფრო მეტი ვასალი გააჩნდა სენიორს, მით უფრო დიდი
ჯარის გამოყვანა შეეძლო მას ომის შემთხვევაში, მით უფრო დიდი იყო მისი გავლენა სამეფო
კარზე, ე.ი. მიწის ფართობის და ვასალების ოდენობა განსაზღვრავდა მიწათმფლობელის
სტსტუსს, რაც მის ტიტულში აისახებოდა. ანიჭებდა რა შესაბამის ტიტულს გამორჩეულ
ქვეშევრდომს, სუვერენი ამით მას აძლევდა მიწას მასზე მცხოვრებ გლეხებთან ერთად.
იერარქიის მიხედვით, რომელიც ფრანკთა მიწაზე დამკვიდრდა, რაინდს უნდა
ჰქონოდა სამფლობელოები, რომელიც მას საბრძოლო რაზმის გამოყვანის შესაძლებლობას
აძლევდა. რაზმი მოიცავდა თვით რაინდს, მის საჭურველმტვირთველს და 3-4 შეიარაღებულ
მხედარს. ბარონს უნდა ჰყოლოდა ვასალებად, როგორც მინიმუმი, ექვსი რაინდი. ვიკონტების,
გრაფების, მარკიზების სამფლობელოები მოიცავდა სამიდან ექვსამდე საბარონოს. საჰერცოგო
_ წარმოადგენდა არანაკლებ ოთხ საგრაფოს. სამეფოდ იწოდებოდა სამფლობელო, რომელიც
არანაკლებ ოთხი საჰერცოგოს (ან 16 საგრაფოს, ან 64 საბარონოს) მიწებს აერთიანებდა.
ადრეფეოდალური სახელმწიფოების არმიის საფუძველს წარმოადგენდა მძიმე
შეიარაღებული ცხენოსანი რაინდები. რამდენადაც რაინდის აბჯარი, იარაღი და ცხენი,
რომელიც სპეციალურად იყო გაწვრთნილი სიმძიმის სატარებლად, ძალიან ძვირად ფასობდა
(ერთი რაინდის აღჭურვილობის ფასად შეიძლებოდა 45 ძროხის ყიდვა) არმიის რაოდენობა
დიდი არ იყო. მსხვილ ფეოდალთა არმია რამდენიმე ასეულ რაინდს მოითვლიდა,
რომელთაგან თითოეულს თან ახლდნენ საჭურველმტვირთველი და მსახურები.
რაც უფრო დიდი რაოდენობით მიწები იყრიდა თავს ვასალების ხელში, ისინი სულ
უფრო ნაკლებად დამოკიდებულები ხდებოდნენ მეფის მოწყალებაზე. მსხვილი
მიწათმფლობელების მისწრაფება თავის სამფლობელოებში სრული ძალაუფლების
დასამყარებლად ასუსტებდა რომის იმპერიის დაშლის შემდეგ შექმნილ ადრეფეოდალურ
სახელმწიფოებს. სუვერენებს ყოველთვის არ შეეძლოთ ჰქონოდათ თავისი ვასალების
მხარდაჭერის იმედი. მონარქები, იმისათვის რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინათ, იყენებდნენ
მეტოქეობას ფეოდალებს შორის, აღვივებდნენ მათ შორის შუღლს, ინტრიგებს, იყენებდნენ
დინასტიურ ქორწინებებს.
მხოლოდ ყველასათვის საშიში სიტუაციის აღმოცენება აიძულებდა ვასალებს რომ
კვლავ მორჩილები გამხდარიყვნენ. მაგალითად, VIII ს-ში მუსლიმანი არაბების მიერ
ესპანეთის დაპყრობის და მათი გალიაში შეჭრის შემდეგ მოხდა ფრანკთა სახელმწიფოს
კონსოლიდაცია, რომ პასუხი გაეცათ დამყრობლებისათვის.
თანდათანობით ჩამოყალიბდა ქცევის საერთო ნორმები და მეტოქობის წესები,
რაინდთა პატიოსნობის კოდექსი (თუმცა იგი არ გამორიცხავდა ვერაგობას, ღალატს,
მკვლელობებს, მაგრამ ეს კოდექსი აიძულებდა მათ თუნდაც გარეგნულად მაინც დაეცვათ
წესები).
რაინდთა შორის პატივისცემით სარგებლობდა ძალა, გამძლეობა, იარაღის ხმარებაში
ოსტატობა.. მაგალითად, კარლოს დიდს, მატიანეების მონაცემების მიხედვით, შეეძლო
გვერდ-გვერდზე მდაგრ ორ ცხენზე გადახტომა. ინგლისის მეფე რიჩარდ ლომგულს შუბის
წვერით შეეძლო მამაკაცი აეწია.
ევროპის რელიგიური ერთიანობა. ევროპის სხვადასხვა რაიონების ადათ-წესები და
ტრადიციები, ისევე როგორც დიდებულთა ტიტულების სახელწოდებები, სხვადასხვა ენებზე
ერთმანეთს არ ემთხვეოდა. მაგრამ ადრეულ შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა მეტად

7
მნიშვნელოვანი ფაქტორი სხვადასხვა ევროპელი ხალხების ერთიანობისა - საერთო
რელიგიური რწმენა.
ქრისტიანული ეკლესიის უმაღლეს ინსტანციას წარმოადგენდა მსოფლიო კრებები,
რომლებსაც ბიზანტიაში იწვევდნენ. მას პარალელურად განსაკუთრებული ავტორიტეტით
სარგებლობდნენ საეპისკოპოსო კათედრები, რომლებიც ჯერ კიდევ რომის იმპერიის
პერიოდში შეიქმნა ქრისტეს მოციქულთა მიერ. მათ შორის უფროსობაზე პრეტენზიას
აცხადებდა რომის კათედრა, რომელიც მოციქულთაგან უფროსის - პეტრეს მიერ იყო
დაარსებული. მაგრამ რომის ეკლესიისა და მისი მეთაურის - პაპის უფროსობას, ხანგრძლივი
დროის განმავლობაში არ ცნობდნენ არც სხვა საეპისკოპოსოები და არც საერო ხელისუფალნი.
V-VII სს.-ში თითოეული მონარქთაგანი ცდილობდა გაეკონტროელებინა საეკლესიო
ცხოვრება მისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე. მეფეები, ბიზანტიის იმპერატორის
მიბაძვით, თვით იწვევდნენ ადგილობრივ საეკლესიო კრებებს, ამტკიცებდნენ მათ
გადაწყვეტილებებს, მონაწილეობდნენ ეპისკოპოსების არჩევნებში, თავიანთ ეკლესიებს
“აძლევდნენ” მიწებს. მრავალი საეპისკოპოსო იზიარებდა იმ შეხედულებებს, რომლებსაც
ბიზანტიური ეკლესია ერეტიკოსებად თვლიდა. ამიტომაც დასავლეთ ევროპაში შეიქმნა
ქრისტიანობის მრავალ, ერთმანეთის მოქიშპე რელიგიურ მიმდინარეობებად დაშლის
საშიშროება.
მდგომარეობა შეიცვალა ფრანკთა სამეფოს გაძლიერების შემდეგ, რომელმაც კარლოს
დიდის (742-814 წწ) დროს თავის უდიდეს ძლიერებას მიაღწია. იგი მოიცავდა თანამედროვე
საფრანგეთის, იტალიის, შვეიცარიის, ბელგიის, ნიდერლანდების, ლუქსემბურგის, ავსტრიის
ტერიტორიებსა და გერმანიის დიდ ნაწილს. კარლოსი დაინტერესებული იყო ერთიანი
რელიგიით თავის საბრძანებელში და მხარი დაუჭირა რომის პრეტენზიებს პირველობაზე
ქრისტიანულ სამყაროში. ჯერ კიდევ კარლოსის მამამ პიპინ მოკლემ რომის პაპს მიწები
უწყალობა ცენტრალურ იტალიაში, სადაც შეიქმნა პაპის საერო სახელმწიფო და თავის თავზე
აიღო მისი დაცვის ვალდებულება.
კარლოს დიდის ინიციატივით გატარდა საეკლესიო რეფორმა. მოხდა ყველა
ადგილობრივი საეკლესიო დადგენილებების დაკანონება, დამტკიცდა ბიბლიის ერთიანი
ტექსტი და საეკლესიო რიტუალების წესები. ჩამოყალიბდა სამრევლოების ქსელი,
რომლებზედაც მიმაგრებული იყო სახელმწიფოს მთელი მოსახლეობა. მნიშვნელოვანი
მხარდაჭერა მოიპოვეს მონასტრებმა, რომლებიც მოწოდებულნი იყვნენ, რომ გამხდარიყვნენ
ცოდნის შენახვისა და გადაცემის ცენტრები.
800 წ. რომის პაპმა ლეო III-მ კარლოს დიდს იმპერატორის გვირგვინი დაადგა.
თანამედროვეებმა ეს აღიქვეს როგორც რომის იმპერიის აღდგენა.
კორონაცია არ ნიშნავდა, რომ საეკლესიო ძალაუფლება საეროზე უფრო მაღლა იდგა.
იმპერატორის წოდება მიიჩნეოდა როგორც უმაღლესი ფეოდალურ იერარქიაში, ხოლო მისი
მატარებელი მიიჩნეოდა ქრისტიანული სამყაროს მეთაურად, ეკლესიის დამცველად და იმავე
დროს ეკლესიის მმართველად. კარლოსის დროს აბატები (მონასტრების წინამძღვრები) და
ეპისკოპოსები, ვასალურ ფიცს დებდნენ იმპერატორის წინაშე. ისინი ვალდებულებას
კისრულობდნენ, რომ მისი მოთხოვნით გამოიყვანდნენ სამხედრო რაზმებს, იზრუნებდნენ
იმპერატორის ქვეშევრდომთა სულიერ კეთილდღეობაზე.
843 წ. ფრანკების იმპერიამ შეწყვიტა არსებობა. იგი დაიყო კარლოს დიდის
შვილისშვილებს შორის სამ ნაწილად (აღმოსავლეთ ფრანკების, დასავლეთ ფრანკების
სამეფოებად და ლოთარინგიად).

8
იმპერიის დაცემამ შეასუსტა რომის საეკლესიო იერარქიის პოზიციები. ადგილობრივი
საეპისკოპოსოები ხელახლა აღმოჩნდნენ მრავალრიცხოვანი, ერთმანეთისადმი მტრულად
განწყობილი საერო ხელისუფალთა გავლენის ქვეშ. და მაინც, მიუხედავად ამისა, დასავლეთ
ევროპის კულტურული და რელიგიური ერთიანობა შენარჩუნებულ იქნა. დიდ როლს
თამაშობდა ის, რომ ყველგან საეკლესიო სამსახური სრულდებოდა ლათინურ ენაზე, ამავე
ენაზე წარმოებდა მიმოწერა მონარქებს შორის, დგებოდა სასამართლო დოკუმენტები,
მატიანეები.
ნორმანთა დაპყრობები. რომის საღვთო იმპერიის შექმნა. IX-X სს-ში დასავლეთ
ევროპამ ხალხთა დიდი გადასახლების ერთერთი უკანასკნელი ეტაპი გადაიტანა.
ამ პერიოდისათვის მცირე გამყინვარების პერიოდი დასრულდა, კლიმატური
პირობები ევროპაში, მათ შორის მის ჩრდილოეთ ნაწილში უფრო ხელსაყრელი გახდა
სამეურნეო საქმიანობისათვის. მოსახლეობის რაოდენობის ზრდამ სკანდინავიაში
თავისუფალი მიწების უკმარისობის პირობებში გამოიწვია ჩრდილოეთის ხალხების მძლავრი
ექსპანსია. მათ დასავლეთევროპელები იცნობდნენ ვიკინგების ან ნორმანების, ხოლო სლავები
ვარიაგების სახელწოდებით. განვითარების თვალსაზრისით ისინი გვაროვნულ ტომობრივი
წყობის დაშლის გვიანდელ საფეხურზე იდგნენ. განსაკუთრებულ როლს თამაშობდნენ
სამხედრო ბელადები _ კონუნგები. რამდენადაც მათ თავდაპირველად რაზმი ირჩევდა
(შემდეგში კონუნგების ძალაუფლება მემკვიდრეობითი გახდა), ამ წყობამ სამხედრო
დემოკრატიის სახელწოდება მიიღო.
სკანდინავების ტრადიციული საქმიანობა იყო მეთევზეობა და ვაჭრობა. მათ დიდ
წარმატებებს მიაღწიეს ზღვაოსნობის საქმეში. ვიკინგებმა მოახდინეს ისლანდიის
კოლონიზაცია, მათი ნამოსახლარები ნაპოვნი იქნა გრენლანდიაშიც.. ისინი ჩრდილოეთ
ამერიკის ნაპირებსაც აღწევდნენ. მაგრამ სკანდინავთა სამხედრო ბელადებისათვის უფრო
დიდ ინტერესს წარმოადგენდნენ სამხრეთით მდებარე მიწები.
მემატიანეები ნორმანთა პირველ ლაშქრობას ათარიღებენ 793 წლით, როდესაც
სკანდინავების რაზმმა გაძარცვა და გადაწვა მონასტერი ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთ
სანაპიროზე. შემდგეში მათმა თავდასხმებმა ევროპის ჩრდილოეთ და დასავლეთ
სანაპიროებზე გამუდმებული ხასიათი მიიღო. ვიკინგებმა ხმელთაშუა ზღვის ნაპირებსაც
მიაღწიეს.
ნორმანების განსაკუთრებით ძლიერ თავდასხმებს განიცდიდა აღმოსავლეთ ფრანკთა
სამეფო, რომელიც ძირითადად გერმანულ მიწებს მოიცავდა. იმავდროულად გერმანელთა
მიწებს თავს ესხმოდნენ უნგრელთა მომთაბარე ტომები, რომლებიც აქ, დუნაის დაბლობზე
სამხრეთ ურალის მთისწინეთიდან მოვიდნენ და თავდასხმებს აწყობდნენ ცენტრალურ
ევროპაზე. აღმოსავლეთიდან გაძლიერდა სლავურ ტომთა კავშირების ზეწოლა, რომლებსაც
ასევე თავისი მიწების გაფართოება სურდათ.
ასეთ პირობებში გერმანელი მსხვილი ფეოდალები იძულებულები იყვნენ
შერიგებოდნენ მეფის ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. მეფე ოტონ I-მა (936-973
წწ) საქსონური დინასტიიდან, გამეფდა რა აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოში, ეპისკოპოსებსა და
წვრილ რაინდობაზე დაყრდნობით, შექმნა ძლიერი არმია. 955 წ. მან დაამარცხა უნგრელები
ისე, რომ მათ თავდასხმების ხალისი დაუკარგა. სლავებმა დაკარგეს ბრანიბორი (შემდეგში
ბრანდენბურგი), თუმცა მათი მიწების დაპყრობა თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე
მხოლოდ XI ს-ში დასრულდა. დანიის კონუნგები იძულებულები გახდნენ გადასულიყვნენ
თავდაცვაზე და იუტლანდიის ნახევარკუნძულზე გამაგრდნენ.

9
მოიგერია რა შემოტევები გერმანულ მიწებზე, ოტონი ჩაერია იტალიელ ფეოდალებს
შორის კინკლაობაში. 962 წ. მისი ჯარები რომში შევიდნენ. პაპმა ოტონ I იმპერატორად
გამოაცხადა, ხოლო მისმა შექმნილმა იმპერიამ გერმანელი ხალხის რომის საღვთო იმპერიის
სახელწოდება მიიღო.
ოტონი, ისევე როგორც მემკვიდრეები, ოცნებობდა ერთიანი მსოფლიო ქრისტიანული
იმპერიის შექმნაზე. მაგრამ მისი ეს მისწრაფებები ეწინააღმდეგებოდა მსხვილი ფეოდალების,
ჰერცოგებისა და მთავრების მისწრაფებებს დამოუკიდებლობისაკენ. ახალმა იმპერიამ,
მართალია, 800 წელი იარსება, მაგრამ იგი ამორფული წარმონაქმნი იყო, რადგან ვერ გადაიქცა
რეალურ სამხედრო-პოლიტიკურ ძალად.
ამასობაში დანიის, ნორვეგიის, შვედეთის კონუნგების შეტევებს დასავლეთ ევროპაზე
თანდათანობით ძალა გამოეცალათ. მრავალი სამეფო სახლი უკვე ქირაობდა ვიკინგების
რაზმებს და მათ ფეოდალურ შინაომებში იყენებდა. X ს-ის დასაწყისში საფრანგეთის მეფემ
ნორმანდიის საჰერცოგო გადასცა ვიკინგების ერთერთ ხელმძღვანელს როლონს, რომელსაც
სანაპირო უნდა დაეცვა სხვა კონუნგების თავდასხმებისაგან.
ვიკინგების განსაკუთრებით დიდ წარმატებას წარმოადგენდა ინგლისის დაპყრობა.
ხშირმა ომებმა ადგილობრივ ფეოდალებს შორის დანიელ სამხედრო ბელადს კნუდს
საშუალება მისცა ხელთ ეგდო ინგლისის სამეფო ტახტი. შემდეგ ხელთ იგდო დანიისა და
ნორვეგიის სამეფო ტახტები და ისტორიაში შევიდა კნუდ დიდის (1016-1035 წწ) სახელით.
მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ მისი სახელმწიფო დაიშალა და ინგლისიც
განთავისუფლდა კონუნგთა ბატონობისაგან.
თანდათანობით სკანდინავიის ქვეყნებში, ისევე როგორც მთელს ევროპაში,
განვითარება იწყო ფეოდალურმა ურთიერთობებმა, გავრცელდა ქრისტიანობა. საერთო
სკანდინავური არქისაეპისკოპოსო დაარსდა 1103 წელს. სკანდინავიის ქვეყნების
დიდებულები დაუახლოვდნენ ცენტრალური ევროპის ფეოდალურ საგვარეულოებს და
მძარცველური თავდასხმები თანდათანობით შეწყდა.

არაბები, ისლამი და არაბთა დაპყრობები

გეოგრაფიული გარემო. ცხოვრების პირობები. არაბეთი აზიის უდიდესი


ნახევარკუნძულია, რომლის ფართობიც დაახლოებით 3 მლნ კვ. კმ-ია. იგი ფართობით
ევროპის მეოთხედის ტოლია. სამი მხრიდან მას ზღვები აკრავს: დასავლეთიდან წითელი ზღვა
და აკაბის ყურე, სამხრეთიდან არაბეთის ზღვა, ადენის ყურე და ბაბ-ელ-მანდების სრუტე,
ხოლო აღმოსავლეთიდან სპარსეთისა და ომანის ყურეები.

ნახევარკუნძულის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს ნეჯდის ზეგანი, რომელიც


ტერასებად ეშვება ზღვისაკენ. ნეჯდის სამხრეთით და ჩრდილოეთით გადაჭიმულია მშრალი
და უსიცოცხლო უდაბნოები, რომლებსაც ნახევარკუნძულის მესამედი უკავია. წლის ცხელ
დროს ქვიშის ვრცელი სტეპები მოკლებულია მცენარეულ საფარს. მხოლოდ ადგილადგილ
გვხვდება მწვანე ოაზისები, სადაც მიწიდან ამოსული წყაროების მახლობლად ხარობს
პალმები და ხეხილი.

10
განსაკუთრებით ცხელი და მშრალი კლიმატია რუბ-ელ-ჰალის (არაბულად - “სამყაროს
მეოთხედი სიცარიელე”) უდაბნოში, ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. წვიმა აქ
იშვიათობაა, ხშირია შემთხვევები, როცა აქ წვიმა სამი-ოთხი წლის განმავლობაში არ მოდის.
უდაბნო განსაკუთრებით საშიში ხდება ქარიშხალ სამუმის დროს. ჩვეულებრივ იგი ორი-სამი
საათის განმავლობაში ქრის, მაგრამ ამ დროს უდაბნო მოძრავი ქვიშის ტალღების ზღვად
იქცევა, ჰაერის ტემპერატურა 50 გრადუსს აღემატება, ხოლო ჰაერის ტენიანობა ნოლს
უტოლდება. ამ დროს ადამიანებს საშინელი ოფლიანობა, თავის ტკივილი და ღებინება
ემართებათ, რაც ზოგჯერ სიკვდილით მთავრდება. სამუმი განსაკუთრებით საშიშია ტრიალ
უდაბნოში. მოახლოებული ქარიშხლის გუგუნზე, ადამიანები წვებიან ქვიშაში და თავ-პირს
ტანისამოსით იფარავენ, ხოლო აქლემები თავს ქვიშაში მალავენ.

არაბეთის ნახევარკუნძულის მიწების დიდი ნაწილი მხოლოდ მესაქონლეობისათვის


თუ გამოდგება. ნაყოფიერი მიწების მასივები მხოლოდ ქვეყნის ჩრდილოეთსა და უკიდურეს
სამხრეთშია, მაგრამ აქაც მიწათმოქმედება მხოლოდ ხელოვნური მორწყვის პირობებშია
შესაძლებელი. სწორედ ამით აიხსნება არაბეთის ნახევარკუნძულის მოსახლეობის ორ
უთანასწორო ნაწილად - მომთაბარეებად და ბინადარ მიწათმოქმედებად დაყოფა.

მართლაც, ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის არაბეთის


ნახევარკუნძულზეც, მესაქონლეობა, არსებული ბუნებრივი პირობების გამო, არ იყო
დაკავშირებული მიწათმოქმედებასთან და მომთაბარე ხასიათს ატარებდა. ამიტომაც
არაბეთის შიდა ნაწილების მოსახლეობის უმრავლესობას, როგორც ახლა, ისე ძველ დროშიც,
წარმოადგენდნენ მომთაბარე არაბები - ბედუინები. სიტყვა “ბედუინი” წარმოსდგება უდაბნოს
სტეპების არაბული სახელწოდება “ბადია”-საგან. მომთაბარე არაბებს უწოდებდნენ “ბადავი”-
ს, რომლის მრავლობითის ფორმაა “ბადაუინი” ანუ “უდაბნოს მაცხოვრებელი”.

ბედუინები მისდევდნენ აქლემის მოშენებას და შედარებით ნაკლებად ჰყავდათ


ცხვარი, თხები და ცხენები (ეს ცხოველები, აქლემებისაგან განსხვავებით, უწყლობას დიდხანს
ვერ უძლებენ).

გაზაფხულის წვიმების დროს არაბეთის სტეპები და უდაბნოები მცენარეული საფარით


იფარებოდა, სადაც მომთაბარეები თავიანთ ჯოგებს აძოვებდნენ. ამ დროს აქლემები საკმაო
რაოდენობით იმარაგებდნენ წყალს. როცა სიცხე სპობდა მწვანე საფარს, ბედუინები ჯოგებს
წყლიანი ადგილებისაკენ - ჭებისა და წყალსატევებისაკენ მიერეკებოდნენ. არაბის ცხოვრება
განუყოფელი იყო მარჩენალი აქლემისაგან. აქლემის ხორცსა და რძეს იგი საკვებად ხმარობდა,
ბეწვისაგან ამზადებდნენ უხეშ ქსოვილსა და თექას, რომლითაც არაბები თავიანთ კარვებს
ხურავდნენ, ხოლო ტყავისაგან ტიკებს, ტომრებსა და ფეხსაცმელს ამზადებდნენ. აქლემი
ადვილად სძლევდა დიდ მანძილებს და შეეძლო უწყლოდ ერთი კვირის გაძლება. ამიტომაც
სრულიად დამსახურებულად უწოდებენ მას “უდაბნოს ხომალდს”. საინტერესოა, რომ
არაბებში სიტყვებს “აქლემი” და “სილამაზე” ერთი ფუძე აქვთ.

VII საუკუნეში არაბი ბედუინები ტომებად ცხოვრობდნენ. გვაროვნული


ორგანიზაციის ფუძეს წარმოადგენდა კარავი - ერთი ოჯახის საცხოვრებელი. კარვების ჯგუფი
შეადგენდა კლანს (კაუმი), ხოლო რამდენიმე კლანი ქმნიდა ტომს (კაბილა). ტომის სათავეში

11
იდგა არჩეული წინამძღოლი შეიხი (უხუცესი). ტომის ცხოვრება განსაზღვრული იყო ადათით
და წესებით, რომლებიც უხსოვარ დროს იყო დადგენილი და თაობიდან თაობებს
გადაეცემოდა. მაგალითად, ფართოდ იყო გავრცელებული სისხლის აღების წესი - მოკლული
ან დასახიჩრებული ბედუინის სისხლს მთელი ტომი იღებდა. არსებობდა მეტად მკაცრი წესი
- ახლადდაბადებულ გოგონებს ქვიშაში მარხავდნენ: ცხოვრება მეტად ძნელი იყო, ხოლო
გოგონა მომავალში გარკვეულ ზრუნვასა და ხარჯებს მოითხოვდა.

საძოვრები ტომებს შორის იყო დაყოფილი. მიწაზე კერძო საკუთრება მხოლოდ


სამხედრო ძალას ეფუძნებოდა. ტომებს შორის ხშირი იყო ომები საძოვრების გამო, რომელიც
ათეული წლობით გრძელდებოდა. თავდაპირველად საძოვრები მთელ გვარს ეკუთნოდა,
მაგრამ VII საუკუნისათვის უკვე გამოიყოფოდნენ მდიდარი საგვარეულოები, რომლებიც
ისაკუთრებდნენ მიწებს. ამ მდიდარი ოჯახების წევრთაგან ირჩეოდნენ ტომებისა და გვარების
ბელადები.

არაბეთის მოსახლეობის უმცირესობას შეადგენდნენ მიწათმოქმედნი, რომლებიც


სამხრეთ არაბეთში, ჩრდილოეთში და ოაზისებში ცხოვრობდნენ. აქ თესდნენ ქერს, აშენებდნენ
ვაზს, ფინიკის პალმას, ხეხილს. მოჰყავდათ არაბეთის ნახევარკუნძულის ფარგლებს გარეთ
საკმაოდ კარგად ცნობილი კულტურები: სამკურნალო მცენარე ალოე, სანელებლები,
საკმევლის ხე. მაგრამ ამ ადგილებშიც მიწათმოქმედება შეუძლებელი იყო ხელოვნური
მორწყვის გარეშე.

არაბებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ფინიკის პალმა. ნედლი და


გამშრალი ფინიკი საკვებად გამოიყენებოდა. კურკისაგან ამზადებდნენ ყავას, აჭმევდნენ
საქონელს, ფინიკის წვენისაგან ამზადებდნენ შაქარს და მათრობელა სასმელს. პალმის
ფოთლებსა და მერქანს სამშენებლო მასალად იყენებდნენ. არაბულ ენაში მრავალი სიტყვაა,
რომლებიც ფინიკის პალმის სხვადასხვა ნაწილებს აღნიშნავს და თვით კურკაზე არსებულ
თითოეულ ჩაღრმავებულ ადგილებსაც კი თავისი სახელი გააჩნია.

მიწათმოქმედ არაბთა ნაწილი, რომლებიც ქვეყნის სამხრეთში საქმიანობდა,


ძირითადად ცხოვრობდა ქალაქებში მარიბი, სანა, ნეჯრანი. აქ ყვაოდა ვაჭრობა და ხელოსნობა.
VI -VII სს. განსაკუთრებულ განვითარებას მიაღწია ტყავის დამუშავებამ, სამჭედლო საქმემ,
იარაღის დამზადებამ და მეთუნეობამ. ქალაქი ნეჯრანი განთქმული იყო ქსოვილებით.

სავაჭრო გზები. სამხრეთ და დასავლეთ არაბეთის სახელმწიფოები. მექა და მედინა.


უძველესი დროიდან სამხრეთ არაბეთზე გადიოდა მსოფლიო სავაჭრო გზები, რომლებიც
ერთმანეთთან აკავშირებდა აღმოსავლეთ აფრიკას, ინდოეთსა და წინა აზიას. ამ სავაჭრო
გზებზე აღმოცენდნენ უძველესი მონათმფლობელური სახელმწიფოები არაბეთის
ნახევარკუნძულზე - საბეის 650-115 წწ. ჩვ. წ-მდე), ნაბათეის (ჩვ. წ-მდე VI ს. – ჩვ. წ-ის 106 წ.)
და ჰიმიარიტების (115–525 წწ.). სამხრეთ არაბეთის განსაკუთრებით განვითარებულ რაიონს
წარმოადგენდა იემენი. უკვე ჩვ. წ.-მდე I ათასწლეულში აქ ვითარდებოდა მიწათმოქმედების
კულტურა, რომელიც ხელოვნურ მორწყვაზე იყო დაფუძნებული. იემენი წარმოადგენდა
შუამავალს ვაჭრობაში ხმელთაშუა ზღვის აუზსა და ეთიოპიასა და ინდოეთს შორის.
ინდოეთიდან საზღვაო გზით მომავალი ტვირთი იემენში გადაჰქონდათ აქლემებზე და

12
საქარავნო გზებით ეზიდებოდნენ სირიისა და პალესტინის სანაპიროზე. იემენიდან
ბიზანტიაში გაჰქონდათ საკმეველი, ალოე, სანელებლები და ა.შ.

VI ს-ში სავაჭრო გზების დაპატრონებისათვის ერთმანეთს შეეჯახა ბიზანტია და ირანი.


ბიზანტიელთა ცდა, რომ ეთიოპიელთა დახმარებით თავისი ბატონობა დაემყარებინა იემენში,
მარცხით დამთავრდა. 572 წელს იემენს ძლიერი სასანიდური ირანი დაეპატრონა.

სატრანზიტო ვაჭრობაში მეტად მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა დასავლეთ არაბეთს და


განსაკუთრებით მის ერთერთ ყველაზე განვითარებულ რაიონს – ჰიჯაზს. ეს იყო მთაგორიანი
ქვეყანა, რომელიც მდებარეობდა ნეჯდსა და წითელ ზღვას შორის. სწორედ აქ გადიოდა
იემენიდან ეგვიპტის, სირიისა და პალესტინისაკენ მიმავალი გზები. ამ გზაზე მთავარი
ტვირთსაბრუნავი პუნქტი იყო ქალაქი მექა, რომლის ძირითად მოსახლეობასაც ყურაიშების
ტომი წარმოადგენდა.

VI საუკუნეში და VII ს. დასაწყისში აქ გავრცელებული იყო მონათმფლობელობა. მექის


ყურაიშიტებს შორის უკვე იმ დროს გამოიყოფოდა დიდებულთა ჯგუფი – მდიდრები,
ვაჭრები, რომლებიც მონების ექსპლუატაციას ეწეოდნენ. მონები მწყემსავდნენ ჯოგებს,
ამუშავებდნენ მიწებს ოაზისებში, ან ხელოსნობას მისდევდნენ. მრავალი მექელი ვაჭარი
სატრანზიტო ქარავნებს ამარაგებდა აუცილებელი საქონლით და თვითონაც ვაჭრობდნენ
სირიასა და პალესტინასთან. მექელი ვაჭრები მონებითაც ვაჭრობდნენ.

გვაროვნულ არისტოკრატიას დამორჩილებული ყავდა არა მარტო მონები, არამედ


თავისი თანამოძმე ყურაიშებიც. განსაკუთრბით დამორჩილებული და დაბეჩავებული იყო
მექის მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც ყურაიშების ტომს არ ეკუთვნოდა. მათი
მდგომარეობა ოდნავადაც არ განსხვავდებოდა მონების მდგომარეობისაგან.

ამ დროისათვის მექაში ფუნქციონირებდა სახელმწიფო დაწესებულებები: უხუცესთა


საბჭო და ეთიოპიელი მონებისაგან შედგენილი პოლიცია. მექა წარმოადგენდა
მონათმფლობელობის უდიდეს ცენტრს არაბეთში.

მექელი მონათმფლობელები ვაჭრობდნენ ბედუინების ტომებთან, რომლებიც მექას


მიდამოებში მომთაბარეობდნენ და ცდილობდნენ მათ დამორჩილებას. ამ მიზნით ისინი
იყენებდნენ ქააბას ტაძარს. აქ იყო სახელგანთქმული შავი ქვა – არაბთა წმინდა რელიქვია.
ქააბას ტაძარს კუბის ფორმა ჰქონდა (აქედან მომდინარეობს სახელიც). ტაძრის ერთერთ
კედელში დატანებულია შავი ქვა (როგორც ირკვევა, მეტეორიტი), რომელსაც ყველა არაბი
თაყვანს სცემდა. დღემდე ეს ქვა არაბებისათვის უწმინდესი რამაა.. თითოეული მუსლიმანის
ოცნებაა, რომ სიცოცხლეში თუნდაც ერთხელ მოინახულოს მექა და თაყვანი სცეს მის
სიწმინდეებს, მათ შორის ქააბას შავ ქვას.

ბედუინების მექაში მოზიდვის მიზნით, ქააბის ირგვლივ დადგმულ იქნა არაბული


ტომების კერპები, ხოლო ტაძარში ქურუმებად მექელი მონათმფლობელები მსახურობდნენ.

ყოველ წელიწადს მექაში ეწყობოდა გაზაფხულის დღესასწაული, როცა


მომლოცველები მონაწილეობდნენ პროცესიებში ქააბის გარშემო, ხოლო შემდეგ
მიემართებოდნენ არაფატის წმინდა მთაზე, მექადან რამდენიმე კილომეტრის დაცილებით.

13
მეორე დღეს ისინი გადადიოდნენ მინას ველზე, სადაც იკრეჭდნენ თმებს და თავიანთ
ღმერთებს მსხვერპლს წირავდნენ. დღესასწაულის დროს იმართებოდა დიდი ბაზრობები,
როცა ბედუინები ჩამოდიოდნენ ქალაქში და მეცხოველეობის პროდუქტებს სხვადასხვა
საქონელზე ცვლიდნენ. მექას ბაზრობაზე შეიძლებოდა სირიული ქსოვილების, ჩინური
აბრეშუმის, შუშის ჭურჭლის, ლითონის ნაკეთობებისა და საჭურვლის, ხორბლისა და
ზეითუნის ზეთის შეძენა. დღესასწაულისა და ბაზრობის დროს, მექასა და მის შემოგარენში,
მყარდებოდა მშვიდობა, იკრძალებოდა ჩხუბი და შეიარაღებული შეტაკებები. ამ რელიგიურ
დღესასწაულებსა და ბაზრობებს მექელი ვაჭრებისათვის დიდი მოგება მოჰქონდა. ჰიჯაზის
მეორე უმსხვილესი ქალაქი იყო იასრიბი (მოგვიანებით მას მედინა ეწოდა). მექასაგან
განსხვავებით, რომელიც მთებით იყო გარშემორტყმული და ვაჭრობით ირჩენდა თავს,
იასრიბი მდებარეობდა მიწათმოქმედების ოაზისში. მოსახლეობას აქ მოჰყავდა ფინიკის
პალმა, თესდა ხორბალს. იასრიბის მოსახლეობის ნაწილი მისდევდა ვაჭრობასა და
ხელოსნობას.

IX-X სს. არაბი ისტორიკოსების მონაცემებით, იასრიბში, VII ს-ში ცხოვრობდა სამი
ებრაული და ორი კერპთაყვანისმცემელი არაბული ტომი.

როგორ მოხვდნენ ებრაული ტომები იასრიბში? ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ


ისინი იყვნენ იმ მიწათმოქმედთა ჩამომავლები, რომლებიც გამოასახლეს პალესტინიდან
იუდეის ომის დროს ჩვ. წ.-ის 66–73 წლებში. მოხდა ამ ებრაული ტომების არაბიზირება და VII
ს-ის დასაწყისისათვის მათ შენარჩუნებული ჰქონდათ მხოლოდ რელიგია, დანარჩენში ისინი
არაფრით არ განსხვავდებოდნენ არაბებისაგან. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ებრაელები
წარმოადგენდნენ იასრიბის მოსახლეობის ძირითად ნაწილს, მაგრამ შედეგ აქ სამხრეთ
არაბეთიდან გადმოსახლდა ორი არაბული ტომი – ბენუ აუსი და ბენუ ხაზრაჯი. ამ
კერპთაყვანისმცემელმა ტომებმა შეავიწროვეს აქ მცხოვრებნი და აიძულეს ისინი, რომ ქალაქის
ახალ კვარტალებში დასახლებულიყვნენ.

იასრიბის არაბულ ტომებში არ იყო ერთიანობა. 583 წლიდან აუსისა და ხაზრაჯის


ტომების ზედაფენებს შორის დაიწყო სასტიკი ბრძოლა ხელისუფლებისათვის, რომელიც VII
ს-ის ოციან წლებამდე გაგრძელდა.

ისლამური ცივილიზაციის საფუძველი. ისლამის რელიგიამდელი მონოთეიზმის


უდიდესი წარმომადგენელი იყო ვინმე მუსეილიმა, რომელიც თავს ერთი, ერთიანი ღმერთის
მოციქულად აცხადებდა. ერთღმერთიანობის მქადაგებელთა შორის გამოირჩეოდა მექაში
მცხოვრები, ვინმე ზეიდი, რომელიც ღიად გამოდიოდა კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ
და მოღვაწეობდა VII ს-ის დასაწყისში. მაგრამ ერთღმერთიანობის ქადაგებით განსაკუთრებით
გამოიჩინა თავი მუჰამედმა (570-632 წწ.), რომელმაც რელიგიური საფუძველი ჩაუყარა
მომავალ ისლამურ ცივილიზაციას.

მუჰამედი, მექაში დაბადებული და გაზრდილი, ეკუთნოდა ჰაშიმიანების


მცირერიცხოვან საგვარეულოს, რომელიც ყურაიშთა ტომს ეკუთვნოდა. (ჰაშიმიანების
საგვარეულომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არა მარტო მუჰამედის ცხოვრებაში, არამედ
არაბულ-მუსლიმანურ სახელმწიფოთ ისტორიაშიც. ჰაშიმიანებმა შექმნეს რამდენიმე

14
დინასტია, მათ შორის მექის შარიფებისა, X ს-დან 1924 წლამდე. ამ დინასტიის სხვა
წარმომადგენლები მართავდნენ ჰიჯაზს (1908–1925), ერაყს (1921–1958) და 1921 წლიდან
დღემდე განაგებენ იორდანიის ჰაშიმიანთა სამეფოს; ჰაშიმიანთა სხვა შტო X ს-დან მართავს
მაროკოს სამეფოს). მიუხედავად იმისა, რომ მუჰამედი ისტორიული პიროვნებაა, მისი
ცხოვრების შესახებ ჩვენ მეტად მწირი ცნობები გაგვაჩნია.

მუჰამედი პატივისცემით იყო გამსჭვალული იუდაიზმის და ქრისტიანობის, ე.ი. იმ


რელიგიების მიმართ, რომელთაც საღვთო წიგნები გააჩნდათ. ყურანში – ისლამის წმინდა
წიგნში, რომელშიც შესულია ის გამოცხადებები, ხილვები, რომელიც თითქოსდა ეგზავნებოდა
მუჰამედს, შესამჩნევია ორივე რელიგიის გავლენა. ამან თავისი გამოხატულება, პირველ
რიგში, ერთღმერთიანობაში ჰპოვა. მაგრამ მუჰამედი, რომელიც თავს ღვთის მოციქულად
აცხადებდა, თვლიდა, რომ იუდაიზმიცა და ქრისტიანობაც მხოლოდ წინამორბედები იყვნენ
ახალი რელიგიისა, რომელშიც ღმერთმა სრულად გამოხატა თავისი ნება, გააუქმა რა ბევრი
ისეთი რამ, რაც მოცემული იყო თალმუდში, ძველსა და ახალ აღთქმაში, ე.ი. წინამორბედ
რელიგიებში.

ყურანის დოგმატიკა ძალზედ უბრალოა. ხსნა მხოლოდ მათ ელოდებათ, ვისაც სწამს
ალაჰი და მისი მოციქული მუჰამედი, რომლის მეოხებითაც გადმოცემულ იქნა საღვთო
წერილი. ჭეშმარიტი მორწმუნენი თავის სიცოცხლეს ანდობენ ალაჰს. ისინი უნდა იყვნენ
სათნონი, მაღალი ზნეობისა, დანიშნულ დროს ასრულებდნენ ლოცვას, მარხულობდნენ და
სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა სალოცავად მოინახულონ წმინდა ადგილები მექაში. ყველა
მუსლიმანი ვალდებული იყო გაეცა მოწყალება, რადგან ამქვეყნიური კეთილდღეობა
უწმინდურია და მისით სარგებლობა შეიძლება მხოლოდ განწმენდით – ღმერთისადმი მათი
ნაწილობრივ დაბრუნებით – მოწყალების გაღების გზით. “თქვენ ვერ მიაღწევთ
ღვთისმოსაობას მანამდე, ვიდრე არ გაიღებთ მოწყალებას იქიდან, რაც გიყვართ”– ნათქვამია
ყურანში.

გარდა ამისა, მორწმუნენი მთლიანად უნდა დამორჩილდნენ ალაჰის ნებას:


“შესრულდება მხოლოდ ის, რაც ჩვენთვის წინასწარ განსაზღვრა ალაჰმა”. ეს აზრი, სხვადასხვა
ვარიაციებში, არაერთხელ გატარებული ყურანში, განამტკიცებს რწმენას ბედის
წინასწარგანსაზღვრულობის – ფატალიზმის შესახებ. მართალია, მოგვიანებით მრავალმა
მუსლიმანმა ღვთისმეტყველმა ეჭვსქვეშ დააყენა ეს დოგმატი და ყურანში ეძებდა მინიშნებებს
ადამიანის ნების თავისუფლების შესახებ. მაგრამ მასობრივ შეგნებაში ფატალიზმი
დამკვიდრდა საკმაოდ მტკიცედ, და მას სრულიად გარკვეული შედეგები ჰქონდა: ისლამური
ეთიკა, განსხვავებით, მაგალითად, კონფუციანური, კათოლიკური და მითუმეტეს
პროტესტანტული ეთიკისაგან, არ მოუწოდებდა ადამიანებს გარემომცველი სამყაროს
აქტიური გარდაქმნისაკენ, ამცირებდა ადამიანში ქმედითუნარიანობის საწყისებს. “ღმერთს
ვინც უნდა, იმას დააყენებს ჭეშმარიტების სწორ გზაზე, მის გულს გახსნის მორჩილებისადმი,
ვინც უნდა იმას გადაახვევინებს მცდარობისაკენ, მის გულს შეკუმშავს და შეზღუდავს… ყველა
მოქმედებს საკუთარი ნებით. ვისაც უნდა ირწმუნებს, ვისაც უნდა იქნება ურწმუნო”–
ნათქვამია ყურანში.

15
ყურანში განსხვავება მიწიერ ცხოვრებასა და ზეციურს შორის, არსებითად, არც ისე
დიდია, იმიტომ, რომ საიქიო ცხოვრება ხაზგასმით წარმოდგენილია როგორც ხორციელი,
მატერიალური. ეს განსაკუთრებით ეხება მუსლიმანურ სამოთხეს, რომელშიც მორწმუნეთ
ჭეშმარიტად ხორციელი სიამოვნება ელოდებათ. მაგრამ, ჰპირდრბოდა რა
მართლმორწმუნეებს სამოთხეში ცხოვრებას, ყურანს მხედველობაში მხოლოდ მამაკაცები
ჰყავს. ისლამი ქალს განიხილავს როგორც მდაბალ არსებას. «არ არის აუცილებელი ქალის
წინაშე ფიცის დადება, ვინაიდან ქალი არაა ადამიანი»-ო, ქადაგებს ყურანი. თვით ქალის
შექმნასაც კი ყურანი, ბიბლიისაგან განსხვავებით, ღმერთს კი არ მიაწერს, არამედ ანგელოზ
ჯაბრაილს (მთავარანგელოზი გაბრიელი), რომელმაც იგი ადამის ნეკნისაგან შექმნა
იმისათვის, რომ ადამმა «მასთან სიმშვიდე ჰპოვოს.»

ისლამი მუსლიმანებს ხუთ ძირითად მოვალეობას აკისრებდა: 1. ერთღმერთიანობის


და მუჰამედის სამოციქულო მისიის რწმენა, 2. დღეში ხუთჯერ ლოცვა (პარასკეობით დიდი
ლოცვა მეჩეთში), 3. რამაზანის თვეში (მთვარის კალენდრის მიხედვით მეცხრე თვე)
მარხულობა, რომლის დროსაც ჭამა მხოლოდ ღამე შეიძლება, 4. ქონებიდან გადასახადის
გადახდა (ზაქიათი), და 5. მოსალოცად (ჰაჯის შესასრულებლად) მექაში წასვლა (თუმცა ეს არ
იყო აუცილებელი და დამოკიდებული იყო ქონებრივ შესაძლებლობებზე).

მალე, მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ, ახალი რელიგიის ძირითად იდეებს


დაამატეს კიდევ ერთი, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ისლამის ცივილიზაციის
მთელს მომდევნო ისტორიაში. გარდა სხვა მოვალეობებისა, ყურანი მართმორწმუნეებს
წმინდათაწმინდა მოვალეობას – სარწმუნოებისათვის ომს (ჯიჰადს, ჰაზავათს) აკისრებდა.
მუჰამედისა და პირველი ხალიფების დროს ურწმუნოებად მხოლოდ კერპთაყვანისმცემლები
მიიჩნეოდნენ, ხოლო ქრისტიანებსა და იუდეველებს, როგორც საღვთო წიგნების მქონეებს,
უნარჩუნდებოდათ სარწმუნოება, თუ ისინი გადასახადს გადაიხდიდნენ.

რწმენა, რომ საღვთო ომი (ჯიჰადი), ისლამის გავრცელება იარაღით ხელში,


წარმოადგენს ყველა მორწმუნის რელიგიურ მოვალეობას, მოგვიანებით ფართოდ გავრცელდა.
ყურანში მართლაც არის ლაპარაკი “ურწმუნოთა გაჟლეტაზე”, მაგრამ მუჰამედი ისლამისადმი
ხალხის მოზიდვისას ლაპარაკობდა “ბრძნულ, კეთილ რჩევებზე”. მიუხედავად ამისა,
გაიმარჯვა კონცეფციამ, რომლის მიხედვითაც მუსლიმანებმა უნდა აწარმოონ ომი
ურწმუნოთა წინააღმდეგ მანამ, ვიდრე ისინი არ დამორჩილდებიან ისლამს. მუსლიმანები,
რომლებიც ასეთ ომში დაიღუპებიან, ავტომატურად ხვდებიან სამოთხეში. სწორედ მათი
მეშვეობით, ვინც რელიგიისათვის დებს თავს, მუსლიმანურ თემს (უმმა) თავისი ვალი
მთლიანად შესრულებულად შეუძლია ჩათვალოს.

გარდა სულიერი ჯილდოებისა, ეს იდეა ერთობ მიმზიდველი იყო მატერიალური


თვალსაზრისითაც: ბრძოლისა თუ ომის შედეგად მოპოვებული ნადავლის ოთხი მეხუთედი
ნაწილდებოდა ბრძოლის უშუალო მონაწილეთა შორის, ხოლო დანარჩენი ითვლებოდა
ღმერთის წილად და ურიგდებოდა ღარიბებს.

ისლამის რელიგიაში ორი მიმდინარეობაა - სუნიზმი და შიიზმი. სუნიზმის


მიმდევრები აღიარებენ ყურანს და სუნნას - წმინდა თქმულებებს, რომლებიც შედგება

16
მოთხრობებისაგან (ჰადისებისაგან) მუჰამედის ცხოვრების შესახებ. ამჟამად სუნიზმი
გავრცელებულია პაკისტანში, თურქეთში, ავღანეთში და არაბულ სახელმწიფოთა
უმრავლესობაში. შიიტები აღიარებენ ყურანს, მაგრამ უარყოფენ სუნნას, რომელსაც თავიანთ
თქმულებებს უპირისპირებენ. XVI ს-დან შიიზმი გახდა ირანის ოფიციალური რელიგია.
გარდა ამ მიმდინარეობებისა, ისლამში მრავალი სექტაც არსებობს.

ისლამური იმპერიის შექმნა. ისლამურმა ცივილიზაციამ ისლამის წარმოშობისთანავე


იწყო ჩამოყალიბება.

მუჰამედის ქადაგება პირველებმა ირწმუნეს მისმა ცოლმა ფატმამ, მისმა ბიძაშვილმა


ალიმ და ცნობილმა ვაჭარმა აბუ ბაქრმა, რომელმაც ახალი რელიგიის დამაარსებელს დიდი
დახმარება აღმოუჩინა. შემდეგ მას ერთგულების ფიცით შეჰფიცეს ქ. მედინას
მაცხოვრებლებმა, 630 წელს კი, მან ლაშქრით, რომელშიც ახალი სარწმუნოების მიმდევრები
შედიოდნენ, თითქმის უბრძოლველად აიღო არაბების მთავარი რელიგიური ცენტრი მექა. 632
წ., როცა მუჰამედი გარდაიცვალა, ისლამი ჯერ კიდევ არ იყო მთელს არაბეთში
გავრცელებული, მაგრამ მტკიცედ დამკვიდრდა მის ცალკეულ რაიონებში.

მოციქულის მემკვიდრედ – ხალიფად (ე.ი. რელიგიურ-პოლიტიკურ ბელადად)


არჩეულ იქნა აბუ ბაქრი, რომლის მმართველობის ორი წლის განმავლობაში გაერთიანდა
ყველა არაბული ტომი, თუმცა რელიგია იარაღის ძალით ვრცელდებოდა. შემდეგ ხალიფას
ტახტი დაიკავა მუჰამედის კიდევ ერთმა თანამებრძოლმა – ომარმა. მისი მმართველობის ათი
წელი გადაიქცა ბრწყინვალე სამხედრო გამარჯვებების პერიოდად ისლამური
ცივილიზაციისა, რომელიც ის-ის იყო იწყებდა თავის არსებობას. არაბებმა დაამარცხეს ორი
უძლიერესი სახელმწიფო - ბიზანტია და ირანი, რომლებიც აწარმოებდნენ ბრძოლას ახლო
აღმოსავლეთზე კონტროლის დაწესებისათვის. არაბებმა დაიპყრეს მესოპოტამია, სირია,
პალესტინა, დაიმორჩილეს ირანი, არაერთხელ (668, 673-678, 716-718 წწ) შემოარტყეს ალყა
კონსტანტინოპოლს. აღმოსავლეთისაკენ არაბებმა მიაღწიეს მდინარე ამუ-დარიას,
ჩრდილოეთ ინდოეთს, დასავლეთ ჩინეთს. დასავლეთით მათ მოახერხეს მთელი ჩრდილოეთ
აფრიკის დაპყრობა, პირენეის ნახევრკუნძულის დიდი ნაწილის ხელთგდება და შეიჭრნენ
გალიაში, სადაც 732 წ. პუატიესთან ბრძოლაში ფრანკებთან დამარცხდნენ.

არაბთა მიერ ამ მიწების დაპყრობის სისწრაფე და სიადვილე მთელი რიგი მიზეზებით


აიხსნებოდა. ბედუინები შესანიშნავი მეომრები იყვნენ, რადგან ცხოვრება უწევდათ
უდაბნოების სასტიკ პირობებში და გამობრძმედილები ტომებს შორის განუწყვეტელ
შეტაკებებში, თანაც ფანატიკურად სჯეროდათ, რომ ისინი აწარმოებდნენ წმინდა ომს
(ჯიჰადს) ურჯულოთა წინააღმდეგ. ამასთან, მათი სამხედრო წარმატებები ძლიერ არგუმენტს
წარმოადგენდა ისლამის სასარგებლოდ. ისლამის მიმდევართა რიცხვი სწორედ დაპყრობილი
ტერიტორიების მოსახლეობის ხარჯზე იზრდებოდა.

ისლამის იდეები უფრო მარტივი და ადვილად გასაგები იყო, ვიდრე ბიზანტიური


ქრისტიანობის ან ირანული ზოროასტრიზმის იდეები. და მათ სწრაფად აღიქვამდა
დაპყრობილი ტერიტორიების მოსახლეობა. თანაც ისლამში ჯერ კიდევ არ იყო
ჩამოყალიბებული რიგითი მორწმუნეებისაგან გამოყოფილი საეკლესიო იერარქიის გამოყოფა.

17
მოლა შეიძლებოდა გამხდარიყო ნებისმიერი მორწმუნე, რომელმაც ყურანი იცოდა. შარიათის
მკაცრი კანონებისადმი მორჩილება უფრო ნაკლებ ბოროტებად მოჩანდა, ვიდრე ბიზანტიელი
ან ირანელი მოხელეების თავნებობა. დაპყრობითი ომების დროს მრავალი მიწათმფლობელი
დაიღუპა ომში ან გადაიხვეწა სხვა ქვეყანაში. მათი სამფლობელოები ნაწილობრივ გადადიოდა
იმ საგლეხო თემების ხელში, რომლებმაც ისლამი მიიღეს. მიტოვებულ მიწებს ეპატრონებოდა
ხალიფა. ეს მიწები ძირითადად მუშავდებოდა მონების მიერ, რომლებსაც ხელთ იგდებდნენ
ომების და თავდასხმების დროს. გამაჰმადიანებას ხალიფების ეკონომიკური პოლიტიკაც
უწყობდა ხელს: მუსლიმანები ხაზინაში იხდიდნენ მხოლოდ მიწის გადასახადს (ხარაჯას) და
მეათედს ღარიბთა დასახმარებლად. ხოლო ისინი, ვინც საკუთარ რწმენას ინარჩუნებდა,
იხდიდა მიწის მაღალ გადასახადს (მოსავლის 1-დან 2 მესამედამდე) და სულადობრივ
გადასახადს -- ჯიზიას.

მეომარი არაბებს, ყოფილ ბედუინებს, უწოდებდნენ “უდაბნოს შვილებს”. მათ არ


ჰქონდათ მიწათმოქმედების ტრადიციები და არც პრეტენზიას აცხადებდნენ მასზე. ამიტომაც
ისინი სახლდებოდნენ ახალ ადგილებზე გამაგრებულ ბანაკ-გარნიზონებში, რომელთაგან
ზოგიერთი შემდეგში დიდ ქალაქად იქცა (მაგალითად, ბასრა მესოპოტამიაში). შემდეგ კი მათ
მიყვებოდნენ ქალაქად მცხოვრები არაბები, რომლებიც საკმაოდ მაღალი კულტურის
მატარებლები იყვნენ. ფეოდალ რაინდების ფენა, დასავლეთევროპულის მსგავსად, არაბეთში
ვერ ჩამოყალიბდა.

არაბთა სახალიფოს დაშლა. უზარმაზარი ისლამური იმპერია (თავდაპირველად მისი


დედაქალაქი იყო დამასკო, შემდეგ კი ბაღდადი), რომელიც თავბრუდამხვევი სისწრაფით
აღმოცენდა, ერთობ არამყარი შენაერთი აღმოჩნდა. სწრაფად აღმოცენებულ
სახელმწიფოებრიობას არ გააჩნდა ის ძალა, რომელიც შეძლებდა ეკონომიკურად და
კულტურულად განსხვავებულ რეგიონების ერთ მთლიანობაში გაერთიანებას.
ცენტრალიზებული ხელისუფლება სუსტდებოდა პოლიტიკური პირველობისათვის
სხვადასხა დაჯგუფებებს შორის მიმდინარე ბრძოლით. 750 წ. ცალკე სახალიფოდ გამოიყო
ესპანეთი. IX ს-ის დასაწყისში დამოუკიდებელი ხალიფატები აღმოცენდა მაროკოში,
ეგვიპტეში, ირანსა და შუა აზიაში. ამ რეგიონებში ხალიფას ნაცვლები – ემირები – თითქმის
დამოუკიდებელ მმართველებად იქცნენ. ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური რუკა
განუწყვეტლივ იცვლებოდა: ახალი სასულთნოები და ემირატები ხან იქმნებოდნენ და ხანაც
ქრებოდნენ, ადგილს უთმობდნენ ახალ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს, რომლებიც ასევე
არამყარ სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ. ხალიფები აგრძელებდნენ არსებობას, მაგრამ
სინამდვილეში მხოლოდ სასულიერო ძალაუფლებას ინარჩუნებდნენ.

ბაღდადის სახალიფოში, დაპყრობილ მიწებზე სამეურნეო წყობის ათვისების შემდეგ,


გამწვავდა საშინაო წინააღმდეგობები. ადგილობრივი დიდებულები, მიწათმფლობელები იმ
ტერიტორიებზე, რომლებიც სახალიფოში გაერთიანდნენ, მიიღეს რა ისლამის სარწმუნოება,
თანდათანობით აღმოჩნდნენ ახალი მმართველი ელიტის შემადგენლობაში. იგი გახდა
იმპერიის სამმართველო აპარატის ხერხემალი. ხალიფებმა დაიწყეს მიწებით მათთან
დაახლოებული პირების დასაჩუქრება, სამმართველოდ აძლევდნენ ფართო ტერიტორიებს
გადასახადების აკრეფის უფლებით. ეს პრაქტიკა განსაკუთრებით გავრცელდა ჰარუნ ალ

18
რაშიდის (786-809 წწ) მმართველობის წლებში, რომელზედაც შემორჩა მრავალი ლეგენდა,
გადმოცემული “ათას ერთი ღამის ზღაპრების” ციკლში.

გაძლიერებული ადგილობრივი დიდგვაროვნები ცდილობდნენ ცენტრალური


ხელისუფლების ზედამხედველობიდან განთავისუფლებას, ამჟღავნებდნენ სეპარატისტულ
მისწრაფებებს. მზარდი გადასახადები, რომლებიც მძიმე ტვირთად აწვებოდა მიწათმოქმედ
მოსახლეობას, ხშირად ხდებოდა გლეხებისა და მონების აჯანყების მიზეზი. ხშირად ისინი
რელიგიური დროშით ეწყობოდა.

შედარებით მცირე რაოდენობის არაბი მებრძოლები არ ყოფნიდა უზარმაზარი


სახელმწიფოს საზღვრების, სახელმწიფოში წესრიგის დაცვას, უცხო ტომებისაგან
თავდასხმებისაგან თავდაცვას. არაბთა არმიის შემადგენლობაში დაიწყეს დაქირავებულთა
მიღება, უფრო მეტად მომთაბარეთა ტომებიდან, რომლებმაც ისლამი მიიღეს. ესენი იყვნენ
ბერბერები ჩრდილოეთ აფრიკიდან და თურქები. ეს მეომარი მომთაბარე ტომი, რომელიც
ხალიფატის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობდა, თანდათანობით გადადიოდა
მიწათმოქმედებაზე, და იკავებდა მიწებს ირანის საზღვრების მახლობლად. X ს-ში თურქული
გვარდიის სარდალმა მიიღო ემირთა ემირის წოდება. XI ს-ში თურქები აჯანყდნენ და დაიკავეს
ქალაქი ბაღდადი. მათმა წინამძღოლმა მიიღო სულთანის, ანუ შაჰ-ინ-შაჰის (მეფეთა მეფის)
ტიტული. ხალიფას ძალაუფლება ნომინალური გახდა.

წინააღმდეგობებს არაბთა სახალიფოში თანახლდა რელიგიურ უთანხმოებათა ზრდა.

მუჰამედის გარდაცვალებისთანავე დაიწყო კამათი იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა


გამხდარიყო ხალიფა. ამან მუსლიმანთა შორის განხეთქილება გამოიწვია. ერთი ჯგუფი,
შიიტები, თვლიდნენ, რომ მხოლოდ მუჰამედის შთამომავალნი არიან ამ პოსტის ღირსნი.
ისინი, ვინც წმინდა წიგნად მიიჩნევდა არა მარტო ყურანს, არამედ სუნასაც, სუნიტები,
თვლიდნენ, რომ ხალიფა უნდა აერჩია მექის რელიგიურ თემს. ბრძოლა შიიტებსა და
სუნიტებს შორის, რაც დინასტიებს შორის კონფლიქტთან იყო დაკავშირებული, რომლებიც
ადგილობრივ დიდებულთა სხვადასხვა კლანებს წარმოადგენდნენ (მუჰამედის ჩამომავლები,
ომეიადები, აბასიდები), ხშირად შეიარაღებული ბრძოლის სახეს ღებულობდა. ხარაჯიტები,
გამომდინარე გვაროვნულ-ტომობრივი ტრადიციებიდან, ამტკიცებდნენ, რომ
მართლმორმუნეებმა ხალიფა მის წარმომავლობასთან დაკავშირებით ყოველგვარი
შეზღუდვის გარეშე უნდა აირჩიონო.

მოგვიანებით ისლამში სხვა მიმდინარეობებიც აღმოცენდა. მაგალითად, ისმაილიტებს


სჯეროდათ ახალი მოციქულის - მაჰდის მალე მოსვლა, რომელიც სამყაროს სისაძაგლისა და
უსამართლობისაგან გაანთავისუფლებდა. კარამიტების სექტა, რომელიც ახლოს იყო
ისმაილიტებთან ქადაგებდა საერთო საკუთრებას, ამტკიცებდა, რომ სიმდიდრისადმი
მისწრაფება ეწინააღმდეგებოდა ყურანს. სუფიტები მისდევდნენ ასკეტიზმს. ისინი ქმნიდნენ
განსაკუთრებულ, დევრიშთა საძმოს, რომლებიც მოწყალებით ცხოვრობდნენ და უარს
ამბობდნენ ამქვეყნიურ სიამოვნებაზე. მოთაზელიტები (მათი შეხედულებები ითვლებოდა
ერეტიკულად, მათ წიგნებს წვავდენენ) ითხოვდნენ საერო და სასულიერო ხელისუფლების
გაყოფას. ისინი თვლიდნენ, რომ ღმერთი ადგენს მხოლოდ ზნეობრივ კანონებს.

19
დაშლილი ხალიფატის ადგილზე, დროთა განმავლობაში, აღმოცენდნენ მსხვილი და
მძლავრი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები. ომაიანთა საგვარეულო შეცვალა აბასიანთა
დინასტიამ (750–1258), რაშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღოდათ სპარსელებს. არაბთა
პრივილეგიები დავიწყებას მიეცა, სპარსელები კი აღზევდნენ.

XVI ს-ში საფუძველი ჩაეყარა სეფევიდების მძლავრ სახელმწიფოს სპარსეთში და დიდ


მოღოლთა სახელმწიფოს ინდოეთში. არაბთა ხალიფატის ადგილზე აღმოცენდა და მის
მემკვიდრედ გამოაცხადა თავი მძლავრმა ოსმანთა იმპერიამ, რომელიც განაგრძობდა
დამპყრობლური პოლიტიკის გატარებას და XIX ს. შუა წლებამდე ევროპულ
სახელმწიფოთათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა.

ისლამური მეცნიერება და კულტურა. ისლამური ცივილიზაციის მეცნიერებამ და


კულტურამ, სახელმწიფოებრიობასთან ერთად, იწყო განვითარება. ხალიფატის დაშლამ მასზე
ვერ იმოქმედა უარყოფითად. პირიქით, X-XI სს-ში არაბულ-მუსლიმანურმა კულტურამ თავის
უმაღლეს განვითარებას მიაღწია. ფორმირდებოდა დოგმატიკა და ისლამური სამართალი,
ღვთისმეტველთა კამათი ეხებოდა რწმენისა და გონების, ნების თავისუფლებისა და
ბედისწერის საკითხებს; იქმნებოდა ნატიფი პოეზიის უმშვენიერესი ნიმუშები,
ფილოსოფიური და ისტორიული თხზულებანი, სამედიცინო ტრაქტატები, შრომები ქიმიაში,
ფიზიკასა და ასტრონომიაში. არაბებმა ევროპელებზე ადრე ისწავლეს ცეცხლსასროლი
იარაღის გამოყენება ევროპამ არაბთაგან გადმოიღო თვლის ათეული სისტემა, აგრეთვე მასთან
დაკავშირებული სიტყვები – “ციფრი”, “ალგებრა”, “ალქიმია”, “ტარიფი” და ა.შ.

მეცნიერების თითქმის ყველა დარგის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს


არაბმა მკლევარებმა. ევროპაში მათემატიკური ტერმინები ძირითადად არაბული წარმოშობის
სიტყვებისგან არის ნაწარმოები. გამოჩენილი პოეტები და მეცნიერები იყვნენ.:

 ნულოვანი ნიშნის პირველად გამომყენებელმა ხარეზმმა (780-850)


ალგებრის მეცნიერებას ჩაუყარა საფუძველი. პირველი წიგნიც მისივე შეთხზულია და
მას ასე ეწოდება: ალ-ჯაბრ ველ-მუკაბულე”.
 ტრიგონომეტრიისთვის საფუძვლის ჩამყრელი არაბი ბეთთანია (858-
929).
 სინუსის აღმომჩენიც მუსლიმანია.
 ტრიგონომეტრიული კატეგორიები აბულ-ვეფგამ (940-998) დაუტოვა
მსოფლიოს. ამ სფეროში სერიოზული თხზულებების ავტორია ნასირედინ ტუსი (1210-
1274).
 ნიუტონის აღმოჩენილი ცნობილი ბინომის ფორმულა და ალგებრაში
ომარ ხაიამის შემოტანილია.
 დიფერენციალური გამოთვლაც ნიუტონამდე საბით კურრმა (გარ: 901)
გამოიყენა.
 ათწილადების სისტემის აღმომჩენიც და ამის შესახებ პირველი წიგნის
ავტორიც ყოსედინ ჯამშია (გარდ: 1429).
 რიცხვი და სასვენი ნიშანი “მძიმე-ც” პირველად მუსლიმებმა გამოიყენეს.

20
 ცნობილი ნასირ ედ-დინ ტუსის მოწაფემ კუთბადინ შირაზიმ
დეკარტეზე 300 წლით ადრე ცისარტყელას მოვლენა სწორედ ახსნა.
 ატომში რომ დიდი ენერგია ძევს და მის გახლეჩვას ქ. ბაღდადს წაშლა,
რომ შეუძლია პირისაგან მიწისა, ჯერ კიდევ ჯაბირ იბნ ჰაიანმა თქვა (721-805).:
 სახელგანთქმული ასტრონომი ბირუნი (973-1048წ.წ.) - ზუსტად
განსაზღვრა დედამიწის მოცულობა. მან პირველმა გამოთქვა ვარაუდი მზის გარშემო
დედამიწის მოქცევისა და ღერძული ბრუნვის შესახებ. მისი ასტრონომიული
შეხედულებანი ძირითადად გადმოცემულია თხზულებაში ”მასუდის კანონი” ;
 ასევე ცნობილი ასტრონომები იყვნენ: ალ-ბაზიტი აბუ აბდ ალ-ლაჰ
მუჰამად იბნ ჯაბირ (858-929 წწ) , ალ-აბტტანი (958-929წ.წ.), აბუ-ლ-ვეფა (940-998წ.წ.),
იბნ-იუნუსი (Xს.-ის მეორე ნახევარი).
 მუჰამედ იბნ ზაქარია რაზიმ (864-925) აღმოაჩინა ისეთი დაავადებები
როგორიცაა წითელა, ქუნთრუშა. და პირველი ვაქცინაციაც არაბებმა ჩაატარეს.
 პირველად თვალის აგებულობის დაწვრილებითი სურათი მოგვცა
ოპტიკოსმა რან ალ-ჰეითემ. მან ლინზების შესახებ გამოკვლევები აწარმოა და ამ
კვლევამ კამერების შექმნას დაუდო საფუძველი.
 მეცნიერ-ენციკლოპედისტი იბნ სინა “ავიცენა“ (980 – 1037 წ.წ.) – მისი
მთავარი შრომაა ფილოსოფიური ენციკლოპედია, რომელიც მოიცავს ლოგიკას,
ფიზიკას, მათემატიკასა და მეტაფიზიკას. მან წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ გადამდებ
სნეულებებს რაღაც უჩინარი ორგანიზმები იწვევენ და დაავადებანი ჰაერისა და წყლის
საშუალებით ვრცელდება. უარყოფდა მოსაზრებას, თითქოს ფსიქიკურ დაავადებებს
ავი სულები იწვევდნენ. იბნ სინამ ზუსტად აღწერა მრავალი დაავადება. იგი დიდ
მნიშვნელობას ანიჭებდა ჰიგიენას და კვების რეჟიმს. შექმნა ახალი ფარმაცია. იბნ სინას
უმნიშვნელოვანესი სამედიცინო თხზულება ”სამკურნალო მეცნიერების კანონი”. მან
პირველმა განსაზღვრა სხვაობები ქოლერასა და ჭირს შორის; მან დაამკვიდრა
პირველად ტერმინი – „ეპილეფსია“. გაანალიზა სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები
მენინგიტისა, რომლის სამკურნალო საშუალებებიც თვითონვე შექმნა.
არგუმენტირებულად წარმოადგინა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ მრავალ დაავადებას
იწვევს ადამიანის ნეგატიური ემოციები. ავიცენას შეეძლო დიაგნოზი დაესვა და
ემკურნალა 2 000 დაავადებაზე. პაციენტის მკურნალობისას განსაკუთრებულ
ყურადღებას აქცევდა პაციენტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. თავის პაციენტებს
მიმართავდა შემდეგნაირად: „ჩვენ სამნი ვართ, მე, თქვენ და თქვენი დაავადება, რომელ
მხარესაც დადგებით ის მხარე გაიმარჯვებს“.
 ფირდოუსი, რომელმაც სახელი გაითქვა პოემით “შაჰ-ნამე” (“მეფეთა
წიგნი“).
 აბუ დულაფი მისარ იბნ მუჰალგილ ალ-ხაზრაჯი ალ-იანბუი – X
საუკუნის არაბი პოეტი, მოგზაური და მეცნიერი. იმოგზაურა ჩინეთში, ინდოეთში,
ირანსა და ამიერკავკასიაში. X საუკუნის 50-იან წლებში იყო თბილისში. ცნობილია აბუ
დულაფის ორი "რისალა" (წერილი, დღიური). პირველი აღწერს აბუ დულაფის
მოგზაურობას ჩინეთში, მეორე - ირანსა და ამიერკავკასიაში. საინტერესოა აბუ
დულაფის ცნობები ძვირფასი წიაღისეული სიმდიდრეების, მინერალური წყაროებისა

21
და სამკურნალო მცენარეების შესახებ. მეორე "რისალაში" აღწერილია X საუკუნის
თბილისი.
 იაკუბი, აბუ ლ-აბას აჰმად იბნ იაკუბი (გ. დაახლ. 897წ.) — არაბი
ისტორიკოსი და გეოგრაფი. ცნობილია მისი ორი თხზულება: გეოგრაფიული „ქითაბ
ალ-ბულდანი“ („ქვეყნების წიგნი“), რომელშიაც სხვა ქვეყნებთან ერთად
აღწერილია ამიერკავკასია, ჩამოთვლილია მისი მხარეები, მითითებულია მათ შორის
მანძილი; მეორეა ისტორიული „თარიხი“ („ისტორია“). მასში აღნუსხულია არაბთა
ლაშქრობანი ამიერკავკასიაში და სომხეთ-საქართველოს დაპყრობა; აჯანყებები არაბთა
წინააღმდეგ სომხეთში, ქართლსა და კახეთში; თბილისის ამირას განდგომა
სახალიფოსაგან და ბუღა თურქის ლაშქრობა (853წ.).
 მსოფლიოში ყველაზე ზუსტი კალენდარი. XI საუკუნის 80-იან წლებში
სპარსეთის სელჩუკი სულთნის — მალიქ შაჰის ბრძანებით ცნობილი მათემატიკოსის,
ასტრონომისა და პოეტის ომარ ხაიამის მეთაურობით საგანგებო კომისია შედგა,
რომელმაც სპარსეთისა და, ზოგადად, სელჩუკთა იმპერიისათვის ახალი კალენდარი
შექმნა. ეს კალენდარი 1079 წლის 15 მარტს ძალაში შევიდა. ვინაიდან კალენდარი მალიქ
შაჰის დავალებით შეიქმნა, მალიქ შაჰის საპატიო სახელის ჯალალ-ად-დინის
მიხედვით ჯალალ-ად-დინის კალენდარი ეწოდა. ამ კალენდარში წელიწადი 365
დღისაგან შედგებოდა, რომელსაც ყოველ 33 წლიან მონაკვეთში რვა ნაკიანი წელი (366
დღე) ჰქონდა. ჯალალ-ად-დინის კალენდარი ჩვენს თანამედროვე, გრიგორიანულ
კალენდარზე უფრო ზუსტია, ვინაიდან, თუ თანამედროვე კალენდარი ერთი დღე-
ღამის ცდომილებას ყოველ 3500 წელში იძლევა, ომარ ხაიამის კალენდარი ასეთ
ცდომილებას მხოლოდ 5500 წლის გასვლის შემდეგ გვაძლევს. მიუხედავად ასეთი
სიზუსტისა, ომარ ხაიამის კალენდარი თავის დროზე სპარსეთის გარეთ ფართოდ ვერ
გავრცელდა. მაინც საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ კალენდრის მეცნიერულ-
ასტრონომიული მონაპოვარი კაცობრიობისათვის სრულიად გამოუყენებელი როდი
დარჩა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ სპარსეთში XI საუკუნეში შექმნილ
და შემდგომში მივიწყებულ კალენდარს, ექვს საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ
მიმდევრები საფრანგეთში გამოუჩდნენ! საფრანგეთის დიდი რევოლუციის ხანაში,
როდესაც რევოლუციურმა ხელისუფლებამ წარსულთან სრული გამიჯვნა და ახალი,
რევოლუციური კალენდრის შექმნა გადაწყვიტა, მას საფუძვლად სწორედ ომარ ხაიამის
კალენდარი დაუდო.

მეცნიერების და კულტურის ასეთი სწრაფი აყვავება მრავალი მიზეზით აიხსნებოდა.


ჯერ ერთი, არაბთა საქალაქო ცხოვრება უკვე VII ს-ში ძალიან მაღალ დონეს აღწევდა: აქ
შემუშავდა სალიტერატურო ენა, ვითარდებოდა პოეზია და ორატორული ხელოვნება. მეორეც,
ხალიფატში ჩაერთვნენ უძველესი ტრადიციების მქონე კულტურის ცენტრები, რომლებმაც
ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს არაბთა სულიერ ცხოვრებაზე.

ალექსანდრიაში, სირიის ქალაქებში, არაბები ეცნობოდნენ ანტიკური ხელოვნებისა და


მეცნიერების შედევრებს. ბერძნულიდან არაბულ ენაზე თარგმანები ჯერ კიდევ VII ს-ის
მიწურულსა და VIII ს-ის დასაწყისში გაჩნდა. არაბული კულტურის აყვავებას ხელს უწყობდა
მისი ერთობ შემწყნარებლური დამოკიდებულება სხვისი ტრადიციებისადმი. განსაკუთრებით

22
პრივილეგირებულ მდგომარეობაში (ყოველ შემთხვევაში თავდაპირველად მაინც)
იმყოფებოდნენ ქრისტიანები და იუდეველები, რომელთაც არაბები “საღვთო წერილის ხალხს”
უწოდებდნენ. ამის შედეგად, ერთმაც და მეორემაც ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ ბერძნული
კულტურა და პირველყოვლისა ფილოსოფია, ხელმისაწვდომი გამხდარიყო არაბული
სამყაროსათვის. არაბები იმ უცხოელთაგან და სხვა სარწმუნოების ხალხთაგან, ვინც
კულტურის თვალსაზრისით მათზე მაღლა იდგა, არ თაკილობდნენ სწავლებას და
თანდათანობით გადააჭარბეს კიდეც მასწავლებლებს.

არაბულ სახალიფოში შექმნილი კულტურის ზემოქმედების სფერო და გავრცელების


არეალი, უაღრესად დიდი აღმოჩნდა. მან მოიცვა არა მარტო აღმოსავლეთის ქვეყნები, არამედ
დასავლეთ ევროპაც. ევროპული მედიცინა, გეოგრაფია და სხვა მეცნიერებანი ვითარდებოდა
არაბ მეცნიერთა შრომების ზეგავლენით. ევროპულ რაციონალიზმს მძლავრი ბიძგი მისცა
ებრაულმა, არაბულმა და სპარსულმა ფილოსოფოსებმა, რომლებიც კარგად იცნობდნენ
არისტოტელეს თხზულებებს. ევროპის საერო პოეზიამ, რომლის კერასაც სამხრეთ
საფრანგეთი წარმოადგენდა, შეითავსა სპარსული სასიყვარული ლირიკის ზოგიერთი
ტრადიციები.

ისლამური ცივილიზაცია, რომელმაც ძლიერი კულტურული ზეგავლენა მოახდინა


დასავლეთ ევროპაზე, მთელი შუა საუკუნეების მანძილზე და ნაწილობრივ ახალ დროშიც,
მნიშვნელოვან სამხედრო საფრთხეს წარმოადგენდა, რადგან აღმოსავლეთის სხვა
ცივილიზაციათა შორის მას ყველაზე შემტევი და აგრესიული პოზიციები ეკავა.

ჯვაროსნული ლაშქრობები და ინკვიზიცია

XI ს-ის ბოლოს ბიზანტიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. სამთავროებს


შორის შინაომებით დასუსტებულმა რუსეთმა ვეღარ შეაჩერა ყივჩაღები, რომლებმაც
დაიწყეს ბიზანტიის ჩრდილოეთი პროვინციების აოხრება. თურქებმა, რომლებმაც ხელთ
იგდეს ძალაუფლება ბაღდადის სახალიფოში, მიიერთეს ბიზანტიის მცირეაზიური
პროვინციების დიდი ნაწილი _ მცირე აზია, სირია და პალესტინა. ასეთ პირობებში,
მიუხედავად კონფლიქტისა რომის კათოლიკურ ეკლესიასთან, ბიზანტიის იმპერატორმა
ალექსი I-მა დახმარებისათვის რომის პაპს მიმართა. 1095 წ. პაპმა ურბან II-მ თავის მხრივ,
მოუწოდა ევროპის ქრისტიანებს გაენთავისუფლებინათ წმინდა მიწა (იერუსალიმი)
წარმართებისაგან. ლაშქრობის ყველა მონაწილეს, მათ შორის ქურდებსა და მკვლელებს,
რომლებიც განიბანებიან მდინარე იორდანეს წყლებში, პაპი პირდებოდა ცოდვების
მიტევებას.
პირველები ჯვაროსნულ ლაშქრობაში 1096 წ. დაიძრნენ უღარისები გლეხობის,
ქალაქელებისა და უმიწაწყლო რაინდების ბრბოები. კონსტანტინოპოლისაკენ მიმავალ
გზაზე, ჯვაროსნები იმ იმედით, რომ მათ მაინც შეუნდობდნენ ცოდვებს, ძარცვავდნენ და
აჩანაგებდნენ უნგრეთს, ბულგარეთს, ბიზანტიის პროვინციებს. მათი ცუდად
შეიარაღებული, არაორგანიზებული ბრბოები თურქულმა ჯარებმა ადვილად გაანადგურეს.

23
ჯვაროსანთა ძირითადმა ძალებმა, რომლებსაც სათავეში საფრანგეთისა და
ფლანდრიის დიდგვაროვნები ედგნენ, 1097 წ. მიაღწიეს მცირე აზიას. თურქებმა
წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ფანატიკურად განწყობილ მძიმედ შეიარაღებულ რაინდებს.
ჯვაროსნებმა შეძლეს მცირე აზიის მნიშვნელოვანი ნაწილის ხელთგდება, იერუსალიმის
და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქალაქების მნიშვნელოვანი ნაწილის
დაპყრობა. მაგრამ ყველა მიწა არ დაუბრუნეს ბიზანტიას: ამ მიწებზე ჯვაროსნებმა შექმნეს
თავიანთი სახელმწიფოები _ იერუსალიმის სამეფო, ედესის საგრაფო, ანტიოქიის
სამთავრო და ტრიპოლის საგრაფო.
ჯვაროსნებს სურდათ თავიანთი სამფლობელოების გაფართოება, კერძოდ სურდათ
ეგვიპტის დაპყრობა. მათ დამრტყმელ ძალად იქცა რაინდთა ორდენები
(ჰოსპიტალიერების ან იოანიტების; ტამპლიერების ანუ ტაძროსნების; წმინდა ქალწულ
მარიამისა ანუ ტევტონების ორდენები).
ორდენების წევრები ფიცს დებდნენ, რომ არ შეირთავდნენ ცოლს, უარს ამბობდნენ
სიმდიდრეზე და რომ იქნებოდნენ მორჩილნი. ორდენების შექმნამ უზრუნველყო რომის
კათოლიკური ეკლესია საკუთარი, კარგად ორგანიზებული შეიარაღებული ძალით და
შესაძლებელი გახადა ფეოდალთა უმცროსი შვილებისათვის (უმიწაწყლო
რაინდებისათვის) დასაქმების სფეროს გამოძებნა.
სულ 1096-1270 წლებში მოეწყო შვიდი ჯვაროსნული ლაშქრობა მცირე აზიისაკენ,
მაგრამ ჯვაროსნებმა ახალი წარმატებები ვერ მოიპოვეს. პირიქით, XIII ს-ის
მიწურულისათვის თურქებმა და ეგვიპტის სახალიფომ უკან დაიბრუნეს წმინდა მიწა.
ამის მიზეზი იყო განხეთქილება ევროპელ ფეოდალებს შორის, აგრეთვე კონფლიქტი
ჯვაროსნებსა და ბიზანტიას შორის. მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს (1202-1204
წწ) ჯვაროსნები ჩაერივნენ ბიზანტიაში მიმდინარე ხელისუფლებისათვის ბრძოლაში,
ხელთ იგდეს და გაძარცვეს კონსტანტინოპოლი. მის ნანგრევებზე აღმოცენდა
კათოლიკური ლათინთა იმპერია. ბიზანტიის მართლმადიდებლური მიწები, რომლებმაც
თავიდან აიცილეს დაპყრობა, გაერთიანდნენ. ხანგრძლივი ომის შემდეგ მათმა ჯარებმა
1261 წ. განდევნეს ჯვაროსნები კონსტანტინოპოლიდან. მაგრამ უთანაბრო ომის თავიდან
აცილების მიზნით ბიზანტიის იმპერატორი მიხეილ VIII პალეოლოგი (1258-1282 წწ)
დათანხმდა 1274 წ. ხელი მოეწერა უნიისათვის მართლმადიდებლურ და კათოლიკურ
ეკლესიებს შორის და აღიარა პაპის უზენაესობა საეკლესიო საქმეებში.
პაპის მიერ ჯვაროსნული ლაშქრობების ორგანიზება ხდებოდა არა მარტო
აღმოსავლეთისაკენ. მის ობიექტებად იქცნენ თვით ევროპის ქვეყნები, სადაც ფართოდ
იყო გავრცელებული ე.წ. ერესები. XIII ს-ის პირველ მესამედში რამდენიმე ჯვაროსნული
ლაშქრობა მოეწყო საფრანგეთის სამხრეთში. აქ მოკლულთა რიცხვი რამდენიმე ათეულ
ათას კაცს აღემატებოდა. ქალაქები, რომლებიც ერესების გამავრცელებლად ითვლებოდა,
მიწასთან იქნა გასწორებული.
რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ჯვაროსნული ლაშქრობები მოაწყო ფინეთსა და
ბალტიისპირეთში, სადაც ტყეებსა და ჭაობიან ადგილებში ცხოვრობდნენ პრუსების,
ესტების, ლივების, ფინელებისა და კორელას ტომები, რომლებიც წარმართულ რწმენას
მისდევდნენ. 1200 წ. რომმა გამოაცხადა ჯვაროსნული ლაშქრობა ამ მიწებზე კათოლიკობის
გასავრცელებლად. პაპის მოწოდებას მოწონებით შეხვდნენ გერმანელი რაინდები და შვედი
ფეოდალები, რომლებსაც ახალი მიწების ხელთგდება უნდოდათ. მათვე მხარს უჭერდა
გერმანიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქების ვაჭრები, რომლებსაც სურდათ
ბალტიისპირეთში სავაჭრო მონოპოლიის ხელთგდება.

24
1201 წ. გერმანელებმა დააარსეს ქალაქი რიგა, რომელიც მათი ექსპანსიის საყრდენი
პუნქტი გახდა. 1202 წ. პაპმა მოიწონა აქ მახვილოსანთა ორდენის დაარსება, რომელმაც
ათი წლის მანძილზე დაიპყრო ბალტიისპირეთის ტომები და შეუტია რუსულ
სამთავროებს.
ასეთ პირობებში რომის პაპმა გრიგოლ IX-მ პრუსების მიწები უწყალობა ტევტონთა
ორდენს. ეს ორდენი დააარსეს 1128 წ. გერმანელმა რაინდებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ
პალესტინის ჯვაროსნულ ლაშქრობებში. მალე ტევტონთა ორდენი და მახვილოსანთა
ორდენი გაერთიანდნენ და შექმნეს ლივონიის ორდენი, რომელმაც დაიწყო შეტევა
რუსული სამთავროების (ფსკოვი, ნოვგოროდი) დასაპყრობად, მაგრამ 1242 წ. ნოვგოროდის
მთავარმა ალექსანდრე ნეველმა იგი სასტიკად დაამარცხა და ორდენი იძულებული გახდა
დაზავებოდა ნოვგოროდის სამთავროს.
ოპოზიციასთან ბრძოლის მნიშვნელოვან იარაღად იქცა ინკვიზიცია. იგი
დაწესებულ იქნა 1233 წ. პაპის ბულას მიღების შემდეგ, რომელიც წმ. დომინიკის ორდენის
წევრებს ავალდებდა ერეტიკოსების დევნას. ინკვიზიტორებს უფლება ჰქონდათ
გამოევლინათ, ეწამებინათ და გაესამართლებინათ ისინი. გასამართლებულებს ჩვეულებრივ
კოცონზე წვავდნენ. ინკვიზიციის არსებობის მანძილზე, მის მიერ სიკვდილით დასჯილთა
რაოდენობა, ყველაზე მცირე გამოთვლით, რამდენიმე ასეულ ათას კაცს შეადგენდა.
ინკვიზიცია ასამართლებდა ადამიანებს, რომლებსაც ბრალი ედებოდა ერეტიკული
აზრების გავრცელებაში, რომლებიც საეკლესიო დოგმებს ეწინააღმდეგებოდა, ადამიანებს,
რომლებიც ეკლესიის მიერ აკრძალულ სექტებს მიეკუთვნებოდნენ, ვისაც ჯადოქრობასა
და ალქაჯობაში სდებდნენ ბრალს. დაპატიმრების საფუძველს ხშირ შემთხვევაში
წარმოადგენდა დასმენა, როგორც წესი, ცრუ. მაგრამ წამებით ინკვიზიტორები თავიანთ
მსხვერპლს აიძულებდნენ “ეღიარებინა” დანაშაული, რაც შემდეგ იძლეოდა სასიკვდილო
განაჩენის გამოტანის საშუალებას. განსაკუთრებული ეჭვის თვალით უყურებდნენ სხვა
სარწმუნოებების _ იუდაიზმის, მუსლიმანების წარმომადგენლებს, მაშინაც კი, როდესაც
ეს სარწმუნოებები ოფიციალურად არ იყო აკრძალული.
ინკვიზიცია, რომელიც მხოლოდ რომის პაპის ძალაუფლებას აღიარებდა, არ
ემორჩილებოდა ადგილობრივ ეპისკოპოსებს, რომლებიც ასევე ინკვიზიციის
ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ. ეს კი ნიშნავდა პაპის კონტროლის გაძლიერებას
საეკლესიო ცხოვრებაზე. იმავდროულად შემოღებულ იქნა ინდულგენციების (სიგელი
ცოდვების შენდობის შესახებ) გაყიდვის პრაქტიკა, რომელიც საეკლესიო შემოსავლების
მნიშვნელოვან წყაროდ იქცა.
ახალი პოლიტიკის თეორიულ საფუძველს წარმოადგენდა დომინიკანელთა
ორდენის თეოლოგის თომა აქვინელის (1224-1274 წწ) შრომები, რომლის შეხედულებებიც
ოფიციალურად იქნა მოწონებული რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ.
თომა აქვინელი უპირველესად უმაღლეს რამედ მიიჩნევდა ღვთის ნებას, რომელიც
სამყაროს მართავდა. მის გამოვლინებას იგი ხედავდა კანონებში, რომლებსაც ადამიანი
აღიქვამს როგორც ბუნებითს (მორალის ნორმები, წარმოდგენები სამართლიანობის
შესახებ). საერო ხელისუფლების მიერ დაწესებული კანონები, თომა აქვინელის აზრით,
შეიძლება განსხვავდებოდეს ბუნებითისაგან, თუმცა თითოეულ ხელისუფლებას იგი
ღვთისაგან ბოძებულად განიხილავდა. მაგრამ იგი იმასაც აღნიშნავდა, რომ ღვთისაგან
ბოძებული ხელისუფლება შეიძლება საერო მმართველმა ბოროტად გამოიყენოსო. ასეთ
შემთხვევაში, თვლიდა თომა აქვინელი, ადამიანებს უფლება აქვთ არა მარტო აღსდგნენ

25
უღირსი მმართველის წინააღმდეგ, არამედ ვალდებულებიც არიან დაუპირისპირდნენ მას
ღვთიური კანონებისა და სამართლიანობის აღსადგენად.
ბოროტი განზრახვების გამოვლენის შესაძლებლობას შუა საუკუნეების ეს თეოლოგი
უკავშირებდა სატანის ხრიკებს, რომლის არსებობაშიც ქრისტიანებს ეჭვი არ უნდა
შეეტანათ.
ათეისტები, ერეტიკოსები, ცუდი მმართველები მის მიერ განიხილებოდნენ როგორც
ბნელეთის მმართველის მსახურები. სწორედ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში ხედავდა თომა
აქვინელი ეკლესიის უპირველეს დანიშნულებას. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ იგი უარყოფდა
რწმენის თავისუფლებას. ადამიანის რწმენისაკენ შემობრუნება ეკლესიის მოვალეობას
შეადგენდა. ის ცოდვებს მიუტევებდა მათ, ვინც ინანიებდა ამ ცოდვებს და ინკვიზიციის
საშუალებით სჯიდა იმ ადამიანებს, ვინც ჯიუტად იცავდა თავის შეხედულებებს.

მონღოლები და მონღოლთა ლაშქრობები

ჩინგიზ ყაენის სახელმწიფოს აღმოცენება. ხალხთა დიდი გადასახლების პერიოდში


მონღოლურენოვანი ტომები ცხოვრობდნენ ტყიან ზოლში, ბაიკალის ტბიდან
ამურისპირეთამდე. მათ ძირითად სამეურნეო საქმიანობას თავდაპირველად
წარმოადგენდა ნადირობა და მეთევზეობა. თანდათანობით, კლიმატური პირობების
გაუარესებასთან ერთად, ისინი გადადიან მესაქონლეობაზე და იწყეს მიმდებარე სტეპების
ათვისება და იქ მცხოვრებ მომთაბარე ტომების ასიმილირება.
XII ს-ში მონღოლებში შენარჩუნებული იყო გვაროვნულ-ტომობრივი წყობის
მრავალი ნიშანი. ტომის ცხოვრების ძირითად საკითხებს წყვეტდა ყურულთაი _ ტომის
დიდგვაროვან უხუცესთა საბჭო. იგი ირჩევდა მხედართმთავარს (ნოიონს), რომელსაც
ემორჩილებოდა ნუქერების (მეგობრების) რაზმი, რომელიც ტომს იცავდა ხშირ
შეტაკებებში საძოვრების გამო, ან აწყობდა თავდასხმებს მეზობელ ტომებზე.
საძოვრები და სანადირო სავარგულები ითვლებოდა ტომის საერთო საკუთრებად.
იმავე დროს, საქონლის დიდი ნაწილი ეკუთვნოდა ტომის წარჩინებულებს, ბელადებს.
რიგითი მეთემეები (არატები), რომლებსაც საკუთარი თავის გამოკვების საშუალება არ
გააჩნდა, თანდათანობით ვარდებოდნენ სავალო დამოკიდებულებაში წარჩინებულთაგან,
ვალებს იხდიდა სხვადასხვა სამუშაოების შესრულებით. გამოიყენებოდა მონების
შრომებიც _ ტყვეებისა, რომლებიც სხვა ტომებთან შეტაკებებისას, ან დარბევების დროს
აიყვანეს ტყვეებად. მონღოლები ცხოვრობდნენ და მომთაბარეობდნენ მთელი ტომებით.
სადგომებზე ქმნიდნენ თექის კარვებისაგან გამაგრებულ ბანაკს, რომლის შუაშიც იდგა
გვარის ბელადის კარავი. ტომების მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად მათ
დაიწყეს დიდ ოჯახებად დაყოფა და აილებად (“აილ” _ “დიდი ოჯახი”) ცხოვრება.
ტომთა კავშირები, რომლებსაც სათავეში ედგა ბელადი (ხანი), ხშირად ომობდნენ
ერთმანეთში. დამარცხებულები უნდა დამორჩილებოდნენ გამარჯვებულებს და უნდა
დაედოთ თავისებური ვასალური ფიცი. თანდათანობით ყალიბდებოდა ტომების მსხვილი
გაერთიანება (ულუსი), რომლის ნოიონებიც აწყობდნენ თავდასხმებს ჩინეთზე. ერთერთი
ულუსის ბელადმა თემუ ჩჟინმა (1155-1227 წწ), რამდენიმე წარმატებული შეტაკების შემდეგ,
თავის ძალაუფლების ქვეშ გააერთიანა მონღოლ ტომთა კავშირები. 1206 წ. ხანების
ყურულთაიმ იგი ჩინგიზ ყაენად (ძლიერთა მბრძანებლად) გამოაცხადა. ჩინგიზ ყაენის

26
კანონებმა (იასა) განამტკიცა გვაროვნულ-ტომობრივი წყობის დაშლის ბოლო ეტაპის
წესები, საზოგადოებას მისცეს სამხედრო ორგანიზაციის ხასიათი.
ადმინისტრაციულ ერთეულებად გადაიქცა “ათეულები”, “ასეულები”,
“ათასეულები” და “თუმენები”, ე.ი. აილების გაერთიანებები, რომლებსაც შესაბამისად
გამოყავდათ 10, 100, 1000, 10000 მეომარი. ყოველ ათ თექის კარავს (ოჯახს) უნდა გამოეყვანა
სამი მეომარი და ლაშქრობის დროს ისინი მოემარაგებინა სურსათ-სანოვაგით. იარაღი
ითვლებოდა საერთო საკუთრებად და გაიცემოდა მარტო სამხედრო ლაშქრობების დროს.
მეომრები საზღაურს არ იღებდნენ, მაგრამ შეეძლოთ ნადავლიდან წილის მიღება.
მხედართმთავრები, ძირითადად წარჩინებულთაგან, იმავდროულად განაგებდნენ აილების
საქმეებსაც. გადასვლა ერთი ტუმენიდან მეორეში აკრძალული იყო, სვაგვარად რომ
ვთქვათ, თითოეული გაერთიანება ერთი ტომის წარმომადგენელთაგან შედგებოდა.
ჩინგიზ ყაენის კანონებში დიდი ადგილი ეთმობოდა ვაჭრობის უსაფრთხოებას.
სასტიკი სასჯელი იყო დაწესებული ქარავანთა ძარცვისათვის.
ჩინგიზ ყაენის დაპყრობები. 1207-1209 წწ. მონღოლებმა დაიმორჩილეს ტომები,
რომლრბიც ცხოვრობდნენ ენისეის დაბლობსა და აღმოსავლეთ თურქესტანში (ბურიატები,
იაკუტები, უიღურები, ტუნგუსები). მათვე დაამარცხეს თანგუთის სამეფო ჩრდილო-
დასავლეთ ჩინეთში. 1211 წ. მონღოლთა ძირითადმა ძალებმა, გადაიარეს რა გობის უდაბნო,
შეიჭრნენ ჩინეთში, რომლის მდგომარეობაც იმ დროისათვის არ იყო სახარბიელო და
ხელს უწყობდა მის დაპყრობას.
ჩინეთმა მხოლოდ VIII ს-ისათვის შეძლო კრიზისის შედეგების გადალახვა,
რომელმაც იგი ხალხთა დიდი გადასახლების პერიოდში მოიცვა. 754 წ. მოსახლეობის
აღწერის შედეგების მიხედვით ქვეყანაში ის-ის იყო აღსდგა გადახდისუნარიანი
მოსახლეობის რაოდენობა, რაც იმ დროს 52, 88 მლნ კაცს შეადგენდა. ვითარდებოდა
მეცნიერება და ტექნიკა. გამოგონილ იქნა ქსილოგრაფია _ წიგნების ბეჭდვა გრავირებული
დაფებიდან. მსოფლიოში სახელი გაითქვა ჩინურმა ფაიფურმა. აღმოცენდა სახელმწიფოს
კუთვნილი მსხვილი სახელოსნოები, რომელთაგან ზოგიერთში 500-დე კაცი მუშაობდა. X
ს-ში გამოყენებულ იქნა კომპასი, რომელიც სულ მალე ცნობილი გახდა არაბი
ვაჭრებისათვის, ხოლო მათი მეშვეობით ევროპელებისათვის. XI ს-დან დაიწყეს დენთის
გამოყენება.
იმავე დროს ერთიანი, ცენტრალიზებული წესით მართული იმპერიის აღდგენასთან
ერთად (იგი იწოდებოდა მმართველი დინასტიის მიხედვით, 618-დან 907 წლამდე, ტანის
იმპერიად, 960 წლიდან 1279 წლამდე _ სუნის იმპერიად) აღორძინდა ჩინეთისათვის
ტრადიციული პრობლემებიც. პროვინციების მმართველ ნაცვალთა, მოხელეთა,
თვითნებობა, გლეხობისაგან მზარდი გადასახადების აკრეფა, რომლებიც ვარდებოდნენ
მევახშეთა დამოკიდებულებაში და მსხვილი მიწათმფლობელობის ზრდა იყო გლეხთა
ხშირი აჯანყებების მიზეზი. მათ თან ერთვოდა მომთაბარეთა და მანჯურელ ტომთა
თავდასხმები.
XII ს-ში ჯურჯენების მანჯურელთა გაძლიერებულმა ტომმა დაიწყო ომი ჩინეთის
წინააღმდეგ. იგი წარუმატებლად მიმდინარეობდა სუნ-ის იმპერიისათვის, რომელმაც 1142
წ. აღიარა თავისი ტერიტორიების დაკარგვა მდინარე იანძის ჩრდილოეთით და
გამარჯვებულთათვის ხარკის გადახდა იკისრა.
მაგრამ ჩრდილოეთ ჩინეთის დამპყრობთა ძალაუფლება, სადაც ჯურჯენებმა თავისი
სახელმწიფო შექმნეს, არ იყო მყარი. იგი დასუსტებული იყო გლეხთა აჯანყებებით,

27
ადგილობრივ დიდებულთა უკმაყოფილებით. და მაინც სუნ-ის იმპერიის მცდელობა, რომ
დაებრუნებინა დაკარგული მიწები, მარცხით დამთავრდა.
ჯურჯენებმა, რომლებიც არ სარგებლობდნენ ადგილობრივი მოსახლეობის
მხარდაჭერით, ვერ შეძლეს მონღოლების წინააღმდეგ მოსახლეობის დარაზმვა. დაიპყრო
რა სახელმწიფო ცზინის ცენტრალური პროვინციები, ჩინგიზ ყაენი 1216 წ. დიდძალი
ნადავლით დაბრუნდა მონღოლეთში და თან დიდი რაოდენობით ტყვეები წაიყვანა. მათ
შორის იყვნენ ის ხელოსნებიც, რომლებმაც იცოდნენ საალყო მანქანების დამზადება..
1218 წ. მონღოლებმა დაიწყეს ლაშქრობა შუა აზიაზე, რომლის დიდი ნაწილიც XIII
ს-ის დასაწყისში შედიოდა ხორეზმის სამეფოს შემადგენლობაში, რომელსაც ჩრდილოეთ
ირანი და ავღანეთიც ემორჩილებოდა. ხორეზმის მრავალრიცხოვანი ჯარები, რომელიც
არამყარ გაერთიანებას წარმოადგენდა, დაქსაქსული იყო ქალაქებში. ხორეზმის შაჰს
მუჰამედს (1200-1220 წწ) თავისი ქვეშევრდომების უფრო ეშინოდა, ვიდრე მონღოლებისა,
რის გამოც მან ვერ შეძლო მონღოლებისათვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა.
ხორეზმის უდიდესი ქალაქები _ ურგენჩი, ბუხარა, სამარყანდი, მერვი, გერათი _
მონღოლებმა ერთი მეორის მიყოლებით აიღეს და სასტიკად გაუსწორდნენ მათ
მაცხოვრებლებს, მრავალი კი (ძირითადად ხელოსნები) ტყვედ წაიყვანეს.
1222 წ. მონღოლთა ლაშქრის ნაწილი შემოიჭრა კავკასიაში. მათ დაამარცხეს
საქართველოს მეფე ლაშა-გიორგი, შემდეგ გადავიდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში დაამარცხეს
ალანები, ლეკები, მიაღწიეს ყირიმს და შეუტიეს ყივჩაღებს, რომლებმაც დასახმარებლად
რუს მთავრებს მიმართეს. 1223 წ. მდინარე კალკასთან ბრძოლაში მონღოლებმა სასტიკად
დაამარცხეს რუსთა ჯარები, რის შემდეგაც ისინი აზიის სტეპებში დაბრუნდნენ.
1227 წ. ჩინგიზ ყაენის გარდაცვალების შემდეგ, დიდ ყაენად აირჩიეს მისი შვილი
უგედეი, რომელიც ცდილობდა შექმნილი იმპერიის განმტკიცებას. მის დროს დამთავრდა
თანგუთების დამორჩილება. 1231 წ. მონღოლები სუნ-ის იმპერიასთან კავშირში კვლავ
გამოვიდნენ ჯურჯენების იმპერიის წინააღმდეგ. ცზინების სახელმწიფო დაემხო, ხოლო
მისი მთელი ტერიტორია გადავიდა დამპყრობთა ხელში.
1236 წ. მონღოლთა დიდი ლაშქარი, რომელსაც სარდლობდა ჩინგიზ ყაენის
შვილიშვილი ბათო, გამოემართა დასავლეთისაკენ. მათ დაამარცხეს ვოლგის ბულგარები,
დაიმორჩილეს ყივჩარები და მორდვა და 1237 წ. ზამთარში აიღეს რიაზანის სამთავრო,
1240 წ. კი მათ კიევს შემოარტყეს ალყა და აიღეს იგი. რუსთა სამთავროების მოოხრების
შემდეგ მათ დაამარცხეს უნგრეთის ჯარები, დაიკავეს ხორვატია და შეიჭრნენ მორავეთში,
მაგრამ წააწყდნენ რა ძლიერ წინააღმდეგობას ჩეხეთსა და პოლონეთში, მონღოლები 1242
წ. დაბრუნდნენ შავიზღვისპირეთის სტეპებში.
მონღოლების განმარჯვება აიხსნებოდა იმით, რომ მათ წინააღმდეგ მებრძოლმა
რუსმა თუ აღმოსავლეთ ევროპის მთავრებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს მონღოლთა ძალები
და შესაძლებლობები. რუსულ სამთავროებს ხშირად ესხმოდნენ თავს მომთაბარე ტომები.
მათთან ბრძოლის გამოცდილება აჩვენებდა, რომ თუმცა მათი ცხენოსანი არმიის
დამარცხება ძნელი იყო გაშლილ მინდორზე, მაგრამ ქალაქების ხის მორებისაგან
გაკეთებული კედლები საიმედო დაცვას წარმოადგენდა. ის, რომ მონღოლებს თან
მოჰქონდათ ჩინური საალყო მანქანები, მათ შორის ისეთებიც, რომლებსაც ცეცხლგამჩენი
ნივთიერებების ტყორცნა შეეძლო, სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა.
თავისი როლი ითამაშა საბრძოლო გამოცდილებამაც, რომელიც მონღოლებმა
დააგროვეს. მათი ჯარი კარგად იყო ორგანიზებული, თავდასხმას წინ უძღოდა კარგად
მოწყობილი დაზვერვა, ადგილობრივი მდებარეობისა და კლიმატური პირობების

28
გათვალისწინება. რუსეთში მონღოლები უპირატესობას ანიჭებდნენ ომს ზამთრის
პერიოდში, რადგან გზებად იყენებდნენ გაყინულ მდინარეებს და ხოლო არმიას
დაკავებული დასახლებული პუნქტებიდან აღებული პროდუქტით და ფურაჟით
ამარაგებდნენ.
ომის დროს მონღოლები თვლიდნენ, რომ გამარჯვების მისაღწევად ყველა ხერხია
გამოსადეგი. მათ არაფრად არ უღირდათ მოლაპარაკების დაწყება, შემდეგ კი მიღწეული
შეთანხმების დარღვევა; ან ალყაშემორტყმულ ქალაქს შეპირდებოდნენ დანდობას, შემდეგ
კი უმოწყალოდ ჟლეტდნენ.
მონღოლების მიერ ევროპის დაპყრობაზე უარის თქმა დაკავშირებული იყო იმ
დანაკარგებთან, რომელიც მათ აღმოსავლეთ ევროპაში შემოჭრისას განიცადეს, აგრეთვე
რუსულ სამთავროებზე ძალაუფლების განმტკიცებასთან. ამავე დროს 1241-1251 წლებში
მონღოლეთში დაიწყო ბრძოლა ტახტისათვის, რამაც ბათო ყაენის ყურადღება ჩამოაცილა
ევროპას.
მონღოლთა უზარმაზარ იმპერიას, რომელიც შავი ზღვიდან წყნარ ოკეანემდე იყო
გადაჭიმული და მხოლოდდამხოლოდ სამხედრო ძალით იყო გაერთიანებული, არ
შეიძლება ერთიანობა დიდხანს შეენარჩუნებინა. იგი დაიშალა ულუსებად, რომლებსაც
სათავეში ჩინგიზიდები (ჩინგიზ ყაენის შთამომავლები) ჩაუდგნენ. ჯუჩის ულუსი _ ოქროს
ურდო, _ მოიცავდა ვოლგისპირეთს, ჩრდილოეთ კავკასიას, ყირიმს და შუა აზიას. ირანი,
ერაყი და ამიერკავკასია შევიდა ჰულაგუ ყაენის ულუსის შემადგენლობაში. ალტაის
რაიონი, ტიან-შანი, შუა აზია მდინარე ამუ-დარიის აღმოსავლეთით ითვლებოდა უგედეს
ულუსად. დიდი ყაენის ულუსი, რომლის დედაქალაქიც იყო ყარაყორუმი მდინარე
ორხონზე, მოიცავდა მონღოლეთს, მანჯურიას და ჩრდილოეთ ჩინეთს. 1276 წ. მონღოლებმა
მთელი ჩინეთის დაპყრობა შეძლეს.
ულუსების დიდ ნაწილში შედარებით მცირერიცხოვანი დამპყრობლები მალე
შეერწყნენ ადგილობრივ დიდგვარიანებს, გადაიღეს მათი ადათ-წესები, რელიგია და
დამწერლობა.
დაპყრობების დაწყებამდე მონღოლებს არ გააჩნდათ საკუთარი დამწერლობა და
იგი უიგურებისაგან გადმოიღეს. მხოლოდ 1269 წ. დიდი ყაენების ულუსში შეიმუშავეს
მონღოლური დამწერლობის სისტემა ტიბეტური ანბანის საფუძველზე.
თავდაპირველად მონღოლები გულგრილნი იყვნენ რელიგიური საკითხებისადმი,
დაპყრობილ მიწებზე არ ერეოდნენ საეკლესიო საკითხებში და მათ შეღავათებსაც კი
აძლევდნენ ხარკის აკრეფის დროს. მაგრამ XIII და XIV საუკუნეთა მიჯნაზე დასავლეთით
მდებარე სამი ულუსის ყაენებმა მიიღეს ისლამი და აღარ ცნობდნენ დიდი ყაენის
უზენაესობას, რომელიც მანამდეც ნომინალური იყო.
რუსული სამთავროები არ შედიოდნენ ოქროს ურდოს შემადგენლობაში და
იმყოფებოდნენ მისადმი დამოკიდებულ (ვასალურ) სახელმწიფოთა მდგომარეობაში. მათ
ყოველწლიურად უნდა ეხადათ ხარკი, სავაჭრო გადასახადი და გამოეყვანათ მეომრები
ხანების მოთხოვნისამებრ. ოქროს ურდომ ჩაატარა მოსახლეობის აღწერა რუსულ
სამთავროებში. ქალაქებში ჩაყენებულ იქნენ ურდოს რაზმები ბასკაკებით (ხარკის
ამკრეფებით) სათავეში. ისინი იმავდროულად თვალყურს ადევნებდნენ რუს მთავრებს.
დამპყრობლები კარგად იყენებდნენ შუღლს ცალკეულ მთავრებს შორის, რომლებიც
იბრძოდნენ თავთავიანთი სამთავროების საზღვრების გაფართოებისათვის, დიდი მთავრის
ტიტულისათვის. ახლა დიდი მთავრის რაყამს (სიგელს) ოქროს ურდოს ყაენები

29
გასცემდნენ. ისინი გამოდიოდნენ ასევე მოსამართლეების როლში მთავართა შორის
შუღლის აღმოცენების დროს.
მხოლოდ ზოგიერთი მთავარი არ დამორჩილდა ოქროს ურდოს ბატონობას.
მაგალითად, მთავარი დანიელ გალიჩელი აწარმოებდა მოლაპარაკებას რომის პაპთან და
ტევტონთა ორდენთან მონღოლების წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობის
შესახებ. მაგრამ რომის კათოლიკური ეკლესია ორმაგ თამაშს ეწეოდა: იგი იმავე დროს
ემისრებს აგზავნიდა დიდ ყაენთან, ცდილობდა მათთან მოლაპარაკებას ეგვიპტისა და
თურქეთის სულთნების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ჯვაროსანთა
სამფლობელოებს წმინდა მიწაზე.
დანიელ გალიჩელმა მხარდაჭერა ვერც რუსი მთავრების მხრიდან ჰპოვა.
ალექსანდრე ნეველი, რომელმაც მონღოლებისაგან დიდი ყაენის ტიტული მიიღო (1252-
1263) ცდილობდა არ გაეღიზიანებინა დამპყრობლები და უმოწყალოდ ახშობდა აჯანყებებს,
რომლებიც ხშირად ეწყობოდა რუსულ ქალაქებში მონღოლ ხარკის ამკრებთა წინააღმდეგ.
რუსების, მართლმადიდებლების ძირითად მტრად მას მიაჩნდა ტევტონი რაინდები.
ნეველს ასევე ეშინოდა რომის კათოლიკური ეკლესიისა, რომ მას არ განეცხადებინა
პრეტენზია ბატონობაზე მთელს ქრისტიანულ სამყაროში.
მონღოლთა ლაშქრობებმა უდიდესი ზიანი მოუტანა რუსულ სამთავროებს.
არქეოლოგიური გამოკვლევების მიხედვით დანგრეულ იქნა 49 ქალაქი, რომელთაგან 14
აღარ იქნა აღდგენილი. ადამიანთა დანაკარგების აღრიცხვა კი უაღრესად ძნელია
მიახლოებითაც კი.
ხარკის გადახდის აუცილობელობა იწვევდა რესურსების განუწყვეტლივ გადინებას.
ეს ხელს უშლიდა რუსული მიწების ეკონომიკურ განვითარებას. ურდოს ხანების
პოლიტიკა ხელს უწყობდა ცალკეულ სამთავროებს შორის შუღლს, რომ რუსული
სამთავროები არ გაერთიანებულიყვნენ. მათი დამოკიდებული მდგომარეობა ურდოსაგან
ასევე ხელს უშლიდა რუსული სამთავროების ურთიერთობებს მეზობელ ქვეყნებთან.
ზოგიერთი მეცნიერი, მაგალითად ნ. გუმილიოვი, ცდილობდა ეპოვა პოზიტიური
მომენტები მონღოლთა დაპყრობებში. მისი ერთერთი არგუმენტი იმაში მდგომარეობდა,
რომ ურდოსადმი მორჩილებამ, რომელიც არ ერეოდა რუსების რელიგიურ, სასულიერო
საქმეებში, თავიდან ააცილა მათ ევროპის კათოლიკური ქვეყნების მხრიდან დაპყრობა.
მაგრამ, მეორეს მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ნოვგოროდის სამთავრომ სრულიად
დამოუკიდებლად, მონღოლთა დახმარების გარეშე შეძლო ტევტონთა ორდენის
შემოტევების მოგერიება. მეორეს მხრივ, მონღოლი ხანები არ უშლიდნენ ხელს ლიტვის
დიდი სამთავროს მთავრებს, რომ დაეპყროთ რუსული სამთავროები XIV ს-ში. ურდოს
ყაენთა ძირითადი პრინციპი იმაში მდგომარეობდა, რომ არასოდეს ეომა ძლიერ
მოწინააღმდეგესთან, თუნდაც ვასალების დასაცავად.
ოქროს ურდოს ორასწლოვანმა ბატონობამ თავისებური დაღი დაასვა დაპყრობილი
მიწების კულტურას, მცხოვრებთა ადათ-წესებს, შემოიტანა ხმარებაში მრავალი თათრული
და თურქული სიტყვა. ამან გამოიწვია რუსულ ისტორიულ მეცნიერებაში რიგი
სამეცნიერო-ფანტასტიკური ვერსიების წარმოშობა, რომლებშიც საერთოდ უარყოფილი
რუსთა მიწების დაპყრობა მონღოლთა მიერ. ამტკიცებენ, რომ ცხენოსანთა “ურდოებს”
თითქოსდა იყენებდნენ თვით რუსი მთავრები რუსული მიწების გაერთიანებისა და
შემდგომი დაპყრობებისათვის. მაგრამ ამ ვერსიებს ისტორიული მეცნიერება
არასერიოზულად მიიჩნევს.

30
დასავლეთ ევროპა: განვითარების ახალი ეტაპი

XV, განსაკუთრებით XVI ს-ში ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ მნიშვნელოვანი


ცვლილებები განიცადა. იგი გამოწვეული იყო მანუფაქტურული წარმოების
განვითარებით, ცვლილებებით სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მოხდა სულიერი
რევოლუცია, რაც დაკავშირებული იყო აღორძინებისა და რეფორმაციის ეპოქასთან. ამ
ცვლილებებმა მოამზადა ნიადაგი ბურჟუაზიული რევოლუციებისათვის, სამრეწველო
გადატრიალებისათვის. შემთხვევითი არაა, რომ გვიანდელ შუა საუკუნეებს, როდესაც
ევროპელი ხალხების ცხოვრებაში თავი იჩინა თვისობრივად ახალმა რეალობებმა, ხშირად
ახასიათებენ როგორც ადრინდელ ახალ პერიოდს.
მანუფაქტურულ წარმოებაზე გადასვლა. მომგებიან კოლონიურ ვაჭრობაზე
გადასვლა (მაგალითად, სანელებლები ინდოეთის ბაზარზე 100-ჯერ უფრო იაფი ღირდა,
ვიდრე ევროპაში) ხელს უწყობდა სავაჭრო კაპიტალზე სწრაფ გადასვლას. მსხვილი
სააქციო კომპანიები, ისეთი, როგორიც იყო მაგალითად ოსტ-ინდოეთის სავაჭრო კომპანია,
სავაჭრო ოპერაციებს აწარმოებდნენ ათეულობით ქვეყნის ბაზრებზე, გააჩნდათ არა მარტო
სავაჭრო ფლოტი, არამედ სამხედრო ექსპედიციებსაც აწყობდნენ. ვაჭრობა მოითხოვდა
საბანკო კრედიტების სისტემის შექმნას, ოპერაციებს სავაჭრო კომპანიების აქციებით,
თამასუქებით, უნაღდო ანგარიშსწორებებით, მომსახურეობას ფულადი გზავნილებისა და
გადაცვლის საქმეში. ყოველივე ეს ხელს უწყობდა საბანკო საქმის განვითარებას, პირველი
ბირჟების გაჩენას. ანტვერპენი, ამსტერდამი, გენუა, ლიონი, ლონდონი XVI ს-ში იქცნენ
საფინასო საქმიანობის უდიდეს ცენტრებად. წამყვანი საბანკო-სავაჭრო სახლები
გადაიქცნენ მონარქების ძირითად კრედოტორებად, აძლევდნენ მათ სესხებს მაღალი
პროცენტებით, ღებულობდნენ ამის ნაცვლად გადასახადების აკრების უფლებას, იღებდნენ
გირაოდ მიწებსა და უძრავ ქონებას.
ცდილობდნენ რა თავისი ოპერაციების მასშტაბების გაფართოებას, სავაჭრო
კომპანიები ფულს აბანდებდნენ წარმოების განვითარებაში. ამქრულმა ორგანიზაციებმა,
თუმცა ისინი კიდევ ორ საუკუნეზე მეტ ხანს არსებობდნენ, თავისი დრო მოჭამეს.
ოსტატებისა და ქვეოსტატების სამუშაოს მკაცრი რეგლამენტაცია, გამოშვებული
პროდუქციის ოდენობა, ხელოსნობის ხერხები, ხელს უშლიდა შრომის ნაყოპფიერების
ზრდას და ახალი ტექნიკის დანერგვას.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პირობებში ტექნიკური პროგრესი ძალიან ნელა
ვითარდებოდა, მას მაინც თანდათანობით თან სდევდა სიახალეები ტექნოლოგიებში და
პროდუქციის ახალი სახეობების გაჩენა.
XV ს-ში ტრადიციული სამჭედლო საბერველის ნაცლად გაჩნდა ბრძმედი,
რომელშიც უკვე არა ხის ნახშირი, არამედ ქვანახშირი გამოიყენებოდა. ამან გაზარდა
ლითონის გამოდნობა, აამაღლა მისი ხარისხი, შეიქმნა ახალი შენადნობები. მეტალურგიის
განვითარებამ ხელი შეუწყო არტილერიის და ცეცხლსასროლი იარაღის გაუმჯობესებას,
ლითონისაგან რთულ ნაკეთობათა შექმნას. გაუმჯობესდა წყლისა და ქარის წისქვილები.
სამთამადნო საქმეში იწყეს წყალსაქაჩების გამოყენება მაღაროებიდან წყლის ამოსაქაჩად,
ვაგონეტების გამოყენება მადნის ზედაპირზე ამოსატანად. მაღაროებისა და შტოლნების
სიღრმე უკვე ასობით მეტრით იზომებოდა.

31
ფართო გამოყენება ჰპოვა წიგნების ბეჭდვამ, რომლის პირველი საბეჭდი დაზგა
გამოიგონა გერმანელმა ხელოსანმა ი. გუტენბერგმა (1399-1468). 1500 წლისათვის უკვე
ევროპის 12 ქვეყანაში არსებობდა მსხვილი ტიპოგრაფიები, რომლებშიც სხვადასხვა
დასახელების 40 ათასზე მეტი წიგნი დაიბეჭდა. მექანიკური (ზამბარიანი) საათის
გამოგონებამ ხელი შეუწყო მრეწველობის ამ დარგის განვითარებას. ახალი, უფრო
მწარმოებლური ტექნოლოგიები გაჩნდა ევროპისათვის ტრადიციულ საფეიქრო და შუშის
წარმოებაში.
ახალი, მანუფაქტურული წარმოება ნაწილობრივ შთანთქავდა ადრინდელ ამქრულ
წარმოებას, ნაწილობრივ გამოდევნიდა მას.
თავდაპირველად წარმოიშვა ე.წ. გაფანტული მანუფაქტურები. სავაჭრო სახლები,
ცდილობდნენ რა გვერდი აევლოთ ამქრული აკრძალვებისათვის, მიეღოთ მეტი საქონელი
ნაკლებ ფასად, შეკვეთებს ანაწილებდნენ ქალაქისა და სოფლის ხელოსნებს შორის, თავის
თავზე იღებდნენ ზრუნვას ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების შეძენაზე, პროდუქციის
რეალიზაციაზე. ამგვარი ტიპის მანუფაქტირები გავრცელებული იყო საფეიქრო
წარმოებაში.
შერეული მანუფაქტურები გავრცელდა უფრო რთული სახეობის პროდუქციის,
მაგალითად, საათები დამზადებისას. ცალკეულ მათ დეტალებს ამზადებდნენ ვიწრო
სპეციალობის ხელოსნები ან საამქროთა ოსტატები, ხოლო აწყობა ხდებოდა მეწარმის
საწარმოში.
და ბოლოს, აღმოცენდა ცენტრალიზებული მანუფაქტურები, სადაც ყველა შრომითი
ოპერაციები ხორციელდებოდა ერთ შენობაში ინსტრუმენტებისა და დაზგების
გამოყენებით, რომელიც მეწარმეს ეკუთვნოდა და დაქირავებული მუშახელით.
ცენტრალიზებულ მანუფაქტურებში შრომის მკაფიო ორგანიზაციით, შრომის დანაწილების
წყალობით მთელ რიგ მარტივ ოპერაციამდე, მიიღწეოდა შრომის უფრო მაღალი
ნაყოფიერება, ვიდრე საამქროებში, ან ცალკეულ სახელოსნოებში. იარაღის
ცენტრალიზებული მანუფაქტურები, როგორც წესი, იქმნებოდა ხელმწიფეთა ეგიდით,
სახელმწიფოს ხარჯზე.
ევროპის მრავალ ქვეყანაში მანუფაქტურების გამოჩენამ, თანადათანობით
გამოდევნა ამქრული წარმოება და დიდი გავლენა მოახდინა ევროპული საზოგადოების
განვითარებაზე.
ჯერ ერთი, წარმოების მოცულობის ზრდა, გამოშვებული პროდუქციის
ასორტიმენტის ზრდა, იქცა ფულად-სასაქონლო ურთიერთობების აჩქარებული
განვითარების წყაროდ. მიწის მესაკუთრენი ცდილობდნენ შეეცვალათ არენდატორი
გლეხების ვალდებულებები ფულადი გადასახადებით. იმ პირობებში, როდესაც
მანუფაქტურები სულ უფრო მეტი რაოდენობით მოითხოვდნენ ნედლეულს, მიწების
მნიშვნელოვან ნაწილზე დაიწყეს ტექნიკური კულტურების მოყვანა ან ცხვრების მოშენება.
მაგალითად, ინგლისში XVI ს-ში ფართო მასშტაბები მიიღო ე.წ. შემოღობვის
პრაქტიკამ. ლენდლორდები დევნიდნენ მოიჯარადრეებს მათ მიერ იჯარით აღებული
მიწებიდან. სათემო მიწები, პარლამენტის გადაწყვეტილებით, გადაყავდათ საძოვრების
რანგში. წვრილ მესაკუთრეთა მიწის ნაკვეთებს ყიდულობდნენ მეწარმეები ან აგრარული
პროდუქციის სასაქონლო მწარმოებლები. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში
წვრილი გლეხობა, რომელიც მისდევდა ნატურალურ ან ნახევრადნატურალურ
მეურნეობას, ინგლისში გაქრა. ინგლისში ფართოდ გავრცელდა ფრაზა, რომ “ცხვრებმა
შეჭამეს ადამიანები.”

32
მეორე, მიმდინარეობდა ცვლილებები საზოგადოების სოციალურ სტრუქტურაში.
გაიზარდა მეწარმეთა _ ბანკირების, ვაჭრების, მანუფაქტურების მფლობელთა
მნიშვნელობა. იმავე დროს გაიზარდა უქონელთა, ღარიბთა _ მანუფაქტურებთან
კონკურენციაში გაჩანაგებული ხელოსნების, მიწის იმ არენდატორების რაოდენობა,
რომლებსაც მიწები, მათზე საძოვრების გაშენების საბაბით, ჩამოართვეს. ევროპის
მოსახლეობა 1500 წლიდან 1600 წლამდე თითქმის ორჯერ გაიზარდა _ 80-100 მლნ-დან 180
მლნ კაცამდე. განსაკუთრებით სწრაფად იზრდებოდა ქალაქები. მათგან უდიდესებში
(ანტვერპენი, ბრიუსელი, ჰამბურგი, ლიონი, ლისაბონი, ლონდონი, ნეაპოლი, პარიზი,
პრაღა, რომი, ფლორენცია, სევილია და ა.შ.) მცხოვრებთა რაოდენობა უკვე 100 ათას კაცს
აჭარბებდა.
ყოველივე ამან გაამწვავა სოფლის, განსაკუთრებით კი ქალაქის ღარიბობის
მდგომარეობა, ქმნიდა ფეთქებადსაშიშ მასას ხალხისაგან, რომლებსაც არავითარი საარსებო
საშუალება არ გააჩნდა. ლონდონში XVII ს-ის დასაწყისში მოსახლეობის ¼ შეადგენდა
ღარიბობას, რომლებსაც სამუშაო არ გააჩნდა.
მესამე, წარმოებისა და ვაჭრობის განვითარება ხელს უწყობდა ერთიანი შიდა
ბაზრების წარმოქმნას. მათ საფუძვლად ედო შრომის დანაწილება მსხვილი ევროპული
სახელმწიფოების ცალკეულ რაიონებსა და ქალაქებს შორის. იმავე დროს დაიწყო შრომის
დანაწილება საერთოევროპული მასშტაბით. სპილენძი, ვერცხლი, ცინკი იწარმოებოდა
გერმანიის მიწებზე, ტიროლში, უნგრეთში. მეტალურგიის ცენტრებად იქცნენ საფრანგეთი,
ინგლისი და შვედეთი. აღმოცენდნენ საერთოევროპული მნიშვნელობის მქონე შუშის,
ფაიფურის, ატლასის, Fფარჩის, იარაღის მწარმოებელი ცენტრები.
აღორძინების ეპოქა. ცვლილებებმა ევროპელთა მსოფლმხედველობაში და მათი
საქმიანობის ხასიათში დიდი ზეგავლენა მოახდინა მათ მსოფლგაგებაზე და
დამოკიდებულებაზე გარესინამდვილისადმი.
კლასიკური შუა საუკუნეების ადამიანთა უმრავლესობის ცხოვრებისეულ
შეხედულებებზე დიდ გავლენას ახდენდა რუტინული ყოველდღიურობა. თითოეული
ადამიანის ცხოვრებისეული გზა, მსოფლმხედველობა დაკავშირებული იყო მის წოდებრივ
წარმოშობასთან, მშობლების პროფესიასთან. მოსახლეობის ძირითადი მასისათვის
ღირსებად ითვლებოდა გარემოებისადმი, სენიორის ნებისადმი დაქვემდებარება.
განათლებული ხალხი ცოტა იყო, მათ რიცხვში შედიოდა ეკლესიის მსახურები, რომელთა
ინტერესებიც შემოზღუდული იყო საღვთისმეტყველო ლიტერატურის შესწავლითა და
თეოლოგიური დისპუტებით.
ახალი, საერო კულტურის განვითარება შემთხვევით არ დაწყებულა XIV-XV სს.
იტალიაში. ამ ქვეყნის მსხვილ ქალაქებში გაიზარდა ვაჭრობის მნიშვნელობა, აღმოცენდა
პირველი მანუფაქტურები, შეიქმნა განათლებულ, წერა-კითხვის მცოდნე ადამიანთა ფენა,
რომელებიც არ იყვნენ ეკლესიასთან დაკავშირებულნი. ახალი დრო მოითხოვდა ახალ
გმირებს _ მოხერხებულ, საქმიან, ინიციატივიან ადამიანებს, რომლებსაც არ ეშინოდათ
რისკის, თავგადასავლებისა, დაკავშირებულს ვაჭრობასთან, კაპიტალის დაბანდებასთან,
ზღვისგადაღმა ქვეყნებში მოგზაურობასთან.
აღორძინების (რენესანსის) ეპოქას უწოდებენ იმ დროს, როდესაც ადამიანის
პიროვნებისადმი, მისი ინდივიდუალობისადმი, მისი სრულყოფისადმი გაჩენილი
ინტერესი რეალიზდებოდა ანტიკური კულტურისა და ხელოვნებისადმი მიმართვაში.
დაიწყეს სამონასტრო ბიბლიოთეკების მტვრიან თარაოებზე მიკარგული ანტიკურ
მოაზროვნეთა და ისტორიკოსთა შრომების გამოცემა. წარსულის მოქანდაკეთა

33
ნამუშევრები, რომლებიც მივიწყებული და ჩამარხული იყო რომაელ დიდებულთა
სასახლეებისა და წარმართული ტაძრების ნანგრევებში, ახლა მნახველთა აღტაცებას
იწვევდა. იქმნებოდა წარმოდგენა, მნიშვნელოვანწილად ილუზორული, რომ ანტიკური
ეპოქა იყო გმირების, კულტურის აყვავებისა და ადამიანური გენიის ზეიმის დრო.
მრავალი აღორძინების ეპოქის მხატვარი, სკულპტორი, მწერალი, პოეტი, რომლებმაც
ჭეშმარიტი შედევრები შექმნეს, თავის თავს მხოლოდ ანტიკური ოსტატების
მიმბაძველებად თვლიდნენ.
ლიტერატურულ დარგში რენესანსის ეპოქა დაიწყო ფლორენციელი პოეტებისა და
მწერლების _ დანტე ალიგიერის (1265-1321), ფრანჩესკო პეტრარკას (1304-1374) და ჯოვანი
ბოკაჩოს (1313-1373) შემოქმედებიდან. მათი ტრადიციები ინგლისში გააგრძელეს პოეტმა ჯ.
ჩოსერმა (1340-1400) და დრამატურგმა უ. შექსპირმა (1564-1616), ნიდერლანდებში _ ე.
როტერდამელმა (1466-1536), საფრანგეთში _ ფ. რაბლემ (1494-1553).
მათი შემოქმედებითი ჟანრების მრავალფეროვნების მიუხედავად, მათთვის საერთო
მახასიათებლებიც არსებობდა. ეს, უწინარეს ყოვლისა, არის ახალი სახეები მათი
ნაწარმოებების გმირებისა _ ადამიანებისა, რომლებიც აუცილებელი არაა ყოფილიყვნენ
დიდგვაროვანი წარმოშობისა, მაგრამ იყვნენ ცნობისმოყვარენი, ესწრაფოდნენ თავიანთი
მისწრაფებების განხორციელებას, ცდილობდნენ გარემომცველი სამყაროს შეცნობას მთელი
მისი მრავალფეროვნებით და ხშირად არსებულ წესებსა და ცხოვრებას ირონიითა და
სკეპტიციზმით უყურებდნენ. სწორედ აღორძინების ეპოქაში წარმოიშვა ტერმინი
“ჰუმანიზმი”, რომელიც თავდაპირველად აღნიშნავდა არა “კაცთმოყვარეობას”, არამედ
“ადამიანის შესწავლას.”
ადამიანისადმი, ადამიანის სხეულის სილამაზისადმი მიმართვა დამახასიათებელი
იყო აღორძინების ეპოქის მხატვრებისა და მოქანდაკეების _ ს. ბოტიჩელის (1445-1510),
ლეონარდო და ვინჩის (1452-1519), მიქელანჯელო ბუანაროტის (1475-1564), რაფაელ სანტის
(1483-1520) შემოქმედებისათვის.
რეფორმაციის დასაწყისი. პირველი რელიგიური ომები ევროპაში. ახალმა
რეალობებმა, ჰუმანისტური შეხედულებების ფორმირებამ სამყაროზე, თავისებური დაღი
დაასვა შუა საუკუნეების მსოფლმხედველობის რელიგიურ საფუძვლებსაც.
70 წლის მანძილზე გაგრძელებულმა პაპების “ავინიონის ტყვეობამ”, რომლებიც
იძულებულნი იყვნენ თავისი რეზიდენცია საფრანგეთში გადაეტანათ, მნიშვნელოვნად
შეასუსტა რომის კათოლიკური ეკლესიის გავლენა საეროO ხელისუფლებებზე. მხოლოდ
1377 წ., საფრანგეთის წარუმატებლობების გამო ასწლიან ომში, პაპმა გრიგოლ XI-მ შეძლო
რეზიდენციის ხელახლა რომში გადატანა. მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ 1377 წ.
ფრანგმა ეპისკოპოსებმა აირჩიეს თავისი პაპი, ხოლო იტალიელებმა _ თავისი. საეკლესიო
კრებამ, რომელიც 1409 წ. იქნა მოწვეული, ორივე პაპი დამხობილად გამოაცხადა და
თავისი კანდიდატი აირჩია. ცრუ პაპებმა არ ცნეს საეკლესიო კრების გადაწყვეტილება.
ამგვარად, რომის კათოლიკური ეკლესიის სათავეში აღმოჩნდა სამი მეთაური. სხიზმა, ე.ი.
განხეთქილება ეკლესიაში, რომელიც 1417 წლამდე გრძელდებოდა, უაღრესად ასუსტებდა
ეკლესიის გავლენას ევროპის უდიდეს ქვეყნებში _ ინგლისში, საფრანგეთსა და ესპანეთში.
ჩეხეთში, რომელიც რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, აღმოცენდა
მოძრაობა ეროვნული ეკლესიის შესაქმნელად უფრო დემოკრატიული წესებით და მისი
ჩეხურ ენაზე ჩატარებით. ამ მოძრაობის დამაარსებელი, პრაღის უნივერსიტეტის
პროფესორი იან ჰუსი (1371-1415) კონსტანცის საეკლესიო კრებაზე შეაჩვენეს და კოცონზე
დაწვეს. მაგრამ მას გამოუჩნდნენ მიმდევრები ჩეხეთში რაინდ იან ჟიჟკას (1360-1430)

34
მეთაურობით, რომლებმაც შეიარაღებული ბრძოლა დაიწყეს.. ჰუსიტები მოითხოვდნენ,
რომ სასულიერო წოდებას დაეცვა ცხოვრების ასკეტური ნორმები, ნიღაბს ხდიდნენ რომის
კათოლიკური ეკლესიის მოსამსახურეების სასიკვდილო ცოდვებს. მათ მოთხოვნებს მხარს
უჭერდა გლეხობა და მოქალაქეები. ჰუსიტებმა თითქმის მთელი ჩეხეთის ტერიტორია
იგდეს ხელთ და გაატარეს საეკლესიო მიწების სეკულარიზაცია (კონფისკაცია), რომლებიც
ძირითადად საერო ფეოდალების ხელში გადადიოდა.
1420-1431 წწ. რომმა და იმპერიამ ხუთი ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყეს ჰუსიტების
წინააღმდეგ, გამოაცხადეს რა ისინი ერეტიკოსებად. მაგრამ ჯვაროსნებმა ვერ მოიპოვეს
სამხედრო გამარჯვება. ჰუსიტების რაზმები მათ კონტრდარტყმებს აყენებდა უნგრეთში,
ბავარიაში, ბრანდენბურგში. 1433 წ. ბაზელის საეკლესიო კრებაზე რომაულ-კათოლიკური
ეკლესია იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო და აღიარა ჩეხეთში მსახურების
განსაკუთრებული წესების უფლებების მქონე ეკლესიის არსებობა.
იან ჰუსის სიკვდილით დასჯამ ვერ შეაჩერა სკეპტიკურ განწყობილებათა
გავრცელება რომაული კათოლიკური ეკლესიის მიმართ. განსაკუთრებით სერიოზული
გამოწვევა ესროლა კათოლიკურ ეკლესიას ავგუსტინელმა ბერმა, ვიტენბახის (გერმანია)
უნივერსიტეტის პროფესორმა მარტინ ლუთერმა (1483-1546). მან გაილაშქრა
ინდულგენციების გაყიდვის, ე.ი. ცოდვების ფულზე მიტევების წინააღმდეგ, რაც
ეკლესიების შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს იძლეოდა. ლუთერი ამტკიცებდა: ეს
უაზრობად ხდის ცოდვების მონანიებას, რომელიც ადამიანთა სულიერ განწმენდას უნდა
ემსახურებოდეს.
ღვთის სიტყვა გადმოცემულია ბიბლიაში, თვლიდა ლუთერი, და მხოლოდ წმინდა
წიგნი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისათვის, ხსნის ადამიანებისათვის გზას
სულიერი განწმენდისათვის. საეკლესიო კრებების დადგენილებებს, წესებს, ლოცვებს,
ხატების თაყვანისცემას, ლუთერის აზრით, არავითარი კავშირი არ ჰქონდა ჭეშმარიტ
რწმენასთან.
1520 წ. რომის პაპმა ლეო X-მ ლუთერი ეკლესიიდან განკვეთა. საიმპერიო
რაიხსტაგმა, 1521 წ. განიხილა რა ლუთერის შეხედულებები, ისინი დაგმო. მაგრამ
ლუთერის მომხრეთა რიცხვი იზრდებოდა. 1522-1523 წწ. გერმანიაში იფეთქა რაინდთა
აჯანყებამ, რომლებიც მოითხოვდნენ საეკლესიო რეფორმის გატარებას და მათი მიწების
სეკულარიზაციას.
1524-1525 წწ. გერმანიის მიწები მოიცვა გლეხთა ომმა, რომელიც რელიგიური
ლოზუნგებით დაიწყო. აჯანყებულთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით
სარგებლობდა ანაბაპტისტების იდეები. ისინი უარყოფდნენ არა მარტო ოფიციალურ,
კათოლიკურ ეკლესიას, არამედ წმინდა წიგნსაც, თვლიდნენ რა, რომ თითოეულ
მორწმუნეს თვით ღმერთისაგან შეუძლია მიიღოს შეგონებები, თუ იგი მას მიმართავს
სულითა და გულით.
აჯანყების, რომელმაც მოიცვა შვაბია, ვიურტემბერგი, ფრანკონია, ტიურინგია,
ელზასი და ავსტრიის ალპური მიწები, მთავარი იდეა იყო ღვთის სასუფევლის
დამკვიდრება დედამიწაზე. როგორც მისი ერთერთი სულიერი ლიდერი თომას მიუნცერი
(1490-1525) თვლიდა, ამ სასუფევლისაკენ მიმავალი გზა გადის მონარქების დამხობაზე,
მონასტრებისა და ციხე-სიმაგრეების განადგურებაზე, სრულ თანასწორუფლებიანობის
ზეიმზე. მთავარ მოთხოვნებად იქცა სათემო მიწათმფლობელობის აღდგენა,
გადასახადების გაუქმება, ეკლესიის რეფორმა.

35
არც ლიუთერმა და არც ქალაქის მცხოვრებლებმა მხარი არ დაუჭირეს
აჯანყებულთა მოთხოვნებს. გერმანელ მთავართა ჯარებმა გაანადგურეს ცუდად
ორგანიზებული გლეხთა ლაშქარი. აჯანყების ჩახშობის დროს დაახლოებით 150 ათასი
გლეხი დაიღუპა.
ამ გამარჯვებამ მნიშვნელოვნად გაზარდა მთავართა გავლენა, რომლებიც სულ
უფრო ნაკლებად უწევდნენ ანგარიშს რომის კათოლიკურ ეკლესიას და იმპერატორებს.
1529 წ. მრავალი მთავარი და თავისუფალი ქალაქი გამოვიდა პროტესტით საიმპერიო
რაიხსტაგის მიერ ახალი, ლუთერანული რწმენის აკრძალვის წინააღმდეგ. პროტესტის
განმცხადებელ (პროტესტანტ) მთავართა მამულებში იხურებოდა კათოლიკური
მონასტრები და ტაძრები და მათი მიწები გადადიოდა საერო ხელისუფალთა ხელში.
საეკლესიო მიწების ხელთგდება და ეკლესიის დამორჩილება საერო
ხელისუფალთადმი აუცილებელი გახდა. ამ მიზნით 1555 წ. იმპერიაში დაიდო საეკლესიო
ზავი, მიღებულ იქნა პრინციპი “ვისიცაა ხელისუფლება, მისია რწმენაც”. მას მხარი
დაუჭირეს კათოლიციზმის ერთგულმა მთავრებმაც.
კათოლიკური ეკლესიის პოზიციების და გავლენის დასუსტება შეიმჩნეოდა არა
მარტო გერმანიაში. ეკლესიის შვეიცარელმა რეფორმატორმა, წარმოშობით ფრანგმა ჟან
კალვინმა (1509-1564) შექმნა მოძღვრება, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა
ქალაქებში, განსაკუთრებით მეწარმეთა შორის. მისი შეხედულებების მიხედვით, თუ
ადამიანს ცხოვრებაში, მიწიერ საქმეებში, კერძოდ, ვაჭრობასა და მეწარმეობაში
უმართლებს, ეს ღვთის წყალობის ნიშანია, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი მისკენაა.
კალვინიზმი მკაცრ რეგლამენტირებას უკეთებდა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას.
მაგალითად, ჟენევაში, რომელმაც გაიზიარა კალვინის შეხედულებები, აიკრძალა
გართობები, მუსიკა, მოდური ტანსაცმლის ტარება.
კათოლიკურ ეკლესიასთან კავშირი გაწყვიტა ინგლისმაც. ამის მიზეზი გახდა
კონფლიქტი რომის პაპსა და მეფე ჰენრი VIII (1509-1547) შორის. არ მიიღო რა რომისაგან
განქორწინების უფლება, ჰენრი VIII-მ 1534 წ. პარლამენტს მიაღებინა კანონი, რომლის
მიხედვითაც ინგლისში წესდებოდა ახალი, ანგლიკანური ეკლესია. მის მეთაურად
ცხადდებოდა მეფე. მას ეძლეოდა ეკლესიის რეფორმის, ერესების აღკვეთის,
ღვთისმსახურთა დანიშვნის უფლებები. იხურებოდა კათოლიკური მონასტრები, ხდებოდა
საეკლესიო მიწების კონფისკაცია, ღვთისმსახურება ტარდებოდა ინგლისურ ენაზე,
იცვლებოდა წმინდანთა კულტი და ნორმები, რომელიც სასულიერო პირებისაგან
ქორწინებაზე უარის თქმას აწესებდა.
კათოლიკურმა ეკლესიამ ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა რეფორმაციის
იდეებისათვის. მისი პოლიტიკის ახალ ინსტრუმენტად იქცა იეზუიტების ორდენი,
დაარსებული იგნასიო ლოიოლას (1491-1556) მიერ. ორდენი იგებოდა მკაცრი დისციპლინის
საფუძველზე, მისი წევრები ფიცს დებდნენ, რომ არ აიღებდნენ ქრთამს, არ შეირთავდნენ
ცოლს, იქნებოდნენ პაპის მორჩილნი და მისი ნების უსიტყვო შემსრულებლები. ორდენის
ძირითადი პრინციპი იმაში მდგომარეობდა, რომ ნებისმიერი ქმედებები გამართლებულია,
თუ ისინი ემსახურებიან ჭეშმარიტ რელიგიას, ე.ი. რომის კათოლიკურ ეკლესიას.
იეზუიტები აღწევდნენ სახელისუფლო სტრუქტურებში, პროტესტანტულ თემებში,
ცდილობდნენ მათ დასუსტებას შიგნიდან, ავლენდნენ ერეტიკოსებს. ისინი ქმნიდნენ
სკოლებს, სადაც ამზადებდნენ ღვთისმეტყველებს, რომლებსაც შეეძლოთ პოლემიზირება
რეფორმაციის მომხრეებთან.

36
1545 წ. ტრიდენტში მოწვეულმა საეკლესიო კრებამ დაადასტურა კათოლიკური
ეკლესიის ძირითადი დოგმები, დაგმო თავისუფალი აღმსარებლობის პრინციპი, გაამკაცრა
კათოლიკე მღვდლების მიერ საეკლესიო ცხოვრების ნორმების დაცვა. ამ საეკლესიო კრებამ
დასაბამი მისცა კონტრრეფორმაციას _ კათოლიკური ეკლესიის ბრძოლას თავისი
გავლენის შესანარჩუნებლად. გაიზარდა ინკვიზიციის მოქმედების მასშტაბები.
მაგალითად, მის მიერ ერეტიკულ მოძღვრებად ჩაითვალა პოლონელი ასტრონომის ნ.
კოპერნიკის (1473-1543) მოძღვრება, რომელიც ამტკიცებდა, რომ დედამიწა არ იყო სამყაროს
ცენტრი. ინკვიზიციამ კოცონზე დაწვა მიუსაჯა მის მიმდევარს ჯ. ბრუნოს (1548-1600),
რომელმაც უარი თქვა მის მიერ გამოთქმული იდეების უარყოფაზე. აღიმართა
ჯადოქრების, კუდიანების დევნის ტალღა, იმ ადამიანების დევნისა, რომლებსაც ბრალად
ედებოდათ უწმინდურ ძალთა დახმარება და ერეტიკულ შეხედულებათა ქადაგება.

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა. ამერიკის დაპყრობა.

ევროპაში აღმოცენებულმა მსხვილმა ცენტრალიზებულმა სახელმწიფოებმა,


რომლებსაც მნიშვნელოვანი რესურსები გააჩნდათ და სამხედრო ძალაც ყავდათ, დაიწყეს
დიდი ინტერესის გამოხატვა გარეშე ექსპანსიისადმი. არაბი, მონღოლი და თურქი
დამპყრობლების შემდეგ სანელებლებით, ჩინური აბრეშუმით და ფაიფურით
შემოსავლიანი ვაჭრობის კონტროლი აღმოჩნდა არაბების ხელში.
ინდოეთისაკენ მიმავალი სახმელეთო გზა, რომელიც თურქების ხელში აღმოჩნდა
1453 წ. კონსტანტინოპოლის თურქების მიერ აღების შემდეგ, იყო მეტად ხანგრძლივი და
საშიში, რათა იგი სავაჭროდ გამოეყენებინათ. ამიტომაც სამხრეთ ევროპის ქვეყნებმა იწყეს
ისეთი ახალი საზღვაო გზების ძიება, რომელიც არაბთათვის უცნობი იქნებოდა.
ამერიკის აღმოჩენა. წარმოდგენამ იმის შესახებ, რომ დედამიწა მრგვალია და არა
ბრტყელი, როგორც მრავალი ანტიკური პერიოდის გეოგრაფი თვლიდა, ფართო აღიარება
ჰპოვა ევროპაში XV საუკუნეში. Aმის საფუძველზე აღმოცენდა იდეა, რომ ინდოეთის
სანაპიროებამდე შეიძლება მიღწევა თუ კი ადამიანი გადასერავდა ატლანტიკის ოკეანეს
დასავლეთის მიმართულებით.
საზღვაოსნო ტექნიკის სუსტად განვითარების გამო ამგვარი მგზავრობა ერთობ
სარისკო და საშიშ საქმედ მიაჩნდათ. Pპირველად ამის გაკეთება გაბედეს ესპანელმა
მეზღვაურებმა 1492 წელს გენუელი მეზღვაურის ქრისტეფორე კოლუმბის (1451-1506)
მეთაურობით. 69-დღიანი ცურვის შემდეგ კოლუმბის კარაველებმა მიაღწიეს სან-
სალვადორს _ კუნძულს ამერიკის სანაპიროებთან.
Bბედის ირონია იმაში მდგომარეობდა, რომ კოლუმბი, რომელმაც 1492-1502 წლებში
კიდევ სამი ექსპედიცია მოაწყო ამერიკის ნაპირებისაკენ, დარწმუნებული იყო, რომ
მიაღწია აზიის აღმოსავლეთ სანაპიროს. Dდასკვნა იმის შესახებ, რომ სინამდვილეში
აღმოჩენილი იყო ახალი, ევროპელებისათვის ჯერ კიდევ უცნობი კონტინენტი, გააკეთა
გეოგრაფმა ამერიგო ვესპუჩიმ (1454-1512), რომლის სახელიც ეწოდა ახალ კონტინენტს.
ამასობაში ინდოეთისაკენ მიმავალი საზღვაო გზა, რომელიც აფრიკის გარშემო
მდებარეობდა და ცნობილი იყო არაბი ვაჭრებისათვის,, აღმოაჩინა პორტუგალიელმა
ზღვაოსნებმა. Bბარტოლომეუ დიაშმა (1450-1500) 1486-1487 წწ. შემოუარა რა კეთილი

37
იმედის კონცხს, გავიდა ინდოეთის ოკეანეში. 1497-1498 წწ. ხომალდებმა ვასკო დე გამას
(1469-1524) მეთაურობით მიაღწია ინდოეთის ქალაქ კალიკუტს (კალკუტა) და
პორტუგალიაში სანელებლების დიდი პარტიით დაბრუნდა.
1494 წ. ახლადაღმოჩენილი მიწებისათვის ბრძოლის თავიდან ასაცილებლად
ესპანეთმა და პორტუგალიამ, პაპის კურთხევით, დადეს ტორდესილიასის ხელშეკრულება,
რომელმაც საზღვარი დააწესა ამ ქვეყნების ზღვისგადაღმა სამფლობელოებს შორის. Aამ
ხელშეკრულების თანახმად, მათ უფლება ჰქონდათ ომის გამოცხადების გარეშე ხელთ
ეგდოთ და ჩაეძირათ სხვა სახელმწიფოთა ხომალდები, რომლებიც მათი მიწების
სიახლოვეს აღმოჩნდებოდა.
ცნობამ იმის შესახებ, რომ კოლუმბმა აღმოაჩინა არა ჩინეთი და ინდოეთი, არამედ
სრულიად უცნობი ახალი სამყარო, გამოიწვია ესპანეთის გულგატეხილობა, მითუმეტეს,
რომ კარიბის ზღვის გამოკვლეულ კუნძულებზე განსაკუთრებული არაფერი არ იქნა
აღმოჩენილი. იმავე დროს ოცნება ელდორადოს შესახებ (მიწები, რომლებიც სავსე იყო
ოქროთი და ვერცხლით) მრავალ კონკისტადორს იზიდავდა. Aასე უწოდებდნენ სამხრეთ
ამერიკის დამპყრობლებს, საითკენაც დაიძრა ათეულ ათასობით ოქროსა და
თავგადასავლების მაძიებელი.
Aამერიკის კოლუმბამდელი ცივილიზაციები. არსებობს მრავალი ჰიპოთეზა იმის
შესახებ, თუ როდის გაჩნდა პირველად ადამიანი ამერიკის კონტინენტზე და საიდან
მოვიდნენ ისინი. დაწყებული XVI საუკუნიდან, დღემდე არ წყდება მეცნიერთა კამათი ამ
საკითხის ირგვლივ. ამერიკის პირველ მოახალშენეთა შორის ვის არ ასახელებენ _ კანარის
კუნძულის მაცხოვრებლებს, ფინიკიელებს, კართაგენელებს, ძველ ბერძნებსა და
რომაელებს, ებრაელებს, ეგვიპტელებს, ბაბილონელებს, ჩინელებს და წარმოიდგინეთ
თათრებსა და სკვითებსაც კი. არც ლამაზი ლეგენდების ნაკლებობას ჰქონია ადგილი,
როცა ამერიკის კონტინენტის დასახლება მიაწერეს ლეგენდარული ატლანტიდის
მაცხოვრებლებს, რომელიც უხსოვარ წარსულში (თუ პლატონს დავუჯერებთ) აერთიანებდა
ხმელთაშუა ზღვის აუზსა და ამერიკის კონტინენტს.
მეცნიერების განვითარებასთან ერთად ხდებოდა ამ სხვადასხვაგვარი ჰიპოთეზებისა
და მოსაზრებების გადასინჯვა. ამჟამად არავითარ ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ამერიკის
კონტინენტზე ადამიანთა გადასახლება სხვა მატერიკებიდან მოხდა, მაგრამ საიდან? ეს
საკითხი დღემდე გადაუჭრელია. მკვლევართა უმრავლესობა თვლის, რომ ისინი აზიიდან
მოვიდნენ, სხვები (მაგალითად, ნორვეგიელი ეთნოგრაფი და მოგზაური ტურ ჰეიერდალი)
იცავენ დასავლეთ ნახევარსფეროს დასახლების მელანეზიურ-პოლინეზიურ ვარიანტს.
ფრანგი მეცნიერის პოლ რივეს აზრით, დასავლეთ ნახევარსფეროში ადამიანთა განსახლება
ორივე გზით მიმდინარეობდა.
ამჟამად მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ამერიკის კონტინენტის დასახლება
მოხდა აზიიდან, ბერინგის სრუტის გავლით, მაშინ როცა დედამიწაზე დიდი გამყინვარება
იყო (ჩვ.ერამდე დაახლოებით 40 ათასიდან _ 12 ათასი წწ. შუალედურ პერიოდში).
ინდიელები. ქრისტეფორე კოლუმბის წყალობით დასავლეთ ნახევარსფეროში
მცხოვრებ ხალხებს ინდიელები ეწოდათ, რადგან კოლუმბს ეგონა, რომ მან ინდოეთისაკენ
მიმავალი ახალი გზა აღმოაჩინა. როდესაც იგი 1492 წელს პირველად გაემგზავრა
დასავლეთის მიმართულებით ინდოეთისაკენ, მან თან წაიყვანა თარჯიმანი ლუის დე
ტორესი, რომელმაც იცოდა არაბული ენა და რამდენიმე ჩინური და იაპონური სიტყვა.
და ეს იმ დროს, როცა ამერიკის კონტინენტზე ამ პერიოდში 1700-მდე სხვადასხვა ენა და
დიალექტი არსებობდა!

38
იმ ტომთა შორის, რომლებიც ამერიკის კონტინენტზე ცხოვრობდნენ, თავისი
რაოდენობითა და განვითარების დონით შეიძლება გამოვყოთ: ესკიმოსები, იროკეზები,
პუებლო, ნავახოები (ჩრდილოეთ ამერიკაში), აცტეკები (მექსიკაში), მაია (მექსიკასა და
ცენტრალურ ამერიკაში), ტუპი-გუარანი (ბრაზილიასა და პარაგვაიში), კეჩუა და აიმარა
(პერუსა და ბოლივიაში), არაუკანები (ჩილეში).
სამეურნეო ცხოვრება. ამერიკის კონტინენტზე ევროპელთა მოსვლის
მომენტისათვის ამერიკის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ტომები ერთმანეთისაგან
მკვეთრად განსხვავდებოდნენ სამეურნეო ყოფით. საზოგადოებრივ-ეკონომიკური
განვითარების განსაკუთრებით მაღალი დონე ჰქონდათ მექსიკის, ცენტრალური ამერიკისა
და პერუს ინდიელებს.
როგორც ცნობილია, მსოფლიო ისტორიაში არსებული ცივილიზაციების
განვითარებას საფუძვლად ედო გარკვეული მარცვლეული კულტურის მოყვანა: _
ევროპაში _ ხორბლის, აზიაში _ ბრინჯის. ამერიკაში ასეთ მარცვლეულ კულტურად იქცა
სიმინდი. მის კულტურულ მოშენებაზე, რომელიც მოხდა დაახლოებით 7 ათასი წლის
წინათ, პრიორიტეტის თითქმის თანაბარი შანსები გააჩნიათ მექსიკას, პერუსა და
ბოლივიას.
ინდიელები მეტად დახელოვნებული მიწათმოქმედნი იყვნენ. საერთო ჯამში ისინი
საკვებად იყენებდნენ თითქმის 20 ათასი სახეობის მცენარეს _ უფრო მეტს, ვიდრე სხვა
კონტინენტების ხალხები ერთად აღებულნი! თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ციფრი
მოიცავს ერთი და იგივე მცენარის ათობით, ზოგჯერ კი ასეულობით სახეობას.
დღეისათვის სასწაულად გამოიყურება, მოხერხებული და ბრძენი ინდიელების მიერ
შექმნილი ჩინამპასის სისტემა, რომელსაც აცტეკები იყენებდნენ. მისი არსი მდგომარეობდა
ბაღებისა და ბოსტნების გაშენებაში ტბის ზედაპირზე. ლერწმისა და ხისაგან გაკეთებული
ტივები მაგრდებოდა ტბაში ჩასმულ ბოძებზე, იფარებოდა მიწითა და ლამით, რომლებზეც
შემდეგ მოჰყავდათ ბოსტნეული კულტურები. მიწათმოქმედების ეს ფორმა ცხელი
ზაფხულის პირობებში ქმნიდა მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებს: აქ იყო სუფთა
წყალი, სიგრილე და საჭიროების შემთხვევაში _ თევზი. ჩინამპასის სისტემამ გაუძლო
დროთა გამოცდას და დღესაც შენარჩუნებულია მექსიკის ზოგიერთ რაიონებში.
გარდა სიმინდისა, ამერიკის კონტინენტმა კაცობრიობას `აჩუქა~ კარტოფილი,
პომიდორი, კაკაო, მზესუმზირა, თამბაქო, სამკურნალო მცენარე ქინაქინა, ბალზამი და
ისეთი ურთულესი სამედიცინო ოპერაცია, როგორიცაა თავის ქალის ტრეპანაცია. იმავე
დროს დასავლეთ ნახევარსფეროს აბორიგენებმა არ იცოდნენ ბორბალი, ცხენი, რკინის
გამოდნობა, თუმცა იცოდნენ ოქროს, ვერცხლის, პლატინისაგან, სპილენძისა და
ბრინჯაოსაგან გასაოცარი ნაკეთობების დამზადება. ამერიკის კონტინენტზე არსებულ
ინდიელთა ცივილიზაციების მოწყვეტილობამ დანარჩენი სამყაროსაგან, განსაზღვრა მათი
უნიკალურობა და სპეციფიურობა და აგრეთვე, ისტორიული პროცესის ასინქრონულობა
დასავლეთ ნახევარსფეროში.
ამერიკული ცივილიზაციები. ევროპელთა მოსვლამდე დასავლეთის ნახეარსფეროს
ცივილიზაციები ჩამოყალიბდა მეზოამერიკასა და ანდების მთებში. ცნება
`მეზოამერიკა,~ანუ შუა ამერიკა, პირველად 1943 წ. შემოიღო გერმანელმა მეცნიერმა პაულ
კირხჰოფმა. მის ქვეშ არქეოლოგები გულისხმობენ გეოგრაფიულ რეგიონს, რომელიც
მოიცავს მექსიკასა და ცენტრალური ამერიკის დიდ ნაწილს. ამ დიდ ტერიტორიაზე,
ერთმანეთის მონაცვლეობით თავისი კვალი დატოვა ხუთმა უძველესმა ცივილიზაციამ,
რომელთაგან ყველაზე ცნობილია მაიას და აცტეკების ცივილიზაციები.

39
მაიას ცივილიზაცია. მეცნიერები მაიას ცივილიზაციის ქვედა ქრონოლოგიურ
საზღვრად მიიჩნევენ II ათასწლეულს ჩვ. ერამდე, ზოგჯერ III ათასწლეულსაც კი, ხოლო
ზედა საზღვრად ჩვ. წ. აღ-ის X საუკუნეს. ამ ცივილიზაციის აყვავების ხანა მოდის ჩვ. წ.
აღ-ის VII-VIII საუკუნეებზე. მაიას ინდიელებმა თავისი გავლენა გაავრცელეს იუკატანის
ნახევარკუნძულზე, გვატემალაზე, ბელიზზე, ჰონდურასისა და თანამედროვე მექსიკის
ტერიტორიის ნაწილებზე. ამ ცივილიზაციის ასეთ ფართო გეოგრაფიულ არეალში (325
ათასი კვ. კმ) მოქცეული იყო ასობით ტომი, რომლებმაც შეითვისეს მაიას კულტურა,
თუმცა მას რეგიონალური ხასიათი ჰქონდა.
მაიას ცივილიზაცია პირველყოვლისა, გამოირჩეოდა თავისი მიღწევებით
სამშენებლო საქმეში და ცოდნით ასტრონომიასა და მათემატიკაში. დახვეწილობითა და
სრულყოფილებით გამოირჩეოდა მათი სახვითი ხელოვნება და სკულპტურა, ქვისა და
კერამიკის დამუშავება. ყოველდღიურ ცხოვრებაში მაია ორი კალენდრით სარგებლობდა:
მზის, რომელიც 365 დღეს შეიცავდა და რიტუალურით (260 დღე). ისინი წელიწადს
ყოფდნენ 18 თვედ, რომელთაგან თითოეული 20 დღისაგან შედგებოდა და ჰქონდათ კიდევ
ერთი დამატებითი 5-დღიანი თვე. თვეებსაც და დღეებსაც თავისი სახელები გააჩნდათ,
რომლებიც მეორე კალენდარშიც გამოიყენებოდა, სადაც წელიწადი თვეებად კი არ
იყოფოდა, არამედ დროის 13-დღიან მონაკვეთებად. ორივე კალენდარში ფართოდ
გამოიყენებოდა რელიგიური სიმბოლიკა.
მაიას ცივილიზაციაში ყველაზე დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს
მათემატიკაში ნოლის ცნების შემოღება. ეს გაკეთდა სხვა უფრო ცნობილ
ცივილიზაციებთან შედარებით რამდენიმე საუკუნით ადრე.
აცტეკების ცივილიზაცია. აცტეკების ისტორია, მათ გამოჩენამდე ცენტრალურ
მექსიკაში ჩვ. წ. აღ-ის XII ს-ში, მრავალ გამოცანასთანაა დაკავშირებული. ისინი თავის
სამშობლოდ ასახელებდნენ კუნძულ ასტლანს (ადგილი, სადაც წეროები ცხოვრობენ).
სიტყვა `ასტლანიდან~ მოდის მათი სახელწოდებაც `აცტეკი~. მეცნიერების მიერ დღემდე
დაუდგენელია კუნძულის ზუსტი ადგილმდებარეობა.
აცტეკების მომთაბარე-მონადირე ტომები ერთობ აგრესიულები აღმოჩნდნენ.
თითქმის ორი საუკუნის მანძილზე ისინი აწარმოებდნენ დაპყრობით ომებს და XIV ს-ის
დასაწყისში დაიპყრეს რა ცენტრალურ მექსიკაში მცხოვრები სხვა ტომები, შექმნეს
მძლავრი იმპერია. დაახლოებით 1325 წ. ამ იმპერიის დედაქალაქი გახდა აცტეკების მიერ
დაარსებული ქალაქი ტენოჩტიტლანი (თანამედროვე მეხიკო).
აცტეკების კულტურამ შეითვისა ყველა წინამორბედი მექსიკური ცივილიზაციის
მდიდარი ტრადიციები და შესანიშნავი მიღწევები. მაიასგან აცტეკებმა გადმოიღეს
იეროგლიფური დამწერლობა და ფართოდ იყენებდნენ მას. ერთობ ორიგინალური იყო
მათ მიერ დამზადებული პოლიქრომული კერამიკა. დღემდე დიდი მოწონებით
სარგებლობენ მათი სკულპტურები `ნაღვლიანი ინდიელი~, `მიცვალებულის თავი~, ღმერთ
შოჩიპილის ქანდაკება და ა.შ. აცტეკებს დიდი მიღწევები ჰქონდათ სოფლის მეურნეობაში,
სადაც ისინი სადრენაჟო სამუშაოებს ატარებდნენ. ისევე, როგორც მაიას ცივილიზაცია,
აცტეკებიც ფართოდ იყენებდნენ მონურ შრომას. მონებად ხდებოდნენ მოვალეები,
ობლები, განქორწინებული ცოლები, სამხედრო ტყვეები. აცტეკების იმპერიამ უდიდეს
ძლიერებას მიაღწია XVI ს-ის დასაწყისში იმპერატორ მონტესუმას (მოტეკუხსომას)
მეფობის დროს.
ინკების ცივილიზაცია. ამავე პერიოდში თანამედროვე პერუს, ეკვადორის,
ბოლივიის, ნაწილობრივ კოლუმბიის, არგენტინისა და ჩილეს ტერიტორიაზე არსებობდა

40
დიდი იმპერია _ ინკების სახელმწიფო. მას ეკავა დაახლოებით 1 მლნ. კვ. კმ და
ეწოდებოდა ტაუანტინსუიუ, რაც კეჩუას ენაზე ნიშნავდა `სამყაროს ოთხ გაერთიანებულ
მხარეს~. იმპერიის ტერიტორია მართლაცდა სამართლიანად ხაზს უსვამდა ამ გლობალური
პრეტენზიის სამართლიანობას.
ყველა ამერიკული ცივილიზაციისათვის დამახასიათებელი იყო მზის გაღმერთება.
ამ მხრივ ინკებმა ყველას გადააჭარბეს, უწოდებდნენ რა თავს `მზის შვილებს~. ისევე
როგორც სხვა ცივილიზაციების წარმომადგენლები, ინკებიც შესანიშნავი ასტრონომები
იყვნენ. ქალაქ კუსკოში მათ ააგეს ოთხი კოშკი, საიდანაც ისინი მზეზე დაკვირვებას
აწარმოებდნენ, იცოდნენ მზისა და მთვარის წელიწადის შესახებ. ჩვენამდე მოაღწია
ინკების შესანიშნავმა ნახელავმა, დამზადებულმა ოქროს, ვერცხლისა და სპილენძისაგან.
სახელმწიფოს სათავეში ედგა დიდი ინკა, რომელიც მზის ცოცხალ განსახიერებად
ითვლებოდა. ოფიციალურ კულტად ითვლებოდა ოქროს დისკოზე მზის გამოსახულება
ადამიანური სახით. მზის ღმერთის დად და მეუღლედ (ინკების სამეფო დინასტიაში
მიღებული იყო და-ძმას შორის ქორწინება) ითვლებოდა მთვარე. ღმერთად ითვლებოდა
ასევე კუიჩი _ ცისარტყელა. არსებობდა ასევე სულების კულტი _ მიწათმოქმედების
მფარველისა, ბუნების სტიქიისა და ა.შ.
ისევე როგორც მაიასა და აცტეკების ცივილიზაციებში, ინკების სახელმწიფოშიც
ქურუმები უაღრესად დიდ როლს თამაშობდნენ. არსებობდა სპეციალური `მზის
მინდვრები~, საიდანაც აღებული მოსავალი ქურუმებს ხმარდებოდა. უმაღლესი ქურუმი
წარმომავლობით დიდი ინკას გვარიდან იყო და მასთან ერთად ინაწლებდა ძალაუფლებას.
ინკებში ასევე არსებობდა ადამიანების მსხვერპლად შეწირვა, მაგრამ მას უფრო
სხვა მიზანმიმართულება გააჩნდა, ვიდრე ეს აცტეკებთან იყო. მისი მთავარი დანიშნულება
იყო თვით ინკას გაღმერთება. მსხვერპლშეწირვა, როგორც წესი, ხდებოდა დიდი ზეიმების
დროს, როცა ინკა სამეფო ტახტზე ადიოდა. მსხვერპლად ჩვეულებრივ წირავდნენ
ქალიშვილებსა და ბავშვებს, რომლებსაც ინკების მიერ დამორჩილებული ტომები
აგზავნიდნენ.
ერთობ ორიგინალური იყო ინკების `კვანძოვანი დამწერლობა~ _ `კიპუ~. იგი
წარმოადგენდა გრძელ ბაწარს, რომელზეც ჩამოკიდებული იყო სხვადასხვა ფერის და
ზომის ძაფები. ფერების შეხამება და კვანძების კომბინაცია ბაწარზე ან თოკზე
გამოიყენებოდა გადასახადების გასაანგარიშებლად, სხვადასხვა ისტორიული მოვლენის
დასაფიქსირებლად, საკუთარი სახლებისა და სხვა ფონეტიკური ელემენტების
გადმოსაცემად. პერუს ერთ-ერთ ტაძარში აღმოაჩინეს უნიკალური კიპუ, რომელიც 6 კგ-ს
იწონიდა. ინკების ისტორიის მცოდნე მეცნიერთა აზრით, ზოგიერთი კიპუს სიგრძე
უტოლდებოდა მანძილს, მაგალითად ბათუმიდან ბაქომდე, ხოლო ინფორმაციის
მოცულობით შეეძლო მრავალტომიანი სტატისტიკური ცნობარი შეეცვალა. ანდების
მთებში მცხოვრები გლეხები დღემდე კრავენ კვანძებს. კვანძების კოდი პირველად XX
საუკუნის დასაწყისში გაშიფრა ამერიკელმა არქეოლოგმა ლ. ლილენდ ლოკმა, ნიუ _
იორკის ბუნებისმეტყველების მუზეუმიდან. ინკებმა იცოდნენ «ნოლი». კიპუს მწერლები
თავისუფლდებოდნენ გადასახადებისაგან. ისინი ითვლებოდნენ ქვეყანაში არსებული
უზარმაზარი ბიუროკრატიული მანქანის მთავარ ჭანჭიკებად. ადგენდნენ რა თასმებითა
და კვანძებით სამგანზომილებიან ცნობას, ისინი ამჟღავნებდნენ ბუღალტერის,
ლოგიკოსისა და მხატვრის საუკეთესო თვისებებს. ინკები კიპუში ჩადებული ინფორმაციის
შენახვასა და მის ინტერპრეტაციას იმდენად მნიშვნელოვან საქმედ თვლიდნენ, რომ მასში
შეცდომის დაშვება ან რამის გამოტოვება სიკვდილით ისჯებოდა.

41
ჩიბჩა-მუისკების ცივილიზაცია. ჩიბჩა-მუისკების ცივილიზაციის ცენტრი
მდებარეობდა ბოგოტის ზეგანზე (თანამედროვე კოლუმბია). ამ რეგიონში
ჩამოყალიბებული ცივილიზაცია (V-XV სს.) გამოირჩეოდა სამეთუნეო საქმის მაღალი
დონით, საფეიქრო საქმით,ქვანახშირის ამოღება-გამოყენებითა და ზურმუხტების
დამუშავებით. ისევე, როგორც სხვა, ზემოთდასახელებულ ცივილიზაციებში, აქაც ადგილი
ჰქონდა ქონებრივ უთანასწორობას, რამაც თავისი ასახვა ჰპოვა რელიგიურ მითოლოგიაში.
ღმერთი ჩიბჩაკუმი (`ჩიბჩას ხალხის დასაყრდენი~) წარმოადგენდა უბრალო ხალხის
მფარველს, ხოლო ღმერთი ბოჩიკა _ დიდებულთა მფარველს.
ცალკეული მკვლევარები თვლიან, რომ ჩიბჩა-მუისკები ძველი ამერიკის
ერთადერთი ხალხი იყო, რომელთაც შემოიღეს ფული, რომლის როლსაც ოქროსგან
მოჭრილი პატარა დისკები ასრულებდა. უფრო ფრთხილი მეცნიერები თავის დასკვნებში
მიიჩნევენ, რომ ეს დისკები წარმოადგენდნენ მაღალი მოთხოვნილების სამკაულებს,
რომლებსაც სხვა საქონელზე ცვლიდნენ.
ჩიბჩა-მუისკების სახელმწიფოსთანაა დაკავშირებული ლეგენდა ზღაპრულად
მდიდარი ქვეყნის _ ელდორადოს შესახებ. პირველ ესპანელ კონკისტადორებს
ადგილობრივი მაცხოვრებლები მოუყვნენ ერთ-ერთ ტომში ბელადის არჩევის რიტუალის
შესახებ, როცა საზეიმოდ კურთხევის დღეს ბელადს ტანზე ნელსაცხებელს წაუსვამდნენ,
შემდეგ კი ოქროს ფხვნილით დაფარავდნენ. თანატომელები ამ ოქროში ამოვლებულ
ბელადს ძვირფასი ტახტრევანით მიიყვანდნენ რომელიღაც ტბამდე, სადაც იგი ჩამოიბანდა
ოქროს ფხვნილს, პროცესიის მონაწლენი კი ტბაში ისროდნენ ოქროს ნივთებსა და ძვირფას
ქვებს. ჩიბჩა-მუისკების სახელმწიფოს არსებობის მანძილზე რამდენი ამდაგვარი
ცერემონიალი ჩატარდებოდა?! ასე აღმოცენდა ლეგენდა უცნობი ქვეყნის ელდორადოს და
მისი უსაზღვრო სიმდიდრის შესახებ (`ელდორადო~ ესპანურად ნიშნავს `მოოქროვილს,
ოქროსგან გაკეთებულს~).
კოლუმბამდელი ამერიკის კულტურა. როცა საჭიროა იმის განსაზღვრა, თუ
საზოგადოების განვითარების რომელ სტადიას განეკუთვნება ესა თუ ის უძველესი
კულტურა, მეცნიერები პასუხობენ გარკვეულ კითხვებს:
1. ჰქონდათ თუ არა ამ ხალხებს დამწერლობა? იყო თუ არა ინფორმაციის
გადაცემის სხვა საშუალებები?
2. არსებობდა თუ არა კერამიკა? გამოიყენებოდა თუ არა მის დასამზადებლად
სამეთუნეო დაზგა?
3. რისგან ამზადებდნენ შრომის იარაღებს?
4. გამოიყენებოდა თუ არა გამწევი ცხოველები? იყენებდნენ თუ არა ბორბალს?
5. იგებოდა თუ არა ქვისგან მონუმენტური ნაგებობები? ამკობდნენ თუ არა მათ
ფასადებს ღმერთებისა და მეფეების სკულპტურული გამოსახულებებით?
6. იყო თუ არა ჩამოყალიბებული სახელმწიფო აპარატი: მოხელეები, არმია,
პოლიცია? არსებობდა თუ არა კავშირები ცალკეულ ქალაქებსა და ოლქებს შორის?
ამ კითხვებზე პასუხების გაცემისას დავინახავთ, რომ სამხრეთ ამერიკის
ცივილიზაციებში დამწერლობა არსებობდა (იეროგლიფური, კიპუ). ამერიკის ხალხებმა არ
იცოდნენ სამეთუნეო დაზგა, მაგრამ მათი კერამიკული ნაკეთობები მნახველების გაოცებას
იწვევს თავისი სინატიფით, ორნამენტებითა და მოხატულობით. ზოგჯერ იქმნება ისეთი
შთაბეჭდილება, რომ სამხრეთ ამერიკის მაცხოვრებლებმა ჩინელებზე უფრო ადრე
ამოხსნეს ფაიფურის საიდუმლოება. ძველმა ამერიკელებმა არ იცოდნენ რკინა, მაგრამ
იცოდნენ სპილენძი და ბრინჯაო (ჩვ. ერამდე I ათასწლეულში).

42
გამწევი ცხოველები ამერიკის კონტინენტზე არ იყო. სამხრეთამერიკული ცხოველი
ლამა, აქლემის სიმპათიური ნათესავი, არ გამოდგებოდა გამწევ ძალად, მაგრამ
ტვირთმზიდავ ცხოველად მას იყენებდნენ და დღესაც იყენებენ.
კოლუმბამდელი ამერიკის ყველა ცივილიზაციაში იგებოდა მონუმენტური
ნაგებობები, მაგრამ აქ ჩანს ერთი მეტად საინტერესო კანონზომიერება _ ამ უზარმაზარ
პირამიდებსა და ტაძრებში სასარგებლო ფართობი უაღრესად მცირე იყო. ნაგებობების
შიგთავსი არ იყო გათვალისწინებული ხალხის დიდი მასებისათვის, ის იყო ნაგებობები
რჩეულთათვის.
განვითარებული და ზოგჯერ უაღრესად რთული იყო სახელმწიფოს სტრუქტურაც,
ხელისუფლების ორგანოები. როგორც ჩანს, ამერიკის კოლუმბამდელ ცივილიზაციებში
არმიაც არსებობდა, რადგან მათი ისტორია, როგორც ამას არქეოლოგიური გათხრები
მოწმობენ, ომების ისტორიაა. ამ ცივილიზაციებში ასევე არსებობდა კავშირგაბმულობაც.
ცნობილია, რომ ინკების სახელმწიფოში საფოსტო მომსახურეობისათვის გამოიყენებოდა
400 მალემსრბოლი _ ჩასკი, რომლებიც სპეციალური, შესანიშნავად მოკირწყლული გზებით
დაატარებდნენ წერილებს, დაწერილს კიპუს ანბანით.
ყოველივე ეს მიუთითებს კულტურისა და განვითარების მაღალ დონეზე, რომელიც
არსებობდა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის უძველეს ცივილიზაციებში და რომლებიც
ბევრად არ ჩამორჩებოდნენ ძველი ეგვიპტის, შუამდინარეთისა და ჩინეთის
ცივილიზაციებს.
Pპირველი კოლონიური იმპერიების შექმნა. ამერიკის ესპანელ პირველაღმომჩენთ
აინტერესებდათ გამდიდრების შესაძლებლობები. ცნობებმა აცტეკებისა და ინკების
სახელმწიფოების შესახებ, სადაც უქრო უხვად იყო, შეძრა მთელი ესპანეთი. 1519-1521 წწ.
კონკისტადორების რაზმმა ერნანდო კორტესის (1485-1547) მეთაურობით ხელთ იგდო
აცტეკების სახელმწიფო, და დაანგრია მათი დედაქალაქი ტენოჩტიტლანი. 1530-იან
წლებში დამპყრობლებმა, რომლებსაც ფრანსისკო პისარო (1470-1541), დაიპყრეს ინკების
სახელმწიფო.
კონკისტადორთა რაზმები ორივე შემთხვევაში რამდენიმე ასეული კაცისაგან
შედგებოდა, მაშინ როდესაც ამერიკულ სახელმწიფოებს შეეძლოთ მრავალრიცხოვანი
არმიების გამოყვანა. დაპყრობათა სიადვილე აიხსნებოდა მრავალი მიზეზით. ესპანელი
დამპყრობლები, გამოწყობილნი ჯავშანში, ცხენებზე ამხედრებულები, ცეცხლსასროლი
იარაღით, ინკებისა და აცტეკების მიერ, რომლებმაც არ იცოდნენ თუ რა იყო ცხენი,
ესპანელები აღიქმებოდნენ როგორც უმაღლესი არსებები, რომლებისთვისაც
წინააღმდეგობის გაწევა ამაო იყო. ძველი ლეგენდები მოგვითხრობდნენ თეთრკანიან
წვეროსან ღმერთებზე, რომლებიც მოდიოდნენ ზღვის გადაღმიდავ, რამაც ასევე იმოქმედა
ადგილობრივ მცხოვრებთა ნებისყოფაზე და წინააღმდეგობის გაწევის უნარზე.
გამორიცხული არაა, რომ ეს ლეგენდები ასახავდა იმ დროს, როდესაც ვიკინგები თავის
ლაშქრობებს აწყობდნენ.
კონკისტადორებს კვალდაკვალ მიყვნენ სამღვდელოება, რომელმაც ამოძირკვა
ადგილობრივი რელიგიური წარმოდგენები და ძალით ავრცელებდნენ კათოლიკურ
რწმენას. დაპყრობის პირველ ეტაპზე ევროპელები თვლიდნენ, რომ ინდიელები
ცხოველების მსგავსია და სული არ გააჩნიათ. მათი ჟლეტა ითვლებოდა როგორც
ღვთისნიერი საქმე.
დაპყრობის მსხვერპლთა რაოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია. ვარაუდობენ,
რომ ამაერიკის აღმოჩენის პერიოდისათვის მისი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 25

43
მილიონამდე კაცს. სრულიად შესაძლებელია, რომ დაპყრობის პერიოდში, ადგილობრივ
რწმენეთან ბრძოლაში დაიღუპა ძირეული მოსახლეობის 2/3-დან 4/5-დე.
მხოლოდ 1537 წ. რომის პაპმა აღიარა ინდიელები ადამიანურ არსებებად, რამაც
შეზღუდა სასიკვდილო განაჩენების რაოდენობა. თუმცა ამას ოდნავადაც არ
გაუუმჯობესებია ადგილობრივ აბორიგენთა მდგომარეობა, რომლებსაც ამჯერად უკვე
კოლონიურ შრომაში ხდიდნენ სულს.
ესპანელებს, ისევე როგორც პორტუგალიელებს, რომლებმაც აითვისეს სამხრეთ
ამერიკის დასავლეთ სანაპირო, აინტერესებდათ მხოლოდ რესურსების ამოქაჩვა
კოლონიებიდან. კოლონიური ხელისუფალნი აიძულებდნენ ადგილობრივ მცხოვრებთ
ემუშავათ ვერცხლის საბადოებსა და პლანტაციებში და არ აქცევდნენ არავიტარ
ყურადღებას მიწების გაჩანაგებას, შიმშილსა და ეპიდემიებს, რომლებიც მილიონობით
ადამიანის სიცოცხლეს იწირავდა. მალ საჭირო გახდა ამ შექმნილ კოლონიებში მონების
შემოყვანა აფრიკიდან, მოახალშენეები ევროპიდან, რამდენადაც არ კმაროდა მუშახელი.
ინგლისი და საფრანგეთი, დააგვიანეს რა ზღვისგადაღმა მიწების დაპყრობა, XVI-
XVII სს-ში ცდილობდნენ დაკარგულის დაბრუნებას ჩრდილოეთ ამერიკაში. 1535 წ. კანადა
გამოცხადდა საფრანგეთის სამფლობელოდ, 1608 წ. დაარსდა ქალაქი კვებეკი. 1682 წ.
მდინარე მისისიპის აუზი გამოცხადდა საფრანგეთის კოლონია ლუიზიანად. ინგლისმა
დაიწყო ატლანტიკური სანაპიროს კოლონიზაცია მე-40 პარალელის რაიონში.
მოახალშენეთა პირველი პარტია ამ რაიონში, რომელსაც ვირჯინია უწოდეს, გადასახლდა
1607 წელს.
ჩრდილოეთ ამერიკაში კოლონიური იმპერიის შექმნა სცადა ჰოლანდიამაც,
რომელმაც 1626 წ. დააარსა დასახლება ახალი ამსტერდამი (შემდეგში ნიუ-იორკი). მაგრამ
ეს კოლონია 1664 წ. ხელთ იგდეს ინგლისელებმა.
ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიზაციას თავისი თავისებურებები გააჩნდა. აქ
მცხოვრები ინდიელთა ტომები, რომლებიც ნადირობასა და მეთევზეობას მისდევდნენ,
გაფანტეს დიდ ტერიტორიაზე და მათი იძულება, რომ ემუშავათ კოლონისტების
სასარგებლოდ, შეუძლებელი აღმოჩნდა. ინგლისელები და ფრანგები ამჯობინებდნენ
ინდიელებისაგან მიწის ყიდვას სიმბოლურ ფასად _ რაღაც იაფფასიანი ბიჟუტერიისა და
სპირტიანი სასმელების ფასში. ზოგჯერ ძირძველ მოსახლეობას ძალით ყრიდნენ მათი
მიწებიდან და ეპატრონებოდნენ მას. მათ დასამუშავებლად შემოყავდათ მონები
აფრიკიდან. ფართოდ ინერგებოდა მეტროპოლიიდან პოლიტიკური და რელიგიური
მოწინააღმდეგეების, სისხლის სამართლის დამნაშავეების გადმოსახლება.
კოლონიებისათვის ბრძოლა იქცა მიზეზად დიდი სამხედრო შეტაკებებისა
ევროპულ სახელმწიფოთა შორის, რის შედეგადაც ზოგიერთი კუნძულები (ბარბადოსი,
ტორტუგა, ანტიგუა, პროვიდენსი, სან-დომინგო, გვადელუპა, მარტინიკა და ა.შ.) გადავიდა
ინგლისისა და საფრანგეთის ხელში. ამ ქვეყნების მთავრობები არ ეწინააღმდეგებოდნენ
ამ კუძულებზე მეკობრეთა ბაზების შექმნას, რომლებიც ძარცვავდნენ ოქროთი და
ვერცხლით დატვირთულ ესპანურ გემებს, აწყობდნენ თავდასხმებს სანაპირო ქალაქებზე.
XVI-XVIII სს. იყო მეკობრეობის აყვავების პერიოდი. მშვიდობიანობის დროს
მეკობრეები მოქმედებდნენ საკუთარი რისკის ფასად, ომის დროს კი ინგლისისა და
საფრანგეთის მთავრობები მათ აძლევდნენ კაპერის პატენტებს (ოფიციალური ნებართვა
მოწინააღმდეგე ქვეყნის გემების ხელთქგდებისა და გაძარცვის შესახებ), ღებულობდნენ
სამხედრო-საზღვაო სამსახურში. ერთერთ სახელგანთქმულ მეკობრეს, ფრენსის დრეიკს
(1540-1596), ინგლისის დედოფალმა ელისაბედმა რაინდის ტიტული მიანიჭა. მეკობრეები

44
ასუსტებდნენ ესპანეთსა და პორტუგალიას, რომლებიც ათასობით ხომალდებს კარგავდნენ.
ნაზარცვი სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილი მიედინებოდა ინგლისისა და საფრანგეთის
ხაზინაში.
კოლონიური პოლიტიკის შედეგები. ამერიკის დაპყრობის, ინდოეთისაკენ კეთილი
იმედის კონცხის გარშემოვლით ინდოეთისაკენ მიმავალი გზის აღმოჩენის შემდეგ ევროპას
მოაწყდა კოლონიური საქონელი _ ყავა, ჩაი, თამბაქო, შაქრის ლერწამი, აგრეთვე დიდი
რაოდენობით ოქრო და ვერცხლი. ევროპელებმა დაიწყეს კარტოფილისა და სიმინდის
მოყვანა.
კოლონიური ვაჭრობა ამდიდრებდა ინგლისურ და ჰოლანდიურ ოცტ-ინდოეთის
კომპანიებს, რომლებიც წარმატებით უწევდნენ კონკურენციას პორტუგალიელებს აზიის
ქვეყნებთან ვაჭრობაში.
ინდოეთში, ისლამის ქვეყნებში, სადაც იცნობდნენ ცეცხსასროლ იარაღს,
პორტუგალიელებმა, რომლებმაც პირველებმა ევროპელთაგან გამოძებნეს გზა მსოფლიოს
ამ რაიონებისაკენ, ვერ შეძლეს ფართო კოლონიური იმპერიის შექმნა. ისინი
დაკმაყოფილდნენ მხოლოდ რამდენიმე ნავსადგურის (გოა, დიუ, დამანა) ხელთგდებით
და ვაჭრობის შესაძლებლობებით. მაგრამ ზღვაზე თავისი სანაოსნო საშუალებების
უპირატესობის გამო, მათ შეავიწროვეს არაბი ვაჭრები და თავისი კონტროლი დააწესეს
ინდოეთთან და ჩინეთთან ვაჭრობაზე. შემდეგ ჰოლანდიამ და ინგლისმა, რომლებსაც
უფრო ძლიერი ფლოტები ყავდათ და იყენებდნენ რა მეკობრეობასაც, თავის მხრივ,
განდევნეს პორტუგალიელები აზიის ბაზრებიდან.
ოქროსა და ვერცხლის ჭარბად შემოდინებამ ესპანეთში გამოიწვია ამ ლითონებზე
ფასების დაცემა ევროპის ბაზრებზე. ესპანეთის არისტოკრატია გახდა უზარმაზარი
განძეულის მფლობელი. იგი ძირითადად მას ხარჯავდა მოხმარებაზე, რითაც
ამდიდრებდა ინგლისისა და ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთის კომპანიებს, აძლევდა
უზარმაზარ შეკვეტებს ინგლისის, ჰოლანდიისა და საფრანგეთის საამქროთა ოსტატებს.
ამ ქვეყნებში სწრაფი ტემპებით იწყო ზრდა ვაჭრობამ და წარმოებამ. თანადათანობით
სიმდიდრე თავს იყრიდა ქალაქებში.
საზღვაო სავაჭრო გზების აღმოჩენამ და გაკვალვამ ხელი შეუწყო გემთმშენებლობის
სწრაფ განვIტარებას. ეს კი მოითხოვდა ზე-ტყეს, რკინას ქვემეხებისათვის, ქსოვილს
იალქნებისათვის, რასაც თან სდევდა წარმოების ზრდა. ძველი ამქრული სისტემა ვერარ
უმკლავდებოდა მზარდ მოთხოვნებს. საჭირო ხდებოდა შრომის მწარმოებლურობის
მატება, პროდუქციის გამოშვების მოცულობის ზრდა. ყოველივე ეს ხელს უწყობდა
მანუფაქტურულ წარმოებაზე გადასვლას.
ახალი მიწების აღმოჩენით გაფართოვდა ესპანელთა ცოდნის ჰორიზონტი.
მსოფლიო დიდი გეოგრაფიული აღმოჩენის ეპოქამდე, რომელიც შემოფარგლული იყო
მხოლოდ “საკუთარი” სამტავროთი ან სამეფოთი, აღმოჩნდა უზარმაზარი, რომელიც
ელოდა თავის აღმომჩენებს, დამპყრობლებს, მკვლევარებს. 1519-1522 წწ. ფ. მაგელანმა
(1480-1521) ინდოეთისაკენ მიმავალი გზების ძიებაში შემოუარა ჰორნის კონცხს, გადალახა
წყნარი ოკეანე და მოახდინა პირველი გარსსაქვეყნო მოგზაურობა. ბოლოს და ბოლოს
ევროპელებმა მიიღეს სრული წარმოდგენა დედამიწის ჭეშმარიტი ზომის შესახებ, რომლის
შესწავლაც მათ მოუწევდათ.

45
ტოტალიტარიზმის საბჭოთა მოდელი

თუ გერმანიასა და იტალიაში ტოტალიტარიზმის საფუძველი გახდა ნაციონალური


იდეის ჰიპერტროფული აღქმა, რომელიც რასიზმსა და შოვინიზმში გადაიზარდა,
რუსეთში ტოტალიტარული იდეოლოგიის ბაზად იქცა ძალადობის აბსოლუტიზაცია და
იძულება სოციალური თანასწორობის იდეალის რეალიზაციისას. თავისთავად ეს იდეალი
არაა ტოტალიტარული. მისი რეალიზაცია წარმოადგენდა მთელი სოციალ-დემოკრატიული
მოძრაობის საქმიანობის მიზანს, მათ შორის დემოკრატიის ქვეყნებშიც.
ბოლშევიკური პარტია: გზა ხელისუფლებისაკენ. რუსეთის იმპერიის პირობები
გამორიცხავდა აქ მასობრივი სოციალ-დემოკრატიული პარტიის შექმნას, რომელიც
იმოქმედებდა რა ლეგალურად, ღიად, აშკარად გამოაცხადებდა და საჯაროდ იმსჯელებდა
თავისი მიზნების შესახებ. ვ.ი.ლენინის მიერ ჩამოყალიბებული ბოლშევიკური პარტია
იმთავითვე მოიაზრებოდა როგორც გასამხედროებული ორგანიზაცია, რომელსაც უნდა
შეძლებოდა მასების შეიარაღებული ბრძოლის ხელმძღვანელობა თვითმპყრობელობის
დასამხობად.
აცხადებდა რა პრეტენზიას, რომ იგი არის "მოწინავე კლასის" _ პროლეტარიატის
ავანგარდი, რომელმაც კაპიტალის ბატონობისაგან შრომის განთავისუფლების მსოფლიო-
ისტორიული მისია უნდა განახორციელოს, ბოლშევიკების პარტია ხაზს უსვამდა, რომ
თვით პროლეტარიატს არ შეუძლია საკუთარი "მოწინავე" იდეოლოგიის არც გამომუშავება
და არც სრულად შემეცნება. შესაბამისად, მისი ინტერესების წარმომადგენლობასა და
დაცვას თავის თავზე იღებს ერთნაირად მოაზროვნეთა მონოლითური ჯგუფი _ "ახალი
ტიპის" პარტია, რომელსაც გააჩნია ერთადერთი ჭეშმარიტი თეორია და რომელიც ყველა
თავის ოპონენტს განიხილავს როგორც პროგრესის მტრებს. მოსახლეობის უმცირესი
ნაწილის-პროლეტარიატის სახელით უნდა განხორციელებულიყო მისი დიქტატურა
მოსახლეობის არაპროლეტარულ-გლეხურ უმრავლესობაზე, უნდა გარდაექმნათ მისი
ცხოვრება სამართლიანობის შესახებ საკუთარი აბსტრაქტული შეხედულებების
შესაბამისად, ხოლო ბურჟუაზია უნდა მოესპოთ როგორც ექსპლოატატორთა კლასი.
ბოლშევიკური პარტიის მოსვლა ხელისუფლების სათავეში, რომელსაც
საზოგადოებაში მეტად უმნიშვნელო გავლენა ჰქონდა და რომლის წევრებიც პირველი
მსოფლიო ომის დასაწყისისათვის ან გადასახლებაში იმყოფებოდნენ ან ემიგრაციაში,
შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ის უნიკალური პირობები, რომლებიც რუსეთში 1917 წ.
შეიქმნა.
წარუმატებლობებმა პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე, ეკონომიკის მოშლამ
(მრეწველობის დამბლა, სარკინიგზო ტრანსპორტის მოშლა, შიმშილობა) გამოიწვია მასების
სტიქიური პროტესტი, 1917 წ. თებერვლის რევოლუცია და მონარქიის დამხობა. მაგრამ
რუსეთში დემოკრატიის დამკვიდრება არ მომხდარა. ომის, მოსახლეობის მზარდი
უკმაყოფილების, რთული ეკონომიკური სიტუაციის არსებობის პირობებში, რაც
მოითხოვდა სწრაფ და გადამწყვეტ მოქმედებას, დროებითმა მთავრობამ დაიწყო
დამფუძნებელი კრების მოწვევის ლოდინი. შემოიღო რა არმიაში ოფიცრების არჩევნები,
ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის არადემოკრატიულსაც მისცა თავისუფალი
საქმიანობის უფლებები, დროებითმა მთავრობამ ფაქტობრივად ხელი შეუწყო არმიის
მოშლას, პოლიტიკური ქაოსის გაღრმავებას. თვითგამოცხადებულმა და სამართლებრივი
თვალსაზრისით უკანონო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიებმა _ საბჭოებმა

46
დაიწყეს მთელი რუსეთის მასშტაბით პრობლემების გადაწყვეტა გუბერნიების, უეზდებისა
და ქალაქების დონეზე.
ქაოსიდან შესაძლო გამასოვალი იყო ძალაუფლების გადაცემა სამხედროებისათვის
და სამხედრო დიქტატურის დამყარება, მაგრამ დროებითმა მთავრობამ უარი განაცხადა
1917 წ. შემოდგომაზე გენერალ კორნილოვთან თანამშრომლობაზე და მის
დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო ნაწილების დაშლით საკუთარ თავს დასაყრდენი
გამოაცალა.
ასეთ სიტუაციაში ბოლშევიკების პოპულისტურმა და შემდეგში შეუსრულებელმა
დაპირებებმა (ფაბრიკები-მუშებს, მიწა-გლეხებს, მშვიდობა-ხალხებს) მასებში სრული
მხარდაჭერა ჰპოვა. მოკლე ხანში ბოლშევიკური პარტია გადაიქცა მასობრივ პარტიად,
თუმცა 1917 წ. ჩატარებულ არც ერთ თავისუფალ არჩევნებში _ არც საბჭოების ყრილობაზე
და არც დამფუძნებელ კრებაზე მან ვერ მოიპოვა უპირატესობა (დამფუძნებელი კრების
707 დეპუტატიდან ბოლშევიკი იყო 175, ე.ი. მეოთხედზე ნაკლები).
1917 წ. ოქტომბერში ბოლშევიკებისა და მათი მხარდამჭერი მემარცხენე ესერებისა
და ანარქისტების მიერ ძალაუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება მათ
თვითმიზანს არ წარმოადგენდა. ვ.ი.ლენინის იდეების მიხედვით, რევოლუციას რუსეთში,
მის მოწოდებას, რომ შეწყვეტილიყო მსოფლიო ომი, უნდა მოეახლოვებინა ევროპული
(მსოფლიო) რევოლუცია. მიაჩნდათ, რომ ამგვარი რევოლუცია ხელს შეუწყობდა რუსეთს
სოციალისტური იდეალის მიღწევაში.
"სამხედრო კომუნიზმის" პოლიტიკიდან ახალი ეკონომიკური პოლიტიკისაკენ.
მსოფლიო რევოლუცია იგვიანებდა, ხოლო უზარმაზარი ქვეყნის კონკრეტული
პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობამ გამოიწვია ბოლშევიზმის იდეური და
პოლიტიკური კრიზისი. ომიდან გამოსვლა გერმანიისა და მისი მოკავშირეების წინაშე
ცალმხრივი კაპიტულაციით (1918 წ. ბრესტის ზავი), მზადყოფნა, რომ იმპერიის
ტერიტორიაზე შექმნილი ნებისმიერი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ეცნოთ
კანონიერად, რუსეთის საზოგადოებრიობის მიერ აღქმული იქნა როგორც ნაციონალური
ინტერესების ღალატი. სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ თავდაპირველად
ბოლშევიკებს თავი მიაჩნდათ როგორც მხოლოდ "მსოფლიო რევოლუციის" პარტიად.
ისეთი ცნებები, როგორიც იყო რუსეთის ინტერესები, მათ პოლიტიკურ ლექსიკონში 1930
წ. დასაწყისამდე არ არსებობდა. რუსეთის არსებული სახელმწიფო მათ მიერ
განიხილებოდა როგორც მხოლოდ იმპერია, როგორც "ხალხთა საპყრობილე", რომელიც
უნდა განადგურებულიყო.
დაწყებული სამოქალაქო ომის პირობებში ყველა რესურსების მობილიზაციის
აუცილებლობამ გამოიწვია ისეთი ფენომენის წარმოშობა როგორიც იყო "სამხედრო
კომუნიზმის" პოლიტიკა. იგი მოიცავდა "წითელ ტერორს", რომელიც გულისხმობდა
სხვაგვარად მოაზროვნეთა სიკვდილით დასჯას სასამართლოს გარეშე. შეიქმნა
სახელმწიფო ხელისუფლების ახალი აპარატი, რომელსაც აკონტროლებდა მმართველი
პარტია და რომელსაც პარტიული ფუნქციონერები ხელმძღვანელობდნენ. სახელმწიფომ
თავის თავზე აიღო განსაზოგადოებული საკუთრების მმართველობა, გლეხობას ართმევდა
პროდუქციის "ნამეტს", რომელსაც არიგებდნენ ფაბრიკა-ქარხნების მუშებში მათგან ფულის
ამოღების გარეშე.
1918 წ. მიღებულმა საბჭოთა რუსეთის კონსტიტუციამ დაამტკიცა სიტყვის, პრესის,
კრებების თავისუფლება, მაგრამ სინამდვილეში, "წითელი ტერორის" პირობებში, ეს
უფლებები მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. ნიშანდობლივია, რომ საყოველთაო და

47
თანასწორუფლებიანი არჩევნების უფლებები ბოლშევიკებმა რუსეთის ხალხებს
ფორმალურადაც კი არ მიანიჭეს. ხმის უფლება ჩამოართვეს მათ ვინც მოსახლეობის
პრივილეგირებულ ფენებს ეკუთვნოდა, ხოლო გლეხობისა და მუშებისათვის
წარმომადგენლობის სხვადასხვა ნორმები იქნა დაწესბული.
"სამხედრო კომუნიზმის" რეჟიმს ბოლშევიკური პარტიის მრავალი ლიდერი
აღიქვამდა როგორც სოციალური სამართლიანობის იდეების განხორციელებას, თუმცა
თანასწორუფლებიანობა სიღატაკესა და უუფლებობაში მას ნაკლებად შეესიტყვებოდა. ამ
რეჟიმს ტოტალიტარიზმის მრავალი ნიშანი გააჩნდა. მაგრამ ის არ შეიძლებოდა
ხანგრძლივი ყოფილიყო. ქვეყანაში მოსახლეობის მეტად ჭრელი და რთული ეთნიკური
შემადგენლობით, უპირატესად წვრილსასაქონლო, აგრარული წარმოებით, სადაც
სჭარბობდა წერა-კითხვის უცოდინარი გლეხური მასა, ტოტალური კონტროლის დაწესება
საზოგადოებრივი ცხოვრების ყველაზე სფეროზე შეუძლებელი იყო. ამიტომაც სამოქალაქო
ომის დამთავრებისთანავე დაიწყო გლეხთა ამბოხებები, რომლებიც მოითხოვდნენ
თავიანთი შრომის ნაყოფის განგების უფლებას, მუშათა გაფიცვები, ამბოხებები არმიაში.
ამან აიძულა მმართველი პარტია სამოქალაქო ომის ძირითად ფრონტებზე
ბრძოლების დამთავრების შემდეგ, 1921 წ., მიეღო "ახალი ეკონომიკური პოლიტიკა",
რომელიც საბაზრო ეკონომიკის ელემენტებს უშვებდა. თვით ბოლშევიკური პარტია არ
იყო მონოლითური წარმონაქმნი, რადგან საკითხი განვითარების შემდგომი გზების, მისი
მიზნების შესახებ, აქტიური დისკუსიის საგნად იქცა მის ხელმძღვანელობაში.
მიმდინარეობდა იდეოლოგიის იმ ცენტრალური რგოლის ძიება, რომელსაც საზოგადოება
მიიღებდა როგორც აბსოლუტურ ფასეულობას და ტოტალიტარულ პარტიას მასობრივი
მხარდაჭერით უზრუნველყოფდა.
ამ რგოლად იქცა სოციალიზმის მშენებლობის იდეა ერთ ცალკე აღებულ ქვეყანაში-
სსრკ-ში. არსებითად, საქმე ეხებოდა სამოქალაქო ომით მიყენებული ნგრევის აღსადგენად
ძალების კონცენტრაციას, შემდგომში ქვეყნის დაჩქარებულ მოდერნიზაციას, რომელსაც
საბჭოთა კავშირი უნდა გაეყვანა მოწინავე პოზიციებზე მსოფლიოში ინდუსტრიული
განვითარების თვალსაზრისით. ამგვარი იდეა, მის განხორციელებაში სახელმწიფოს
განსაკუთრებულ როლზე აქცენტირებით, სახელმწიფოებრიობის საფუძვლების
განმტკიცებით, პასუხობდა რუსეთის ისტორიულ ტრადიციებს. იგი გულისხმობდა
რუსეთის იმპერიის მემკვიდრის _ საბჭოთა იმპერიის გადაქცევას სამხედრო და
ტექნიკური თვალსაზრისით ძლიერ სახელმწიფოდ.
"მსოფლიო რევოლუციის" იდეა არ იქნა უკუგდებული. მისი რეალიზაციის საკითხი
მხოლოდ დროებით მოიხსნა დღის წესრიგიდან უფრო ხელსაყრელი პირობების დადგომის
მოლოდინში.
ტოტალიტარული დიქტატურა სსრკ-ში და მისი თავისებურებები. ტოტალიტარული
საწყისები საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომელმაც ჯერ კიდევ "სამხედრო კომუნიზმის"
პერიოდში იჩინა თავი, თანდათანობით ძლიერდებოდა. სსრკ-ში ტოტალიტარიზმის
დამკვიდრების ეტაპები იყო პარტიაში ფრაქციული საქმიანობის აკრძალვა და
პროფკავშირების გამოცხადება "კომუნიზმის სკოლად" (1921); ფრაქციების განადგურება და
ი.ბ.სტალინისა და მისი მომხრეების მიერ პარტიაზე კონტროლის დაწესება (1920-იანი
წლების მიწურული); ახალ ეკონომიკურ პოლიტიკაზე უარის თქმა და სოფლის
მეურნეობაში მასობრივ კოლექტივიზაციაზე და მრეწველობაში ფორსირებულ
ინდუსტრიალიზაციაზე გადასვლა (1929); ტერორის თანდათანობით გაძლიერება _ 20-იან
წლებში დაწყებული "ბურჟუაზიული სპეციალისტების" წინააღმდეგ რეპრესიებით და

48
"დიდი ტერორის" წლებით (1937-1938) დამთავრებული, რომლისგანაც, სხვადასხვა
მონაცემებით, 5-დან 7 მლნ-დე ადამიანი დაზარალდა.
სახელმწიფოს ხელში რესურსების კონცენტრაციის, მოდერნიზაციის
საჭიროებისათვის მათი ცენტრალიზებული წესით განაწილების მიზნები, შესაძლებელია
განხორციელებულიყო მხოლოდ არა მარტო მსხვილი და საშუალო, არამედ წვრილი
ბურჟუაზიის ქონების ექსპროპრიაციის შემთხვევაში. ამ ექსპროპრიაციამ, ეხებოდა რა
მოსახლეობის საკმაოდ ფართო ფენების ინტერესებს, გამოიწვია სტალინური რეჟიმის
ოპოზიციისათვის საკმაოდ ფართო პოტენციური სოციალური დასაყრდენის შექმნა,
რომლის განადგურებაც მან სცადა.
მოდერნიზაციის მნიშვნელოვან რესურსად იქცა შრომის უაღრესად დაბალი
ანაზღაურება, რომელიც ადამიანის უბრალოდ ფიზიკური არსებობისათვისაც კი არ
კმაროდა. მილიონობით გადასახლებულნი, რეპრესირებულნი, სიკვდილის შიშით
იძულებულნი იყვნენ ემუშავათ. დანარჩენი მასის იძულება ნაყოფიერი შრომისათვის
უზრუნველყოფილი იყო არა მარტო დასჯის შიშით, არამედ იდეოლოგიური
მოტივებითაც. ადამიანების იძულება, რომ ძალების მაქსიმალური დაძაბვით ემუშავათ
მცირე ანაზღაურების პირობებში, შეიძლებოდა მხოლოდ მათი შთაგონებით მაღალი
სოციალური იდეებისადმი, რომელსაც სტალინური რეჟიმი მარქსისტულ-ლენინური
იდეოლოგიიდან იღებდა.
საბჭოთა ტოტალიტარიზმის უმთავრეს სოციალურ დასაყრდენს წარმოადგენდა
პროფესიონალი მმართველების ახალი ფენა, მმართველი პარტიის უმაღლესი და საშუალო
რგოლების ფუნქციონერები. ისინი ახორციელებდნენ რესურსების "აღრიცხვასა და
კონტროლს" და მათ განაწილებას ქვეყნის მასშტაბით, თანაც არც საკუთარ კეთილდღეობას
ივიწყებდნენ. მათთვის მტკიცება, რომ საბჭოთა კავშირში ხორციელდება კაცობრიობის
საუკუნეობრივი ოცნება სამართლიანი საზოგადოების შექმნის შესახებ, არა მარტო
ჭეშმარიტი რწმენის პროდუქტი იყო, არამედ სოციალური თვითგადარჩენის ინსტიქტიც,
რითაც ამართლებდნენ თავიანთ ხელისუფლებაში ყოფნასა და პრივილეგიებს. სწორედ ამ
მიზეზების გამო, განვითარების არჩეულ სტრატეგიაში, სოციალური ეგალიტარიზმის
იდეალებისადმი მის შესაბამისობაში ნებისმიერი ეჭვის შეტანა, განსაკუთრებით ლენინის
თანამებრძოლების მიერ გამოთქმულში, აღიქმებოდა როგორც "ქვეყნისა და სოციალიზმის
ლენინური იდეების ღალატი." შემთხვევითი არ იყო, რომ კომუნისტური იდეოლოგიის
დამაარსებელთა _ კ.მარქსისა და ფ.ენგელსის მრავალი ნაშრომი, ლენინის რიგი შრომები
პირველად საბჭოთა კავშირში გამოიცა მხოლოდ სკკპ XX ყრილობის შემდეგ, როცა
სტალინიზმს ნიღაბი აეხადა.
სოციალ-დემოკრატიის ერთერთი თვალსაჩინო თეორეტიკოსის ¬_ კარლ კაუცკის
აზრით, არ არსებობდა არავითარი საფუძველი საბჭოთა კავშირის სოციალისტურ
სახელმწიფოდ ჩასათვლელად. მისი აზრით, ბოლშევიკებმა, "რომ მოსულიყვნენ
ხელისუფლების სათავეში... ბორტს მიღმა მოისროლეს თავიანთი დემოკრატიული
პრინციპები. და რომ შეენარჩუნებინათ ხელისუფლება, მათ თავიანთი სოციალისტური
პრინციპები დემოკრატიულს უკან მიაყოლეს. მათ თავი დაიცვეს პერსონალურად, მაგრამ
სამსხვერპლოზე მიიტანეს საკუთარი პრინციპები და ამით თავი გაამჟღავნეს როგორც
ნამდვილმა ოპორტუნისტებმა. ბოლშევიზმმა გაიმარჯვა რუსეთში, მაგრამ სოციალიზმმა
იქ მარცხი განიცადა."
საბჭოთა ტოტალიტარიზმის იდეოლოგიის მთავარი თავისებურება მდგომარეობდა
იმაში, რომ იგი აბსოლუტიზაციას უკეთებდა თეზისს კლასობრივი ბრძოლის შესახებ,

49
რომელიც ი.ბ.სტალინის შეხედულების მიხედვით მით უფრო მწვავდებოდა, რაც უფრო
ვითარდებოდა სოციალიზმი. ფაშისტურ იდეოლოგიაში უმთავრეს მოწინააღმდეგეს
წარმოადგენდა გარეშე ძალები, ქვეყნები, რომლებსაც შეიძლებოდა დაპყრობითი
პოლიტიკისათვის ხელის შეშლა, ხალხები, რომლებსაც ისინი არ თვლიდნენ უმაღლესი
რასის წარმომადგენლებად. ტოტალიტარიზმის საბჭოთა ვარიანტით მთავარი მტერი
ქვეყნის შიგნით იყო. თავდაპირველად ესენი იყვნენ მონარქიისა და დროებითი
მთავრობის დროინდელი პრივილეგირებული ფენების წარმომადგენლები, შემდეგ
გლეხები, რომლებიც გააკულაკეს კოლექტივიზაციის წლებში. მტრებად იქცნენ მუშათა
კლასის, უღარიბესი გლეხობის "შეუგნებელი" წარმომადგენლები, თვით მმართველი
პარტიის წარმომადგენლები _ "ოპორტუნიზმით" მოწამლულები ე.ი. ის ხალხი, რომლებიც
ცდილობდნენ დამოუკიდებლად გაეაზრებინათ, მათ შორის მარქსისტული პოზიციებიდან,
საბჭოთა კავშირში განვითარებული პროცესები. მტრულად ითვლებოდა საზღვარგარეთ
ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არ იზიარებდა კომუნისტურ იდეოლოგიასა და
მის საბჭოურ ინტერპრეტაციას.
დიდძალი რაოდენობით მტრების არსებობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის
გარეთ, იწვევდა მმართველი ზედაფენების უდიდეს ეჭვიანობას როგორც საგარეო ისე
საშინაო პოლიტიკაში და მას ნევრასტენიულ ხასიათს აძლევდა. ტოტალიტარული რეჟიმის
განმტკიცება დაკავშირებული იყო წარმატებებთან მოდერნიზაციის საქმეში,
ინდუსტრიალიზაციასთან, სამხედრო ძლიერების ზრდასთან, აგრეთვე იმ ქვეყნების
რაოდენობის გაზრდასთან, რომლებიც თავიანთი ცხოვრების აშენებას მარქსისტულ-
ლენინური იდეოლოგიის საფუძველზე აპირებდნენ. იმავე დროს საზღვარგარეთელი
კომუნისტების მიმართ, შემდეგ კი სსრკ დახმარებით შექმნილი კომუნისტური რეჟიმების
მიმართ, საბჭოთა ხელმძღვანელების დამოკიდებულება ხასიათდებოდა უკიდურესი
სიფრთხილითა და უნდობლობით, სურვილით, რომ თითოეული მათი ნაბიჯი
გაეკონტროლებინათ.
ლენინი (ულიანოვი) ვლადიმერ ილიასძე (1870-1924) დაიბადა სახელმწიფო
მოხელის ოჯახში ქალაქ სიმბირსკში, ფრიადზე დაამთავრა გიმნაზია და სწავლა
გააგრძელა ყაზანის უნივერსიტეტში. მისი უფროსო ძმა ალექსანდრე 1887 წ. სიკვდილით
დასაჯეს მეფეზე თავდასხმაში მონაწილეობის გამო, რის შემდეგაც ვ.ულიანოვი
სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის საბაბით გარიცხეს უნივერსიტეტიდან.
მიუხედავად ამისა, მან 1891 წ. ექსტერნად ჩააბარა გამოცდები პეტერბურგის
უნივერსიტეტში და მიიღო იურისტის დიპლომი.
მარქსიზმისადმი ინტერესმა ლენინში ჯერ კიდევ სტუდენტურ წლებში გაიღვიძა.
უკვე მისმა პირველმა თეორიულმა შრომებმა, რომელიც მიეძღვნა იმის დამტკიცებას, რომ
რუსეთი კაპიტალისტური გზით ვითარდება და რომ მარქსისტული იდეები სრულიად
მისაღებია რუსეთის პირობებისათვის, მიიქცია რუსი მარქსისტების ყურადღება. მიიღო რა
მონაწილეობა პირველი არალეგალური რუსული მარქსისტული ჯგუფების შექმნაში და
იყო რა გადასახლებაში, ლენინი გახდა პროფესიონალი რევოლუციონერი. 1900 წ. იგი
გაემგზავრა უცხოეთში, სადაც ცხოვრობდა პარტიის სახსრებით და 1917 წ. თებერვლის
რევოლუციამდე გადადიოდა ერთი ქვეყნიდან მეორეში (მხოლოდ მცირეოდენი ხნით, 1905-
1907 წწ. რევოლუციის დროს იგი ჩამოვიდა რუსეთში). სწორედ საზღვარგარეთ ლენინის
აქტიური მონაწილეობით ტარდება რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის
ყრილობები, გამოდიოდა გაზეთი "ისკრა", რომელიც არალეგალურად ვრცელდებოდა
რუსეთში.

50
ევროპულ სოციალ დემოკრატიაში მიმდინარე პოლემიკაში რეფორმისტებსა და
რადიკალებს შორის ლენინი ამ უკანასკნელთა რიგებში აღმოჩნდა. თავის შრომებში იგი
ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ახალი მოვლენები კაპიტალიზმის განვითარებაში არამც
თუ ხსნის პროლეტარული რევოლუციის საჭიროებას, არამედ პირიქით, უფრო
აქტუალურს ხდის მას. თვლიდა რა რუსეთს ქვეყნად, სადაც ბურჟუაზიული
საზოგადოებისათვის დამახასიათებელი წინააღმდეგობები ედება წინა, განვითარების
ფეოდალური ეტაპის გადაუჭრელ პრობლემებს, ვ.ი. ლენინი თვლიდა, რომ მსოფლიო
სოციალისტური რევოლუცია შესაძლებელი იყო სწორედ რუსეთში, რომლის მთავარი
ინსტრუმენტიც უნდა გამხდარიყო "ახალი ტიპის" პარტია _ რევოლუციონერთა მებრძოლი
ორგანიზაცია. ამ იდეამ გამოიწვია განხეთქილება სოციალ-დემოკრატიაში. ლენინი
სათავეში ჩაუდგა მის რადიკალურ ფრაქციას, რომელიც ბოლშევიკურ პარტიად
გარდაიქმნა.
პირველი მსოფლიო ომი და მასთან დაკავშირებული სიძნელეები ლენინმა შეაფასა
როგორც მისი რევოლუციური იდეების რეალიზაციის შანსი. 1917 წ. თებერვლის
რევოლუციის შემდეგ ლენინსა და მის თანამებრძოლებს, რომლებიც შვეიცარიაში
იმყოფებოდნენ, მიეცათ შესაძლებლობა გადაელახათ რუსეთთან მეომარი გერმანიის
ტერიტორია და ჩასულიყვნენ პეტროგრადში. გერმანიის ხელისუფალნი, ბუნებრივია,
სიმპატიით არ უყურებდნენ ბოლშევიზმის იდეებს, მაგრამ მზად იყვნენ გამოეყენებინათ
ნებისმიერი შანსი, რათა დაესუსტებინათ თავისი მოწინააღმდეგე.
ჩაიგდეს რა ძალაუფლება ხელში 1917 წ. ოქტომბერში, ლენინი და მისი
თანამებრძოლები იმედოვნებდნენ, რომ ეს აქცია გამოაღვიძებდა ევროპას და დასაბამს
მისცემდა ევროპულ და მსოფლიო რევოლუციებს. რუსეთი და მისი ინტერესები
მსხვერპლად იქნა მიტანილი მის მიერ ამ აბსტრაქტული იდეის სამსხვერპლოზე, რომლის
რეალიზაციაც შეუძლებელი იყო. 1917-1921 წწ. საბჭოთა მთავრობის ყველა ძირითადი
პოლიტიკური ქმედებები ხორციელდებოდა და ლენინის მიერ განიხილებოდა ამ
თვალთახედვით _ მისი გავლენით "მომწიფებულ" მსოფლიო რევოლუციაზე. ლენინის
რეალიზმი ვლინდებოდა მხოლოდ მაშინ, როცა მისი უფრო რადიკალურად განწყობილი
თანამოაზრენი სთავაზობდნენ "რევოლუციის ექსპორტს", იარაღის ძალით სხვა ქვეყნების
მთავრობების დამხობას, მაგრამ ლენინს ეშინოდა, ეშინოდა დამარცხების. ერთადერთი
ცდა მან ჩაატარა საბჭოთა რუსეთ-პოლონეთის ომის დროს 1920-21 წწ., რომელიც რუსეთის
სრული დამარცხებით დამთავრდა.
გახდა რა იძულებული ეღიარებინა, რომ "მსოფლიო რევოლუცია რამდენადმე
ყოვნდება", დაავადებულმა ლენინმა 1922 წ. დაწერა რამდენიმე ნაშრომი, რომლებიც
მხოლოდ 50-იან წლებში იქნა გამოქვეყნებული.
ამ სტატიებში გატარებულია აზრი იმის შესახებ, რომ გზა, რომელიც ევროპულმა
სოციალ-დემოკრატიამ არჩია, შესაძლოა უფრო პროდუქტიულია, რომ რუსეთის
ეკონომიკის აღდგენის პირობებში, რომელიც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით
იმოქმედებდა, მიზანშეწონილი იქნებოდა მისი ჩართვა მსოფლიო სამეურნეო კავშირებში,
მით უმეტეს, თუ მოხდებოდა ურთიერთობების ნორმალიზება კაპიტალისტურ ქვეყნებთან.
მაგრამ ავადმყოფობამ და სიკვდილმა 1924 წ. ლენინს არ მისცა ამ იდეების განვითარების
საშუალება.
სტალინი (ჯუღაშვილი) იოსებ ბესარიონისძე (1879-1953) დაიბადა საქართველოში
ქალაქ გორში. მამას, პროფესიით მეჩექმეს სურდა რომ შვილი მის კვალს გაყოლოდა,
მაგრამ მიუხედავად სიღატაკისა, დედამ შვილი სასულიერო სასწავლებელში შეიყვანა.

51
როგორც საუკეთესო მოსწავლე იგი ჩარიცხეს თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც
1899 წლამდე სწავლობდა. სემინარიაში სწავლების დროს იგი გაეცნო მარქსისტულ
ლიტერატურას, იწყებს თანამშრომლობას არალეგალურ სოციალ-დემოკრატიულ
ჯგუფებთან. მალე იგი გარიცხეს სემინარიიდან და მან მუშაობა დაიწყო ობსერვატორიაში,
მაგრამ მისი ძირითადი საქმიანობა დაკავშირებული იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ
მუშათა პარტიასთან. 1902-დან 1913 წლამდე იგი ექვსჯერ დააპატიმრეს და გადაასახლეს
ციმბირში, საიდანაც ოთხჯერ გამოიქცა. პროფესიონალი რევოლუციონერის
არალეგალურმა ცხოვრებამ მასში ჩამოაყალიბა და გააძლიერა მისი ხასიათის ისეთი
თვისებები როგორიც იყო ჩაკეტილობა, უნდობლობა, უხეშობა. დაპატიმრებებს შორის
პერიოდებში იგი მონაწილეობდა რსდმპ ყრილობებში, ემხრობოდა ბოლშევიკების
ფრაქციას, ხოლო 1912 წ. იგი პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად აირჩიეს.
სტალინმა ავტორიტეტი მოიპოვა როგორც არალეგალური საქმიანობის კარგმა
ორგანიზატორმა, კერძოდ მისი ინიციატივით ეწყობოდა არალეგალური სტამბები,
ტერორისტული აქციები ბანკებზე, საფოსტო ვაგონებზე და ა.შ. რომლის დროსაც ხდებოდა
სახსრების "ექსპროპრიაცია" რევოლუციის საჭიროებისათვის.
1913 წ. სტალინი ხელახლა დააპატიმრეს და გადასახლებიდან იგი პეტროგრადში
მხოლოდ 1917 წ. თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა. ოქტომბრის რევოლუციის
შემდეგ, იგი როგორც ჩაგრული ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, დაინიშნა
ეროვნებათა საქმის სახალხო კომისრად (მინისტრად). იყო რა შესანიშნავი ორგანიზატორი,
იგი იგზავნებოდა სამოქალაქო ომის ფრონტებზე როგორც პარტიის რწმუნებული. 1922
წლიდან ი.ბ.სტალინი დაინიშნა პარტიის გენრალური მდივნის ხელახლა აღდგენილ
პოსტზე. ამასთან იგულისხმებოდა, რომ იგი გამოვიდოდა არა როგორც პარტიის
ხელმძღვანელის როლში, არამედ როგორც პარტიის კანცელარიის ხელმძღვანელი,
რომელიც დასაქმებული იქნებოდა ყოველდღიური "ქაღალდებით." სინამდვილეში
სტალინმა, ისარგებლა რა პარტიის ხელმძღვანელობის უგულისყურობით ამ
სამუშაოსადმი, შეძლო თავის ხელში რეალური ძალაუფლების თავმოყრა, მათ შორის
ადგილებზე პარტიული ხელმძღვანელების დანიშვნა.
20-იან წლებში ხელისუფლებისათვის ბრძოლაში სტალინმა შეძლო პარტიაზე
კონტროლის დაწესება. ყველა, ვისაც კი სტალინი მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა _
ლ.ტროცკი, ა.ზინოვიევი, ლ.კამენევი, ნ.ბუხარინი და სხვები დამარცხებისათვის იყვნენ
განწირულნი. იყო რა ინტრიგების დიდოსტატი, სტალინმა თავდაპირველად გამოიყენა
მათ შორის მეტოქეობა, რათა ბუნებრივი თეორიული დაპირისპირებები გაესაღებინა
პარტიის "გენერალური ხაზის" წინააღმდეგ გამოსვლად, რომლის წინააღმდეგაც უკვე
გამოიყენებოდა ადმინისტრაციული და რეპრესიული მეთოდები. სტალინი არ აწარმოებდა
თეორიულ დისკუსიებს, იგი წარმოთქვამდა უბრალო ჭეშმარიტებებს, რომელიც გასაგები
და მისაღები იყო პარტიის გაუნათლებელი უმრავლესობისათვის. სტალინის მიერ
მარქსიზმის იდეები გამოიყენებოდა როგორც მისი სიმართლის დამადასტურებელი
არგუმენტები. ის, ვისაც ეჭვი შეჰქონდა ბელადის სიბრძნეში, ავტომატურად ხდებოდა არა
მარტო მისი მტერი, არამედ პროგრსისა და ხალხის მტერი და უნდა განადგირებულიყო.
სტალინისა და იმ პარტიული ფუნქციონერებისათვის, ვინც მას მხარს უჭერდა,
დამახასიათებელი იყო პრაგმატიზმი. ხელისუფლების განმტკიცებას ემსახურებოდა არა
მარტო ტერორი და რეპრესიები, არამედ ქვეყნის ინდუსტრიული და სამხედრო
პოტენციალის განმტკიცება.

52
ტოტალიტარიზმი, როგორც XX საუკუნის ფენომენი

XX საუკუნე მოდერნიზაციის მეორე ეშელონის ქვეყნების უმრავლესობაში აღინიშნა


ახალი ტიპის პოლიტიკური რეჟიმების აღმოცენებით, რომლებმაც ტოტალიტარულის
სახელწოდება მიიღო.
ამ ქვეყნებში (ამ ქვეყნებში შედიოდა გერმანია, რუსეთი, იტალია) სახელმწიფოს
როლი უფრო დიდი იყო, ვიდრე დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, რომლებსაც ლიბერალური
დემოკრატიის სამშობლოდ თვლიდნენ. მაგალითად, 1913 წ. აშშ-ში სახელმწიფო
გადაანაწილებდა ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მხოლოდ 9%-ს, მაშინ როდესაც ეს
მაჩვენებელი გერმანიაში 18%-ს აღწევდა. სოციალური და ეკონომიკური პრობლემების
გამწვავების პირობებში სავსებით ბუნებრივი იყო გამოსავალი ეძებნათ სახელმწიფოს
მარეგულირებელი როლის კიდევ უფრო მეტად გაზრდაში. საბოლოო ჯამში იქმნებოდა
ტენდენცია სახელმწიფოს მხრიდან ყოვლისმომცველი (ტოტალური) კონტროლის
დაწესებისა პროდუქციის წარმოების, განაწილებისა და გაცვლის პროცესებზე,
საზოგადოების სულიერ ცხოვრებაზე, მოქალაქეთა ქცევაზე. სახელმწიფოს ფუნქციების
ამგვარი გაფართოება პრინციპში შეუძლებელი იქნებოდა მისი ბუნებიც შეცვლის გარეშე,
სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის ახალი ტიპის ურთიერთობების დამყარების
გარეშე.
ტოტალიტარიზმის იდეოლოგიური და პოლიტიკური საფუძვლები.
ტოტალიტარული პოლიტიკური რეჟიმის დამყარების წინამძღვრებად გვევლინება მთელი
საზოგადოების მიერ თუ არა მისი დიდი ნაწილის მიერ ერთიანი ფასეულობების
სისტემის, იდეოლოგიისა და პოლიტიკური პროგრამის მიღება, რომელიც
რეალიზაციისათვის სახელმწიფოს განსაკუთრებულ როლს მოითხოვს.
XX საუკუნის პირველი ნახევრის ტოტალიტარული იდეოლოგიები არ იყვნენ
დაკავშირებულნი რელიგიურ იდეებთან, თუმცა ისტორიული თვალსაზრისით მათ წინ
უძღოდა სწორედ რელიგიური ფანატიზმი. ტოტალიტარიზმის მრავალმა ნიშანმა თავი
იჩინა ჯერ კიდევ ფლორენციაში ბერ სავონაროლას (1494-1497) მმართველობის დროს,
რომელსაც სათნოების, ზნეობრიობის დანერგვა ძალადობრივი გზით სურდა. ჟენევაში ჟ.
კალვინის (1541-1564) მმართველობის დროს სახელმწიფო რეგულირებით ცდილობდნენ
ზნეობის, რწმენის, მოქალაქეთა გართობის მოწესრიგებას, რომლის დროსაც ისიც კი იყო
მკაცრად განსაზღვრული, თუ როგორი სახის გამომეტყველება უნდა ჰქონოდათ მათ ამა
თუ იმ შემთხვევაში. კლერიკალურ-ტოტალიტარული იყო აგრეთვე იეზუიტების
სახელმწიფო, რომელიც პარაგვაიში XVII-XVIII სს. არსებობდა.
ტოტალიტარული ექსპერიმენტები წარსულში შეზღუდული იყო როგორც
მასშტაბებით, ისე დასახული მიზნების ხასიათით. მხოლოდ XX ს-ში, მასობრივი
პოლიტიკური პარტიების არსებობის პირობებში, რომლებიც ფართოდ იყენებდნენ
მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს თავისი იდეების პოპულარიზაციისათვის,
ტოტალიტარიზმმა თავი იჩინა როგორც განსაკუთრებულმა ისტორიულმა ფენომენმა.
ტოტალიტარული იდეოლოგიის დამახასიათებელი ნიშანია მისი პრეტენზია
აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე, რაღაც უმაღლესი ინტერესების (ეროვნული, მოწინავე
კლასის და ა.შ.) გამოხატვაზე. მიმართულია რა მოსახლეობის ფართო მასებზე, რომელსაც
შეუძლია ტოტალიტარული რეჟიმის უზრუნველყოფა ფართო დასაყრდენი ბაზით,
მოცემული იდეოლოგია იძენს პოპულისტურ ხასიათს. იგი აპელირებას ახდენს უფრო
მასების ინსტიქტებზე (ნაციონალური ზიზღი, კლასობრივი შეურიგებლობა და ა.შ.), ვიდრე

53
გონიერებასა და განსჯაზე. ამგვარი იდეოლოგიის მატარებლად გამოდის ტოტალიტარული
პოლიტიკური პარტია ან მოძრაობა. ამგვარ პარტიას, ტაქტიკური მოსაზრებებით შეუძლია
კომპრომისზე წასვლა, მაგრამ უფრო ხშირად იგი სხვა დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს
განიხილავს როგორც მტერს, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა განადგურდეს.
ტოტალიტარული პარტია ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეიძლება იყოს
შეუმჩნეველი, ეყრდნობოდეს საზოგადოების მარგინალურ ფენებს (ყველაფერზე
გულაცრუებული ინტელექტუალები, ლუმპენ-პროლეტარიატი, კრიმინალური
ელემენტები). მაგრამ კრიზისულ სიტუაციაში, როცა მოსახლეობის ნდობა ხელისუფლების
ინსტიტუტებისადმი, ტრადიციული პოლიტიკური პარტიებისადმი, მათი ლიდერებისადმი
მკვეთრად ეცემა, ტოტალიტარულ პარტიას, როგორც ალტერნატივის მატარებელს,
შეუძლია უზრუნველყოს საკუთარი თავი მასობრივი ბაზით, დასაყრდენით.
ტოტალიტარული რეჟიმების თავისებურებანი. არჩევნების გზით, ან სახელმწიფო
გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსული ტოტალიტარული პარტიები იწყებენ
შემობრუნებას ტოტალიტარული რეჟიმების დამყარებისაკენ. მას შეუძლია თავს უწოდოს
რაც უნდა (სოციალისტური, დემოკრატიული, კორპორაციული სახელმწიფო,
ფორმალურად დარჩეს მონარქიად ან რესპუბლიკად), მოცემულ შემთხვევაშისახელწოდება
განსაზღვრავს ფორმას, მაგრამ არა რეჟიმის არსს, რომელიც ხასიათდება შემდეგი
მახასიათებლებით.
ჯერ ერთი, სახელმწიფო ხდება ტოტალიტარული პარტიის ბატონობის
ინსტრუმენტი. პარტიისა და სახელმწიფოს სტრუქტურები ერთიანდებიან. სახელმწიფო
აპარატის მუშაკთა რაოდენობა იზრდება პარტულ ფუნქციონერთა ხარჯზე, პარტიის
რიგითი წევრებისაგან ხდება კონტროლის მექანიზმის ფორმირება მოქალაქეთა
ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ტოტალიტარული პარტიის იდეოლოგია ხდება სახელმწიფო
იდეოლოგიად, ინერგება საზოგადოებაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით,
რომელიც თავის მხრივ მკაცრი ცენზურის ქვეშ იმყოფება. ხდება სამართლებრივი
ნორმების კორექტირება მიმდინარე პოლიტიკური და იდეოლოგიური ამოცანების
შესაბამისად. ახალი ლიდერები სამართალს განიხილავენ როგორც თავიანთი მიზნების
მიღწევის საშუალებას. თავიანთ ქმედებებს ისინი ამართლებენ პოლიტიკური
მიზანშეწონილობით, "რევოლუციური მორალის" საჭიროებით, რომლსაც კანონზე მაღლა
აყენებენ.
მეორე, ხდება ყოველგვარი პოლიტიკური ოპოზიციის მოსპობა. საზოგადოებრივი
ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების სხვა სტრუქტურები ან დაითხოვება, ან
ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, ხდება ტოტალიტრული ლიდერების მიერ
დასახული მიზნების მიღწევის ინსტრუმენტი. საზოგადოება განიხილება როგორც
მონოლითური წარმონაქმნი და განისაზღვრება როგორც "ხალხი", "ერი". რეჟიმის
პოლიტიკით, იდეოლოგიით ნებისმიერი უკმაყოფილების გამოხატვა ცხადდება როგორც
ანტისაზოგადოებრივი, ანტიხალხური ქმედება, რომელიც მკაცრად დასჯას იმსახურებს.
მესამე, ძირითადი რესურსები, მატერიალური, ადამიანური, ინტელექტუალური,
მიმართულია ერთი მთავარი მიზნის მისაღწევად, რომელიც უმაღლეს ფასეულობად
ითვლება. ამგვარი მიზნის ხასიათი განისაზღვრება იდეოლოგიით. თვით იდეოლოგია,
როგორც წესი, არის ერთობ აბსტრაქტული, მაგრამ იმავე დროს უაღრესად უბრალო და
გასაგები. ესაა, მაგალითად, ერის დიდების აღდგენა, ან ყველა ჩაგრულის განთავისუფლება
და ა.შ.

54
მეოთხე, ტოტალიტარიზმის პირობებში პიროვნების როლი არ დაიყვანება მხოლოდ
ქცევის გარკვეულ ნორმებამდე, რეჟიმისადმი მორჩილებაზე. ადამიანისაგან ითხოვენ
უმაღლესი მიზნისადმი მუდმივ სამსახურს, თვით მსხვერპლად შეწირვამდეც კი ამ მიზნის
მისაღწევად. განათლების, აღზრდის სიტემის, მათ შორის ხელოვნების დარგების,
პროპაგანდის სხვა ხერხების მეშვეობით, ადამიანს დაბადებიდან სიკვდილამდე
არწმუნებენ გაბატონებული იდეოლოგიის სისწორეში, იმის აუცილებლობაში, რომ ვინც
ამ იდეოლოგიის წინააღმდეგ გამოდის, იგი მტერია. სწორედ მათი ხრიკებით აიხსნებოდა
ის სიძნელეები, რომლებიც დასახული მიზნების განხორციელებას აფერხებდა. ამგვარად
საზოგადოების, ადამიანების ენერგია მიმართული იყო "მტრების" _ შინაგანის თუ გარეშეს
წინააღმდეგ საბრძოლველად, იმიტაცია უკეთდებოდა პოლიტიკურ აქტივობას, რომელიც
სინამდვილეში დაიყვანებოდა მმართველი პარტიის მხარდაჭერამდე.
მეხუთე, ტოტალიტარულ რეჟიმებში განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა
ლიდერებს. რამდენადაც ითვლება, რომ საზოგადოებში არსებობს მხოლოდ ერთადერთი
ჭეშმარიტი იდეოლოგია, რომელსაც მხოლოდ ერთადერთი მატარებელი (პარტია) ჰყავს,
მისი ლიდერი ხდებოდა უმაღლესი იდეის განსახიერება, ერის, პროგრსის სიმბოლო. ხდება
მისი გაღმერთება. ბელადების წინაშე და საერთოდ, ხელისუფლების წინაშე ქედის მოხრა,
მათი სამართლიანობის, უცოდველობის რწმენის დანერგვა ხდება მასობრივი ინფორმაციის
ყველა შესძლო საშუალებების გამოყენებით.
ტოტალიტარიზმის ძლიერი და სუსტი მხარეები. ტოტალიტარულ რეჟიმებს
გააჩნიათ თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები.
ტოტალიტარულ იდეოლოგიას, რომელიც საზოგადოებაში ვრცელდება, შეუძლია
წარიტაცოს ხალხის მასები "დიადი მისიის" შესრულების პერსპექტივით. სწორედ ამის
საფუძველზე ხდება ნებისმიერი სხვა რეჟიმის დროს შეუძლებელი მასების
ერთსულოვნებისა და ენთუზიაზმის მიღწევა, შესაძლებელი ხდება მუშა ძალისათვის
ხელფასის შემცირებით რესურსების ეკონომიის მიღწევა, ინტელექტუალების იძულება
იშრომონ ძალების უკიდურესი დაძაბვით. რეპრესიების მსხვერპლთა იძულებითი შრომის
გამოყენება არაკვალიფიცირებული სამუშაოების შესასრულებლად, შეხამებული
ზემოაღნიშნულ მუშაობასთან უზრუნველყოფდა ეკონომიკის მაღალ ეფექტიანობას.
ტოტალიტარული რეჟიმების ძალის სხვა წყაროს წარმოადგენდა მათი უნარი მოეხდინათ
საზოგადოების მთელი რესურსების კონცენტრირება და მათი ცენტრალიზებულად
წარმართვა მსხვილმასშტაბიანი პროექტების შესასრულებლად. რესურსების განაწილებაზე
კონტროლი მათ საშუალებას აძლევდა შეექმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები,
შემოეღოთ გამთანაბრებლობითი განაწილება, რაც ნაწილობრივ იძლეოდა უმუშევრობის
პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას და საზოგადოების უღარიბეს ფენებს მცირეოდენ
საარსებო საშუალებას აძლევდა.
იმავე დროს, "ხელისუფლების ერთი ცენტრის" მიერ მიღებული გადაწყვეტილებები
რაიმე განხილვის გარეშე, ზრდიდა შეცდომების დაშვების შესაძლებლობებს, რესურსების
არარაციონალურ ხარჯვას. ეკონომიკის დიდი მასშტაბის პირობებში მისი
ცენტრალიზებული მართვა, ადრე თუ გვიან, ეფექტურობას კარგავდა. საუწყებო,
ადგილობრივი ინტერესები მათი პოლიტიკურად გამოხატვის შეუძლებლობის პირობებში
ხორციელდებოდა ბიუროკრატიული ინტრიგის ფორმებით, რომლის მიზანსაც
წარმოადგენდა გასანაწილებელი რესურსებიდან "დიდი წილის" მიღება და გავლენის
მოპოვება. სამმართველო აპარატის ზრდა ხელს არ უწყობდა ეფექტურობის ზრდას და
საქმიანობის დინამიზმს. აღურიცხავი რესურსებისა და პროდუქციის "ნამეტი" ქმნიდა

55
ჩრდილოვანი ეკონომიკის, შავი ბაზრის ჩამოყალიბების ბაზას. ფასებზე, საქონელბრუნვაზე
კონტროლის პოლიტიკა ხელს უწყობდა მსოფლიო ბაზრისაგან იზოლაციის პოლიტიკას,
საკუთარ ძალებზე დაყრდნობის (ავტარკიის) პოლიტიკას. ეს ზღუდავდა შრომის
საერთაშორისო დანაწილებაში მონაწილეობის დადებითი მხარეების გამოყენების
შესაძლებლობებს, უცხოური კაპიტალის მოზიდვას.
ტოტალიტარული რეჟიმების ყველაზე სუსტ ადგილს წარმოადგენდა მათი
დამოკიდებულება იდეოლოგიაზე, რომელიც მათ უმთავრეს დასაყრდენს წარმოადგენდა.
იდეოლოგიის გავლენის დაცემა, დასახული მიზნების მიღწევის იმედების გაცრუება,
მმართველ ელიტაში ბრძოლა ძალაუფლებისათვის ადრე თუ გვიან ტოტალიტარულ
რეჟიმებს აცლიდა მათ მთავარ საფუძველს _ მასების რწმენას ლიდერების
უცოდველობაში. ეს რწმენა, რაღაც კოსმეტიკური ღონისძიებების წყალობით შეიძლება
კიდევ არსებობდეს ინერციით და რეპრესიებით აღმოფხვრას სხვაგვარად აზროვნება.
მაგრამ ტოტალიტარული იდეოლოგიის ეროზიის კვალდაკვალ საზოგადოებაში იზრდება
ალტერნატიული, კერძოდ, ლიბერალურ-დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებათა
მომხრეების რაოდენობა. თანდათანობით საზოგადოებრივი აზრი თავს აღწევს მასობრივი
ინფორმაციის ტოტალიტარულ საშუალებებს. საზოგადოებაში ყალიბდება ქცევის
ალტერნატიული მოდელები, რომელიც განსხვავდება მმართველი პარტიის მიერ
დაწესებულისაგან. ეს იწვევს ტოტალიტარული რეჟიმის კრიზისს, მის თანდათანობით
ეროზიას.
ბუნებრივია, რომ XX ს-ში ტოტალიტარული რეჟიმების დამყარებისა და დაცემის
გზები სხვადასხვა იყო. მოდერნიზაციის მეორე ეშელონის თითოეულ ქვეყანაში, სადაც ეს
რეჟიმები ჩამოყალიბდა, ტოტალიტარიზმ ზოგად თვისებებთან ერთად გააჩნდათ თავისი,
უნიკალური, განუმეორებელი თვისებები.

ფაშიზმი იტალიასა და გერმანიაში

იტალიისა და გერმანიის ტოტალიტარული რეჟიმების თავისებურება


განისაზღვრებოდა მათი დაფუძნებით იდეოლოგიაზე, რომელიც ემყარებოდა მებრძოლ
ნაციონალიზმსა და რასიზმს.
ნაციონალიზმის იდეოლოგია თავისთავად არაა ტოტალიტარული. იგი
ჩამოყალიბდა ევროპაში XVIII-XIX საუკუნეებში და ასახავდა იმ ხალხთა მისწრაფებას,
რომლებიც ფეოდალურ იმპერიებს ყავდათ დაპყრობილი და რომლებსაც სურდათ
საკუთარი ნაციონალური სახელმწიფოს ჩამოყალიბება. საერთაშორისო არენაზე
პოლიტიკის წარმართვა საკუთარი ნაციონალური ინტერესების დასაცავად სრულიად
შეთავსებადია ნებისმიერ პოლიტიკურ რეჟიმთან, მათ შორის ლიბერალურ-
დემოკრატიულთან.
მაგარამ, ამასთან ერთად, როგორც XX ს-ის გამოცდილებამ აჩვენა, იდეოლოგია,
დაფუძნებული ნაციონალიზმზე, გარკვეულ პირობებში შეიძლება გახდეს
ტოტალიტარული რეჟიმის საფუძველი. თანაც ნაციონალიზმი ჰიპერტროფულ ხასიათს
იძენს. იგი არა მარტო ვეღარ გამოხატავს ერის ინტერესებს, არამედ მისი არსებობა დაყავს
რაღაც აბსტრაქტულ ნაციონალური იდეის სამსახურამდე, მათ შორის ისეთი
მეთოდებითაც, რომლებიც ეწინააღმდეგება ხალხის ობიექტურ ინტერესებს.

56
ფაშისტური პარტიების იდეოლოგია. იტალიასა და გერმანიაში ნაციონალისტური
იდეის პოპულარობის ზრდის წინამძღვრები ერთნაირი იყო.
იტალიამ დიდი დანაკარგები განიცადა პირველ მსოფლიო ომში, ომიდან გამოვიდა
დაუძლურებული, მოშლილი ეკონომიკით და თუმცა გამარჯვებულ ქვეყანათა რიცხვს
მიეკუთვნებოდა, მოკავშირეთაგან გაცილებით ნაკლები მიიღო, ვიდრე იმედოვნებდა.
შესაბამისად, "სამართლიანობის" აღდგენის იდეა, დიდი იტალიის შექმნა
საზოგადოებრიობაში პოზიტიურ გამოხმაურებას ჰპოვებდა.
გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა 1918 წ. ნოემბერში, როცა სამხედრო
გამარჯვების აღარავითარი შანსი აღარ იყო დარჩენილი. ომისაგან გაწამებულ ქვეყანაში
რევოლუცია დაიწყო. მაგრამ გერმანიას მისმა მოწინააღმდეგეებმა თავს მოახვიეს მძიმე და
დამამცირებელი საზავო პირობები, თუმცა მის არმიას ჯერ კიდევ შეეძლო
წინააღმდეგობის გაწევა, ხოლო ტერიტორია არ იყო ოკუპირებული. ამან წარმოშვა მითი,
რომ პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების მიზეზი თითქოსდა იყო ქვეყნის
შიგნით ანტიეროვნული ძალების ღალატი.
მნიშვნელოვანი საერთო მახასიათებელი გერმანიისთვისაც და იტალიისთვისაც XX
ს-ის 20-იან წლებში იყო ქვეყნების შიგნით არსებული სოციალურ-ეკონომიკური
პრობლემების სიმწვავე და წინააღმდეგობები, რომელთა გადალახვის გზებიც ვერ მოინახა.
ტერმინი "ფაშიზმი", რომელიც წარმოიშვა სიტყვიდან "ფაშიო" და რომლიც
ნიშნავდა "კონას", "შეკვრას", რის ქვეშაც იგულისხმებოდა ერის ერთიანობა, წარმოიშვა
იტალიაში. ფაშისტური სიმბოლიკა, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი ეკავა სვასტიკას
_ ნაყოფიერების სიმბოლოს ძველ, ქრისტიანობამდელ სარწმუნოებებში, საპარადო
რიტუალები აღდგენილი იქნა ძველი რომის მსგავსად. "ახალი ტიპის" პარტიის იდეა,
რომელიც შედგენილი იქნებოდა ერთნაირად მოაზროვნეთა სამხედრო ორგანიზაციის
პრინციპის საფუძველზე, რომელიც მკაცრ დისციპლინას ემორჩილებოდა, აღებულ იქნა
რუსი ბოლშევიკებისაგან.
ნაციონალური იდეა გერმანიასა და იტალიაში თითქმის ერთნაირი ფორმულებით
იყო ჩამოყალიბებული. ისინი შეიცავდნენ აპელაციას ერის ერთიანობისადმი,
გამოხატავდნენ მისწრაფებებს ერთიანი უმაღლესი მიზნის _ ნაციონალური დიდების
მისაღწევად; ამტკიცებდნენ, რომ ერთიანი ერის ინტერესების გამოხატვა შეუძლია
მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიას. ამ პარტიის ლიდერი _ გერმანიაში ა. ჰიტლერი
და იტალიაში ბ. მუსოლინი _ ითვლებოდა ერის სიმბოლოდ, მისი ნების გამომხატველად.
ეს ნება, პირვეყოვლისა, დაკავშირებული იყო იმ შედარებით სუსტი სახელმწიფოების
დაპყრობა და დამორჩილება, რომლებსაც პოტენციურ მოწინააღმდეგეებად მიიჩნევდნენ.
ორივე ქვეყანაში ნაციონალური იდეა უკავშირდებოდა სოციალურ ეგალიტარიზმს.
აკრიტიკებდნენ ლიბერალურ-დემოკრატიულ სახელმწიფოს, მქონებელთა კლასს, ხალხს
პირდებოდნენ უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტას, ცხოვრების დონის ამაღლებას და
სოციალური უთანასწორობის შემცირებას, წამოყენებული იყო ისეთი პოპულისტური
ლოზუნგები, როგორიც იყო მაგალითად "მიწა მას, ვინც ამუშავებს"(ბ.მუსოლინის
ლოზუნგი).
ერთადერთი არსებითი სხვაობა იტალიურ და გერმანული ფაშიზმის
იდეოლოგიებს შორის იმაში მდგომარეობდა, რომ გერმანული ფაშიზმი ეფუძნებოდა
აღვირახსნილ რასიზმს. ა. ჰიტლერი და მისი თანამებრძოლები აცხადებდნენ არიულ რასას
უმაღლესად, რომელიც უნდა ბატონობდეს სხვა ხალხებზე, რომლებიც ცხადდებოდნენ

57
არასრულფასოვნად და რომლებსაც გერმანიისათვის აუცილებელი სასიცოცხლო სივრცეები
ეკავათ.
რასიზმი და რასობრივი თეორიები არ იყო უცხო ევროპისათვის. ჯერ კიდევ დიდი
გეოგრაფიული აღმოჩენების და კოლონიური იმპერიების შექმნის დროიდან,
დამპყრობლური საქმიანობის გასამართლებლად ამტკიცებდნენ, რომ დაპყრობილი
ქვეყნების ველურ მაცხოვრებლებს "არ გააჩნდათ სული" და რომ მათ შეიძლებოდა ისე
მოქცეოდი როგორც ცხოველებს. XIX ს-ში ინგლისში მეტად პოპულარული იყო იდეა
"თეთრი ადამიანის" მძიმე ტვირთის შესახებ, რომელსაც უნდა ეხელმძღვანელა
კოლონიების ხალხებისათვის, რომლებსაც თითქოსდა არ შეეძლოთ საკუთარი თავის
მოვლა. გერმანულმა ფაშიზმმა რასობრივი თეორია, დაფუძნებული "არიულ
სულისკვეთებაზე", ანთროპოლოგიურ და ეთნოგრაფიულ "ცდებზე", თვით ევროპელი
ხალხების წინააღმდეგ მიმართა.
იტალიური ფაშიზმის იდეოლოგიაში სჭარბობდა მაგალითები რომის იმპერიიდან,
რომლის მემკვიდრეთაც თავს აცხადებდა იტალია და მთელ ხმელთაშუა ზღვის აუზში
გაბატონება სურდა. ეს იყო წმინდა წყლის ექსპანსიის იდეოლოგია, მაგრამ არა ისეთი
აშკარა რასისტული კომპონენტით, როგორც ეს გერმანული ფაშიზმის იდეოლოგიას
ახასიათებდა.
ფაშისტური რეჟიმი იტალიაში. თავდაპირველად ფაშისტური მოძრაობის
აღმავლობა და თვით ფაშისტების მოსვლა იტალიის ხელისუფლების სათავეში არ იწვწვდა
დიდ შიშს ევროპის დანარჩენ ქვეყნებში. ერთის მხრივ მრავალ ანტიფაშისტს სწამდა, რომ
დაპირებები, რომლითაც ფაშისტები იტალიის საზოგადოების ყველა ფენას კვებავდა, ვერ
შესრულდებოდა რაც ფაშისტური მოძრაობის კრახს გამოიწვევდა. მეორეს მხრივ, ისეთ
დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორებიც იყო ინგლისი, საფრანგეთი, აშშ, მრავალ ადამიანს
მიაჩნდა, რომ ფაშისტური იდეოლოგია ატარებდა წინასაარჩევნო რიტორიკის ხასიათს და
რომ ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ დაიცავენ პოლიტიკური ქცევის
ლიბერალურ-დემოკრატიულ ნორმებს.
ამგვარი იმედების საშუალებას იძლეოდა ფაშისტური რეჟიმის გამოცდილება
იტალიაში. ამ ქვეყანაში ბ. მუსოლინიმ, რომელიც წარსულში სოციალისტი იყო, ამ
ქვეყანაში შეიქმნა ძლიერი ლიდერის რეპუტაცია, რომელსაც შეუძლია ქვეყნის
კრიზისიდან გამოყვანა. 1921 წ. მაისში ფაშისტურმა მოძრაობამ მისი ხელმძღვანელობით
მიიღო ადგილების 7% პარლამენტში. 1922 წ. ოქტომბერში ფაშისტური მოიერიშე რაზმების
_ შავხალათიანების რომზე ლაშქრობის შემდეგ, რამაც ფაშისტური რევოლუციის
სახელწოდება მიიღო, იტალიის მეფემ მუსოლინი დანიშნა კოალიციური მთავრობის
მეთაურად. მას მხარი დაუჭირა პარლამენტის უმრავლესობამაც. 1924 წ. ფაშისტური და
ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიების ბლოკმა საპარლამენტო არჩევნებში
მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მან მიიღო 374 ადგილი 157 ადგილის საპირისპიროდ,
რომელიც ოპოზიციამ-სოციალისტებმა და კომუნისტებმა მოიპოვეს.
შემობრუნება ტოტალიტარული სახელმწიფოს შესაქმნელად დაიწყო 1925 წ. და
თითქმის ათი წლით გაიწელა. თავდაპირველად დაითხოვეს "ანტინაციონალური", ხოლო
შემდეგ ყველა პოლიტიკური პარტიები, გარდა ფაშისტურისა. ყველა თანამდებობაზე
სახელმწიფო აპარატში დაიწყეს ფაშისტური პარტიის წარმომადგენლების დანიშვნა.
პროფესიულ კავშირებს დაევალა ხელი შეეწყო თავისი წევრების "მორალური და
პატრიოტული" აღზრდისათვის. დაქირავებული მუშახელის ინტერესების დაცვა მათ
ნაცვლად დაევალა კორპორაციებს, რომლებშიც სახელმწიფო კონტროლქვეშ, სამრეწველო

58
დარგების მიხედვით გააერთიანეს მეწარმეები და და დაქირავებული მუშები.
ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ძალაუფლებამ თავი მოიყარა სახელმწიფოს ხელში,
რომელიც კორპორაციათა ეროვნული საბჭოსა და სამრეწველო რეკონსტრუქციის
ინსტიტუტის საშუალებით, რომელმაც საკუთარ კონტროლს დაუმორჩილა ქვეყნის ყველა
ბანკი, დაამყარა სრული კონტროლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ბ. მუსოლინიმ
მიიღო შესაძლებლობა გამოეცა დეკრეტები, რომლებსაც კანონის ძალა ჰქონდათ და თავის
თავში გააერთიანა საკანოინმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. ფორმალურად
იტალია რჩებოდა საპარლამენტო მონარქიად, სინამდვილეში კი მეფისა და პარლამენტის
უფლებები არარაობამდე იყო დაყვანილი.
1920-1930-იან წლებში მთელ რიგ ქვეყნებში აღმოცენებული ფაშისტურმა
მოძრაობებმა და რეჟიმებმა გადაიღეს ბ.მუსოლინის მეთოდები და ფრაზეოლოგია.
მ.ჰორტის რეჟიმი უნგრეთში (1920-1944), ი.ანტონესკუსი რუმინეთში (1940-1944) ასევე
მიმართავდნენ ერის ერთიანობის ლოზუნგს, მის დიდებას და ბუნებრივია, ამ დიდების
ქვეშ სხვა ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა იგულისხმებოდა.
გერმანული ფაშიზმის თავისებურებანი. გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტური
მუშათა პარტია, რომლის ლიდერიც გახდა ადოლფ ჰიტლერი, აღმოცენდა მაშინვე, როცა
ფაშისტური მოძრაობა დაიწყო იტალიაში _ 1919 წ. თუმცაღა იტალიისაგან განსხვავებით
მისი გზა ხელისუფლებისაკენ ერთობ ხანგრძლივი აღმოჩნდა. თავდაპირველად ამ
პარტიის გავლენა შემოიფარგლებოდა მხოკლოდ ბავარიით და მისი ცდები, რომ გემანიის
ამნაწილში ძალით აეღო ძალაუფლება ხელში 1923 წ. მარცხით დამთავრდა, ხოლო
ჰიტლერს ერთ წელზე მეტის გატარება მოუწია ციხეში.
მხოლოდ 1929-1932 წწ. მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელმაც
განსაკუთრებით მძიმე დარტყმა გერმანიას მიაყენა, შეცვალა სიტუაცია. ისეთ პირობებში,
როცა ქვეყანაში არ აღმოჩნდა ლიდერი, რომელიც ფ.დ.რუზველტის მსგავსად შეძლებდა
კრიზისის სოციალური შედეგების შერბილებას დემოკრატიის საფუძველზე, დაიწყო ორი
ტოტალიტარული და ერთმანეთისადმი მტრულად დაპირისპირებული პარტიის _
გერმანიის კომუნისტური პარტიისა და ნაციონალ-სოციალისტური პარტიის გავლენის
სწრაფი ზრდა. თითოეული მათგანი იცავდა კრიზისიდან გამოსვლის საკუთარ ვარიანტს.
მაგრამ ნაციონალ-სოციალისტებმა, რომლებმაც შეძლეს სოციალური, ნაციონალური და
რასისტული ლოზუნგების შეხამება, შეძლეს უფრო დიდი მხარდაჭერის მოპოვება
უმუშევრების, გაკოტრებული წვრილი ბურჟუაზიის, მუშების მხრიდან, რომლებსაც
სამუშაოს დაკარგვისა ეშინოდათ.
1933 წ. 30 იანვარს ა.ჰიტლერი, როგორც იმ პარტიის ლიდერი, რომელსაც გერმანიის
პარლამენტში (რაიხსტაგში) ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქცია ყავდა, რაიხსკანცლერი
(მთავრობის მეთაური) გახდა.
1933 წ. 27 თებერვალს, რაიხსტაგის დაწვის შემდეგ, რომელშიც კომუნისტები
დაადანაშაულეს, გერმანიის კომპარტია კანონგარეშედ გამოცხადდა, ხოლო მისი
საპარლამენტო მანდატები ანულირებულ იქნა. ამან რაიხსტაგში ნაცისტებისა და მისი
მხარდამჭერი ცენტრისტული პარტიების უმრავლესობა უზრუნველყო, რაც საკმარისი იყო
მთავრობისათვის საგანგებო უფლებების მისანიჭEბლად. საბოლოოდ ყველა პარტია,
ნაცისტურის გარდა, აიკრძალა, ოპოზიციური პრესა დაიხურა, ხოლო "ცუდი"
გერმანელები, რომლებიც არ იზიარებდნენ ფაშისტურ იდეოლოგიას, საკონცენტრაციო
ბანაკებში გააგზავნეს. ვაიმარის კონსტიტუცია გაუქმებულ იქნა, ხოლო 1934 წლიდან
ჰიტლერი გერმანიის ფიურერი (ბელადი) გახდა.

59
ნაციონალ-სოციალიზმის სოციალური პროგრამა _ საზოგადოებრივ სამუშაოთა
ორგანიზება, გზების მშენებლობა, რამაც შესაძლებელი გახადა უმუშევრობის ლიკვიდაცია,
კლასობრივი დაპირისპირების დაძლევა, წვრილ მესაკუთრეთათვის გადასახადების
გაუქმება, ფაშისტებმა შეასრულეს. ამასთან ამ რეფორმების გასატარებლად სახსრების
წყაროდ იქცა ეკონომიკის "არიიზაცია" _ არაარიელებისათვის, ძირითადად
ებრაელთათვის, რომლებიც გერმანული ბურჟუაზიის 1/15 ნაწილს შეადგენდნენ, ქონების,
მათ შორის ბანკებისა და საწარმოების ჩამორთმევა. ეს ქონება გადადიოდა სახელმწიფოს
ხელში, ხოლო ნაწილი გადაეცა გერმანელ ბანკირებსა და მრეწველებს. მაგრამ ამ საქმიდან
მოგება მხოლოდ დროებითი აღმოჩნდა. 1934 წლიდან ქვეყნის ეკონომიკა დაუქვემდებარეს
ტერიტორიულ და საწარმოო გაერთიანებებს, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს
ექვემდებარებოდნენ. პროდუქციის ნომენკლატურის 80%, რომელსაც სახელმწიფო
მრეწველობას უკვეთავდა, მასზე ფასები, დაქირავებულ მუშაკთა რაოდენობა, რომლებსაც
გაფიცვების უფლება ჩამოერთვათ, ხელფასების ოდენობა, ყოველივე ეს სახელმწიფოს მიერ
განისაზღვრებოდა. დაბანდებულ კაპიტალზე მეწარმეთათვის დივიდენდების ზღვრული
საზღვარი დადგენილ იქნა 6-8%-ის დონეზე, დიდი მოგების მიღება შეიძლებოდა მხოლოდ
სახელმწიფოს წინაშე დიდი დამსახურებისათვის.
ა.ჰიტლერისა და ბ. მუსოლინის ტოტალიტარული რეჟიმების უმთავრეს მოზანს კი
მაინც ომისათვის მზადება წარმოადგენდა, რომელსაც უნდა უზრუნველეყო სასიცოცხლო
სივრცის მოპოვების, "არასრულფასოვანი რასების" დაპყრობის პროგრამების
განხორციელება. ევროპული ტოტალიტარული რეჟიმების მოკავშირე გახდა იაპონიის
მილიტარისტული რეჟიმი, რომელიც აერთიანებდა ტრადიციული ავტორიტარიზმის
მრავალ ნიშანს მებრძოლ ნაციონალიზმთან და ესწრაფოდა სხვა ქვეყნების დაპყრობასა და
მათზე გაბატონებას.
ჰიტლერისა და მუსოლინის ტოტალიტარული რეჟიმების მხრიდან მატერიალური
და იდეური დახმარების შედეგად ფაშისტური პარტიები თავიანთი მოიერიშე რაზმებით
იქმნებოდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რომლებიც უნდა გამხდარიყვნენ მეხუთე
კოლონად, და სათავეში ჩასდგომოდნენ ამ ქვეყნებს მათი გერმანიისა და იტალიის მიერ
დაპყრობის შემდეგ. ფაშისტური ჯგუფები აღმოცენდნენ თვით ისეთ ქვეყნებშიც კი,
როგორებიც იყვნენ აშშ და დიდი ბრიტანეთი. საფრანგეთში ფაშიზმის მომხრეებმა 1934 წ.
სცადეს ძალაუფლების ხელში ჩაგდება. მაგრამ მოდერნიზაციის პირველი ტალღის
ქვეყნებში ფაშისტურმა იდეოლოგიამ ვერ შეძლო ფეხის მოკიდება. მისთვის
დამახასიათებელი აქცენტი ერის ერთიანობაზე, სახელმწიფოს განსაკუთრებულ როლზე
არ პასუხობდა იმ პირობებს, რომლებიც არსებობდა იდეური და პოლიტიკური
პლურალიზმის ტრადიციების მქონე ქვეყნებში, ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოს როლი
შეძღუდული იყო.
ადოლფ ჰიტლერი (1889-1945). რომლის ნამდვილი გვარია შიკლგრუბერი, დაიბადა
ავსტრიაში, ქალაქ ლინცის გარეუბანში და ოჯახში მეოთხე ბავშვი იყო. მამამისი,
სახელმწიფო მოხელე, საკმაოდ კარგი შემოსავლის მქონე იყო და ოჯახი დიდ გასაჭირს
არ განიცდიდა. ადოლფი სწავლაში დიდ გულმოდგინებას არ იჩენდა, არ მოსწონდა
სასკოლო დისციპლინა და სისტემატური მეცადინეობა. მას ჰქონდა ხატვის ნიჭი და 1907
წ. სცადა ვენის სამხატვრო აკადემიაში მიღება, მაგრამ გამოცდებზე ჩაიჭრა.
მშობლების სიკვდილმა შეარყია მათი ოჯახის მატერიალური კეთილდღეობა და ა.
ჰიტლერი შეეცადა დამოუკიდებლად მოეგვარებინა თავისი ცხოვრება. იგი გადაბარგდა
ვენაში, სადაც სიღარიბეში ცხოვრობდა. არ ეტანებოდა სპირტიან სასმელებს, უაღრესად

60
მორიდებული იყო ქალებთან, ხშირად ღამეებს ათენებდა უსახლკაროთა თავშესაფარში,
იკვებებოდა უმუშევართა სასადილოებში, ცდილობდა საარსებო საშუალება ეშოვა
ნახატების გაყიდვით და მეორედ სცადა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება, მაგრამ ამაოდ.
გარდა ხატვისა იგი დიდ დროს უთმობდა ცრუმეცნიერული წიგნებისა და ბროშურების
კითხვას, მათ შორის ისეთების, რომლებიც ეხებოდა ოკულტიზმს, მარქსიზმს, ეზიარა
პოლიტიკას სხვა უსახლკაროებთან და უმუშევრებთან კამათისას, ნახულობდა რაღაც
თანხას, რომ თეატრში სპექტაკლებს დასწრებოდა.
უკვე ამ პერიოდში მან დაიწყო ყველაფერში ებრაელთა, კორუმპირებული
ბიუროკრატიის დადანაშაულება, რომელიც მისი აზრით სამხატვრო აკადემიას მართავდა.
მას იზიდავდნენ პანგერმანისტული იდეები, რომელთა მიხედვითაც ყველა გერმანელი,
მათ შორის ავსტრიელების, უნდა ცხოვრობდნენ ერთიან იმპერიაში, რომლის მომავალი
ბირთვიც გერმანია უნდა გამხდარიყო.
1913 წ. ჰიტლერი საცხოვრებლად მიუნხენში გადავიდა, სადაც ისეთივე ცხოვრებას
ეწეოდა როგორც მიუნხენში. ავსტრია-უნგრეთის არმიაში იგი არ გაიწვიეს სუსტი
ჯანმრთელობის გამო, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე იგი მოხალისედ
წავიდა გერმანიის არმიაში.
თითქმის მთელი ომი ჰიტლერმა ფრონტის წინა ხაზის მახლობლად გაატარა,
მსახურობდა პოლკის შტაბის შიკრიკად. დისციპლინირებული ქცევისათვის მან მიიღო
ეფრეიტორის წოდება და დააჯილდოვეს მეორე ხარისხის რკინის ჯვრით. 1916 წ. იგი
დაიჭრა, სამი თვე გაატარა საავადმყოფოში და მალე ისევ თავის პოლკს დაუბრუნდა. 1918
წ. კი მოკავშირეთა მხრიდან ქიმიური მომწამლავი გაზებით შემოტევის დროს იგი კვლავ
საავადმყოფოში მოხვდა, მაგრამ გამოჯამრთელების მომენტისათვის ომი უკვე
დამთავრებული იყო.
ტავისი მრავალი თანამებრძოლისაგან განსხვავებით მან გული არ აიცრუა
პანგერმანულ იდეებზე. თვალყურს ადევნებდა რა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ
კრიზისს _ კაიზერის გადადგომას, სოციალ-დემოკრატების მიერ საზავო ხელშეკრულების
ხელმოწერას, გერმანიის ტერიტორიაზე ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკის შექმნას _ მან
დაარწმუნა საკუთარი თავი, რომ ყველაფერში დამნაშავე იყვნენ სოციალისტები,
ებრაელები, გამყიდველი და კორუმპირებული ელიტა. გადამდგარი ეფრეიტორის
ულტრაპატრიოტულ იდეებს ყურადღება მიაქცია რაიხსვერის სპეციალურმა ბიურომ,
რომელიც ჯარში ძირგამომთხრელ საქმიანობას იძიებდა და დაიწყო მასთან
თანამშრომლობა.
1919 წ. ბიუროს დავალებით იგი გახდა მცირერიცხოვანი, რამდენიმე ათეული
კაცისაგან შემდგარი გერმანიის მუშათა პარტიის წევრი, რომელიც დააარსა ყოფილმა
რკინიგზელმა მუშამ ანტონ დრექსლერმა. მალე ჰიტლერი გახდა ამ პარტიის ლიდერი,
თანაც მას არაჩვეულებრივი ორატორული ნიჭი აღმოაცნდა. ეგალიტარისტულმა,
ნაციონალისტურმა და ანტისემიტურმა ლოზუნგებმა, ისეთებმა როგორების იყო
"ნაციონალური სოციალიზმი", "ახალი მსოფლიო წესრიგი", მაღალჩინოსან სამხედროთა
მხრიდან მხარდაჭერამ სულ მალე პარტიას ბავარიაში სიმპატიები მოუპოვა.
1923 წ. სოციალ-ეკონომიკური პრობლემების მორიგი გამწვავების პირობებში, სხვა
ფაშისტი ლიდერის ბ.მუსოლინის წარმატებებით ფრთაშესხმულმა ჰიტლერმა სცადა
ბავარიაში ძალაუფლების ხელში ჩაგდება. პუტჩი, რომელსაც "ლუდის პუტჩი" უწოდეს,
პოლიციამ ადვილად ჩააქრო. ჰიტლერს ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ
პატიმრობის პირობები ერთობ შეღავათიანი აღმოჩნდა, რამაც მას წიგნზე მუშაობის

61
საშუალება მისცა, რომელიც ფაშიზმის ბიბლიად იქცა. წიგნი, რომელსაც მან "მაინ კამპფი"
(ჩემი ბრძოლა) უწოდა წარმოადგენდა ავტობიოგრაფიული თხრობის მომენტებისა და
მომავალი გერმანიისა და მსოფლიოს მოწყობის შესახებ მსჯელობათა ნარევს.
1925 წ. ჰიტლერი ვადამდე გაანთავისუფლეს და იგი კვლავ შეუდგა თავისი
გავლენის აღდგენას ნაციონალ-სოციალისტურ მოძრაობაში, რომლის გავლენაც შესუსტდა.
მან შეძლო გამხდარიყო საერთოგერმანული მასშტაბის ლიდერი როგორც სამხედრო
წრეების დახმარებით, ისე პირადი ნიჭისა და მონაცემების წყალობით. გარდა ორატორული
ნიჭისა, ჰიტლერი სხვა პოლიტიკური მოღვაწეებისაგან განსხვავდებოდა იმით, რომ ის
იყო თავისი იდეების ფანატიკოსი _ სწამდა დიდი გერმანიის დიდებისა და მას უდიდეს
ფასეულობად თვლიდა. თანამედროვეთა მოგონებებით, იყო რა პირად ცხოვრებაში რბილი,
დამთმობი და სენტიმენტალურიც კი, ა. ჰიტლერმა უყოყმანოდ დასარუპავად გაწირა
მილიონობით ადამიანი, რომლებიც დაიღუპნენ ბრძოლის ველზე, საკონცენტრაციო
ბანაკებში. ომის უკანასკნელ დღეებში, გასცა რა ბრძანება, რომ გერმანელებს უკანასკნელ
სისხლის წვეთამდე ებრძოლათ, ჰიტლერი მზად იყო თავისი იდეებისათვის მთელი
გერმანელი ხალხი შეეწირა, რომლებმაც წააგეს რა ომი, მისი აზრით, არ აღმოჩნდნენ მისი
ღირსნი.
ბენიტო მუსოლინი (1883-1945) დაიბადა ცენტრალური იტალიის ერთ პატარა
სოფელში. მამამისი სოფლის მჭედელი იყო და ხშირად უხდებოდა შვილის დასჯა,
რომელიც ნიჭიერი, მაგრამ ძნელად აღსაზრდელი ბავშვი იყო. მიუხედავად
თანატოლებთან განუწყვეტელი ჩხუბისა, რომელიც ხშირად დანის ტრიალამდეც კი
მიდიოდა, მუსოლინიმ დაამთავრა 10 კლასი და მიიღო დიპლომი, რომელიც მას
მასწავლებლობის უფლებას აძლევდა, მაგრამ მან უარი თქვა ამ "მოსაწყენ საქმიანობაზე."
1902 წ. იგი წავიდა შვეიცარიაში, სამუსაოს საძებნელად, მათხოვრობდა, ეწეოდა
მოხეტიალე ცხოვრებას, ვიდრე არ მოეწყო სამუშაოდ ლოზანის ქვისმთლელთა და
არაკვლიფიციურ მუშაკთა პროფკავშირების სამდივნოში. აქ იგი ბევრს და ქაოტურად
კითხულობდა, იღებდა თვითგანათლებას. 1903 წ. იგი დააკავეს და შვეიცარიიდან
გაასახლეს პროფკავშირებში ძალადობრივი ქმედებებისადმი მოწოდების გამო. 1904 წ. თავს
არიდებდა რა სამხედრო გაწვევას, იგი კვლავ დაბრუნდა შვეიცარიაში, სადაც მცირე ხნით
პატიმრობის შემდეგ, შემთხვევითი სამუშაოებით ირჩენდა თავს, ვიდრე იტალიაში
დეზერტირების ადმინისტრაცია არ გამოცხადდა.
დაბრუნდა რა სამშობლოში, მუსოლინიმ დაიწყო მუშაობა პატარა ქალაქ კანევის
სკოლაში, სადაც სახელი გაითქვა ლოთობითა და მექალთანეობით. განიკურნა რა
სიფილისისაგან და გაატარა რა ცოტა ხანი საპატიმროში არეულობებში მონაწილეობის
გამო, იგი გაემგზავრა ავსტრია-უნგრეთის კუთვნილ ქალაქ ტრენტოში, სადაც მუშაობდა
ადგილობრივი სოციალისტების ყოველკვირეულ გაზეთში "მშრომელთა მომავალი".
მუსოლინის მკვეთრი სტატიები ეკლესიის, ნაციონალიზმის, მილიტარიზმის წინააღმდეგ
იწვევდა ხელისუფალთა გაღიზიანებას, რის გამოც 1909 წ. იგი დააკავეს და გააძევეს
ავსტრიიდან.
იტალიაში დაბრუნების შემდეგ იგი დაქორწინდა და ერთგვარად დადინჯდა. მან
დაიწყო თანამშრომლობა გაზეთ "ავანტისთან" ("წინ"), რომელიც იტალიის სოციალისტური
პარტიის ოფიციალურ ორგანოს წარმოადგენდა. მისი ორატორული ნიჭი, პუბლიცისტური
შესაძლებლობები, რადიკალიზმი შეხედულებებში პარტიის მემარცხენე ფრთის წევრთა
შორის მოწონებით სარგებლობდა და 1912 წ. მუსოლინი გაზეთის მთავარი რედაქტორი
გახდა.

62
პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას მუსოლინი თავდაპირვალად მხარს უჭერდა
სოციალისტების ლოზუნგს ქვეყნის მიერ ნეიტრალიტეტის დაცვის შესახებ, მაგრამ შემდეგ,
ირწმუნა რა ლენინური იდეა, რომ ომი დააჩქარებდა რევოლუციას, გახდა ომის
თავგამოდებული მომხრე. გაწყვიტა რა კავშირი სოციალისტებთან, რომლებმაც იგი
მოღალატედ მონათლეს, მან დაიწყო საკუთარი გაზეთის "პოპოლო დ‘იტალია" ("იტალიის
ხალხი"), გამოცემა, რომელიც გამოდიოდა იტალიის მიერ ევროპაში ღირსეული ადგილის
მოპოვების იდეებით. ამ კამპანიამ მხარდაჭერა ჰპოვა მთელი რიგი ინტელექტუალების,
მწერლების მხრიდან, კერძოდ კი რომანტიკულად განწყობილი მწერლის გაბრიელე
დ‘ანუნციოსაგან.
იტალიის იმში ჩაბმის შემდეგ მუსოლინი გაიწვიეს ჯარში, სადაც მან უარი
განაცხადა შტაბში მუშაობაზე და წავიდა წინა ხაზზე, სადაც 1917 წ. დაიჭრა და
გამოჯამრთელების სემდეგ დაუბრუნდა პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ უკვე ეროვნული
გმირის შარავანდედით მოსილი.
1919 წ. მუსოლინი სათავეში ჩაუდგა მცირერიცხოვან, ყოფილ ფრონტელთა ჯგუფს,
ყოფილ ანარქისტებს, სისხლის სამართლის დამნაშავეებს, რომელიც ფაშისტური
მოძრაობის ბიღტვად იქცა. მისი თავდაპირველი პროგრამა იყო ბუნდოვანი და
წინააღმდეგობრივი, რომელშიც შეხამებული იყო სოციალისტური და ნაციონალისტური
იდეები. მიუხედავად ამისა, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, იმ დროს, როცა
ამომრჩევლებმა დაკარგეს ნდობა ტრადიციული პოლიტიკური პარტიებისადმი, მოძრაობა
სწრაფად იკრებდა ზალებს. ამაში დიდ როლს თამაშობდა მუსოლინის ორატორული ნიჭი,
თეატრალური ეფექტებით შეზავებული, რომელსაც ხალხისათვის ყველაფრის დაპირება
შეეძლო. 1921 წ. მუსოლინი და მისი თანამოაზრეების ჯგუფი არჩეულ იქნენ პარლამენტში.
1922 წ. ფაშისტების რომზე გალაშქრების შემდეგ იტალიის მეფემ, რომელსაც შეეშინდა
ფაშისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება, ბ.მუსოლინი მთავრობის მეთაურად დანიშნა.
ბ.მუსოლინის მმართველობის ფინალი, რომელიც თითქმის ოცი წელი გაგრძელდა,
სავალალო შედეგით დამთავრდა. ეროვნული დიდებისაკენ სწრაფვამ მუსოლინი
ჰიტლერთან დააკავშირა, რომლის მიმართაც მას თავდაპირველად ძლიერი ანტიპატია
გააჩნდა. შედეგი იყო იტალიის ჩაბმა მეორე მსოფლიო ომში გერმანიის მხარეს. 1943 წ.
მოკავშირეების სამხრეთ იტალიაში გადმოსხმის შემდეგ, იტალიის მეფემ ომი გამოუცხადა
გერმანიას, მუსოლინი გადააყენა თანამდებობიდან და დააპატიმრეს. შემდგომ კი მისმა
ცხოვრებამ დეტექტივის ხასიათი მიიღო. ა. ჰიტლერის ბრძანებით დივერსიულმა ჯგუფმა,
რომელსაც ხელმძღვანელობდა ო.სკორცენი, მოიტაცა მუსოლინი და გადაიყვანეს
გერმანელების მიერ ოკუპირებულ ჩრდილოეთ იტალიაში. ამ ტერიტორიაზე გერმანელმა
ფაშისტებმა შექმნეს სოციალური რესპუბლიკა და მას სათავეში მუსოლინი ჩაუყენეს. ეს
ფაქტობრივად გერმანიის პროტექტორატი იყო. 1945 წ. აპრილში, როცა მოიშალა გერმანიის
ფრონტი, იტალიელმა პარტიზანებმა დააკავეს მუსოლინი, რომელიც მილანიდან გაქცევას
ცდილობდა. ის და მისი საყვარელი კლარეტა პეტაჩი და კიდევ 13 ფაშისტი დახვრიტეს,
შემდეგ კი მილანში თავდაყირა დაკიდეს მოედანზე, სადაც გერმანელები მძევლებს
ხვრეტდნენ.

63
სარჩევი

1. ძველი მსოფლიოს იმპერიების მსხვრევა, “ბარბაროსების” შემოტევა ევრაზიაზე – 1 გვ.


2. ადრეული შუა საუკუნეების პერიოდი (V-X სს.). ადრეფეოდალური იმპერიები
ევროპაში და მათი დაშლა – 4 გვ.
3. არაბები, ისლამი და არაბთა დაპყრობები – 10 გვ.
4. ჯვაროსნული ლაშქრობები და ინკვიზიცია – 19 გვ.
5. მონღოლები და მონღოლთა ლაშქრობები – 22 გვ.
6. შუა საუკუნეების დასავლეთევროპელი ადამიანის მსოფლმხედველობა. შუა
საუკუნეების კულტურა. შუა საუკუნეების მსოფლმხედველობის ზოგადი დახასიათება
– 27 გვ.
7. დასავლეთ ევროპა: განვითარების ახალი ეტაპი – 33 გვ.
8. გვიანდელი შუა საუკუნეები: ევროპა ახალი დროის ზღურბლზე (XVI ს. _ XVII ს-ის
დასაწყისი). დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა. ამერიკის დაპყრობა – 39 გვ.
9. განმანათლებლობის ეპოქა და განათლებული აბსოლუტიზმი – 48 გვ.
10. საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება XიX ს-ის მიწურულსა და XX ს-ის
დასაწყისში. დასავლეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური განვითარება XIX ს-ის მეორე
ნახევარში – 53 გვ.
11. მეცნიერების განვითარების დაჩქარების წყაროები და რევოლუცია
ბუნებისმეტყველებაში. – 57 გვ.
12. ტექნიკური პროგრესი და ინდუსტრიული განვითარების ახალი ეტაპი – 60 გვ.
13. რეფორმები და რევოლუციები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ განვითარებაში 1900-1945
წწ. – 65 გვ.
14. ტოტალიტარიზმის საბჭოთა მოდელი – 69 გვ.
15. ტოტალიტარიზმი, როგორც XX საუკუნის ფენომენი – 76 გვ.
16. ფაშიზმი იტალიასა და გერმანიაში – 80 გვ.

64

You might also like