You are on page 1of 10

ახალი წელთაღრიცხვით:

VI საუკუნე

 VI საუკუნის დასაწყისი - ვახტანგ გორგასლის დაღუპვის შემდეგ, ქართლის


დიდაზნაურებმა არ დაუჭირეს მხარი ირანის წინააღმდეგ აჯანყებას (მაღალი
თანამდებობების და მიწების მემკვიდრეობით გადაცემის დაპირების გამო). [523
წელს] ირანის შაჰმა ქართლში მეფობა, ანუ სახელმწიფოებრიობა გააუქმა და
თბილისში თავისი მოხელე - მარზპანი დასვა (გვ. 170).
 VI საუკუნის დასაწყისი - ქართლში სახელმწიფოებრიობის გაუქმების
შემდეგ, სპარსელებმა ქვეყნის მთავარ ციხეებსა და ქალაქებში მეციხოვნე ჯარები
(=გარნიზონები) ჩააყენეს; ეკლესიასაც აღარ ზღუდავდნენ, მხოლოდ
მოითხოვდნენ, რომ იგი მონოფიზიტური ყოფილიყო (გვ. 170).
 ქართლში უმეფობის ხანაზე მოგვითხრობს VI საუკუნის უცნობი ქართველი
მწერალი ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში - „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“. ამ
თხზულებიდან ჩანს, რომ მეექვსე საუკუნეში ქართლში ყველაფრის ბატონ-
პატრონი მარზპანია (მთხოვეთ, რაც გინდათ...) (იხ. გვ. 172).
 511 წ. - გარდაიცვალა ფრანკების მეფე, მეროვინგების დინასტიის
დამფუძნებელი ხლოდვიგი (466-511 წწ.) (გვ. 149; 189).
 VI საუკუნიდან ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის დაიწყო
უთანხმოება. სომხეთი მონოფიზიტია (პროირანული), ქართლი - დიოფიზიტი
(პრობიზანტიური) (იხ. გვ. 156).
 527 წ. - გამეფდა აღმოსავლეთ რომის იმპერიის - ბიზანტიის ყველაზე
გამოჩენილი იმპერატორი იუსტინიანე I დიდი (527-565 წწ.). მის დროს ბიზანტია
განსაკუთრებით გაძლიერდა. ის იყო პატივმოყვარე, ჭკვიანი, შრომისმოყვარე,
კარგი პოლიტიკოსი. ააშენა ეკლესიები და საავადმყოფოები, მათ შორის, აია
სოფიას (წმინდა სოფიას) ტაძარი კონსტანტინოპოლში (გვ. 165).
 იუსტინიანეს სურდა, აღედგინა რომის იმპერია ერთი კანონმდებლობითა
და რელიგიით; ცდილობდა ეკლესია სრულ მორჩილებაში ჰყოლოდა; თვითონ
ნიშნავდა უმაღლეს საეკლესიო პირებს თანამდებობებზე (გვ. 165-166).
 იუსტინიანე დიოფიზიტი იყო, მონოფიზიტებისადმი ტოლერანტული,
წარმართებისადმი შეუწყნარებელი. მანვე დახურა წარმართული ფილოსოფიური
სკოლა. ფილოსოფოსთა ნაწილი გადასახლდა სასანიანთა ირანში, სადაც მათ
მფარველობას უწევდა შაჰი ხოსრო ანუშირვანი (გვ. 166).
 ბიზანტიის ცნობილი მხედართმთავრის - ველისარიუსის წინამძღოლობით
იუსტინიანემ ვანდალების სამეფო (ჩრდილოეთ აფრიკაში) იმპერიას შეუერთა.
დაიმორჩილა ოსტგოთებიც (გვ. 166).
 „იუსტინიანეს კრებული“ - კანონთა კრებული, სამართლის
უმნიშვნელოვანესი წყარო შუა საუკუნეების ევროპაში. ის შედგებოდა: 1.
ინსტიტუციები - სახელმძღვანელო დამწყებ იურისტთათვის; 2. დიგესტები -
ფრაგმენტები კლასიკური ხანის რომაელ იურისტთა ნაშრომებიდან; 3.
იუსტინიანეს კოდექსი - თვითონ იუსტინიანეს ბრძანებები და განკარგულებები
(გვ. 167).

1
 იუსტინიანეს ცოლი თეოდორა გამორჩეოდა მახვილი გონებით,
ვერაგობითა და სილამაზით. ის აქტიურად ერეოდა სახელმწიფოს საქმეებში (გვ.
166).
 527 წ. - ბიზანტიასა და ირანს შორის ომი განახლდა, რომელიც იუსტინიანეს
დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა (გვ. 168).
 531 წ. - გამეფდა სასანიანთა ირანის ყველაზე გამოჩენილი შაჰი ხოსრო I
ანუშირვანი (531-579 წწ.) (გვ. 167).
 532 წ. - ბიზანტიასა და სასანიანთა ირანს შორის დაიდო პირველი „საუკუნო
ზავი“. ხოსრო I-მა, დროის მოგების მიზნით, იუსტინიანეს უამრავი ტერიტორია
დაუთმო (გვ. 169).
 532 წ. - კონსტანტინოპოლში იფეთქა იუსტინიანეს პოლიტიკით
უკმაყოფილო მოსახლეობის აჯანყებამ, რომელიც იუსტინიანემ სასტიკად ჩაახშო
(გვ. 166).
 VI საუკუნის 30-იანი წლები - ხოსრომ გაატარა სპარსეთში რეფორმები: ა)
შეზღუდა სახელმწიფოს მოხელეთა უფლებები, შექმნა თავისი ერთგული
სახელმწიფო ელიტა; ბ) შექმნა კარგად ორგანიზებული საგადასახადო სისტემა
(გლეხები ნატურალური გადასახადის ნაცვლად უკვე ფულს იხდიდნენ); გ) შექმნა
რეგულარული (=მუდმივი) არმია; დ) იმპერია დაყო 4 დიდ პროვინციად -
კუსტად, რომლებსაც სათავეში მარზპანები ჩაუყენა (გვ. 168).
 VI საუკუნის 30-იანი წწ. - ეგრისის მეფეა გუბაზი. იუსტინიანემ სცადა
ეგრისში მეფობის გაუქმება, რაზეც გუბაზი აღშფოთდა (გვ. 171).
 540 წ. - რეფორმების გატარების შემდეგ, ხოსრო I შეიჭრა სირიაში და აიღო ქ.
ანტიოქია, რითაც დაარღვია პირველი „საუკუნო ზავი“. დაიწყო ირან-ბიზანტიის
ახალი ომი, რომელიც 562 წლამდე გაგრძელდა (გვ. 169).
 542 წ. - გუბაზმა ბიზანტიის წინააღმდეგ დახმარება ხოსრო I-ს სთხოვა და,
სანაცვლოდ, შავ ზღვაზე გასასვლელს დაპირდა (გვ. 171).
 542 წ. - ხოსრო I ჯარით შევიდა ლაზიკაში და დაიწყო „დიდი ომიანობა
ეგრისში“, რომელიც 20 წელი გაგრძელდა (542-562 წწ.) (გვ. 171).
 თავიდან გუბაზი ირანს უჭერდა მხარს, მაგრამ გაიგო, რომ ხოსროს მისი
მოკვლა უნდოდა და ბიზანტიას მიემხრო (გვ. 171).
 ბიზანტიელი სარდლები უნიათოდ მოქმედებდნენ, გუბაზი დაემუქრა მათ
იმპერატორთან დასმენით, ამის გამო ვითომ თათბირზე მიიწვიეს და ღალატით
მოკლეს (გვ. 171).
 V საუკუნის 50-იანი წწ. - გუბაზის სიკვდილის შემდეგ, ეგრისში მოეწყო
დიდი სახალხო კრება, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ აიეტი და ფარტაძი.
აიეტი: „კვლავ ირანს მივემხროთ“; ფარტაძი: „დავრჩეთ ბიზანტიის მხარეს, ოღონდ
იუსტინიანეს დამნაშავე სარდლების დასჯა მოვთხოვოთ“. ფარტაძის აზრმა
გაიმარჯვა და იმპერატორს დამნაშავეების დასჯა მოსთხოვეს. აიეტისა და
ფარტაძის სიტყვების შესახებ მოგვითხრობს VI საუკუნის ბიზანტიელი
ისტორიკოსი აგათია სქოლასტიკოსი (გვ. 171).
 VI საუკუნეში, აგათია სქოლასტიკოსის გარდა, მოღვაწეობდა ბიზანტიელი
ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი (იხ. გვ. 138).
 იუსტინიანემ გამოგზავნა სენატორი, რომელმაც დამნაშავეები სიკვდილით
დასაჯა. ამის შემდეგ ბიზანტიელებმა და ეგრისელებმა რამდენჯერმე დაამარცხეს
ირანის ჯარი (გვ. 171).
2
 562 წ. - სასანიანთა ირანსა და ბიზანტიას შორის დაიდო მეორე, 50 წლიანი,
„საუკუნო ზავი“. დამთავრდა „დიდი ომიანობა ეგრისში“. ეგრისი ისევ ბიზანტიის
გავლენის ქვეშ დარჩა (გვ. 169; 171).
 565 წ. - გარდაიცვალა იმპერატორი იუსტინიანე დიდი (გვ. 165).
 571 წ. - ანტიირანული აჯანყება დაიწყო სომხეთში (გვ. 172).
 572 წ. - ანტიირანული აჯანყება დაიწყო ქართლშიც. მისი მეთაური იყო
ქართლის ერისთავი გურგენ-გუარამი. მალე, ბიზანტიის დახმარებით, ქართლმა
სახელმწიფოებრიობა აღიდგინა ერისმთავრობის ფორმით. პირველი ერისმთავარი
(ანუ ერისთავთა მთავარი) გახდა გურგენ-გუარამი (572-591 წწ.), ბიზანტიის
მოკავშირე-ვასალი, რომელმაც კურაპალატობა იმპერატორისგან მიიღო (იხ. გვ.
172-173).
 579 წ. - გარდაიცვალა ხოსრო I ანუშირვანი. მალე ტახტზე ავიდა ხოსრო II
(გვ. 167).
 591 წ. - დამთავრდა 80-იან წლებში დაწყებული ომი ირან-ბიზანტიას შორის
და დაიდო მესამე „საუკუნო ზავი“. შაჰმა ხოსრო II-მ ბიზანტიის დახმარებით
დაიბრუნა საკუთარი დიდებულების მიერ წართმეული ტახტი, სანაცვლოდ, მას
დაუთმო ტერიტორიები. 591 წლის ზავის მიხედვით, ქართლი ბიზანტიის
გავლენის სფეროში გადავიდა (გვ. 169).
 591 წ. - გარდაიცვალა გურგენ-გუარამი. ახალი ერისმთავარი გახდა მისი
ვაჟი სტეფანოზ I (591-604/5 წწ.). ის იყო ბიზანტიის მოკავშირე, დიოფიზიტი (გვ.
173).
 VI საუკუნის 70-90-იანი წლები - ქართლის თანდათანობითი
გათავისუფლება ირანის ბატონობისგან იგრძნობა მეექვსე საუკუნის ქართულ-
სასანური მონეტების მონოგრამებზეც (გამოსახულებებზე), რომლებზეც
გამოსახულნი არიან ერისმთავრები გურგენ-გუარამი და სტეფანოზ I (იხ. გვ. 172).
 VI-VII საუკუნეების მიჯნა - სტეფანოზ ერისმთავარმა ააშენა მცხეთის
ჯვრის ტაძარი (გვ. 174).

VII საუკუნე

 604 წ. - ირან-ბიზანტიას შორის დაიწყო ახალი ომი, რომლითაც დაირღვა


591 წლის მესამე „საუკუნო ზავი“. თავდაპირველად, იგი სასანიანთა ირანის
უპირატესობით მიმდინარეობდა. ხოსრო II-მ აღადგინა სპარსეთის გავლენა
ქართლზე (გვ. 174; 225).
 604/5 წ. - ქართლის ერისმთავარი სტეფანოზი გარდაიცვალა (გვ. 173).
 VII საუკუნის დასაწყისი - მეექვსე საუკუნიდან ქართულ და სომხურ
ეკლესიებს შორის დაწყებული სარწმუნოებრივი უთანხმოება გადამწყვეტ ფაზაში
შევიდა. ირანის მხარდაჭერით შეგულიანებული სომხები ქართული ეკლესიის
მონოფიზიტობაზე გადაყვანას ცდილობდნენ. მათ მტკიცედ შეეწინააღმდეგა
ქართლის კათოლიკოსი კირიონ I (გვ. 156).
 605 წ. - ქართლის კათოლიკოს კირიონ I-ის დიოფიზიტური მოღვაწეობის
გამო, ცურტავის სომეხი მონოფიზიტი ეპისკოპოსი მოსე სომხეთში გაიქცა და
იქაურ კათალიკოსთან იჩივლა. დაიწყო მიმოწერა ქართველთა და სომეხთა შორის.
ეს წერილები დაცულია სომხურ ენაზე ე. წ. „ეპისტოლეთა წიგნში“ (გვ. 156).

3
 608 წ. - სომხეთის კათალიკოსმა აბრაჰამმა გამოსცა „საყოველთაო
ეპისტოლე“, რომლითაც მან მოუწოდა სომხებს, გაეწყვიტათ ყოველგვარი
ურთიერთობა ქართველებთან და ალბანელებთან (გვ. 156).
 610 წ. - ბიზანტიის იმპერატორი (კეისარი) გახდა ჰერაკლე (610-641 წწ.) (გვ.
225).
 VII საუკუნის 10-იანი წწ. - ხოსრო II-მ დაიპყრო იერუსალიმი და ეგვიპტე,
წმინდა ჯვარი, [რომელზეც იესო ქრისტე გააკრეს], იერუსალიმიდან სასანიანთა
სპარსეთის დედაქალაქ ქტესიფონში გადაიტანა. ამ დროს ჰერაკლე ბიზანტიაში
სამხედრო რეფორმებს ატარებდა (გვ. 225).
 VII საუკუნის პირველი მეოთხედი (600-622 წწ.) - ირან-ბიზანტიის ომის
პარალელურად, არაბეთის ნახევარკუნძულზე მუჰამედმა შექმნა ახალი მსოფლიო
რელიგია - ისლამი (მაჰმადიანობა). ამ რელიგიის მიმდევრებს უწოდებდნენ
მუსლიმს (მაჰმადიანს). მანამდე მსოფლიო რელიგიები იყო ბუდიზმი და
ქრისტიანობა (გვ. 236).
 არაბეთის ნახევარკუნძულის უმეტესი ნაწილი უდაბნო იყო, სადაც
მომთაბარე ბედუინები ცხოვრობდნენ. ბედუინები წარმართები იყვნენ. ისინი
თაყვანს სცემდნენ მთვარესა და მზეს. მათი უმაღლესი ღვთაება იყო ალაჰი,
რომელიც შემდგომში ისლამში ღმერთის სახელწოდებად იქცა (გვ. 236).
 ზღვისპირეთში იყო ქალაქებიც, მათ შორის, 2 მთავარი: სავაჭრო-
სატრანზიტო გზების გზაჯვარედინზე მდებარე მექა და იასრიბი (შემდგომში -
მედინა). მექაში იდგა საერთო არაბული სამლოცველო ქააბას ტაძარი.
ისლამამდელ ხანაში, წარმართების გარდა, არაბეთის ნახევარკუნძულზე
ცხოვრობდნენ ქრისტიანები და იუდეველები (გვ. 236).
 მუჰამადი დაიბადა მექაში, ღარიბი ვაჭრის ოჯახში. იგი ადრევე დაობლდა.
ის დაყვებოდა სავაჭრო ქარავნებს და რელიგიაზე საუბრობდა ქრისტიანებთან და
იუდეველებთან. ჰქონდა ხილვები, რა დროსაც მას მთავარანგელოზი გაბრიელი
ესაუბრებოდა და ღმერთის - ალაჰის სიტყვებს გადასცემდა. მუჰამადმა დაიწყო
ახალი სარწმუნოების მექელთა შორის ქადაგება, მაგრამ თავდაპირველად
წარუმატებლად (იხ. გვ. 237).
 622 წ. - მუჰამედს მოუწია მექიდან იასრიბში (მედინაში - „მოციქულის
ქალაქი“) გაქცევა. ამ მოვლენას ჰიჯრა („გადასახლება“) ეწოდება. ჰიჯრა
მუსლიმური კალენდრის დასაწყისია (გვ. 237).
 VII საუკუნის 20-იანი წწ. (622-630 წწ.) - მუჰამედი მოღვაწეობდა მედინაში. იქ
ისლამმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და მუჰამადს ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა
(გვ. 238).
 VII საუკუნის 20-იანი წწ. - მუჰამედის მედინაში მოღვაწეობის
პარალელურად, ჰერაკლე კეისარმა შეუტია ირანელების მნიშვნელოვან ქალაქ
თბილისს. მან ხაზარების დახმარებით თბილისს ალყა შემოარტყა (გვ. 226).
 ხაზარები თურქული მოდგმის ტომი იყო, რომელიც ჩრდილო კავკასიაში
ცხოვრობდა. მათი მეთაურის ტიტული იყო ხაკანი (გვ. 226).
 627 წ. - ჰერაკლემ ხაზარები ალყაშემორტყმულ თბილისთან დატოვა და
თვითონ წავიდა ნინევიას ნანგრევებთან, სადაც სასტიკად დაამარცხა ხოსრო II (გვ.
225).
 628 წ. - სანამ ჰერაკლე ნინევიასთან ხოსროს ეომებოდა, ხაზარებმა
ორთვიანი ალყის შემდეგ თბილისი აიღეს და სასტიკად ააოხრეს (იხ. გვ. 226).
4
 628 წ. - ჰერაკლე კეისარმა ხოსრო მეორედაც დაამარცხა, ამჯერად, ირანის
დედაქალაქ ქტესიფონთან (გვ. 225).
 [630 წ.] - დაიდო ზავი ირან-ბიზანტიას შორის. ირანმა წააგო და ბევრი
ტერიტორიის დათმობა მოუწია. წმინდა ჯვარი ჰერაკლემ იერუსალიმში
დააბრუნა. ბრძოლების შედეგად ორივე დაიღალა. ასეთ ვითარებაში არაბეთის
ნახევარკუნძულზე გამოჩნდნენ ახალი მსოფლიო დამპყრობლები - არაბები (გვ.
225-226).
 VII საუკუნის პირველი ნახევარი - ჰერაკლე კეისარმა გააქრისტიანა სლავი
ხალხები: სერბები და ხორვატები (გვ. 225).
 630 წ. - მუჰამედი ტრიუმფით დაბრუნდა მედინადან მექაში. მექა იქცა
რელიგიურ ცენტრად, იქ მდებარე, ერთ დროს წარმართული, ქააბას ტაძარი კი -
ისლამის მთავარ სამლოცველოდ. მუჰამედმა გაატარა რეფორმები - მაგ.,
მუსლიმები ლოცვის დროს პირით, იერუსალიმის ნაცვლად, მექისკენ უნდა
მდგარიყვნენ და ა. შ. (გვ. 239).
 მუჰამადმა შექმნა მუსლიმთა უმთავრესი საღვთო წიგნი „ყურანი“,
რომელშიც მუჰამადი უკანასკნელ მოციქულად იწოდება. ყურანი მოციქულებად
აღიარებს ბიბლიურ წინასწარმეტყველებს და იესო ქრისტეს. მუსლიმური
თვალსაზრისით, ყურანი მარადიული და შეუცვლელია. მუსლიმურმა თემმა მისი
მითითებებით უნდა იხელმძღვანელოს (გვ. 239).
 632 წ. - მუჰამედი გარდაიცვალა. მან დააარსა არა მხოლოდ ახალი რელიგია,
არამედ საფუძველი ჩაუყარა ახალ ისლამურ სახელმწიფოს - არაბთა სახალიფოს
(632-1258 წწ.). ხალიფა არაბულად „მოციქულის მოადგილეს“ ნიშნავდა (გვ. 241;
243).
 632 წ. - რადგან მოციქულ მუჰამადს ვაჟი მემკვიდრე არ დარჩა, ამიტომ,
არაბთა სახალიფოს პირველი არჩევითი, წმინდა, „მართლმორწმუნე“ ხალიფა
გახდა მუჰამადის ერთგული მიმდევარი აბუბაქრი (632-634 წწ.) (გვ. 242-243).
 634 წ. - ხალიფა აბუბაქრი გარდაიცვალა. მეორე არჩევითი, წმინდა,
„მართლმორწმუნე“ ხალიფა გახდა ომარი (634-644 წწ.) (გვ. 243).
 VII საუკუნის 30-იანი წწ. - არაბთა დაპყრობები დაიწყო ხალიფა ომარმა,
რომელმაც ბევრი ტერიტორია დაიპყრო, არაერთხელ დაამარცხა ჰერაკლე
კეისარიც და ირანის შაჰიც (გვ. 243).
 641 წ. - გარდაიცვალა ბიზანტიის იმპერატორი ჰერაკლე (610-641 წწ.) (გვ.
225).
 644 წ. - ხალიფა ომარი გარდაიცვალა. მესამე არჩევითი, წმინდა,
„მართლმორწმუნე“ ხალიფა გახდა ოსმანი (644-656 წწ.) (გვ. 243).
 650 წ. - ხალიფა ოსმანმა საბოლოოდ გაანადგურა სასანიანთა ირანის
სახელმწიფო (226-650 წწ.) (გვ. 243).
 VII საუკუნის II ნახევარი - სასანიანთა ირანის განადგურების შემდეგ,
არაბებმა მოახდინეს მისი ისლამიზაცია. ზოროასტრიზმი მოძველებული ჩანდა და
სპარსელებმა ადვილად შეიცვალეს რელიგია (გვ. 243).
 VII საუკუნის II ნახევარი - არაბული საგადასახადო სისტემა თავიდან
შედარებით მსუბუქი იყო, ვიდრე ირანის და ბიზანტიის. უომრად
დამორჩილებულ ხალხებს არაბები სპეციალურ ხელშეკრულებას - „დაცვის
სიგელს“ უფორმებდნენ, აკისრებდნენ ჯიზიას - კომლობრივ გადასახადს (გვ. 243-
244).
5
 VII საუკუნის 50-იანი წწ. [654 წ.] - ხალიფა ოსმანის სარდალმა - ჰაბიბ იბნ
მასლამამ, სომხეთის დაპყრობის შემდეგ, ქართლში ილაშქრა. ერისმთავარმა მას
მოციქულის ხელით ძღვენი გაუგზავნა. არაბებმა „დაცვის სიგელი“ გაგვიფორმეს -
„ჯიზია“ ერთ კომლზე (ოჯახზე) 1 დინარი (ოქროს მონეტა) („დაცვის სიგელის“
მუხლები იხ. გვ. 255).
 656 წ. - ხალიფა ოსმანი გარდაიცვალა. მეოთხე არჩევითი, წმინდა,
„მართლმორწმუნე“ ხალიფა გახდა ალი - მუჰამედის ბიძაშვილი და სიძე (656-661
წწ.) (გვ. 243).
 661 წ. - აჯანყებულებმა მოკლეს ხალიფა ალი და მისი ვაჟი - ალ ჰუსაინი.
ამის შემდეგ სახალიფოში დაიწყო პირველი დინასტიის - ომაიანების (661-750 წწ.)
მმართველობა. დინასტიის დამაარსებელი იყო ხალიფა მუავია, რომელმაც
დედაქალაქი სირიაში - დამასკოში გადაიტანა. ომაიანთა სახალიფო არაბული
სახელმწიფო იყო. მათ მთავარ დასაყრდენს არაბული ტომები წარმოადგენდნენ
(გვ. 244).
 VII საუკუნის II ნახევარი (661 წლის შემდეგ) - ხალიფა ალის სიკვდილის
შემდეგ, ისლამი გაიყო 2 ძირითად მიმდინარეობად: სუნიზმი (მის მიმდევრებს
სჯერათ, რომ მუჰამედის სიკვდილის შემდეგ, ალაჰთან პირდაპირი კონტაქტი
შეწყდა; აღიარებენ პირველი ოთხი წმინდა, „მართლმორწუნე“ ხალიფას
კანონიერებას, აგრეთვე, მუჰამადთან დაკავშირებული გადმოცემების - სუნების
უტყუარობას) და შიიზმი (მის მიმდევრებს სჯერათ, რომ მუჰამედის სიკვდილის
შემდეგ, ალაჰთან პირდაპირი კონტაქტი არ შეწყვეტილა; აღიარებენ მხოლოდ
მეოთხე ხალიფას - ალის და მის ვაჟს - ალ ჰუსაინს, რადგან ისინი მუჰამედის
სისხლით ნათესავები იყვნენ. მოციქულის შთამომავლებს უწოდებენ იმამებს) (გვ.
242).
 VII საუკუნის 60-90-იანი წლები - ხალიფა ალის სიკვდილისა და ომაიანების
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სახალიფოში დაიწყო შიდაომები, ჩვენთვის არ
ეცალათ და თავი გავითავისუფლეთ ჯიზიისგან. ამ დროს დაიწყო ბიზანტიისა და
ხაზარების თავდასხმები. ამ პერიოდს ეწოდება „სამი მხრით ხმლის ქნევა“ (გვ.
255).
 VII საუკუნის II ნახევარი - [ბიზანტიამ მეფობა გააუქმა ეგრისში (ლაზიკაში)]
და მის მმართველად თავისი მოხელე - პატრიკიოსი დასვა (გვ. 256).
 VII საუკუნის II ნახევარი - ეგრისში მეფობის გაუქმების შემდეგ, დასავლეთ
საქართველოს საერისთავოებს შორის ყველაზე მეტად დაწინაურდა აფხაზეთის
საერისთავო, რომელსაც უცხოურ წყაროებში აბაზგია ეწოდებოდა (გვ. 267).
 VII საუკუნის ბოლოდან - დასავლეთ საქართველოში მასობრივად დაიწყეს
გადმოსახლება აღმოსავლეთ საქართველოდან არაბობას გამოქცეულმა
ადამიანებმა. ეს მოვლენა იწვევდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს
მოსახლეობის კულტურულ დაახლოებას და შერწყმას (იხ. გვ. 266-267).
 697 წ. - ქართლში ფეხის შედარებით მოკიდების შემდეგ, არაბები ეგრისში
გადაიყვანა მისმა პატრიკიოსმა (მმართველმა) - სერგი ბარნუკის ძემ, მაგრამ
არაბებმა ლაზიკაში ფეხი ვერ მოიკიდეს (გვ. 256).
 VII საუკუნის ბოლო - საბოლოოდ დასრულდა ევროპაში, ყოფილი
„დასავლეთ რომის იმპერიის“ ტერიტორიაზე, „გერმანელ ხალხთა დიდი
გადასახლება“ (IV-VII სს.) (გვ. 130).

6
VIII საუკუნე

 VIII საუკუნის დასაწყისი - არაბთა სახალიფოში შიდაომი დამთავრდა.


ომაიანებმა, ანუ სუნიტებმა გაიმარჯვეს. მათ რამდენჯერმე ალყა შემოარტყეს
კონსტანტინოპოლს, მაგრამ იგი ვერ აიღეს (გვ. 244).
 VIII საუკუნის დასაწყისი - ომაიანებმა დაიპყრეს ჩრდილოეთ აფრიკა. იქ
მცხოვრებ ადგილობრივ ტომებს ეწოდებოდათ ბერბერები. ისინი არაბებს ჯერ
ეომნენ, შემდეგ კი მიიღეს ისლამი და დაეხმარნენ მათ ესპანეთის დაპყრობაში (გვ.
243-244).
 711 წ. - ომაიანებმა გადალახეს გიბრალტარის სრუტე და მალე მთელი
პირენეს (იბერიის) ნახევარკუნძული დაიპყრეს, მთელი ესპანეთი მათი გახდა (გვ.
244; 249).
 717 წ. - ბიზანტიის იმპერატორი გახდა ლეონ III (717-741 წწ.) (გვ. 227).
 VIII საუკუნის პირველი ნახევარი - ლეონ III-ის მმართველობის დროს,
ბიზანტიის იმპერიაში დაიწყო ხატმებრძოლეობა. ხატმებრძოლები ამტკიცებდნენ,
რომ ხატების თაყვანისცემა კერპთა თაყვანისცემის ტოლფასი იყო. ლეონმა
აკრძალა ხატების თაყვანისცემა. რომის პაპმა შეაჩვენა ლეონ III (იხ. გვ. 226-227).
 724 წ. - ქართლში ილაშქრა არაბთა სარდალმა ჯარაჰმა და განაახლა „დაცვის
სიგელი“ - კომლობრივი (ოჯახობრივი) ჯიზია გახდა სულადობრივი; ამას
დაემატა საადგილმამულო (მიწის) გადასახადი - ხარაჯა. ქართველებმა
გადასახადების გაზრდას აჯანყებებით უპასუხეს (გვ. 256).
 732 წ. - პირენეს ნახევარკუნძულზე მდებარე ესპანეთის დაპყრობის შემდეგ,
ომაიანები ფრანკების სამეფოში (დღევანდელ საფრანგეთში) შეიჭრნენ. მათ შორის
გადამწყვეტი ბრძოლა პუატიესთან გაიმართა. ფრანკების მხედართმთავარმა
კარლოს მარტელმა [პიპინ მოკლეს მამამ] არაბები დაამარცხა და ისინი დასავლეთ
ევროპაში არ შეუშვა (გვ. 243).
 VIII საუკუნის I ნახევარი - ომაიანთა მმართველობისას არაბთა სახალიფო
მოიცავდა ტერიტორიებს: აღმოსავლეთით - ინდოეთ-ჩინეთამდე, დასავლეთით -
ატლანტის ოკეანემდე, სამხრეთით - აფრიკაში შავკანიანებით დასახლებულ
ტერიტორიებამდე, ჩრდილოეთით - პირენეს ქედის ჩათვლით (ესპანეთი) (გვ. 243).
 735 წ. - არაბთა ხალიფამ ქართველებისა და ხაზარების დასამორჩილებლად
გამოგზავნა სარდალი მერვან იბნ-მუჰამედი (მურვან ყრუ) 120 000-იანი ლაშქრით.
ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ III ქართლიდან ეგრისში გაიქცა, მას გაჰყვა
მურვან ყრუც, რომელმაც აიღო და დაანგრია ეგრისის დედაქალაქი, სამგალავნიანი
ციხე-გოჯი, აიღო ცხუმი [ახლანდ. სოხუმი] და მიადგა ანაკოფიის ციხეს, სადაც
სტეფანოზის შვილები - არჩილი და მირი იმყოფებოდნენ, მაგრამ ვერ აიღო.
შემდეგ წავიდა ჩრდილოეთში და დაიმორჩილა ხაზართა ზოგიერთი ტომი.
შემდეგ მოუვიდა ცნობა სახალიფოში არეულობის შესახებ. გაბრუნდა და გახდა
ომაიანთა დინასტიის ბოლო ხალიფა მერვან II (გვ. 256-257).
 735 წ. - მურვან ყრუმ დააარსა არაბთა სახალიფოს ადმინისტრაციული
ერთეული - თბილისის საამირო. მან ქართლის საერისმთავრო დატოვა, მაგრამ
ერისმთავარი ამირას დაუმორჩილა. ორივეს რეზიდენცია თბილისში იყო,
ფორმალურად ორივეს ტერიტორია მოიცავდა მთელ აღმოსავლეთ და სამხრეთ
საქართველოს, მაგრამ რეალურად ხელისუფლება მხოლოდ თბილისზე, შიდა და
ქვემო ქართლზე ვრცელდებოდა (გვ. 253; 257).
7
 VIII საუკუნის შუა ხანები - თბილისის ამირას უფლება-მოვალეობები
სახალიფოს პროვინციების ამირების უფლება-მოვალეობების ანალოგიური იყო
(გვ. 253).
 741 წ. - გარდაიცვალა ბიზანტიის იმპერატორი ლეონ III. ახალი
იმპერატორი გახდა კონსტანტინე V (741-775 წწ.). მისი მმართველობის დროს
ხატმებრძოლეობა კიდევ უფრო გაძლიერდა (გვ. 227).
 750 წ. - არაბთა სახალიფოში ომაიანთა დინასტია (661-750 წწ.) ჩაანაცვლა
აბასიანთა დინასტიამ (750-1258 წწ.) (გვ. 244).
 VIII საუკუნის მეორე ნახევარი (750 წლის შემდეგ) - აბასიანთა დინასტიის
სახალიფოს სათავეში მოსვლის შემდეგ, არაბული სახალიფო ისლამურ
სახელმწიფოდ იქცა, სადაც წამყვანი როლი სპარსელებს ეკუთვნოდათ. აბასიანებმა
სახალიფოს დედაქალაქი დამასკოდან ერაყში - ბაღდადში გადაიტანეს, მდ.
ევფრატის სანაპიროზე (გვ. 244-245).
 751 წ. - ფრანკთა სამეფოში მეროვინგების დინასტია კაროლინგების
დინასტიით შეიცვალა. კაროლინგების დინასტიის პირველი მეფე იყო კარლოს
მარტელის შვილი პიპინ მოკლე (751-768 წწ.). პაპმა აკურთხა იგი და სანაცვლოდ
რავენას საეგზარქოსო და რომის პაპის ოლქი მიიღო. ასე ჩაეყარა საფუძველი
რომის პაპების საერო ხელისუფლებას იტალიაში და შეიქმნა პაპების „საეკლესიო
სამეფო“, რომელიც მთელი შუა საუკუნეების მანძილზე დიდ როლს ასრულებდა
საერთაშორისო პოლიტიკაში (გვ. 189).
 VIII საუკუნის შუა ხანები - რომის პაპებმა შექმნეს ყალბი დოკუმენტი
„კონსტანტინეს ნაბოძები“, რომლის სიყალბეც XV საუკუნეში დამტკიცდა. ამ
ყალბი დოკუმენტით პაპები ამტკიცებდნენ, რომ პიპინ მოკლემ მათ რომის
იმპერატორის - კონსტანტინე დიდის მიერ მეოთხე საუკუნეში ნაჩუქარი მიწები
დაუბრუნა (იხ. გვ. 190).
 754 წ. - ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე V-მ მოიწვია საეკლესიო
კრება, რომელზეც ხატმებრძოლეობა ოფიციალურად აღიარეს (გვ. 227).
 VIII საუკუნე - ხატმებრძოლეობის წინააღმდეგ გაილაშქრა ცნობილმა
ღვთისმეტყველმა (თეოლოგმა) - იოანე დამასკელმა. იგი ამბობდა, რომ ღმერთსა
და ხატს შორის არსებობს საიდუმლო კავშირი, რომელსაც ადამიანი ხატის
მზერისას ეზიარება (გვ. 227).
 VIII საუკუნის მეორე ნახევარი (750 წლის შემდეგ) - აბასიანებმა,
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სასტიკი რელიგიური პოლიტიკის წარმოება
დაიწყეს. ბევრმა ქართველმა, შიშის გამო, ისლამი მიიღო (გვ. 258).
 768 წ. - გარდაიცვალა ფრანკების მეფე პიპინ მოკლე. ფრანკთა მეფე გახდა
მისი შვილი კარლოს I დიდი (768-814 წწ.) (გვ. 189).
 775 წ. - გარდაიცვალა ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე V (741-775 წწ.)
(გვ. 227).
 786 წ. - არაბთა ხალიფა გახდა ჰარუნ არ-რაშიდი (786-809 წწ.), აბასიანთა
დინასტიის და, საერთოდ, არაბთა სახალიფოს ყველაზე დიდი ხალიფა. მის დროს
სახალიფომ თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია (გვ. 246).
 [786 წ. - თავი მოჰკვეთეს აბოს. გარდა ამისა, ამ წელს დასრულდა
ფარნავაზიანების დინასტია, რადგან ნერსე ერისმთავარს ვაჟი არ ჰყავდა. ქართლის
საერისმთავროს სათავეში ჩაუდგა ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელი
აშოტ ბაგრატიონი. მან დაიწყო გმირული ბრძოლა თბილისის ამირას წინააღმდეგ].
8
 787 წ. - ბიზანტიის დედოფალ ირინეს ინიციატივით, ქალაქ ნიკეაში
გაიმართა უკანასკნელი, მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელზეც
ოფიციალურად აიკრძალა ხატმებრძოლეობა და დადგინდა ხატთაყვანისცემის
დოგმატი. ამავე კრებამ გააუქმა 754 წლის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებები
(გვ. 155; 227).
 VIII-IX საუკუნეების მიჯნა - საქართველოში შეიქმნა ოთხი ახალი
სახელმწიფო, ანუ პოლიტიკური ერთეული: კახეთის სამთავრო
(საქორეპისკოპოსო), ჰერეთის სამეფო, ეგრის-აფხაზეთის (აფხაზთა) სამეფო, ტაო-
კლარჯეთის სამთავრო. აგრეთვე, იყო მურვან ყრუს მიერ დაარსებული თბილისის
საამიროც (გვ. 262). ახლა სათითაოდ განვიხილოთ თითოეული მათგანის
დაარსება:
 VIII საუკუნის ბოლო - აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შეიქმნა
პირველი ქართული (არაბებისგან) დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული -
კახეთის სამთავრო (საქორეპისკოპოსო). აქ მცხოვრებ მთიელებს წანარები ერქვათ,
სათავეში ედგათ არჩეული ხევისუფალი - ხევისბერი (ქორეპისკოპოსი) (იხ. გვ.
266).
 VIII საუკუნის ბოლო - კახეთის სამთავროს აღმოსავლეთით შეიქმნა მეორე
ქართული (არაბებისგან) დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული - ჰერეთის
სამეფო [ამჟამად ისტორიული ჰერეთის ნაწილი მოქცეულია კახეთში, ხოლო
მეორე ნაწილი - აზერბაიჯანში და ეწოდება საინგილო] (გვ. 266).
 VIII საუკუნის ბოლო - დასავლეთ საქართველოში შეიქმნა მესამე ქართული
(ბიზანტიისგან) დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული - ეგრის-აფხაზეთის
(აფხაზთა) სამეფო. იგი დააარსა აფხაზეთის ერისთავმა ლეონ II-მ თავისი სიმამრის
- ხაზართა ხაკანის დახმარებით. ლეონმა ისარგებლა იმით, რომ ბიზანტია
ხატმებრძოლეობის შედეგად საკმაოდ დასუსტებული იყო. აფხაზთა სამეფოს
დედაქალაქი იყო ქუთაისი (გვ. 267).
 VIII საუკუნის ბოლო - კახეთის, ჰერეთისა და ეგრის-აფხაზეთის
დამოუკიდებელი ქართული პოლიტიკური ერთეულების ჩამოყალიბების
პარალელურად, არაბების წინააღმდეგ გმირულად იბრძოდა ქართლის
ერისმთავარი აშოტ ბაგრატიონი (გვ. 267).
 ბაგრატიონები სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი
პროვინციიდან - სპერიდან არიან (გვ. 267).
 VIII საუკუნის ბოლო - გამაჰმადიანებული ქართველების გამოფხიზლების
და მათში პატრიოტიზმის გაღვივების მიზნით, ცნობილმა ქართველმა
ჰაგიოგრაფმა მწერალმა იოანე საბანისძემ დაწერა თხზულება „აბო თბილელის
წამება“ (გვ. 258; 263).

IX საუკუნე

 800 წ. - ფრანკების მეფე კარლოს დიდი (768-814 წწ.) რომის პაპმა ფრანკების
იმპერატორად აკურთხა. კარლოსი თვლიდა, რომ მას ძალაუფლება ღმერთმა
უბოძა და არა - პაპმა. რომის პაპი პირიქით მიიჩნევდა. აქედან დაიწყო
წინააღმდეგობა ევროპის საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის, რომელიც
შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელ მუდმივ კონფლიქტად იქცა (იხ. გვ. 189-
190; 232).
9
 800 წლამდე „მეორე“, ანუ „ახალი რომი“ იყო კონსტანტინოპოლი, ანუ
ბიზანტია. მას „ახალი რომი“ ოფიციალურად უწოდა კონსტანტინე I დიდმა.
ფრანკთა იმპერატორად კურთხევის შემდეგ, კარლოს დიდსაც გაუჩნდა პრეტენზია
„ახალ რომობაზე“. მას მხარს უჭერდა რომის პაპი, ხოლო ბიზანტიას -
კონსტანტინოპოლის პატრიარქი (გვ. 231-232).
 IX საუკუნის დასაწყისი - არაბებთან ბრძოლაში დამარცხებული ქართლის
უკანასკნელი ერისმთავარი აშოტ ბაგრატიონი გადავიდა სამხრეთ და სამხრეთ-
დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ტაო-კლარჯეთში და იქ დააარსა მეოთხე
ქართული პოლიტიკური ერთეული - ტაო-კლარჯეთის სამთავრო. მან
კლარჯეთში განაახლა არტანუჯის ციხე, იქვე ააშენა ქალაქიც [ტაო-კლარჯეთში
უკვე კარგა ხნის გადასული იყო გრიგოლ ხანცთელი, რომელიც მხარში ამოუდგა
აშოტ ბაგრატიონს]. არაბებთან ბრძოლაში აშოტს ეხმარებოდა ბიზანტიის
იმპერატორი, რომელმაც მას კურაპალატობა მიანიჭა. აშოტის სამხრეთ
საქართველოში გადასვლით დასრულდა ქართლის საერისმთავროს (დაარსდა 572
წელს) არსებობა (გვ. 267).
 809 წ. - გარდაიცვალა არაბთა აბასიანი ხალიფა ჰარუნ არ-რაშიდი (786-809
წწ.). ამის შემდეგ დაიწყო არაბთა სახალიფოს დაშლის პროცესი. ამირები
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას იწყებენ (გვ. 246).
 814 წ. - გარდაიცვალა ფრანკთა იმპერატორი კარლოს დიდი (768-814 წწ.)
(გვ. 189).

10

You might also like