You are on page 1of 9

-1-

ძვ. რომი: რომის სამეფო, რომის რესპუბლიკა, რომის იმპერია,


სამოქალაქო ომები რომში;

ძველ რომის ისტორია პირობითად დაყოფილია სამ პერიოდად: 1.მეფეების ეპოქა ძვ.წ-ის
VIII-VI ს.ს. 2.რესპუბლიკის ხანა - ძვ.წის VI-I ს.ს. 3.იმპერიის ხანა - ძვ.წ-ის I -ახ.წ-ის Vს.ს.
ძველი რომის ისტორია დასრულდა 476 წელს, როდესაც რომი ვესტგუთებმა აიღეს.

გადმოცემის თანახმად, ძვ.წ. 753წ. აპენინის ნახევარკუნძულზე, მდ. ტიბრის ნაპირას


მდებარე შვიდ ბორცვზე ძმებმა რომოლუსმა და რემუსმა დააარსეს ქალაქი რომი. მდ. ტიბრი
მთებიდან გამოდის, ნახევარკუნძულის შუაგულში, ვაკეზე მიედინება და ტირენის ზღვას
უერთდება. ამ ვაკეზე ძირითადად ლათინების ტომი ცხოვრობდა. რაც შეეხება
ნახევარკუნძულს, მისი სამხრეთ ნაწილის მდიდარი მცენარეული საფარით და საქონლის
სიმრავლით მოხიბლულმა ძველმა ბერძნენმა კოლონისტებმა იტალია, ანუ ,,ხბორების
ქვეყნა“ უწოდა. სახელმწიფოს სათავეში ედგა მეფე, რომელსაც სახალხო კრება ირჩევდა. მეფე
მხედართმთავარი და უმაღლესი ქურუმი იყო. უმნიშვნელოვანესი სასამართლო გარჩევების
დროსაც ის თავმჯდომარეობდა. რომის პირველი ლეგენდარული მეფე იყო რომოლუსი.იმ
დროს რომის მოსახლეობა პატრიციებად და პლებეებად იყოფოდა. პატრიციების
უხუცესები ,,უხუცესთა საბჭოს“ ქმნიდნენ. მას სენატი ერქვა. რომაელებს შვიდი მეფე
ჰყავდათ. უკანასკნელი იყო ტარკვინიუს სუპერბუსი ამაყი, რომელმაც მეფე მოკლა და თავად
გამეფდა. ის სასტიკი მმართველი იყო. ძვ.წ.509წ. ის ჩამოაგდეს და გააძევეს, ხოლო ქვეყნაში
რესპუბლიკური მმართველობა დამყარდა.

მეფობის გაუქმების შემდეგ სახალხო კრება პატრიციების წრიდან ერთი წლით ქალაქის ორ
მმართველს, კონსულსა და მათ დამხმარე სხვა თანამდებობის პირებს ირჩევდა. ქვეყანაში
დიდი უფლებამოსილება მიენიჭა სენატს, რომელიც განაგებდა ხაზინას, წყვეტდა ომისა და
ზავის საკითხებს, ამზადებდა სახალხო კრებაზე გასატან საკითხებს. არჩევნების გზით
შექმნილ მართვა-გამგეობას ლათინურად ,,რესპუბლიკა“, ანუ ,,საერთო-სახალხო საქმე“
ეწოდა. რესპუბლიკის დამყარების შემდეგ პლებეების მდგომარეობაც ნაწილობრივ შეიცვალა.
ძვ.წ. V საუკუნის დასაწყისში პლებეებმა მიიღეს უფლება, საკუთარი წრიდან აერჩიათ
თავიანთი ინტერესების დამცველი პირები სახალხო ტრიბუნები, თავიდან ორი, შემდეგ კი
ათი, რომლებსაც უფლება ჰქონდათ, შეეცვალათ კონსულების და სენატის ის
გადაწყვეტილებები, რომლებიც პლებეებს ეხებოდა. ამისთვის საკმარისი იყო ტრიბუნს ეთქვა
,,ვეტო“ (ლათ.,,ვკრძალავ“) და ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. მიუხედავად
ამისა, პლებეები რომის სრულუფლებიანი მოქალაქეები მხოლოდ ძვ.წ.III საუკუნისთვის
გახდნენ.
-2-

აპენინის ნახევარკუნძულზე სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა. რომი მათ 200


წლის განმავლობაში ეომებოდა და ძვ.წ. III საუკუნისთვის მთელი იტალიის დაპყრობა
მოახერხა. რომაელებს განსაკუთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს ნახევარკუნძულის
სამხრეთში მდებარე ბერძნულმა ქალაქ-სახელმწიფოებმა. თუმცა რომაული ჯარის
სიძლიერემ და ორგანიზებულობამ ომის ბედი რომის სასარგებლოდ გადაწყვიტა. რომაული
ჯარი ლეგიონებისგან შედგებოდა. ერთ ლეგიონში 4 500 მეომარი იყო(3000 მძიმედ
შეიარაღებული, 1200 მსუბუქად შეიარაღებული, ქვეითი და 300 მხედარი). ადრეული
რესპუბლიკის ხანაში რომის ჯარი ორად იყო გაყოფილი და თითოეული მათგანი ერთ-ერთ
კონსულს ემორჩილებოდა.

რომის სახელმწიფოში გვიანდელი რესპუბლიკის პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები


მოხდა. ახალ-ახალი მიწების დაპყრობის შემდეგ მსხვილი მიწათმფლობელების ხელში
მნიშვნელოვანი მიწის ფართობები მოხვდა. ამ მიწების დასამუშავებლად ისინი ძირითადად
მონებს იყენებდნენ. მონებს იყენებდნენ ასევე მესაქონლეობასა და ხელოსნობაშიც.
ხმელთასუაზღვისპირეთში ბევრგან იყო მონათა ბაზრები. მონის შრომის გამოყენებამ
გამოიწვია გლეხების გაღატაკება. მონური შრომა იაფი იყო. გლეხები იძულებული იყვნენ,
იაფად გაეყიდათ საკუთარი მიწის ნაკვეთი. ეს პროცესი რომის ჯარის შემცირებას იწვევდა,
რომელიც ქონებრივი ცენზის მიხედვით იკრიბებოდა. წარჩინებული პლებეების ოჯახიდან
გამოსული ძმები ტიბერიუს და გაიუს გრაკხუსები შეეცადნენ , სენატისთვის ისეთი კანონები
მიეღებინებინათ, რომ გლეხების გაღატაკება შეეჩერებინათ. ძვ.წ.II ს-ის II ნახევარში
ტიბერიუს გრაკხუსი სახალხო ტრიბუნად აირჩიეს. მან წამოაყენა ახალი კანონის იდეა,
რომლის მიხედვითაც რომაულ ოჯახს არ უნდა ჰქონოდა 250 ჰექტარზე მეტი მიწა. თუ
ექნებოდა უნდა ჩამოერთმიათ და ღარიბი მოქალაქისტვის გადაეცატ. ეს კანონი სენატმა არ
მიიღო. მაგრამ ტიბერიუსმა სახალხო კრება მოიწვია და მათ მიიღეს ეს კანონი. სენატმა ვერ
გაბედა სახალხო კრების წინაარმდეგ წასვალა, მაგრამ ის კი მოახერხა, რომ ტიბერიუსს
მეფობის სურვილი დასწამა და მოკლა. მისი საქმე მისმა ძმამ გაიუს გრაკხუსმა გააგრძელა,
თუმცა სენატორებმა ისიც მოკლეს. თუმცა ძვ.წ. II ს-ის ბოლოს კონსული გაიუს მარიუსმა
ახალი კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც ჯარში უმიწო გლეხსაც გაიწვევდნენ.

რომში ფართოდ იყო გავრცელებული სპეციალური გასართობი სანახაობა - გლადიატორთა


ბრძოლა. ამ სანახაობისთვის სპეციალურად აგებდნენ ამფითეატრებს, ცენტრში სპეციალური
ქვიშის მოედნით, არენით. არენაზე გლადიატორები ერთმანეთს ან ცხოველებს ებრძოდნენ.
დამარცხებული გლადიატორის ბედს მაყურებელი წყვეტდა ცერა თითის ზემოთ აწევით
გლადიატორის სიცოცხლე შენარცუნებული იყო, ქვემოდ დაშვებული ცერის შემთხვევაში
გამარჯვებული დამარცხებულს კლავდა. არსებობდა გლადიატორების სკოლებიც. ასეთი იყო
სკოლა ქ. კაპუაში, სადაც ძვ.წ. 74წ. რამდენიმე ათეული გლადიატორი გაიქცა. მათ სპარტაკი
მეთაურობდათ. სენატმა თავი მოუყარა სახელმწიფოს ძირითად
-3-

სამხედრო ძალებს და სპარტაკის წინაარმდეგ გაგზავნა. გადმწყვეტ ბრძოლაში ძვ.წ. 71წ.


ცნობილმა რომაელამა სარდალმა კრასუსმა აჯანყებულები დაამარცხა. სპარტაკი ბრძოლაში
დაირღუპა.

პუნიკური ომები - რომი ოდითგანვე მილიტარისტული სახელმწიფო იყო. მსოფლიო


ლიდერობის გზაზე მისი მეტოქე კართაგენი იყო. აფრიკაში, დღევანდელი ტუნისის
ტერიტორიაზე მდებარე ეს ფინიკიური კოლონია ძვ.წ. III საუკუნისთვის დას.
ხმელთასუაზღვისპირეთის დიდ ნაწილს აკონტროლებდა. რომაელები კართაგენის
სახელმწიფოს ,,პუნიკურს“ უწოდებდნენ, რაც მის ფინიკიურ წარმოშობაზე მიუთითებდა.
ამიტომ რომსა და კართაგენს შორის სამ სისხლისმღვრელ ომს ,,პუნიკური ომები“ ეწოდა.

პირველი პუნიკური ომი (ძ.წ.264-241) სიცილიის ქალაქ-სახელმწიფოებს შორის


დაპირისპირებაში კართაგენისა და რომის ჩარევას მოჰყვა. ბრძოლა გარდამავალი
უპირატესობით წარიმართა სიცილიაზე, აფიკასა და ზღვაზე და საბოლოოდ რომის
გამარჯვებით დასრულდა. რომაელებმა დიდი კონტრიბუცია დააკისრეს კართაგენს და თავის
კონტროლი დაამყარეს სიცილიაზე, მოგვიანებით სარდინიასა და კორსიკაზეც.

კართაგენი ვერ ეგუებოდა მარცხს და რევანშისთვის ემზადებოდა. ჯერ ჰამილკარ ბარკას,


შემდეგ ჰასდრუბალის სარდლობით კართაგენელება განიმტკიცეს პოზიციები იბერიის
(პირენეს) ნახევარკუნძულზე. შემდეგ ჰამილკარის ვაჟმა ჰანიბალმა ჩაიბარა. ძვ. წ. 219წ. ის
თავს დაესხა რომის მოკავშირე საგუნტუმს ესპანეთში, რითაც მეორე პუნიკური ომი (ძვ.წ.218-
201) დაიწყო. ჰანიბალმა ესპანეთიდან ლაშქარი იტალიაში გადასროლა განიზრახა და
ამისთვის სრულიად წარმოუდგენელი გზა აირჩია - თოვლიანი ალპების გადალახვა. იგი
მოულოდნელად გამოჩნდა იტალიაში და უკვე ამით მოახდინა მტრის დემორალიზება.
შემდგომ მან არაერთ ბრძოლაში დაამარცხა რომაელები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
იყო ბრძოლა კანესთან ძვ.წ. 216წ. სადაც ჰანიბალმა ხაფანგში შეიტყუა და გაჟლიტა
რომაელთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი. ამის შემდეგ რომაელები გაურბოდნენ გადამწყვეტ
ბრძოლას ჰანიბალთან და მის გამოფიტვას ცდილობდნენ. მართლაც ჰანიბალს პრობლემები
გაუჩნდა ჯარის მომარაგებასა და შევსებასთან დაკავშირებით, რომაელებმა კი თანდათან
მოახერხეს წელში გასწორება და ბრძოლა აფრიკაში გადაწყვიტეს. მათ სციპიონის (სციპიონ
უფროსი-აქ მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად ისტორიაში სციპიონ აფრიკელის
სახელითაა ცნობილი) სარდლობით თავად კართაგენს შეუტიეს. ჰანიბალი იძულებული
გახდა, რომს დახსნოდა და აფრიკაში დაბრუნებულიყო, მაგრამ იქ უკვე ზამასთან ძვ.წ.202წ.
გენერალურ ბრძოლაში დამარცხდა. კართაგენი დათანხმდა ზავის უმძიმეს პირობებს, რის
მერეც, ფაქტობრივად, დაკარგა ზესახელმწიფოს სტატუსი.

თავად ჰანიბალი, რომელიც ძველი სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სარდლადაა


აღიარებული, აღმოსავლეთში გაიქცა. ის თავს აფარებდა ელინისტურ სახელმწიფოებს და
-4-

კიდევ არაერთხელ გამოიჩინა თავი სახმელეთო თუ საზღვაო ბრძოლებში. სანამ ჰანიბალი


ცოცხალი იყო, რომაელები თავს მშვიდად ვერ გრძნობდნენ და დიპლომატიური გზებით
ცდილობდნენ მის ხელში ჩაგდებას. ძვ.წ.183/2 წელს, როდესაც მისი დაკავებისა და
რომისთვის გადაცემის საფრთხე რეალური გახდა, ჰანიბალამა თავი მოიკლა.

კართაგენის დამარცხების შემდეგ რომს დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში


კონკურენტი აღარ ჰყავდა და მთელი ძალა აღმოსავლეთისკენ მიმართა. ჯერ კიდევ მეორე
პუნიკური ომის დასაწყისში რომი პარალელურად ებრძოდა მაკედონიას და ბალკანეთის
ნახევარკუნძულზე დამკვიდრებას ცდილობდა ძვ.წ. II საუკუნის პირველ ნახევარში მან ამ
ფრონტზე საგრძნობლად წინ წაიწია, მაგრამ კართაგენის არსებობა მაინც არ ასვენებდა
რომაელებს. უზარმაზარი ქალაქის ადამიანური და ფინანსური რესურსები პოტენციურ
საფრთხეს შეიცავდა და რომაელებს ეს საფრთხე სულ ახსოვდათ. კართაგენის საწინააღმდეგო
განწყობით გამოირჩეოდა კატონი, რომელიც ნებისმიერ საჯარო გამოსვლას ასე
ასრულებდა ,,კართაგენი უნდა დაინგრეს.“

რომის მოკავშირე ნუმიდიასთან კართაგენელთა კონფლიქტი გახდა მესამე პუნიკური ომის


საბაბი(ძვ.წ.149-146). რომაელებმა სციპიონ უმცროსის სარდლობით საბოლოოდ დაამარცხეს
და დაანგრიეს კართაგენი.

ძვ.წ.III ს-ის მიწურულს რომი იწყებს მოქმედებას თავისი ძალაუფლების აღ.


ხმელთასუაზღვისპირეთში გასავრცელებლად. ამისათვის ის აწარმოებს ორ ე.წ. ილირიულ
ომს (I-ძვ.წ.229-228წ.წ. ხოლო მეორეს ძვ.წ.219წ.) და ხელში იგდებს ადრიატიკის სანაპიროს.
სამი მაკედონური ომის შემდეგ იმორჩილებს ბალკანეთს. ძვ.წ.200-190წ.წ. ე.წ.კელტებთან
ომის შემდგომ რომი ამთავრებს ჩრდ. იტალიის დაპყრობას. ძვ.წ. 190წ. (მაგნეზიის ბრძოლა)
ამარცხებს მაკედონიის ერთ-ერთ უმძლავრეს მოკავშირეს, სელევკიდების მეფეს, ანტიოქოს
II-ს და შესაბამისდ, ხელში იგდებს მცირე აზიის საკმაოდ დიდი ნაწილს. ძვ.წ.146წლის
გამარჯვების შემდეგ იგი, ფაქტობრივად, ასრულებს საბეძნეთის დაქვემდებარებას. ძვ.წ.133 წ.
რომი მცირე აზიის დასავლეთით, ატალოს III-ისგან იღებს პერგამონის ძლიერ ელინისტურ
სამეფოს და საბოლოოდ ძვ.წ.129წ. ამბოხებების ჩახსობის შემდეგ ანატოლიის ამ რეგიონში
ქმნის პროვინციას, რომლის სახელწოდებაა აზია. ამ ექსპანსიონისტური ომების შედეგად
რომი გადაიქცა უძლიერეს ძალად მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში.

დაპყრობები და საშინაო ვითარება (სამოქალაქო ომები) - რომს მოუხდა სამი ომი პონტოს
მეფის, მითრიდატე VI ევპატორის წინააღმდეგ (ძვ.წ.89-84, 83-82, 74-64), რათა თავისი
ძალაუფლება მის სამფლობელოზეც განევრცო. ძვ.წ.88 წელს მცირე აზიაში მითრიდატესთან
გამართულ პირველ ომში რომაულმა არმიამ სასტიკი დარტყმა განიცადა, რომელსაც
შედეგად 80 ათასი რომაელის დახოცვა მოჰყვა, რაც ისტორიაში შევიდა ,,ეფესოსის საღამოს“
სახელით.ასეთი ვითარება რომში სამოქალაქო ომის საფუძველს წარმოქმნის. სულა,
-5-

რომელსაც ბრალდებოდა ეს წარუმატებლობა, გადააყენეს და მისი ძალაუფლება მარიუსს


გადასცეს. სულამ, ფაქტობრივად, ააჯანყა ჯარი და პირველად რომის ისტორიაში მოხდა ის,
რომ რომაულმა ჯარმა დაიპყრო რომი, რის შედეგადაც სულამ აღადგინა ძალაუფლება და
გაემართა აზიისკენ იქ ომების წარმატებით დასამთავრებლად. მაგრამ ამით ისარგებლეს
მარიუსმა და მისმა მომხრეებმა და ისინი კვლავ დაბრუნდნენ რომში. სულამ საბერძნეთსა და
აზიაში ომის წარმატებით დამთავრების შემდეგ სამოქალაქო ომი თავის მომხრეებს,
ოპტიმატებსა და მარიუსის მხარდამჭერ პოპულარებს შორის თავის სასარგებლოდ
დაასრულა. და ე.წ. სულას დიქტატურა დაამყარა (ძვ.წ. 82-79). რაც ერთმმართველობის
საკმაოდ მკაცრი ფორმებით გამოვლინდა. პირველ რიგში დაიწყო მარიუსის მომხრეთა
რეპრესიები. გამოქვეყნდა ე.წ. პროსკრიფციები, ანუ, ფაქტობრივად, კანონგარეშედ
გამოცხადებულ მოქალაქეთა სიები, მათი მოკვლისათვის მატელიარული სტიმულირების
ფორმებიც კი იქნა შემოღებული. სხვადასხვა მონაცემებით, მოკლულ იქნა 40 ან 90-მდე
სენატორი და 1600 ან 2600-მდე მხედარი. მაგრამ ამ კრიზისმა, რასაკვირველია, ვეებერთელა
ტერიტორიების რომის კონტროლიდან გამოსვლის რეალური საფრთხე წარმოქმნა. ამის ერთ-
ერთი მიზეზი იყო ის, რომ დიქტატურის მოწინააღმდეგენი, განსაკუთრებით მარიუსის
მომხრეები, პოზიციებს იძლიერებდნენ რომის დაქვემდებარებიდან გამოსულ რეგიონებში.
ძვ.წ.79 წლიდან სულამ თავისი ნებით მოიხსნა დიქტატორის უფლებები და ერთ წელიწადში
გარდაიცვალა კიდეც. რომს ძალზე ბევრი მოსაგვარებელი პრობლემა დარჩა, რომელიც
სამხედრო ძალის დიდ მობილიზებას მოითხოვდა. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი იყო
ესპანეთში გაძლიერებული მარიუსის მომხრეთა დამარცხება, რომელთაც ე.წ. მარიანელი
ემიგრანტებისგან შექმნეს რომის საპირისპირო ხელისუფლება თავისი სენატით და
დედაქალაქით ოსკაში პირენეს ნახევარკუნძულზე. ესპანეთის პრობლემის გადაჭრას 7 წელი
დასჭირდა(ძ.წ.77-71), რაც წარმატებით განახორციელა პომპეუსმა. საკმაოდ რთული
აღმოჩნდა მესამე ომი მითრიდატესთან, რომელიც, ბოლოს და ბობლოს, რომაული ჯარის
მრავალი წლის სისხლისმღვრელი ბრძოლის შედეგად გამარჯვებით დასრულდა ძვ.წ.64
წელს.

ძვ.წ.70 წლიდან ხდება სულას მიერ შემოღებული კანონების გაუქმება და პომპეუსისა და


კრასუსის კონსულობის პერიოდი იწყება. პომპეუსი ძვ.წ.67 წელს საგანგებო სამხედრო
ძალაუფლებით აღჭურვილმა და ბრჭყინვალე საბრძოლო ოპერაციები ჩაატარა კილიკიელი
მეკობრეების წინააღმდეგ, ხოლო ძვ. წ. 66-64 წ.წ. იგი მითრიდატეს ძალების წინააღმდეგ
ილაშქრებს, რის შედეგადაც აღმოსავლეთში ყალიბდება რომის პროვინციების ანუ
ვასალური სახელმწიფოების მთელი სისტემა: პონტო, სირია, კილიკია. რომის გავლენის
სფეროში შეიდა აგრეთვე: არმენია, კაბადოკია, გალატია, კოლხიდა და იუდეა. ვითარება
შეეძლო გაემძაფრებინა კატილინას შეთქმულებას, მაგრამ იგი გამოაშკარავდა და ამხილა
ციცერონმა, რომელიც კონსულად აირჩიეს და რომელმაც მოიპოვა უფლება, მისთვის
სამშობლოს მამა ეწოდებინათ. შემზარავი იყო ძვ.წ. 62წ. კატილინას და მისი 3000 მომხრის
-6-

განადგურება პისტორისთან. ამავე წელს საოცრად საზეიმო ხასიათი მიიღო გამარჯვებული


პომპეუსის ჯარის რომში დაბრუნებამ და ტრიუმფმა. ძვ.წ. 60წ. პირველი ტრიუმვირატი
(სამთა მმართველობა) შეიქმნა. მათი მომხრები ტრიუმვირატს უწოდებდნენ კავშირს ჭკუას
(იულიუს კეისარი),ძალასა (პომპეუსი) და ფულს (კრასუსი) შორის. ტრიუმვირატის წევრებს
შორის გავლენის სფეროები ამგვარად გადანაწილდა: კეისარს - გალია, პომპეუსს - ესპანეთი,
კრასუსს - სირია. თუმცა კრასუსი მალევე ტრაგიკულად დაიღუპა ძვ.წ. 53წ. პართელებთან
ბრძოლაში. განსაკუთრებით ცნობილი იყო ძვ.წ.58-51წ.წ. იულიუს კეისრის წამოწყებული
ომი, რის შედეგადაც სრულიად გალია მოექცა რომაელთა ძალაუფლების ქვეშ. ისტორიაში ეს
გალებთან წარმოებული ომის სახელითაა შევიდა. კეისარსა და პომპეუსს შორის თანხმობა
ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ძვ.წ. 52წ. რომში ანარქია წარმოიქმნა სხვადასხვა
ბანდებს შორის ერთმანეთში წარმოებული ომის გამო, სენატმა პომპეუსი დაამტკიცა
კონსულად კოლეგიის გარეშე, რათა მას კვლავ აღედგინა წესრიგი რომში. სენატმა ასევე
მოუწოდა კეისარს, დაეშალა ლაშქარი და მოეხსნა თავისი უფლებამოსილება. ხოლო ძვ.წ.49წ.
სენატმა დაადგინა, რომ პომპეუსს უნდა დაეცვა რომი ურჩი კეისრისაგან. ძვ.წ. 49-46წ.წ.
რომისთვის ერთობ დრამატული პერიოდი იყო, როდესაც სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა.
ძირითადი დაპირისპირება იულიუს კეისარსა და პომპეუსს შორის წარმოიქმნა ძვ.წ. 49წ.
კეისარმა გადალახა მდ. რუბიკონი ფრაზით: ,,წილი ნაყარია“და დაიპყრო რომი და იტალია.
პომპეუსი და სენატის ერთი ნაწილი საბერძნეთში გაიქცა. კეისარმა დაიმორჩილა ესპანეთი
და საბერძნეთისკენ გაემართა. ძვ.წ. 48წ. ალუსთან დაამარცხა პომპეუსის 20000-იანი
სამხედრო ძალა, ხოლო თავად პომპეუსმა თავს ეგვიპტეში ლტოლვით უშველა, სადაც იგი
მოკლეს. ძვ.წ.48-47წ.წ. კეისარი გადავიდა ეგვიპტეში, კერძოდ , ალექსანდრიაში და იქ
დედოფლად კლეოპატრა დასვა. ამის შემდეგ მისი ძლევამოსილი სვლა აღმოსალეთით
გაგრძელდა, სადაც მან დაამარცხა ფარნაკეს პონტოელი. მისი გამარჯვებები შთამბეჭდავი და
ელვისებური იყო, რასაც საკმაოდ ტევადად გამოხატავს კეისრის ცნობილი
სენტენცია: ,,მივედი, ვნახე, გავიმარჯვე“ (veni, vidi, vici). კეისარი იტალიაში დაბრუნდა,
მაგრამ ცოტა ხნით, რადგან აფრიკაში ჰქონდა მდგომარეობა დასარეგულირებელი. ძვ.წ.46წ.
იგი გაუსწორდა პომპეუსის უკანასკნელ მომხრეებს თაფსუსთან, როგორც ტრიუმფატორი
დაბრუნდა რომში და ათი წლით დასახელდა დიქტატორად და ზნე-ჩვეულებებისა და
მორალის ცენზორად. ამით, ერთი შეხედვით, შენარჩუნდა რესპუბლიკური ინსტიტუტები,
მაგრამ, ფაქტობრივად, გამყარდა ერთმმართველობის ფორმა, რამაც პრაქტიკულად
რესპუბლიკის სრული უსუსურობა გამოიწვია. კეისარი სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებს
ძლევამოსილ გამარჯვებებს და ძვ.წ.45წ. იგი ესპანეთში, მუნდასთან, პომპეუსის შვილებზე
მოიპოვებს გამარჯვებას. ამის შემდეგ მან მოითხოვა და მიიღო კიდევ სრული ძალაუფლება.
მას აცხადებენ სიცოცხლის ბოლომდე დიქტატორად, იმპერატორად, კონსულად ათი წლის
განმავლობაში, ჯარის უზენაეს მთავარარდლად, უმაღლეს ქურუმად, ტრიბუნათა
ძალაუფლების მატარებლად. არსებითად, იულიუს კეისარმა უარი თქვა იმაზე, რომ
ძალაუფლების განხორციელებაში ვინმე მოცილე ჰყოლოდა. მას მიაჩნდა, რომ რაც მეტი
-7-

იქნებოდა ძალაუფლების რეალურად განმახორციელებელი ინსტიტუტი და პიროვნება, მით,


უფრო გაუჭირდებოდა მას სწორი და ქვეყნისათვის საჭირო გადაწყვეტილების მიღება. და აი,
საქმე იქამდეც მიდის, რომ ანტონიუსი მას სთავაზობს, თავზე დაადგას მეფის დიადემა.
თუმცა კეისარი ამას უარყოფს, მაგრამ ეს მისგან მხოლოდ ფორმალური ჟესტი იყო.
რასაკვირველია, ერთმმართველობის ესოდენ აშკარა და დაუფარავი ზრდა სენატორებში
უკურეაქციას იწვევდა. ძვ.წ.44წ. 15 მარტს მათი შეთქმულება წარმატებით დასრულდა,
როდესაც კასიუსმა და ბრუტუსმა კეისარი მოკლეს (მკვლელობაში სხვა სენატორებიც
მონაწილეობდნენ). ისტორიაში ეს ეპიზოდი, თავისი დრამატულობის გარდა, დარჩა
გაკვირვებული კეისრის მიერ წარმოთქმული სიტყვებითაც ყოფილი თანამოაზრისა და
უმცროსი მეგობრის, ბრუტუსისადმი, რომელიც სენტენციად იქცა: და შენც, ბრუტუს?“

იმპერიის დამყარება რომში - რომის მოსახლეობამ კეისრის მკვლელებს არ დაუჭირა მხარი


და ისინი იძულებული გახდნენ რომიდან გაქცეულიყვნენ. კეისრის მომხრეებმა იულიუსის
ერთგული თანაშემწეების მარკუს ანტონიუსის, ემილიუს ლეპედიუსის და სიცოცხლეშივე
დანიშნული მემკვიდრის გაიუს ოქტავიანეს მეთაურობით რესპუბლიკელთა ჯარები
გაანადგურეს. ძვ.წ.43წ. სახელმწიფოს სათავეში ეს სამი პიროვნება მოვიდა, რაც ისტორიაში
მეორე ტრიუმვირატის სახელითაა ცნობილი. გამარჯვებულებმა რომის მმართველობა
გადაინაწილეს. ანტონიუსი აღმოსავლეთის პროვინციებს მართავდა. ის დროს ძირითადად
ეგვიპტის დედაქალაქ ალექსანდრიაში ატარებდა. ოქტავიანე დასავლეთის პროვინციების
მმართველი იყო, ხოლო ლეპიდიუსი აფრიკის. ფორმალურად, რომს სამივე ტრიუმვირი
მართავდა, მაგრამ იმის გამო, რომ ანტონიუსი ალექსანდრიაში იმყოფებოდა, ხოლო
ლეპიდიუსი აფრიკაში, რომში რეალურად ოქტავიანე მბრძანებლობდა. მალე ეს
ტრიუმვირატი დაიშალა. ლეპიდიუსი მალე ჩამოშორდა პოლიტიკურ ასპარეზს. ოქტავიანესა
და ანტონიუსს შორის კი დაიწყო ბრძოლა პირველობისთვის. ანტონიუსი გასცილდა ცოლს,
ოქტავიანეს დას ოქტავიას და ცოლად შეირთო ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა. მან
კლეოპატრას რომის აღ. პროვინციები აჩუქა. ამან უკმაყოფილება გამოიწვია რომის
სენატორებს შორის, რომლებმაც ანტონიუსის დასჯა მოითხოვეს. ოქტავიანესა და ანტონიუსს
შორის სამოქალაქო ომი დაიწყო. გადამწყვეტი ბრძოლა ძვ.წ.31წ. ზღვაზე აქციუმის კონცხთან
მოხდა, სადაც ანტონიუსი დამარცხდა და ალექსანდრიაში გაიქცა. მომდევნო წელს
ოქტავიანემ ეგვიპტე დაიკავა. ანტონიუსმა და კლეოპატრამ თავი მოიკლეს. რომში
ოქტავიანეს ერთპიროვნული მმართველობა დამყარდა. ის გახდა რომის პირველი
იმპერატორი. მან ავგუსტუსი (ლათ. ,,ღვთაებრივი“) დაირქვა და ხშირად ასე მოიხსენიებენ
ისტორიკოსები.

რომი იმპერიის ეპოქაში - კეისრისგან განსხვავებით, რომელსაც ბოლო დროს რომში თავისი
სწორი აღარავინ ეგულებოდა და რომელიც , შესაბამისად, საკმაოდ ხისტად იქცეოდა,
ოქტავიანემ დიდი პოლიტიკური ალღო გამოავლინა და რომაული ელიტის რეალური
ინტერესების, რესპუბლიკური ტრადიციების გათვალისწინებით საკმაოდ მოქნილი
-8-

პოლიტიკური სისტემა შექმნა, რომელიც ათავსებდა რესპუბლიკურ და მონარქიულ


მმართველობას და რომელიც საუკუნეების მანძილზე, სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა.
რომმა შეინარჩუნა სენატი და რესპუბლიკის ზოგი სხვა ნიშან-თვისება. რეალური
ხელისუფლება კი იყო ჯარის მთავარსარდლის, იმპერატორის ხელში. ფორმალურად მის
პირველკაცობას განსაზღვრავდა პირველი სენატორის, პრინცეპსის (ლათ.პირველი,მეთაური)
თანამდებობა, რის გამოც ამ წყობას პრინციპატი ეწოდა. პრინციპატი ადრეული რომის
იმპერიის პოლიტიკური სისტემის აღმნიშვნელი ტერმინია. მას ოქტავიანე ავგუსტუსის
რეფორმებმა ჩაუყარა საფუძველი. მან და მისმა მემკვიდრეებმა თავის ხელში მოაქციეს
სამოქალაქო, სამხედრო და რელიგიური ძალაუფლება, გახდნენ უმაღლესი ქურუმები. თუმცა
იურიდიულად ამ ვალდებულებებსა და უფლებამოსილებებს იმპერატორებს სენატი და
სახალხო კრება აძლევდა. ოფიციალურად იმპერატორს ძალაუფლების მემკვიდრეობით
გადაცემის უფლება არ ჰქონდა. სახელწიფოს წყობას კვლავ ,,რესპუბლიკა“ ერქვა.
რესპუბლიკური მმართველობის ორგანოები - სახალხო კრება, სენატი და ა.შ. კვლავ
არსებობდა, ოღონდ მკვეთრად შეზღუდული უფლებებით. ავგუსტუსის მმართველობა
( ძვ.წ.31-ახ.წ.14) რომის ,,ოქროს ხნად“ იქცა, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე
კულტურისა და მწერლობის. მან დაამყარა შედარებითი მშვიდობა და სახელმწიფო წესრიგი,
რომელსაც ,,რომაული მშვიდობა“(Pax Romana) ეწოდა, მის დროს არნახულ აყვავებას
განიცდიდა რომაული კულტურის მრავალი სფერო, მის კარზე მოღვაწეობდნენ დიდი
რომაელი პოეტები ვირგილიუსი, ოვიდიუსი და სხვა. ოქტავიანეს მიერ შემოღებული
მმართველობის ფორმა მის შემდგომაც არ შეცვლილა. სენატმა იმპერატორად ოქტავიანეს
მიერ დასახელებული მემკვიდრე, მისი გერი ტიბერიუსი აირჩია.

მომდევნო კეისრბის დროს რომი აგრძელებდა ზრდას და მეზობელი ქვეყნების დაპყრობას.


აღმოსავლეთით ყველაზე შორს რომმა ტრაიანეს (ახ.წ.98-117წ.) დროს წაიწია და დროებით
შუამდინარეთიც დაიმორჩილა. ტრაიანეს დაღუპსის შემდეგ საგარეო პოლიტიკა იცვლება და
ახალი დაპყრობების ნაცვლად პრიორიტეტულად არსებულის შენარჩუნება და მართვის
სრულყოფა ხდება. რომში ხელისუფლება თავდაპირველად მემკვიდრეობით გადადიოდა.
თანდათანობით გამოიკვეთა ის რეალობა, რომ კეისრის უახლოესი ნათესავი ყოველთვის
მისი საუკეთესო შემცვლელი ვერ ხდებოდა და კეისრებმა მემკვიდრის საგულდაგულო
შერჩევა და რჩეულის შვილად აყვანის მეშვეობით ლეგიტიმაცია დაიწყეს. ეს მეთოდი
საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ,,ნაშვილებ კეისართა“ რიცხვს მიეკუთვნებიან გამოჩენილი
სარდალი ტრაიანე და ფილოსოფოსი მარკუს ავრელიუსი(161-180). რომის იმპერიაში
მიმდინარე პოლიტიკური პროცესის შედეგი იყო იმპერატორ კარაკალას (198-217) ედიქტი,
რომლითაც რომის იმპერიაში მცხოვრებ ყველა თავისუფალ ადამიანს რომის მოქალაქეობა
მიენიჭა (212). ამით დასრულდა დაპყრობილ-დამეგობრებული ხალხებისა თუ ქვეყნების
ელიტების რომაულ საზოგადოებაში ინტეგრაციის გრძელი პროცესი. III საუკუნის შუა
ხანებში რომში ერთგვარი კრიზისია. გამართულად ვეღარ ფუნქციონირებს მმართველობის
-9-

აპარატი ადგილებზე, უკიდეგანო იმპერიის საზღვრებზე იწყება ხალხის გადაადგილება და


სიმშვიდე ირღვევა, ხდება უმნიშვნელოვანესი იდეოლოგიური ძვრები, რაც პირველ
ყოვლისა, ქრისტიანობის გავრცელებას უკავშირდება. რომის წინაშე მდგარი პრობლემების
გადაჭრას შეეცადა იმპერატორი დიოკლეტიანე (284-3050). მისი რეფორმები
საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროს შეეხო. პირველ ყოვლისა, მან შეცვალა
მმართველობის სისტემა, გააუქმა რესპუბლიკური მმართველობის ელემენტები და
იმპერატორი ქვეყნის აბსოლუტურ ბატონდ (დომინუს) აქცია. აქედანაა სახელწოდება
დომინატე, რომლითაც დიოკლეტიანეს შემდგომ პერიოდს მოიხსენიებენ. კეისრის
ხელისუფლების ზრდასთან ერთად მოხდა ქვეყნის ერთგვარი დეცენტრალიზაცია. იმპერია
დაიყო ოთხ ნაწილად, რომლებსაც დიოკლეტიანეს თანაკეისრები განაგებდნენ - ააქედან
სახელი ტეტრარქია(ოთხი იმპერატორის მმართველობა). გატარდა სამხედრო რეფორმა,
გაძლიერდა ქრისტიანობის დევნა. დიოკლეტიანეს რეფორმებს ჰქონდა გარკვეული
დროებითი ეფექტი, მაგრამ ამავდროულად საფუძველი ჩაეყარა ქვეყნის გაყოფას, რამაც
საბოლოოდ იმპერიის დაშლა გამოიწვია.

რომის ეკონომიკის ძირითად დარგს სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა წარმოადგენდა.


გარკვეული წილი ჰქონდა ხელოსნობასც. ფულის ბრუნვა საკამოდ დიდი იყო. ძირითადი
სამუშაო ძალა თავისუფალი და ნახევრადთავისუფალი მიწისმოქმედი იყო, გამოიყენებოდა
მონათა შრომაც. ხელოვნებასა და მეცნიერების მრავალ დარგში რომაელები ბერძნების
ბეჯითი მოსწავლეები იყვნენ და ცდილობდნენ მეტ-ნაკლებად ზუსტად მიჰყოლოდნენ
ბერძნულ ნიმუშებს. თუმცა რომაელებმა ბევრ სფეროში მოახერხეს ბერძნული
გამოცდილების შემოქმედებითად გადამუშავება და განვითარების საკუთარი გზის მოძებნა. I
ს-ში აშენდა რომში ამფითეატრი კოლისეუმი, რომელშიც 50000 მაყურებელი ეტეოდა.
რომაელებმა გამოიგონეს და მშენებლობის დროს გამოიყენეს ბეტონი. ამით მათი შენობები
უფრო მყარი გახდა. გუმბათოვანი გადახურვით ააგეს პანთეონი - ,,ყველა ღმერთის ტაძარი“.
დიდ სიმარლეებს მიაღწიეს რომაელებმა პორტრეტული ქანდაკების, მოზაიკის დარგში.
მხატვრული ლიტერატურის მრავალ ჟანრში. და მაინც , როდესაც რომაული კულტურის
ზოგადაცკაცობრიო მიშვნელობაზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში ხსენების ღირსია
რომაული სამართალისა სახელმწიფო მართვის პრინციპები. როგორც პრაქტიკაში, ასევე
საკითხების თეორიული დამუშავების თვალსაზრისით, აქ რომაელებმა განსაკუთრებულ
სიმაღლეებს მიაღწიეს.

You might also like