You are on page 1of 7

ახალი წელთაღრიცხვით:

I საუკუნე

 ძვ. წ. 31- ახ.წ. 14 წწ. - რომის პირველი იმპერატორი ოქტავიანე ავგუსტუსი. რომის
„ოქროს ხანა“ (გვ. 120).
 რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში - პალესტინაში [ამჟამად პალესტინა
ისრაელის ნაწილია] წარმოიშვა ახალი რელიგია - ქრისტიანობა (გვ. 145).
 რომის იმპერიაში ქრისტიანობა იქადაგეს იესო ქრისტეს მოწაფეებმა. სულ იესოს
70 მოწაფე ჰყავდა, აქედან 12 რჩეული მოწაფე. I საუკუნეს „მოციქულთა ეპოქას“
უწოდებენ. პეტრე, პავლე და სხვა მოციქულები მოწამეობრივად აღესრულნენ,
თავისი სიკვდილით მხოლოდ იოანე მოციქული გარდაიცვალა (გვ. 147).
 I-III საუკუნეები - რომის იმპერატორები და წარმართი ქურუმები ქრისტიანებს
დევნიდნენ, რის გამოც ისინი ქრისტიანული ღვთისმსახურებისათვის
საიდუმლოდ კატაკომბებში (ბუნებრივი ან ხელოვნული მიწისქვეშა სათავსი)
იკრიბებოდნენ (იხ. გვ. 145; 147).
 საქართველოში ქრისტიანობა იქადაგეს იესო ქრისტეს მოწაფეებმა - ანდრია
პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა. სვიმონი აქ აღესრულა და
დაკრძალულია ანაკოფიაში [აფხაზეთში] (გვ. 152).
 მცხეთელმა ებრაელებმა მოახერხეს იესოს კვართის პალესტინიდან ქართლში
ჩამობრძანება. იგი დაკრძალეს მცხეთაში იმ ადგილზე, სადაც მოგვიანებით აშენდა
სვეტიცხოველი (გვ. 152).
 რომი და პართია ერთმანეთს ეცილებიან სომხეთში ბატონობას. ამ პროცესში
ერთვება რომის გაძლიერებული ვასალი - ქართლის სამეფო. ქართლის მეფე
მითრიდატე I-მა სომხეთში მეფედ თავისი შვილი - [მითრიდატე] დასვა. ქართლის
მომდევნო მეფემ, ფარსმან I-მა, სომხეთის შემოერთების მიზნით, იქ თავისი შვილი
რადამისტი გაამეფა, მაგრამ, საბოლოოდ, მხოლოდ სამხრეთის დაკარგული
ტერიტორიები დავიბრუნეთ. სომხეთი რომმა და პართიამ გაინაწილეს (გვ. 125).
 ალპების ჩრდილოეთით, ჩრდილოეთ ევროპაში - ცხოვრობდნენ გერმანელები,
კელტები და [სლავები]. ისინი განვითარების დაბალ საფეხურზე იდგნენ.
რომაელები მათ ველურებად, ბარბაროსებად მიიჩნევდნენ (გვ. 131).
 კელტების მოდგმის ერთ-ერთი ტომი იყო გალები. ისინი დღევანდელი
საფრანგეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. რომაელთა მიერ გალების მიწების
დაპყრობის შემდეგ, მათ რომანიზაცია განიცადეს - შეითვისეს რომაელთა ენა და
წეს-ჩვეულებები (გვ. 132).
 I-II საუკუნეებიდან მოყოლებული - გერმანული ბარბაროსული ტომები: ანგლები,
ვანდალები, ფრანკები, ოსტგოთები, ვესტგოთები, ბურგუნდები და სხვ.
ცდილობდნენ რომის იმპერიის ტერიტორიაზე შეღწევას, თუმცა ჯერჯერობით
უშედეგოდ (გვ. 130; 135).
 გერმანელების რომის იმპერიაზე შეტევის ძირითადი მიზეზები იყო: ა) იმპერიის
სიმდიდრეზე დახარბება, რომის იმპერიის მდიდარი ქალაქები; ბ) მოსახლეობის
მატება; გ) კლიმატური პირობები - გერმანული ტომები ჩრდილოეთის სიცივეს
სამხრეთის უფრო რბილ ჰავას ამჯობინებდნენ; დ) სამხრეთის ნაყოფიერი მიწები
(გვ. 130).
1
 გერმანელებისგან თავდასაცავად, რომაელებმა ააშენეს თავდაცვითი სასაზღვრო
ზღუდეები, ე. წ. „ლიმესი“ (დაახლ. 500 კმ-ზე) (გვ. 132).
 I-II საუკუნეები - მოღვაწეობდნენ ბერძენი ფილოსოფოსი პლუტარქე და რომაელი
ისტორიკოსი კორნელიუს ტაციტუსი (მოგვითხრობს გერმანული ტომების
შესახებ) (იხ. გვ. 102-103; 133).

II საუკუნე

 საუკუნის დასაწყისიდან - რომის იმპერიისთვის საგარეო პოლიტიკაში


პრიორიტეტული არსებულის შენარჩუნება და მართვის სრულყოფა ხდება (გვ.
121).
 რომის იმპერატორმა ადრიანემ მცირე აზიაში მოგზაურობის დროს თავისთან
მიიწვია ქართლის მეფე ფარსმან II ქველი, საომარი სპილო და 50 კაციანი რაზმი
გაუგზავნა. ფარსმანმა იმპერატორთან ხლებაზე უარი თქვა და ადრიანეს
ოქროსქსოვილიანი მოსასხამები გაუგზავნა, რომლებიც შემდეგ იმპერატორმა
გლადიატორებს ჩააცვა და ცირკის არენაზე აბრძოლა. ამით გაბრაზებულმა
ფარსმან ქველმა ალან-ოსებს რომის იმპერიის პროვინციები დაარბევინა (გვ. 127).
 რომის მომდევნო იმპერატორმა ანტონიუს პიუსმა ცნო ქართლის მიერ
შავიზღვისპირა ტერიტორიების შეერთება (ძიდრიტთა ტომი დღევანდელი აჭარის
ტერიტორიაზე). ფარსმან ქველი ეახლა მას რომში, მონაწილეობა მიაღებინეს დიდ
ასპარეზობაში, ქანდაკება დაუდგეს ომის ღმერთის - მარსის ტაძარში და
მსხვერპლი შეაწირინეს მთავარ ტაძარში - კაპიტოლიუმში, რაც დიდი პატივი იყო
უცხოელთათვის (გვ. 127).
 II-III საუკუნეები - მოღვაწეობდა რომაელი ისტორიკოსი დიონ კასიუსი, რომელიც
მოგვითხრობს ქართლში გნეუს პომპეუსის ლაშქრობის შესახებ (იხ. გვ. 125-126).

III საუკუნე

 212 წ. - იმპერატორ კარაკალას „ედიქტით“ რომის იმპერიაში მცხოვრებ ყველა


თავისუფალ ადამიანს რომის მოქალაქეობა მიენიჭა. ამით დასრულდა
დაპყრობილ-დამეგობრებული ხალხების რომაულ საზოგადოებაში ინტეგრაციის
პროცესი (გვ. 121).
 კარაკალას გარდაცვალების შემდეგ, რომის იმპერია დასუსტდა, რაც III საუკუნის
ბოლომდე, იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის პერიოდამდე, გაგრძელდა
(გვ. 121).
 226 წ. - შეიქმნა სასანიანთა ირანის იმპერია (226-650 წწ.), [რომელმაც გაანადგურა
პართია] (გვ. 134).
 სასანიანთა ირანის სახელმწიფო რელიგია იყო
მაზდეანობა//ზოროასტრიზმი//ცეცხლთაყვანისმცემლობა; სოციალური ფენები
იყო: ქურუმები, მეომრები, მიწათმოქმედები და ხელოსნები (გვ. 134).
 რომსა და სასანიანთა ირანს შორის დაიწყო დაპირისპირება ინდოეთ-ჩინეთიდან
მომავალ ე. წ. „აბრეშუმის გზაზე“ გაბატონებისათვის, რომელიც რამდენიმე
საუკუნე გაგრძელდა. საცილო ტერიტორიები იყო: კავკასია, მესოპოტამია,
ეგვიპტე, სირია და პალესტინა. „აბრეშუმის გზა“ იწყებოდა ჩინეთიდან და

2
ინდოეთიდან. ჩინეთიდან მოდიოდა აბრეშუმი, ხოლო ინდოეთიდან -
სანელებლები და სხვ. (გვ. 157).
 260 წ. - სასანიანთა ირანმა დაიწყო ომი რომის იმპერიასთან. ერთ-ერთ ბრძოლაში
მათ შეიპყრეს რომის იმპერატორი ვალერიანე, რომელიც ტყვეობაში მოკვდა (გვ.
157).
 284 წ. - რომის იმპერატორი გახდა დიოკლეტიანე (284-305 წწ.). მან გააუქმა
რესპუბლიკური მმართველობის ელემენტები („პრინცეპსი“) და თავი
ერთპიროვნულ მმართველად - დომინუსად გამოაცხადა. ამ წყობას „დომინატე“
ეწოდა. იმპერია დაყო ოთხ ნაწილად, რომლებსაც თანაკეისრები
(თანაიმპერატორები) განაგებდნენ - „ტეტრარქია“. გაატარა სამხედრო რეფორმა;
სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს (გვ. 121-122).
 298 წ. - მესამე საუკუნის 90-იან წლებში მიმდინარეობდა ახალი ომი რომსა და
სასანიანთა ირანს შორის. გაიმარჯვა რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ. დაიდო
ნისიბინის ზავი. რომს ერგო კავკასია და მესოპოტამიის დიდი ნაწილი (გვ. 157).

IV საუკუნე

 305 წ. - დაასრულა მმართველობა რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305


წწ.) (გვ. 121).
 306 წ. - რომის იმპერატორი გახდა კონსტანტინე I დიდი (306-337 წწ.)(გვ. 141).
 კონსტანტინე დიდმა იხილა სასწაული. ეს სასწაული აღწერა „ეკლესიის ისტორიის
მამამ“ ევსები კესარიელმა (III-IV სს.) თავის თხზულებაში „კონსტანტინეს
ცხოვრების აღწერა“ (სასწაულის შესახებ ვრცლად იხ. გვ. 149).
 313 წ. - კონსტანტინე დიდმა გამოსცა რჯულშემწყნარებლობის აქტი - „მილანის
ედიქტი“, რომლის მიხედვითაც, ქრისტიანობა ყველა სხვა რელიგიას
უთანასწორდებოდა. ქრისტიანობა რომის იმპერიაში ოფიციალურად
ნებადართულ რელიგიად იქცა, შეწყდა ქრისტიანთა დევნა (გვ. 148).
 325 წ. - კონსტანტინე დიდის ინიციატივით, გაიმართა ნიკეის პირველი მსოფლიო
საეკლესიო კრება, რომელსაც ესწრებოდა ეგრისის წარმომადგენელი, პიტიუნტის
(ბიჭვინთის) ეპისკოპოსი სტრატოფილე. კრებაზე განისაზღვრა ქრისტიანული
რწმენის სიმბოლო. სულ მეოთხე-მერვე საუკუნეებში 7 მსოფლიო საეკლესიო
კრება ჩატარდა (გვ. 154).
 IV საუკუნის დასაწყისი - გრიგოლ განმანათლებლის ქადაგების წყალობით
სომხეთი გაქრისტიანდა. „დიდი არმენიის“ მეფე თრდატ მესამისა და რომაელი
ქალწულის - რიფსიმეს „რომანტიკული სიყვარულის“ ისტორია ვრცლად იხ. გვ.
150.
 დაახლ. 326 წ. - ქართლში ქრისტიანობის საქადაგებლად რომის იმპერიის ერთ-
ერთი პროვინციიდან - კაპადოკიიდან ჩამოვიდა წმინდა ნინო. მისი ქადაგების
წყალობით, ქართლის დედოფალი ნანა გაქრისტიანდა. თხოთის მთაზე მირიან
მეფეს მზე დაუბნელდა და ქრისტე იწამა (იხ. გვ. 150; 153).
 IV საუკუნის 20-იანი წწ. - მირიან მეფის და წმ. ნინოს თხოვნით, რომის
იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ქართლის მოსახლეობის მოსანათლავად იოანე
ეპისკოპოსი გამოგზავნა. მან მონათლა მცხეთის მოსახლეობა, რის შემდეგაც წმ.
ნინოსთან ერთად ქართლის სამეფოს დანარჩენი მოსახლეობის
გასაქრისტიანებლად გაემართა. ლეონტი მროველის ცნობით, წობენში მყოფ ნინოს
3
და იოანეს გაქრისტიანებაზე უარი უთხრეს არაგვის ხეობაში მცხოვრებმა თემებმა
- ჭართლელებმა, ფხოველებმა, წილკნელებმა და გუდამაყრელებმა, რის გამოც
მირიან მეფის მიერ გაგზავნილმა ერთ-ერთმა ერისთავმა კერპები დაუმსხვრია (გვ.
153-154).
 330 წ. - კონსტანტინე დიდმა რომის იმპერიის ახალი დედაქალაქი -
კონსტანტინოპოლი დააარსა (ბოსფორის სრუტის სანაპიროზე, ძველი ბერძნული
ქალაქის - ბიზანტიონის ადგილას) (გვ. 141).
 337 წ. - გარდაიცვალა რომის იმპერატორი კონსტანტინე I დიდი (306-337 წწ.) (გვ.
141).
 IV საუკუნის შუა ხანები - შორეული აზიიდან წამოსული თურქული ტომები -
ჰუნები ევროპაში შემოიჭრნენ, რითაც მათ საბოლოოდ შეცვალეს ძალთა
თანაფარდობა რომის იმპერიის საწინააღმდეგოდ. ჰუნები თავს დაესხნენ
ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში მცხოვრებ გერმანელ გოთებს. გოთები გაიყვნენ
ორად: ოსტგოთები დამორჩილდნენ ჰუნებს, ვესტგოთები რომში შევიდნენ და
დახმარება სთხოვეს იმპერატორ ვალენტინიანეს. მან ვესტგოთებს იმპერიის
ტერიტორიაზე ცუდი მიწები გამოუყო (იხ. გვ. 135-136; 139).
 378 წ. - ვესტგოთები რომის წინააღმდეგ აჯანყდნენ. იმპერატორი ვალენტინიანე
ქალაქ ადრიანოპოლის მახლობლად გამართულ ბრძოლაში დაიღუპა, რომის
ძლიერმა ჯარმა არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ამის მერე მალე „ლიმესიც“
დაინგრა (გვ. 136).
 379 წ. - გამეფდა ერთიანი რომის იმპერიის ბოლო იმპერატორი თეოდოსიუს I (379-
395 წწ.) (გვ. 142).
 IV საუკუნეში, ადრიანოპოლის ბრძოლის შემდეგ, ევროპაში, დასავლეთ რომის
იმპერიის ტერიტორიაზე, დაიწყო „გერმანელ ხალხთა დიდი გადასახლება“,
რომელიც VII საუკუნემდე გაგრძელდა (გვ. 130).
 IV საუკუნიდან გერმანულ ტომებში გაქრისტიანების პროცესი დაიწყო (მაგ.,
ბურგუნდებში) (გვ. 149).
 387 წ. - რომის იმპერატორ თეოდოსიუს I-სა და სასანიანთა ირანს შორის ახალი
ზავი დაიდო: ეგრისი (უცხოელები მას ლაზიკას უწოდებდნენ) რომს დარჩა, ხოლო
ქართლი (იბერია), [ალბანეთი და დიდი არმენია] - ირანს (გვ. 157).
 395 წ. - ერთიანი რომის ბოლო იმპერატორი თეოდოსიუს I გარდაიცვალა. მისი
შვილები იყვნენ ჰონორიუსი და არკადიუსი (გვ. 142).
 395 წ. - რომის იმპერია გაიყო: დასავლეთ რომის იმპერია - ჰონორიუსს,
აღმოსავლეთ რომის იმპერია (ბიზანტია) - არკადიუსს (გვ. 136; 142).
 დაარსების შემდეგ, ბიზანტიელები თავიანთ ქვეყანას რომეების იმპერიას
უწოდებდნენ, თავს რომაელებად, ღვთის რჩეულ ხალხად თვლიდნენ, ხოლო
თავისი იმპერატორი სრულიად საქრისტიანოს მეთაურად მიაჩნდათ (გვ. 141-142).
 ბიზანტიასა და სასანიანთა ირანს შორის გაგრძელდა დაპირისპირება ინდოეთ-
ჩინეთიდან მომავალ ე. წ. „აბრეშუმის გზაზე“ გაბატონებისათვის, რომელიც
რამდენიმე საუკუნე გაგრძელდა. საცილო ტერიტორიები კვლავ იყო: კავკასია,
მესოპოტამია, ეგვიპტე, სირია და პალესტინა (გვ. 157).
 IV საუკუნე - მოღვაწეობდნენ ეკლესიის „კაპადოკიელი მამები“: კაპადოკიის
მიტროპოლიტი ბასილი დიდი, მისი ძმა ნოსიის ეპისკოპოსი გრიგოლ ნოსელი და
მათი მეგობარი გრიგოლ ნაზიანზელი (ღვთისმეტყველი) (იხ. გვ. 146).

4
 მათ გარდა, კიდევ ერთი „ეკლესიის მამა“ იყო ჰიპონის ეპისკოპოსი ნეტარი
ავგუსტინე (354-430 წწ.) (გვ. 146).
 IV-V საუკუნეების მიჯნა - დაარსდა ერთიანი ეგრისის, ანუ ლაზიკის სამეფო
(დედაქალაქი - ციხე-გოჯი), რომლის დამოუკიდებლობა ბიზანტიის იმპერატორმა
ცნო (გვ. 171-172).

V საუკუნე

 410 წ. - ვესტგოთებმა პირველად აიღეს „მარადიული ქალაქი“ - რომი ალარიხის


მეთაურობით და 3 დღე ძარცვეს. „მარადიული ქალაქის“ პირველმა დარბევა-
აოხრებამ თანამედროვეებზე უმძიმესი შთაბეჭდილება მოახდინა, უმრავლესობა
დარწმუნებული იყო, რომ ეს ფაქტი მთელი სამყაროს დასასრულს მოასწავებდა.
ამის შესახებ მოგვითხრობს VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი
კესარიელი (გვ. 137).
 410 წ. - ვესტგოთებმა ესპანეთში დააარსეს პირველი ბარბაროსული სახელმწიფო
დასავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე (გვ. 137).
 428 წ. - სასანიანთა ირანმა მეფობა გააუქმა სომხეთში. „დიდმა არმენიამ“ (ძვ. წ. 190-
428 წწ.) არსებობა შეწყვიტა. [მალე ირანმა გააუქმა მეფობა ალბანეთშიც] (გვ. 158).
 სასანიანთა ირანს ქართლის გამაზდეანება და სახელმწიფოებრიობის გაუქმება
სურდა, რის გამოც ადგილობრივ დიდაზნაურებს მაღალ თანამდებობებს
(ერისთავობა = სპარსულად პიტიახშობა) ჰპირდებოდა (იხ. გვ. 158).
 50-იანი წლების დასაწყისი - ქართლში ვახტანგ გორგასალი გამეფდა (გვ. 158).
 50-იანი წწ. - ვახტანგმა ილაშქრა ჩრდილოეთ კავკასიაში ირანელების
დახმარებით, რადგან ისინიც დაინტერესებულები იყვნენ კავკასიონის
გადმოსასვლელების გამაგრებით (გვ. 158).
 V საუკუნის შუა ხანები - ევროპაში დაიწყეს თარეში ჰუნებმა ატილას
მეთაურობით. მათი ცენტრი იყო დღევანდელი უნგრეთის ტერიტორიაზე (გვ. 139).
 451 წ. - ატილა გერმანელების (რომაელი მხედართმთავრით) წინააღმდეგ
კატალაუნის ველებზე, თანამედროვე საფრანგეთში. ვერცერთმა მხარემ
გადამწყვეტ უპირატესობას ვერ მიაღწია. ატილას უკან გაბრუნება მოუწია (გვ. 139).
 451 წ. - ქალაქ ქალკედონში გაიმართა მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება. დაიგმო
მონოფიზიტობა და ჭეშმარიტებად დიოფიზიტობა გამოცხადდა (ამის შესახებ
უფრო ვრცლად იხ. გვ. 155).
 455 წ. - ვანდალები მოულოდნელად დაესხნენ რომს, აიღეს და 2 კვირა ძარცვეს.
აქედან დამკვიდრდა ტერმინი „ვანდალიზმი“, როგორც კულტურულ
ფასეულობათა უგუნური განადგურებისა და სასტიკი რბევის სინონიმი (გვ. 140).
 459 წ.- სასანიანთა ირანის შაჰი გახდა პეროზი (459-484 წწ.) (გვ. 159).
 60-იანი წწ. - პეროზმა ვახტანგი ჰუნებთან საბრძოლველად წაიყვანა შუა აზიაში (7
წლით) (გვ. 159).
 466 წ. - ფრანკთა მეფე გახდა ხლოდვიგი (466-511 წწ.) (გვ. 149).
 466 წ. - ქვემო ქართლის გამგებელი ვარსქენ პიტიახში პეროზს ეახლა,
ქრისტიანობა უარყო და გამაზდეანდა. ამას შეეწინააღმდეგა ვარსქენის ცოლი
შუშანიკი, რომელიც მოწამეობრივად აღესრულა (იხ. გვ. 159).
 60-იანი წწ. - დიდაზნაურების გავლენის სფეროში მოექცა მიქაელ
მთავარეპისკოპოსი (გვ. 159).
5
 60-70-იანი წლების მიჯნა - ვახტანგი დაბრუნდა შუა აზიიდან, გაატარა საეკლესიო
რეფორმა, თანამდებობიდან გადააყენა მიქაელ მთავარეპისკოპოსი და ქვეყნიდან
გააძევა, მოიპოვა ავტოკეფალია. ბიზანტიის იმპერატორმა გამოგვიგზავნა პეტრე
კათალიკოსი, რომელსაც ვახტანგმა სვეტიცხოვლის ტაძარი აუშენა მცხეთაში (გვ.
160-161).
 70-იანი წწ. - ვახტანგმა თბილისში დედაქალაქის გადმოტანა დაიწყო (იხ. გვ. 161).
 476 წ. - გერმანელმა ბარბაროსმა ოდოაკრმა დასავლეთ რომის იმპერატორი,
ყმაწვილი რომულუს ავგუსტულუსი ჩამოაგდო და სამეფო ნიშნები ბიზანტიაში
გაგზავნა. დასავლეთ რომის იმპერია განადგურდა. მის ყოფილ ტერიტორიაზე
გერმანული სამეფოები შეიქმნა (გვ. 141).
 ნეტარი ავგუსტინე რომის იმპერიის დაცემის მიზეზებზე: „ეს არის იმ ძალადობის
საზღაური, რომელსაც რომი ეწეოდა სხვა ხალხების მიმართ ასწლეულების
მანძილზე, იმპერიაში გაბატონებული ნებივრობისა და უზნეობის საფასური“ (გვ.
139).
 482 წ. - ვახტანგმა მოაკვლევინა ვარსქენ პიტიახში და ქვეყნიდან განდევნა
ირანელები, რაც ირანის წინააღმდეგ აჯანყებას ნიშნავდა (გვ. 163).
 483 წ. - პეროზმა ლაშქარი გამოგზავნა ქართლსა და სომხეთში. ქართველ-სომეხ
მოკავშირეთა მარცხი. ჰუნებმა მხოლოდ 300-კაციანი რაზმი გამოგზავნეს (გვ. 163).
 484 წ. - კვლავ შემოვიდა ირანის ლაშქარი ქართლში. ვახტანგი ეგრისში გადავიდა.
მალე მოვიდა ცნობა პეროზის ჰუნებთან დაღუპვის შესახებ, რის გამოც ირანელთა
სარდალი სამშობლოში დაბრუნდა. ანუ ვახტანგის ანტიირანული აჯანყება იყო
482-484 წლებში (გვ. 163).
 484 წლის შემდეგ - ირანს დათმობებზე წასვლა მოუწია: სომხეთში მარზპანად
ადგილობრივი დიდებული დასვეს, ალბანეთში აღადგინეს მეფობა, ქართლში
ქრისტიანების დევნა შეწყდა (გვ. 163).
 494 წ. - ბოლნისის სიონის უძველესი სამშენებლო წარწერა [შესრულებული
უძველესი ქართული დამწერლობის სახეობით - ასომთავრულით, ანუ
მრგვლოვანით]: პეროზის გამეფებიდან 20 წლის შემდეგ (479 წ.) დავიწყე ამ
ეკლესიის შენება და 15 წელში დავამთავრე (494 წ.). ვინც ამ ეკლესიის
მაშენებლისთვის - დავით ეპისკოპოსისთვის ილოცებს, ღმერთმა შეიწყალოს (იხ.
გვ. 163).
 V საუკუნე - მოღვაწეობდა გოთი ისტორიკოსი იორდანისი (იხ. გვ. 139).
 V საუკუნის ბოლო - ფრანკთა მეფე ხლოდვიგმა (466-511 წწ.) თავისი მეუღლის,
ბურგუნდთა მეფის ქრისტიანი ასულის - კლოტილდას ჩაგონებით ქრისტიანობა
თავადაც მიიღო და ფრანკებიც გააქრისტიანა (გვ. 149).
 V საუკუნის ბოლომდე პაპი იყო ყველა ქალაქის ეპისკოპოსის სახელწოდება.
საუკუნის ბოლოდან კი პაპს მხოლოდ რომის არქიეპისკოპოსს უწოდებენ (გვ. 187).
 V-VI საუკუნეების მიჯნა - ვახტანგი განაგრძობს სასანიანთა ირანთან ბრძოლას.
[დაახლ. 502/503 წელს] სასიკვდილოდ დაიჭრა სამგორის ველზე, [გარდაიცვალა
მის მიერ აგებულ უჯარმის ციხეში] და დაკრძალეს სვეტიცხოველში (გვ. 163).

6
7

You might also like