You are on page 1of 13

29

©გიორგი ახალკაციშვილი, მე-11 კლასის ტესტები

სახელი, გვარი : _________________________________

შემოხაზეთ სწორი პასუხი

1) იუსტინიანე I „დიდი“, რომელის დროსაც ბიზანტია განსაკუთრებით გაძლიერდა,


მოღვაწეობდა...

ა. 520-567 წწ, ბ. 527-565 წწ, გ. 528-568 წწ, დ. 530-560 წწ.

2) დაახასიათეთ, როგორი იმპერატორი იყო იუსტინიანე I - (5 ქ.)

3) რომელი იმპერატორის საყვარელი გამონათქვამია - „იმპერატორს არასდროს სძინავს“ ?

ა. კონსტანტინე I-ის; ბ. იუსტინიანე I-ის; გ. კონსტანტინე XI-ის; დ. ანდრონიკე IV-ის.

4) ვინ იყო იუსტინიანე I-ის ბიძა, რომელმაც „იუსტინიანეს დინასტიას (518-610)“ ჩაუყარა
საფუძველი და იუსტინიანეს კარგი განათლება მისცა ?

ა. იუსტინე I, ბ. კონსტანტინე I, გ. იუსტინე II, დ. ტრიბერიუსი.

5) ჩამოწერეთ იუსტინიანეს სამი მთავარი მიზანი : (3 ქ.)

ა.

ბ.

გ.

6) იუსტინიანე I-ის მმართველობის პერიოდში ბიზანტიის იმპერიაში აშენდა.

ა. სამხედრო პორტები და ციხე სიმაგრეები; ბ. ეკლესიები და საავადმყოფოები;

გ. სასახლეები და ქვეითი ჯარის ყაზარმები; დ. ა და გ არის სწორი.

7) იუსტინიანეს პერიოდში ეკლესიები აშენდა ქალაქ რავენაში. სად მდებარეობს ქალაქი


რავენა?

ა. ესპანეთში; ბ. საბერძნეთში; გ. იტალიაში; დ. მცირე აზიაში.

8)იუსტინიანეს მმართველობის საყრდენს წარმოადგენდნენ...

ა. ჰერცოგები, ბ. კარდინალები, გ. ქურუმები, დ. მინისტრები


9) ბიზანტიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თანამდებობის პირი იყო...

ა. აღმოსავლეთის პრეტორის პრეფექტი; ბ. ბასილევსი;

გ. დასავლეთის პრეტორის პრეფექტი; დ. იუსტიციის მინისტრი.

10) რომელი თანამდებობის პირი ეხებოდა ბიზანტიაში ფინანსურ საკითხებს?

ა. პატრიარქი, ბ. იუსტიციის მინისტრი, გ. აღმოსავლეთის პრეტორის პრეფექტი

11) იმპერიაში მნიშვნელობით მეორე თანამდებობა იყო...

ა. აღმოსავლეთის პრეტორის პრეფექტი; ბ. დედაქალაქის პრეფექტი;

გ. დასავლეთის პრეტორის პრეფექტი; დ. იუსტიციის მინისტრი.

12) ვის მემკვიდრედ მიიჩნევდა იუსტინიანე თავს?

ა. ალექსანდრე მაკედონელის; ბ. ციცერონის; გ. კეისრების; დ. რომის პაპების.

13) რომელ სასულიერო თანამდებობების პირებთან ჰქონდა იუსტინიანეს მიმოწერები... (2 ქ.)

14) იუსტინიანე ავტორი იყო...

ა. ძველი რომის სამართლის,

ბ. IV-VI სს. ბიზანტიის ისტორიის ქრონიკების,

გ. საეკლესიო ტრაქტატებისა და გალობების.

დ. ა და ბ არის სწორი.

15) რომელია ჭეშმარიტი :

ა. იუსტინიანე მონოფიზიტების ერთგული იყო, მაგრამ დიოფიზიტთანაც ტოლერანტობას


ავლენდა;

ბ. იუსტინიანე დიოფიზიტების ერთგული იყო, მაგრამ სასტიკად არბევდა მონოფიზიტებს;

გ. იუსტინიანე დიოფიზიტების ერთგული იყო, მაგრამ მონოფიზიტებთანაც ტოლერანტობას


ავლენდა;

დ. იუსტინიანე ვერ იტანდა წარმართებს და სასტიკად არბევდა მათ.

ე. გ და დ არის სწორი.

16) იმპერატორმა იუსტინიანემ ათენის ფილოსოფიური სკოლა დახურა.


ა. 529 წელს; ბ. 530 წელს; გ. 532 წელს; დ. 539 წელს.

17) ათენის ფილოსოფიის სკოლის დახურვის შემდეგ, ფილოსოფოსთა დიდი ნაწილი


გადასახდა...

ა. ინდოეთში; ბ. ფრანკთა სამეფოში; გ. ეგვიპტეში; დ. სპარსეთში.

18) რომელი შაჰია პლატონის თაყვანისმცემლად დასახელებული?

ა. შაჰ ბაჰრამ V; ბ. შაჰ კავად II; გ. შაჰ პეროზ I; დ. შაჰ ხოსრო I.

19) რა უწოდეს იუსტინიანე I-ს ?

ა. „მხდალი“; ბ. „ლამაზი“; გ. „დიდი“; დ. „ბრწყინვალე“.

20) რომელია მართებული :

ა. იუსტინიანე ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის აღდგენას ცდილობდა;

ბ. იუსტინიანე დასავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქში აპირებდა რეზიდენციის


გადატანას;

გ. იუსტინიანე დასავლეთ რომის იმპერიის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას


ცდილობდა;

დ. ა და გ არის სწორი.

21) ბიზანტიის ძლიერი არმია შეიჭრა ჩრდილოეთ აფრიკაში დაამარცხა

ა. ჰუნები; ბ. გოთები; გ. კართაგენელები; დ. ვანდალები.

22) ვინ სარდლობდა ბიზანტიის ჯარს ჩრდილოეთ აფრიკაში ლაშქრობისას

ა. ველისარიუსი; ბ. იუსტინიანე I; გ. ლისანდროსი; დ. სტილიქონი

23) იმპერატორმა იუსტინიანემ აიხდინა ოცნება და დასავლეთ რომის დაკარგული


ტერიტორიები დაიბრუნა _________

ა. ვესტგოთების განადგურების შემდეგ; ბ. ჰუნების განადგურების შემდეგ;

გ. ოსტგოთების განადგურების შემდეგ; დ. ფრანკების დამარცხების შედმეგ.

24) ბიზანტიელებმა იტალიის დამორჩილების შემდეგ იერიში მიიტანეს

ა. ფრანკებზე; ბ. ოსტგოთებზე; გ. ვესტგოთებზე; დ. სპარსელებზე.


25) რომელი ერი განდევნეს ბიზანტიელებმა მდ. დუნაის გადაღმამდე

ა. უნგრელები; ბ. ფრანკები; გ. ბულგარელები; დ. ლანგობარდები.

26) დაახასიათეთ იმპერატორი იუსტინიანე I (მისი დადებითი და უარყოფითი თვისებები)


(5ქ.)

________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________

27) იმპერატორ იუსტინიანეს მეუღლე, რომელსაც იმპერატორზე დიდი გავლენა ჰქონდა, იყო?

ა. კლოტილდა; ბ. ელენე; გ. თეოდორა; დ. მარია.

28) რომელ წელს იფეთქა კონსტანტინოპოლში ე.წ „ნიკა“-ს აჯანყებამ, რომელიც


იუსტინიანემ სასტიკად ჩაახშო ?

ა. 520 წელს; ბ. 531 წელს; გ. 532 წელს; დ. 542 წელს.

29) ბიზანტიას დასავლეთიდან თავს ესხმოდნენ

ა. ვესტგოთები; ბ. ოსტგოთები; გ. ფრანკები; დ. ბასკები.

30) VI ს-ში ბიზანტიის დაუძინებელი მტერი აღმოსავლეთში იყო

ა. ქართლი; ბ. არაბეთი; გ. სასანიანთა ირანი; დ. სელევკიანთა ირანი.

31) იუსტინიანე I-ის დამსახურებას წარმოადგენს რომაული სამოქალაქო სამართლის


დახვეწა, რომელიც თავდაპირველად დაიწერა ძვ.წ I ს-ში.

ა. ციცერონის მიერ; ბ. ტიტუს ლივიუსის მიერ;

გ. სოლონის მიერ; დ. პლუტარქეს მიერ.

32) რა ეწოდა დახვეწილ და ახალი სტილით ჩამოყალიბებულ რომაულ სამოქალაქო


სამართალს _____________________________________________________________ (5 ქ.)

33) იუსტინიანეს კანონებს ლათინურად „Corpus juris civilis“-ს ეწოდა

ა. IX საუკუნიდან; ბ. XI საუკუნიდან; გ. XII საუკუნიდან; დ. XIII საუკუნიდან.

34) იუსტინიანეს კანონები შედგებოდა შემდეგი ნაწილებისგან (მიუწერეთ რა რას ნიშნავდა)


(5 ქ.)

1. ინსტიტუციები (Institutiones) ___________________________________________________________


2. დიგესტები / პანდექტები _______________________________________________________________

3. იუსტინიანეს კოდექსი _________________________________________________________________

4. ნოველები (Novellae) ___________________________________________________________________

35) საბოლოოდ როდის მიიღო დასრულებული სახე იუსტინიანეს კოდექსმა?

ა. 539 წელს; ბ. 540 წელს; გ. 542 წელს; დ. 543 წელს.

36) რომელ წლებში გამოდიოდა იუსტინიანეს ნოველები?

ა. 535-542 წწ; ბ. 533-542 წწ; გ. 535-543 წწ; დ. 538-550 წწ.

37) ვინ იყო „სამართლის წიგნის“ ქართველი ავტორი, რომელზეც იუსტინიანეს კოდექსმა
დიდი გავლენა იქონია?

ა. გრიგოლ I; ბ. ვახტანგ VI; გ. ერეკლე II; დ. ვახუშტი ბატონიშვილი.

38) რომელ საუკუნეებში და სად მიმდინარეობდა ე.წ „მაზდაკელთა რელიგიურ-სოციალური


აჯანყება“ ?

ა. V-VII სს. ბიზანტიის იმპერიაში; ბ. IV-VII სს. დასავლეთ რომის იმპერიაში;

გ. V-VI სს. ირანში; დ. VI-VII სს. ირანში.

39) VI საუკუნის ირანში, როდესაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ტახტზე ადის...

ა. კავად I; ბ. პეროზ I; გ. იეზდიგერდ დ. ხოსრო I.

40) რომელ წლებში მოღვაწეობდა შაჰი ხოსრო I ანუშირვანი?

ა. 527-565 წწ; ბ. 531-579 წწ; გ. 530-579 წწ; დ. 531-578 წწ.

41) VI საუკუნეში რომელი დინასტია ედგა ირანს სათავეში?

ა. სეფიანთა; ბ. სელევკიანთა; გ. სასანიანთა; დ. ყაჯართა.

42) როგორ განიმარტება - ანუშირვანი - _________________________________________

43) რომელი ღონისძიება უკავშირდება შაჰ ხოსრო I ანუშირვანს ?

ა. 529 წელს ათენის ფილოსოფიური სკოლის დახურვა;

ბ. მაზდაკელთა აჯანყების წამოწყება;

გ. არაბეთის სამხრეთ-დასავლეთში იემენის დაპყრობა;


დ. ეგრისის მეფის - გუბაზის - მკვლელობა.

44) რომელ წელს დაამარცხა ხოსრო I-მა ეფთალიტები და ვისი დახმარებით ?

ა. 550 წელს ქართველების დახმარებით; ბ. 553 წელს ბიზანტიის დახმარებით;

გ. 554 წელს თურქების დახმარებით; დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი.

45) ხოსრო I-ის დროს შეიქმნა :

ა. მიწისა და სულადობრივი გადასახადების სისტემა;

ბ. ახალი საალყო მანქანები;

გ. რეგულარული ჯარი და დეჰყანები;

დ. ა და გ არის სწორი.

46) ვინ იყვნენ დეჰყანები ?

ა. რეგულარული სამხედროები;

ბ. ლაშქრობების შედეგად დატყვევებული მეომრები;

გ. სოფლებში შექმნილი და გლეხებით დაკომპლექტებული მეომრები;

დ. შაჰის პირადი მცველები.

47) ხოსრო I-ის ბრძანებით ქალაქ გუნდეშაპურში (ირანის პროვინცია ხუზესთანში)


დაარსდა...

ა. მედიცინისა და ფილოსოფიის სკოლა; ბ. რეგულარული ჯარის ყაზარმა;

გ. ისტორიისა და გეოგრადიის სკოლა; დ. ბ და გ არის სწორი.

48) ხოსრო I-ის დროს ირანი გაიყო ოთხ პროვინციად. ამ პროვინციებს ეწოდა...

ა. დუმნები; ბ. კუსტები; გ. სახანოები; დ. ვიალეთები.

49) რა ეწოდებოდათ შაჰის ერთგულ მოხელეებს, რომლებიც გაყოფილ პროვინციებს


ჩაუდგნენ სათავეში...

ა. პიტიახშები; ბ. ხანები; გ. მარზპანები; დ. ამირები.

50) ბიზანტიასა და ირანს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა...

ა. V საუკუნეში; ბ. VI საუკუნეში; გ. VII საუკუნეში; დ. VIII საუკუნეში.


51) რომელი ბიზანტია-ირანის ომის შედეგად გაიმარჯვა ირანმა და ბიზანტიამ თავისთვის
წამგებიანი ზავი გაადორმა...

ა. 502-506 წწ; ბ. 503-505 წწ; გ. 504-506 წწ; დ. 504-507 წწ.

52) რომელ წელს განახლდა ბიზანტია-ირანის ომის, რომელის საბოლოოდ ირანის


დამარცხებით დასრულდა...

ა. 527 წელს; ბ. 529 წელს; გ. 531 წელს; დ. 532 წელს.

53) რომელ წელს გაფორმდა ბიზანტიასა და ირანს შორის „საუკუნო ზავი“, რომლითაც
ირანმა თავი დამარცხებულად სცნო ?

ა. 530 წელს; ბ. 531 წელს; გ. 532 წელს; დ. 533 წელს.

54) რამ გამოიწვია ირანის ომში დამარცხება ?

ა. ქვეყანაში გავრცელდა შავი ჭირი და ჯარის დიდი ნაწილი დაავადებას შეეწირა;

ბ. აღმოსავლეთ პროვინციებს თავს დაესხნენ ჰუნები და შაჰი იძულებული გახდა ფრონტი


იქით გადაეტანა;

გ. ქვეყანაში არასტაბილური სიტუაცია იყო და ამას დაემატა ახალი შაჰის ხელისუფლებაში


მოსვლაც;

დ. ირანის შაჰი ბრძოლის ველზე დაეცა, რამაც არა მხოლოდ მარცხი, არამედ იმპერიის
დაღუპვა გამოიწვია.

55) „საუკუნო ზავის“ მიუხედავად, ორ იმპერიას შორის კონფრონტაცია მალევე განახლდა.


ხოსრო I ანუშირვანი იბრძოდა სავაჭრო-საქარავნო გზებისთვის, ასევე ხმელთაშუა და შავ
ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად. ამ მიზეზით ის 540 წელს თავს დაესხა ქალაქ ...

ა. ერევანს; ბ. ბაღდადს; გ. ანტიოქაის; დ. იერუსალიმს.

56) ხოსრო I-ის ლაშქრობებს დროებითი შედეგი ჰქონდა, რადგანაც მომავალში მან
დაკავებულ ტერიტორიებზე ვერ შეძლო პოზიციების შენარჩუნება. ორ იმპერიას შორის
გაფორმდა ახალი „საუკუნო ზავი“, რომლითაც აღადგინეს ადრე არსებული საზღვრები.
აღნიშნული ზავი გაფორმდა...

ა. 562 წელს; ბ. 590 წელს; გ. 591 წელს; დ. 593 წელს.

57) რომელმა ირანიდან გაძევებულმა შაჰმა დაიბრუნა ტახტი ბიზანტიელთა დახმარებით ?

ა. შაჰ იეზდიგერდ II-მ; ბ. შაჰ პეროზ II-მ; გ. შაჰ ხოსრო II-მ; დ. შაჰ კავად II-მ.
58) თქვენი აზრით, ირანისთვის რა შედეგი შეიძლება მოეტანა ბიზანტიის დახმარებით
ირანის შაჰის მიერ ტახტის დაბრუნებას ?

________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________

/ ქრონოლოგია /

1. ათენის ფილოსოფიური სკოლის დახურვა;

2. „ნიკას აჯანყება“ კონსტანტინოპოლში;

3. საუკუნო ზავის გაფორმება, ირანის მარცხით;

1. ხოსრო I-ის გამეფება;

2. მაზდაკელთა აჯანყება;

3. ხოსრო I-ის მიერ ანტიოქიის აღება;

1. ხოსრო I-ის მიერ ეფთალიტების დამარცხება;

2. იუსტინიანეს გამეფება;

3. ბიზანტია-ირანის ომი, ირანის გამარჯვებით;

/ მსჯელობა /

1. ბიზანტია-ირანის 591 წლის „საუკუნო ზავის“ გაფორმების შემდეგ, ირანიდან


გამოძევებულმა შაჰმა, ხოსრო II-მ, ტახტის დასაბრუნებლად დახმარება სთხოვა ბიზანტიის
იმპერატორს, რომელიც სიამოვნებით დათანხმდა შაჰს. მოხელეების ერთი ნაწილი მიესალმა
მმართველის გადაწყვეტილებას, ხოლო მეორე დაუპირისპირდა მას.

მოიყვანეთ ერთი კონკრეტული არგუმენტი, რომელშიც შაჰის მომხრე თავის პოზიციას


დაიცავდა...

მოიყვანეთ ერთი კონკრეტული არგუმენტი, რომელშიც შაჰის მოწინააღმდეგე თავის


პოზიციას დაიცავდა...
2. ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე I დიდი აქტიურ საუბრებს აწარმოებდა
დასავლეთში, რომის პაპთან, რაც მის მოხელეებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა...

მოიყვანეთ ერთი კონკრეტული არგუმენტი, რომელშიც შაჰის მომხრე თავის პოზიციას


დაიცავდა...

მოიყვანეთ ერთი კონკრეტული არგუმენტი, რომელშიც შაჰის მოწინააღმდეგე თავის


პოზიციას დაიცავდა...

/ილუსტრაცია/

N1. N2.

1. რომელი იმპერიის მმართველები არიან გამოსახულნი N1 და N2 ილუსტრაციაზე ?

2. რომელ საუკუნეში მოღვაწრობდნენ N1 და N2 ილუსტრაციაზე გამოსახული პიროვნებები?

3. დაასახელეთ N1 ილუსტრაციაზე გამოსახული პიროვნება, მისი ტიტული და


მმართველობის წლები.

4. დაასახელეთ N1 ილუსტრაციაზე გამოსახული პიროვნების მიერ ჩატარებული სამი


რეფორმა.

5. დაასახელეთ, თუ რომელ რელიგიურ პირთან ჰქონდა ურთიერთობა N1 ილუსტრაციაზე


გამოსახულ პიროვნებას?
6. დაასახელეთ N2 ილუსტრაციაზე გამოსახული პიროვნება და მისი ტიტული.

7. რა საერთო აქვთ N1 და N2 ილუსტრაცაიზე გამოსახულ პიროვნებებს ?

/რუკა/

1. რომელ საუკუნის ვითარებაა აღნიშნული რუკაზე ?

2. რუკის მიხედვით დაასახელეთ თუ რომელი იმპერიის ლაშქრობებია გამოსახული ?

3. ვისი მეთაურობით განხორციელდა აღნიშნული ლაშქრობები და რომელ წლებში


მოღვაწეობდა ის?

4. ვის წინააღმდეგ ხორციელდება აღნიშნული ლაშქრობები ?

5. საიდან იწყება აღნიშნული ლაშქრობებისაკენ მსვლელობა და რომელი ქალაქიდან ?

6. რომელ წელს დაარსდა ქალაქი, საიდანაც აღნიშნული ლაშქრობები დაიწყო ?


7. რა მიზეზით განხორციელდა აღნიშნული ლაშქრობები ?

8. რომელი ტერიტორიის დასაკავებლად წარიმართა საზღვაო და სახმელეთო ლაშქრობა


ერთად?

9. დასავლეთის გარდა, აღმოსავლეთში, კიდევ რომელ სახელმწიფოსთან ჰქონდა კონფლიქტი


აღნიშნულ იმპერიას ?

10. საქართველოს ტერიტორიის რომელი ნაწილი შედის რუკაზე გამოსახული იმპერიის


საზღვრებში, ოფიციალურად რა ეწოდებოდა მას და რომელი იყო მისი დედაქალაქი ?

/ წყარო /

შედარებით მშვიდი V საუკუნის შემდეგ, ურთიერთობები სასანურ ირანსა და ბიზანტიის


იმპერიას შორის 502 წლიდან ისევ დაიძაბა, როდესაც კავადმა საომარი მოქმედებები წამოიწყო.
ხანმოკლე შესვენებებით ომი ორ იმპერიას შორის მთელი VI საუკუნის განმავლობაში გაგრძელდა.
ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ადრეული ბიზანტიის იმპერიისთვის
და სასანური ირანისთვის შორეულ ინდოეთთან ვაჭრობა. ორივე სახელმწიფოსთვის
გეოპოლიტიკურად მშვიდი V საუკუნე დასავლეთ ჩინეთთან და სამხრეთ აზიასთან ვაჭრობის
გაზრდით იყო დახასიათებული, ხოლო ბიზანტიის იმპერიაში ნაწარმი, ძირითადად, სასანური
ირანის ტერიტორიის გავლით შედიოდა.

როგორც ჩანს, აღმოსავლეთთან ვაჭრობამ დიდ მასშტაბებს მიაღწია და გეოპოლიტიკურ


იარაღად გადაიქცა. როდესაც 502 წელს კავადის მიერ დაწყებული ომი დასრულდა, სპარსელებმა
ემბარგო დააწესეს ბიზანტია-ინდოეთის ვაჭრობაზე. მომდევნო ათწლეულებში სპარსელები
ხსნიდნენ გზებს, თუმცა, როგორც ჩანს, ფასები ნაწარმზე სასანიანების მიერ ხელოვნურად
გაზრდილი იყო. შესაბამისად, ჯერ იუსტინე I-ის (518-527 წწ.), შემდეგ კი მისი მემკვიდრის
საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო ირანის ტერიტორიის შემოვლითი
გზების მონახვა, რომლითაც მოხერხდებოდა ინდოეთსა და ჩინეთამდე მიღწევა.

ინდოეთამდე ირანის შემოვლით მისვლა მხოლოდ ზღვით მოხერხდებოდა: იმპერატორი


530-იან წლებში ეცადა წითელი ზღვის გავლით, არაბეთის ნახევარკუნძულის გარშემოვლით
ინდოეთამდე და კუნძულ ტაპრობანემდე არსებული სავაჭრო გზა აღედგინა. ამისთვის კი საჭირო
იყო ამ გზის გასწვრივ არსებული ხალხების და ქვეყნების თავის მხარეს გადაყვანა. ზუსტად ამით
უნდა ავხსნათ 530-იან წლებში სირია-პალესტინასთან მცხოვრები წინაისლამური ხანის არაბი
ჯაფნიდების აღზევება, როდესაც ისინი იმპერატორის წაქეზებით სირია-პალესტინაში
სამხრეთიდან მომავალი სავაჭრო გზის დასაცავად თავდაცვით შენაერთებს განალაგებდნენ.
სამხრეთით საჭირო იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აქსუმის სამეფოს (თანამედროვე
ეთიოპია) თავის მხარეს გადაყვანა და შემდეგ წითელი ზღვის გადაღმა არსებული იემენის
დამორჩილებაც, რადგან ინდოეთთან ვაჭრობა ამ ორი ქვეყნის ტერიტორიაზე და თანამედროვე
ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე გადიოდა.

კონსტანტინოპოლს, პირველი წარმატებების მიუხედავად, საბოლოოდ მაინც არ


გამოუვიდა სპარსელების წარმმართველი პოზიციების დასუსტება ინდოეთისკენ მიმავალ
სამხრეთ ზღვებში. კოზმა ინდიკოპლევსტი თავის „ქრისტიანულ ტოპოგრაფიაში“ ახსენებს, თუ
როგორ კონკურენციას უწევდნენ სპარსელი ვაჭრები რომაელ ვაჭრებს კუნძულ ტაპრობანეზე.

(ლიტერატურა : ავდალიანი, ე. „საქართველო და აბრეშუმის სავაჭრო გზები (VI-XIII სს.).


თბილისი, 2019. გვ. 32-34)

კითხვები

1. რომელ საუკუნეს უწოდებს ავტორი „მშვიდს“ ?

2. ტექსტში ნახსენებია დაპირისპირება ორ იმპერიას შორის. რომელი იმპერიები იგუსხმება?

3. ტექსტში ნახსენები კავადი, რომელიც ომის დამპყებად გვევლინება, რომელი სახელმწიფოს


მმართველია?

4. რატომ იყო მნიშვნელოვანი ამ ორი იმპერიისათვის აღნიშნულ სავაჭრო გზებზე


ჰეგემონობის დამყარება?

5. რა ეწოდებოდა იმ სავაჭრო გზას, რომლისთვისაც ასე თავგანწირვით იბრძოდნენ


ტექსტში დასახელებული იმპერიები.

6. რომელი საუკუნე იხსენიება ომისა და დაძაბულობის გამძაფრების ხანად ?


7. ვინ იყო ტექსტში დასახელებული იუსტინე და რომელ დინასტიას ჩაუყარა მან
საფუძველი ?

8. გაიხსენეთ თუ ვინ იყო იუსტინე I-ის მემკვიდრე და რომელ წლებში მოღვაწეობდა ის.
ასევე დაწერეთ : რა მიმართულების გზებს ანიჭებდა უპირატესობას იდოეთთან და ჩინეთამდე
მისაღწევად.

9. რა გზებით შეეძლო იმპერატორს ინდოეთამდე მისვლა, ასევე როგორ და რომელი


სავაჭრო გზის აღდგენა ეკუთვნის მას?

10. ტექსტში ნახსენები რომელი არაბული დინასტია ეხმარებოდა ბიზანტიას, რა


ტერიტორიაზე სახლობდნენ და რა ფუნქცია ეკისრებოდათ მათ სავაჭრო თვალსაზრისით?

11. ჩამოწერეთ ყველა ის მთავარი გეოგრაფიულად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც


იმპერატორს ინდოეთთან ვაჭრობის დასამყარებელი გზისთვის სჭირდებოდა.

12. გაიხსენეთ, რომელი დინასტია იდგა ამ დროს ირანის სათავეში და რომელ წლებში
არსებობდა ის ?

You might also like