You are on page 1of 2

მნიშვნელოვანი თარიღები ( ძველი მსოფლიო ) - დასავლეთ რომის იმპერიის დაცემამდე

ძვ.წ. XVIII ს. - მოღვაწეობდა ბაბილონის მეფე ხამურაბი, რომელმაც მსოფლიოში ერთ -


ერთი უძველესი კანონები შექმნა. მან საფუძველი ხამურაბიანთა დინასტიას ჩაუყარა

ძვ.წ. XVII ს. - ჰიქსოსებმა დაიპყრეს ეგვიპტე. მათ ეს უკეთესი სამხედრო შეიარაღებით


მოახერხეს ( შორს მსროლელი მშვილდი, ჯაჭვის პერანგი, ცხენშებმული ეტლი )

ძვ.წ. XVI ს. - ხეთების სამეფომ გაანადგურა ხამურაბიანთა დინასტია

ძვ.წ. XIV ს. - ეგვიპტის ფარაონმა ამენხოტეპ IV - მ დაამკვიდრა ერთღმერთიანობა, რის


შემდეგაც მან დედაქალაქი ახეტატონში გადაიტანა, სახელად კი ეხნატონი დაირქვა.

ძვ.წ. 1274 წ. - გაიმართა ქადეშის ბრძოლა ეგვიპტესა და ხეთებს შორის, რის შემდეგა დაიდო
მსოფლიოში ერთ - ერთი პირველი ზავი. ეგვიპტეს მართავდა რამზეს II, ხეთებს - მუვათალი.

ძვ.წ. XIII ს. - ის ბოლო - ეგვიპტის სამეფოს ანადგურებენ ე.წ. „ზღვის ხალხები“

ძვ.წ. XII ს. - ის ბოლო - ასურეთის მეფე ტიგლათფალასარ I - მა ილაშქრა კავკასიაში ნაირის


ქვეყნების გაერთიანების წინააღმდეგ. ამ გაერთიანებას სათავეში დიაოხის მეფე სიენი ედგა.

ძვ.წ. IX – VIII სს. - ფინიკიური კოლონიზაცია. ყველაზე დიდი დაარსებული კოლონია იყო
კართაგენი, რომელიც მოგვიანებით 3 პუნიკურ ომს გამართავს რომის რესპუბლიკასთან

ძვ.წ. IX – VII სს. - ე.წ. ახალასურული სამეფოს ხანა, რომლის დროსაც ასურეთმა მრავალი
ქვეყანა თუ ქალაქი დაიპყრო. მათ შორის, ეგვიპტე

ძვ.წ. VIII – VI სს. - ბერძნული კოლონიზაცია. ბერძნული კოლონიები საქართველოს


ტერიტორიაზე - პიტიუნტი ( ბიჭვინთა ), დიოსკურია ( სოხუმი ), გიენოსი ( ოჩამჩირე ),
ფაზისი ( ფოთი )

ძვ.წ. VIII – VI სს. - რომის სამეფოს არსებობის პერიოდი. პირველი მეფე რომულუსი,
უკანასკნელი მეფე ტარკვინიუს სუპერბუსი ( ამაყი )

ძვ.წ. VIII ს. - კოლხა და ურარტუ ერთობლივად ანადგურებენ უძველეს ქართულ


პოლიტიკურ ერთეულს დიაოხს. ამის შემდეგ ურარტუ შეუტევს მეორე უძველეს ქართულ
პოლიტიკურ ერთეულს კოლხას, რომელსაც ბოლოს კიმერიელები და სკვითები შემოესევიან
და მნიშვნელოვნად დაასუსტებენ

ძვ.წ. 539 წელი - აქემენიანთა ირანის მმართველმა კიროს II - მ დაიპყრო ქალაქი ბაბილონი

ძვ.წ. 490 წ. - მარათონის ბრძოლა, სადაც ბერძნებმა დაამარცხეს აქემენიანთა ირანი. ეს


ბრძოლა ბერძენ - სპარსელთა ომების პირველი მნიშვნელოვანი ბრძოლაა. ამ ბრძოლის
შემდეგ ბერძენმა ფიდიპიდესმა 42 კმ. გაირბინა იმისთვის, რომ თანამოქალაქეებისთვის
გამარჯვება ეხარებინა. მის სახელზე იმართებოდა მოგვიანებით მარათონული სირბილი
ძვ.წ. 480 წ. - თერმოპილეს ბრძოლა, სადაც ბერძნები დამარცხდნენ აქემენიანთა ირანთან.
ბრძოლაში მონაწილეობდა მეფე ლეონიდასი 300 სპარტელთან ერთად. ეს ბრძოლაც ბერძენ -
სპარსელთა ომების ფარგლებში გაიმართა

ძვ.წ. 418 წ. - მანტინეას ბრძოლა. პელოპონესის ომის შემადგენელი ნაწილია. ის იყო ყველაზე
დიდი სახმელეთო ბრძოლა ამ ომის მსვლელობისას, სადაც ათენი დამარცხდა.

ძვ.წ. 415 -13 წ. - სიცილიის ექსპედიცია. პელოპონესის ომის შემადგენელი ნაწილია. კამპანია
მოაწყო ომის გამორჩეულმა ფიგურამ ალკიბიადემ.

ძვ.წ. 333 წ. - ისოსის ბრძოლა. ალექსანდრე მაკედონელმა დაამარცხა აქემენიანთა ირანი

ძვ.წ. 331 წ. - გავგამელას ბრძოლა. ალექსანდრე მაკედონელმა დაამარცხა აქემენიანთა ირანი


და ის საბოლოოდ განადგურდა

ძვ.წ. IV – III სს. - ქართლის სამეფოს წარმოქმნა. პირველი მეფე ხდება ფარნავაზი

ძვ.წ. III – II სს. - გაიმართა 3 პუნიკური ომი, რის შემდეგაც კართაგენის სახელმწიფო
განადგურდთა რომაელების მიერ. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მეორე პუნიკური ომი,
რომლის დროსაც გაიამრთა ჯერ ზამას ბრძოლა და შემდეგ კანესთან ბრძოლა. ბრძოლებში
კართაგენს ჰანიბალი მეთაურობდა, რომელმაც ალპებიც კი გადალახა წარმატების
მისაღწევად

ძვ.წ. I - ახ.წ. V სს. - რომის იმპერიის არსებობის პერიოდი. პირველი იმპერატორი გახდა
ოქტავიანე ავგუსტუსი, უკანასკნელი კი რომულუსი. რომის იმპერიას ბოლოს გერმანული
ტომები მოუღებენ ( იგულისხმება დასავლეთ რომის იმპერია, რადგან აღმოსავეთ რომის
იმპერია 1453 წელს ოსმალეთის მიერ განადგურდება ). რომს 3 - ჯერ აიღებენ გერმანული
ტომები - ალარიხმა ( 410 წ. ), ვანდალებმა ( 455 წ. . ჩნდება ტერმინი „ვანდალიზმი“ ),
ოდოაკრი ( 476 წ. ). 451 წელს რომაელებსა და ჰუნებს შორის გაიმართა კატალაუნის ბრძოლა.
რომის იმპერიასთანაა დაკავშირებული ასევე სამი მნიშვნელოვანი წელი - 212 წელს
იმპერატორმა კარაკალამ გამოსცა ედიქტი, რომლითაც ყველაზე რომში მცხოვრებს მიენიჭა
რომის მოქალაქეობა, 313 წელს რომის იმპერატორმა კონსტანტინე პირველმა გამოსცა
მილაინის ედიქტი, რომლითც ქრისტიანებმა მიიღეს თავისუფალი აღმსარებლობის უფლება,
325 წელს პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება მოიწვია კონსტანტინე პირველმა ნიკეაში, 395
წელს თეოდოსიუს პირველმა რომის იმპერი გაყო თავის ორ შვილს შორის, რითიც
საფუძველი ჩაეყარა დასავლეთ რომის იმპერიასა და აღმოსავლეთ რომის იმპერიას ( იგივე
ბიზანტიას ).

You might also like